You are on page 1of 3

შუალედური გამოცდა

ალექსანდრე მაჭავარიანი

ჯგუფი:108030

ლექტორი ლევანი იმნაიშვილი

1.დღეს ადამიანები იყენებენ თვლის ათობით სისტემას, ხოლო დღევანდელ


კომპიუტერებში გამოიყენება თვლის ორობითი სისტემა. რამ განპირობა ეს?

ციფრულ გამოთვლით ტექნიკაში საბოლოოდ გაიმარჯვა არა თვლის ათობითმა, არამედ


ორობითმა სისტემამ. ამის ძირითადი მიზეზი მდგომარეობდა იმაში , რომ ბუნებაში
გვხვდება ძალიან ბევრი ისეთი მოვლენა, რომლებსაც გააჩნიათ ორი მდგრადი
მდგომარეობა, მაგალითად, „ღიაა/დაკეტილია“.„ჩართულია/გამორთულია“, „ძაბვა
არის/ძაბვა არ არის“, „გამოთქმა ჭეშმარიტია/გამოთქმა მცდარია “ და ა .შ. ბუნებაში კი
მოვლენები, რომელთაც გააჩნიათ 10 მდგრადი მდგომარეობა,არ არსებობენ. მაშინ,
რატომ არის თვლის ათობითი სისტემაასე საყოველთაოდ გავრცელებული? იმიტომ, რომ
ადამიანსორ ხელზე აქვს 10 თითი და ძალიან ადვილია მათიგამოყენება ზეპირი
თვლისათვის. ელექტრონულ გამოთვლით ტექნიკაში კი გაცილებით ადვილია თვლის
ორობითი სისტემის გამოყენება, რომელშიც არსებობს ელემენტების მხოლოდ ორი
მდგრადი მდგომარეობა. თანამედროვე კომპიუტერებში თვლის ორობითი სისტემა
გამოიყენება არა მარტო რიცხვების ჩასაწერად, რომლებზეც მოქმედებები უნდა
შესრულდეს, არამედ ამ სისტემაში ჩაიწერება თვთონ მანქანური ბრძანებებიც და
შესაბამისად მთელი პროგრამებიც. კომპიუტერებში ყველა ბრძანება და მთელი
გამოთვლები დაყვანილია ორობით რიცხვებზე მარტივ არითმეტიკულ მოქმედებებამდე .

2.ბოლნისის სიონის ასომთავრულმა წარწერამ გაუძლო 15 საუკუნეს. ინფორმაციის


შენახვა ქაღალდზე უფრო საიმედოა თუ კომპიუტერის მაგნიტურ დისკოზე ?

3.რაში მდგომარეობს კაცობრიობის წინაშე ფონ–ნეიმანის დამსახურება ?

განსაკუთრებული ღვაწლი პირველი თაობის კომპიუტერების არქიტექტურის


ჩამოყალიბებაში მიუძღვის იმ დროის ცნობილ მათემატიკოსს ჯონ ფონ მეიმანს იგი
დარწმუნდა, რომ კომპიუტერების შექმნა დიდი როდენობით გადამრთველებითა და
კაბელებით საკმაოდ შრომატევადი, ხანგრძლივი და ძვირი პროცესია. ამიტომ, უმჯობესი
იქნებოდა კომპიუტერის აგება ისეთნაირად, რომ პროგრამა მოთავსებული იქნას
კომპიუტერის დამმახსოვრებელ მოწყობილობაში კოდირებული სახით – ციფრულ
ფორმაში, მონაცემებთან ერთად.მან ასევე შესთავაზა ENIAC–სა და სხვაადრეულ
კომპიუტერებში ათობითი არითმეტიკა (ერთი ათობითი თანრიგის შექმნისათვის
გამოიყენებოდა 10 ელექტრონული მილაკი –1 ჩართული და 9 გამორთული) შეეცვალათ
ბინარული არითმეტიკით.მის მიერ შექმნილი პროექტი დღეს ცნობილია , როგორც ფონ
ნეიმანის გამომთვლელი მანქანა. ეს პროექტი გამოყენებული იქნა კომპიუტერში EDSAC,
რომელმაც დიდი გავლენა იქონია კომპიუტერული ტექნიკის შემდგომ
განვითარებაზე.ფონ ნეიმანის იდეები დღესაც საფუძვლად უდევს თანამედროვე
კომპიუტერების არქიტექტურას. ამ კომპიუტერის არქიტექტურა შეიძლება განზოგადებული
იქნას, როგორც პირველი თაობის კომპიუტერების არქიტექტურა. კომპიუტერის
შემადგენლობაში შეიძლება გამოიყოს შემდეგი ძირითადი მოწყობილობები :
არითმეტიკული მოწყობილობა, დამხსომებელი მოწყობილობა, მართვის მოწყობილობა
და გარე მოწყობილობები.

4.მობილურ ფიჭური კავშირის იდეა ცნობილი იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40–იან
წლებში, მაგრამ არ იყო განვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიები. რაში დაეხმარა
ეს უკანასკნელი ფიჭური კავშირის იდეას?

კავშირის სახეობას მობილურს უწოდებენ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გადამცემი , ან


მიმღები, ან ორივე ერთად სივრცეში გადაადგილდებიან. კავშირგაბმულობის ასეთი
სახეობის პირველი წარმომადგენელი იყო რადიოკავშირი. თავდაპირველად რადიო
სწორედ ასეთი დანიშნულებით გამოიყენებოდა. რადიომიმღებებს ამონტაჟებდნენ
გემებზე და სხვა მოძრავ ობიექტებზე.პეიჯერი შეტყობინებების გაგზავნის უფრო იაფი
ალბათობით ვიდრე ფიჭური ტელეფონი. მაგრამ, მას არ შეეძლო კონკურეციის გაწევა
ფიჭურ ტელეფონთან, რომელიც ახორციელებდა ორმხრივ მიმართულ ხმოვან კავშირს.
ამიტომ, ფიჭური კავშირგაბმულობის დაწყებიდან მოხდა პეიჯერული კავშირის
განვითარების შეჩერება.მობილური ფიჭური კავშირგაბმულობის იდეა მდგომარეობს
იმაში, რომ აბონენტი ფიჭის თავისი უჯრედიდან შეიძლება მოხვდეს მეზობელ უჯრედშიც
და საერთოდ ფიჭის ნებისმიერ უჯრედში. ამისათვის შექმნილია ანტენა –
რეტრანსლიატორების მთელი სისტემა. იმისათვის,რომ კავშირი იყოს სტაბილური ,
საჭიროა რომ მანძილი ორ მეზობელ ანტენას შორის იყოს მათი მოქმედების რადიუსზე
ნაკლები. მობილურმა ტელეფონმა სიგნალები შეიძლება მიიღოს რამდენიმე ანტენა –
რეტრანსლიატორისაგან, მაგრამ ის ყოველთვის აეწყობა ყველაზე ძლიერ სიგნალზე .
მობილური ფიჭური კავშირგაბმულობის იდეა ემყარებოდა ასევე აბონენტისაგან
მიღებული სატელეფონო სიგნალის კომპიუტერულ კონტროლს, როდესაც ეს სიგნალი
ფიჭის ერთი ურედიდან გადადიოდა მეორე უჯრედში. სწორედ კომპიუტერული
კონტროლი უზრუნველჰყოფდა წამის მეათასედ ნაწილებში მობილური ტელეფონის ერთი
გადამცემი ანტენიდან მეორეზე გადართვას. ყველაფერი ეს იმდენად სწრაფად ხდება ,
რომ აბონენტი ვერაფერს ვერ გრძნობს. მობილური კავშირგაბმულობის ცენტრალურ
ნაწილს წარმოადგენს კომპიუტერები. მათი საშუალებით ხდება ფიჭის უჯრედებში
აბონენტების მოძიება და მათი სატელეფონო ქსელთან მიერთება. აბონენტი როდესაც
გადაადგილდება ფიჭის ერთი უჯრედიდან მეორეში კომპიუტერების საშუალებით ხდება
მათი ერთი საბაზო სადურიდან მეორეზე გადაცემა და უკან დაბრუნებაც , ანუ
ხორციელდება როუმინგი (ინგლისური სიტყვიდან „მოგზაურობა“ ან „მომთაბარეობა“)

5.ახლა ექსპლუატაციაში გვაქვს LCD–მონიტორები. რაში მდგომარეობს მისი ძირითადი


უპირატესობა СRT მონიტორთან შედარებით?

იმიტომ, რომ СRT–მონიტორებისაგან განსხვავებით LCD–მონიტორების უდავო


უპირატესობაა მავნე გამოსხივებების არარსებობა. მათ ღირსებას წარმოადგენს აგრეთვე
შესანიშნავი ფოკუსირება, გეომეტრიული დამახინჯებების და ფერთა შეთავსების
შეცდომების არარსებობა. გარდა ამისა მათში ადგილი არა აქვს ეკრანის ციმციმს . СRT–
მონიტორებში გამოსახულების გამოსახვა ხდება ელექტრონული სხივის საშუალებით
სტრიქონებად მარცხნიდან მარჯვნისაკენ, ზედა მარცხენა კუთხიდან ქვედა მარჯვენა
კუთზისაკენ. ეკრანის სრული დაფარვის სემდეგ საჭირო ხდება სხივის დაბრუნება ქვედა
მარჯვენა კუთხიდან ზედა მაქცხენა კუთხეში, რომლის დროსაც ეკრანი მცირე ხნით ქვრება.
ეს თვალისათვის მართალია შეუმჩნეველია, მაგრამ ციმციმი მაინც არსებობს და თვალს
ღლის. LCD–მონიტორებში პიქსელები არ ქვრებიან, ისინი უწყვეტად იცვლიან ნათების
ინტენსიურობას, რის შედეგადაც ადამიანის თვალი გაცილებით ნაკლებად იღლება . LCD–
მონიტორების უდავო უპირატესობაა აგრეთვე ის, რომ არიან ძალიან თხელი და სამუშაო
მაგიდაზე იკავებენ პატარა ადგილს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მინიატურული მოწყობილობებისათვის, მაგ., მობილური ტელეფონებისათვის , ჯიბის
კომპიუტერებისათვის, ციფრული ფოტო– და ვიდეო–კამერებისათვის

6.მიჩნეულია, რომ ადამიანს გააჩნია გრძნობის ხუთი ორგანო: სმენა, ხედვა, ყნოსვა, გემო,
ფიზიკური შეხება. თქვენი სმარტფონიდან გამოყავით ადამიანის გრძნობის ორგანოს
შესაბამისი სენსორები?

თავდაპირველი კომპიუტერები იყვნენ უფრო ვიზუალურნი , შემდეგ გადადგეს ნაბიჯი შორს


ხმოვანნი ბრძანებების გაგებით და ახლა გადადგეს ნაბიჯი კიდევ უფრო შორს დაგახდნენ
„სენსორული“. ამ თავში განვიხილავთ მის მნიშვნელობას, ტიპებს, კომპონენტებს,
სხვადასხვა სენსორულ ეკრანებთან მუშაობას და სხვადასხვა სახის სენსორული
ტექნოლოგიების შედარებით კვლევას

უპირატესობები:

შეხება ვიზუალურ ეკრანზე მოითხოვს ცოტა დროს ფიქრისთვის და პირდაპირი


მანიპულირების ფორმაა, რომელიც ადვილია სასწავლად

სენსორული ეკრანები უსწრაფესი მიმთითებელი მოწყობილობებია

სენსორულ ეკრანებს აქვთ უფრო მარტივი ხელის და თვალის კოორდინაცია ვიდრე მაუსს
და კლავიატურას

არ საჭიროებს დამატებით სამუშაო სივრცეს

სენსორული ეკრანები არიან გამძლე საჯარო ხელმისაწვდომობის და მაღალი

მოცულობის გამოყენების მიმართ.

ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედების არსებული სისტემების დიზაინი


შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანის გრძნობის ორგანოების ტიპის კატეგორიას . თუმცა , ეს
მოწყობილობები ადამიანის მხოლოდ სამ გრძნობაზე არის დამყარებული :
მხედველობით, სმენით და შეხების გრძნობებზე.

You might also like