You are on page 1of 11

ინტელექტუალური ტრანსპორტი

ტრანსპორტი ერთ – ერთი მთავარი სექტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი


გავლენა აქვს სოციალურ – ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების
დონის გაუმჯობესებაზე. მსოფლიოში უკანასნელ პერიოდში სატრანსპორტო
საშუალებების განვითარებასთან ერთად, შეინიშნება საგზაო მოძრაობის ზრდა,
რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე, საგზაო
მოძრაობისას საცობები დიდ ქალაქებში და საგზაო შემთხვევების რიცხვის ზრდა.
ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები, მათში ჩაშენებული საინფორმაციო,
საკომუნიკაციო და მართვის მოწყობილობებით საშუალებას გვაძლევენ უფრო
ეფექტურად გამოვიყენოთ სატრანსპორტო ქსელი. ინტელექტუალური
სატრანსპორტო სისტემებისთვის დამახასიათებელია სატრანსპორტო საშუალებების
მონიტორინგი. აქ დიდი როლი ენიჭება სმარტფონებს, მათი საშუალებით მონაცემთა
შეგროვება მარტივდება და შესაძლებელი ხდება ტრაფიკის ანალიზი. ცხადია,
მონაცემთა შეგროვებისთვის მხოლოდ ტელეფონები არ გამოიყენება. საგზაო
მოძრაობის მონიტორინგი შესაძლებელია ორგანიზებულ იქნას მაღალი ხარისხის
კამერებისა და საგზაო რადარების გამოყენებით. საგზაო მონიტორინგი არ
გულისხმობს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრას,
ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია სიჩქარეზე, მანქანებს შორის მანძილზე,
მარშრუტზე, გზაჯვარედინზე მოძრაობასა და საგზაო შეფერხებებზე. მონაცემების
მიღება და გადაცემა შესაძლებელია რეალურ დროში. ინტელექტუალური
სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტებია თანამედროვე
ინფორმაციული სისტემები, რომლებიც ხელს უწყობენმ დაინტერესებული
მომხმარებლებისთვის (მაგ. მძღოლები, მგზავრები) სასარგებლო ინფორმაციის
მიწოდებსა იმის თაობაზე, თუ ქალაქის, დასახლებული პუნქტის რომელ უბანშია
საცობი, რითაც შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტად
გადატვირთული მოძრაობა.
უპილოტო ავტომობილი
ესენი არიან თვითმართვადი მანქანები, რომლებიც სპეციალური პროგრამული
უზრუნველყოფისა და სენსორების საშუალებით დამოუკიდებლად მოძრაობენ.
მანქანის ყველა სისტემის მუშაობა იმართება პროგრამულად. გარემოს შესახებ
ინფორმაციის შეგროვება ხდება სენსორების საშუალებით.
ჩვეულებრივ გამოიყენება სენსორები:
 ლიდარები - მანძილის ოპტიკური გამზომი. LIDAR(Light Detection and
Ranging). - ოპტიკური სისტემების გამოყენებით დაშორებული ობიექტების
შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების ტექნოლოგია.
 რადარები - რადიოტექნიკური სისტემა (Radio detection and ranging ), რომლის
დანიშნულებაა ჰაერში, ზღვაზე და დედამიწის ზედაპირზე ობიექტების
აღმოჩენა, ასევე ამ ობიექტებამდე მანძილის, სიჩქარის და გეომეტრიული
პარამეტრების განსაზღვრა.
 კამერები
 გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS)
 ოდომეტრიის სენსორები ობიექტების გადაადგილების შესაფასებლად.
.ოდომეტრია ხშირად გამოიყენება ინჟინერიაში, მაგალითად რობოტებში ან CNC
აპარატებში (ინსტრუმენტის პოზიციის თვალყურის დევნების მიზნით).
 გიროსტაბილიზატორი - ესაა გიროსკოპიული მოწყობილობა, რომელიც
შექმნილია ცალკეული საგნების ან მოწყობილობების სტაბილიზაციისთვის, აგრეთვე
საგნების კუთხოვანი გადახრების დასადგენად.
უპილოტო ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება მოიცავდეს
მანქანურ ხედვას და ნეირონულ ქსელებს.
ზოგიერთი სისტემა ეყრდნობა ინფრასტრუქტურულ სისტემებს,მაგრამ უფრო
მოწინავე ტექნოლოგიებს შეუძლიათ ავტონომიურად გადაადგილდნენ იგივე
პირობებით, როგორც ადამიანი აკეთებს ამას, მიიღონ გადაწყვეტილებები საჭის
პოზიციის და სიჩქარის ცვლილების შესახებ სენსორებიდან მიღებული მონაცემების
საფუძველზე.
ყველაზე ხშირად ჭკვიან ავტომობილებში გულისხმობენ ავტომობილებს
მძღოლის გარეშე, რომლებსაც აქვთ გზებზე გადაადგილებისთვის საჭირო
სენსორების საკუთარი ნაკრები. თუმცა, ჭკვიანი ავტომობილი, გარდა მძღოლის
გარეშე მართვისა, კიდევ ბევრ საინტერესო რამეს გულისხმობს. ქვემოთ განვიხილავთ
ჭკვიანი ავტომობილების სხვადასხვა სახეობას.

რამდენიმე წლის წინ სამსუნგმა შექმნა გამჭვირვალე სატვირთო მანქანები.


სამსუნგის სატვირთო მანქანის წინა ფარებთან მაგრდება კამერები, ხოლო
მანქანის უკანა კარებზე - დისპლეი. გამოსახულება კამერიდან
ტრანსლირდება დისპლეიზე, რისი მეშვეობითაც მძღოლები, რომლებიც უკან
მიჰყვებიან სატვირთო მანქანას, ხედავენ სიტუაციას გზაზე ისე, თითქოს
სატვირთო მანქანა იყოს გამჭვირვალე. ეს მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს
უსაფრთხოდ გადაუსწრონ სატვირთო მანქანებს. ისინი ხომ გაცილებით ნელა
მოძრაობენ მსუბუქ მანქანებთან შედარებით, გასწრების სირთულის გამო კი
ხშირად იქმნება საშიში სიტუაციები ან კილომეტრიანი საცობები.
კამერებში გათვალისწინებულია ასევე ღამის ხედვის რეჟიმიც.
https://www.youtube.com/watch?v=ZetSRWchM4w
Land rover-მა „გამჭვირვალე“ ავტომისაბმელები მოიფიქრა. ამისათვის
ავტომობილში გამოყენებულ უკანა ხედვის კამერებთან ერთად დამატებით
ყენდება კამერები გვერდითა სარკეებზეც, ასევე ყენდება კიდევ ერთი უკაბელო
კამერა, რომელიც მაგრდება მისაბმელზე. ყველა ამ კამერებიდან მიღებული
გამოსახულება კომბინირდება ერთიან გამოსახულებაში და საშუალებას
აძლევს მძღოლს კარგად დაინახოს რა ხდება ავტომისამბელში.
https://www.youtube.com/watch?v=Q9HmdIh6AYw
FORD S-MAX მძღოლისგან დამოუკიდებლად ერკვევა საგზაო ნიშნებში. S-MAX
ვერსიას აქვს ტექნოლოგია, რომელიც ამოიცნობს საგზაო ნიშნებს და
დაარეგულირებს საწვავის მიწოდებას ძრავაში, რითაც ეხმარება მძღოლს არ გაცდეს
ნებადართული სიჩქარის საზღვრებს და თავიდან აიცილოს ჯარიმები საგზაო
მოძრაობის დარღვევისთვის. სისტემას ეწოდება Intelligent Speed Limiter.
ტექნოლოგიის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სიჩქარის შესამცირებლად არ
გამოიყენება სამუხრუჭე სისტემა. სისტემა აკონტროლებს ძრავის მბრუნავ მომენტს
საწვავის ელექტრონული რეგულირების გზით.
ყველაზე საუკეთესო არგუმენტი თვითმმართვადი ავტომობილების
დასანარგად ის არის, რომ ასეთმა ავტომობილებმა შეიძლება უამრავი ადამიანის
სიცოცხლე დაიცვას. საგზაო ავარიების 90% სწორედ ადამიანის მიერ დაშვებული
შეცდომების შედეგია. თვითმმართვადი ავტომობილების ტექნოლოგია გზებზე
მოძრაობას ბევრად უსაფრთხოს გახდის - რობოტ ავტომობილებს არ ჩაეძინებათ, არ
იქნებიან ცუდ განწყობაზე, არ იქნებიან ნასვამები, ვერ ჩაფიქრდებიან და
ავტომობილის მართვის პროცესი ყურადღების მიღმა არ დარჩებათ. სწორედ ამიტომ,
ავტომწარმოებლები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობენ
ავტომობილისთვის რაც შეიძლება მეტი ავტონომიური ფუნქციების დამატებას.
ცხადია, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. დასახვეწია აპარატურული
და პროგრამული უზრუნველყოფა, მოსაგვარებელია კანონმდებლობასთან და
დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები.
ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილებისადმი
დაინტერესება მსოფლიოში საკმაოდ იზრდება, ვინაიდან მათი ფლობა პირდაპირ
უკავშირდება არა მხოლოდ მომხმარებლის კომფორტს, არამედ უსაფრთხოებას,
ეკოლოგიას, საწვავის ეკონომიას და ა.შ.  პარკინგსენსორები, ღილაკით დაქოქვის
სისტემა, ესკორტული ფარები, უკანა ხედვის კამერა, მოცურების საწინააღმდეგო
სტაბილიზაციის (ESP), უგზოობაში მოძრაობისას დამხმარე და მოძრაობის რეჟიმის
შერჩევის სისტემები, ავტომატური პარკირება და Bluetooth, სიჩქარეზე
დამოკიდებული საჭის ჰიდროგამაძლიერებელი, ბინდის სენსორების ავტომატური
ჩართვა, ადაპტირებადი კრუიზკონტროლი, ზოლის შეცვლის დამხმარე
მოწყობილობა, LED განათება, ინტერნეტზე წვდომა - ეს იმ ინოვაციური
ტექნოლოგიების მცირე ჩამონათვალია, რომლის გარეშეც თანამედროვე
ავტომობილები, პრაქტიკულად, აღარ გამოდის. 
https://www.youtube.com/watch?v=6BqY9QvFNwA
https://www.youtube.com/watch?v=6BqY9QvFNwA

ახლა განვიხილოთ სენსორული სისტემები, რომლებიც აუცილებელია


ინტელექტუალური ტრანსპორტის რეალიზაციისათვის. ლაპარაკია არამარტო
„ინტელექტუალურ სატრანსპორტო საშუალებებზე“, არამედ „ინტელექტუალურ გზებზე“,
ინტელექტუალურ სატრანსპორტო სისტემებზე“ დიდ ქალაქებსა და რეგიონებში,
ტვირთების მიწოდების ინტელექტუალურ სისტემაზე“ და ა.შ.
ჯერ კიდევ 1997 წელს პრესას წარუდგინეს ამერიკული კომპანიების მიერ შექმნილი
ექსპერიმენტული ავტომობილი Cycab. მართვის კომპიუტერული სისტემების დახმარებით
მას შეუძლია იმოძრაოს არა მარტო ჯოისტიკისა და მძღოლის დახმარებით, არამედ
სრულიად ავტომატურადაც. ინტელექტუალურ ავტომობილს აქვს: 1. ვიდეოკამერა; 2.
მართვის პულტი; 3. სენსორული ეკრანი; 4. დისტანციის ინტელექტუალური სენსორი; 5.
ინფრაწითელი კავშირის სენსორები; 6. სენსორები შეჯახების თავიდან ასაცილებლად; 7.
მართვის ამძრავი; 8. თითო ელექტროძრავა ყველა ბორბალზე; 9. თითო ელექტრომუხრუჭი
ყველა ბორბალზე; 4. აკუმულატორული ბატარეა და ელექტროკვების სისტემა.
ინტელექტუალური ელექტრომობილი Cycab

Cycab არის ორადგილიანი ავტომობილი, წონით 300კგ, ზომებით 1.9X1,2მ. ავითარებს


სიჩქარეს 30კმ/სთ და უზრუნველყოფს გარბენის სიშორეს 40კმ-ს დატენვის გარეშე.
ელექტრომობილში რეალიზებულია მართვის ორი ტექნოლოგია, როდესაც მართვა ხდება
ხელით და მეორე - ავტომატური რეჟიმი. პირველ რეჟიმში მგზავრს მიჰყავს ავტომობილი
მართვის სახელურით (ჯოისტიკი) და სენსორული ეკრანით. ჯოისტიკი მიერთებულია
კომპიუტერთან, რომელიც ავტომობილს მართავს მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების
დაცვით. მაგ. იგი ავტომატურად ანელებს სიჩქარეს მოსახვევებსა და სხვა ადგილებში.
მართვისათვის არაა საჭირო გქონდეს ტარების განსაკუთრებული ჩვევები. მართვას შეძლებს
ნებისმიერი ადამიანი. სენსორული ეკრანის საშუალებით შეიძლება დავადგინოთ ჩვენი
ადგილმდებარეობა, მოძრაობის სიჩქარე, გავლილი მანძილი. შეიძლება დაყენდეს
ავტომობილის მუშაობის ავტომატური რეჟიმი, მოხდეს დახმარების ჯგუფის გამოძახება და
ა.შ. აგრეთვე შეიძლება რეალიზებული იქნას ავტონომიური მოძრაობის სხვა რეჟიმებიც
(მაგალითად, რადიომართვა და მართვა მაჩვენებლებით). ეს ავტომობილი დამუშავებულ
იქნა ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს
საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ეკონომიურობა, მცირე ზომები, საიმედოობა, მართვის და
მომსახურების სიმარტივე.
ასეთი ტიპის ავტომობილები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ტაქსი, მძღოლის
გარეშე და იყოს ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის ელექტრონული საკრედიტო
ბარათის მეშვეობით. ტაქსი შეიძლება „აიყვანოთ“ გაჩერებაზე ან გამოიძახოთ ინტერნეტით.
ამ შემთხვევაში იგი თვითონ მივა კლიენტის მიერ მითითებულ ადგილას (პარკირება) და
დატენის აკუმულატორსაც. ტრანსპორტის ასეთი სახეობა მოსახერხებელია გამოსაყენებლად,
პრაქტიკულად უხმაუროა, არ აბინძურებს გარემოს, ეკონომიურია და უსაფრთხოა.
მიმდინარეობს აგრეთვე სხვა ინტელექტუალური სატრანსპორტო საშუალებების მართვის
ავტომატური სისტემების დამუშავება, როგორიცაა ავტოსაგზაო, საჰაერო, საზღვაო,
სამდინარო ტრანსპორტი და ა.შ.
დასახულია მიზანი, რომ შემთხვევითი ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაშიც
(გაუთვალისწინებელი სიტუაცია, კომპონენტების მწყობრიდან გამოსვლა). მათ შეეძლოთ
ფუნქციონირება ისევე მიზანდასახულად, როგორც გამოცდილ ადამიან-ოპერატორს და
უფრო საიმედოდაც. ამ შესაძლებლობების გამოყენება - რეალიზაცია ხდება
ინტელექტუალური სენსორების სისტემების მიერ.
ინტელექტუალური გზის ქვეშ იგულისხმება სატრანსპორტო გზა (ავტოგზა, რკინიგზის
ან ტრამვაის საფარი, ქალაქის ქუჩა) აღჭურვილი ინტელექტუალური სენსორების სისტემით,
რომელიც საშუალებას იძლევა შეგროვილ იქნას საკმარისად სრული ინფორმაცია გზის
საფარზე, მის დატვირთვაზე ტრანსპორტით. ინტელექტუალური სენსორული სისტემა
ზემოთ აღნიშნული მახასიათებლების შესახებ აწვდის ინფორმაციას მძღოლებს და შესაბამის
საგზაო სამსახურებს. შედეგად ოპტიმიზდება მოძრაობა და მაღლდება უსაფრთხოება.
ამ სისტემის ყველაზე ცნობილ ინტელექტუალურ სენსორებს წარმოადგენს
ავტომატური ვიდეოკამერები სიჩქარის დადგენით და ვიდეორეგისტრაციით. როგორც კი
ინტელექტუალური სენსორი აფიქსირებს სიჩქარის გადაჭარბებას, იგი გადასცემს სათანადო
ვიდეოჩანაწერს ცენტრალურ სადისპეტჩეროში და მოძრაობის წესების დამრღვევს
გაეგზავნება ქვითარი ჯარიმის გადახდაზე. თუ დარღვევა აღინიშნა გამეორებით, მაშინ
გამოყენებული იქნება რეაგირების უფრო მკაცრი ზომები. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ასეთი
სენსორებით აღჭურვილ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევა მკვეთრად ეცემა.
ვიდეოკამერის ბაზაზე შექმნილია აგრეთვე ინტელექტუალური სენსორები, რომლებიც
ავტომატურად ახდენენ იმ მანქანების ნომრების ამოცნობას, რომლებიც კამერის
მხედველობის არეში მოხვდებიან. ასეთი სენსორი აფიქსირებს და ინახავს ამოცნობილ
ნომერს და რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში, სატრანსპორტო საშუალების
გამოსახულებასა და სანომრე ნიშნის კადრთან ერთად. ფორმირდება ყველა სატრანსპორტო
საშუალების ბაზა, რომლებიც გაივლიან კონტროლის ზონას. ასეთ სენსორს შეუძლია
მოახდინოს შედარება კონტროლის ზონაშო გავლილ მანქანებსა და ძებნაში მყოფ მანქანებს
შორის. თანხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაირთვება ვიდეოგადაღება, ხოლო
გადაღებული მასალა გადაიგზავნება სათანადო ორგანოებში.
საინტერესოა ასევე ინტელექტუალური სენსორები, რომლებიც ახდენენ სატრანსპორტო
ნაკადების მახასიათებლების კონტროლს. ასეთი სენსორი ითვლის გავლილი მანქანების
რაოდენობას, ზომავს მათ საშუალო სიჩქარეს, ანგარიშობს მოძრაობის ინტენსივობას
მოცემულ უბანზე. ამასთან ერთად, შეუძლია ამოიცნოს სატრანსპორტო საშუალებების
ტიპები, შეადგინოს სტატისტიკური მონაცემები დროის გარკვეულ მონაკვეთში (საათი, დღე-
ღამე) ავტომატურად დააფიქსიროს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები, აგრეთვე საცობები,
მოძრაობის შენელებები და ა.შ.
ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები - ეს არის სატრანსპორტო მოძრაობის
ავტომატური რეგულირების სისტემები, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ სისტემებს ზემოთ
აღწერილი სენსორების მონაწილეობით. იღებენ რა ინფორმაციას ბევრი ასეთი სენსორიდან,
ისინი სათანადო წესით ახდენენ შუქნიშნების მუშაობის ოპტიმიზაციას, უზრუნველყოფენ
გზების განტვირთვას სატრანსპორტო საშუალებებისგან, მძღოლებისთვის საჭირო
რეკომენდაციების გაცემით. ყველაზე დაძაბულ გზაჯვარედინებზე აყენებენ ვებ
ვიდეოკამერებს, რომლებიც მუდმივად ახორციელებენ ინტერნეტში ტრანსლაციას ქალაქში
სატრანსპორტო მდგომარეობის შესახებ. მძღოლებს შეუძლიათ ნახონ მდგომარეობა
შესაბამის გზაჯვარედინზე და დროულად მოახდინონ თავიანთი მოძრაობის მარშრუტის
ოპტიმიზაცია.
ინტელექტუალურ სატრანსპორტო სისტემებში დაგროვებული სტატისტიკა
დახმარებას უწევს სპეციალისტებს ობიექტურად განსაზღვრონ სად უნდა ჩაიდოს პირველ
რიგში გზების ინფრაქტრუქტურების გაუმჯობესებისათვის გამიზნული სახსრები.

ტექნოლოგია
თანამედროვე თვითმართვადი მანქანები იყენებენ ალგორითმებს, რომლებიც
დაფუძნებულია SLAM მეთოდზე.
SLAM არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მობილურ ავტონომიურ
საშუალებებში, უცნობ გარემოში რუკის ასაგებად ან წინასწარ ცნობილ გარემოში
რუკის გასანახლებლად, მიმდინარე მდებარეობისა და გავლილი მანძილის
ერთდროული მონიტორინგისას.
ალგორითმების არსი არის ავტომობილის სენსორებიდან მონაცემების
(რეალურ დროში) და რუკის მონაცემების (offline) კომბინირება.

უპილოტო ავტომობილები: დადებითი და უარყოფითი მხარეები


დადებითი მხარეებია:
 ავტოსაგზაო შემთხვევების კარდინალური შემცირება;
 სატვირთო გადაზიდვების ღირებულების შემცირება მძღოლებისთვის
ხელფასის დაზოგვის გზით;
 კერძო მანქანების საჭიროების შემცირება რობოტაქსების მასობრივი გამოჩენის
გამო;
 გზის გამოყენების ეფექტურობის გაზრდა უპილოტო მანქანების მიერ საგზაო
წესების სრული დაცვით (გზაზე უპილოტო მანქანების მასიური გასვლის
შემთხვევაში);
 შრომის ბაზრის თანდათანობითი ცვლილება: პროფესიების (ტაქსის მძღოლი,
სატვირთო მანქანის მძღოლი) გაქრობა; ავტონომიური ტრანსპორტის
განვითარებასა და მოვლასთან დაკავშირებული ახლი პროფესიების გაჩენა.
 უპილოტო ავტომობილით დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა
მართვის მოწმობის არმქონე ადამიანებისთვის, შესაძლოა არასრულწლოვნების
ჩათვლით;
 ავტომობილის მართვაში დახარჯული დროის ეკონომია;
 ტვირთის ტრანსპორტირება საშიშ ადგილებში, ბუნებრივი და ტექნოგენური
კატასტროფების ან სამხედრო ოპერაციების დროს
უარყოფითი მხარეებია:
 მანქანის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობის დაკარგვა.
 კრიტიკული სიტუაციის შემთხვევაში, მანქანის მართვის გამოცდილების
არარსებობა

დრონი განეკუთვნება დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი


აპარატების ტიპს. შეიძლება ითქვას, რომ დრონი, როგორც მოწყობილობა,
წარმოადგენს ვიდეო კამერას, რომელიც როგორც ვიდეო, ასევე მასთან ერთად,
ზოგჯერ აუდიო ინფორმაციასაც, მიღების წერტილიდან აგზავნის იმ წერტილში,
საიდანაც იმართება, ანდა ზოგჯერ იმ წერტილშიც, სადაც ზოგადად არსებობს ამ
ინფორმაციის საჭიროება.
მიუხედავად იმისა, რომ დრონი განეკუთვნება დისტანციურად მართვადი
უპილოტო საფრენი აპარატების ტიპს, იგი მაინც განსხვავდება ამ ტიპის სხვა
დანარჩენი აპარატებისგან. კერძოდ, ეს განსხვავება ძირითადად მდგომარეობს,
როგორც დრონის მცირე ზომაში, ასევე მისი ფრენის პროცესში მაღალი ხარისხის
მანევრირების შესაძლებლობაში. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, დრონი წარმოადგენს
უპილოტო მცირე ზომის ვერტმფრენს, განსხვავებით სხვა დანარჩენი ასეთი ტიპის
საფრენი აპარატებისგან.
არსებობს სხვადასხვა ზომის, წონისა და აგებულების დრონი, რომელთაგანაც
ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია კვადროკოპტერის ტიპის დრონები. მათ
გააჩნიათ ოთხი როტორი. ისინი უმეტეს შემთხვევაში გამოირჩევიან არცთუ ისე
დიდი წონით.
დრონების დანიშნულება მრავალგვარია, შესაბამისად იყოფიან კატეგორიების
მიხედვით. დრონების გამოყენებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს: სამხედრო
სფეროში, კინოინდუსტრიაში, ჟურნალისტიკაში, შოუბიზნესში და ა.შ.

You might also like