You are on page 1of 25

პრაქტიკული სამუშაო 9

ჭკვიანი სახლი. გარემო პირობების პარამეტრების ცვლილება

სცენარი: ჩვენ შევცვლით გარემო პირობების პარამეტრებს, ჩვენს შემთხვევაში


ტემპერატურას. ტემპერატურის ცვლილებაზე დამოკიდებულებით, რომელსაც
ზომავს Temperature Monitor. ჩვენ დავაკონფიგურირებთ დანარჩენ IoT ჭკვიან
მოწყობილობებს.

ნახ.1
ჩვენ გამოვიყენებთ Registration Server თავისი ვებ - სერვერით, რომელიც
გამოიყენება IoT მოწყობილობების სამართავად. Registration Server-ის სახით ჩვენ
გვექნება ჩვეულებრივი სერვერი.
Cisco Packet Tracer ვქმნით ტოპოლოგიას, რომელიც ნაჩვენებია ნახ.1-ზე.
1. Server-PT და PC-PT შქმნა.

2. Switch 2960-24TT-ის შექმნა

3. შექმნა: 1- Door, 2 – Temperature Monitor, 3 – Thermostat, 4 – Window

4. შექმნა Air Cooler (ვენტილატორი) და Heating Element (გამათბობელი)-ის


შექმნა.

5. ვაერთებთ IoT მოწყობილობებს (Door, Temperature Monitor, Thermostat,


Window) ერთმანეთთან კაბელის მეშვეობით.
6. ვაერთებთ THERMOSTAT Heating Element (Port D1 → Port DO), და Air
Cooler (Port D2 → Port DO) კაბელის მეშვეობით.

7. სერვერზე ჩართეთ IoT Registration Server-ის სამსახური. დაკლიკეთ Server –


PT მუშა ველში კონფიგურაციის ფანჯრის გასახსნელად. დაკლიკეთ
ჩანართი Services, ხოლო შემდეგ დაკლიკეთ მარცხენა პანელზე IoT
სამსახური. დააჭირეთ ღილაკს ,,OK”, ამით ჩაირთვება სამსახური.
8. სერვერს მიანიჭეთ IP მისამართი, მაგალითად 192.168.100.1/24

9. სერვერზე ჩართეთ DHCP სამსახური. სერვერი დაიწყებს ყველა


მოწყობილობისათვის IP მისამართების დარიგებას. დაკლიკეთ Server-PT,
რათა გაიხსნას კონფიგურაციის ფანჯარა. დაკლიკეთ ჩანართი Services,
ხოლო შემდგომ დაკლიკეთ DHCP სამსახური მარცხენა პანელზე. დააჭირეთ
,,On” და ,,Save”, რათა ჩაირთოს სამსახური.
10. ყველა IoT-თვის და PC-PT-თვის შეცვალეთ IP კონფიგურაცია Static-დან
DHCP-ზე.
11. შეამოწმეთ, მიიღო თუ არა ყველა მოწყობილობამ IP მისამართი. ამისათვის
თაგვი მიიყვანეთ რაიმე მოწყობილობაზე (მაგ. Window).

ეხლა უკვე ჩვენს ტოპოლოგიაზე ყველა მოწყობილობა მიერთებულია.

დაარეგისტრირეთ მოწყობილობები Registration server-ზე.

12. Registration Server-ზე შევქმნათ სააღრიცხვო ჩანაწერი.


დავკლიკოთ ღილაკი Server PT ან PC-PT, რათა გაიხსნას კონფიგურაციის ფანჯარა.
დავკლიკოთ ჩანართ Desctop-ზე ნიშნული Web Browser. URL-ის სამისამართო
ველში შევიყვანოთ რეგისტრაციის სერვერის IPv4 მისამართი. (ჩვენს შემთხვევაში
192.168.100.1). შემდეგ დავაჭიროთ ,,Go“-ს ან ,,Enter”.
აუცილებელია IoT-ის სააღრიცხვო ჩანაწერის შექმნა. დავაჭიროთ ღილაკს ,,Sign Up
New“

13. ამოვირჩიოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, დავაჭიროთ ,,Creat”-ს, რათა


შეიქმნას IoT სააღრიცხვო ჩანაწერი.
14. ყურადღება მივაქციოთ, რომ ,,IoT Server – Devices“-ის ფანჯარაში არაა ინტერნეტ
საგნების მოწყობილობების ჩამონათვალი, იმიტომ რომ IoT მოწყობილობები ჯერ
არ არიან რეგისტრირებული.

IoT მოწყობილობების დარეგისტრირება Registration Server-ზე.


15. ააწყვეთ მაგალითად Window, რათა დავარეგისტრიროთ იგი Registration Server-ზე.
დავკლიკოთ ნიშნული Window მუშა ველში, რათა გაიხსნას კონფიგურაციის
ფანჯარა, შემდეგ დავკლიკოთ Config. შევცვალოთ IoT სერვერის ტიპი Remote
Server-ზე. შევიყვანოთ რეგისტრაციის სერვერის IP მისამართი (192.168.100.1),
ასევე მომხმარებლის პაროლი და სახელი, შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს ,,Connect”.

,,Connect“ უნდა შეიცვალოს Refresh-ზე.


ეხლა უკვე Window Registration Server-ზე დარეგისტრირებულია.
ანალოგიურად დავარეგისტრიროთ Registration Server-ზე ყველა IoT
მოწყობილობა.
16. შეამოწმეთ მიიღო თუ არა ყველა მოწყობილობამ IP მისამართი. ამისთვის თაგვი
მივიტანოთ მოწყობილობაზე (მაგალითად GARAGE-ზე).
17. შედით Registration Server-ში ან PC-PT-ზე, გადადით Desctop-ზე და დაკლიკეთ
Web Browse, შევიყვანოთ URL:192.168.100.1, შემდეგ ,,Go“, ან ,,Enter“, სახელი,
პაროლი და დავაჭიროთ ,,Sign IN“ დავინახავთ რომ:

ყველა IoT მოწყობილობა Registration Server-ზე დარეგისტრირებულია.


18. ეხლა უნდა ავაწყოთ პირობები (Conditions), რომელთა დროსაც IoT
მოწყობილობები დაიწყებენ მოქმედებას. დავაჭიროთ ღილაკს ,,Conditions“.
შემდეგ კი ღილაკს ADD.
19. ვწერთ პირობას #1-ს.
თუ გარემოს ტემპერატურა, რომელსაც ზომავს TEMP MONITOR >28°C-ზე, მაშინ
THERMOSTAT გადადის გაგრილების სტატუსში (Cooling) და ჩაირთვება Air

Cooler.

ვაჭერთ OK, ვიღებთ

20. ვწერთ პირობას #2-ს.

თუ გარემოს ტემპერატურა, რომელსაც ზომავს TEMP MONITOR <17° C-ზე, მაშინ


THERMOSTAT გადადის გამახურებლის სტატუსში და ჩაირთვება Heating Element.

ვაჭერთ OK, მივიღებთ


21. ვწერთ პირობას #3-ს.

თუ ტემპერატურა, რომელსაც ზომავს TEMP MONITOR, იმყოფება შუალედში 17°C

და 28°C -ს შორის, მაშინ THERMOSTAT გადადის სტატუსში გამორთულია (Off)


და
Heating Element და Air Cooler გამოირთვებიან.

ვაჭერთ OK, მივიღებთ


22. ვწერთ პირობას #4-ს.

თუ გარემოს ტემპერატურა, რომელსაც ზომავს TEMP MONITOR, იმყოფება 20°C

და 30°C -ს შორის, კარები (Door) იხსნება და ფანჯარა (Window) იღება.

ვაჭერთ OK, მივიღებთ

23. ვწერთ პირობას #5-ს.

თუ გარემოს ტემპერატურა <20°C ან >30°C-ზე, მაშინ კარებიც (Door) და

ფანჯარაც(Window) იკეტებიან.
ვაჭერთ OK, მივიღებთ
24. საბოლოოდ ვიღებთ შემდეგ პირობებს:
გარემომცველი პირობების პარამეტრების ცვლილება.

The intercity, Home city, Corporate Office, wiring closets - ყველა მათგანს გააჩნია
თავისი გარემო. არსებობს ჩუმათობით ათეულობით გარემო, ისეთები, როგორიცაა
ტემპერატურა, წვიმა, წყლის დონე, ქარის სიჩქარე, თოვლი და სხვა. მათი
მნიშვნელობა განიხილება 24 საათიანი ციკლებით. ასე მაგალითად მზე ამოდის
დილის 6 სთ-ზე და ჩადის საღამოს 6 სთ-ზე. შუადღისას გარემოს ტემპერატურა
აღწევს მაქსიმუმ 25°C-ს. ეს ციკლი ყენდება intercity-ს დონეზე და მისი
ტემპერატურული დიაპაზონი გარემოსთვის ავტომატურად გავრცელდება მთავარ
საკომუტაციო კვანძამდე. თუ Corporate Office-ში დამატებულია გამახურებელი და
ჩართულია, მაშინ ტემპერატურა Corporate Office-ში აიწევს და იგი აიწევს ყველა
კონტეინერში, რომელიც მის შიგნითაა. მხედველობაშია მისაღები, რომ
გამახურებელი არ ახურებს მშობელ კონტეინერს Home city, იგი ახურებს მხოლოდ
შვილობილ კონტეინერებს. როცა გამახურებელი გამორთულია, ტემპერატურა
საბოლოო ჯამში Corporate Office-ში უახლოვდება ტემპერატურას, რაც არის მშობელ
კონტეინერში (Home city). ცალკეულ კონტეინერებს შეიძლება გააჩნდეთ სხვადასხვა
დონის იზოლაცია და გადაზიდვის სხვადასცხვა დანიშნულება; გადაზიდვის
მნიშვნელობა განსაზღვრავს სიჩქარეს, რომლითაც შვილობილი კონტეინერი ახდენს
თავის მოყრას მშობელ კონტეინერთან და აგრძელებენ მუშაობას ერთნაირად ყველა
ტიპის გარემოში.

25. იმისათვის, რომ გავხსნათ გარემოს დიალოგური ფანჯარა, დააჭირეთ


ღილაკს Environment ინსტრუმენტების პანელში Logical ან Physical.
მივიღებთ

დააჭირეთ Edit
მივიღებთ
დროითი შკალა განსაზღვრავს თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შეფასდეს
დრო სიმულაციის დროს.
1 წმ-ის ამორჩევა რომელიც შეესაბამება 30 მოდელირებულ წუთს, ნიშნავს, რომ
1 წმ რეალური დროის განმავლობაში ჩვენს მოდელირებაში გავიდოდა 30 წუთი. 2 წმ-
ში გავიდოდა 1 საათი, ხოლო 48 წმ-ში გავიდოდა დღე-ღამე.
26. ამოირჩიეთ ყველა ფიზიკური კონტეინერისათვის (intercity, Home city,
Corporate Office) 1 წმ რეალური დრო, რომელიც ტოლია ყველა 30 წთ
ვირტუალური დროისა.

27. Intercity-ში დააჭირეთ Keyframe Graph, თქვენ დაინახავთ ჩუმათობით ორ


გრაფიკს: გარემოს ტემპერატურის ცვლილებას °C (Ambient Temperature) და
დღის შუქის სიკაშკაშის ცვლილებას % (Sunlight). გრაფიკი დაყენებულია 24
საათიან ციკლზე: 00:00:00 დან 23:59:59-მდე. სიმულაციის დროს მოხდება
უმთავრესი კადრების Keyframe Graph გრაფიკის განუწყვეტელი ჩაციკვლა.
აი, საშუალებანი, რომელთა მართვა შესაძლებელია გარემოს უმთავრესი
კადრების გრაფით. Keyframe Graph: ვაჩვენოთ და დავმალოთ გარემო:
ლეგენდაში დავაწკაპუნოთ გარემოს სახელი. გამკრთალებული გარემოს
სახელები გრაფიკზე არ გამოისახება. იმისათვის, რომ ისინი გამოისახონ,
დავაწკაპუნოთ სახელი. იმისათვის, რომ დავმალოთ დავაწკაპუნოთ
სახელი კიდევ ერთხელ.
გარემოს უმთავრესი კადრის დამატება: 2-ჯერ დავაწკაპუნოთ გარემოს
სტრიქონის ნებისმიერ ადგილას, რომელიც გვესაჭიროება რომ შევცვალოთ.
გარემოს უმთავრესი კადრის მოცილება: ორჯერ დააწკაპუნეთ წერტილი,
რომელიც გინდათ რომ მოაცილოთ.
გარემოს უმთავრესი კადრის მნიშვნელობის რედაქტირება: თაგვის
კურსორი მიიტანეთ წერტილზე და ამოცურებულ ნაკარნახევში შეცვალეთ
მნიშვნელობა. დააჭირეთ ღილაკს Enter, იმისათვის რომ მნიშვნელობა
იქნას დაყენებული
28. დარჩება მხოლოდ Ambient Temperature

Keyframe Graph-ში ნაჩვენებია მაქსიმალური ტემპერატურა 24°C მიიღწევა


დღის 12 საათზე.
29. თაგვის კურსორი მიიყვანეთ წერტილზე 24 და შეცვალეთ მნიშვნელობა

ამოტივტივებულ მაჩვენებელზე. მაგალითად 50-ით. დააჭირეთ Enter-ს,


იმისათვის რომ დააყენოთ სასურველი მნიშვნელობა.

მივიღებთ
30. შეგვიძლია შევცვალოთ ტემპერატურის სხვა მნიშვნელობებიც.
Click Environment → EditAdvanced დავაყენოთ ალამი Advanced Settings
მიიღებთ შემდეგს:
31. Click Environment.
დააყენეთ ალამი Home City → Edit → Advanced, მიიღებთ შემდეგს
’’Advanced Settings’’.
32. Corporate Office → Edit → Advanced, მიიღებთ შემდეგს ’’Advanced Settings’’.

ეხლა შევამოწმოთ ჩვენს მიერ შექმნილი ტოპოლოგიის მუშობა.

You might also like