You are on page 1of 16

საგნების ინტერნეტის (IoT) სენსორები.

ჭკვიან სახლში გამოყენებული


სენსორები.

სხვადასხვა ავტორისთვის სიტყვა „სენსორის“ ცნება განსხვავებულია.


ერთისთვის ეს არის ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი „ფხიზელი დარაჯი“ –
„მგრძნობიარე მოწყობილობა“, მეორისთვის – „ანალიზატორი“, რომელიც ამოიცნობს
საჭირო ობიექტს, მესამისთვის – რაიმე ფიზიკური სიდიდის (ტემპერატურა, წნევა,
მობრუნების კუთხე) „გადამწოდი“, მეოთხისთვის – ცხოველის ან მცენარის
გრძნობის ორგანოები.
სენსორები არიან მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს გრძნობის
ორგანოებს ან მათ დამატებას წარმოადგენენ. ეს განმარტება ნაწილობრივ სწორია. რა
თქმა უნდა, ყველა სენსორი რაღაცას „გრძნობს“ (მაგალითად, ტემპერატურის
ცვლილება, მაგნიტური ველის არსებობა და ა.შ.), რაღაცას „ფხიზლად აკვირდება“,
რაღაცას „ამოიცნობს“ (მაგ. გადახრა ვერტიკალური მდგომარეობიდან, ჰაერში
ჟანგბადის ნაკლებობა და ა.შ.), ზომავს რაიმე ფიზიკურ სიდიდეს (მაგ.
განათებულობა, აჩქარება, წნევა და ა.შ.). სწორედ ამიტომ, ისინი ცვლიან ჩვენს
გრძნობის ორგანოებს ან მათ დამატებას წარმოადგენენ. როდესაც ვიყენებთ ტერმინს
„გადამწოდი“, ასეთ შემთხვევაში აქცენტი კეთდება სენსორის მეორე მნიშვნელოვან
უნარზე, იმაზე რომ მან გარემომცველ სამყაროს გადასცეს სიგნალები იმის შესახებ,
თუ რას „გრძნობს“, „ამოიცნობს“ და „ზომავს“ ის.
ის რაც ზოგადია ყველა სენსორისათვის, არის ის, რომ
1. სენსორს გააჩნია დაკვირვების ობიექტი;
2. დაკვირვების ობიექტთან ურთიერთქმედებით, მისი გავლენით, სენსორი
ცვლის თავის მდგომარეობას („გრძნობს“, „ამოიცნობს“, „ზომავს“);
3. გარკვეული სახით აწვდის „მომხმარებელს“ სიგნალებს მისი მუშაობის
შედეგების შესახებ.
სენსორისთვის დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს ის მატერიალური ობიექტი,
პროცესი, გარემო, რომელთანაც ურთიერთქმედებს სენსორი, რომლის შესახებაც მან
ინფორმაცია უნდა შეაგროვოს. მაგალითად, თარაზოსთვის დაკვირვების ობიექტია
ის ბრტელი ზედაპირი, რომელზეც მიმაგრებულია; რადიომიმღებისთვის
დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც მის
ანტენას გარს აკრავს; სამედიცინო თერმომეტრისთვის დაკვირვების ობიექტია
სხეული, რომელიც თბურ კონტაქტში იმყოფება მის ბოლოსთან, რომელშიც
ვერცხლისწყლის წვეთია მოთავსებული.
„მომხმარებელი“, რომელიც სენსორისგან სიგნალებს იღებს და იყენებს
შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე სხვა რომელიმე ცოცხალი არსება, მართვის,
რეგულირების ან რეგისტრაციის ავტომატური სისტემა, რომლისთვისაც
სენსორიდან მიღებული სიგნალები წარმოადგენს დაკვირვების ობიექტიდან
მიღებულ „ინფორმაციას“. ამგვარად, შეიძლება სენსორისთვის შემოვიღოთ შემდეგი
სახის განმარტება:
სენსორი – ეს არის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებლისთვის
ინფორმაციულ სიგნალში გარდაქმნის დაკვირვების ობიექტში მიმდინარე ფიზიკურ
(ფიზიკო–ქიმიურ) ცვლილებებს და მის ფიზიკურ ზემოქმედებას. სენსორი – ეს არის
დამაკავშირებელი რგოლი რეალურ „ფიზიკურ“ სამყაროსა და ინფორმაციული
მოდელების სამყაროს, მატერიასა და ინფორმაციას შორის.

მარტივი სენსორები
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ადამიანები უმეტესწილად იყენებდნენ მარტივ
სენსორებს, რომლებიც დაკვირვების ობიექტებისა და პროცესების შესახებ
პირველად, გადაუმუშავებელ ინფორმაციას იძლეოდნენ. მიღებული ინფორმაციის
დამუშავებას და სხვა მონაცემებთან შედარებას ადამიანები ახორციელებდნენ, ამ
ინფორმაციის მნიშვნელობასაც თვითონ აფასებდნენ.
ერთ–ერთი პირველი უმარტივესი სენსორებიდან იყო ალბათ შვეულა
(გამოიყენება ვერტიკალური მდგომარეობიდან გადახრის გამოსავლენად), თარაზო
(გამოიყენება ბრტყელი ზედაპირის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან გადახრის
გამოსავლენად), ფლუგერი (გამოიყენება ქარის მიმართულების განსასაზღვრავად),
კომპასი (გამოიყენება გარემოში უფრო ზუსტად ორიენტირებისათვის).
მარტივი სენსორის ფუნქციონალური სქემა ნაჩვენებია სურ. 1–ზე. მის ძირითად
შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მგრძნობიარე ელემენტი და სიგნალიზატორი.
დაკვირვების ობიექტი ახდენს გარკვეულ ზემოქმედებას მგრძნობიარე ელემენტზე,
რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იცვლის თავის მდგომარეობას, სიგნალიზატორი კი
ამის თაობაზე გამოსცემს მომხმარებლისთვის გასაგებ რაიმე სიგნალს. სწორედ ეს
სიგნალი წარმოადგენს დაკვირვების ობიექტზე ინფორმაციის მატარებელს.

დაკვირვების მგრძნობიარე სიგნალების სიგნალი–


ობიექტი სელექტორი და ზატორი
ელემენტი
გამაძლიერებელი

სურ. 1. მარტივი სენსორის ფუნქციონალური სქემა

იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები მგრძნობიარე ელემენტის მდგომარეობაში


ძალიან უმნიშვნელოა და გამოსასვლელზე გვაქვს სუსტი სიგნალი ან შეიცავს
„ხმაურს“, მაშინ სენსორში იყენებენ გამაძლიერებლებს ან სასარგებლო სიგნალის
სელექტორებს. მაგრამ რადგანაც ისინი არ წარმოადგენენ სენსორის აუცილებელ
შემადგენელ ნაწილებს, ამიტომაც სურ.1–ზე ეს კომპონენტი წარმოდგენილია
შტრიხული ხაზებით.
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. მაგნიტური ველის უმარტივეს სენსორში –
კომპასში – მგრძნობიარე ელემენტს წარმოადგენს დამაგნიტებული თხელი ისარი,
რომელიც დამაგრებულია და გაწონასწორებულია ვერტიკალური ღერძის მიმართ.
ისარს თავისუფლად შეუძლია მოძრაობა ამ ღერძის გარშემო. მაგნიტი ყოველთვის
მიისწრაფვის თავისი ჩრდილოეთი პოლუსით მობრუნდეს მაგნიტური ველის
ძალწირების მიმართულებით. ამ შემთხვევაში, სიგნალიზატორის როლს ასრულებს
ისრები და სკალა, რომლის დანაყოფებიც საშუალებას იძლევა გამოვითვალოთ კუთხე
მაგნიტური ისრის მიმართულებასა და მოცემულ მიმართულებას შორის (მაგ.
მოძრაობის მიმართულება). თუ მაგნიტური ისარი საკმარისად გრძელია, ასეთ
შემთხვევაში სიგნალების გაძლიერების აუცილებლობა არ დგება. მექანიკური
ვიბრაციები, განსაკუთრებით მოძრაობის დროს, იწვევენ ისრის შესამჩნევ რხევებს,
რაც ართულებს მიმართულების ათვლას. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ისრის
რხევები, კომპასის შიგა არეს ავსებენ ოპტიმალურად შერჩეული სიბლანტის მქონე
სითხით, რომელიც ერთის მხრივ, ეფექტურად აქრობს ისრის სწრაფ ქაოტურ
მოძრაობას, ხოლო მეორეს მხრივ არ იწვევს ისრის მობრუნების შესამჩნევ
დაგვიანებას მოძრაობის მიმართულების ცვლილებისას. ეს სითხე კომპასში
ასრულებს სასარგებლო სიგნალების სელექტორის როლს

სურ. 2. კომპასი

ჩვეულებრივ სამედიცინო ვერცხლისწყლიან თერმომეტრებში – სხეულის


ტემპერატურის სენსორებში – მგრძნობიარე ელემენტის როლს თამაშობს
ვერცხლისწყლის წვეთები, რომელიც ჩასხმულია შუშის კოლბაში. როდესაც
თერმომეტრი აღმოჩნდება სითბურ კონტაქტში ჩვენს სხეულთან, ის თბება სხეულის
ტემპერატურამდე. რაც უფრო მაღალია სხეულის ტემპერატურა, მით მეტია
ვერცხლისწყლის თბური გაფართოება. სიგნალის გამაძლიერებლის როლს თამაშობს
კოლბასთან მიერთებული შუშის კაპილარი, რომელშიც ვერცხლისწყლის წვეთის
მოცულობის მცირე ცვლილება ტრანსფორმირდება ვერცხლისწყლის სვეტის სიგრძის
შესამჩნევ გაზრდაში. სწორედ ეს უკანასკნელი ტემპერატურულ სკალასთან ერთად
ასრულებს სიგნალიზატორის როლს.
უმარტივეს ელექტროკარდიოგრაფში – გულმკერდის ზედაპირის სხვადასხვა
წერტილზე ელექტრული პოტენციალების ცვლილების სენსორში – მგრძნობიარე
ელემენტს წარმოადგენს ელექტროდები, რომლებიც დასველებულია
ელექტროლიტის ხსნარით და დამაგრებულია სხეულის ზედაპირზე, მასთან
ელექტრული კონტაქტის უზრუნველსაყოფად. რადგანაც პირველადი სიგნალები
საკმაოდ სუსტია, აუცილებლად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებს. როგორც
წესი, ელექტრომაგნიტური ხელშეშლების ჩასახშობად იყენებენ 10 გჰც–ზე მაღალი
სიხშირის ელექტრულ ფილტრს. სიგნალიზატორის როლს ასრულებს
ელექტროკარდიოგრამის ვიზუალიზაციისათვის გამოყენებული მოწყობილობა.
დავსვათ ასეთი შეკითხვა: შეიძლება თუ არა არსებობდეს სენსორი მგრძნობიარე
ელემენტის გარეშე? რა თქმა უნდა, არა. მაგალითად, მოვაშოროთ მაგნიტური ისარი
კომპასს. ცხადია, ასეთი „კომპასი“ უკვე აღარ იქნება დედამიწის მაგნიტური ველის
სენსორი.
შეიძლება თუ არა სენსორი იყოს მგრძნობიარე ელემენტი სიგნალიზატორის
გარეშე? რა თქმა უნდა, არა. დავუშვათ, კომპასის მაგნიტური ისარი მოვათავსოთ
რვეულზე ან წიგნზე. მაგნიტური ისარი „გრძნობს“ დედამიწის მაგნიტურ ველს.
მაგრამ დიდი ხახუნის ძალის გამო მას უკვე არ შეუძლია მობრუნდეს თავისი
წვეროთი მაგნიტური ველის ძალწირების მიმართულებით. თუ არ არის
სიგნალიზატორი, მაშინ მოწყობილობა უკვე სენსორი არ არის.
ამიტომაც მხოლოდ ერთად, მხოლოდ ერთობლიობასა და ურთიერთქმედებაში
მგრძნობიარე ელემენტსა და სიგნალიზატორს შეუძლიათ წარმოადგენდნენ სენსორს.
ისინი სენსორის აუცილებელ, განუყოფელ ფუნქციონალურ კვანძებს წარმოადგენენ.
ტექნიკის განვითარებასთან ერთად და აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, რომ
გამოყენებითი სფეროების (მრეწველობა, სამეცნიერო კვლევები, მედიცინა,
ტექნოლოგიები) მხრიდან გაიზარდა მოთხოვნები, სენსორებში თავდაპირველად
დაიწყეს ჯერ მარტივი, ხოლო შემდეგ თანდათანობით უფრო რთული ინფორმაციის
დამუშავების პროცესი.
ასეთი სენსორის ფუნქციონალური სქემა მოცემულია სურ. 3–ზე:

დაკვირვების მგრძნობიარე
ობიექტი ელემენტი სიგნალების
სელექტორი და
გამაძლიერებელი

ინფორმაციის
სიგნალი–
დამუშავების
ზატორი კვანძი

სურ. 3. მარტივი სენსორის სტრუქტურა ინფორმაციის დამუშავების კომპონენტით

ფსიქრომეტრში – ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის


სენსორში – ინფორმაციის უმარტივესი დამუშავების კვანძის როლს ასრულებს მასში
ჩაშენებული ფსიქრომეტრული ცხრილი. მასში მომხმარებელს, რომელმაც უკვე
დააფიქსირა „მშრალი“ და „ტენიანი“ თერმომეტრების ჩვენება, შეუძლია იპოვოს
ფარდობითი ტენიანობის შესაბამისი მნიშვნელობა. ფსიქრომეტრის მაგალითზე ჩვენ
ვხედავთ, რომ სენსორს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მგრძნობიარე ელემენტი.
მოცემულ შემთხვევაში გვაქვს 3 მგრძნობიარე ელემენტი: 2 კოლბა ვერცხლისწყლით,
სპირტით ან რაიმე სხვა სითხით, რომლის მოცულობაც იზრდება ტემპერატურის
მომატებასთან ერთად და სველი ქსოვილი, რომელიც შემოხვეული აქვს ერთ–ერთ
თერმომეტრს. ქსოვილი არის მგრძნობიარე ელემენტი, ის „გრძნობს“ ჰაერის
ტენიანობის ცვლილებას.

სურ. 4. ფსიქრომეტრი

http://www.youtube.com/watch?v=tQUsTeL4jjc

უძველეს ქვიშის საათებში – დროის სენსორში – ინფორმაციის არანაირი


დამუშავება არ არის. აი, მექანიკურ საათებში კი გამოჩნდა კბილანური გადაცემა,
რომელიც მოცემულ დროის სენსორში წარმოადგენს ინფორმაციის დამუშავების
კვანძს. გამოითვლება ქანქარას რხევის პერიოდები დროის მოცემულ ინტერვალებში
– წუთებსა და საათებში. ისრიანი მექანიკური საათების მაგალითზე ჩვენ ვხედავთ,
რომ სენსორს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სიგნალიზატორი. მოცემულ
შემთხვევაში გვაქვს ორი აუცილებელი სიგნალიზატორი – წუთებისა და საათების
ისრები ციფერბლატით, შესაძლოა გვქონდეს მესამე სიგნალიზატორიც – წამის ისარი.
აქტიური სენსორები

აქამდე ჩვენ ვიხილავდით მარტივ სენსორებს, რომლებიც მხოლოდ რეაგირებენ


დაკვირვების ობიექტის მხრიდან გარკვეულ გავლენაზე. ასეთ სენსორებს „პასიური“
სენსორები ეწოდებათ. მათგან განსხვავებით „აქტიური“ სენსორები თვითონ,
გარკვეული სახით ზემოქმედებენ დაკვირვების ობიექტზე (საგანზე ან პროცესზე) და
აღიქვამენ ამ ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს.
ასეთი სენსორების ფუნქციონალური სქემა ნაჩვენებია სურ. 5–ზე. აქტიური
სენსორის მაგალითია ტონომეტრი – სისხლის არტერიული წნევის სენსორი.
ობიექტზე ზემოქმედების კვანძს წარმოადგენს მანჟეტი, რომელიც პაციენტს
უკეთდება მხარზე ან წინამხარზე და ქმნის ყოველი მხრიდან წნევას ბიოქსოვილსა და
სისხლძარღვებზე. ზემოქმედების გადამწოდს წარმოადგენს რეზინის ე.წ. „მსხალი“ ან
მინიატურული კომპრესორი. მგრძნობიარე ელემენტს და იმავდროულად,
სიგნალების გამაძლიერებელსაც წარმოადგენს სტეტოსკოპი, რომელსაც ადებენ
არტერიას, მანჟეტის ქვემოთ.

ინფორმაციის
მგრძნობიარე დამუშავების სიგნალიზატ
ელემენტი გამაძლიერებელი ორი
კვანძი
და სიგნალების
სელექტორი

ობიექტზე
გამოსაკვლევი (პროცესზე) ზემოქმედების
ობიექტი (პროცესი) ზემოქმედების გადამცემი
კვანძი

სურ. 5. „აქტიური“ სენსორის ფუნქციონალური სქემა

როდესაც მანჟეტი დაბერილია, სისხლი თავისუფლად მოძრაობს არტერიებში


და სტეტოსკოპში შეიძლება მხოლოდ პულსის ყრუ ხმების მოძებნა. თუ მანჟეტში
ჰაერს ისე ჩავტუმბავთ, რომ წნევა გახდეს სისტოლურზე მაღალი, მოხდება
არტერიების გადაკეტვა მათზე შიგა წნევის შედეგად და მანჟეტის არეში სისხლის
პულსირება შეწყდება. ნელ–ნელა ჰაერის გამოშვებით და ამით არტერიის შიგა წნევის
შემცირებით, ექიმმა უნდა დაიჭიროს ის მომენტი, როდესაც განახლდება პულსაცია.
წნევის მნიშვნელობა, რომელსაც ამ დროს მანომეტრი აჩვენებს, სისტოლური წნევის
ტოლია. წნევის შემდგომი შემცირებით მანჟეტში პულსი თავიდან ძლიერდება,
შემდეგ შესუსტებას იწყებს. როდესაც მანჟეტში წნევა გაუტოლდება დიასტოლურ
არტერიულ წნევას და დაიწყებს შემცირებას, მაშინ შესამჩნევად სუსტდება პულსური
დარტყმები. ამ სენსორში სიგნალიზატორს წარმოადგენს მანჟეტთან მიერთებული
მანომეტრი, რომელზეც ექიმი აითვლის სისტოლურ (სისხლის პულსაციის
განახლების მომენტში) და დიასტოლურ (პულსაციის მნიშვნელოვანი შემცირების
მომენტში) წნევას. ინფორმაციის დამუშავების კვანძები მარტივ ტონომეტრებში არ
არის. ამ დამუშავებას ახორციელებს ადამიანი–ექიმი.

სურ. 6. ტონომეტრი

ტონომეტრში გვაქვს ორი მგრძნობიარე ელემენტი, სტეტოსკოპის მემბრანა და


მანომეტრი, რომელიც რეაგირებს მანჟეტში წნევის ცვლილებაზე. სიგნალიზატორიც
ორია – სტეტოსკოპის სმენითი გამოსასვლელები და მანომეტრის ისარი შესაბამისი
სკალით. (http://www.youtube.com/watch?v=DD3uNih2bAQ – არტერიული წნევის
გაზომვა).
სენსორულ–კომპიუტერული სისტემები

გასული საუკუნის მეორე ნახევარში ელექტრონული გამომთვლელი მანქანების


გამოჩენასთან ერთად გაჩნდა სენსორიდან მიღებული პირველადი ინფორმაციის
გადამუშავების შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებმა და ინჟინრებმა
დაიწყეს „ჭკვიანი“ სენსორულ–კომპიუტერული სისტემების შექმნა. ამ შემთხვევაში
სენსორები თამაშობენ კომპიუტერის „გრძნობის ორგანოების“ როლს, სწორედ
სენსორები აწვდიან მას პირველად ინფორმაციას. შემდგომში ამ ინფორმაციის
დამუშავებას და მომხმარებლისათვის მოსახერხებელ ფორმაში შედეგების
გამოტანას, მის დოკუმენტირებასა და შენახვას კომპიუტერი უზრუნველყოფს.

სენსორი 1

სენსორი 2
ინტერ კომპიუტერი
სიგნალები
ფეისი
დაკვირვების მონაცემების
ობიექტიდან გაცემა

სენსორი N

სურ. 7. „პასიური“ სენსორულ–კომპიუტერული სისტემის მაგალითი

ასეთი სისტემების კარგი მაგალითებია თანამედროვე კომპიუტერიზებული


ელექტროკარდიოგრაფები და ელექტროენცეფალოგრაფები. მათში ხდება სუსტი,
ცვლადი ელექტრული სიგნალების გაძლიერება და დამუშავება. კომპიუტერი ამ
სიგნალებს ამუშავებს და გასცემს მას ექიმისათვის მოსახერხებელ ფორმაში.
„პასიური“ სენსორულ–კომპიუტერული სისტემის კიდევ ერთი მაგალითია
დაცვისა და ვიდეოდაკვირვების კომპიუტერული სისტემები. ასეთ სისტემებში
მგრძნობიარე ელემენტს წარმოადგენს ვიდეოკამერები და ობიექტის მდებარეობისა
და მდგომარეობის ცვლილების გადამწოდები. სიგნალები გადამწოდებიდან და
მიღებული გამოსახულებები გადაეცემა კომპიუტერში, სადაც ხდება მათი მარკირება
ადგილისა და მიმდინარე დროის მითითებით. შემდეგ ხდება მათი დამუშავება,
სიგნალები დარდება (შეუპირისპირდება) ერთმანეთს და მეხსიერებაში
დაფიქსირებულ სტანდარტულ სიგნალებს. საგანგაშო ცვლილებების გამოვლენის
შემთხვევაში, კომპიუტერი აფიქსირებს მათ თავის მეხსიერებაში და გამოიმუშავებს
მომსახურე პერსონალისთვის ყურადღების მისაპყრობ სიგნალებს.
„აქტიური“ სენსორულ–კომპიუტერული სისტემების სტრუქტურა ნაჩვენებია
სურ. 8–ზე. ასეთი სისტემების შემთხვევაში მის შემადგენლობაში შედის საკვლევ
ობიექტზე ან პროცესზე ზემოქმედების საშუალებები. ამ საშუალებებს მართავს
კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია ავტომატურად შეცვალოს დინამიკა,
ინტენსიურობა და ზემოქმედების შემადგენლობა სენსორებიდან მოსული
მონაცემების მიხედვით. „აქტიური“ სენსორულ–კომპიუტერული სისტემების ერთ–
ერთი მაგალითია კომპიუტერული ტომოგრაფი. მისთვის საკვლევი ობიექტია თავის
ტვინი ან ადამიანის სხეულის სხვა რომელიმე ნაწილი. ზემოქმედების კვანძების
რანგში გამოიყენება რენტგენული გამოსხივების წერტილოვანი წყაროები, რომელთა
ადგილდებარეობა შეიძლება შეიცვალოს სხეულის გამოსაკვლევი ნაწილის
მიხედვით. სენსორების სახით იყენებენ რენტგენული გამოსხივების დეტექტორებს,
რომლებიც მოთავსებულია ერთ სიბრტყეში სხვადასხვა მიმართულებით და
კუთხით. თანამედროვე ტომოგრაფებში, რომლებიც წარმოადგენენ დაავადებების
დიაგნოსტიკის მძლავრ საშუალებას, ასობით ასეთ დეტექტორს იყენებენ.
მაღალმწარმოებლური კომპიუტერი, მონაცემების დიდი მასივის საფუძველზე,
რომელიც მიიღება სხვადასხვა კუთხით მოთავსებული მრავალი დეტექტორის მიერ,
ასრულებს რთულ გამოთვლებს, ამ მონაცემებით განსაზღვრავს ცოცხალი
ქსოვილების სიმკვრივის განაწილებას სხეულის შესაბამისი კვეთისათვის. მიღებული
გამოსახულება და გამოთვლილი მაჩვენებლები მიეწოდება ექიმს.
ზემოქმედების სენსორი1
კვანძი 1

ზემოქმედების სენსორი2
კვანძი 2
ინტერ კომპი-
ობიექტი უტერი
ფეისი
მონაცემების
ზემოქმედების გაცემა
კვანძი M სენსორი N

სურ. 8. „აქტიური“ სენსორულ–კომპიუტერული სისტემის სტრუქტურა

ინტელექტუალური სენსორები
სრულიად ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა XX საუკუნის 80–იან წლებში,
როდესაც დაიწყო მიკროპროცესორებისა და მიკროკომპიუტერების სერიული
წარმოება, რომლებიც შესაძლებელია კრემნიუმის ერთ კრისტალზე („ჩიპი“)
მოთავსდეს. თითოეული მათგანი – ეს არის პატარა უნივერსალური ხელოვნური
ელექტრონული „ტვინი“, რომელიც შეიძლება ჩაშენებული იქნეს სენსორში და მასში
შესრულდეს პირველადი ინფორმაციის საკმაოდ რთული დამუშავება. სწორედ ამითი
დაიწყო თანამედროვე „ინტელექტუალური“ სენსორების პრინციპულად ახალი
კლასის წარმოშობა.

ასეთი სენსორები, როგორც წესი „აქტიურ“ სენსორებს მიეკუთვნება. ისინი


ზემოქმედებენ ობიექტზე და ამ ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს აღიქვამენ
და აანალიზებენ.

„ინტელექტუალური“ სენსორის ფუნქციონალური სქემა ნაჩვენებია სურ. 9–ზე.


მისი ინტელექტი მოთავსებულია მიკროკომპიუტერში (მიკროპროცესორი,
მიკროკონტროლერი, მიკროკონვერტერი). მიკროკომპიუტერი არა მხოლოდ
ამუშავებს ინფორმაციას, არამედ ორგანიზებას უწევს სენსორის მუშაობას და მის
ინფორმაციულ კავშირს გარე სამყაროსთან – მომხმარებელთან, გარე კომპიუტერთან,
კავშირის არხთან ან კომპიუტერულ ქსელთან. როდესაც მიიღებს ბრძანებას მუშაობის
დაწყების შესახებ, მიკროკომპიუტერი პროგრამაში გათვალისწინებული
მიმდევრობით რთავს დაკვირვების ობიექტზე ზემოქმედების კვანძებს და იწყებს
დაკვირვებას სიგნალებზე, რომლებიც მოდის მგრძნობიარე ელემენტებიდან. სუსტი
სიგნალები ან სიგნალები, რომლებიც შეიცავენ „ხმაურს“, დამუშავდება სიგნალების
გამაძლიერებელ–სელექტორში. ის სიგნალები, რომლებიც არ საჭიროებენ
გაძლიერებას ან სელექციას, უშუალოდ მიკროკომპიუტერში ხვდება.

ზემოქმედების მგრძნობიარე
კვანძი 1 ელემენტი 1
გამაძლიერ
ებელი/სელ მიკროკომპ
ზემოქმედების ექტორი იუტერი
მგრძნობიარე
კვანძი 2 ელემენტი 2
ობიექტი

კლავიატ
ზემოქმედების
მგრძნობიარე ურა
კვანძი M ელემენტი N
დისპლეი

სურ. 9. „ინტელექტუალური“ სენსორის ფუნქციონალური სქემა

ინტელექტუალური სენსორი – ეს არის სენსორი, რომელსაც თავის შემადგენლობაში


აქვს მიკროკომპიუტერი და სწორედ ამის გამო აქვს უნარი განახორციელოს
პირველადი ინფორმაციის საკმაოდ რთული დამუშავების პროცედურა; შეუძლია
გასცეს მონაცემები მომხმარებლისათვის მოხერხებულ ფორმაში; აქტიურად
იმოქმედოს დაკვირვების ობიექტზე, აღიქვას და გაანალიზოს ამ ზემოქმედებით
გამოწვეული ცვლილებები; განახორციელოს თვითკონტროლი და
თვითდიაგნოსტიკა; დააგროვოს და სისტემატიზება გაუკეთოს მონაცემებს; იქონიოს
ინფორმაციული კავშირი გარე სამყაროსთან; შეცვალოს მუშაობის რეჟიმები,
მოახდინოს ადაპტაცია ცვლილებებთან, გადავიდეს სხვა ფუნქციების შესრულებაზე
და ა.შ.

ინტელექტუალური სენსორების კლასიფიკაცია

ინტელექტუალური სენსორების კლასიფიკაცია, ისევე როგორც მარტივი სენსორების,


შეიძლება დანიშნულების, სიზუსტის, სწრაფქმედების, გაბარიტების, მასის,
გამოყენების პირობების, მოქმედების პრინციპების მიხედვით და ა.შ.
დანიშნულების მიხედვით, სენსორებს აკლასიფიცირებენ გამოყენების
დანიშნულების მიხედვით: მაგ. მრეწველობის ესა თუ ის სფერო (საავტომობილო,
ავიაკოსმოსური ინდუსტრია, კვების მრეწველობა და ა.შ.); სოფლის მეურნეობა
(მეცხოველეობა, მემცენარეობა, თევზჭერა); სამედიცინო ტექნიკა; ეკოლოგია;
სპორტი, სამხედრო საქმე; პროდუქციის ხარისხის კონტროლი; უსაფრთხოების
ტექნიკა და ობიექტების დაცვა და ა.შ.).
სენსორებს, რომლებსაც იყენებენ გამზომი მოწყობილობების რანგში,
აკლასიფიცირებენ დანიშნულების და იმისგან დამოკიდებულებით, რა ფიზიკურ
სიდიდეებს ზომავენ ისინი. მიღებულია, რომ მათ „გადამწოდები“ უწოდონ (წნევის,
მაგნიტური ველის, სიჩქარის, ტემპერატურის, მობრუნების კუთხის, ელექტრული
სიდიდეების და ა.შ).
სიზუსტის მიხედვით სენსორებს ყოფენ გაზომვების ტექნიკაში მიღებულ
სიზუსტის სტანდარტულ კლასებად. ზოგჯერ მათ მხოლოდ ხარისხობრივად ყოფენ:
მაღალი სიზუსტის, საშუალო და უხეში. ამ უკანასკნელებს ხშირად „ინდიკატორებს“
უწოდებენ.
გაბარიტების მიხედვით არჩევენ მსხვილ სტაციონარულ სენსორებს (მაგ.
რადიოტელესკოპები), გადასატან სენსორებს, პორტატულ („ჯიბის“) სენსორებსა და
მიკროსენსორებს.
გამოყენების დასაშვები პირობების მიხედვით ასხვავებენ სენსორებს, რომლებიც
გამოსაყენებლად ვარგისია
 მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში;
 საველე პირობებში ან
 განსაკუთრებულ პირობებში (ძალიან დაბალ ან ძალიან მაღალ
ტემპერატურებზე, ზღვაზე ან წყლის ქვეშ, მომატებული რადიაციისას,
ვაკუუმში და ა.შ.).
უფრო რთულად არის საქმე სენსორების კლასიფიკაციისას მისი მოქმედების
პრინციპის მიხედით. რადგანაც სენსორები, შედგება ბევრი კვანძისგან, რომელთაგან
თითოეული თავისი პრინციპების მიხედვით მოქმედებს. კონკრეტულად რომელი
კვანძის მოქმედების პრინციპს მიენიჭოს უპირატესობა კლასიფიკაციის დროს – ეს
უკვე გემოვნების საკითხია.
ნებისმიერი სენსორი და განსაკუთრებით, ინტელექტუალური სენსორი – ეს
პირველ რიგში, არის ინფორმაციული მოწყობილობა, რომელიც გარკვეული კუთხით
აკვირდება გარემომცველ სამყაროს და მისგან იღებს ყოველი თვითრეგულირებადი
სიცოცხლისუნარიანი სისტემის წარმატებული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ
სასარგებლო ინფორმაციას. სენსორების ინფორმაციული მხარე არანაკლებ
მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი ფიზიკური, ფიზიკო–ქიმიური და ბიოქიმიური მხარე,
რადგანაც სენსორები სწორედ იმიტომ არსებობს, რომ სასარგებლო ინფორმაცია იქნეს
მიღებული. ამის გამო, ყველაზე უფრო თვალსაჩინო და გონივრული იქნებოდა
სენსორების კლასიფიკაცია სწორედ ინფორმაციულ–ფიზიკური ნიშან–თვისებების,
კერძოდ, მათში აღმოცენებული პირველადი ინფორმაციული სიგნალების ფიზიკური
ბუნების მიხედვით.
სენსორების კლასიფიკაცია პირველადი ინფორმაციული სიგნალების
ფიზიკური ბუნების მიხედვით:
 მექანიკური სენსორები;
 აკუსტიკური სენსორები;
 ელექტრული სენსორები;
 ელექტრომაგნიტური სენსორები;
 ელექტროქიმიური სენსორები;
 კომბინირებული სენსორები;
 ოპტიკური სენსორები (სპექტროფოტომეტრული, ლუმინისცენტური,
ინტერფერომეტრული, პოლარიზაციული და ა.შ.).
კომბინირებულ ინფორმაციულ სენსორებს მივაკუთვნებთ სენსორებს,
რომლებშიც ერთდროულად გამოიყენება და ფორმირდება რამდენიმე სხვადასხვა
პირველადი ინფორმაციული სიგნალი, რომლებსაც სხვადასხვა ფიზიკური ბუნება
აქვთ. მაგალითად, ტონომეტრში სტეტოსკოპიდან მოსული ინფორმაციული
სიგნალი, რომელსაც ექიმი უსმენს, აკუსტიკურია. მაგრამ იმავდროულად ექიმი
უყურებს მანომეტრს და ითვლის წნევის სიდიდეს. ამ სიგნალს აქვს ისრის
მექანიკური გადაადგილების სახე ანუ ის თავისი ბუნებით მექანიკურია.

You might also like