You are on page 1of 3

სასწავლო კურსი: ნეიროფიზიოლოგია სოციალურ მეცნიერებებში

მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლა

ლექტორი: თეონა გუბიანური

ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) და მაგნიტურ-რეზონანსული


ტომოგრაფია (MRI)

ფსიქო-ფიზიოლოგიური კლევის თანამედროვე მეთოდები არის ობიექტური


საზომები, რომლებიც აჩვენებს რეალურ სურათს თუ რა ხდება ადამიანის
ორგანიზმში. მათი უპირატესობებია ის რომ შესაძლებელია ცენტრალური და
აუტონომიური ნერვული სისტემის კვლევა არაინვაზიური მეთოდებით, ანუ არ
საჭიროებს სხეულის გაკვეთას, მათი გამოყენება შესაძლებელია სხეულის
ზედაპირზე შეუხებლად ან მცირე შეხებით; ასევე ეს მეთოდები საშუალებას იძლევა
შევისწავლოთ სხვადასხვა ფსიქიკური პროცესები, სოციალური მოვლენები და
მოხდეს დარღვევებისა და დაავადებების დიაგნოსტირება.

თანამედროვე ტექნიკებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დავინახოთ რა ხდება


ადამიანის ორგანიზმში ვიზუალიზაციის ტექნიკებს უწოდებენ. დღეს უკვე არსებობს
მრავალი სხვადასხვა ფუნქციის ვიზუალიზაციის ტექნიკა, მაგალითად
პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია (PET), ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული
ტომოგრაფია (fMRI), კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტოენცეფალოგრაფია
(MEG) და ა.შ.

გავნიხილოთ ვიზუალიზაციის ორი ყველაზე გავრცელებული ტექნიკა, ესენია


ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) და მაგნიტური-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)


ეს არის მსოფლიოსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნიკა. ის იყენებს ძლიერ
მაგნიტურ და რადიო ტალღებს იმისთვის რომ შექმნას ორგანოებისა და შინაგანი
ქსოვილების დეტალური გამოსახულება.

MRI სკანირება არის არაინვაზიური და უმტკივნეულო პროცედურა. თვითონ სკანერი


არის ფართე, მილისებრი დანადგარი, რომლის შუაშიც მოთავსებულია მაგიდა, სადაც
წვება პაციენტი.
MRI განსხვავდება CT სკანირებისა და რენტგენისაგან, და არ იყენებს
ჯანმრთელობისათვის საზიანო იონიზირებულ რადიაციას.

ელექტროენცეფალოგრამა (EEG)
მეთოდი ასახავს თავის ტვინის ელექტრული აქტივობის.

იმისთვის რომ მოხდეს თავის ტვინის მიერ გამომუშავებული ელექტრული


აქტივობის აღრიცხვა არ არის საჭირო თავის ქალის გახსნა და სენსორის შიგნით
მოთავსება. ეს ამაზე იოლადაც შეიძლება გაკეთდეს - ელექტრული მონაცემის ჩაწერა
ხდება მარტივად, სენსორის მოთავსებით სკალპის ზედაპირზე, ამ სენსორებს
ელექტროდები ეწოდებათ.

ეს მეთოდი ადამიანებზე პირველად გამოიყენა 1920-იან წლებში, გერმანელმა


ნევროლოგმა ჰანს ბერგერმა (Hans Berger). ეეგ არის არაინვაზიური, იაფი და სრულიად
უსაფრთხო მეთოდი. მას აქვს რამოდენიმე უპირატესობა სხვა ვიზუალიზაციის
ტექნიკებთან ან წმინდა ბიჰევიორალურ დაკვირვებასთან შედარებით. ყველაზე
მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის რომ ეეგ-ს აქვს შესანიშნავი დროითი
რეზოლუცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ერთი ჩანაწერის ფარგლებში შეუძლია
ასობით ათასი ელექტრული აქტვიობის აღბეჭვდა მრავალი სენსორის დახმარებით.
შესაბამისად, ეეგ არის ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელია გაკეთდეს ქცევის
განმაპირობებელი კოგნიტური და ემოციური პროცესების აღბეჭვდა რეალურ დროს
და თან საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ პროცესის მიმდინარეობას
(განსხვავებით სხვა ტექნიკებისგან, სადაც უბრალოდ გამოსახულება კეთდება და ვერ
ვადევდენთ თვალყურს პროცესის მიმდინარეობას რეალურდ დროში).

თავის ტვინის ქერქული აქტივობა დაკავშირებულია ნეირონის პოსტსინაფსურ


პოტენციალთან. რათქმაუნდა, ერთი ნეირონის პოსტსინაფსური აქტივობა ძალიან
მცირეა იმისთვის რომ მოხდეს მისი აღრიცხვა. თუმცა, თუ პოსტსინაფსური
პოტენციალები აღიძვრება ერთდროულად და ასობით ათასი ერთნაირი
ორიენტაციის ნეირონი სინქრონულად ამოქმედდება, ეს დაჯამდება და შექმნის
ელექტრულ ველს, რომელიც თითქმის სინათლის სისწრაფით ვრცელდება თავის
ტვინის ქსოვილსა და ქერქზე. ამგვარად ხდება შესაძლებელი მისი გაზომვა თავის
ქალის ზედაპირიდან.

ეეგ-ს მიერ აღრიცხული აქტივობების დანახვა შესაძლებელია მონიტორზე - ეეგ


ტალღების სახით. იმის გამო რომ აქტივობები განსხვავდებიან ერთმანეთისგან
სიხშირითა და ამპლიტუდით ისინი იყოფიან შემდეგნაირად: დელტა აქტივობა (1-4
ჰერცი). თეტა (4-8 ჰერცი), ალფა (8-12 ჰერცი), ბეტა (13-25 ჰერცი) და გამა (>25 ჰერცი).
ეეგ მეთოდის ერთ-ერთი სახე არის მოვლენასთან დაკავშირებული პოტენციალების, ანუ
სტიმულზე პასუხის ჩანაწერის გაკეთება (Event-related Potential, ERP). რომლის
საშუალებითად ხდება იმ გადამუშავებული ინფორმაციის შეგროვება, რომელიც
გამოიწვია გარეგანმა სტიმულაციამ. ამისთვის საჭიროა სტიმული განმეორეს ბევრჯერ
(100 და მეტჯერ), რომ აღირიცხოს ეს პარადიგმა. მაგალითად: შეუძლია თუ არა ადამიანს
სხვადასხვა ემოცური ექსპრესიის გარჩევა, განსხვავებული სტიმულების დაფიქსირება,
ასევე რა რეაქციას იწვევს კონკრეტული სტიმული და ა.შ.

You might also like