You are on page 1of 7

აღქმა არის კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესი, რომლის დროსაც ხდება

ფსიქიკაში რეალური სინამდვილის ასახვა, საგნის ან მისი ცალკეული თვისების


უშუალო განცდა. ეს პროცესი ინტერპრეტაციის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს
და საშუალებას გვაძლევს, რომ სამყაროში გავერკვეთ. გარემო სავსეა
სინათლითა და ბგერის ტალღებით, თუმცა ჩვენ მათი საშუალებით ვერ ვეცნობით
სამყაროს.
სინამდვილის ასახვა შეგრძნებით იწყება. შეგრძნებისა და აღქმის საუკეთესო
მაგალითია თუ ხელს დავიჭერთ სახის წინ რაც შეიძლება შორს და ნელა
მივუახლოვებთ მას სახეს, ჩვენი ხელი უფრო მეტ ფონს დამალავს და ვერ
შევძლებთ იმ ნივთების დანახვას, რომლებიც ხელის უკანაა. კითხვა გვიჩნდება:
ხელი გადიდდა თუ ნივთი დაპატარავდა? პასუხია, არცერთი. ხელი ფარავს
ნივთს, რადგან ის შედარებით დიდ გამოსახულებას ქმნის ბადურაზე.
აღქმა შეგრძნებას აძლევს აზრს. უმეტესად აღქმა და შეგრძნება იმდენად
ძალდაუტანებლად, უწყვეტად და ავტომატურად ხდება, რომ მას თავისთავად
პროცესად მივიჩნევთ.

შეგრძნება, ორგანიზება იდენტიფიცირება და ცნობა.


Ტერმინი აღქმა ნიშნავს გარემოში საგნებისა და მოვლენების წვდომის ზოგად
პროცესს. Აღქმის პროცესს სამ საფეხურად ყოფენ: შეგრძნება, პერცეპტული
ორგანიზაცია და იდენტიფიკაცია, საგნის ცოდნა.
Შეგრძნება - ნერვულ კოდებში ფიზიკური ენერგიის გარდაქმნას, რომელსაც ტვინი
აცნოიერებს. Მაგალითად: შეგრძნებით ვიღებთ ვიზუალური ველის შესახებ ბზისურ
ინფორმაციას.
Პერცეპტული ორგანიზაცია - არის მეორე საფეხური. Ამ დროს საგნის შინაგანი
გამოსახულება ფორმირდება და გარეგანი სტიმულის აღქმა ყალიბდება. იგი
გვაწვდის სამყაროს ზედაპირულ მონახაზს. Პერცეპტული პროცესებით ხდება
ობიექტის სავარაუდო მონაცემების (ზომა, წონა, ფორმა, ჩვენამდე მანძილის)
შეფასება. Ეს შეფასებები ეფუძვნება გონით გათვლას. Ამ დროს ადამიანის გონება
წარსულ ცოდნას, მოცემულ გრძნობად რეალობასა და სტიმულს აერთიანებს.
Აღქმისას ხდება მარტივი ნიშნების კომბინაცია, როგორიცაა საგნის ფერი,
კონტური და ხაზები. Საგნის ამოცნობა შემდგომ ხდება.
(Ამ ორ საფეხურს შორის დიდი განსხვავებაა. Ამ განსხვავების გაგებისთის
არსებობს კარგი მაგალითი, დოქტორ რიჩასრდსის ავადმყოფობისას დაემართა.
Მისი დაზიანებული ტვინმა დაამახინჯა პერეცპტული პროცესი, თუმცა შეგრძნება
უცვლელი დარჩა.
Დაზიანებამ იმოქმედა სენსორული მონაცემების სწორად გაერთიანების უნარზე .
Მაგალითად თუ მის წინ იდგა ადამიანი და ამ ადამიანის გერშემო კიდევ
რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, იგი ადამაინის ნაწილებს განცალკევებულად
ხედავდა, ისინი არ ერთიანდებოდნენ ერთ გამოსახულებაში. Მას აასევე უჭირდა
ხმისა და გამოსახულების გაერთიანება, მაგალითად, როდესაც ვინმე მღეროდა
მას შეეძლო პირის მოძრაობის დანახვა, თუმცა ხმა ისე ისმოდა თითქოს იგი
არასწორად იყო დუბლირებული უცხო ფილმში.
Პრობლემა არც თვალებში იყო და არც სტიმულის ნიშნების ანალიზის უნარში. Მისი
პრობლემა სინთეზში იყო. Მას არ შეეძლო სენსორული ინფორმაციის ნაწილების
ისე გაერთიანება, რომ მხედველობის ველში ცალკეული მოვლენა ერთიანად
აღექვა.)
(ეს აუცილებლად სათქმელი არაა, უბრალოდ სასწავლია ,რომ კითხვა რომ
დაგვივსან მაგალითი გვქონდეს პასუხის გასაცემად).
იდენტიფიკაცია და ცნობა - ამ დროს პერცეპტულ ხატს (აღქმის პროცესის
შედეგი) მნიშვნელობა ეძლევა. Მრგვალი საგნები ბურთებად,მონეტებად,
საათებად გვეჩვენება. Ამ ეტაპზე ჩნდება შეკითხვა: რას ჰგავს ეს საგანი? Და
იცვლება იდენტიფიკაციის შეკითცვით: რა არის საგანი? Და ბოლოს ცნობითი
შეკითხვით: რა არის საგნის ფუნქცია? Რაიმეს იდენტიფიკაციისთვის საჭიროა, რომ
გავარკვიოთ რა ეწოდება მას ან როგორ უნდე ვირეაგიროთ მასზე. Ამისთვის
მაღალი დონის კოგნიტური პეოცესებია საჭირო, რომლის მიმდინარეობაზეც
გავლენას ახდენს ჩვენი თეორიები, მეხსიერება, რწმენები.
Ეს არის ინფორმაციის გადამუშავების საფეხურები, რომლებიც სამყაროს აზრიანი
გაგების საშუალებას გვაძლევენ. Ყოველდღიურ ცხოვრებაში აღქმა
ძალდაუტანებლად მიმდინარეობს, თუმცა რეალურად ინფორმაციის
გადამუშავება დიდ გონებრივ სამუშაოს ასრულებს, რათა საბოლოოდ
“სიადვილის” ამ ილუზიამდე მივიდეთ.

Პროქსიმალური და დისტალური სტიმულები


Სამყაროში ფიზიკურ საგანსა და ბადურაზე მის ოპტიკურ გამოსახულებას შორის
განსხვავება ძალიან დიდია და მნიშვნელოვანი. Ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი
განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ბადურაზე მიღებული გამოსახულება
ორგანზომილებიანია, ხოლო თავად გარემო სამგამზომილებიანი. Ფსიქოლოგებმა
გამოყეს დიტალური სტიმული და პროქსიმალური სტიმული.
Დისტალური სტიმული - გარემოში მოცემული ფიზიკური საგანი.
Პროქსიმალური სტიმული - ფიზიკური საგნის ბადურაზე მიღებული ოპტიკური
გამოსახულება.
Რისი აღქმაც გვსურს არის დისტალური სტიმული, გარემოშიმოცემული “რეალური”
საგანი, ხოლო სტიმული, რომლიდანაც ინფორმაცია უნდა მივიღოთ, არის
პროქსიმალური სტიმული - ბადურაზე მიღებული საგნის გამოსახულება. Შეიძლება
ითქვას, რომ აღქმის ძირითადი ამოცანაა პროქსიმალურ სტიმულში მოცემული
ინფორმაციიდან დისტალური სტიმულის განსაზღვრა. Ეს ეხება აღქმის სხვადასხვა
მოდალობას. - სმენას, შეხებას, გემოს და ა.შ.
Დისტალური და პროქსიმალური სტიმულები ერგებიან აღქმის მესამე საფეხურს .
Ვიზუალური აღქმის მთავარი ამოცანაა პროქსიმალური სტიმულიდან , ანუ
საგნისგან შექმნილი რეტინალური გამოსახულებიდან, დისტალური სტიმულის ანუ
გარშემო არსებული რეალური საგნის ინტერპრეტაცია და იდენთიფიკაცია
მოახდინოს.

Რეალობა,ორაზროვნება და ილუზიები:
Გარემოში არსებობს სტიმულების ის ასპექტები, რომლებიც არქმას კომპლექსურს
ხდიან. Ესენია ორაზროვანი სტიმულები და ილუზიები.
Ორაზროვნება - აღქმის ძირითადი ამოცანაა სამყაროზე ზუსტი წარმოდგენის
შექმნაა. Სწორი რეაქცია გარემოში საგნებისა და მოვლენების ზუსტ აღქმაზეა
დამოკიდებული.
Მაგალითად რთულია ამ ფოტოზე დარმატინელის დანახვა, რადგან ის ერევა ფონს და
კნტურებიც არაა გამოკვეთილი. Ეს სტიმული არის ორაზროვანი. Ის გვიჩვენებს , რომ
სენსორულ საფეხურზე მოცემულიცალკეული ხატი შეიძლება მრავალნაირად
ინტერპეტირდეს აღქმისა და იდენტიფიკაციის საფეხურზე . Ნებისმიერი ორაზროვანი
ფიგურის ორივე ალტერნაივის დანახვის შემდეგ შენიშნავთ , რომ მას შემდეგ ,რაც ორივე
ფიგურას დაინახავთაზროვანი ფიგურის ყურებისა ამ ალტერნატივებს შენაცვლებით
აღიქვამთ.

Პერცეპტული ორაზროვნება
Ოთხივე ორაზროვანი გამოსახულებაა. Ჩვენი თავლი ერთნაირ ფიგურებს ორგვარად
აღვიქვათ.

Პირველ ფოტოში ჩვენ ვხედავთ როგორც ორი ადამიანის გამოსახულებას ისე ჭარდაკის
პაიჭს, მეორე ფოტოში სამგანზომილებიან ორი განსხვავებული კუთხით.მესამე ფოტოში კი
ხან კურდღელს ვხედავთ ხან იხვს.

Მრავალი მხატვარიც კი იყენებს აღქმის ორაზროვნებას. Ამის ერთ-ერთი მაგალითია


სალვადორ დალის “მონათა ბაზარი ვოლტერის ბიუსტით”. Სურათზე ვხედავთ ფრანგი
ფილოსოფოსის ბიუსტს და ამასთან ორ ადამიანს ბიუსტის ადგილას.

Შეგრძნების პერცეპტული ორგანიზაციის და იდენტიფიკაციის საფეხურები :

Შემოსული ინფორმაციის ტრანსფორმაციისას გავდივართ რამდენიმე საფეხურს .


Აღქმის აღმავალი პროცესები (ქვემოდან ზემოთ) მაშინ ერტებიან, როდესაც შემოსული
სენსორული ინფორმაციიდან პერცეპრული გამოსახულება ყალიბდება . Დაღმავალი
პროცესები (ზემოდან ქვემოთ) იმ შემთხვევაში მოქმედებენ, როდესაც პერცეპტულ
გამოსახულებაზე გავლენას ახდენს წარსული ცოდნა, მოტივაცია და სხვა ასპექტები .

Ილუზია:

Ორაზროვანი სტიმულები პერცეპტულ სისტემებს რთულ ამოცანას უყენებენ - რამდენიმე


შესაძლებლობიდან ამოიცნონ ერთი უნიკალური ფიგურა, როდესაცპერცეპტული სისტემა
სტიმულის სტრუქტურას მკვეთრად ამახინჯებს ამას ილუზია ეწოიდება.

Ილუზია - ილუზიას იგივე ფუძე აქვს, რაც შეუსაბამოს, უაზროს, სასაცილოს. Ლათინურიდან
ეს სიტყვები ითარქმნება, როგორც დაცინვა, მასხრად აგდება. ერთნაირ ილუზიებს
განიცდის ადამიანთა უმეტესობა ერთსა და იმავე პერცეპტულ სიტუაციაში , სენსორული
სისტემის მსგავსი ფიზიოლოგიის და სამყაროში საგნების მსგავსად განცდის გამო .
Მას შემდეგ, რაც 1854-55 წელს ჯ.ოპელმა ილუზიების პირველი მეცნიერული ანალიზი
გამოაქვეყნა, ათასობით სტატია დაიწერა ილუზიებზე ბუნებაში , შეგრძნებებში , აღქმასა და
ხელოვნებაში. Ილუზია მიუთითებს პერცეპტულ ხატებს და რეალობას შორის
განსხვავებასზე. Მათ შეიძლება გვიჩვენონ აბსტრაქტული კონცეპტუალური განსხვავება
შეგრძნებეს, პერცეპტულ ორგანიზაციას და ინდეტიფიკაციას შორის და დაგვეხმარონ
არქმის გარკვეული ფუნდამენტური თვისებების გაგებაში.

Მკვლევრები ხშირად იგონებენ ახალ ილუზიებს ან იყენებენ ძველს , რათა პერცეპტული


დამუშავების მნიშვნელოვანი თვისებები გვიჩვენონ.

Ერთ-ერთი მაგალითია მიულერ-ლაიერის ილუზია. Მისი ილუზით აღვიქვამთ სიგრძეებს


შორის განსხვავებას.

Ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ ილუზიები უბრალოდ უცნაურობები არ არის. Ისინი


ფსიქოლოგიური თეორიებისათის მნიშვნელოვან მონაცემებს იძლევიან. Მკვლევრებს
მხოლოდ ილუზიები კი არ აინტერესებთ, არამედ იმ გარემოებების შესწავლაც ,
რომლებშიც აღქმა სამყაროზე ზუსტ ინფორმაციას იძლევა.

You might also like