You are on page 1of 10

13

ვაზროვნებ, მაშასადამე, ვმოქმედებ: ინტელექტის პრაიმინგი


სოციალური სტერეოტიპებით

„განსაზღვრების მიხედვით, გენიოსი არაცნობიერად მოქმედებს; მათ, ვინც უკვდავი


ნამუშევრები დაგვიტოვეს, თვითონაც არ იცოდნენ, როგორ და რატომ გააკეთეს ეს. ყველაზე
ძლიერი ძალა შეუმჩნეველი გვრჩება.“

− უილიამ ჰაზლიტი (1778 – 1830), ინგლისელი მწერალი

წინაისტორია

ერთ დღეს, ახალგაზრდა კაცი მანქანით ჩაუვლის გიგანტურ სარეკლამო დაფას. მასზე
ისლანდიაში დასვენების ფერადი რეკლამაა გამოსახული. რეკლამის ყველაზე თვალშისაცემი
ფიგურა ელეგანტური სკანდინავიელი ქალია, რომელიც გამომწვევად წრუპავს ცივ
კოქტეილს. მამაკაცი თითქმის არ აქცევს ყურადღებას − გაყინულ ტუნდრაში ერთი კვირის
გატარება არაფრით შეესაბამება მის წარმოდგენას ეგზოტიკურ დასვენებაზე. თუმცა,
რამდენიმე კვირის შემდეგ მან თითქმის გაუცნობიერებლად აღმოაჩინა, რომ რეიკიავიკში
მიფრინავდა. როგორ შეიძლებოდა, რომ წამიერად შემჩნეულ რეკლამას ასეთი
მნიშვნელოვანი ცვლილება მოეხდინა მის დამოკიდებულებაზე? პასუხი აშკარა გახდება, თუ
ყურადღებით განვიხილავთ ამ შემთხვევას. ქალის ჭიქაში ყინულის რამდენიმე ნატეხი იყო
ჩაგდებული. ყინულის ნატეხებზე არეკლილ სინათლეში გამოსჭვიოდა შიშველი ქალის
ვნებიანი სურათი. მამაკაცმა არაცნობიერად აღიქვა ეს სურათი. სურათი დაბინავდა მის
გონებაში და დაუკავშირდა ისლანდიასთან დაკავშირებულ წარმოდგენებს. მას შემდეგ,
ყოველთვის, როცა მისი ლიბიდო ამოქმედდებოდა, ის გრძნობდა, სირინოზივით როგორ
უხმობდა ჩრდილოეთ ატლანტიკა. ბოლოს და ბოლოს, ის იძულებული გახდა, ეყიდა
თვითმფრინავის ბილეთი.

კეის (1981) თანახმად, ასეთი ქვეცნობიერი ცდუნება გავრცელებული ამბავია. სარეკლამო


სააგენტოები ყველა რეკლამაში განზრახ დებენ სექსუალურ სურათებს, რომ გვაცდუნონ და
საკუთარი პროდუქტები გვაყიდინონ. მათ იციან, რომ ამ ეშმაკობას ჩვენი ცნობიერი გონება
უარყოფს, ამიტომ ცდილობენ, რომ ჩვენს არაცნობიერზე იმოქმედონ. რადგან ჩვენი
არაცნობიერი იმ ყველაფრის მიზეზია, რასაც ვაკეთებთ, ამ სააგენტოებს ჩვენი გონების
კონტროლისთვის ძლიერი იარაღი აქვთ. აქედან გამომდინარე, დასავლეთში მომხმარებელი
სულაც არაა თავისუფალი ბაზრის წევრი, მას ხომ დაბადებიდან სიკვდილამდე ასეთ
სურათებს აყრიან მედიის საშუალებით. ის მხოლოდ ემორჩილება იმპულსებს, რომლებსაც
მანიპულაციის ოსტატები ახვევენ თავს.
თუმცა, ვიდრე ტელევიზორებს გადავყრიდეთ, უნდა გამოვიკვლიოთ საფუძვლები, რასაც ეს
ექსტრავაგანტური დასკვნები ემყარება. რატომ არის არაცნობიერი გონება, რომელიც მართავს
ცნობიერ გონებას, თვითონ ასე ადვილად სამართავი? რატომ ამჩნევს არაცნობიერი გონება
ჩადებულ სურათებს უკეთესად, ვიდრე ცნობიერი გონება? რატომაა შიშველი ქალის
ფარულად ჩადებული სურათი უფრო მაცდური, ვიდრე ნახევრადშიშველი ქალის ხილული
ფოტო? მოქიშპე კომპანიების რეკლამების ფარული სურათები გამორიცხავს თუ არა
ერთმანეთს? რაც უფრო მეტს ვფიქრობთ ამაზე, მით მეტად გადაჭარბებულად გვეჩვენება
შიში, რომ რამის ყიდვას არაცნობიერად გვაიძულებენ.

თუმცა, თუ რაციონალური არგუმენტები შიშს ვერ გაგვიქარწყლებს, კიდევ მეტი ემპირიული


დაკვირვების მოყვანა შეიძლება. საზოგადოდ, არაცნობიერი რეკლამა ძალიან მცირე
გავლენას ახდენს, ან საერთოდ არ ახდენს გავლენას მომხმარებლის არჩევანზე (Trappey, 1996).
სხვა კვლევა ეჭვქვეშ აყენებს არაცნობიერი მასალის მიერ გავლენის მოხდენის უნარს. ავიღოთ
აუდიო-ჩანაწერები, რომლებიც, როგორც ამბობენ, გარჩევადობის ზღურბლის მიღმა ჩაწერილ
შთამაგონებელ ფრაზებს და სიტყვებს შეიცავს. მომხმარებლები ხშირად ხარჯავენ საკმაო
ფულს მათ შესაძენად და იმედოვნებენ, რომ ამ ჩანაწერების მოსმენით ფსიქიკურ
მდგომარეობას ან აკადემიურ მოსწრებას გაიუმჯობესებენ. თუმცა, ტესტები ცხადყოფს, რომ
ამგვარი ჩანაწერები ვერც თვითშეფასებას ამაღლებს და ვერც მეხსიერებას აუმჯობესებს,
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები დარწმუნებული არიან მათ შედეგიანობაში
(Greenwald, Spangenberg, Pratkanis, & Eskenazi, 1991). იმ მკითხველებისთვის კი, რომლებსაც
მძიმე მეტალის მუსიკაში უკუღმა ჩაწერილი სატანისტური ფრაზების გავლენის ეშინიათ,
კარგი ამბავი გვაქვს: ამგვარი ფრაზების არსებობის, ან მათიმსმენელზე გავლენის მოხდენის
ფაქტებიარ არსებობს (Begg, Needham, & Bookbinder, 1993).

მაშასადამე, არაცნობიერი გავლენა მითია, რომლის უარყოფაც ადვილად შეგვიძლია


კვლევებითა და საღი აზროვნებით. თუმცა, ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს. ვიდრე სოციალური
ფსიქოლოგები უკიდურესი ფრთის ნაბოდვარის გაქარწყლებას ცდილობდნენ, მათ ისიც
აჩვენეს, რა დიდი გავლენა აქვს გაცნობიერების გარეშე აღქმულ მასალას ადამიანის აზრებზე,
გრძნობებსა და ქცევაზე.

მაგალითად, ავიღოთ ხშირად ნახვის გავლენა (Bornstein, 1989; იხ. თავი 11). ეს აღნიშნავს
ჩვენს ტენდენციას, უფრო მეტად მოგვწონდეს ის სტიმულები, რომლებსაც უფრო ხშირად
ვხედავთ (მანამდე მაინც, სანამ მოგვწყინდება). აღსანიშნავია, რომ ეს გავლენა მაშინაც
არსებობს, როცა სტიმულის ჩვენება სულ რამდენიმე მილიწამით ხდება, რაც ცნობიერი
აღქმის ზღურბლს ქვემოთაა. ძალიან მცირე ხნით ნაჩვენები სტიმულის შემთხვევაში ეს
გავლენა კი არ მცირდება, არამედ, ძლიერდება კიდევაც.

თუმცა, ასეთი გავლენის მოსახდენად სულაც არაა აუცილებელი, რომ სტიმული


არაცნობიერი იყოს. სწორედ ეს იყო პირველი თავის ძირითადი თემა. ჩვენ იმის განსაზღვრაც
კი არ შეგვიძლია ზუსტად, როგორ აყალიბებს ჩვენს დამოკიდებულებებს ჩვენთვის ცნობილი
მოვლენები (Nisbett & Wilson, 1977). სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტიმული, რომელსაც ჩვენ
ცნობიერად აღვიქვამთ როდისმე, სხვა დროს არაცნობიერ გავლენას ახდენს ჩვენზე. ჰიგინსს,
როულსსა და ჯოუნსს (1977) ეკუთვნით ამ ფენომენის კლასიკური დემონსტრაცია. მათ ცდის
პირებს სთხოვეს, პიროვნული თვისებების და ქცევის მოკლე აღწერის საფუძველზე აზრი
შეექმნათ ადამიანზე, რომელსაც დონალდი ერქვა. მისი ყველაზე გამორჩეული თვისება იყო
ექსტრემალური სპორტის სიყვარული. ცდის პირებს მანამდე ნანახი ჰქონდათ სიტყვების
ჩამონათვალი, რომელიც, ვითომდა, არ უკავშირდებოდა ამ დავალებას. თუ ამ ჩამონათვალში
დადებითი ზედსართავი სახელები იყო, მაგალითად, გამბედავი, ცდის პირებს დონალდზე
კარგი შთაბეჭდილება ექმნებოდათ. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩამონათვალი შეიცავდა
უარყოფით ზედსართავ სახელებს, როგორიცაა, მაგალითად, უგუნური, მათ ცუდი
შთაბეჭდილება უყალიბდებოდათ დონალდზე. ცდის პირებმა თავადაც არ იცოდნენ, რომ
დონალდის შესახებ მსჯელობისას გონებაში სულ ახლახანს გააქტიურებულ ტერმინებს
იყენებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ აზროვნების წარმმართველი გავლენა მხოლოდ იმ
სიტყვებს ჰქონდა, რომელთა დონალდთან მისადაგება შესაძლებელი იყო. სხვა დადებითი და
უარყოფითი ზედსართავები, როგორებიცაა აკურატული და ზარმაცი, არ ახდენდა გავლენას
ცდის პირების შთაბეჭდილებაზე.

მხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილებებისკი არა, ქცევისპრაიმინგიც შესაძლებელია.


იდეომოტორული მოქმედების პრინციპის თანახმად, რომელიც პირველად უილიამ ჯემსმა
აღწერა კლასიკურ წიგნში „ფსიქოლოგიის პრინციპები“ (1890), აზრის გონებაში გავლებაც კი
ავტომატურად გვამზადებს მის მიხედვით სამოქმედოდ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ
მომზადებული ვართ რაიმეს გასაფიქრებლად, მაშინ მომზადებული ვართ მის მიხედვით
სამოქმედოდაც.

იდეომოტორული გავლენა ბევრ ცნობილ კვლევაში დადასტურდა (Bargh, Chen, & Burrows,
1996). ერთ კვლევაში, ცდის პირებს მიმართულებას აძლევდნენ თვისებებით: უხეში ან
ზრდილობიანი. ამას აღწევდნენ ამ თვისებებთან დაკავშირებული სიტყვების ისეთ
წინადადებებში ჩართვით, რომლებიც ცდის პირებს უნდა გაეშიფრათ. ამის შემდეგ, ისინი
ზომავდნენ, რამდენი ხნის შემდეგ შეაწყვეტინებდნენ ცდის პირები ექსპერიმენტატორს
თავის თანაშემწესთან საუბარს. ისინი, ვისაც უხეში თვისებით ჰქონდათ მიმართულება
მიღებული, უფრო მალე აწყვეტინებდნენ, ისინი კი, ვისაც ზრდილობიანი თვისებით ჰქონდა
მიმართულება მიღებული, უფრო მეტ ხანს აცლიდნენ ლაპარაკს, იმ ცდის პირებთან
შედარებით, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ არავითარი მიმართულება. ბარგმა და
კოლეგებმა (1996) ამ კვლევას მეორე მოაყოლეს, რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ ქცევის
პრაიმინგი არაპირდაპირაც შეიძლება, იმ სტერეოტიპების გაქტიურებით, რომლებიც
გარკვეულ თვისებას უკავშირდება. ისინი ცდის პირებს არაცნობიერად აძლევდნენ
მიმართულებას ნეიტრალური სიტყვებით, ან სიტყვებით, რომლებიც ხანშიშესული
ადამიანებისადმი არსებულ არასასიამოვნო სტერეოტიპებს უკავშირდება (მაგ., გულმავიწყი,
სუსტი). შემდეგ ისინი ზომავდნენ, რა დრო დასჭირდებოდათ ცდის პირებს დერეფნის
გასავლელად. იმის მიუხედავად, რომ თავად სიტყვა ნელი არსად ფიგურირებდა, ის ცდის
პირები, რომლებსაც მოხუცებულობასთან დაკავშირებული სტერეოტიპებით ჰქონდათ
მიმართულება მიცემული, უფრო მეტ დროს ანდომებდნენ ამ მოკლე მანძილის გავლას.
როგორც ჩანს, გაცნობიერების გარეშე გაჩენილი აზრები ავტომატურად იწვევს ქცევას,
რომელსაც ისინი სტერეოტიპულად უკავშირდება.
ჩვენ მიერ აღწერილი ფენომენი იმდენად განსაცვიფრებელი და ჯადოსნურია, რომ
დაუჯერებლად გვეჩვენება. თუმცა, ეს ექსპერიმენტები უკვე გაიმეორეს სხვადასხვა
სიტუაციაში. ჩვენ მიერ აქამდე აღწერილი მაგალითები უკავშირდებოდა შედარებით მარტივ
აზრებსა და ქცევებს, როგორიცაა ზოგადი მსჯელობები და იმპულსური მოქმედებები.
შესაძლებელია უფრო რთული აზრების და ქცევების − რომლებიც გაცნობიერებულ
განზრახვასა და ძალისხმევას საჭიროებს − პრაიმინგი? მაგალითად, შეიძლება თუ არა
ინტელექტუალური ქცევის − რომელიც საჭიროებს კონცენტრაციას, დასკვნის გამოტანასა და
მეხსიერებას − შეცვლა ისეთი მარტივი საშუალებით, როგორიცაა ისეთი მასალის
გააქტიურება გონებაში, რომელიც ინტელექტუალურ თვისებებს ეხება?

ავტომატური გავლენის ზღვრების დასადგენად აპ დაიქსტერჰუსმა და ად ვან კნიპენბერგმა


(1998) ჩაატარეს კვლევა. ამ ორმა ჰოლანდიელმა მეცნიერმა ცდის პირების პრაიმინგი სცადა
სოციალური ჯგუფებით, რომლებთანაც სტერეოტიპულად ინტელექტის მაღალი და დაბალი
დონეები ასოცირდება. შემდეგ მათ შეამოწმეს, მოახდინა თუ არა ამან გავლენა ცდის პირების
მიერ ზოგადი განათლების ტესტის შედეგებზე.

რა გააკეთეს მათ

დაიქსტერჰუსმა და ვან კნიპენბერგმა (1998) სულ ოთხი კვლევა ჩაატარეს. ჩვენ პირველ
მათგანს განვიხილავთ, დანარჩენი სამის შესახებ კი მოკლე კომენტარებით
შემოვიფარგლებით.

პრაიმინგის მანიპულაციის შემუშავებისას დაიქსტერჰუსმა და ვან კნიპენბერგმა ნაცნობი


სტერეოტიპი გამოიყენეს: უნივერსიტეტის პროფესორის სტერეოტიპი. პრეტესტმა აჩვენა,
რომ ცდის პირები პროფესორებს ჭკვიან და მცოდნე ადამიანებად თვლიდნენ. შედეგად,
პროფესორებზე ფიქრი შესანიშნავი საშუალება იქნებოდა ინტელექტუალური თვისებების
გონებაში გასააქტიურებლად. ამ მსჯელობის მიხედვით, ერთ ექსპერიმენტულ პირობაში
მყოფ ცდის პირებს 5 წუთი მისცეს ტიპური პროფესორის წარმოსადგენად და და სთხოვეს,
ჩაეწერათ, როგორი გარეგნობა შეიძლება ჰქონდეს, როგორ ცხოვრობდეს, რას შეიძლება
აკეთებდეს პროფესორი. მეორე ექსპერიმენტულ პირობაში მყოფ ცდის პირებს იგივე
დავალება უნდა შეესრულებინათ, მაგრამ, ამჯერად მდივნების შესახებ, რომელთა შესახებაც,
როგორც პრეტესტმა აჩვენა, ფიქრობენ, რომ ისინი არც მაინცდამაინც ჭკვიანები არიან და არც
ძალიან სულელები. ამგვარად, მდივნების შესახებ ფიქრი კარგი საშუალება იყო, არ
გაეაქტიურებინათ ინტელექტუალური თვისებები, მაგრამ სხვა მხრივ, პირველი
ექსპერიმენტული პირობის ზუსტი იმიტაცია გაეკეთებინათ. მესამე პირობაში მყოფ ცდის
პირებს არ მოეთხოვებოდათ რომელიმე სოციალურ ჯგუფზე ფიქრი, ისინი შესავლის გარეშე
გადადიოდნენ კვლევის შემდეგ ეტაპზე. ეს ბოლო პირობა უნდა ყოფილიყო შესადარებელი
ათვლის წერტილი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გაგვერკვია, გააუმჯობესებს ან
გააუარესებს თუ არა რომელიმე სოციალური ჯგუფის წარმოდგენა ინტელექტუალურ
საქმიანობას, გონებრივად გადაღლის ცდის პირებს, თუ გააქტიურებს მათ გონებრივ უნარებს.
მკვლევართა აზრით, ბოლო ორ პირობას შორის შედეგებში განსხვავება არ უნდა ყოფილიყო.

რომ შევაჯამოთ, სულ არსებობდა სამი პირობა: პრაიმინგი პროფესორით, პრაიმინგი


მდივნითდა პრაიმინგის გარეშე; თითოეულ ჯგუფში შემთხვევითად იყო განაწილებული 20
ცდის პირი (ბაკალავრები). ცდის პირებს ეუბნებოდნენ (პირველ ორ პირობაში), რომ მათ
მიერ მოწოდებულ მონაცემებს სოციალური ფსიქოლოგიის დეპარტამენტი სხვა კვლევებში
გამოიყენებდა. ეს ტყუილი იმისთვის იყო საჭირო, რომ მათთვის კვალი აერიათ.

შემდეგ, ცდის პირებს სთხოვდნენ ამ დავალებასთან დაუკავშირებელი სხვა დავალების


შესრულებას. მათ უნდა გაეხსნათ კონვერტი, რომელიც მაგიდაზე მათ წინ იდო. მასში იდო
ბროშურა 42 შეკითხვით, რომლებიც აღებული იყო პოპულარული სამაგიდო თამაშიდან
Trivial Pursuit1. შეკითხვებს ჰქონდა ასარჩევი პასუხები, რომელთაგან ერთი იყო სწორი, სამი
კი მცდარი. ნიმუში: „ვინ დახატა „გერნიკა“? − ა. დალი, ბ. მირო, გ. პიკასო, დ. ველასკესი.“
(სწორი პასუხია გ. პიკასო.)

მკვლევრებმა განზრახ შეარჩიეს რთული შეკითხვები, რომ ცდის პირებისთვის


ინტელექტუალური სამუშაო გაერთულებინათ. როცა იგივე ტესტები იმავე განათლების
დონის სხვა ადამიანებთან ჩაატარეს, საშუალოდ, სწორი პასუხები ბროშურის შეკითხვებიდან
მხოლოდ ნახევარზე იყო გაცემული. შემთხვევითად გაცემული პასუხების შემთხვევაში
სწორი პასუხები ტესტის შეკითხვების მხოლოდ მეოთხედს ექნებოდა.

შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ ეს ტესტი სრულებით არ უკავშირდებოდა პირველ


დავალებას, ცდის პირები დაარწმუნეს, რომ პიროვნების შესწავლის
დეპარტამენტს(ყურადღება მიაქციეთ სახელის ცვლილებას) სურდა, შეედგინა ზოგადი
ცოდნის სკალა, რომელსაც მომავალში გამოიყენებდა. ცდის პირებს ეუბნებოდნენ, რომ მათი
მონაცემები გამოყენებული იქნებოდა სკალაზე სხვადასხვა ტიპის შეკითხვების სირთულის
გასაზომად. ამ შესავლის დასადასტურებლად, კითხვარი დაყოფილი იყო ხუთ, ვითომ
სხვადასხვა ტიპის, ნაწილად, ძალიან ადვილიდან (1) ძალიან რთულამდე (5). თუმცა,
სინამდვილეში, შეკითხვის სირთულეს არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, კითხვარის
რომელ ნაწილში იყო შეკითხვა.

მნიშვნელოვანი იყო, რომ მკვლევრების მიერ ამ მცირე ტყუილის გამოყენება მიზნად


ისახავდა ცდის პირების სრულ დარწმუნებას, რომ ისინი არ მიმხვდარიყვნენ კვლევის
ჭეშმარიტ მიზანს. ამაში მათ წარმატებას მიაღწიეს. არც ერთ ცდის პირს არ აღუნიშნავს
კვლევის შემდეგ, რომ მცირედი ეჭვი მაინც შეეპარა რამეში. ექსპერიმენტის შემდგომი
გასაუბრებისდროს ცდის პირებმა ისიც აღნიშნეს, რომ გაუჭირდათ დაჯერება, რომ
ადამიანების შესახებ ისტორიების მოგონებამ გავლენა მოახდინა მათ მიერ ზოგადი ცოდნის
ტესტის შევსებაზე.

1
რედაქტორის შენიშვნა: პოპულარული თამაშია აშშ-სა და კანადაში, სადაც მოთამაშეები პასუხს სცემენ
კითხვებს, რომლებიც მათ ზოგად ცოდნას ავლენს.
რა აღმოაჩინეს მათ

დაიქსტერჰუსმა და ვან კნიპენბერგმა ივარაუდეს, რომ პროფესორით პრაიმინგის


შემთხვევაში ცდის პირები უკეთესად შეასრულებდნენ ზოგადი ცოდნის ტესტს, ვიდრე
დანარჩენ ორ ექსპერიმენტულ პირობაში მყოფი ცდის პირები. დაადასტურა თუ არა
შედეგებმა ეს ვარაუდი? დიახ, დაადასტურა. ცდის პირები, რომლებიც ტესტის შევსებამდე
უნივერსიტეტის პროფესორებზე ფიქრობდნენ, 10%-ით მეტ სწორ პასუხს სცემდნენ, ვიდრე
ის ცდის პირები, რომლებიც მდივნებზე ფიქრობდნენ, ან ისინი, რომლებიც არცერთ
სოციალურ ჯგუფზე არ ფიქრობდნენ. 3%-იანი განსხვავება მდივნით პრაიმინგისდა
პრაიმინგის გარეშე ჯგუფებს შორის არ აღემატებოდა შემთხვევითი განსხვავების ფარგლებს.
როგორც ჩანს, მხოლოდ ფიქრიც კი ისეთი სოციალური ჯგუფის შესახებ, რომელიც ჭკვიანად
მიიჩნევა, საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანები უფრო ჭკვიანურად მოიქცნენ (სურათი 13.2).

100
90
80
70
59.5
60
46.4 49.9
50
40
30
20
10
0
ხ ებ ხ ებ ნე

სა სა რ

შე შე წე
ის ის ს
ებ ნ ებ ერ
რ ფ
ო ივ ა
ეს მ დ არ

ო ნ ენ
პრ დ
ნ ენ წე


წ ერ

სურათი 13.2. იმ ცდის პირების მიერ ტესტში გაცემული სწორი პასუხების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც
წერდნენ პროფესორების შესახებ, მდივნების შესახებ და არავის შესახებ არ წერდნენ.

იმის გასაზომად, თუ რამდენ ხანს გრძელდება პრაიმინგის გავლენა, მკვლევრებმა


თითოეული ცდის პირის საერთო ქულა სამ ქულად გაყვეს, რომლებიც შეესაბამებოდა მათ
მიერ გაცემული სწორი პასუხების წილს ტესტის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში. ვერ
აღმოაჩინეს მინიშნება იმაზე, რომ პრაიმინგის გავლენა შესუსტდა ტესტის შევსების
განმავლობაში, რაც, საშუალოდ, 8 წუთს გრძელდებოდა. ორ შემდგომ კვლევაშიც არ
დადასტურდა გავლენის შესუსტება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მათგანში ტესტის
შევსება 15 წუთს გრძელდებოდა. ამგვარად, ისეთი რთული ქცევა, როგორიც ტესტის
შევსებაა, საკმაოდ ხანგრძლივად ექცევა პრაიმინგის გავლენის ქვეშ, ყოველ შემთხვევაში,
მაშინ მაინც, როცა არ არსებობს საწინააღმდეგო გავლენები.

უფრო მეტიც, დაიქსტერჰუსის და ვან კნიპენბერგის მიერ ჩატარებულმა მომდევნო


კვლევებმა (1998) დამაჯერებლად გაიმეორა და განავრცო კიდევაც მათი აღმოჩენა.
მაგალითად, ერთ კვლევაში აღმოჩნდა რაოდენობა-რეაქციის დამოკიდებულება. რაც უფრო
მეტ ხანს ფიქრობდნენ ცდის პირები პროფესორების შესახებ, მით მეტად გაუმჯობესდა მათი
ინტელექტუალური საქმიანობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ რთული ქცევის პრაიმინგი
კანონზომიერი მოვლენაა და არა არამდგრადი ფანტაზია. მეორე კვლევაში ცდის პირები
ტესტის შევსებამდე ფეხბურთის ხულიგან ფანებზე ფიქრობდნენ. ეს აუარესებდა მათ
შედეგებს, რადგან არსებული სტერეოტიპის თანახმად, ფეხბურთის ხულიგნები სულელები
არიან. დასკვნითმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭკვიანობისა და სისულელის თვისებებზეპირდაპირ
მითითებას(როცა ცდის პირებმა უნდა ჩამოთვალონ ერთის ან მეორის დამახასიათებელი
თვისებები) იგივე გავლენა აქვს, რაც ამ თვისებების არაპირდაპირ მითითებას
(პროფესორებისა და ხულიგნების სტერეოტიპების გააქტიურება).

რა გამომდინარეობს აქედან?

ჩვენი აზრები და მოქმედებები არ არის ისეთი ავტონომიური, როგორც გვეჩვენება. აწმყო


მოვლენები, რომლებიც, ერთი შეხედვით, გავლენის უნარის მქონედ არ გვეჩვენება, მაინც
ახდენენ გავლენას, თან ისე, რომ ჩვენ ვერც კი ვხვდებით. დაიქსტერჰუსმა და ვან
კნიპენბერგმა აჩვენეს, რომ ისეთი რთული მოქმედებაც კი, როგორიც ინტელექტუალური
საქმიანობაა, უკავშირდება ისეთ, ერთი შეხედვით, დაუკავშირებელ მოქმედებას, როგორიცაა
სტერეოტიპების შინაარსის გახსენება. თანაც, მათი კვლევის შედეგები არ ყოფილა
შემთხვევითი. უილერმა, ჯარვისმა და პეტიმ (2001) თეთრკანიან ცდის პირებს დააწერინეს
თხზულება ერთი დღის შესახებ სტუდენტის ცხოვრებიდან, რომელსაც სახელად ან ტაირონი
ერქვა, ან ერიკი. რა თქმა უნდა, ეს სახელები მიუთითებდა, სტუდენტი შავკანიანია თუ
თეთრკანიანი. შემდეგ, ეს ცდის პირები ავსებდნენ უნივერსიტეტის დამამთავრებელი
გამოცდის მათემატიკურ ნაწილს (SAT2-ის ტესტს ჰგავს, მაგრამ უფრო რთულია). როგორც
აღმოჩნდა, ისინი, ვინც ტაირონის შესახებ დაწერა, გაცილებით უარესად ასრულებდნენ
ტესტს. რადგან შავკანიანთა სტერეოტიპები გააქტიურდა, წინასწარ განზრახვის გარეშე
გამოჩნდა მისი უარყოფითი მხარე: ცუდი აკადემიური მოსწრება.

როგორ ახდენს გავლენას ინტელექტის ცნების გონებაში გააქტიურება, პირდაპირ იქნება ეს


თუ არაპირდაპირ, ტესტის შესრულებაზე? რომელი რგოლები უკავშირდება გონებრივ

2
რედაქორის შენიშვნა:აშშ-ს უმაღლეს სასწავლებელში, ბაკალავრიატში/კოლეჯში მიღების
წინაპირობაა, შეიძლება ჩავთვალოთ საქართველოში უნარების ტესტის ანალოგად.
საქმიანობას ამ ჯაჭვში? ამ დროისთვის ეს ჯერ კიდევ საკამათოა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ
კვლევა, რომელშიც ჭკვიან პროფესორებზე ფიქრი აუმჯობესებდა ზოგადი ცოდნის ტესტის
შედეგებს. რა თქმა უნდა, აზროვნების პრაიმინგი ცდის პირებს მყისიერად არ შესძენს
ცოდნას. თუმცა, ეს საშუალებას აძლევს მათ, უფრო ეფექტურად გამოიყენონ არსებული
ცოდნა და უკეთესი სტრატეგიები დაიხმარონ პასუხების გასახსენებლად, ან დასკვნების
გამოსატანად. ამას გარდა, შეიძლება, ცდის პირებს მოტივაცია გაუჩინოს, რომ მეტი იფიქრონ.

ქცევისპრაიმინგის ჩვეულებრივ ეფექტს ერთი საინტერესო თვისება აქვს. როდესაც


პრაიმინგად კონკრეტული ინდივიდია არჩეული და არა სოციალური კატეგორია,
საპირისპირო გავლენას აქვს ადგილი. ესე იგი, პრაიმინგი ადამიანების აზროვნებას და
მოქმედებას ცვლის იმის საპირისპიროდ, რასაც გულისხმობდა პრაიმინგი. ამგვარად, ცდის
პირებისთვის პროფესორების სტერეოტიპებით პრაიმინგი მათ უფრო ჭკვიანებად
წარმოაჩენს, მაგრამ ალბერტ აინშტაინით პრაიმინგი, პირიქით, ნაკლებ ჭკვიანებად. გარდა
ამისა, სუპერმოდელების სტერეოტიპებით პრაიმინგი ნაკლებად ჭკვიანებს ხდის ცდის
პირებს, მაგრამ კლაუდია შიფერით პრაიმინგი მათ უფრო ჭკვიანებს ხდის (Dijksterhuis et al.,
1998) (ახლა უკვე იცით, ვისი სურათი უნდა ჩამოკიდოთ სამეცადინო მაგიდასთან!). ამგვარი
შებრუნებული შედეგები გვავარაუდებინებს, რომ ადამიანები სპონტანურად ადარებენ
საკუთარ თავს გარკვეული თვისებების სამაგალითოდ მოყვანილ პიროვნებებს და ზოგჯერ
აღემატებიან მათ, ზოგჯერ კი ჩამორჩებიან, ეს გაზრდილი ან შემცირებული ცოდნის განცდა
კი, თავის მხრივ, აუმჯობესებს ან აუარესებს შედეგებს.

ზოგჯერ ინტელექტუალურ საქმიანობაზე გავლენის მოსახდენად ძალიან მცირე რამაა ხოლმე


საკმარისი. მაგალითად, სტილმა და არონსონმა (1995) აღმოაჩინეს, რომ მაღალი აკადემიური
მოსწრების მქონე შავკანიანი სტუდენტებისთვის მხოლოდ საკუთარი რასის შეხსენება
საკმარისი აღმოჩნდა, რომ გონებრივი უნარების ტესტში მათი შესრულება გაუარესებულიყო.
ასეთ შემთხვევებში იმ სტერეოტიპების, რომ შავკანიანები აკადემიურად ჩამორჩენილები
არიან, გამართლების ხელის შემშლელი შიში უკვე საკმარისია ტესტის შესრულების
გაუარესებისთვის; ალბათ, ამით შეიძლება აიხსნას აკადემიურ მიღწევებში შავკანიანებსა და
თეთრკანიანებს შორის არსებული განსხვავებაც. თუმცა, სტერეოტიპების საფრთხეს
პოზიტიური მხარეც აქვს. შიჰმა, პიტინსკიმ და ამბადიმ (1999) აღმოაჩინეს, რომ აზიელი
ქალები, რომლებსაც მათემატიკის ტესტის დაწერამდე საკუთარ რასას ახსენებდნენ,
უკეთესად წერდნენ ტესტს, ვიდრე ისინი, ვისთვისაც არ შეუხსენებიათ საკუთარი რასის
შესახებ. პოზიტიური რასობრივი სტერეოტიპის გონებაში გააქტიურება, კერძოდ, იმისა, რომ
აზიელებმა კარგად იციან მათემატიკა, ძალას მატებდა მათ − ეს სტერეოტიპების
მხარდაჭერაა. თუმცა, როცა აზიელ ქალებს საკუთარი სქესის შესახებ ახსენებდნენ, მათი
შესრულება უარესდებოდა. ორივე კვლევას ართულებდა ფაქტორი, რომ გააქტიურებული
სტერეოტიპი ცდის პირის პიროვნული იდენტობის ნაწილი ხდება. მას შეუძლია,
გააძლიეროს უმნიშვნელო ფაქტორების გავლენა ტესტის შესრულებაზე.

დამატებითი მოსაზრებები
მთელი ამ უცნაური და წარმოუდგენელი გავლენების გათვალისწინებით, მკითხველმა,
შეიძლება, ისიც კი დაუშვას, რომ კეის პარანოია არაცნობიერი ცდუნების შესახებ
სიმართლესთან ახლოსაა. გვაჩვენეს თუ არა სოციალურმა ფსიქოლოგებმა, რომ როდესაც
საქმე არაცნობიერ გავლენებს ეხება, ჩვენ უბრალო მარიონეტები ვართ? ამ შემთხვევაშიც
რაციონალურ მსჯელობას და ემპირიულ მონაცემებს უნდა მოვუხმოთ. ჩვენი
ავტონომიურობა არც ისეთი უსაფუძვლოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

პირველ რიგში, პრაიმინგის აქ აღწერილი გავლენები ექსპერიმენტულადაა დაგეგმილი.


ექსპერიმენტში მკვლევრები განზრახ აწყობენ ისე, რომ სასურველი შედეგის მიღების
შესაძლებლობა მაქსიმალური იყოს. ისინი ამას აღწევენ ყველა არასასურველი გავლენის
მოსპობით, საინტერესო მოვლენის მხოლოდ ძირითად თვისებებზე დაყვანით. რეალურ
სამყაროში კი უამრავი სხვადასხვა გავლენაა. ამგვარად, ის შედეგები, რომლებიც წმინდა
სახით მიიღება ლაბორატორიაში, მხოლოდ მოუწესრიგებლად გვხვდება
ყოველდღიურობაში.

მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ზემოთ აღწერილი კვლევა, რომელშიც


მოხუცებულობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების გააქტიურება იწვევდა ცდის პირების
სიარულის ტემპის შენელებას. კვლევა ისე იყო დაგეგმილი, რომ ცდის პირებზე ერთადერთი
მნიშვნელოვანი გავლენა მკვლევართა მანიპულაცია იყო და ერთადერთი
განსახორციელებელი ქცევა − სიარული. თქვენი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სეირნობისას
ეს სიტუაცია უცებ რთულდება. დავუშვათ, თქვენ შემთხვევით დაეჯახეთ მოხუც ჯენტლმენს
და რამდენიმე ფრაზა გაცვალეთ მასთან. ეს მოვლენა გამოიწვევს თვისების − ნელი − თქვენს
გონებაში გააქტიურებას, რის გამოც თქვენ შედარებით აუჩქარებლად განაგრძობთ გზას
შემთხვევის ადგილიდან. მაგრამ, დავუშვათ, რომ მეორე წუთში თქვენ დაინახეთ ქუჩის
მეორე მხარეს მშვენიერი უცნობი, რომელიც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა. ეს
მოვლენა ისევ შემატებს ენერგიულობას თქვენს ნაბიჯებს. ან, დავუშვათ, რომ მოხუც
ჯენტლმენთან დამშვიდობების შემდეგ თქვენ შეხვედით წიგნების მაღაზიაში და დაიწყეთ
თვალიერება. წიგნების თვალიერება ისეთი საქმიანობაა, რასაც ისედაც ნელა აკეთებენ,
ამიტომ ამ თვისების გონებაში გააქტიურება საჭირო აღარ იქნება.

აქედან გამომდინარე, ფარულ დამარწმუნებელს ძალიან გაუჭირდება ისეთი პრაიმის


მონახვა, რომელიც ხანგრძლივად შეცვლის თქვენს ქცევას. ყოველდღიური ცხოვრების რიტმი
და დინება გარანტიაა იმისა, რომ ერთი ფაქტორის გავლენა მაშინვე გადაიფარება სხვების
გავლენით, ზოგიერთ ქცევაზე კი ზოგიერთი ფაქტორი საერთოდ ვერ მოახდენს გავლენას.

ექსპერიმენტული კვლევაც ადასტურებს, რომ პრაიმინგი მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში


ხორციელდება. სიტუაციის ასპექტები კონტროლის ქვეშ აქცევს მას. მაგალითად, ერთ
კვლევაში ცდის პირების პრაიმინგს ახდენდნენ თვისებით − თავაზიანობა. ჩვეულებრივ
პირობებში, ეს განაპირობებდა, რომ ისინი უფრო ხშირად იღებდნენ ექსპერიმენტატორის
თანაშემწის დავარდნილ კალამს. თუმცა, თუ კალამს მელანი გასდიოდა, ან ცდის პირს
შეხვედრაზე აგვიანდებოდა, პრაიმინგის ეფექტი ქრებოდა. ეს ნიშნავს, რომ
პრაიმინგიმხოლოდ ისეთ პირობებში ხორციელდება, როდესაც დახმარებასირთულეს არ
უკავშირდება და როცა სხვა მიზანი არ არსებობს (Macrae &Johnstone, 1999; იხილეთ აგრეთვე
თავი 18).

პიროვნების მახასიათებლებმაც, შეიძლება, შეაფერხონ პრაიმინგი. მაგალითად, ადამიანები


განსხვავდებიან იმის მიხედვით, რამდენად მიაწერენ ამა თუ იმ სოციალურ კატეგორიას,
მაგალითად, მოხუცებს, სტერეოტიპულ თვისებებს, მაგალითად, ნელა მოძრაობას. როდესაც
შეამოწმებთ ამგვარი ასოციაციის არსებობას (იხილეთ თავი 12, რომელშიც ახსნილია, როგორ
კეთდება ეს), ნახავთ, რომ ქცევის პრაიმინგს ადგილი აქვს მხოლოდ იმ ადამიანებთან,
რომლებთანაც ეს ასოციაცია არსებობს (Dijksterhuis, Aarts, Bargh, & van Knippenberg, 2000).

ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს, რომ პიროვნების, ანუ შიდა ფაქტორები და სიტუაციის,


ანუ გარე ფაქტორები შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს, იმისთვის, რომ ქცევის პრაიმინგი
განხორციელდეს. ეს ხელს შეუშლის ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ მხარეს, რომელიც
პრაიმინგის გავლენის გამოყენებას შეეცდება. და მაინც, ყურადღებით უნდა ვიყოთ იმ
იშვიათი შემთხვევების მიმართ, როცა პიროვნების და სიტყაციის ფაქტირები
შეთანხმებულია. ეს საშუალებას მოგვცემს, გავუმკლავდეთ სტერეოტიპების საფრთხეს და
გამოვიყენოთ სტერეოტიპების მხარდაჭერა.

აღმოჩენა

თუმცა, ფარული შთამაგონებლები მხოლოდ გამოგონილი პერსონაჟები არიან,


გაცნობიერების გარეშე არსებული სტიმულები მაინც საოცრად დიდ გავლენას ახდენენ
ადამიანის აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე. კერძოდ, გარკვეული სოციალური ჯგუფის
შესახებ, უბრალოდ, აზრების გამოწვევა აუმჯობესებს ან აუარესებს ინტელექტუალურ
საქმიანობას.

You might also like