Professional Documents
Culture Documents
ფლეიტის სიზმარი
ფლეიტის სიზმარი
-მოდი აქ! -დამიძახა მამამ და გადმომცა პატარა ფლეიტა. -აიღე ეს და არ დაივიწო შენი
მოხუცი მამა, როდესაც უცხო ქვეყნის ხალხს შენი სიმღერით გაახარებ. -უკვე დროა იმისა,
რომ შენ სამყარო ნახო და გამოცდილება მიიღო. მე შენთვის ეს ფლეიტა გავაკეთებინე,
რადგან შენ სიმღერის გარდა სხვა საქმე არ გიყვარს. აიღე და იფიქრე იმაზე, რომ
ყოველთვის სასიამოვნო და სიხარულით აღსავსე სიმღერები იმღერო, თორემ სამწუხარო
იქნება, შენ ღმერთმა ხომ საოცარი ნიჭი გაჩუქა.
ჩემს საყვარელ მამას ცოტა რამ გაეგებოდა მუსიკის. იგი სწავლული გახლდათ. ფიქრობდა,
რომ მხოლოდ ფლეიტაში ჩაბერა კმაროდა ლამაზი სიმღერის სამღერად. მე არ მინდოდა
მისი იმედები გამეცრუებინა, ამიტომ გადავუხადე მადლობა, ავიღე ფლეიტა და საყვარელ
მამას დავემშვიდობე.
ამ დროს ტყიდან გამოვიდა გოგონა, მას ხელში კალათა ეჭირა და თავზე ჭილის ქუდი
ეხურა, რომელიც მის ქერა თმებს მალავდა.
-სალამი, - ვუთხარ მე, - რა გინდა აქ?
-რა სიმღერებს? - ყველანაირს, იცი? დილის მზის შუქზე, საღამოზე, ხეებზე, ცხოველზე და
ყვავილებზე. ახლა კი მე ვიმღერებ სიმღერას გოგონაზე, რომელსაც მთიბავთან საჭმელი
მიაქვს.
-ბრიჯიტა.
- მე ახლა მთის დაბლობზე უნდა წავიდე, იქ ქვემოთ მთიბავები არიან. წამოხვალ ჩემთან
ერთად?
მან კი ისევ მაკოცა და როცა მისი ბაგე ჩემსას ეხებოდა, მე ვფიქრობდი, რომ ყველაზე
ბედნიერი ადამიანი ვიყავი სამყაროში. შემდეგ აიღო კალათა და წავიდა. მთაზე როდესაც
ავიდა, კიდევ ერთხელ დამიქნია ხელი. სიომ ჭილის ქუდი მოხადა, შემდეგ კი მიიმალა. მე
მივდიოდი ჩემს გზაზე და ფიქრების ნისლში ვიყავი გახვეული, სანამ გზა კუთხეს არ მიადგა.
იქ იდგა წისქვილი და წისქვილთან ახლოს იყო წყალში ნავი. მხოლოდ ერთი კაცი იყო
და ეტყობოდა უკვე მელოდა. როდესაც ნავში ჩავჯექი და ქუდი მოვიხადე, ნავმა მოძრაობა
დაიწყო. მე შუაში ვიჯექი, უცხო კაცი საჭესთან და როდესაც ვიკითხე თუ სად მიდიოდა,
შემომხედა, ნაცრისფერი დაბინდული თვალებით.
- სად გინდა? მდინარეში, ზღვაში, დიდ ქალაქებში. შენ გაქვს არჩევანი? ყველაფერი მე
მეკუთვნის.
-ყველაფერი შენ გეკუთვნის? მაშინ შენ მეფე ყოფილხარ.
-ალბათ. შენ კი მელექსე, როგოც ჩანს. მაშინ მიმღერე ერთი სიმღერა მგზავრობაზე.
მე ძალა მოვიკრიბე, შემეშინდა უცხო კაცის და რადგან ჩვენი გემი ჩქარა მიჰქროდა,
ვიმღერე მდინარეზე, რომელიც ნავს მიათრევს, როგორ ლიცლიცებს მზის სხივი და როგორ
ახეთქებს მდინარე ნავს კლდოვან ნაპირებზე. უცნობი კაცის სახე გაუნძრევლად დარჩა.
შემდეგ თავი დამიკრა, თითქოს თვლემსო და ჩემდა გასაოცრად დაიწყო სიმღერა და ის
მღეროდა მდინარეზე და მოგზაურობაზე ჭალებში. მისი სიმღერა ჩემსაზე ძლიერი და ლამაზი
იყო, ჟღერადობა კი მეტად განსხვავებული.
მე ვუსმენდი მონუსხული, უცხო მოხუცმა კაცმა თავისი კეთილი მზერა მომაპყრო და მისი
ნაცსრისფერი თვალები იყო სავსე ტკვილით და სამყაროს სილამაზით. მან შემომღიმა. მე
მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი:
- უკან გზა არ მიდის, -მითხრა მან მკაცრად, - ყოველთვის წინ უნდა იარო და როცა
სამყაროს აღმოჩენა გსურს. და გოგონასთან თაფლისფერი თვალებით შენ ყველაზე
საოცნებო და საუკეთესო გქონდა და რაც უფრო მეტად შორს იქნები მისგან, მით უფრო
კარგი და ლამაზი გახდება ყველაფერი. წადი სადაც გინდა, მე ჩემს ადგილს საჭესთან
გითმობ.
მე დაბნეული ვიყავი და მივხვდი, რომ ის მართალი იყო. სამშობლოს მონატრებით
ვფიქრობდი მე ბრიჯიტზე და ყველაფერზე, რაც ჩემი იყო და რაც დავკარგე. შემდეგ
გავემართე საჭესთან უცნობის ადგილის დასაკავებლად. მოხუცი კაცი ადგა და როდესაც
გვერდით ჩამიარა შემომხედა სახეში. მე მივუჯექი საჭეს და როდესაც მოვიხედე, მივხვდი,
რომ გემში მარტო ვიყავი. უცნობი სადღაც გამქრალიყო. მომეჩვენა, რომ ყველაფერი,
ბრიჯიტი, მამაჩემი, სამშობლო მხოლოდ სიზმარი იყო და ვიყავი მოხუცი, დიდი ხანი
მდინარეზე ვმოგზაურობდი. მივხვდი, რომ უცნობისათვის არ უნდა დამეძახა და რაც
შევიგრძენი იმის გასაგებად დავიხარე და წყლის სარკეში ჩავიხედე, საიდანაც დაბერებული,
ბრძენი და სერიოზული სახე მიცქერდა და ეს მე ვიყავი.