You are on page 1of 5

1. ?

2. რით ხსნის არონსონი 9 წლის მერის გატაცებას კულინარიული ამბებით

დაწერეთ პასუხი (2)

მერი ახლახან 9 წლის გახდა. დაბადების დღეზე სათამაშო სამზარეულოს კომპლექტს


ჩუქნიან, “თავისი პატარა ღუმელით”. მშობლები ამ საჩუქარს იმიტომ ირჩევენ, რომ მერი
კულინარიულ ამბებში ძალიან დაინტერესებული ჩანს და დედიკოს მაგიდის გაწყობაში,
კერძების მომზადებასა და სახლის დალაგებაში მუდამ ეხმარება. “რა გასაოცარია, არა?!” –
ამბობს მერის მამა. – “სულ რაღაც ცხრა წლისაა და უკვე დიასახლისის საქმეები აინტერესებს!
პატარა გოგონებს ალბათ დიასახლისობის გენები აქვთ. ამ ფემინისტებმა კიდევ თვითონაც არ
იციან, რაზე ლაპარაკობენ.”

მერის და მის სათამაშო სამზარეულო კომპლექტს რომ მივუბრუნდეთ, დასკვნის გამოტანა


ალბათ არ გაგვიჭირდება და მერის მამის თქმის არ იყოს, ვიტყვით, რომ “დიასახლისობა”
გენეტიკურია. თუმცა, გაცილებით რეალურია, სულ პატარა ასაკიდანვე მერი
დაეჯილდოვებინათ და წაექეზებინათ ყოველ ჯერზე, როცა კი გოგონა ისეთი
ტრადიციულად ფემინური რაღაცების მიმართ გამოხატავდა დაინტერესებას, როგორიცაა
სამზარეულოში ტრიალი, კერვა და თოჯინები. მისი წაქეზების ხარისხი, ამ შემთხვევაში,
გაცილებით მაღალი იქნებოდა, ვიდრე, ვთქვათ, ფეხბურთის, ბოქსის ან ქიმიის მიმართ რომ
გამოეხატა ინტერესი. აგრეთვე, გონივრულია, ვივარაუდოთ, რომ მერის პატარა ძმა
“დიასახლისობისადმი” ინტერესში რომ შეემჩნიათ, მას სათამაშო სამზარეულო კომპლექტს
დაბადების დღეზე არ აჩუქებდნენ. ასევე, როგორც ახალგზარდა ჯორჯ ვუდის შემთხვევაში,
რომელიც თავის თანატოლებზე ქვემდგომად აღიქვამდა თავს, მერის მე-ხატის
ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მას-მედიას ექნებოდა შეტანილი, იმ მას-მედიას,
რომელიც ქალებს უფრო ტრადიციულად “ქალურ” როლებში წარმოაჩენდა: დიასახლისის,
მდივნის, ექთნისა და სკოლის მასწავლებლის როლებში. თუ ახალგზარდა ჯორჯ ვუდს
მისსავე შვილიშვილებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ უმცირესობის წარმომადგენელთა მე-
ხატები შეიძლება, შეიცვალონ და რომ ამ ცვლილებებს შეუძლიათ, ერთი მხრივ, გავლენა
იქონიონ მას-მედიასა და ზოგადად მოსახლეობის დამოკიდებულებებში (attitudes) მიმდინარე
ცვლილებებზე, მეორე მხრივ კი, მას-მედიის ცვლილებების გავლენის ქვეშ თავად მოექცნენ.
ნათქვამის კარგ ილუსტრაციას ამერიკელთა მოსაზრებები წარმოადგენს 1945 წელს
ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ცნება, რომელსაც წინა აბზაცში შევეხეთ, სოციალური ზეგავლენაა. და სწორედ ეს


უკანასკნელი გახლავთ სოციალური ფსიქოლოგიის სამუშაო განსაზღვრება: ზეგავლენები,
რომლებსაც ადამიანები ახდენენ სხვათა რწმენებზე, გრძნობებსა და ქცევებზე.

3. ან 1 ან ორივე ?

4. ადამიანთა უმეტესობას მსგავსი ტიპის საკითხები აინტერესებს. ეს კი იმიტომ რომ, ჩვენ,


როგორც ადამიანები, სხვა ადამიანებთან ინტერაქციაში დიდ დროს ვატარებთ – ვიღებთ
მათგან გავლენას, ვახდენთ მათზე გავლენას, აღვფრთოვანდებით მათით, თავს ვიქცევთ და
ვსევდიანდებით მათ გარემოცვაში, ვბრაზობთ მათზე. ამგვარად, ბუნებრივია, რომ
სოციალური ქცევის შესახებ ერთგვარი ჰიპოთეზები გვიყალიბდება. ამ თვალსაზრისით,
ყველა ჩვენგანი, სამოყვარულო დონეზე, სოციალური ფსიქოლოგები ვართ. მოყვარული
სოციალური ფსიქოლოგების უმეტესობა თავიანთ ჰიპოთეზებს ამოწმებს კიდეც, თუმცა,
მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. ამდენად, მსგავს “შემოწმებებს” ფრთხილი
მეცნიერული კვლევისთვის დამახასიათებელი სიმკაცრე და მიუკერძოებლობა აკლია.
საინტერესოა, რომ ხშირად, სამეცნიერო კვლევის შედეგები იდენტურია იმისა, რაც
ადამიანთა უმეტესობამ ”ისედაც იცის”, რომ “ასეა”. ეს არცაა გასაკვირი. კონვენციური
სიბრძნე ხშირად გამჭრიახ დაკვირვებებს ეფუძნება – დაკვირვებებს, რომლებმაც დროის
გამოცდას გაუძლო.

სოციალური ქცევის გაგების გზაზე პროფესიონალ ფსიქოლოგებს, ყველაზე მოყვარულ


სოციალურ ფსიქოლოგებთან შედარებითაც კი, გაცილებით დიდი უპირატესობა გვაქვს.
მოყვარულების მსგავსად, პროფესიონალებიც ხშირად ფრთხილი დაკვირვებით ვიწყებთ,
მაგრამ ჩვენ საკმაოდ შორს წასვლა შეგვიძლია. ადამიანების ქცევებზე დასაკვირვებლად,
ჩვენთვის არაა აუცილებელი, დაველოდოთ, როდის მოხდება ესა თუ ის მოვლენა. ჩვენ
თავად შეგვიძლია მოვახდინოთ ეს მოვლენები. სხვა სიტყვებით, სოციალურ ფსიქოლოგებს
შეუძლიათ, ჩაატარონ ექსპერიმენტი, რომელშიც უამრავი ადამიანი გარკვეული მოვლენების
სამიზნე ხდება (მაგალითად, მკაცრი დასჯის ან ზომიერი დასჯის; სასიამოვნო კომენტარის
გაგონების ან სასიამოვნოსა და უსიამოვნოს კომბინაციის გაგონების სამიზნე). თანაც, ასეთი
რამეების გაკეთება ჩვენ იმგვარ სიტუაციებში შეგვიძლია, სადაც კონკრეტული საკვლევი
მოვლენების გარდა, სხვა ყველაფერი უცვლელია. შესაბამისად, პროფესიონალ სოციალურ
ფსიქოლოგებს შეუძლიათ, გაცილებით ზუსტი და მრავალრიცხოვანი მონაცემიდან
გამოიტანონ დასკვნები, ვიდრე ეს მოყვარული სოციალური ფსიქოლოგებისთვისაა
ხელმისწავდომი. ამ უკანასკნელთ შეზღუდვები აქვთ, რადგან იძულებულები არიან, იმ
მოვლენებს დააკვირდნენ, რომლებიც შემთხვევითად და ისეთ კომპლექსურ გარემოებებში
აღმოცენდება, სადაც ერთდროულად ბევრი რამ ხდება.

5. სოციალური ფსიქოლოგი იმგვარ სოციალურ სიტუაციებს სწავლობს, რომლებიც


ადამიანების ქცევაზე ახდენენ გავლენას. ხანდახან, ეს ბუნებრივი სიტუაციები იმხელა წნეხის
სახეს იღებს და ადამიანებში ისეთ ქცევებს იწვევს, რომლებიც ადვილად შეიძლება,
პათოლოგიურ ქცევებად კლასიფიცირდეს. როცა “ადამიანებს” ვახსენებ, ადამიანთა ძალიან
დიდ რაოდენობას ვგულისხმობ. ჩემი აზრით, ადამიანური ქცევის შესახებ ჩვენს ცოდნას არ
ამდიდრებს ის გარემოება, რომ ამგვარი ქცევის ავტორებს უმალ ფსიქოპათების იარლიყს
ვაკრავთ. ბევრად უფრო გონივრულია, ჯერ სიტუაციის ბუნება და ის პროცესები გავიგოთ,
რომლებიც ქცევის წარმოქმნას ედო საფუძვლად. ჰოდა, არონსონის პირველ კანონსაც
მივადექით:

შესაძლოა, ეს ასეც იყოს, მაგრამ შესაძლოა, საკითხი გაცილებით რთულადაც იდგეს.


დრამატულ ექსპერიმენტში, ფილიპ ზიმბარდომ (Philip George Zimbardo), კოლეგებთან ერთად,
სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში ციხის სიმულაცია მოაწყო. ამ “ციხეში” მან
ნორმალური, ზრდასრული, სტაბილური, გონიერი ახალგაზრდა კაცების ჯგუფი მიიყვანა.
ააგდო მონეტა და ბიჭების ნახევარს ციხის მცველების როლი მიანიჭა, ნახევარს კი
პატიმრებისა. რამდენიმე დღის მანძილზე ისინი სწორედ ამ როლებში ცხოვრობდნენ. რა
მოხდა? მოდით, თავად ზიმბარდოს სიტყვებით გავიგოთ:

სულ რაღაც ექვსი დღის თავზე, იძულებულნი გავხდით, ჩვენი ინსცენირებული ციხე
დაგვეხურა, რადგან ის, რაც ჩვენ ვნახეთ, შემაშფოთებელი იყო. ჩვენთვის და ცდის პირთა
უმეტესობისთვის უკვე გაუგებარი იყო, სად მთავრდებოდა მათი რეალური სახე და სად
იწყებოდა როლები. უმრავლესობა ნამდვილ “პატიმრებად” და “ციხის მცველებად” იქცა და
აღარ ჰქონდა უნარი, როლურ თამაშსა და მე-ს შორის მკაფიო დიფერენცირება მოეხდინა.
მათი ქცევის, აზროვნებისა და გრძნობების თითქმის ყველა ასპექტში დრამატული
ცვლილებების მოწმენი გავხდით. ერთი კვირაც კი არ იყო გასული, რომ პატიმრობის
გამოცდილებამ გაანადგურა (დროებითად) ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ესწავლათ;
ადამიანური ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მე-ხატები სერიოზული გამოწვევის
წინაშე აღმოჩნდა და ადამიანური ბუნების ყველაზე მახინჯი, ყველაზე სულმდაბალი,
პათოლოგიური მხარე ზედაპირზე ამოტივტივდა. თავზარი დაგვეცა, როცა ვხედავდით,
როგორ ეპყრობოდა ზოგიერთი ბიჭი (“მცველები”) დანარჩენ ბიჭებს, როგორც ცხოველებს, და
თან ამ სისასტიკით სიამოვნებას იღებდა, მაშინ როცა დანარჩენი ბიჭები (“პატიმრები”)
მონურ, დეჰუმანიზებულ რობოტებად იქცნენ, რომლებიც მხოლოდ გაქცევაზე,
ინდივიდუალურ თვითგადარჩენასა და მცველებისადმი დაგროვილ სიძულვილზე
ფიქრობდნენ.

6. არც ერთი პასუხიიიი

7. ღრმად წინასწარგანწყობილ ადამიანს ლამის იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული იმ


ინფორმაციის მიმართ, რომელიც მის ნალოლიავებ სტერეოტიპს არ შეესაბამება. როგორც
განთქმულმა იურისტმა, ოლივერ უენდელ ჰოლმს უმცროსმა ერთხელ
თქვა, ,,ფანატიკოსისთვის რაიმეს სწავლების მცდელობა იგივეა, რაც თვალის გუგაში
სინათლე მიანათო – ის იკუმშება.” ოლპორტის დაკვირვებებს არაერთი ექსპერიმენტული
მონაცემი უმაგრებს ზურგს და გვაჩვენებს, რომ ადამიანების ისეთი ფაქტებით დაბომბვას,
რომლებიც მათ წინასწარგანწყობებს არ შეესაბამება, ეს ხალხი ამ წინასწარგანწყობების
შეცვლამდე არ მიჰყავს. სანაცვლოდ, როგორც წესი, ისინი ახალ მენტალურ ქვე-კატეგორიას
იქმნიან, – როგორიცაა მაგალითად, ,,აგრესიული ქალი”, ,,პატიოსანი მოსამართლე” ან ,,კარგი
განათლების მქონე აფრიკელი ამერიკელი”, – და საკუთარ თავებს არწმუნებენ, რომ ის, რაც
ზოგადი სტერეოტიპის შესახებ შეიტყეს, შესაძლოა, სიმართლე იყოს, თუმცა, იშვიათი
გამონაკლისია, მეტიც, ალბათ სწორედ ის ,,გამონაკლისი, წესს რომ ადასტურებს.” ამგვარი
რეაქციები წინასწარგანწყობების გადაშენებას ართულებს. როგორც მე-4 თავში აღვნიშნე,
კოგნიცია კონსერვატიულია; საკუთარი რწმენების შეცვლას ურჩად ვეწინააღმდეგებით.

8. 1-2

2-2

3-1
4-1

9. წინასწარგანწყობის გამართლება ვინაიდან უმეტესობა ჩვენგანი ხვდება, რომ


წინასწარგანწყობას, ზოგადად, შეკრული წარბებით უყურებენ, ძალიან ვცდილობთ, არ
ვთქვათ რაიმე ისეთი, რაც ტენდენციურ განცხადებად გამოჩნდება. მაგრამ ძალისხმევა,
რომელსაც ჩვენი ნამდვილი გრძნობების დასათრგუნად ვიყენებთ, შესაძლოა, მენტალურად
არცთუ იოლი ასატანი იყოს. ამდენად, როცა ჩვენი კოგნიტური რესურსები იფიტება – როცა
დაღლილები ვართ, გაბრაზებულები, სტრესის ქვეშ, ყურადღება მოდუნებული გვაქვს ან
მთვრალები ვართ – წინასწარგანწყობამ შეიძლება, გამოჟონოს (მელ გიბსონის მთვრალი
ტირადა ებრაელების წინააღმდეგ მშვენიერი მაგალითია).

ქრისთიან ქრენდალისა და ემი ეშლემანმის (Christian Crandell & Amy Eshleman) აზრით,
ადამიანთა უმეტესობას ერთ სპეციფიკურ კონფლიქტთან უწევს გამკლავება; კონფლიქტი ორ
ასპექტს შორისაა: ერთი გახლავთ სურვილი, გამოხატო წინასწარგანწყობა, ხოლო მეორე –
შეინარჩუნო დადებითი მე-კონცეფცია (ანუ არ გვსურს, ვიყოთ ვიღაც შეუწყნარებელი
ფანატიკოსები), როგორც საკუთარ, ისე სხვათა თვალში. თუმცა, რამდენადაც
წინასწარგანწყობის დათრგუნვას ენერგია სჭირდება, ჩვენ კი მენტალური ენერგიის
მოფრთხილებისკენ ვართ მიმართულნი, ამდენად, შესაძლოა, ნაწილობრივ, იმ ინფორმაციით
მოვიხიბლოთ, რომელიც ჩვენს წინასწარგანწყობას ამართლებს და საშუალებას გვაძლევს, ის
გამოვხატოთ კიდეც. როცა კი რომელიმე ჯგუფისადმი ანტიპათიას ვალიდურ გამართლებას
გამოვუძებნით, მაშინვე ვაძლევთ თავს ნებას, წინასწარგანწყობა გამოვხატოთ და ამ დროს არ
ვიგრძნოთ თავი ფანატიკოსებად. ამ გზით, კოგნიტურ დისონანსს გვერდს ვუვლით. როგორც
ქრენდალი და ეშლემანი ამბობენ, ,,გამართლება აკრძალვებს აუქმებს, უზრუნველყოფს
შენიღბვას და ეგალიტარიანიზმის შეგრძნებასა და წინასწარგანწყობების არ-მქონე მე-ხატს
იცავს.”

10. 3

11. 2

12. ორაზროვან სიტუაციებში, ადამიანები მიდრეკილნი არიან, თავიანთ


წინასწარგანწყობებთან თავსებადი ატრიბუციები გააკეთონ. თომას პეტიგრუმ ამას
ატრიბუციის ძირეული შეცდომა უწოდა. თუ მისტერ ფანატიკოსი პარკში, ოთხშაბათს, დღის
სამ საათზე, სკამზე ჩამომჯდარ, მზეს მიფიცხებულ კარგად ჩაცმულ თეთრკანიან ანგლო-საქს
პროტესტანტს დაინახავს, მასზე არაფერსაც არ იფიქრებს. ხოლო თუ კარგად ჩაცმულ
შავკანიანს იდენტურ ვითარებაში დაინახავს, მიდრეკილი იქნება, ამ კაცის შესახებ შემდეგი
დასკვნა გამოიტანოს: ის უმუშევარია; ეს კი მისტერ ფანატიკოსს, სავარაუდოდ, ძალიან
გააჯავრებს, რადგან იფიქრებს, რომ მისი შრომითა და ოფლით ნაშოვნი ფული იბეგრება
მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უმაქნისი, უხეირო ადამიანი სოციალური კეთილდღეობით
უზრუნველყოს, რათა მერე ის ადგეს და ძვირფასი ტანსაცმელები იყიდოს. თუ მისტერ
ფანატიკოსი მისტერ ანგლო-საქსის სახლთან ჩაივლის და შეამჩნევს, რომ სანაგვე ურნა
ამოყირავებულია, ხოლო ნაგავი – მიწაზე მიყრილ-მოყრილი, მიდრეკილი იქნება, დაასკვნას,
რომ მაწანწალა ძაღლი იყო მისული და სანაგვეში საკვებს ეძებდა. თუ მისტერ ფანატიკოსი
მისტერ ლათინოსის სახლთან ჩაივლის და ზუსტად იმავეს შეამჩნევს, მიდრეკილი იქნება,
გაღიზიანდეს და გაიფიქროს, ,,ეს ხალხი ღორებივით ცხოვრობს!” მხოლოდ
წინასწარგანწყობა კი არ ახდენს მის ატრიბუციებსა და დასკვნებზე გავლენას, არამედ მისი
მცდარი დასკვნები ამართლებს და ამძაფრებს მის უარყოფით გრძნობებს. ამგვარად, მთელი
ეს ატრიბუციის პროცესი შეიძლება, მოჯადოებული წრესავით იქცეს. წინასწარგანწყობა
გარკვეულ უარყოფით ატრიბუციებს ან სტერეოტიპებს იწვევს, რომლებიც, თავის მხრივ,
წინასწარგანწყობას ამძაფრებენ.

13. თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება

14. ამ პრობლემის შესწავლის დროს, სტილმა და არონსონმა ივარაუდეს, რომ მთავარი


პასუხისმგებელი ფაქტორი მოიცავს შავკანიან სტუდენტთა წინასწარ შიშს, რომ მათ, თავისი
ქცევით, შესაძლოა, დაადასტურონ არსებული ნეგატიური სტერეოტიპი შავკანიანთა
,,ინტელექტუალურ ნაკლოვანებებზე”. სტილმა და არონსონმა ამ წინასწარ შიშს
სტერეოტიპის საფრთხე უწოდეს

მაგრამ შავკანიან სტუდენტებზე ძალიან იმოქმედა იმან, თუ როგორ იყო ტესტი


დახასიათებული: სიტუაციის შეფასებითი ბუნება მათ გონებაში სტერეოტიპებს
ააქტიურებდა, მათ შფოთვას აძლიერებდა და შესაბამისად, ორჯერ უფრო ცუდ შედეგს
აჩვენებდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც სჯეროდა, რომ ტესტს მათ შესაფასებლად არ
გამოიყენებდნენ. აი, ასეთი ძალა აქვს სტერეოტიპს: როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი
ქცევით მათი ან მათი ჯგუფის უარყოფითი რეპუტაცია დადასტურდება, ისინი შფოთავენ,
ხოლო შფოთვამ, შესაძლოა, მათი წარმატება მნიშვნელოვნად შეაფერხოს.

15. 1

16. სოციალური ფსიქოლოგი ირვინგ ჯენისი (Irving Janis) ჯგუფურ აზროვნებას უწოდებს.
ჯენისის თანახმად, ჯგუფური აზროვნება არის „აზროვნების ფორმა, რომლის დროსაც
ადამიანებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხდება შეთანხმების მიღწევა ერთიანი ჯგუფის
შიგნით, რომ ალტერნატიული შესაძლებლობების რეალისტურ შეფასებას
უგულებელყოფენ.“

17. დათმობა

18. 1,2,3

19. ან 3 ან 4

20.

You might also like