You are on page 1of 28

1) შესავალი სენსორულ სისტემებში-ფსიქოფიზიკა

შეგრძნება არის პროცესი, როდესაც სენსორული რეცეპტორის გაღიზიანება დასაბამს აძლევს


ნერვულ იმპულსებს, რაც სხეულის შიგნით თუ გარეთ არსებული პირობების განცდას , მათ
გაცნობირებას იწვევს.
ფსიქოფიზიკის ძირითადი ამოცანაა შეისწავლოს კავშირი ფიზიკურ გამღიზიანებელსა და
ფსიქიკურ განცდებს შორის.
ფსიქოფიზიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუსტავ ფეხნერი . მან შექმნა
მეთოდიკა რომელიც აკავშირებდა ფიზიკური გამღიზიანებლის ინტენსივობას სენსორული
განცდის სიდიდესთან.
აბსოლუტური ზღურბლი - ფიზიკური ენერგიის ის მინიმალური რაოდენობა , რომელიც
საჭიროა სენსორული განცდის წარმოსაქმნელად.
აბსოლიტური ზღურბლის გამოთვლა
ჰორიზონტალურზეა სტიმულის ინტენსივობა, ვერტიკალურზე შემჩნევათა პროცენტი . რაც
უფრო ინტენსიურია გამღიზიანებელი მით უფრო უკეთ აღიქმება.
სენსორული ადაპტაცია არის სენსორული სისტემების მგრძნობიარეობის დაქვეითება
ხანგრძლივ გამღიზიანებაზე. მაგ თუ ოთახში შევდივართ, სადაც მძაფრი სუნია , გარკვეული
დროის შემდეგ ყნოსვითი სისტემა ადაპტირდება და სუნის შეგრძნებაც შემცირდება .

სხვაობის ზღურბლი - უმცირესი ფიზიკური განსხვავება ორ გამღიზიანებელს შორის,


რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება გაცნობიერდეს, როგორც განსხვავებულები.
ვებერის კანონი - სხვაობის ზღურბლის სიდიდე სტანდარტული გამღიზიანებლის ინტენსივობის
პროპორციულია.

2)მხედველობის სისტემა - ადამიანის თვალის აგებულება და მხედველობითი სისტემის გზები .


ადამიანის თვალი
თვალი კრებს სინათლეს და ახდენს მის ფოკუსირებას - სინათლე შემოდის რქოვანაში,
თვალის წინ მდებარე გამჭირვალე ამობურცულ ნაწილში. შემდეგ გაივლის წინა საკანს,
რომელიც სავსეა სითხით - ნამით. იმისათვის, რომ თვალმა სინათლის ფოკუსირება
მოახდინოს თვალის ბროლი იცვლის თავის ფორმას, წვრილდება, როცა ფოკუსირება
მოშორებულ ობიექტებზე ხდება და მსხვილდება ახლომდებარე ობიექტებზე ფოკუსირებისას .
ირისის კუნთური დისკი ცვლის გუგის სიდიდეს, რომლის საშუალებითაც სინათლე შემოდის
თვალში. თვალში სინათლე მოგზაურობს მინისებრ სხეულში, ბოლოს ეცემა ბადურას - თხელ
ფირფიტას, რომელიც წარმოადგენს თვალის კაკლის უკანა კედელს .

გუგა და ბროლი
თვალის გუგა იხსნება ირისში, რომელშიც გადის სინათლე. ირისი აიძულებს გუგას ,
გაფართოვდეს ან შეიკუმშოს, რათა გააკონტროლოს თვალის კაკლისკენ მიმავალი
სინათლის რაოდენობა. სინათლე, რომელიც გაივლის გუგას, ბროლის მიერ ბადურაზე
ფოკუსირდება. ბროლი ატრიალებს აღქმულ ობიექტებს. ცვლის ფოკუსს ახლო და
შორსმდებარე საგნებისთვის. წამწამოვან კუნთებს შეუძლიათ შეცვალონ ბროლის სისქე და
მისი ოპტიკური თვისებებიც, ამ პროცესს აკომოდაცია ეწოდება. ასაკთან ერთად იზრდება
აკომოდაციის პრობლემები, ბროლი აღარ არის ისეთივე სუფთა, გამჭირვალე და ამოზნექილი
როგორც ადრე, ასაკთან ერთად ის ხდება მკვრივი, მუქი და ბრტყელი , ამის გამო ახლოს
კარგად ვერ ხედავენ.

ბადურა
ბადურაზე ხდება სინათლის ტალღის ნერვულ იმპულსად გარდაქმნა . გარდაქმა ბადურაზე
ჩხირებისა და კოლბების - სინათლის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორების საშუალებით
ხდება. 120 მილიონი წვრილი ჩხირი მოქმედებს სუსტ განათებაში, 7 მილიონი მსხვილი კოლბა
ნათელ სამუშაოდაა სპეციალიზებული. ბადურას ცენტრთან არის პატარა უბანი , რომელსაც
ფოვეა ეწოდება, ის მხოლოდ მჭიდროდ განლაგებულ კოლბებს შეიცავს, ეს ადგილი
განსაკუთრებულია ფერების მიმართ და უზრუნველყოფს სივრცითი დეტალბის შემჩნევას .
ბიპოლარული უჯრედები ნერვული უჯრედებია, რომლებიც ახდენენ ნერვული იმპულსების
კომბინირებას მრავალი რეცეპტორიდან და შედეგებს განგლიოზურ უჯრედებში აგზავნიან .
თითოეული განგლიოზური უჯრედი აინტეგრირებს იმპულსებს ბიპოლარული უჯრედიდან
ერთ განმუხტვაში. განგლიოზური უჯრედების აქსონები ქმნიან ოპტიკურ ნერვს , რომელიც
ვიზუალურ ინფორმაციას თვალიდან თავის ტვინისკენ ატარებს. ჰორიზონტალური უჯრედები
და ამაკრინული უჯრედები ინფოს ინტეგრირებას ბადურას გასწვრივ ახდენენ. ამ უჯრედების
ფუნქცია გამოიხატება უჯრედებს შორის კავშირის დამყარებაში . ჰორიზონტალური უჯრედები
რეცეპტორებს ერთმანეთთან აკავშირებენ, ამიკრინული კი აერთებენ ბიპოლარულს სხვა
ბიპოლარულ უჯრედებთან და განგლიოზურს განგლიოზურთან. ოპტიკური დისკი , ანუ ბრმა
წერტილი არ შეიცავს რეცეპტორებს, ამის მიუხედავად თუ ერთ თვალს გამორჩა რაიმე , მეორე
თვალი ახდენს ამის რეგისტრაციას.

თავის ტვინისკენ მიმავალი ნერვული გზები


ვიზუალური ინფორმაცია ბოლოს მიდის კეფის წილში, რომელსაც ეწოდება მხედევლობის
ქერქი. განგლიოზური უჯრედების აქსონები მიდიან მხედველობის ჯვარედინში (ქიაზმაში),
აქსონები ჯვარედინთან ორ კონად იყოფიან, ბოჭკოების ნახევარი სხეულის იმ მხარეზე რჩება ,
რომლიდანაც მოდიან, ხოლო ნახევარიგადაკვეთენ ერთმანეთს და აგრძელებენ გზას თავის
ტვინის უკანა ნაწილისკენ. ბოჭკოებ სადაც ერთმანეთს კვეთენ და ორივე თვალიდან შეიცავენ
აქსონებს ეწოდება ოპტიკური ტრაქტები. ვიზუალური ანალიზი ფუნქციურად ორად იყოფა:
ხატების ამოცნობა და ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

3) აღქმის საფეხურები
აღქმის პროცესები - შეგრძნება, პერცეპტული ორგანიზაცია და იდენთიფიკაცია.
შეგრძნება - ფიზიკური ენერგიის გარდაქმნა, რომელსაც ტვინი აცნობიერებს.
პერცეპტული ორგანიზაცია - საგნის შინაგანი გამოსახულება ფორმირდება და გარეგანი
სტიმულის აღქმა ყალიბდება. შინაგანი გამოსახულება გვაწვდის სამყაროს ზედაპირულ
მონახაზს.
იდენტიფიკაცია და ცნობა - პერცეპტული ხატისათვის აზრის მიცემის გზები.

4) კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები


ექპერიმენტები და კვაზი-ექსპერიმენტები
ყველაზე ხშირად იყენებენ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს. ექსპ-ში ექსპერიმენტატორი ახდენს
ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი ცვლადის მანიპულაციას და აკვირდება როგორ
იცვლება დამოკიდებული ცვლადები. მაგ ექსპერიმენტატორი კრებს ადამიანების ჯგუფს
მეხსიერების შესასწავლად, შემთხვევით ანაწილებს 2 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს აწვდის ერთი
და იგივე სტიმულებს და ცვლის მხოლოდ ინსტრუქციას (დამოუკიდებელი ცვლადი ).
აკვირდება შემდეგ შესრულებას მეხსიერების ტესტში (დამოკიდებული ცვლადი ) და ნახულობს
შეიცვალა თუ არა მეხსიერების მაჩვენებლები ამ 2 ჯგუფს შორის. (ჯგუფთაშორისი დიზაინი )
კვაზი-ექსპერიმენტი - კვლევა, რომელიც სხვა მხრივ ექსპერიმენტულია, თუმცა ერთ ან
რამდენიმე დამოუკიდებელ ცვლადად მსგავს ფაქტორებს იყენებენ . ექსპერიმენტს და კვაზი -
ექსპს იყენებენ კაუზალური კავშირების აღმოჩენის მიზნით.
ბუნებრივი დაკვირვება
ბუნებრივი დაკვირვებისას მკვლევარი თვალს ადევნებს ადამიანებს ბუნებრივ პირობებში ,
როცა ისინი ახორციელებენ კოგნიტურ ამოცანას. იდეალურ პირობებში დამკვირვებელი
შეუმჩნეველია. არაა ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, ამას ეკოლოგიურ ვალიდობას
უწოდებენ. არ მოითხოვს ბევრ რესურსს და არაა საჭირო კვლევის მონაწილეებთან
შეთანხმება კვლევაში მონაწილეობის თაობაზე. ნაკლია ის, რომ დამკვირვებელს არ შუძლია
აკონტროლოს/ცვალოს ამა თუ იმ ქცევაზე მოქმედი ფაქტორები, დამკვირვებლის ჩანაწერები
მხოლოდ იმ ფენომებს აღრიცხავენ, რომელზეც დაკვირვება იყო დაგეგმილი. მას მხოლოდ
მონაცემების შეგროვება შეუძლია.
ფსიქობიოლოგიური კვლევა
მკლევრები სწავლობენ კავშირს კოგნიტურ შესრულებასა და თავის ტვინში მიმდინარე
პროცესებს შორის. ეს ტექნიკები ერთიანდებიან 3 კატეგორიაში:
 ინდივიდუალური ტვინის შესწავლა - (ინდივიდის სიკვდილამდე კოგნიტური
ფუნქციონირების დაკავშირება სიკვდილის შემდეგ) -
 კონკრეტული კოგნიტური დეფიციტის მქონე ინდივიდის თავის ტვინის სტრუქტურებისა
თუ აქტივობის შესწავლა ნეირო ვიზუალიზაციის მეთოდებით.
 კოგნიტური აქტივობის ნორმალური მიმდინარეობის შესწავლა თავის ტვინში
მიმდინარე აქტივობის აღრიცხვის ტექნიკების გამოყენებით.
ტექნიკა საშუალებას იძლევა, თავის ტვინის ამა თუ იმ დაზიანების მქონე ინდივიდის შესწავლა
სიცოცხლეშივე.
გამოიყენება ცხოველური მოდელები - ცხოველების თავის ტვინის აქტივობის შესწავლა ამა თუ
იმ კოგნიტური ამოცანის შესრულების დროს.
ინტროსპექცია, თვით-ანგარიში და შემთხვევების შესწავლა
ინტროსპექცია - პირველად ვილჰელმ ვუნდტის ლაბორატორიაში იქნა გამოყენებული .
მოცემული მეთოდის გამოყენებისას, ადამიანი თვითონ აკვირდება საკუთარ შემეცნებით
პროცესებს. მაგ., კვლევის მონაწილეს შეიძლება სთხოვონ რთული არითმეტიკული ამოცანის
ამოხსნა ფანქრისა და ფურცლის გარეშე და ამოხსნის პროცესის გახმოვანება .
დამკვირვებელი აკვირდება საკუთარ ქცევას და შესაბამისად , მას ყველაზე კარგად უნდა
შეეძლოს იმ ფაქტორებისა და გამოცდილების აღწერა, რაც მასზე ზეგავლენას ახდენს .
თვით-ანგარიში - ინტროსპექციის ნაირსახეობაა, შეიძლება წარსულ გამოცდილებას
ეხებოდეს, განსხვავებით ინსტროსპექციისგან - ინტროსპექციის დროს ინდივიდი უშუალო
კოგნიტური ოპერაციის პროცესის აღწერას ახდენს კონკრეტული ამოცანის
განხორციელებისას. თვით-ანგარიშის შემთხვევაში უნიკალური გამოცდილების მქონე
ადამიანი ხდება ინფორმაციის წყარო. მაგალითად შირიშევვსკი, ადამიანი ფენომენალური
მეხსიერებით აღწერს იმ მნემონიკურ ხერხებს, რომელიც მას დამახსოვრება - გახსენების
საშუალებას აძლევდა.
შემთხვევების ანალიზი - ასევე შეისწავლის უნიკალური გამოცდილების მქონე ადამიანებს.
მაგ გოგონა, რომელიც 13 წლის მანძილზე იყო ოთახში გამოკეტილი მწირი სოციალური და
სენსორული გამოცდილებით. შემდგომში შემთხვევათა ანალიზის გამოყენებით მოხდა
გოგონას მიერ ენის დაუფლების პროცესის აღწერა.
კონტროლირებადი დაკვირვება და კლინიკური ინტერვიუები
ეს მეთოდი მკვლევარებს სიტუაციაზე გარკვეული კონტროლის შესაძლებლობას აძლევს . მაგ
მკვლევარს შეუძლია ბანკომატის ისე დაპროგრამება, რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა
ინსტრუქცია მისცეს; შემდეგ ის უკვე ბუნებრივ დაკვირვებას ახორციელებს - როგორ იცვლება
ადამიანების ქცევა სხვადასხვა ინსტრუქციის შემთხვევაში .
კლინიკურ ინტერვიუში - მკვლევარი ყველა მონაწილეს უსვამს ღია კითხვას , შეიძლება მისცეს
რაიმე პრობლემა და სთხოვოს აღწეროს მის ამოხსნამდე როგორ მივიდა . კითხვა -პასუხი
მკვლევარს აძლევს საშუალებას, შეისწავლოს კვლევის მონაწილის აზროვნების ნაკადი .

5) სელექციური ყურადღების მოდელები


ბროდბენტის ფილტრაციის მოდელი
ბროდბენტმა შეიმუშავა არჩევითი ყურადღების პირველი მოდელი . იგი დაკავშირებული იყო
„ერთ არხიან“ თეორიასთან და ეფუძნებოდა იდეას , რომ ინფორმაციის გადამუშავება
შეზღუდულია არხის გამტარუნარიანობით . მისი მოდელის მიხედვით შეტყობინებები ,
რომლებიც გადიან ცალკეული ნერვების მიხედვით , შეიძლება განსხვავდებოდეს იმის
მიხედვით თუ რომელი ნერვული ბოჭკოს სტიმულირებას ახდენენ ან რა რაოდენობის ნერვულ
იმპულსებს აწარმოებენ.

ადრეული სელექციის მოდელი


ნეიროფსიქოლოგიური კვლევებით დადგინდა , რომ მაღალი და დაბალი სიხშირის
სიგნალები მართლაც სხვადასხვა ბოჭკოებით გადაეცემა. იმ შემთხვევაში როდესაც
რამოდენიმე ნერვის ერთდროული აგზნება ხდება ტვინში ერთდროულად შედის ინფორმაცია .
ასეთი ინფორმაცია/შეტყობინება გადამუშავდება რამდენიმე პარალელური სენსორული
არხის მიერ. ინფორმაციის შემდგომი გადამუშავება ხდება მას შემდეგ რაც ამ სიგნალზე
მიემართება ყურადღება და ის გადაეცემა შერჩევითი ფილტრის გავლით „შეზღუდული
გამტარუნარიანობის არხს“. ამგვარად სისტემაში შედის უფრო მეტი ინფო ვიდრე არხს
შეუძლია გადაამუშავოს. გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად არჩევითი ფილტრი
შესაძლოა გადაირთოს რაიმე სხვა სენსორულ არხზე .

ექსპერიმენტი - ცდის პირები ისმენდნენ დიქოტრომიურად ციფრებს : ერთ ყურში - სამი


ციფრი ისმოდა მეორეში სხვა სამი . ერთდროულად მაგალითად ესმოდათ 4,9,3, მეორეში 6,2,7.
პირველ სერიაში ცდის პირებს თხოვდნენ აღედგინათ ციფრები რომელიც ერთ ან მეორე
ყურში მიეწოდებოდათ , ამ დროს პასუხი იყო ასეთი 4,9,3 ან 6,2,7. მეორე სერიაში ცდის პირებს
თხოვდნენ აღედგინათ ციფრები მათი მიწოდების თანმიმდევრობის მიხედვით . მათ ანგარიშს
ასეთი სახე უნდა ჰქონოდა : 4,6,9,2,3,7. ბროდბენტი მოელოდა , რომ აღდგენის პროცენტი
მაღალი იქნებოდა 95% . თუმცა ორივე სერიაში მოსალოდნელზე ნაკლები აღადგინეს .
პირველ სერიაში აღდგენა იყო - 65% მეორეში 20%.

ბროდბენტს მიაჩნდა , რომ სელექცია მიმდინარეობს სტიმულის ფიზიკური მახასიათებლების


მიხედვით , თუმცა ასეთ შემთხვევაში ფილტრის გადართვა არ უნდა იყოს კავშირში
შეტყობინების შინაარსთან.

 სენსორული რეგისტრი - სელექციური ფილტრი ფიზიკური ნიშნით - პერცეფტული


პროცესი - ხანმოკლე მეხსიერება

მორეის შერჩევითი ფილტრის მოდელი


გრეიმ და ვედერბერნმა - ჩაატარეს მსგავსი ექსპერიმენტი დიქოტომიურ მოსმენაზე ოღონდ
ორივე ყურში აწვდიდნენ მარცვლებს და ციფრებს. სხვადასხვა ყურში მიწოდებული
მარცვლები სიტყვას ქმნიდა. მარცხენა ყური - ობი , 3 , ტი - მარჯვენა - 2 , ექ , 9. ბროდმენტის
მოდელი სწორი თუა მაშინ ცდისპირმა უნდა თქვან ობი , 3 , ტი . ამის ნაცვლად მათი პასუხი იყო
ობი-ექ-ტი. ეს მონაცემები წინა მოდელს ( ბროდმენტი) ეჭვქვეშ აყენებს.

ექსპერიმენტი - კანის გალვანური რეაქცია- ცდის პირებს უმუშავებდნენ პირობით რეფლექსს.


( დენის დარტყმის საშუალებით ) გარკვეულ სიტყვებზე. ეს სიტყვები მიეწოდებოდათ
დაჩრდილული არხის საშუალებით . მიუხედავად ამისა ეს სიტყვები ცდის პირებში იწვევდა
კანის გალვანურ რეაქციას. ასევე ამ სიტყვების სინონიმები და ანტონიმებიც .

ეს ექსპერიმენტები ცხადყოფს , რომ ცდის პირები ახერხებენ არა მხოლოდ იგნორირებული


სიგნალების აღმოჩენას არამედ მათ გადამუშავებასაც.

მორეი - ჩამოაყალიბა ყურადღების ახალი მოდელი , რომელშიც გათვალისწინებული იყო


შეტყობინების ზეგავლენის შინაარსობრივი მხარის ზეგავლენა ფილტრზე .

მისი მოდელის მიხედვით , თუმცა სელექციური ფილტრი ბლოკავს ინფორმაციის უდიდეს


ნაწილს სენსორულ დონეზე , მაგრამ ზოგიერთი დიდი პიროვნული წონის მქონე ან ძალიან
მკაფიო ( თვალშისაცემი)ინფორმაცია უფრო ძლიერია , ვიდრე ფილტრის ბარიერი . იგი ვერ
უძლებს ამ ინფორმაციას და ეს უკანასკნელი ახერხებს ფილტრის გადალახვას და გადადის
გადამუშავების შემდგომ ეტაპზე. მორეის ფილტრაციის მოდელი ფაქტობრივად ბროდმენტის
გაუმჯობესებულ მოდელს წარმოადგენს.რადგან მასში შინაარსობრივი მხარეა
გათვალისწინებული.
ტრეისმანის ატუნეციის მოდელი
ექსპერიმენტი - ცდისპირებს სთხოვდნენ მოესმინათ შეტყობინებები , რომლებიც სხვადასხვა
ყურიდან მიეწოდებოდათ.ფრაზის აზრობრივი ნაწილი ხან ერთი ყურიდან მიეწოდებოდათ ხან
მეორედან. აღმოჩნდა , რომ ცდის პირებს მთლიანი ფრაზა ესმოდათ რაც გულისხმობს იმას ,
რომ ისინი მიდრეკილნი არიან მოისმინონ შინაარსი. (მისდიონ შეტყობინების აზრს )
ტრეისმანის სხვა ექსპერიმენტში პირებს ერთიდაიგივე შეტყობინება მარცხენა და მარჯვენა
ყურში დროის ჩამორჩენით მისდიოდათ. ცდისპირები შეტყობინების იდენტობას
აფიქსირებდნენ. სხვა ექსპერიმენტში იგივე ჩატარდა ბილინგვალ პირებზე ორივე ყურიდან
ერთდროულად იგივე ინფო ორ ენაზე იეწოდებოდათ . ადასტურებდნენ პირები რომ ორივე
ყურიდან ერთი და იგივე ინფო მიუვიდათ ორივე ენიდან.

ტრეისმანის ექსპერიმენტებით დადგინდა , რომ :


1. ცდის პირები ინფოს გადამუშავებისას უპირატესობას ანიჭებენ შეტყობინების
შინაარსობრივ , აზრობრივ მხარეს ფიზიკურ მახასიათებელთან შედარებით .
2. სელექციის მექანიზმი არ არის მხოლოდ ფილტრის სწრაფი გადართვა .
3. შესაძლებელია ერთზე მეტი არხიდან შემოსული ინფორმაციის გადამუშავება .
4. იმისათვის , რომ შეტყობინების იდენტობა დაედგინათ , ცდის პირებს შეტყობინებები
უნდა გადაემუშავებინათ მაღალი კოგნიტური პროცესების გამოყენებით
(გადამუშავების მაღალ დონეზე).

1964 წელს ტრეისმენმა შეიმუშავა შერჩევითი ყურადღების მოდელი . ის მოიცავს ბროდმენტის


მოდელისაგან განსხვავებულ ფილტრის მექანიზმს, გავიხსენოთ , რომ ბროდმენტის
მოდელში ფილტრი ბლოკავს სამიზნე სტიმულისაგან განსხვავებულ ყველა სხვა სტიმულს .

ტრეისმენის მოდელში მუშაობს სამიზნე სტიმულისაგან განსხვავებული სტიმულების


ატენუაციის ( დასუსტების ) მექანიზმი. ზოგიერთი ძლიერი სტიმულისთვის , ატენუაციის
ეფექტი არ არის საკმარისად ძლიერი და იგი ახერხებს სიგნალების დასუსტების მექანიზმის
გადალახვას. ტრეისმენის მიხედვით შერჩევითი ყურადღება მოიცავს სამ ეტაპს. პირველ
ეტაპზე ჩვენ წინასწარ ვაანალიზებთ სტიმულის ფიზიკურ მახასიათებლებს , მაგალითად
სიძლიერეს (ბგერით ინტენსივობას) და სიმაღლეს ( ბგერის ტალღის სიხშირეს) . მეორე
ეტაპზე ვაანალიზებთ აქვს თუ არა მოცემულ სტიმულს პატერნი , ( სტრუქტურა,ფორმა)
როგორიცაა ენა , მუსიკა. მესამე ეტაპზე ჩვენ ვახდენთ ყურადღების ფოკუსირებას. ჩვენ
თანმიმდევრულად ვაფასებთ შემომავალ შეტყობინებას და ვანიჭებთ მნიშვნელობას .

 სენსორული რეგისტრი - ატენუაციის კონტროლი - ვიწრო ადგილი - პერცეფტული


პროცესი - ხანმოკლე მეხსიერება

დოიჩისა და დოიჩის გვიანი ფილტრის მოდელი


დოიჩმა შეიმუშავა ტრეისმანის ატუნეციის ანალოგიური მოდელი . ეს ეფუძნება მოსაზრებას ,
რომ სტიმულის მნიშვნელობის ამოსაცნობად , სულ მცირე , პერცეპტული გადამუშავება მაინც
არის საჭირო. აქედან გამომდინარე გაფილტვრის მექანიზმი მუსაობას იწყებს სენსორული
ანალიზის შემდგომ ეტაპზე. შესაბამისად ფილტრი ირთვება მაშინ , როდესაც უკვე მომხდარია
გარკვეული პერცეპტული და კონცეფტუალური ანალიზი. ამ მოდელს გვიანი ფილტრის
მოდელი ეწოდება.ეს გვეხმარება გავიგოთ დაჩრდილული არხიდან საკუთარი სახელები .

 სენსორული რეგისტრი - პერცეფტული პროცესები - სელექციური ფილტრი - ხანმოკლე


მეხსიერება .

6) პრობლემის განმარტება და პრობლემის ტიპები


ჯგუფებში მუშაობა ხშირად ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრას. ჯგუფების მიერ მიღწეული
გადაწყვეტილებები ხშირად სჯობს ინდივიდების მიერ მიღწეულს. ეს სარგებელი
განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც ჯგუფის წევრები წარმოადგენენ უნარების სხვადასხვა
დონეებს. ჩვენ ვერთვებით პრობლემების გადაჭრაში, როდესაც უნდა გადავლახოთ
დაბრკოლებები, ვუპასუხოთ კითხვას, ან მივაღწიოთ მიზანს. თუ პასუხის მიღება სწრაფად
შეგვიძლია მეხსიერებიდან, მაშინ ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. თუ არ შეგვიძლია პასუხის
დაუყოვნებლივ მიღება, მაშინ ჩვენ გვაქვს გადასაჭრელი პრობლემა . როგორ წყვეტენ
ადამიანები პრობლემებს, ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, როგორ ესმით მათ ეს
პრობლემა.

პრობლემები, შეიძლება, დავაჯგუფოთ იმის მიხედვით, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტის ნათელი
გზა. კარგად სტრუქტურირებულ პრობლემებს აქვს ამოხსნამდე მისვლის ნათელი გზა.
ამ პრობლემებს კარგად განსაზღვრულ პრობლემებსაც უწოდებენ. მაგალითად, „როგორ
ვიპოვოთ პარალელოგრამის ფართობი?“ ცუდად სტრუქტურირებულ პრობლემებს არ
აქვთ გადაწყვეტის აშკარა გზა. ამ პრობლემებს ცუდად განსაზღვრულ პრობლემებსაც
უწოდებენ.

7) გადაწყვეტილების მიღების თეორიები და ევრისტიკა


ყველაზე ადრეულ მოდელებს იმის შესახებ, როგორ აკეთებენ ადამიანები დასკვნებს , ეწოდება
გადაწყვეტილების მიღების კლასიკური თეორია. ამ მოდელების უმეტესობის ავტორები იყვნენ
ეკონომისტები, სტატისტიკოსები და ფილოსოფოსები, მაგრამ არა ფსიქოლოგები. ამიტომაა ,
რომ ეს თეორიები ეკონომიკურ პერსპექტივას ეყრდნობა. მათი ძლიერი მხარეა ადამიანის
ქცევის მათემატიკური მოდელების შემუშავება და გამოყენება .
ეკონომიური მამაკაცისა და ქალის მოდელი
მეოცე საუკუნეში შეიმუშავეს გდაწყვეტილების მიღების ერთერთი ყველაზე ადრეული
მოდელი, რომელსაც ეწოდება ეონომიური მამაკაცი და ქალი. ამ მოდელის მიხედვით, უნდა
შესრულდეს სამი რამ:
1. გადაწყვეტილების მიმღებს აქვს სრული ინფორმაცია ყველა
შესაძლებლობისა და ამშესაძლებლობათა პოტენციური შედეგების შესახებ ;
2. ისინი უსაზღვროდ მგრძნობიარენი არიან ამ შესაძლებლობათა მცირედი
განსხავებების მიმართ;
3. ისინი სრულიად რაციონალურები არიან შესაძლებლობათა არჩევანის
გაკეთებისას;
უსაზღვრო მგრძნობიარობის დაშვება ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ორ შედეგს შორის
განსხვავების შეფასება, რაც არ უნდა მცირე იყოს ეს განსხვავება. რაციონალურობის დაშვება
ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ არჩევანს აკეთებენ რაიმე ღირებულის მისაღებად , რასაც
არ უნდა წარმოადგენდეს ეს ღირებული რამ.
განვიხილოთ მაგალითი, როგორ მუშაობს ეს მოდელი. დავუშვათ, ადამიანმა უნდა აირჩიოს ,
რომელს იყიდის მოცემული ორი სმარტფონიდან. ამ მოდელის მიხედვით, მყიდველმა უნდა
გაითვალისწინოს თითოეული ტელეფონის ყველა ასპექტი. შემდეგ ის გარკვეული ობიექტური
მიზეზების მიხედვით გადაწყვეტს, რამდენად მისაღებია თითოეული ტელეფონი თითოეულ
ასპექტში. შემდეგ, მყიდველი ობიექტურად აწონ-დაწონის ასპექტებს , რამდენად
მნშვნელოვანია თითოეული მათგანი, შემდეგ მისაღებობის რეიტინგი გამრავლდება ასპექტის
წონაზე. ამის შედეგად გამოითვლება სრული საშუალო რეიტინგი ყველა მონაცემის
გათვალისწინებით. ბოლოს მყიდველი შეიძენს სმარტფონს, რომელსაც უკეთესი ქულა ექნება .
ეკონომიკური კვლევების უმეტესობა ამ მოდელზეა დაფუძნებული.

სუბიექტურად მოსალოდნელი სარგებლის თეორია


ალტერნატიული მოდელი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს თითოეული გადაწყვეტილებების
მიმღების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს. სუბიექტურად მოსალოდნელი სარგებლის
თეორიის თანახმად, ადამიანის მოქმედებათა მიზანია სიამოვნების ძიება და ტკივილის
თავიდან აცილება. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები გადაწყვეტილების მიღებისას
ცდილობენ მაქსიმალური სიამოვნების მიღებას(რასაც პოზიტიური სარგებელი ეწოდება ) და
ტკივილის მინიმუმამდე შემცირებას(რასაც ნეგატიური სარგებელი ეწოდება ). დასკვნის
ამგვარად გამოტანისას თითოეულ ჩვენგანს უწევს ორი რამის გამოთვლა . ერთია -
სუბიექტური სარგებელი, რომლის გამოთვლაც ემყარება სარგებლის ინდივიდუალურ
შეფასებებს (ღირებულებას) და არა ობიექტურ კრიტერიუმებს. მეორე არის სუბიექტური
ალბათობა, რომლის გამოთვლაც ემყარება ალბათობის ინდივიდუალურ შეფასებას და არა
ობიექტურ სტატისტიკურ გამოთვლებს. ამ და წინა მოდელს შორის განსხვავება იმაში
მდგომარეობს, რომ აქ შეფასებები და წონები სუბიექტურია, ხოლო წინა მოდელში ობიექტური
უნდა ყოფილიყო.

8) დედუქციური მსჯელობა და წინამძღვრების სახეები


დედუქციური მსჯელობა არის მსჯელობის პროცესი ერთ ან მეტ ზოგად დებულებაზე
დაყრდნობით, ლოგიკურად სწორი დასკვნის გამოსატანად ხშირად იგი გულისხმობს უკვე
ცნობილი ზოგადი დებულებებიდან რომელიმე დებულების კონკრეტულ შემთხვევაზე
გადასვლას. დედუქციური მსჯელობა ლოგიკურ დაშვებებს ემყარება. დაშვება არის
დებულება, რომელიც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ლოგიკურ მსჯელობაში
წანამძღვრები არის დაშვებები, რომელთა შესახებაც იგება მსჯელობა. კოგნიტური
ფსიქოლოგიის სპეციალისტებს კონკრეტულად ის დაშვებები აინტერსებთ, რომლებიც
ადამიანებისგან დასაბუთებული დასკვნების გამოტანას ითხოვს . ე .ი . დედუქციური მსჯელობა
სასრგებლოა, ვინაიდან ის ეხმარება ადამიანებს სხვადასხვა დაშვებების შეერთებასა და
დასკვნების გამოტანაში. ამ დასკვნებიდან ზოგი კარგად დასაბუთებულია , ზოგი კი არა .
რა არის პირობითი მსჯელობა?
დედუქციური მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი ტიპია პირობითი მსჯელობა, რომელშიც
დასკვნა კეთდება თუ - მაშინ დაშვების საფუძველზე. თუ - მაშინ პირობითი დაშვება ნიშნავს,
რომ თუ p პირობა სრულდება, მაშინ q შედეგი მოსდევს. მაგალითად, „თუ სტუდენტები კარგად
ისწავლიან, მაშინ მაღალ ქულებს მიიღებენ გამოცდაზე.“ ზოგ შემთხვევაში, თუ პირობა
კარგადაა ჩამოყალიბებული, ვიღებთ კარგად დასაბუთებულ დასკვნას. დაშვებები ,
რომელთაგანაც შეგიძლიათ კარგად დასაბუთებული დასკვნის მიღება , ასეთია : „თუ p, მაშინ q.
p, მაშასადამე - q”. ეს დასკვნა წარმოადგენს დედუქციურ დასაბუთებას. ის ლოგიკურად
გამომდინარეობს წანამძღვრებიდან, რომლებსაც ეფუძნება. ქვემოთ მოყვანილიც ასევე
ლოგიკურია:
„თუ სტუდენტები პიცას შეჭამენ, მაშინ ისინი მაღალ ქულებს მიიღებენ გამოცდაზე. ისინი ჭამენ
პიცას, მაშასადამე, ისინი მაღალ ქულებს მიიღებენ გამოცდაზე.“
როგორც უკვე მიხვდით, დედუქციური დასაბუთება არ უდრის ჭეშმარიტებას . ყურადღება
მივაქციოთ მხოლოდ დედუქციურ დასაბუთებას, ანუ დასაბუთების ლოგიკურ სისწორეს.
დაშვებების და დასკვნის ერთი ფორმა ასე გამოიყურება:
„თუ p, მაშინ q. p. მაშასადამე, q”.
დასკვნის ამ ფორმას modus ponens ეწოდება. modus ponens ფორმის დასკვნაში ვამტკიცებთ
წანამძღვარს(p) მაგალითისთვის, განვიხილოთ დასკვნა: „თუ შენ ხარ ქმარი, მაშინ შენ ხარ
დაქორწინებული. ჰარისონი ქმარია. მაშასადამე, ის დაქორწინებულია .“
modus ponens ფორმის დასკვნასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ მეორე ტიპის კარგად
დასაბუთებული დასკვნა გამოიტანოთ პირობითი დაშვებიდან, თუ შეცვლით მეორე
წანამძღვარს:
„თუ p, მაშინ q. არა q. მაშასადამე, არა p.”
ამგვარი დასკვნაც დედუქციურად სწორია. წანამძღვრების ამგვარ წყობას და ასეთ დასკვნას
ეწოდება modus tollens, რაც ნიშნავს შედეგის უარყოფას. მაგალითად, ჩვენ ვცვლით მეორე
დაშვებას და უარვყოფთ შედეგს:
„თუ შენ ხარ ქმარი, მაშინ შენ ხარ დაქორწინებული. ჰარისონი არ არის დაქორწინებული.
მაშასადამე, ის არ არის ქმარი.“

9) ენის მახასიათებლები
ენის მახასიათებლები-შეიძელბა ენები განსხვავდებოდნენ მაგრამ საერთო
მახასიათებლები მაინც აქვთ, ესენია:
1. კომუნიკაციური
2. პირობითად სიმბოლური
3. მთლიანად სტრუქტურირებული
4. მრავალ დონეზე სტრუქტურირებული
5. პროდუქტიული
6. დინამიკური
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
პირველი ნიშანი შესაძლოა ყველაზე ცხადი თვისებაა მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავიც , რადგან
ჩვენ შეგვიძლია რასაც ვგრძნობთ და ვფიქრობთ დავწეროთ და ეს მეორე ადამიანამდე
მივიტანოთ.
მეორე მახასიათებელი უფრო უცნაურია, კომუნიკაციას პირობითი სიმბოლოების საერთო
სისტემის საშუალებით ვამყარებთ, ეს სიმბოლოები კი საგნებს, იდეებს, მოვლენებს ,
ურთიერთობებსა და აღწერილობებს აღნიშნავს..სიტყვები სიმბოლოებია, რომლებიც
პირობითად იქნა არჩეული, რათა მოახდინონ სხვა რაღაცის რეპრეზენტაცია .
მესამე მახასიათბელის მთავარი ფუნქიცა ის არის რომ ბგერებისა და ასოების კონკრეტული
წყობა მნიშვნელობის მქონე სიტყევსბ იძლევა.
მეოთხე მახასიათებელია ის რომ ენა მრავალ დონეზეა სტრუქტურირებული და ნებისმიერი
მნიშნელობის მქონე გამოთქმა შესაძლებელია ერთზე მეტ დონეზე გაანალიზდეს .
მეხუთ მახასიათებელი ეხება ჩვენს უნას რომ ენა შმოქმედებითად ვაწარმოოთ
მეექვსე მახასიათებელი კი ენის დინამიკურ ევოლუციურ ხასიათს ეხება , ენის ინდივიდუალური
მომხმარებლები სიტყვებსა და ფრაზებს იგონებენ და ენის გამოყენებას სახეს უცვლიან . ენის
მომხმარებელთა უფრო დიდი ჯგუფი კი ამ სახეცვლილებებს ან იღებს და ან მათზე უარს
ამბობს.

10) კოგნიტური ფსიქოლოგიის ფსიქოლოგიური წინამძღვრები


ფსიქოლოგიის ადრეული ფესვები 2 მიდგომაში ჩანს 1)ფილოსოფია ცდილობს სამყაროს
ასპექტებისა და ბუნების წვდომას ინტროსპექციის მეშვეობით , რაც შინაგანი იდეებისა და
გამოცდილებების შესწავლას წარმოადგენს 2)ფიზიოლოგია ცდილობს მეცნიერულად
შეისწავლოს ცოცხალი ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები
პლატონი იყო რაციონალისტი, მას სჯეროდა, რომ ცოდნის წყარო აზროვნება და ლოგიკური
ანალიზი იყო. რაციონალისტი მიმართავს მსჯელობას, მას არ სჭირდება ექსპერიმენტი .
არისტოტელე იყო ემპირისტი. მას სჯეროდა, რომ ცოდნას ემპირიული მონაცემების
საშუალებით, ანუ გამოცდილებისა და დაკვირვების გზით ვიღებთ. ემპირისტი შეიმუშავებს
ექსპერიმენტებს.
კოგნიტური ფსიქოლოგია დამოკიდებულია როგორც რაციონალიზმზე ისე ემპირიზმზე .
რენე დეკარტე იყო რაციონალისტი, მისი აზრით, ჭეშმარიტების აღმოსაჩენად
ინტროსპექტული მეთოდი აღემატება ემპირიულ მეთოდებს, ვაზროვნებ ე .ი ვარსებობ .
ლოკი იყო ემპირისტი, მისი აზრით, ადამიანები იბადებიან ცოდნის გარეშე და ცოდნას ეძიებენ
ემპირიული დაკვირვებების გზით, ადამიანია ტაბულა რასა და ცხოვრება და გამოცდილება
ახდენენ ცოდნის ჩაწერას ჩვენში.
კანტი ემპრიზიმის და რაციონალიზმის სინთეზი

შემეცნების ფსიქოლოგიის ადრეული დიალექტიკა


სტრუქტურალიზმის წარმომადგენლები ცდილობდნენ შეესწავლათ ფსიქიკის სტრუქტურა და
მისი გამოვლინებები შემადგენელი ნაწილების (განცდა, ყურადღება, მეხსიერება , შეგრძნება
და სხვა) ანალიზის სახით. მაგ ყვავილის აღქმას, ისინი აანალიზებდნენ მისი შემადგენელი
ფერის, ფორმის, ზომისა და სხვა მიმართებების სახით, ანუ ისინი შლიდნენ დაეშალათ
შემადგენელ ელემენტებად. ვილჰელმ ვუნდტი იყო სტრუქტურალიზმის ფუძემდებელი , იგი
იყენებდა ინტროსპექციას, რისი მიზანიც იყო ცნობიერებაში მიმდინარე პროცესებზე
დაკვირვება. ინტროსპექციის ექსპერიმენტებში ხალხს ევალებოდა დავალებაზე მუშაობის
პროცესში წარმოქმნილი აზრების ხმამაღლა გამოთქმა, რათა მკვლევარს შესძლებოდა
დასკვნის გაკეთება. ახასიათებს სირთულე - ადამიანებს არ შეუძლიათ თვალი მიადევნონ იმ
პროცესებს, რაც მათ გონებაში ხდება ან გადმოსცენ ადეკვატური სიტყვებით , შეიძლება
ხმამაღლა ლაპარაკმა თავისთავად დაარღვიოს მიმდინარე პროცესები . ედვარდ ტიტჩენერი -
სრული სტრუქტურალისტი, იყენებდა ინტროსპექციას, სხვები აკრიტიკებდნენ მას , ამ კრიტიკამ
კი განაპირობა ფუნქციონალიზმის აღმოცენება.
ფუნქციონალიზმი - ცდილობს ამოხსნას თუ რას და რატომ აკეთებენ ადამიანები. მათი
აზრით, ადამიანის გონებისა და ქცევის გასაგებად აუცილებელია შემეცნების პროცესების
შესწავლა. ფუნქციონალიზმმა წარმოშვა პრაგმატიზმი - ცოდნის ვალიდურობა მისი
პრაგმატიული გამოყენების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ანუ რა შეგიძლია გააკეთო ამ
ცოდნით? ფუნქციონალიზმის წარმომადგენელი იყო უილიამ ჯემსი. პრაგმატისტი კი ჯონ დიუი .
ასოციაციონიზმი - შეისწავლის იდეებს, ასოციაციური კავშირების წარმოქმნას და შედეგად
დასწავლის მექანიზმს. ასოციაცები შეიძლება წარმოიქმნას 3 შემთხვევაში :
 სიახლოვე (ისეთი მოვლენების დაკავშირება, რომლებიც ხშირად ერთიდაიგივე დროს
გვხვდებიან)
 მსგავსება (მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე მოვლენების დაკავშირება)
 კონტრასტი (კონტრასტული ნიშნების მქონე მოვლენების დაკავშირება ცივი/ცხელი )

ჰერმან ებინგჰაუსი იყო ასოციაციონისტი, იგი შეისწავლიდა საკუთარ ფსიქიკურ პროცესებს.


შეადგინა უაზრო მარცვლების სიები (თანხმოვანი-ხმოვანი-თანხმოვანი ), რომლის
დამახსოვრებასაც ცდილობდა. იგი ინიშნავდა პროცესში რამდენი დრო სჭირდებოდა
თითოეული სიის დასასწავლად, რამდენ და რა ტიპის შეცდომეს უშვებდა . მან დაადგინა თუ
როგორ სწავლობენ ადამიანები ცნობიერი გამეორების გზით, ასევე ხშირმა გამეორებამ
შეიძლება წარმოქმნას ასოციაცებს შორის მყარი კავშირი.
თორნდაიკმა შეიმუშავა ეფექტის კანონი - სტიმულის ძალა გამოავლინოს რეაქცია
ძლიერდება, როცა რეაქციას მოჰყვება ჯილდო და სუსტდება, როდესაც მას არ მოჰყვება
ჰილდო.
ბიჰევიორიზმი - ყურადღებას ქცევასა, გარემო მოვლენებსა და სტიმულებს შორის კავშირზე
ამახვილებს. პავლოვის ნაშრომები ბიჰევიორიზმზე მეტყველებს. მან კვლევა დაიწყო
დაკვირვებით, ძაღლებს ეწყებოდათ ნერწყვის გამოყოფა ლაბ-ის თანამშრომლის დანახვაზე ,
მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ლაბორანტს საჭმელი. ეს იყო კლასიკურად
განპირობებული დასწავლა. ბიჰევიორიზმის მომხრეები - მამად ჯონ უოტსონი ითვლება. მას
სჯეროდა, რომ ფსიქოლოგია მხოლოდ დაკვირვებად ქცევას უნდა შეისწავლიდეს . ექსპ
ტარდებოდა ცხოველებზე, საკითხია თუ რამდენად შეიძლება ცხოველებში ჩატარებული
კვლევის ადამიანებზე განზოგადება/გენერალიზება. სკინერი - შემოგვთავაზა ოპერანტული
განპირობებულობა. ინდივიდი სწავლობს ახალ რეაქციებს ქცევის შედეგიდან გამომდინარე ;
შედეგის თავისებურება (სასიამოვნოა ის თუ უსიამოვნო) ცვლის მომავალ ქცევას - თუ ქცევის
შედეგები სასიამოვნოა, მისი განმეორების ალბათობა იზრდება და პირიქით . ბიჰევიორიზმის
მოწინააღმდეგეები - ის ვერ ხსნის ისეთ რთულ ფსიქიკურ აქტივობებს, როგორიცაა ენის
დასწავლა და პრობლემის გადაწყვეტა. ცხოველებზე უფრო მარტივია ბიჰევიორისტული
ტექნიკების გამოყენება, ვიდრე ადამიანებთან. ბიჰევიორისტები ფსიქიკას განიხილავდნენ
როგორც შავ ყუთს, რომელსაც გააჩნია შესავალი და გამოსავალი, მაგრამ რომელსაც დიდად
ვერ აღვწერთ, რადგან იქ მიიმდინარე პროცესები არ ექვემდებარებიან პირდაპირ
დაკვირვებას.
მაგ კრიტიკოსი ტოლმენი ფიქრობდა, რომ ქცევის გასაგებად აუცილებელია ქცევის მიზნისა და
ქცევის გეგმის გათვალისწინება. იგი მიიჩნევა თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის
წინამორბედად,
ბანდურა თვლიდა, რომ დასწავლა სოციალურიც შეიძლება იყოს. დაკვირვება /მოდელირება .
გეშტალტ-ფსიქოლოგია - ფსიქოლოგიური ფენომენის საუკეთესო გაგება შესაძლებელია
მხოლოდ მისი, როგორც ორგანიზებული მთლიანობის განხილვისას. გეშტალისტები
სწავლობენ ინსაიტს. ჩვენ აღვიქვავთ ორგანიზებულ მთლიანობას და არა მისი ელემენტების
უბრალო ჯამს. მაგ ყვავილის აღქმის გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ მთლიანი
გამოცდილება და არა ცალკე მხოლოდ ფერი, ფორმა და სხვა.
11. ინტელექტის მოდელები
აზროვნების სინონიმად ხმარობენ ინტელექტი ლათინურად ნიშნავს გონიერებას , გაგებას ,
წვდომას. გეშტალტ- ინტელექტი არის ახალ, უჩვეულო სიტუაციაში ეფექტური ორიენტაციის
უნარი.
შტერნი გამოყოფდა რეაქტიულ და სპონტანურ აზროვნებას - პირველი სამყაროსთან შეგუებას
ემსახურება, მეორე პიროვნების განვითარების მიზანს. ინტელექტი შტერნის გაგებით არის
აზროვნებისადმი განწყობა, ინტელიგენტობა კი აზროვნების უნარი. ინტელიგენტი ადამიანი
ისაა, ვისაც შეუძლია აზროვნების შემწეობით ახალი სასიცოცხლო ამოცანები გადაჭრას . მან
შემოიტანა ინტელიგენტობის კოეფიციენტი IQ.
ინტელექტის გაზომვა
მეცნიერები, ვისაც წვლილი მიუძღვით ინტელექტის კვლევაში ესენია: ფრანსის ჰალტონი ,
ალფრედ ბინე, ლუის ტერმენი, დევიდ ვექსლერი.
ფრანსის ჰალტონი - პირველი იყო ვინც ცდილობდა შეესწავლა ადამიანებს შორის
გონებრივი განსხვავებები და გაეზომა მათი გონებრივი უნარები.
ალფრედ ბინე - საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა სპეციალური კომისია ,
რომელსაც ევალებოდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების შესწავლა და მათი სასწავლო
უნარების შეფასება. საჭირო გახდა ადეკვატური საზომი სისტემის შექმნა , რამაც მიიპყრო ბინეს
ყურადღება. ბინე ცდილობდა გამოეყენებინა გაზომვის სხვადასხვა ხერხები რათა მაღალი და
დაბალი შესაძლებლობების მქონე ბავშვები ერთმანეთისგან გაერჩიათ ,
ბინემ და სიმონმა შექმნეს საცდელი ინტელექტის სკალა, ის მოიცავდა სირთულის ზრდის
მიხედვით დალაგებულ 30 ტესტს, რომელიც აფასებდნენ ყურადღებას, მეტყველებას ,
აზროვნებისა და მეხსიერების უნარებს. შეფასება ხდებოდა შტერნის კოეფიციენტით. IQ =
გონებრივი ასაკი/ქრონოლოგიურ ასაკზე * 100 ზე

შემდეგ ბინე-სიმონის IQ სკალა სრულყო ტრემენმა და იგი ცნობილია სტენფორდ-ბინე IQ


სკალის სახით. ყოველი ასაკისთვის ცალ-ცალკე აიგო ნედლი ქულების განაწილების
მრუდები. ტრემენის მიხედვით IQ სტანდარტული ქულაა, რომელიც გვიჩვენებს ბავშვის
გონებრივი განვითარების დონის მიმართებას მისი ასაკობრივი ჯგუფის სხვა ბავშვების
გონებრივი განვითარების დონესთან.
ინტელექტის მოდელები
სპირმენი, თვლის, რომ ინტელექტი ერთი მთავარი უნარია, რომელიც შედგება სხვადასხვა
სპეციფიკური უნარებისგან. ინტელექტის სპირმენისეული თეორია უნართა ორგანიზაციის
ორფაქტორიანი თეორიის სახელით არის ცნობილი. სპირმენი თვლის, რომ ნებისმიერ
ინტელექტურალურ მოქმედებას საფუძვლად უდევს გენერალური ფაქტორი (G) და
სპციფიკური s ფაქტორები (S).

ჯ.გილფორდის გონებრივ უნართა კლასიფიკაცია 3 განზომილების მიხედვით ხდება:


ოპერაციები, შედეგები, შინაარსი.
შეიცავს ოპერაციების 5 ტიპს, შინაარსების 4 ტიპს, პროდუქტების 6 ტიპს, რაც წარმოადგენს
მთლიანობაში კუბს ანუ 120 ფაქტორს.
გონებრივი ოპერაციები:
1. შეფასება - გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი საგანი ,
მოვლენა
2. კონვერგენციული აზროვნება - ინფოს კლასიფიცირება, პრობლემის სწორი
გადაწყვეტის მისაგნებად
3. დივერგენციული აზროვნება - ინფოს გამოყენება ახალი პრობლემის შესაბამისი
გადაწყვეტილების ან ახალი იდეის ჩამოსაყალიბებლად
4. მეხსიერება - ინფოს აღდგენა
5. შემეცნების უნარი

ეს ოპერაცია ლაგდება 4 შინაარსის შესაბამისად:


1. ფიგურული
2. სიმბოლური
3. სემანტური
4. ქცევითი

ეს კლასიფიცირდება 6 პროდუქტის შესაბამისად:


1. ელემენტები
2. კლასები
3. მიმართებები
4. სისტემები
5. ტრანსფორმაციები
6. იმპლიკაციები

კეტელმა გამოყო კრისტალიზებული და ფლუიდური ინტელექტი


ფლუიდური უნარი - ფლუიდური ინტელექტი არის ინტელექტის კომპონენტი, რომელიც
მოიცავს რთული მიმართებების დანახვისა და პრობლემის გადაჭრის უნარს . ვლინდება კუბის
აწყობაში, კანონზომიერების ძიებაში. ფლუიდური ინტელექტი ადამიანის პოტენციური
ინტელექტია, რომელიც დამოუკიდებელია განათლებისა და სოციალიზაციისგან .

კრისტალიზებული უნარი - მოიცავს პიროვნების მიერ შეძენილი ცოდნა და ამ ცოდნის


გაზრდა-გამოყენების უნარი; იზომება ლექსიკური მარაგის, არითმეტიკული და ზოგადი
ინფორმირებულობის ტესტებით. ვლინდება თვლის სისწრაფეში, სიტყვათა მნიშვნელობის
ცნობაში.

ტერნბერგს მიაჩნია,რომ არსებობს ინტელექტის სამი ტიპი: ანალიტიკური, კრეატიული და


პრაქტიკული.
ანალიტიკური - გულისხმობს პრობლემის გადაჭრის აკადემიურ ჩვევებს. მეტაკომპონენტების
ოპერაციებს ეფუძნება.
კრეატიული - გულისხმობს ახალ სტიმულზე ან სიტუაციაზე ადეკვატური რეაგირების უნარს .
პრაქტიკული - გულისხმობს ყოველდღიური ამოცანების ანალიზს, მართვასა და დაძლევას .

12)ბგერის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მახასიათებლები


ბგერის ფიზიკა
რატომ წარმოქმნის მოქმედებები ბგერებს? ისინი ობიექტების რხევას იწვევენ . რხევის ენერგია
გადაეცემა გარემოს, ჩვეულებრივ, ჰაერს, როგორც კი რხევადი ობიექტები უბიძგებენ გარემოს
მოლეკულებს. ამით გამოწვეული წნევის მცირე ცვლილებები ვრცელდება რხევადი
ობიექტიდან გარემოში სინუსოიდური ტალღების ერთობლიობის სახით, რომელიც 335 მ/წმ
სიჩქარით მოძრაობს. ბგერა არ ჩნდება სრულ ვაკუუმში, რადგან იქ არ არის ჰაერის
მოლეკულები, რომელთაც აამოძრავებდა რხევადი ობიექტები. სინუსოიდურ ტალღებს ორი
ფიზიკური თვისება აქვს, რომელიც განსაზღვრავს მის ჟღერადობას : სიხშირე და ამპლიტუდა.
სიხშირე იზომება რხევათა რაოდენობით, რომელსაც ასრულებს ტალღა დროის მოცემულ
მონაკვეთში. რხევა არის მანძილი მარცხნიდან მარჯვნივ ერთი ტალღის პიკიდან მომდევნო
ტალღის პიკამდე. სიხშირე გამოისახება ჰერცებში. ამპლიტუდა ზომავს ბგერითი ტალღის
სიძლიერის ფიზიკურ თვისებას - სიმაღლის პიკიდან დადაბლებამდე .

ბგერის ფსიქოლოგიური განზომილებები


ბგერის ტონის სიმაღლე - განისაზღვრება ბგერითი ტალღის რხევის სიხშირით. სუფთა
ტონების მიმართ ადამიანის მგრძნობელობა 20-20000 ჰერცის დიაპაზონში ცვალებადობს.
ბგერის სიძლიერე - გამოხატავს ბგერითი ტალღის ამპლიტუდას. დიდი ამპლიტუდა
ხმამაღალი და პირიქით.
ტემბრი - სმენითი შეგრძნების თვისება, რომელიც ასახავს ბგერითი ტალღის სირთულეს .

13) ცნობიერება და ცნობიერების ტიპები


ცნობიერების შესწავლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოგნიტური ფსიქოლოგიის
აღორძინების შედეგად. კრაუდერის აღნიშვნით , ხანმოკლე მეხსიერების შესახებ
შეხედულებების განვითარებამ კვლავ წამოჭრა ცნობიერების შესწავლის საჭიროება . ჯემსი
ცნობიერებას შესარჩევ კომისიას ადარებს. ანუ ინფორმაციიდან არეული სტიმული
გამოიყოფა , ხოლო დანარჩენები განიდევნება ( დაიჩრდილება).

ენდელ ტულვინგმა გამოყო ადამიანის ცნობიერების სამი ნაირსახეობა :


1. ანოეტური
2. ნოეტური
3. ავტონოეტური

ანოეტური ცნობიერებას - ზოგჯერ „უცოდინარს“ უწოდებენ რადგან იგი მიმდინარე სიტუაციით


შეზღუდულია დროში . ცნობიერების ეს ტიპი საშუალებას აძლევს ადამიანს დააფიქსიროს
გარემოს მახასიათებლები და თავისი ქცევით ირიაგიროს არსებით სიტუაციაში .
ნოეტური ცნობიერებაში - ანუ „მცოდნე“ ცნობიერება უფრო სიმბოლურია. როცა ობიექტები არ
არის მაშინაც ხდება ინფორმაციის გადამუშავება და ძიება. დაკავშირებულია შემეცნებასთან
და უფრო სიმბოლური სახეა ანოეტურთან შედარებით .

ავტონოეტური - ყველაზე რთული ტიპი. ( საკუთარი თავის შესახებ მცოდნე ) . დაკავშირებულია


ეპიზოდურ მეხსიერებასთან . ასეთი ცნობიერება საჭიროა პირადად განცდილი მოვლენების
დასამახსოვრებლად. იგი გვეხმარება პირადად განცდილი ცხოვრებისეული ფაქტების
გახსენებაში. იგი განსხვავდება პირველი ორი ტიპის ცნობიერებისაგან , რომელიც
დაკავშირებულია აღქმასთან , აზროვნებასთან ან სიზმრებთან .

თვითოეულ მათგანს შეესაბამება მეხსიერების სამი სახეობა :


1. პროცედურული - დაკავშირებულია იმასთან , თუ როგორ ხდება რაიმეს გაკეთება . ის
მოიცავს უნარების შეძენას , შენახვასა და გამოყენებას.
2. სემანტიკური - მასში ინახება სამყაროს შესახებ ცოდნა .
3. ეპიზოდური -პირადად განცდილი მოვლენები .

14) პრობლემის გადაჭრის ციკლი და მისი ეტაპები


პრობლემების გადაჭრის ციკლის ეტაპები მოიცავს პრობლემების იდენტიფიცირებას,
პრობლემის დასმას, სტრატეგიის ფორმულირებას, ინფორმაციის ორგანიზებას, რესურსების
განაწილებას, მონიტორინგსა და შეფასებას.
ამ ეტაპების გათვალისწინებისას, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია მოქნილობა
ამ ციკლის ეტაპების მიყოლისას. პრობლემის წარმატებული გადაჭრა ზოგჯერ ურიგდება
გაურკვევლობას იმასთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება პროცესი . იშვიათად თუ
მიჰყვება პრობლემის გადაჭრა ეტაპების ოპტიმალურ თანმიმდევრობას . შეიძლება , უკან
დავუბრუნდეთ რომელიმე ეტაპს. შეგვიძლია, შევცვალოთ, გამოვტოვოთ, ან დავამატოთ
ეტაპები, როდესაც ამას საჭიროდ მივიჩნევთ. ქვემოთ აღწერილია პრობლემის გადაჭრის
ციკლის თითოეული ნაწილი.

1. პრობლემის იდენტიფიკაცია: გვაქვს თუ არა რეალურად პრობლემა?


2. პრობლემის განსაზღვრა და წარმოდგენა: რაში მდგომარეობს ჩვენი
პრობლემა?
3. სტრატეგიის ფორმულირება: როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?
სტრატეგია შეიძლება მოიცავდეს ანალიზს – მთლიანი კომპლექსური პრობლემის დაშლას
ისეთ ელემენტებად, რომლებისთვის თავის გართმევაც გაგვიადვილდება. ამის ნაცვლად, ან,
შესაძლოა, ამასთან ერთად, ის შეიძლება მოიცავდეს სინთეზის დამატებით პროცესს –
სხვადასხვა ელემენტების შეერთებას რაიმე სასარგებლოს მიღების მიზნით.

დამატებითი სტრატეგიების კიდევ ერთი წყვილი გულისხმობს განმასხვავებელ და


შემაერთებელ აზროვნებას. განმასხვავებელი აზროვნების დროს, თქვენ ცდილობთ,
შექმნათ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ალტერნატივების მრავალფეროვანი
ასორტიმენტი. თუმცა, მას შემდეგ, რაც თქვენ განიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობებს ,
უნდა გამოიყენოთ შემაერთებელი აზროვნება და მანამდე დაავიწროოთ ეს მრავალი
შესაძლებლობა, ვიდრე ერთ საუკეთესო პასუხამდე მიიყვანდეთ.
4. ინფორმაციის ორგანიზება: როგორ შეესაბამება ერთმანეთს ამ ამოცანაში
მოცემული სხვადასხვა სახის ინფორმაცია?
5. რესურსების განაწილება: რა დრო, ძალისხმევა, ფული და ა. შ. უნდა
ჩავდოთ ამ პრობლემის გადაჭრაში?
კვლევები აჩვენებს, რომ პრობლემის ექსპერტი გადამჭრელები როგორც წესი , უფრო მეტ
გონებრივ რესურსებს უთმობენ გლობალურ დაგეგმვას, ვიდრე პრობლემის ახალბედა
გადამჭრელები. ახალბედების, როგორც წესი, მეტ დროს უთმობენ ადგილობრივ (დეტალებზე
ორიენტირებულ) დაგეგმვას, ვიდრე ექსპერტები. მაგალითად, კარგი სტუდენტები უფრო ცუდ
სტუდენტებთან შედარებით მეტ დროს უთმობენ საწყის ეტაპს, ანუ იმის გადაწყვეტას, როგორ
უნდა გადაიჭრას პრობლემა, და ნაკლებ დროს ხარჯავენ რეალურად მის გადაჭრაზე .
წინასწარ მეტი დროის დახარჯვით და გადაწყვეტით, რა უნდა გაკეთდეს , კარგი სტუდენტები
უზრუნველყოფენ, რომ არ წავლენ პრობლემის გადაჭრის გრძელი გზით და ნაკლებად
დაუშვებენ შეცდომებს. როდესაც ადამიანი გამოყოფს უფრო მეტ გონებრივ რესურსებს
ფართომასშტაბიანი დაგეგმვისთვის, ამით ის ზოგავს დროსა და ენერგიას და თავიდან
აიცილებს შემდეგ იმედგაცრუებას.

6. მონიტორინგი: ვარ თუ არა სწორ გზაზე, რომელსაც უნდა გავყვე ამ


პრობლემის გადასაჭრელად?
7. შეფასება: ხომ სწორად გადავჭერი ეს პრობლემა?

შეიძლება, ჩვენ მიერ პრობლემის გადაჭრის ციკლის განხორციელებაზე გავლენა ჩვენმა


ემოციებმა მოახდინოს. ჯგუფებში, რომლის წევრებსაც აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი ,
ანუ, უნარი, შეძლონ სხვების ემოციების იდენტიფიცირება და არეგულირონ საკუთარი
ემოციები, ემოციური გადამუშავება დადებით გავლენას ახდენს პრობლემის გადაჭრაზე.

15) დედუქციური მსჯელობის მართებული და მცდარი დასკვნები


დედუქციური მსჯელობა ლოგიკურ დაშვებებს ემყარება. დაშვება არის დებულება, რომელიც
შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. მაგალითებია: „კოგნიტური ფსიქოლოგიის სტუდენტები
ჭკვიანები არიან“; „კოგნიტური ფსიქოლოგიის სტუდენტებს ფეხსაცმელი აცვიათ“ ან
„კოგნიტური ფსიქოლოგიის სტუდენტებს უყვართ არაქისის კარაქი“. ლოგიკურ მსჯელობაში
წანამძღვრები არის დაშვებები, რომელთა შესახებაც იგება მსჯელობა. კოგნიტური
ფსიქოლოგიის სპეციალისტებს კონკრეტულად ის დაშვებები აინტერსებთ , რომლებიც
ადამიანებისგან დასაბუთებული დასკვნების გამოტანას ითხოვს . ე .ი . დედუქციური მსჯელობა
სასრგებლოა, ვინაიდან ის ეხმარება ადამიანებს სხვადასხვა დაშვებების შეერთებასა და
დასკვნების გამოტანაში. ამ დასკვნებიდან ზოგი კარგად დასაბუთებულია , ზოგი კი არა .
დასკვნის გამოტანისას სირთულეს წარმოადგენს ამოცანის პირობის სწორად გაგება .
ლოგიკური მსჯელობისას გამოიყენება იგივე გონებრივი პროცესები და თავის ტვინის
შესაბამისი აქტიურობა, რაც მეტყველების აღქმისას.

16) ინდუქციური მსჯელობა


რა არის ინდუქციური მსჯელობა?
ინდუქციური მსჯელობა არის მსჯელობის პროცესი, როდესაც კონკრეტული ფაქტებიდან ან
დაკვირვებებიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომელიც ამ ფაქტებს ახსნის. შემდეგ უკვე
შეიძლება გამოვიყენოთ ეს სავარაუდო დასკვნა და ვცადოთ კონკრეტული შემთხვევების
წინასწარმეტყველება მომავალში. ინდუქციური მსჯელობის მთავარი განმასხვავებელი
დედუქციურისგან ისაა, რომ ინდუქციურ მსჯელობაში ვერასოდეს მივალთ ლოგიკურად
უტყუარ დასკვნამდე. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მხოლოდ კარგად დასაბუთებული ან
სავარაუდო დასკვნები. დედუქციურ მსჯელობაში კი პირიქით, შესაძლებელია ლოგიკურად
უტყუარი, დედუქციურად სწორი დასკვნის გამოტანა. ინდუქციური მსჯელობა ქმნის საფუძველს
ემპირიული მეთოდისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია, ფრაზიდან: „ჯერჯერობით რასაც
დავაკვირდით, ყველა შემთხვევაში, X არის Y”, ლოგიკურად გადავიდეთ ფრაზაზე:
„მაშასადამე, ყველა X არის Y”. ყოველთვის რჩება შესაძლებლობა, რომ შემდეგი X, რომელსაც
დავაკვირდებით, არ იქნება Y. მაგალითად, თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ყველა გედი, რაც კი
ოდესმე გინახავთ, არის თეთრი. თუმცა, თქვენ არ შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ დასკვნა, რომ
ყველა გედი თეთრია, რადგან შემდეგი გედი, რომელსაც შეხვდებით, შესაძლებელია იყოს
შავი. და მართლაც, შავი გედები ნამდვილად არსებობენ.
კოგნიტური ფსიქოლოგები თანხმდებიან სულ მცირე ორ მიზეზზე, რომელთა გამოც
ადამიანები ინდუქციურ მსჯელობას იყენებენ. პირველი, ის გვეხმარება გარემოს
მრავალფეროვნებიდან და ცვალებადობიდან აზრის გამოტანაში. მეორე , ის გვეხმარება ,
ვიწინასწარმეტყველოთ მოვლენები ამ გარემოში და ამ გზით შევამციროთ მისი ცვალებადობა .
ამგვარად, კოგნიტური ფსიქოლოგები უფრო იმას ცდილობენ, გაარკვიონ როგორ ხდება
ინდუქციური მსჯელობა და არა რატომ ხდება ის. ჩვენ შეიძლება გვქონდეს(ან არც გვქონდეს)
სქემის შეძენის რაიმე თანდაყოლილი მოწყობილობა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს
თანდაყოლილი შესაძლებლობები, გავაკეთოთ ინდუქციური დასკვნა.
ინდუქციური მსჯელობა ხშირად შეიცავს ჰიპოთეზის წარმოქმნისა და შემოწმების პროცესებს .
გარდა ამისა, დასკვნამდე შეიძლება მივიდეთ კონკრეტული მაგალითების დიდი რაოდენობის
განზოგადების შედეგად. როდესაც დამატებით მაგალითებს ვაკვირდებით , ესეც ემატება ჩვენს
განზოგადებას. თუმცა ისიცაა შესაძლებელი, რომ ჩვენი განზოგადებებიდან კონკრეტული
განზოგადებები აღმოვაჩინოთ. მაგალითად, თუ ფრინველების გარკვეულ რაოდენობას
დავაკვირდებით, ჩვენ შეიძლება დავასკვნათ, რომ ფრინველებს შეუძლიათ ფრენა . თუ ამის
შემდეგ დავაკვირდებით პინგვინებსა და სირაქლემებს, ჩვენს განზოგადებულ ცოდნას
შეიძლება დავამატოთ კონკრეტული გამონაკლისები იმ ფრინველების სახით , რომლებიც არ
დაფრინავენ.

17) სიტყვის ძირითადი კომპონენტები


ბგერას რომელიც მეტყველებაში მნიშნელობით განხვავებულ ფუნქციას იძენს, ფონემა
ეწოდება, ფონემა არის მეტყველების ყველაზე პატარა ერთეული რომელიც გამოიყენება
კონკრეტულ ენაში ერთი გამოთმის მეორესგან განმასხვავებლად. მაგალითდ ინგლისურ
ენაში ხმოვანი და თანხმოვანი ენები რომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგისთვის
გამოიყენება ფონემები. ენის სხვადასხვა ფონემების შესწავლას ფონემიკა ეწოდება . ფონემიკა
სწავლობს იმას თუ როგორ ხდება მეტყველების ბგერათა წარმოება ან მათი გადმოცემა
წესილობით სიმბოლოებით ან მათი კომბინირება. ფონემას მოსდევს მორფება რაც ნიშნავს
შმდეგს, მაგალითის სახით რომ განვიხილოთ, ავიღოთ ინგლისური სიტყვა recharge, რაც
ხელახლა დამუხვტვას ნიშნავს, ის შედგება ორი მორფემისაგან, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა
სიტყვააა რომელსაც სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და გაერთიანებულია . ანუ მათ გააჩნიათ
დამოუკიდებელი მნიშვნელობებიც არსებობს შინაარსის მორფემებიც და ფუნქციის
მორფემები შინაარსის მორფემები ის სიტყვებია, რომლებიც ენის მნიშვნელობათა ძირითად
მასას ატარებს, ფუნქციის მორფემები კი შინაარსის მორფემების მნიშვნელობებს დეტალებსა
და ნიუანსებს მატებენ ან ეხმარებიან შინაარსის მორფემებს, გრამატიკულ კონტექსტს
მოერგონ.

18) ენისა და მეტყველების თეორია. მიდგომა: მეტყველების აღქმა, როგორც ჩვეულებრივი


უნარი
18) ენის და მეტყველების თეორია, მიდგომა: მეტყველების აღქმა, როგორცჩვეულებრივი
უნარი.მეტყველების აღქმის ასახსნელად შემოთავაზებული ერთ -ერთი მიდგომის
თანახმად,როცა აღვიქვამთ მეტყველებას, იმავე პროცესებს ვიყენებთ , რასაც სხვა ისეთი
ხმების აღქმის დროს, როგორიცაა, მაგალითად, მამლის ყივილი. ამ ტიპის თეორიები
ყურადღებას ამახვილებენ ან ნიმუშთან შესაბამისობის, ან თვისების ამოცნობის პროცესებზე .
მათ თანახმად, ადგილი აქვს ნერვული გადამუშავების სხვადასხვა საფეხურს : ერთ -ერთ
საფეხურზე, ხდება მეტყველების ბგერათა ანალიზი მათ კომპონენტებად . სხვასაფეხურზე , ამ
კომპონენტების ანალიზის შედეგად მიიღება მოდელები, რომელთაც შემდეგ პროტოტიპს ან
ნიმუშს შევუსაბამებთ. ერთ ასეთ

თეორიას ფონეტიკური გადამუშავების თეორია ეწოდება თეორია ამბობს , რომ მეტყველების


აღქმას სმენითი შეგრძნებებით ვიწყებთ, შემდეგ კი უფრო მაღალი დონის გადამუშავების
პროცესებზე გადავდივართ. სიტყვების ამოცნობას შემდეგნაირად ვახდენთ :
თანმიმდევრულად გამოვრიცხავთ თითოეულ ფონემასა და იმ სიტყვებს შორის შესაბამისობის
შესაძლებლობებს, რომელთაც უკვე მეხსიერებიდან ვიცნობთ. ამ თეორიის მიხედვით ,
პირველი ბგერა, რომელიც ადგენს ჩვენ მიერ გაგონილი შესაძლო სიტყვების წყებას , არაა
აუცილებელი, მხოლოდ პირველ ფონემას წარმოადგენდეს. შესაძლოა, ამ ფენომენს თავადაც
დაკვირვებულხართ ცნობიერ დონეზე. ყოფილა ისე, ფილმს რომ უყურებდით ან ლექციას
უსმენდით და მხოლოდ დახშულ, დამახინჯებულ ხმებს მოეღწია თქვენამდე ? ასეთ დროს ,
რამდენიმე წუთია ხოლმე საჭირო, რომ გაარკვიოთ, რა შეიძლება, ეთქვა მოსაუბრეს .
იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ, რა გაიგეთ, შესაძლოა, ფონეტიკური გადამუშავების ცნობიერ
პროცესებს მიმართოთ. მსგავსი თეორიული მოსაზრება გატარებულია . ამ მოდელის
თანახმად, მეტყველების აღქმა თვისების ამოცნობის სამი დონით იწყება: აკუსტიკური
თვისებების დონე, ფონემებისდონე და სიტყვების დონე. თეორიის მიხედვით , მეტყველების
აღქმა მკვეთრად ინტერაქტიულია. მეტყველება, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ , შესაძლოა ,
განსხვავდებოდეს იმ მეტყველების ბგერებისგან, რაც სინამდვილეში აღწევს ჩვენს ყურამდე .
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნაგრძნობი სიგნალის აღქმაზე კოგნიტური და კონტექსტუალური
ფაქტორები ახდენენგავლენას. მაგალითად, ფონემურ-აღდგენითი ეფექტი გულისხმობს იმის
ინტეგრირებას,რაც ვიცით, იმასთან, რაც გვესმის, როცა მეტყველებას აღვიქვამთ . სმენითი
აღქმის ერთ-ერთი მთავარი მიდგომა ცდილობს, თეორიული ჩარჩო გაიფართოოს და
სხვადასხვააკუსტიკურ მოვლენას (მათ შორის მეტყველებას) ვიზუალური
აღქმისგეშტალტპრინციპების ჭრილში სწავლობს. ამ პრინციპების რიცხვშია ,
მაგალითად,სიმეტრიულობა, სიახლოვე და მსგავსება. ამგვარად, თეორიები , რომლებიც
მეტყველების აღქმას ჩვეულებრივ უნარად განიხილავს, თვისების ამოცნობისა და გეშტალტ -
ფსიქოლოგიის ზოგად პრინციპებს ეყრდნობა. ამ გზით ეს თეორიები ცდილობენ, ახსნან ,თუ
როგორ იგებენ მსმენელები მეტყველებას. თუმცა, სხვა თეორეტიკოსებმეტყველების აღქმას
განსაკუთრებულ უნარად განიხილავენ.

19)მეტყველების აღქმა, როგორც განსაკუთრებული უნარი


ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მეტყველების აღქმის პროცესები განსხვავდება იმ
პროცესებისგან,რომელთაც სხვა, არასამეტყველო ხმების გაგონების დროს ვიყენებთ . ამ
მიდგომას ქვემოთ შემოგთავაზებთსადაც განვიხილავთ კვლევებს წყვეტილი აღქმის შესახებ
და მეტყველების აღქმის მოტორულ თეორიას.

წყვეტილი აღქმა მეტყველების აღქმის ერთ-ერთი ფენომენი, რამაც მკვლევარები ამ უნარის


განსაკუთრებულობის იდეამდე მიიყვანა, წყვეტილი აღქმის აღმოჩენა იყო – სამეტყველო
ბგერების წყვეტილი კატეგორიებისა.

ადამიანური მეტყველების ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ასპექტი ე .წ . მაკგურკის ეფექტში


იჩენს თავს ეს ეფექტი გულისხმობს ვიზუალური და სმენითი აღქმების სინქრონულობას .
ფილმის ყურების დროს სმენითი მარცვალი სხვადახსვაგვარად აღიქმება , იმისად მიხედვით ,
თუ რას ხედავთ: გამოსცემს მოსაუბრე იმ ხმას, რომელიც მარცვლის წარმოთქმას
შეესატყვისება თუ ისეთ ხმას გამოსცემს, რომელიც არ შეესატყვისება ნათქვამ მარცვალს ?
წარმოდგინეთ, რომ ფილმს უყურებთ: მანამ სანამ ხმა მოსაუბრის ტუჩების მოძრაობასთან
შესაბამისობაშია, თქვენ არ გაქვთ პრობლემები. თუმცა, დავუშვათ, რომ ხმა ერთ კონკრეტულ
რამეზე მიუთითებს, მაგალითად, მარცვალ da-ზე, ამავე დროს კი მოსაუბრის ტუჩების
მოძრაობა სულ სხვა რამეს გამოხატავს, მაგალითად, ba-ს. დიდი შანსია, თქვენ
კომპრომისული ბგერა გაიგონოთ, როგორიცაა, მაგალითად, tha. ეს არც ისაა, რაც ითქვა და
არც ის, რაც დაინახეთ. თქვენ სმენითი და ვიზუალური ინფორმაციის ერთგვარ სინთეზს
ახდენთ. შედეგად კი ისეთ ბგერას იღებთ, რომელიც არც ერთ ამ ინფორმაციას არ ჰგავს . ამის
გამო, ცუდად გახმოვანებული ფილმები შეიძლება, დამაბნეველი აღმოჩნდეს . თქვენ
ბუნდოვნად ხვდებით, რომ ტუჩები სხვა რამეს ამბობენ, სინამდვილეში კი სულ სხვა რამე
გესმით.

20) იდენტიფიკაციის/ცნობის პროცესში ჩართული აღმავალი (ქვემოდან ზემოთ ) და


დაღმავალი (ზემოდან-ქვემოთ) პროცესები
აღმავალი გადამუშავება - გარემოში ხელმისაწვდომ სენსორულ ინფორმაციაზე
დაფუძნებული პერცეპტული ანალიზი. ანალიზის შედეგები აღმავალი გზით შედარებით
აბსტრაქტულ რეპრეზენტაციებისკენ მიემართება. ვეფხვის ნახვის მოლოდინი უფრო მაღალია
ზოოპარკში ვიდრე ეზოში. აღმავალი გადამუშავება ემსახურება, საგნის იდენტიფიკაციისას
ამჟამად ნანახი წარუსლში შენახულ ცოდნას უნდა შევადაროთ . სენსორული ინფორმაციის
გარემოდან მიღებას , ტვინში გადაგზავნას, ამორჩევასა და ანალიზს .

დაღმავალი გადამუშავება - პერცეპტული პროცესები, როდესაც ადამიანის წარსული


გამოცდილება, ცოდნა, მოლოდინები, მოტივაცია და კონტექსტი გავლენას ახდენს აღქმული
ობიექტების ინტერპრეტაციასა და კლასიფიკაციაზე.
21) აღქმის ორგანიზაციის პროცესები
აღქმა- გარემოში საგნებისა და მოვლენებზე წვდომის პროცესი. პროცესები , რომლებიც
სენსორულ ხატებში აწესრიგენემ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის, როგორც
სამგანზომილებიან გარესინამდვილით წარმოქმნილის განცდას უზრუნველყოფენ .
აღქმის პროცესების სამი საფეხური:
 შეგრძნება - ნიშნავს ნერვურ კოდებში ფიზიკური ენერგიის გარდაქმნას, რომელსაც
ტვინი აცნობიერებს
 პერცეპტული ორგანიზაცია - როდესაც საგნის შინაგანი გამოსახულება ფორმირდება
და გარემო სტიმულის აღქმა ყალიბდება. შინაგანი გამოსახულება გვაწვდის სამყაროს
ზედაპირულ მონახაზს. ამ დროს ხდება საგნის პერცეპტში მარტივი სენსორული
ნიშნების სინთეზი. მაგ:ფერი, კონტურები, ხაზები
 იდენტიფიკაცია/ცნობა - ბოო საფეხურია, რომელზეც პერცეპტულ ხატს მნიშვნელობა
ეძლევა. პერცეპტული შეკითხვა „რას ჰგავს ეს საგანი?“ იცვლება კითხვებით „რა არის
და რა ფუნქცია აქვს საგანს?“

ბადურაზე მიღებული გამოსახულება 2 განზომილებია, სამყარო კი 3.


 დისტალური სტიმული - აღქმის პროცესში სამყაროში მოცემული ფიზიკური საგანი.
 პროქსიმალური სტიმული- ბადურაზე მიღებული გამოსახულება

პროცესები, რომელებიც სენსორულ ინფორმაციას აერთიანებს თანმიმდევნრული აღქმის


მისაღებას, პერცეპტული ორგანიზაციის პროცესები ეწოდება (პერცეპტი იგივე აღქმის ხატი ).
გამოსახულებას აღქმის ორგანიზაციული პროცესი ფიგურად და ფონად ყოფს .ფიგურა -
საგნისმაგვარი წინ წამოწეული არე; ფონი - სივრცე ვიზუალურ ველში, რომელზეც ფიგურა
დევს.
ილოზორული კონტურები - არა დისტალურ სტიმულში, არამედ მხოლოდ ჩვენს სუბიექტურ
გამოცდილებაში არსებობენ. დასრულებულობა (შევსებულობა) - დაუსრულებელი
ფიგურების დასასრულებად, შეუვსებლად ხედვა. ამას პერცეპტული სისტემა ავსებს .
დაჯგუფების საკითხი პირველად გეშტალფსიქოლოგმა მაქს ვერთჰაიმერმა შეისწავლა .
ვერთჰაიმერის სიახლოვის კანონის მიხედვით, როდესაც პირობები თანაბარი და
უცვლელია , ერთმანეთთან ყველაზე ახლოსმდებარე საგნები ერთად ჯგუფდებიან . მთლიანი
პერცეპტი განსხვავდება მისი ნაწილების უბრალო მექანიკური ჯამისგან . მსგავსების
კანონით- თანაბარ პირობებში ერთმანირი ელემენტები ერთად ჯგუფდებიან.როდესაც
ვიზუალურ ველში ელემენტები მოძრაობენ ერთი მიმართულებით, ეს მათ დაჯგუფებას იწვევს .
ბედის კანონი მოიაზრებს,რომ თანაბარ პირობებში ერთნაირი მიმართულებითა და ტემპით
მოძრავი ელემენტები ერთად ჯგუფდებიან.
აღქმის კონსტანტობა
 პერცეპტული კონსტანტობა - საგნის ხატის უცვლელად დარჩენა, რეტინალური
გამოსახულების ცვლლების მიუხედავად.
 სიდიდის კონსტანტობა - საგნის რეალური სიდიდის აღქმა, მისი რეტინალური
გამოსახულების ცვლილების მიუხედავად. დაშორებაზე ინფრომაციას სიღქმის
სხვადასხვა მანიშნებლებით ვიღებთ. სიდიდის აღსაქმელად ამ ინფორმაციას
ვაერთიანებთ ხატის სიდიდის შესახებ რეტინალურ ინფორმაციასთან
 ფორმის კონსტანტობა - საგნების რეალური ფორმის აღქმის უნარი რეტინალური
გამოსახულების ზომების ცვლილებების მიუხედავად
 ორიენტაციის კონსტანტობა - თუ წიგნის ყურების დროს თავს გვერძე გადახრით,
გარემო გადახრილად არ მოგეჩვენებათ. ორიენტიცაიის კონსტანტობა არის სამყაროში
საგნების რეალური მიმართულების აღქმის უნარი. რეტინალური გამოსახულების
მიმართულების ცვლილების მიუხედავად. ის ვესტიბულური სისტემიდან მიღებული
ინფორმაციისა და რეტინალური ორიენტაციის კომბინირებიდან ყალიბდება .
 ფერის კონსტანტობა - განათების ხარისხის ცვალებად პირობებში ობიექტის
სითეთრის, სირუხის ან სიშავის უცვლელად აღქმის ტენდენცია

მოძრაობის აღქმა
მოჩვენებითი მოძრაობა - ილუზია, როდესაც მოძრავ ათვლით სისტემაში უძრავი წერტილი
მოძრავად გვეჩვენება, თავად ათვლის სისტემა კი - უძრავად.
აშკარა/თვალსაჩინო მოძრაობა -მოძრაობის ილუზია, როდესაც ერთი ან მეტი წერტილის
უწყვეტი ანთება-ჩაქრობა ერთ მოძრავ წერტილად აღიქმება. აშკარა/თვალსაჩინო მოძრაობის
უმარტივესი ფორმაა Φ ფენომენი. Φ ფენომენი - მოძრაობის ილუზია, როდესაც ერთი ან მეტი
უძრავი სინათლე, რომელიც უწყვეტად ქრება და ინთება, ერთ მოძრავ სინათლედ აღიქმება .

22) ყურადღების გამტარუნარიანობის და შერჩევითობის კვლევა სმენითი


გამღიზიანებლების/“სიგნალების“ მაგალითზე.
სმენითი სიგნალების საფუძველზე ყურადღების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარია
ჩერი. იგი ექსპერიმენტული კვლევისას იყენებდა ე.წ. „დაჩრდილვის “ მეთოდს . ამ
ექსპერიმენტებში ცდის პირს სთხოვენ, გაიმეოროს ზეპირი შეტყობინება ზუსტად ისე , როგორც
ის იყო მოწოდებული . ეს რთული არ არის, თუ მეტყველება ნელია, მაგრამ სწრაფი
მეტყველების დროს ცდის პირს არ შეუძლია გაიმეოროს მთელი შემოსული ინფორმაცია .
გარდა ამისა, ჩერის ექსპერიმენტებში ცდის პირებს მიეწოდებოდათ ყურსასმენების
საშუალებით, ზოგჯერ კი ოთახის სხვადასხვა კუთხეში განთავსებული აკუსტიკური სისტემების
საშუალებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცდის პირები ახერხებდნენ
ინფორმაციის „დაჩრდილვას“ (იგნორირებას), ისინი ძალიან ცოტა რამეს იმახსოვრებდნენ იმ
შეტყობინებას, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა. როდესაც იგნორირებული არხიდან
მათ მიეწოდებოდათ სიტყვიერი შეტყობინება, ისინი აფიქსირებდნენ, რომ ეს იყო ვერბალური
შეტყობინება. ამდენად, ხდებოდა მეტყველების ამოცნობა. მაგრამ როდესაც ამ არხზე
ინგლისურის ნავლად გერმანულენოვანი შეტყობინება შემოდიოდა , ისინი ენის ცვლილებას
ვერ ამჩნევდნენ. ჩერის ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ ადამიანს აქვს უნარი , ფოკუსირება
მოახდინოს ერთ შეტყობინებაზე და შეაკავოს მეორე შეტყობინებიდან მომდინარე
ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, რადგან იგი საშუალებად გვაძლევს ,
გადავამუშავოთ ინფორმაციის შეზღუდული რაოდენობა და არ გადავტვირთოთ
გადამუშავების მექანიზმი.

23) ყურის აგებულება


ბგერითი ტალღები მიემართება გარეთა ყურის, ანუ ნიჟარის საშალებით, გარეთა სასმენი
მილის გავლით და იწვევს დაფის აპკის რხევას, ამ რხევას მოქმედებაში მოჰყავს შუა ყურის
პატარა ძვლები - ჩაქუჩი, გრდემლი და უზანგი. მექანიკური რხევები გადაეცემა ოვალური
სარკმლის საშუალებით ლოკოკინას. მათ მოძრაობაში მოჰყავთ მის ღრუში არსებული სითხე.
პატარა ბეწვიანი უჯრედები განლაგებული არიან ძირითადი მემბრანის გასწვრივ
ლოკოკინაში და ირხევიან სითხის მოძრაობაზე, რითაც ახდენენ მათთან უშუალოდ
დაკავშირებული ნერვული დაბოლოებების სტიმულირებას. ამის შემდეგ მექანიკური ენერგია
გარდაიქმნება ნერვულ ენერგიაში და ეგზავნება ტვინს სმენითი ნერვის საშუალებით .

24) კოგნიტური ფსიქოლოგიის აღმოცენება


1950-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მოძრაობაკოგნიტური რევოლუცია. კოგნიტივიზმი
წარმოადგენს რწმენას, რომ ადამიანის ქცევის გაგება შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის
აზროვნებაზე წვდომით. ნაწილობრივ წარმოადგენს ბიჰევიორიზმისა და
გეშტალტფსიქოლოგიის სინთეზს. ბიჰევიორიზმის მსგავსად იყენებს ზუსტ ანალიზს
დასწავლისა და აზროვნების კვლევისას, გეშტალტის მსგავსად სწავლობს შინაგან ფსიქიკურ
პროცესებს.
ჩომსკი შეეწინააღმდება ბიჰევიორისტებს, რომ ადამიანები ენას განმტკიცების შედეგად
სწავლობენ, პატარა ბავშვიც კი აგენერირებს ახალ წინადადებას, რომლისთვისაც მას
წარსულში არანაირი განმტიცება არ მიუღია.

1956 წელს გაჩნდა ტერმინი ხელოვნური ინტელექტი, მაგ ჭადრაკის მოთამაშე პროგრამები ,
რომლებსაც ადამიანის დამარცხებაც შეუძლიათ. გამოყენებით კოგნიტურ ფსიქოლოგიას
იყენებენ რეკლამაში მომხმარებლისთვის პროდუქციის მომხიბვლელობის გასაზრდელად .

25) ინსაიტი და ინსაიტის განმარტებები


ინსაიტი არის გამორჩეული და ზოგჯერ, თითქოს, მოულოდნელი გაგება პრობლემის ან
სტრატეგიისა, რომელიც გვეხმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ხშირად, ინსაიტი მოიცავს
პრობლემის ან სტრატეგიის სრულიად ახლებურად კონცეპტუალიზაციას. გაერთიანებას ,
რათა მივიღოთ პრობლემისა და მისი გადაწყვეტის ახლებური ხედვა . მიუხედავად იმისა , რომ
ინსაიტი ხშირად განიცდება, როგორც მოულოდნელი, ის ხშირად შედეგია ადრე ნაფიქრისა და
შრომისა. ამ შრომის გარეშე, ინსაითი არასოდეს მოხდებოდა. ინსაიტი, შეიძლება, ჩაერთოს
კარგად სტრუქტურირებული პრობლემების გადაწყვეტაში, მაგრამ უფრო ხშირად ის
უკავშირდება გადაწყვეტის დაბრკოლებებიან და მიხვეულ-მოხვეულ გზას, რომელიც ცუდად
სტრუქტურირებულ პრობლემებს ახასიათებს.
ინსაიტის გაგება
სმიტის აზრით, არაა საჭირო, რომ ინსაიტი იყოს მოულოდნელი „აჰა“-განცდა. ის ხშირად
ხდება თანდათანობით და დროთა განმავლობაში. როდესაც ინსაიტით გადაწყვეტა საჭიროა ,
მაგრამ ჯერ არ არის მოახლოებული, შეიძლება, ძილი დაგეხმაროთ გადაწყვეტის პოვნაში .
როგორც მათემატიკური პრობლემის გადაჭრაში, ისე ამოცანის ამოხსნაში, რომელიც
მოითხოვს ძირითადი წესების გაგებას, ნაჩვენებია, რომ ძილი ზრდის ინსაითის წარმოქმნის
ალბათობას.
სამწუხაროდ, ინსაიტიც, ისევე, როგორც ადამიანის აზროვნების ბევრი სხვა ასპექტი , შეიძლება
იყოს როგორც საოცრად გენიალური, ისე ძალიან არასწორი.
ცდის პირებს, რომლებმაც მოგვიანებით შეძლეს ინსაიტით პრობლემის გადაწყვეტა,
მნიშვნელოვნად ჰქონდათ გააქტიურებული შუბლის წილი, ხოლო მათ, ვინც ვერ შეძლეს
ინსაიტით პრობლემის გადაწყვეტა, ჰქონდათ შედარებით გააქტიურებული კეფის წილი. ეს
დასკვნები, პირველ რიგში, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ზოგიერთი პრობლემის გადამჭრელი
უფრო ხშირად იყენებს ინსაიტს, ვიდრე სხვები. მეორე, ისინი მიგვანიშნებს, რომ ინსაიტი
შეიცავს გარკვეულ წინასწარ დაგეგმვას, რაც ხდება პრობლემის წარმოდგენამდე .

26) შეგრძნება
გარდა სმენის და მხედველობითი შეგრძნებისა არსებობს სხვა შეგრძნებებიც რომელიც
მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში , ესენი არიან , ყნოსვის შეგრძნება , გემოს
შეგრძნება , წონასწორობისა და კინესთეტიკური , ტკივილის შეგრძნება .

ყნოსვა

ყნოსვის ბოლქვი განთავსებულია თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის ქვევით , სწორედ აქ
აგზავნიან ყნოსვითი რეცეპტორები სიგნალებს . ყნოსვის რეცეპტორები თვითგანახლებადია
და მისი უჯრედები იცვლება. ყნოსვისა და გემოს შეგრძნება ერთამენთთან არიან
დაკავშიებულები , გემოს აღქმა ყნოსვის მეშვეობით ხდება, რომ არა ყნოსვის რეცეპტორები
ჩვენ ვერ შეძლებდით გემოების იდენტიფიცირებას .

შეხება და კანი

კანი შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს რომლებიც წარმოშობენ წნევის , სითბოს , სიცივის


შეგრძნებებს. სხეულის ზედაპირთან ახლოს მრავალი რეცეპტორული უჯკრედი მდებარეობს ,
ისინი სხეულის სსხვადასხვა უბანზე იცვლება აღქმის დონეზე , მაგალითად შესაძლოა სადღაც
უფრო მეტად გვეტკინოს ჩქმეტის დროს და სადღაც უფრო ნაკლებად.

წონასწორობა და კინესთეტიკური

მათ არ აქვთ რეცეპტორები რომლის დნახვაც შესაძლებელია, წონასწორობა ინფორმაციას


გვაძლევს ჩვენი სხეულის ორიენტაციის შესახებ სივრცეში, ხოლო კინესთეტიკური -სხეულისა
და მისი ნაწილების მოძრაობის და მდგომარეობის შესახებ.

ტკივილი

ტკივილი ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც შესაძლოა


სხვადასხვაგვარად იყოს აღქმული.

ნოციცეპტური ტკივილი- გამოწვეულია მავნე ზემოქმედების სტიმულით კანში არსებული


სპეციალიზებული ნერვუყლი დაბოლოებები აგზავნიან ტკივილის შესახებ შეტყობინბას
კანიდან ზურკის ტვინის გავლით , თავის ტვინში.

ნევროპათიური ტკივილი- გამოწვეულია ნერვების არანორმალური ან ზედმეტად აქტიური


ფუნქციონირებით, ის ნერვების დაზიანაების ან დაავადების მიზეზია .

ფანტომური კიდური ფენომენი- მწვავე ტკივილის შეგრძნება ამპუტირებულ კიდურში .

27) აღქმის კონსტანტობა


(აღქმის)პერცეპტული კონსტანტობა - საგნის ხატის უცვლელად დარჩენა, რეტინალური
გამოსახულების ცვლილების მიუხედავად.
1. სიდიდის კონსტანტობა - საგნის რეალური სიდიდის აღქმა, მისი
რეტინალური გამოსახულებების ცვლილების მიუხედავად.
2. ფორმის კონსტანტობა - საგნების რეალური ფორმის აღქმის უნარი
რეტინალური გამოსახულების ზომების ცვლილების მიუხედავად .
3. ორიენტაციის(მიმართულების) კონსტანტობა - სამყაროში საგნების
რეალური მიმართულების აღქმის უნარი, რეტინალური გამოსახულების მიმართულებიც
ცვლილების მიუხედავად.
4. ფერის კონსტანტობა - განათების ხარისხის ცვალებად პირობებში
ობიექტების სითეთრის, სირუხის ან სიშავის უცვლელად აღქმის ტენდენცია .

28) სინტაქსური პრაიმინგი


სინტაქსური პრაიმინგი ზუსტად ისევე, როგორც სიტყვის მნიშვნელობათა სემანტიკურ
პრაიმინგს ვავლენთ (ანუ უფრო სწრაფად იმ სიტყვებზე ვრეაგირებთ, რომლებიც
მნიშვნელობით დაკავშირებულნი არიან მანამდე წარმოდგენილ სიტყვებთან ), ვავლენთ
წინადადების სტრუქტურათა სინტქსურ პრაიმინგსაც. სხვა სიტყვებით , ჩვენ , უნებურად ,
მიდრეკილნი ვართ, ის სინტაქსური სტრუქტურები გამოვიყენოთ და ის წინადადებები
წავიკითხოთ სწრაფად, რომლებიც ახლახან გაგონილი წინადადებათა სტრუქტურების
ანალოგიურია. მაგალითად, მოსაუბრემ უფრო მეტი შანსია, წინადადების პასიური წყობა
გამოიყენოს (მაგ., ,,სტუდენტი შექებულ იქნა მასწავლებლის მიერ”), თუ მანამდე სწორედ
პასიური აგებულების წინადადება გაიგონა. მოსაუბრე მაშინაც კი ასე იზამს , როცა
წინადადებათა შინაარსები ერთმანეთისგან განსხვავდება. 3 წლის ბავშვებიც კი წინადადების
იმავე სტრუქტურით აღწერდნენ საგნებს, რა სტრუქტურასაც ექსპერიმენტატორი
იყენებდა .სინტაქსური პრაიმინგის კიდევ ერთ მაგალითს წინადადების პრაიმინგი
განეკუთვნება. ამ ტიპის ექსპერიმენტში მონაწილეებს წინადადებას წარუდგენენ . შემდეგ მათ
ახალ წინადადებებს აწვდიან და თხოვენ, შეაფასონ, რამდენად გრამატიკულად გამართულია
ეს წინადადებები. თუ მომდევნო წინადადებას იგივე სტრუქტურა აქვს , რაც მანამდე
მიწოდებულს, მაშინ ის შეფასებულია, როგორც გრამატიკულად უფრო გამართული , იმისგან
დამოუკიდებლად, თუ სინამდვილეში, რამდენადაა ის გამართული. ექსპერიმენტული ჯგუფის
მონაწილეები ასეთ წინადადებას კითხულობდნენ: ,,ამანდამ ფერნანდოსთვის ამანათი
წაუღო”, საკონტროლო ჯგუფს კი შემდეგი წინადადება ეძელოდათ: ,,ამანდამ ფერნანდოს
ამანათი წაუღო”. შემდეგ ორივე ჯგუფს თხოვდნენ სატესტო წინადადების შეფასებას : ,,იგორმა
დოქტორი ფრანკენშტეინისთვის ცხედარი მიუთრია.” როგორც ხედავთ , ეს წინადადება
სტრუქტურულად იმ პირველ წინადადებას ჰგავს, რომელიც ექსპერიმენტული ჯგუფის
მონაწილეებს წააკითხეს, მაგრამ სტრუქტურით არ ჰგავს საკონტროლო ჯგუფის მონაწილეთა
მიერ წაკითხულ პირველ წინადადებას. და მართლაც, ექსპერიმენტულმა ჯგუფმა ,
საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სატესტო წინადადება შეაფასა, როგორც უფრო
გრამატიკულად სწორი

29) მნიშვნელობათა გაგება , სემანტიკა.


როცა ვკითხულობთ და ვწერთ, მნიშვნელოვანია, გავიგოთ არა მხოლოდ სიტყვები და
წინადადებები, არამედ გავერკვეთ მთლიანი საუბრებისა თუ უფრო დიდი მოცულობის
ნაწერთა მნიშვნელობებში. სემანტიკა ენაში მნიშვნელობათა შესწავლას ეწოდება .
სემანტიკოსს აინტერესებს, როგორ გამოხატავენ სიტყვები და წინადადებები სემანტიკაში ,
დენოტაცია სიტყვის ზუსტ, ლექსიკონურგანმარტებას ნიშნავს. კონოტაცია კი არის სიტყვის
ემოციური ელფერი, წინასწარი ვარაუდები და სხვა არა-ექსპლიციტური მნიშვნელობები .
ერთად აღებული, დენოტაცია და კონოტაცია, სიტყვის მნიშვნელობას აყალიბებს . რამდენადაც
კონოტაციები, შესაძლოა, ინდივიდიდან ინდივიდამდე ვარირებდეს , ამდენად , ერთი სიტყვის
მნიშვნელობაც შეიძლება, ვარირებდეს. წარმოიდგინეთ სიტყვა გველი. ბევრი ადამიანისთვის
გველის კონოტაცია უარყოფითი ან საშიშია. სხვებისთვის კი, მაგალითად ბიოლოგისთვის ,
გველს განსხვავებული და სავარაუდოდ, უფროდადებითი კონოტაცია ექნება . პირველ
ყოვლისა, როგორ ვიგებთ სიტყვათა მნიშვნელობებს? მნიშვნელობების კოდირებას
მეხსიერებაში ცნებების სახით ვახდენთ. ამაში შედის იდეები, რომელთაც, შესაძლოა ,
სხვადასხვა თვისებას მივაწერდეთ და რომლებითაც, შესაძლოა , სხვადასხვა იდეას
ვაკავშირებდეთ ერთმანეთთან, მაგალითად, წინადადებების საშუალებით . ამაში შედის , ასევე ,
გამოსახულებები და სავარაუდოდ, მოტორულ ქცევათა ნიმუშები, რათა კონკრეტული
პროცედურების განხორციელება შევძლოთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ცნებებთან გვაქვს
საქმე, კერძოდ კი სიტყვებთან, როგორც ცნებათა პირობით სიმბოლოებთან.თუ სიტყვებს ,
როგორც ცნებათა რეპრეზენტაციებს, განვიხილავთ, სიტყვები ეკონომიურ საშუალებად
გვევლინება, რომლითაც ურთიერთდაკავშირებული ინფორმაციის მანიპულირებას ვახდენთ .
მაგალითად, თუ დავფიქრდებით ცალკეულ სიტყვა საწერ მაგიდაზე, შესაძლოა, გონებაში
შემდეგი რამეები ამოგვიტივტვიდეს:

საწერი მაგიდის ყველა გამოვლინება, რაც კი სამყაროში არსებობს;

• საწერი მაგიდის ყველა გამოვლინება, რაც მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს ;

• საწერი მაგიდის ყველა დამასახისიათებელი ნიშანი;

• ყველაფერი, რაც კი შეიძლება, საწერ მაგიდასთან გავაკეთოთ; და

• და ყველა სხვა ცნება, რასაც კი საწერ მაგიდასთან დავაკავშირებთ (მაგ ., ნივთები ,


რასაცმაგიდის უჯრებში ვალაგებთ ან ადგილები, სადაც საწერი მაგიდები გვეგულება )

რაიმე საგნისა თუ მოვლენისთვის არსებული სიტყვა გვეხმარება, ცნების შესახებ არსებული


ცოდნა ახალი ცოდნით გავამდიდროთ. მაგალითად, თქვენ გაქვთ წვდომა სიტყვასთან საწერი
მაგიდა. როცა საწერ მაგიდებთან დაკავშირებით რაიმე ახალ გამოცდილებას შეიძენთ ან
რაიმე ახალს ისწავლით საწერი მაგიდების შესახებ, თქვენ უკვე ფლობთ შესაბამის სიტყვას
(საწერი მაგიდა), რომლის ირგვლივაც მოახდენთ ყველა ამ ურთიერთდაკავშირებული
ინფორმაციის ორგანიზებას. გაიხსენეთ, ასევე, რომ მეხსიერებას კონსტრუქციული ბუნება
გააჩნია. სიტყვათა იარლიყებს (მაგ., ,,გასარეცხი ტანსაცმელი”, ,,მშვიდობიანი მსვლელობა ”)
რამდენიმე ეფექტი აქვს. პირველ რიგში, ის ამარტივებს გაგებასა და დამახსოვრებას . მეორე –
მის შედეგად, ადამიანები უფრო კარგად იხსენებენ სკეჩის ფორმას (გაიხსენეთ , რომ სკეჩი , ამ
შემთხვევაში, ერთგვარი ფაზლია: ხედავთ უხეშ მონახაზს და უნდა გამოიცნოთ , რას
წარმოადგენს ის). და ბოლოს – ის გავლენას ახდენს მოწმის ჩვენების სისწორეზე .

30) ევრისტიკის ტიპები და ლოგიკური შეცდომები


დამაკმაყოფილებლად ჩათვლა ( პირველი ევრისტიკა )

ზოგიერთმა მკვლევარმა ეჭვქვეშ დააყენა შეუზღუდავი რაციონალურობის ცნება . ეს


მეცნიერები არამხოლოდ იმას აღიარებდნენ, რომ ადამიანები ყოველთვის იდეალურ
გადაწყვეტილებებს არ იღებენ, არამედ იმასაც, რომ ჩვენს გადაწყვეტილებებში ყოველთვისაა
ჩართული სუბიექტური მოსაზრებები. მათ დაუშვეს, რომ ადამიანები არ არიან უსაზღვროდ და
სრულიად რაციონალურები გადაწყვეტილებების მიღებისას. თუმცა, ეს არ ნიშნავს , რომ ჩვენ
აუცილებლად ირაციონალურები ვართ. ჩვენ გვახასიათებს შეზღუდული რაციონალურობა -
რაციონალურები ვართ, მაგრამ გარკვეულ საზღვრებში.
 გადაწყვეტილების მიღების კლასიკური თეორიისაგან განსხვავებით ,
რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანები გადაწყვეტილებათა ოპტიმიზაციას ახდენენ ,
მკვლევრებმა თანდათან დაიწყეს გაანალიზება, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ
მხოლოდ შეზღუდული დრო და რესურსები გვაქვს, ამიტომ ხშირად ვცდილობთ მხოლოდ
მიახლოებით გავაკეთოთ ოპტიმიზაცია. ერთერთ პირველ ევრისტიკას, რომელიც
ჩამოაყალიბეს

დამაკმაყოფილებლად ჩათვლა - ნიშნავს, რომ ჩვენ თანმიმდევრულად განვიხილავთ


შესაძლებლობებს და ვირჩევთ პირველივე იმ შესაძლებლობას, რომელიც მინიმალურ
დონეზე მაინც აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. დამაკმაყოფილებლად ჩათვლის
გამოყენება იზრდება, როდესაც მუშა მეხსიერების რესურსები შეზღუდულია.
დამაკმაყოფილებად ჩათვლა იდუსტრიულ კონტექსტშიც გამოიყენება, როდესაც ძალიან ბევრ
ინფორმაციას შეუძლია გადაწყვეტილების ხარისხის გაფუჭება, მაგალითად, ელექტრონულ
ბაზარზე მომწოდებელთა შერჩევისას. ამ სტრატეგიის ვარგისიანობა გარემოებებზეა
დამოკიდებული. მაგალითად, დამაკმაყოფილებლად მიჩნევა გონივრული სტრატეგიაა ,
როდესაც მატარებელზე ან თვითმფრინაზე გაგვიანდებათ და ამ დროს საღეჭი რეზინის ყიდვას
აპირებთ, თუმცა ეს ცუდი სტრატეგიაა დაავადების დიაგნოზის დასასმელად .

ასპექტების მიხედვით გამორიცხვა ( ევრისტიკა )


როდესაც იმაზე მეტი ალტერნატივა გვაქვს, ვიდრე ჩვენთვის განკუთვნილ დროში შეგვიძლია
განხილვა, სხვა სტრატეგიას ვიყენებთ. ასეთ სიტუაციებში ჩვენ არ ვცდილობთ ყველა
შესაძლებლობის ყველა თვისების აწონ-დაწონას. ამის ნაცვლად, ჩვენ ვიყენებთ ასპექტების
მიხედვით გამორიცხვის მეთოდს, ანუ გამოვრიცხავთ ალტერნატივებს თითოეული
ალტერნატივის ასპექტების გათვალისწინებით. თუ თქვენ ცდილობთ გადაწყვიტოთ , რომელ
კოლეჯში ჩააბარებთ, ასპექტების მიხედვით გამორიცხვის პროცესი ასეთი იქნება :
 სხვადასხვა შესაძლებლობათა ერთ ასპექტზე (თვისებაზე) ყურადღების გამახვილება
(კოლეჯში სწავლის საფასური).
 ამ ასპექტისთვის მინიმუმის დადგენა (საფასური უნდა იყოს წელიწადში 20,000$-ზე
ნაკლები)
 დარჩენილი შესაძლებლობებისთვის ვირჩევთ მეორე ასპექტს, რომლისთვისაც
ვადგენთ მინიმუმს და გამოვრიცხავთ დამატებით შესაძლებლობებს (კოლეჯი უნდა
იყოს დასავლეთ სანაპიროზე)

განვიხილოთ ასპექტების გამორიცხვის კიდევ ერთი მაგალითი. მანქანის ყიდვის დროს ჩვენ
შეიძლება განვიხილოთ მისი ფასი, როგორც ასპექტი. შეიძლება უგულებელვყოთ ისეთი
ფაქტორები, როგორიცაა მოვლის ხარჯები, დაზღვევის საფასური და სხვა ფაქტორები ,
რომლებიც რეალურად ახდენს გავლენას ჩვენ მიერ დახარჯულ თანხაზე . მას შემდეგ , რაც
გავცხრილავთ ალტერნატივებს, რომლებიც ჩვენს კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს , სხვა
ასპექტს ავირჩევთ. დავადგენთ კრიტერიუმს და გავცხრილავთ დამატებით ალტერნატივებს .

რეპრეზენტაციული ევრისტიკა
რეპრეზენტაციულობა ნიშნავს, რომ ნაკლებად მოსალოდნელი მოვლენის ალბათობას იმის
მიხედვით განვსჯით:
1. რამდენად მსგავსი ან რეპრეზენტაციულია არსებული პოპულაციისა
2. რამდენად ასახავს მისი წარმომქნელი პროცესის გამოკვეთილ თვისებებს (მაგალითად ,
შემთხვევითობას).
ჩვენ ხშირად ვიყენებთ რეპრეზენტაციულ ევრისტიკას, რაც მაინცდამაინც გასაკვირი არაა . ის
ადვილია და ხშირად მუშაობს.
რეპრეზენტაციულ ევრისტიკას უფრო ხშირად მაშინ ვიყენებთ, როდესაც კარგად ვიცით , რომ
მოცემული ფაქტები პოპულაციის ძალიან მცირე შერჩევიდანაა აღებული. ასეთ ფაქტებზე
დაყრდნობას უწოდებენ „კაცი, რომელიც“ არგუმენტს .როდესაც გვაჩვენებენ სტატისტიკურ
მონაცემებს, ჩვენ შეგვიძლია მათი უარყოფა საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, „მე
ვიცნობ ადამიანს, რომელიც...“. მაგალითად, სტატისტიკას კორონარული დაავადებისა და
საკვებში ქოლესტერინის მაღალი დონის კავშირის შესახებ ზოგიერთმა შეიძლება
დაუპირისპიროს: „მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც ათქვეფილ ნაღებს ჭამდა საუზმეზე ,
სადილად და ვახშმად, ეწეოდა ორ კოლოფ სიგარეტს დღეში და 110 წელი იცოცხლა. კიდევ
დიდხანს იცოცხლებდა, მაგრამ ეჭვიანმა შეყვარებულმა ესროლა გულში “. ერთი მიზეზი , რის
გამოც ადამიანები რეპრეზენტაციულ ევრისტიკას იყენებენ, არის ის, რომ მათ არ ესმით საბაზო
დონის ცნება. საბაზო დონე - არის მოვლენის ან თვისების მოჭარბებული რაოდენობა
მოვლენების ან თვისებების სიმრავლეში. ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას
ყურადღებას არ ვაქცევთ საბაზო დონის შესახებ ინფორმაციას, თუმცა ის ძალზედ
მნიშვნელივანია ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად.

ხელმისაწვდომობის ევრისტიკა

რაც ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას იმის საფუძველზე, რამდენად ადვილად გვახსენდება .


შესაბამისი მაგალითად, განვიხილოთ ასო R. ინგლისურ ენაში უფრო მეტია სიტყვები,
რომლებიც ასო R-ზე იწყება, თუ სიტყვები, რომლებშიც R მესამე ასოა? რესპონდენტების
უმეტესობა ამბობს, რომ R-ზე უფრო მეტი სიტყვა იწყება იმიტომ, რომ R-თი დაწყებული
სიტყვების გახსენება უფრო ადვილია, ვიდრე ისეთი სიტყვებისა, რომლებშიც R მესამე ასოა .
სინამდვილეში, უფრო მეტია ისეთი ინგლისური სიტყვა, რომლებშიც R მესამე ასოა .
მიჯაჭვა ( ევრისტიკა )
ევრისტიკა, რომელიც უკავშირდება ხელმისაწვდომობის ევრისტიკას, არის მიჯაჭვისა და
კორექტირების ევრისტიკა, როდესაც ადამიანები საგნებს აფასებენ გარკვეული ათვლის
წერტილების, ანუ ჯაჭვის ბოლოების მიხედვით.
სწრაფად (5 წამზე ნაკლებ დროში) გონებაში გამოითვალეთ შემდეგი მაგალითის პასუხი :
8x7x6x5x4x3x2x1
ახლა სწრაფად გამოითვალეთ შემდეგი მაგალითის პასუხი:
1x2x3x4x5x6x7x8
ცდის პირთა ორი ჯგუფი აფასებდა ზემოთ მოყვანილი ნამრავლებიდან ერთ -ერთის პასუხს .
პირველი ნამრავლისთვის ცდის პირთა ჯგუფის საშუალო პასუხი იყო 2250. ცდის პირთა
ჯგუფისთვის, რომლებიც მეორე მაგალითს იყვანდნენ, საშუალო პასუხი იყო 512
(სინამდვილეში ორივე მაგალითის ნამრავლია 40320). ორივე მამრავლი თანაბარია, რადგან
მაგალითებში რიცხვები ერთი და იგივეა (გამრავლების განრიგებადობის კანონი ). ამის
მიუხედავად, ადამიანები უფრო დიდ რიცხვს ვარაუდობენ პირველი მაგალითის პასუხად ,
ვიდრე მეორესი, რადგან მათი გამოთვლები ემყარება გარკვეულ ათვლის წერტილს -
პირველი რამდენიმე რიცხვის ნამრავლს - რაც განსაზღვრავს მათ მიერ მიღებულ საბოლოო
შედეგს.
მიჯაჭვის ეფექტები სხვადასხვა სიტუაციებში იჩენს თავს, მაგალითად, ხელოვნების ნიმუშების
აუქციონებზე, როდესაც ნახატების ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რასაც ამ ნახატმა წინა
აუქციონზე მიაღწია, ან ყოველთვიურ ეკონომიკურ პროგნოზებში, რომლებსაც განაპირობებს
წინა თვე .
წარმოდგენა ( ევრისტიკა )
გადაწყვეტილების მიღების თეორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გავლენაა წარმოდგენის
ეფექტი, როდესაც არჩევანზე გავლენას ახდენს, როგორაა წარმოდგენილი
შესაძლებლობები . მაგალითად, ჩვენ ვირჩევთ შესაძლებლობებს, რომლებიც რისკს
აგვაცილებს თავიდან და არა შესაძლებლობას, რომელიც სარგებლის მომტანია. არჩევანის
გაკეთებისას, ჩვენ ვირჩევთ ისეთ შესაძლებლობას, რომელიც მცირე, მაგრამ უეჭველ
სარგებელს გვპირდება და არა ისეთს, რომელიც უფრო დიდ, მაგრამ საეჭვო სარგებელს
გვპირდება.
პირველი მაგალითი - არის ტვერსკის და კანემანის მხოლოდ ოდნავ შეცვლილი მაგალითი.
წარმოდგენის ეფექტებს დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. პოლიტიკოსების, პოლიტიკური
პარტიების და სხვათა შეტყობინებები სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას წარმოდგენილი და
გაგებული. მაგალითად, კუ-კლუქს კლანის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია
წარმოვადგინოთ, როგორც სიტყვის თავისუფლების შესახებ საკითხი, ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების საკითხი. წარმოდგენის ეფექტი ნაკლებია, როდესაც ის ნაკლებად სანდო
წყაროდან მოდის.

შეცდომა
მოთამაშის შეცდომა და გამართლება
მოთამაშის შეცდომა არის მცდარი რწმენა, რომ მოცემული შემთხვევითი მოვლენის
ალბათობაზე, როგორიცაა თამაშის მოგება ან წაგება, გავლენას ახდენს წინა შემთხვევითი
მოვლენები. მაგალითად, მოთამაშე, რომელმაც ხუთი ხელი ზედიზედ წააგო, ფიქრობს, რომ
მეექვსე ჯერზე მოგება უფრო მეტადაა მოსალოდნელი. ის ფიქრობს, რომ „ვალდებულია “
მოიგოს. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ყოველი თამაში (ან მონეტის აგდება) დამოუკიდებელი
მოვლენაა და მოგების თუ წაგების თანაბარი ალბათობა გააჩნია.

შეკავშირების შეცდომა

გახსოვთ ექსპერიმენტი, რომელიც აღწერილი იყო ხელმისაწვდომობის ევრისტიკასთან


დაკავშირებით, რომელშიც ადამიანებს სთხოვდნენ შეეფასებინათ, რომელი ფორმა უფრო
ხშირად გვხვდება ტექსტში, _ _ _ _ing (ანუ, შვიდასოიანი სიტყვა, დამთავრებული -ing-ზე) თუ _ _ _
_ _n_ (ანუ, შვიდასოიანი სიტყვა, რომელშიც n ბოლოდან მეორე ასოა)? ხელმისაწვდომობის
ევრისტიკამ შეიძლება გამოიწვიოს შეკავშირების შეცდომა.

დაკარგული ხარჯების შეცდომა

შეცდომა გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ადამიანების


აზროვნებაში, არის დაკარგული ხარჯების შეცდომა . ეს შეცდომა წარმოადგენს
გადაწყვეტილებას, განაგრძოს ინვესტირება მხოლოდ იმიტომ, რომ მან უკვე განახორციელა
ინვესტიცია ადრე და იმედოვნებს, რომ თანხის კვლავ ჩადებით აღადგენს ამ ინვესტიციას .
დავუშვათ, თქვენ იყიდეთ მანქანა. ის წუნდებული აღმოჩნდა. თქვენ უკვე გადაიხადეთ
ათასობით დოლარი მის შეკეთებაში. ახლა თქვენ კიდევ გიწევთ დიდი თანხის გადახდა მის
შეკეთებაში. თქვენ არ გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ ეს დამატებითი შეკეთება
ნამდვილად უკანასკნელი იქნება. თქვენ იხსენებთ, რამდენი ფული გაქვთ დახარჯული მის
შეკეთებაზე და ასკვნით, რომ კიდევ ერთხელ უნდა შეაკეთებინოთ მანქანა უკვე დახარჯული
თანხების გასამართლებლად.

31) გადაწყვეტილების მიღების ნეიროფსიქოლოგია


გადაწყვეტილების მიღების ნეირომეცნიერება
პრეფრონტალური ქერქი, განსაკუთრებით სარტყლისებრი ქერქის წინა ნაწილი აქტიურია
როგორც პრობლემის გადაჭრის, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაიმუნებს აღენიშნებოდათ გააქტიურება თავის ტვინის
თხემის რეგიონებში. მოგების ოდენობა, რომელიც უკავშირდება ამ გადაწყვეტილებას, ასევე
ახდენს გავლენას თხემის რეგიონის გააქტიურებაზე. ნარკომანებში გადაწყვეტილების
მიღების შესწავლამ გამოავლინა რეგიონები, რომლებიც ჩართულია სარისკო
გადაწყვეტილებების მიღებაში. მკვლევარები შეისწავლიდნენ ნარკომანებს , რადგან
ნარკომანია თავისი ბუნებით უკავშირდება სარისკო გადაწყვეტილებებს . მათ აღმოაჩინეს ,
რომ ნარკომანებთან შემცირებულია მარცხენა პრეგენუალური წინა სარტყლისებრი
ქერქის აქტიურობა. ეს კვლევები მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში წინა
სარტყლისებრი ქერქი ჩართულია პოტენციური სარგებლის განხილვაში .
კიდევ ერთი კვლევა შეისწავლიდა ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც ბლექჯეკს
თამაშობდნენ. ეს კვლევები აჩვენებს, რომ არაოპტიმალური გადაწყვეტილებები (ძალიან
რისკიანი ან ძალიან ფრთხილი) დაკავშირებულია წინა სარტყლისებრ ქერქში აქტივობის
ზრდასთან.

32)ფსიქოლოგიის ისტორია

ფსიქოლოგიის ფილოსოფიური წანამძღვრები რაციონალიზმი vs ემპირიზმი


ფსიქოლოგიის ადრეული ფესვები 2 მიდგომაში ჩანს 1)ფილოსოფია ცდილობს სამყაროს
ასპექტებისა და ბუნების წვდომას ინტროსპექციის მეშვეობით , რაც შინაგანი იდეებისა და
გამოცდილებების შესწავლას წარმოადგენს 2)ფიზიოლოგია ცდილობს მეცნიერულად
შეისწავლოს ცოცხალი ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები
პლატონი იყო რაციონალისტი, მას სჯეროდა, რომ ცოდნის წყარო აზროვნება და ლოგიკური
ანალიზი იყო. რაციონალისტი მიმართავს მსჯელობას, მას არ სჭირდება ექსპერიმენტი .
არისტოტელე იყო ემპირისტი. მას სჯეროდა, რომ ცოდნას ემპირიული მონაცემების
საშუალებით, ანუ გამოცდილებისა და დაკვირვების გზით ვიღებთ. ემპირისტი შეიმუშავებს
ექსპერიმენტებს.
კოგნიტური ფსიქოლოგია დამოკიდებულია როგორც რაციონალიზმზე ისე ემპირიზმზე .
რენე დეკარტე იყო რაციონალისტი, მისი აზრით, ჭეშმარიტების აღმოსაჩენად
ინტროსპექტული მეთოდი აღემატება ემპირიულ მეთოდებს, ვაზროვნებ ე .ი ვარსებობ .
ლოკი იყო ემპირისტი, მისი აზრით, ადამიანები იბადებიან ცოდნის გარეშე და ცოდნას ეძიებენ
ემპირიული დაკვირვებების გზით, ადამიანია ტაბულა რასა და ცხოვრება და გამოცდილება
ახდენენ ცოდნის ჩაწერას ჩვენში.
კანტი ემპრიზიმის და რაციონალიზმის სინთეზი

33) კარგად და ცუდად სტრუქტურირებული პრობლემები


კარგად სტრუქტურირებული პრობლემები
სკოლის ტესტებში, თქვენი მასწავლებლები გთხოვენ, გადაჭრათ უამრავი კარგად
სტრუქტურირებული პრობლემა კონკრეტულ თემაზე (მაგ., მათემატიკა , ისტორია , გეოგრაფია ).
ამ პრობლემებს აქვს გადაწყვეტის ნათელი გზა, თუმცა, არა აუცილებლად მარტივი – ვთქვათ ,
ფორმულის გამოყენება. ფსიქოლოგიურ კვლევაში, კოგნიტურმა ფსიქოლოგებმა , შეიძლება ,
გთხოვონ, რომ გადაჭრათ რომელიმე თემასთან ნაკლებად დაკავშირებული კარგად
სტრუქტურირებული პრობლემები. მაგალითად, კოგნიტური ფსიქოლოგები ხშირად
შეისწავლიან კარგად სტრუქტურირებული პრობლემების ერთ კონკრეტულ ტიპს : სვლის
პრობლემებს, რომლებსაც ასე იმიტომ ვუწოდებთ, რომ ასეთი პრობლემები მოითხოვს
სვლების სერიას საბოლოო მიზნის მიღწევამდე.

კარგად განსაზღვრული პრობლემების გადაწყვეტის შესწავლის ერთ -ერთი მეთოდია


კომპიუტერული სიმულაციების შექმნა. აქ, მკვლევრის ამოცანაა, შექმნას ისეთი
კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეძლებს ამ პრობლემის გადაწყვეტას .
კომპიუტერისთვის ინსტრუქციების შექმნა, რა უნდა შეასრულოს პრობლემის გადასაჭრელად ,
მკვლევარს ეხმარება იმის უკეთ გაგებაში, როგორ წყვიტენ ადამიანები მსგავსი ტიპის
პრობლემებს. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მოდელის მიხედვით, პრობლემის
გადამჭრელი (რომელიც, შეიძლება, იყენებდეს ადამიანურ ან ხელოვნურ ინტელექტს )
პრობლემის სივრცეში უნდა ხედავდეს პრობლემის საწყის მდგომარეობას და მიზნის
მდგომარეობას. პრობლემის სივრცე არის ყველა შესაძლო ქმედების ერთობლიობა,
რომლებიც, შეიძლება, გამოვიყენოთ პრობლემის გადასაჭრელად, იმ შეზღუდვების
გათვალისწინებით, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტას ეხება.
ალგორითმები არის ოპერაციების მიმდევრობები (პრობლემის სივრცეში), რომლებიც
შეიძლება განმეორდეს კიდევ და კიდევ და რომლებიც, თეორიულად, იძლევა პრობლემის
გადაწყვეტის გარანტიას. ზოგადად, ალგორითმი გრძელდება მანამ, სანამ ის აკმაყოფილებს
პროგრამით განსაზღვრულ მდგომარეობას. დავუშვათ, კომპიუტერს მივაწოდეთ კარგად
განსაზღვრული პრობლემა და ოპერაციების სათანადო იერარქია (პროგრამა ), რომელიც
ორგანიზებულია პროცედურულ ალგორითმებად. კომპიუტერი ადვილად გამოთვლის ყველა
შესაძლო ოპერაციასა და ოპერაციების კომბინაციას პრობლემის სივრცეში . ასევე , მას
შეუძლია, განსაზღვროს ამ პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო ეტაპების საუკეთესო
თანმიმდევრობა.

თუმცა, კომპიუტერებისგან განსხვავებით, ადამიანის გონებას არ გამოსდის უამრავი შესაძლო


კომბინაციის სწრაფად გამოთვლა. ჩვენი მუშა მეხსიერების შეზღუდვები საშუალებას
გვაძლევს, ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე შესაძლო ოპერაცია განვიხილოთ . ნიუელმა
და საიმონმა აღიარეს ამ შეზღუდვების არსებობა და აღნიშნეს , რომ ადამიანები მენტალურ
კომბინაციებს უნდა იყენებდნენ პრობლემის გადაჭრისთვის. ამ მენტალურ კომბინაციებს
უწოდებენ ევრისტიკას – ესაა არაფორმალური, ინტუიციური, სპეკულაციური სტრატეგიები,
რომლებსაც ზოგჯერ მივყავართ ეფექტურ გადაწყვეტამდე.

ცუდად სტრუქტურირებული პრობლემები და ინსაიტის როლი


ორი თოკის პრობლემა არის ცუდად სტრუქტურირებული პრობლემის მაგალითი . თუმცა, ჩვენ
ზოგჯერ გვიჭირს კარგად სტრუქტურირებული პრობლემების წარმოდგენა, მაგრამ ცუდად
სტრუქტურირებული პრობლემების წარმოდგენა გაცილებით უფრო ძნელია. შეეცადეთ,
გადაჭრათ რამდენიმე ასეთი პრობლემა. შემდეგი პრობლემები გვაჩვენებს ზოგიერთ
სირთულეს, რომლებსაც ცუდად სტრუქტურირებული პრობლემების წარმოდგენა ქმნის.
1. ქალი, რომელიც ცხოვრობს პატარა ქალაქში, მონაწილეობდა ქორწინების
ცერემონიაში იმავე ქალაქში მცხოვრებ 20 მამაკაცთან. ყველა მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალია
და იგი არასოდეს განქორწინებულა რომელიმე მათგანთან. მაგრამ მას კანონი არ
დაურღვევია. როგორ შეეძლო მას ამის გაკეთება? (ეკლესიის მსახურია).

2. თქვენ გაქვთ რამდენიმე ცალი შავი და ყავისფერი წინდა უჯრაში ,


რომლებიც შერეულია თანაფარდობით ხუთი შავი წინდა თითოეულ ყავისფერ წინდაზე .
რამდენი წინდა უნდა აიღოთ ამ უჯრიდან, დარწმუნებული რომ იყოთ, რომ გაქვთ ერთი და
იმავე ფერის წყვილი? (მაქსიმუმ სამი)

ესენი ცუდად სტრუქტურირებული პრობლემებია. არ არსებობს გადაწყვეტის მკაფიო ,


ხელმისაწვდომი გზები. ზოგადად, ცუდად სტრუქტურირებულ პრობლემებს არ აქვთ მკაფიოდ
განსაზღვრული პრობლემის სივრცეები. პრობლემის გადამჭრელებს უჭირთ სირთულის
მშენებლობის ამ პრობლემების და მათი გადაჭრის გზების მოდელირებისათვის შესაბამისი
მენტალური წარმოდგენების შექმნა. ასეთი პრობლემებისთვის, მთავარი სირთულე არის
თანამიმდევრული ეტაპების გეგმის აგება, რომლებიც თანდათანობით დაგვაახლოებს მათ
გადაწყვეტასთან. მას ხშირად რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტაც აქვს . ამდენად ,
პრობლემის გადამჭრელებმა უნდა აირჩიონ და გაამართლონ მათ მიერ კონკრეტული
წარმოდგენის და გადაწყვეტის შერჩევა. დამატებითი კოგნიტური და აფექტურ ფაქტორები ,
მათ შორის, მეცნიერებისადმი დამოკიდებულება და შემეცნების რეგულირება , ასევე
მნიშვნელოვანია ცუდად სტრუქტურირებული პრობლემების გადასაჭრელად .

ზემოთ მოყვანილი ცუდად სტრუქტურირებული პრობლემები არის ინსაიტის პრობლემები,


რადგან თქვენ უნდა დაინახოთ პრობლემის გადაჭრის ახლებური გზა. კერძოდ , თქვენ უნდა
დაინახოთ პრობლემა განსხვავებულად, ვიდრე, ალბათ, პირველად დაინახეთ ის და
განსხვავებულად იმისგან, როგორც, ალბათ, წყვეტთ ხოლმე პრობლემებს ზოგადად. ეს
ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ პრობლემის გადაჭრის თქვენეული წარმოდგენის
რესტრუქტურიზაცია.

34) იზომორფიზმი (პრობლემის გადაჭრის პროცესი)


ზოგჯერ, ორი პრობლემა იზომორფულია; ეს ნიშნავს, რომ მათი ფორმალური
სტრუქტურა ერთი და იგივეა და მხოლოდ მათი შინაარსები განსხვავდება . მაშინ , როცა
პრობლემების ზედაპირული შინაარსი ძალიან განსხვავებულია ,
პრობლემების სტრუქტურული იზომორფიზმის დადგენა უფრო ძნელია . მაგალითად , სკოლის
ასაკის ბავშვებს უჭირთ სტრუქტურული მსგავსების დანახვა სხვადასხვა ამოცანებში ,
რომლებსაც განსხვავებული სიტყვიერი აღწერა აქვს. იზომორფიზმის დანახვის პრობლემა
სხვადასხვა კონტექსტში წარმოადგენს პრობლემის წარმოდგენის სირთულეს .

35) სიტყვის ძირითადი კომპონენტები


ბგერას რომელიც მეტყველებაში მნიშნელობით განხვავებულ ფუნქციას იძენს , ფონემა
ეწოდება, ფონემა არის მეტყველების ყველაზე პატარა ერთეული რომელიც გამოიყენება
კონკრეტულ ენაში ერთი გამოთმის მეორესგან განმასხვავებლად . მაგალითდ ინგლისურ
ენაში ხმოვანი და თანხმოვანი ენები რომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგისთვის
გამოიყენება ფონემები. ენის სხვადასხვა ფონემების შესწავლას ფონემიკა ეწოდება . ფონემიკა
სწავლობს იმას თუ როგორ ხდება მეტყველების ბგერათა წარმოება ან მათი გადმოცემა
წესილობით სიმბოლოებით ან მათი კომბინირება. ფონემას მოსდევს მორფება რაც ნიშნავს
შმდეგს, მაგალითის სახით რომ განვიხილოთ, ავიღოთ ინგლისური სიტყვა recharge, რაც
ხელახლა დამუხვტვას ნიშნავს, ის შედგება ორი მორფემისაგან, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა
სიტყვააა რომელსაც სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და გაერთიანებულია . ანუ მათ გააჩნიათ
დამოუკიდებელი მნიშვნელობებიც არსებობს შინაარსის მორფემებიც და ფუნქციის
მორფემები შინაარსის მორფემები ის სიტყვებია, რომლებიც ენის მნიშვნელობათა ძირითად
მასას ატარებს, ფუნქციის მორფემები კი შინაარსის მორფემების მნიშვნელობებს დეტალებსა
და ნიუანსებს მატებენ ან ეხმარებიან შინაარსის მორფემებს , გრამატიკულ კონტექსტს
მოერგონ.

36) სიტყვის დენოტაცია და კონოტაცია


დენოტაცია სიტყვის ზუსტ, ლექსიკონურ განმარტებას ნიშნავს. კონოტაცია კი არის სიტყვის
ემოციური ელფერი, წინასწარი ვარაუდები და არა ექსპლიციტური მნიშვნელობები . ერთად
აღებული, დენოტაცია და კონოტაცია, სიტყვის მნიშვნელობას აყალიბებს. რამდენადაც
კონოტაციები, შესაძლოა, ინდივიდიდან ინდივიდამდე ვარირებდეს , ამდენად , ერთი სიტყვის
მნიშვნელობაც შეიძლება, ვარირებდეს. წარმოიდგინეთ სიტყვა გველი . ბევრი ადამიანისთვის
გველის კონოტაცია უარყოფითი ან საშიშია. სხვებისთვის კი, მაგალითად ბიოლოგისთვის ,
რომლის მთავარი სპეციალიზაცია გველებია. გველს განსხვავებული და სავარაუდოდ , უფრო
დადებითი კონოტაცია ექნება.

You might also like