You are on page 1of 34

1

ნაწილი მე-2.

თავი 7. მეხსიერების ლანდშაფტი: მენტალური


ხატები, რუკები და პროპოზიციები1
ცოდნის მენტალური რეპრეზენტაცია (ფსიქიკური ასახვა)
ცოდნის შესახებ: სურათები სიტყვების წინააღმდეგ
სურათები ჩვენს გონებაში: ფსიქიკური გამოსახულება
ორმაგი კოდის თეორია: ხატები და სიმბოლოები
ცოდნის შენახვა აბსტრაქტულ ცნებებად:
პროპოზიციული თეორია
რა არის პროპოზიცია?
პროპოზიციების გამოყენება
ასრულებს თავის ფუნქციას პროპოზიციული თეორია და ფსიქიკური ხატები?
ფსიქიკური ხატების შეზღუდვები
პროპოზიციული თეორიის შეზღუდვები
გამოსახულებებით ფსიქიკური მანიპულაცია
მხედველობითი წარმოსახვის პრინციპები
ნეირომეცნიერება და ფუნქციური ეკვივალენტობა
ფსიქიკური როტაციები
როგორ მუშაობს ფსიქიკური როტაცია
ნეირომეცნიერება და ფსიქიკური როტაცია
გენდერი და ფსიქიკური როტაცია
ფსიქიკური გამოსახულების გადიდება: ხატის მასშტაბირება
ობიექტების დათვალიერება: გამოსახულების სკანირება
რეპრეზენტაციული უარყოფა
გამოსახულებებისა და პროპოზიციების სინთეზი
ექსპერიმენტატორის მოლოდინები აისახება ექსპერიმენტის შედეგებზე?
ჯონსონ-ლაიარდის ფსიქიკური მოდელები
ნეირომეცნიერება: მრავალი კოდის არსებობის მტკიცებულებები
მარცხენა თუ მარჯვენა ჰემისფერო: ინფორმაციით მანიპულირების ადგილი
გამოსახულების ორი ტიპი: მხედველობითი და სივრცითი
სივრცითი კოგნიცია და კოგნიტური რუკები
ვირთხების, მტრედებისა და ადამიანების შესახებ
ფსიქიკური რუკების გამოყენების წესები: ევრისტიკა
მოსმენილის რუკის შექმნა: ტექსტური რუკები
საკვანძო საკითხები
შეჯამება

1 proposition - გამონათქვამი. პროპოზიცია არის ცნებებს შორის არსებული კავშირის


საფუძველმდებარე მნიშვნელობა.
2

ინტელექტი და ფსიქიკური როტაცია

Shepard-ისა და სხვათა შრომა პირდაპირ აკავშირებს კოგნიტურ ფსიქოლოგიასა და


ინტელექტის კვლევებს. შეპარდისა და მისი კოლეგების მიერ შესწავლილი
პრობლემები ძალიან ჰგავს პრობლემებს სივრცითი უნარების შესაფასებელ
ფსიქომეტრულ ტესტებში. მაგალითად, Louis და Thelma Thurstone-ების (1962)
ძირითადი ფსიქიკური შესაძლებლობების შესაფასებელი ტესტი ორგანზომილებიანი
სურათების როტაციას გვთავაზობს. იმავე ტიპის დავალებები სხვა ტესტებშიც არის.
შეპარდის შრომა მიუთითებს კოგნიტური კვლევების მნიშვნელობაზე ინტელექტის
არსის გასაგებად: ცნობილია, რომ ფსიქიკური რეპრეზენტაციები და კოგნიტური
პროცესები საფუძვლად უდევს გარემოსთან ადაპტაციას და, შესაბამისად,
„აყალიბებს“ ადამიანის ინტელექტს.

ნეირომეცნიერება და ფსიქიკური როტაცია

არსებობს ფსიქიკური როტაციის ფიზიოლოგიური მტკიცებულებები? კვლევების


ნაწილი პრიმატების - ცხოველების, რომელთა თავის ტვინი ყველაზე მეტად ჰგავს
ადამიანისას - თავის ტვინს იკვლევდა. მაიმუნების მოტორული ქერქის უჯრედული
აქტივობის ჩანაწერის გამოყენებით მკვლევრებმა იპოვეს იმის მტკიცებულებები, რომ
მაიმუნებს ფსიქიკური როტაცია შეუძლიათ (Georgopoulos et al., 1989). თითოეული
ცხოველი დაატრენინგეს იმაზე, რომ მათ ათვლის წერტილად სინათლე
გამოეყენებინათ და სახელური განსაზღვრული მიმართულებით
გადაეტრიალებინათ. სამიზნე სინათლის გამოჩენისთანავე მაიმუნები მას
იყენებდნენ, როგორც მიმართულებას სახელურის როტაციისთვის. ფიზიკური
როტაციისას მაიმუნის ქერქული აქტივობა იწერებოდა. მოგვიანებით, თუმცა
სახელური აღარ ჩანდა, სამიზნე სინათლე სხვადასხვა ადგილას კვლავ ინთებოდა.
კვლავ იწერდნენ ქერქულ აქტივობას. ამ დროს მოტორული ქერქის აქტივობა
საინტერესო პატერნს ავლენდა - ფიქსირდებოდა იგივე აქტივობა, რაც სახელურის
როტაციისას. სხვა კვლევამ, რომელიც ფსიქიკურ როტაციებს აფასებდა, ამ
დავალებისას ასევე დაადასტურა მოტორული ქერქის (არე შუბლის წილის უკანა
ნაწილში) აქტივაცია. ხელის მოძრაობასთან დაკავშირებული არეების აქტივაცია
3

ფსიქიკური როტაციის დავალების დროსაც აღინიშნებოდა (Eisenegger, Herwig, &


Jancke, 2007; Zacks, 2008).

პრიმატების კვლევები გვეუბნება, რომ ცერებრულ ქერქს აქვს სივრცითი


რეპრეზენტაციები, რომლებიც თვალის ბადურაზე ასახულ ორგანზომილებიან
გამოსახულებებს ჰგავს (იხილეთ Kosslyn, 1994ბ). ეს გამოსახულებები რეალური
სამყაროს ასახვაა მხედველობით ველში (Cohen et al.,1996; Kosslyn et al., 1995). თუ
ადამიანების მიერ ფსიქიკური წარმოსახვის დავალებების შესრულებისას ქერქის
იგივე არეები აქტიურდება, მაშინ ფსიქიკური წარმოსახვა ფსიქიკურ
რეპრეზენტაციაში რეალური სამყაროს ილუსტრაცია უნდა იყოს.

თავის ტვინის ვიზუალიზაციის ახალი ტექნიკა თავის ტვინის აქტივობის


გამოსახულებას იძლევა არაინვაზიური მეთოდებით. მაგალითად, ფუნქციური
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ
ფსიქიკური როტაციის დავალებებში თავის ტვინის იგივე არეებია ჩართული, რაც
აღქმის შემთხვევაში (Cohen et al., 1996; see also Kosslyn & Sussman, 1995). შესაბამისად,
ნეიროფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ეს ორი პროცესი - წარმოსახვა და
აღქმა ეკვივალენტურია არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ მსგავსი აქტივობითაც
ხასიათდება.

რადგან ფსიქიკური ხატების აღდგენა ჩვენ მეხსიერებიდან გვიწევს, ფსიქიკური


წარმოსახვაც იმავე პროცესებს ეფუძნება, რასაც მეხსიერება? თუ ეს ასეა, მაშინ
ფუნქციური ეკვივალენტობის ჰიპოთეზას საფუძველი გამოეცლება. თუ წარმოსახვა
ყველა ფუნქციის ”ფუნქციურად ეკვივალენტურია”, მაშინ მისი ეკვივალენტობის
იდეა საერთოდ უნდა უარვყოთ. ფსიქოლოგიური კვლევების დეტალური
მიმოხილვით მოიპოვება განსხვავებები ადამიანის წარმოსახვისა და მეხსიერების
დავალებებს შორის, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოსახვა არ არის
მეხსიერების ფუნქციური ეკვივალენტი (Georgopoulos & Pellizzer, 1995).

საბოლოოდ, ტრადიციული და ნეიროფსიქოლოგიური კვლევების შედეგები


მხარს უჭერს აღქმისა და წარმოსახვის ფუნქციური ეკვივალენტობის იდეას.
ფსიქიკური გამოსახულებებისა და პროპოზიციების ნეიროფსიქოლოგიურ კვლევებს
უფრო დეტალურად შემდეგ თავში განვიხილავთ.
4

გენდერი და ფსიქიკური როტაცია

ფსიქიკური როტაცია შეისწავლეს, როგორც მხედველობითი წარმოსახვის ერთ-


ერთი ასპექტი. კვლევების ნაწილი აჩვენებს, რომ მამაკაცები უკეთ უმკლავდებიან
როტაციის დავალებებს, ვიდრე ქალები (Collins & Kimura, 1997; Roberts & Bell,2000a,
2000b, 2003), კვლევების მეორე ნაწილი ამ აზრს არ ადასტურებს (Beste et al., 2010;
Jaencke & Jordan, 2007; Jansen-Osmann & Heil, 2007). იმ კვლევებში, სადაც
გენდერული განსხვავებები ვერ იპოვეს, სასტიმულე მასალად ფსიქიკური
როტაციისთვის ასოები ან ციფრები გამოიყენებოდა, შესაბამისად, შესაძლებელია,
რომ სიმბოლოებისა და საგნების როტაცია სხვადასხვა პროცესებს ეფუძნებოდეს.
ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, ეს უპირატესობა შემცირდა პირველი
კვლევების შემდეგ. გამოვლინდა ამ ეფექტის ბევრი საინტერესო მახასიათებელი.
პირველი - ადრეულ ასაკში ამ ტიპის დავალებების შესრულების, ან
ნევროლოგიური აქტივაციის თვალსაზრისით განსხვავებები არ გამოვლინდა
(Roberts & Bell, 2000a, 2000b). მეორე - თხემის წილები ქალებთან და მამაკაცებთან
განსხვავებულად აქტიურდებოდა. ერთი და იმავე როტაციის დავალების
შესრულებისას ქალებთან თხემის წილის ნაკლები აქტივაცია აღინიშნებოდა, ვიდრე
მამაკაცებთან. ამასთან ქალებთან, მამაკაცებისგან გასხვავებით, ვლინდებოდა
შუბლის წილის ქვედა არეების აქტივაცია (Hugdahl et al., 2006; Thomsen et al., 2000;
Zack, 2008). ქალებთან სივრცით დავალებებში თავის ტვინის ორივე ჰემისფეროა
ჩართული, ხოლო მამაკაცებთან ამ ფუნქციას უპირატესად მარჯვენა ჰემისფერო
წარმართავს. განსხვავება თავის ტვინის აქტივაციაში შესაძლებელია ვლინდებოდეს
ქალებისა და კაცების მიერ ფსიქიკური როტაციის დავალებების გადაწყვეტის
განსხვავებული სტრატეგიების გამოყენების გამო (Blake, McKenzie, & Hamm, 2002;
Hugdahl et al., 2006; Jordan et al., 2002). გარდა ამისა, ქალებს თხემის წილში უფრო
მეტი რუხი ნივთიერება აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, რაც, შესაძლოა, ამცირებს მათ
ეფექტურობას ფსიქიკური როტაციის დავალებების გადაწყვეტისას (მათ მეტი
ძალისხმევა დასჭირდებათ დავალების შესასრულებლად) (Koscik et al., 2009).
ვარჯიშის შედეგად გენდერული განსხვავებები მცირდება ან საერთოდ ქრება (Bosco,
Longoni, & Vecchi, 2004; Kass, Ahlers, & Dugger, 1998).
5

ფსიქიკური გამოსახულების გადიდება: გამოსახულების მასშტაბირება

გამოსახულების ზომისა და მასშტაბირების კვლევები ეფუძნება იმ იდეას, რომ


ფსიქიკური გამოსახულება ჩვენი რეპრეზენტაციებისა და პერცეპტების ფუნქციურად
ეკვივალენტურია. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვიყენებთ ფსიქიკურ ხატებს ისევე, როგორც
აქტიურ აღქმას.

მაგალითად, როდესაც შენობას შორიდან უყურებთ, თქვენ ვერ დაინახავთ იმდენ


დეტალს, რამდენსაც ახლო მანძილიდან დაინახავდით. ჩვენ გამოსახულების
გადიდების შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს. ძირითადად, დიდი ობიექტების
დეტალების დანახვა უფრო მარტივია, ვიდრე პატარა ზომის ობიექტებისა.
დაკვირვებისას ჩვენ უფრო სწრაფად ვპასუხობთ შეკითხვებს დიდი ობიექტების
შესახებ, ვიდრე მცირე ობიექტები შესახებ. თუ დავუშვებთ, რომ აღქმა და ფსიქიკური
რეპრეზენტაციები ფუნქციურად ეკვივალენტურია, მაშინ მონაწილეებმა უფრო
სწრაფად უნდა გასცენ პასუხი შეკითხვებს დიდი ობიექტების შესახებ, ვიდრე
შეკითხვებს მცირე ობიექტების შესახებ.

რა ხდება, როცა ობიექტებს ვადიდებთ დეტალების აღსაქმელად? გარკვეულ


მომენტში ჩვენ ვაღწევთ წერტილს, როცა აღარ შეგვიძლია მთლიანი ობიექტის აღქმა.
მთლიანი ობიექტის აღსაქმელად ჩვენ უნდა დავაპატარავოთ გამოსახულება.
პერცეპტული გადიდების პროცესის უკეთ გასაგებად იხილეთ ჩანართი კოგნიტური
ფსიქოლოგიის შესახებ: გამოსახულების მასშტაბირება.

ვიზუალური აღქმის კვლევაში თქვენს მიერ დანახული საგნების ზომის


კონტროლი მკვლევრისთვის მარტივია. წარმოსახვითი ხატების კვლევისას
ობიექტების ზომის კონტროლი გაცილებით რთულია. დარწმუნებული ხართ, რომ
სპილოს გამოსახულება სხვის გონებაში იმავე ზომისაა, როგორიც თქვენსაში?
საბედნიეროდ, არსებობს ამ სირთულის გადაწყვეტის გზები (Kosslyn, 1975).

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესახებ


გამოსახულების მასშტაბირება
მოძებნეთ დიდი წიგნების კარადა (სასურველია, იყოს იატაკიდან ჭერამდე; თუ არა,
6

გააღეთ მაცივრის კარი და დააკვირდით შიგთავსს). იმდენად ახლოს დადექით


კარადასთან, რომ შესაძლებელი იყოს მისი სრულად დანახვა. ახლა შეეცადეთ
ყველაზე პატარა წიგნის წარწერა წაიკითხოთ ამ მანძილიდან. მზერის ფოკუსის
შეუცვლელად ამ დროს ხედავთ მთელ კარადას? შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ პატარა
წიგნისგან (რომელზეც ფოკუსირდებით) ყველაზე მეტად დაშორებული წიგნის
წარწერა? იმის მიხედვით, თუ რისი დანახვა გსურთ (დეტალის, როგორიცაა წიგნის
წარწერა, თუ მთლიანი კარადისა), თქვენ ადიდებთ ან აპატარავებთ მხედველობის
ფოკუსს. როდესაც თქვენ უყურებთ მცირე დეტალს, რთული იქნება მთლიანი
კარადის დანახვა და პირიქით. ეს ფსიქიკურ ხატებზეც ვრცელდება.

ერთ-ერთი გზა წარმოსახვითი ხატის ზომით მანიპულირებისთვის პირობითი


ზომების გამოყენებაა (Kosslyn, 1975). მონაწილეებს სთხოვენ ცხოველების ოთხი
წყვილის წარმოდგენას - სპილო და კურდღელი, კურდღელი და ბუზი, კურდღელი
და სპილოს ზომის ბუზი, კურდღელი და ბუზის ზომის სპილო (ცხრილი 7.10 და
კოგნიტური ფსიქოლოგიის შესახებ: გამოსახულების სკანირება). შემდეგ
მონაწილეებს სთხოვენ კურდღლის მახასიათებლების შესახებ სპეციფიკურ
შეკითხვებზე პასუხის გაცემას, პასუხის გასაცემად გამოყოფილი დრო შეზღუდულია.
მონაწილეებს მცირე ობიექტების დეტალების შესახებ შეკითხვებზე პასუხის გაცემა
უფრო უჭირთ, ვიდრე დიდი ზომის ობექტების დეტალების შესახებ. უფრო
რთულად გასცემენ პასუხს შეკითხვებს კურდღლის შესახებ, რომელიც სპილოსთან ან
სპილოს ზომის ბუზთან დგას, ვიდრე კურდღლის შესახებ, რომელიც ბუზთან ან
ბუზის ზომის სპილოსთან დგას. ამ შედეგებს შემდეგ დასვნებამდე მივყავართ:
წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს მხედველობითი ხატებისთვის ფსიქიკური
ეკრანი აქვს და შეხედეთ სპილოს თვალს. რაც უფრო დიდია თვალი ეკრანზე, მით
უფრო მეტი დეტალის დანახვა შეგვიძლია (Kosslyn, 1983; Kosslyn & Koenig, 1992).
მეორე კვლევაში პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეებსა და კოლეჯის
განათლების მქონე ზრდასრულებს ეკითხებოდნენ, ახასიათებს თუ არა გარკვეულ
ცხოველს დასახელებული ფიზიკური ნიშანი (Kosslyn, 1976). მაგალითად, ”კატას
აქვს კლანჭები?” ან ”კატას აქვს თავი?” ერთ შემთხვევაში მონაწილეებს ფსიქიკური
ხატების გამოყენებით თითოეული ცხოველის ვიზუალიზაციას სთხოვდნენ
7

შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. მეორე შემთხვევაში მონაწილეებს აღარ სთხოვდნენ


ფსიქიკური ხატების გამოყენებას. ნავარაუდევი იყო, რომ ამ შემთხვევაში ვერბალურ
შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ისინი ვერბალურ-პროპოზიციულ ცოდნას
გამოიყენებდნენ. მხედველობითი ხატების გამოყენებისას ყველა მონაწილე უფრო
სწრაფად პასუხობდა შეკითხვას ცხოველის დიდი ნაწილის შესახებ, ვიდრე მცირე
ზომის ნაწილის შესახებ. მაგალითად, ეკითხებოდნენ კატის თავისა (უფრო დიდი) და
კლანჭების (უფრო პატარა) შესახებ. განსხვავებული შედეგები მიიღეს მეორე
შემთხვევაში, როცა მონაწილეებს აღარ სთხოვდნენ ფსიქიკური ხატების გამოყენებას.
მეოთხეკლასელები და ზრდასრულები უფრო სწრაფად პასუხობდნენ შეკითხვაზე
ცხოველის არსებითი, განმასხვავებელი ნიშნის შესახებ. მაგალითად, ისინი უფრო
სწრაფად პასუხობდნენ შეკითხვას კატის კლანჭების შესახებ (განმსახვავებებელი
ნიშანი), ვიდრე თავის შესახებ (ყველა ცხოველს აქვს). მახასიათებლის ფიზიკური
ზომა ამ შემთხვევაში მეოთხეკლასელებისა და ზრდასრულების პასუხების
სისწრაფეზე გავლენას არ ახდენდა.

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესახებ

გამოსახულების სკანირება
შეხედეთ კურდღელსა და ბუზს სურათზე 7.10. ახლა დახუჭეთ თვალები და
წარმოიდგინეთ ორივე გონებაში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უყურებთ მხოლოდ
ბუზს, განსაზღვრეთ მისი თავის ფორმა. შეამჩნიეთ, როგორ გაადიდეთ
წარმოდგენილი ხატი, რათა დეტალურად დაგენახათ ბუზის თავის მახასიათებლები?
თუ თქვენ გავხართ ადამიანების უმრავლესობას, თქვენ შეძლებთ წარმოდგენილი
ნახატის გადიდებას დეტალების უკეთ დასანახად.
ახლა შეხედეთ კურდღელსა და სპილოს. დაიმახსოვრეთ სურათი. დახუჭეთ
თვალები და შეხედეთ სპილოს. წარმოიდგინეთ, რომ სპილოსკენ მიდიხართ და ნელ-
ნელა უახლოვდებით მას. შეამჩნიეთ მომენტი, როცა თქვენ ვეღარ დაინახეთ
კურდღელი ან მთლიანი სპილო? თუ თქვენ ადამიანთა უმრავლესობას გავხართ,
აღმოაჩენთ, რომ სპილოს გამოსახულება დაფარავს მთელ თქვენს მხედველობით
ველს. მთლიანი სპილოს ”დასანახად” თქვენ მენტალურად უნდა შეამციროთ მისი
ზომა.
8

საინტერესოა, რომ პირველკლასელები მაშინაც უფრო სწრაფად პასუხობდნენ


შეკითხვებს დიდი დეტალების შესახებ, როცა მათ არ სთხოვდნენ ცხოველის ხატის
წარმოდგენას. ბავშვების უმრავლესობა ამბობდა, რომ იყენებდნენ ფსიქიკურ ხატებს
მაშინაც, როცა მათ არ სთხოვდენენ ამის გაკეთებას. გარდა ამისა, ორივე შემთხვევაში
ზრდასრულები უფრო სწრაფად პასუხობდნენ შეკითხვებს, ვიდრე ბავშვები. მაგრამ
ეს განსხვავება გაცილებით უფრო დიდი იყო კვლევის მეორე ეტაპზე, ვიდრე
წარმოსახვითი ხატების გამოყენების ინსტრუქციის მიცემისას. ეს შედეგები
ადასტურების ფუნქციური ეკვივალენტობის ჰიპოთეზას: როდესაც რაღაცას ხედავენ
”ფსიქიკური თვალით”, ბავშვებსა და ზრდასრულებს დაახლოებით ერთი დრო
ესაჭიროებათ მის აღსაქმელად ისევე, როგორც რეალური ობიექტის დანახვისას.

ფიგურა 7.10 დეტალების გადიდება


Stephen Kosslyn (1983) ობიექტების ფსიქიკური მასშტაბირების პროცესის შესასწავლად
ექსპერიმენტის მონაწილეებს დასაკვირვებლად სთხოვდნენ კურდღლისა და ბუზის ან კურდღლისა
და სპილოს წარმოდგენას.

კვლევების შედეგები მხარს უჭერს ორმაგი კოდირების თეორიას. უპირველეს


ყოვლისა, ზრდასრულებისა და უფროსი ასაკის ბავშვების შედეგები განსხვავდება
მათ მიერ ხატების (ვიზუალური წარმოსახვითი კოდი) და პროპოზიციების
(სიმბოლური კოდი) გამოყენების მიხედვით. გარდა ამისა, განსხვავდება
9

პროპოზიციული ცოდნისა და ხატოვანი წარმოსახვითი უნარის განვითარების


დინამიკა. ბავშვებს არ ჰქონდათ პროპოზიციული ცოდნა და უფრო ნელა
პასუხობდნენ შეკითხვებს, ვიდრე უფროსები. რეპრეზენტაციის ფორმების
ჩამოყალიბების პროცესში ასაკობრივი განსხვავებებიც ადასტურებს Paivio-ს
მოსაზრებას ორი დამოუკიდებელი კოდის არსებობის შესახებ.

ობიექტების შეფასება: გამოსახულების სკანირება


Stephen Kosslyn-მა ფსიქიკური გამოსახულებების ფსიქიკური სკანირების სახით
საკუთარი ჰიპოთეზისთვის დამატებითი მტკიცებულებები იპოვა. წარმოსახვითი
ხატების სკანირების კვლევას საფუძვლად დაედო მოსაზრება, რომ ფსიქიკური
ხატების სკანირება ისევე შესაძლებელია, როგორც ფიზიკური პერცეპტისა. გარდა
ამისა, ჩვენი სტრატეგიები წარმოსახვითი სკანირებისთვის იგივე უნდა იყოს, რაც
პერცეპტული სკანირებისთვის. წარმოსახვითი სკანირების ფუნქციური
ეკვივალენტობის კვლევის მიზანი პერცეპტული და წარმოსახვითი სკანირების
მახასიათებლების კვლევა და მათი შედარებაა.
მაგალითად, აღქმისას შორი მანძილიდან სკანირებას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე
ახლო მანძილიდან (Denis & Kosslyn, 1999). კოსლინის ერთ-ერთ ექსპერიმენტში
მონაწილეებს გამოგონილი კუნძულის რუკას (შეგიძლიათ იხილოთ სურათზე 7.11)
აჩვენებდნენ (Kosslyn, Ball, & Reiser, 1978). რუკაზე სხვადასხვა ობიექტი ჩანდა -
ქოხი, ხე და ტბა. მონაწილეები იქამდე შეისწავლიდნენ რუკას, სანამ მეხსიერებით
მის სრულად აღდგენას შეძლებდნენ. დამახსოვრების ფაზის დასრულების შემდეგ
კრიტიკული ფაზა იწყებოდა:
 მონაწილეებს უნდა მოესმინათ სიტყვების ჩამონათვალი და ფსიქიკური
წარმოსახვითი სკანირების შედეგად დაედგინათ, იყო თუ არა დასახელებული
ობიექტი კუნძულზე.
 როგორც კი მიაღწევდნენ ობიექტის დანიშნულებას, ღილაკისთვის ხელი უნდა
დაეჭირათ.
 შემდეგ კვლავ წაუკითხავდნენ სიტყვას.
 მონაწილეს უნდა მოეძებნა ახალი ობიექტი და დაეჭირა ხელი ღილაკისთვის,
როგორც კი დანიშნულების ადგილს მიაღწევდა.
10

ეს პროცედურა რამდენჯერმე მეორდებოდა. ყოველ ცდაზე მონაწილეები


ფსიქიკურად გადაადგილდებოდნენ წარმოსახვითი კუნძულის ობიექტებს შორის.
ექსპერიმენტატორი ყოველ ცდაზე თითოეული მონაწილის მიერ პასუხის გასაცემად
საჭირო დროს ინიშნავდა, ასე განსაზღვრავდა სკანირებისთვის საჭირო დროს.

ფიგურა 7.11 ფსიქიკური სკანირება: წარმოსახვითი კუნძული.


Stephen Kosslyn-მა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს გამოგონილი კუნძულის რუკა, რათა დაედგინათ
ფსიქიკური წარმოსახვითი და აღქმულის სკანირების ფუნქციური ეკვივალენტობა.

რა აღმოაჩინა კოსლინმა? მანძილის ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა


ფსიქიკური რუკის წარმატებული სკანირებისთვის საჭირო დრო. რაც უფრო შორს
იყო დასახელებული ობიექტი, მით უფრო მეტი დრო ესაჭიროებოდა მონაწილეს მის
მოსაძებნად. მონაწილეების რუკა გონებაში აღბეჭდილი ჰქონდათ, როგორც
გამოსახულება. მონაწილეები ისევე ათვალიერებდნენ ამ ფსიქიკურ გამოსახულებას,
როგორც ნამდვილ რუკას.
11

ეს შედეგები ობიექტების გამოყენების დროსაც განმეორდა. ერთ-ერთ კვლევაში


Borst და Kosslyn (2008) ცდის მონაწილეებს ხანმოკლე დროით აჩვენებდნენ
წერტილებს ეკრანზე. ფსიქიკური გამოსახულების სკანირების დავალებაში
მონაწილეებს უნდა დაემახსოვრებინათ წერტილების ადგილმდებარეობა.
წერტილების ჩვენების შემდეგ მონაწილეებს აწვდიდნენ ცარიელ ფურცელს,
რომელზეც მხოლოდ ისარი იყო გამოსახული. მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება,
მიმართული იყო თუ არა ისარი ერთ-ერთი წერტილისკენ, რომელიც მანამდე
ეკრანზე იხილეს. მეორე შემთხვევაში აწვდიდნენ ფურცელს, რომელზეც, ისრის
გარდა, წერტილებიც იყო გამოსახული. ორივე შემთხვევაში პასუხის დრო
იზრდებოდა სამიზნე წერტილსა და ისარს შორის მანძილის ზრდასთან ერთად.
ეს შედეგები ცხადყოფს, რომ წარმოსახვითი და აქტიური ფიზიკური სტიმულის
(ამ შემთხვევაში წერტილის) ძიების მექანიზმები იდენტურია. თუ მონაწილეები
სივრცითი რეპრეზენტაციების ნაცვლად იყენებენ კოდებს, როგორც ამას პილიშინის
პროპოზიციული თეორია (1973) გვეუბნება, მაშინ მანძილს ისარსა და წერტილს
შორის წარმოსახვით ეკრანზე არ უნდა ემოქმედა დავალების შესრულების დროზე,
მაგრამ დრო გაიზარდა მანძილის ზრდის პროპორციულად. გაიხსენეთ - Shepard-ისა
და Metzler -ის (1971) ექსპერიმენტში დაადგინეს რეაქციის დროის ზრდა როტაციის
კუთხის ზრდის შესაბამისად.
წარმოსახვითი მხედველობითი კოდების მხარდამჭერი კვლევები სხვა
სფეროებშიც ჩატარდა. მაგალითად, შედეგების იგივე პატერნი გამოვლიდა
ობიექტების სკანირებისას სამ განზომილებაში (Pinker, 1980). მონაწილეები
აკვირდებოდნენ და შემდეგ ფსიქიკურად აღადგენდნენ სამგანზომილებიან
ობიექტებს - სათამაშოებს ღია ყუთში - შემდეგ წარმოსახვითად ათვალიერებდნენ
თითოეულ ობიექტს.

რეპრეზენტაციული იგნორირება
აღქმასა და წარმოსახვით ხატებს შორის კავშირს რეპრეზენტაციული იგნორირების
შემთხვევებიც ააშკარავებს. ბევრ პაციენტთან ვხვდებით სივრცით იგნორირებას
(იხილეთ თავი 4). ამ პაციენტებთან ეგრეთ წოდებული რეპრეზენტაციული
იგნორირება ვლინდება. როგორც მანამდე აღვნიშნეთ, სივრცითი იგნორირებისას
12

პიროვნება უარყოფს/არ აქცევს ყურადღებას მხედველობითი ველის ნახევარს.


რეპრეზენტაციული იგნორირების კვლევისას პიროვნებას სთხოვდნენ წარმოედგინა
გარკვეული სცენა; წარმოდგენილი ხატის აღწერის შედეგად ცხადი გახდა, რომ
სივრცითი უგულებელყოფა წარმოსახვით ხატებზეც ვრცელდება. იგნორირების ეს
ორი ტიპი ხშირად ერთად იჩენდა თავს, თუმცა შესაძლებელია ცალკე
დამოუკიდებლადაც წარმოქმნილიყო. Peru-მ და
Zapparoli-მ (1999) აღწერეს ქალის შემთხვევა, რომელიც არ ავლენდა სივრცითი
იგნორირების ნიშნებს, მაგრამ იტანჯებოდა რეპრეზენტაციული იგნორირებით.
კვლევების მეორე ნაწილში რეპრეზენტაციული იგნორირების მქონე პაციენტებს
აღუწერდნენ გარკვეულ სურათს. პაციენტები ვერ ახერხებდნენ სურათის მარცხენა
ნაწილის აღდგენას (Logie et al., 2005). მსგავსად ამისა, როცა პაციენტებს
აჩვენებდნენ გარკვეულ გამოსახულებას, ისინი აღწერდნენ მთლიან გამოსახულებას,
მაგრამ როდესაც სურათს ვეღარ ხედავდნენ და მათ სთხოვდნენ გამოსახულების
აღდგენას მეხსიერებით, ისინი ვერ აღწერდნენ სურათის მარცხენა ნაწილს (Denis et
al., 2002).
რეპრეზენტაციული იგნორირება თავს იჩენს მაშინ, როცა დაკვირვების ფოკუსს
განუსაზღვრავენ ცდის მონაწილეებს (Rode et al., 2004). მაგალითად, თუ
რეპრეზენტაციული იგნორირების მქონე პირს თხოვდნენ საკუთარი სამზარეულოს
აღწერას, ის ამ დავალებას წარმატებით უმკლავდებოდა. როგორც კი იმავე პირს
სთხოვდნენ საკუთარი სამზარეულოს აღწერას მაცივრის ადგილიდან, იგნორირების
ნიშნები ვლინდებოდა. როგორც ჩანს, პაციენტს აქვს მთლიანი ხატის გამოსახულება,
მაგრამ ფსიქიკური ხატის გენერირებისას ზოგჯერ ეს ცოდნა მიუწვდომელია.

 შეამოწმე საკუთარი ცოდნა

1. რა არის ფსიქიკური როტაცია?


2. როგორია ფსიქიკური როტაციის ნეიროფსიქოლოგიური კვლევების
შედეგები?
3. რა არის გამოსახულების მასშტაბირება?
4. როგორ ვახორციელებთ წარმოსახვითი ხატების სკანირების პროცესს?
5. რა არის რეპრეზენტაციული იგნორირება?
13

ხატებისა და პროპოზიციების სინთეზი


ამ თავში ჩვენ ცოდნის რეპრეზენტაციის ორი თეორია განვიხილეთ. ერთი ორმაგი
კოდირების თეორიაა, რომელიც გვეუბნება, რომ ცოდნა წარმოდგენილია როგორც
ხატებით, ისე სიმბოლოებით. მეორე არის პროპოზიციული თეორია, რომელიც
ცოდნის ასახვის ერთადერთ - სიმბოლოებით რეპრეზენტაციის - გზას აღიარებს.
მანამ ამ ორი ჰიპოთეზის სინთეზს შემოგთავაზებდეთ, განვიხილოთ ამ სფეროში
განხორციელებული კვლევები. ინფორმაციას განვიხილავთ Finke-ს მხედველობითი
წარმოსახვის პრინციპების გათვალისწინებით (ნახეთ ცხრილი 7.3).

ჩვენ უკვე განვიხილეთ Finke-ს მხედველობითი წარმოსახვითი რეპრეზენტაციის


სამი კრიტერიუმი. ფსიქიკური წარმოსახვა აღქმის ფუნქციური ეკვივალენტია. ეს
დასკვნები ფსიქიკური როტაციის, გამოსახულების მასშტაბირებისა და სკანირების
კვლევების შედეგებს ეფუძნება. თუმცა ორაზროვანი და უცხო ფიგურების კვლევები
ააშკარავებს აღქმისა და წარმოსახვის ანალოგიის შეზღუდვებს.

ექსპერიმენტატორის მოლოდინები თუ აისახება ექსპერიმენტის


შედეგებზე?

მიუხედავად პროპოზიციებისა და ფსიქიკური გამოსახულებების თანაარსებობის


მტკიცებულებებისა (Borst, 2008; Kosslyn, 2006; Pylyshyn, 2006), დებატები კვლავ
გრძელდება. ზოგიერთი შედეგი, შესაძლებელია, გარემოს მოლოდინის ეფექტით
იყოს განპირობებული (მონაწილეებზე გავლენას ახდენს ექსპერიმენტატორის
მოლოდინები) (Intons-Peterson, 1983). ხომ არ ქმნის ცდის მონაწილეებისთვის
ექსპერიმენტატორის მოლოდინები იმპლიციტურ მოთხოვნას, იმოქმედონ მისი
მოლოდინების შესაბამისად?
Intons-Peterson-მა (1983) გადაწყვიტა ამ საკითხის კვლევა. ის მანიპულირებდა
ექსპერიმენტატორების მოლოდინებით. ექსპერიმენტატორთა ერთ ნაწილს
ეუბნებოდა, რომ მონაწილეები უკეთ გაუმკლავდებოდნენ პერცეპტულ და არა
წარმოსახვით დავალებებს, ხოლო მეორე ნაწილს საპირისპირო მოლოდინებს
უყალიბებდა. ექსპერიმენტატორების მოლოდინებს შორის განსხვავება თუ
აისახებოდა მონაწილეთა შედეგებზე? აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტატორთა
14

მოლოდინები სამი ტიპის დავალებაზე - გამოსახულების სკანირებაზე, ფსიქიკურ


როტაციაზე და დავალებაზე, სადაც აღქმასა და წარმოსახვას ადარებდნენ ერთმანეთს
-ახდენდა გავლენას.

ცხრილი 7.3 მხედველობითი წარმოსახვის პრინციპები: შედეგები


რამდენად არის შესაბამისობაში Ronald Finke-ს მხედველობითი წარმოსახვის პრინციპებთან
ამ თავში განხილული კვლევების შედეგები?

პრინციპი კვლევის შედეგები

1. ჩვენს მიერ გამოსახულების ფსიქიკური როტაცია იმეორებს მოძრაობისა და სივრცის


ფსიქიკური ტრანსფორმაცია ფიზიკურ კანონებს (მაგ., Shepard & Metzler, 1971)
და გამოსახულებებს შორის დამახინჯებულ სტიმულთან დაკავშირებული შეცდომების
ფსიქიკური გადაადგილება ჩათვლით (Duncan & Bourg, 1983.) (იხილეთ თავი 3
იმეორებს ფიზიკური პერცეპტულ სტიმულთან შესადარებლად). თუმცა
ობიექტების ტრანსფორმაციისა აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ფსიქიკური ხატისთვის
და მათ შორის გადაადგილების წარმოდგენილი ობიექტის ფსიქიკური როტაცია ზუსტად
პროცესს. არ ასახავს აღქმული ობიექტის ფიზიკურ როტაციას (მაგ.,
Gogos et al., 2010; Hinton, 1979; Zacks, 2008). ზოგიერთ
შემთხვევაში ცოდნის არახატოვანი რეპრეზენტაციები ან
კოგნიტური სტრატეგიები გამოიყენება. გამოსახულების
სკანირებისას შორი მანძილიდან ობიექტის
დათვალიერებისთვის გვჭირდება მეტი დრო, ვიდრე ახლო
მანძილიდან დაკვირვებისას (Borst & Kosslyn, 2008; Kosslyn,
Ball, & Reiser, 1978).

2.სივრცითი მიმართებები გამოსახულების ზომის კვლევებში ფსიქიკური ხატების


მხედველობით წარმოსახულ კოგნიტური მანიპულაციები პერცეპტებით
გამოსახულებებს შორის მანიპულაციების ანალოგიურია. ისევე, როგორც
ფიზიკურ სივრცეში მხედველობითი აღქმის კვლევებში, გამოსახულების
არსებულის ანალოგიურია. მასშტაბის ზრდა შეზღუდულია. მხედველობითი ველის
ანალოგიურად, ლიმიტირებულია გამოსახულებისთვის
განკუთვნილი სივრცეც, რომელზე „დაკვირვების“
შესაძლებლობაც ადამიანს ეძლევა. ცალკეული ობიექტის
დიდი დეტალის ან ობიექტის ნაწილის დასანახად,
15

შესაძლებელია საჭირო გახდეს ობიექტის დაპატარავება


ზომაში, მცირე დეტალისა თუ ნაწილის დასანახად კი
პირიქით (Kosslyn,1975). კიდევ ერთ შრომაში (Kosslyn,
1976) გამოჩნდა, რომ უფრო მარტივია ფსიქიკური
გამოსახულების დიდი ზომის დეტალების (მაგ. კატის
თავი), ვიდრე მცირე ზომის დეტალებისა (მაგ. კატის
კლანჭები). თუ ობიექტები ახლოს დგას ერთმანეთთან
ფიზიკურ სივრცეში, ისინი ფსიქიკურ სივრცეშიც
ერთმანეთთან ახლოს იქნება წარმოდგენილი (Kosslyn, Ball,
& Reiser, 1978).

3. ფსიქიკურ გამოსახულებას ფსიქიკური ხატის ჩამოყალიბების შემდეგ მონაწილეებს


შეუძლია ისეთი ინფორმაციის შეეძლოთ პასუხი გაეცათ შეკითხვებზე, რომლის შესაბამის
მოწოდება, რომელიც არ იყო ინფორმაციას ფსიქიკურ ხატში ვერ იპოვიდნენ. Reed-ის
ექსპლიციტურად შენახული (1974), ასევე Chambers-ისა და Reisberg-ის (1985) კვლევები
ინფორმაციის აღბეჭდვისას. მიუთითებს პროპოზიციული რეპრეზენტაციების როლზე.
Finke-ს (1989), ასევე Peterson-ისა და მისი კოლეგების (1992)
კვლევები კი ამტკიცებს, რომ სწორი დასკვნების
გამოსატანად ზოგჯერ მხედველობითი წარმოსახვითი
რეპრეზენტაციებიც საკმარისია.

4.ფსიქიკური დაბადებიდან უსინათლო ადამიანების კვლევები


გამოსახულებების ცხადყოფს, რომ ფსიქიკური წარმოსახვა სივრცითი
კონსტრუქცია მხედველობით მახასიათებლების სახით შეიძლება კონსტრუირებული
აღქმული ფიგურების იყოს მხედველობით კი არა, არამედ შეხებით მიღებული
კონსტრუქციის ანალოგიურია. ინფორმაციით. კოგნიტური რუკების კვლევით (e.g.,
Friedmann & Montello, 2004; Louwerse & Zwaan, 2009;
Saarinen, 1987b; Tversky, 1981; Wagner, 2006) მიღებულ
შედეგებზე დაყდნობით ჩანს, რომ ორივე -
პროპოზიციული და წარმოსახვითი ცოდნის
რეპრეზენტაციები - აყალიბებს სივრცით კონსტრუქციებს.

5.მხედველობითი წარმოსახვა დასტურდება, რომ მხედველობითი პერცეპტების


ფუნქციურად მანიპულირებაში ჩართული თავის ტვინის არეები
ეკვივალენტურია მონაწილეობს ფსიქიკური წარმოსახვის პროცესებშიც (e.g.,
მხედველობითი აღქმისა, see Farah et al., 1988a, 1988b; see also Zacks, 2008). ასევე ჩანს,
16

რამდენადაც მათ საფუძვლად რომ სივრცითი და მხედველობითი წარმოსახვის


ერთი და იგივე პროცესები ცერებრული საფუძვლები განსხვავდება.
უდევს.

როდესაც ექსპერიმენტატორები მოელოდნენ უკეთეს შედეგებს პერცეპტულ


დავალებაში, მონაწილეები შესაბამისად მოქმედებდნენ, იგივე ეფექტი ვლინდებოდა
საპირისპირო მოლოდინებისას. ეს შედეგები მეორდებოდა მაშინაც კი, თუ
მონაწილეები არ ხვდებოდნენ ექსპერიმენტატორს და მათ სასტიმულო მასალა
კომპიუტერით მიეწოდებოდათ. ამრიგად, ექსპერიმენტის მონაწილეების შედეგები
ვიზუალიზაციის დავალებებში ნაწილობრივ თავად დავალების შესრულების
ინსტრუქციის მახასიათებლებით იყო განპირობებული. ხოლო ინსტრუქციის
მახასიათებლები ექსპერიმენტატორების მოლოდინებით განისაზღვრებოდა.
სხვა მკვლევრებიც გამოეხმაურნენ ამ კვლევებს (Jolicoeur & Kosslyn, 1985a, 1985b).
ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს არ სთხოვდნენ ფსიქიკური გამოსახულებების
სკანირებას. მათ ორ შეკითხვას უსვამდნენ: შეკითხვას, რომელზე საპასუხოდ საჭირო
იყო გამოსახულების სკანირება და შეკითხვას, რომელიც არ საჭიროებდა ფსიქიკური
ხატის დათვალიერებას. მაშინაც კი, როცა გამოსახულების სკანირება არ იყო
განსაზღვრული დავალების იმპლიციტური მოთხოვნით, ობიექტის დაშორებასთან
ერთად იზრდებოდა გამოსახულების სკანირებისთვის საჭირო დრო. როდესაც
შეკითხვაზე საპასუხოდ არ იყო საჭირო გამოსახულების სკანირება, მიუხედავად
შეკითხვის ფოკუსისა, რეაქციის დრო უცვლელი იყო.
კიდევ ერთ ექსპერიმენტში Jolicoeur-მა და Kosslyn-მა გამოიყენეს სურათ 7.11-ზე
დახატული კუნძულის რუკა. მონაწილეებს აქაც სთხოვდნენ რუკის წარმოდგენას და
სკანირებას ერთი ლოკაციიდან მეორემდე. ისინი უყალიბებდნენ
ექსპერიმენტატორებს მოლოდინს, რომ შედეგები წრფივი ფუნქციის ნაცვლად U-ს
ფორმის მრუდით გამოისახებოდა. მიუხედავად მოლოდინებისა, კვლევის შედეგები
არ შეცვლილა და კვლავ წრფივი ფუნქციით ვლინდებოდა. ამრიგად,
ექსპერიმენტატორის მოლოდინები არ ახდენდა გავლენას მონაწილეების პასუხებზე.
აღქმისა და წარმოსახვის ფუნქციური ეკვივალენტობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
დებატები პროპოზიციული და ფუნქციური ეკვივალენტობის ჰიპოთეზებს შორის
დღეისთვის არსებული ცოდნით ვერ გადაწყდება (Keane, 1994). თითოეული
17

კვლევისთვის, რომელიც წარმოსახვისა და აღქმის ანალოგიურობას ადასტურებს,


შეიძლება რაციონალური რეინტერპრეტაცია მოიძებნოს. რეინტერპრეტაცია კვლევის
შედეგების განსხვავებულ ახსნას გვაძლევს. შესაძლებელია ალტერნატიული ახსნა
ნაკლებად დამაჯერებელი იყოს, ვიდრე ემპირიკოსების მიერ თავდაპირველად
შემოთავაზებული, მაგრამ ეს შეხედულებაც ვერ იქნება სრულად უარყოფილი.
ამასთან, დებატები ფუნქციურ-ეკვივალენტურ და პროპოზიციულ შეხედულებებს
შორის შეიძლება ემპირიზმისა და რაციონალიზმის ჭიდილად გარდაიქმნას.

Johnson-Laird-ის ფსიქიკური მოდელი

ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე ფსიქიკური რეპრეზენტაციების სამ ფორმა


გამოიყოფა: პროპოზიციები, გამოსახულებები (ხატები) ან ფსიქიკური მოდელები
(Johnson-Laird, 1983, 1999; Johnson-Laird & Goldvarg, 1997). პროპოზიცია არის
შინაარსის სრულიად აბსტრაჰირებული რეპრეზენტაცია, რომლის გადმოცემაც
ვერბალურადაც არის შესაძლებელი. სიტყვიერი ექსპრესიის შესაძლებლობა
განასხვავებს Johnson-Laird-ის შეხედულებას სხვა კოგნიტივისტების
მოსაზრებებისგან.

ფსიქიკური მოდელები არის ცოდნის სტრუქტურები, რომელთაც ინდივიდები


აგებენ საკუთარი გამოცდილების გაგებისა და ახსნისთვის (Brewer, 2003; Goodwin &
Johnson-Laird, 2010; Johnson-Laird, 2001; Schaeken et al., 1996; Tversky, 2000). ეს
მოდელები აიგება ინდივიდის გამოცდილების შესახებ მისივე იმპლიციტურ
თეორიებზე დაყრდნობით, რომლებიც, აუცილებელი არ არის ზუსტი იყოს.
მაგალითად, თქვენ შესაძლებელია გქონდეთ ფსიქიკური მოდელი „როგორ
დაფრინავენ თვითმფრინავები?“ მაგრამ მოდელი განისაზღვრება არა ფიზიკური, ან
სხვა კანონებით, არამედ თქვენი რწმენებით ობიექტებისა და აქტივობების შესახებ.
იგივე შეიძლება ითქვას ტექსტური ან სიმბოლური აზროვნების ფსიქიკური
მოდელების შესახებაც (Byrne, 1996; Ehrlich, 1996; Garnham & Oakhill, 1996).

„კატა არის მაგიდის ქვეშ“ სხვადასხვა გზით შეიძლება იყოს


რეპრეზენტირებული: როგორც პროპოზიცია (რადგან შესაძლებელია მისი
ვერბალურად გადმოცემა), როგორც გამოსახულება (კონკრეტული კატა კონკრეტული
18

მაგიდის ქვეშ), როგორც ფსიქიკური მოდელი (ნებისმიერი კატის და ნებისმიერი


მაგიდის).

არსებობს ფსიქიკური მოდელების გამოყენების დამადასტურებელი არგუმენტები?


Mani-სა და Johnson-Laird-ის ექსპერიმენტში (1982) ზოგიერთ მონაწილეს აწვდიდნენ
ზუსტ ინფორმაციას ობიექტის ლოკალიზაციის შესახებ (კონკრეტული აღწერილობა).
მონაწილეების მეორე ნაწილი იღებდა ბუნდოვან ინფორმაციას ობიექტის შესახებ
(გაურკვეველი აღწერილობა). ანალოგიისთვის ნახეთ ვაშინგტონის ლოკალიზაციის
აღწერა: ის მდებარეობს ალექსანდრიას, ვირჯინიასა და ბალტიმორს, მარილენდს
შორის; მეორე ბუნდოვანი განსაზღვრებით კი ის წყნარ და ატლანტის ოკეანეებს
შორის მდებარეობს. დეტალური აღწერისას მონაწილეები იღებდნენ დამატებით
სივრცით მონაცემებს ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ მათ უჭირდათ
დეტალების ვერბალურად აღდგენა. მაგალითად, ისინი იმახსოვრებდნენ
გეოგრაფიულ ინფორმაციას ვაშინგტონის შესახებ, მაგრამ არ შეეძლოთ აღწერის
სიტყვა-სიტყვით აღდგენა. დამატებითი სივრცითი ინფორმაციის არსებობა
მიუთითებს ინფორმაციის ფსიქიკური მოდელის ჩამოყალიბებაზე. ის ფაქტი, რომ
ისინი სიტყვიერად ვერ აღადგენდნენ აღწერას, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ
მონაწილეები დამატებითი სივრცითი ინფორმაციის გამოყენებისას ეყრდნობოდნენ
ფსიქიკურ მოდელებს. მათი ფსიქიკური რეპრეზენტაციები არ ეფუძნებოდა
ადგილმდებარეობის სიტყვიერ აღწერას.

როგორ ფიქრობთ, რა მოხდა, როცა მონაწილეებს ობიექტის ლოკალიზაციის


ბუნდოვანი აღწერა მიაწოდეს? მათ უჭირდათ სივრცითი ინფორმაციის წარმატებით
გამოყენება, მაგრამ უკეთ ახსოვდათ სიტყვიერი აღწერა. ავტორებმა ივარაუდეს, რომ
მონაწილეები ვერ არჩევდნენ საჭირო ფსიქიკურ მოდელს, რადგან ბუნდოვანი
ინფორმაცია მრავალ ფსიქიკურ მოდელს ააქტიურებდა და არ აძლევდათ ერთი
კონკრეტული ფსიქიკური მოდელის შერჩევის შესაძლებლობას. ამის ნაცვლად,
მონაწილეები ინფორმაციის, როგორც ვერბალურად გამოხატული პროპოზიციის,
რეპრეზენტაციას ახდენდნენ. ფსიქიკური მოდელები, როგორც ცოდნის
რეპრეზენტაციის ფორმა, კოგნიტური ფენომენების ფართო სპექტრის აღსაწერად
გამოიყენებოდა, მათ შორის, მხედველობითი აღქმის, მეხსიერების, ტექსტის
19

ნაწყვეტის გაგების, მსჯელობის (Johnson-Laird, 1983, 1989). მაგალითისთვის


განვიხილოთ წინადადება: „ზოგიერთი ძაღლი პუდელია.“ ამ წინადადების
რეპრეზენტაციისთვის როგორ შეიძლება ააგოთ ფსიქიკური მოდელი?

შესაძლებელია ფსიქიკური მოდელების არსებობით ავხსნათ ისეთი აღმოჩენები,


რომლებიც სრულად ვერ ავხსენით მხედველობითი წარმოსახვის ფარგლებში.
ექსპერიმენტების მთელი სერია შეისწავლიდა დაბადებიდან უსინათლო ადამიანებს
(Kerr, 1983). რადგან ამ მონაწილეებს არასდროს აღუქვამთ მხედველობით, შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ მათ არასდროს ჰქონიათ მხედველობითი ხატები (ყოველ
შემთხვევაში, ამ სიტყვის ორდინარული გაგებით). კოსლინის დავალებების ნაწილი
ადაპტირებული იყო როგორც მხედველი, ასევე უსინათლო პირებისთვის (Kerr, 1983).
მაგალითად, რუკის სკანირების დავალებაში ექსპერიმენტატორი იყენებდა დაფას
ტოპოგრაფიული ნიშნებით, რომელთა ტაქტილურად აღქმა იყო შესაძლებელი.
შემდეგ სთხოვდა მონაწილეებს, ჩამოეყალიბებინათ დაფის ფსიქიკური ხატი.

Kerr სთხოვდა მონაწილეებს, წარმოედგინათ სხვადასხვა ზომის საყოფაცხოვრებო


ობიექტები. უსინათლო პირები გაცილებით დიდ დროს ანდომებდნენ თითოეული
დავალების შესრულებას, ვიდრე სხვა მონაწილეები. პასუხების პატერნი კი ორივე
ჯგუფში მსგავსი იყო. მათ უფრო ნაკლები დრო სჭირდებოდათ მოკლე მანძილების,
ვიდრე გრძელი მანძილების სკანირებისას. ისინი უფრო სწრაფად პასუხობდნენ
შეკითხვებს დიდი ზომის ობიექტების შესახებ, ვიდრე მცირე ზომის ობიექტების
შესახებ. სივრცითი წარმოსახვის რეპრეზენტაციები არ არის მხედველობითი
პერცეპტების ანალოგი.

ჰაპტური (ხელის შეხებით მიღებული ინფორმაციის) „წარმოსახვა“ ააშკარავებს


ფსიქიკური წარმოსახვის სხვა მოდალობების არსებობას. ჰაპტური წარმოსახვა
რამდენიმე მკვლევარმა იკვლია. მათ აღმოაჩინეს, რომ ჰაპტურ და მხედველობით
წარმოსახვას აქვს საზიარო მახასიათებლები. ორივე ტიპის წარმოსახვისას თავის
ტვინის იდენტური არეები აქტიურდება (James et al., 2002; Zhang et al., 2004).
სავარაუდოდ, ჰაპტური წარმოსახვისას მხედველობითი წარმოსახვითი მოდელის
ანალოგიური ფსიქიკური მოდელი ყალიბდება. წარმოსახვითი რეპრეზენტაცია
სმენით მოდალობაშიც ყალიბდება (სმენაზე დაყრდნობით). მკვლევრებმა
20

აღმოაჩინეს, რომ მონაწილეებს ჰქონდათ როგორც მხედველობითი, ისე სმენითი


ფსიქიკური ხატებიც (Intons-Peterson, Russell, & Dressel, 1992). კერძოდ, მონაწილეებს
მეტი ძალისხმევა სჭირდებოდათ ხმის ასაწევად, ვიდრე დასაწევად. ისინი უფრო
ნელა ამუშავებდნენ სტიმულს კატის კრუტუნიდან ტელეფონის ხმამაღალ ზარზე
გადასვლისას, ვიდრე კატის კრუტუნიდან საათის წიკწიკის ხმაზე გადასვლისას.
ფსიქიკურად წარმოსახული სტიმულების გაადამუშავების შედეგები ფიზიკური
სტიმულების გადამუშავების ანალოგიური იყო. ამის საპირისპირო შედეგები მიიღეს,
როცა ინდივიდებს სთხოვდნენ სტიმულების გარჩევას ფსიქოფიზიკური
მახასიათებლების მიხედვით. მონაწილეებს უნდა შეედარებინათ, იყო თუ არა
კრუტუნი საათის წიკწიკზე ხმადაბალი (ორი შედარებით მსგავსი სტიმული), შემდეგ
უნდა განესაზღვრათ. იყო თუ არა კატის კრუტუნი უფრო ხმადაბალი, ვიდრე
ტელეფონის ზარი. როგორც ჰაპტური წარმოსახვისას, სმენითი სტიმულების
კონცეპტუალიზაცია უფრო მარტივი იყო ფსიქიკური მოდელების ტერმინებით,
ვიდრე ფსიქიკური პიქტოგრამული რეპრეზენტაციებით, რომლებზეც ადამიანები
საუბრობენ მხედველობითი წარმოსახვის სიტყვიერად გადმოცემისას.

ფსიქოფიზიკური ტესტებით სმენითი შეგრძნებისა და აღქმის კვლევების შედეგები


სმენითი და ჰაპტური წარმოსახვის კვლევის შედეგების ანალოგიურია. სხვა
კვლევაში მონაწილეებს სთხოვდნენ ნაცნობი ან უცნობი სიმღერის ნაწყვეტების
მოსმენას პაუზებით. თავის ტვინის კვლევები ცხადყოფს, რომ მაშინ, როცა დგებოდა
პაუზა, სმენითი ქერქი ნაცნობი სიმღერის მოსმენით უფრო ძლიერად
აქტივირდებოდა, ვიდრე უცნობი სიმღერით (Kraemer et al., 2005). ამ შედეგების
მიხედვით, სმენითი ხატის გენერირებისას იგივე არეები აქტიურდება, რაც
მოსმენისას.

აზროვნებისას დაშვებულ შეცდომებზე მცდარი ფსიქიკური მოდელებია


პასუხისმგებელი. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი (Brewer, 2003). სკოლის
ბავშვებს სიცხე და სიცივე ობიექტებს შორის მოძრავი სუბსტანცია ჰგონიათ. ბავშვებს
ასევე სჯერათ, რომ მცენარეები საკვებს მიწიდან იღებენ და რკინისგან გაკეთებული
გემი უნდა ჩაიძიროს. ზრდასრულებსაც კი უჭირთ თვითმფრინავიდან
გადმოგდებული ნივთის ტრაექტორიის განსაზღვრა.
21

გამოცდილება გამოსადეგი ინსტრუმენტია მცდარი ფსიქიკური მოდელების


შესასწორებლად (Greene & Azevedo, 2007). ერთ კვლევაში სუნთქვის პროცესის მცდარ
ფსიქიკურ მოდელებს შეისწავლიდნენ. კვლევაში მონაწილეობდა სტუდენტების
ჯგუფი, რომელთაც მცდარი წინასწარმეტყველება გააკეთეს სუბთქვის პროცესებთან
დაკავშირებით. ეს წინასწარმეტყველებები მცდარ ფსიქიკურ მოდელებს
ეფუძნებოდა. ექსპერიმენტატორებმა ლაბორატორიული გამოცდილება გამოიყენეს
სუნთქვის პროცესების შესახებ სტუდენტთა ცოდნის გასამდიდრებლად. ერთი
ჯგუფი წინასწარმეტყველებებს აკეთებდა ექსპერიმენტამდე, მეორე არა.
ლაბორატორიული აქტივობის შემდეგ მონაწილეთა პასუხები უმჯობესდებოდა. ეს
გაუმჯობესება უფრო თვალსაჩინო იყო მაშინ, როცა სტუდენტები ექსპერიმენტამდე
გამოთქვამდნენ ვარაუდებს სუნთქვის პროცესებთან დაკავშირებით (Modell et al.,
2000). ეს კვლევა შეიძლება სწავლის პროცესში გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს სასუნთქი სისტემის მუშაობის პრინციპის
ახსნას, ხოლო შემდეგ სასუნთქი სისტემის მუშაობის სადემონსტრაციოდ
ექსპერიმენტს შესთავაზებს, მოსწავლეები, რომლებმაც არასწორად უპასუხეს
შეკითხვას, უკეთ გაიგებენ საკითხს. ამრიგად, ექსპერიმენტს შეუძლია მცდარი
ფსიქიკური მოდელების შესწორება. მაგრამ ექსპერიმენტი უფრო სასარგებლოა მაშინ,
როცა მცდარი მოდელი ექსპლიციტურია.

საერთო ჯამში ფსიქიკური მოდელები დამატებით მნიშვნელობას მატებს


პროპოზიციებსა და მხედველობით ხატებს. ისინი არ არის ექსკლუზიური, მაგრამ
სხვა ორი ფორმის დამატებას წარმოადგენს. ფსიქიკური მოდელები მხედველობითი
ხატებისგან განსხვავებული წარმოსახვის ჰაპტური და სმენითი ფორმების
ემპირიული აღმოჩენების ახსნის შესაძლებლობას გვაძლევს.

ნეირომეცნიერება: მრავლობითი კოდის მტკიცებულება

კოგნიტური კვლევის მონაწილეებზე გავლენას ახდენდა ექსპერიმენტატორის


მოლოდინები. მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტორები ერთნაირ
გავლენას მოახდენს ყველა კვლევის შედეგზე. მაგალითად, დავუშვათ, თქვენ
დაიმახსოვრეთ ყველა სიტყვა აღქმისა და აზროვნების ცერებრული საფუძვლების
შესახებ მეორე თავიდან (ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი დაშვებაა თქვენთვის ან
22

ნეიროფსიქოლოგიურ კვლევაში მონაწილე ინდივიდთა უმრავლესობისთვის).


იმოქმედებთ ექსპერიმენტატორის მოლოდინების შესაბამისად? თქვენ დაგჭირდებათ
თავის ტვინის აქტივობისა და ფუნქციების პირდაპირი კონტროლი იმისთვის, რომ
შეძლოთ კონკრეტულ პერცეპტულ ან კოგნიტურ პროცესებთან დაკავშირებით
ექსპერიმენტატორის მოლოდინების შესაბამისად სიმულაცია. ასევე ნაკლებად
სავარაუდოა, რომ თავის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებმა იციან, რა ტიპის
დეფიციტს იწვევს მათ მიერ მიღებული დაზიანება. შესაბამისად,
ნეიროფსიქოლოგიური კვლევები ბევრი საკამათო საკითხის გადაწყვეტის
შესაძლებლობას იძლევა ორმაგი კოდირების პროცესების შესწავლისას.

მარცხენა თუ მარჯვენა ჰემისფერო: ინფორმაციით მანიპულირების ადგილი

ზოგიერთი მკვლევარი მისდევს თავის ტვინის დაზიანების და კოგნიტური


დეფიციტის შესწავლის ტრადიციულ პატერნს. წარმოსახვის ნეიროფსიქოლოგიური
კვლევების საწყისი თავის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებისა და „გახლეჩილი“
ტვინის კვლევებია. გაიხსენეთ მეორე თავში იმ პაციენტების კვლევები, რომლებსაც
ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია, რითაც დაირღვა კავშირი მარჯვენა და
მარცხენა ჰემისფეროებს შორის. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მარჯვენა ჰემისფერო
აღქმის პროცესების მსგავსად მანიპულირებს მხედველობით-სივრცითი ცოდნით
(Gazzaniga & Sperry, 1967). ამის საპირისპიროდ, მარცხენა ჰემისფერო უფრო
დახელოვნებულია ვერბალური და სხვა სიმბოლური ცოდნის რეპრეზენტაციაში.

ცერებრულ ასიმეტრიას ევოლუციური საფუძვლები აქვს (Corballis, 1989). მარჯვენა


ჰემისფერო ფიზიკური სამყაროს ანალოგიურად ახდენს ინფორმაციის
რეპრეზენტაციას. იმავეს აღმოვაჩენთ სხვადასხვა ცხოველების თავის ტვინის
კვლევისას. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, მხოლოდ ადამიანის ტვინს აქვს
ახალი ინფორმაციის გენერირების მიზნით, წარმოსახვითი ხატებითა და
სიმბოლოებით (მაგ. თანხმოვანი და ხმოვანი ბგერები და გეომეტრიული ფორმები)
მანიპულირების უნარი. მაგალითად, სიტყვა „ტექსტი“ („text”), როგორც ზმნა,
რამდენიმე წლის წინ არ გამოიყენებოდა. დღეს ის ადამიანთა უმრავლესობისთვის
ცნობილია, როგორც შეტყობინების გაგზავნა. Corballis-ის თანახმად, მხოლოდ
ადამიანს შეუძლია იმის გაგება, რაც მას მანამდე არასდროს აღუქვამს.
23

ლატერალიზაციის კვლევების შედეგების გადახედვამ შეხედულებები შეცვალა


(Corballis, 1997). ფსიქიკური როტაციის უახლესი ნეიროფსიქოლოგიური კვლევები
როგორც ადამიანებთან, ასევე ცხოველებთან ცხადყოფს, რომ ნებისმიერი დავალების
შესრულებისას ნაწილობრივ ორივე ჰემისფერო აქტიურია.

მარჯვენა ჰემისფეროს დომინანტობა ამ სფეროში, რომელსაც ადამიანებთან


ვხვდებით, შესაძლებელია იყოს იმის შედეგი, რომ მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციები
ძირითადად ლინგვისტურ უნარებზეა მიმართული. შესაბამისად, სასარგებლო იქნება
ანალოგიური წარმოსახვითი ფუნქციებისა და სიმბოლური პროპოზიციული
ფუნქციების ცერებრულ-ჰემისფერული დისოციაციის კვლევა. ამ საკითხის
გადაწყვეტამდე მეცნიერებს თავის ტვინის ფუნქციონირების უკეთ შესწავლა
დაჭირდებათ.

ხატების ორი ტიპი: მხედველობითი და სივრცითი

მხედველობითი წარმოსახვის შეფასებისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ


გამოსახულება სხვადასხვა ფორმით შეიძლება შევინახოთ გონებაში იმის მიხედვით,
თუ რა ტიპის გამოსახულებას დავამუშავებთ (Farah, 1988a, 1988b; Farah et al., 1988a).
აქ მხედველობითი წარმოსახვა მხედველობითი მახასიათებლების - ფერებისა და
ფორმების - რეპრეზენტაციას ეთმობოდა. სივრცითი წარმოსახვა გვჭირდება
სივრცითი მახასიათებლების - სიღრმე, მანძილი, ორიენტაცია -
რეპრეზენტაციისთვის.
განვიხილოთ 36 წლის L. H.-ის, რომელმაც 18 წლის ასაკში თავის ტვინის ტრავმა
მიიღო, მაგალითი: მას დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა და მარცხენა კეფა-
საფეთქლის არეები, მარჯვენა საფეთქლის წილი და მარჯვენა შუბლის წილის ქვედა
ნაწილი. L.H.-ის თავის ტვინის დაზიანება მიუთითებდა მხედველობითი და
სივრცითი ხატების რეპრეზენტაციისა და გადამუშავების უნარის შესაძლო
დარღვევაზე. ფიგურა 7.12 წარმოდგენილია L. H.-ის თავის ტვინის დაზიანების
სურათი.
24

ფიგურა 7.12 საფეთქლის წილის დაზიანება.


L. H.-ს დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა საფეთქლის წილი და მარჯვენა შუბლის წილის ქვედა
ნაწილი, როგორც ეს პირველ სურათზეა ასახული; ასევე კეფა-საფეთქლის არე, როგორ მეორე
სურათზეა ნაჩვენები.
წყარო: From Robert Solso, Cognitive Psychology, ed 6, p. 306. Copyright © 2000 Elsevier. დაბეჭდილი
ნებართვით.
25

ფიგურა 7.13 L. H.-ის შედეგები მხედველობითი და სივრცითი წარმოსახვის


დავალებებში.

L. H.-ს შეეძლო სხვადასხვა ობიექტის ზუსტად დახატვა. სურათის (a) ნაწილი აჩვენებს, რა უნდა
დაეხატა, ხოლო (b) ნაწილში წარმოდგენილია მისი ნახატი. მაგრამ ის ვერ ახერხებდა მის მიერვე
დახატული ობიექტების ცნობას. მიუხედავად ძლიერად გამოხატული მხედველობითი წარმოსახვითი
დეფიციტისა (სურათი (c) ფერი, ზომა, ფორმა), L. H. კარგად უმკლავდებოდა სივრცით-წარმოსახვით
დავალებებს (სურათი (d) როტაცია, სკანირება, მასშტაბირება).
წყარო: ამოღებულია M. J. Farah, K. M. Hammond, D. N. Levine, & R. Calvanio. Visual and spatial mental
imagery: Dissociable systems of representation. Cognitive Psychology, 20, 439–462, © 1988, with permission
from Elsevier.
26

თავის ტვინის დაზიანების მიუხედავად, L.H.-ს მხედველობითი აღქმა


შენარჩუნებული ჰქონდა. მას შეეძლო სხვადასხვა სურათის გადახატვა (ფიგურა
7.13(a) და (b)), მაგრამ არ შეეძლო მის მიერვე გადახატული სურათების ცნობა. სხვა
სიტყვებით, ის ვერბალურ იარლიყებს ვერ აკავშირებდა დასურათებულ
ობიექტებთან. ის ვერ უმკლავდებოდა შეკითხვებს ობიექტის ფერისა და ფორმის
შესახებ, რაც მხედველობითი წარმოსახვის გამოყენებას მოითხოვდა. ეს გასაკვირია,
რადგან სხვა დავალებებს L. H. ნორმალურად ასრულებდა. ეს დავალებები იყო: 1)
როტაცია (ორგანზომილებიანი ასოების, სამგანზომილებიანი ობიექტების); 2)
ფსიქიკური სკანირება, მასშტაბირება, მატრიცის დამახსოვრება, ასოების კუთხეები; 3)
შტატის ადგილმდებარეობა (ფიგურა 7.13(c) და (d)). ეს დავალებები ადასტურებდა,
რომ L. H.-ს სივრცითი წარმოსახვის უნარები შენარჩუნებული ჰქონდა. დაკვირვების
ეს შედეგები ადასტურებს, რომ სივრცითი და მხედველობითი წარმოსახვა
განსხვავებული უნარებია.

მკვლევრები ასევე იყენებდნენ გამოწვეული პოტენციალების მეთოდს (event-related


potentials, ERP; იხილეთ თავი 2, ცხრილი 2.3). ისინი ამ გზით ადარებდნენ
მხედველობით აღქმასთან დაკავშირებულ ცერებრულ პროცესებს მხედველობითი
წარმოსახვისას (Farah et al., 1988b). როგორც გახსოვთ, პირველადი მხედველობითი
ქერქი ლოკალიზებულია კეფის წილში. მხედველობითი აღქმისას ERP ძირითადად
კეფის არეში ვლინდება. თუ მხედველობითი წარმოსახვა მხედველობითი აღქმის
ანალოგია, ჩვენ უნდა მოველოდეთ, რომ იგივე კეფის არე გააქტიურდება
მხედველობითი წარმოსახვისას.

Farah-ს კვლევაში ERP-ს იკვლევდნენ კითხვის დავალებებით. ერთ შემთხვევაში


მონაწილეებს სთხოვდნენ კონკრეტული სიტყვების (მაგ. კატა) წაკითხვას. მეორე
შემთხვევაში იმავე ტიპის სიტყვების ჩამონათვალს კითხულობდნენ და
პარალელურად წარმოიდგენდნენ წაკითხულ სიტყვას (შესაბამისი ობიექტის ხატს).
თითოეული სიტყვა 200 მილისეკუნდით მიეწოდებოდათ. ERP-ს იწერდნენ კეფისა
და საფეთქლის წილის სხვადასხვა არეებში. აღმოაჩინეს, რომ წარმოსახვისა და
აღქმის დავალებებში ERP მსგავსი იყო პირველი 450 მილისეკუნდის განმავლობაში.
ამ დროის გასვლის შემდეგ ამ მონაწილეებთან წარმოსახვითი დავალებით კეფის
27

წილის აქტივობა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მონაწილეებთან, რომლებსაც არ


სთხოვდნენ წაკითხული სიტყვის შესაბამისი ობიექტის წარმოდგენას.

„ნეიროფსიქოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, ჩვენი კოგნიტური


აგებულება მოიცავს ორივეს - რეპრეზენტაციებს ობიექტთა როგორც ფიზიკური
მახასიათებლების (ფორმა, ფერი, პერსპექტივა), ისე სივრცითი ასპექტების
(სამგანზომილებიან სივრცეში ადგილმდებარეობის) შესახებ. ” (Farah et al., 1988a, p.
459). ობიექტების სიტყვიერი იარლიყებისა (ობიექტის ცნობა დასახელებით) და
მახასიათებლების (ობიექტების მახასიათებლების შესახებ შეკითხვებზე პასუხის
გაცემა) ცოდნა ააშკარავებს პროპოზიციულ, სიმბოლურ ცოდნას დასურათებული
ობიექტების შესახებ. ამის საპირისპიროდ, გამოსახულების როტაციისა თუ ზომის
ცვლილების უნარი ააშკარავებს ობიექტების შესახებ ხატოვან-წარმოსახვითი,
ანალოგიური ცოდნის არსებობას. ამრიგად, რეპრეზენტაციის თითოეული ფორმა
კონკრეტული ტიპის შეკითხვების საპასუხოდ იყენებს ჩვენს ცოდნას.

 შეამოწმე საკუთარი ცოდნა

1. რატომ არის მნიშვნელოვანი ინსტრუქციის მახასიათებელების


გათვალისწინება მკვლევრის ექსპერიმენტის დაგეგმვისა და
ინტერპრეტაციისას?
2. რა ტიპის ფსიქიკური მოდელი შემოგვთავაზა Johnson-Laird-მა?
3. როგორია განსხვავება მხედველობით და სივრცით წარმოსახვას შორის?

სივრცითი კოგნიცია და კოგნიტური რუკები

აქამდე განხილულ კვლევათა უმრავლესობა პიქტოგრამული ცოდნის


რეპრეზენტაციით ინტერესდებოდა. ეს კვლევები შეისწავლიდა ჩვენს აღქმას
მხედველობითი სტიმულის დანახვისას და წარმოდგენისას. სხვა კვლევები
გვეუბნება, რომ ჩვენ შესაძლებელია ვიყალიბებდეთ წარმოსახვით რუკებს
გარემოსთან ინტერაქციისა და ნავიგაციის პროცესში. ეს მოსაზრება მაშინაც
მართლდება, როცა ჩვენ არ გვეძლევა „სრული სურათის დანახვის“ შესაძლებლობა.
სივრცითი კოგნიცია ასრულებს ორ- და სამგანზომილებიან სივრცეში ობიექტებისა
28

და აქტივობების შესახებ ცოდნის შეძენის, ორგანიზებისა და გამოყენების


ფუნქციებს.

კოგნიტური რუკები არის ჩვენი ფიზიკური გარემოს შიდა რეპრეზენტაციები,


რომლებიც ფოკუსირებულია სივრცით მიმართებებზე. კოგნიტური რუკები გარემოს
სივრცითი მახასიათებლების ამსახველი რეპრეზენტაციებია (Rumelhart & Norman,
1988; Wagner, 2006).

ვირთხების, ფუტკრების, მტრედებისა და ადამიანების შესახებ

1930-იან წლებში Edward Tolman-ს ეკუთვნოდა კოგნიტური რუკების პირველი


კვლევები. ამ პერიოდში ფსიქოლოგების მიერ შეუძლებლად იყო მიჩნეული ისეთი
კოგნიტური პროცესების კვლევა, რომლებზეც პირდაპირი გზით დაკვირვება ან
რომელთა შეფასება შეუძლებელი იყო (თქვენ არ შეგიძლიათ ჩაიხედოთ ადამიანის
თავში და „დაინახოთ“, რაზე ფიქრობს ის). ერთ-ერთ კვლევაში მკვლევრები
დაინტერესდნენ ვირთხების უნარით, დაესწავლათ ლაბირინთი (ფიგურა 7.14)
(Tolman & Honzik, 1930). ვირთხები სამ ჯგუფად დაყვეს:

1. პირველ ჯგუფში ვირთხებს უნდა დაესწავლათ ლაბირინთი. მათ ლაბირინთის


სწორად გავლისას საკვებით აჯილდოვებდნენ. საბოლოოდ ვირთხები
უშეცდომოდ გადიოდნენ ლაბირინთს ყოველ ცდაზე. ისინი აღარ უშვებდნენ
შეცდომებს და არ შედიოდნენ ლაბირინთის ჩიხებში.
2. ვირთხების მეორე ჯგუფიც ჩასვეს ლაბირინთში, მაგრამ მათ არ აძლევდნენ
ჯილდოს გასასვლელის მოძებნისას. მათი წარმატების ხარისხი სულ უფრო
იზრდებოდა, მაგრამ პირველი ჯგუფისგან განსხვავებით, ისინი კვლავ უშვებდნენ
შეცდომებს. ასეთი შედეგები არ იწვევს გაკვირვებას. დაჯილდოებულ ჯგუფს
უფრო ძლიერი სტიმული აქვს დასწავლისთვის.
3. ვირთხების მესამე ჯგუფს არ აჯილდოვებდნენ 10 დღის განმავლობაში.
მეთერთმეტე დღეს მათ პირველად ახვედრებდნენ საკვებს ლაბირინთის
გასასვლელში. რამდენიმე ცდაში ეს ვირთხები ისეთივე წარმატებით გადიოდნენ
ლაბირინთს, როგორც ვირთხები პირველი ჯგუფიდან.
29

კოგნიტური ფსიქოლოგიის გამოყენება

ორმაგი კოდები
როგორია ცოდნის რეპრეზენტაციისას ორი ტიპის კოდის გამოყენების
უპირატესობა? ორი ტიპის გამოყენება შესაძლებელია ზედმეტ დატვირთვად
ჩაითვალოს, მაგრამ სიმბოლური პროპოზიციული ცოდნისგან განსხვავებული
ფიზიკური და სივრცითი მახასიათებლების ანალოგიური კოდის არსებობა ხშირად
ძალიან გამოსადეგია. დაფიქრდით, როგორ დაისწავლით კოგნიტური ფსიქოლოგიის
მასალას. ადამიანების უმრავლესობა მიდის ლექციაზე და იღებს ინფორმაციას
ლექტორისგან. გარდა ამისა, ისინი კითხულობენ მასალას წიგნიდან ისევე, როგორც
ახლა თქვენ კითხულობთ. თუ ცოდნის მხოლოდ ანალოგიური რეპრეზენტაცია
გაქვთ, მაშინ დიდი დრო დაგჭირდებათ ლექტორისგან მოსმენილი ინფორმაციისა
და წაკითხულის ინტეგრირებისთვის. ლექტორისგან მიღებული ინფორმაცია
ძირითადად სმენითი ხატების სახით იქნება მოცემული, ხოლო წაკითხული
ინფორმაცია კი ვიზუალური ხატების სახით. ასეთ შემთხვევებში სიმბოლური კოდი
სასარგებლოა სხვადასხვა მოდალობის ინფორმაციის ინტეგრაციისთვის.
ანალოგიური კოდები საფუძველმდებარე პროპოზიციულ ცოდნასთან
ინტერფერენციის გარეშე ინახავს გამოცდილების მნიშვნელოვან ასპექტებს. ტესტის
წარმატებით დასაწერად არ აქვს მნიშვნელობა, სად დაისწავლეთ ინფორმაცია -
კლასში ლექტორისგან თუ სახლში სახელმძღვანელოდან, მაგრამ მოგვიანებით
შესაძლებელია დაგჭირდეთ პასუხის შემოწმება მის სისწორეში დასარწმუნებლად.
ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ანალოგიური ინფორმაცია დაგეხმაროთ.
ტელევიზორი შეიძლება იყოს ელექტრონული, მაგრამ ახლა ის დიდწილად
ციფრულია. რა არის ციფრული ტელევიზიის უპირატესობა? აქვს ციფრულ
ტელევიზიას ნაკლი?
30

ფიგურა 7.14 ფსიქიკური წარმოსახვის კვლევა ვირთხებთან


Edward Tolman-მა აღმოაჩინა, რომ ქცევითი ექსპერიმენტისას ვირთხები ლაბირინთის ფსიქიკურ
რუკას იყალიბებდნენ.

რას დაისწავლიდნენ ვირთხები Tolman-ისა და Honzik-ის ექსპერიმენტებში?


ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ისინი მარტივად დაისწავლიდნენ „აქ მარჯვნივ
შეუხვიე, იქ მარცხნივ შედი“ და ასე შემდეგ. Tolman-ის თანახმად, ვირთხები
დაისწავლიდნენ კოგნიტურ რუკას, იყალიბებდნენ ლაბირინთის შინაგან
რეპრეზენტაციას. ამ მოსაზრებით Tolman პირველ კოგნიტურ თეორეტიკოსად
გვევლინება. მან პირველმა წამოჭრა საკითხი ქცევის საფუძველმდებარე ფსიქიკური
რეპრეზენტაციების მნიშვნელობის შესახებ.

ათეულობით წლის შემდეგ ძალიან მარტივ ქმნილებებთანაც კი დადასტურდა


კოგნიტური რუკების ჩამოყალიბების უნარი. ამ ქმნილებებს აქვთ ხატოვანი
რეპრეზენტაციების პრიმიტიულ, ანალოგიურ და ზოგჯერ სიმბოლურ ფორმებად
თარგმნის შესაძლებლობები. მაგალითად, ნობელის ლაურეატი გერმანელი მეცნიერი
შეისწავლიდა ფუტკრების ქცევას ნექტარის მოპოვების შემდეგ სკაში დაბრუნებისას
(von Frisch, 1962, 1967).
31

აშკარა იყო, რომ ფუტკრები საკვების მოსაპოვებლად არა მხოლოდ წარმოსახვით


რუკებს იყალიბებენ, არამედ ამ ცოდნას სიმბოლური ფორმებით სხვა ფუტკრებსაც
აწვდიან. სხვადასხვა ცეკვაში სხვადასხვა მნიშვნელობა იდო. მაგალითად, წრეზე
ცეკვა ნიშნავს, რომ საკვების წყარო სკიდან 100 იარდზე ახლოს იმყოფება. რვიანის
ფორმის ცეკვა საკვების წყარომდე არსებულ დიდ მანძილზე მიუთითებდა. ცეკვის
დეტალები განსხვავდებოდა ფუტკრის ჯიშის მიხედვით, მაგრამ ბაზისური ცეკვა
ერთნაირი იყო ყველა ფუტკართან. თუ ფუტკარს შეუძლია ნექტარისკენ მიმავალი
გზის წარმოდგენა, მაშინ რა სირთულის კოგნიტური რუკების ჩამოყალიბება უნდა
იყოს შესაძლებელი ადამიანის გონებაში?

მოშინაურებულ მტრედებს ბრწყინვალე კოგნიტური რუკები აქვთ. ამ ფრინველს


შორი მანძილიდანაც შეუძლია სახლში დაბრუნება. ამ უნარის გამო მტრედები
კომუნიკაციის მნიშვნელოვან წყაროდ განიხილებოდა ანტიკური დროიდან XIX-XX
საუკუნეებამდეც კი. დეტალურად გამოიკვლიეს მტრედების მიერ კოგნიტური
რუკების ჩამოყალიბების პროცესი. მარცხენა ჰიპოკამპუსს გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს ამ პროცესში. მარცხენა ჰიპოკამპუსის დაზიანებისას მტრედები ვეღარ ახერხებენ
სახლში დაბრუნებას. ამასთან, ჰიპოკამპუსის ნებისმიერი ნაწილის დაზიანება იწვევს
სირთულეებს რუკების ჩამოყალიბებაში (Gagliardo et al., 2001, 2009). მარცხენა
ჰიპოკამპუსი ასევე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა გარემოს სივრცითი მიმართებების
აღქმის პროცესში (Bingman et al., 2003).

სხვა კვლევების თანახმად, მარჯვენა ჰიპოკამპუსი გარემოს გლობალური


ნიშნებისადმი არის მგრძნობიარე (მაგ. სივრცის გეომეტრია). კოგნიტური რუკების
ჩამოყალიბებაში ჰიპოკამპუსის ეს ნაწილიც არის ჩართული (Iaria, 2008; Maguire,
Frackowiak, & Frith, 1996).

ადამიანები კოგნიტური რუკების ჩამოყალიბებისა და გამოყენებისას სამი ტიპის


ცოდნას იყენებენ:

1. გარემოს ცოდნა არის ინფორმაცია ადგილმდებარეობის კონკრეტული


მახასიათებლების შესახებ, რაც შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც ხატოვან-
წარმოსახვით, ისე პროპოზიციულ ცოდნას (Thorndyke, 1981).
32

2. მარშრუტის ცოდნა გულისხმობს გადასაადგილებლად კონკრეტული გზების


ცოდნას გარკვეული ლოკაციიდან დანიშნულების ადგილამდე (Thorndyke &
Hayes-Roth, 1982). შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც პროცედურულ, ისე
დეკლარაციულ ცოდნას.
3. ტოპოგრაფიული ცოდნა გულისხმობს ინფორმაციას ორ ლანდშაფტს შორის
მანძილზე, როგორც ეს ტოპოგრაფიულ რუკაზეა წარმოდგენილი (Thorndyke &
Hayes-Roth, 1982). ეს ცოდნა შეიძლება ხატებით ან პროპოზიციებით იყოს
წარმოდგენილი (მაგ. ციფრებით ასახული მანძილი).

ამრიგად, რუკის წარმოსახვითი გამოსახულებების ჩამოყალიბებისთვის ადამიანები


იყენებენ ორივე ტიპის კოდს - კოდი-ანალოგიებს და პროპოზიციულ კოდებს
(McNamara, Hardy, & Hirtle, 1989; Russell & Ward, 1982).

მენტალური რუკების გამოყენების პრაქტიკული წესები: ევრისტიკა

როდესაც ვიყენებთ ტოპოგრაფიულ ცოდნას გზის ან ლანდშაფტის მანძილის


გასაგებად, ვეყრდნობით ისეთ კოგნიტურ სტრატეგიებს, რასაც ევრისტიკას
უწოდებენ. მაგალითად, ცოდნა ლანდშაფტის სიმჭიდროვის შესახებ გავლენას
ახდენს ადგილის შესახებ ჩვენ ფსიქიკურ ხატზე. თუ სიმჭიდროვის ხარისხი
იზრდება, მანძილიც გაზრდილად ფასდება. ცნობილია, რომ ადამიანები ორ ადგილს
შორის მანძილს უფრო მოკლედ აფასებენ, როდესაც მგზავრობენ განსაკუთრებული
ორიენტირის მიმართულებით. მაგალითად, ადამიანს უფრო მოკლედ მიაჩნია
მანძილი პატარიდან დიდ ქალაქში, ვიდრე პირიქით (Twersky, 2005, Wagner, 2006).
ორ ფიზიკურ ლოკაციას შორის მანძილის შესაფასებლად უფრო მეტად გამოოყენება
მარშრუტის ცოდნა, ვიდრე ტოპოგრაფიული, მაშინაც კი როცა ინდივიდი რუკას
უყურებს (McNamara, Ratcliff, McKoon, 1986). როდესაც ცდის მონაწილეებს
ევალებოდათ რეაგირება რუკაზე კონკრეტული ქალაქის გამოჩენის შემთხვევაში.
აღმოჩნდა, რომ ინდივიდების რექციის დრო უფრო სწრაფი იყო, როცა ორი ქალაქი
ახლოს იყო ერთმანეთთან სამარშრუტო მანძილით, ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი
ფიზიკურად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ინდივიდები უფრო ეყრდნობოდნენ
მარშრუტის ცოდნას, მაშინაც კი, როცა ის ტოპოგრაფიულ ცოდნას ეწინააღმდგებოდა.
33

ევრისტული კოგნიტური სტრატეგიის გამოყენება ნიშნავს, რომ პროპოზიციული


ცოდნა აზიანებს ხატს და წარმოდგენას. როდესაც ინდივიდები წყვეტენ პრობლემას
და პასუხობე კითხვებს ხატის შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში კონცეპტუალური
ცოდნა ამახინჯებს ხატს. ამ დროს, პროპოზიციული სტრატეგიები უფრო კარგად
ახსნის ადამიანების პასუხებს, ვიდრე ფსიქიკურ ხატებზე დაფუძნებული
სტრატეგიები (Twersky, 1981). Friedman- ის და Brown-ის კვლევაში (2000, 2002), ცდის
მონაწილეებს თხოვდნენ აღენიშნათ რუკაზე ქალაქები, რომლებიც ერთი კლიმატური
მახასიათებლის მიხედვითღ იყო შერჩეული (კონცეპტუალური ინფორმაცია).
გამოვლენილი დამახინჯებები ასახავდა სწორედ მენტალური რუკების
მახასიათებლების მოწესრიგების ტენდენციას. შესაბამისად, კუთხეები, ფორმები და
ხაზები უფრო აბსტრაქტულ ფორმაშია წარმოდგენილი, ვიდრე რეალობაში, კერძოდ:

1. მარჯვენა კუთხის გავლენა: ადამიანები ფიქრობენ, რომ გადაკვეთის ადგილები


90 გრადუსიანია (მაგ. ქუჩების), რაც ხშირად რეალობას არ შეესაბამება;
2. სიმეტრიის ევრისტიკა: ადამიანები ფიქრობენ, რომ ფორმები უფრო
სიმეტრიულია, ვიდრე ეს რეალობაში გვხვდება;
3. ტრიალის ევრისტიკა: დახრილი ფიგურების და საზღვრების წარმოდგენისას,
ადამიანები წამოიდგენენ მათ როგროც უფრო ვერტიკალურს ან
ჰორიზონტალურს, რაც რეალობას არ შეეფერება;
4. გათანაბრების ევრისიტკა: უსწორმასწორო ლანდშაფტის და საზღვრების
წარმოდგენისას ადამიანები ცდილობენ გაათანაბრონ, გაასწორონ საზღვრები
და ამის გამო ამახინჯებენ თავიანთ ხატს ამ გარემოს შესახებ.
5. რელატიური პოზიციის ევრისტიკა: ლანდშაფტის და ადგილის რელატიური
ადგილმდებარეობა მახინჯდება ინდივიდის წარმოდგენაში, რაც ასახავს
ინდივიდის კონცეპტუალურ ცოდნას იმ კონტექსტის შესახებ, რომელშიც
ლადშაფტი, ადგილი და მისი საზღრები მდებარეობს.

მაგალითად, ცდის მონაწილეებს თხოვდნენ წარმოედგინათ ამერიკის რუკა და


ეთქვათ სან-დიეგოდან აღმოსავლეთით თუ დასავლეთითაა რენო, ნევადა. არმოჩნდა,
რომ ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სან-დიეგო რენოს დასავლეთითაა,
მაშინ როცა რეალობაში რენოა სან-დიეგოს დასავლეთით (Stevens, Coupe, 1978). ასეთი
34

ევრისტიკული სტრატეგიები ასევე ახდენს გავლენას ჩვენი სივრცის აღქმაზეც.


კერძოდ, სიმეტრიის ევრისტიკა ერთნაირად ძლიერ გავლენას ახდენს როგორც
ხატზე, ისე რეალურ პერცპეტზეც (Twersky, 1991). ამავე დროს, რეალურ აღქმის
პროცესებსა და ხატს შორის განსხვავებაა, კერძოდ, რელატიური პოზიციის
ევრისტიკა ხატზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე რეალურ პერცეპტზე
(Twersky, 1991).

სემანტიკური, ანუ პროპოზიციული ცოდნა ასევე გავლენას ახდენს რუკის ხატოვან


რეპრეზენტაციაზე (Saarinen, 1987; Louwerse, Zvaan, 2009). 49 ქვეყნის სტუდენტს
თხოვეს დაეხატათ მსოფლიო რუკა. უმეტესობამ და მათ შორის აზიელებმაც,
მსოფლიო რუკა დახატეს ევროცენტრული პოზიციიდან. ამერიკელებმა რუკა
ამერიკოცენტრულად დახატეს. სტუდენტების უმეტესობამ დაამახინჯა ზომები
ცნობილი ქვეყნების სასარგებლოდ (მაგ., აფრიკაში).

კვლევები უჩვენებენ, რომ კატეგორების შესახებ პროპოზივიული ცოდნა ცვლის და


ამახინჯებს რუკის ფსიქიკურ რეპრეზენტაციას. ერთ-ერთ კვლევაში სწავლობდნენ
სემანტიკური დაჯგუფების გავლენას მანძილის შეფასებაზე (Hirtle,Mascolo, 1986).
ცდის მონაწილეებს უჩვენებდნენ რუკას მასზე ბევრი შენობით და თხოვდნენ
შეეფასებინათ მანძილები ამ შენობებს შორის. ცდის პირებს ჰქონდათ ტენდენცია
დაემოკლებინათ მანძილი ნაცნობ ადგილებს შორის და პირიქით, დაეგრძელებინათ
დისტანცია უცნობ ადგილებს შორის.

You might also like