You are on page 1of 117

სემინარი 6: გვ. 1 – 24, უზნაძედან, გვ.

18 – 36

სემინარი 7: გვ. 24 - 87
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

თავი 3. ვიზუალური აღქმა

თავის მიმოხილვა.

შეგრძნებიდან რეპრეზენტაციამდე

აღქმის ზოგიერთი საბაზისო ცნება

როგორ ვხედავთ არსებულ და არარსებულ საგნებს?

როგორ მუშაობს ჩვენი ვიზუალური სისტემა?

გზები, რომლითაც აღვიქვამთ, თუ რა არის და სად არის.

აღქმისადმი მიდგომები: როგორ შევიგრძნობთ და რას ვხედავთ

“აღმავალი” თეორიები.

 პირდაპირი აღქმა.
 მოდელის თეორიები.
 მახასიათებელთა შედარების თეორიები.
 კომპონენტების მიხედვით ცნობის თეორია.

დაღმავალი“თეორიები.

როგორ მუშაობს „დაღმავალი“ და „აღმავალი“ თეორიები ერთად?

ობიექტებისა და ფორმების ცნობა

მაყურებელზე ცენტრირებული და ობიექტზე ცენტრირებული აღქმის დაპირისპირება.

ჯგუფების აღქმა - გეშტალტის კანონები.

პატერნებისა და სახეების ცნობა.

 პატერნების ცნობის ორი განსხვავებული სისტემა.


 სახეებისა და პატერნების ცნობის ნეირომეცნიერება.

გარემო გვეხმარება დანახვაში

აღქმის მუდმივობა.
1
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სიღრმის აღქმა.

 სიღრმის მიმანიშნებლები.
 სიღრმის აღქმის ნეირომეცნიერება.

დეფიციტი აღქმაში

აგნოზიები და ატაქსიები.

 „რა“ აღქმის სირთულე.


 „როგორ“ აღქმის სირთულე.
 პერცეპტული პროცესები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია თუ არა?

ფერის აღქმის ანომალიები.

რატომ ხდება ეს? აღქმა პრაქტიკაში

საკვანძო თემები

შეჯამება

აზროვნება აზროვნების შესახებ: ანალიტიკური, კრეატიული და პრაქტიკული კითხვები

საკვანძო ტერმინები

მედია რესურსები

კითხვები, რომლებსაც ამ თავში განვიხილავთ:

1. როგორ შეიძლება აღვიქვათ სკამის მსგავსი საგანი მისი სტაბილური ფორმის


შენარჩუნებით იმ პირობებში, როცასხვადასხვა მიმართულებიდან სკამისყურების
დროს ჩვენი თვალის ბადურაზე არსებული გამოსახულება იცვლება?
2. რომელი ორი ფუნდამენტური მიდგომა ხსნის აღქმას?
3. რა ხდება მაშინ, როცა ნორმალური ვიზუალური შეგრძნებების მქონე
ადამიანებს არ შეუძლიათ ვიზუალური სტიმულის აღქმა?

2
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

დავიჯეროთ თუ არა?
თუ შემთხვევით ტირანოზავრს წააწყდებით, შესაძლებელია, რომ ერთ ადგილზე
გაჩერებამ სიკვდილს გადაგარჩინოთ?
გინახავთ ფილმი-იურული პერიოდის პარკი? ამ ფილმში მთავარი გმირები
ტირანოზავრის პირისპირ დგანან. ერთ-ერთი მათგანი მეორეს ეუბნება -
ტირანოზავრი მსხვერპლს მხოლოდ მოძრაობისას ამჩნევს, ამიტომ თუ გადარჩენა
გვინდა, უმოძრაოდ უნდა დავრჩეთო. ტირანოზავრს აქვს შესანიშნავი
ბინოკულარული მხედველობა (ორივე თვალის მხედველობითი ველი
კომბინირებულია და შესაძლებელია სიღრმის აღქმა). მკვლევრებმა აღადგინეს
დინოზავრის რამდენიმე სახეობის თავი და აღმოაჩინეს, რომ ტირანოზავრი,
ადამიანთან შედარებით, 13-ჯერ უფრო უკეთ ხედავდა (შესადარებლად,ადამიანთან
შედარებით, არწივს 3.6-ჯერ უფრო უკეთესად შეუძლია დაინახოს). მისი საუკეთესო
მხედველობა მომდინარეობს დიდი ბინოკულარული ზონიდან ანუ იმ არედან,
რომლის დანახვაც ორივე თვალიდან ერთდროულად ხდება. დამატებით, დროთა
განმავლობაში, ტირანოზავრის დინგი დაგრძელდა, მისი ლოყები გათხელდა
იმდენად, რომ ხელი არ შეეშალა მხედველობისთვის, და მისი თვალის კაკლები
გადიდდა. ეს ცვლილებები დაეხმარა ტირანოზავრს ჰქონოდა შესანიშნავი სამ-
განზომილებიანი (3-D) მხედველობა.(Jaffe, 2006; Stevens, 2006). ამ თავში გაეცნობით
ადამიანებისა და, ზოგ შემთხვევაში, სხვა სახეობების ვიზუალური აღქმის
საფუძვლებს.

ამ წიგნის წერის პროცესში, ფანჯრიდან გადავხედოთ ქალაქ ბოსტონს. მაღალი შენობები,


რომლებიც ჩვენგან ერთ მილზე უფრო ახლოს მდებარეობს, გამოიყურება ჩემი

3
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

კომპიუტერის ეკრანის ზომის ობიექტებად. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ისინი, ჩვენი
კომპიუტერის ეკრანთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალია და მხოლოდ გამოიყურება
პატარად. ეს შეგიძლიათ თავადაც გამოსცადოთ. გადაიხედეთ თქვენი სახლის ფანჯრიდან.
ხედავთ, საგნები, რომლებიც თქვენგან მოშორებით მდებარეობს, რეალურთან შედარებით,
რამდენად პატარად მოსჩანს? ეს აღქმის კომპლექსური პროცესის მხოლოდ ერთ მაგალითს
წარმოადგენს.

ოდესმე უთქვამთ, რომ ვერ დაინახეთ საგანი, რომელიც პირდაპირ თქვენს ცხვირწინაა?
რას იტყვით იმაზე, რომ „არ შეგიძლიათ ტყის დანახვა ხეების გამო“? ოდესმე
მოგისმენიათ თქვენი საყვარელი სიმღერა განმეორებით მრავალჯერ, სიმღერის ტექსტის
გასაშიფრად? თითოეულ ამ სიტუაციაში ჩვენ ვაწყდებით აღქმის კომპლექსურ ბუნებას.
აღქმა არის იმ პროცესების ნაკრები, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვცნობთ, ვაორგანიზებთ
და შევიგრძნობთ გარემოში არსებული სტიმულებიდან მომდინარე გაღიზიანებებს
(Goodale, 2000a, 2000b; Kosslyn & Osherson,1995; Marr, 1982; Pomerantz, 2003). აღქმა ბევრ
ფსიქოლოგიურ ფენომენს მოიცავს. ამ თავში თავდაპირველად ვიზუალურ აღქმაზე -
ყველაზე ფართოდ ცნობილ და ფართოდ შესწავლილ პერცეპტულ მოდალობაზე -
გავამახვილებთ ყურადღებას (ანუ კონკრეტული შეგრძნებისთვის განკუთვნილი
სისტემაზე, როგორიცაა შეხება ან მხედველობა). პირველ რიგში, ჩვენ გავეცნობით აღქმის
რამდენიმე ბაზისურ ტერმინსა და კონცეფციას. შემდეგ განვიხილავთ ოპტიკურ ილუზიებს,
რომლებიც ადამიანის აღქმის სირთულის ილუსტრირებას წარმოადგენს. შემდეგ
განვიხილავთ ვიზუალური სისტემის ბიოლოგიას, განვიხილავთ ზოგიერთ მიდგომას
იმისათვის, რომ ავხსნათ აღქმა; ამის შემდეგ უფრო ახლოს განვიხილავთ პერცეპტული
პროცესების ზოგიერთ დეტალს. სახელდობრ, ობიექტებისა და ფორმების აღქმას და იმას,
თუ როგორ გვაწვდის გარემო ისეთ მიმნიშნებლებს, რომლებიც გარემომცველი სამყაროს
აღქმაში გვეხმარება. ჩვენ, ასევე, გამოვიკვლევთ იმას, თუ რა ხდება, როცა ადამიანებს
აღქმაში სიძნელეები აქვთ.

4
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლა:


აღქმა
დადექით ოთახის ერთ-ერთ ბოლოში და დაიჭირეთ ცერა თითი თვალთან ახლოს ისე
რომ ის იმავე ზომის გამოვიდეს, რა ზომისაც ოთახის მოპირდაპირე მხარეს
არსებული კარებია. ნამდვილად ფიქრობთ, რომ თქვენი ცერა თითი ისეთივე დიდია,
როგორიც კარები? არა. თქვენ იცით, რომ ცერა თითი თქვენთან ახლოსაა,
შესაბამისად, ის ისეთივე დიდი ჩანს, როგორიც კარებია. ოთახში არსებობს
რამდენიმე მიმნიშნებელი, რომლებიც გვაუწყებს, რომ კარები თქვენგან უფრო
შორსაა, ვიდრე თქვენი ცერა თითი. თქვენს შორის არსებული მანძილის
კომპენსირებისთვის თქვენს გონებაში კარებს ბევრად გაადიდებთ. ცოდნა აღქმის
გასაღებია. თქვენ იცით, რომ ცერა თითი და კარები ერთი ზომის არ არის,
შესაბამისად, ამ ცოდნას შესასწორებლად გამოიყენებთ.

შეგრძნებიდან რეპრეზენტაციამდე

ჩვენ არ აღვიქვამთ სამყაროს ზუსტად ისე, როგორც მას ჩვენი თვალები ხედავს. ნაცვლად
ამისა, ჩვენი თავის ტვინი აქტიურად ცდილობს მნიშვნელობის მინიჭებას თვალებით
შემავალ სტიმულებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ბადურაზე აისახება. დააკვირდით ნახატს
3.1., თქვენ ხედავთ ქალაქ ბოსტონის ორმაღალშენობას (ერთ-ერთ მათგანში ჩვენ
ვცხოვრობთ!) მარჯვენა ფოტოზე მარჯვენა შენობა რეალურად უფრო მაღალი
ჩანსმარცხენასთან შედარებით. მარცხენა სურათი გვიჩვენებს, რომ შენობები ერთი
სიმაღლისაა. თქვენს შეხედულებაზე დაყრდნობით, ობიექტები, შესაძლოა,
გამოიყურებოდეს სრულიად განსხვავებულად და მათი განსხვავებული დეტალები ჩანდეს.
აღქმა არ მოიცავს მხოლოდ იმის დანახვას, რისი პროექტირებაც თვალის ბადურაზე ხდება.
პროცესი ბევრად უფრო კომპლექსურია. თქვენი თავის ტვინი ამუშავებს ვიზუალურ
სტიმულს, ანიჭებს სტიმულს მნიშვნელობას და ახდენს მის ინტერპრეტირებას. ის, თუ

5
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

რამდენად ძნელია იმის ინტერპრეტირება რასაც ვხედავთ, ცნობილი გახდა ბოლო წლებში,
როდესაც მკვლევრები ცდილობდნენ

a) b)

სურათი 3.1. ობიექტები განსხვავებულად გამოიყურება პერსპექტივის გათვალისწინებით.


ამ სურათებზე გამოსახულია ორი მაღალი შენობა ბოსტონში, ორი განსხვავებული პერსპექტივიდან.
(a) სურათზე ისინი ჩანან ერთი სიმაღლის, როგორც ეს რეალურად არის. (b) სურათზე კი ბადურაზე
ასახული მათი გამოსახულება გვიჩვენებს, თითქოს ისინი სხვადასხვა სიმაღლისაა და საჭიროა
დამატებითი გადამუშავება იმის გასაგებად, რომ ისინი სინამდვილეში ერთი სიმაღლისაა.

კომპიუტერისთვის ესწავლებინათ „დანახვა“’, თუმცა კომპიუტერები კვლავ ჩამორჩებოდნენ


ადამიანებს ობიექტის ცნობაში. შეგიძლიათ თქვათ, რას გვიჩვენებს სურათი 3.2 სურათზე
გამოსახულია ეკლესია, რომელიც არეკლილია მაღალ შენობაზე. თქვენ შეიძლება
რამდენიმე წუთი დაგჭირდეთ იმის გასარკვევად, თუ რა არის გამოსახული ფოტოზე,
მაგრამ კომპიუტერისთვის ამის გარკვევა მეტად რთული დავალებაა. აღნიშნულ სურათზე

6
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ადვილი არ არის იმის გარკვევა, თუ რომელია შენობა და რომელი - მისი გარემომცველი


არე. მეტიც, ეკლესიის სილუეტის გარშემოწერილობა იმდენად ბუნდოვანია, რომ
დასაფიქრებელია, სად მთავრდება ობიექტი და რას წარმოადგენს ის რეალურად. ასე რომ,
მართალია დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო სურათზე ობიექტების ამოსაცნობად, მაგრამ
ინტენსიური გადამუშავებაა საჭირო მათ აღსაქმელად, რადგან სტიმული მეტად
ბუნდოვანია. ამ თავში ყურადღება გამახვილებულია ვიზუალური აღქმისა და იმ
პროცესებზე, რომლებსაც ვიყენებთ ბადურაზე აღბეჭდილი ვიზუალური სტიმულის
შესაგრძნობად. გამოძიებას დავიწყებთ ზოგიერთი ბაზისური ცნების გაცნობით. აღქმის
რთული ბუნების საილუსტრაციოდ კი შემდგომ განვიხილავთ ზოგიერთ ოპტიკურ
ილუზიას. ბოლოს ვნახავთ, თუ როგორ იღებს თვალი გამღიზიანებლის ანაბეჭდს და
როგორ აგზავნის სიგნალებს თავის ტვინში.

სურათი 3.2. რეალობა თუ არეკვლა?


ეს სურათი გვიჩვენებს ეკლესიის ანარეკლს ცათამბჯენზე. ის, რაც აღსაქმელად ჩვენთვის იოლია,

7
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

კომპიუტერისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. სად მთავრდება ერთი შენობა და იწყება მეორე?
აღქმის ობიექტის რა ნაწილი რომელ ობიექტს ეკუთვნის? რა განასხვავებს ქუჩაზე მიმავალ რეალურ
პიროვნებას შენობაზე მისი ანარეკლისგან ისე, რომ კომპიუტერმა იცნოს - რომელია ანარეკლი.

აღქმის ბაზისური ცნებები

თავის გავლენიან და საკამათო ნაშრომში ჯეიმს გიბსონი (1966, 1979) აღქმის


შესასწავლად სასარგებლო ჩარჩოს წარმოგვიდგენს. ის გვამცნობს დისტალური (გარეგანი)
სტიმულის, ინფორმაციული მედიუმის, პროქსიმალური სტიმულაციისა და პერცეპტული
ობიექტის კონცეფციებს. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

დისტალური (შორეული) ობიექტი გარე სამყაროში არსებული ობიექტია (მაგ: ხე, რომელიც
ძირს ეცემა). ხის დაცემის მოვლენა ქმნის ინფორმაციული მედიუმის პატერნს.
ინფორმაციული მედიუმი შესაძლოა იყოს ხმის ტალღები, ასევე ხმა, რომელსაც გამოსცემს
ხე დაცემისას. ინფორმაციული მედიუმი, ასევე, შესაძლოა იყოს არეკლილი სინათლე,
ქიმიური მოლეკულები, ან ტაქტილური ინფორმაცია, რომელიც გარემოდან მოდის.
მაგალითად, როდესაც სინათლის ტალღებიდან მომავალი ინფორმაცია დაუკავშირდება
თვალების შესაბამის სენსორულ რეცეპტორს, პროქსიმალური (ახლომდებარე) სტიმულაცია
იჩენს თავს (თვალის ბადურაში მყოფი უჯრედები შთანთქავს სინათლის ტალღებს). აღქმა
ჩნდება მაშინ, როდესაც პერცეპტული ობიექტი (რასაც თქვენ ხედავთ) შეიქმნება თქვენ
თავში, რომელიც გარე სამყაროს მახსიათებლებს ასახავს. ესე იგი, დაცემული ხის
გამოსახულება ასახულია თქვენ ბადურაზე, რაც ასახავს ხეს, რომელიც თქვენს წინ ეცემა.

ცხრილი 3.1-ში აღნუსხულიადისტალური ობიექტების, ინფორმაციის მედიუმის, პროქსიმალური სტიმულისა


და პერცეპტული ობიექტების სხვადასხვა თვისება ხუთი განსხვავებული შეგრძნებისთვის (მხედველობა,
სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება). აღქმის პროცესები იცვლება სხვადასხვა შეგრძნების მიხედვით.

8
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ცხრილი 3.1 პერცეპტული კონტინუუმი

მოდალობა დისტალური ინფორმაციული პროქსიმალური სტიმულაცია პერცეპტული


ობიექტი მედიუმი ობიექტი

მხედველობა ბებიის სახე ბებიის სახიდან ფოტონის შთანთქმა ხდება ბებიის სახე
- ხატი არეკლილი სინათლე ბადურის ჩხირებისა და
(ხილული კოლბების მიერ.
ელექტრომაგნიტური (რეცეპტორების ზედაპირი
ტალღები) თვალის უკანა მხარეს).

სმენა - ბგერა ხე, რომელიც ხმის ტალღები, ხმის ტალღის გამტარობა ხე, რომელიც
ძირს ეცემა რომლებიც ბაზილარული მემბრანისაკენ. ძირს ეცემა
წარმოიშობა ხის (რეცეპტორის ზედაპირი შიდა
დაცემისას ყურის მემბრანაში)

ყნოსვა - ბეკონი, მოლეკულები, მოლეკულების შთანთქმა ბეკონი


სუნი რომელიც რომლებიც ყნოსვის ეპითელიუმის
იწვება თავისუფლდება უჯრედებში. (რეცეპტორის
ბეკონის შეწვის ზედაპირი ნაზალურ ღრუში)
პროცესში

გემოვნება - ნაყინი ნაყინის მოლეკულების კონტაქტი ნაყინი


გემო მოლეკულები გემოვნების რეცეპტორებთან.
თავისუფლდება (რეცეპტორის უჯრედები ენასა
როგორც ჰაერში, ისე და რბილ სასაზე,
იხსნება წყალშიც კომბინირებულია ყნოსვით
სტიმულაციასთან.)

შეხება კომპიუტერის მექანიკური წნევა და სხვადასხვა რეცეპტორის კომპიუტერის


კლავიატურა ვიბრაცია, კანის სტიმულაცია კანის შიდა კლავიატურა
ზედაპირსა და კომ- შრეში.
პიუტერის კლავი-
ატურას შორის არსე-
ბული კონტაქტისას.

9
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

აღქმა ჩნდება მაშინ, როდესაც ინფორმაციული მედიუმი ადამიანთან დისტალური


ობიექტის შესახებ ინფორმაციას მიიტანს. როდესაც ადამიანის შეგრძნების რეცეპტორები
ინფორმაციას აფიქსირებს, ჩნდება პროქსიმალური სტიმულაცია, რომლის შედეგადაც
ვიღებთ ადამიანის მიერ ობიექტის აღქმას.

ასე რომ, თუ ხე ვარდება ტყეში და არავინაა ხის გარშემო, ვინც მის ხმას გაიგონებს,ის მაინც
გამოსცემს ხმას? ის არ გამოსცემს აღქმად ხმას, მაგრამ ის გამოსცემს ხმას, რომელიც იქმნება
ხმის ტალღების მეშვეობით. პასუხი - „კი“ ან „არა“ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია
ჩვენი პოზიცია ამ საკითხის მიმართ. პასუხი იქნება „კი“, თუ გჯერათ, რომ მხოლოდ ხმის
ტალღების არსებობაა საკმარისი ხმის არსებობის დასადასტურებლად, მაგრამ თქვენ
უპასუხებთ „არა“ - ს, თუ გჯერათ, რომ ხმა აღქმული უნდა იყოს (ხმის ტალღები უნდა
მოხვდნენ ვიღაცის ყურის რეცეპტორებზე).

კითხვა, თუ სად გადის ზღვარი აღქმასა და კოგნიციას, ან შეგრძნებასა და აღქმას შორის,


დიდ დებატებს იწვევს, რომელზეც მზა პასუხი არ არსებობს. კამათის ნაცვლად, უკეთესი
იქნება, თუ ამ პროცესებს ერთი კონტინუუმის ნაწილად განვიხილავთ. ინფორმაცია
შემოედინება სისტემის გავლით, სხვადასხვა პროცესი შეგრძნების სხვადასხვა ამოცანას
პასუხობს. შეგრძნების მიმართ შეკითხვები ფოკუსირდება სტიმულაციის თვისებაზე. ეს
წითელი უფრო მკაფიოა, თუ ვაშლის წითელი? ხის დავარდნის ხმა უფრო ძლიერია, თუ
მეხის ხმა? რამდენად კარგად ხდება ერთი ადამიანის მიერ აღქმული ფერებისა თუ ხმების
შედარება სხვა ადამიანის მიერ აღქმულ იმავე ფერებსა და ხმებთან?

ინფორმაცია ერთი და იმავე ფერისა და ხმის აღქმასთან დაკავშირებით სხვადასხვა


შეკითხვაზე პასუხობს. ესაა ტიპური კითხვები იდენტურობის, ფორმის, პატერნისა და
მოძრაობის შესახებ. არის ეს წითელი საგანი ვაშლი? ახლახან ხის დაცემის ხმა გავიგონე?
საბოლოოდ ჩნდება კოგნიცია, რადგან ეს ინფორმაცია შემდგომი მიზნებისთვის
გამოიყენება. იჭმევა ეს ვაშლი? შემიძლია თავი დავაღწიო ამ ტყეს?

10
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ჩვენ არ შეგვიძლია მხედველობის, სმენის, გემოს, სუნის და შეხების საშუალებით


სტიმულის ზუსტად იმავე თვისებების შეგრძნება, რაც უწინ გამოვცადეთ. ყოველი ვაშლის
გამოსახულება ჩვენს ბადურაზე განსხვავებულად აისახება. არც ერთი ხის დაცემა არ
გამოსცემს ზუსტად ერთნაირ ხმას. ჩვენი ნათესავების და მეგობრების სახეებიც კი
სრულიად განსხვავებულად გამოიყურება, იმის მიხედვით იცინიან, გაბრაზებული თუ
მოწყენილი არიან. ამის მსგავსად, ნებისმიერი პიროვნების ხმა განსხვავებულია იმის
მიხედვით, ავადაა, დაღლილია, ქოშინებს, ბედნიერია თუ მოწყენილი. აღქმის ერთი
ფუნდამენტური კითხვა შემდეგია: - „როგორ ვაღწევთ პერცეპტულ სტაბილობას მაშინ,
როდესაც სრული არასტაბილობაა სენსორული რეცეპტორების დონეზე? ფაქტობრივად,
ჩვენი სენსორული რეცეპტორების ბუნების მიხედვით, ვარიაცია თითქოს აუცილებელიცაა
აღქმისთვის! სენსორული ადაპტაციის ფენომენი გულისხმობს, რომ რეცეპტორები ეგუება
მუდმივ სტიმულაციას და გამღიზიანებელს არ პასუხობს მანამ, სანამ სტიმულაციაში
ცვლილება არ იქნება. სენსორული ადაპტაციის მეშვეობით, ჩვენ, შესაძლოა, სტიმული ვერც
აღმოვაჩინოთ.

ვიზუალური აღქმის შესასწავლად მეცნიერებმა გამოიგონეს გზა სტაბილური


გამოსახულებების შესაქმნელად. ასეთი გამოსახულებები არ მოძრაობს ბადურაზე, რადგან
ისინი სინამდვილეში მიყვებიან თვალების მოძრაობას. ამ ტექნიკის გამოყენებამ
დაადასტურა ჰიპოთეზა, რომ ბადურის უჯრედების მუდმივი სტიმულაცია ქმნის
გამოსახულების გაქრობის შთაბეჭდილებას (Ditchburn, 1980; Martinez-Conde, Macknik, &
Hybel, 2004; Riggs et al., 1953).

სიტყვა“Ganzfeld” გერმანულია და ნიშნავს „დასრულებულ ველს“. ის გულისხმობს


არასტუქტურირებულ ვიზუალურ ველს (Metzger, 1930). როდესაც უყურებთ ერთფეროვან
ველს (მაგ: წითელი ზედაპირის არე ჩრდილების გარეშე, ლურჯ მოწმენდილ ცას, ან ხშირ
ბურუსს), რამდენიმე წუთის შემდეგ, მათ ნაცვლად დაინახავთ მხოლოდ ნაცრისფერ ველს.
ეს იმის გამო ხდება, რომ თქვენი მხედველობა სტიმულებს ეგუება.

11
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სენსორული ადაპტაციის მექანიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ სენსორული ინფორმაცია


მუდმივად იცვლება. ბადურაში, სენსორული ადაპტაციის ბუნდოვანი ეფექტის გამო
(თვალის რაცეპტორის ზედაპირი), ჩვენი თვალები მუდმივად და სწრაფად, შეუმჩნევლად
მოძრაობენ. ეს მოძრაობები კონსტანტურ ცვლილებებს ქმნის თვალში ასახული
გამოსახულების ადგილას. ამგვარად, სტიმულის ვარიაცია აღქმის მნიშვნელოვან თვისებას
წარმოადგენს. ეს კი კიდევ უფრო მეტად, პარადოქსულად ართულებს აღქმის ახსნის
ამოცანას.

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლა


განზფელდის ეფექტი
პინგ-პონგის ბურთი გაჭერით ორ ნაწილად, ან გამოიყენეთ ორი პლასტიკური კოვზი.
შეღებეთ ისინი ერთგვაროვნად წითლად, დარწმუნდით, რომ არ აქვს ზოლები, ისე,
რომ ნამდვილად მიიღოთ ერთი ფერი. ბურთის ნახევრები ან კოვზები დაილაგეთ
თვალებზე ისე, რომ თქვენი თვალებს ფარავდეს. შემდეგ, რამდენიმე წუთით მზერა
მიაპყარით სინათლის წყაროს. ზოგიერთ წერტილში თქვენი აღქმა წითლიდან
ნაცრისფერისკენ შეიცვლება, რადგან თქვენი უჯრედები ადაპტირდა მუდმივ
სტიმულზე. ზოგიერთ ადამიანს განზფელდის ეფექტის პირობებში შეიძლება
ჰალუცინაცია ჰქონდეს, ან განიცდიდეს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას
(Wackermann, Puetz, & Allefeld, 2008).

როგორ ვხედავთ არსებულ და არარსებულ საგნებს?

აღქმის ზოგიერთი ფენომენის ასახსნელად ფსიქოლოგები ხშირად შეისწავლიან


სიტუაციებს, რომლებიც პრობლემას უქმნის შეგრძნებებისთვის მნიშვნელობის მინიჭების
პროცესს. მაგ.: შეხედეთ გამოსახულებას 3.3.სურათზე. ადამიანთა უმეტესობისთვის

12
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ფიგურა თავდაპირველად უმნიშვნელო ჩრდილების ბუნდოვან გამოსახულებას ქმნის.


ცნობადი ფიგურა თვალწინაა, მაგრამ ადამიანმა შეიძლება ვერ დაინახოს. როდესაც
ადამიანები საბოლოოდ გააანალიზებენ სურათს, დაინახავენ ძროხას. ძროხის ფიგურა
დამალულია სხვადასხვა გრადაციის ჩრდილებში, რაც ქმნის სურათს. სანამ ამოიცნობთ
ძროხის ფიგურას, ზუსტად შეიგრძნობთ სურათის ყველა ასპექტს, თუმცა ჯერ არ
მოგიხდენიათ ამ შეგრძნებების ორგანიზება იმისათვის, რომ მენტალური აღქმის ობიექტის
(პერცეპტის) ფორმირება შეძლოთ. დანახული „ძროხა“ წარმოადგენს აღქმული სტიმულის
მენტალურ რეპრეზენტაციას. ძროხის ამგვარად აღქმის (პერცეპტის) გარეშე ვერ გაიგებთ,
მანამდე რა შეიგრძენით. აღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ჩვენ იმის აღქმას
ვერ ვახერხებთ, რაც ნამდვილად არსებობს, სხვა შემთხვევაში კი ჩვენ აღვიქვამთ საგნებს,
რომლებიც არ არსებობს. მაგ.: სურათ 3-ზე, მარცხენა სურათის ცენტრში შავი სამკუთხედის
შემჩნევა ან იგივე ფიგურის მარჯვენა სურათის ცენტრში თეთრი სამკუთხედის შემჩნევა.
ისინი თითქოს პირდაპირ თქვენსკენ ხტებიან.

სურათი 3.3 –დალენბახის ძროხა


რას სწავლობთ ახალს თქვენი აღქმის შესახებ, როდესაც აღნიშნულ სურათზე მოცემული ობიექტის
იდენტიფიცირებას ცდილობთ?

წყარო:From Dallenbach, K. M. (1951). A puzzle-picture with a new principle of concealment.


American Jour-nal of Psychology, 54, 431–433.

13
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.4 ილუზიური სამკუთხედები: რეალობა თუ ილუზია?


თქვენ ადვილად შეძლებთ სამკუთხედებს დანახვას, რომლებიც ამ ფიგურაზეა მოცემული - თუ ეს
სამკუთხედები უბრალოდ ილუზიაა?
წყარო:In Search of the Human Mind by Robert J. Sternberg, © 1995 by Harcourt Brace &
Company.Reproduced by permission of the publisher

ახლა ახლოდან შეხედეთ თითოეულ სურათს. თქვენ დაინახავთ, რომ რეალურად იქ


სამკუთხედები არ არის. მარცხენა სურათზე ცენტრალურ სამკუთხედში მოცემული შავი
ფერი უფრო მუქია, ან, გარშემო მოცემულ შავთან შედარებით, უფრო შავია, მაგრამ
სინამდვილეში ასე არ არის. არც მარჯვენა სურათზე მოცემული თეთრი ცენტრალური
სამკუთხედია უფრო კაშკაშა, ან უფრო თეთრი გარშემო არსებულ თეთრთან შედარებით.
ორივე ცენტრალური სამკუთხედი ოპტიკური ილუზიაა. სამკუთხედის აღქმა მოიცავს იმგვარ
ვიზუალური ხასიათის ინფორმაციას, რომელიც ვიზუალურ სენსორულ სტიმულში
ფიზიკურად მოცემული არ არის.

ამრიგად, ხშირად ჩვენ აღვიქვამთ იმას, რაც არ არსებობს, ხოლო ზოგჯერ არ აღვიქვამთ
იმას, რაც არსებობს. და კიდევ, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ აღვიქვამთ იმას, რაც
შეუძლებელია არსებობდეს.

14
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.5 პართენონი


ბერძნული პართენონის სვეტები რეალურად შუაში ოდნავ ამოზნექილია (b) - იმისათვის, რომ
მოახდინოს ვიზუალური ტენდენციის კომპენსირება, მათი სწორ პარალელურ ხაზებად აღქმა (a),
რომლებიც თითქოს შიგნითიღუნება. ამის მსგავსად, სვეტების თავების გადამკვეთი კოჭების
ჰორიზონტალური კონტური და აივნის ზედა საფეხური ზემოთ ოდნავ ამოზნექილია იმისათვის, რომ
გაანეიტრალოს ტენდენცია, თითქოს ისინი ოდნავ ქვემოთაა მოღუნული. ყველაფერთან ერთად,
სვეტები უფრო მეტად ზევით არის დახრილი იმის საკომპენსაციოდ, თითქოს ისინი იშლებიან, როცა
ქვემოდან უყურებთ. ვიზუალური აღქმის ამ დამახინჯებებს არქიტექტორები დღესთავიანთ
პროექტებში ითვალისწინებენ.

15
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

აღქმის ილუზიის არსებობა გვეუბნება, რომ, ის, რასაც ჩვენ შევიგრძნობთ (ჩვენს
სენსორულ ორგანოში) აუცილებლად არ წარმოადგენს იმას, რასაც ჩვენ აღვიქვამთ (ჩვენს
გონებაში). ჩვენი გონება იღებს არსებულ სენსორულ ინფორმაციას და რაღაც სახით ახდენს
ამ ინფორმაციით მანიპულირებას იმისთვის, რომ შექმნას გარემოში არსებული ობიექტების,
მათი თვისებებისა და სივრცითი კავშირების მენტალური რეპრეზენტაციები (Peterson,
1999). გზა, რომლის საშუალებითაცვახდენთ ობიექტების ასახვას, ნაწილობრივ
დამოკიდებულიაჩვენს ხედვის წერტილზე, რომელიც გაგვაჩნია ობიექტების აღქმისას.
(Edelman & Weinshall,1991; Poggio & Edelman, 1990; Tarr, 1995; Tarr & Bülthoff, 1998).
არქიტექტურაში მოცემულ მაგალითს წარმოადგენს პართენონის კონსტრუქციაში
ოპტიკური ილუზიების გამოყენება. პართენონი რომ რეალურად ისე იყოს აგებული,
როგორც მას რეალურად აღვიქვამთ (მკაცრად სწორხაზოვანი ფორმით),მას უცნაური
შესახედაობა ექნებოდა (ნახატი 3.5)

მხოლოდ არქიტექტორები არ იცნობენ აღქმის ზოგიერთ ფუნდამენტურ პრინციპებს.


საუკუნეების მანძილზე მხატვრებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა დაეხატათ ისე, რომ

ორგანზომილებიანი გამოსახულებები (2-D) სამგანზომილებიან გამოსახულებებად

აღგვექვა (3-D). რა პრინციპები უდევს საფუძვლად როგორც რეალური, ისეე ილუზორული

პერცეპტების (აღქმის ობიექტების) აღქმას? მოცემულ თავში ჩვენ განვიხილავთ პასუხს ამ


შეკითხვაზე. დავიწყოთ ჩვენი ვიზულური სისტემის გამოკვლევით.

16
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.6 ელექტრომაგნიტური სპექტრი


მოცემული გამოსახულება გვიჩვენებს ტალღების სიგრძეს, რომლითაც სინათლე შემოდის, აგრეთვე,
იმ ტალღების სიგრძის პატარა მონაკვეთს, რომელსაც რეალურად ხედავს ადამიანი.

როგორ მუშაობს ჩვენი ვიზუალური სისტემა?

მხედველობის წინაპირობას სინათლის არსებობა წარმოადგენს. სინათლე


ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა, რომელიც შეიძლება აღიწეროს ტალღების სიგრძის
ტერმინებში. ადამიანებს შეუძლიათ აღიქვან ტალღის სიგრძეების მხოლოდ მცირე ნაწილი.
თვალისთვის დასანახი ტალღის სიგრძე 380-დან 750 ნანომეტრამდე მერყეობს(ნახატი 3.6,
Starr, Evers, & Starr, 2007).

მხედველობის პროცესი მაშინ იწყება, როდესაც სინათლე თვალის დამცავ გარსს


გაივლის (ნახატი 3.7) ეს დამცავი, რქოვანა, გამჭვირვალე ზედაპირია, რომელიც იცავს

17
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

თვალს. სინათლე შემდეგ გაივლის თვალის გუგას, შესავალს ირისის (თვალის ფერადი
გარსის) ცენტრში. ის გაივლის გამჭვირვალე თვალის ბროლს და მინისებრ სხეულს.
მინისებრი სხეული არის ჟელეს მსგავსი ნივთიერება, რომელიც მოიცავს თვალის ძირითად
ნაწილს.

საბოლოოდ სინათლე ხვდება ბადურაზე, სადაც ელექტრომაგნიტურიტალღებისენერგია


გარდაიქმნება ნეირონულ ელექტროქიმიურ იმპულსად (Blake, 2000). მხედველობისთვის
ყველაზე ნიშვნელოვან ნაწილს ფოვეა (fovea) წარმოადგენს.ფოვეა თვალის ბადურის მცირე,
ქინძისთავის ზომის ადგილია. როდესაც თქვენ პირდაპირ უყურებთ რაღაც საგანს, თქვენი
თვალები მოძრაობს ისე, რომ საგანი პირდაპირ ფოვეაზემოექცეს. მიუხედავად იმისა, რომ
ბადურა დაახლოებით ამ წიგნის ერთი ფურცლის სისქისაა, მოიცავს ნეირონული ქსოვილის
სამ ძირითად შრეს (ნახატი 3.8). ნეირონული ქსოვილის პირველი შრე, რომელიც
ზედაპირთან ყველაზე უფრო ახლოსაა, თვალის გარე ზედაპირის, განგლიონური
უჯრედებია, რომლის აქსონებიც ოპტიკურინერვის შემადგენელია. მეორე შრე მოიცავს სამი
სახის ინტერნეირონებს. ამაკრინული და ჰორიზონტალური უჯრედები ქმნიან ერთეულ,
ლატერალურ (ჰორიზონტალურ) კავშირებს უჯრედების შუალედურ შრეში ბადურის
მახლობლად. ბიპოლარული უჯრედები ქმნის ორმაგ კავშირებს განგლიონური უჯრედების
წინა და უკანა მხარეს, ასევე თვალის ბადურასთან დაკავშირებული უჯრედების მესამე
შრის შიდა და გარეთა ზედაპირზე.

18
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.7ადამიანის თვალი.ადამიანის თვალის აგებულება.

ბადურის მესამე შრე მოიცავს ფოტორეცეპტორებს, რომლებიც სინათლის ენერგიას


ელექტროქიმიურ ენერგიად გარდაქმნის. ეს ენერგია კი ნეირონული უჯრედების
საშუალებით თავის ტვინს გადაეცემა. არსებობს ორი სახის ფოტორეცეპტორები - ჩხირები
და კოლბები. თითოეული თვალი მოიცავს 120 მილიონ ჩხირსა და 8 მილიონ კოლბას.
ჩხირები და კოლბები განსხვავდება არა მხოლოდ ფორმის მიხედვით, არამედ თავიანთი
შემადგენლობის, ადგილმდებარეობისა და სინათლეზე რეაგირების მიხედვით. ჩხირებსა
19
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

და კოლბებში ფოტოპიგმენტებია - ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც სინათლეზე


რეაგირებს და ფიზიკურ ელექტრომაგნიტურ ენერგიას თავის ტვინისათვის გასაგებ
ნეირონულ იმპულსებად გარდაქმნის. ჩხირები გრძელ და თხელ ფოტორეცეპტორებს
წარმოადგენს. ისინი უმეტესად კონცენტრირებულია ბადურის პერიფერიაზე. ჩხირები
პასუხს აგებენ ღამის მხედველობაზე და მგრძნობიარე არიან ნათელი და ბნელი
სტიმულების მიმართ. კოლბები მოკლე და მსხვილ ფოტორეცეპტორებს წარმოადგენს
დაპასუხს აგებენ ფერის აღქმაზე. ისინი უფრო მეტად კონცენტრირებულია ბადურის
ფოვეალურ უბანში (Durgin, 2000). ჩხირები, კოლბები და ფოტოპიგმენტები ვერ
შეასრულებდნენ თავიან მოვალეობას, რაიმენაირად რომ არ იყვნენ დაკავშირებული თავის
ტვინთან. ნეიროქიმიური პროცესები, რომლებიც ბადურის ჩხირებსა და კოლბებში
მიმდინარეობს, ბიპოლარული უჯრედების გავლით განგლიონურ უჯრედებს გადაეცემა
(ნახეთ Goodale,2000a, 2000b). თვალში, განგლიონური უჯრედების აქსონები ერთობლივად
ქმნის თვალის ოპტიკურ ნერვს. ორივე თვალის ოპტიკური ნერვი თავის ტვინის ფუძეზე
ერთმანეთს უერთდება და ოპტიკურ ქიაზმას(ნახეთ ნახატი 2.8 მეორე თავში)ქმნის. შიდა,
ნაზალური განგლიონურუჯრედები ბადურის ცხვირთან ახლოს მდებარე ნაწილიდან,
ოპტიკური ქიაზმის გავლით იკვეთება და თავის ტვინის მოპირდაპირე ჰემისფეროში
ვრცელდება. განგლიონური უჯრედები ბადურის გარე ან ტემპორალური არიდან, რომელიც
საფეთქელთანაა ახლოს, მიდის სხეულის იმავე მხარეს არსებულ ჰემისფეროში. თითოეული
თვალის ბროლი ბუნებრივად ახდენს სამყაროს იმ გამოსახულების ამოყირავებას, რომელიც
ბადურაზე აისახება. ამ გზის გავლით თავის ტვინს ეგზავნება გამოსახულების
გადაბრუნებული შეტყობინება.

20
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.8 ბადურა. ბადურა შედგება ჩხირებისგან და კოლბებისგან;


ბიპოლარული უჯრედებისგან; ამაკრინული უჯრედებისგან;
21
ჰორიზონტალური უჯრედებისგან და განგლიონური უჯრედებისგან;
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ოპტიკური ქიაზმის გავლის შემდეგ, განგლიური უჯრედების დაახლოებით 90%


თალამუსის ლატერალურ დამხულულ სხეულში მიემართება. თალამუსიდან ნეირონები
გადასცემენ ინფორმაციას პირველად ვიზუალურ ქერქს, (V1 ან ზოლიანი ქერქი striate
cortex) თავის ტვინის კეფის წილში. ვიზუალური ქერქი მოიცავს რამდენიმე გადამუშავების
არეს. თითოეული არე განაგებს სხვადასხვა ტიპის ვიზუალური ინფორმაციის
გადამუშავებას, რომელიც დაკავშირებულია ინტესივობასა და ხარისხთან. ესენია: ფერი,
ადგილმდებარეობა, სიღრმე, პატერნი და ფორმა.

გზები, რომლითაც აღვიქვამთ იმას, თუ რა არის და სად არის

ვიზუალური გადამუშავების რა გზები არსებობს თავის ტვინში? ზოგადად გზა


გულისხმობს ადამიანის შესავალი პერცეპტული სისტემიდან თვალების გავლით
ვიზუალური ინფორმაციის ბოლომდე გადამუშავებას. ზოგადად, მკვლევრები
თანხმდებიან, რომ არსებობს ორი გზა. ვიზუალურ აღქმაზე მუშაობის შედეგად,
მკვლევრებმა მოახდინეს თავის ტვინის ქერქში ერთმანეთისგან გამოყოფილი ნეირონული
გზების იდენტიფიცირება, რომლებიც ახდენენ ერთი და იმავე სტიმულის სხვადასხვა
ასპექტების გადამუშავებას (De Yoe &Van Essen, 1988; Köhler et al., 1995). განსხვავებული
გზების არსებობაზე ასევე მიუთითებს აღქმის დეფიციტის არსებობა, მაგ., მხედველობითი
ატაქსია და აგნოზია, რომლებიც ამ თავში იქნება განხილული.

რატომ არსებობს ორი გზა? ეს იმის გამო ხდება, რომ ინფორმაცია პირველადი
ვიზუალური ქერქიდან კეფის წილში მიემართება ნერვული ბოჭკოების ორიკონის
საშუალებით. ერთი გზა ადის თხემის წილის მიმართულებით (დორსალური გზის
გასწვრივ), მეორე გზა ჩამოდის საფეთქლის წილის მიმართულებით (ვენტრალური გზის
გასწვრივ). დორსალური გზა ასევე მოიხსენიება, როგორც „სად“ გზა და პასუხისმგებელია
ადგილისა და მოძრაობის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამუშავებაზე. ვენტრალური
გზა მოიხსენიება, როგორც „რა“ გზა და ის, ძირთადად, პასუხისმგებელია ვიზუალური

22
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სტიმულის ფერის, ფორმისა და იდენტურობის შესახებ არსებული ინფორმაციის


გადამუშავებაზე (Ungerleider & Haxby,1994; Ungerleider & Mishkin, 1982).

ეს ზოგადი შეხედულება განხილულია, როგორც „რა/სად ჰიპოთეზა“. ამ სფეროში


კვლევების უმეტესობა ტარდებოდა მაიმუნებზე. საფეთქლის წილის დაზიანების მქონე
მაიმუნებს შეეძლოთ განესაზღვრათ, თუ სად იყო საგნები, მაგრამ არ შეეძლოთ ამ საგნების
ცნობა. ამის საპირისპიროდ, თხემის წილის დაზიანების მქონე მაიმუნებს საგნების ცნობა
შეეძლოთ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ მათ განლაგებას.

შემოთავაზებულ იქნა ვიზუალური შეგრძნების გზების ალტერნატიული ჰიპოთეზაც. ამ


ინტერპრეტაციის მიხედვით, ორი გზა ეხება არა იმას, თუ რა საგნებია და სად არის
განლაგებული, არამედ იმას, თუ რა საგნებია და როგორ ფუნქციონირებენ ისინი. ეს
შეხედულება ცნობილია, როგორც „რა/როგორ ჰიპოთეზა“. (Goodale & Milner, 2004; Goodale &
Westwood, 2004). ამ ჰიპოთეზის მიხედვით, სივრცითი ინფორმაცია საგნის მდებარეობის
შესახებ ყოველთვის თან ახლავს ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავებას. ის, რაც
განასხვავებს ამ ორ გზას, იდენტიფიკაციის ამოცანაა, კერძოდ, რაზეა აქცენტი გადატანილი
- ობიექტის რაობაზე, თუ იმის განსაზღვრაზე, როგორი ადგილმდებარეობა უნდა
დავიკავოთ იბიექტის მოსაპოვებლად.

“რა” გზა შესაძლოა ვიპოვოთ ვენტრალურ გზაში, ის პასუხს აგებს საგნების


იდენტიფიცირებაზე. “როგორ” გზა კი მდებარეობს დორსალურ გზაში და აკონტროლებს იმ
საგნებთან დაკავშირებულ მოძრაობებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა „რა“ გზის
საშუალებით. როგორც ვენტრალური, ისედორსალური გზებივითარდება ერთი და იმავე
ადრეული ვიზუალური არეებიდან (Milner & Goodale, 2008).

“რა/როგორ”ჰიპოთეზას ყველაზე უკეთ ამტკიცებს გადამუშავების დეფიციტი. ადამიანში


საგნის აღქმის დარღვევა, რომელიც ხელს უშლის იმის გაგებას, რა საგანია მის წინ,

23
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

განსხვავდება ისეთი დარღვევისგან, რომელიც ხელს უშლის ადამიანს, გაიგოს საგნის


ადგილმდებარეობა საკუთარ თავთან მიმართებაში.

შინაარსის შემოწმება

1. რა განსხვავებაა შეგრძნებასა და აღქმას შორის?


2. რა განსხვავებაა დისტალურ და პერცეპტულ ობიექტს შორის?
3. რა მსგავსება და განსხვავებაა ჩხირებსა და კოლბებს შორის?
4. თვალის რა ძირითადი შემადგენელი ნაწილები არსებობს და რა ფუნქცია აქვს
თითოეულ მათგანს?
5. რა არის „რა/სად ჰიპოთეზა“?

აღქმის ამხსნელი მიდგომები: როგორ აღვიქვამთ იმას, რასაც


ვხედავთ.

ახლა, როდესაც ვიცით, თუ როგორ მუშავდება ჩვენი თვალიდან შემოსული სინათლის


სტიმული და როგორ მიემართება ის თავის ტვინისაკენ, კვლავ რჩება კითხვა, რეალურად
როგორ აღვიქვამთ იმას, რასაც ვხედავთ. მხოლოდ იმას აღვიქვამთ, რისი ასახვაც ჩვენ
ბადურაზე ხდება, თუ კიდევ სხვა რამაა საჭიროა აღქმისთვის? შეიძლება, რომ ჩვენი ცოდნა
და მიღებული ნორმები, რომლებიც დასწავლილი გვაქვს ცხოვრების მანძილზე, გავლენას
ახდენდეს ჩვენს მიერ გარე სამყაროს აღქმაზე? თუ დავუბრუნდებით ფანჯრიდან ყურების
მაგალითს, ბადურაზე არსებული გამოსახულება გვაუწყებს, რომ შენობები, რომლებსაც
ჩვენგან მოშორებით ვხედავთ, ძალიან პატარაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მათ წინ
განლაგებულ სხვა შენობებს, ხეებსა და ქუჩებს და ვხვდებით, რომ ეს შენობები
სინამდვილეში საკმაოდ დიდია და მხოლოდ გამოიყურება პატარად, რადგან ჩვენი
ოფისიდან შორსაა. ამ შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილება, აღქმისა და გარე სამყაროს შესახებ
არსებული ცოდნა საშუალებას გვაძლევს აღვიქვათ ეს შენობები მაღალ შენობებად იმის
მიუხედავად, რეალურად რას ვხედავთ.

24
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სხვადასხვა შეხედულებაა იმის შესახებ, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს. ეს შეხედულებები


შესაძლოა დავყოთ „ქვემოდან ზემოთ“ და „ზემოდან-ქვემოთ“ თეორიებად. „ქვემოდან-
ზემოთ“ თეორიები აღწერს მიდგომებს, რომელთა მიხედვით აღქმა იწყება თვალის
ბადურაზე ასახული სტიმულიდან. ცათამბჯენის ყურებისას აღქმა ხორციელდება მაშინ,
როცა სინათლის ინფორმაცია თავის ტვინს გადაეცემა. ამიტომაც ეს თეორიები წარმოადგენს
მონაცემებით აღძრულ (data-driven) და სტიმულით აღძრუ) (stimulus-driven) აღქმის
თეორიებს.

ყველა თეორია არ ამახვილებს ყურადღებას პერცეპტული სტიმულის სენსორულ


მონაცემებზე. ბევრი თეორია უპირატესობას ანიჭებს „დაღმავალ“ თეორიებს, მათი
თვალსაზრისით, აღქმა წარიმართება მაღალი დონის კოგნიტური პროცესების, არსებული
ცოდნისა და მოლოდინების საფუძველზე, რომლებიც გავლენას ახდენს აღქმაზე(Clark, 2003).
ამ თეორიების მიხედვით, ინფორმაცია შემდგომ უკვე ქვემოთ მიიმართება პერცეპტული
სტიმულის სენსორული ინფორმაციის გათვალისწინებით. ამ შენობებს აღიქვამთ, როგორც
მაღალს, ქალაქის მთლიანიფონის გათვალისწინებით, რადგან იცით, რომ ისინითქვენგან
შორსაა და, შესაბამისად, უფრო მაღალიაიმასთან შედარებით, რაც მოჩანს.ამ შეხედულების
მიხედვით, მნიშვნელოვანია მოლოდინები. როდესაც ადამიანი ელოდება, რომ დაინახავს
რაიმეს, მან იმ შემთხვევაშიც კი შეიძლება დაინახოს, თუ იქ არაფერია. მაგ: წარმოიდგინეთ,
რომ ადამიანები ელოდებიან კონკრეტულიადამიანის დანახვას კონკრეტულ ადგილას. მათ
შეიძლება იფიქრონ, რომ ამ ადამიანს ხედავენ იმ შემთხვევაშიც კი, თუხედავენ ვიღაც
სხვას, რომელიც მხოლოდ ჰგავს ამ ადამიანს (Simons, 1996).

„დაღმავალი“ და „აღმავალი“ მიდგომები გამოიყენება კოგნიციის პრაქტიკულად ყველა


ასპექტში. „დაღმავალი“ და „აღმავალი“ მიდგომები, ჩვეულებრივ, უპირისპირდება
ერთმანეთს, თუმცა გარკვეულ დონეზე ისინი ერთი ფენომენის სხვადასხვა ასპექტს ეხება.
საბოლოოდ, საჭირო ხდება აღქმის ერთი სრული თეორიის შემუშავება, რომელიც
გააერთიანებს როგორც „დაღმავალ“, ისე „აღმავალ“ მიმდინარე პროცესებს.

25
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

„აღმავალი“თეორიები

ფორმისა და პატერნის აღქმის „აღმავალი“თეორიის ოთხი ძირითადი ნაირსახეობა


არსებობს: პირდაპირი აღქმა, შაბლონის თეორიები, მახასიათებელთა თეორიები და
კომპონენტების მიხედვით ცნობის თეორიები.

პირდაპირი აღქმა

როცა უყურებთ ასო A -ს, როგორ ხვდებით, რომ ეს არის ასო A? საკითხავად ადვილია,
მაგრამ რთულია პასუხის გასაცემად. რათქმაუნდა, ესA ასოა, რადგან ის გამოიყურება,
როგორც A. რა ამგვანებს მას ასო A -ს და არა ასო H -ს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის
სირთულე ნათელია 3.9 ნახატზე მოცემული გამოსახულებიდან.ამ გამოსახულებას თქვენ
ალბათ დაინახავთ, როგორც “THE CAT“ -ს. ასო H სიტყვა “THE” -ში ასო A-ს იდენტურია
სიტყვა “CAT”-ში. აქედან ჩანს, რომ შაბლონის ცნობის მარტივი პროცესიც კი საკმაოდ
კომპლექსურია.

ჯ. გიბსონის პირდაპირი აღქმის თეორია.როგორ ვაკავშირებთ აღქმულ ინფორმაციას


გონებაში შენახულ ინფორმაციასთან? გეშტალტფსიქოლოგები ამ პრობლემას მოიხსენიებენ,
როგორც ჰოფდინგის ფუნქციას (Köhler, 1940),რაც მეცხრამეტე საუკუნის დანიელი
ფსიქოლოგის, ჰერალდ ჰოფდინგის (Harald Hoffding) სახელს უკავშირდება. მას
აინტერესებდა, არის თუ არა აღქმა იმდენად მარტივი პროცესი, რომ შემოიფარგლება
დანახულის შესახებ მხოლოდ ჩვენს მიერ დამახსოვრებულიინფორმაციით
(ასოციაციონიზმი). მეორე გავლენიანი თეორეტიკოსი, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა
ასოციაციონიზმი, ჯეიმს ჯ. გიბსონია (1904–1980).

გიბსონის პირდაპირი აღქმის თეორიის მიხედვით, ჩვენს სენსორულ


რეცეპტორებში არსებული ინფორმაცია, რომელიც სენსორულ კონტექსტსაც მოიცავს,
საკმარისია

26
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.9 - შეგიძლია წაიკითხო ეს სიტყვები?


როდესაც კითხულობთ ამ სიტყვებს, სავარაუდოდ, თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა განასხვავოთ ასო
A, ასო H -სგან. უფრო ახლოდან დააკვირდით თითოეულ ასოს. რა მახასიათებლით განსხვავდებიან
ისინი ერთმანეთისგან?

აღქმის პროცესისათვის. ამ შეხედულებით, გარემო აღქმისთვის აუცილებელი ყველა


საჭირო ინფორმაციით გვამარაგებს, რის გამოც ამ პოზიციას ზოგჯერ „ეკოლოგიურ
აღქმასაც“ უწოდებენ. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ გვჭირდება მაღალი დონის კოგნიტური
პროცესები, ან სხვა რამ გამაშუალებელი სენსორულ გამოცდილებასა და აღქმას შორის.
აღქმისთვის არ არის საჭირო უკვე არსებული რწმენები ან მაღალი დონის სააზროვნო
პროცესები. გიბსონს სჯეროდა, რომ რეალურ სამყაროში საკმარისი კონტექსტური
ინფორმაცია არსებობს პერცეპტული განსჯისათვის. ის ამტკიცებდა, რომ აღქმის
ასახსნელად არ გვჭირდება მაღალი დონის ინტელექტუალური პროცესები. გიბსონის (1979)
მიხედვით, ჩვენ პირდაპირ ვიყენებთ ამ კონტექსტურ ინფორმაციას. არსობრივად, ადამიანი
ბიოლოგიურად არის მიმართული მასზე რეაგირებისთვის. გიბსონის მიხედვით, ჩვენ
ვიყენებთ ტექსტურის განსხვავებებს სიღრმისა და მანძილის მისანიშნებლად. აღნიშნული
მიმანიშნებლები გვეხმარება ობიექტებსა და მათ ნაწილებს შორის არსებული სიახლოვე-
სიშორის ურთიერთმიმართების ზუსტად აღქმაში.

3.10 სურათზე ხედავთ ზღვის სანაპიროზე კლდეების სხვადასხვა კონფიგურაციას.


კლდეებზე, რომლებიც უფრო ახლოსაა სურათზე, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ბევრი
დეტალი, როგორიცაა ჭდეები, ხვრელები და ფერის ვარიაციები. რაც უფრო შორს არის
ობიექტი სურათზე, მით უფრო ცოტა დეტალის დანახვაა შესაძლებელი. თქვენ იყენებთ

27
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ტექსტურის გრადიენტებს იმის მამანიშნებლად, თუ რამდენად შორსაა კლდეები. იმ


ინფორმაციის გამოყენებით, რომ ზოგიერთი კლდე გადაფარავს სხვა კლდის ნაწილებს,
ასკვნით, რომ ნაწილობრივ დაფარული კლდეები უფრო შორს იმყოფება იმ კლდეებთან
შედარებით, რომლებიც მათ ფარავს. საგნების მახასიათებლების სტაბილური კავშირების
ანალიზსა და რეალურისამყაროსმოცემულობაზე დაყრდნობით, ჩვენ პირდაპირ, უშუალოდ
აღვიქვამთ გარემოს. (Gibson, 1950, 1954/1994; Mace, 1986). ამისათვის არ გვჭირდება
კომპლექსური აზროვნების პროცესების დახმარება.

ასეთი კონტექსტური ინფორმაციის გაკონტროლება, შესაძლოა, არც ისე ადვილი


იყოს ლაბორატორიულ ექსპერიმენტში. ასეთ ინფორმაციას ძალა აქვს მხოლოდ რეალური
სამყაროს გარემოცვაში.

28
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.10 მიმანიშნებლები, რომლებიც გამოიყენება სიღრმის აღქმისთვის.


რაც უფრო შორსაა ობიექტი, მით უფრო ნაკლები დეტალის დანახვაა შესაძლებელი. წინა პლანზე
შეგიძლიათ დაინახოთ კლდის პატარა ხვრელები და მისი უსწორმასწორო აგებულება, თუმცა უკანა
პლანზე კლდეები ბევრად უფრო გლუვი ჩანს. კლდე, რომელიც ნაწილობრივ დაფარულია,
მდებარეობს იმ კლდის უკან, რომელიც ფარავს მას. ჩვენ ვიყენებთ ამ მიმანიშნებლებს სიღრმის
აღსაქმელად.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გიბსონის მოდელი, ზოგ შემთხვევაში, ეკოლოგიურ


მოდელად მოიხსენიება (Turvey, 2003). ეს იმის შედეგია, რომ გიბსონი ყურადღებას
ამახვილებსრეალურ, ყოველდღიურ სამყაროში (ეკოლოგიური გარემო) აღქმაზე და არა
ლაბორატორიულ სიტუაციებში, სადაც ნაკლები კონტექსტური ინფორმაციაა
ხელმისაწვდომი. ეკოლოგიური გავლენის ფაქტორი გამოიყენება არა მხოლოდ პირველადი
აღქმისთვის (პერცეფციებისთვის), არამედ საბოლოო, შინაგანი რეპრეზენტაციებისთვის
(როგორიცაა ცნებები), რომლებიც ფორმირდება აღქმიდან (პერცეფციებიდან).(Hubbard,
1995; Shepard, 1984). გიბსონისიდეის განმავითარებელია ჯეიმს გიბსონის მეუღლე,
ელეონორა გიბსონი (1991, 1992). ის იკვლევდა ჩვილი ბავშვების აღქმას. მისი დაკვირვებით,
ჩვილებში (რომლებსაც ნაკლებად აქვთ წინარე ცოდნა და გამოცდილება) სწრაფად
ვითარდება პერცეპტული ცნობიერების ბევრი ასპექტი, რომელთა შორისაა სიღრმის აღქმა.

პირდაპირი აღქმა, შესაძლოა, დიდ როლს თამაშობდეს ინტერპერსონალურ


სიტუაციებში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სხვისი ემოციები და განზრახვები.
(Gallagher, 2008). საბოლოოდ, სახეებზეემოცია შეგვიძლია ერთიანად გამოვიცნოთ;ჩვენ არ
აღვიქვამთ სახის ცალ-ცალკე გამომეტყველებას იმ მიზნით, რომ ვცადოთ მათი შეერთება
სახეზე ემოციის აღსაქმელად (Wittgenstein, 1980).

ნეირომეცნიერება და პირდაპირი აღქმა. ნეირომეცნიერება ასევე მიუთითებს, რომ


პირდაპირი აღქმა, შესაძლოა, ჩართული იყოს ადამიანის აღქმაში. ვიზუალური სტიმულის
შემდეგ დაახლოებით 30 -დან 100 მილისეკუნდში, სარკისებრი ნეირონები აღიგზნება.

29
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სარკისებრი ნეირონები აქტიურია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი რაიმეს აკეთებს,
არამედ მაშინაც, როდესაც აკვირდება სხვის მიერ შესრულებულ იმავე მოქმედებას.
შესაბამისად, აღქმულის შესახებ ჰიპოთეზების ჩამოყალიბებამდეც უკვე შეგვიძლია
გამოვიცნოთ იმ ადამიანის გამომეტყველება, ემოციები და მოძრაობები, რომელსაც
ვაკვირდებით (Gallagher, 2008).

უფრო მეტიც, კვლევები მიუთითებს, რომ ლატერალური კეფის არეში ნეირონული


გზებია („რა გზები“) საგნის ფორმის, ფერისა და ტექსტურის გადამუშავებისთვის. როდესაც
ადამიანებს ვთხოვთ შეაფასონ საგნის სიგრძე, მათ არ შეუძლიათ სიგანის უგულებელყოფა.
ამავე დროს, მათ შეუძლიათ შეაფასონ საგნის ფერი, ფორმა და ტექსტურა სხვა
თვისებებისგან დამოუკიდებლად.(Cant & Goodale, 2007; Cant, Large, McCall, &Goodale, 2008).

შაბლონის თეორიები

შაბლონის თეორიების მიხედვით, გონებაში უამრავ შაბლონს ვინახავთ. შაბლონი


წარმოადგენს პატერნების ძლიერად დეტალიზებულ მოდელებს, რომელთა
ცნობაცშესაძლებელია. ჩვენ ვცნობთ კონკრეტულ პატერნს შაბლონების ნაკრებთან
შედარების საფუძველზე. შემდეგ ჩვენ ვირჩევთ კონკრეტულ შაბლონს, რომელიც ზუსტად
შეესაბამება იმას, რასაც ვაკვირდებით (Selfridge & Neisser,1960). შაბლონთან შედარების
მაგალითებს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. თითის ანაბეჭდების შედარება ამ
გზით ხორციელდება. ხელსაწყო სწრაფად ამუშავებს შესამოწმებელი ანაბეჭდის შესაბამის
ციფრებსმათ შესადარებლად შაბლონებთან.

უკანასკნელ პერიოდში, ყველა სახის პროდუქტი იდენტიფიცირებულია პროდუქტის


უნივერსალური კოდით (UPC ან შტრიხკოდი).მათი სკანირება და იდენტიფიცირება ხდება
პროდუქტის გაყიდვის დროს. ჭადრაკის მოთამაშეები, რომლებსაც დაგროვილი აქვთ
ცოდნა მრავალი თამაშის შესახებ, წინა თამაშების აღსადგენად, შაბლონის თეორიის
თანახმად, სწორედ შაბლონთან შედარების სტრატეგიასიყენებენ. (Gobet & Jackson, 2002).

30
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

შაბლონთან შედარების თეორიები მიეკუთვნება ულუფებზე (chunk) დაფუძნებულ


თეორიებს, რომელთა მიხედვითაც გამოცდილება მიიღწევა ხანგრძლივ მეხსიერებაში
ცოდნის ულუფების (chunks of knowledge) დაგროვებით, რომლებიც მოგვიანებით შესაძლოა
მისაწვდომი იყოს სწრაფი ცნობისთვის. ჭადრაკის მოთამაშეების შესწავლამ გვიჩვენა, რომ
საფეთქლის წილი ნამდვილად აქტიურდება მაშინ, როდესაც მოთამაშეები წვდებიან
ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახულ ცოდნის ულუფებს (Campitelli,Gobet, Head, Buckley, &
Parker, 2007).

თითოეულ ზემოხსენებულ მაგალითში, მიზანი - იპოვო ერთი სრულყოფილი


შედარება და უგულებელყო მრავალი არასრულყოფილი შედარება - შეესაბამება ამოცანას.
განგაშს ატეხთ, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ბანკის ციფრული ცნობის სისტემა ვერ
არეგისტრირებს დეპოზიტს თქვენ ანგარიშზე. ასეთმა წარუმატებლობამ შესაძლოა თავი
იჩინოს იმის გამო, რომ სისტემა დაპროგრამებული იყო ბუნდოვანი მახასიათებლების
რეგისტრაციაზე საუკეთესო ვარაუდის განსახორციელებლად.შაბლონთან შედარებისას კი
უნდა განხორციელდეს მხოლოდ ზუსტი შედარება. ეს არის ზუსტად ის, რასაც მოითხოვთ
ბანკის კომპიუტერისგან. გაიხსენეთ თქვენი პერცეპტული სისტემის მუშაობა ყოველდღიურ
სიტუაციებში. ის იშვიათად იმუშავებდა,თუ ცნობისთვის ყოველი სტიმულის ზუსტი
შედარება დაგჭირდებოდათ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მენტალური შაბლონები
გჭირდებათ თქვენი საყვარელი ადამიანის სახის ყველა შესაძლო პერცეპტისთვის.
წარმოიდგინეთ შაბლონები სახის თითოეული გამომეტყველებისთვის, სახის თითოეული
პოზიციისთვის, თითოეული მაკიაჟის დამატების ან ცვლილებისთვის, თმის
განსხვავებული სტილისთვის და ა.შ.

შაბლონთა შედარების თეორიები ვერ ხსნის ასოების აღქმის ზოგიერთ ასპექტს. ასეთ
თეორიებს არ შეუძლიათ ადვილად ახსნან ასოებისა და სიტყვების აღქმა 3.9. სურათზე. ჩვენ
შევადარეთ ორი განსხვავებული ასო (A და H) მხოლოდ ერთი ფიზიკური მოყვანილობის
საფუძველზე. ჰოფდინგი (1891) აღნიშნავს ასევე სხვა პრობლემებს. შეგვიძლია ვიცნოთ ასო

31
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

A იმის მიუხედავად, თუ რა ზომით, ორიენტაციითა და ფორმით არის ის დაწერილი.


გჯერათ, რომ ასოს თითოეული შესაძლო ზომის, ორიენტაციისა და ფორმის შესაბამისი
მენტალური შაბლონები გვაქვს? მეხსიერებაში ბევრი ასეთი შაბლონის შენახვა, ორგანიზება
და აღდგენა უსასრულო იქნებოდა. როგორ შეიძლება გავითვალისწინოთ და შევქმნათ
ამდენი შაბლონი აღქმის ყველა შესაძლო ობიექტისთვის (სურათი 3.11)?

ნეირომეცნიერება და შაბლონის თეორიები. ანბანის ასოები უფრო მარტივი აღსაქმელია


სახეებთან და სხვა კომპლექსურ სტიმულებთან შედარებით. მაგრამ როგორ ვცნობთ ჩვენ
ასოებს? განსხვავებულად მუშაობს თავის ტვინი იმის მიხედვით, რას აღვიქვამთ - ასოებს
თუ ციფრებს? ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ განსხვავება ნამდვილად არსებობს
ასოებისა და ციფრების აღქმას შორის. თავის ტვინში, თითისტარისებრ ხვეულზე (fusiform
gyrus) ან მასთან ახლოს უბანია, რომელიც უფრო მეტად აქტიურდება მაშინ, როდესაც
პიროვნებას უჩვენებენ ასოებს. არ არის ნათელი, აღნიშნული „ასოების არე“ ამუშავებს
მხოლოდ ასოებს, თუ ის ასევე შედარებით უმნიშვნელო როლს თამაშობსციფრების
გადამუშავებაში(Polk et al., 2002). შეხედულება იმასთნ დაკავშირებით, რომ ვიზუალური
ქერქი ამუშავებს განსხვავებულ სტიმულებს, არ არის ახალი;აღმოჩენილია სხვა არეებიც,
რომლებიც ამუშავებს სახეებს, მაგალითად (იხილეთ, Kanwisher et al., 1997; McCarthy et al.,
1997). ოდნავ მოგვიანებით, ამ თავში, ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ თავის ტვინის
იმ სტრუქტურებს, რომლებიც სახეების ცნობის საშუალებას გვაძლევს.

რატომ უჭირს კომპიუტერს ხელნაწერის კითხვა? დაფიქრდით, ადვილია თქვენთვის


აღიქვათ და გაიგოთ ვიღაცის ხელნაწერი? ხელნაწერებში სხვადასხვა ადამიანის მიერ
დაწერილი რიცხვები და ასოები ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა თქვენ კვლავ
შეგიძლიათ მათი გარჩევა უპრობლემოდ (უმეტეს შემთხვევაში მაინც). ეს არის ის, რასაც
კომპიუტერი ვერ აკეთებს. კომპიუტერისთვის ხელნაწერის კითხვა საკმაოდ რთულპროცესს
წარმოადგენს და დამახსიათებელია შეცდომები. როდესაც თქვენ შეიტანთ ქვითარს ATM
მანქანაზე, ის ამ ქვითარს ავტომატურადწაიკითხავს. რეალურად, ქვითრის ბოლოში

32
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

არსებული ციფრები, რომლებიც დაწერილია სხვანაირი შრიფტით, იმდენად მკაფიო და


განსხვავებულია, რომ მანქანას არ აერევა ისინი ერთმანეთში. რათქმაუნდა, მანქანისთვის
ბევრად რთულია ხელნაწერის გაშიფრვა. მსგავსად ამისა, მანქანას ასევე გაუჭირდება იმის
განსაზღვრა, რომ 3.11-სურათზემარჯვნივ გამოსახული ყველა ასო არის A (თუ მას აქვს
შაბლონი თითოეული ასო A-სთვის). მაშასადამე, ზოგიერთი კომპიუტერი მუშაობს
ალგორითმებით, რომლებიც ითვალისწინებს სიტყვის კონტექსტს, დაწერილი ასოების
კუთხოვან პოზიციებს. (მაგ: ვერტიკალური ან დახრილი) და სხვა ფაქტორებს.

დღევანდელი მაღალი დონის რობოტებთან შედარებით, რა არის ადამიანის


უპირატესობა? უპირატესობა შესაძლოა რამდენიმეიყოს, მაგრამ ერთ-ერთს, რათქმაუნდა,
ცოდნა წარმოადგენს. რობოტებთან შედარებით,უბრალოდ უფრო მეტი ვიცითგარემოსა და
გარემოში არსებული კანონზომიერების წყაროების შესახებ. ჩვენი ცოდნა გვანიჭებს დიდ
უპირატესობას რობოტებთან შედარებით, რის გამოც დღეს კვლავ შეუძლებელია რობოტის
ადამიანთან გათანაბრება.

33
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

7 6 1 1 1 4 6 9 22 8 92

სურათი 3.11 შაბლონების შედარება შტრიხკოდებსა და ასოებში.


ცალკეული შტრიხკოდი ყოველთვის ერთნაირი სიზუსტით გამოიყურება, რათა კომპიუტერმა იოლად
წაიკითხოს. ამის საპირისპიროდ, ასოები შესაძლოა გამოიყენებოდეს სხვადასხვანაირად, თუმცა ისინი
ერთსა და იმავე ასოებს გამოსახავენ. შაბლონების შედარება განასხვავებს შტრიხკოდებს, თუმცა ვერ
ცნობს სხვადასხვა შრიფტით დაწერილ ასო A-ს სხვადასხვა ვარიანტს.

34
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ნიშნების შედარების თეორიები.

პატერნისა და ფორმის აღქმის ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობს მახასიათებელთა


შედარების თეორიები. ამ თეორიებზე დაყრდნობით,ჩვენ ვცდილობთ არა მთლიანი
პატერნის შედარებას მეხსიერებაში შენახულ მთლიან შაბლონთან, არამედ პატერნის
მახასიათებლების შედარებას შაბლონის მახასიათებლებთან (Stankiewicz, 2003).

პანდემონიუმის მოდელი. მახასიათებელთა შედარების ერთ-ერთი ასეთი მოდელი


მოიხსენიება, როგორც პანდემონიუმი. მისი მეტაფორული „ერთეულების“ დანიშნულებაა
სტიმულთა მახასიათებლებისგაანალიზება(Selfridge, 1959).

ოლივერ სელფრიჯის პანდემონიუმის მოდელით, არსებობს ოთხი სახის ელემენტი:


გამოსახულების ელემენტი, მახასიათებელთა ელემენტები, კოგნიტური ელემენტები, და
გადაწყვეტილების ელემენტები.

სელფრიჯის მოდელი ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მოდელს წარმოადგენს,


მაგრამ შემოთავაზებულ იქნა მახასიათებელთა სხვა მოდელებიც. უმეტესობა, აგრეთვე,
განასხვავებს არა მხოლოდ სხვადასხვა მახასიათებელს, არამედ განსხვავებული ტიპის
მახასიათებლებსაც - გლობალურ და ლოკალურ მახასიათებლებს. ლოკალური
მახასიათებლები მოიცავს მოცემული პატერნის მცირემასშტაბიან და დეტალურ ასპექტებს.
ლოკალური მახასიათებლების ზუსტი შემადგენლობის თაობაზე შეთანხმება არ არსებობს.
ამის მიუხედავად, გლობალური მახასიათებლებისგანზოგადად შეგვიძლია გამოვყოთ
ისეთი გლობალური მახასიათებლები, რომლებიცსაერთო გამოსახულებასფორმას აძლევენ.
მაგ: განიხილეთ სტიმული, რომელიც გამოსახულია 3.13 სურათზე (a) და (b). მათი
გამოყენება ხდებოდა ზოგიერთ კვლევაში, რომლებიც პატერნების აღქმას ეხებოდა (მაგ:
ნახეთ Navon,1977, ან Olesen et al., 2007). გლობალურად, როგორც (a) ასევე (b) პანელზე
არსებული სტიმულიქმნის ასო H-ს. (a) პანელზე ლოკალური მახასიათებლები (პატარა H-

35
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ები) შეესაბამება გლობალურ მახასიათებელს. (b) პანელი მოიცავს მრავალ ლოკალურ ასო
S-ს, რომლებიც არ შეესაბამება გლობალურ მახასიათებელს.

ერთ-ერთ კვლევაში ცდის მონაწილეებს სთხოვდნენ სტიმულის განსაზღვრას ლოკალურ


ან გლობალურ დონეზე (Navon, 1977). როდესაც ლოკალური ასოები შედარებით პატარა და
მჭიდროდ იყო განლაგებული, მონაწილეებს უფრო სწრაფად შეეძლოთ სტიმულის
იდენტიფიცირება გლობალურ დონეზე („დიდი“ ასო), ლოკალურ დონესთან შედარებით.
როდესაც ცდის მონაწილეებს გლობალურ დონეზე იდენტიფიცირებას სთხოვდნენ,
აღმოჩნდა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ლოკალური მახასიათებლები შეესაბამებოდა თუ
არა გლობალურ მახასიათებლებს. ისინი პასუხობდნენ ერთნაირი ტემპით, იმის
მიუხედავად, გლობალური ასო H -ი შედგებოდა პატარა H-სგან თუ პატარა S-სგან. რა თქმა
უნდა, როდესაც ცდის მონაწილეებს „პატარა“ ლოკალური ასოების იდენტიფიცირებას
სთხოვდნენ, ისინი უფრო სწრაფად პასუხობდნენმაშინ, როცა გლობალური
მახასიათებლებილოკალურს ემთხვეოდა. სხვა სიტყვებით, თუ
ცდისპირებსმოეთხოვებოდათ იმ ლოკალური (პატარა) S-ების იდენტიფიცირება, რომელთა
კომბინაციებიც გლობალურ (დიდ) H-სქმნიდა, ისინი დავალებას უფრო ნელა
ასრულებდნენ იმ დავალებასთან შედარებით, როცა მათ იმ ლოკალური (პატარა) H-ების
იდენტიფიცირებამოეთხოვებოდათ, რომელთა კომბინაციაც გლობალურ (დიდ) H-სქმნიდა.
შედეგების აღნიშნულ პატერნსგლობალური უპირატესობის ეფექტის სახელით მოიხსენებენ
(ნახეთ ასევე Kimchi, 1992). ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გლობალურ
ინფორმაციას,ლოკალურთან შედარებით,უპირატესობასანიჭებენ ჩვილებიც (Cassia, Simion,
Milani,& Umiltà, 2002)

36
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.12 სელფრიჯის მახასიათებელთა შედარების მოდელი.

ოლივერ სელფრიჯის მახასიათებლთა შედარების მოდელის მიხედვით, ჩვენ ვცნობთ


პატერნებს დაკვირვებადი მახასიათებლების იმ მახასიათებლებთან შედარებით,
რომლებიც მეხსიერებაში გვაქვს შენახული. ჩვენ ვცნობთ იმ პატერნებს,
რომლებისთვისაც ვიპოვით შედარებების ყველზე უფრო მეტ რაოდენობას.

37
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.13 გლობალური უპირატესობის ეფექტი.


შეადარეთ ერთმანეთს პანელი (a) (გლობალური H-ი შექმნილია ლოკალური H-ებით)
პანელი (b)-ს (გლობალური H-ი შექმნილია ლოკალური S-ებით). ყველა ლოკალური
ასო მჭიდროდ არის განლაგებული.
წყარო: From D. Navon,“Forest before Trees: The Precedence to Global Features in Visual
Perception,” Cognitive Psychology, July 1977, Vol. 9, No. 3, pp. 353–382. Reprinted by permission of
Elsevier.

ამის საპირისპიროდ, იმ შემთხვევაში, როცა ასოები უფრო ფართოდ არის განლაგებული


(იხ.სურათი 3.14-ის (a) და (b) პანელი), ეფექტი საპირისპიროა. ეს არის ლოკალური
უპირატესობის ეფექტი. ამ შემთხვევაში ცდის მონაწილეები,გლობალურ მახასიათებელთან
შედარებით, უფრო სწრაფად ახდენენ ინდივიდუალური ასოების ლოკალური
მახასიათებლების იდენტიფიცირებას; ლოკალური მახასიათებლები აბრკოლებს
გლობალურ ცნობას წინააღმდეგობრივისტიმულების შემთხვევებში. (Martin, 1979).
ამგვარად, როდესაც ასოები ლოკალურ დონეზეახლოს იმყოფება ერთმანეთთან, ადამიანებს
ლოკალური სტიმულის (პატარა ასოების) იდენტიფიცირების პრობლემებიექმნებათ, თუ

38
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ისინი გლობალური(დიდი ასოს)სტიმულის შესაბამისი არაა. ხოლო მაშინ, როცა ასოები


ლოკალურ დონეზე ერთმანეთის მოშორებითაა განლაგებული, ადამიანებს უფრო მეტად
უჭირთ გლობალური სტიმულის (დიდი ასოს) იდენტიფიცირება, თუ ის არ არის
ლოკალური სტიმულის (პატარა ასოების) შესაბამისი. ლოკალური სტიმულის სივრცითი
სიახლოვის გარდა სხვა შეზღუდვების (მაგ: სტიმულის ფორმა) გათვალისწინებაც ხდება
და სხვა სახის მახასიათებლებიც ახდენს გავლენას აღქმაზე.

სურათი 3.14 ლოკალური უპირატესობის ეფექტი.


(a) და (b) პანელი შეადარეთ ერთმანეთს, რომელშიც ლოკალური ასოები ფართო შუალედებით არის
განლაგებული. ფიგურა 3.13 რატომ აჩვენებს გლობალური უპირატესობის ეფექტს, ხოლო 3.14 -
ლოკალური უპირატესობის ეფექტს?
წყარო: D. Navon,“Forest before Trees: The Precedence to Global Features in Visual Perception,” Cognitive
Psychology, July 1977, Vol. 9, No. 3, pp. 353–382. Reprinted by permission of Elsevier

ნეირომეცნიერება და მახასიათებელთა (ნიშნების) შედარების თეორიები. მახასიათებელთა


შედარების თეორიების მტკიცებულებები ნევროლოგიურ და ფიზიოლოგიურ კვლევებს
ეფუძნება. მკვლევრები იყენებდნენ ცალკეული უჯრედების ჩანაწერის ტექნიკებს

39
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ცხოველებში (Hubel & Wiesel, 1963, 1968, 1979). ისინი ზომავდნენ თავის ტვინის
მხედველობის ქერქში ვიზუალურ სტიმულზე ცალკეული ნეირონის რეაგირებას. შემდეგ
ქმნიდნენ ამ ნეირონების ტოპოგრაფიულ რუქას, სადაც ყოველი ნეირონი შეესაბამებოდა
მხედველობით ველში კონკრეტულ ადგილას მდებარე ვიზუალურ სტიმულს (ნახეთ თავი
2). მათი კვლევის მიხედვით, ვიზუალური ქერქი მოიცავს სპეციფიკურ ნეირონებს,
რომლებიც რეაგირებენ მხოლოდ კონკრეტული სახის სტიმულზე (მაგ: ჰორიზონტალური
ხაზი) და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტიმული ბადურის სპეციფიკურ რეგიონზე
აისახება. შესაბამისად, თითოეული ქერქული ნეირონი ტოპოგრაფიულად ასახულია
ბადურის სპეციფიკურ რეცეპტულ არეზე. ვიზუალური ქერქის უდიდესი ნაწილი მოიცავს
იმ ნეირონებს, რომლებიც ტოპოგრაფიულად ასახულია ბადურის ფოვეალურ რეგიონში
არსებულ რეცეპტულ არეებზე ანუ ყველაზე მახვილ მხედველობის არეში.

ქერქის უჯრედების უმეტესობა არ რეაგირებს უბრალოდსინათლის ნაწილაკებზე, ისინი


უპირატესად რეაგირებენ „სპეციფიკურად ორიენტირებულ წრფივ სეგმენტებზე“”(Hubel &
Wiesel, 1979, p. 9). ასეთუჯრედებს იერარქიული სტრუქტურა აქვთ იმ სტიმულის
სირთულის მიხედვით, რომლებზეც ისინი რეაგირებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქერქის
უჯრედიდან წამოსული ინფორმაციაერთიანდება მაღალი დონის დეტექტორების
შესაქმნელად, რომელთა საშუალებითშესაძლებელია შედარებით უფრო კომპლექსური
მახასიათებლების ამოცნობა. ყველაზე უფრო დაბალ დონეზე უჯრედები რეაგირებენ
წრფეზე, უფრო მაღალ დონეზე ისინი რეაგირებენ კუთხეებსა და კიდეებზე, შემდეგ
ფორმებზე და ა.შ. ნეირონები, რომლებიც მონაწილეობენ რთული ობიექტის ცნობაში,
მოიხსენიება როგორც გნოსტიკური ერთეულები ან „ბებია“ უჯრედები“ - იგულისხმება,
რომ არსებობს ნეირონი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საკუთარი ბებიის ცნობა.
აღნიშნული ნეირონები სპეციფიკური არ არის, მაგრამ სპეციფიკურად რეაგირებენ მხოლოდ
ერთი ადამიანის სახეზე. გადამუშავების ასეთ მაღალ დონეზეც კი სელექტიურობა
უჯრედებსსაშუალებას აძლევს ადამიანის სახეზე ერთდროულად აღიგზნონ.

40
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

წარმოიდგინეთ რა ხდება მაშინ, როდესაც სტიმულები ვიზუალური სისტემის გავლით


ქერქის უფრო მაღალი დონისკენ მიემართებიან. ზოგადად, მიმღები ველის არეალი
იზრდება სტიმულების სირთულესთან ერთად იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს
რეაგირებას.ასეთი იერარქიის დასამტკიცებლად ერთ დროს ფიქრობდნენ, რომ ვიზუალური
ქერქული ნეირონების მხოლოდ ორი სახე (სურათი 3.15) - მარტივი და რთული უჯრედები
-არსებობდა (Hubel & Wiesel, 1979).მიიჩნეოდა, რომ ისინი გადასამუშავებელისტიმულების
შესახებ ინფორმაციის კომპლექსურობის შესაბამისად განსხვავდებოდა. დამტკიცდა, რომ ეს
შეხედულება ზედმეტად გამარტივებულია.

ჰიუბელისა და ვიზელის შრომაზე დაყრდნობით, სხვა მკვლევრებმა აღმოაჩინეს


მახასიათებელთა (ნიშნების) დეტექტორები, რომლებიც რეაგირებენ კიდეებზე, კუთხეებზე,
ვარსკვლავებზე ან სამკუთხედებზე. (DeValois & DeValois, 1980;Shapley & Lennie, 1985;
Tanaka, 1993). ქერქის ზოგიერთ არეში ძლიერ ფაქიზი და კომპლექსური უჯრედები
მაქსიმალურად ირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც, მოცემული სტიმულის
სიდიდის მიუხედავად, სპეციფიკურ ფორმებზერეაგირებენ. მაგალითად შეიძლება
მოვიტანოთ ხელი ან სახე. რაც უფრო ნაკლებად ჰგავს სტიმული ოპტიმალურ ფორმას, მით
უფრო ნაკლებად ხდება ამ უჯრედების აღგზნება.

ახლა ვიცით, რომ ვიზუალური აღქმა უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ჰიუბელსა და


ვიზელს წარმოედგინათ. უჯრედებმა შეიძლება შეასრულონ სხვადასხვა ფუნქცია. ეს
უჯრედები ნაწილობრივ პარალელურად მოქმედებენ, თუმცა ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ მათ
მოქმედებას. მაგალითად, აღქმული ობიექტის ადგილის შესახებ არსებული სივრცითი
ინფორმაცია ობიექტის კონტურის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან ერთდროულად
მუშავდება. აღქმული ობიექტის რაობის სრული კომპლექსური შეფასება ხდება
ინფორმაციის გადამუშავების ადრეულ საფეხურზე პარალელური გადამუშავების შედეგად.
(Dakin & Hess, 1999).

41
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მაგრამ როგორ ერთიანდება ფორმაში ცალკეული მახასიათებლები, რომელთა ანალიზიც


მათი ორიენტაციის მიხედვით ხდება? როგორ ვცნობთ კონკრეტულ ობიექტს?
კომპონენტების მიხედვით ცნობის თეორია, რომელსაც შემდგომ განვიხილავთ, ნათელს
მოჰფენს ამ შეკითხვას.

სურათი 3.15 ხაზის ორიენტაცია და უჯრედის აქტივაცია.


დევიდ ჰიუბელმა და ტორსტენ ვიზელმა აღმოაჩინეს, რომ ვიზუალურ ქერქში უჯრედები
აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა ისინი აღმოაჩენენ კონკრეტული ორიენტაციის ხაზის სეგმენტებს.
როგორც ხედავთ, უჯრედი ოდნავ აქტიურდება ჰორიზონტალური ხაზის სეგმენტის წარდგენის
დროს; უფრო ძლიერი აქტივაციაა, როცა ხაზი დიაგონალურად არის ორიენტირებული და უჯრედი
კიდევ უფრო მეტად აქტიურდება ვერტიკალური ხაზის შემთხვევაში.
წყარო: FromIn Search of the Human Mind by Robert J. Sternberg, copyright © 1995 by Harcourt Brace
&Company. წაროდგენილია გამომცემლის ნებართვით.

კომპონენტებზე დაფუძნებული ცნობის თეორია

42
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

როგორ ვახდენთ ობიექტის სტაბილურ 3-D მენტალური რეპრეზენტაციების ფორმირებას?


კომპონენტებზე დაფუძნებული ცნობის თეორია ხსნის ჩვენსმიერ 3-D ობიექტების აღქმის
შესაძლებლობას მარტივი გეომეტრიული ფორმების დახმარებით.

აღქმა გეონების დახმარებით. ირვინგ ბიდერმანის (1987) მიხედვით, საგნის


სამგანზომილებიანი გამოსახულების ფორმირებას ვაღწევთ მარტივი 3-D გეომეტრიული
ფორმებით მანიპულაციის საშუალებით, რომლებსაც გეონები ეწოდება (გეომეტრიული
იონები). გეონებს მიეკუთვნება ობიექტები, როგორიცაა: კუბები, ცილინდრები, სოლები,
კონუსები და მათიმრუდღერძიანი ასლები. (Biederman, 1990/1993b). ბიდერმანის
კომპონენტებზედაფუძნებული ცნობის თეორიაზე დაყრდნობით, ჩვენ სწრაფად ვცნობთ
ობიექტებს მათ გარშემოწერილობაზე დაკვირვებით და შემდეგ ობიექტებს ვშლით
გეონებად. გეონები, ასევე, შეიძლება თავიდან გაერთიანდნენ ახალ კომბინაციაში. ვიცით,
რომ ასოების რიგის მანიპულირებითშეგვიძლია უამრავი სიტყვისა და წინადადების
შედგენა. მსგავსად ამისა, გეონების მცირე რაოდენობის გამოყენებით შესაძლებელია
მრავალი ბაზისური ფორმისა და შემდეგ უამრავი ბაზისური ობიექტის შექმნა (სურათი
3.16).

გეონები მარტივია და დამკვირვებლის მხედველობის პოზიციის მიმართ


ინვარიანტულია1 (ე.ი. მკაფიოა ხედვის სხვადასხვა ადგილიდან). „ვიზუალური ხმაურის“
მიუხედავად, გეონებისგან შემდგარი ობიექტები ადვილად იცნობა სხვადასხვა
პერსპექტივიდან. ბიდერმანის მიხედვით (1993a, 2001), მისი კომპონენტებზედაფუძნებული
ცნობის თეორია(RBC) ხსნის იმას, თუ როგორ ვცნობთ მრავალრიცხოვანი ობიექტების
ფორმებს სწრაფად, ავტომატურად და ზუსტად. ცნობა შესაძლებელია ხედვის წერტილის
ცვლილების მიუხედავად. ობიექტის ცნობა ხდება იმ სიტუაციაში, როცა სასტიმულო
ობიექტი იცვლება. მაგალითად, თუ ხედავთ მანქანას, მას აღიქვამთ, როგორც სხვადასხვა
გეონებისგან შექმნილ ობიექტს. თქვენ შეგიძლიათ მანქანის ცნობა იმ შემთხვევაშიც, თუ ვერ

უცვლელია
1

43
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ხედავთ ყველა გეონს იმის გამო, რომ მანქანა ნაწილობრივ დაფარულია მის წინ მდგომი
სხვა ობიექტით. რადგან გეონები ხედვის პოზიციის მიმართ ინვარიანტულია, მანქანის
ცნობა მაშინაც კიშეგიძლიათ, თუ მას გვერდიდან ან უკნიდანშეხედავთ. უჯრედები ქვედა
საფეთქლის ქერქში (ე.ი. საფეთქლის წილის უფრო ქვედა ნაწილი) უფრო ძლიერად
რეაგირებს გეონების ცვლილებაზე (რომლებიც ხედვის პოზიციის მიმართ
ინვარიანტულია), ვიდრე სხვა გეომეტრიული თვისების შესაბამისად მომხდარ
ცვლილებაზე (მაგ: ცვლილებები ცილინდრის ზომის ან დიამეტრის მიხედვით; Vogels,
Biederman, Bar, & Lorincz, 2001).

ბიდერმანის RBC თეორია ხსნის იმას, თუ როგორ შეგვიძლია სკამების, ნათურებისა და


სახეების ზოგადი ნიმუშების ცნობა, თუმცა ადეკვატურად ვერ ხსნის იმას, თუ როგორ
ვცნობთკონკრეტულ სკამებს ან კონკრეტულ სახეებს. მაგალითად,თქვენი ან თქვენი
საუკეთესო მეგობრის სახე. ორივე მათგანი მოიცავს გეონებს, რომლებიც ასახავს პირს,
თვალებს, ცხვირს, წარბებს და ა.შ. თუმცა ეს გეონები ერთი და იგივეა თქვენი და თქვენი
მეგობრის სახისთვის. ასე რომ, RBC თეორია ვერ ხსნის იმას, თუ როგორ შეგვიძლია
განვასხვავოთ ერთი სახე მეორისგან.

ბიდერმანმა აღიარა, რომ თავისი თეორიის ამ ასპექტებს ესაჭიროება უფრო მეტი


დამუშავება, იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება აღიწეროს ობიექტის სხვადასხვა
ნაწილებს შორის არსებული კავშირები (Biederman, 1990/1993b). ბიდერმანის მიდგომის, და
ზოგადად ქვევიდან-ზევით თეორიების კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, თუ
როგორ გავითვალისწინოთ მოლოდინებისა და გარემო კონტექსტის გავლენა პატერნის
აღქმის ზოგიერთ ფენომენზე.

ნეირომეცნიერება და კომპონენტებზე დაფუძნებული ცნობის თეორია. რა შედეგებს


ველით ბიდერმანის თეორიის დადასტურების შემთხვევაში? გეონები ხედვის პოზიციის
მიმართ ინვარიანტულია. შესაბამისად, კვლევებმა უნდა გამოავლინოს ისეთი ნეირონები,
რომლებიც რეაგირებენ ობიექტზე იმის მიუხედავად, თუ საიდან შევხედავთ მას - წინიდან
44
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

თუ გვერდიდან. და მართლაც, არსებობს კვლევები, რომელთა საფუძველზეც მკვლევრებმა


აღმოაჩინეს ქვედა საფეთქლის ქერქში არსებული ნეირონები, რომლებიც სენზიტიურია
მხოლოდ ხედვის პოზიციის მიმართ უცვლელ მახასიათებლებზე (Vogels et al., 2001). რათქმა
უნდა, ბევრი ნეირონი პირველადად რეაგირებს ობიექტის ერთ ხედზე, მათი
რეაგირება,ობიექტის შემობრუნებასთან ერთად, თანდათან იკლებს (Logothetis, Pauls, &
Poggio,1995). ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება ბიდერმანის თეორიის შეხედულებასიმის
შესახებ, რომ ჩვენ ვცნობთ ობიექტებს ხედვის წერტილით ინვარიანტული გეონების
მნიშვნელობის საშუალებით.

45
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.16 გეონები


ირვინგ ბიდერმანმა გააფართოვა მახასიათებელთა შედარების თეორია, პატერნების ელემენტარული
კომპონენტების კომპლექტის შემოთავაზებით (a), რომელიც მან დააფუძნა 3-D ფორმების
ვარიაციებით, რომელთა უმეტესი ნაწილიც მიღებულ იქნა კონუსიდან (b).

46
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

„დაღმავალი“ თეორიები

„აღმავალი“ თეორიებისგან განსხვავებულია „დაღმავალი“ თეორიები, რომელიც


კონსტრუქტივისტული მიდგომას წარმოადგენს (Bruner, 1957; Gregory, 1980; Rock, 1983; von
Helmholtz, 1909/1962). კონსტრუქტივისტული შეხედულებით, აღმქმელი სტიმულის აღქმის
გააზრებულ კონსტრუირებას ახორციელებს. აღმქმელის კოგნიტური პროცესები და
ცნებები, რომლებსაც ის იყენებს, გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ხედავს ის. აღმქმელი
სენსორულ ინფორმაციას იყენებს, როგორც აღქმის სტრუქტურის საფუძველს. ამავე დროს,
აღქმის კონსტრუირებისას ის ინფორმაციის სხვა წყაროებსაც იყენებს. ეს შეხედულება ასევე
ცნობილია, როგორც „გონიერი“ აღქმა, რამდენადაც ამ შემთხვევაში აღქმისას მნიშვნელოვან
როლს მაღალი დონის აზროვნება თამაშობს. აქ ასევე ხაზგასმულია სწავლის როლი აღქმის
პროცესში (Fahle, 2003).

ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს, რომ არა მხოლოდ სამყარო ახდენს გავლენას ჩვენს
აღქმაზე, არამედ ასევე სამყარო, რომელსაც აღვიქვამთ, ფაქტობრივად ფორმირდება ჩვენი
აღქმის საშუალებით (Goldstone, 2003). სხვა სიტყვებით,აღქმა იმ სამყაროსრეციპროკულია,
რომლის აღქმის გამოცდილებაც გვაქვს. აღქმა გავლენას ახდენს სამყაროზე და სამყაროც
გავლენას ახდენს აღქმაზე, რამდენადაც ჩვენ მისი აღქმის გამოცდილება გვაქვს.

კონსტრუქტივისტული აღქმის თეორიის საინტერესო თავისებურება ისაა, რომ ადამიანის


ინტელექტს აღქმის სრულ ბაზისურ პროცესებთან აკავშირებს. ამ თეორიის მიხედვით,
აღქმა მოიცავს არა უბრალოდ დაბალი დონის კოგნიტურ პროცესებს, არამედ ისეთ
კოგნიტურ პროცესებსაც, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის ინტელექტთან და
ინტელექტით გაშუალებულ პროცესებთან. ფანჯრიდან ყურებისას ბევრ რამეს
„დაინახავთ“, მაგრამ რასაც დანახვისას იცნობთ, თქვენი ინტელექტის მიერ მაღალ დონეზე
გადამუშავების შედეგია. საინტერესოა, რომ ტიტჩენერის სტრუქტურალისტურმა მიდგომამ
საბოლოოდ განიცადა მარცხი - ტიტჩენერი და მისი მიმდევრები თვითდაკვირვებას წინა
გამოცდილებისგან დამოუკიდებლად იყენებდნენ, თუმცა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ
47
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ეს შეუძლებელი იყო. ის, რასაც აღიქვამთ, გარკვეულწილად ფორმას იღებს იმის გავლენით,
რაც იცით და რასაც ფიქრობთ.

მაგალითად: წარმოიდგინეთ, რომ მანქანით მიდიხართ იმ გზით, რომლითაც სხვა დროს


არასდროს გიმგზავრიათ. როდესაც გზების გასაყარზეჩიხსმიაღწევთ,დაინახავთ რვაკუთხა
წითელ ნიშანს თეთრი წარწერით. მასზე გამოსახულია ასოები “ST_P.” გადაზრდილი ვაზი
კვეთს წარწერას ასო T-დან ასო P-მდე. არსებობს იმისალბათობა, რომ თქვენი
შეგრძნებებიდან მოახდინოთ stop ნიშნის აღქმის კონსტრუირება. ამ შემთხვევაში, თქვენი
რეაქციაშესაბამისი იქნება. აღქმის მუდმივობა კიდევ ერთი მაგალითია. როდესაც ქუჩაში
ხედავთ მანქანას, რომელიც გიახლოვდებათ, მისი გამოსახულება თქვენს ბადურაზე უფრო
და უფრო დიდდება, თუმცა კვლავ აღიქვამთ მას, როგორც იმავე ზომის მანქანას. ეს იმაზე
მიუთითებს, რომ აღქმის პროცესში მუშაობს მაღალი დონის კონსტრუქციული პროცესები.
ფერის მუდმივობაც გულისხმობს, რომ,სინათლის ცვლილების მიუხედავად, რომელიც
ცვლის ელფერს, ობიექტის ფერიუცვლელია. მაშინაც კი, როდესაც განათება იმდენად
ბუნდოვანია, რომ ფერის შეგრძნება ფაქტიურად შეუძლებელი ხდება, ჩვენ კვლავ
აღვიქვამთ ბანანს ყვითლად, ქლიავს იისფრად და ა.შ.

კონსტრუქტივისტების მიხედვით, აღქმის დროს ჩვენ სწრაფად ვახდენთ პერცეპტების


(აღქმის ობიექტის) შესახებ არსებული სხვადასხვა ჰიპოთეზის ფორმირებას და შემოწმებას.
პერცეპტები დაფუძნებულია სამ რამეზე:

 რასაც შევიგრძნობთ (სენსორული მონაცემები)


 რაც ვიცით (მეხსიერებაში შენახული ცოდნა), და
 რასაც დავასკვნით (მაღალი დონის კოგნიტური პროცესების გამოყენებით).

აღქმის დროს ვითვალისწინებთ წინა გამოცდილებას. ალბათ სწრაფად იცნობთ


ქუჩაშითქვენგან შორს მყოფ მეგობარს, თუ მასთან შეხვედრა დანიშნული გქონდათ. ჩვენ
ასევე ვიყენებთ იმ ინფორმაციას, რაც ვიცით კონტექსტის შესახებ. როდესაც თქვენ ხედავთ

48
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ლიანდაგებზე მომავალ ობიექტს, მიხვდებით, რომ მატარებელია. ასევე, შეგვიძლია


გამოვიყენოთ ლოგიკურად დასკვნაც მოვლენის შესახებ, როგორც არსებული მონაცემების,
ისე ამ მონაცემების შესახებ არსებული ცოდნის საფუძველზე. კონსტრუქტივისტების
მიხედვით, ვიზუალური შეგრძნებებისთვის ზუსტი მახასიათებლების მინიჭება შეგვიძლია.
მიზეზი ისაა, რომ არაცნობიერდასკვნებს ვაკეთებთ. ჩვენ არაცნობიერად ვახდენთ
სხვადასხვა წყაროდან მომდინარე ინფორმაციის ასიმილაციას (Snow & Mattingley, 2003).
სხვა სიტყვებით, ერთზე მეტი წყაროდან მომდინარე ინფორმაციის გამოყენებით, ჩვენ
გაუცნობიერებელი დასკვნებიგამოგვაქვს.

stop-ნიშნის მაგალითზე, ჩვენს წინაა უაზრო თანხმოვნების კრებული, შუაში


გამოტოვებული ასოთი. რათქმაუნდა,წინაგამოცდილებამნიშვნელოვან ინფორმაციაზე
მიგითითებთ - რომ ამ ფორმის ნიშანი და განცხადების ფერი, რომელიც გზების გადაკვეთის
ადგილას მდებარეობს და ამ სამ ასოს ასეთი თანმიმდევრობით მოიცავს, ნიშნავს იმას, რომ
დროზე უნდა შეწყვიტოთ ფიქრი უაზრო სიტყვის შესახებ, თორემ შეიძლება გადაიჩეხოთ.
წარმატებული კონსტრუქტივისტული აღქმა საჭიროებს ინტელექტსა და აზროვნებას,
სენსორული ინფორმაციის კომბინირებას გამოცდილებასა და ცოდნასთან.

კონსტრუქტივისტულიმიდგომის დაცვის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ აღქმის


„ქვემოდან - ზემოთ“ (ანუ მონაცემებით მართული - data-driven) თეორიები მთლიანად ვერ
ხსნის კონტექსტის გავლენას. კონტექსტის ეფექტია გარემოს გავლენა აღქმაზე (მაგ: ჩვენი
“THE CAT” - ის აღქმა 3.9 სურათზე). კონტექსტის გავლენა აღქმაზე ექსპერიმენტულადაც
მტკიცდება (Biederman, 1972; Biederman et al., 1974; Biederman,Glass, & Stacy, 1973; De Graef,
Christiaens, & D’Ydewalle, 1990). ერთ-ერთ კვლევაში ცდის მონაწილეებს,ობიექტების ჩვეულ
ან უჩვეულო კონტექსტში წარდგენის შემდეგ, სთხოვდნენ მოეხდინათ ამ ობიექტების
იდენტიფიცირება (Palmer, 1975).მაგალითად, მონაწილეებს აჩვენებდნენ სამზარეულოს
სცენას, რომელსაც მოსდევდას ტიმულები- პურის ნაჭერი, საფოსტო ყუთი და დოლი.უფრო
სწრაფად ხდებოდა წარდგენილ კონტექსტის შესაბამისი ობიექტების ამოცნობა

49
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

(მაგალითად, პურის ნაჭერი), ვიდრე კონტექსტთან შეუსაბამო ობიექტებისა. კონტექსტი


ასევე დიდ როლს თამაშობს ობიექტის ცნობაში (Bar, 2004). უფრო შთამბეჭდავია ასევე
კონტექსტის ეფექტი, რომელიც ცნობილია კონფიგურაციული უპირატესობის ეფექტის
სახელით (Bar, 2004; Pomerantz, 1981).ამ ეფექტის არსი ისაა, რომ კონკრეტულ
კონფიგურაციაში წარდგენილი ობიექტები უფრო მარტივი გამოსაცნობია, ვიდრე ის
ობიექტები, რომლებიც იზოლირებულად არის წარდგენილი, იმ შემთხვევაშიც კი,როცა
კონფიგურაციებში შემავალი ობიექტები უფრო კომპლექსურია. წარმოიდგინეთ, რომ
მონაწილეებს აჩვენებთ ოთხ სტიმულს და ყველა მათგანი დიაგონალური ხაზია [ნახეთ
ნახატი 3.17 (a)]. სამი მათგანი ერთი მიმართულებითაა დახრილი, ხოლო ერთი ხაზი სხვა
მიმართულებით იხრება. ცდის მონაწილეების ამოცანაა იმის განსაზღვრა, რომელი
სტიმულია სხვებისგან განსხვავებული. ახლა წამოიდგინეთ, რომ ცდის მონაწილეებს
აჩვენებთ ოთხ სტიმულს, ყოველი მათგანი სამი ხაზისაგან შედგება. [ნახატი 3.17 (c)] სამ
სტიმულს სამკუთხედის ფორმა აქვს, ერთს კი - არა. თითოეულ შემთხვევაში სტიმული
დიაგონალური ხაზია [ფიგურა3.17 (a)], რომელსაც დამატებითი ხაზები აქვს [ფიგურა 3.17
(b)]. შესაბამისად, მეორე შემთხვევაში, ეს სტიმული უფრო მეტად კომპლექსურია
პირველთან შედარებით. რათქმაუნდა, ცდის მონაწილეები უფრო სწრაფადგამოიცნობდნენ,
რომელი სამგვერდიანი რთული ფიგურა განსხვავდებოდა სხვა ფიგურებისგან იმ
დავალებასთან შედარებით, როცა მათ მოეთხოვებოდათ, გამოეცნოთ განსხვავება დახრილ
ხაზებს შორის.

50
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.17 კონფიგურაციული უპირატესობის ეფექტი.


ცდის მონაწილეები უფრო იოლად აღიქვამდნენ ინტეგრირებულ კონფიგურაციებს (რომლებიც
შეიცავდა რამდენიმე ხაზს) შორის არსებულ განსხვავებებს (c), ვიდრე განცალკევებულ ხაზებს შორის
არსებულ განსხვავებებს(a). ამ ფიგურაში, პანელი(b) ემატება პანელ (a)-ს და მიიღება პანელი (c).
შესაბამისად, პანელი (c) უფრო რთულია, ვიდრე პანელი(a).

ამის მსგავსად, არსებობს ობიექტის უპირატესობის ეფექტიც, როდესაც იმ სამიზნე ხაზის


იდენტიფიცირება, რომელიც ახდენს 3-D ობიექტის ნაწილის ფორმირებას, უფრო ზუსტია
იმ სამიზნესთან შედარებით, რომელიც ახდენს იზოლირებული 2-D ნიმუშის ნაწილის
ფორმირებას. (Lanze, Weisstein, & Harris, 1982; Weisstein &Harris, 1974). ასოსა და სიტყვის
ცნობის შესწავლისას მსგავსი კანონზომიერება აღმოჩნდა. სიტყვის უპირატესობის ეფექტი
მიუთითებს, რომ ასოების მწკრივის წარდგენისას ადამიანებისთვის უფრო ადვილია ერთი
ასოს იდენტიფიცირება მაშინ, როდესაც ასოების მწკრივს მნიშვნელობა გააჩნია. მაგ: უფრო
ადვილია გამოვიცნოთ ასო “უ” სიტყვა “ბურთ”-ში, ვიდრე სიტყვა “გაბულე”-ში (Reicher,
1969).

კონსტრუქციული ან „გონიერი“ აღქმის შეხედულება მიუთითებს აღქმასა და ინტელექტს


შორის არსებულ ცენტრალურ კავშირზე. ამ შეხედულების მიხედვით, ინტელექტი
პერცეპტული გადამუშავების შემადგენელი ნაწილია. ჩვენ არ აღვიქვამთ პირდაპირ და
51
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მარტივად „იმას, რაც ჩვენს გარშემოა“; ჩვენ აღვიქვამთ გარემოს მოლოდინებისა და


კოგნიციის შედეგად, რასაც ვიყენებთ გარემოსთან ურთიერთქმედებაში. ამ შეხედულების
მიხედვით, ინტელექტი და პერცეპტული პროცესები ურთიერთქმედებენ იმისათვის, რომ
ჩამოგვიყალიბონ რწმენები გარემო რეალობასთან ყოველდღიურ კონტაქტში.უკიდურესი
„დაღმავალი გზის“ პოზიცია საერთოდ არ აფასებს სენსორული მონაცემების მნიშვნელობას.
ეს რომ ასე იყოს, აღქმისას ძალზე დიდი უზუსტობებისკენ ვიქნებოდით მიდრეკილი; ისეთ
ჰიპოთეზებსა და მოლოდინებს ჩამოვაყალიბებდით, რომლითაც სენსორული მონაცემების
ვარგისიანობა არაადეკვატურად შეფასდებოდა. მაგ: თუ ჩვენ ველოდებით, რომ დავინახავთ
მეგობარს და ვიღაც სხვა შემოდის ჩვენი მხედველობის ველში, შესაძლოა უგულებელყოთ
პერცეპტული განსხვავებები მეგობარსა და უცნობ ადამიანს შორის და შედეგად მიამსგავსო
მეგობარს. შესაბამისად, აღქმის უკიდურესად კონსტრუქტივისტული შეხედულება მცდარი
და არაეფექტური იქნება. ამავე დროს, უკიდურესი „დაღმავალი გზის“ პოზიცია არ
ითვალისწინებს წარსული გამოცდილების, ცოდნის ნებისმიერ გავლენას აღქმაზე. რატომ
ხდება იმ ცოდნის შენახვა, რომელსაც არ იყენებს აღმქმელი? ვერც ერთი უკიდურესი
მიდგომა ვერ იქნება აღქმის ასახსნელად იდეალური. უფრო სასარგებლო იქნება, თუ
გავითვალისწინებთ გზებს, რომლის საშუალებითაც „აღმავალი“ და „დაღმავალი“
პროცესები ურთიერთქმედებენ აზრიანი პერცეპტების ფორმირების მიზნით.

როგორ მუშაობს „აღმავალი“ და „დაღმავალი“ თეორიები ერთად?

ორივე თეორიულ მიდგომას დაგროვილი აქვს ემპირიული მასალა (cf. Cutting &Kozlowski,
1977, vs. Palmer, 1975); შესაბამისად, რომელს უნდა მივანიჭოთ უპირტესობა ამ ორიდან?
ერთის მხრივ, კონსტრუქციული აღქმის თეორია, რომელიც უფრო მეტად “ზემოდან-
ქვემოთ” არის მიმართული, თითქოს უპირისპირდება პირდაპირი აღქმის თეორიას,
რომელიც უფრო “ქვემოდან-ზემოთ” არის მიმართული. კონსტრუქტივისტები ყურადღებას
ამახვილებენ შეძენილი ცოდნის მნიშვნელობაზე, რომელიც კომბინირებულია სენსორული
რეცეპტორებიდან მომდინარე მარტივ და ორაზროვან (ბუნდოვან) ინფორმაციასთან. ამის

52
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

საპირისპიროდ, პირდაპირი აღქმის თეორიები მნიშვნელობას ანიჭებენ ინფორმაციის


თავისთავად მთლიანობას რეცეპტორებში. მათი შეხედულებით, აღქმა ჩნდება მარტივად
და პირდაპირ. შესაბამისად, ინფორმაციის კომპლექსური გადამუშავების ძალიან მცირე
საჭიროება არსებობს.

ამ ორი თეორიული მიდგომის დაპირისპირების ნაცვლად, ჩვენ უფრო ღრმად


შევისწავლიდით აღქმას, თუ აღნიშნულ მიდგომებს ურთიერთშემავსებლად განვიხილავთ.
გამოცდილების ინტერპრეტირებისას სენსორული ინფორმაცია შეიძლება უფრო მეტად
ინფორმატიული და ნაკლებად ორაზროვანი იყოს, ვიდრე ამას კონსტრუქტივისტები
გვთავაზობენ. მაგრამ, იმავდროულად, ის შეიძლება ნაკლებად ინფორმატიული იყოს,
ვიდრე ამას პირდაპირი აღქმის თეორეტიკოსები ამტკიცებენ. ამის მსგავსად, პერცეპტული
პროცესები შეიძლება უფროკომპლექსური იყოს, ვიდრე ამას გიბსონის მიმდევარი
თეორეტიკოსები ვარაუდობდნენ. ეს უმეტესად იმ სიტუაციას ეხება, როცა სენსორული
სტიმული მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს, ან ხარვეზიანია. ხარვეზიანი სტიმული ნაკლებად
ინფორმატიულია რამდენიმე მიზეზის გამო. მაგალითად, სტიმული შეიძლება ნაწილობრივ
გაბუნდოვანდეს ან შესუსტდეს ცუდი განათების შედეგად, ან შეიძლება არასრული ან
დამახინჯებული იყოს ილუზორული მიმნიშნებლების ან სხვა ვიზუალური „ხმაურის“
(დამაბნეველი ვიზუალური სტიმულაციის) გამო. სავარაუდოდ, აღქმულის გასააზრებლად
ვიყენებთ სენსორული რეცეპტორებიდან მომდინარე ინფორმაციისა და წარსული ცოდნის
კომბინაციას. ზოგიერთი ექსპერიმენტული მონაცემი მხარს უჭერს ამ ინტეგრირებულ
შეხედულებას (Treue, 2003; van Zoest & Donk, 2004; Wolfe et al., 2003).

თანამედროვე შეხედულებით, ვიზუალური გზის პირველი საფეხურია ობიექტის მხოლოდ


ბადურაზე ასახული გამოსახულება. შემდეგ ძალიან სწრაფად ხდება ფერის, ორიენტაციის,
მოძრაობის, სიღრმის, სივრცითი ინტერვალისა და დროითი ინტერვალის ასახვა. შემდეგი
საფეხურის რეპრეზენტაციები შეესაბამება მაყურებლის მიმდინარე ინტერესსადა
ყურადღებას. სხვა სიტყვებით, შემდეგი საფეხურის რეპრეზენტაციებზე პირდაპირ

53
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

გავლენას ახდენს ყურადღება(Maunsell, 1995). გარდა ამისა, სხვადასხვა საგნის


დანახვასშეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. მოქმედების ვიზუალური კონტროლი
გაშუალებულია ქერქული გზებით, რომლებიც განსხვავდება აღქმის ვიზუალურ
კონტროლში ჩართული გზებისაგან(Ganel & Goodale, 2003). როდესაც
ობიექტსმხოლოდვხედავთ, მაგალითად,მობილურ ტელეფონს, ამ სტიმულს სხვაგვარად
ვამუშავებთ იმ სიტუაციისგან განსხვავებით, როცა ვაპირებთ ტელეფონის აღებას.
ზოგადად, Ganel, Goodale (2003) -ის მიხედვით, ობიექტებს მთლიანად აღვიქვამთ, მაგრამ
მათი საშუალებით მოქმედებას თუ დავგეგმავთ, ობიექტს დეტალებში აღვიქვამთ
იმისათვის, რომ შევძლოთ მისი საშუალებით ეფექტური გზით მოქმედება.

შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მიმდინარე თეორიები იმ გზებს


განიხილავს, რომელთა საშუალებითაც ჩვენ აღვიქვამთ საგნებს. ისინი ფორმისა და ნიმუშის
აღქმის ზოგიერთ ფენომენს ხსნიან.ჭეშმარიტად ყოვლისმომცველითეორია ჯერ კიდევ
მომავლის საქმეა. ასეთი თეორია საჭიროა იმისათვის, რომ სრულად მოხდეს კონტექსტის
ეფექტების გათვალისწინება, მაგალითად ისეთისა, როგორიცაა ამ პარაგრაფში
აღწერილიკონფიგურაციული უპირატესობის ეფექტი.

ობიექტებისა და ფორმების აღქმა

როგორ აღვიქვამთ ობიექტებს - მაყურებელზე ცენტრირებული თუ ობიექტზე


ცენტრირებული გზით? როდესაც ვუმზერთ სივრცეში ჩვენს გარშემო არსებულ ნებისმიერ
ობიექტს, მას თავის სტრუქტურასთან კავშირში აღვიქვამთ თუ ისეთი გზით, რომელიც
დამოუკიდებელია იმისგან, როგორ ვხედავთ საგანს იმ მომენტში? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ
მომდევნო პარაგრაფში განვიხილავთ. ასევე განვიხილავთ აღქმისას გეშტალტის პრინციპებს
და სახეების აღქმას.

მაყურებელზე ცენტრირებული და ობიექტზე ცენტრირებული აღქმის


დაპირისპირება.
54
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ზუსტად ახლა, ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი უყურებს კომპიუტერს, რომელზეც ის


კრეფს ამ ტექსტს. რასაც ის ხედავს, აისახება მენტალურ რეპრეზენტაციებში. რა ფორმას
იღებს ეს მენტალური რეპრეზენტაცია? არსებობს ორი გავრცელებული პოზიცია ამ
საკითხთან დკავშირებით.

პირველი პოზიციაა მაყურებელზე ცენტრირებული რეპრეზენტაცია – გულისხმობს,რომ


ადამიანი ინახავს საგნის ისეთ გამოსახულებას, როგორც ის მაყურებილისთვის ჩანს. ეს
არის ობიექტის გარეგნული გამოსახულება მაყურებლისთვის (ამ შემთხვევაში,
კომპიუტერის გამოსახულება ავტორისთვის) და არა ობიექტის რეალური სტრუქტურა.
ობიექტის ფორმა იცვლება იმის მიხედვით, რომელი კუთხიდან შევხედავთ მას. საგნის
ყველა შესაძლო ხედი შენახული გვაქვს და როდესაც საგნის ცნობას ვცდილობთ,
მასვაბრუნებთ გონებაშიმანამ, სანამ ის ერთ-ერთ შენახულ გამოსახულებასარ მოერგება.

მეორე პოზიცია, ობიექტზე ცენტრირებული რეპრეზენტაცია გულისხმობს, რომ


ადამიანი ინახავს საგნის რეპრეზენტაციას, რომელიც დამოუკიდებელია ობიექტის
ასახვისაგან მაყურებლის პოზიციიდან. ამ შემთხვევაში, ობიექტის გამოსახულება
უცვლელი რჩებასხვადასხვა ორიენტაციის მიუხედავად (McMullen & Farah, 1991). ამ
სტაბილობის მიღწევა შესაძლებელია საგნის ძირითადი და მეორეხარისხოვანი ღერძების
შექმნით, რომლებიც შემდეგ გამოიყენება ობიექტის დამატებითი თვისებების განსაზღვრის
ძირითად საფუძვლად.

ორივე პოზიციას შეუძლია ახსნას, თუ როგორ ხდება მოცემული ობიექტისა და მისი


ნაწილების წარმოდგენა (რეპრეზენტირება). ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში,
რომ ერთ შემთხვევაში სუბიექტი ობიექტისა და მისი ნაწილების რეპრეზენტირებას
საკუთარ თავთან მიმართებაში ახდენს (მაყურებელზე ცენტრირებული), ხოლო მეორე
შემთხვევაში – მთლიან ობიექტთან კავშირში, სუბიექტისეული პოზიციისგან
დამოუკიდებლად (ობიექტზე ცენტრირებული).

55
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

წარმოიდგინეთ, მაგალითად, კომპიუტერი, რომელშიც ეს ტექსტი იწერება. მას აქვს


სხვადასხვა ნაწილი: ეკრანი, კლავიატურა, მაუსი და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომ ავტორი
კომპიუტერის რეპრეზენტირებას ახდენს მაყურებელზე ცენტრირებული რეპრეზენტაციის
ფარგლებში. მაშინ კომპიუტერის სხვადასხვა ნაწილი შენახულია ავტორთან საგნის
სივრცითი მიმართების ხედვის კუთხეების მიხედვით. ის ხედავს ეკრანს ისე, როგორც ის
მის წინ არის მოთავსებული, შესაძლოა 20 გრადუსიანი კუთხით. ის ხედავს კლავიატურას
მისი რეალური სივრცითი განლაგებით – ჰორიზონტალურად. ის ხედავს მაუსს მარჯვენა
მხარეს და მის წინ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ავტორი იყენებს ობიექტზე ცენტრირებულ
რეპრეზენტაციას. შედეგად, ის დაინახავდა ეკრანს 70 გრადუსიანი კუთხით
კლავიატურასთან მიმართებაში, თაგუნას კი კლავიატურის მარჯვენა მხარეს და არა თავის
წინ ან უკან.

მენტალური რეპრეზენტაციების ამ ორი მიდგომის პოტენციური გაერთიანების


შეხედულების თვალსაზრისით, ადამიანმა შეიძლება ორივე სახის რეპრეზენტაცია
გამოიყენოს. ამ მიდგომის მიხედვით, ობიექტის ცნობა უწყვეტი კონტინუუმია (Burgund &
Marsolek, 2000; Tarr, 2000; Tarr & Bülthoff, 1995). ამ კონტინუუმის ერთ ბოლოში არსებული
კოგნიტური მექანიზმები უმეტესად ხედვის წერტილზე, ანუ მაყურებელზეა
ცენტრირებული, კონტინუუმის მეორე ბოლოში კი უმეტესად ობიექტზე ცენტრირებული
კოგნიტური მექანიზმებია განლაგებული. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ
გადაბრუნებული მანქანის სურათს ხედავთ. როგორ ხვდებით, რომ ეს არის მანქანა?
ობიექტზე ცენტრირებული მექანიზმის მიხედვით, ცნობთ ობიექტს (ეს მანქანაა), ხოლო
მაყურებელზე ცენტრირებული მექანიზმის მიხედვით, ცნობთ იმას, რომ მანქანა
გადაბრუნებულია.

საგნის ცნობის რეპრეზენტაციაში მესამე ვარიანტია ორიენტირზე ცენტრირებული


რეპრეზენტაცია.ორიენტირზე ცენტრირებულ რეპრეზენტაციაში ინფორმაცია ხასიათდება
იმ კავშირით/მიმართებით, რომელიც მას სიტუაციაში კარგად ნაცნობ ან ყველაზე

56
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

რელიეფურ ნივთთან აქვს. წარმოიდგინეთ ახალ ქალაქში სტუმრობა. ადვილი


წარმოსადგენია, რომ ყოველდღე, სასტუმროდან სასეირნოდ გამოსვლისას,
დასათვალიერებელი ადგილის რეპრეზენტირებას იმ სასტუმროსთან მიმართებაში
მოახდენთ, საიდანაც გამოხვედით.

კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ ლაბორატორიაში მონაწილეებს შეუძლიათ


გამოიყენონ სამივე სტრატეგია და გადაერთონ ერთიდან მეორეზე. თავის ტვინის
აქტივაციის მიხედვით ამ სტრატეგიებს შორის განსხვავებებიარსებობს. (Committeri et al.,
2004).

კოგნიტური ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენება


სიღრმის მიმნიშნებლები ფოტოგრაფიაში
მოდელები და მსახიობები ხშირად იყენებენ აღქმის სიღრმის მიმნიშნებლებს იმისათვის, რომ
ფოტოგადაღების დროს კარგად გამოიყურებოდნენ. მაგალითად, ზოგიერთი მოდელი უფლებას
იძლევა სურათები გადაუღონ მხოლოდ კონკრეტული კუთხიდან ან ორიენტაციიდან. გრძელი ცხვირი
შესაძლოა გამოჩნდეს უფრო მოკლე, როდესაც მას ფოტოს გადაუღებენ სახის შუახაზის ოდნავ
ქვემოდან (დააკვირდით ბარბარა სტრეიზანდის სურათებს სხვადასხვა კუთხიდან), რადგან ცხვირის
ფუძე შორი მანძილიდან ოდნავ უფრო იკლებს. სხეულის ოდნავ წინ გადმოწევამ შეიძლება სხეულის
ზედა მხარე, სხეულის ქვედა მხარესთან შედარებით, ოდნავ უფრო დიდი გამოაჩინოს, უკან გადაწევამ
კი – პირიქით. ჯგუფურ სურათებში სხვა ადამიანის უკან დგომა უფრო პატარას გამოგაჩენთ, წინ
დგომა კი უფრო დიდს. ქალების საცურაო კოსტიუმების დიზაინერები ქმნიან ოპტიკურ ილუზიურ
საცურაო კოსტიუმებს, რათა გაზარდონ სხეულის სხვადასხვა ნაწილი. ფეხები გამოაჩინონ უფრო
გრძელი, ან წელი გამოაჩინონ უფრო პატარა, გაზარდონ ან ხაზი გაუსვან ბიუსჰალტერის ხაზებს.
აღქმის ცვლილების ამ პროცესებიდან ზოგიერთი იმდენად ბაზისურია, რომბევრ ცხოველს აქვს
სივრცითი ადაპტაცია უფრო დიდად გამოსაჩენად (მაგ: მარაოსებრი ფარშევანგის კუდი) ან მათი
იდენტურობის შესანიღბად.
როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ პერცეპტული პროცესები თქვენი წარმატებისთვის, როდესაც
იღებთ ფოტოს ან იცვამთ წვეულებისთვის?

57
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ჯგუფების აღქმა, გეშტალტის კანონები


აღქმა გვეხმარება მნიშვნელობა მივანიჭოთ გაუგებარ სტიმულს, რომელსაც აღვიქვამთ.
ჩვენს აღქმაში ობიექტების დალაგებისა და წესრიგში მოყვანის ერთ-ერთი გზა მსგავსი
საგნების დაჯგუფებაა. ამ გზით ვცდილობთ შევამციროთ გადასამუშავებელიობიექტების
რაოდენობა. ჩვენ, ასევე, შეგვიძლია უკეთ გავარკვიოთ, რომელი ობიექტებია მსგავსი ან
რომლები ერთიანდება ერთ კატეგორაში.

სხვა სიტყვებით, ჩვენ ვახდენთ ობიექტების ვიზუალურ ორგანიზებას ობიექტთა


ურთიერთდაკავშირებულ, ჰარმონიულ ჯგუფებში.

აღქმისადმი გეშტალტური მიდგომა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში განვითარდა


გერმანიაში, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმის გასგებად, თუ როგორ აღვიქვამთ
საგნებს ან საგნების ნაწილებს, იმისათვის, რომ მოვახდინოთ ინტეგრალური მთელის
ფორმირება (Palmer, 1999a, 1999b, 2000;Palmer & Rock, 1994; Prinzmetal, 1995). მოცემული
მიდგომა აღმოჩენილ იქნა კურტ კოფკას (1886–1941), ვოლფგანგ კელერისა (1887–1968), და
მაქს ვერთჰაიმერის მიერ (1880–1943). მათი თეორიული ამოსავალი დებულების თანახმად,
მთელი განსხვავდება მისი ინდივიდუალური ნაწილების ჯამისაგან (ნახეთ თავი 1)

ყოვლისმომცველია პრეგნანტობის კანონი (Prägnanz). ჩვენ მიდრეკილება გვაქვს


აღვიქვათ ნებისმიერი ვიზუალური ველი იმ გზით, რომელიც ყველაზე უფრო მარტივად
ახდენს სხვადასხვა ელემენტის სტაბილურ და შეთანხმებულ, დასრულებულ ფორმაში
ორგანიზებას. პირდაპირ გამოცდილებაში ბუნდოვანი, არაორგანიზებული შეგრძნებების
ნარევის მიღება მარტივად არ ხდება. მაგალითად, ჩვენ მიდრეკილი ვართ, აღვიქვათ
ძირითადი ფიგურა, ხოლო სხვა შეგრძნებები შექმნიან იმ ფიგურის ფონს, რომელზეც
ფოკუსირებული ვართ.

გეშტალტის სხვა პრინციპებს მიეკუთვნება ფიგურა-ფონის აღქმა, სიახლოვე, მსგავსება,


უწყვეტობა, დასრულება და სიმეტრია (ფიგურა 3.18; ნახეთ ასევე ცხრილი 3.2). ამ

58
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

პრინციპთაგან თითოეული ამტკიცებს პრეგნანტობის ყოვლისმომცველ კანონს. თითოეული


მათგანი ახდენს იმის ილუსტრირებას, თუ როგორ აღვიქვამთ ვიზუალურ ველს ისე, რომ
მარტივად მოვახდინოთ ცალკეული ელემენტების სტაბილურ და შეთანხმებულ მთლიან
ფორმაში ორგანიზება. შეჩერდით მცირე ხნით და შეხედეთ გარემომცველ გარემოს. თქვენ
აღიქვამთ ფიგურისა და ფონის ურთიერთდაკავშირებულ, დასრულებელ და მთლიან
ველს.სულაც არ აღიქვამთ ხვრელებს იმ საგნებში, რომელთა დანახვაშიც, მაგალითად,
წიგნიხელს გიშლით. თუ თქვენი წიგნი ფარავს მაგიდის კუთხეს, მაგიდას მაინც, როგორც
მთლიანს, აღიქვამთ. ჩვენ მიდრეკილი ვართ,გარემოში დაჯგუფებები აღვიქვათ. ჩვენ
ვხედავთ ახლოს მყოფი ობიექტების (სიახლოვე), ან მსგავსი ობიექტების (მსგავსება)
დაჯგუფებებს. ასევე, საგნებსაც, როგორც მთლიანს, აღვიქვამთ იმის მიუხედავად, რომ
შეიძლება ამ საგნის მხოლოდ რაღაც ნაწილს ვხედავდეთ (დასრულება). ასევე,
უსწორმასწორო ხაზების ნაცვლად მთლიან ხაზებს აღვიქვამთ (უწყვეტობა), ხოლო
ასიმეტრიულის ნაცვლად - სიმეტრიულ პატერნებს.

მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ გეშტალტის ზოგიერთი პრინციპი.


წარმოიდგინეთ რა ხდება, როდესაც შეხვალთ ნაცნობ ოთახში. ზოგიერთ საგანს აღიქვამთ
უფრო მკაფიოდ (მაგ: ფოტოებსა და პლაკატებზე გამოსახული სახეები), სხვები კი ფონს
ერწყმის (მაგ: არადეკორირებული კედლები ან იატაკი). ფიგურა არის ნებისმიერი ობიექტი,
რომელიც აღქმის დროს წინა პლანზეა წამოწეული. თითქმის ყოველთვის ფიგურის აღქმა
ხდება უკანა პლანზე მყოფ, არამთავარ ფონთან კონტრასტში და მასთან დაპირისპირებით.

59
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ფიგურა 3.18 ფორმის აღქმის გეშტალტის პრინციპები.


ფორმის აღქმის გეშტალტის პრინციპებს მიეკუთვნება ფიგურა-ფონის აღქმა, (a) სიახლოვე (b)
მსგავსება(c) უწყვეტობა(d) დასრულება და (e) სიმეტრია. თითოეული პრინციპი აჩვენებს
პრეგნანტობის კანონის ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის თანახმად, პერცეფციის საშუალებით ერთ
სტრუქტურირებულ, მოწესრიგებულ და სტაბილურ მთლიანში ვაერთიანებთ განცალკევებულ
ვიზუალურ სტიმულებს.

60
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.19 ფიგურა-ფონის ეფექტი


გეშტალტის ამ ორ გამოსახულებაში (a) და (b), იპოვეთ, რომელია ფიგურა და რომელი-ფონი.

61
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ნახატზე 3.19 (a) ჩანს ფიგურა-ფონის ილუსტრაცია - რა დგას უფრო წინ და რა გადადის
უკანა პლანზე. თავდაპირველად თქვენ შეიძლება შენიშნოთ სიტყვა figure-ის ღია
(განათებული) ასოები. ჩვენ აღვიქვამთ ამ განათებულ ასოებს, როგორც figure-ს უფრო მუქ
ფონთან დაპირისპირებით. მაგრამ უფრო ახლოდან თუ შეხედავთ, შეძლებთ იმის დანახვას,
რომ შედარებით მუქი გარშემოწერილობა, რეალურად, სიტყვას “ground”-ს გამოსახავს.

მსგავსად ამისა, 3.19 (b)- ნახატზე თქვენ დაინახავთ ან თეთრ ლარნაკს შავი ფონის
საპირისპიროდ, ან ორი სახის სილუეტს, რომლებიც ერთმანეთს უმზერენ. ფაქტიურად,
ობიექტების ორივე ნაკრების ერთდროულად დანახვა შეუძლებელია. თუმცა კი შეგიძლიათ
სწრაფად გადართვა ლარნაკზე ან სახეებზე, ორივე მათგანის ერთდროულად დანახვა არ
შეგიძლიათ. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იძენს თითოეული ფიგურა
მნიშვნელობას, ისაა, რომ ორივე ფიგურა შეესაბამება სიმეტრიის გეშტალტის პრინციპს.
სიმეტრიისთვის საჭიროა, რომ მახასიათებლებს ჰქონდეთ ბალანსირებული პროპორციები
ცენტრალური ღერძის, ან ცენტრალური წერტილის გარშემო.

ადამიანები მიდრეკილნი არიან გამოიყენონ გეშტალტის პრინციპები მაშინაც კი, როცა


საქმე ახალ სტიმულთან აქვთ. პალმერი (1977) ცდის მონაწილეებს სამიზნეებად აწოდებდა
ახალ გეომეტრიულ ფორმებს, შემდეგ კი მათ ამფორმების ფრაგმენტებს აჩვენებდა. ცდის
მონაწილეებს მოეთხოვებოდათ ეთქვათ, იყო თუ არა თითოეული ფრაგმენტი
ორიგინალური, ახალი ფორმის ნაწილი. ცდის მონაწილეები უფრო სწრაფად ცნობდნენ
ფრაგმენტებს, როგორც ორიგინალური სამიზნის ნაწილებს, თუ ისინი გეშტალტის
პინციპების შესაბამისად მიეწოდებოდა. მაგალითად, თუ სამკუთხედს დასრულების
ტენდენცია აქვს, მისი სამი გვერდი აფორმირებს სრულ დამთავრებულ ობიექტს.
სამკუთხედის როგორც ორიგინალური ახალი ფიგურის ნაწილის ამოცნობა ხდებოდა უფრო
სწრაფად, წრფივ 3 მონაკვეთთან შედარებით, რომლებიც ჰგავდა სამკუთხედს, თუმცა არ
იყო დასრულებული. შესაბამისად, ის არ შეესაბამებოდა გეშტალტის პრინციპს. მოკლედ

62
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

რომ ვთქვათ, ყოველდღიური აღქმისას გეშტალტის პრინციპებს ვიყენებთ იმის


მიუხედავად, ფიგურებინაცნობია თუ არა.

ცხრილი 3.2 ვიზუალური აღქმის გეშტალტის პრინციპები

გეშტალტის პრინციპები: სიახლოვე,მსგავსება, უწყვეტობა,დასრულებადა სიმეტრია, გვეხმარება


ფორმების აღქმაში.

გეშტალტის პრინციპი ფიგურა, რომელიც პრინციპის


პრინციპები ილუსტრირებას წარმოადგენს

ფიგურა-ფონი როდესაც აღიქვამთ ვიზუალურ ველს, ფიგურა 3.19–ზე გამოსახულია ლარნაკის


ზოგიერთი ობიექტი (ფიგურა) უფრო ფიგურა - ფონი. ამ ფიგურების აღქმის
გამოკვეთილად ჩანს, ამ ველის სხვა პირველი გზით, წინა პლანზე გამოდის
ასპექტები კი გადადის უკანა პლანზე ერთი პერსპექტივა ან ობიექტი, ხოლო
ფონში (ფონი) ფიგურების განსხვავებული გზით აღქმისას,
წინა პლანზე გამოდის სხვა ობიექტი ან
პერსპექტივა და უწინდელ წინა პლანზე
არსებულ ობიექტს აგზავნის უკანა პლანზე,
ფონში.

სიახლოვე ობიექტების ნაკრების აღქმის ფიგურა 3.18 (a) -ში მიდრეკილი ვართ
პროცესში მიდრეკილი ვართ დავინახოთ შუა ოთხი წრე, როგორც
ერთმანეთთან ახლოს მყოფი წრეების ორი წყვილი.
ობიექტები დავინახოთ ისე, როგორც
ფორმირებული ჯგუფები.

მსგავსება ჩვენ მიდრეკილება გვაქვს ობიექტები ფიგურა 3.18 (b) -ში ჩვენ მიდრეკილი ვართ
დავაჯგუფოთ მათი მსგავსების დავინახოთ x-ებისა და
საფუძველზე. o-ების ოთხი სვეტი არა როგორც
ალტერნატიული (ცვალებადი) ასოების
ოთხი რიგი.

უწყვეტობა ჩვენ მიდრეკილება გვაქვს აღვიქვათ ფიგურა 3.18 (c) აჩვენებს რომლებიც
დასრულებული ან უწყვეტი ფორმები, ერთმანეთის შუაზე გადამკვეთ ორ
წყვეტილი ფორმების ნაცვლად. წყვეტილ წირს, რომლებსაც ჩვენ აღვიქვამთ,

63
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

როგორც ორ სწორ და არა დანაწევრებულ


წირს.

დასრულება ჩვენ მიდრეკილი ვართ ფიგურა 3.18 (d) აჩვენებს დაუკავშირებელი


პერცეპტულად დავასრულოთ ხაზების სეგმენტების ნარევს, რომლებსაც
რეალურად დაუსრულებელი თქვენ ასრულებთ იმისთვის, რომ
ობიექტები. დაინახოთ სამკუთხედი ან წრე.

სიმეტრია ჩვენ მიდრეკილი ვართ აღვიქვათ მაგალითად, როდესაც უყურებთ ფიგურა


ობიექტები ისე, თითქოს ისინი ქმნიან 3.18 (e)-ს, დახარისხებული ფრჩხილების
სარკისებრ გამოსახულებებს ცენტრის კონფიგურაციებს, ჩვენ ვხედავთ
გარშემო. დახარისხებული ფრჩხილების ოთხ
ჯგუფსრვა ცალკეული ფრჩხილის
ნაცვლად, რადგან ვახდენთ
ურთიერთდაკაშირებულ ობიექტებში
სიმეტრიული ელემენტების ინტეგრირებას.

64
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.20 ებინგჰაუსის ილუზია.


გამოიცანით, თუ რომელი წრის დიამეტრია უფრო დიდი (a თუ b) და შემდეგ გაზომეთ თითოეული
მათგანის დიამეტრი.

ფორმის აღქმის გეშტალტის პრინციპები მარტივია, თუმცა ის ახასიათებს ჩვენი


პერცეპტული ორგანიზაციის უმეტეს ნაწილს (Palmer, 1992). ჩვილი ბავშვებიც კი ახდენენ
ვიზუალური სტიმულის ორგანიზებას გეშტალტის სიახლოვის კანონის მიხედვით (Quinn,
Bhatt, &Hayden, 2008). საინტერესოა, რომ გეშტალტის პრინციპებს იყენებენ მხოლოდ
ადამიანები და ცხოველებში არ გვხვდება, პრიმატებშიც კი. Parron-ისა და Fagot-ის (2007)
მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მხოლოდ ადამიანები აფასებენ მცდარად
ებინგჰაუსის ილუზიაში ცენტრალური ფიგურის ზომას (ნახატი 3.20), ბაბუინები კი არა.
შესაძლოა, ეს იმის გამო ხდება, რომ ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ გარშემო
არსებულ სტიმულს მაშინ, როცა ბაიბუნები ცენტრალურ წრეზე კონცენტრირდებიან.
გეშტალტის პრინციპები უზრუნველყოფს მნიშვნელოვან აღწერით სიახლეს ფორმისა და
პატერნის აღქმაში, მაგრამ ისინი თითქმის არ გვთავაზობს ამ ფენომენების ახსნას. იმის
მისახვედრად, თუ როგორ და რატომ აღვიქვამთ ფორმასა და პატერნს, საჭიროა
გავითვალისწინოთ აღქმის ახსნითი თეორიები.

პატერნებისა და სახეების ცნობა

როგორ ვცნობთ პატერნს, როდესაც ვუყურებთ ობიექტებს? არის თუ არა სახე პატერნის
სპეციალური ფორმა, თუ არსებობს სპეციალური მექანიზმი მხოლოდ სახეებისთვის?
შემდეგ პარაგრაფში ჩვენ განვიხილავთ მოცემულ საკითხებს.

პატერნის ცნობის ორი განსხვავებული სისტემა

მართა ფარას მიხედვით, ადამიანებს აქვთ პატერნების ცნობის ორი სისტემა (Farah,1992,

1995; Farah et al., 1998). პირველი სისტემა სპეციალიზებულია ობიექტების ნაწილების


65
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ცნობაზე და ამ ნაწილების სხვადასხვა მთელში გაერთიანებაზე (მახასიათებლის ანალიზის


სისტემა). მაგ: ბიოლოგიის გაკვეთილზე, როცა ამოიცნობთ ტიტების ელემენტებს -
მტვრიანა, ბუტკო და ა.შ. - ყვავილს პირველი სისტემის საშუალებით ცნობთ. მეორე
სისტემა (კონფიგურაციული სისტემა) სპეციალიზებულია უფრო დიდი კონფიგურაციების
ცნობაზე. ის არ არის იმისათვის, რომ გაანალიზოს ობიექტის ნაწილები ან კონსტრუქცია,
თუმცა კარგად არის მოწყობილი იმისთვის, რომ დაგვეხმაროს სპეციალიზებული
კონფიგურაციების ცნობაში. მაგალითად, როდესაც ბაღში შეხედავთ ტიტას და
მოიხიბლებით მისი განსაკუთრებული სილამაზითა და ფორმით, თქვენ ყვავილს ხედავთ
მეორე სისტემის საშუალებით.

მეორე სისტემა ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება სახეების ცნობას. როდესაც თქვენ
ცნობთ მეგობარს, რომელსაც ხედავთ მთელი დღის განმავლობაში, კონფიგურაციულ
სისტემას იყენებთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ხართ ამ სისტემაზე
დამოკიდებული, რომ, შესაძლოა, ვერც კი შენიშნოთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცვლილება
თქვენი მეგობრის გარეგნობაში, მაგალითად, მისი გრძელი თმა ან ახალი სათვალე.

მახასიათებელთა ანალიზის სისტემა, შესაძლოა, ასევე ჩართული იყოს სახეების ცნობაში.


წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ ვიღაცას, რომლის სახეც გეცნობათ, თუმცა დარწმუნებული
მის ვინაობაში არ ხართ. თქვენ იწყებთ მახასიათებლების ანალიზს და შემდეგ
გააანალიზებთ, რომ ის არის თქვენი მეგობარი, რომელიც 10 წელია არ გინახავთ. აღნიშნულ
სიტუაციაში სახის ცნობას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახდენთ მისი სახის
ანალიზს მახასიათებლების მიხედვით. საბოლოოდ, როგორც კონფიგურაციული,ისე
მახასიათებელთა ანალიზი, შესაძლოა, დაგვეხმაროს გართულებული ცნობისა და
დისკრიმინაციის პროცესში.

სახის ცნობა, ნაწილობრივ მაინც, ხდება საფეთქლის წილის თითისტარისებრ ხვეულში


(Gauthier et al., 2003; Kanwisher, McDermott, & Chun, 1997; Tarr & Cheng, 2003). თავის ტვინის
ეს რეგიონი ინტენსიურად აქტიურდება მაშინ, როდესაც სახეებს ვუყურებთ და არა სხვა
66
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ობიექტებს. არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ სახეების ცნობისთვის


სპეციალური სისტემა არსებობს ადრეული ასაკიდანაც კი. მაგალითად, ჩვილი ბავშვები
ადამიანის სახის ფოტოს მოძრაობას თვალს უფრო სწრაფად აყოლებენ, ვიდრე სხვა
კომპლექსურ სტიმულებს (Farah, 2000a). ერთ-ერთ ექსპერიმენტში ცდის მონაწილეებს
აჩვენებდნენ ორი ტიპის საგნის, სახეებისა და სახლების სკეჩებს (Farah et al., 1998, House and
face test). თითოეულ შემთხვევაში სახე დაკავშირებული იყო იმ ადამიანის სახელთან, ვისი
სახეც იყო წარმოდგენილი, ხოლო სახლი დაწყვილებული იყო სახლის მესაკუთრის
სახელთან. ერთ ცდაზე წარედგინებოდა ექვსი წყვილი. ამ ექვსი წყვილის შესწავლის შემდეგ
ცდის მონაწილეებს სთხოვდნენ სახეების ან სახლების ნაწილების, ან სრული სახეების
დასახლების ამოცნობას. მაგალითად, მათ შეიძლებოდა დაენახათ მხოლოდ ცხვირი ან
ყური, ან მხოლოდ ფანჯარა ან კარი, ან კიდევ - მთლიანი სახე ან სახლი.

თუ სახის ცნობა სპეციალური ტიპისაა და განსაკუთრებითაა დამოკიდებული მეორე,


კონფიგურაციულ სისტემაზე, მაშინ ადამიანებს სახეების ნაწილების ცნობისას უფრო მეტი
პრობლემა უნდა შექმნოდათ, ვიდრე სახლის ნაწილების ცნობისას.სწორედ ასეთი შედეგები
იქნა მიღებული (სურათი 3.21).ადამიანები, ზოგადად, უკეთ ცნობდნენ სახლს იმის
მიუხედავად, რას წარუდგენდნენ – სახლის ნაწილებს, თუ მთლიანად სახლს. ამავე დროს,
მთლიანი სახის ცნობასთან შედარებით, უფრო გაურთულდათ სახის ნაწილების ცნობა. ამის
საპირისპიროდ, სახლის ნაწილებს ისინი ისევე კარგად ცნობდნენ, როგორც მთლიან სახლს.
შესაბამისად, ჩანს, რომ სახის ცნობა უფრო სპეციალურ მექნიზმებს მოიცავს. შესაძლებელია
ის განსაკუთრებით დამოკიდებულია კონფიგურაციულ სისტემაზე.

სახის ცნობისას კონფიგურაციული ეფექტის საინტერესო მაგალითი გამოჩნდა


ექსპერიმენტში, რომელშიც ადამიანებს სთხოვდნენ შეეხედათ დეფორმირებული
სახეებისთვის. თუ დეფორმირებულ სახეს გარკვეული დროის განმავლობაში
დააკვირდებით და შემდეგ ნორმალურ სახეს შეხედავთ, აღმოჩნდება, რომ ნორმალური
სახე საწინააღმდეგო მიმართულებით დეფორმირებულად გამოიყურება.

67
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

როცა სურათ 3.22-ზე შეხედავთ სახეებს, შეამჩნევთ, რომ შუაში მდებარე სახე
ნორმალურად გამოიყურება მაშინ, როცა სახეები მარჯვნივ და მარცხნივ თანდათან უფრო
და უფრო განიცდის დეფორმაციას. თუ დააკვირდებით უკიდურესად მარცხნივ მყოფ სახეს,
რომელზეც თვალები ძალზე ახლოსაა ერთმანეთთან, შემდეგ კი შუაში მოთავსებულ
ნორმალურ სახეს შეხედავთ, აღმოჩნდება, რომ თვალები მეტისმეტადაა ერთმანეთისგან
დაშორებული (Leopold et al., 2001; Webster et al., 2004; Zhao & Chubb, 2001). თქვენეული
ცოდნა სახეების შესახებ გეუბნებათ, რომელია ნორმალური სახე და რომელი
დეფორმირებული, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ცოდნა უგულებელყოფილია, რადგან თქვენი
თავი დეფორმირებულ სახეს მიაჩვიეთ.

სახეების აღქმის კოგნიტური პროცესები და ემოციები შეიძლება ერთმანეთთან


ურთიერთქმედებდნენ. მართლაც, არსებობს ასაკთან დაკავშირებული „სახის
პოზიტიურობის“ ეფექტის მტკიცებულებები. ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგებით
აღმოჩნდა, რომ შედარებით უფროსი ასაკის ზრდასრულები, ახალგაზრდებთან შედარებით,
უპირატესობას ბედნიერი სახეების ცქერას ანიჭებდნენ და მოწყენილ ან გაბრაზებულ
სახეებს თავს არიდებდნენ (Isaacowitz et al., 2006a, 2006b). მეტიც, ბედნიერი სახეები
შეფასებული იყო უფრო ნაცნობად, ვიდრე ნეიტრალური ან ნეგატიური სახეები (Lander &
Metcalfe, 2007). მაგრამ შეგიძლიათ სხვა ადამიანის მიერ გამოხატული ემოციის
უგულებელყოფა? კვლევები აჩვენებს, რომ სულ მცირე ნეგატიური ემოციის, მაგალითად,
შიშის შემთხვევაში, ამიგდალა ემოციას ავტომატურად გადაამუშავებს იმ შემთხვევაშიც კი,
როცა სხვა რამეზე ყურადღების მიქცევა არ გიწევთ. ასევე შესაძლებელია, რომ არსებობდეს
განსხვავება მაღალი შფოთვისა და დაბალი შფოთვის მქონე ადამიანებს შორის. მაღალი
შფოთვის მქონე ადამიანის ამიგდალა შიშს ავტომატურადყოველთვის ამუშავებს, ხოლო
დაბალი შფოთვის მქონე ადამიანის შემთხვევაში – არა. (Palermo & Rhodes, 2007).

68
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.21 სახეებისა და სახლების ცნობა.


მთლიან სახეებთან შედარებით, ადამიანებს უფრო მეტად სახის ნაწილების ცნობა უჭირთ. მაგრამ
სახლის ნაწილებს ისევე კარგადცნობენ, როგორც მთლიან სახლებს.
წყარო: From J. W. Tanaka and M. J. Farah,“Parts and Wholes in Face Recognition,” Quarterly Journal of
Experimental Psychology, 46A,
pp. 225–245, Fig. 6. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საზოგადოების ნებართვით.

69
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.22 ნორმალური და დეფორმირებული სახეები.


ნორმალური (ცენტრში) და დეფორმირებული სახეები

მარვინ ჩანის ლაბორატორიაში


რა მოსდის შეუმჩნეველ ინფორმაციას?
აპოლო რობინსს, ჯენტლმენ ქურდს, თქვენი ჯიბეების დაცარიელება ისე შეუძლია,
რომ ამას მაშინაც კი ვერ შეამჩნევთ, გაფრთხილებულიც რომ იყოთ - გაგძარცვავსო,
ან თუნდაც მაშინ, მის იდუმალ ქცევასთან დაკავშირებით უსაფრთხოების
დეტალები რომ იცოდეთ. ჯადოქრები და ილუზიონისტები ხელმარჯვენი არიან,
ამავდროულად, თქვენი ყურადღების კონტროლიც კარგად შეუძლიათ.
აღქმას,რომელიც ფსიქიკის ერთ–ერთი სტრუქტურაა, კონტროლი არ ძალუძს,
ამიტომ თქვენს აღქმას ის წარმართავს, რასაც თქვენი ყურადღების მართვა შეუძლია.
უმეტესობა ჩვენგანი ხედავს, ესმის, გრძნობს, სუნთქავს, გემოს შეიგრძნობს და
იმახსოვრებს კიდეც, რაც იმაზეა დამოკიდებული, რას ვირჩევთ და რას ვაქცევთ
ყურადღებას. შეუმჩნეველი, უყურადღებოდ დარჩენილი ინფორმაცია ჩაივლის -
გორილები შეუმჩნევლად გაივლიან, ჯიბეები დაცარიელდება, ან სხვა რამეზე
კონცენტრირებული თუ ყურადღებაგაფანტული დამკვირვებელი ვერ შეამჩნევს
საგზაო სიგნალებს. რა მოსდის შეუმჩნეველი ინფორმაციის ნაკადს, რომელსაც
მუდამ უყურადღებოდ ვტოვებთ? შეუმჩნეველი მოვლენების შესასწავლად ჩვენი

70
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ლაბორატორია იყენებს როგორც ქცევით მეთოდებს, ისე ფუნქციურ მაგნიტურ


რეზონანსულ გამოკვლევას.
წარმოიდგინეთ ლაბორატორიული დავალება - ორი ასოს ძებნა ციფრებში,
რომლებიც წარმოდგენილია თანმიმდევრულად, დამაბრმავებლად სწრაფი ტემპით,
წამში 10 ცალი, MTV სტილით. ადამიანები სწრაფად შეიგრძნობენ იმას, რაც
მიედინება და შეუძლიათ გამოარჩიონ პირველი ასო დაახლოებით 90%-იანი
სიზუსტით. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ასო პირველი სამიზნე ასოს გამოჩენიდან
დაახლოებით 200-300 მილისეკუნდის შემდეგ გამოჩნდა, რა თქმა უნდა, მეორე ასოს
შემჩნევა 70% -ით ვერ მოხდება. ეს ფენომენი, ცნობილია სახელწოდებით
„ყურადღების ციმციმი“ (Raymond et al., 1992), წარმოადგენს უყურადღებობით
გამოწვეულ სიბრმავის ფორმას; ის ფოკუსირებულია ფუნდამენტურ შეზღუდვებზე,
რომელიც ეხება საკითხს -რამდენ სტიმულს შეიძლება ერთდროულად მიექცეს
ყურადღება.
მაგრამ რა მოსდის შეუმჩნეველ სამიზნეს? ჩვენი აზრით, შეუმჩნეველი სამიზნეები
იდენტიფიცირდება, მაგრამ შემდეგ ხდება მათი დაკარგვა, ან ხდება მათი დავიწყება
იმ პირველი სამიზნის ლოდინში, რომლის კოდირებაც უნდა მოხდეს, (Chun and
Potter, 1995,JEP:HPP). არაცნობიერ დონეზე იდენტიფიკაციის შეფასება მხოლოდ
ქცევითი მეთოდებით, რა თქმა უნდა, რთულია. ამიტომ ქვეზღურბლოვანი
გადმუშავების გამოსაკვლევად ყურადღების ციმციმის, პროცესში ვიყენებდით
ფუნქციურ მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლევას (fMRI). FMRI-ს საშუალებით
შესაძლებელია იმის პირდაპირ გამოკვლევა, თუ როგორ ხდება ინფორმაციის
გადამუშავება თავის ტვინის სხვადასხვა არეში იმ ვითარებაშიც კი, როცა ადამიანები
მათი აღწერას ვერ ახერხებენ. თავის ტვინის რეგიონი, რომელიც ცნობილია,
როგორც პარაჰიპოკამპალური ხვეული, პასუხს აგებს ხედვის არეალის
გადამუშავებაზე. ეს „ადგილის არე“ უფრო აქტიურია მაშინ, როცა ადამიანი მის
გარშემო არსებულ გარემოს უყურებს .

71
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ჩვენს ექსპერიმენტში წარმოდგენილია სცენები, როდესაც ვერ ფიქსირდება მეორე


სამიზნე „ყურადღების ციმიციმისას“ . თავდაპირველად გავზომეთ fMRI სიგნალები
„ადგილის არეში“ წარდგენილი სცენებისთვის, რომელთა აღმოჩენაც სუბიექტის
მიერ ცნობიერად ხდებოდა (ექსპერიმენტი ისე იყო დაგეგმილი, ცდის
მონაწილეებისთვის მათი აღმოჩენა სანახევროდ (50%-იანი შანსი ჰქონოდათ) მაინც
რომ ყოფილიყო შესაძლებელი. ასევე გავზომეთ აქტივობის დაბალი ზღვარი იმ
დავალებისთვის, როცა სცენის წარდგენა არ ხდებოდა.
მოცემული კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ როგორ რეაგირებს
პარაჰიპოკამპალური ხვეული იმ სცენებზე, რომლებიც ცდის მონაწილეებს
გამორჩებათ ხოლმე. როდესაც სუბიექტების ჩვენებით, მათ სცენის დანახვა არ
შეუძლიათ, პარაჰიპოკამპალური არე სცენას არაცნობიერად მაინც „ხედავს“ ? თუ ეს
ასეა, ამ არეში fMRI სიგნალები შეუმჩნეველი სცენების დროს უფრო მაღალი უნდა
იყოს იმ დაბალ ზღვართან შედარებით, რომელიც არსებობს მაშინ, როცა სცენის
წარდგენაარ ხდება. მართლაც, ჰიპოკამპალურ ხვეულში მნიშვნელოვნად ძლიერი
fMRI სიგნალები ფიქსირდებოდა, რაც მიუთითებს, რომ მხედველობის არეალის
ქვეზღურბლოვანი გადამუშავება მიმდინარეობს მაღალ დონეზე და fMRI შეიძლება
გამოყენებული იქნას ასეთი არაცნობიერი პროცესების გასაზომად (Marois et al.,
2004).
ყურადღება ახდენს არა მხოლოდ მიმდინარე აღქმის, არამედ დახსომების
შესაძლებლობის მოდულირებას. უბრალოდ შეხედვა ან რაღაცის კითხვა არ
უზრუნველყოფს მის გაშიფვრას.გამოცდებისთვის მომზადების პროცესში ამას
კარგად ხვდებით. აუცილებელია თვალყური ადევნოთ ინფორმაციას, რომლის
დასწავლასაც ცდილობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ინფორმაციის კვალი
მეხსიერებაში მტკიცედ არ დაფიქსირდება თავის ტვინის ნეირონულ წრეებში, რაც
მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის. fMRI-ის გამოყენებით დავადგინეთ, რომ
ყურადღება მნიშვნელოვანია როგორც კოდირების, ისე ინფორმაციის აღდგენის

72
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

პროცესში.(Yi and Chun, 2005). სამწუხაროდ, სტუდენტებისთვის ყურადღების


გარეშე და სწავლა ნაკლებად სარწმუნოა.

სახეებისა და პატერნების ცნობის ნეირომეცნიერება

არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანების მიერ სახეების სტიმულების


გადამუშავებისას ემოცია ზრდის აქტივაციას თითისტარისებრ ხვეულში. ერთ-ერთ
ექსპერიმენტში ცდის მონაწილეებს აჩვენებდნენ სახეს და სთხოვდნენ დაესახელებინათ ან
პიროვნება, ან სახის გამომეტყველება. სახის გამომეტყველების დასახელებისას ცდის
მონაწილეებს თითისტარისებრი ხვეულის უფრო მეტი აქტივაცია აღენიშნებოდათ, ვიდრე
პიროვნების დასახელებისას (Ganel et al., 2005). აუტიზმის მქონე პაციენტების გამოკვლევა
თითისტარისებრ ხვეულში ემოციის გადამუშავების დამატებით მტკიცებულებასიძლევა.
აუტიზმის მქონე პაციენტებს დარღვეული აქვთ ემოციური ცნობის უნარი. ამგვარი
პაციენტების თავის ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ აუტიზმის შემთხვევებში, ნორმალურ
პოპულაციასთან შედარებით, თითისტარისებრი ხვეული ნაკლებად აქტიურია,

აუტიზმის მქონე პაციენტებს, დიდი ძალისხმევის შედეგად, შეუძლიათ ისწავლონ


ემოციების იდენტიფიცირება. ცხადია, ამ ვარჯიშის შედეგად ემოციების იდენტიფიცირება
ვერ გახდება ავტომატური პროცესი და არც თითისტარისებრი ხვეულის აქტივაცია
გაიზრდება (Bolte et al., 2006; Hall, Szechtman, & Nahmias, 2003).

ყველა მკვლევარი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითისტარისებრი


ხვეული სპეციალიზებულია სახის აღქმისთვის და აღქმის სხვა ფორმებში არ მონაწილეობს.
სხვა შეხედულებით, ეს არე ყველაზე უფრო მეტად აქტიურდება სახის აღქმის დროს, მაგრამ
სხვა არეებიც ასევე აქტიურდება, თუმცა ნაკლებად. შესაბამისად, თითისტარისებრი
ხვეული, ან თავის ტვინის სხვა არეები, რომლებიც მაქსიმალურად რეაგირებენ სახეებზე და
სხვაზე არაფერზე, შესაძლოა გააქტიურდნენ სხვა ობიექტების აღქმის პროცესშიც. ამ
73
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

შეხედულების შესაბამისად, აღქმის პროცესში თავის ტვინის „სულ ან არაფრის“ კანონით არ


მოქმედებს, სხვადასხვა უბანი განსხვავებული ხარისხით აქტიურდება იმის შესაბამისად,
თუ რა არის აღსაქმელი (Haxby et al., 2001; Haxby, Gobbini, & Montgomery,2004; O’Toole et al.,
2005).

კიდევ ერთი თეორია, რომელიც კონცენტრირდება თითისტარისებრი ხვეულის როლზე,


ცნობილია ექსპერტ-ინდივიდუალიზაციის ჰიპოთეზის სახელით. ამ თეორიის თანახმად,
თითისტარისებრი ხვეული აქტიურდება მაშინ, როცა რომელიმე ვიზუალური სფეროს
ექსპერტი ათვალიერებს საგნებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ჩიტების ექსპერტი და
დიდ დროს ხარჯავთ ჩიტების შესწავლაში. მოსალოდნელია, რომ თქვენ გაქვთ ასეთი
დიფერენცირების მეტი გამოცდილება და შეძლებთ ერთმანეთისგან ძალიან მსგავსი
ჩიტების განსხვავებას. შედეგად, მაგალითად, თუ ხუთ შაშვს (ჩიტის სახეობა) გაჩვენებენ,
ჩიტების ერთმანეთისგან განსხვავებას შეძლებთ, ასეთი გამოცდილების არმქონე ადამიანი
კი მათ გარჩევას ვერ შეძლებს. ამ აქტივობის პროცესში, თავის ტვინის სკანირების შედეგად,
თითისტარისებრი ხვეულის განსაკუთრებით მარჯვენამხრივი აქტივაცია გაიზრდება.
ასეთი აქტივაცია ფიქსირდება მანქანებისა და ჩიტების ექსპერტებთან. თითისტერისებრი
ხვეული აქტიურდება მაშინაც კი, როცა ადამიანებს ძალიან მსგავსი ფიგურების
დიფერენცირებასასწავლიან (Gauthier et al., 1999, 2000; Rhodes et al., 2004; Xu, 2005). ეს
თეორია იძლევა თითისტარისებრი ხვეულის აქტივაციის ახსნის საშუალებას მაშინ,
როდესაც ადამინები უცქერიან სახეებს, რადგან, სინამდვილეში, ადამიანები სახეების
იდენტიფიცირებისა და შესწავლის ექსპერტები არიან.

დავიჯეროთ თუ არა
თუ მოგეჩვენებათ ერთნაირად ორი განსხვავებული სახე?
როდესმე შეგინიშნავთ, რომ უფრო ადვილია იცნოთ იმ ადამიანების სახეები,
რომლებიც თქვენს ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება? მაგალითად, თუ თქვენ
აფროამერიკელი ხართ, თეთრ ან აზიურ სახეებთან შედარებით, უფრო იოლად

74
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ცნობთ და ახდენთ შავი სახეების დიფერენცირებას. შეიძლება ეს იმის გამო ხდება,


რომ თქვენთვის უფრო ნაცნობია სახეები, რომლებსაც უფრო ხშირად ხედავთ
გარშემო; ეს ნაცნობობა გიადვილებთ თქვენი საკუთარი სახის მსგავსი სახეების
დისკრიმინაციას. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, გითხრეს, რომ გაქვთ „წითელი“
პიროვნულობა. გგონიათ, რომ ამის ცოდნა გაგიადვილებთ იმ ადამიანების ცნობას,
ვისაც ასევე აქვთ „წითელი“ პიროვნულობა, „მწვანე“ პიროვნულობის საპირისპიროდ
(მაშინაც კი, თუ ყველა მათგანი ერთი და იმავე რასის წარმომადგენელია)? კვლევებმა
აჩვენა, რომ სოციალური კატეგორიზაცია მართლაც დიდ როლს თამაშობს იმაში, თუ
რამდენად ადვილად ვცნობთ სახეებს. როგორც კი ვინმეს ჯგუფის წევრად არ
აღიქვამთ, უფრო გაგიძნელდებათ ამ ადამიანის სახის ცნობა. ეს ეფექტი იმდენად
სტაბილურია, რომ შესაძლოა გამოვლინდეს წარმოსახვითი განსხვავების
შეთხვევაშიც. მაგალითად, „წითელი“ და „მწვანე“ პიროვნულობის განსხვავებისას, ან
უბრალოდ თეთრ სახეზე აფრო-ამერიკული ან ლათინური თმის სტილის დამატებით
(Bernstein et al., 2007; MacLin & Malpass, 2001, 2003; Ge et al., 2009).

პროზოპაგნოზია - სახეების ცნობის დარღვევა - თავს იჩენს კონფიგურაციული სისტემის


გარკვეული სახის დაზიანების შედეგად (Damasio, Tranel, & Damasio, 1990; De Renzi Faglioni,
Grossi, & Nichelli, 1991; Farah, 2004). პროზოპაგნოზიის მქონე ადამიანს შეუძლია დაინახოს
სხვა ადამიანის სახე, გამოიცნოს, ეს ადამიანი მოწყენილია, ბედნიერი თუ გაბრაზებული,
მაგრამ ვერ ცნობს, ადამიანი უცხოა, მისი მეგობარი თუ საკუთარი დედა. სახეების ცნობის
შესაძლებლობაზე განსაკუთრებით ახდენს გავლენას მარჯვენა თითისტარისებრი ხვეულის
დაზიანება, უნილატერალურად ან ბილატერარურად. სახის მეხსიერება განსაკუთრებით
ზიანდება მაშინ, როცა ბილატერალური დაზიანება მოიცავს წინა მარჯვენა საფეთქლის
წილს (Barton, 2008).

75
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სხვა დარღვევები, მაგალითად, კითხვის ადრეული დარღვევა, რომლის დროსაც დამწყებ


მკითხველს პრობლემები ექმნება სიტყვის უნიკალური მახასიათებლების ცნობაში,
შესაძლოა აღმოცენდეს ელემენტების გარჩევაზე დაფუძნებული სისტემის დაზიანების
შედეგად. მეტიც, გადამუშავება ერთი სისტემიდან შესაძლოა გადავიდეს მეორე სისტემაზე.
ტიპურმა მკითხველმა შეიძლება დაისწავლოს სიტყვის გამოსახულება პირველი სისტემის
გამოყენებით - ელემენტების საშუალებით - და შემდეგ გადავიდეს სიტყვების, როგორც
მთლიანობის ცნობაზე. მართლაც, კითხვის დარღვევების ზოგიერთი ფორმა შეიძლება
აღმოცენდეს მეორე სისტემის დისფუნქციით, რომელიც მომდინარეობს პირველი
სისტემიდან.

შინაარსის შემოწმება
1. რომელია გეშტალტის ძირითადი პრინციპები?
2. რას მოიაზრებს „კომპონენტების მიხედვით ცნობის“ თეორია?

3. რა განსხვავებაა აღქმის ზევიდან-ქვევით და ქვევიდან-ზევით თეორიებს


შორის?

4. რა განსხვავებაა მაყურებელზე ცენტრირებულ და ობიექტზე


ცენტრირებულ აღქმას შორის?

5. რა არის პროზოპაგნოზია?

გარემო გეხმარებათ დანახვაში

როგორც უკვე ვნახეთ, პერცეპტული პროცესები არ მიმდინარეობს ისე მარტივად, რომ


ბადურაზე გამოსახულების მიღება მოხდესპირდაპირ, დამატებითი ინტერპრეტაციის
გარეშე. თავის ტვინი საჭიროებს იმ სტიმულის ინტერპრეტირებას, რომელსაც ღებულობს
და შეიგრძნობს. გარემო გვაწვდის მიმნიშნებლებს, რომლებიც გვეხმარება ბადურაზე
არსებული გამოსახულების ანალიზში და აადვილებს აღქმის კონსტრუქციას,
76
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

რომელიც,რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაახლოვებულია გარე სამყაროში არსებულთან.


ამ თავის შემდეგი ნაწილი ხსნის იმას, თუ როგორ ვიყენებთ გარემო მიმნიშნებლებს
სამყაროს აღქმაში.

აღქმის მუდმივობა

წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ კოგნიტური ფსიქოლოგიის ლექციაზე. ორი სტუდენტი


დგას აუდიტორიის გარეთ, კარებთან. მათთან მიახლოებისას გაიგონებთ მათ საუბარს.
კარებთან მიახლოვების კვალდაკვალ თქვენს ბადურაზე ასახული ამ სტუდენტების
გამოსახულების სივრცე თანდათან იზრდება. ეს პროქსიმალური სენსორული საფუძველი
ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ სტუდენტების გამოსახულება უფრო და უფრო იზრდება,
მეორე მხრივ, თქვენ აღიქვამთ, რომ სტუდენტების ზომა (სიდიდე) არ იცვლება. რატომ?

პერცეპტული სისტემა ცვალებადობას უმკლავდება პერცეპტულ ველში არსებული


ობიექტების მნიშვნელოვანი ანალიზის საშუალებით. თქვენს მიერ აღქმული
თანაკურსელების ზომის მუდმივობა პერცეპტული მუდმივობის მაგალითია. პერცეპტული
მუდმივობა ჩნდება მაშინ, როცა ჩვენს მიერ აღქმული ობიექტი უცვლელი რჩება მაშინაც კი,
როცა დისტალური ობიექტის პროქსიმალური შეგრძნება იცვლება (Gillam, 2000). გარე,
დისტალური ობიექტის ფიზიკური მახასიათებელი, შესაძლოა, არ იცვლება, მაგრამ
იმისთვის, რომ შევძლოთ გარე სამყაროსთან ეფექტურად დაკავშირება, ჩვენს პერცეპტულ
სისტემას აქვს მექანიზმები, რომლებიც არეგულირებს პროქსიმალური სტიმულის აღქმას.
შესაბამისად, აღქმა უცვლელი რჩება იმის მიუხედავად, რომ პროქსიმალური შეგრძნება
იცვლება. აქ ჩვენ განვიხილავთ ორ ძირითად - ზომისა და ფორმის -მუდმივობას.

ზომის მუდმივობის აღქმა გულისხმობს საგნის ზომის შენარჩუნებას პროქსიმალური


სტიმულის ზომის ცვლილების მიუხედავად. ბადურაზე არსებული გამოსახულების ზომა
პირდაპირაა დამოკიდებული საგნის დაშორების მანძილზე. ერთი და იგივე ობიექტი, ორი
განსხვავებული მანძილიდან, ბადურაზე სხვადასხვა ზომის გამოსახულების პროეცირებას

77
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ახდენს. საოცარი ილუზია შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც ჩვენი სენსორული და


პერცეპტული სისტემები შეცდომაში შეჰყავს ერთსა და იმავე ინფორმაციას, რომელიც,
ჩვეულებრივ, გვეხმარება იმაში, რომ ზომა მუდმივი დარჩეს.ზომის მუდმივობის მაგალითს
წარმოადგენს Müller-Lyer -ის (მიულერ-ლაიერის) ილუზია (სურათი 3.23), როცა ერთი და
იმავე სიგრძის ორი ხაზის სეგმენტი სხვადასხვა სიგრძის ხაზებად მოჩანს.ობიექტების
შესაბამისი ზომების შესახებ დასკვნების გასაკეთებლადფორმებსა და კუთხეებსვიყენებთ
ყოველდღიურგამოცდილებაზე დაყრდნობით. ეკვივალენტური გამოსახულების ზომები,
სხვადასხვა სიღრმიდან, ჩვეულებრივ, მიუთითებს სხვადასხვა ზომის ობიექტებზე.

კვლევების თანხმად, მარჯვენა უკანა თხემის ქერქი (ჩართულია მენტალური


გამოსახულებების მანიპულაციაში) და მარჯვენა საფეთქელ-კეფის ქერქი აქტიურდება
მაშინ, როცა ადამიანებმა უნდა შეაფასონ ხაზების სიგრძე Müller-Lyer -ის ილუზიაში.
ილუზია იცვლება ჰორიზონტალური ხაზის მომიჯნავე ისრების კუთხეების რეგულირებით
- რაც უფრო მკვეთრია კუთხეები, მით უფრო აშკარაა ილუზია. ილუზიის ძალა
ასოცირებულია ბილატერალურ (ორივე მხარეზე) აქტივაციასთან ლატერალური კეფის
ქერქში და მარჯვენა წინა თხემის ქერქში. იმით, რომ მარჯვენა შიდა თხემის
ღარიაქტიურდება, ჩანს, რომ ილუზორული ინფორმაცია ურთიერთქმედებს მარჯვენა
თხემის წილის ქერქში არსებულ „ზემოდან-ქვემოთ“ პროცესებთან, რომლებიც პასუხს
აგებენსაგნების შესახებ ვიზუალურ-სივრცით წარმოდგენებზე (Weidner & Fink, 2007).

დაბოლოს, შეადარეთ წრეების პატერნების ცენტრში მდებარე წრეები ერთმანეთს


ფიგურა 3.20-ში. ცენტრში მდებარე ორივე წრე რეალურად ერთი და იმავე ზომისაა. მაგრამ
ცენტრალური წრის ირგვლივ არსებული წრეები გავლენას ახდენს ცენტრალური წრის
ზომის აღქმაზე.

ზომის მუდმივობის მსგავად, ფორმის მუდმივობა უკავშირდება მანძილის აღქმას, თუმცა


განსხვავებულად. ფორმის მუდმივობა გულისხმობს ობიექტის ერთი და იმავე ფორმის
შენარჩუნებას პროქსიმალური სტიმულის ფორმის ცვლილების მიუხედავად. (ფიგურა 3.24)
78
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ობიექტის აღქმული ფორმა იგივე რჩება ორიენტაციის ცვლილების მიუხედავად და


ბადურაზე ასახული ფორმის ცვლილების მიუხედავადაც. იმის გამო, რომდახატული კარის
რეალური ფორმა იცვლება, კარის ზოგიერთი ნაწილი თითქოს განსხვავებულად იცვლება
ჩვენსა და კარებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად. ნეიროფსიქოლოგიური
ვიზუალიზაციის გამოყენებით შესაძლებელია მოვახდინოთ თავის ტვინის იმ ნაწილების
იდენტიფიცირება, რომლებიც აქტიურდება ფორმის ანალიზისას. ეს ნაწილები მდებარეობს
კეფის წილის ექსტრასტრიატალურ ქერქში (Kanwisher et al.,1996, 1997). კარების გარე
ნაპირთან მდებარე ადგილები, კარების შიდა ნაპირთან მდებარე ნაწილთან შედარებით,
თითქოს უფრო სწრაფად მოძრაობს ჩვენს წინ. ამისმიუხედავად, კარების ფორმა ჩვენთვის
არ იცვლება.

სურათი 3.23 Müller-Lyer -ის ილუზია


ამ ილუზიის დროს ჩვენ მიდრეკილი ვართ ორი თანაბარი სიგრძის ხაზის სეგმენტები სხვადასხვა სიგრძის
ხაზებადაღვიქვათ. ვერტიკალური ხაზის სეგმენტი (a) და (c) პანელშიუფრო მოკლე ჩანს, (b) და (d) პანელში მყოფ
ხაზის სეგმენტებთან შედარებით, თუმცა ისინი ერთი და იგივე ზომისაა. ზუსტად არ ვიცით, რატომ იჩენს თავს
ასეთი აშკარა ილუზია. ზოგჯერ ილუზია, რომელსაც ვხედავთ აბსტრაქტული ხაზის სეგმენტებში (პანელი (a) და
(b)), ახსნილია ვერტიკალური სეგმენტების ბოლოში არსებული დიაგონალური ხაზების ტერმინებით, რაც
შეიძლება იყოს სიღრმის იმპლიციტური მიმნიშნებელი, იმ მიმნიშნებლების მსგავსი, რომლებსაც ვხედავთ
შენობის შიდა და გარე მხარის აღქმისას (პანელი (c) და (d)) (Coren & Girgus, 1978).

79
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

80
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.24. ფორმის მუდმივობა


ამ სურათებზე თქვენ ხედავთ მართხკუთხედ კარებსა და კარების ჩარჩოს – ზოგიერთიდახურულია,
ზოგი ოდნავ გაღებული, უფრო მეტად გაღებული ან ფართოდ გაღებული. ცხადია, თითოეულ
პანელშიკარები განსხვავებული ფორმისადარ მოჩანს. მართლაც, გასაკვირი იქნებოდა, აღგექვათ
კარები, რომელიც გაღების დროსფორმასიცვლის,თუმცა კარების გამოსახულების ფორმა, რომელსაც
ჩვენი ბადურაშეიგრძნობს, კარების გაღების დროსიცვლება. თუ შეხედავთ სურათებს, დაინახავთ,
რომ კარების ფორმა ყოველ პანელში განსხვავებულია.

სიღრმის აღქმა

წარმოიდგინეთ, რა ხდება, როცა ჩაის ჭიქას ხელს კიდებთ ან ბურთს ისვრით. თქვენ
აუცილებლად იყენებთ ინფორმაციას სიღრმის შესახებ. სიღრმე არის მანძილი
ზედაპირიდან, ძირითადად თქვენი სხეულის ზედაპირიდან. აღქმის ინფორმაციის ამგვარი
გამოყენება ვრცელდება თქვენი სხეულის მისაწვდომობის არის მიღმა. ავტომობილის
ტარებისას იყენებთ სიღრმეს მოახლოვებული ავტომობილის მანძილის შესაფასებლად.
როცა ქუჩაში მიმავალი მეგობრის დაძახება გინდათ, იწყებთ იმის განსაზღვრას, რამდენად
ხმამაღლა დაუძახოთ მას. თქვენი გადაწყვეტილება იქედან გამომდინარებს, თუ რამდენად
შორს არის მეგობარი. როგორ ახერხებთ აღიქვათ 3-D სივრცე მაშინ, როცა თქვენს ბადურაზე
არსებული პროქსიმალური სტიმულიდანახულის მხოლოდ 2-D პროექციას მოიცავს? თქვენ
გიწევთ დაეყრდნოთ სიღრმის მიმნიშნებლებს. მომდევნო თავში ჩვენ განვიხილავთ,
სიღრმის რა მიმნიშნებლები არსებობს და როგორ ვიყენებთ მათ.

სიღრმის მიმნიშნებლები

შეხედეთ წარმოუდგენელ კონფიგურაციებს სურათზე 3.25. ისინი დამაბნეველია, რადგან


სიღრმის შესახებ არსებული ინფორმაცია სურათის სხვადასხვა სეგმენტში
ურთიერთსაპირისპიროა. ამ ფიგურების პატარა სეგმენტები ჩვენთვის მისაღებია, რადგან
სიღრმის ინდივიდუალური მიმნიშნებლები შესაბამისია (Hochberg, 1978). რა თქმა უნდა,
ძნელია ამ ფიგურების, როგორც მთლიანის გააზრება. ამის მიზეზია ფიგურების სხვადასხვა

81
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სეგმენტში არსებული მიმნიშნებლები, რომლებიც სიღრმის შესახებ წინააღმდეგობრივ


ინფორმაციას გვაწვდიან.

ზოგადად, არსებობს მონოკულარული (მონ-, „ერთი“; ოკულა, დაკავშირებული


თვალებთან“) ან ბინოკულარული (ბინ-, „ორივე“,“ორი“) სიღრმის მიმნიშნებლები.
მონოკულარული სიღმის მიმნიშნებლის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ორ
განზომილებაში და მათი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთი თვალით. სურათზე 3.26
სიღრმის რამდენიმე მიმნიშნებლის ილუსტრაციაა, რომლებიც განსაზღვრულია ცხრილში
3.3. მათ მიეკუთვნება ტექსტურის გრადიენტები, შედარებითი ზომა,
ურთიერთმდებარეობა, ხაზოვანი პერსპექტივა, საჰაერო პერსპექტივა, მდებარეობა
სურათის სიბრტყეზე და მოძრაობის პარალაქსი (საგნის მდებარეობის ხილული ცვლილება
დამკვირვებლის თვალის გადანაცვლების შედეგად). მიმნიშნებლების ცხრილში ან
სურათის სათაურის წაკითხვამდე, მხოლოდ შეხედეთ ფიგურას. ნახეთ, თუ რამდენი
სიღრმის მიმნიშნებლის გაშიფვრა შეგიძლიათ მარტივად, ფიგურის ყურადღებით
დათვალიერების შედეგად?

სურათი 3.25 წარმოუდგენელი ფიგურები.


რა მიმნიშნებლებმა შეიძლება გიბიძგოთ იმისკენ, რომ ეს წარმოუდგენელი ფიგურები ისეაღიქვათ,
როგორც სრულიად შესაძლებელი ფიგურები?

82
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ცხრილი 3.3 ასევე აღწერს მოძრაობის პარალაქსს, ერთადერთ მონოკულარულ სიღრმის


მიმნიშნებელს, რომელიც სურათზე არ ჩანს. მოძრაობის პარალაქსი საჭიროებს მოძრაობას.
სწორედ ამის გამოა, რომ შეუძლებელია სიღრმის შესაფასებლად მისი გამოყენება ისეთ
უმოძრაო გამოსახულებაზე, როგორიც სურათია. სიღრმის შეფასების სხვა საშუალება
მოიცავს ბინოკულარულ სიღრმის მიმნიშნებლებს, რაც დაფუძნებულია ორივე თვალიდან
სამ განზომილებაში სენსორული ინფორმაციის მიღებაზე (Parker, Cumming, & Dodd,2000).
ცხრილში 3.3 ასევე შეჯამებულია ის ბინოკულარული მიმნიშნებლები, რომლებიც
გამოიყენება სიღრმის აღქმისთვის.

ბინოკულარული სიღრმის მიმნიშნებლები თვალების შედარებით მდებარეობას


ეფუძნება. ადამიანის ორი თვალი საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან იმისათვის, რომ
უზრუნველყონ თავის ტვინში ორი სახის ინფორმაციის გადაცემა: ბინოკულარული
შეუსაბამობა და ბინოკულარული კონვერგენცია. ბინოკულარულიშეუსაბამობა
გულისხმობს იმას, რომ ორი თვალი აგზავნის ურთიერთგანსხვავებულ გამოსახულებებს
თავის ტვინში მაშინ, როდესაც ობიექტები გიახლოვდებათ. თავის ტვინში ხდება
შეუსაბამობის ხარისხის, ანუ თქვენგან დაშორების მანძილის მიმნიშნებლის
ინტერპრეტაცია. დამატებით, საგნებისათვის, რომლებსაც შედარებით ახლო მანძილიდან
ვუყურებთ, სიღრმის მიმნიშნებლებს ვიყენებთ, რომელიც დაფუძნებულია ბინოკულარულ
კონვერგენციაზე. ბინოკულარული კონვერგენციისას ორი თვალი უფრო მეტად და მეტად
ტრიალდება შიგნით მაშინ, როდესაც საგნები გიახლოვდებათ. თავის ტვინი ახდენს
აღნიშნული კუნთების მოძრაობის, როგორც თქვენგან დაშორების მანძილის
მიმნიშნებელის,ინტერპრეტირებას.

ადამიანების დაახლოებით 8%, ვისი თვალებიც შეთანხმებულად ვერ მოძრაობს


(სიელმე), სიღრმის აღქმას ახორციელებს მხოლოდ ერთი თვალით. ჩვეულებრივ,
ადამიანებს, ვისაც აქვთ თვალების სიელმე, ფოვეის გარდა აქვთ სხვა სენსიტიური ზონა
ბადურაზე, რომელიც სივრცის იმ ნაწილის რეგისტრირებას ახდენს, რაც თვალების სწორი

83
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

განლაგების შემთხვევაში რეგისტრირდება. ამას თან ერთვის ფოვეადან სიგნალების


ნაწილობრივი შეკავება. თუ ფოვეა სენსიტიური რჩება, ეს ადამიანები ორმაგ
გამოსახულებებს იღებენ, რომლებიც შესაძლოა გაერთიანდნენ და შედეგად მივიღოთ
სტერეოსკოპური მხედველობა მხოლოდ ერთი თვალით (Rychkova&Ninio, 2009).

სიღრმის აღქმა, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს უფრო მეტ ფაქტორზე, ვიდრე მხოლოდ იმ
მანძილზე ან სიღრმეზე, რომლებითაც ობიექტი ჩვენგან დაშორებულია. სამიზნემდე
მანძილის აღქმაზე გავლენას ახდენს ის ძალისხმევა, რომელიც საჭიროა სამიზნესთან
მისასვლელად (Proffittet al., 2003, 2006). ადამიანები, რომლებსაც მძიმე ზურგჩანთა აქვთ,
სამიზნემდე მისასვლელ მანძილს აღიქვამენ უფრო დაშორებულად იმათთან შედარებით,
ვისაც მძიმე ჩანთა სატარებელი არა აქვთ. სხვა სიტყვებით, შესაძლოა არსებობდეს
ინტერაქცია აღქმის შედეგსა და აღქმულ ძალისხმევას შორის, რომელიც საჭიროა აღქმულ
ობიექტამდე მისაღწევად. (Wilt, Proffitt, & Epstein, 2004). რაც უფრო მეტია რაიმეს მისაღწევად
საჭირო ძალისხმევა, მით უფრო შორს აღიქმება ობიექტი.

სიღრმის აღქმა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარება მიმნიშნებლები ჩვენს


აღქმას. როდესაც ვხედავთ ობიექტს, რომელიც პატარა ჩანს, არ არსებობს არცერთი
ავტომატური მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ ის შორსაა. თუმცა, თავის ტვინი ამ
კონტექსტურ ინფორმაციას იმისათვის იყენებს, რომ დაასკვნას - რაც უფრო პატარაა
ობიექტი, მით უფრო შორსაა.

ცხრილი 3.3. სიღრმის აღქმის მონოკულარული და ბინოკულარული მიმნიშნებლები

აღქმის სხვადასხვა მიმნიშნებელი გვეხმარება 3-D სამყაროს აღქმაში. ზოგიერთ მიმნიშნებლის


დაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ ერთი თვალით; სხვა მიმნიშნებლები კი საჭიროებენ ორივე
თვალის გამოყენებას.

მიმნიშნებლები ახლოს ჩანს შორს ჩანს


სიღრმის აღქმისთვის
მონოკულარული
სიღრმის
მიმნიშნებლები

84
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ტექსტურის რაც უფრო დიდია უმცირესი რაც უფრო პატარაა უმცირესი


გრადიენტები ნაწილაკები, მით უფრო შორსაა ისინი ნაწილაკები, მით უფრო ახლოსაა
ერთმანეთისგან ისინი ერთმანეთთან.

შესაბამისი ზომა უფრო დიდი უფრო პატარა

ურთიერთ პოზიცია ნაწილობრივ გადაფარავს სხვა ნაწილობრივ გადაფარულია სხვა


ობიექტს ობიექტის მიერ
ხაზობრივი
პერსპექტივა როდესაც აშკარად პარალელური როდესაც აშკარად პარალელური
ხაზები ჰორიზონტს სცილდებიან, ისე ხაზები ჰორიზონტს
ჩანს, თითქოს იხრებიან უახლოვდებიან, ისე ჩანს,
თითქოს ერთდებიან

საჰაერო პერსპექტივა გამოსახულებები ჩანს უფრო გამოსახულებები ჩანს უფრო


მკვეთრად, უფრო ნათლად ბუნდოვნად, ნაკლები
შემოხაზული სიმკვეთრით შემოხაზული

ადგილმდებარეობა სურათის სიბრტყეზე,


სურათის სიბრტყეზე ჰორიზონტის ზემოთ, ობიექტები
სურათის სიბრტყეზე, ჰორიზონტის უფრო დაბალია. ჰორიზონტის
ზემოთ, ობიექტები უფრო მაღალია. ქვემოთ ობიექტები უფრო
ჰორიზონტის ქვემოთ ობიექტები მაღალია.
უფრო დაბალია.

მოძრაობის პარალაქსი ობიექტები, რომლებიც ობიექტები, რომლებიც


გვიახლოვდება იზრდება მზარდი გვცილდება, პატარავდება
სიჩქარით (ე.ი. დიდი და მოძრაობაში შემცირებული სიჩქარით (ე.ი.
მყოფი სწრაფად გვიახლოვდება) პატარა და მოძრაობაში მყოფი
ბინოკულარული ნელა გვშორდება)
სიღრმის
მიმნიშნებლები თვალები გადაინაცვლებს შიგნით თვალები დუნდება გარეთ
ბინოკულარული ცხვირის მიმართულებით ყურების მიმართულებით
კონვერგენცია

მცირე შეუსაბამობა მარჯვენა


ბინოკულარული დიდი შეუსაბამობა მარჯვენა თვალით დანახულ
შეუსაბამობა თვალით დანახულ გამოსახულებასა გამოსახულებასა და მარცხენა
და მარცხენა თვალით დანახულ თვალით დანახულ
გამოსახულებას შორის. გამოსახულებას შორის.

85
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლა


ბინოკულარული სიღრმის მიმნიშნებლები
თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ბინოკულარული შეუთანხმებლობის ტესტირება, თქვენი თითის
ცხვირის წვერიდან დაახლოებით ერთი ინჩის მანძილზე დაჭერით. შეხედეთ მას ჯერ ერთ თვალზე,
შემდეგ მეორე თვალზე ხელის აფარებით: ის თითქოს ხტება წინ და უკან, მოძრაობს. ახლა იგივე
გააკეთეთ საგანზე, რომელიც 20 ფუტით შორს არის თქვენგან. შემდეგ საგანზე 100 იარდის
მოშორებით. საგნის მოძრაობა დაიკლებს მანძილის ზრდასთან ერთად. თქვენი თავის ტვინი
ახდენს შეუსაბამობის შესახებ არსებული ინფორმაციის, როგორც სიღრმის
მიმნიშნებლის,ინტერპრეტირებას.

სიღრმის აღქმის ნეირომეცნიერება

სურათზე 3.27 გამოსახულია, თუ როგორ მუშაობს ბინოკულარული შეუსაბამობა და


ბინოკულარული კონვერგენცია. თავის ტვინი შეიცავს ნეირონებს, რომლებიც
სპეციალიზებულია სიღრმის აღქმაზე. ეს ნეირონები ბინოკულარული ნეირონებია. ისინი
ორივე თვალიდან შემოსული ინფორმაციის ინტეგრირებას ახდენს სიღრმის შესახებ
არსებული ინფორმაციის ფორმირებისთვის. ბინოკულარული ნეირონები აღმოჩენილია
ვიზუალურ ქერქში (Parker, 2007).

როგორც ცხოველებზე, ასევე ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ


ვიზუალური ფორმა მუშავდება როგორც ვენტრალური ვიზუალური გზის, ასევე
მნიშვნელოვანი ვიზუალური არეების – ლატერალური კეფის ქერქისა და ლატერალური
საფეთქლის ქერქის საშუალებით. ვიზუალურ ქერქში პირველადი გადამუშავების შემდეგ,
მოძრავი 3-D ფორმები მუშავდება ადამიანის კომპლექსური მოძრაობის არეში human
motioncomplex (hMT) არეში, რომელიც დაკავშირებულია მოძრაობის გადამუშავებასთან.
ამას მოყვება სიღრმის და ფორმის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამუშავება,
ძირითადად, ვიზუალური ქერქის V5 რეგიონში. აღნიშნულ გადამუშავებაში,
შესაძლოა,გარკვეული ხარისხით, მედიალური თხემის ქერქი მონაწილეობდეს. შემდეგ
86
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

საფეხურზე, ლატერალურ კეფის ქერქში ხდება სტიმულის სხვადასხვა მახასიათებლის


ანალიზი იმისათვის, რომ მოძრავი ობიექტის ფორმა განისაზღვროს. შემდეგ მიღებული
ფორმის შედარება ხდება ფორმის რეპრეზენტაციებთან ქერქის ვენტრალური კეფისა და
ვენტრალური საფეთქლის არეებში. გადამუშავების პროცესი სრულდება თხემის ქერქში და
პირველად ვიზუალურ ქერქში არსებული აქტივაციით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თხემის
ქერქი ჩართულია „დაღმავალ“ პროცესებში, ეს პროცესები კი გავლენას ახდენს პირველად
ვიზუალურ ქერქზე სადაც თავდაპირველად ხდება ვიზუალური სტიმულის გადამუშავება
(Jiang et al., 2008; Orban et al., 2003).

დეფიციტი აღქმაში

აშკარაა, რომ კოგნიტური ფსიქოლოგები ნორმალურ პერცეპტულ პროცესებს,უფრო ხშირად


შეისწავლიან ჯანმრთელი ადამიანების აღქმის შესწავლით, თუმცა აღქმის შესახებ
არსებულ ინფორმაცია, ასევე, გროვდება იმ ადამიანების შესწავლით, რომელთა
პერცეპტული პროცესებიც ნორმიდანგადახრილია. (Farah, 1990; Weiskrantz, 1994).

აგნოზიები და ატაქსიები

აღქმის დეფიციტის შესწავლა კარგ შესაძლებლობას ქმნის პერცეპტული სისტემის


მუშაობასთან დაკავშირებული ჰიპოთეზების შესამოწმებლად. გახსოვდეთ, რომ არსებობს
ორი განსხვავებული ვიზუალური გზა. ერთი გზა ახდენს ობიექტების იდენტიფიცირებას
(„რა“), მეორე გზა კი მიუთითებს, თუ სად არიან ობიექტები ლოკალიზებული და როგორ
ხდება მათზე მანიპულირება („სად“ ან „როგორ“).

რა/როგორ ჰიპოთეზა საუკეთესოდ მტკიცდება ვიზუალური გადამუშავების დეფიციტზე


დაკვირვების საშუალებით. არსებობს ორი სახის დეფიციტი: ერთი ტიპის დეფიციტი– „რა“ -
არღვევს ადამიანის უნარს იცნოს ის, რასაც ხედავს, ხოლო მეორე სახის დეფიციტი –
„როგორ“ - არღვევს ამ ობიექტის მოპოვების უნარს.

87
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სიძნელეები „რა“ აღქმაში

პირველად განვიხილოთ „რა.“ ადამიანებს, რომლებსაც აგნოზია აღენიშნებათ, სიძნელეები


ექმნებათ სენსორული ინფორმაციის აღქმაში (Moscovitch, Winocur, & Behrmann, 1997).
აგნოზიები ხშირად გამოწვეულია საფეთქლისა და კეფის წილის გადაკვეთის დაზიანებით
(Farah,1990, 1999) ან თავის ტვინის არეებში ჟანგბადის შეზღუდული რაოდენობის
მიწოდებით, რომელიც ზოგჯერ გამოწვეულია თავის ტრავმული დაზიანებით (Zoltan,
1996).

88
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სურათი 3.27 ბინოკულარული შეუსაბამობა და კონვერგენცია

a) ბინოკულარული შეუსაბამობა: რაც უფრო ახლოს არის ობიექტი თქვენთან, მით


უფრო მეტია შეუსაბამობა მისი თვალთახედვის არეებს შორის, რომლებიც
შეიგრძნობა თვითოეული თვალიდან.
b) ბინოკულარული კონვერგენცია: იმის გამო რომ თქვენი ორ თვალი თავის ოდნავ
განსხვავებულ ადგილზეა, როდესაც თქვენ ამოძრავებთ თვალებს იმდენად, რომ
არსებობს მრავალი სახის
გამოსახულება აგნოზია.
პირდაპირ ყველათვალის
მოხვდეს მათგანიიმარ არის ვიზუალური.
ცენტრალურ ნაწილზე, აქ ჩვენ
რომლითაც
ყველაზე უფრო მკაფიოდ ხედავთ, თითოეული თვალი უნდა გადაადგილდეს
ოდნავ შიგნით, იმისათვის რომ მოახდინოს ერთი და იმავე გამოსახულების
რეგისტრირება. რაც უფრო ახლოს არის ობიექტი, რომლის დანახვასაც ცდილობთ,
მით უფრო მეტად ტრიალდება თვალები შიგნით. თქვენი კუნთები აგზავნიან
შეტყობინებებს თვის ტვინში იმ ხარისხით, რა ხარისხითც თქვენი თვალები
ტრიალდება შიგნით და ეს შეტყობინებები ინტერპრეტირდება როგორც
მიმანიშნებლები, რომლებიც მიუთითებენ სიღრმეზე.
89
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე სპეციფიკურ დისფუნქციაზე, რომელიც შეეხება


სივრცეში ფორმებისა და პატერნების დანახვას.

ზოგადად, აგნოზიის მქონე ადამიანები ნორმალურად შეიგრძნობეს იმას, რაც მათ წინ
იმყოფება. მათ შეუძლიათ ობიექტებისა და ადამიანების ფერისა და ფორმების აღქმა,
თუმცა არ შეუძლიათ იცნონ, თუ რა საგნებია მათ წინაშე - მათ აქვთ პრობლემა „რა“
გზასთან დაკავშირებით.

ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ საგნობრივი ვიზუალური აგნოზია, ვიზუალური


ველის ყველა ნაწილის დანახვა შეუძლიათ, მაგრამ ობიექტები, რომლებსაც ისინი ხედავენ,
მათთვისრაიმე მნიშვნელობის მატარებელი არ არის. (Kolb & Whishaw, 1985).მაგალითად,
სათვალის ყურებისას, აგნოზიის მქონე პაციენტმა თქვა, რომ ეს წრეა, შემდეგ
აღნიშნაკიდევ ერთი წრე, ბოლოს რაღაც ხაზზე მიუთითა,საბოლოოდ კი დაასკვნა, რომ
ველოსიპედსუყურებდა. ველოსიპედიც ნამდვილად შედგება ორი წრისა და შემაერთებელი
ხაზისგან (Luria, 1973).

თავის ტვინის ქერქის საფეთქლის წილის დაზიანებას მივყავართ სიმულტანურ


აგნოზიამდე. სიმულტანური აგნოზიის დროს ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად
ყურადღება მიაქციოს ერთზე მეტ ობიექტს. სიმულტანური აგნოზიის მქონე ადამიანი ვერ
ხედავს სურათზე 3.28 გამოსახულ ყველა ობიექტს, თუმცა მან შეიძლება აღნიშნოს, რომ
ხედავს ჩაქუჩს და სხვას ვერაფერს (Williams, 1970).

პროზოპაგნოზია გამოიხატება ადამიანების სახის ცნობის უნარის დარღვევაში (Farah et al.,


1995; Feinberg et al., 1994; McNeil & Warrington, 1993; Young,2003). პროზოპაგნოზიის მქონე
ადამიანმა შეიძლება სარკეში საკუთარი სახევერ იცნოს. აღნიშნული საოცარი დარღვევა,
ფართოდაა გავრცელებული სახეების იდენტიფიცირების კვლევაში, რაც პრობლემური
თემაა ვიზუალური აღქმის სფეროში. (Damasio, 1985; Farah et al., 1995; Farah, Levinson,&
Klein, 1995; Haxby et al., 1996). მარჯვენა ჰემისფეროს თითისტარისებრი ხვეულის

90
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

ფუნქციონირება ძლიერ არის დაკავშირებული პროზოპაგნოზიასთან. აღნიშნული


დარღვევა განსაკუთრებითასოცირდება თავის ტვინის მარჯვენა საფეთქლის წილის
დაზიანებასთან. ზოგადად აგნოზიები და, განსაკუთრებით კი, პროზოპაგნოზია დიდხანს
ნარჩუნდება. ეს კარგად ჩანს ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ეხება მხუთავი
აირით მოწამლულ ქალს; მას აგნოზიასთან ერთად პროზოპაგნოზიაც დაეწყო. 40 წლის
შემდეგ, ამ ქალის თავიდან შეფასებისას აღმოჩნდა, რომ შესაბამისი დეფიციტი კვლავაც
შენარჩუნებული იყო. მსგავსი შედეგები აგნოზიის გრძელვადიან ბუნებაზე მიუთითებს
(Sparr et al., 1991).

სურათი 3.28 სიმულტაგნოზია


ამ ფიგურაზე ხედავთ ობიექტებს, რომლებიც გადაფარავენ ერთმანეთს. სიმულტაგნოზიის მქონე ადამიანებს
არ შეუძლიათ ერთდროულად ერთზე მეტი ობიექტის დანახვა.
წყარო: FromSensation and Perceptionby Stanley Coren and Lawrence M. Ward, copyright © 1989 by Harcourt
Brace & Company. Reproduced by permission of the publisher.

91
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სირთულეები იმის ცოდნაში, „როგორ“

„როგორ“ გზის დაზიანებას უკავშირდება განსხვავებული სახის პერცეპტული


დეფიციტი. აღნიშნულ დეფიციტს წარმოადგენს ოპტიკური ატაქსია, რომლის დროსაც
ზიანდება ვიზუალური სისტემის მოძრაობაში გამოყენების უნარი (Himmelbach & Karnath,
2005). აღნიშნული დეფიციტის მქონე ადამიანებს სიძნელეები აქვთ სამიზნე საგნების
წვდომაში. ყველა ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ღამით სახლში დაბრუნებული
კლიტის ნახვრეტის პოვნას ვცდილობთ საკმაო დროის განმავლობაში. ოპტიკური ატაქსიის
მქონე ადამიანს ასეთივე პრობლემა აქვს მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური ველი
მთლიანად განათებულია. აქ დაზიანებულია „როგორ“ გზა.

ატაქსია აღმოცენდება უკანა თხემის წილის ქერქში იმ არის დარღვევის შედეგად, სადაც
სენსომოტორული ინფორმაცია მუშავდება. არსებობს ვარაუდი უფრო მაღალი დონის
პროცესებისჩართვასთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ პაციენტებთან დარღვევების
უმეტესობა კომპლექსურია და მათ მართლაც შეუძლიათ ხელი მოკიდონ ობიექტებს
განსაკუთრებულ პირობებში. (Jackson et al., 2009). ატაქსიის მქონე ადამიანს იმ შემთხვევაში
შეუძლია მოძრაობისგაუმჯობესება ხილული სამიზნის მიმართულებით, თუ რამდენიმე
წამით თავისი მოძრაობების გადავადებას მოახდენს. უშუალო, სწრაფი მოძრაობები
სრულდება დორსალურ გზაში მიმდინარე პროცესების საშუალებით, ხოლო
გადავადებული მოძრაობები კი ვენტრალური გზის გამოყენებით, რომელიც მოიცავს კეფა-
საფეთქლისა და საფეთქელ-თხემის არეებს (Milner et al., 2003; Milner & Good-ale, 2008;
Himmelbach et al., 2009).

პერცეპტული პროცესები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია თუ არა?

სხვადასხვა სახის პერცეპტული დეფიციტის განხილვისას გაკვირვებას იწვევს მათი


სპეციფიკურობის ხარისხი. ზოგ ადამიანს ფერების დასახელება არ შეუძლია, სხვებს -
მოძრაობების ან სახეების ცნობა. ვინმეს შეუძლია მაგიდაზემის წინ მდგომი თასის დანახვა,

92
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მაგრამ მისი ხელში აღება არა. დეფიციტის ტიპების ასეთი უკიდურესი სპეციფიკურობა
აჩენს კითხვებს სპეციალიზაციის თაობაზე (მოდულარული პროცესები). არსებობს თუ არა
გარკვეული, სხვებისგან განსხვავებული გადამუშავების ცენტრები ან მოდულები ისეთი
კონკრეტული პერცეპტული დავალებებისთვის, როგორიცაა ფერების ან სახეების ცნობა? ამ
კითხვას პერცეპტული პროცესების მიღმა, განსხვავებულ სენსორულ
მოდალობაზეგავყავართ (მაგ: განსხვავება ვიზუალურ დ სმენით აღქმა შორის).
მოდულარულადმიიჩნევა კონკრეტული დავალებების შესრულებაზე სპეციალიზებული
პროცესები. ისინი შეიძლება მოიცავდნენ მხოლოდ ვიზუალურ პროცესებს (როგორც ეს
ფერის აღქმისას ხდება), ან ვიზუალური და სმენითი პროცესების ინტეგრაციას
(მაგალითად, მეტყველების აღქმის კონკრეტულ ასპექტებში, რომელიც მე-10 თავშია
განხილული). იმისათვის, რომ სახის აღქმა (ან ნებისმიერი პერცეპტული პროცესი)
ნამდვილ მოდულარულ პროცესად ჩავთვალოთ, იმის უფრო მეტი მტკიცებულება
გვჭირდება, რომ ეს პროცესი სპეციფიკურ დომენებს2 მოიცავს. შესაბამისად, იყენებს
მხოლოდ სპეციფიკური სახის ინფორმაციას და ეს ინფორმაცია სხვა მოდულის გავლით
თავისუფლად სულაც არ მიედინება. სხვა პერცეპტულ პროცესებს წვლილი არ უნდა
შეჰქონდეთ სახის აღქმაში, სხვა პერცეპტული პროცესები ხელს არ უნდა უშლიდეს და არ
უნდა ერეოდეს სახის აღქმაში.

ფერის აღქმის ანომალიები

ფერის აღქმის ანომალიები ქალებზე უფრო კაცებისთვისაადამახასიათებელი და ისინი


გენეტიკურადაა განპირობებული. მათი გაჩენა ასევე შესაძლებელია ვენტრო-მედიალურ
კეფისა და საფეთქლის წილების დაზიანების შედეგად. არსებობს ფერის აღქმის რამდენიმე
სახის დეფიციტი, რომლებიც ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც „ფერის სიბრმავის“ (“color
blindness”)სახეობები. შედარებით ნაკლებად გვხვდება ერთფეროვანება, ჩხირების
მონოქრომულობა (monochromacy) რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც უფერობა,

დომენი (domain) -ატრიბუტების მნიშვნელობათა დასაშვები სიმრავლე


2

93
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

აქრომატულობა (achromacy). ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს საერთოდ არა აქვთ


ფერადი მხედველობა. ეს არის ფერის სიბრმავის სუფთა ფორმა. ამ მდგომარეობის მქონე
ადამიანების კოლბები არ ფუნქციონირებს. ისინი თვალის ჩხირების საშუალებით ხედავენ
მხოლოდ ნაცრისფერ ჩრდილებს.
ადამიანების უმეტესობას ფერის აღქმის დეფიციტით, „ფერის სიბრმავისგან“ განსხვავებით,
ზოგიერთი ფერის დანახვა კვლავ შეუძლია. დიქრომულობა (dichromacy) დროს ფერის
აღქმის მხოლოდ ორი მექანიზმი მუშაობს, ერთის ფუნქციონირება კი დარღვეულია.

შედარებით უფრო ჩვეულ მდგომარეობას წარმოადგენს წითელი-მწვანე ფერის სიბრმავე.


ფერის სიბრმავის ამ ფორმის დროს ადამიანებს უჭირთ წითელი მწვანისგანგანსხვავება,
თუმცა მათ შეუძლიათ განასხვავონ, მაგალითად, მუქი წითელი ღია მწვანესგან
(ვიზუალური დარღვევები: ფერის სიბრმავე, 2004). წითელი -მწვანე ფერის სიბრმავის
განსაკუთრებული ფორმა მოიხსენიება, როგორც პროტანოპია (protanopia). სხვა სახის ფერის
სიბრმავეს მიეკუთვნება: დეუთერანოპია deuteranopia (მწვანეების დანახვის გაძნელება), და
ტრიტანოპია (შესაძლოა აერიოს მწვანე და ლურჯი, ყვითელი, ასევე, შეიძლება თითქოს
ქრებოდეს, ან მოჩანდეს, როგორც წითლის ღია ჩრდილი).

ნახეთ ვებ-გვერდზე სურათი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ხედავს ცისარტყელას ფერების


ნორმალური მხედველი და ადამიანები, რომლებიც უჩივიან სამი სახის დიქრომულობას
(dichromacy).

შინაარსის შემოწმება
1. რა არის ფორმის მუდმივობა?
2. სიღრმის აღქმის რა ძირითადი მიმნიშნებლები არსებობს?
3. რა არის ვიზუალური აგნოზია?
4. რას გულისხმობს მოდულარობა?
5. რა განსხვავებაა მონოქრომულობასა და დიქრომულობას შორის?

94
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

რატომ ხდება ეს? აღქმა პრაქტიკაში

პერცეპტული პროცესები და ცვლილების მიმართ სიბრმავე (change blindness)


მნიშვნელოვან როლს თამაშობს უბედურ შემთხვევებსა და მათი პრევენციისათვის
დახარჯულ ძალისხმევაში. შეჯახების შედეგად გამოწვეული უბედური შემთხვევების
დაახლოებით 50% არის აღქმის არქონის ან დაგვიანებული აღქმის შედეგი (Nakayama, 1978).
ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებით ხშირად არის
დაკავშირებული უბედურ შემთხვევებთან. „ვუყურებდი მაგრამ ვერ დავინახე“ - ესაა
მდგომარეობა, როდესაც მანქანის მძღოლი აღნიშნავს, რომ ის ნამდვილად იყურებოდა
ველოსიპედის მიმართულებით, მაგრამ ვერ დაინახა მოახლოებული მოტოციკლი.
შესაძლებელია მძღოლები ამჟღავნებენ „შეთვალიერების“ (“scanning”) სტრატეგიას,
რომლებსაც ისინი კომპლექსურ სიტუაციებში, მაგალითად, გზაჯვარედინზე მიმართავენ.
„შეთვალიერების“(“scanning”) სტრატეგიით კონცენტრირება ხდება ყველაზე უფრო ჩვეულ
და საშიშ საფრთხეებზე, თუმცა ვერ ხერხდება პატარა გადახრების ან შედარებითუჩვეულო
ობიექტების, მაგალითად, ორთვალა ველოსიპედების ცნობა. ამასთანავე, ადამიანებს აქვთ
მიდრეკილება, თვალის ხამხამის ან თვალის სწრაფი ნახტომისებრი მოძრაობის შემდეგ
ახალი ობიექტები ვერ იცნონ (ორივე თვალის სწრაფი მოძრაობა ერთი მიმართულებით).

ზოგადად, ადამიანებს გაცნობიერებული არ აქვთ ცვლილების მიმართ სიბრმავის (change


blindness) საფრთხე და სჯერათ, რომ ყველა დაბრკოლების დანახვას შეძლებენ მაშინ, როცა
რაღაც კონკრეტული მიმართულებით იცქირებიან (“change blindness blindness”, Simons &
Rensink, 2005; Davis et al., 2008). ეს ტენდენცია გასათვალისწინებელია და საჭიროა
მძღოლების განათლების ამაღლება და მათი პერცეპტული შესაძლებლობების შესწავლა. ის,
ასევე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო გარემოს დიზაინის გათვალისწინება იმისთვის, რომ
გაიოლდეს რთული სატრანსპორტო დინება და ინფორმაცია მიეწოდოს მძღოლებს ისეთი
მოულოდნელი დაბრკოლების შესახებ, როგორიც ველოსიპედი ან მოტოციკლეტია (Galpin
et al., 2009; Koustanai, Boloix, Van Elslande, & Bastien, 2008).
95
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

საკვანძო თემები

რამდენიმე საკვანძო თემა, რომელიც მოცემულიაპირველ თავში, გამოვლინდა ჩვენს მიერ


აღქმის შესწავლის პროცესში.

რაციონალიზმისა და ემპირიზმის დაპირისპირება. აღქმის რამდენი გზა არსებობს?

გიბსონის შეხედულებით, უმეტესობა, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, მომდინარეობს სტიმულის


სტრუქტურიდან, რომელიც დამოუკიდებელია ამ სტიმულთან დაკავშირებული ჩვენი
გამოცდილებისგან. ამის საპირისპიროდ, კონსტრუქტივისტული მიდგომის თანახმად,
ჩვენიმის კონსტრუირებას ვახდენთ, რასაც აღვიქვამთ. ჩვენ ვაშენებთ აღქმისთვის საჭირო
მექანიზმებს, რომლებიც, თავის მხრივ, გარემოსთან დაკავშირებულ ჩვენს გამოცდილებას
ეფუძნება. შედეგად, ჩვენს აღქმაზე გავლენას ჩვენი ინტელექტი იმდენად ახდენს
(რაციონალიზმი), რამდენადაც იმ სტიმულის სტრუქტურა, რომელსაც აღვიქვამთ
(ემპირიზმი).

ბაზისური კვლევის დაპირისპირება გამოყენებით კვლევასთან. აღქმის კვლევას აქვს


რამდენიმე გამოყენებითი მხარე, მაგალითად, როგორ შეიძლება შევქმნათ მანქანა, რომელიც
აღიქვამს. საფოსტო მომსახურება ა.შ.შ.-ში კარგადიყენებს საფოსტო ინდექსის წამკითხველ
მანქანებს. თუ მანქანა სწორად არ მუშაობს, წერილს სხვა მიმართულებით წასვლის
საფრთხე ემუქრება. ესმანქანები ვერ დაეყრდნობიან ზუსტი მოდელის შედარებას, რადგან
ადამიანები ციფრებსსხვადასხვაგვარად წერენ. შესაბამისად, მანქანებს, სულ
ცოტა,ზოგიერთი მახასიათებლის ანალიზი უნდა შეეძლოთ.

აღქმის კვლევის კიდევ ერთი პრაქტიკული გამოყენება ადამიანური ფაქტორების კვლევაა.


ადამიანთა ფაქტორების მკვლევრები აკეთებენ მანქანებისა და ადამიანების გარეგანი
სახეების ესკიზებს იმისთვის, რომ მანქანა მომხმარებელთან „მეგობრულად“ იქცეოდეს.
ავტომობილის მძღოლს ან თვითმფრინავის პილოტს ზოგჯერ სჭირდება წამიერი
გადაწყვეტილების მიღება. მართვის პულტის დაფას უნდა ჰქონდეს პანელები, რომლებიც
96
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

კარგად განათებული, ადვილად წასაკითხი და სწრაფი ქმედებისთვის ადვილად


მისაწვდომი იქნება. ადამიანის აღქმის ბაზისურ კვლევითშესაძლებელი ხდება
დეველოპერების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მომხმარებლისთვის
მეგობრული.

სფეროს განუსაზღვრელობის დაპირისპირება სფეროს სპეციფიკურობასთან. ეს თემა,


შესაძლოა, სახეების ცნობის კვლევასთან შედარებით, აქ უკეთ არის ილუსტრირებული.
არის რაღაც სპეციალური, რომელიც დაკავშირებულია სახის ცნობასთან? ეს შემდეგნაირად
გამოიყურება. ბევრი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება სახის ცნობისთვის, ასევე
გამოიყენება სხვა სახის აღქმისთვისაც. შესაბამისად ჩანს, რომ პერცეპტული პროცესები
შესაძლოა შეერიოს - ზოგიერთი ზოგადი დომეინიდან, სხვა სპეციფიკური დომეინისკენ,
როგორიცაა სახის ცნობა.

შეჯამება

1. როგორ შეიძლება აღვიქვათ ობიექტი, მაგალითად, სკამი, სტაბილურ ფორმად


იმ პირობებში, როცა ბადურაზე არსებული სკამის გამოსახულება სხვადასხვა
მიმართულებიდან ყურებისას იცვლება?პერცეპტული გამოცდილება მოიცავს ოთხ
ელემენტს: დისტალურ ობიექტს, ინფორმაციულ მედიუმს, პროქსიმალურ
სტიმულაციას და პერცეპტულ ობიექტს. პროქსიმალური სტიმულაცია მუდმივად
იცვლება გარემოს ცვალებადი ბუნებისა და სენსორული ადაპტაციის დაძლევაზე
ორიენტირებული ფიზიოლოგიური პროცესების შედეგად. ამის გამო აღქმა
მუდმივობის ფუნდამენტურ საკითხზე უნდა იყოს მიმართული.
აღქმის მუდმივობას (მაგალითად, ფერის და ფორმის მუდმივობა) ადგილი აქვს
მაშინ, როცა მიზანი ობიექტის მუდმივობის შენარჩუნებაა. ჩვენთვის ობიექტიერთი
და იმავედ აღიქმება მაშინაც კი, როდესაც სტიმული, რომელსაც ჩვენი შეგრძნება
არეგისტრირებს, იცვლება. ზოგჯერ აღქმის მუდმივობა შეიძლება მართული იყოს

97
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნით. მაგალითად,ჩვეულებრივ, მოლოდინები გვაქვს


იმის თაობაზე, როგორ ჩნდება სწორხაზოვანი სტრუქტურები. მუდმივობაზე ასევე
ახდენს გავლენას გარემო კონტექსტში ობიექტებს შორის არსებული ინვარიანტული
ურთიერთობები.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 3-D სივრცის აღქმა შეგვიძლია, არის
ბინოკულარული სიღრმის მიმნიშნებლების გამოყენება. ასეთიმიმნიშნებელია
ბინოკულარული შეუთნხმებლობა და ბინოკულარული კონვერგენცია.
ბინოკულარული შეუთანხმებლობა დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ ობიექტის
ყურებისას ერთი და იმავე ობიექტის აღქმისას თითოეული თვალი ოდნავ
განსხვავებულგამოსახულებას იღებს. ბინოკულარული კონვერგენცია
დაფუძნებულია იმაზე, თუ რა ხარისხით შეტრიალდება ჩვენი ორი თვალი შიგნით
ერთმანეთისკენ, ობიექტის მოახლოების კვალდაკვალ. სიღრმის აღქმაში ასევე
გვეხმარება მონოკულარული სიღრმის მიმნიშნებლები. ამ მიმნიშნებლებს
მიეკუთვნება ტექსტურის გრადიენტები, შესაბამისი ზომა, ურთიერთპოზიცია,
ხაზობრივი პერსპექტივა, ჰაერისმიერი პერსპექტივა,ადგილმდებარეობა სურათის
სიბრტყეზე და მოძრაობის პარალაქსი. ფორმისა და პატერნის აღქმისადმი ერთ-ერთ
ადრეულ მიდგომას წარმოადგენს აღქმის ფორმირების გეშტალტური მიდგომა.
გეშტალტის პრეგნანტობის კანონი გვიხსნის ფორმის აღქმის რამდენიმე პრინციპს. ამ
პრინციპებს მიეკუთვნება: ფიგურა-ფონი, სიახლოვე, მსგავსება, დასრულება,
უწყვეტობა და სიმეტრია. ეს პრინციპები განსაზღვრავს, როგორ აჯგუფებს ადამიანი
ობიექტებისა და ობიექტების ნაწილებს.

2. რომელია აღქმის ახსნის ორი ფუნდამენტური მიდგომა? აღქმა არის


პროცესების ნაკრები, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვცნობთ, ვახდენთ ორგანიზებას
და მნიშვნელობას ვანიჭებთ გარემოში არსებულ სტიმულებს. ეს შეიძლება
განვიხილოთ ორი ბაზისური თეორიული მიდგომის ჭრილში:
კონსტრუქტივისტული ან პირდაპირი აღქმის. კონსტრუქტივისტული აღქმის
98
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

შეხედულებით, აღმქმელი ძირითადად თავად აგებს სტიმულს, რომელიც აღიქმება.


ადამიანი ამას აკეთებს წინარე ცოდნის, კონტექსტური ინფორმაციისა და
სენსორული ინფორმაციის საშუალებით. ამის საპირისპიროდ, პირდაპირი აღქმის
შეხედულებით, სტიმულის აღქმისთვის საჭირო ინფორმაცია სრულად არის
მოცემული ბადურიდან შემოსულ სენსორულ შემოსავალში.
აღნიშნული მიდგომების ალტერნატიული მიდგომა თითოეული მიდგომის
მახასიათებლების გაერთიანებას ახდენს. აღნიშნული მიდგომის თვალსაზრისით,
აღქმა უფრო კომპლექსურია, ვიდრე ამას პირდაპირი აღქმის თეორიის მიმდევრები
გვთავაზობენ; ამასთან, აღქმისას, შესაძლოა, სენსორული ინფორმაციის უფრო
ეფექტურად გამოყენება ხდებოდეს, ვიდრე ამას კონსტრუქციული აღქმის თეორიის
მიმდევრები გვთავაზობს. აღქმის გამოთვლითი (computational) მიდგომით, ჩვენი
თავის ტვინი გარემოს 3-D პერცეპტულ მოდელების გამოთვლას ახდენს ბადურაში 2-
D სენსორული რეცეპტორებიდან მომდინარე ინფორმაციაზე დაყრდნობით.
პატერნის აღქმის ძირითად აღმავალ თეორიებს მიეკუთვნება მოდელთა
შედარების თეორიები და ნიშანთა (მახასიათებელთა) შედარების თეორიები. ნიშანთა
(მახასიათებელთა) შედარების თეორიებისთვის მტკიცებულებათა ნაწილი მოდის
ნეიროფსიქოლოგიური კვლევებიდან, რომლებიც ახდენს იმის იდენტიფიცირებას,
თუ რას ეწოდება „მახასიათებელთა დეტექტორები“ თავის ტვინში. აღმოჩნდა, რომ
სხვადასხვა ქერქული ნეირონი შეიძლება კარტოგრაფიულად (რუკის პრინციპით)
იყოს გადანაწილებული ბადურის სპეციფიკურ რეცეპტულ ველებზე. აღმოჩნდა, რომ
სხვადასხვა ქერქული ნეირონი პასუხს აგებს სხვადასხვა მახასიათებელზე. ასეთი
მახასიათებლების მაგალითს წარმოადგენს სხვადასხვა სივრცითი ორიენტაციის
წრფის სეგმენტები ან ობიექტის გარშემოწერილობა.ჩანს,რომ ვიზუალური აღქმა
დამოკიდებულია ქერქულ ნეირონებში სირთულის სამ დონეზე. სირთულის
თითოეული დონეზე თითქოს სულ უფრო მეტია დაშორება სენსორული
რეცეპტორებიდან შემოსული ინფორმაციისგან. კიდევ ერთი აღმავალი -

99
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

კომპონენტების მიხედვით ცნობის თეორია (RBC) - უფრო სპეციფიკურად აღწერს იმ


მახასიათებელთა ნაკრებს, რომლებიც ჩართულია ფორმისა და პატერნის აღქმის
პროცესში.
აღმავალი მიდგომები ხსნის ფორმისა და პატერნის აღქმის ზოგიერთ ასპექტს. სხვა
ასპექტები კი საჭიროებს იმ მიდგომებს, რომლებიც გვთავაზობს პერცეპტული
ინფორმაციის (რაღაც ხარისხით მაინც) დაღმავალ გადამუშავებას. მაგალითად,
დაღმავალი მიდგომები, უკეთესად, თუმცა არასრულად ხსნის ისეთ ფენომენს,
როგორიცაა კონტექსტის ეფექტები, რომელსაც მიეკუთვნება ობიექტის-
უპირატესობისა და სიტყვის-უპირატესობის ეფექტი.

3. რა ხდება მაშინ, როდესაც ნორმალური შეგრძნების მქონე ადამიანს არ


შეუძლია ვიზუალური სტიმულის აღქმა?
აგნოზიები, რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია თავის ტვინის
დაზიანებასთან, წარმოადგენს ფორმისა და პატერნის აღქმის დეფიციტებს. აგნოზიის
მქონე ადამიანებს, ნორმალური სენსორული შესაძლებლობების მიუხედავად, არ
შეუძლიათ იცნონ ობიექტები, რომლებიც მათ ვიზუალურ ველშია წარდგენილი.
ადამიანებს, რომლებსაც აქვთ აგნოზია ვიზუალურ ობიექტებზე, შეუძლიათ
შეიგრძნონ ვიზუალური ველის ყველა ნაწილი, მაგრამ თავად ობიექტები,
რომლებსაც ხედავენ, მათთვის არავითარ მნიშვნელობას არ ატარებენ.
სიმულტაგნოზიის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ერთდროულად ყურადღების
მიქცევა ერთზე მეტ საგანზე. სივრცითი აგნოზიის მქონე ადამიანებს პრობლემები
აქვთ თავიანთი სხეულისა და მათ გარშემო არსებული სამყაროს სივრცით
კონფიგურაციებს შორის არსებული კავშირის გაგებასა და რეგულირებაში.
პროზოპაგნოზიის მქონე ადამიანებს ძლიერად აქვთ დარღვეული ადამიანების სახის,
მათ შორის საკუთარი სახის ცნობის უნარი. აღნიშნულ დეფიციტებს მივყავართ
საკითხამდე - სპეციფიკური პერცეპტული პროცესები კონკრეტული დავალებისთვის

100
შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

მოდალურადაა სპეციალიზირებული? ფერის სიბრმავე აღქმის დეფიციტის კიდევ


ერთი ტიპია.

აზროვნება აზროვნების შესახებ: ანალიტიკური, კრეატიული და პრაქტიკული შეკითხვები?

1. მოკლედ აღწერეთ ამ თავში ჩამოთვლილი მონოკულარული და


ბინოკულარული სიღრმის მიმნიშნებლები;
2. აღწერეთ აღქმის „აღმავალი“ და „დაღმავალი“ მიდგომები;
3. როგორ არის შესაძლებელი, რომ აღქმის დეფიციტი(მაგალითად,
აგნოზია)ნორმალური პერცეპტული პროცესების გაგების საშუალებას გვაძლევს?
4. შეადარეთ და დააპირისპირეთ გეშტალტის ფორმის აღქმის მიდგომა და
პირდაპირი აღქმის თეორია;
5. დაგეგმეთ პერეპტული მუდმივობის ფენომენის ილუსტრირების
დემონსტრირების პროცესი;
6. დაგეგმეთ ექსპერიმენტი მახასიათებელთა შედარების თეორიის
შესამოწმებლად.
7. რა ხარისხით არის აღქმა ჩართული სწავლის პროცესში? რატომ?

101

You might also like