You are on page 1of 8

წმინდა განსჯითი ცნება - მხოლოდ განსჯითია და ემპირიასთან არაა დაკავშირებული.

თუ
ემპირიასთან არაა დაკავშირებული, მხოლოდ ფორმებთანაა კავშირში, ზოგადობებთან,
ოღონდ ზოგად სინთეზთან, ეგეც გულისხმობს რაღაც ერთიანობის, ტრანსცედენტალური
მეს საფუძვლად ყოფნას, მე ვარ ის, ვინც ეს სინთეზი განახორციელა.

ნებისმიერი ცნება არის განსჯითი. უბრალოდ რაღაცები შეიძლება ცნებები გეგონოს და


აქედან გამომდინარე განსჯითიც, მაგრამ სინამდვილეში ცნებები არაა. მაგალითად დრო და
სივრცე - ისინი მჭვრეტელობებია, შესაბამისად არა განსჯითი, არამედ მგრძნობელობითია.

წმინდა განსჯითის შემეცნების ელემენტები - ელემენტებია კატეგორიები, ფუნქციები და


მიამრთებები, დრო და სივრცე... ყველაფერი ეს ელემენტებია, მაგრამ თუ საკუთვრივ წმინდა
განსჯით ელემენტებზე ვსაუბრობთ, მაშინ კატეგორიები უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ.
საკუთრივ განსჯითი და წმინდა არის მხოლოდ სინთეზის, დაკავშირების ცნებები, ანუ
კატეგორიები.

ცოდნას გვაძლევს მხოლოდ განსჯა და მგრძნობელობა.

აზროვნების უნარი როგორაა შესაძლებელი მარტო ამაზე ცალკე ლაპარაკი უმნიშვნელოა,


რადგან თუ იმაზე არ ვილაპარაკეთ, თუ როგორ მოვა იგი მოქმედებაში, იგი არაფერს არ
გვაძლევს. მნიშვნელოვანია ის, თუ რგორ შეიძლება შევიმეცნო. მაგალითად როგორ
შემიძლია საგნები დავინახო და როგორაა თვითონ მხედველობა შესაძლებელი. პირველი
უფრო მნიშვნელოვანია, ანუ შემეცნება. ემპირიისგან რომ ავიღოთ დამოუკიდებლად განსჯა,
რისი შემეცნება შემიძლია? - ესაა მთვარი ამ მხრივ.

დედუქცია - წმინდა განსჯითი ცნებების გამოცდილებიდან გამოყვანის მოვლენა დროსა და


სივრცეში. მის გამოსაყვანად აუცილებელია 3 რამ - სუბიექტი, დრო და სივრცე ( დრო და
სივრცე - დამლაგებლები, რომლებიც აუცილებელი პირობები არიან გამოცდილების
მისაღაბად, მათგან გამოიყვანება გამოცდილება).

ცნებებით შემეცნება გულისხმობს, რომ რასაც შეიმეცნებ, იმასთან პირდაპირი მიმართება არ


გაქვს. ჯერ უნდა მოგეცეს და მერე შეიმეცნო. ნივთი-თავისთავადი შენზე ზემოქმედებს, შენ
ამას გრძნობ, გრძნობ რადგან მიმღებლობის უნარი გაქვს, გრძნობ იმიტომ, რომ უშუალოა,
უშუალოდ მოგეცა, ჩამოგიყალიბდა აზრი, რომ რაღაც შავი და პატარაა, ესენი ცნებებია, შავი
და პატარა ტელეფონია, ეგეც ცნებაა. ეს ცნება თავისით უცბად ხო არ გამიჩნდა. მე მომეცა
რაღაც მახასიათებლები (შავი, პატარა...), რომელთა ერთობლიობის სახითად მივიღე
ტელეფონის ცნება.

მხოლოდ ცნებებით შემეცნება შეუძლებელია, საჭიროა კიდევ დრო და სივრცე. თუ


კონკრეტულ საგან(ებ)ს არ წარმოვიდგენ მასში, მათ ფუნქცია ეკარგებათ, უმნიშვნელოები
ხდებიან. თუ საგანი არ მექნებოდა, დროისა და სივრცის ინტუიცია ჩემში ვერ გაიღვიძებდა.

ემპირიული დედუქცია გულისხმობს როგორ მიეყენება კონკრეტულ საგანს ეს გონებისეული


ცნებები (ის 12 ცნება) და როგორ მიიღება ახალი ცნება. რა არის ჩემი მიზანი.რაღაც საგანი
რომ მომეცა გამოცდილებაში და მისით კონკრეტული ახალი ცნება შევიძინე, ანუ მოცემული
ემპირიული საგნიდან ჩემში გაჩენილი ემპირიული ცნება რამდენადაა შესატყვისი ჩემს
შემეცნებულ ემპირიულ საგანთან. მოცემული კონკრეტული საგნებიდან განზოგადებით
გამოყვანილი ცნება ამ კონკრეტულებთან რა კავშირშია, რამდენად შესაბამისია. მე რომ
გადავწყვიტე, ნაძვსა და ფიჭვს ორივეს ნაძვი ვუწოდო, ეს ნაძვის ცნება ყოველი გამოყენების
შეთხვევაში აუცილებლად ფიჭვსაც და ნაძვსაც ერთად უნდა გულისხმობდეს. თუ ყოველი
გამოყენებისას სხვადასხვა რამეს მოიცავს/გულისხმობს, ესე იგი, ის
მართლზომიერი/შესაბამისი არაა იმისა, რაც თავიდან გადავწყვიტე, რაც თავიდან
ვიგულისხმე. რა არის ჩემი მიზანი (ჩემი მიზანია, ეზოში აღარ მქონდეს ბალახი)

ტანსცედენტალური დედუქცია გულისხმობს მჭვრეტელობის წმინდა აპრიორული ფორმები


როგორ, რა წესით მიეყენება , რა წესით გულისხმობს ობიექტების არსებობას. მე მაქვს წმინდა
განსჯის ფორმები (12 კატეგორია) და მგრძნობელობის 2 წმინდა ფორმა - დრო და სივრცე. მე
სხვა ცნებების აწყობაც შემიძლია ამ 12 აპრიორული ცნების გარდა (ამ 12-ს უფრო
მარტივებად ვეღარ დაშლი), ოღნდ ეს აღარ იქნება პირველადი, სინთეზის შედეგი იქნება,
ელემენტარული, პირველადი მხოლოდ ის 12ია. ამ ძირიტადი 12 ცნებიდან (ოღონდ
აუცილებელი არაა, ერთად იყოს ეს 12ვე აღებული, შეიძლება ნებისმიერი 2დან გამოიყვანო)
გამოგყავს მაგიდის, სკამის და ა.შ. ნებისმიერი ცნება. ამ ახალი ცნებების აწყობა შემიძლია არა
აპრიორულად, არამედ ემპირიის მიმართ. იგი გულისხმობს რა წესებით მიეყენება ეს ცნებები
ზოგადად რაიმეს, ობიექტს. ეს ობიექტი გინდ იყოს სხვა ცნება, გინდ ემპირია. ფაზლი
წარმოვიდგინოთ. ხო აქვს ჩაღრმავებები და ამოზნექილი ადგილები, რომელშიც მეორე
ფაზლი ჯდება. ამ ჩაზნექილ-ამოზნექილობების შემსწავლელია ემპირიული დედუქცია, ანუ
რა ფორმით, როგორ ხდება ორი ნაწილის შეკვშირება. (ბალახის ეზოდან გაქრობის რამდენიმე
ხერხია, შეიძლია ცელი გამოვიყენო, შემიძლია რაღაც მანქანა და ა.შ.)

 ფუნქციებსა და კატეგორიებს შორის რა მიმართებაა?

რეალურად ერთი და იგივე შინაარსი აქვთ, ოღონდ სხვადასხვა არსპექტიდან განხილული.

კატეგორიები გამოიყვანება ფუნქციებიდან. ფუნქცია არის ზოგადი წესი, განსჯის მოქმედება,


რომ სხვადასხვა წარმოდგენა ერთ წარმოდგენაში გააერთიანოს, გონების ერთ ერთი უნარია
წარმოდგენათა გასაერთიანებლად (ტელეფონის ხმა მესმის, ფერს ვხედავ და ა.შ. მაგრამ
ყველაფერს ისე გავიაზრებ, როგორს უშუალოდ ტელეფონის მახასიათებელს). კანტის
მიხედვით, ის, რაც ამ ფუქნციათა რაგვარობით განისაზღვრება, არის კატეგორიები.

კატეგორია არის ის, რასაც საგნის შესახებ გამოვთქვამ (პრედიკატი). კანტის 12 კატეგორია
არის ის ზოგადი „თვისებები“, „თვისებათა ტიპები“, რომლითაც საგანს აღვწერ. ყველა ის
მახასიათებელი, რაც შეიძლება თვისებად გამოდგეს, ჯამში დაიყოფა 4 ტიპად
(რაოდენობრივი, თვისობრიობის, მიმართების, მოდალობის). რაღაც საგანი შეგრძნებაში
მოიცემა და შემდეგ განსჯა მიაკუთვნებს ამ კატეგორიათაგან რომელიმეს.

პირველი ორი - რაოდენობრიობა და თვისობრიობა, მჭვრეტელობას უკავშირდება, მეორე


ორი - მიმართება და მოდალობა კი - განსჯას.
ზოგადი ლოგიკა შინაარსის გარეშე ლაპარაკობს, ხოლო ტრანსცედენტალური რაზეც
ლაპარაკობს, იმის ბუნებას იაზრებს, იმისგან გამომდინარე საუბრობს. ზოგადი ლოგიკა არ
განიხილავს მისი ობიექტები რაგვარნი არიან. დავუშვათ, სადღაც ვარ წასასვლელი და გზა
გადათხრილია. ზოგად ლოგიკას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ მე უნდა წავიდე, არ აქცევს
ყურადღებას, თუ როგორ. ხოლო ტრანცედენტალურისთვის მნიშვნელოვანია ეს, რადგან
ობიექტი როგორია, იმის მიხედვით მოვიქცევი მე, ჩემი მოქმედება უნდა იყოს იმის
შესაბამისი, თუ როგორია კონკრეტული ობიექტი. ორივე აპრიორული უნდა იყოს.

ზოგადი ლოგიკა იყოფა ორად - წმინდა ლოგიკა და განსაკუთრებული გამოყენების ლოგიკა.

ზოგად ლოგიკას მხოლოდ ფორმასთან აქვს მიმართება, ტრანსცედენტალური ლოგიკა კი


ობიექტსაც გულისხმობს.

თუ შემეცნება აპრიორულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ტრანსცედენტალურია. თუ


ტრანცედენტალურია, ნიშნავს რომ აპრიურულია, მაგრამ არა პირიქით.

დროსა და სივრცეზე საუბრისას იძლევა მათ ორ განმარტებას - ტრანცედენტალურსა და


მეტაფიზიკურს. მეტაფიზიკური უბრალოდ განსაზღვრავს თუ რა არის იგი, მოცემულად
წარმოადგენს, ტრანსცედენტალური კი აჩვენებს თუ რა მიიღება მისგან, ობიექტებთან
როგორაა დაკავშირებული.

წმინდა ნიშნავს, რომ გარედან მოსული არაა. განსჯის წმინდა ცნება ყველა იქნება
აპრიორული (წმინდა და აპრიორული სინონიმებია), განსჯის წმინდა ცნება შეიძლება იყოს
პირველადი და უფრო მარტივზე ვეღარ დაიყვანო (იმ 12დან ერთ-ერთი იქნება), შეიძლება
იყოს არაპირველადი და ასეთი უსასრულო რაოდენობისაა. ნებისმიერი რიცხვი არის წმინდა
ცნება, წმინდა განსჯის ცნებაა, მაგრამ არცერთი რიცხვი არაა პირველადი. ზოგადია
რომელიმე რიცხვი.

ცნება ან წმინდაა ან არაწმინდა. წმინდა ნიშნავს, რომ ემპირიულია, არაწმინდა კი


არაემპირიული. თუ ემპირიული არაა, ეგ უკვე ნიშნავს, რომ აპრიორულია. თუ აპრიორულია,
მაშინ ან პირველადია, ან არაპირველადი. პირველადი ნიშნავს, რომ უფრო მარტივზე აღარ
დაიყვანება. ზოგი ცნება ძალიან ცხადად ემპირიულია, ზოგი კიდევ ცხადად არაემპირიული,
ანუ აპრიორულია. მაგრამ არის კიდევ ისეთი ცნებები, რომელთაც აქვთ თითქოს
აპრიორულობის ელფერი და არა ემპირიული, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა და ისინი
ემპირიულებია. ასეთი ცნებებია მაგალითად ბედისწერა, ბედნიერება...

კატეგორია და ცნება ერთი და იგივეა. ოღონდ კატეგორია უფრო სპეციფიკური ცნებაა. იგი ან
აპრიორულია, ან პირველადი. მაგიდა ცნებაა, წითელი ცნებაა, მაგიდა არის წითელი ესაა
ცნებებს შორის კავშირი ანუ განსჯა.

ცნებებს შორის სამი ტიპის მიმართებაა

1) სუბიექტსა და პრედიკატს შორის მიამრთება. შეგიძლია რაღაც ცნება აიღო და აღწერო.


რა აუცილებელი და რა შემთხვევითი მახასიათებელი აქვს.
2) მიზეზ-შედეგობრივი მიამრთება - თუ რაღაცა, მაშინ რაღაცა. წავიქეცი იმიტომ, რომ
ფეხი ამისრიალდა. ესეც კავშირია, ოღონდ კავშირი რა და რაა შორისაცაა, ისინი
ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. იმპლიკაციაა.
3) დიციუნქცია. ან ეს, ან ეს.

ნებისმიერი კავშირი/მიმართება ამათზე დაიყვანება.

განსჯას აქვს სამი უნარი

1) ცნებების წარმოების ( გონებამ აიღო რაღაც ცნებები - ზამთარი, ვაშლი, პოლ დანო.. )
2) ცნებების ერთმანეთთან მიმართების - მსჯელობის (2 ზამთარი არ არის პოლ დანო,
ვაშლი არ არის პოლ დანო)
3) მსჯელობების ერთმანეთთან მიმართებით (ზამთარი არ არის პოლ დანო და ვაშლი არ
არის პოლ დანო)

დისკურსიული - განზოგადებული დასკვნა დაკვირვების, განსჯის შედეგად. სკამი არის


დისკურსიული ცნება, თუ მე ვნახე ერთი, ორი, სამი სკამი და გამიჩნდა ზოგადი ცნება
სკამისა, რომ ისაა მყარი ნივთი, რომელზე დაჯდომაც შეიძლება. ანუ კერძოებიდან
განზოგადებით გამოყვანილი ცნება. კანტი ამბობს, რომ დრო ასეთი ტიპი არაა. თუ შენ ნახე
დროის ერთი მომენტი, ორი, სამი და რაც მათ საერთო ჰქონდათ, იმას ვერ დაარქმევ დროს.
იგი ერთიანია - ესაა ერთ-ერთი ნიშანი, მახასიათებელი მისი. და მეორე - დროის
მნიშვნელობას ვერ მიხვდები, თუკი იგი უკვე არ გაქვს ნაგულისხმევი, თუ უკვე არ იცი.
როგორც სივრცეზე, სივრცის აღქმის, შეგრძნების უნარი „თანდაყოლილია“, იგი
ინტუიციურია, ანუ მჭვრეტელობითია. დრო და სივრცე ინტუიციაა და არა ცნება.

წარმოდგენის უნარი მგრძნობელობაა. მგრძნობელობა პირდაპირ მიიღებს წარმოდგენას.


განსჯაც წარმოდგენის მიღების უნარია, ოღონდ ის წარმოდგენის წარმოდგენაა, უშუალოდ არ
მიიღებს განსჯა მას.

თუკი შენ დააფიქსირე, რომ რაღაც სახლია, უკვე სახლის ცნების გაგება მაქვს. ეს გაგებები
გაცნობიერებულია ეპირიულად, განზოგადებით, დისკურსიულად. გამოცდილებამდე
სახლის შესახებ არაფერი არ გვაქვს, სახლად რაც წარმოდგინდა, იგი ჩემი უნარების რეაქციაა.
როგორც გრძნობ ტკივილსა და მწუხარებას და იგი შენზეა დამოკიდებული, ზუსტად ისევეა
ობიექტიც - მზეც, მთვარეც, ყველაფერი. ამის საწინააღმდეგოს ვერ დაამტკიცებ, ამას კი
აუცილებლობით ამტკიცებ - ესაა კანტის მთავარი პრინციპი.

სპონტანობა - დაუგეგმავი შემოქმედებითობა, მყისიერად რაღაცას ქმნი. მგრძNობელობა არის


რეცეპტული - იგი პასიურია და აღიბეჭდავს, ხოლო განსჯა სპონტანურია და იგი ქმნის,
რეაგირებს. იგი მგრძნობელობის შედეგია.

მაგრამ მგრძნობელობა და განსჯა ერთმანეთზე არ დაიყვანება. საგანი რომ ჩემთვის


მოცემული იყოს, აუცილებელი არ არის, განსჯას დაუკავშირდეს, საკმარისია,
მგრძნობელობას უკავშირდებოდეს.

 სამართლიანობის გაგება როგორ უნდა მოგვეცეს?


ეს ინდივიდუალურია. სამართლის ცნება როგორ უნდა გაგვიჩნდეს, მაგის ზოგადი წესი არ
არსებობს. გამოცდილებისეულია.

ყველა შემთხვევაში ჯერ გამოცდილება უნდა მქონდეს. სამართლის ის შედარებით მარტივი


გაგება, რომელიც აქვს გლეხს და სამართლის ის დახვეწილი გაგება, რომელიც აქვს იურისტს,
რაღაც ობიექტურ საერთოს შეიცავენ.

ობიექტურში კანტი გულისხმობს ინტერსუბიექტულს. ანუ ისეთ რამეს, რაც ყველას


ერთნაირად მოგვეცემა. ის, რაც ჩვენთვის, ყველასთვის ერთნაირი აუცილებლობითაა
წარმოდგენილი.

ტელეფონი არსებობს იმდენად, რამდენადაც მე, მაგრამ ამ ტელეფონის ზოგიერთი


მახასიათებელი ყველასთვის ერთნაირია, ინტერსუბიექტულია. მაგალითად ეს ტელეფონი
ყველასთვის სივრცეში არსებობს. ვისაც ეს ტელეფონი არსებული ჰგონია, სივრცეში
არსებული ჰგონია, ანუ მათ სივრცის აღქმა აქვთ, მაგრამ ვისაც ეს ტელეფონი არსებული
ჰგონია, ყველას ჩემი არ ჰგონია, ან ყველას არ ჰგონია ლამაზი, ან ყველასთვის შავი არაა ან ა.შ.
ყველა რაღაც თავისებურ, სუბიექტურ მახასიათებელს მიაწერს, მაგრამ რაღაც მაინც ექნება
ჩვენს აღქმებს საერთო სივრცის სახით.

ისეთი რამე, რაც სინამდვილეში შემთხვევითი მახასიათებელია, არ უნდა აქციო არსებით


მახასიათებლად.

აფექცია - აღქმის შედეგად გამოწვეული შენი ემოციური მდგომარეობა.

აფექციას შეესაბამება ფუნქცია.ფუნქცია მიემართება აფექციას. შუქის ანთება მინდა, სიბნელე


მაწუხებს, მაღიზიანებს, ეს გაღიზიანება არის ღილაკი, რომელსაც ვაჭერ და შუქი ინთება -
შუქი ფუნქციაა.

ტრანსცედენტალური ერთიანობა - მე რაც ვიცი, ყველაფერში კავშირებს ვხედავ. კანტი


ამბობს, რომ ცოდნა სინთეზია. რადგან გვაქვს აუცილებლად ჭეშმარიტი დებულებები, ანუ
რაღაც ერთნაირი გვაქვს, რაკი გუშინაც და დღესაც ვფიქრობდი, რომ 2+3=5, ანუ ჩემშიცაა
უცვლელი რაღაცები, ისევე, როგორც ყველაში. ჩვენ ასეთი უცვლელი რაღაცები
გვაერთიანებს.

ტრანსცედენტალური აპერცეფცია - ის გამაერთიანებელი ერთი რამ. იგი მეს, სუბიექტს


ნიშნავს. მისი ჩვენში, ყველაში არსებობის უეჭველობა არის უცვლელი. ჩემში არსებული ეს მე
ჩემი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში თან მახლდა ისევე, როგორც თქვენ, როგორც მას,
როგორც ყველას. თქვენ ჩემთვის არა-მეები ხართ, ასევეა თქვენთვისაც. თქვენ სამყაროს
რითიც აღიქვამთ, ეგაა „მე“, პიროვნება. მე ხედავს მესა და არა-მეს შორის კავშირებს. რასა და
რას შორის კავშირებსაც აღვიქვამთ, ის რაღაცებიც ჩვენი მეების შექმნილია, ოღონდ ჩვენი
ტრანსცედენტალური მესი და არა ემპირიულის. ჩვენ რაღაც საგნის მახასიათებლებს სულ
სხვადასხვანაირად აღვიქვამთ, მაგრამ არის რაღაც ტრანსცედენტალური, ის, რაც ყველას
ერთნაირად გვაქვს - ეს ერთადერთი არის სინთეზის შესაძლებლობა. ყველაფერი, რასაც მე
ვიგებ, ვარ მე, ოღონდ პირდაპირ ვერ ვიგებ, ამიტომ ვშლი და ნაწილ-ნაწილ შევიმეცნებ. ესაა
სინთეზის პროცესი - შეკავშირება.
ცოდნა რომ შედგეს აუცილებელია სუბიექტი, ნივთი-თავისთავადი და მათი ზემოქმედება,
ნივთი-თავისთავადის ზემოქმედება სუბიექტზე. ეგ თუ შედგა, დანარჩენი თავისით ხდება.
ამის შემდეგ ჩემში გამოვყოფ მგრძნობელობისა და განსჯის ასპექტებს.

კანტის ეს ფილოსოფია ყველა წინა ფილოსოფოსს ეწინააღმდეგება. ჰიუმი ყველაფერს


ანგრევს, ისევე, როგორც კანტი, მაგრამ ჰიუმთან აშენების პერსპექტივა აღარაა, კანტთან - კი.

ბუნების კანონები - რა წესითაც მე აღვიქვამ ჩემს გარეთ დროსა და სივრცეში არსებულ


ობიექტებს. რა წესით მოქმედებენ დროსა და სივრცეში არსებული საგნები.

ჩემი ნებისმიერი აღქმა არის აზროვნების, ფიქრის შედეგი, მაგრამ აზროვნებაში რაღაც
ნაწილი არის შემეცნების. შემეცნება არის ის, რაც ცოდნას იძლევა. ცოდნაში გულისხმობს
იმას, რაც საყოველთაო და აუცილებელია. მაგალითად ყველა სხეული სივრცეში განფენილია
და 5+7=12 - ეს აზროვნებასთან ერთად ცოდნაცაა, მაგრამ ბელგია ევროპის ჩემპიონატს
მოიგებს, ან ბედისწერა არ არსებობს - ეს აზროვნებაა, ესენი ხო ზუსტად ვერ მეცოდინება.
ნებისმიერი აზრი, რომელიც საყოველთაოობით და აუცილებლობით არ ვიცი, აზროვნებაა,
მაგრამ შემეცნება არ არის. ნებისმიერი აზრი, რომელიც საყოველთაოდ და აუცილებლად,
უეჭველადაა მოცემული, გარდა იმისა, რომ აზროვნებაა, შემეცნებაცაა. შემეცნება განსჯასა და
მგრძნობელობას აერთიანებს. შემეცნება სწორი, ჭეშმარიტი შეცნობაა და აზროვნებაში
შეცდობის უფლება გაქვს.

ტრანსცედენტალური ესთეტიკა აუცილებელია მგრძნობელობით განსაზღვრავდეს ჩვენი


მჭვრეტელობის ფორმებს. დრო და სივრცე აუცილებლადაა მიბმული ემპირიაზე. დრო და
სივრცეა ის, რაც დაგილაგებს გარედან შეგრძნებებით (!!) მოსულ ინფორმაციებს, ვიღაც
ტიპებს ან შინაგანი აღქმის მოვლენებად, ან გარეგანი აღქმის მოვლენებად.

ხოლო განსჯის წმინდა კატეგორიები (12) ასეთი არაა. ისინი ვრცელდება როგორც
გრძნობადზე, ასევე განსჯითზე, ოღონდ რაღაც არემდე მათი გავრცელება პროდუქტიულია,
და რაღაც დონის შემდეგ არა. პროდუქტიულში გულისხმობს რომ რაღაც შემთხვევაში ისინი
ცოდნას იძლევიან და რაღაც შემთხვევაში შეცდომაში შევყავართ. ანუ თუკი ჩემი განსჯის
კატეგორიები გავავრცელე რაღაც ისეთზე, რაც არის შეგრძნებებით, გრძნობადადაც,
გამოცდილებით მოცემული, მაშინ ამ განჯსამ შეიძლება მომცეს ცოდნა, შეიძლება შევიმეცნო
რაღაც, მაგრამ თუ განსჯის კატეგორიები გავავრცელე რაღაც ისეთზე, რაც მხოლოდ
განსჯითია და ემპირიასთან არანაირი მიმართება არ აქვს, მაშინ იგი ცოდნას არ მომცემს.

საბოლოოდ ეს ჩემი კატეგორიები რაღაც გამოცდილებით მოსულს უნდა მიეყენოს. მაღაზიის


გახსნა შემიძლია უდაბნოში (განსჯა), მაგრამ ამ მაღაზიაში რომ გავყიდო გამათბობელი, ვერ
გავყიდი, შედეგი არ იქნება. ანუ ემპირიულად, გამოცდილებით მე არ მაქვს იმის ცოდნა, რომ
უდაბნოში, სადაც ასე ცხელა, გამათბობელი არ გაიყიდება. ამიტომაა აუცილებელი, რომ თუ
შედეგი მინდა ვნახო, აუცილებლად ემპირიულ რამეს უნდა მივუყენო ჩემი განსჯა. განსჯას
გადავიტან მგრძნობელობაზე და ცოდნას მომცემს, მაგრამ განსჯას, რომელსაც პირდაპირ
განსჯას დავუკავშირებ ემპირიის გარეშე, ეგ შეგიძლია, მაგრამ არაფერს არ მოგცემს,
შეცდომაში ჩავარდები, შენი გამათბობელი არ გაიყიდება.
ამ პროცესს აღწერს ტრანსცედენტალური დიალექტიკა - განიხილავს/აკრიტიკებს ჩემი
განსჯის უნარების გამოყენებას. როგორ გამოყენებას? - ისეთ გამოყენებას, რომ იმ ობიექტად,
რაზეც ის ლაპარაკობს, აღებული აქვს ისეთი რაიმე, რაც არ მიუღია არც გამოცდილებაში და
არც წმინდა მჭვრეტელობაში. გამოცდილებაში მომეცა მაგალითად მაგიდა და წმინდა
მჭვრეტელობაში/გრძნობადში მომეცა მაგალითად რიცხვები, გეომეტრია და ალგებრა. ან
წმინდა მჭვრეტელობაში უნდა მომეცეს, ან ემპირიულ მჭვრეტელობაში. თუ არცერთში არ
მომეცა და მხოლოდ განსჯას დავუქვემდებარებ, მაშინ ცოდნას არ მომცემს.

რეპროდუქტიული - კვლავწაროებითი, კიდევ შექმნის უნარი რასაც აქვს.

სინგულარული - ის, რაც მხოლოდ ერთ ობიექტს აღნიშნავს

2 ტიპის სინთეზი არსებობს - სპეციალური და ინტელექტუალური

1) სპეციალური- როცა რასაც ვასინთეზებ რაღაცას, ანუ ვუკავშირებ ჩემს წარმოდგენებს


გრძნობად მჭვრეტელობაში მოქცეულ მრავალფეროვნებებს, ეს დაკავშირება არის არა
მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც. სინთეზი, რომელიც გაიაზრება
როგორც შესაძლებლობით, ისევე აუცილებლობით, ეგაა სპეციალური, ხოლო 2 -
რომელიც გაიაზრება როგორც მხოლოდ შესაძლებელი და არა აუცილებელი.
2) ის აუცილებლობა ინტელექტუალურს აკლია. იგი ცოდნას არ იძლევა. როცა ვამბობ,
რომ დროის ერთი და იგივე მომენტი სხვადასხვა დროს ვერ იქნება, ეგ შესაძლებელიც
და აუცილებელიცაა (ანუ სპეციალურია), მაგრამ როცა ვამბობ რომ სული უკვდავია,
ეგ შესაძლებელი მგონია, მაგრამ არა აუცილებელი. აუცილებელი არაა იმიტომ, რომ
ჩემს გონებაში არსებული ცნებები არაა ამის განსასაზღვრად საკმარისი. მე მხოლოდ
წარმოდგენაში მოცემული და არა ემპირიული ცნებებით განვსაზღვრავ ამ სულის
უკვდავების აუცილებლობას და არააუცილებლობას. ამიტომ ეს არის
ინტელექტუალური დაკავშირება. ანუ ჩემი გონება აკავშირებს მას ისე, რომ არსად არ
გადაამოწმებს.

კანტი არისტოტელეს ფილოსოფიის მთავარ ნაკლად მიიჩნევს მის დამოკდებულებას


ჭეშმარიტებისადმი. არისტოტელე ჭეშმარიტებას რაღაცის რაღაცასთან შესაბამისობას
არქმევს, აზროვნების შესაბამებას არსებულთან, კანტი კი ამბობს, რომ ისინი შესაბამისი კი არ
არის, არამედ მხოლოდ ცნობიერება, გონება, აზროვნება განსაზღვრავს ყველაფერს,
ცნობიერება არ ასახავს არსებობას. ჰიუმის აზრით ჭეშმარიტებას ვერ გაიგებ რა არის,
მხოლოდ მიჩვევაა ყველაფერი.

ფილოსოფია ათეისტური არაა, ანუ ღმერთის არსებობას არ გამორიცხავს, მაგრამ


ტრადიციული რელიგიების წარმოდგენებს არ ეთანხმება. დასაზუსტებელია, ღმერთში რას
გულისხმობ. ფილოსოფიაში ღმერთი სუბიექტია, მაგრამ ისეთი არაა, როგორადაც
რელიგიები აღწერენ. ფილოსოფიურ გაგებაში იგი ადამიანს ვერ უშველის.

You might also like