You are on page 1of 7

ჰიუმი

თავი მეორე - იდეების წარმოშობის შესახებ

 ერთმანეთისაგან განირჩევა ორი აღქმა: იდეები და შთაბეჭდილებები. შთაბეჭდილება


არის განცდა/შეგრძნება, როცა რაღაცას ცხადად გრძნობ, ცხადად განიცდი,
მაგალითად უყურებ ლეპტოპს. მეორე არის იდეა, როცა რაღაცა გაქვს წარმოსახვაში,
მაგალითად თვალები ომ დახუჭო და ლეპტოპი წარმოიდგინო, რომელსაც წეღან
ხედავდი. ამათ შორის განსხვავება არის მეტნაკლები სიცხადე. ყველაზე ცხადი არის
შთაბეჭდილება/შეგრძნება, და ყველაზე უბრალო შეგრძნებაც კი ყველაზე ცხად
იდეაზე ცხადია.
 აზრი შეზღუდულია შეგრძნებებითა და ცდით. ჰიუმი ამბობს, რომ აზროვნების
მთელს მასალას ჩვენ ვიღებთ გარეგანი და შინაგანი გრძნობების საშუალებით, ხოლო
მათი შერევა და შეერთება არის აზროვნების პროდუქტი. ანუ, ოქროს მთას იმიტომ
წარმოვიდგენთ, რომ მანამდე ოქროც გვინახავს და მთაც, ახლა კი მათი შერევით
შეგვიძლია აზროვნების პროდუქტი - ოქროს მთა მივიღოთ.
 ნებისმიერი აზრი და იდეა რაც არ უნდა რული იყოს და შთაბეჭდილებებისაგან
დაშორებული შეგვიძლია დავშალოთ დაა დავიყვანოთ მარტივ შთაბეჭდილებებზე. ეს
კი იმას ამტკიცებს, რომ ყველა იდეას, ყველა აზრს განსაზღვრავს შთაბეჭდილება.
 თუ ადამიანს არა აქვს რომელიმე შეგრძნების უნარი, იგი ვერასდროს აღიქვამს იმ
იდეებს, რომელიც დაკავშირებულია ამ კონკრეტულ შეგრძნების უნართან. ბრმას არ
აქვს წარმოდგენა ფერებზე, ყრუს - ბგერებზე.
 არსებობს ამის ერთი საწინააღმდეგო მოვლენა. ანუ, არსებობს ერთი შემთხვევა, როცა
ჩვენ შეიძლება რაღაცის შთაბეჭდილება არ გვქონდეს, მარა იდეა წარმოვისახოთ.
ავიღოთ ლურჯი ფერი და გრადაციით დავალაგოთ მისი სხვადასხვა ტონები. ავიღოთ
ერთი ადამიანი, რომელსაც ლურჯი ფერის ყველა ტონი აქვს ნანახი ერტის გარდა.
ვაჩვენოთ ეეს გრადაცია ადამიანს და დავსვათ კითხვა: შეძლებს თუ არა ეს ადამიანი
იქ, სადაც გამოტოვებულია ერთი კონკრეტული ტონი, თავისი წარმოდგენით
აღადგინოს და მიხვდეს დაახლოვებით რომელი ტონი უნდა იყოს ის? ჰიუმის აზრი,
უმრავლსეობა თვლის რომ შეძლებდა და ისიც ეთანხმება. ეს კი იმის
დასამტკიცებლად მოიტანა, რომ ის დებულება, რომ ყველა იდეა განსაზღვრულია
შთაბეჭდილებებით აბსოლუტური არ არის. თუმცა, ჰიუმი იძახის, რომ ასეთ
იშემთხვევები ძალია ნცოტაა და შევეშვათო.

თავი მესამე
იდეების ასოციაციის შესახებ

 იდეებს შორის არსებობს კავშირები. ეს გავშირები რაღაცგვარი მეთოდოლოგიით და


რეგულირებით არის დაკავშირებული. ჰიუმი გამოყოფს სამი ტიპის/პრინციპის კავშირს:
o მსგავსება,
o დროსა და სივრცეში მოსაზღვრეობა
o მიზეზშედეგობრიობა.

თავი მეოთხე

სკეპტიკური ეჭვები დონების მოქმედებათა შესახებ

ნაწილი პირველი

 ყველა ობიექტი, რომელიც განიხილება ადამიანის გონების მიერ ან კვლევას მოითხოვს,


ბუნებრივად იყოფა ორ კლასად:
o იდეებს შორის მიმართებად - ამას განეკუთვნება გეომეტრია, ალგებრა, ანუ ისეთი
დებულებაა, რომ ორ ობიექტს შორის მიმართებას გამოხატავს, და რომელიც
ინტუიციურად ან დასაბუთების შედეგად უჭველია. მაგალითაც, ჰიპოტენუზის
კვადრატი არის ორი დანარჩენი მხარის კვადრატის ჯამი, არის დებულება,
რომელიც გამოხატავს მიმართებას ამ ფიგურას შორის და რომელის ჭეშმარიტებაც
დასაბუთებადია
o ფაქტებად - ფაქტებს ვერ უარვყოფთ, რადგან ყოველი ფაქტის საპირისპირო მუდამ
შესაძლებელია.შესაძლებელია რადგან იგი თავის თავსში არასდროს შეიცავს
წინაარმდეგობრივობას. მაგალითად, დებულება ხვალ მზე ამოვა ისეთივე ცხადია,
როგორიცა მზეა არ ამოვა, რადგან თავის თავში ეს დებულებები არ შეიცავს
წინააღმდეგობრიობას.
 მსჯელობა ფაქტების შესახებ დაფუძნებულია მიზეზისა და შედეგის მიმართებაზე, სადაც
მიზეზიცა და შედეგიც ფაქტებია, ოღონდ მათგან ერთია მიზაზი, მეორეა შედეგი.
(ცოტახანში ამას შეეწინაღმდეგება)
 თუ გვინდა დავადგინოთ კონკრეტული ფაქტის არსებობა, უნდა დავადგინოთ მიმართება
მის მიზეზსა და შედეგს შორის. ცოდნა არასდროს არ მიიღება აპრიორული აზროვნებით,
არამედ იგი გამომდინარეობა მხოლოდ ცდიდან, როდესაც ვატყობთ ,რომ ესა თუ ის
ცალკეული ობიექტები მუდმივ ერთიმეორეს უკავსირდებან.
 არცერთი ობიექტი თავისი გრძნობადი თვისებები არ ამჟღავნებს არც მიზეზებს,
რომლებმაც იგი გამოიწვიეს და არც შედეგებს, რომლებსაც იგი იწვევს. ჩვენი გონება კი
ვერასდროს მიხვდება ცდის დაუხმარებლად, გამოიყვანოს დასკვნა რეალუი არსეობობის
დფაქტების შესახებ.


 ყოველი შედეგი განსხვავებულია(ანუ, განსხვავებული ფაქტია) თავისი მიზეზისაგან.
ამიტომ არ შეიძლება შედეგის აღმოჩენა მიზეზში და მისი პირველი გამოგონება ან
მოაზრება აპრიპრულადვე თვითნებურია მაშასადამე, ამაოდ შევეცდებით ვამტკიცოთ,
რომ შეგვიძლია ერთი მოვლენა მაინც განვსაზღვროთ, ანუ მიზეზი ა ნშედეგი მაინც
გამოვიყენოთ ისე, რომ დაკვირვებასა და ცდას არ მივმარტოთ. თუმცა შეიძლება ცდით
გაიგო შედეგის მიზეზი ან მიზეზის შედეგი ივარაუდო(ნუ რაღაც ფაქტი ივარაუდო)
მაგრამ, ეს არ გულისხმობს, რომ შედეგზე ცდისგან მიღებული პასუხისგან
განსხვავებული მიზეზის თქმა, როგორც ფაქტისა აღარ შეგიძლია, ფაქტის უარყოფა აღარ
შეგიძლია. ანუ, თუკი ცდით აღმოაჩენ, რომ მზე ყოველთვის დასავლეთიდან ამოდის, ეს
არ ამცდარებს იმ ფაქტს, რომ მზე ამორავლეთიდანამოვიდეს. რატომ? იმიტომ რო
მზემოთ ვთქვი რომ თუკი ფაქტი წინააღმდეგობრივი არ არის მას ვერ უარყოფ მეთქი.
 პირველი წყაროები/პირველმიზეზი სავსებით დაფარულია ადამიანის
ცნობისმოყვარეობისაგან.

ნაწილი მეორე

ზემოთ ნათქვამისა არ იყოს, კითხვაზე რა ბუნებისაა ჩვენი ყველა მსჯელობა ფაქტების


შესახებ, სწორ პასუხად ითვლება მიზეზ-შედეგობრივი მიმართება. ხოლო რედესაც
იკითხავენ, თუ რა არის ამ მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შესახებ მსჯელობა და
დასკვნები, პასუხია -ცდა.
თუმცა, ჰიუმი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მიზეზის კონკრეტულ შედეგს დავინახავთ რაიმე
მოქმედების სახით, ამ ცდიდან დასკვნის გამოტანა არ არის დაფუძნებული სჯაზე ან სხვა
რაიმე გონებით პროცესზე.

ჰიუმი ამბობს, რომ ცდის შედეგად შეგვიძლია დავადგინოთ ფაქტებს შორის მიმართება, ანუ
ერთი ფაქტის მოხდენას რა შედეგი შეიძლება იყოს. ანუ, მიზეზშედეგობრივი მიმართებით.
და ამის შემდეგ დასკვნა გამოგვაქვს ხოლმე, რომ ამ მიზეზს ეს შედეგი შეეფერება. თუმცა, აქ
ჰიუმი კრიტიკულია და სვამს კითხვას - რატომ უნდა გავრცელდეს წარსულში ჩატარებული
ცდის შედეგი სხვა მსავს მიზეზებზეც. ამის მაგალითად მოაქვს პურისა და დანაყრების
მაგალითი.

დავუშვათ, რომ პური შევჭამე და აღმოვაჩინე, რომ მან გამომკვება. ე.ი ამ გრძნობადი
თვისების მქონე სხეულმა, როგორიცაა პური, ამ დროს გამოავლინა ისეთი „ფარული უნარი“
რომელიცაა დანაყრება. მაგრამ, ამ ცდიდან გამომდინარეობას რომ სხვა პურის ჭამა,
მაგალითად ხვალ, დამაანტრებს? ანუ, იგივე „ფარულ ძალას“ - დანაყრებას გამოავლენს?
ასეთი დასკვნა სრულიად არ არის აუცილებელი/აპრიორული. ეს არის გონების მიერ
გაკეთებული დასკვნა.

მიზეზში არაფერია შედეგისეული. პურში არაფერია დანაყრებისეული. პურში რაიმე რომ


იყოს დანაყრებისეული მაშინ პურის დანახვისთანავე, ანუ მიზეზის დანახვის თანავე
განვსაზღვრავდით მის შედეგს. ანუ, ადამიანი რომელიც პირველად დაინახავდა პურს,
მიხვდებოდა, რომ მას შეუძლია დაანაყროს. მაგრამ ასე რადგან არ არის, არაფერია მიზეზში
შედეგისნაირი. უფრო რომ დავაზუსტოთ, პურის ფერი, სუნი, გარეგნული მახასიათებელები
არაფერს შეიცავს დანაყრებისეულს, რაც მიგვახვედებდა იმას, თუ რა შეუძლია მას -
დანაყრება. თუ ახალი პურის ნახვისას ვიტყოდით რომ ის დაგვანაყრებს, მსგავსი დასკვნის
გაკეთებისას ახსნები გვჭირდება., ანუ რაღაც შუალედურზე მითითება, რომელიც
გვათქმევინებდა ამას აპრიორულად. რაც იმიან უნდა ამტკიცოს ვინც ამას იძახისო, მე არ
ვიძახიო და მე არ ვამტკიცებო. მასეთ დებულებებს, რომლებიც ცდის შედეგად გამოიყვანება
ჩვენი გონების შემდეგ ჰიუმი ეძახის ალბათობით დებულებებს.

ჩვენ მსგავს შედეგებს მოველით იმ მიზეზებისაგან, რომლებიც მსგავსი გვეჩენება. ეს არის


ყველა ჩვენი ექსპერიმენტული სასკვნის საბოლოო ჯამი. სინამდვილეში საქმე სულ
სხვაგვარად არის. კვერცხები ერთმანეთის მსგავსია, თან ძალიან, თუმცა არ უნდა
მოველოდეთ, რომ მათ ერთნაირი გემო ან ერთნაირი სუნი ექნება. სავსებით შესაძლებელია
ერთი მათგანი მოხარშული იყოს, მეორე თოხლო. ერთი გაფუძებული, მეორე კარგი.

თავი მეხუთე

ეჭვების სკეპტიკური გადაყვეტა

ნაწილი პირველი
ზემოთ დავადგინეთ, რომ ცდით მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა განსჯის შედეგი არ
არის. ახლა თავად ახსნის რა პროცესია ეს და რა უდევს მას საფუძვლად.

როგორც ზემოთ ვთქვით, როცა ადამიანის ცდის შედგად მიღებულ გამოცდილების შედეგად
ცდილობს, რომ მსგავ მიზეზებში მსგავსი შედეგბი დაინახოს, ის მიზეზსა და შედეგს შორის
კავშირის დადგნეისას გმოატოვებს ხოლმე შუალობით რგოლს. ანუ, ცდიდან გამომდინარე
ყველა მსჯელობაშ იურევია გონების მიერ გადადმული ისეთი ნაბიჯი, რომელიც არ
ეყრდნობა არავითარ არგუმენტს, ან განსჯის რამიე პროცესს. სწორედ ამიტომ ამობს ჰიუმი,
რომ მიზეზშედეგობრიობა განსჯის შდეგი არ არის.

მაგრამ რაღაც ხომ უნდა ედოს საფუძვლად? დიახაც - ჩვეულება/ჩვევა.

როდესაც ცალკეული აქტის ან პერეაციის გამოერება მიდრეკილებას წარმოშობს, რომ იგივე


აქტი ან ოპერაცია გავიმეოროთ გონების რაიმე პროცესის ან მსჯელობის მიერ იზულების
გარეშე, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს მიდრეკილება არის ჩვეულების შედეგი. ანუ,
როდესაც ცდას ვატარებთ, და ვაკვირდებით მიზეზშედეგობრივ კავშირს, მაგალითად პურის
შეჭმის შემდეგ ვნაყრდებით, ჩვენი გონება ასკვნის, რომ შემდეგ ჯერზეც პურის ჭამისას უნდა
დავნაყრდეთ. ჩვეულება სწორედ იმას აღწერს, რომ ცდის შედეგად მიღებული გამოცდილება
გვიჩენს მოლოდინს/რწმენას, რომ მსგავსი მიზეზის არსებობის შემთხვევაში მსგავსი შედეგიც
უნდა დადგეს(დროით ინტერვვალად კი ვყოფ, მაგრამ გონებრივი წარმოსახვისთვის ეს
ძალაინ სწრაფად ხდება, წამიერია). და ეს არის ჩვეულებისა და ჩვევის შედეგი. ჩვენ ჩვენი
გამოცდილეაბ გვაჩვევს, რომ ამ მზიეზს ეს შედეგი მოყვება. ეს არის ის პრიცნიპი, რომელიც
ცდის შედეგად მიღებულ გამოცდილეაბს უდევს საფუზველს და განსჯისეული არ არის.
მხოლოდ ჩვეულება გვაიძულებს ცეცხლის წამორდგენისას წარმოვისახოთ სითბო, ან
ზამთრის წარმოსახვისას სიცივე(მიზეზშედეგობრივი თანმიმდევრობით).

ვერცერთი ადამიანის, რომელცი ნახავს, რომ ერთი სხეული ამოძრავდა მას შემდეგ, რაც
მეორემ უბიძგა, ვერ დაასკვნის, რმო ყოველი სხვა სხეულიც ამოძრავდება ბიძგის შემდეგ.
ამიტომ ცდიდან გამომდინარე დასკვნები ჩვეულების შედეგს წარმოადგენს და არა
დასკვნისას.
ნაწილი მეორე

You might also like