You are on page 1of 4

AF-SM-04_05.2020.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

კურსის სახელწოდება: მენეჯერული ეკონომიკა


ლექტორი: გიორგი ბაქრაძე

თითოეული ამოცანა ფასდება 6 ქულით. შეგიძლიათ უპასუხოთ 7 ამოცანიდან


ნებისმიერ 5-ს.

1. წნორის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა


ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველმა კურსდამთავრებულმა მიიღო
სულ მცირე ორი წინადადება სამუშაოს შესახებ და საშუალო ხელფასი იყო $100,000
წელიწადში. ამ ინფორმაციის გასაჯაროვების შედეგად, რა მოუვა წნორის
უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტების რიცხვს? რა მოუვა
ხელფასებს ფიზიკის სფეროში 10 წლის შემდეგ? რატომ?

2. წარმოიდგინეთ ფანქრებისა და კალმების ბაზარი. თუ ტექნოლოგიური


პროგრესის შედეგად კალმების გამშვების ღირებულება დაეცა:
a. რა მოუვა კალმების მიწოდებას?
b. რა მოუვა კალმების წონასწორულ ფასსა და რაოდენობას?
c. რა გავლენა ექნება ამას ყველაფერს ფანქრების ბაზარზე?

სასწავლო კურსის დასახელება 1-4


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

3. ამერიკული სამედიცინო ასოციაციის კვლევით, ქირურგიული პროცედურების


მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიმართ აბსოლუტურ გამოსახულებაში ნაკლებია,
ვიდრე ექიმთან მისვლების მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიმართ. რატომ
შეიძლება ამას ჰქონდეს ადგილი?

4. რა მოუვა ორი საქონლის, X დაY, წონასწორულ მოხმარებას, თუ (a) შემოსავალი


გამორმაგდება და ყველა ფასი გასამმაგდება, (b) ყველა ფასი გამორმაგდება და
შემოსავალი გასამმაგდება და (c) ყველა ფასი და შემოსავალი გაორმაგდება. ყველა
შემთხვევაში განიხილეთ სიტუაცია, როდესაც ორივე ნორმალური საქონელია და
როდესაც ერთ მდარე, ხოლო მეორე - ნორმალური საქონელია

სასწავლო კურსის დასახელება 2-4


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

5. ბიკენტიას საქაბაბის მთლიანი ხარჯები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.


არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეავსეთ ცხრილი სრულად.
(1) (2) (3) (4) (5) (6) (7) (8)
Q FC VC TC AFC AVC ATC MC
0 1,000
10 2,000
20 2,500
30 4,000
40 6,000
50 10,000
60 15,000

სასწავლო კურსის დასახელება 3-4


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

6. განსაზღვრეთ, თუ რა ტიპის შესყიდვას (ადგილზე შესყიდვა, კონტრაქტი,


ვერტიკალური ინტეგრაცია) წარმოადგენს თითოეული ქვემოთ მოყვანილი
ტრანზაქცია.
a. ნავთობის მსხვილი კომპანია აწარმოებს ბენზინს საკუთარი ნავთობის ჭიდან
მოპოვებული ნავთობიდან.
b. ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენი იღებს იურიდიულ ვალდებულებას ყოველ წელს
შეისყიდოს ნავთობის კონკრეტული რაოდენობა სოკარისგან.
c. ავეჯის მწარმოებელი ყიდულობს 24 საკეტს ელიავაზე.
d. თბოელექტროსადგური ყიდულობს ქვანახშირს ადგილობრივი მაღაროსგან.

7. ჯონდი ლიმითედ მუშაობს სექტორში, რომელიც როთშილდის ინდექსია 0.75.


საბაზრო კვლევა აჩვენებს, რომ მთლიანად სექტორის საბაზრო მოთხოვნის
ელასტიურობა საკუთარი ფასის მიმართ არის −3. ამ ინფორმაციის გამოყენებით
გამოთვალეთ ჯონდი ლიმითედის საქონლის მოთხოვნის ელასტიურობა საკუთარი
ფასის მიმართ.

სასწავლო კურსის დასახელება 4-4

You might also like