You are on page 1of 30

თემა 4 სამედიცინო მომსახურების ხარჯები

ჯანდაცვის სფეროში შეუძლებელია რაიმე გადაწყვეტილების მიღება, როგორც


სამედიცინო დაწესებულების საერთო ხარჯების, ასევე კონკრეტულ მომსახურებაზე
გაწეული ხარჯების გათვლის გარეშე. დაავადებათა მკურნალობაზე გაწეული
მოსალოდნელი ხარჯების გათვლის მიხედვით განისაზღვრება სამედიცინო
დახმარების მოცულობა. ხარჯების ანალიზი საჭიროა, აგრეთვე, სამედიცინო
დაწესებულებების ეფექტური მუშაობის, აგრეთვე, სხვადასხვა პროგრამებს შორის
ხარჯების გადანაწილების და ჯანდაცვის სისტემაში პრიორიტეტულ
მიმართულებათა დაგეგმვის მიზნით.

სამედიცინო დაწესებულებების შემოსავალი, ხარჯები, მოგება

განვიხილოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ, დამწყებმა მეწარმემ გადაწყვიტა


ქალაქის ცენტრში დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნა, რისთვისაც შეიძინა
მოწყობილობა-დანადგარები, დაიქირავა შენობა და პერსონალი. მეწარმე
მოსახლეობას სთავაზობს დიაგნოსტიკურ ღონისძიებების ჩატარებას, რაც ასე
აუცილებელია დაავადებათა დროულად გამოვლენისათვის.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეწარმემ საქმე დაიწყო ალტრუისტური სურვილის


გამო, უზრუნველყოს ყველა პაციენტი დიაგნოსტიკური გამოკვლევებით, ან, ვთქვათ,
უბრალოდ იმისთვის, რომ მას სიამოვნებს თვით წარმოების პროცესი. უფრო
სარწმუნოა, რომ იგი დაკავებულია ბიზნესით და აინტერესებს ფულის “კეთება”.
ეკონომისტები თვლიან, რომ მეწარმის მიზანია მოგების მაქსიმიზაცია.

რა არის მეწარმის თუ ორგანიზაციის მოგება?

მას რასაც მეწარმე (ორგანიზაცია) მიიღებს მის მიერ წარმოებული


პროდუქტის თუ მომსახურების გაყიდვით ეწოდება საერთო შემოსავალი ანუ
საერთო ამონაგები.

შემოსავალი არის ეკონომიკური საქმიანობის საზომი. იგი დამოკიდებულია


საქონლის ან მომსახურების გასაყიდ ფასსა და გაყიდული საქონლის რაოდენობაზე.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი – საბაზრო ფასები და გაყიდული საქონლის
მოცულობა ერთმანეთის მიმართ უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში
იმყოფებიან.

ხარჯები შემოსავლიდან წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ გარკვეული დროის


განმავლობაში მოხმარებული რესურსების შენატანის ღირებულებას, ან ის, რასაც
მეწარმე ხარჯავს წარმოების რესურსების შესაძენად, შეადგენს მის დანახარჯებს.
1
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ხშირ კითხვას
წარმოადგენს: არის თუ არა ორგანიზაცია მომგებიანი?

მოგება არის ფინანსური საქმიანობის საზომი. სხვაობა “გამომუშავებულ”


შემოსავალსა და შემოსავლის მისაღებად “გამოყენებულ” დანახარჯებს შორის
წარმოადგენს ორგანიზაციის მოგებას.

ამრიგად: მოგება = საერთო შემოსავალი – დანახარჯები.

მეწარმის მიზანია მაქსიმალური მოგების მიღება. იმისათვის, რომ


წარმოვიდგინოთ მოგების მაქსიმიზაციის პროცესი, ყოველმხრივ უნდა
გავაანალიზოთ საერთო შემოსავალი და დანახარჯები. სარტთო შემოსავლის
გამოთვლა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს: იგი ტოლია ორგანიზაციის
მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამრავლებული მისი რეალიზაციის
ფასზე. თუ მეწარმე ახოფტციელებს თვეში 200 დიაგნოსტიკურ გამოკვლევას და
თითოეულ მომსახურებას ყიდის 10 ლარად, მისი საერთო შემოსავალი იქნება 2000
ლარი.

ეკონომიკური და ბუღალტრული მოგება

რადგანაც ეკონომისტები და ბუღალტრები ხარჯებს სხვადასხვა მეთოდებით


გამოითვლიან, ამიტომ მოგების გათვლის მეთოდებიც არ არის ერთნაირი.

ეკონომისტის მიერ გათვლილი ეკონომიკური მოგება წარმოადგენს სხვაობას


საერთო შემოსავალსა და საქონლისა და მომსახურების წარმოების ყველა
არგამოყენებული შესაძლებლობების ალტერნატიულ ხარჯებს შორის. ხოლო
ბუღალტერის მიერ გათვლილი ბუღალტრული მოგება წარმოადგენს საერთო
შემოსავლებსა და წარმოების თვალნათლივ ხარჯებს შორის სხვაობას. მეწარმის
მიზანია მიიღოს რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური მოგება. სრული კონკურენციის
პირობებში საქონელზე ფასები არაა დამოკიდებული მეწარმის ნებასურვილზე.
ამიტომ, მოგების მაქსიმუმის მიღების მიზნით იგი ცდილობს მინიმუმამდე
შეამციროს დანახარჯები, რაც შესაძლებელია რესურსების ოპტიმალური
კომბინაციის საშუალებით.

ხარჯების კლასიფიკაცია

2
ჩვენს მაგალითში, მეწარმის დღიური დანახარჯები შენობის დაქირავებასა და
მოწყობილობა დანადგარების შენახვაზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო ერთ ექიმზე
დანახარჯები – 10 ლარს. თუ მეწარმე ქირაობს ერთ ექიმს, საერთო დღიური
დანახარჯები შეადგენს 20 ლარს. თუ მეწარმე დამატებით დაიქირავებს ერთ ექიმს,
საერთო დანახარჯები გაიზრდება 30 ლარამდე და ა. შ.
მეწარმისათვის მნიშვნელოვანია პროდუქციის (ამ შემთხვევაში პაციენტთა
რაოდენობა) მოცულობასა და საერთო დანახარჯებს შორის კავშირის დადგენა.
ექიმთა რაც უფრო მეტ რაოდენობას დაიქირავებს მეწარმე, მით ნაკლებია
თითოეული ექიმის სარგებელი დაწესებულების საქმიანობაში. კლებადი ზღვრული
მწარმოებლურობის ეს თვისება იმაში გამოიხატება, რომ რესურსების რაოდენობის
მატებით მწარმოებლური ფუნქცია უფრო დამრეცი, ზღვრული ხდება.
ხარჯები შესაძლებელია ორ კატეგორიად დაიყოს:
 სამედიცინო დახმარების მოცულობის მიხედვით – მთლიანი, მუდმივი და ცვლადი
ხარჯები;
 მკურნალობის ტექნოლოგიურ პფტოცესთან დაკავშირებული – პირდაპირი და
ირიბი (ზედნადები) ხარჯები;

მუდმივი და ცვლადი ხარჯები

გამოშვებული პროდუქციის ან გაწეული მომსახურების მოცულობის ყოველ


მოცემულ მნიშვნელობაზე მეწარმის მიერ გაწეული ხარჯები შედგება ორი ძირითადი
სახის – მუდმივი და ცვლადი ხარჯების ჯამისაგან.
მუდმივი ხარჯები (Fixed costs) ეწოდება ისეთ ხარჯებს, რომლებიც
სამედიცინო მომსახურების მოცულობის ცვლილებისას უცვლელი რჩება, მაგრამ
იცვლება დროის მიხედვით. ამგვარად, მუდმივი ხარჯები არ არის
დამოკიდებული სამედიცინო დახმარების მოცულობის ცვლილებაზე.
მუდმივ ხარჯებს განეკუთვნება შენობის ქირა, ადმინისრტაციული
პერსონალის ხელფასი, გაცვეთილი მოწყობილობის რემონტისათვის საჭირო
ანარიცხები (ამორტიზაციის ანარიცხები), უძრავი ქონების გადასახადი, პროცენტები
კრედიტებზე, კომუნალური გადასახადები, შენობის დასუფთავების, საუწყებო

3
დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ხარჯები და ა. შ. იმ შემთხვევაშიც კი,
როდესაც საწარმო არაფერს არ აწარმოებს, იგი ვალდებულია გაიღოს ეს ხარჯები.
ერთეულის მუდმივი (ფიქსირებული) ხარჯი = მთლიანი მუდმივი (ფიქსირებული)
ხარჯი/ პაციენტების რაოდენობა.
ერთეულის მუდმივი (ფიქსირებული) ხარჯი მცირდება (იზრდება) რაოდენობის
ზრდასთან (შემცირებასთან). როგორც ქვემოთ მოცემულ ცხილშია ნაჩვენები, ერთ
პაციენტზე ერთეულის მუდმივი დანახარჯი შეადგენს 400 ლარს, ხოლო 45
პაციენტზე ერთეულის მუდმივი დანახარჯი 9 ლარამდე მცირდება.

ცხრილი 1: ერთეულის მუდმივი (ფიქსირებული) ხარჯების ცვლილების დინამიკა


(ლარი)

პაციენტთა რაოდენობა მუდმივი ხარჯი ერთეულის მუდმივი


(ფიქსირებული) ხარჯი
0 400
1 400 400
5 400 80
10 400 40
15 400 27
20 400 20
25 400 16
30 400 13
35 400 11
40 400 10
45 400 9
ცვლადი ხარჯები (variable costs) ეწოდება ისეთ ხარჯებს, რომლებიც
სამედიცინო დახმარების მოცულობის ცვლილების პროპორციულად იცვლება.
ამგვარად, ცვლადი ხარჯები დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების მოცულობის
ცვლილებაზე. ცვლად ხარჯებს განეკუთვნება დანახარჯები მედიკამენტებზე,
ნედლეულზე, კვებაზე, ელექტროენერგიაზე, სატრანსპორტო მომსახურებაზე,
ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე და ა. შ.
როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, ერთ პაციენტზე ერთეულის
ცვლადი დანახარჯი შეადგენს 100 ლარს, ხოლო 45 პაციენტზე ერთეულის ცვლადი
დანახარჯი 15,6 ლარამდე მცირდება.

4
ცხრილი 2: ერთეულის ცვლადი ხარჯების ცვლილების დინამიკა (ლარი)

პაციენტთა რაოდენობა ცვლადი ხარჯი ერთეულის ცვლადი


ხარჯი
0 0
1 100 100,0
5 180 36,0
10 246 24,6
15 304 20,3
20 355 17,8
25 402 16,1
30 448 14,9
35 496 14,2
40 576 14,4
45 700 15,6

მართალია წარმოების მოცულობის გაზრდით ცვლადი დანახარჯებიც


მატულობს, მაგრამ ეს ხდება არათანაბრად. თავდაპირველად, ზრდა ნელა წარმოებს
(ჩვენს შემთხვევაში 30 პაციენტამდე), ხოლო შემდეგ ტემპი მკვეთრად იზრდება, რაც
იგივე ზღვრული სარგებლიანობის კანონით შეიძლება აიხსნას. დროის
განსაზღვრულ შუალედში ზღვრული მწარმოებლურობის ზრდა ნიშნავს ცვლადი
დანახარჯების სულ უფრო ნაკლებ მატებას პროდუქციის ყოველი დამატებითი
ერთეულის წარმოებაზე. შესაბამისად, ცვლადი დანახარჯების ჯამიც კლებადი
ტემპის მიხედვით იზრდება. მაგრამ გარკვეული მომენტიდან მოყოლებული,
როდესაც ზღვრული მწარმოებლურობა (კლებადი სარგებლიანობის კანონის
თანახმად) იწყებს დაცემას, მაშინ ყოველი დამატებითი ერთეული პროდუქციის
წარმოებაზე საჭირო ხდება სულ უფრო მეტი ცვლადი ხარჯების გაღება, რის გამოც
მათი (ამ დანახარჯების) ჯამური სიდიდეც ზრდადი ტემპით განიცდის მატებას.
მთლიანი ხარჯები (total costs) წარმოადგენს მოცემული მოცულობის
სამედიცინო დახმარების მთლიან ღირებულებას, მუდმივი და ცვლადი ხარჯების
ჯამს. გარკვეული მოცულობის სამედიცინო დახმარების მთლიანი ხარჯები ცვლად
ხარჯებს ერთი და იმავე მუდმივი დანახარჯებით აღემატება.

5
სამედიცინო დახმარების ხარჯების ცვალებადობა, რომელიც დაკავშირებულია
მოცულობის ცვლილებებთან, წარმოადგენს გარკვეულ ინდიკატორს და გვიჩვენებს,
თუ როგორ სწრაფად რეაგირებს მიწოდების პროცესი სამედიცინო დახმარების
მოთხოვნის ცვლილებაზე. მაგალითად, როდესაც პაციენტთა მოსალოდნელზე
ბევრად მეტი რაოდენობა მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას, მნიშვნელოვნად
იზრდება დახარჯული მედიკამენტების რაოდენობა. ასევე, სამედიცინო
დახმარებაზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში შეიძლება დადგეს სამედიცინო
პერსონალის რაოდენობის ან, უკიდურეს შემთხვევაში, შენობის ფართის გაზრდის
საკითხი.

ცხრილი 3: პაციენტის მკურნალობაზე დანახარჯების ცვლილების დინამიკა (ლარი)

პაციენტთა მუდმივ ცვლად მთლიან საშუალ საშუალ საშუალ ზღვრულ


რაოდენობა ი ი ხარჯი ი ხარჯი ო ო ო ი ხარჯი
ხარჯი მუდმივი ცვლადი მთლიან
ხარჯი ხარჯი ი ხარჯი
0 400 0 400 - - - -
1 400 100 500 400,0 100,0 500 100
5 400 180 580 80.0 36,0 116 80
10 400 246 646 40,0 24,6 64,6 66
15 400 304 704 26,7 20,3 47 58
20 400 355 755 20,0 17,8 37,8 51
25 400 402 802 16,0 16,1 32,1 47
30 400 448 848 13,3 14,9 28,2 46
35 400 496 896 11,4 14,2 25,6 48
40 400 576 976 10,0 14,4 24,4 80
45 400 700 1100 8,9 15,6 24,5 12,4

რენტგენის მოწყობილობის გამოყენებისას მუდმივ ხარჯებს წარმოადგენს


რენტგენის აპარატის შესყიდვის კაპიტალური ხარჯები, ხოლო ცვლად ხარჯებს -
რენტგენის ფირი, პერსონალის ხელფასი, ახალი აპარატის შესყიდვის დამატებითი
კაპიტალი, როდესაც საჭირო რენტგენოლოგიური გამოკვლევების რაოდენობა
აღემატება აპარატის არსებულ შესაძლებლობებს.
ამგვარად, ТС = VC + FC
წარმოების ორი ფაქტორის, კაპიტალის (K) და შრომის (L) გათვალისწინებით,
მთლიანი ხარჯები გამოისახება შემდეგნარტად ТС = WL + RK, სადაც W – არის
6
სახელფასო განაკვეთი, ხოლო R – კაპიტალის ერთეულის ღირებულება. დროის
მცირე პერიოდში K- მუდმივია, ხოლო L – ცვალებადი.
ექიმის ხელფასი შეიძლება შეიცავდეს როგორც ფიქსირებულ ასევე ცვლად
კომპონენტს. ასე მაგალითად, ექიმის ფიქსირებული ხელფასი შეადგენს 5000 ლარს
წელიწადში, ხოლო ცვლად ნაწილს 50 ლარი თითო ჩატაფრბულ მომსახუფტებაზე. ამ
შემთხვევაში, ფიქსირებული კომპონენტი არის 5000 ლარი წელიწადში, ხოლო
ცვლადი კომპონენტი 50 ლარი თითო ჩატარებულ მომსახურებაზე. წლიური საერთო
ხარჯი = 5000 + 50 X წლის განმავლობაში ჩატარებული მომსახურების რაოდენობა.
მთლიანი ხარჯი არის ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების TC = TFC + UVC x
Q
სადაც TFC - არის მთლიანი ხარჯი, UVC - არის მთლიანი ფიქსირებული
ხარჯი, Q - არის ერთეულის ცვლადი ხარჯი.

ხარჯების კლასიფიკაცია.

მეწარმისათვის პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია მუდმივ და ცვლად


დანახარჯებს შორის განსხვავებას, რადგან რესურსების ოპტიმალური კომბინაციის
არჩევისას მის კონტფტოლს ექვემდებარება ცვლადი და არა მუდმივი ხარჯები.
მუდმივი და ცვლადი ხარჯების ერთმანეთისაგან გამოყოფა ყოველთვის არ
წარმოადგენს მარტივ პროცესს. მაგალითად, ექიმის ხელფასი შეიძლება
შეიცავდეს როგორც ფიქსირებულ ანაზღაურებას, ასევე სერვისების მიხედვით
ანაზღაურებას ( fee for service). თუ სამედიცინო პერსონალის ხელფასი
ფიქსირებულია და თანამშრომელთა რაოდენობა ხშირად არ იცვლება, იგი შეიძლება
მუდმივ ან ნახევრადმუდმივ ხარჯებს მივაკუთვნოთ (შესაძლოა დროის გარკვეულ
პერიოდში). ასევე, ელექტროენერგიის ხარჯები შესაძლოა იყოს როგორც მუდმივი,
ასევე ცვლადი. გარკვეული სიზუსტით მუდმივ და ცვლად ხარჯებად დაყოფა
შესაძლებელია შემდეგი სამი მეთოდის გამოყენებით:

7
 ბუღალტრული კლასიფიკაციის მეთოდი
 მაქსიმალური და მინიმალური წერტილების მეთოდი
 გრაფიკული (რეგრესიული) მეთოდი
ბუღალტრული კლასიფიკაციის მეთოდი. ბუღალტერი ყველა ხარჯების
კლასიფიკაციას მუდმივ და ცვლად ხარჯებად ახორციელებს მარტივად, უბრალოდ
გამოცდილების, კონკრეტული სიტუაციისა და ჩამოყალიბებული აზრის
საფუძვლზე. მეთოდის დადებით მხარეს წარმოადგენს სიცხადე და დამაჯერებლობა;
უარყოფით მხარეს წარმოადგენს გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების
ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევებში აღნიშნული მეთოდი
გამოიყენება. მაქსიმალური და მინიმალური წერტილების მეთოდის დროს არ არის
აუცილებელი ხარჯები ყოველთვის დავყოთ მუდმივ და ცვლად ხარჯებად.
საკმარისია მხოლოდ მთლიანი ხარჯების გამოყენება, მუშაობის მაქსიმალური და
მინიმალური მოცულობების დროს. ამ მეთოდის უარყოფით მხარეს წარმოადგენს
ზღვრული წერტილების გამოყენება, რომლებიც შესაძლოა სამედიცინო
დაწესებულების საქმიანობისათვის არ იყოს დამახასიათებელი. გარდა ამისა,
მუდმივი და ცვლადი ხარჯების ასეთი გაზომვისას გაურკვეველია მუდმივი და
ცვლადი ხარჯების წყაროები, ამიტომ ცვლილებების მაინც მუდმივი და ცვლადი
ხაფრების მუხლობრივ დადგენას მიმართავენ.
გრაფიკული (რეგრესიული) მეთოდი. მუშაობის მოცულობის მიხედვით
ხარჯები გრაფიკზე გამოისახება წერტილების საშუალებით. თითოეული წერტილი
შეესაბამება მომსახურების გარკვეული მოცულობის ხარჯებს. წერტილებს შორის
ტარდება წრფივი ხაზი, ისე რომ წერტილებსა და წრფივ ხაზს შორის დაშორება რაც
შეიძლება მცირე იყოს. წრფივი ხაზის ხარჯების ღერძთან გადაკვეთის წერტილი
შეესაბამება მუდმივ ხარჯებს, ხოლო წრფივი ხაზის გადახრის დონით ადგენენ
სამედიცინო დახმარების თითოეულ ერთეულზე ცვლად ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ
შესაძლებელია კომპიუტერული პროგრამების გამოყენება, რომელშიც შეაქვთ
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები.
მუდმივი და ცვლადი ხარჯების ერთმანეთისაგან გამოყოფა საშუალებას გვაძლევს
მუშაობის მოცულობის ცვალებადობის პირობებში უფრო ზუსტად გავთვალოთ
სამედიცინო დახმარების თითოეულ ერთეულზე მოსალოდნელი ხარჯები.

8
საშუალო და ზღვრული (მარგინალური) დანახარჯები

სამედიცინო დახმარების მოცულობის გაზრდის ან შემცირების დასაგეგმად


მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ საშუალო და ზღვრული ხარჯები.
საშუალო ხარჯები (averarge costs) წარმოადგენს საქონლის ერთეულის წარმოების
ღირებულებას, რომელიც მიიღება მუდმივი და ცვლადი ხარჯების გაყოფით
წარმოებული პროდუქციის ერთეულის რაოდენობაზე, ანუ მომსახურების მთლიან
ხარჯებს, გაყოფილს გაწეული მომსახურების მთლიან რაოდენობაზე. საშუალო
ხარჯი გვიჩვენებს თითოეულ პაციენტზე, სამედიცინო დახმარების მოცულობის
ერთეულზე გახარჯული თანხის საშუალო ღირებულებას. იგი განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულების საერთო ბიუჯეტის განსაზღვრის
პროცესში.
საშუალო შეიძლება იყოს როგორც საერთო, ასევე მუდმივი და ცვლადი
დანახარჯები. სამედიცინო მომსახურების მოცულობის ერთეულზე საშუალო
ცვლადი ხარჯები არ არის დამოკიდებული სამედიცინო მომსახურების
მოცულობაზე, ხოლო საშუალო მუდმივი ხარჯები მცირდება სამედიცინო
მომსახურების მოცულობის გაზრდისას.
პროდუქციის გამოშვების გაზრდისას საშუალო დანახარჯების ცვლილება
განსხვავდება ჯამური სარტთო დანახარჯების ცვლილებისაგან. საშუალო მუდმივი
დანახარჯები მიიღება მუდმივი საერთო დანახარჯების გაყოფით გამოშვებული
პროდუქციის რაოდენობაზე. ამასთან, რადგან მუდმივი ჯამური დანახარჯები,
განმარტების თანახმად, მუდმივია და არაა დამოკიდებული პროდუქციის
მოცულობაზე, ამიტომ მისი სიდიდე ერთეულ პროდუქციაზე გაანგარიშებით
შემცირებას განიცდის წარმოების გადიდებისას. ასე, მაგალითად, 20 პაციენტის
მკურნალობის შემთხვევაში საშუალო მუდმივი დანახარჯები შეადგენს 20 ლარს
(400/20), ხოლო 40 პაციენტის მკურნალობის შემთხევაში მხოლოდ 10 (400/40) ლარს.
საშუალო ცვლადი დანახარჯები მიიღება ჯამური ცვლადი დანახარჯების
გაყოფით პროდუქციის მოცულობაზე. იგი თავიდან კლებადია, მაგრამ შემდეგ
მატებას იწყებს კლებადი სარგებლიანობის კანონიდან გამომდინარე. ჩვენს

9
მაგალითში, ერთი პაციენტის მკურნალობის შემთხვევაში საშუალო ცვლადი
დანახარჯები მაქსიმალურია (100 ლარი), ხოლო 35 აპციენტის მკურნალობისას
მინიმალური (14,2 ლარი), რის შემდეგ ხელახლა იწყება მისი მატება და 45 პაციენტზე
24,5 ლარი ხდება.
საშუალო საერთო დანახარჯები შეიძლება გავიანგარიშოთ ჯამური საერთო
დანახარჯების გაყოფით წარმოებული პროდუქციის მოცულობაზე ან მუდმივი და
ცვლადი საშუალო დანახარჯების შეჯამებით.
ზღვრული დანახარჯები (marginal costs) ეწოდება იმ დამატებით ხარჯებს, რომელიც
აუცილებელია კიდევ ერთი ერთეული პროდუქციის წარმოებისათვის (მაგალითად,
დამატებით ეrთი პაციენტის მკუrნალობაზე ან დამატებით ეrთ სამედიცინო
მომსახუrებაზე გაწეული ხაrჯები). rოდესაც n რაოდენობის მომსახურების
წარმოებისათვის საჭიროა ТСn ხარჯების გაწევა, ხოლო n+1 რაოდენობის
მომსახურების წაფტმოებისათვის, ხარჯები შეადგენს ТСn+1-ს, მაშინ ზღვრული
ხარჯები გამოითვლება ფორმულით:

ТСn+1 — ТСn.
ჩვენს მაგალითში ეrთ პაციენტზე საერთო დანახარჯები იზრდება 400-დან 500
ლარამდე. შესაბამისად, წარმოების ზღვრული დანახარჯები შეადგენს 100 ლარს (500
- 400); 5 პაციენტის მკურნალობაზე გვაქვს 80 ლარი (580-500), 15 პაციენტზე - 66 ლარი
(646-580) და ა. შ.
საშუალო და ზღვრული ხარჯები ერთმანეთისგან განსხვავდება იმ
გარემოებით, რომ საშუალო ხარჯები მოიცავს როგორც მუდმივ, ასევე ცვლად
ელემენტებს, ხოლო ზღვრული ხარჯები მოიცავს მხოლოდ იმ ელემენტებს,
რომლებიც წარმოიქმნება წარმოების გაზრდისას. როდესაც წარმოების ზრდისათვის
არ არის საჭირო საწარმოო სიმძლავრეების ზრდა, მაშინ ზღვრული ხარჯების დიდ
ნაწილს წარმოადგენს ცვლადი ხარჯები.
მაგალითად, როდესაც 10 დოზა მედიკამენტის წარმოების ღირებულება
შეადგენს 50 000 ლარს, ერთი დოზის საშუალო ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.
მაგრამ, როდესაც 9 დოზის წარმოების ღირებულება შეადგენს 49000 ლარს, ხოლო 10
დოზის – 50 000 ლარს, მაშინ ზღვრული ხარჯი შეადგენს 1000 ლარს.

10
ზღვრული ხარჯები გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზრდება ხარჯები
სამედიცინო დახმარების მოცულობის ერთი ერთეულით გაზრდის შემთხვევაში. იგი
დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების საწყის და გაფართოების შესაძლო
მოცულობაზე. ზღვრული ხარჯები შეიძლება იყოს საშუალო ხარჯებზე დიდი ან
მცირე. თუ სამედიცინო დახმარების მოცულობის გაზრდა არ არის დაკავშირებული
მუდმივი ხარჯების ნახტომისებურ ზრდასთან (მაგალითად ახალი სიმძლავრეების
დანერგვის შემთხვევაში), მაშინ ზღვრული ხარჯები საშუალოზე ქვევით აღმოჩნდება,
რადგანაც ისინი მხოლოდ ცვლად ხარჯებს შეიცავს, მაშინ როდესაც საშუალო
მაჩვენებელი მუდმივ ხარჯებსაც ითვალისწინებს.
ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ზღვრული ხაფტჯების განსაზღვრა, რადგანაც
ისინი გამოხატავს სამედიცინო დახმარების მოცულობის გაზრდის ან შემცირების
ღირებულებას. როდესაც მუდმივი ხარჯები მთლიანი ხარჯების დიდ ნაწილს
შეადგენს, ზღვრული ხარჯები შესაძლოა მცირე აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში
საშუალო ხარჯების განხილვამ შესაძლოა არამართებულ შედეგამდე მიგვიყვანოს.
საშუალო ხარჯების შეფასებით შესაძლებელია მივიღოთ გარდილი ან შემცრებული
მაჩვენებელი.

პირდაპირი (ძირითადი) და ზედნადები (არაპირდაპირი) ხარჯები

მკურნალობის ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით გამოყოფენ პირდაპირ


(ძირითად) და ზედნადებ (არაპირდაპირ) ხარჯებს. პირდაპირს (ძირითადი)
განეკუთვნება ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ სამედიცინო დახმარების
ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული და მათ გარეშე შეუძლებელია მისი
ჩატარება. ასეთ ხარჯებს განეკუთვნება მედიკამენტებზე და სხვა მასალებზე გაწეული
ხარჯები, პერსონალის ხელფასი, ელექტროენერგიის ხარჯები (რომელიც უშუალოდ
არის დაკავშირებული მოცემულ მომსახურებასთან) და სხვა.
ზედნადები (არაპირდაპირი) ხარჯები უშუალოდ არ არის
დაკავშირებული მოცემულ სამედიცინო დახმარებასთან, მაგრამ მათ გარეშე
შეუძლებელია სამედიცინო დაწესებულების მუშაობა. მათ განეკუთვნება
ადმინისრტაციული პერსონალის ხელფასი, საერთო პარაკლინიკური

11
ქვეგანყოფილებების (რენტგენოლოგირი კაბინეტი, საოპერაციო, კლინიკური
ლაბორატორია.) და დამხმარე ქვეგანყოფილებების შენახვის ხარჯები,
დაწესებულების დასუფთავება, საინფორმაციო სისტემები, დაცვა,
კავშირგაბმულობის ხარჯები და ა. შ. ზედნადებმა ხარჯებმა შესაძლებელია მთლიანი
ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინოს, ამიტომ სამედიცინო დახმარების
ღირებულების დადგენისას არშეიძლება მისი უგულებელყოფა.
ზედნადები ხარჯების ნორმა = ზედნადები ხარჯების ჯამი / ხარჯის
გამომწვევი მიზეზების რაოდენობა.
ასე მაგალითად, განვიხილოთ ასეთი შემთხვევა: წლიური ადმინისტრაციული
ხელფასები შეადგენს 100 000 ლარს. როდესაც წლიური მომსახურების საათები
შეადგენს 50 000, მაშინ ზედნადები ხარჯების ნორმა უდრის 2 ლარს/საათზე
(100000/50000=2).

ცხრილი 4 ზედნადები ხარჯები


განყოფილებები სამუშაო საათები ზედნადები ზედნადები ხარჯი
ხარჯები
ნორმალარი/საათზე
სამკურნალო 20 000 2 40 000
პარაკლინიკური 15 000 2 30 000
სამრეცხაო 5 000 2 10 000
სამნეო 10 000 2 20 000
სულ 50 000 2 100 000

როდესაც ზედნადებ (არაპირდაპირ) ხარჯები ერთი განყოფილების (სამკურნალო


განყ- ოფილება, პარაკლინიკური განყოფილება) შიგნით იწარმოება, მაშინ ამ ხარჯებს
მიაკუთვნებენ მომსახურების ცალკეულ სახეებს წინასწარ განსაზღვრული
მაჩვენებლების შესაბამისად. ამასთან, დანახარჯების სხვადასხვა სახეებისათვის
შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა მაჩვენებლები.

12
თემა 5 სამედიცინო დაწესებელებების ორგანიზაციულ
-სამართლებრივი ფორმები

სამედიცინო ორგანიზაციების ეკონომიკური ეფექტურობა, სამედიცინო


დახმარების ხარისხის დონე და მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ბევრად არის
დამოკიდებული მათ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებზე, აგრეთვე
სამეურნეო დამოუკიდებლობის და ამ ორგანიზაციების მიერ ამოცანების
განხორციელების პასუხისმგებლობის რაციონალურ თანაფარდობაზე.
სახელმწიფო განსაზღვრავს სამედიცინო ორგანიზაციის ფუნქციონირების
შესაძლო ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში
ზუსტად ერთნაირი აფტ არის. იგი ადგენს მათ ქონებრივ უფლებებს, დაფუძნების
ფორმებს.

ჯანდაცვის სახელმწიფო და კერძო სექტორები

ჩვეულებრივ, სახელმწიფო სექტორში იგულისხმება სამედიცინო დახმარების


ის სახეები, რომლებიც უფასოა, ხოლო კერძო სექტორად ფასიან ჯანდაცვას
გულისხმობენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო
და კერძო სექტორებს შორის გარკვეული შეთავსება, რომელიც მხოლოდ უფასო და
კერძო სამედიცინო დახმარებას შორის თანაფარდობას არ ახასიათებს.
ჯანდაცვის სახელმწიფო და კერძო სექტორების ფორმირება შეიძლება ორი
ნიშნის მიხედვით:
 დაფინანსების წყაროების მიხედვით;
 სამედიცინო ორგანიზაციების საკუთრების დომინირებული ფორმის
მიხედვით.
ყოველ ქვეყანაში ჩამოყალიბებულია სამედიცინო დახმარების დაფინანსების
განსაზღვრული სტრუქტურა:
 საზოგადოებრივი წყაროების მიხედვით;
 კერძო წყაროების მიხედვით.

13
მეორე მხრივ, სამედიცინო დახმარება შეიძლება ჩატარდეს საკუთრების
სხვადასხვა ფორმის სამედიცინო ორგანიზაციებში. შესაბამისად, შეიძლება
ვილაპარაკოთ სახელმწიფო და კერძო სექტორების გარკვეულ თანაფარდობაზე
როგორც დაფინანსების, ასევე სამედიცინო დახმარების გაწევის თვალსაზრისით.
ამასთან შესაძლებელია ასეთი თანაფარდობის სხვადასხვა ვარიანტები. ყველა
ვარიანტები მოცემულია ქვემოთ მოტანილ ცხრილში.

ცხრილი 5 სახელმწიფო და კერძო სექტორების თანაფარდობის ვარიანტები


დაფინანების და სამედიცინო დახმარების გაწევის თვალსაზრისით

სამედიცინო დახმარება სამედიცინო დახმარების დაფინანსება


სახელმწიფო კერძო
სახელმწიფო დიდი ბრიტანეთის თანაგადახდა, ფასიანი
სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება
სამსახური
კერძო კერძო პრაქტიკის ექიმის კერძო
მომსახურება დიდ სტომატოლოგიური
ბრიტანეთში კლინიკის მომსახურება,
კერძო დაზღვავა

მარტივი შეთანხმება – სახელმწიფო დაფინანსება და სამედიცინო დახმარების გაწევა


სახელმწიფო დაფინანსების სისტემაში წმინდა სახით მხოლოდ ყოფილ საბჭოთა
კავშირში არსებობდა, სადაც პრაქტიკულად ყველა სამედიცინო დაწესებულება
სახელმწიფო კუთვნილება იყო.
კერძო სამედიცინო დახმარების გაწევის და სამედიცინო დახმარების
სახელმწიფო დაფინანსების ურთიერთქმედების მაგალითს წარმოადგენს
ბფტიტანეთის კერძო პრაქტიკის ექიმები, რომლებიც ატარებენ უფასო სამედიცინო
დახმარებას და ამავე დროს სახელმწიფო მართვის ორგანოებთან აქვთ
ხელშეკრულება გაფორმებული. საქართველოში კერძო სამედიცინო დაწესებულებები
ხელშეკრულებას აფორმებენ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების
სააგენტოსთან სახელმწიფო პფტოგრამების განსახორციელებლად.

14
ზოგ ქვეყანაში მოქმედებს ჯანდაცვის სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო
სისტემები. ამ სისტემების ძირითად კლასიფიკაციურ ნიშნებს წარმოადგენს
საკუთფტების ფორმა (სახელმწიფო, მუნიციპალრტი, კერძო), აგრეთვე სამედიცინო
ორგანიზაციების ორგანიზაციულ-სამართლებფტივი ფორმები. სამედიცინო
ორგანიზაციის ჯანდაცვის ამა თუ იმ სისტემასთან მიკუთვნება განისაზღვრება მისი
საუწყებო დაქვემდებარებით და მასზე ჯანდაცვის მართვის შესაბამისი ორგანოს
მმართველობითი ზემოქმედებით. ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემა მოიცავს
ფედერალურ, სამხარეო და მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფ სამედიცინო
დაწესებულებებს.

სამედიცინო დაწესებულებების ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი


ფორმები

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების ძირითად ნიშნებს წარმოადგენენ:


 მოცემული სამეწარმეო გაერთიანების მონაწილეთა რიცხოვნება;
 გამოყენებული კაპიტალის მესაკუთრება;
 მოგებისა და ზარალის განაწილების წესი;
 ფირმის მართვის ფორმა;
 დაფინანსების წყაროები;
 ქონებრივი პასუხისმგებლობის საზღვრები.
სამეწარმეო საქმიანობას შეიძლება ეწეოდნენ როგორც ფიზიკური, ისე
იურიდიული პირები.
ფიზიკური პირია მოქალაქე, რომელიც იურიდიული პირის სტატუსის
მიიღებლად, ერთპიროვნულად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. სამეწარმეო
საქმიანობის უფლება ძალაში შედის ინდივიდუალურ მეწარმედ საჯარო რეესტრში
რეგისრტაციის მომენტიდან.
იურიდიული პირია ორგანიზაცია, ანუ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად
შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული გაერთიანება, რომელის თავისი
ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა
და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს

15
მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამგვარად, იურიდიული პირი წარმოადგენს
ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია:
 ჰქონდეს ქონება;
 ამ ქონებით პასუხი აგოს თავის ვალდებულებებზე;
 თავისი სახელით მიიღოს და განახორციელოს ქონებრივი და
არაქონებრივი უფლებები;
 იკისროს ვალდებულებები;
 აღძრას სარჩელი სასამართლოში;
 ხელი მოაწეროს კონრტაქტებს;
 ჰქონდეს დამოუკიდებელი ბალანსი ან ხარჯთაღრიცხვა.
იურიდიული პირი შეიძლება იყოს კორპორაციულად ორგანიზებული,
წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან
დამოუკიდებელი და მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას.
განასხვავებენ კერძო სამართლის იურიდიულ პირსა და საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას,
რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო უწყების მიერ და ფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აერთიანებთ უმთავრესი პრინციპი, ეს
არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რის საფუძველზეც იქმნება საერთოდ
იურიდიული პირი. კერძო სამრთლის იურიდიული პირების უფლება აქვს
განახოფტციელოს კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა.
საქართველოს მეწარმეთა კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის
იურიდიული პირებია: ინდივიდუალური მეწარმე, სააქციო საზოგადოება (ს.ს.),
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შ.პ.ს.), კომანდიტური
საზოგადოება, (კ.ს.), კოოპერატივი, კონცერნი, სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება (ს.პ.ს.).
ჯანდაცვის დაყოფა სახელმწიფო და კერძო სექტორებად დაფუძნებულია
სამედიცინო ორგანიზაციის ქონებრივი საკუთრების უფლებაზე. მაგრამ თითოეული
სექტორის შიგნით შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი

16
ფორმები. ისინი ორ კატეგორიად იყოფა: კომერციული და არაკომერციული
ორგანიზაციები.
კომერციული ორგანიზაცია წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც
შექმნილია სამეწარმეო საქმიანობისათვის. ასეთი ორგანიზაციის მუშაობის ძირითად
მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება.
არაკომერციული ორგანიზაცია წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომლის
მუშაობის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს მოგების მიღება და არ ახდენს მაღებული
მოგების განაწილებას შორის განაწილებას.
სამედიცინო რტგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ ჯანდაცვის სახელმწიფო
ან კერძო სისტემებში, შეიძლება იყვნენ როგორც კომერციული, ასევე
არაკომერციული ორგანიზაციები. მაგალითად, კერძო სამედიცინო ორგანიზაციას
შეიძლება ჰქონდეს არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსი.

ინდივიდუალური კერძო (ერთპიროვნული) საწარმო

ინდივიდუალური საწარმო ბიზნესის ყველაზე გავრცელებულ ფორმას


წარმოადგენს მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებული საბაზრო
ეკონომიკის ქვეყნებში. ა.შ.შ.-ში ინ- დივიდუალურ საკუთრებაშია 11,9 მლნ საწარმო
(საწარმოთა საერთო რიცხოვნობის 70 %).
ინდივიდუალური საწარმო წარმოადგენს კერძო მეწარმეობის ყველაზე მარტივ
და ყველაზე ძველ ტიპს. საწარმოს ყველა საშუალებებს (ფონდებს) ფლობს ერთი
მესაკურტე, მას რჩება მთელი შემოსავალი (ხარჯების დაფარვის და გადასახადების
გადახდის შემდეგ), ამიტომ ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა რისკს თავად სწევს,
დამოუკიდებლად წყვეტს საკითხს, თუ რა, როგორ და ვისთვის აწარმოოს.
ინდივიდუალუფტი მეწარმე არ არის იურიდიული პირი. მისი ქონება
განუყოფელია მეწარმის პირადი ქონებისგან, ერთპიროვნულად განაგებს მიღებულ
შემოსავლებს, აკისრია შეუზღუდავი მატერიალური პასუხისმგებლობა სხვა
საწარმოთა (ორგანიზაციების) მიმართ და პასუხს აგებს ვალდებულებებზე მთელი
თავისი (როგორც სამეწარმეო, ასევე პირადი) ქონებით. ეს იმას ნიშნავს, რომ
გაკოტრების შემთხვევაში მეწარმე დაკარგავს არა მარტო საქმეში ჩადებულ ქონებას,

17
არამედ (თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა) პირად ქონებასაც კი – სახლს, მანქანას და
სხვ.
ინდივიდიალურ მეწარმეობას გააჩნია შემდეგი დადებითი მხარეები:
 მისი ორგანიზება (დაარსება) ადვილია. ამისათვის არაა საჭირო
წესდების (დებულების) ან სხვა იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება;
 რამდენადაც მთელი საწარმოს საქმიანობაზე კონტროლი თავმორილია ერთი
ადამიანის ხელში და მფლობელი თავადაა თავისი თავის უფროსი,
გამოირჩევა თავისუფლებით, დამოუკიდებლობით და მოქმედების
ოპერატიულობით. მას შეუძლია დამოუკიდებლად, პარტნიოფტებთან
შეთანხმების გარეშე მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება;
 რამდენადაც მთელი შემოსავალი (მოგება) ინდივიდუალური მეწარმის
საკუთრებაა, იგი მაქსიმალურად დაინტერესებულია წარმოების მაღალი
ეფექტიანობით, გადაწყვეტილებათა მიღებაში იჩენს დიდ სიფრთხილეს და
გულმოდგინეთ ახორციელებს თვითკონტროლს. ცდილობს შესაძლებლობის
ფარგლებში საქმიანი ოპერაციების მაქსიმალურად გაფართოებას;
 ვიდრე მესაკუთრე რეგულარულად და გამართულად იხდის ანგარიშგების
მიხედვით, იგი უფლებას ინარჩუნებს ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს თავისი
სამეწარმეო საქმიანობა;
 ერთპიროვნული მფლობელობა ფირმის საიდუმლოებათა დაცვის საუკეთესო
გარანტიას წარმოადგენს;
 ხასიათდება დაბალი საორგანიზაციო ხარჯებით;
 წარმოადგენს მოქნილს და მობილურ ფორმას, რადგან ბაზრის კონიუნქტურის
გათვალისწინებით შეუძლია სწრაფად შეცვალოს მოქმედების
მიმართულებები;
 სარგებლობს სპეციალური შეღავათებით, არ იხდის სპეციალურ
გადასახადებს, რომელიც დაწესებულია მსხვილი საწარმოსათვის. იგი იხდის
მხოლოდ ერთ გადასახადს და ამდენად სახელმწიფო ხაზინაში შეაქვს მოგების
მცირე ნაწილი;
 პირად კონტაქტებს ამყარბს მომხმარებლებთან და უკეთ აკმაყოფილებს მათ
სპეციფიკურ მოთხოვნებს არამასობრივი ნაწარმით.

18
უარყოფითი მხარეები:
 ინდივიდუალური მეწარმე ვერ ახერხებს დიდი მოცულობის კაპიტალის
მოზიდვას. წარმოების გაზრდა შეზღუდულია მეპარტონის პირადი
სახსრებით და იმ სესხებით, რომელიც მას შეუძლია ბანკიდან გამოტანოს,
ამიტომ მეპატრონეს არ შეუძლია ბიზნეს საქმიანობის სერიოზული
გაფრთოება, მისი მასშტაბი რამდენადმე შეზღუდულია;
 მაღალი რისკი. შეუზღუდავი ქონებრივი პასუხისმგებლობის გამო, დიდი
ზარალის დაფარვამ ან ვალის გადახდის საჭიროებამ შეიძლება დააკარგვინოს
არამარტო საქმეში ჩადებული ქონება, არამედ მთელი თავისი პირადი
ქონებაც;
 მენეჯერული პროფესიონალიზმის უკმარისობა. ინდივიდუალური მეწარმე
თვითონ უძღვება წარმოების მთელ პროცესს, ამიტომ უჭირს მისი ყველა
ფუნქციის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულება;
 ინდივიდუალური მეწარმეობა ნაკლებ ხანგრძლივმოქმედია ვიდრე ბიზნესის
გაძღოლი სხვა ფორმები. იურიდიულად იგი თავის არსებობას წყვეტს
მფლობელის დაინვალიდების ან გარდაცვალების შემთხვევაში. ზოგჯერ
საქმეს ვერ შველის თვით მემკვიდრის ჩანაცვლება.

ამხანაგობა (პარტნიორობა)

ამხანაგობა წარმოადგენს ბიზნესის ორგანიზაციის კოლექტიურ ფორმას,


რომლის შექმნისათვის ორი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი დებს
ხელშეკრულებას ორგანიზაციის ერთობლივ მფლობელობაზე. ისინი
აერთიანებენ თავიანთ კერძო კაპიტალს (საკუთარს ან ნასესხებს),
ვალდებულებას იღებენ ორგანიზაციის ვალების გასტუმრებაზე და
თანხმდებიან მოგების განაწილებაზე.
მოქმედი დებულების თანახმად საქართველოში არსებობს სრული
მეურნეობრივი ამხანაგობები და შერეული (კომანდიტური) მეურნეობრივი
ამხანაგობები.
სრული მეურნეობრივი ამხანაგობა

19
სრული მეურნეობრივი ამხანაგობა ყალიბდება მაშინ, როდესაც ფიზიკური და
იურიდიული პირები რაიმე ერთობლივი მეურნეობრივი საქმიანობისათვის
თანხმდებიან საწარმოს შექმნაზე. ამხანაგობის შექმნისა და საქმიანობის საფუძველია
ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც იდება ამხანაგობის
წევრებს შორის. რეგისტრაციის დროს წარადგენს მხოლოდ სადამფუძნებლო
ხელშეკრულებას.
სრული ამხანაგობა არის საწარმო და აქვს საწარმოსათვის დამახასიათებელი
ყველა უფლება. მართალია მისი წევრების ქონება ერთიანდება, მაგრამ ეს არ არის
იურიდიული პირის ქონება. ეს არის ამხანაგობის ერთობლივი ქონება, რომელშიც
განსაზღვრულია მისი თითოეული წევრის წილი. ამგვარად სრული ამხანაგობა არ
წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს. იურიდიულ პასუხისმგებლობას
ატარებს თითოეული პარტნიორი ცალ-ცალკე, მარტამ არა ორგანიზაცია მთლიანად.
პარტნიორებს სრულ ამხანაგობაში აკისრიათ შეუზღუდავი მატერიალური
პასუხისმგებლობა. გაკორტების შემთხვევაში ვალების დასაფარავად მონაწილეები
პასუხს აგებენ არამარტო ამხანაგობის ერთობლივი ქონებით, არამედ, მისი
უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება გაიყიდოს მათი პირადი ქონებაც
(თითოეულის მიერ შეტანილი კაპიტალის პროპორციულად).
ამასთან, პარტნიოფტების პასუხისმგებლობა ვალებზე, როგორც წესი, არის
“სოლიდარული”. ეს იმას ნიშ-ნავს, რომ თუ ქონებრივი სარჩელი, რომელიც
წაყენებულია ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის მიმართ არ კმაყოფილდება მისი წილი
ქონებიდან, მაშინ იგი გადანაწილდება დანარჩენ პარტნიორებზეც. ამხანაგობაში მის
წევრთა შენატანი შეიძლება იყოს როგორც ფულადი და მატერიალური, ასევე
ინტელექტუალური ფორმით. მატერიალური და ინტელექტუალური შენატანები
უნდა შეფასდეს ამხანაგობის თანხმიბით, გამოიხატოს ფულში და დაფიქსირდეს
ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით.
ამხანაგობის დადებით მხარეებს წარმოადგენენ:
 დაფუძნების მარტივი პროცედურა, ჩვეულებრივ, პარტნიორებს შორის
მხოლოდ წერილობით ხელშეკრულება იდება;
 მისი წევრებიც თავიანთი შემოსავლებიდან იხდიან ერთი სახის
გადასახადს;

20
 დიდი მოქნილობა, რაც “ურთიერთშემავსებელი ტალანტების”
შეერთებით მიიღება;
ამხანაგობის უარყოფით მხარეებს წარმოადგენენ:
 მაღალი რისკი, რამდენადაც მის წევრებზეც ვრცელდება შეუზღუდავი
პასუხისმგებლობის პრინციპი. ამასთან ამხანაგობის ფინანსური
შესაძლებლობები არც თუ ისე დიდია და ამ მხრივ მნიშვნელოვნად
ჩამორჩება სააქციო კომპანიების კაპიტალს;
 ორგანიზაციის მართვაში “ტალანტების შეერთებას” შეუძლია
პარტნიორთა შორის სერიოზული უთანხმოება გამოიწვიოს, რასაც
შედეგად მოჰყვება ნაკლები ოპერატიულობა გადაწყვეტილებების
მიღებაში;

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ინდივიდუალური საწარმოს შემდეგ, შეზღუდული პასუხისმგებლობის


საზოგადოება (შპს) არის ყველაზე გავრცელებული ფორმა მსოფლიოში.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის
პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი
ქონებით. საზოგადოების პარტნიორი არ არის პასუხისმგებელი საზოგადოების
ვალდებულებებზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთი
საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პისსაც.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წევრების შენატანებისგან
წარმოქმნილი საწესდებო კაპიტალი არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული
თანხის ოდენობაზე ნაკლები. ფირმის ვალებზე თითოეული წევრის
პასუხისმგებლობა შემოფარგლულია მათ მიერ შეტანილი პაის ოდენობით. იგი არის
იურიდიული პირი და ვალებზე პასუხს აგებს იმ ქონებით, რომელიც მის აქტივშია.
საზოგადოების ქონებიდან თითოეულ მონაწილეს ეკუთვნის გაფრვეული წილი,
რომლის დასტურად ღებულობს მოწმობას ან სერთიფიკატს. მისი გაყიდვა არ
შეიძლება, ვინაიდან იგი არ არის ფასიანი ქაღალდი.

21
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ჰყავს მოწილეები და ზოგ
შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო. ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპული
მნიშვნელობის საკითხები წყდება უმაღლეს ორგანოში – წევრთა საერთო კრებაზე,
რომელიც მიმდინარე ხელმძღვანელობის განსახორციელებლად ქმნის
აღმასრულებელ ორგანოს. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს კოლეგიალური ან
ერთპიროვნული, მაგრამ საერთო კრებისადმი აუცილებლად დაქვემდებაფტებული.

სააქციო საზოგადოება

სააქციო საზოგადოება იქმნება ნებაყოფლობით გაერთიანებულ ფიზიკურ და


იურიდიულ პირთა მიერ და წარმოადგენს მათ საკუთრებას, ფლობს რა თითოეული
მათგანი საერთო კაპიტალის ნაწილს აქციების სახით. ასეთი საზოგადოების
თანამესაკრენი იწოდებიან აქციონერებად. საწარმოს მოგების ნაწილს ისინი
ღებულობენ დივიდენდების სახით. აქციონერული საზოგადოების ქონება
აქციონერთა საკუთრებაა, მაგრამ იგი განსხვავდება როგორც კერძო, ისე
კოლექტიური საკუთრებისაგან, თუმცა ამავე დროს ორივე მათგანის ნიშნების
მატარებელიცაა. იგი ინდივიდუალურ კერძო საკუთრებას ემსგავსება იმით, რომ
თითოეული აქციონერის კერძო საკუთრება განისაზღვრება მის ხელში არსებული
აქციების რაოდენობით, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ გამოიყენება სხვა
თანამონაწილე აქციონერთა საკუთრებისაგან გაუმიჯნავად, ერთობლივად.
კოლექტიური საკუთრების მსგავსად აქციონერული საზოგადოების ქონება
გამოიყენება ჯგუფურად, აქციონეფტთა საერთო ინტერესების შესაბამისად, მაგრამ
მთავარი განსხვავება ისაა, რომ თითოეულმა აქციონერმა ზუსტად იცის თავისი წილი
ფირმის ერთობლივ საკუთრებაში. ამხანაგობაზე (კოლექტიურობაზე) დაფუძნებულ
ფირმებში კი თანამონაწილეთა წილი, როგორც წესი, განუსაზღვრელია და ქონება მის
ყველა წევრს თანაბრად ეკუთვნის.
როგორც მეანაბრებისაგან თავისუფალ იურიდიულ პირს, სააქციო
საზოგადოებას გააჩნია რიგი უფლებები და მოვალეობები. მაგ., მას შეუძლია
ვალად აიღოს და მიიღოს კრედიტი, სასამართლოში წარადგინოს სარჩელი და
გამოვიდეს როგორც მოპასუხე, დადოს ხელშეკრულება და იხადოს გადასახადი.

22
სახელდობრ, თვით სააქციო საზოგადოება, როგორც იურიდიული პირი (და არა მისი
მფლობელები) არის პასუხისმგებელი საწარმოს ვალებზე.
აქციონერული საზოგადოების სახელწოდება აქციებიდან წარმოდგება. აქცია
არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც მის მფლობელს (აქციონერს) აქციონერული
საზოგადოების შემოსავლის განსაზღვრული ნაწილის (დივიდენდის) მიღებისა და,
როგორც წესი, ამ საწარმოს მმართველო-ბით საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას
აძლევს.
აქციის მყიდველი გადახდილი ფულის სანაცვლოდ ხდება კომპანიის
სრულუფლებიანი მესაკუთრე ანუ მონაწილეობს მის მართვასა და გამგეობაში. აქცია
შეიძლება იყოს სახელობითი და წარმომდგენზე (ინგლ. Shares bearer), შემოსავლის
ოდენობის მიხედვით კი – ჩვეულებრივი (ინგლ. Common stock) და პრივილეგიური
(ინგლ. Prefer stock). სახელობით აქციებზე აღინიშნება მფლობელის მონაცემები,
ხოლო თვით მფლობელის რეგისტრირება ხდება აქციონერული საზოგადოების
საბუთებში. ასეთი აქციების გასხვისება უნდა შეთანხმდეს აქციონერულ
საზოგადოებასთან, რომლის შემდეგ იგი გადაფორმდება ახალ მფლობელზე.
უსახელო აქციები ანონიმურ ხასიათს ატარებს.
ჩვეულებფტივ აქციას პრივილეგიურთან შედარებით ის უპირატესობა აქვს,
რომ მისი მფლობელი იღებს დივიდენდს, რომელიც დამოკიდებულია სააქციო
საზოგადოების მოგების სიდიდეზე და მატულობს მისი ზრდის პროპორციულად.
ჩვეულებრივი აქციის მფლობელს აქვს აქციონეფრლი საზოგადოების საერთო
კრებაზე ხმის უფლება, რომლის საფუძველზე მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ
საზოგადოების მართვაში. აქვე აღსანიშნავია, რომ აქციების ბევრი წვრილი
მფლობელის ხელში გაფანტვისას ფირმას რეალურად მართავენ ისინი, ვის ხელშიცაა
აქციების საკონტროლო პაკეტი – აქციების მოცულობა, რომელიც უზრუნველყოფს
ხმების გადამწყვეტ რაოდენობას აქციონერული საზოგადოების მართვაში.
თეორიულად ესაა – აქციების 50 % + 1. პრაქტიკულად კი იგი შეიძლება გაცილებით
ნაკლები იყოს, ვთქვათ, 20-30 %, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა მონაწილეთა
აქციების წილი ამაზე ნაკლებია.
ცალკეული აქციონერული საზოგადოებები, ჩვეულებრივთან ერთად, უშვებენ
პრივილეგირებულ აქციებს. დაფუძნებისას აქციონერული საზოგადოების წესდებაში

23
აღინიშნება თუ როგორი თანაფარდობა უნდა იყოს დაცული ჩვეულებრივი და
პრივილეგირებული აქციების ოდენობას შორის. პრივილეგირებული აქციების
თავისებურებაა ის, რომ დივიდენდი, რომელსაც ღებულობენ მათი მფლობელები არ
არის დამოკიდებული სააქციო საზოგადოების მოგების სიდიდეზე და ფიქსირებულ
ხასიათს ატარებს, ე.ი. მისი ოდენობა წინასწარ განსაზღვრული და მუდმივია.
სანაცვლოდ დივიდენდს პირველ რიგში აძლევენ პრივილეგირებული აქციის
მფლობელებს. ჩვეულებრივი აქციების მფლობელებმა გაუთვალისწინებელ საგანგებო
ვითარებათა გამო, ან აქციონერული საზოგადოების საერთო კრების
გადაწყვეტილებით შესაძლებელია დივიდენდი საერთოდ ვერ მიიღოს.
პრივილეგირებული აქციების მფლობელების მიმართ ასეთირამ გამორიცხულია –
მათ სტაბილურად უნდა მიიღონ დივიდენდი, წინასწარ დადგენილი განაკვეთის
მიხედვით. სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მათ უბრუნდებათ
დაბანდებული სახსრები (კაპიტალი).
აქციებს აქვს ნომინალური ღირებულება (აქციაზე აღნიშნული თანხა) და ფასი
ანუ კურსი, რომლითაც იყიდება საფონდო ბირჟაზე. აქციის კურსი დივიდენდის
ზომის პირდაპიფტპროპორციული და სესხზე სარგებლის დონის
უკუპროპორციულია.
სააქციო საზოგადოება შეიძლება იყოს ღია და დახურული ტიპის. ღია ტიპის
საზოგადოებას შეუძლია განაგოს შეუზღუდავი საშუალებანი, მაგრამ ამავდროულად
იგი ვალდებულია გასცეს საკმარისად ამომწურავი ინფორმაცია საკუთარ ფინანსურ
მდგომარეობაზე. ღია აქციონერული საზოგადოების წევრებს სხვა აქციონერებთან
შეთანხმების გარეშე შეუძლიათ თავიანთი კუთვნილი აქციების გასხვისება.
მწვავე კონკურენციის პირობებში ბევრი საწარმო ფაქტების გახმაურებას თავს
არიდებს, ამიტომ რიგი კომპანიებისა უპირატესობას ანიჭებს დახურული ტიპის
სააქციო საზოგადოებად დაფუძნებას, რომლის საწარმოო ფონდები არ უნდა
აღემატებოდეს განსაზღვრულ სიდიდეს, მაგრამ ეძლევა უფლება არ გაამჟღავნოს
თავისი ფინანსური მდგომარეობა. დახურულ საზოგადოებაში აქციები ვრცელდება
დამფუძნებელ ან წინასწარ განსაზღვრული წრის პირთა (მაგ., მოცემული საწარმოს
მუშაკთა) შორის.

24
მსხვილი აქციონერული საზოგადოებების მართვა რთულია, ამიტომ
აქციონერები ირჩევენ დირექტორთა საბჭოს. დირექტორთა საბჭო ნიშნავს
პრეზიდენტს და თანამდებობათა პირებს ორგანიზაციის მართვის
უზრუნველსაყოფად. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს განვითარების ფონდის
გამოყოფაზე, ზრდის მიმართულებაზე, დივიდენდის ოდენობაზე და ა.შ.
დადებითი მხარეები:
 აქციონერები პასუხს არ აგებენ საწარმოს ვალებზე მთელი თავიანთი ქონებით.
გაკოტრების შემთხვევაში ისინი დაკარგავენ მხოლოდ იმ თანხას, რაც მათ
აქციების შეძენაზე დაეხარჯათ. ეს იმას ნიშნავს რომ აქციონერებს
შეზღუდული პასუხისმგებლობა გააჩიათ;
 ოპერაციების ჩატარების სიმარტივე, რომელიც დაკავშირებულია აქციების
თავისუფალ ყიდვა-გაყიდვასთან. სააქციო საზოგადოებაში ქონებრივი
მონაწილის უფლების მოპოვება შესაძლებელია აქციის ყიდვა-გაყიდვის გზით,
რაც მარტივ პროცედურას წარმოადგენს. ასეთი ოპერაციები ყოველდღიურად
წარმოებს სპეციალურად ორგანიზებულ ბაზარზე, რომელსაც საფონდო ბირჟა
ეწოდება;
 პროფესიონალური მართვა, რომელიც ხოციელდება მენეჯერთა მეშვეობით;
 იგი წარმოადგენს დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ეფექტურ ფორმას.
ყიდის რა აქციებს თავისუფლად და აქციონერებს ანიჭებს შეზღუდული
პასუხისმგებლობის უფლებას, სააქციო საზოგადოებას ამით შეუძლია
მოიზიდოს უამრავი მეწარმე.
 ფინანსური რესურსების მოზიდვა წარმოების ფართო მასშტაბებს
განაპირობებს, რაც თავის მხრივ, პროდუქციის შედარებით სიიაფეს და მაღალ
რენტაბელობას იწვევს;
 საზოგადოებრივი აღიარება და ნდობა პროდუქციის ხარისხზე;
 არსებობის შეუზღუდველობა. აქციონერის გარდაცვალებისას მისი აქციები
გადადის მემკვიდრის ხელში, რაც გავლენას არ ახდენს კომპანიის
მდგომარეობაზე, ამიტომ სააქციო საზოგადოება უფრო ხანგრძლივმოქმედია.
ამასთან სამეურნეო უფლების თვალსაზრისით, საერთოდ არ გააჩნია ზღვარი

25
მისი არსებობის ხანგრძლივობას, მფლობელობის გადაცემა ადვილად ხდება
აქციების გაყიდვის გზით;
უარყოფითი მხარეები:

 დაფუძნება რთულ და შრომატევად საქმეს წარმოადგენს, რამდენადაც იგი


დაკავშირებულია მთელ რიგ სპეციალურ, ნოტარიულად დამოწმებული
დოკუმენტების გაფორმებასთან, რაც შესაბამისად ზრდის ხარჯებს
(იურიდიული მომსახურების სოლიდური ხარჯები);
 ფირმის ბიზნეს-საქმიანობაზე მკაცრი კონტროლი;
 მმართველობის ფართომაშტაბურობა და მოქმედების დაბალი
ოპერატიულობა;
 საქმიანობის მონოპოლიზაციისკენ მიდრეკილება;
 ბიზნესის სხვა ფოფრმებისაგან განსხვავებით სააქციო საზოგადოება
წარმოადგენს ორმაგი დაბეგვრის ობიექტს. ჯერ ერთი როგორც
დამოუკიდებელი იურიდიული პირი, სააქციო საზოგადოება იხდის კომპანიის
მოგების გადასახადს. მეორე მხრივ, საწარმოს მოგების ნაწილი,რომელიც
დივიდენდის სახით უნდა განაწილდეს აქციონერებს შორის, გადასახადით
იბეგრება კიდევ ერთხელ, უკვე როგორც მოქალაქეთა პირადი შემოსავლები. ეს
იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, სააქციო საზოგადოების ნაწილი მიდის
სახელმწიფო ხაზინაში. ორმაგი დაბეგვრის გამო მცირე ზომის
საწარმოებისთვის მეწარმეობის აქციონერული ფორმა ნაკლებ მიმზიდველს
წარმოადგენს.
 გადაწყვეტილების მისაღებად სააქციო საზოგადოებაში საჭირო ხდება უამრავი
შეთანხმება, დამტკიცებები და ა.შ. არცთუ იშვიათად, კონფლიქტი აღიძვრება
ხოლმე რიგითი მესაკუთრე- აქციონერებისა და მმართველების ინტერესთა
შეუსაბამობის გამო.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანია, სადაც 60-ზე მეტი
პარტნიორია, უნდა ჩამოყალიბდეს სააქციო საზოგადოებად. სააქციო საზოგადოების
საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მციფტე 15000 ლარს.
პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

26
1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად სამედიცინო
დაწესებულებების სამართლებრივი სტატუსი ძირითადად არის სააქციო
საზოგადოება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ასეთი
ორგანიზაციების მფლობელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა
მართვის სააგენტო და ზოგ შემთხვევაში მერია. მფლობელობა გამოიხატება
ტექნიკრტი ნაწილის, კერძოდ შენობა-ნაგებობების ფლობაში. მართვა მთლიანად
მენეჯერთა კომპეტენციას წარმოადგენს. პოლიკლინიკების, ამბულატოფტიების,
საავადმყოფოების და სხვა სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები ვალდებული
არიან, ჩაერთონ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, გაანაწილონ ფინანსები
და გამოვიდნენ წარმომადგენლებად საზოგადოების წინაშე.

თემა 6 სამედიცინო ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის


შეფასების მაჩვენებლები

ეკონომიკური მაჩვენებელი შეიძლება იყოს რაოდენობრივი ან


ღირებულებითი.
რაოდენობრივი მაჩვენებლები ეკონომიკურ მოვლენებს ზომავენ ნატურალურ
ერთეულებში. მაგალითად: ცალებში, კილოგრამებში, საათებში და ა.შ.

ღირებულებითი მაჩვენებლები ამა თუ იმ ეკონომიკურ მოვლენებს ფულად-


ღირებულებით ფორმაში ახასიათებენ. ღირებულებითი მაჩვენებლები საშუალებას

27
იძლევა განზოგადებული სახით შესწავლილ იქნეს, როგორც მთლიანად
ორგანიზაციის, ისე ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების ტენდენციები.
როგორც რაოდენობრივი, ისე ღირებულებითი ეკონომიკური მაჩვენებლები თავის
მხრივ შეიძლება იყონ აბსოლუტური ან ფარდობითი სახის.
აბსოლუტური მაჩვენებლები ეკონომიკურ მოვლენებსა და მათ შედეგებს
რაოდენობრიობაში ანუ მოცულობაში ახასიათებენ. მაგალითად, წლის განმავლობაში
საწარმოში დაიხარჯა 40 ათასი ტონა ნედლეული, გამოშვებულია 80 ათასი ლარის
მზა პროდუქცია, მიღებულია 20 ათასი ლარი მოგება, ძირითად საშუალებებში
ავანსირებულია 50 ათასი ლარი და ა.შ.
ფარდობითი მაჩვენებლები ასახავენ რაიმე სახის რესურსის გამოყენების
დონეს. იგი მიიღება რომელიმე აბსოლუტური მაჩვენებლების შეფარდებით.
მაგალითად, ნედლეულის ხარჯვის დონე პროდუქტის ერთეულზე (დახარჯული
მასალების რაოდენობა შეფარდებული გამოშვებული პროდუქციის რაოდენობასთან),
ფონდუკუგება (გამოშვებული პროდუქციის მოცულობა შეფარდებული ძირითადი
საშუალებების ღირებულებასთან), მოგების ნორმა (მოგება შეფარდებული
შემოსავალთან) და ა.შ.
განზოგადების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ზოგად ანუ სინთეზურ და
კერძო ანუ ანალიზურ მაჩვენებლებს.
ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლები მთელი ორგანიზაციის მასშტაბით
ახასიათებენ მისი საქმიანობის ამა თუ იმ შედეგს. მაგალითად, მოგება შეფარდებული
მატერიალური აქტივების ჯამთან, არის მომგებიანობის საერთო ანუ ზოგადი
მაჩვენებელი. ამასთან ერთად შეიძლება გამოთვლილი იქნეს მომგებიანობის
უამრავი კერძო მაჩვენებელი: მოგება შეფარდებული გრძელვადიან აქტივებთან, ან
ძირითად საშუალებებთან, ან დანახარჯებთან და ასე შემდეგ. ამრიგად, კერძო
მაჩვენებლები დეტალიზაციის ნებისმიერ დონეზე შეიძლება გამოითვალოს.
სამედიცინო დაწესებელებების ეკონომიკური საქმიანობის შეფასების ერთ
-ერთი მნიშვნელოვანია სამედიცინო ბიზნესის საქმიანი აქტივობის და
მომგებიანობის შეფასების მაჩვენებლები – ისინი ახასიათებენ გამოყენებული
რესურსების ეფექტიანობის დონეს.

28
სამედიცინო ბიზნესის საქმიანი აქტივობის შეფასების მაჩვენებლები იყოფა ორ
ჯგუფად: აბსოლიტურ და ფარდობით მაჩვენებლებად.

ა) აბსოლუტური მაჩვენებლებია:

მოგება დაგეგვრამდე = შემოსავალს – ხარჯები

წმინდა მოგება = მოგება დაბეგვრამდე – მოგების გადასახადი

გაუნაწილებელი მოგება = წმინდა მოგებას – გასაცემი დივიდენდები –


რეზერვები

ზღვრული მოგება = შემოსავლებს – ცვლადი ხარჯები

ბ) ფარდობითი მაჩვენებლები

საბრუნავი სახსრების ბრუნვის ხანგრძლიობა დღეებში = მიმდინარე აქტივები X 356


დღე / შემოსავლები რეალიზაციიდან

საბრუნავი სახსრების ბრუნვის რიცხვი = შემოსავალი რეალიზაციიდაბ/მიმდინარე


აქტივები

სამედიცინო დაწესებულებეის მომგებიანობის მაჩვენებლებს განეკუთვნება:

29
1) მოგების ნორმა (მარჟა)= მოგება რეალიზაციიდანX100%/ამონაგები
რეალიზაციიდან
2) სამედ. მომსახურების რენტაბელობა= მოგება დაბეგვრამდეX100% /ამონაგები
რეალიზაციიდან
3) საკუთარი კაპიტალის მომგებიანობა= წმინდა მოგება X100%/საკუთარი
კაპიტალი

გამოყენებული ლიტერატურა

1. ო.გერზმავა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი. თბ. 2016


2. ი. ჭილაძე, ფინანსური ანალიზი თბ. 2011
3. თ. ვერულავა, ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა თბ. 2009
4. კ. ჯაყელი, გ. ხაჭაპურიძე ჯანმრთელობის დაცვის ეკონომიკის განვითარების
მნიშვნელოვანი მიმართულებები მსოფლიო გამოცდილების
გათვალისწინებით. თბ. 2003
5. World Health Organization, The World Health Report 2013. Health systems:
improving performance,Geneva: World Health Organization. 2014
6. Pritchard P. Manual of primary health care. Its nature and organization Oxford
medical Publications, Oxford. 2004

30

You might also like