You are on page 1of 6

1.

სწორია თუ მცადრია დებულება:

• ნებისმიერი წარმოების ფაქტორის ზღვრული პროდუქცტი დამოკიდებულია


გამოყენებული ფაქტორების რაოდენობაზე : (სწორია) (მცდარია
• თუ შრომის ზღვრული პროდუქტის ღირებულება აჭარბებს ხელფასს, მაშინ
დამატებითი მუშის დაქირავება გაზრდის ფირმის მთლიან დანახარჯებს: (სწორია)
(მცდარია)
• ზღვრული პროდუქტის ღირებულების მრუდის უარყოფითი დახრილობა ადვილად
აიხსნება იმით, რომ ზღვრული პროდუქტი კლებადია: (სწორია) (მცდარია)

2. ამოცანა
• მოცემული ცხრილი გვიჩვენებს სამკერვალო ფაბრიკის მიერ წარმოებული შარვლების
რაოდენობას, რომელიც შეიძლება შეკერილ იქნეს თვის მანძილზე მკერავების
სხვადასხვა რაოდენობის დასაქმების დროს. შარვლის ფასი სრულყოფილად
კონკურენტულ ბაზარზე არის 20 ლარი. რამდენი მკერავი უნდა დაიქირაოს ფაბრიკამ,
თუ ყოველთვიური ხელფასი 1000 ლარია?

მკერავების რაოდენობა შარვლების რაოდენობა (თვეში)

0 0

1 60

2 160

3 240

4 280

5 300

3. ამოცანა

როგორც ცნობილია, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ვირუსულ


დაავადებათა რიცხვი იზრდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს
უფრო ხშირად მოიხმარონ ის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით
ვიტამინებს შეიცავენ, განსაკუთრებით კი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ლიმონი,
ფორთოხალი და ასკილის ჩაი. ჯანდაცვის სამინისტროს ეს პოლიტიკა
ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებისკენაა მიმართული

ა)როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენა იმ პროდუქტების ბაზარზე,


რომელსაც ჯანდავის სამინისტრო უწევს რეკომენდაციას? დახაზეთ შესაბამისი გრაფიკები
და განსაზღვრეთ საბაზრო წონასწორობა.

ბ)როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ამ პროდუქტების გამყიდველთა ზღვრულ


პროდუქტსა და ზღვრული პროდუქტის ღირებულებაზე?

გ)როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ციტრუსის მკრეფავთა მოთხოვნაზე და მათ


წონასწორულ ხელფასზე?

4. ამოცანა

დავუშვათ თქვენ პატარა საცხობის მფლობელი ხართ, რომელიც ნამცხვრებს აცხობს.


თქვენს საცხობში 7 მცხობელია დასაქმებული. თითოეულ მათგანს საათში 6 ლარს
უხდით, ხოლო თქვენი ნამცხვრის ფასი 3 ლარია. თუ თქვენი მიზანი მაქსიმალური
მოგების მიღებაა, როგორია თქვენს მიერ დაქირავებული მშრომელის ზღვრული
პროდუქტის ღირებულება? როგორია თქვნს მიერ დაქირავებული მშრომელის
ზღვრული პროდუქტი?

5. ამოცანა

განათლების სამინისტრომ ყველა პირველი კლასის მოსწავლისთვის


პერსონალური კომპიუტერების ჩუქება გადაწყვიტა. რა გავლენას მოახდენს ეს
მოვლენა კომპიუტერულ ფირმებსა და მაღაზიებში დასაქმებული ადამიანების
ხელფასზე? დახაზეთ შესაბამისი გრაფიკი

You might also like