You are on page 1of 26

ცხოვრების ღირებულების გამოთვლა

ლექცია 2; 01.03.23
This Photo by Unknown Author is licensed under CC BY-SA

ცხოვრების ღირებულება - ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნების მიზნით აუცილებელი


საქონლისა და მომსახურების შეძენისთვის საჭირო ფულის რაოდენობას

ეკონომიკაში, დროის გარკვეულ მონაკვეთში, საქონლისა და მომსახურების ფასების


დაფიქსირება იძლევა ფასების დონეს

სფი-ს (CPI) მაჩვენებელი გამოიყენება დროთა განმავლობაში ცხოვრების ღირებულების


ცვლილებაზე დაკვირვებისათვის
ცხოვრების ღირებულება
+ როდესაც სფი (CPI) იზრდება ტიპიური ოჯახი ხარჯავს უფრო
მეტ ფულს ცხოვრების ერთი და იგივე დონის
შესანარჩუნებლად
+ ინფლაცია - ცხოვრების ღირებულების ზრდაა, ამ დროს
სფი იზრდება. ინფლაციის მაჩვენებელი არის ფასების
პროცენტული ცვლილება წინა პერიოდთან შედარებით.
+ დეფლაცია - ხდება მაშინ, როდესაც ფასების საერთო დონე
ეცემა
სამომხმარებლო ფასების ინდექსი სფი -
(CPI)
+ სამომხმარებლო ფასების ინდექსი
(სფი) - არის ტიპიური
მომხმარებლის მიერ შეძენილი
საქონლისა და მომსახურების
მთლიანი ღირებულების
მაჩვენებელი.
+ ყოველთვიურად, სამთავრობო
ორგანო (სტატისტიკის ეროვნული
სამსახური Geo Stat) ანგარიშობს
და აქვეყნებს სამომხმარებლო
ფასების ინდექსს.
როგორ ითვლიან სამომხმარებლო
ფასების ინდექსს
+ ამისთვის განვიხილოთ მარტივი ეკონომიკა და ხუთი
ნაბიჯი
+ 1. კალათის დაფიქსირება: სფი-ს გამოთვლის პირველი
ნაბიჯი არის იმის დადგენა, რომელი ფასებია ყველაზე
მნიშვნელოვანი ტიპიური მომხმარებლისთვის.
+ 2. ფასების დადგენა. მეორე ნაბიჯი არის კალათაში
მოცემული თითოეული საქონლისა და მომსახურების
ფასების დადგენა დროის თითოეული მონაკვეთისთვის.
როგორ ითვლიან სამომხმარებლო
ფასების ინდექსს
+ 3. კალათის ღირებულების გამოთვლა - მესამე ნაბიჯი არის ფასების
შესახებ მონაცემების გამოყენება სხვადასხვა დროს საქონლისა და
მომსახურების კალათის ღირებულების გამოსათვლელად.
+ 4. საბაზო წლის არჩევა და ინდექსის გამოთვლა - მეოთხე ნაბიჯი არის
საბაზო წლის, როგორც ეტალონის არჩევა და მასთან სხვა წლების
შედარება
+ 5. ინფლაციის დონის გამოთვლა - მეხუთე და ბოლო ეტაპია სფი–ს
გამოყენება ინფლაციის დონის გამოსათვლელად, რაც წინა პერიოდთან
შედარებით ფასების ინდექსის პროცენტული ცვლილებაა, ანუ ინფლაციის
დონე ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გამოითვლება შემდეგნაირად;
CPI და ინფლაცია
+ CPI - ინდექსის გამოსათვლელად, საქონლისა და
მომსახურების კალათის ფასი ყოველ წელს იყოფა საბაზო
წლის კალათის ფასზე და შემდეგ ეს კოეფიციენტი
მრავლდება 100-ზე. შედეგად მიღებული სიდიდე არის სფი.
+ ინფლაცია - ფასების ინდექსის პროცენტული ცვლილება
წინა პერიოდთან შედარებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ინფლაცია წინა პერიოდთან შედარებით ფასების ინდექსის
(CPI) პროცენტული ცვლილებაა.
რაოდენობრივ
ი მაგალითი
სალათის ჰამბურგერის
წელი
+ საფეხური 1: მომხმარებლების
ფასი ფასი
გამოკითხვა სამომხმარებლო
2020 1 2
კალათის დაფიქსირების
მიზნით; ვთქვათ, მომხმარებე;ს
აქვს შემდეგი პრეფერენციები 4
2021 2 3
სალათი და 2 ჰამბურგერი
2022 3 4
+ საფეხური 2: თითოეული
საქონლის ფასის დადგენა
თითოეულ წელს
რაოდენობრივი მაგალითი
+ საფეხური 3: სამომხმარებლო კალათის ღირებულების
გამოთვლა თითოეულ წელს:
2020 ($1x4 სალათი) + ($2x2 ჰამბურგერი)=$8
2021 ($2x4 სალათი) + ($3x2 ჰამბურგერი)=$14
2022 ($3x4 სალათი) + ($4x2 ჰამბურგერი)=$20

+ საფეხური 4: საბაზო წლის (2016) არჩევა და თითოეული


წლისთვის სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოთვლა
2020 ($8/8) x 100=$100
2021 ($14/8) x 100=$175
2022 ($20/8) x 100=$250
რაოდენობრივი მაგალითი
+ საფეხური 5: წინა წლის ინფლაციის დონის გამოთვლა
სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოყენებით
2021 (175-100) / 100 x 100=75%
2022 (250-175) / 175 x 100=43%

+ ჩვენი მაგალითის მიხედვით, ინფლაციის დონე 2021 წელს


არის 75% და 2022 წელს 43%
მწარმოებლის ფასების ინდექსს - მფი
(PPI)
+ მფი (PPI) - რომლებიც ზომავენ ფირმების და არა
მომხმარებლების მიერ შეძენილი საქონლისა და
მომსახურების კალათის ფასებს.
+ იმის გამო, რომ ფირმებს საბოლოოდ თავიანთ ხარჯები
გადააქვთ მომხმარებლებზე უფრო მაღალი
სამომხმარებლო ფასების სახით, მფი – ს ცვლილებების
მიხედვით შესაძლებელი ხდება სფი-ის ცვლილებების
პროგნოზირება.
ცხოვრების ღირებულების გაზომვის
პრობლემები
+ სფი-ს მიზანია ცხოვრების ღირებულების ცვლილებების
გაზომვა - რამდენი უნდა გადაიხადოს ადამიანმა
საქონლისა და მომსახურების შესაძენად.
+ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სფი ცდილობს შეაფასოს,
რამდენად უნდა გაიზარდოს შემოსავალი, რომ ადამიანმა
იგივე ცხოვრების დონე შეინარჩუნოს. მნიშვნელოვანია ამ
ინდექსის სამი ნაკლოვანება
ცხოვრების ღირებულების გაზომვის
პრობლემები
+ ჩანაცვლებისკენ სწრაფვა - ფასები წლიდან წლამდე არ
იცვლება პროპორციულად: ზოგი ფასი მეტად იზრდება, ზოგი
ნაკლებად - იმ საქონელს, რომელთა ფასები გაიზარდა,
ნაკლები რაოდენობით ყიდულობენ და იმ საქონელს,
რომელთა ფასები შემცირდა, უფრო მეტი რაოდენობით
+ ბაზარზე ახალი საქონლის შემოსვლა - ამ შემთხვევაში,
მომხმარებელს უფრო ფართო არჩევანის შესაძლებლობა
ეძლევა. უფრო მეტიც, მრავალფეროვნება თითოეულ ლარს
ან ევროს უფრო მეტ სმსყიდველობით უნარს ანიჭებს
ცხოვრების ღირებულების გაზომვის
პრობლემები
+ ხარისხის ცვლილების გაუთვალისწინებლობა - თუ საქონლის
ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, ევროს ან ფუნტის
მსყიდველობითი უნარი მცირდება მაშინაც კი, თუ საქონლის
ფასი უცვლელი რჩება. ანალოგიურად, თუ ხარისხი წლიდან
წლამდე იზრდება, ევროს ან ფუნტის მსყიდველობითი უნარი
იზრდება.
+ სფი-ს რელევანტურობა (შესაბამისობა) - ინდექსის საბოლოო
პრობლემა ის არის, რომ სფი-ს მიხედვით გაზომილი ინფლაცია
ყოველთვის არ ასახავს ადამიანთა კონკრეტულ სიტუაციას.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი - სფი
(CPI) და საცალო ფასების ინდექსი (Retail
Prices Index -RP
+ RPI აგებულია ზემოთ აღწერილი გზით და CPI-სგან
განსხვავდება ძირითადად კალათაში შეტანილი
საქონლით, მომსახურებით და მოიცავს შინამეურნეობებს.
+ კერძოდ, CPI გამორიცხავს რიგ ნივთებს, რომლებიც შედის
RPI-ში და ძირითადად დაკავშირებულია
საცხოვრებელთან, როგორიცაა მუნიციპალური
გადასახადი და სახლის შესაძენად აღებული იპოთეკური
სესხის პროცენტები.
მშპ დეფლატორი და სამომხმარებლო
ფასების ინდექსი
+ ეკონომისტები და პოლიტიკოსები იმის შესაფასებლად, თუ
რამდენად სწრაფად იცვლება ფასები, აკვირდებიან
როგორც მშპ-ს დეფლატორს, ასევე სფი-ს
+ მათ შორის არსებობს ორი მნიშვნელოვანი განსხვავება;
+ პირველი განსხვავება ისაა, რომ მსპ დეფლატორი ასახავს
ადგილობრივი წარმოების ყველა საქონლისა და
მომსახურების ფასებს, ხოლო სფი ასახავს მომხმარებლის
მიერ შეძენილი ყველა საქონლისა და მომსახურების ფასებ
მშპ დეფლატორი და სამომხმარებლო
ფასების ინდექსი
+ მეორე და უფრო მნიშვნელოვანი განსხვავება მსპ-ს
დეფლატორსა და სფი-ს შორის ეხება იმას, თუ რა წონა
ენიჭება სხვადასხვა ფასებს მათი საერთო დონის
გამომხატველი ერთი მაჩვენებლის დადგენაში.
+ საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება
მსპ-ს დეფლატორის გასაანგარიშებლად, დროთა
განმავლობაში ავტომატურად იცვლება. ეს განსხვავება არ
არის მნიშვნელოვანი, როდესაც ყველა ფასი
პროპორციულად იცვლება.
ინდექსაცია
+ ფასების ინდექსები გამოიყენება სხვადასხვა პერიოდის
ფულადი მაჩვენებლების შედარებისას ინფლაციის
ეფექტის კორექტირებისათვის.
+ როდესაც გარკვეული თანხის ოდენობა კანონით ან
ხელშეკრულებით ავტომატურად კორექტირდება
ინფლაციის გათვალისწინებით, ითვლება, რომ თანხა
ინდექსირებულია ინფლაციის მიხედვით.
რეალური და ნომინალური
სარგებლის განაკვეთები

1 2
სარგებლის ხოლო სარგებლის
განაკვეთს, განაკვეთი, რომელიც
რომელსაც კორექტირებულია
შემნახველი ანგარიში ინფლაციის მიხედვით,
იხდის, ეწოდება არის სარგებლის
სარგებლის რეალური განაკვეთი
ნომინალური
განაკვეთი

This Photo by Unknown Author is licensed under CC BY-SA


რეალური და ნომინალური სარგებლის
განაკვეთები
+ სარგებლის ნომინალური განაკვეთს, სარგებლის რეალური
განაკვეთსა და ინფლაციას შორის კავშირი შეიძლება
ჩავწეროთ შემდეგნაირად:
+ სარგებლის რეალური განაკვეთი დროის მოცემულ
მომენტში = სარგებლის ნომინალური განაკვეთი დროის
მოცემულ მომენტში - ინფლაციის დონე დროის მოცემულ
მომენტში.
+ ფორმულით ასე ჩაიწერება >>>>
+ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხაჭაპურის
ინდექსი, რომლის შთაგონების წყაროც
ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია,
ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და
გამჭვირვალე ინდიკატორია.
ხაჭაპურის + ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი იმ კალათას

ინდექსი იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად,


რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის
გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს
შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი,
რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს
გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. 
სავარჯიშო 1
+ დავუშვათ, რომ ადამიანები მხოლოდ სამ საქონელს მოიხმარენ, როგორც ეს ცხრილშია
ნაჩვენები:
ჩოგბურთის ჩოგბურთის კოკა კოლა
ბურთები ჩოგნები
2020 ფასი 2 40 1
2020 რაოდენობა 100 10 200
2021 ფასი 2 60 2
2021 რაოდენობა 100 10 200

+ ა. როგორია თითოეული ამ საქონლის ფასების პროცენტული ცვლილება? როგორია


ფასების საერთო დონის პროცენტული ცვლილება?
+ ბ. უფრო და უფრო ძვირი ხდება თუ არა ჩოგბურთის ჩოგნები კოკა-კოლასთან
შედარებით? იცვლება თუ არა ზოგის კეთილდღეობა სხვებთან შედარებით? ახსენით
სავარჯიშო 2
+ დავუშვათ, მთავრობამ უნდა დაადგინოს სახელმწიფო ასაკობრივი პენსიის
დონე დიდ ბრიტანეთში ისე, რომ იგი ყოველწლიურად იზრდებოდეს
სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდის პროპორციულად ;
+ ა. თუ მოხუცები იმავე საბაზრო კალათს მოიხმარენ, რომელსაც სხვა
ადამიანები, ასეთი პოლიტიკა უზრუნველყოფს თუ არა მოხუცების ცხოვრების
დონის ყოველწლიურ გაუმჯობესებას? ახსენით.
+ ბ. სინამდვილეში, მოხუცები უფრო მეტ ჯანდაცვას მოიხმარენ, ვიდრე
ახალგაზრდები და ჯანდაცვის ხარჯები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე
საერთო ინფლაცია. რას გააკეთებდით იმის დასადგენად, რეალურად
უმჯობედება თუ არა მოხუცების ეკონომიკური მდგომარეობა წლიდან
წლამდე?
სავარჯიშო 3
+ ზოგიერთ ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადის
კატეგორიები არ არის გაზრდილი ინფლაციის
შესაბამისად. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება
მთავრობამ ეს გააკეთოს? (მინიშნება: ეს ფენომენი
ცნობილია როგორც ”bracket creep” ანუ „კატეგორიათა
აცოცება“).
სავარჯიშო 4
+ როდესაც გადაწყვეტენ დათვალონ, თუ რა თანხის დაზოგვა
მოხდება საპენსიო ასაკისთვის, მომუშავეებმა უნდა
გაითვალისწინონ სარგებლის რეალური თუ ნომინალური
განაკვეთი, რომელსაც მათი დანაზოგიდან მიიღებენ?
ახსენით.
სავარჯიშო 5
+ დავუშვათ, რომ მსესხებელი და გამსესხებელი
თანხმდებიან ნომინალური საპროცენტო განაკვეთზე,
რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს. მაგრამ
აღმოჩნდა, რომ ინფლაცია იმაზე მაღალია, ვიდრე ორივე
ელოდა. ამ სესხის სარგებლის რეალური საპროცენტო
განაკვეთი მოსალოდნელზე მაღალია თუ დაბალი?
კარგავს თუ იგებს გამსესხებელი მოულოდნელად მაღალი
ინფლაციის შედეგად? რა შეიძლება ითქვას მსესხებელზე?

You might also like