You are on page 1of 4

მოხმარების, ინვესტიციების და მთავრობის წილების

კალკულაცია
შესავალი
ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ დანახარჯების განაწილების მოდელს (SAM), რომლის
მეშვეობით განვსაზღვრავთ, როგორაა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) განაწილებული თავის
ძირითად კომპონენტებს შორის: მოხმარება, ინვესტიციები, სახელმწიფო შესყიდვები და
წმინდა ექსპორტი. აღნიშნული მოდელი რელევანტურია გრძელვადანი პერიოდის
გასაანალიზებლად, რომელიც მოიცავს 5 - დან 10 წელს, ან მეტს. ვინაიდან დანახარჯების
წილების ჯამი ერთს უნდა შეადგენდეს, ერთი რომელიმე კომპონენტის წილის ზრდა,
გამოიწვევს სხვა კომპონენტების წილის შემცირებას. ჩვენი მოდელი აჩვენებს, რომ რეალური
საპროცენტო განაკვეთი (ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს გამოკლებული მოსალოდნელი
ინფლაციის დონე) გავლენას ახდენს დანახარჯებზე და თავის მხრივ, დანახარჯები გავლენას
ახდენს რეალურ საპროცენტო განაკვეთზე. იმის დადგენა, თუ, როგორ განისაზღვრება
რეალური საპროცენტო განაკვეთი გრძელვადიან პერიოდში, დაგვეხმარება ვივარაუდოთ
ოთხი ძირითადი კომპონენტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში.

საკვანძო საკითხები: დანახარჯების განაწილების მოდელი


როგორც ვიცით მთლიანი შიდა პროდუქტი მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს. მოხმარების
წილი განისაზღვრება როგორც მოხმარების (C) შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (Y),
ან მარტივად, C/Y. ანალოგიურად ინვესტიციის წილი განისაზღვრება, როგორც ინვესტიციის
(I) შეფარდება მშპ-სთან, ან I/Y. წმინდა ექსპორტის (X) წილი განვსაზღვროთ, როგორც X/Y,
სახელმწიფო შესყიდვების (G) წილი კი, როგორც G/Y.

გავიხსენოთ მშპ-ს გამოსათვლელი შემდეგი ფორმულა:

Y = C + I + G +X

თუ ორივე მხარეს გავყოფთ Y-ზე, მივიღებთ:

𝐶 𝐼 𝐺 𝑋
1= + + +
𝑌 𝑌 𝑌 𝑌
რაც მივიღეთ, არის ის, რომ დანახარჯების წილების ჯამი უდრის ერთს.

ახლა კი შევისწავლით დამოკიდებულებას რეალურ საპროცენტო განაკვეთსა და მოხმარების,


ინვესტიციების, სახელმწიფო შესყიდვების და წმინდა ექსპორტის წილებს შორის. ვინაიდან
საპროცენტო განაკვეთი არის დღევანდელი მოხმარების ფასი მომავალ მოხმარებასთან
შედარებით, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი აძვირებს მოხმარებას დღეს მომავალთან
შედარებით. შედეგად, როდესაც რეალური საპროცენტო განაკვეთი იზრდება, მოხმარების
წილი მშპ-ში უნდა შემცირდეს.

მსგავსად, ფირმების საინვესტიციო გადაწყვეტილებებიც უკავშირდება რეალურ საპროცენტო


განაკვეთს, რადგან ისინი ძირითადად თავიანთ საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებენ
ბანკიდან სესხის გამოტანით. როდესაც რეალური საპროცენტო განაკვეთი მაღალია, ფირმები
უარს ამბობენ სესხის აღებაზე, შედეგად ინვესტიციის წილი მშპ-ში უნდა შემცირდეს.

რეალური საპროცენტო განაკვეთის და წმინდა ექსპორტის დამოკიდებულება


დაკავშირებულია სხვა ეკონომიკურ მაჩვენებელთან, როგორიცაა გაცვლითი კურსი. როდესაც
რეალური საპროცენტო განაკვეთი მაღალია აშშ-ში იაპონიასთან შედარებით, ინდივიდები
ირჩევენ იყიდონ მეტი ობლიგაცია აშშ-ში, რაც გამოიწვევს დოლარზე მოთხოვნის ზრდას
იენთან შედარებით. შედეგად, დოლარის ღირებულება იმატებს, ანუ დოლარის კურსი
მყარდება. როდესაც დოლარის ღირებულება იმატებს, აშშ-ს პროდუქცია ხდება უფრო ძვირი
უცხოურ პროდუქციასთან შედარებით. ამიტომ იმპორტის წილი იზრდება, რაც იწვევს წმინდა
ექსპორტის წილის შემცირებას მთლიან მშპ-ში.

ჩვენ ასევე ვუშვებთ, რომ რეალური საპროცენტო განაკვეთი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო
შესყიდვებზე.

ქვემოთ მოცემული გრაფიკები აჩვენებენ რეალური საპროცენტო განაკვეთის და სხვადასხვა


დანახარჯების წილების დამოკიდებულებას (გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა).

არასახელმწიფო დანახარჯების წილი მიიღება მოხმარების, ინვესტიციების და წმინდა


ექსპორტის ჰორიზონტალური დაჯამებით. მაგალითად, როდესაც რეალური საპროცენტო
განაკვეთი არის 4 პროცენტი, ჩვენ ვიღებთ მოხმარების წილს 65 პროცენტს, ინვესტიციის წილს
15 პროცენტს, ხოლო წმინდა ექსპორტის წილია 0 პროცენტი. ამ სამი კომპონენტის წილების
ჯამი უარყოფითად არის დამოკიდებული რეალურ საპროცენტო განაკვეთთან.
საკვანძო საკითხები: დანახარჯების განაწილების მოდელის გამოყენება
როგორც ვნახეთ არასახელმწიფო დანახარჯების წილის დამოკიდებულება რეალურ
საპროცენტო განაკვეთთან არის უარყოფითი. ახლა კი განვსაზღვროთ წონასწორული
რეალური საპროცენტო განაკვეთი. წონასწორობაში არასახელმწიფო დანახარჯების წილი
უნდა უდრიდეს მშპ-ს იმ წილს, რომელიც სახელმწიფო დანახარჯების შემდეგ რჩება
არასახელმწიფო დანახარჯებისთვის. დაღმავალი მრუდი შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნის
მრუდად, რომელიც გვიჩვენებს არასამთავრობო დანახარჯების წილსა და რეალურ
საპროცენტო განაკვეთს შორის დამოკიდებულებას, ხოლო მიწოდების მრუდად შეიძლება
ჩაითვალოს მშპ-ს ის წილი, რომელიც ხელმისაწვდომია არასახელმწიფო დანახარჯებისთვის
(სახელმწიფო დანახარჯების გამოკლების შემდეგ).

მიწოდების მრუდის განსაზღვრისთვის ვუშვებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვები არ არის


დამოკიდებული რეალურ საპროცენტო განაკვეთზე. შესაბისად, სახელმწოფო შესყიდვების
წილიც (G/Y) ასევე არ არის დამოკიდებული რეალური საპროცენტო განაკვეთის მერყეობაზე,
აქედან გამომდინარე არასახელმწიფო დანახარჯების წილი (1-G/Y) არ იქნება დამოკიდებული
რეალურ საპროცენტო განაკვეთზე. შედეგად ვიღებთ, რომ მიწოდების მრუდი არის
ვერტიკალური, როგორც ქვევით გრაფიკზეა ნაჩვენები.

წონასწორული საპროცენტო განაკვეთი არის ის რეალური საპროცენტო განაკვეთი,


რომლისთვისაც მშპ-ს ის წილი, რომელიც ხელმისაწვდომია არასახელმწიფო
დანახარჯებისთვის უდრის არასახელმწიფო დანახარჯების წილს. ზემოთ მოცემული
(d) გრაფიკი აჩვენებს, რომ მშპ-ს 78 პროცენტი მოდის არასახელმწიფო დანახარჯებზე,
საიდანაც გამომდინარეობს, რომ რეალური საპროცენტო განაკვეთი უდრის 5
პროცენტს. (a), (b), (c) გრაფიკები აჩვენებს მოხმარების, ინვესტიციების და წმინდა
ექსპორტის წილებს წონასწორული საპროცენტო განაკვეთის, 5 პროცენტის,
შემთხვევაში.

ახლა კი განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების წილი


მცირდება მშპ-ში. ასეთი პოლიტიკის შედეგად ის წილი მშპ-ში, რომელიც
არასახელმწიფო დანახარჯებისთვის არის ხელმისაწვდომი, იზრდება, რაც იწვევს
მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას. შედეგად, მცირდება რეალური
საპროცენტო განაკვეთი, რომელიც იწვევს მოხმარების, ინვესტიციების და წმინდა
ექსპორტის წილის ზრდას. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს ამ ეფექტს.

დასკვნა
განხილული მოდელით ჩვენ განვსაზღვრეთ წონასწორული რეალური საპროცენტო
განაკვეთი და ავხსენით როგორ არის დანახარჯები განაწილებული მთლიან
ეკონომიკაში. მოდელი შესაძლოა იმის საანალიზოდ იყოს გამოყენებული, თუ რა
მოყვება სახელმწიფო შესყიდვების ზრდას ან კლებას, ან ცვლილებებს მოხმარებისა თუ
დაზოგვის ქცევაში.

You might also like