You are on page 1of 19

GWARTNEY 7

 GDP (Gross Domestic Product) - კონკრეტულ პერიოდში ქვეყანაში ნაწარმოები საბოლოო


პროდუქტებისა და სერვისების ჯამური საბაზრო ღირებულბა.
 რა შედის GDP-ში?
o მშპ-ში შედის მხოლოდ საბოლოო პროდუქცია და სერვისები (ანუ ის რაც
უშუალოდ მომხმარებელთან მიდის და არა შუალედური პროდუქტები).
o მშპ-ს დათვლისას მხედველობაში არ მიიღება იგივე საქონლის გადაყიდვა. (ანუ
ერთი საქონლის ტრანზაქცია მხოლოდ ერთხელ უნდა შევიდეს)
o მშპ-ში ვითვალისწინებთ მხოლოდ ქვეყანაში ნაწარმოებ პროდუქციას. (უცხოურმა
კომპანიამ რო აწარმოოს საქართველოში ითვლება, ქართულმა კომპანიამ რო
აწარმოოს უცხოეთში ეგ არ ითვლება საქართველოს მშპ-ში)
o მშპ-ში ითვლება მხოლოდ ამ პერიოდის წარმოება.
 მშპ 2 გადმოსახედიდან - ერთი მხრივ, მშპ არის ჯამური დანახარჯები საბოლოო პროდუქტზე
(აუთფუთის საბაზრო ღირებულება), მეორე მხრივ, ჯამური შემოსავალი საბოლოო
პროდუქტიდან. (შემოსავალი რომელიც ამ აუთფუთის მწარმოებლებმა მიიღეს)
 დანახარჯების მიდგომა - GDP= Personal Consumption (C) + Gross Private domestic investment (I)
+ Government Consumption and gross investment (G) + Net Exports (NX)
o Personal Consumption - მოცემულ პერიოდში, შინამეურნეობების მიერ
პროდუქტებზე და სერვისებზე დახარჯული თანხა.
o Gross Private domestic investment - სამომავლო გამოყენებისთვის განკუთვნილი
კაპიტალური დანახარჯები. (მაგალითად საწარმოსთვის ახალი შენობის აშენება)
o Government Consumption and gross investment - წინა ორი, ოღონდ მთავრობა როცა
ახორციელებს ამ ყველაფერს. მოკლედ რომ ვთქვათ მთავრობის მიერ გაწეული
დანახარჯები.
o Net Exports – მთლიან ექსპორტს-მთლანი იმპორტი.
 შემოსავლების მიდგომა - ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ და არც არსად გამოგვიყენებია,
მაგრამ რო ვიცოდეთ GDP=Compensation of employees + Income of self-employed + Rents + Profits
+ Interest + Indirect business taxes + Depreciation + Net income of foreigners
 ნომინალური და რეალური მშპ - ნომინალური მაჩვენებელი ასახავს კონკრეტული წლის
მდგომარეობით რამდენი იყო მშპ (ანუ იმ წლის ფულში ამბობს და ინფლაციებს არ უყურებს),
რეალური მაჩვენებელი უკვე adjusted არის და შესადარებლად უკეთეს სურათს იძლევა.
 სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) - ზოგადი ფასების დონის მაჩვენებელია. იგი
ცდილობს ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა პერიოდში იგივე სამომხმარებლო კალათის
შესაძენად საჭირო თანხები.
 Chained CPI - სამომხმარებლო ფასების ინდექსი ვერ ითვალისწინებდა იმას, რომ ფასების
ცვლილებისას ადამიანები სამომხმარებლო კალათას ცვლიან (ჩანაცვლების ეფექტი),
ამიტომ შეიმუშავეს CPI-ს გაუმჯობესებული ვერსია Chained CPI რომელიც უკვე
ყოველთვიურად აღრიცხავს კალათის ფასს.
 GDP დეფლატორი - თუ CPI მარტო სამომხმარებლო კალათას უყურებდა, დეფლატორი
უკვე მთლიანად მშპ-ებს ადარებს ერთმანეთს. GDP Deflator = (Nominal GDP/Real GDP) * 100
 როგორ დავითვალოთ ინფლაცია?
o CPI გამოყენებით

o დეფლატორის გამოყენებით - ცალ-ცალკე გამოვთვლით ორივე წლის GDP


დეფლატორს და მათი პროცენტული ცვლილება იქნება პირდაპირ ინფლაცია.

 GDP-ს არაეფექტურობის გამომწვევი ფაქტორები


o არასაბაზრო წარმოება - მე თუ სახლში ონკანი შევაკეთე და სხვამ ფარდა
ჩამოკიდა ეს GDP-ში არ შევა, მაგრამ თუ მე სხვას ონკანს შევუკეთებ და სხვა მე
ფარდას დამიკიდებს (და ამაში ერთმანეთს ფულს გადავუხდით) ეს უკვე შევა. ანუ
რეალურად იგივე საქმიანობა სრულიად სხვადასხვანაირად აისახა.
o იატაკქვეშა ეკონომიკა - ეს გასაგებია რატომაც ვერ შევა, აღურიცხავია და
რეალურად ვერ გაიგებ რამდენი გაქვს „წარმოება“
o ადამიანური დანახარჯები - ადამიანები რაც მეტს იმუშავებენ მით უფრო დიდი
იქნება GDP, თუმცა ადამიანს დასვენებაც სჭირდება (რათ მინდა დიდი GDP-ს ქონა
ადამიანებს თუ თავი შესძულდათ), დასვენება რეალურად კარგია
ადამიანებისთვის, მაგრამ ეს სარგებელი GDP-ში ვერ აისახება და მოკლედ
კლაუზნი მომენტია.
o ხარისხის ცვლილება - ადრე თუ 500 ლარად ფანრიან ნოკიას ვიყიდდი, ახლა
იგივე ფასად საკმაოდ რესპექტაბელური ტელეფონის ყიდვა შემიძლია, არადა
GDP-ში ორივე თანაბრად აისახება თითქოს. (ანუ ხარისხს და ტექნოლოგიურ
პროგრესს ვერ ითვალისწინებს GDP)
GWARTNEY 8

 Real GDP-ს ცვლილებას ახასიათებს ციკლურობა, რაღაც პერიოდი იმატებს მერე რაღაც
პერიოდი იკლებს (მაგრამ ეს პერიოდები არაა აუცილებელი ყოველთვის თანაბარი დროის
იყოს, უბრალოდ რაღაც მომენტებში ერთმანეთს ენაცვლება კლების და ზრდის პერიოდები),
ამ ფენომენს „ბიზნეს ციკლს“ უწოდებენ.
 რეცესია - ეკონომიკური აქტივობის შემცირება რაც Real GDP-ს კლებაში გამოიხატება.
(დეპრესია=ძაან რეცესია)
 სამუშაო ძალა - 16 წელს გადაცილებული დასაქმებული ან დაუსაქმებელი მოსახლეობა.
 დაუსაქმებელი - იმის სათქმელად რომ დაუსაქმებელია, აუცილებელია აქტიურად ეძებდეს
სამუშაოს ან ელოდებოდეს სამუშაოს დაწყებას ან მასზე დაბრუნებას.

 სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებელი - სამუშაო ძალა/მთლიანი მოსახლეობა.


 უმუშევრობის დონე - დაუსაქმებელი მოსახლეობა/სამუშაო ძალა.
 დასაქმება მოსახლეობასთან მიმართებაში - 16 წელს ზევით დასაქმებული/სულ 16 წელზე
უფროსი მოსახლეობა (ამბობენ ეს საუკეთესო მაჩვენებელიაო).
 რატომ არის უმუშევრობის დონე მაღალი 20-24 წლის მოსახლეობაში? - რადგან ისინი
ხშირად იცვლიან სამსახურს უკეთესი პირობების ძიებაში და ძველი სამსახურიდან რო
წამოვა სანამ ახალს დაიწყებს უმუშევრად ითვლება.
 უმუშევრობის 3 ტიპი - ფრიქციული, სტრუქტურული, ციკლური.
 ფრიქციული უმუშევრობა - ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული უმუშევრობა, ანუ
დამსაქმებლებმა არ იციან რომ არსებობს ვიღაც დაუსაქმებელი ტიპი ზუსტად ისეთი
როგორსაც ის ეძებს და არც იმ ტიპმა იცის რომ დამსაქმებელი მისნაირ ტიპს ეძებს.
 სტრუქტურული უმუშევრობა - დამსაქმებლების მოთხოვნებისა და პოტენციური
დასაქმებულის კვალიფიკაციის შეუსაბამობით გამოწვეული უმუშევრობა. (მაგალითად
კომპიუტერები რო შემოვიდა, ვიღაც ბუღალტერი სვეტა ადრე ფურცლებზე რო წერდა
ყველაფერს და არ იცის კომპიუტერული პროგრამის გამოყენება, თუარ დაამუღამა დარჩება
უმუშევარი)
 ციკლური უმუშევრობა - უმუშევრობა, რომელიც გამოწვეულია ეკონომიკის დაღმასვლით.
 რა ხდება ეკონომიკური ზრდის დროს? - როცა ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება და ბევრი
პროდუქტი მაქვს საწარმოებელი, ორი ვარიანტია: ან პროდუქტიულობა უნდა გავზარდო ან
დასაქმებულთა რაოდენობა. პროდუქტიულობას ასე უცებ ვერ გავზრდი ამიტო მიწევს
დავიქირავო ახალი მუშახელი რაც ამცირებს უმუშევრობას.
 სრული დასაქმებულობა - არ ნიშნავს რომ უმუშევრობის დონე 0% არი, უმუშევრობის რაღაც
დასაშვებ „ბუნებრივ“ დონეზე თვალს ვხუჭავთ ასეთ დროს. მაგალითად ამერიკაში
ჩაითვლება რომ მოსახლეობა სრულად დასაქმებულია თუ დასაქმების დონე იქნება 95%. ამ
დროს ეკონომიკას აქვს მაქსიმალური შენარჩუნებადი წარმოების დონე. (ანუ შეილება რაღაც
მომენტში 100% დააჯინო დასაქმება და მეტი გქონდეს მარა ამას ლონგ თერმში ვერ
შეინარჩუნებ და 95% შეძლებადია)
 უმუშევრობის ბუნებრივი დონე - უმუშევრობა რომელიც გამოწვეულია ფრიქციული და
სტრუქტურული ფაქტორებით. (ანუ რასაც გვერდს ვერ ავუვლით რა, სულ იარსებებს
ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა და მუდმივად იქნება ტექნოლოგიური პროგრესი
რომელსაც ვიღაცები ფეხს ვერ აუწყობენ)
 პოტენციური წარმადობა - სრული დასაქმებულობის პირობებში რა რეალურ GDP-ზე
შეილება გავიდეს ეკონომიკა. (იგულისხმება, რომ უმუშევრობის ბუნებრივი დონე სახეზე
გვექნება) ზოგადად თუ უმუშევრობის დონე ნაკლები იქნება ბუნებრივ დონეზე, ანუ მეტი
ადამიანი მუშაობს და მეტი პროდუქტი იწარმოება, შესაბამისად რეალური წარმადობა მეტია
პოტენციურ წარმადობაზე, თუ უმუშევრობის დონე მეტია ბუნებრივზე მაშინ პირიქით.
 მოულოდნელი ინფლაცია - ფასების დონის ისეთი ზრდა, რომელიც გადაწყვეტილების
მიმღებთა უმრავლესობისთვის მოულოდნელი იყო.
 რატომაა მოულოდნელი ინფლაცია ცუდი ეკონომიკისთვის? - ინფლაციის
განუსაზღვრელობა ამცირებს ინვესტიციებს, ხალხს არ უნდა გარისკოს საკუთარი კაპიტალი,
რადგან არ იცის თუ რა იქნება ხვალ. შემცირებული ინვესტიციები კი თავის მხრივ ეკონომიკის
შენელებას ნიშნავს. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ ინფლაციაზე სხვადასხვა საქონლის
ფასი სხვადასხვა სისწრაფით რეაგირებს. რაღაცის ფასი შეილება ეგრევე შეიცვალოს და
რაღაცის კიდე 1 თვეში, შესაბამისად ასეთ დროს ფასები ვეღარ იქნებიან პროდუქტთა
ღირებულების ურთიერთმიმართების კარგი ინდიკატორები, ასევე განუსაზღვრელი
ინფლაცია ამცირებს ეკონომიკის ეფექტურობას, რადგან ადამიანები იმაზე ფიქრობენ თუ რა
იქნება ხვალ და არა იმაზე თუ როგორ დახვეწონ საკუთარი პროდუქცია, ანუ უფრო
გადარჩენის რეჟიმში უწევთ ყოფნა.
GWARTNEY 9

 ფისკალური პოლიტიკა - მთავრობის მიერ გადასახადების და მხარჯველობითი


მექანიზმების გამოყენება რათა მაკროეკონომიკურ მიზნებს მიაღწიოს.
 მონეტარული პოლიტიკა - მთავრობის მიერ ფულის მიწოდების კონტროლი. (საპროცენტო
განაკვეთების, რეზერვების და მსგავსი რამეების)
 ოთხი მთავარი მაკროეკონომიკური ბაზარი: საქონელი და სერვისები, რესურსები,
გასასესხებელი თანხები, ვალუტის ბაზარი.

 გრაფიკზე ნაჩვენებია თუ როგორ მოძრაობს თანხა ადამიანებს, მთავრობებსა და ბიზნესებს


შორის ზემოთნახსენები 4 მაკროეკონომიკური ბაზრის გავლით.
 დიაგრამის ქვედა ნაწილში ნაჩვენებია რესურსების ბაზარი, ამ ბაზარზე მოთხოვნას ქმნიან
ფირმები, რომელთაც სურთ დაიქირავონ ადამიანები, კაპიტალი და ა.შ. მიწოდებას კი ქმნიან
შინამეურნეობები (სიმარტივისთვის ადამიანებად მოვიხსენიებ). ადამიანები ბიზნესებისგან
მიღებული შემოსავლის ნაწილს გადასახადებში უშვებენ (მთავრობისკენ მიიმართება),
ნაწილის ინვესტიციას ახდენენ და გასასესხებელი თანხების ბაზარზე მიწოდებას ქმნიან,
ნაწილით კი მოთხოვნას ქმნიან ბიზნესების მიერ ნაწარმოებ პროდუქციასა და სერვისებზე
(ამ მოთხოვნის ნაწილი უცხოურ პორდუქციაზეა და იმპორტში მიდის). გადავინაცვლოთ
საქონლისა და სერვისების ბაზარზე დიაგრამის ზედა ნაწილში, სადაც გარდა ადამიანებისა
მოთხოვნას ქმნის ექსპორტი და მთავრობა.
 ვალუტის ბაზარი - ჩვენს ვალუტაზე მოთხოვნას ქმნის ექსპორტი, მიწოდებას კი
განაპირობებს იმპორტი. სწორედ იმპორტ/ექსპორტის დამოკიდებულება მოქმედებს
მეტწილად ვალუტის გამყარების თემებზე. (მაგარი ექსპორტი თუ მაქ ჩემს ვალუტაზე
მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად მყარდება მაგალითად)
 საქონლის და სერვისების ბაზარი = C+I+G+(Export-Import) ანუ იგივე Real GDP არის ეს ბაზარი.
 ერთობლივი მოთხოვნა (Aggregate Demand) - შესაბამისობა ფასების დონესა და
ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე მოთხოვნას შორის. იგივეა ზუსტად რაც
ჩვეულებრივი მოთხოვნის მრუდი, უბრალოდ Q უკვე არა ერთი რომელიმე პროდუქტის
რაოდენობა არამედ ერთობლივი რაოდენობაა.
 რატომ არის ერთობლივი მოთხოვნის მრუდი კლებადი?
o ფასთა დაბალი დონე ფულის მსყიდველუნარიანობას ზრდის, რაც იმას
გულისხმობს რომ 2000 ლარი რო მაქვს ახლა უფრო მეტი რამის შეძენა შემიძლია
ვიდრე გუშინ, შესაბამისად ფასის დაბალ დონეზე მოთხოვნის რაოდენობა
იზრდება.
o დაბალი ფასების დონის პირობებში ადამიანებს და ბიზნესებს ნაკლები ფული
სჭირდებათ მათი ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,
შესაბამისად მათ გაუჩნდებათ „ჭარბი“ ფული რომლის ინვესტირების სურვილიც
ექნებათ, გასასესხებელი ფულის მოცულობის ზრდა გამოიწვევს საპროცენტო
განაკვეთის შემცირებას და ადამიანებს და ბიზნესებს, რომელთაც რაღაცის ყიდვა
უნდათ, მაგრამ ფული არ აქვთ შეეძლებათ დაბალ პროცენტში ისესხონ თანხა რაც
გაზრდის მოთხოვნის რაოდენობას რესურსებზე.
o ფასების დონის შემცირება გამოიწვევს მოთხოვნის რაოდენობის ზრდას
ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე რადგან ისინი უცხოურ პროდუქციასთან
შედარებით იაფი გამოჩნდებიან. (relatively cheaper) ასევე უცხოელების
გადმოსახედიდან რომ ვთქვათ მათთვის უკვე ჩვენი პროდუქტი უფრო იაფი იქნება
ვიდრე იმათი ადგილობრივი წარმოების. ანუ საბოლოო ჯამში მოხდება ის, რომ
შემცირდება იმპორტი და გაიზრდება ექსპორტი რაც ცხადია NET Export-ს
გაზრდის.
 ერთობლივი მიწოდება (Aggregate Supply) - შესაბამისობა ფასების დონესა და
ადგილობრივი მწარმოებლების მიერ პროდუქციის მიწოდებას შორის. მრუდს აქვს
განსხვავებული ფორმა მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებში.
 ერთობლივი მიწოდება მოკლევადიან პერიოდში - მრუდს ზრდადი ფორმა აქვს
(ჩვეულებრივი მიწოდების მრუდის მსგავსი), ეს იმითაა გამოწვეული რომ ფასების დონის
უეცარი ზრდა ზრდის კომპანიების მოგებას (შორთ რანში ხარჯები არ იზრდება იმდენად),
ისინი კი წარმოებას ზრდიან მოგების მომტანი კიდევ უფრო მეტი ერთეულის
საწარმოებლად.
 ერთობლივი მიწოდება გრძელვადიან პერიოდში - გრძელვადიან პერიოდში ერთობლივი
მიწოდება ვერტიკალური წრფეა, ანუ ფასის ყველა დონეზე თანაბარია ერთობლივი
მიწოდება და ეს მაჩვენებელი ასევე უტოლდება ეკონომიკის პოტენციურ GDP-ს (რაზეც წინა
თავში იყო საუბარი). განსხვავებას გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდებს შორის ის
იწვევს, რომ მაგალითად კომპანიებს თანამშრომლებთან კონტრაქტები ჯერკიდევ დაბალი
ფასების დონის არსებობის დროს აქვთ დადებული და ფასების დონის ზრდა გადასახდელ
ხელფასებზე გავლენას არ მოახდენს სანამ ახალი კონტრაქტი არ იქნება დასადები. ლონგ
რანში ბოლოსდაბოლოს დადებენ ახალ კონტრაქტებს და მარტივად რომ წარმოვიდგინოთ
გამოვა, რომ ფასების დონის ცვლილების გამო შემოსავლის გაზრდა/შემცირებას მოჰყვა
ხარჯების ზრდა/შემცირებაც რაც იმას ნიშნავს რომ ერთეულიდან მოგება იგივეა და
აუთფუთის ცვლილებას მოგების შესაცვლელად აზრი არ აქვს. სწორედ ამიტომ არის
აუთფუთი ლონგ რანში მუდმივი ნებისმიერი ფასების დონისთვის.

 ექვილიბრიუმი პროდუქტების და სერვისების ბაზარზე - სტანდარტულად არის


ერთობლივი მიწოდებისა და ერთობლივი მოთხოვნის მრუდების გადაკვეთის წერტილი, აქ
საინტერესო მომენტია ის, რომ ლონგ რანში ეს გადაკვეთა LRAS ვერტიკალურ მრუდზე ხდება.
 რა ხდება გრძევადიან წონასწორობაში? - წარმოება უტოლდება მის შენარჩუნებად
პოტენციალს, სრული დასაქმებულობაა მიღწეული და უმუშევრობის დონე ტოლია
უმუშევრობის ბუნებრივი დონის.
 რა ხდება როდესაც ეკონომიკის წარმოება განსხვავდება გრძელვადიანი
პოტენციალისგან?
o წარმოება მეტია გრძელვადიან პოტენციალზე - ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის
ბუმში ვართ, ფასების დონის გაზრდამ გამოიწვია შორთ რანში წარმოების მაგარი
გაზრდა და ამისთვის ახალი თანამშრომლების დაქირავება, თუმცა გრძელვადიან
პერიოდში ეს ყველაფერი დასტაბილურდება, რესურსების ფასებიც გაიზრდება
და წარმოება შემცირდება ისევ პოტენციალამდე. ანუ პოტენციალზე მეტი
წარმოების დონე არ არის შენარჩუნებადი გრძელვადიან პერიოდში. (!)
o წარმოება ნაკლებია გრძელვადიან პოტენციალზე - ეს ნიშნავს, რომ ფასების
დონის შემცირებამ გამოიწვია წარმოების შემცირება და უმუშევრობის დონის
ზრდა, თუმცა წარმოების შემცირება გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს
რესურსებზე ფასის კლებას, რაც ბიზნესებს წარმოების გაზრდის და
გრძელვადიანი წონასწორობის დონეში დაბრუნების საშუალებას მისცემს.
 ექვილიბრიუმი რესურსების ბაზარზე - არაფერი განსაკუთრებული, სტანდარტული
მოთხოვნის და მიწოდების მრუდებია. რა ფასად რამდენი რესურსის მიწოდება უღირთ
ბიზნესისთვის და რა ფასად რამდენი რესურსის შეძენა უღირს ბიზნესს.
 გასასესხებელი თანხების ბაზარი - ამ რესურსის (ფულის) ფასი არის პროცენტი, პროცენტი
არის შემოსავალი რომელსაც გამსესხებელი იღებს დღევანდელი ფულის დათმობის გამო და
ასევე არის დანახარჯი რომელსაც მსესხებელი გასწევს იმისთვის, რომ დღეს მიიღოს ფული.
 ფულის საპროცენტო განაკვეთი - რამდენით მეტს მიიღებს გამსესხებელი პერიოდის
გასვლის შემდეგ.
 რეალური საპროცენტო განაკვეთი - რამდენით მეტს მიიღებს გამსესხებელი თუ
მხედველობაში მივიღებთ ინფლაციასაც, ანუ გვიჩვენებს რეალურად რამდენით მეტ
მსყიდველუნარიანობას მიიღებს დროის გასვლის შემდეგ.

 ინფლაციის პრემიუმი - კომპენსაცია, რითიც გამსესხებელს ვუნაზღაურებთ სესხის პერიოდში


მოსალოდნელ ინფლაციას, რომელიც უარყოფით გავლენას იქონიებს მისთვის დაბრუნებული
ფულის მსყიდველუნარიანობაზე.
 რეალური განაკვეთი = ფულის საპროცენტო განაკვეთი - ინფლაციის პრემიუმი
 კაპიტალის შემოდინება/გადინება - თუ ქვეყანაში სესხებზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად
წონასწორული საპროცენტო განაკვეთი მაღალი იქნება და უცხოელ ინვესტორებს ექნებათ
მოტივაცია, რომ საკუთარი კაპიტალი ამ ქვეყანაში შემოიტანონ და გაასესხონ. თუ სესხებზე
დაბალი მოთხოვნაა პირიქით ადგილობრივები წავლენ და სხვა ქვეყანაში გაასესხებენ.
 ვალუტის გამყარება - როდესაც ერთეულ ვალუტას შეუძლია შეიძინოს მეტი უცხოური
პროდუქტი ვიდრე ადრე. უცხოური პროდუქტი ჩვენთვის შედარებით იაფი გახდება და ეს
გამოიწვევს იმპორტის გაზრდას.
 ვალუტის გაუფასურება - როდესაც ერთეული უცხოური პროდუქტის შესაძენად მეტი
ჩვენი ვალუტაა საჭირო. უცხოური ფულის ერთეულს უკვე შეუძლია შეიძინოს მეტი ჩვენი
ფულის ერთეული და ჩვენი პროდუქტი უცხოელებისთვის შედარებით იაფი გახდება რაც
ექსპორტს წაახალისებს.
 იმპორტი - ექსპორტი = კაპიტალის შემოდინება - კაპიტალის გადინება (Net Capital
Inflow) ამ ტოლობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვაჭრობის დადებითი
სალდოს შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს კაპიტალის გადინებას და უარყოფითი
სალდოს შემთხვევაში კი კაპიტალის შემოდინებას.
 ექსპორტი - იმპორტი (Net Export) = კაპიტალის გადინება - კაპიტალის შემოდინება (Net
Capital Outflow)

 გრძელვადიან პერიოდში დაბანდებულ კაპიტალზე სარგებელი უნდა უტოლდებოდეს


საპროცენტო განაკვეთს (ანუ კაპიტალის ალტერნატიულ დანახარჯს), წინააღმდეგ
შემთხვევაში ადგილი ექნება გადახრებს, თუ წარმოებაში დაბანდებულ კაპიტალზე
სარგებელი მეტია ეს გამოიწვევს იმას, რომ ხალხი მასიურად ისესხებს თანხებს და
დაბანდებას დაიწყებს მაგრამ ეს თავის მხრივ იმას გამოიწვევს, რომ გაზრდილი
მოთხოვნის გამო საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება და ბოლობოლო მაინც
წონასწორობაში მოვლენ.
GWARTNEY 10

 მოსალოდნელი ცვლილება - ბაზრის მოთამაშეებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია


კონკრეტული ცვლილების შესახებ და შეუძლიათ მათი გადაწყვეტილებები ახალ
მოსალოდნელ მოცემულობაზე დააფუძნონ, ასევე მეტი დრო აქვთ ახალ მდგომარეობაზე
გადასაწყობად.
 მოულოდნელი ცვლილება - ბაზრის მოთამაშეებს არ აქვთ ინფორმაცია ამ ცვლილების
შესახებ და შესაბამისად უცებ დაატყდებათ ხოლმე თავს, ცვლილების მომენტში სავარაუდოა
დიდი ცვლილებები ბაზარზე.
 ერთობლივი მოთხოვნის მრუდის გადამაადგილებელი ფაქტორები
o რეალური სიმდიდრის ცვლილება - თუ შინამეურნეობების რეალური სიმდიდრე
გაიზრდება, ისინი ყოველი ფასის დონისთვის უკვე უფრო მეტი რაოდენობის
საქონელს/სერვისს შეიძენენ, რაც ერთობლივი მოთხოვნის მრუდს მარჯვნივ
გადააადგილებს.
o რეალური საპროცენტო განაკვეთის ცვლილება - თუ რეალური საპროცენტო
განაკვეთი შემცირდება, ადამიანებს აღარ ექნებათ ფულის ბანკში ან
ობლიგაციებში დაბანდების მოტივაცია და დღეს უფრო მეტ ფულს დახარჯავენ
რაც იმას გამოიწვევს რომ ყოველი ფასის დონისთვის უფრო მეტი რაოდენობის
საქონელს/სერვისს შეიძენენ და მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება, პირიქით
მოხდება საპროცენტო განაკვეთის შემცირებისას.
o სამომავლო მოლოდინების ცვლილება - თუ ეკონომიკისთვის დადებითი
სამომავლო პროგნოზები არსებობს ბიზნესები უფრო მეტ ფულს ჩადებენ
წარმოების განვითარებაში და ადამიანებიც არ მოერიდებიან ხარჯვას, რადგან
იმედი ექნებათ რომ სამუშაო ადგილების დეფიციტი არ შეიქმნება. ეს ყველაფერი
გაზრდის ერთობლივ მოთხოვნას. პირიქით მოხდება უარყოფითი სამომავლო
პროგნოზების არსებობის შემთხვევაში.
o მოსალოდნელი ინფლაციის ცვლილება - როცა ადამიანები ვარაუდობენ, რომ
ინფლაციის დონე გაიზრდება, ისინი დღეს უფრო მეტ თანხას დახარჯავენ და
მოიმარაგებენ რაღაცებს რათა ხვალ უფრო ძვირად არ მოუწიოთ იგივე რამის
ყიდვა. ეს გაზრდის ერთობლივ მოთხოვნას.
o შემოსავლების ცვლილება საზღვარგარეთ - გაიზრდება ექსპორტი და
შესაბამისად ერთობლივი მოთხოვნაც ქვეყანაში ნაწარმოებ საქონელზე.
o გაცვლითი კურსის ცვლილება - თუ ლარი გამყარდება, ჩვენთვის უცხოური
საქონელი უფრო იაფი გახდება და მის მოხმარებაზე გადავალთ, ასევე
უცხოელებისთვის ქართული საქონელი ძვირი გახდება და ექსპორტი
შეგვიმცირდება რაც ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს. პირიქით
მოხდება ლარის გაუფასურების შემთხვევაში.
 ერთობლივი მიწოდების მრუდი - პირველ რიგში აუცილებელია გვესმოდეს, რომ
ერთობლივი მიწოდების მრუდის მოკლევადიან პერიოდში ცვლილება არ ნიშნავს
გრძელვადიანი მიწოდების მრუდის (რომელიც ვერტიკალური წრფეა და ეკონომიკის
შენარჩუნებად წამოების დონეს გულისხმობს) ცვლილებას.
 გრძელვადიანი მიწოდების მრუდის გადამაადგილებელი ფაქტორები - ესენი შეიძლება
იყოს ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, როგორიცაა მაგალითად ზოგადად რესურსების
რაოდენობის ზრდა/კლდება, ტექნოლოგიური და ინსტუტიციური ცვლილებები, რომლებიც
პროდუქტიულობის ცვლილებას უწყობს ხელს გრძელვადიან პერიოდში.
 მოკლევადიანი მიწოდების მრუდის გადამაადგილებელი ფაქტორები
o რესურსების ფასის ცვლილება - თუ რესურსები გაიაფდა ეს იმას ნიშნავს, რომ
მარჟა გაეზრდებათ კომპანიებს და უფრო მეტ ერთეულს აწარმოებენ, რაც
მოკლევადიანი მიწოდების ზრდას გამოიწვევს (ანუ მარჯვნივ გადავა მრუდი).
o მოსალოდნელი ინფლაციის დონის ცვლილება - თუ მწარმოებლები ინფლაციის
ზრდას მოელიან, მათ მოტივაცია ექნებათ, რომ დღეს ნაწარმოები საქონელი
შეინახონ და უკვე ინფლაციის დროს გაყიდონ უფრო ძვირად. ანუ ინფლაციის
ზრდის მოლოდინი შეამცირებს მოკლევადიან მიწოდებას.
o მიწოდების შოკები - თუ რამე ისეთი მოხდა რაც ეგრევე აისახება ჩვენს
წარმოებაზე, მაგალითად ხორბალს თუ ვაწარმოებ და ცუდი ამინდები იყო და
მსგავსი ფაქტორები. არახელსაყრელი ფაქტორის არსებობის შემთხვევაში
მიწოდება შემცირდება, ხელსაყრელის არსებობის შემთხვევაში გაიზრდება.

 რა შედეგებს იწვევს ერთობლივი მოთხოვნის მოულოდნელი ზრდა? - მოთხოვნის ზრდის


პირობებში მოკლევადიან პერიოდში გაიზრდება წონასწორული ფასიების დონე და
ბიზნესები გაზრდიან წარმოებას რათა მეტი მოგება მიიღონ, ანუ გაცდებიან გრძელვადიანი
საწარმოო შესაძლებლობების ვერტიკალურ მრუდს. თუმცა ლონგ რანში ფასების დონის
ზრდა გამოიწვევს იმას, რომ ამ
ბიზნესებსაც გაუძვირდებათ
უკვე რესურსები და მუშახელი, ამ
და სხვა ფაქტორების
გათვალისწინებით წარმოება
დაუბრუნდება ისევ ძველ დონეს
და ახალი გრძელვადიანი
ექვილიბრიუმი დამყარდება
უფრო მაღალი ფასების დონის
და იგივე წარმოების
რაოდენობის წერტილში.
 რა შედეგებს იწვევს ერთობლივი მოთხოვნის მოულოდნელი შემცირება? - იგივე ოღონდ
პირიქით, გრძელვადიან წონასწორობაში წარმოების რაოდენობა იგივე დარჩება და ფასების
დონე შემცირდება.
 რა შედეგებს იწვევს ერთობლივი მიწოდების მოულოდნელი ცვლილება? - აქ საქმე
შედარებით მარტივადაა, თუ მიწოდება შემცირდა მოკლევადიან პერიოდში იზრდება
ფასების დონე, მაგრამ ლონგ რანში ეს შემცვლელი ფაქტორი აღარ იარსებებს და საწყის
დონეს დაუბრუნდება ყველაფერი. თუ მიწოდება გაიზარდა ფასების დონე უკვე შემცირდება.
თუ ამ მიწოდების ფაქტორის ცვლილებას გრძელვადიანი ხასიათი აქვს, მაშინ უკვე
გრძელვადიანი წონასწორობის მრუდი გადაადგილდება და ახალ შორთ რან ექვილიბრიუმზე
გაივლის.
 რა შედეგები მოაქვს ინფლაციის არასწორად გათვალისწინებას? - მაგალითად თუ
ვივარაუდე, რომ 5% იქნება ინფლაცია და ამაზე ავაგე გადაწყვეტილებები და აღმოჩნდა, რომ
ინფლაცია 2% იყო, ეს იგივე შედეგს იქონიებს, რასაც ფასების დონის ვარდნა. (მე 5% ით
მაღალ ფასებს ველოდი და რეალურად 2% ით მაღალი იყო და მაგიტო) ამ ყველაფრის გამო
მოკლევადიან პერიოდში კომპანია წარმოებას შეამცირებს, თანამშრომლებს დაითხოვს და
შეილება ეკონომიკური კრიზისი შეიქმნას. თუ ინფლაცია მეტია ვიდრე ნავარაუდები იყო,
პირიქით გაზრდიან წარმოებას.
 რეცესიები და ბუმები - მოკლედ თეორია გვეუბნება, რომ ეკონომიკურ კრიზისს
აუცილებლად მოჰყვება აღმავლობაო და ეს ასე აიხსნება: როდესაც ეკონომიკური კრიზისია,
წარმოება შემცირებულია დაბალი ფასების დონის გამო, მაგრამ წარმოების შემცირება იმას
გამოიწვევს, რომ ბევრი უმუშევარი იქნება (რაც = მუშახელის ფასის შემცირებას), ბიზნესებს
უკვე შეეძლებათ იაფად დაიქირავონ მუშახელი და რესურსები და ასე ნელნელა წარმოებასაც
გაზრდიან და ეკონომიკა რეცესიას დაძლევს. იგივე იქნება ოღონდ პირიქით ბუმის
შემთხვევაში, იქ ძაან გაძვირება უკვე რესურსები და მუშახელი და შემცირება მოუწევთ. ასევე
რეცესიის პეირიოდში აღარავის უნდა სესხები და რეალური საპროცენტო განაკვეთი იკლებს
რაც სესხს უფრო იაფს ხდის.
GWARTNEY 11

 კეინსიანური მოდელი - მოკლედ ამ თავში მთლიანად კეინსიანურ მოდელზეა საუბარი, ანუ


იმაზე თუ რას ფიქრობდნენ ბრიტანელი ეკონომისტი კეინზი და მისი მიმდევრები. (ანუ
რაღაცები მთლად სრული ჭეშმარიტებაც არ არის, რასაც შემდეგ თავებში მივხვდებით)
 მოკლედ მოდელის შესახებ - ზოგადად კეინზმა ეს მოდელი შეიმუშავა 30’ წლების დიდი
დეპრესიის აღსაწერად, მისი აზრით ეკონომიკას რეცესიულ მდგომარეობაში ადამიანთა
პესიმისტური მოლოდინები ამყოფებდა. (თუ ადამიანები პესიმისტური მოლოდინების გამო
შეამცირებენ ხარჯვას, ამას ფირმები წარმოების შემცირებით უპასუხებენ რაც შეამცირებს
აუთფუთს, მშპ-ს და გაზრდის უმუშევრობას) კეინზი ფიქრობდა, რომ დიდი დეპრესიის დროს
ეკონომიკა თავისით ვერ დაუბრუნდებოდა ნორმალურ მაჩვენებელს (წინა თავებში რომ
ვისწავლეთ ციკლურობის შესახებ, რომ ხელფასები შემცირდება, პროცენტი შემცირდება და
აღორძინდება ეკონომიკაო მაგას ეწინააღმდეგებოდა) და აუცილებელი იყო ჩარევა.
 ეკვილიბრიუმის კეინსიანური განმარტება - კეინზის სწავლების მიხედვით, ეკონომიკა
წონასწორობაში მაშინაა, როდესაც მთლიანი
გაწეული ხარჯები მიმდინარე წარმოების
ტოლია. როცა წარმოება მეტია ვიდრე ხარჯები,
გამოდის რომ ნაწარმოებ პროდუქტს არავინ
ყიდულობს და საწყობებში მიგროვდება,
კომპანიები დაინახავენ ამას და შეამცირებენ
წარმოებას სანამ ეკვილიბრიუმამდე არ
მივლენ. როდესაც ხარჯები მეტია ვიდრე
წარმოება ყველაფერი ეგრევე იყიდება ანუ და
გაზრდიან წარმოებას ეკვილიბრიუმამდე. (ანუ
ამ მოდელით საბოლოო ჯამში აუთფუთის
ცვლილებით დგინდება ეკვილიბრიუმი და არა
ფასების დონის ცვლილებით როგორც აქამდე ვიცოდით)
 მულტიპლიკატორის პრინციპი - მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც ადამიანი დამატებით 1
დოლარს იღებს რეალურად ეკონომიკაში დახარჯული ფული გაცილებით მეტი გამოდის, ეს
იმის გამო ხდება, რომ მე რო 1 დოლარი მივიღე აქედან 0.9 ავდექი და სხვას გადავუხადე, იმან
ამ მიღებული 0.9 დოლარიდან ნაწილი სხვას გადაუხადა და ასე უსასრულოდ. ანუ ჩემი
დამატებით 1 დოლარის მიღებამ რეალუად ეკონომიკის მოთამაშეების ჯამური შემოსავალი
გაცილებით მეტით გაზარდა, სწორედ ესაა მულტიპლიკატორის პრინციპი
 მულტიპლიკატორის ფორმულა - M=1/(1-MPC)
 ზღვრული მხარჯველობა (MPC) - იმის წილი თუ დამატებითი შემოსავლიდან დამატებით
რამდენს დავხარჯავ MPC=Additional Consumption/Additional Income
 კეინსიანური მოდელის დასკვნა - ბიზნესები მხოლოდ იმ რაოდენობას აწარმოებენ რის
გაყიდვასაც მოელიან, ეს მოლოდინი პოტენციურ აუთფუთზე ნაკლები თუ არის მივიღებთ
არაეფექტურ ეკვილიბრიუმს. (უმუშევრობა და ამბები გვექნება მარა მაინც ეკვილიბრიუმი
ეთქმის ზემოთაღნიშნული მიზეზებისდა გამო) ამ ეკვილიბრიუმიდან ეკონომიკა თავისით
ვერ გამოვა რადგან წონასწორული მდგომარეობაა, შესაბამისად საჭიროა გარე ჩარევები,
როგორიცაა მაგალითაც ფისკალური პოლიტიკა.
 ბიუჯეტის დეფიციტი - როდესაც მთავრობა მეტს ხარჯავს ვიდრე იღებს. (გადასახადებიდან)
 ბიუჯეტის სარფლასი - გაგიკვირდებათ და როცა უფრო მეტს იღებს ვიდრე ხარჯავს.
 როგორ ვუშველოთ არაეფექტურ ექვილიბრიუმში მყოფ ეკონომიკას? - როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, არაეფექტური ექვილიბრიუმი გამოიწვია ბიზნესების მოლოდინმა, რომ
მთლიანი დანახარჯები დაბალი იქნებოდა (Planned consumption). ეფექტური ვითარება რომ
მივიღოთ, ეს ჩვენი წონასწორობა უნდა დამყარდეს იმ წერტილში სადაც ეკონომიკა საკუთარ
მაქსიმალურ პოტენციალს ავლენს (ანუ ის ვერტიკალური წრფე რო ვიცით იმაზე უნდა
გადაიკვეთოს ზუსტად რა C და 45 გრადუსიანი წრფე). ანუ ახლა ჩვენი მიზანია გადაკვეთა
მოხდეს უფრო მარჯვნივ, ამის გაკეთება შეგვიძლია C წრფის გადაადგილებით, ზოგადად C
წრფის დახრილობა MPC-ს ტოლია C=C0+MPC*I, აქ ახლა MPC და I-ს ვერ შევეხებით და C0 უნდა
შევცვალოთ. C0 თავის მხრივ მშპ არის რომელიც ვიცით რომ Consumer + Investment +
Government Spending + Net Export-ის ტოლია. მთავრობას შეუძლია ადგეს და გაზარდოს
Government Spending რითაც საბოლოო ჯამში C წრფეს უფრო ზევით აწევს, რაც იმას
გამოიწვევს, რომ წონასწორობა ეკონომიკის პოტენციურ დონეს მიუახლოვდება. ამას
ეწოდება ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა და ამ დროს ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება
ამ მთავრობის ხარჯვის გაზრდის გამო.
 მოკლედ რა უნდათ ამ კეინესიანელებს - თუ
ეკონომიკა პოტენციალზე დაბლა არის არ აქვს
აზრი ლონგ რანში დასტაბილურების ლოდინს და
ეგრევე უნდა ჩავერიოთ ექსპანსიური ფისკალური
პოლიტიკით. გრაფიკზე რო დავაკვირდეთ
მთავრობის ჩარევით ხელოვნურად გაზარდა
მთლიანი მოთხოვნა და ექვილიბრიუმი
წარმოების ნორმალურ დონეზე დამყარდა
(მოკლევადიან პერიოდშივე)

 რა ხდება როდესაც წონასწორობა საწარმოო შესაძლებლობებზე მეტ რაოდენობაში (e1)


დამყარდება? როგორც უკვე ვიცით, გრძელვადიან პერიოდში ეს გამოიწვევს რესურსების
ფასების ზრდას და წონასწორობის იგივე რაოდენობაში უბრალოდ უფრო მაღალ ფასების
დონეზე დაბრუნებას. (E3) მაღალი ფასების დონე ინფლაციაზე მიანიშნებს (ანუ ფულის
მსყიდველუნარიანობა შემცირდა), ინფლაცია კი
შეიძლება დასაშვებ მაჩვენებელსაც გასცდეს,
შესაბამისად კეინესიანელები თვლია, რომ
მთავრობა ამ შემთხვევაშიც უნდა ჩაერიოს
შემზღუდავი ფისკალური პოლიტიკით და
ეკონომიკა არაინფლაციურ წონასწორობის
წერტილში დააბრუნოს. (E2) ანუ მთლიანი
მოთხოვნის და მთლიანი მოწოდების გადაკვეთა
გვინდა რომ ისევ ჩვენს ნაცნობ ვერტიკალურ
წრფეზე მოხდეს, ოღონდ არ გაიზარდოს ფასების
დონე. (ანუ გვინდა, რომ გადაკვეთის წერტილი
ქვევით ჩამოვაცუროთ) ამის გაკეთება შეგვიძლია მთლიანი მოთხოვნის შემცირებით,
მთლიან მოთხოვნაში ერთ-ერთი კომპონენტი მთავრობის დანახარჯები რადგანაა,
შეგვიძლია ავდგეთ და შევამციროთ მთავრობის დანახარჯები. (AD1 დან AD2 ში გადმოვიდე)
 დაბალანსებული ბიუჯეტი - კეინესიანელები ეწინააღმდეგებიან იმ ხედვას, რომ მთავრობამ
აუცილებლად ზუსტად იმდენი უნდა დახარჯოს, რამდენიც შემოსდის. როგორც უკვე ვნახეთ
შესაბამისი გარემოებების არსებობისას, კეინესიანელებისთვის დასაშვებია მთავრობის
დანახარჯების ცვლილება, ანუ ბიუჯეტის დეფიციტის/პროფიციტის შექმნა.
 ფისკალური პოლიტიკის შემაფერხებელი ფაქტორები - ფისკალური პოლიტიკის
წარმართვისას ყველაზე რთული სწორი დროის შერჩევაა, როგორც უკვე ვნახეთ, ფისკალური
პოლიტიკა საჭიროა მაშინ როდესაც ეკონომიკა კრიზისშია (ან ინფლაციას იწვევს
ახლანდელი მდგომარეობა), თუმცა კრიზისის შემჩნევა საწყის ეტაპებზე და შესაბამისი
ზომების მიღება საკმაოდ რთულია. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ფისკალური
გადაწყვეტილებები დროში იწელება, რადგან შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების
გავლას მოითხოვს. მესამე შემაფერხებელი გარემოება ისაა, რომ ფისკალურ პოლიტიკას
შედეგი რაღაც პერიოდის შემდეგ მოაქვს და ამ დროის შემდეგ შეიძლება საერთოდ აღარ
იყოს კონკრეტული ჩარევის საჭიროება, შესაბამისად პოლიტიკის შემუშავებისას
განჭვრეტილი უნდა იყოს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მისი ეფექტურ მოქმედებაში
მოსვლისას იქნება.
 ავტომატური სტაბილიზატორები - ინსტრუმენტები, რომლებიც ფისკალური პოლიტიკის
ცვლილების გარეშეც ცვლის მთავრობის დანახარჯებს მდგომარეობის შესაბამისად.
ასეთებია მაგალითად უმუშევრობის კომპენსაცია, მოგების გადასახადი, პროგრესული
საშემოსავლო. უმუშევრობის კომპენსაციის მაგალითზე რომ განვიხილოთ, რეცესიისას მეტი
ადამიანი რჩება უმუშევარი, ანუ მთავრობას მეტი კომპენსაცია აქვს გადასახდელი,
მთავრობის შემოსავალი კი შემცირებულია. ეს ავტომატურად ნიშნავს ბიუჯეტის დეფიციტის
შექმნას ჩარევის გარეშე.
GWARTNEY 12

 გამოდევნის ეფექტი - როგორც კეინესიანელები ამბობდნენ, ეკონომიკური კრიზისისას


მთავრობამ უნდა ჩაატაროს ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, რითიც მთლიან
მოთოხვნას (AD) გაზრდის და ეკონომიკას გამოაცოცხლებს. კეინესიანელების ეს მსჯელობა
ერთი შეხედვით სწორად მოგვეჩვენა, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც მათ მიერ
შემოთავაზებული გზების არაეფექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას. ერთ-ერთი ასეთი
ფაქტორია „გამოდევნის ეფექტი“.
 გამოდევნის ეფექტი ჩაკეტილ ეკონომიკაში - დავუშვათ ექსპანსიური ფისკალური
პოლიტიკისას (ანუ მთავრობამ უნდა გაზარდოს დანახარჯები, G იზრდება), მთავრობამ
დამატებითი რესურსების მოსაძიებლად მიმართა სასესხო ბაზარს. ბაზარზე მოთხოვნა
საგრძნობლად გაიზრდება (მთავრობა დიდი მოცულობის სესხებზე შექმნის მოთხოვნას),
რაც შემდეგ შედეგებს გამოიწვევს: გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ბიზნესებს დიდი
ინვესტიციებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს (შემცირდება I), რადგან ფულის
ინვესტირების ალტერნატიული დანახარჯი გაზრდილია. გაზრდილი საპროცენტო
განაკვეთის გამო მომხმარებლები თავს შეიკავებენ მანქანების, სახლების და მსგავსი
მაღალფასიანი ნივთების ყიდვისგან (განვადება გაუძვირდებათ საგრძნობლად) ანუ C-ც
შემცირდება. ჩვენს ერთობლივი მოთხოვნის ტოლობაში (Y=C+I+G+NX) ერთი შესაკრების
გაზრდა იწვევს სხვა ორი შესაკრების შემცირებას, შესაბამისად G-ს გაზრდის ჯამური ეფექტი
(ანუ ფისკალური პოლიტიკის წარმატება) მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

 გამოდევნის ეფექტი ღია ეკონომიკაში - მთავრობის ხარჯების გაზრდა აქაც გამოიწვევს


საპროცენტო განაკვეთის გაზრდას (სესხების ბაზარზე შევა მთავრობა და მოთხოვნას
გაზრდის), რაც ერთი მხრივ შეამცირებს პირად ინვესტიციებს (I), მეორე მხრივ კი
წაახალისებს უცხოელებს, რომ ჩვენთან გაასესხონ ფული (რადგან ჩვენთან უფრო მაღალი
განაკვეთია). ჩვენთან ფულის გასასესხებლად უცხოელებს დაჭირდებათ ჩვენი ვალუტის
ყიდვა, ანუ გაიზრდება მოთხოვნა ჩვენს ვალუტაზე და გამყარდება იგი. ვალუტის გამყარება
გამოიწვევს წმინდა ექსპორტის შემცირებას (წინა თავების მასალიდან). ანუ მივიღეთ, რომ
ჩვენი ერთობლივი მოთხოვნის ტოლობაში (Y=C+I+G+NX) იზრდება ერთი შესაკრები და
მცირდება 3 შესაკრები, ანუ ამ შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის წარმატება კიდევ უფრო
შემცირებულია.

 ნეოკლასიკური მოდელი - ნეოკლასიკოსი ეკონომიკები ამბობენ, რომ მთავრობის მიერ


დანახარჯების გაზრდას მოხმარებლები შემდეგნაირად უპასუხებენ: მთავრობის
დღევანდელი დანახარჯების გაზრდა ეს არის სიგნალი სამომავლო მაღალ გადასახადებზე
(ვალი რამენაირად ხო უნდა გადაიხადოს მთავრობამ და გადასახადებს გაზრდის როცა
იქნება დრო), შესაბამისად მოხმარებლები იწყებენ დღევანდელი მოხმარების (C) შემცირებას
და ფულის სამომავლოდ შენახვას (მერე დიდი გადასახადები იქნება და შეგვიმცირდება
შემოსავლებიო ფიქრობენ). ახლა ვნახოთ რა ხდება სასესხო ბაზარზე: მთავრობის
დანახარჯების ზრდა ისევ ზრდის მოთხოვნას, თუმცა როგორც ვთქვით ადამიანებიც მეტ
ფულს ინახავენ უკვე, ანუ სასესხო ბაზარზე იზრდება მიწოდება და თურმე ახალი მოთხოვნა
და ახალი მიწოდება ზუსტად იმ საპროცენტო განაკვეთის დონეზე გადაკვეთენ ერთმანეთს,
სადაც ინტერვეციამდე კვეთდნენ. საპროცენტო განაკვეთი თუ არ შეიცვლება ინვესტიციებს (I)
და ექსპორტს (NX) არაფერი მოუვა. ჩვენი მოთხოვნის ტოლობას რომ შევხედოთ (Y=C+I+G+NX)
იზრდება G და მცირდება C. თეორია ამბობს, რომ C ზუსტად იმდენით მცირდება,
რამდენითაც G იზრდება და შესაბამისად Y უცვლელია. (ამას რიკარდოს ექვივალენტობასაც
ეძახიან)
 შეჯამება ფისკალურ პოლიტიკაზე - კეინსიანელები ამბობდნენ ფისკალური პოლიტიკა ძალიან
მაგარია და გამოგვიყვანს კრიზისიდანო. გამოდევნის ფექტის ხალხი ამბობდა არც ისე მაგარია,
რადგან დამაბრკოლებელი გვერდითი ეფექტები აქვსო. ნეოკლასიკოსებმა კიდე საერთოდ აზრი
არ აქვს ფისკალურ პოლიტიკას, რადგან მაინც არაფერს ცვლისო.
 მიწოდების ეკონომისტები - აქამდე თუ ფისკალურ პოლიტიკას მოთხოვნაზე ზემოქმედების
კუთხით განვიხილავდით, მიწოდების ეკონომისტები ამბობდნენ, რომ ფისკალური პოლიტიკა
(კერძოდ გადასახადების დონე) დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა შრომაზე, ინვესტიციებზე და
რესურსების ეფექტურ განაწილებაზე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადებზე
საუბრისას იგულისხმება ზღვრული გადასახადი, ანუ ბოლო გამომუშავებული დოლარიდან რა
ნაწილი იბეგრება. თუ ნაკლები დაიბეგრება, ადამიანს მოტივაცია ექნება, რომ კიდევ უფრო მეტი
იმუშაოს და მეტი დოლარი გამოიმუშაოს. (შემდეგი 1 დოლარიდან 0.5 თუ დამრჩება შეიძლება
აღარ მიღირდეს მის გამოსამუშავებლად წვალება და 0.8 თუ დამრჩება უკვე მეტად სავარაუდოა
რომ ვიმუშავებ)
 რატომ ამცირებს მაღალი გადასახადები აუთფუთს? - პირველ რიგში, როგორც ვთქვით
ადამიანებს მუშაობის მოტივაცია ეკარგებათ. ასევე მაღალი გადასახადების გამო უცხოელი
ინვესტორები ქვეყანაში არ ჩამოვლენ და აქაურ ინვესტორებსაც უცხოეთში ენდომებათ
ინვესტირება. მესამე ფაქტორი ისაა, რომ ადამიანები არაეფექტურად გამოიყენებენ
რესურსებს მხოლოდ იმისთვის, რომ გადასახადები შეამცირონ. (მაგალითად კომპანიას
გადასახადის გადახდას ურჩევნია ადგეს და მივლინების ხარჯად გაწეროს თანამშრომლების
ლაქშერი კურორტზე დასვენება)

You might also like