You are on page 1of 11

20 წარმატებული ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე დაყრდნობით სტრატეგია „აღმაშენებლის“

გუნდმა უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავა ქვეყნის სწრაფი


განვითარების კომპლექსური და ინოვაციური გეგმა. გეგმა მოიცავს 10 ძირითად მიმართულებას,
რომლის შედეგადაც:

• 5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკის არანაკლებ ორჯერ გაიზრდება, რომლის მოცულობაც


შეადგენს 110 მილიარდ ლარს
• 12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია
• 350,000 ახალი სამუშაო ადგილი
• 30 000 ლარი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მიმდინარე ფასებში)

გეგმის თანახმად, ყველაზე პესიმისტური გათვლებით საქართველო შეძლებს მიაღწიოს ეკონომიკური


განვითარების იმ ნიშნულს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყანას - ბულგარეთს - აქვს.

ზემოთ აღნიშნული შედეგის მიღწევა ეკონომიკის სექტორების განვითარების გზით არის


შესაძლებელი. სტრატეგია „აღმაშენებელის“ გუნდის მიერ შემუშავებული დასაქმების და სიღარიბის
დაძლევის სექტორული გეგმა მოცემულია მომდევნო გვერდებზე.
1. ადგილობრივი წარმოების განვითარება
9 ინდუსტრიული პარკი, რომლის ჯამური ინვესტიცია 3.360 მილიარდ დოლარს
შეადგენს და რომელიც 5 წელიწადში შექმნის 95,000 სამუშაო ადგილს

სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის


გასაუმჯობესებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია ეროვნული წარმოების განვითარება. ამჟამად,
დაბალი მწარმოებლურობის შედეგად ქვეყანში არ იქმნება სამუშაო ადგილები და იზრდება სიღარიბე.
საქართველოში 221.0 ათასი ადამიანი უმუშევარია, რაც სამუშაო ძალის 12.7%-ს შეადგენს. ჯამში კი -
3.7 მილიონიან ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი სამსახურს ეძებს. სტრატეგია „აღმაშენებლის”
წარმოების განვითრების პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას სამუშაო ადგილები, შეამციროს
იმპორტდამოკიდებულება და მაქსიმალურად აითვისოს საქართველოს საექსპორტო პოტენციალი
ინდუსტრიული პარკების განვითარების გზით:

• რუსთავი - სამშენებლო ინდუსტრიული პარკი


• ბათუმი - ტექსტილისა და ტანსაცმლის ინდუსტრიული პარკი
• გორი - სამომხმარებლო ტექნიკის ინდუსტრიული პარკი
• ქუთაისი - სატრანსპორტო საშუალებების ინდუსტრიული პარკი
• ქუთაისი - ავეჯის ინდუსტრიული პარკი
• წეროვანი - ფარმა ინდუსტრიული პარკი
• თელავი - მაღალტექნოლოგიური HI TECH პარკი
• ახალციხე - განახლებადი ენერგიის ინდუსტრიული პარკი
• ზუგდიდი - სოფლის მეურნეობის და სხვა საწარმოო ტექნიკის ინდუსტრიული პარკი

სახელმწიფოს თანამონაწილეობა ინდუსტრიული პარკების შექმნაში:

• მიწის გამოყოფა
• კომუნიკაციების მიყვანა (დენი, წყალი, ინტერნეტი, გაზი)
• ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება (გზა, რკინიგზა, წვდომა აეროპორტებსა და
პორტებზე)
• 10 წლიანი საშეღავათო საგადასახადო პერიოდი (ნულოვანი გადასახადი)
• უფასო მარკეტინგული და სარეკლამო კამპანია
• საელჩოებისადმი დავალება, რაც შეიძლება მეტი უცხოელი ინვესტორი და მეტი გასაღების
ბაზარი მოიზიდონ
• საექსპორტო ბაზრების ათვისება და ახლის მოძიება
• კვალიფიციური სამუშაო ძალით სამუშაო ბაზრის უზრუნველყოფა
• უცხოეთის ბაზრებზე ექსპორტირებული პროდუქციის კონკურენციის გაზრდის მიზნით მისი
სტანდარტიზაცია და ხარისხის კონტროლი

პირველი 5 წლის მიზანი იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, რისთვისაც გაწერილი გეგმა
წლების მიხედვით:

• 1 წელი - ინვესტიციების მოზიდვა, ტერიტორიების გამოყოფა, ხელშეკრულებების გაფორმება


• 2 წელი - ინფრასტრუქტურის მოწყობა
• 3 წელი - საწარმოების ამუშავება და პროდუქციის გამოშვება
• 4 წელი - მასშტაბირება, იმპორტის ჩანაცვლება
• 5 წელი - ექსპორტზე გასვლა

2. ორიIT/ ბლოკჩეინ ქალაქი ქუთაისსა და რუსთავში


150 მლნ. დოლარის ინვესტიცია, 5 წელიწადში შექმნის 30,000 სამუშაო ადგილს

ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და წარმატების გარანტია სამეცნიერო ინოვაციებზე,


ტექნოლოგიებსა და განათლების ხარისხზე ორიენტირებაა. მეცნიერებისა და ინოვაციების
პრიორიტეტად ქცევა ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმოების გაძლიერებას, უცხოური ინვესტიციების
მოზიდვას, ახალგაზრდა ტალანტების ქვეყანაში დასაქმებას და საერთო დოვლათის შექმნას
საზოგადოებრივი სიკეთისათვის. ჩვენი ინიციატივა მოიცავს 2 IT/ბლოკჩეინ ქალაქის გაშენებას
რუსთავსა და ქუთაისში, ხოლო ჩვენი მიზნები იყოფა ორ ეტაპად: საშუალო და გრძელვადიანი. 2025
წლისთვის თითო IT ქალაქიდან, მხოლოდ კომპიუტერული სერვისების ექსპორტი $350-400 მილიონს
მიაღწევს, დასაქმდება 15,000 ადამიანი (ჯამში 30,000), ხოლო საშუალო ხელფასი იქნება არანაკლებ
$2200-ისა. ხოლო, უკვე 2030 წელს კომპიუტერული სერვისების ექსპორტი, თითო ქალაქში მიაღწევს
$1.3 მილიარდს (ჯამში $2.6 მლრდ.), დასაქმდება 35,000 (ჯამში 70,000), ხელფასი კი საშუალოდ $3100-ს
გადააჭარბებს.

• IT ქალაქების ადმინისტრაცია:

IT ქალაქებს ადმინისტრერებას გაუწევს სპეციალური ორგანო, რომელიც პირდაპირ დაექვემდებარება


პრემიერ-მინისტრს და ვალდებული იქნება უზრუნველყოს ბიზნესისათვის ხელსაყრელი პირობები,
განავითაროს ინფრასტრუქტურა, გაამყაროს კავშირები საგანმანათლებლო სტრუქტურებთან. ასევე,
მან აქტიურად უნდა იმუშაოს ქვეყნის შიდა და გარე ინვესტიციების მოზიდვაზე და დაიცვას ქალაქში
არსებული სუბიექტების უფლებები.

• საგადასახადო სისტემა:

IT ქალაქებში არსებული ბიზნესი სრულიად გათავისუფლდება ყოველგვარი გადასახადებისგან


პირველ და მეორე წელს, მესამე წელს გამოყენებული იქნება მხოლოდ 5% და ამის შემდეგ მხოლოდ
10% საშემოსავლო გადასახადზე. დღგ და სხვა გადასახადები იქნება 0%-ის ტოლი. სახელმწიფო
ქონების გაქირავების შემთხვევაში, კომპანიები გადაიხდიან ღირებულების 50%-ს.

• სერვისები:

IT ქალაქებში არსებული კომპანიები იმუშავებენ ხალხისა და სერვისების აუთსორსზე, ასევე, ისინი


შექმნიან (Development) სერვისებსა და ახალ პროდუქტებს. თამაშების დეველოპმენტი იქნება ერთ-
ერთი ყველაზე მკაფიოდ აქცენტირებული მიმართულება. დაბოლოს, სამეცნიერო კვლევები (R & D) და
მონაცემთა ბაზების ცენტრები იქნება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო, ზემოაღნიშნულ
მიმართულებებთან ერთად.
• IT ქალაქებში არსებული კომპანიათა ტიპები:

იქნება რამდენიმე ძირითადი ტიპის კომპანია. პირველ რიგში, უცხოური საერთაშორისო კომპანიები,
რომელთა მოზიდვა უნდა მოხდეს ადგილობრივ ბაზარზე არსებული ძლიერი პროფესიონალების
მეშვეობითა და საინტერესო საინვესტიციო პირობებით. ასევე, ჩვენი გათვლებით ეს ადგილი იქნება
ძალიან მნიშვნელოვანი სტარტაპებისათვის და ადგილობრივი კომპანიებისათვის. IT ქალაქებში
ბიზნესით დაკავდებიან კომპანიები რომლებიც ისეთ დიდ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა
მაიკროსოფთი და ეფლი ჩაერთვებიან სხვადასხვა დონის საპარტნიორო მოდელებში.

• ინვესტორთა მოზიდვა:

ინვესტორების მოზიდვა მოხდება პირველ რიგში იაფი, მაგრამ კვალიფიციური ტალანტებით, დაბალი
გადასახადებითა და გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მეშვეობით. უცხოურ კომპანიებს
შევთავაზებთ ორი ტიპის მოდელს, სადაც ისინი იღებენ უფასოდ მიწას და თავად ქმნიან
ინფრასტრუქტურას ან ქირაობენ არსებულს განახევრებულ ფასად. ასევე, ქალაქების
ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ ბიუროკრატიულ სერვისებისა და ვალდებულებების სწრაფად
მოგვარებას.

3. 3000 გესთჰაუსი, 180 ბრენდული და გამაჯანსაღებელი


სასტუმრო კომპლექსი, 400 აპარტოტელი
3000 გესთჰაუსი, 180 ბრენდული და გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი შექმნის
38,600 სამუშაო ადგილს. ასევე, 400აპარტოტელი - მშენებლობის პროცესში
დაასაქმებს 45,000 ადამიანს, ხოლო მუდმივად 17,000 ადამიანს. ჯამში, ქვემოთ
მოცემული პროექტები შექმნის 100,600 ახალ სამუშაო ადგილს

ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი მიმართულებაა, თუმცა, მიუხედავად


ტურიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობისა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რიგიპრობლემების
გამო ვერ ვახერხებთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულიად რეალიზებას. სტრატეგია
,,აღმაშენებლის“ გუნდმა შეიმუშავა ტურიზმის განვითარების ქართული მოდელი, რომლის შედეგად 5
წელიწადში:

• ქვეყანაში შემოვა 25 მილიონი ტურისტი, რომელთაგან სულ მცირე 10% იქნება


მაღალგადახდისუნარიანი ტურისტი. რაც ნიშნავს5 მილიარდი დოლარის შემოსავალს
ქვეყნისთვის და დაახლოებით 100,600 სამუშაო ადგილს.

• ტურისტების მისაღებად უნდა მოწესრიგდეს განთავსების ობიექტები. სულ მცირე 180


ბრენდული და გამაჯანსაღებელი სასტუმრო-კომპლექსი რაიონებში და 3,000 გესთჰაუსი
სოფლებში. სახელმწიფო მხარს დაუჭერს და წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესს რათა
საკუთარი სახლები აქციონ გესთჰაუზებად. პროგრამის მდგრადობის უზრუნველსაყოფად,
სახელმწიფო ტურისტებს გადასცემს სტუმრის ბარათს და აუნაზღაურებს ახალ გესთჰაუზებში
ერთი ღამის საფასურს, რაც ნიშნავს გარანტირებულ სტუმარს გესთჰაუსებისთვის. გარდა
ამისა, ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტიციები ყველა რაიონში სულ მცირე ერთი
ბრენდული სასტუმროს და აპარტოტელის გასახსნელად და ასამუშავებლად.

• ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და კურორტების


განვითარება. ოფიციალური მონაცემებით, გვაქვს 80 საკურორტო ადგილი, საიდანაც მხოლოდ
რამდენიმე ფუნქიონირებს. პირველ რიგში უნდა მოხდეს არსებული ბუნებრივი რესურსების
გამოკვლევა საერთაშორისო ავტორიტეტული ლაბორატორიის მიერ, დადგინდეს და
დოკუმენტურად დადასტურდეს რა სარგებლობა მოაქვს თითოეულ მათგანს. შემდეგი ეტაპია,
ინვესტორების დაინტერესება და ჩამოყვანა. თუ საშუალოდ ერთი ტურისტი ხარჯავს 300$,
გამაჯანსაღებელ ტურიზმით, ერთ ადამიანს მოაქვს დაახლოებით 2000$. შესაბამისად,
მაღალანაზღაურებადი ტურიზმის განვითარების პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ.

4. ორი კონგრეს ჰოლი ქუთაისსა და ბათუმში


უმასპინძლებს ბიზნეს და საქმიან ტურისტებს. ერთ წელიწადში მიიღებს
დაახლოებით 500,000 ბიზნეს ტურისტს, რაც ნიშნავს ქვეყანაში შემოსულ სულ მცირე
300 მილიონ დოლარს

• საქმიანი ტურიზმის განვითარება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური


განვითარებისათვის მნიშვნელოვანი წყაროა. ამისთვის, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს
ქუთაისსა და ბათუმში ორი კონგრესჰოლის აშენებას, რომელიც მიიღებს ბიზნეს, საქმიან
ტურისტებს. კონგრესჰოლები უმასპინძლებს საერთაშორისო სამიტებს, კონფერენციებსა და
შეხვედრებს, რის შედეგადაც, ერთ წელიწადში საქართველო მიიღებს დაახლოებით, 500,000
ბიზნეს ტურისტს, რაც ნიშნავს ქვეყანაში შემოსულ სულ მცირე 300 მილიონ დოლარს.

• ქვეყანაში ტურისტეული ნაკადების მისაღებად, მნიშვნელოვანია საჰაერო სატრანსპორტო


ინფრასტრუქტურის მოწყობა. საქართველო უნდა იყოს მარტივად მისაღწევი, რისთვისაც
აუცილებელია ახალი პირდაპირი ავიარეისებისა და ხელმისაწვდომი ფრენების ხელშეწყობა.
პირდაპირი, ყოველდღიური ავიარეისების ორგანიზება დიდ ქალაქებთან, სადაც ფრენის დრო
არ აღემატება 3 საათს (მაგალითად – ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, გდანსკი, კრაკოვი,
ვროცლავი, პოზნანი, რიგა, ვილნიუსი და ა.შ.).

5. სოფლის მეურნეობა
1.5 მლრ. დოლარის ინვესტიცია სოფელში და 60,000 დასაქმებული ადამიანი

ჩვენი ამბიციაა შევქმნათ ეკოსისტემა, რომელიც დაასაქმებს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და


საშუალებას მისცემს ფერმერს საკუთარი შრომით მიაღწიოს ღირსეული ცხოვრების სტანდარტს.
ამჟამად, სოფლად მცხოვრები 702,700 ადამიანი მუდმივად სამუშაოს ძიებაშია. შედეგად ვღებულობთ,
რომ მოსახლეობა ღარიბდება, სოფელი იცლება და სამუშაოს ძიებაში ყოველწლიურად საშუალოდ 12-
15 ათასი ადამიანი ტოვებს მას.„სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში შევიმუშავეთ სოფლის
მეურნეობის განვითარების ქართული მოდელი, რომელიც დარგში არსებული პრობლემების
მოგვარებას ხელს შეუწყობს და შემდეგ ინიციატივებს ითვალისწინებს:

• კონკურენტული პროდუქტი და გარანტირებული ფასი


- სოფლის მეურნეობის მარკეტინგის ცენტრის შექმნა - სახელმწიფო უზრუნველყოფს
საქართველოს აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობის პოტენციალის , მსოფლიო და
ადგილობრივი გასაღების ბაზრების მოძიებასა და მარკეტინგული კველევების ჩატარებას.
- კონკურენტული პროდუქტის დადგენა და მათი წარმოების ხელშეწყობა - მარკეტინგული
კვლევით გამოვლენილი კონკურენტული აგროპროდუქტების იდენტიფიცირება და მათი
მასობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობების სხვადასხვა ტიპის
სახელმწიფო აგროპროგრამებში ჩართვა.
- კონკურენტულ პროდუქტზე გარანტირებული ფასი ამერიკული მოდელის მიხედვით„მოგების
დაზღვევა“ – ფერმერული მეურნეობები, რომლებიც კონკურენტული პროდუქციის
წარმოებით იქნებიან დაკავებულნი, სახელმწიფოს მხრიდან მოგების დაზღვევის პროგრამით
ისარგებლებენ. პროგრამა ითვალისწინებს ფერმერული მეურნეობებისათვის გარანტირებული
ფასის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალ ბაზარზე მათ მიერ წარმოებული
პროდუქციის ფასი თვითღირებულებაზე ნაკლები იქნება და მწარმოებელი ზარალს განიცდის.

• მიწის ბანკის ევროპული მოდელი


- მიწის რეგისტრაციის ხარჯების სრულად ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან -
გაუფორმებელი მიწების რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას
იღებს ყველა ხარჯი, რომელიც მიწის გაფორმებასთან იქნება დაკავშირებული საკუთარ თავზე
აიღოს.
- მიწის სასამართლო იუსტიციის სახლში, გამარტივებული რეგისტრაციისთვის - მიწის
რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებისა და მოკლე ვადებში ჩატარების მიზნით, მიწის
გაფორმებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავებს, სამოქალაქო სასამართლოს ნაცვლად
ადგილზე განიხილავს მიწის სასამართლო.
- ფრაგმენტირებული მიწის საბაზრო ფასში შესყიდვა და გამსხვილება მიწის ბანკის მხრიდან -
სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შექმნას მიწის ბანკი, რომლის მიზანიც მიწის წვრილი
მფლობელებისგან საბაზრო ფასში შეძენილი ქონების კონსოლიდაციაა (გამსხვილება).
- შეძენილი და გამსხვილებული მიწის თვითღირებულებით ფერმერისთვის გადაცემა.

• ინფრასტრუქტურა - „მინდვრიდან მომხმარებლამდე“


- მელიორაციის სისტემის კერძო კომპანიის მფლობელობაში გადაცემა ეფექტური
ოპერირებისთვის.
- ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობა ისრაელისა და ნიდერლანდების გამოცდილების
გათვალისწინებით.

• მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოყვანა (გადამამუშავებელი


წარმოების განვითარება).

6. განათლების სისტემა
განათლებასა და დასაქმებულ და რეალიზებულ ადამიანს შორის პირდაპირი
კავშირია

საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს განათლებისა და წარმატების ახალი სტანდარტების ქვეყანა,


სადაც თანამედროვე განათლება თითოეული მოქალაქისათვის მატერიალური კეთილდღეობის
საფუძველია, ხოლო სახელმწიფოსთვის სტაბილური განვითარების ყველაზე სანდო ინვესტიცია.
სტრატეგია „აღმაშენებლის“ განათლების სისტემის ქართული მოდელის რამოდენიმე პუნქტი
ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას თანმიმდევრული და მოკლე და გრძელვადიანი
პოლიტიკის მეშვეობით:

• 10 000 გრანტი ყოველწლიურად მომავლის პროფესიების დაუფლებისთვის - კერძო


სექტორთან თანამშრომლობით საქართველოს 10 რეგიონში ჩამოყალიბდება პროფესიული
განვითარებისა და მომავლის პროფესიების დაუფლებისთვის შექმნილი მოკლევადიანი
დუალური პროგრამები. პროგრამა უზრუნველყოფს აგრო და ინდუსტრიულ კლასტერებში
მაღალანაზღაურებადი სამუშაოსთვის კადრების მომზადებას და დამატებითი დასაქმების
ადგილების შექმნას 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ.

• პროფესიული დახელოვნების ცენტრების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა რეგიონში:


ΙΤ, მარკეტინგი, დიზაინი, ციფრული ტექნოლოგიები, წარმოება, ტურიზმი და ა.შ.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მე-10 კლასიდან გაუჩნდება შესაძლებლობა ისწავლოს,
განვითარდეს და დასაქმდეს საკუთარი პროფესიით, მაღალანაზღაურებად პოზიციაზე
ქვეყნიდან გაუსვლელად.

7. ანაკლიის პორტი
ანაკლიის პორტის და ლაზიკის ურბანული განვითარება

8. სასამართლო რომელსაც ვენდობით


ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლისათვის, მნიშვნელოვანია სამართლიანი
მართლმსაჯულების სისტემის არსებობა

• მსოფლიო მასშტაბით 100 საუკეთესო მოსამართლეთა სია შედგება, სიადანაც შემთხვევითი


შერჩევის პრინციპით შეირჩევა მოსამართლე რომელიც ამ სამი კატეგორიის საქმეებს
განიხილავს:
- პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები
- ადამიანის უფლებები (კონსტიტუციის II თავით გათვალისწინებული მუხლები)
- ფინანსური პოლიციის ქვემდებარე საქმეები

• მინი სტრასბურგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან

საქართველოს კონსტიტუციის II თავში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებებია


დაცული, ამგავარი დავების სამივე ინსტანციაში განხილვის შემდეგ ე.წ სტრასბურგის ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს განსახილველი საქმეები განიხილება საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოსთან არსებულ პალატაში რომელშიც მოწვეული იქნებიან უცხოელი
მოსამართლეები. მოსამართლეთა შერჩევა მოხდება მსოფლიო მასშტაბით 100 საუკეთესო
მოსამართლეთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

• საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ჩართვა სახელმწიფო და კერძო პირს შორის


დავის შემთხვევაში. თუ სახელმწიფოს და კერძო პირს შორის დავა, რომელიც აღემატება
1,000,000 ლარს, კერძო პირს ექნება არჩევანი დავის გადაწყვეტის დროს დავა დაიწყოს
საქართველოს სასამართლოში ან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში.
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შერჩევის მექანიზმი:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევს საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით 5-10 გავლენიან
საარბიტრაჟო სასამართლოს (ლონდონი, ვენა,პარიზი, ჟენევა და სხვ.)
- საარბიტრაჟო დავის ხარჯები: დავის ხარჯებს აანაზღაურებენ მხარეები, იმავე წესით, რაც
გამოიყენება საარბიტრაჟო სასამართლოში დავის შემთხვევაში
- ეს ნორმა იძლევა საშუალებას, კერძო პირსა და სახელმწიფოს შორის დავის შემთხვევაში
დაცული იყოს ორივე მხარის ინტერესი.რითაც გარანტირებული იქნება
- არჩევანი ადგილობრივი სამართალწარმოების ან საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენებით

9. საქართველო 4 სეზონისქვეყანა
4 საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტული ნაკადების
შემოდინებას ოთხივე სეზონზე. შედეგად, 2025 წელს დაახლოებით 25 მილიონი
ტურისტი, რაც ნიშნავს 5 მილიარდ დოლარ შემოსავალს ქვეყნისთვის. აქედან, სულ
მცირე 10% მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტი

• საქართველო - ქვევრის ღვინის სამშობლო, მსოფლიო ღვინის ფესტივალი

ჩვენი ინიციატივაა, მოეწყოს ღვინის ქალაქი, სადაც ყველა ქვეყნისა და ტიპის ღვინო იქნება
წარმოდგენილი. გარდა ამისა, საქართველოში გაიხსნას მსოფლიო რანგის ინტერაქტიული
ეთნოკულტურული მუზეუმი, სადაც მსოფლიო ხალხების კულტურები იქნება წარმოდგენილი,
ერთგვარი მინი მსოფლიო ერთ სივრცეში. ასევე, ჩვენი ინიციატივა მოიცავს თბილისობის
დღესასწაული გარდავქმნათ მსოფლიო ღვინის ყოველწლიურ ფესტივალად. საქართველოს
საელჩოებსა და წარმომადგენლობებს საზღვარგარეთდაევალებათ მოიწვიონ შესაბამისი ქვეყნის
ლიდერები და მათ ქვეყნებში არსებული დიდი სავაჭრო ქსელების მენეჯერები და მეპატრონენი,
სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები.

• ყველაზე მასშტაბური საახალწლო ღონისძიება


• მსოფლიო ხალხებისა და ეთნოსების ფოლკლორული და კულინარიული ფესტივალი

ფესტივალის ფარგლებში საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ხალხებს, ტომებსა და ეთნოსებს.


ფესტივალი გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოიცავს ყველა რაიონს. მაგალითად,
წალენჯიხას დაევალება უმასპინძლოს ფესტივალის ფარგლებში ჩამოსულ ბრაზილიელებს ან
რომელიმე აფრიკულ ტომს და სხვ.

• ახალგაზრდული ფესტივალი - მუსიკა და ტექნოლოგიების სამიტი

საქართველო უმასპინძლებს ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმატებული


სტუდენტებს და ქართველ სტუდენტებთან ერთად ჩატარდება გლობალური სამიტი ტექნოლოგიების
მიმართულებით. პარალელურად, ახალგაზრდული სამიტის ფარგლებში ჩატარდება მუსიკის
ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ჩამოვიყვანთ მსოფლიო დონის შემსრულებლებს (ელექტრონული
მუსიკა, ჯაზი, ბლუზი და სხვ.), რაც დამატებით მიზიდულობის ცენტრს შექმნის
ახალგაზრდებისთვის.

10. თბილისი - ფინანსური სმარტ-ჰაბი

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ახალ ეკონომიკურ სტიმულებს აჩენს, რომელთა ფონზეც


მსოფლიო ბიზნესისათვის საჭიროა შეიქმნას ახალი შესაძლებლობები ახალი ტიპის ეკონომიკური
სუბიექტებისთვის. ამის გათვალისწინებით, თბილისი უნდა გახდეს ინოვაციური ბიზნესებისთვის
მიმზიდველი ჰაბი:

• E-card - ყველაზე მარტივი პროცედურები მსოფლიოში - მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან


ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება კომპანიის დარეგისტრირება თბილისში
• ყველა კომპანიის მფლობელი მიიღებს ბიზნეს ბარათს, რითაც შეძლებს კომპანიის სრულად
მართვას, ბანკში ანგარიშის გახსნას და ფინანსური აქტივების მართვას მსოფლიოს ნებისმიერი
წერტილიდან
• საგადასახადო გარემო მოერგება ზემოაღნიშნული ტიპის ბიზნეს საჭიროებებს
• ყველა სერვისი განხორციელდება კერძო კომპანიების მეშვეობით და თბილისი გახდება
ფინანსური ცენტრი

You might also like