You are on page 1of 6

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტურიზმის ფაკულტეტი

შუალედური გამოცდა

სასწავლო კურსი: ტუროპერირება

სტუდენტი:_____შორენა ფირცხალაძე_____________________________

ასოცირებული პროფესორი ირაკლი კორძაია

მასწავლებელი თინათინ გოგოლიშვილი

------------------------------------------------------------------------------------------------------

ვარიანტი I

1. ჩამოაყალიბეთ რას გულისხმობს ტუროპერატორის საქმიანობის არსი და რამ


განაპირობა მისი საქმიანობის ფორმირება. ვინ არის ტუროპერატორი და რა
ფუნქციები აკისრია მას.

2. საერთაშორისო ტურიზმში უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია ტურისტებისადმი


ყურადღების გამოვლენის ნორმები. თვენი ინტერპრეტაციით გადმოეცით
თითოეული მათგანის მნიშვნელობა და მათი გავლენა მომხმარებელზე.

3. ისაუბრეთ ტურისტული კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე. მათი საქმიანობის


სპეციფიკიდან გამომდინარე, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ ისინი დღეს და
როგორ ხედავთ მათ მომავალს. გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები გაამყარეთ სათანადო
არგუმენტებით.

4. დაგეგმეთ მომსახურების პროგრამა 2დღე/1 ღამე აჭარის მასშტაბით შემდეგი


პირობების გათვალისწინებით:

 კლასი : ტურისტული კლასი

 განთავსების ობიექტი

 ტრანსპორტის ტიპი და რაოდენობა

 ტურისტთა რაოდენობა

 მოსანახულებელ ობიექტთა ჩამონათვალი

 ძირითად მომსახურებათა ჩამონათვალი


 დამატებით მომსახურებათა ჩამონათვალი (მინიმუმ 2)

 შეეცადეთ პროგრამა იყოს გამორჩეული, უნიკალური და განსხვავებული მასში


შემავალი მომსახურებიდან გამომდინარე

 გაწერეთ დეტალურად რა მომსახურება შედის პროგრამაში და რა მომსახურება


არ შედის;

შეფასების კრიტერიუმები:

 საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბება

 არგუმენტების სიმყარე

 ლოგიკური თანმიმდევრობა

 ანალიზის და დასკვნის უნარი

თითოეული საკითხი ფასდება 5 ქულით.

P.s. პასუხში გამოყენებული დაკოპირებული ტექსტის, პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში


საკითხი შეფასდება 0 ქულით.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!

დამტკიცებულია დეპარტამენტის სხდომაზე დეპარტამენტის


ხელმძღვანელი

16. 10. 2020წ. ოქმი N 11 რ.ბერიძე

1) -ტუროპერატიული საქმიანობა ეს არის ტურისტული პროდუქტი რომელიც


შედგება გადაადგილების განთვსებისა და გართბისგან.ტურისტული
პროდუქტის შემქმნელები არიანტუროპერატორები და ტურაგენტები.

ტუროპერატორი-არის მეწარმე ,რომელიც თვითონ ქმნის და ყიდის პროდუქტს.ხოლო


ტურაგენტი-არის შუამავალი,რომელიც პროდუქტს ყიდულობს ტურაგენტისგან და
მხოლოდ ყიდის მას. ტუროპერატორისა და ტურაგენტის ძირითადი
განმასხვავებელი ნიშნებია:შემოსავლის მხრივ და კუთვნილების მხრივ.

 შემოსავლების მხრივ ტუროპერატორის გაყოდული პაკეტიდან მთლიანი


თანხა მისია,ხოლო ტურაგენტს გაყიდულიდან მხოლოდ 10%.ტუროპერატორს
მარაგები ტურაგენტის ყოველთვის გააჩნია საჭიროების შემთხვევაში.
ხოლო ტურაგენტი იმ შემთხვევაში ყიდულობს დამატებით პაკეტს თუ
დასჭირდა კლიენტს

ასევე ტუროპერატორები იყოფიან საქმიანობის ფორმის მიხედვით:სპეციალიზებული


ტურპერატორები ერთ კონკრეტულ სეგმენტზე არიან ორიენტირებულნი.

ასევე იყოფიან საქმიანობი სადგილის მიხედვით :-ადგილობრივი


ტუროპერატორები,გამყვანი და მიმღები ტუროპერატორები. ასევე მირებულია
ტუროპერატორების დაყოფა ინიციატივიან და რეცეპტიულ ტუროპერატორებად:
რეცეპტიული -როდესაც სხვა ქვეყნიდან ირებს ტურისტებს

ინიციატივიანი-როდესაც თავისი ქვეყნიდან აგზავნის ტურისტებს.

ტუროპერატორს აკისრია შემდეგი ფუნქციები:

1. პოტენციური ტურისტების მოთხოვნლების შესწავალა


2. დაგეგმვა,პროგრამის შდგენა და ბაზარზე აპრო-ბაცია.
3. ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების მიმწოდებლებტან
მაგ:სასტუმროებთან,კვების ობიექტებტან,სატრანსპორტო ორგანიზაციებთან და
ასე შემდეგ
4. ტურის ტრანსპორტირების ღირებულების გაანგარიშება და საბაზრო
სტრატეგიის გათვალისწინებით ფასის დადგენა
5. ტურისტების უზრუნველყოფა ბროშურებით აუცილებელი სასუვენირო
სარეკლამო მასალებით
6. პერსონალის შერჩევა -მომზადება და დანიშნვა
7. ტურის გაყიდვისთვის აუცილებელი სარეკლამო საინფორმაციო საქმიანობა
8. ტურის გატანა და რეალიზება
9. მომსახურების ხარისხისა და საიმედოობისადმი კონტროლი
10. მუდმივი კონტაქტი მომხმარებელთან.

2) საერთაშორისო ტურიზმი უკვე დიდი ხანია ქვეყნის ეკონომიკის, საერთაშორისო


კავშირების თუ საქმიანი აქტივობის მნიშვნელოვანი შემადგენელი
ნაწილია.ტურიზმის ინდუსტიამ ხელი შეუწყო მშვიდობისა და განითრების
გამყარებას ქვეყანაში.ჩვენს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების ზოგადი
მიმოხლვით კი ნათელია რომ საქართველო უკვე მოექცა საერთშორისო ტურიზმის
მზარდი ინტერესების სფეროში. ეს კი ძირითადად განაპირობა ტურისტებისადმი
დადებითი ყურადღების გამოვლენის ნორმებმა და მარავალმა ფაქტორმა რასაც
ადგილლობრივი მომხმარებლები ტურისტების მიმართ იჩენენ.
ჩემი აზრით უპირველეს და მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს რათქმაუნდა
საზოგადოების ყურადღება და პატივისცემის გამოვლენა ტურისტებისადმი.
საერთაშორისო ტურიზმში უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა ყურადღების გამოვლენის
4 ყველაზე ძირითადი ნორმები. რომლის მეშვეობით ვლინდება ტურისტების
კმაყოფილებაა. მათთან ლოიალური მეგობრული დამოკიდებულება. ტური ყველა
ფუნქტი უნდა იყოს ხარისხიანი და მიმზიდველი. მათი შთაბეჭდილება და
კმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია.
1) ეს არის მისასალმებელი ( სასტარტო) სუვენირი ყველა ტურისტისთვის -
ტურისტები ძალიიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სუვენირებს ეს მათთვის არის
საგნობრიობის პრინციპი, რაც მოგზაურობის მიზნიდან გამომდინარეობს.
სუვენირების გადაცემა ტურის დაწყებისთანავეც და დასრულების შემდეგაც
აუცილებელია. სუვენირების გადაცემაში მონაცწილეობას ღებულობს ტურკომპანიის
ხელმძღვანელები.
2) ტურის დასრულების შემდეგ ტურისტებისთვის სპეციალურად
მომზადებული დიპლომების, სიგელების სამკერდე ნიშნების გადაცემა გავლილ
მარშუტთან დაკავშირებით. ეს აუცილებელი მომენტია რომლის საშუალებითაც
შეგვიძლია გავიგოთ ტურისტების შთაბეჭდილების შესახებ შეგვიძლია
ანონიმურიანკეტები ჩატარდეს, რის მეშვეობითაც გავიგებთ ტურის ნეგატიურ და
პოზიტიურასპექტებს
3) ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დეტალი ტურის
შესახებ. ისინი ინფორმირებული უნდა იყვნენ. მათ უნდა დაურიგდეთ სარეკლამო
ფურცლები, ბუკლეტები დზამკლევები და ცნობები.
4) მოგზაურობის ერთ-ერთ პირველ დღეს როდესაც სტუმრები დაბინავდებიან
სასტუმროში საურველია მათთვის მოხდეს გაცნობითი საღამოს დაგგმვა. გიდთან
შეხვედრა. მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ამ შეხვედრაზე აუცილებელია
ესწრებოდეს კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. სადაც ჯგუფის ყველა
წევრი მიიღებს სრულ ინფორმაციას ძირითადი და დამატებითი მომსახურების
შესახებ.

3) ტურისტული კომპანიის საქმიანობა ემსახურება მოგზაურობის დროს ტურისტის


მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ტურიზმის ინდუსტრია შედგება მრავალი
მომსახურე დარგისგან, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა ტურიზმისათვის
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, წარმოების პროცესში სამუშაპ ძალის
მომზადების , საზოგადოების მატერიალური და სულიერი ფასეულობის
შესწავლის და ბუუნების სიმდიდრის გამოყენების საფუძველზე, ტურისტული
პროდუქტით/მომსახურებით ტურისტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
ზოგაგად, ტურისტული კომპანიის სპეციფიკა გულისხმობს მომხმარებელთა
მოთხოვნილების შესწავლის საფუძველზე, შემუშავებული იქნას შესაბამისი
ტურისტული პროდუქტი/მომსახურება და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს
მომხმარებელთა ეს მოთხოვნილებები.
ტურისტული საქმიანობა მრვალი გამოწვევის წინაშეა, ეს ეხება მომსახურების
ხარისხსს, შესაბამისი კადრების ნაკლებობა, მარკეტინგული საქმიანობა და სხვ.
თუმცა დღეს, ტურისტული კომპანიის საქმიანობა ყველაზე დიდი გამოწვევის
წინაშეა. ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი იმ სექტორთაგანია, რომელმაც ყველაზე
დიდი დარტყმა მიიღო COVID-19-სგან, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების
კუთხით. დღვანდელმა კრიზისმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმის
სექტორს. იცვლება მიდგომები, სტანდარტები და გვაქვს ახალი რეალობა. ეს
ყველაფერი იწევევს ფასების ზრდას (განსაკუთრებით ავიაბილეთების) და ეს
ხდება იმის ფონზე, როცა მსოფლიოში მსყიდველუნარიანობა კლებულობს.
ფაქტია, რომ შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში ფრენების რაოდენობა
საგრძნობლად შემცირდება, რაც რა თქმა უნდა, შეამცირებს საერთშორისო
ტურისტების მოზიდვას. ძალიან ძნელია ვივარაუდოთ მომავალზე რადგან არ
ვიცით როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა და რა კრიზისამდე მიგვიყვანს.

4) წარმოგიდგენთ მმომსახურების პროგრამას 2 დღე/1 ღამე. ტური მაღალმთიან


აჭარაში ტურისტების შეკრების ადგილი იქნება ბათუმი ღვთსმშობლის ეკლესიის
მიმდებარე ტერიტორია.
შეკრება-დილის 09:00 საათზე
გასვლის დრო- 10:00 საათზე
ლოდინის მაქსსიმალური დრო -20წუთი
მოგზაურობის დრო-3 საათი
დაახლოებით 20:00 საატზე სტუმრების დაბინავება სასტუმროში სადაც სტუმრებს
დავურიგებთ ბროშურებს და რუკებს რათა უკეთ გაეცნონ მაღალმთან აჭარას

1 დღე)13:00 მოვინახულებთ თამარის ციხეს და პეტრას ციხეს, შემდგომ გავემგზავრებით


ხულოს მიმართულებით, გზაში მოვინახულებთ თამარის ხიდს და მახუნცეთის ჩანჩქერს,
20:00 დავბინავდებით ხულოში მდებარე სასტუმროში, გავისეირნებთ საბაგიროთი და
დავათვალიერებთ ხულოს პარკს.

2 დღე)10:00მოვინახულებთ გოდერძის უღელტეხილს(გავისეირნებთ საბაგიროთი), ბეშუმს,


მწვანე ტბას რის შემდგომაც გამოვემგზავრებით ბათუმის მიმართულებით, გზაში
მოვინახულებთ ზარზმის მონასტერს და ,21:00 დავბრუნდებით ბათუმში

 კლასი : ტურისტული კლასი


 განთავსების ობიექტი-ხულოში მდებარე სასტუმრო
 ტრანსპორტის ტიპი და რაოდენობა-10 ადამიანზე გათვლილი მიკროავტობუსი
 ტურისტთა რაოდენობა-8 ადამიანი ასევე მძღლი და გიდი
 მოსანახულებელ ობიექტთა ჩამონათვალი:თამარის ხიდი,მახუნცეთის ჩანჩქერი
ხულო,ბეშუმი,მწვანე ტბა,გოდერძის უღელტეხილი,ზარზმის მონასტერი
 ძირითად მომსახურებათა ჩამონათვალი-კომფორტული ტრანსპორტით
გადაადგილება,გიდის მომსახურება,ფოტოგადარება დაგანთავსება სასტუმროში
 დამატებით მომსახურებათა ჩამონათვალი (მინიმუმ 2)-ბილეტებით უზრუნველყოფა
და თხილამურებით
 შეეცადეთ პროგრამა იყოს გამორჩეული, უნიკალური და განსხვავებული მასში
შემავალი მომსახურებიდან გამომდინარე
 გაწერეთ დეტალურად რა მომსახურება შედის პროგრამაში და რა მომსახურება არ
შედის;
შედის მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით,სასტუმროში განთავსება 1
ღამე,ფოტოგადაღება.
არ შედის საკვები,საკვები მოაქვთ ტურის მონაწილეებს ინდივიდუალურად

You might also like