You are on page 1of 8

ბიბლიოთეკის დებულება

დამტკიცებულია:

ბიბლიოთეკის დებულება

PC
[COMPANY NAME]  [Company address]
ბიბლიოთეკის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1. წინამდებარე დებულება არეგულირებს სკოლის ბიბლიოთეკის და მასში არსებული


რესურსები გამოყენებისა და სარგებლობის წესებს.
1.2. სსიპ ----------------- (შემდგომში ,,სკოლა“) ბიბლიოთეკაში განთავსებულია სკოლის
საბიბლიოთეკო ფონდი - სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა,
ბეჭდვითი გამოცემები, აგრეთვე, ისტორიული, მხატვრული, საინფორმაციო და სხვა სახის
ლიტერატურული და საინფორმაციო მასალა.
1.3. ბიბლიოთეკა თავისი საქმიანობის სფეროში ხელმძღვანელობს საქართველოს
კანონმდებლობით, სკოლის დებულებით, დირექტორის ბრძანებებით, პედაგოგიური საბჭოს
გადაწყვეტილებებით, შინაგანაწესით, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს
კანონით, წინამდებარე დებულებითა და სკოლაში მოქმედი სხვა ნორმებით;
1.4. სკოლის ბიბლიოთეკა განთავსებულია სკოლის მისამართზე: ქ. თბილისი, ------------------

მუხლი 2. ბიბლიოთეკის მიზანი და ამოცანა

2.1. ბიბლიოთეკის ძირითადი მიზანია მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნვა, კითხვისა


და კრიტიკული აზროვნების უნარების დახვეწა/გაუმჯობესება.
2.2. ბიბლიოთეკის ამოცანას წარმოადგენს მოსწავლეების და სკოლის პერსონალის ცოდნის
ამაღლება-გაღრმავების მიზნით შესაბამისი სამეცნიერო, სასწავლო და მეთოდური
სახელმძღვანელოებით და სხვა სახის ლიტერატურით უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ბიბლიოთეკის ფუნქციები და პრინციპები

3.1. სკოლის ბიბლიოთეკის ფუნქციებია:


3.1.1. საბიბლიოთეკო ფონდის ორგანიზება, სისტემატური შევსება საგანმანათლებლო,
ღირებულების მქონე ქართული და უცხოური გამოცემებით; მათი დაცვა და
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
3.1.2. მონაცემთა ბაზების შექმნა;
3.1.3. სამკითხველოში საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობის პირობების შექმნა;
3.1.4. საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3.1.5. საბიბლიოთეკო პროცესების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით
სრულყოფა.
3.2. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ლიტერატურის პოპულარიზაციას: ატარებს საუბრებს,
აწყობს გამოფენებს, აფორმებს საბიბლიოთეკო პლაკატებსა და ალბომებს, კედლის მხატვრულ
გაზეთებს. მართავს სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებებს: შეხვედრებს, ბიბლიოგრაფიულ
მიმოხილვებს, მკითხველთა კონფერენციებს, ლიტერატურულ თამაშებს, ვიქტორინებს, გარჩევა-
განხილვებს, დისკუსიებსა და დიალოგებს, პრეზენტაციებს. ბიბლიოთეკაში ტარდება
მკითხველთა კლუბის ორგანიზებული სხვადასხვა ტიპის ღონისძიება.
3.3. ბიბლიოთეკა ამზადებს წინადადებებს წიგნადი ფონდის განახლებაზე თანამედროვე
ქართულენოვანი და უცხოენოვანი ლიტერატურით.
ბიბლიოთეკის დებულება

3.4. ბიბლიოთეკის მიერ ლიტერატურის შეძენა უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით,


ხოლო ბიბლიოთეკისთვის ლიტერატურის ჩუქების შემთხვევაში უნდა გაფორმდეს ჩუქების
ხელშეკრულებისა და მიღება–ჩაბარების აქტი;

მუხლი 4. ბიბლიოთეკის პერსონალი

4.1. სკოლაში საბიბლიოთეკო საქმის კოორდინირებას ახორციელებს ბიბლიოთეკარი მასთან


გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
4.2. ბიბლიოთეკარს ნიშნავს სკოლის დირექტორი და თავისი საქმიანობით
ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
4.3. ბიბლიოთეკარის უფლება-მოვალეობები:
4.3.1. წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას;
4.3.2. ბიბლიოთეკარს უფლება აქვს, გაატაროს დებულებით გათვალისწინებული ზომები იმ
პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში
სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზიანს აყენებენ ბიბლიოთეკის ქონებას.
4.3.3. გაუწიოს მკითხველს კონსულტაცია ინფორმაციის წყაროების არჩევასა და ძიებაში;
4.3.4. შეისწავლოს ბიბლიოთეკის მომხმარებლის მოთხოვნები და სრულყოს ბიბლიოთეკით
სარგებლობის წესები;
4.3.5. მოემსახუროს მკითხველს და მიაწოდოს სრული ინფორმაცია საბიბლიოთეკო ფონდის
შესახებ;
4.3.6. აღრიცხოს, შეინახოს და შესაბამისი წესის მიხედვით დაალაგოს ბიბლიოთეკის ფონდში
დაცული გამოცემები, მათ შორის გაატაროს ელექტონულ კატალოგში Open Biblio.
4.3.7. შესაბამისი წესის მიხედვით დაამუშაოს ახალ წიგნები და გაატაროს ელექტონულ
კატალოგში Open Biblio.
4.3.8. აწარმოოს საბიბლიოთეკო რესურსის გატანასა და დაბრუნების აღრიცხვა.
4.3.9. გაატაროს სათანადო ღონისძიებები ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
სრულყოფის, საბიბლიოთეკო ფონდის დაცვის და მკითხველთათვის აუცილებელი
პირობების შექმნის მიზნით;
4.3.10. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი წიგნის პოპულარიზაციას;
4.3.11. უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურება;
4.3.12. დაიცვას ბიბლიოთეკის ქონება;
4.3.13. ხელი შეუწყოს მკითხველთა კლუბის ფუნქციონირებას;
4.3.14. ხელი შეუწყოს მასწავლებელებს შესაბამისი რესურსის მოძიებაში. მუხლი 5.

მკითხველის უფლებები

5.1. ბიბლიოთეკის მკითხველია:


ა) მოსწავლე;
ბ) სკოლის პერსონალი;
გ) სკოლაში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მოწვეული პირები;
ბიბლიოთეკის დებულება

დ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები და პერსონალი, თუ ისინი


ხელშეკრულების/მემორანდუმის საფუძველზე (გაცვლის პროგრამა ან სხვ.) იმყოფებიან სკოლაში
რაიმე სასწავლო პროგრამით;
5.2. მკითხველს უფლება აქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ისარგელოს ბიბლიოთეკის
ნებისმიერი მომსახურებით სამკითხველოს მუშაობის საათებში;
5.3. ბიბლიოთეკა და სამკითხველო მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 16:30
საათამდე.
5.4. მკითხველს უფლება აქვს უფასოდ მიიღოს დროებით სარგებლობაში სხვადასხვა
საბიბლიოთეკო მასალები გატანის უფლებით ან სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ;
6. ბიბლიოთეკის თანამშრომელი ვალდებულია, გააცნოს მკითხველს ამ დებულებით დადგენილი
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.

მუხლი 6. მკითხველის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები

6.1. მკითხველი ვალდებულია:


ა) გაეცნოს ბიბლიოთეკის დებულებას და დაიცვას იგი;
ბ) გაუფრთხილდეს წიგნებს, ბეჭდვითი და სხვა ფონდიდან მიღებულ მასალას და ბიბლიოთეკის
ქონებას;
გ) მასალის მიღების მომენტში დეფექტის აღმოჩენისას აცნობოს ამის შესახებ ბიბლიოთეკის
თანამშრომელს;
დ) მასალის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ჩაანაცვლოს იმავე ღირებულების და
შინაარსის გამოცემით;
ე) დროულად და ბიბლიოთეკის მიერ დადგენილ ვადებში დააბრუნოს ბიბლიოთეკის ფონდიდან
მიღებული გამოცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ბიბლიოთეკის
მომსახურებით;
ვ) გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის გამოცემებს;
ზ) არ გააკეთოს ფონდში დაცულ ერთეულებზე ჩანაწერები, არ ამოხიოს ფურცელი, არ
გადაკეცოს, ელექტრონული მატარებლები არ დააფორმატოს ან სხვაგვარად არ დააზიანოს; თ)
მკითხველის მიერ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება
შემდეგი სანქციები თანმიმდევრულად:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება.
გ) წიგნის გატანის უფლების შეზღუდვა ერთი თვის ვადით.
6.2. ყველა სანქცია, იმავდროულად ითვალისწინებს ბიბლიოთეკისათვის მიყენებული ზარალის
ანაზღაურებას.
6.3. აკრძალულია სამკითხველო დარბაზიდან მასალების გატანა ბიბლიოთეკის თანამშრომლების
ნებართვის გარეშე.
6.4. მოსწავლის მიერ სწავლის დასრულების (სკოლიდან გადასვლის/გარიცხვის/სტატუსის
შეჩერების) შემთხვევაში დაუშვებელია ბიბლიოთეკის მიმართ დავალიანების არსებობა. ასევე,
სკოლის პერსონალისთვის, კონტრაქტით მოწვეული პირებისთვის, შრომითი ხელშეკრულების
შეწყვეტისას, სკოლის შინაგანაწესის თანახმად, არ შეიძლება განხორციელდეს საბოლოო
ანგარიშსწორება სკოლის მხრიდან თუ პერსონალს ბიბლიოთეკის მიმართ გააჩნია დავალიანება.
6.5. ბიბლიოთეკის ქონების და ფონდის დაცვა, მოვლა-პატრონობა სავალდებულოა ბიბლიოთეკის
მკითხველებისთვის.
ბიბლიოთეკის დებულება

მუხლი 7. საბიბლიოთეკო დოკუმენტის გატანა-დაბრუნება


7.1. ბიბლიოთეკის მკითხველზე წიგნები გაიცემა არაუმეტეს 1 კვირის ვადით. ამ ვადის
გაგრძელება დასაშვებია ბიბლიოთეკართან შეთანხმებით.
7.2. ერთდროულად ერთ პირზე შესაძლოა გაიცეს არაუმეტეს 3 საბიბლიოთეკო ერთეულისა.
7.3. გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე, მკითხველი ვალდებულია
დააბრუნოს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში.
7.4. ბიბლიოთეკის ფონდიდან, მკითხველისათვის დოკუმენტების მორიგი გაცემა იწარმოებს,
მხოლოდ გატანილი დოკუმენტების დაბრუნების შემდეგ.
7.5. იშვიათი/ფასიანი წიგნები, ალბომები, დოკუმენტები, რომლებიც მხოლოდ ერთი
ეგზემპლარით არის წარმოდგენილი ბიბლიოთეკაში და ინფორმაციის ელექტრონული
მატარებლები სახლში წასაღებად არ გაიცემა.
7.6. თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (მაგ: ავადმყოფობა, ქვეყანაში არ ყოფნა და
სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია
ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასალით სარგებლობის
ვადა ჩაითვლება დარღვეულად.

მუხლი 8. საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანება ან/და დაუბრუნებლობა

8.1. დაუშვებელია საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანება ან/და დაუბრუნებლობა.


8.2. საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბუნების ვადის გასვლიდან 14 სამუშაო დღის შემდეგ
მკითხველს შეეზღუდება ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებისა და სერვისით
სარგებლობა .
8.3. საბიბლიოთეკო დოკუმენტების, სარგებლობის ვადის გასვლის შემდგომ, 30 სამუშაო დღის
ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე
დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი ან, სანაცვლოდ, იმავე დასახელების სხვა
გამოცემისა წლის ერთეული.
8.4. ამ მუხლის მე-8.3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისა და პირობების
შეუსრულებლობის შემთხვევაში სკოლის მიერ გატარდება კანონმდებლობით
გათვალისწინებული ზომები.
8.5. მკითხველს შეუძლია სამკითხველო დარბაზში ისარგებლოს ფონდში არსებული
მასალებით.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. ბიბლიოთეკის დებულებას ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.


2. ბიბლიოთეკის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სკოლის
დირექტორის ბრძანებით.
ბიბლიოთეკის დებულება

დანართი 1
  IX X XI XII I II III IV V VI VII VIII
  პასუხისმგე 2021 წელი 2022 წელი

აქტივობები/შინაარსი ბელი პირი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII

ფონდების განახლების                          
1 ხელშეწყობა
საბიბლიოთეკო                          
დოკუმენტების აღრიცხვა,
დამუშავება, დაარქივება,
2 ჩამოწერა
მკითხველთა მიერ                          
დაკარგული და სანაცვლოდ
მიღებული დოკუმენტების
3 აღრიცხვა
მხატვრული ლიტერატურის                          
4 ორგანიზება-განთავსება
სახელმძღვანელოების                          
5 ორგანიზება-განთავსება
სკოლის ბიბლიოთეკაში                          
საძიებო სისტემის
6 ორგანიზება
ბიბლიოთეკით სარგებლობის                          
წესის შემუშავება და დაცვის
7 კონტროლი
სისტემური კატალოგის                          
8 ორგანიზება
მოსწავლეთა და პედაგოგთა                          
საბიბლიოთეკო და
საინფორმაციო-
ბიბლიოგრაფიული
9 მომსახურება
10 სასკოლო ელექტრონული                          
კატალოგის შექმნა, რომელიც
ითვალისწინებს
საბიბლიოთეკო ბეჭდური
საკატალოგო ბარათების
გადაყვანას ელექტრონულ
ფორმატში, რაც
მომხმარებელს მისცემს
საშუალებას ეფექტურად
გამოიყენოს საცნობარო
აპარატი. მოსწავლეთა და
მასწავლებელთა
ელექტრონული რეგისტრაცია.
ბიბლიოთეკის დებულება

სახლიდან გაუსვლელად
წიგნების დაჯავშნის
უზრუნველყოფა
მოსწავლეთა ინტერესების                          
შესწავლა და ასაკობრივი
11 ლიტერატურის შერჩევა.
                         
მკითხველთა კონფერენციების
12 ორგანიზება
                         
წიგნის
13 გამოფენები/პრეზენტაციები
კულტურის სფეროს ცნობილ                          
ადამიანებთან შეხვედრების
14 ორგანიზება
ლიტერატურული საღამოების                          
15 ორგანიზება
ასაკობრივი ჯგუფების                          
მიხედვით, ზაფხულში
წასაკითხი წიგნების სიის
შედგენა და თვალსაჩინო
16 ადგილზე განთავსება
კათედრებთან მჭიდრო                          
17 თანამშრომლობა
წლის წარჩინებული                          
მკითხველის კონკურსის
18 ორგანიზება
ბიბლიოთეკაში დაცული                          
საგანმანათლებლო
რესურსების აღრიცხვა და
19 კონტროლი
ბიბლიოგრაფიული                          
კონსულტაციების
ჩატარება,თუ როგორ
ვისარგებლოთ კატალოგით
20 და საძიებო სისტემით.
სახელმძღვანელოების                          
მოწესრიგება,დანაკლისის/ზე
დმეტობის შესახებ
დირექტორის ინფორმირება.
სახელმძღვანელოების
დაკომპლექტება და გადაცემა
კლასის დამრიგებლებზე.
21 ერთიანი რეესტრის გაკეთება.
22 სახელმძღვანელოებთან                          
ბიბლიოთეკის დებულება

დაკავშირებული
ხელშეკრულებების , მიღება-
ჩაბარებების გაფორმების
ორგანიზების
უზრუნველყოფა და
დოკუმენტაციის დაარქივება
წიგნის მოყვარულთა და                          
რესტავრატორთა მოხალისე
ჯგუფის შექმნა და მათი
23 მუშაობის ორგანიზება
მეთოდური კუთხეების                          
24 მოწყობა
სახელმძღვანელოების                          
ვარგისიანობის შეფასებაში
25 მონაწილეობა
სკოლიდან გადასული                          
მოსწავლეების
სახელმძღვანელოების
ჩაბარება,დახარისხება,
26 აღრიცხვა
მომხმარებლების                          
27 საჭიროების დადგენა
ბიბლიოთეკასთან                          
დაკავშირებული
28 საქმისწამოება
ინიციატივების და                          
რეკომენდაციების შემუშავება
და დირექტორისთვის
29 გაზიარება
ანგარიშების მომზადება                          
30
საჭიროებიდან გამომდინარე                          
სხვა დავალებების
31 შესრულება
თვითშეფასება, საკუთარი                          
საქმიანობის დაგეგმვა,
32 პროფესიული განვითარება
33 სხვა                          

You might also like