You are on page 1of 3

იაპონიის დათვებზე მონადრიე კლანები, რომლებიც მატაგის სახელით არიან

ცნობილნი, იაპონიის თოვლიანი მთების ასე რომ ვთქვათ სპირიტუალური


მონადირეები არიან. მათი ცხოვრების წესები და ტრადიციები სათავეს 8-11 საუკუნიდან
იღებს და ხასიათდება მთიან ეკოსისტემასთან ჰარმონიული თანაცხოვრებით და
ბუნების განსაკუთრებული პატივისცემით. რადგანაც მატაგის კლანები მონადირეები
არიან, მათი ტრადიციული ცხოვრების წესი, ბუნების მიმართ დღეს არსებული
კონსერვატორული მიდგომიდან გამომდინარე, ამბივალენტურ საკითხს წარმოადგენს
და არის ძალიან საინეტესო.

საინტერესოა, რომ მატაგის ისტორიამ და კულტურამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ


საკუთრივ იაპონიაზე, არამედ მის საღვრებს გარეთ არსებულ სხვა ქვეყნებზეც .
მაგალითად მატაგის მიერ შემუშავებული ტრადიციული იაპონური თევზაობის ტექნიკა ,
რომელიც „ტენკარას“ სახელით არის ცნობილი, ამერიკაში შეტანის შემდეგ 2009 წელს,
მსოფლიო მასშტაბით გახდა ცნობილი და დღეს-დღებით მიმდევრები გლობალურ
დონეზე ჰყავს.

მატაგის ხალხის წარმოშობის შესახებ ისტორიას კლანის ერთ-ერთი წევრი , მიტსუო


მაცუჰაში ყვება.ლეგენდის მიხედვით, პირველი მატაგები იყვნენ ორი გამოცდილი
მოისარი, ძმები - ბანჯი და ბანზაბურო.

ამ ამბავს განავრცობს სანდრო.

ბანზაბურო დაეხმარა ნიკოს მთის ქალღმერთს აკაგის მთის ღმერთთან კამათის


მოგებაში, რომელსაც თავისი მშვილდიდან ისარი სტყორცნა და თვალში გაარტყა.
დახმარების სანაცვლოთ ქალღმერთმა ნიკომ ბანზაბუროს გადასცა გრაგნილი ,
რომელიც მას აძ₾ევდა ღვთაებრივ ნებართვას, იაპონიის ყველა მთაზე ნადირობისას .
ყველა მატაგის კლანი ფლობს ამ ხელნაწერის ასლს, რომელიც საუკუნეების
განმავლოობაში დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

არსებობს კიდევ ერთი ისტორია, რომელიც მატაგის კლანის უფრო ისტორიულ


ლეგიტიმაციას აძლევს, ვიდრე რელიგიურს. ისტორია ფუჯივარასა და ტოგას კლანებს
შორის დაპირისპირებას შეეხება . დანოურას ბრძოლაში ტაირას დამარცხების
შემდეგ 500-დან 1000-მდე ტაირა შინშუს რეგიონში დასახლდა (დღევანდელი
ნაგანოს პრეფექტურა). შემდეგ მათი ნაწილები მიგრირდნენ და საბოლოოდ 1650
წლისთვის, გადმოცემის მიხედვით 18 კაცი აკიტას პრეფექტურაში დასახლდა. სწორედ
მათ დააარსეს მატაგის სპირიტუალური სახლი.

- აინუსთან რამე კავშირი აქვს?

სხვადასხვა მოსაზრებებია გამოთქმული მატაგის ხალზე მის შესაძლო გავლენაზე აინუს


კულტურაზე. რწმენისა და რიტუალების მსგავსი პატერნების შემჩნევა ორივე
კულტურაშია შესაძლებელი- მაგ დათვის კულტი და რიტუალების ჩატარების
სპეციფიური ასპექტები.

მატაგის მრავალფეროვანი რიტუალებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დათვის


მსხვერპლშეწირვის რიტუალი „კებოკაი“, რომელიც მატაგის მიერ აღიქმება , როგორც
დათვის ფორმაში მოვლენილი ღმერთის მის ღვთაებრივ წინაპრებთან დაბრუნება .
ძაან საინტერესოა. დავამატებდი იმას , რომ მაცუჰაში-სანი თვითონ ანის კლანს ეკუთვნის.

მოგეხსენებათ, ძველ დროშიც კი ძალიან არამდგრადი იყო ნადირობით თავის რჩენა.


ისინი თავს ირჩენდნენ გაზზაფხულზე ველური მცენარეებით, ზაფხულში თევზაობით
და შემოდგომაზე წაბლითა და სოკოთი. ამ უკანასკნელთან განსაკუთრებული
დამოკიდებუკლება ჰქონდათ მატაგებს. სოკოს პირდაპირ მთის ღმერთების
პროდუქტდებად მიიჩევდნენ.

ასევე ანის მატაგებმა დაამყარეს ეს მარტო ნადირობის ან მაქსიმუმ 2-იდან 5 კაცამდე


შემდგარი პატარა ჯგუფის მიერ ნადირობის ფორმა. ეს ძალიან ცოტაა დათვებზე
ნადირობისთვის და ბევრი კითხვა გვიჩნდება. პასუხია ის, რომ ისინი ფლობდნენ
კოლოსალურ ანთროპოლოგიურ ცოდნას დათვებზე და მათ ქცევებზე. (ნუ, ტრადიცია
იმდენად ძველია, რომ არაა გასაკვირი). ურბალოდ, საინტერესოა, როგორ უდგებოდნენ
დათვს, რომ ხაფანგში მოექციათ.

ხო, როგორ იცოდნენ ზუსტად სად წავიდოდა დათვი, იმის მიხედვით თუ სად
მთავრდბეობდა მისი ნაკვალევი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ოდესღაც
ნადირობისას ადიდებულ მდინარეს აჩერებდნენ. ანუ ადიდებული წყლის შეჩერება
შეეძლოთ. ამისთვის უბრალოდ მომზადებულები უნდა წასულიყვნენ (ნუ, მათში
აპრიორი ჩანერგილი იყო და არის კარგად მომზადება წასვლამდე, ამიტომ არაფერი
გასკვირი) და ეხმარებოდა ისიც, რომ წყლის ბუნებას იმდენად კარგად იცნობნდნენ, რომ
სანამ წყალი ადიდდებოდა დღეებით ადრე პროგნოზირებდნენ, რომ ადიდების დიდი
ალბათობა იყო.

მათ ეკუთვნით იაპონიაში ცნობილი ფრაზა: ,,თუ ვეფხვის კუთვნილ გამოქვაბულში არ


შეხვედი, მის ბელს ვერ დაიჭერო“. ამ ფრაზას, სხვათა შორის, ციტირებს, დღეს აკიტაში
მცხოვრები მატაგი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იქ. დღევანდელი
მატაგები ჩრდილოეთ იაპონიაში არიან უკვე ცოტანი. სადღაც 12-ზე ნაკლები. ყველა
მათგანი არის მოხუცი, რადგან ახლაგაზრდები ,მოგეხსენებათ, მიიწევენ ქალაქებისკენ და
ინტერნეტისკენ, თუმცა მატაგებს უზრუნველყოფილი აქვთ, თავიანთმა შვილებმა
იცოდნენ ისეთი დეტალები, როგორებიცაა მაგ.: დათვის ტრადიციულად გატყავება. ამ
ინფორმაციას ვიგებთ რეპორტაჟიდან. სხვათა შორის, ახლახანს ეწვივნენ კიოჰირო ონუმას
დაუჯერებელ მთიან ადგილას. ვერაფრით ვერ ათქმევინეს, ჯამში რამდენი დათვი ჰყავს
მოკლული, რადგან, როგორც ამბობს, რაოდნობის თქმა ტრაბახში ჩაეთვლება, თუმცა ჩრ.
იაპონიაში ის ცნობილია, როგორც დღეს ყველაზე დიდი მატაგი, ასე ვთქვათ.

კიოჰიუროს რეპორტაჟიდან გამიჩნდა კითხვა რა ხსახის იარაღით ნადირობენ ისინი


დღესდღეობით? აყვნენ თ არა ტექნიკის განვითარებას?

მატაგები არ ყოფილან წინნაღმდეგნი აყოლდნონ ტექნიკის განვიტარებას. შუბები


გადაყარეს მაშინვე, როცა მათამდე ჩააღწია ასანთის თოფმა შემდეგ მურატაზე
გადავიდნენ. მურატის შაშხანა იყო ww2-ის დროინდელი.

აი, რაც შეეხება დანებს, დანებს ვერაფრით ვერ უღალატეს, რა თქმა უნდა. დღემდე
დანები მაინც ყველაზე მნიშვნელოვან იარაღად რჩება მათთვის. ტოტების და გაყინული
თოვლის ჩეხა, დათვის ნაწილებად ჭრა და ასეთი რაღაცები დანას ითხოვს.
ტექნიკებზე საუბარი შემიძლია გავაგრძელო უსასრულოდ, თუმცა დავასრულებ და
გეტყვით იმას, რომ დღეს აკიტაში არსებობს მატაგის მუზემი, სადაც ნახავთ მათ
კუთვნილ იარაღებს , ოდესმე მსხვერპლშეწირული დათვების თავის ქალებს და ბევრ
საინტერესო რამეს. is მდებარეობს უტას hot spring-ში შიგნით. Hot springs არის ონსენი,
ანუ ბუნებრივი ცხელი წყლის აბაზანა. ზამთარში ეს არის ზღაპრული ადგილი,
იდეალური მოლაშქრეების და მსგავსი მთაში მოხეტიალე პრაქტიკების მოყვარული
ხალხისთვის. აქ ასვლა მაინცდამაინც მარტივი არ არის, მაგრამ, ნამდვილად ღირს, ნახო
ეს საოცრება.

You might also like