You are on page 1of 6

07.10.

2020 ისტორიის დისტანციური სწავლება მე-12 კლასში

საშინაო დავალება: ლაშა გიორგი და მონღოლთა პირველი გამოჩენა კავკასიაში

მე- 12 კლასის მოსწავლე:

საგნის მასწავლებელი: ნატო ონიანი

დავალება:

ა) ყურადღება მიაქციეთ ხაზგასმულ სიტყვებს, მოიძიეთ მასზე ინფორმაცია და


შესაძლებლობისდა მიხედვით ფოტო-მასალაც - მარტივად და ნათლად განმარტეთ ფრაზა;

ბ) განიხილეთ ქვემოთ მოცემული რუკა: დაამუშავეთ რომელი ქვეყნები დაიპყრეს


მონღოლებმა, რომელი მონღოლური სახელმწიფო (ულუსი) ჩამოყალიბდა ჩინგიზ-ყაენის
გარდაცვალების შემდეგ და რომელ ტერიტორიაზე;

გ) ჩემ მიერ ქვემოთ შეჯამებული მასალა შეავსეთ მონღოლთა ასწლიანი ბატონობით:


მონღოლთა პირველი გამოჩენა კავკასიაში, უმეფობის ხანა და ორმეფიანობა საქართველოში,
მეფე დემეტრე თავდადებული და როგორი მართველობის ფორმა ჰქონდათ მონღოლებს
დაპყრობილ ქვეყნებში.

- კულტურა და ხელოვნება მე-12 საუკუნის საქართველოში - „ოქროს ხანა“

თამარ მეფე საქართველოს ოქროს ხანის პერიოდში იდგა სათავეში. იქიდან გამომდინარე,
რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა იყო, სახელმწიფოს საშუალება ჰქონდა
ყურადღება ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისთვისაც მიექცია.

ქვეყნის კულურული განვითარება ძირითადად სწავლა-განათლების ამაღლებულმა დონემ


მოიტანა. ამ პერიოდისთვის ისეთი მონასტრების მიდამოებში, როგორიცაა
-ოპიზა, ოშკის, შატბერდის, ხანძთა, არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც
სკოლისთვის იყო განკუთვნილი.

მეთორმეტე საუკუნეში განსაუთრებულად განვითარდა ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში


იგება საქარველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებიც აგების სტილით
ძველი ტაძრებისგან განსხვავდებოდა. ამ პერიოდში პოპულარული გახდა ისეთი ტაძრები,
რომელთა გუმბათის ყელი უფრო წაგრძელებულია, მაგალითად - ბეთანიისა და ყინწვისის
მონასტერები. ასევე ხშირად იგება ისეთი ერთნავიანი ნაგებობები, როგორიცაა ლურჯი
მონასტერი თბილისში.

ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი, რომელიც თამარის ეპოქიდან


შემოგვრჩა კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი, ვარძიაა. მისი მშენებლობა
გიორგი მესამემ დაიწყო და თამარმა დაასრულა. ხოლო აქ არსებულ ეკლესიის კედლებს
ფრესკები ფარავს, ერთ-ერთ მათგანზე კი სწორედ თამარი და მამისი არიან გამოსახული.

1
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ თამარის ხანაში გამოიყოფა ფერწერის რამდენიმე
ახალი მიმართულებაც. ეს განსხვავებული მიმართულებები კარგად ჩანს ტაო-კლარჯეთში
არსებულ ფრესკებში, დავითგარეჯის ფრესკებსა და რაჭაში არსებული ზემო კრიხის
ეკლესიის მხატვრობაში.

თამარ მეფის ინტელექტი, სილამაზე თუ დიპლომატიური ცოდნა უამრავი პოეტის


შთაგონების წყარო იყო. მისი მმართველობის პერიოდში, და შემდეგ, მისი სადიდებელი
უამრავი ლექსი იქმნება.

ასევე შეუძლებელია თამარ მეფესა და პოეზიაზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი, არა მხოლოდ მეთორმეტე საუკუნის საქართველოსვის,
არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორიისთვის. ეს ნაწარმოები რა თქმა უნდა შოთა რუსთაველის
ვეფხისტყაოსანია, რომელიც ავტორმა სწორედ დიდებულ მეფეს მიუძღვნა და ერთ-ერთი
მთავარი პერსონაჟი, თინათინი, მასზე დააფუძვნა.

საქართველომ მცირე აზიის საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლენა მოიპოვა: მის


წინაშე ქედს იხრის ამირა და სულთანი, შაჰარმენი, თუ რუმის სულთანი; დარუბანდის
მფლობელი თუ არზრუმის მბრძანებელი - ყველა იძულებულია საქართველოს მხედრობის
უძლეველობა ეღიარებინა;

გიორგი III -დან მოყოლებული საქართველოში მპარავი, ავისმოქმედი აღარ იყო: „თუ
ნაპარავი ვინმე პოვოს, კარს ზედა მიიღის, დროშათა ქუეშე დადვის: ოვსმან, მთიულმან,
ყივჩაყმან და სუანმან ვერ იკადრიან პარვაი“

საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული ზნეობრივი შემდეგი მოძღვრება: მხოლოდ


საკუთარი, პირადი შრომით და მუშაობით შეძენილი ქონება იყო უმწიკვლო და წმინდა, რომ
მხოლოდ ამ გზით მონაგები ქონება შეიძლებოდა ღვთისთვისაც სათნო ყოფილიყო. ამიტომ
ამგვარი ნაშრომით მიღებული თანხა მიიღებოდა შენაწირად - მოწყალების გაღება,
მონასტერ-ნაგებობებისთვის თანხის გაღება და ა.შ.

თამარი, განსხვავებით დავით აღმაშენებლისგან, ქრისტიანებისა და ქრისტიანული


სახელმწიფოთა მიმართ განსაკუთრებულ მოწყალებას იჩენდა. თუ დავით აღმაშენებელს
არაბი და მომოფიზიტი სომეხი თბილისლები განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჰყავდა - მათ
ნაკლები გადასახადი უნდა გადაეხადათ, ქართველებთან შედარებით; თანაც პარასკეობით
მეჩეთს სტუმრობდა და საოცრად გახსნილი და მიმღები იყო ყველა რელიგიის მიმართ,
თამარი გამორჩეულად წყალობდა ქრისტიანებს და ქრისტიან სახელმწიფოებს.

2
- ლაშა-გიორგი IV (1210 – 1223):

თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს


სამეფო ტახტი მის ჭაბუკ შვილს ლაშა-გიორგის ერგო. უკვე თავის
სიცოცხლეშივე დედამ თორმეტი წლის თავისი მომავალი
მემკვიდრე თანამესაყდრედ დასვა. ოცი წლის იყო, როდესაც
ბედმა ამ ჭაბუკს მთელ მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერეს და
მოწინავე სახელმწიფოს, მესაჭეობა არგუნა.

მისი მემატიანე ლაშა-გიორგის ახასიათებს, როგორც რაინდული


სულისკვეთებით და პატიოსნებით უხვად დაჯილდოებულს.
თუმვა ამასთანავე, როგორც ახალგაზრდა გამოუცდელ ჭაბუკს
გამოარჩევდა ერთი თვისება, რომელსაც ისტორიკოსები
„თავისნათქვამას“ ანუ თავკერძას უწოდებენ. ხასიათის ამ
თვისებას ავლენს პირველივე ლაშქრობის დროს, როდესაც განძის
ათაბაგი განუდგება საქართველოს და უარს ეტყვის ხარკის
გადახდაზე. ახალგაზრდა მეფემ წარჩინებულებთან ერთად
გადაწყვიტა სათანადოდ დაესაჯათ განძის ათაბაგი, რომ მას მიმბაძველები არ გასჩენოდა.
ქაღთველთა ჯარის მთავარსარდლობას, ქალაქის იერიშით აღების მაგიერ, ათაბაგისა და მისი
მთელი სამხედრო ძალის ქალაქში გამომწყვდევა უცვნია მიზანშეწონილად. მართალია ეს
ნაბიჯი უფრო მეტ დროს მოითხოვდა, მაგრამ ალაშემორტყმული ათაბაგი იძულებული
გახდებოდა, ადრე თუ გვიან, იძულებული გახდებოდა ქედი მოეხარა, თანაც არც გარემოცულ
ქალაქელთა და არც ქართველ მეომართა სისხლი არ დაიღვრებოდა. როგორც ჩანს ჭაბუკ
მეფეს საქმის ასეთი გაჭიანურება არ მოსწონებია: მას სწრაფი და გადამწყვეტი ბრძოლა
სწყუროდა.

რაკი ლაშა-გიორგის თავისი აზრი მთავარსარდლობაში სამხედრო ბჭობის დროს, ეტყობა,


ვერ გაუტანია, ამიტომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად სა სხვებისთვის შეუთანხმებლად
მიუღია, რაც აქტიურ სამხედრო მოქმედების დაწყებას გულისხმობდა: ამ მიზნით 4000
რჩეული მეომარი წაიყვანა და ამ მცირე ძალით განძას იმ მხრიდან შემოუარა, რომელიც
მტკვრისკენ იხედებოდა.

განძის ათაბაგს მეფის ასეთი მცირერიცხოვანი ჯარით წამოსვლის ამბავი არ გამოჰპარვია და


უეცრად დაესხა თავს ქალაქიდან გამოსული ლაშქარით. მართალია ლაშა-გიორგის
მაგალითითა და გამამხნევებელი მამაცობის წყალობით ქართველთა რაზმმა დაამარცხა
განძელები და ქ. განძის ზღუდეში უკან დაახევინა, მაგრამ ამ ბრძოლას მრავალი მეომრის
სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით ათაბაგი დათანხმდა და ხარკის გადახდა კვლავ ინება.

მეფემ სხვა განდგომილი ყმადნაფიცი ქვეყნებიც შემოიერთა: ოროტნი და სხვა ციხეები აიღო,
რომელიც ნახჭევანამდე იყო განლაგებული; ხლათის სულთანიც კვლავ დაიმორჩილა;
საქართველოს ძლიერება უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთითაც განამტკიცა - კარნუ ქალაქი
დაიერთგულა.

3
ამრიგად ქვეყნის შიგნითა და გარეთ სრული მყუდროება სუფევდა, როდესაც ლაშა-გიორგის
დასავლეთ ევროპიდან, რომის პაპის, ჰონორიუსის, ეპისტოლე მოუვიდა თხოვნით -
ქართველ მეფეს თავისი ჯარით მაჰმადიანთაგან პალესტინის გამოსახსნელ ჯვაროსნულ
ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა. იგი მაშინვე მოიხიბლა ამ წინადადებით და ჯვაროსნული
ლაშქრობის სამზადისს შეუდგა... სწორედ მაშინ გამოჩნდნენ მონღოლები

- მონღოლები:

მონღოლთა სამშობლო ციმბირი იყო. მათ დაკავებული ჰქონდათ ტერიტორია ბაიკალის


ტბასთან, მდ. ენისეის ზედა ნაწილისა და მდ. ირტიშის გაყოლებაზე. ამ ტერიტორიებზე
მონღოლთა ტყეში მობინადრე ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც ძირითადად ნადირობით
ირჩენდნენ თავს. მონღოლ ტომთა გარკვეულ ნაწილს კი ყულუნ - ბუირის ტბიდან
მოყოლებული ალტაის მთების დასავლეთ განშტოებმადე, დსაკავებული ჰქონდათ ბარისა და
მთის საძოვრების მთელი სივრცე და მათი უმთავრესი საქმიანობა მესაქონლეობა იყო.

იმდროინდელი ისტორიკოსები და მოგზაურები მახლობელი აღმოსავლეთიდან და


ევროპიდან ხაზს უსვამდნენ
მონღოლთა უჩვეულო
გარეგნობას და დაწვრილებით
აღწერდნენ: შავი უხეში თმით
შემოსილი საკმაოდ მსხვილი
თავის მოყვანილობა; წარბ-
წამწამები და წვერ-ულვაშიც
ამავე ფერის; ბაგეები და ნიკაპი
ბალნის თხელი ფენით ჰქონდათ
დაფარული; გარდა მოყვითალო
კანის ფერისა, წვრილი, ღრმად,
ერთმანეთისგან მოშორებით,
თანაც ირიბად ჩამჯდარი
თვალები; დაბალი და განიერ
ნესტოებიანი ცხვირი.

მესაქონლეობას მიმდევარი
მონღოლები კულტურულად
უფრო მაღალ საფეხურზე
იდგნენ, ვიდრე მონადირე
მონღოლი ტომები. ისინი
რქოსანი მსხვილფეხა და
წვრილფეხა საქონლის -
ძროხების, ხარების, ცხვრებისა
და თხების, მეტადრე კი -
ცხენების მოშენებას
მისდევდნენ. ცხენებსა და

4
ხარებს შესაჯდომად და შესახმელად ხმარობდნენ, ცხვარსა და თხას კი, როგორც სახორცე და
მატყლ-ბალანის მომცემ საქონლად. ცხენი გამორჩეულ პირუტყვად მიაჩნდათ. მას არა მარტო
მიმოსვლისა და ნავარდისთვის იყენებდნენ, არამედ მეწველ და სახორცე საქონლად.
მონღოლთა საყვარელი სასმელი ცხენის რძისგან დამზადებული ნოყიერი და შუშხუნა
კუმისი იყო, რომელსაც წმინდა და ბოროტებისაგან გამწმენდ საშუალებადაც თვლიდნენ.

1206 წელს მდინარე ონონის ნაპირზე მოიწვიეს მონღოლური არისტოკრატიის


წარმომადგენელთა ყრილობა - ყურულთაი. მთავარ ნოინად (ყაენად) თემუჩინი აირჩიეს და
ჩინგიზ-ყაენი უწოდეს.

ჩინგიზ ყაენმა დისციპლინირებული ლაშქარი შექმნა: თითოეული ნოინი ვალდებული იყო


ყაენისთვის გარკვეული რაოდენობის მეომრები გაეგზავნა. სწორედ რაოდენობის მიხედვით
ეწყობოდა მონღოლური ლაშქარი. იგი იყოფოდა ათეულებად, ასეულებად, ათასეულებად,
ათიათასეულებად (დუმნებად). ამ სამხედრო დანაყოფებს მონღოლთა მომთაბარე
არისტოკრატიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ათიათასეულების
მეთაურებად, ანუ დუმან- ნოინებად, ხშირად უფლისწულები ინიშნებოდნენ.

ლაშა-გიორგი
1207 წელს, თამარ მეფე სიცოცხლეშივე იყენებს ვაჟს, ლაშა-გიორგის თანამესაყდრედ. დედის
გარდაცვალების შემდეგ კი ერთპიროვნული მმართველი ხდება.

მეცამეტე საუკუნის ათიან წლებში ილაშქრებს განძის ათაბაგის წინააღმდეგ, რომელიც მისი
ვასალი იყო. მისი დამორჩილების შემდეგ, მოახერხა ძალის გამოყენებით სხვა აჯანყებული
ვასალებიც მოეგერიებინა.

უფრო მეტად სანდო წყაროზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ლაშა-გიორგი


შესანიშნავი რაინდი და ბრძენი მმართველი იყო.

სწორედ გიორგი IV-ის მმართველობისას გამოჩნდებიან მონღოლები პირველად


საქართველოში. ისინი სამჯერ შეებრძოლებიან ქართულ ლაშქარს და სამჯერვე ამარცხებენ,
თუმცა მაინ უკან ბრუნდებიან. ლაშა-გიორგის მმართველობის პერიოდში ისინი
საქართველოში აღარ შემოდიან.

მეფე დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა ფეოდალების მხრიდან, რადგან თითქოს უფრო


თავისუფლად მეაზროვნე პიროვნება იყო. მან ველისციხელი აზნაურის ქალი სიყვარულით

5
შეირთო, რამაც დიდი უკმაყოფილბა გამოიწვია დიდებულების მხრიდან და მეფე
იძულებული გახდა განქორწინებულიყო, თუმცა ხელახლა ქორწინებაზე უარს აცხადებდა.

როდესაც მეფე გიორგი ჯვაროსნბთან ერთად პალესტინაში გასალაშქრად ემზადებოდა,


მოულოდნელად მონღოლებმა შემოუტიეს საქართველოს. მათთან ბრძოლაში დაშავდა მეფე
და 1223 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა.

You might also like