You are on page 1of 5

ეგვიპტის იერარქია - ანუ როგორ მართავდნენ

სახელმწიფოს
(მეექვსე გაკვეთილი)

რა უნდა ვიცოდეთ მეფე-ფარაონის შესახებ?


ფარაონი ქვეყნის მმართველიც იყო და უმაღლესი ქურუმიც. მთელი
ეგვიპტის მიწა-წყალი, მოსახლეობის ჩათვლით, ფარაონის ეკუთვნოდა.
სამეფო ძალაუფლება ეგვიპტეში მამიდან შვილზე (ანუ დინასტიურად)
გადადიოდა. ფარაონი ერთპიროვნულად განაგებდა სახელმწიფოს, რაც
იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად იღებდა. ფარაონი
გასცემდა ბრძანებებს სამიწათმოქმედო და სამშენებლო საქმიანობის
შესახებაც.
ფარაონის შემდეგ მეორე კაცი სახელმწიფოში მთავარი მოხელე იყო.

ვინ იყვნენ დიდებულები?


იერარქიის შემდეგ საფეხურზე იდგნენ დიდებულები:
1. მოხელეები
2. ქურუმები.
მოხელეები ფარაონს სახელმწიფოს მართვაში ეხმარებოდნენ.
შესრულებული სამუშაოსათვის ფარაონი მათ გასამრჯელოს უხდიდა.
უმაღლეს თანამდებობებზე ძირითადად ფარაონის ოჯახის წევრები
ინიშნებოდნენ და ისინიც ფარაონისგან იღებდნენ გასამრჯელოს.
ეგვიპტე დაყოფილი იყო მხარეებად და ცალკეულ მხარეებს მოხელეები
განაგებდნენ. მათ ევალებოდათ იმ მხარეში სარწყავი სისტემის
მოწესრიგება, მოსახლეობის აღრიცხვა, გადასახადების აკრეფა და ომების
დროს განსაზღვრული რაოდენობის მეომრების გამოყვანა.
ეგვიპტურ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ მწერლებს,
ანუ გადამწერებს. ისინიც დიდებულ-მოხელეთა წრეს მიეკუთვნებოდნენ.
მწერლები აღრიცხავდნენ გადასახადებს, ფარაონის, ქურუმებისა და სხვა
მოხელეების მოთხოვნით ადგენდნენ სხვადასხვა შინაარსის ტექსტებს .
მაშინ წერა-კითხვა ცოტა ვინმემ თუ იცოდა, ისიც დიდებულთა წრიდან.
ეგვიპტელთა რწმენით, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს თავისი მფარველი
ღვთაება ჰყავდა. ყოველ ღვთაებას თავისი ტაძარი ჰქონდა.
ღმერთებისადმი მიძღვნილ რიტუალებს ქურუმები ატარებდნენ.
მოხელეების მსგავსად, ქურუმებიც სხვადასხვა რანგისანი იყვნენ და
უმაღლეს ქურუმს ემორჩილებოდნენ. ქურუმების ფენა ყველაზე
გავლენიანი იყო.

ვინ იყვნენ მიწათმოქმედი მეთემეები?


ეგვიპტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედი მეთემეები
შეადგენდნენ. ისინი ამუშავებდნენ ფარაონის და მოხელეებისთვის
გადაცემულ მიწებს, მოჰყავდათ მოსავალი და იხდიდნენ დაწესებულ
გადასახადებს. მიწათმოქმედების გარდა, რიგით ეგვიპტელებს შორის
მრავლად იყვნენ დაოსტატებული ხელოსნები:
 ქვის მთლელები,
 მჭედლები,
 დურგლები,
 გემთმშენებლები,
 ოქრომჭედლები,
 მეთუნეები,
 მქსოველები.
რიგითი ეგვიპტელები თიხის ქოხებში ცხოვრობდნენ. ქოხის ცენტრში
კერია იყო. მიირთმევდნენ პურს, ფინიკს, თევზს, ლუდს, დღესასწაულებზე _
ხორცსა და ღვინოს. პროდუქტებს თიხის ქოთნებში ინახავდნენ.

ვინ იყვნენ მონები?


მეზობელ მხარეებში ლაშქრობების შემდეგ ფარაონებს ეგვიპტეში
ტყვეები მოჰყავდათ. ასე გაჩნდნენ ეგვიპტეში მონები. მონები
უუფლებონი იყვნენ. მათ არაფერი გააჩნდათ, საკუთარი ქოხებიც კი არ
ჰქონდათ. მონები სახელმწიფოს მფლობელობაში იყვნენ. მათ გზების
გასაყვანად და სხვა მძიმე სამუშაოების შესასრულებლად იყენებდნენ.
როგორ გაჩნდა კანონები?
შუმერული ქალაქების ჩამოყალიბების შემდეგ დიდი დრო გავიდა. ძვ.წ. XVIII
საუკუნეში შუამდინარეთში ქალაქი ბაბილონი დაწინაურდა და მალე
ძველი სამყაროს უდიდეს ქალაქად გადაიქცა. ბაბილონელები საკუთარ
ქალაქს „ღმერთის კარიბჭეს“ უწოდებდნენ. ქალაქს დიდი გალავანი ერტყა
გარს. შუაში მეფის რეზიდენცია და მთავარი სალოცავი მდებარეობდა.
ბაბილონის მმართველმა ხამურაბიმ თავისი ძალაუფლება მთელ სამხრეთ
შუამდინარეთზე განავრცო. ხამურაბმა შეადგინა კანონთა კრებული,
რომელიც ისტორიაში კანონთა პირველ სრულ კრებულად ითვლება.
ხამურაბმა კანონები შავი ბაზალტის ქვაზე ამოაკვეთინა და მთავარი
ღვთაების ტაძარში დაადგმევინა. კანონები ლურსმნული
დამწერლობითაა შესრულებული.

რა ვიცით ლურსმნულ დამწერლობაზე?


შუმერების შექმნილ დამწერლობას ლურსმულს უწოდებენ, რადგან ამ
დამწერლობის თითოეული ნიშანი, ანუ სიმბოლო ლურსმნის მოყვანილობის
მქონე ხაზებისგან შედგება. ერთი ან რამდენიმე სიმბოლო გადმოსცემს
სიტყვის მარცვალს, მთელ სიტყვას ან ცნებას. ლურსმული დამწერლობა
მთელ წინა აზიაში გავრცელდა. მას სხვადასხვა ხალხი იყენებდა _
ბაბილონელები, ასურელები, ხეთები და სხვ.

დიაოხი
ეგვიპტისა და შუამდინარეთის შემდეგ სახელმწიფოები ახლო
აღმოსავლეთში სხვა ხალხებმაც შექმნეს. მათთან ქართველური ტომებიც
ურთიერთობდნენ. ქართველური ტომები ძვ.წ.II ათასწლეულის ბოლოს
გაერთიანდნენ. ასე წარმოიშვა პირველი ქართული სახელმწიფოები -
დიაოხი და კოლხა.
დიაოხი ძვ.წ. XII-VIII საუკუნეებში არსებობდა, მისი ტერიტორია მოიცავდა
მდინარე ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. დიაოხს
ურთიერთობა უწევდა ასურეთსა და ურარტუსთან. ასურელები დიაოხს
დაიაენს უწოდებდნენ, ხოლო ურარტელები _ დიაოხს.
ასურეთი
ასურეთი ძვ.წ. XVI ს.-ში შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიგროსის
ზემო წელში ჩამოყალიბდა. სახელმწიფო ბუნებრივი საზღვრებით (ზღვები,
ქედები) დაცული არ იყო, ამიტომ ასურელებს ტერიტორიის
შესანარჩუნებლად გამუდმებული ბრძოლა უწევდათ და მეომარ ხალხად
ჩამოყალიბდნენ. ასურელების სახელს არაერთი სიახლე და რეფორმა
უკავშირდება სამხედრო მიმართულებით.
ძვ.წ. XIV_XII საუკუნეებში ასურეთი გაძლიერდა.
ძვ.წ. XII საუკუნის ბოლოს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-მა
ჩრდილოეთის ქვეყნებში ილაშქრა. ასურელები ჩრდილოეთის ქვეყნებს
„ნაირის ქვეყნებს“ ეძახდნენ. ამ დროს პირველად მოიხსენიეს თავიანთ
ნაწერებში დიაოხი.
ძვ.წ. XI-IX საუკუნეებში ასურელები შორეულ ლაშქრობებს ჩრდილოეთით
აღარ აწყობდნენ, რადგან თავად ჰქონდათ მეზობლებთან ომები, IX
საუკუნიდან კი დაპყრობითი ომები სხვადასხვა მიმართულებით განაახლეს .
ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფო _ ურარტუ, რომელიც
მეზობლების ხარჯზე ტერიტორიების გაფართოებას ცდილობდა.
შესაბამისად, დიაოხს ახალი დამპყრობელი გამოუჩნდა და მისი
მდგომარეობა გართულდა.
ურარტუს მეფე არგიშთიმ ძვ.წ. VIII საუკუნეში დიაოხში ილაშქრა.

კოლხა
ძვ.წ. VIII საუკუნიდან (დიაოხის განადგურების შემდეგ) ურარტუული
წარწერები კოლხაზე მოგვითხრობენ. ურარტუელები მას კულხას ეძახიან.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დიაოხის განადგურების შემდეგ კოლხა და
ურარტუ ერთმანეთს გაუმეზობლდნენ, რასაც მათ შორის ომები მოჰყვა.
კოლხაში ორჯერ ილაშქრა სარდური II-ემ და სამეფო ქალაქი ილდიმუშა
აიღო.
კოლხეთი ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო იყო, მისი მეფე - აიეტი კი
გავლენიანი. კოლხებს ჰქონდათ ოქროს დამუშავების უნიკალური
ტექნოლოგია. სწორედ ამიტომ ბერძნებმა გამოუშვეს თავიანთი პრიცნი,
სახელად იასონი, ოქროს საწმისის მოსაპარად (ოქროს საწმისი ცხვრის
ტყავზე დაწერილი ოქროს დამუშავების ტექნოლოგია). მეცნიერთა ნაწილი
მიიჩნევს, რომ ეს მითია.

სკვითები და კიმერიელები
ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის
ტერიტორიიდან სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები დაიწყო.
სკვითები და კიმერიელები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ და
უმთავრესად მესაქონლეობას და ცხენების მოშენებას მისდევდნენ , მთელი
წლის განმავლობაში ერთი საძოვრიდან მეორეზე გადადიოდნენ და თან
მიჰყავდათ ოჯახები. ახალ ადგილზე კარვებს შლიდნენ და დროებითი
სადგომებს აწყობდნენ. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო,
მესაქონლეობისა და ცხენების მოშენების გარდა, ლაშქრობით ნადავლის
მოპოვება იყო. როცა საკვები შემოაკლდებოდათ, ნაყოფიერ მიწებს
შეესეოდნენ და ძარცვავდნენ.

You might also like