You are on page 1of 4

ეგვიპტე- IV ათასწლეულში მდინარე ნილოსის ნაპირას ჩამოყალიბდა ეგვიპტის

სამეფო . ნილოსი სათავეს ცენტრალურ აფრიკაში იღებს, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან


იტოტება, ქმნის დელტას და ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში. ნილოსმა დიდი როლი
შეასრულა ეგვიპტის ცივილიზაციის შექმნაში, მის გარშემო გაჩნდა დასახლებები, რადგან
მიწის დამუშავება ადვილი იყო, მაგრამ მდინარის ადიდება ანადგურებდა ნათესებს ,
ამიტომ მოსახლეობამ მდინარის გარშემო ჯებირების, არხების , საწყავი სიტემის აგება
დაიწყო და ხელოვნურ მორწყვას ჩაუყარა საფუძველი. სარწყავის სისტემის შექმნას და
შენახვის სჭირდებოდა ორგანიზებული შრომა და მმართველობა, ამიტომ ნილოსის
ნაპირას წარმოიშვა დამოუკიდებელი ერთეულები- ნომები, რომელთა გაერთიანებით
შეიქმნა ძველი ეგვიპტის სამეფო. ნილოსის როლის გამო ბერძენმა ისტორიკოსმა
ჰეროდოტემ ეგვიპტეს „ნილოსის ნობათი“ უწოდა. ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას
„კემეს“ ანუ შავ მიწას უწოდებდნენ. ნილოსის სათავეებთან სამხრეთ ანუ ზემო ეგვიპტის
სამეფო მდებარეობდა, ნილოსის დელტაში ჩრდილოეთ ანუ ქვემო სამეფო. ძვ.წ 3000 წელს
ორივე სამეფო გააერთიანა ფარაონმა მენესმა. ააშენა ეგვიპტის დედაქალაქი მემფისი.
აქედან მოყოლებუული ეგვიპტეში ფარაონთა 33 დინასტია შეიცვლა. ფარაონს ღმერთად
მიიჩნევდნენ და მთელ სამეფოს მის მსახურებად. ფარაონთა დასაკრძალავად პირამიდებს
აგებდნენ. ფარაონის და ღმერთის წინაშე ყველა თანასწორი იყო და ადამიანის წარმატება
მის პირად ღირსებებზე და განათლებაზე იყო დამოკიდებული.

ეგვიპტის ომები--ეგვიპტეს ურთიერთობა ლიბიასთან და ნუბიასთან ჰქონდა, დანარჩენ


სამყაროსგან იზოლირებულად ვითარდებოდა, ფარაონები ლაშქრობდნენ ნუბიაში,
საიდანაც ოქროს და სპილოს ძვალი მოჰქონდათ, ასევე ტყვეები მოჰყავდათ. ძვ.წ XVII
საუკუნეში აღმოსავლეთიდან ეგვიპტეში აზიური წარმომავლობის ტომები-ჰიქსოსები
შემოიჭრნენ, სამხედრო აღჭურვილობის უპირატესობის გამო( სწარფი საბრძოლო
ცხენებშებმული ეტლები, მშვილდ ისარი, ჯაჭვის პერანგი) ჰიქსოსებმა ეგვიპტელები
დაამარცხეს, თუმცა ადვილად შეეთვისნენ ეგვიპტის კულტურას და ეგვიპტელებმა
მოახდინეს მათი ასიმილაცია. ბერძნული „ჰიქსოსი“ ეგვიპტურად „უცხოელ მმართველს“
ნიშნავს. ჰიქსოსებს პტოლემაიოსების კარზე მოღვაწე ისტორიკოსი მანეთონი „მწყემსების
მეფეებს“ უწოდებს. ჰიქსოსების მოტანილი სამხედრო აღჭურვილობა, განსაკუთრებით კი
საბრძოლო ეტლი ანუ ძველი დროის ტანკი, გამოადგათ ეგვიპტელებს წარმატებული
შორეული ლაშრობების საწარმოებლად. ეგვიპტის ფარაონმა თოტმეს III-მ ძვ.წ XV
საუკუნეში აზიაში დაიწყო ლაშქრობები , ეგვიპტის ძალაუფლებამ ყველაზე შორს
ევფრატის ნაპირებამდე მიაღწია. ძვ.წ აღ. XIII საუკუნეში ფარაონ რამზეს II-ის
მმართველობის დროს ეგვიპტის სამეფოს ინტერესები დაუპირისპირდა ხეთების სამეფოს,
დაიწყო ხეთების და ეგვიპტის ომები რომელიც დასრულდა ძვ.წ 1274 წელს ქადეშის
ბრძოლით. ფარაონ რამზეს II-ეს და ხეთების მეფე მუვათალს შორის ბრძოლა
ტერიტორიების გადანაწილებით და ზავით დასრულდა. ( პირველი დიპლომატიური
ხელშეკრულება მსოფლიოში , რომლის ასლი ამშვენებს გაეროს შტაბბინას) ძვ.წ XI
საუკუნიდან ეგვიპტე დასუსტებას იწყებს, ძვ.წ VII საუკუნეში ასურელები, ხოლო VI
საუკუნეში აქემენიანთა სპარსეთი იპყრობს, შემდეგ მაკედონელები და ბოლოს რომის
იმპერია. რომალეთა დაპყრობით და კლეოპატრა VII-ის სიკვდილით სრულდება ძველი
ეგვიპტის სამეფოს ისტორია. ახ.წ VII საუკუნეში არაბი ტომების შემოჭრით ძველი ეგვიპტე
როგორც კულტურული ფენომენი წყვეტს არსებობას. ეგვიპტელთა პირდაპირ
მემკვიდრეებად დღეს მიჩნეულები არიან კოპტები.

რელიგია და კულტურა --ეგვიპტეში მრავალღმერთიანობა იყო გავრცელებული, უმაღლეს


ფენას დიდებულები და მათი წრიდან გამოსული ქურუმები წარმოადგენდნენ.
ეგვიპტელებს სწამდათ რომ რას თვალებიდან გაჩდნენ ადამიანები, ბაგეთაგან ღმერთები.
ღმერთებს ადამიანის ტანი და ცხოველის ან ფრინველის თავი ჰქონდათ. ეგვიპტელთა
აზრით არსებობდა საიქიო და სააქაო ცხოვრება, თუ მიცვალებულის სხეულს კარგად
შეინახავდნენ მისი სული იცოცხლებდა, ამიტომ ახდენენ გვამების მუნიფიცირებას.
ფარაონთა დასაკრძალავად პირამიდებს აგებდნენ. პირველი საფეხუროვანი პირამიდა
ფარაონ ჯოსერის ვეზირმა და არქიტექტორმა ომჰოტეპმა ააგო XXVII საუკუნეში,
ცნობილია ფარაონ ხეოფსის , ხეფრენის და მიკერინის პირამიდები. პირამიდების
მშენებლობის დიდი ხარჯის და ძარცვის გამო მოგვიანებით ფარაონების დაკრძალვა
დაიწყეს მეფეთა ველზე.

ეგვიპტელებმა განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს არქიტექტურაში,, ისინი


გრანდიოზულ ნაგებობებს აგებდნენ, თებეს მახლობლად ააგეს კარნაკის და ლუქსორის
ტაძრები, შთამბეჭდავია აბუ-სიმბელის ტაძარი, სფინქსი, რომელიც ფარაონის ღვთაებრივი
წარმოშობის და სიძლიერის სიმბოლოა. ეგვიპტელებმა კარგად იცოდნენ ანატომია და
მედიცინა, ასტრონომიაში შექმნეს მზის კალენდარი. ეგვიპტელები საწერ მასალად
იყნებდნენ პაპირუსს, წერდნენ იეროგლიფური დამწერლობით. შემორჩენილია
„პირამიდების ტექსტები“, რომლებიც წარმოადგენენ უძველესი ლოცვებისა და ჰიმნების
კრებულს. ეგვიპტეში მრავალღმერთიანობა იყო. ტაძრების ქურუმებმა დიდი გავლენა
მოიპოვეს. XIV საუკუნეში ფარაონმა ამენხოტეპ IV -ემ და მისმა მეუღლემ ნეფერტიტმა
გაატარეს რელიგიური რეფორმა. ფარაონმა სცადა მრავალღმერთიანობიდან
ერთღმერთიანობაზე გადასვლა. ამიტომ ეხნატონი იწოდება „მსოფლიოს პირველ
პიროვნებად“. მან მრავალი ღმერთი ღვთაება ატონით ჩაანაცვლა, დედაქალაქად
გამოაცხადა ახეტატონი, თავად დაირქვა ეხნატონი და გამოსახა ატონი მზის დისკოს
სახით. (მისი შვილია ტუტანხამონი , ფარაონი რომლის საფლავი გაუძარცვავად არის
ნაპოვნი) ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ ქურუმებმა აღადგინეს ძველი ღმერთები.
ეხნატონის და ნეფერტიტის სახელები ეგვიპტეში იდევნებოდა.
ქადეშის ბრძოლის სქემა

რუკა

You might also like