You are on page 1of 15

პრეზენტაცია - ეხნატონის რეფორმები

საგანი - ძველი აღმოსავლეთის ხალხთა


ისტორია
ლექტორი - ლევან გორდეზიანი
სემინარის ხელმძღვანელი - ნინო სამსონია
სტუდენტი - გიორგი გიგაევი
სარჩევი

 1. ეგვიპტის ახალი სამეფო


 2. ეხნატონის მმართველობა და რეფორმები
 3. შეჯამება და მოსაზრებები ეხნატონის შესახებ
 4. ნეფერტიტი და მისი მმართველობა
 5. საბოლოო დასკვნა
 6. ბიბლიოგრაფია
ნაწილი 1 - ახალი ეგვიპტის სამეფო

 ახალი ეგვიპტური სამეფო — ძველი ეგვიპტის ისტორიის


ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ.
1570-1080 წლებში. იგი მოიცავს ეგვიპტის XVIII, XIX და
XX დინასტიებს.
 ეგვიპტის ისტორიაში ახალი ერის ფუძემდებლად
აღიარებულია ფარაონი იაჰმეს I (ძვ. წ. 1570–1576 წწ.),
მენესისა და მენტუჰოტეპ I-ის მსგავსად. მან ჰიქსოსები
ქვეყნიდან განდევნა, მისდია შარუჰენამდე (სამხრეთ
პალესტინა), რომელიც მათ მთავარ ბაზას
წარმოადგენდა. ამის შემდეგ მან წესრიგი დაამყარა
ქვემო ნუბიაში, რომელიც ეგვიპტის კონტროლიდან
გამოვიდა, ხოლო შემდეგ თანდათან სამხრეთით წაიწია.
ნუბიის მმართველად ფარაონმა დანიშნა თავისი
უფროსი ვაჟი, ისიც იაჰმესი და მას უბოძა ტიტული
„ფარაონის ვაჟი, სამხრეთის ქვეყნების ზედამხედველი“.
ამით მან დააარსა ახალი რგოლი ფარაონის
ადმინისტრაციულ აპარატში, რომელმაც იარსება ახალი
სამეფოს მთელი პერიოდის მანძილზე. სურ (1) - ახალი ეგვიპტის სამეფოს ტერიტორია
ეხნატონის მმართველობა და რეფორმები

 დაახლ. ძვ. წ. 1350 წელს ახალი სამეფოს


სტაბილურობას საფუძველი შეურყია ამენჰოტეპ IV-
ის ტახტზე ასვლის შემდეგ მის მიერ გატარებულმა
რადიკალური და ქაოტური რეფორმების სერიამ.
საკუთარი სახელის ახენატენით შეცვლით მან
მანამდე ნაკლებად ცნობილი მზის ღმერთი ატონი
უზენაეს ღვთაებად შერაცხა, აკრძალა დანარჩენი
ღვთაებების მსახურება და ქურუმებზე გაილაშქრა.
დედაქალაქის ახალ ქალაქ ახეტატონში
სურ (2) - ფარაონი ეხნატონი
(თანამედროვე ამარნა) გადატანით მან საგარეო
საქმეები მეორეხარისხოვნად მიიჩნია და საკუთარი
თავი ახალ რელიგიას და არტისტულ სტილს
მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ატენის
კულტი სწრაფად დაივიწყეს, ხოლო მისმა
შემდგომმა ფარაონებმა ტუტანხამონმა, ეიემ და
ჰორემჰებმა სრულიად წაშალეს მისი მკრეხელობის
ხსენება, რომელიც ამჟამად ამარნას პერიოდით
არის ცნობილი.
ზოგადი ცნობები რეფორმებზე
 ფარაონის პროგრამა შეიცავდა ახალ რელიგიურ წარმოდგენებს, ახალ სახელს, ახალ დედაქალაქს, ახალ
არქიტექტურას, ახალ ხელოვნებას და ახალ სალიტერატურო ენას.
 გამეფების პირველივე წელს ეხნატონმა კარნაკში ატონის ტაძარი ააგო, ამონის ტაძრის უკიდურეს
აღმოსავლეთ ჭიშკართან, მაგრამ ცოტახნის შემდეგ მან განდევნა ამონის კულტი, დახურა ღმერთის ტაძარი და
მიითვისა მისი შემოსავლები. შემდეგ გაგზავნა თავისი მოხელეები, რომ გაენადგურებინათ ამონის
ქანდაკებები და წაებილწათ კულტმსახურების ადგილები. ეს იყო დაპირისპირება ტრადიციებთან და ამან
წარმოშვა წინააღმდეგობის განცდა მისი ქმედებების მიმართ. მამულები და დიდი ტაძრები თებეში, მემფისში
და ჰელიოპოლისში დაბრუნდა სამეფო ოჯახის საკუთრებაში
 გამეფებიდან მე-6 წელს ამონხეტეპ IV იცვლის სახელს და ხდება ეხნატონი. (ამის შესახებ ოდნავ მოგვინებით,
„ატონის ჰიმნის“ თარგმანის გარჩევისას გვექნება საუბარი). იგი ტოვებს თებეს და გადადის მისი ბრძანებით
აშენებულ ახალ დედაქალაქში - ახეტატონში ( - Axt Itn- ატონის ჰორიზონტი). ამის შემდეგ ერთადერთ
ღვთაებად და შემოქმედად ატონი გამოცხადდა. მთელს ეგვიპტეში იწყება ყველა ძველი ღმერთის დევნა.
წარწერებიდან იშლება სიტყვა „ღმერთები“ და იკრძალება მათი სახელის ხსენებაც კი.
 ეხნატონის დოქტრინები განსხვავებული ენით იწერებოდა და ზოგი მეცნიერი თვლიდა, რომ ეს იყო
სალაპარაკოსთან მიახლოვებული ენა (Aldred, 1968, 15), მაგრამ ახალი სამეფოს არალიტერატურულ
ტექსტებთან შედარება გვაჩვენებს, რომ ეს არც სალაპარაკო ენა იყო. ჩნდება გარკვეული ახალი
გრამატიკული ელემენტები ამარნას ტექსტებში. აქედან ჩანს, რომ ეხნატონს სურდა განევითარებინა საკუთარი
ენა დოქტრინების ჩასაწერად.
 ეხნატონმა რეფორმა შეეხო ხელოვნებასაც. მან დაამსხვრია სტილი, რომ იგი ეჩვენებინათ სამეფო ოჯახის
სცენებში ნატურალისტური მანერებით, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული. სკულპტურებში და ნახატებში იგი
ჩანს ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო, თავისი ფიზიკური მახასიათებლებით
რეფორმები - ატონის კულტი
 აღსანიშნავია ის, რომ ატონის კულტის შექმნა არ მიეწერება ეხნატონს. იგი
გაღმერთებული იყო მის ტახტზე ასვლამდე და საკუთარი ტაძარიც კი ჰქონდა.
 ფარაონის პროგრამა შეიცავდა ახალ რელიგიურ წარმოდგენებს, ახალ სახელს
ახალ დედაქალაქს, ახალ არქიტექტურას და ხელოვნებას და ახალ
სალიტერატურო ენას.
 დღემდე სადავოა, თუ რა ედო საფუძვლად ეხნატონის რეფორმებს. არის
ვერსია, რომ იგი იყო ოჯახის გავლენის ქვეშ. ზოგი თვლის, რომ მისი
რეფორმების საფუძველი პოლიტიკური იყო, რათა შეეზღუდა ამონის ტაძრის
ქურუმთა ძალაუფლება.
 ეხნატონი გულგრილი იყო ყველა პოლიტიკური მოვლენისადმი, რომელიც
არამარტო ქვეყნის, არამედ ამარნას გარეთ ხდებოდა. მისი
ინდიფერენტულობა პოლიტიკისადმი, ქვეყანას კოლონიების დაკარგვის, მძიმე
ეკონომიკური მდგომარეობის და კორუფციის ფასად დაუჯდა.
რეფორმების შედეგები და ანალიზი
 ფარაონ ეხნატონის რეფორმებმა უარყოფითი რეაქციები გამოიწვია,
როგორც არისტოკრატიაში, ისე რიგით მოქალაქეებში, რადგან ეხნატონის
რელიგია დოგმატური იყო და კრძალავდა სხვა ღმერთების თაყვანისცემას,
ეს კი ეგვიპტელისათვის წარმოუდგენელი იყო.
 მისი გარდაცვალების შემდეგ, ეხნატონის რეფორმები დაგმეს, ხოლო
ეხნატონი დავიწყებას მიეცა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ეხნატონი
რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს ეგვიპტეში და შემოაქვს
რა მონოთეისტური შეხედულებები, რაც პირველი და უნიკალური
შემთხვევაა ისტორიაში. ეხნატონი ზღუდავს ქურუმებსა და სხვა
დიდგვაროვნებს, რაც სახიფათოა მისი მეფობისთვის, თუმცა იგი მაინც
არავის უშინდება. ცვლის დედაქალაქს, იცვლის სახელსა და რელიგიასაც,
მაშინვე, როგორც კი მოდის სათავეში. ეს ძალიან ნაჩქარევი ნაბიჯია და
მოუმზადებელი საზოგადოება ცხადია ამას ვერ აღიქვამს საჭიროდ.
 ქურუმები - ეს რელიგიური მოხელეები უდიდესი გავლენით
სარგებლობდნენ ყველა რელიგიის განვითარების ისტორიაში. ქურუმები
ცალკე ძალაა, რომელთა მეშვეობით არაერთი მოხელე თუ მეფე მოსულა ან
წასულა. ეხნატონი უპირისპირდება მათ და თავისი რეფორმებით ცდილობს
შეზღუდოს მათი გავლენები, რაც გამოსდის კიდეც, თუმცა დროებით...
მოსაზრებები და ფარაონის იდეა
 ერთი ღმერთი, ერთი ფარაონი და
ერთი ხელისუფლება - საინტერესოა
ის, უნდოდა თუ არა ეხნატონს, რომ
ატონის კულტით, უშუალოდ
დაექვემდებარებინა რელიგია და
არავინ შესცილებოდა მას
მმართველობაში, როგორც უმაღლეს
პირად და როგორც მთავარ
რელიგიურ პირად. ( მსგავსი
შემთხვევები ისტორიას ახსოვს და
მმართველობისთვის ეს ყველაზე
ჭკვიანური ფორმაა, თუმცა არასდროს
გრძელდება დიდხანს, რადგან საერო სურ (3) - ეხნატონის დიდება ატონს

და სასულიერო ნაწილების არევა,


ქვეყნისთვისაც ქაოტურია )
 ასეა თუ ისე, ეხნატონს მტრები
გამოუჩნდა და ეს იდეა მალევე მიეცა
დავიწყებას. თუმცა მაინც, მისი ხედვა
განსხვავებული და საინტერესო
ამენჰოტეპის მმართველობასთან
დაკავშირებული ეჭვები
 ამენჰოტეპ IV-ის, ანუ ეხნატონის ბიოგრაფია და, საერთოდ, ძველი ეგვიპტის
რეფორმების ავტორის ვინაობა ერთობ ბუნდოვანია. ამენხოტეპ IV-ის
ზეობის ხანა სავარაუდოდ (თითქმის ყველა თარიღი მიახლოებითია) 1424-
1402 წლებია (6 წელი მამასთან ერთად მართავდა ეგვიპტეს). ეჭვი, რომ
იგი არ უნდა ყოფილიყო რეფორმათა თაოსანი, მეცნიერებს ორმა
გარემოებამ გაუჩინა. პირველი: ფარაონობის პირველ 6 წელიწადს
ამენჰოტეპ IV განუხრელად იცავდა მამის ხაზს ეგვიპტის პოლიტიკურ და
სოციალურ ცხოვრებაში. მხოლოდ მე-7 წლიდან იწყება მოულოდნელი
შემოტრიალება; მეორე: არქეოლოგ თეოდორ დეივისს, რომელიც
ამენჰოტეპ IV-ის დედის თეიეს სარკოფაგად მიჩნეულ სამაროვანს თხრიდა,
სამარხში მოხუცი დედა-დედოფლის მუმიის ნაცვლად 22-23 წლის
მამაკაცის ჩონჩხი დახვდა. გამოითქვა ეჭვი, რომ ჩონჩხი ამენჰოტეპ IV-ისა
უნდა ყოფილიყო. არსებობს ვერსია, რომ ახალგაზრდა ფარაონი
ბაალცაფონთან მეწამულ ზღვაში დაიხრჩო ებრაელთა დევნისას. ეს
სამარცხვინო სიკვდილი და, ამავე დროს, ეგვიპტის რელიგიური
იდეოლოგიის კრახიც იყო, რადგან ერთგვარ ხაზს უსვამდა ესრაელთა
ღმერთის უპირატესობას ეგვიპტელთა ღმერთების წინაშე. ამენჰოტეპ IV-ის
ამგვარ სიკვდილს სამედიცინო დასკვნაც უმაგრებდა საფუძველს - წყალში
ნაწილი 2
 ჩონჩხის სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ კაიროს მუზეუმის
მედიცინის პროფესორი ელიოტ სმიტი სენსაციურ დასკვნებს
აკეთებს: ამენჰოტეპ IV ისტერიიანი და ეპილეფსიით
დაავადებული იყოო; რაც შეეხება ეგვიპტის ისტორიის ისეთ
ფენომენალურ მოვლენას, როგორიც რეფორმებია, მას უდიდესი,
რაღაც ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდებოდა, რასაც
ავადმყოფი ფარაონი ვერ შეძლებდაო. ჩონჩხმა და ამ
დასკვნებმა დააეჭვა არა მხოლოდ ეგვიპტოლოგები, ისტორიის
ბევრი სხვა მკვლვარიც. განმტკიცდა აზრი, რომ ეხნატონი სულაც
არ არსებობდა ან ცრუ ეხნატონის უკან ამენჰოტეპ IV კი არა, სულ
სხვა პიროვნება იდგა. თუ ეს უკანასკნელი მოსაზრება მისღაებია,
მაშინ ისმის კითხვა: რატომ დაირქვა იდუმალმა ფარაონმა
სახელად ეხნატონი და არა ამენჰოტეპ V? რეფორმებით ერთიან
და ერთადერთ უმაღლეს ღმერთად გამოცხადებული ატონი
რატომ არ იხსენებს თვით ამენჰოტეპ IV-ს, არა მხოლოდ XVIII
დინასტიის, არამედ ძველი ეგვიპტის მთელი ისტორიის ამ
ყველაზე თავისებურ და ნათელ ფარაონს?! ეს ფაქტიც იმის
მიმანიშნებელია, რომ ფარაონი მართლაც წყალში დაიხრჩო და სურ (4) ეხნატონის ბიუსტი
მისი ასეთი აღსასრული სამარცხვინოდ მიიჩნიეს.
ნეფერტიტი - უდიდესი დედოფალი
 ნეფერტიტი (ძვ. ეგვ. Nfr-nfr.w-Jtn-Nfr.t-jty; სურ (5) - ნეფერტიტი

უმშვენიერესი ატონის ლამაზმანთა შორის,


ლამაზმანი მოვიდა) — ეგვიპტის დიდი
დედოფალი, ამენჰოტეპ IV-ის (მოგვიანებით
ეხნატონი) მეუღლე და ფარაონ ტუტანხამონის
სიდედრი. სავარაუდოდ ის თავადაც იყო
მმართველი სახელით ნეფერნეფერუატენი მცირე
ხნით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და
ტუტანხამონის გამეფებამდე. ( დაახ. ძვ.წ - 1370 -
1330 )

 მისი სახელი დაახლ. ნიშნავს „ულამაზესი


(უნაკლო) ქალბატონი მოვიდა“. საქვეყნოდ
ცნობილი გახდა მისი ბიუსტის აღმოჩენიდან
(ამჟამად ბერლინის ახალ მუზეუმში). ბიუსტი
ეკუთვნის სკულპტორ ჯუტმოსს და ნაპოვნი იყო მის
სახელოსნოში. ბიუსტი მნიშვნელოვანია იმით, რომ
ის დოკუმენტური ფაქტია ძველ ეგვიპტელთა
წარმოდგენებზე რეალისტურ სახის პროპორციებზე. სახელი
სახელი
ცნობები ნეფერტიტის წარმომავლობის შესახებ
 ცოტა რამ არის ცნობილი ნეფერტიტის წარმოშობის შესახებ, მაგრამ მისი სილამაზისა და
ძალაუფლების მემკვიდრეობა დღესაც აინტრიგებს მეცნიერებს. ზოგიერთი მტკიცებულება
ვარაუდობს, რომ ის წარმოშობით ქალაქ ახმიმიდან იყო და არის მაღალი თანამდებობის
პირის, სახელად აის ქალიშვილი ან დისშვილი. სხვა თეორიები ვარაუდობენ, რომ იგი
დაიბადა უცხო ქვეყანაში, შესაძლოა სირიაში.
 ზუსტი თარიღი, როდესაც ნეფერტიტი დაქორწინდა ამენჰოტეპ III-ის ვაჟზე, მომავალ
ფარაონზე ამენჰოტეპ IV-ზე, უცნობია. ითვლება, რომ ის 15 წლის იყო, როდესაც ისინი
დაქორწინდნენ, რაც შესაძლოა ახენატენის ტახტზე ასვლამდე იყო. ისინი, როგორც ჩანს,
ერთად მართავდნენ 1353 წლიდან 1336 წლამდე. მათ ჰყავდა ექვსი ქალიშვილი,
ვარაუდობენ, რომ შეიძლება ჰყოლოდათ ვაჟიც. მათი ქალიშვილი ანხესენამუნი საბოლოოდ
დაქორწინდება თავის ნახევარ ძმა ტუტანხამონზე, ეგვიპტის მომავალ მმართველზე. იმ დღის
ნამუშევრები ასახავს წყვილს და მათ ქალიშვილებს უჩვეულოდ ნატურალისტური და
ინდივიდუალისტური სტილით, უფრო მეტად, ვიდრე წინა ეპოქის. როგორც ჩანს, მეფე და
მისი უფროსი დედოფალი განუყოფელნი არიან რელიეფებში, ხშირად ნაჩვენებია ერთად
ეტლებში ჩასეირნება და საჯაროდ კოცნაც კი. ნათქვამია, რომ წყვილს შეიძლება ჰქონოდა
ნამდვილი რომანტიკული კავშირი, დინამიკა, რომელიც ზოგადად არ ჩანს ძველი
ფარაონების გამოსახულებებში.
საბოლოო დასკვნა - შეჯამება
 საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხნატონის მმართველობის პერიოდში,
საფუძვლიანი ცვლილებები მოხდა ეგვიპტის ახალ სამეფოში. ეს რეფორმები
სამუდამოდ დარჩება ეგვიპტის ისტორიას და ყოველთვის შეგვახსენებს ეხნატონის
სახელს.
 იმ საზოგადოებისთვის ეხნატონის რეფორმათა უმრავლესობა იყო შეუსაბამო და
უმნიშვნელო. სწორედ ეს არის ფარაონის რეფორმატორული იდეის მთავარი ნაკლი
და რაც არ უნდა მნიშვნელოვანი ან რევოლუციური არ უნდა ყოფილიყო ეს იდეა,
მაინც ვერ მოერგებოდა იმ სისტემას. ეხნატონმა ვერ გათვალა რეაქციები
საზოგადოებისა და სწორად ვერ შეაფასა სიტუაცია. ჩემი აზრით, ეხნატონს აწყობდა
მსგავსი ცვლილებები, თუმცა არა მსგავსი შედეგი. იგი ცალსახად განიცდიდა თავისი
მეუღლის გავლენასაც და სხვა ზე მდგომი პირებისასაც, რადგან როგორც წყაროშია
აღნიშნული, იმ მდგომარეობაში მარტო ეხნატონი ვერ დაძლევდა ამდენ
წინააღმდეგობას.
 დასკვნის სახით ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის დასაფასებელია ეხნატონის მსგავსი
იდეის მქონე ლიდერთა არსებობა ისტორიაში, რომლებიც აქტიურად
უპირისპირდებიან მაღალი ფენის წარმომადგნელებს და ზრუნავენ ქვეყანაში
დემოკრატიული ნიშნების არსებობისთვის. ვფიქრობ, რომ ეხნატონი ერთ-ერთი
ყველაზე გავლენიანი ფარაონი და იდეოლოგი გახლდათ, რომელსაც უარსებია
ბიბლიოგრაფია
 1. https://ka.wikipedia.org/wiki
 2. https://ka.wikipedia.org/wiki
 3. https://ka.wikipedia.org/wiki
 4. https://www.britannica.com/biography/Akhenaten
 5. https://www.biography.com/royalty/nefertiti
 6. https://ka.wikipedia.org/wiki
დასასრული

ვიმედოვნებ საინტერესო პრეზენტაცია


გამოვიდა

დიდი მადლობა ყურადღებისთვის

 გიორგი გიგაევი

You might also like