You are on page 1of 5

სხვა უძველესი ცივილიზაციები

ხეთების სამეფო მცირე აზიაში, მდინარე ჰალისის (დღ. თურქეთი, მდ. კიზილრმაკი)
აყოლებაზე ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო იყო. მის დამაარსებლად ითვლება
ლეგენდარული მეფე ლაბარ-ნა (მე-17 ს. ჩვ.წ.-მდე), რომლის სახელიც მოგვიანებით,
როგორც არაერთხელ მომხდარა ისტორიაში, სამეფო ტიტულად იქცა. ხეთებს
საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავათ. მათ სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს
ეგვიპტესთან, თუმცა 1200 წ. ჩვ. წ.-მდე ხეთები ,,ზღვის ხალხებმა“ გაანადგურეს.
ხეთებს განვითარებული კულტურა ჰქონდათ. მათი ლურსმული დამწერლობა
პირველად გაშიფრა ჩეხმა მეცნიერმა, ბედრჟიჰ ჰროზნიმ.

,,ზღვის ხალხებმა“ ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში, დაახლოებით, იმგვარივე


როლი შეასრულეს, როგორიც მოგვიანებით, პირველი-მეორე ათასწლეულის
მიჯნაზე, სკანდინავიელმა ვიკინგებმა. ,,ზღვის ხალხებს“ შედგენდნენ ყაჩაღთა
ჯგუფები, სხვისი ქონების დატაცების ოსტატები, რომლებიც ეგეოსის ზღვის
კუნძულებიდან, თანამედროვე თურქეთის დასავლეთით მდებარე ზღვისპირეთიდან
გამოჩნდნენ. ისინი შეიჭრნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაახ. 1190 წ.
ჩვ.წ.-მდე და ყველა და ყველაფერი მოსრეს თავიანთ გზაზე. თუმცა ეგვიპტელებმა
მოახერხეს მათი დამარცხება. მათ საზღვაო შეტაკებაშიც სძლიეს ,,ზღვის ხალხებს“,
რის შესახებაც შემოგვრჩა დაწვრილებითი აღწერა. ,,ზღვის ხალხებთან“ ბრძოლის
ზეგავლენით, მიმდინარეობდა ტერიტორიული გადანაწილება, ძალთა ბალანსის
დარღვევა.

ქანაანის (პალესტინის ძველი სახელწოდება, სივრცე მდ. იორდანემდე. მას შემდეგ,


რაც იქ აბრაამმა მიაღწია, ქანაანი იქცა ისრაელის ხალხის აღთქმულ მიწად) სამხრეთ
ნაწილში ჩამოყალიბდა პელესტების ტომი, რომელმაც სახელი მისცა პალესტინას.

ტირსენების ტომმა, რომელიც ჩრდილო იტალიაში მკვიდრობს, სავარაუდოდ,


ეტრუსკებს დაუდო სათავე.

შერდანების ტომმა აითვისა კუნძული სარდინია, რომელსაც მათი სახელი ეწოდა.


შეკელების ტომის სახელი დაერქვა სიცილიას.

ჩიეკორების ტომის ნაწილი დამკვიდრდა კიპროსის ნახევარკუნძულზე.

ბერძნული ქალაქ მიკენის მკვიდრ ვაჭრებს, რომლებიც გადასახლდნენ აღმოსავლეთ


ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო ქალაქებში, იქაურ ადრინდელ მკვიდრებთან
ერთად ფინიკიელები უწოდეს. ჩვ.წ.-მდე მე-12 ს.-ში ფინიკია (თან. ლიბანი) აღზევდა.
ეს ცივილიზაცია ეფუძნებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო
ქალაქებს. პალესტინასა და სირიასთან ერთად ფინიკია შედიოდა ძველაღთქმისეულ
ქანაანში. ფინიკიური ქალაქები ტიროსი, სიდონი, ბიბლოსი, უგარიტი და სხვები
უბეებში მდებარეობდა და ბუნებრივად იყო დაცული. ფინიკიელები ალბათ პირველი
გემთმშენებელნი და ზღვაოსნები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, მათ შემოუარეს
აფრიკას, შევიდნენ მეწამულ ზღვაში და ხმელთაშუა ზღვით უკან დაბრუნდნენ.
ზოგი ავტორის აზრით, ფინიკიელებს ამერიკის ნაპირების მიღწევაც კი შეეძლოთ
ვიკინგებსა და ქრისტეფორე კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე. მიიჩნევენ, რომ
ფინიკიელებმა პირველებმა დაიწყეს ზღვის მოლუსკებიდან საღებავების მოპოვება და
გამოყენება ქსოვილის შესაფერადებლად - ვარდისფრიდან - ვიდრე
მუქმეწამულამდე. ფინიკიელები აქტიურად ვაჭრობდნენ სხვადასხვა ქვეყანასთან.
ყიდდნენ მინის ვაზებს, მძივებს, ოქროს, სპილენძს, თუთიას, სპილოს ძვალს, ხე-ტყეს,
ხორბალს.

ფინიკიის მიერ აფრიკაში დაარსებული კართაგენი რესპუბლიკა იყო, მაგრამ სახალხო


კრება დიდ როლს არ ასრულებდა. აღმასრულებელ ხელისუფლებას სათავეში ედგა
ორი სუფეტი (,,მოსამართლე“), მშვიდობიანობის დროს - მსაჯულები, ომიანობის
დროს კი - მთავარსარდლები. არსებობდა 300-ის საბჭო, რომლიდანაც გამოყოფდნენ
30 კაციან ჯგუფს: მიმდინარე საქმეებს ის განაგებდა. ქალაქის ირგვლივ, მდიდარ
კართაგენელთა მიწებზე, მონები მუშაობდნენ. კართაგენის ეკონომიკა ეფუძნებოდა
საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასაც, საშუამავლო ვაჭრობას. გეოგრაფიული
მდებარეობისა და ძლიერი ფლოტის წყალობით, ხმელთაშუაზღვის აუზში
კართაგენი, ფაქტობრივად, ნედლეულისა და საქონლის განაწილების ცენტრი იყო.
აფრიკის შიდაოლქებიდან შემოჰყავდათ მონები და შემოჰქონდათ სპილოს ძვალი,
წინა აზიის ქვეყნებიდან - ძვირფასი ქსოვილი და ხალიჩები, ესპანეთიდან - ოქრო-
ვერცხლი, ბრიტანიიდან, რომელიც ფინიკიელებმა დაიპყრეს, მოჰქონდათ კალა,
კორსიკიდან - ცვილი, ბალეარის კუნძულებიდან (არქიპელაგი ესპანეთში) - ღვინო,
სიცილიიდან - ზეთი და ღვინო, საბერძნეთიდან - ბერძნული მხატვრული
ხელოსნობის ნიმუშები.

ინოვაცია. ანბანი.

ანბანი ამა თუ იმ ენის იმ წერილობითი ნიშნების სისტემაა, რომლებიც სიტყვების


ბგერით შეფერილობას სიმბოლოთა მეშვეობით გადმოსცემენ, გამოხატავენ ცალკეულ
ბგერით ელემენტებს. უდავოდ მიაჩნიათ ფინიკიელთა განსაკუთრებული
დამსახურება ანბანის გამოგონებაში. სწორედ ფინიკიური ანბანი დაედო საფუძვლად
ძველბერძნულ, ლათინურ, ბევრ თანამედროვე ალფაბეტს. ჩვ.წ.-მდე მე-2
ათასწლეულის შუხანებში ფინიკიელებმა გამოიგონეს 22 ნიშნისაგან შედგენილი
გამარტივებული დამწერლობა. ის გადაიღეს ებრაელებმა, არამეელებმა, არაბებმა. მე-
9-8 სს. ბერძნებმა გამოიყენეს ფინიკიური დამწერლობა და შექმნეს პირველი ანბანი,
რომელიც ხმოვნებისგანაც შედგებოდა და თანხმოვნებისგანაც. სიტყვა ,,ალფაბეტი“
მომდინარეობს ბერძნული ანბანის პირველი ორი ასოსაგან - ალფა და ბეტა. იმის
გამო, რომ ფინიკიური დამწერლობა ცოტა სიმბოლოსაგან შედგებოდა, იოლად
აითვისეს. წერა-კითხვა ამიერიდან მხოლოდ რჩეულებმა როდი იცოდნენ, რასაც
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურის განვითარებისათვის.

ფინიკიელებს ძალა არ შესწევდათ მეზობელ მძლავრ სახელმწიფოებთან


შეწინააღმდეგებისა, ცდილობდნენ, მათთან მშვიდობიანად მოეგვარებინათ
პრობლემები, მაგრამ ბაბილონის დაცემას (539 წ. ჩვ. წ.-მდე) მოჰყვა ფინიკიის
სპარსულ იმპერიაში ინკორპორაცია. მცირე ხანს ფინიკიური ცივილიზაცია
პოზიციებს ინარჩუნებდა კოლონიებში. მათ შორის ყველაზე დიდი ქალაქი
კართაგენი იყო, 814 წ. ჩვ.წ.-მდე დედოფალ დიდონას მიერ დაარსებული. ფინიკიური
სიტყვა ,,კარტ-ხადაშტ“ (ბერძნ. ,,კართაგენ“) ქართულად ,,ახალ ქალაქს“ ნიშნავს. ის
მდებარეობდა თანამედროვე ტუნისის ყურის ნაპირზე, ნაყოფიერ დაბლობში,
ფლობდა მოსახერხებელ ნავსადგურებს და გადაიქცა ფინიკიური კოლონიზაციის
ცენტრად. კართაგენი თვითონ შეიქნა მეტროპოლია დასავლეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთში მდებარე ბევრი კოლონიისათვის.

არისტოტელე წერდა:

,,კართაგენის სახელმწიფოებრივი წყობა გამოირჩევა მდიდართა ბატონობით, მაგრამ


კართაგენელები თავს მოხერხებულად იძვრენენ ხალხის აღშფოთებისაგან იმით, რომ
მას გამდიდრების საშუალებას აძლევენ. კერძოდ კი, მუდმივად გზავნიან ხალხის
გარკვეულ ნაწილს კართაგენის ქვეშევრდომ ქალაქებსა და ოლქებში.
ამით ,,მკურნალობენ“ კართაგენელები თავიანთ სახელმწიფოებრივ წყობას და
ამყარებენ“. კართაგენის კოლონიური ზესახელმწიფო მოიცავდა უამრავ ტერიტორიას
პირენეს ნახევარკუნძულიდან და გიბრალტარიდან სიცილიისა და სარდინიის
გავლით საკუთრივ ფინიკიამდე. ფინიკიელებმა ბევრი ექსპედიცია მოაწყვეს.
კერძოდ, მე-7 ს. ჩვ.წ.-მდე ეგვიპტის მეფე ნაჰაოს დავალებით, სამი წლის
განმავლობაში შემოუარეს აფრიკას და უკან, გიბრალტარის სრუტის გავლით,
დაბრუნდნენ. კართაგენი ძლიერი სამხედრო-საზღვაო სახელმწიფო იყო. აქტიურმა
კოლონიზაციურმა პოლიტიკამ კართაგენი მზარდ იმპერიას - რომს შეაჯახა. სამი
პუნიკური (კართაგენელებს რომაელები პუნებს ეძახდნენ) ომის შემდეგ, რომლებიც
შესვენებებით, 264-დან 146 წლამდე ჩვ.წ.-მდე, გრძელდებოდა, კართაგენი სამდღიანი
ალყის შემდეგ შტურმით აიღეს. სენატის კომისიის გადაწყვეტილებით, ქალაქი
გადაწვეს (16 დღის განმავლობაში იწვოდა) და შეაჩვენეს. ასე განხორციელდა
მოთხოვნა, რომლითაც რომის სენატში თავის ყველა გამოსვლას ამთავრებდა ერთ-
ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი, კატონი: ,,ვფიქრობ, კართაგენი უნდა
დაინგრეს“.

სახელები. ჰანიბალი

ჰანიბალი (დაახ. 247-182 წწ. ჩვ.წ.-მდე). გამოჩენილი კართაგენელი მხედართმთავარი


და სახელმწიფო მოღვაწე.

ჭაბუკობიდანვე გაიწაფა სამხედრო საქმეში, მამას - ჰამილკარ ბარკას ლაშქრობებში


გვერდით ედგა. ფიცი დადო, რომ, სანამ არ გაიმარჯვებდა, რომთან ბრძოლას არ
შეწყვეტდა. მან თავი გამოავლინა, როგორც შემოქმედებითად მოაზროვნე სარდალმა.
მეორე პუნიკური ომის (218 წლიდან ჩვ.წ.-მდე) მსვლელობისას ესპანეთიდან
წამოვიდა 26 ათასი მეომრითა და საბრძოლო სპილოებით, 15 დღის განმავლობაში
გადალახა ალპები და მდინარე ტრებიასთან (იტალია), ტრაზიმენის ტბასა (იტალია)
და კანასთან (იტალია) (216 წ. ჩვ.წ.-მდე) რომის არმია დაამარცხა. კანასთან ბრძოლა
მოწინააღმდეგის განადგურების მეტაფორად იქცა. ჰანიბალი კართაგენში
პოლიტიკური რეფორმების გატარებას ცდილობდა, თუმცა იძულებული შეიქნა,
რომის მიერ მხარდაჭერილ მტრებს გაჰქცეოდა, დამალულიყო. ბოლოს კი შხამი
დალია - ასე დააღწია თავი მტრის ხელში ჩავარდნას.

უძველეს ცივილიზაციებს განეკუთვნება ქუშისა (თან. სუდანი) და აქსუმის (თან.


აღმოს. აფრიკა და აზია) სამეფოები, რომლებიც ჩვ.წ.-მდე პირველი ათასწლეულის
დამდეგს წარმოიქმნენ ეგვიპტის სამხრეთით. ჩვ.წ.-მდე 751-664 წწ. ქუშის მეფეებმა
დაიპყრეს ეგვიპტე და მართავდნენ მას. აქ განვითარებული იყო მიწათმოქმედება და
მესაქონლეობა, ამზადებდნენ რკინის ნაკეთობებს, ვაჭრობდნენ ადულისის პორტის
(აღმ. აფრიკა) მეშვეობით, სადაც ინდოეთსა და ცეილონიდან მოდიოდნენ
სანელებლებითა და სხვა საქონლით დატვირთული ხომალდები. ჩვ.წ.-მდე 590 წ.-მდე
ქუშების სამეფოს დედაქალაქი იყო მანამა, მერე კი - მეროე, რომლის ადგილზეც მე-20
ს. დამდეგს არქეოლოგებმა ეგვიპტური პირამიდების მსგავსი აკლდამები აღმოაჩინეს.
339 წ. მეროეს სახელმწიფო დაიპყრო აქსუმის მეფე ეზანამ, რომელიც მსოფლიოში
ერთ-ერთი პირველი მბრძანებელია, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად
გამოაცხადა.
პერიფერიულ ცივილიზაციებს უნდა მივაკუთვნოთ, საკუთრივ, ევროპაში
წარმოშობილნიც. ძველევროპელ ტომთაგან არც ერთი ტექსტი არ შემოგვრჩენია. ისიც
კი უცნობია, ჰქონდათ თუ არა დამწერლობა. თუმცა სხვა რეგიონებში აღმოჩენილი
წყაროები გვავარაუდებინებს, რომ, დაახლოებით, 600 წელს ჩვ.წ.-მდე ცენტრალური
ევროპის ჩრდილოეთში, თანამედროვე ბელგიის, ჰოლანდიის, ნაწილობრივ,
საფრანგეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე მცხოვრები კელტები (ინდოევროპული
წარმოშობის ტომები; მათ მიეკუთვნებიან გალები) ევროპას მოედნენ. ისინი თივით
გადახურულ ხის ქოხებში ცხოვრობდნენ. ტანისამოსს შალის კუბოკრული
ქსოვილისაგან ამზადებდნენ - ეს სამოსი ახლა ყველაზე პოპულარული
შოტლანდიაშია. კელტები ამუშავებდნენ მიწას და თავთავის საჭრელი მანქანაც კი
გამოიგონეს, რომელიც შემდეგ რომაელებმა გადაიღეს. კარგი მონადირეები იყვნენ.
შრომის იარაღს ბრინჯაოსაგან ამზადებდნენ. კელტ ქურუმებს დრუიდები ერქვათ.
კელტთა წარმართული რელიგია ბუნების გაღმერთებას ეფუძნება. ზოგი ცნობის
თანახმად, კელტები ადამიანებსაც სწირავდნენ მსხვერპლად. კელტები
ერთიანდებოდნენ ტომთა კავშირებში, რომლებსაც ბელადი ხელმძღვანელობდა. მათ
სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს რომის ექსპანსიას გალიაში (თან. საფრანგეთი),
ესპანეთში, ბრიტანეთსა და გერმანიაში. კელტური ენის, ჩვეულებათა ნაშთები,
დრუიდთა ჰოროსკოპები დღესაც შემორჩენილია.

You might also like