You are on page 1of 30

ლიტერატურა

1. ძველი ქართული სამწერლო-საგანმანათლებლო კერები (საბაწმინდა, სინას მთა,


იერუსალიმი, შავი მთა).

საბაწმინდის ლავრა უძველესი და უმნიშვნელოვანესი მონასტერია პალესტინაში. იგი დაარსა


ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმენდილმა მე-5 საუკუნის 80-იან წლებში. იქ შეიქმნა
ქრისტიანული მწერლობა, მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი ბერძნულ, ქართულ, ლათინურ,
არაბულ, სომხურ ენებზე. საბაწმინდის ლავრაში ქართველები ადრევე დასახლსნენ. მე-8-მე-10
საუკუნეებში არაბთა მომძლავრების გამო სამშობლოდან გადახვეწილმა ბერებმა შეიმუშავეს
ბიბლიური წიგნების ე.წ. საბაწმინდური რედაქცია. განავითარეს ორიგინალური ჰიმნოგრაფია
და თარგმნითი ლეტერატურა. გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, დაოსტატდნენ
კალიგრაფები.

სინას მთა არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ქართველთა უშორესი სამოღვაწეო


ადგილი იყო. სინას მთაზე არის აღმოჩენილი ექვთიმე ათონელის წერილი, აგრეთვე ქართული
ფსალმუნნი პაპირუსზე. აქ დაცულია ქართული, როგორც ორიგინალური, ისე თარგმნილი
ძეგლები. მაგ: წმ. ნინოს საგალობელი, ანტონის ეპისტოლე და ა.შ.

იერუსალიმი უმნიშვნელოვანესი სამწერლო-საგანმანათლებლო კერაა, სადაც მდებარეობს


ჯვრის მონასტერი, რომელიც პალესტინელი ქართველების მთავარი შესაკრები პუნქტი და
პილიგრიმთა საიმედო თავშესაფარი იყო. მისი მშენებლობა XI საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო
გიორგი პროხორემ და 50-იანი წლების მიწურულს დაასრულა. გადმოცემის თანახმად, იქაური
ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც აცვეს ქრისტე.

სირიაში, ანტიოქიის მახლობლად, შავ ანუ საკვირველ მთაზე მდებარეობდა კიდევ ერთი
ქართული საგანმანათლებლო ცენტრი. შავ მთაზე ქართველები მე-7 საუკუნიდან ეწეოდნენ
სამონასტრო ცხოვრებას. ქართველები მოღვაწეობდნენ როგორც საკუთარ, ისე უცხოელთა
მონასტრებში. აქ ინტენსიური მწიგნობრული მოღვაწეობა იწყება მე-11 ს-ის 90-იანი წლებიდან,
როდესაც იქ დასახლდა საქართველოდან ჩასული ბევრი ცნობილი ცნობილი მწიგნობარი:
გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, და სხვა. სწორედ შავ მთაზე შემუშავდა განსაკუთრებული
ლიტერატურულ-გრამატიკული სკოლა, რომლის იდეოლოგად ეფრემ მცირე მოიაზრება.

2. ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ.

ქართული მწერლობისა და, საერთოდ, ქართული კულტურის ისტორიისათვის უდიდესი


მნიშვნელობის ფაქტი იყო ჯვრის მონასტრის დაარსება იერუსალიმში. მონასტერი
ქართველებისთვის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო კერა იყო და დღესაც უძვირფასესი
სიწმინდეა წმიდა მიწაზე.

ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთულ კერათა შორის ერთოვნული მწერლობის


განვითარებისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელობა ჰქონდა ათონის სავანეს. თუ ქართული
მწერლობა უაღრესად განვითარდა XI_XII საუკუნეებში, ეს ივერთა მონასტერში მოღვაწე მამების
უდიდესი დამსახურებაა. მონასტერში თავმოყრილი იყო ქართველთა საუკეთესო კულტურული
ძეგლები. აქ ითარგმნა და გადაიწერა იმ განძის უდიდესი ნაწილი, რომლითაც ცვნი მწერლობის
ისტორია ამაყობს. ათონზე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო,
საგანმანათლებლო და საკალიგრაფიო სკოლა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს
წარსულში.
სინის მთა (სინას ან სინაის მთა) ქართველთა უშორესი სამოღვაწეო პუნქტია ახლო
აღმოსავლეთში.თავდაპირველად მონასტერი ღვთისმშობელი მარიამის სახელობის იყო ,
მონასტერი შემდგომ წმინდა ეკატერინეს სახელობის გახდა.ქართველი მოწესეები კვლი სინის
მთაზე VI საუკუნიდან ჩანან. ქართული კოლონია კი მოგვიანებით, IX საუკუნიდან
ჩამოყალიბდა, როცა არაბთა თავდასხმებით შეწუხებულმა ჩვენმა წინაპრებმა ნაწილობრივ
დატოვეს პალესტინის სავანეები საბაწმინდა, პალავრა და შორეულ მხარეს შედარებით
საიმედო თავშესაფარს მიაშურეს და სინის მთაზე დამკვიდრდნენ, რომელიც ,,ვითარცა
შორეული პუნქტი არაბთა ძალმომრეობას იმდენად არ განიცდიდა“.

პეტრიწონის მონასტერი XI საუკუნეში აგებული ქართული კულტურის ძეგლია საზღვარგარეთ.


იგი აგრეთვე ცნობილი, როგორც ბაჩკოვოს მონასტერი. მონასტერი ერთ-ერთია
საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სავანეებს შორის, რომელმა ღრმა კვალი დააჩინა
გარდასული საუკუნეების არა მარტო ქართულ აზროვნებასა და საეკლესიო ცხოვრებას, არამედ
ბულგარეთის ისტორიაშიც უდიდესი როლი შეასრულა.

3. ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა.

ათონის ივერიიის პორტაიტისის ღვთისმოშობლის მონასტერი მდებარეობს საბერძნეთში


აშენებულია მე-10 საუკუნის გასულს, 980-83 წლებში კლარჯეთის სავანეთა მოღვააწეების მიერ.
მისი დამაარსებელი ბარდა სკლიაროსის დამმარცხებლის, თორნიკეს, წარსარგებლით არის
იოაენე., ხოლო ორგანიზატორი- მისი შვილი, ექვთიმე ათონელი, მის შემდეგ კი- გიორგი
მთაწმინდელი. ათონზე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო,საგრამატიკო და
საკალიგრაფო სკოლა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენი მწიგრობრობის
ისტორიაში. ათონის ივერთა მონასტერში დაიწერა ბევრი ორიგინალური თხზულება, ითარგმნა
ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, ბიბლიის ტექსტები, მომეტებული
ნაწილი იმ ლიტერატურული განძეულოობისა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი
მწერლობის ისტორია. საგულისხმოა ისიც, რომ ქართულ ენაზე არსებული აქაური
ლიტერატურა ითარგმნებოდა ბერძნულ თუ სხვა ენებზე. დღესდღეისობით იქ ქართველები არ
არიან. მთლიანად გაპარტახებულია მონასტრის წიგნსაცავი. იქ მხოლოდ 86 ხელნაწერიღა
დარჩა.

4. ათონის ქართული სავანის დაარსების ისტორია

მე-3 საკითხი.

5. „გიორგი ათონელის ცხოვრების“ ნაწყვეტის ბერძნული და ლათინური თარგმანი.

ჩვენამდე მოღწეულია „გიორგი ათონელის ცხოვრების“ ერთი პასაჟის ბერძნული და ლათინური


თარგმანის სამი ხელნაწერი რომელიც მე–13–14 საუკუნეებით თარიღდება. როგორც ჩანს,
კათოლიკე ეკლესიის მისიონერები ადრეც დაინტერესებულან დიდი ქრთველი მოძღვრის
გიორგი ათონელის ცხოვრებით.ცნობილი ფაქტია, რომ 1060-65 წლებში გიორგი
მთაწმინდელმა საქართველოში ბაგრატ IV-ის მიწვევით და თანადგომით დიდი საეკლესიო
რეფორმა ჩაატარა. მოგვიანებით პეტრე პატრიკმა იგი ბიზანტიის სამეფო კარზე წარადგინა.
იმპერატორმა თავიდანვე შენიშნა მისი განსწავლულობა ღვთისმეტყველებაში. მან გიორგი
მთაწმინდელს ქართველთა სარწმუნოების ბერძნულ მართლმადიდებლობასთან
მიმართებაზეც ჰკითხა. აღნიშნული დისპუტი უკვე რამდნეიმე წლის შემდეგ ლიტერატურულად
იყო ფიქსირებული ათონის მთაზე გიორგი მცირის მიერ დაწერილ,,გიორგი მთაწმინდელის
ცხოვრებაში“. სავარაუდოდ, ლათინურ სამყაროს უნდა სცოდნოდა ზემოთ გადმოცემული
ისტორია და დაინტერესებულიყო ქართულ აგიოგრაფიულ თხზულებაში შეთანილი შესაბამისი
პასაჟით.აღნიშნული პასაჟის ბერძნული და ლათინური თარგმანი შეტანილია ,,რწმენის
საუნჯის“ (Thesaurus fidel) სახელით ცნობილ კრებულშ, რომლის შექმნაც დაკავშირებულია
ბოლონიელი ბონაკორსის სახელთან. ეს დომინიკელი ბერი მისიონერად მოღვაწეობდა
საბერძნეთში ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გ.ჰოფმანი ამ თხზულების სამ
ხელნაწერს ასახელებს:

1)პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ბერძნული ფონდის 1251. ხელნაწერი თარიღდება


დაახლოებით XII-XIV საუკუნეების მიჯნით. ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი - გიორგი
მთაწმინდელის ცხოვრებიდან ბერძნული და ლათინური ტექსტით იკითხება 124-126
ფურცლებზე.

2.)Parisinus graecus 1251. ხელნაწერი დაახლოებით თარიღდება XII-XIV საუკუნეების მიჯნით. იგი
ცოტათი უფრო გვიანდელია, ვიდრე Parisinus graecus 1251. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების
პასაჟი ბერძნულად და ლათინურად იკითხება 110-111 ფურცლებზე.

3) მილანის ამბროსის ბიბლიოთეკის ბერძნული ფონდის. ხელნაწერი თარიღდება


დაახლოებით 1327 წლით. იგი თხზულების მხოლოდ ბერძნულ ტექსტს შეიცავს სრულად,
ხოლო ლათინურს ნაკლულად. ჩვენთვის საინტერესო პასაჟი იკითხება 158-159 ფურცლებზე.

6. პოლემიკა იმპერატორ კონსტანტინე დუკას კარზე და გიორგი ათონელი.

7. „ვარლაამი და იოასაფი“ და ექვთიმე ათონელის ავტორობის საკითხი.

1048 წელს კონსტანტინეპოლში უცნობ მთარგმნელს ბერძნულიდან ლათინურად უთრგმნია


შუასაუკუნეების ცნობილი ლიკტერატურული ძეგლი `varlaami da ioasafi~. ლათუნელი
მტარგმნელი თხზულების შსავალში, ახასიათებს რა თავის საქმიანობას , აღნიშნავს რომ ეს
თხზულება თარგმნილი იყო ქართველი ბერის , ექვთიმე ათონელის მიერ. ის ფაქტი რომ
ექვთიმე ათონელმა ქართული ენიდან ბერძნულად თარგმნა `varlaami da ioasafi~, გარკვევითაა
მითითებული ამ თხზულების ბერძნულ ხელნაწერში. ექვთიმე ათონელის მიერ`varlaam da
ioasafis~, ქართულიდან ბერძნულად თარგმანზე მიუთითებენ XI საუკუნის ქართული
ხელნაწერები.`varlaam da ioasafi~გვიანდელი შუასაუკუნეების ევროპის თითქმის ყველაზე
პოპურალური თხზულებაა.მომხიბვლელი ფაბულა შიგ ჩართული რომანული ეპიზოდით.
`varlaami da ioasafi~ XI და XII საუკუნეებში ორგზის ითარგმნა ბერძნულად და ლათინურად.
დღეისათვის ცნობილია `varlaam da ioasafis~ცხრა ლიტერატურული გადამუშავება.
ქართულად`varlaam da ioasafis~ პროტოტიპი ორი რედაქციითაა წარმოდგენილი. ორივე მათგანი
ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ბერძნულ`varlaam da ioasafs~. ისინი წარმოადგენენ ამ
ცნობილიაღმოსავლური ფაბულის პირველ ქრისტიანულ გადამუშავებას.

ევროპაში ეს თხულება გავრცელდა ბერძნული გადამუშავების მიხედვით და იმ სახელით,


რომელიც პირველად ბერძნულ რედაქციაში გამოჩნდა- `varlaami da ioasafi~. სწორედ ამ
ბერძნული`varlaam da ioasafis~ ქართული ენიდან ექვთიმე ათონელის მიერ
თარგმანზემიუთითებენ ზემოთ ხსენებული ბერძნული და ლათინური ხელნაწერები.

8. თეორიები „ვარლაამისა და იოასაფის“ ბერძნული ვერსიის წარმომავლობის შესახებ.

მე-7 საკითხი
9. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მე-17 საუკუნის 20-იანი წლები, რადგანაც


ამ პერიოდში რომში ,,პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციამ“ „წამოიწყო მოღვაწეობა
საქართველოში მისიონერული მიზნით მიმავალი ბერების მოსამზადებლად. მათ ენას
ასწავლიდა საქართველოს მეფის თეიმურაზ პირველის ელჩი რომში, ნიკოლოზ
ჩოლოყაშვილი( ნიკიფორე ირბაქი). აქვე უნდა აღინიშნოს,რომ პროპაგანდა ფიდეს
კონგრეგაციის ხელმძღვანელების ინიციატივით წმინდა კონგრეგაციის სტამბაში დამზადდა
ქართული შრიფტი და გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები 1629 წელს. ეს წიგნებია:

1) „იბერიული ანუ ქართული ანბანი ღვთის ლოცვანითურთ“

2) „ქართული და იტალიური ლექსიკონი“

3) „ლიტანია ლაურეტენა“(ნიკიფორე ირბაქის მიერ თარგმნილი ლოცვა ლორეტოს


ღვთისმშობლის მარიამისი)

იტალიელი მისიონერების მოღვაწეობას და წმინდა კონგრეგაციის საქმიანობას კიდევ სხვა


დიდი კულტურული შედეგი მოჰყვა. 1643 წელს იმავე წმინდა კონგრეგაციის სტამბაში
გამოქვეყნდა ფრანცისკო მარია მაჯოს „ ქართული გრამატიკა“. ეს იყო ქართული ენის პირველი
გრამატიკა.

10. მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურა – მსოფლიო ლიტერატურული რუკის ნაწილი.

მე-19 საუკუნის 20-იანი წლების ევროპაში იწყება ქართული ლიტერატურის მეცნიერული


შესწავლა და ეს საქმიანობა ძირითადად უკავშირდება მეცნიერული ინტერესის გაღრმავებას
საზოგადოო აზიისადმი,რაც გამოიხატა უპირველეს ყოვლისა საფრანგეთში 1822 წელს
„პარიზის სააზიო საზოგადოების“ დაარსებით. „პარიზის სააზიო საზოგადოება“ აქვეყნებს
ყოველთვიურ „სააზიო ჯურნალს“,რომელშიც უკვე ხშირად იბეჭდება მასალები საქართველოს
შესახებ. ამ საზოგადოების წევრად 1825 წელს აირჩიეს მარი ბროსე(1802-1880), რომლის
სახელთანაცაა დაკავშირებული ევროპასა და რუსეთში ქართველოლოგიის მეცნიერული
კვლევის დაწყება. ახალგაზრდა მარი ბროსეს ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის
ინტერესი აღძვრია მას შემდეგ რაც გასცნობია რუსი მეცნიერის ევგენი ბოხოვიტინოვის მიერ
1802 წელს პეტერბურგში გამოცემული წიგნის კრიტიკულ ანალიზსს გაეცნო.

ბროსეს პეტერბურგში გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდა ქართველი სწავლულები,რომელთა


შორის უნდა გამოიყოს დავით ჩუბუნაშვილი.ჩამოყალიბდა საქართველოს ისტორიის,
კულტურის,ლიტერატურისა და ქართული ენის მკვლევართა ჯგუპი,რომლის შემდგომი
გაზრდის და გაფართოების შედეგად, 1918 წლიდან მეცნიერული კვლევის თბილისში
გადმოტანით, მიაღწია ქართველოლოგიამ განვითარების ტანამედროვე დონემდე.

11. სიმბოლიზმი საქართველოში

საქართველოში სიმბოლიზმის ისტორია 1916 წლიდან იწყება , როდესაც ცისფერი ყანწების


ორდენის სახელით ცნობილმა ლიტერატურულმა დაჯგუფებამ ქ.ქუთაისში თავისი პრველი
პერიოდული ორგანო გამოსცა. ქართველი სიმბოლისტების ჯგუფმა 15 წელი იარსება. ეს იყო
პირველი ლიტ. გაერთიანება ჩვენი მწერლობის ისტორიაში, რომელსაც თავიდანვე გააჩნდა
გარკვეული ორგანიზაციული ფორმა და ესთეტიკური პროგრამა. მის შემადგენლობაში
შევიდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე,
ივანე ყიფიანი... ცისფერყანწელებს ძალიან უნდოდათ, რომ მათ ორდენში ერთი პოეტი ქალიც
ყოფილიყო და რადგან ქალი არ აღმოჩნდა, მათ გამოიგონეს იგი. ეს გახლდათ „ყანწელების“
პირველი მისტიფიკაცია. გამოგონილი პოეტი ქალი ელენე დარიანი ყოველთვის ფიგურირებდა,
ორდენის წევრთა სიაში, ხოლო ერთ-ერთი „ცისფერყანწელი“ (პ.იაშვილი) მისი სახელით
ლექსებსაც თხზავდა. სიმბოლისტები სამწერლო ასპარეზზე მაშინ გამოდიან, როცა რუსეთის
ლიტერატურულ ცხოვრებაში ფუტურისებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. თუმცა
შემდგომ გამოსვლებში ქართველი სიმბოლისტები ტრადიციების მიმართ უფრო ზომიერ
დამოკიდეულებას ამჟღავნებენ. ისინი აკრიტიკებენ სამოცინაელებს, ილიასა და აკაკის სკოლის
პოეტთა წინააღმდეგ გალაშქრება სიმბოლისთა ესტეთიკური კრედოს გამოხატულება იყო და
არა ტრადიციების უარმყოფელი ნიჰილისუტრი სულისკვეთების გამოვლენა. ეროვნული
იდეალების დაცვა, ლიტერატურისა და ხლოვნების დენაციონალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა
ქართველ სიმბოლისთტა ერთ- ერთი საპროგრამო მოთხოვნა იყო. სიმბოლისტებმა ბუნება
შეცვალეს ქალაქით.

12. ფუტურიზმი საქართველოში

ქართული ფუტურიზმის პრეზენტაცია20-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც კონსერვატორიის


დარბაზში ქართველმა ფუტურისტებმა - ჟანგო ღოღობერიძემ, ბენო გორდეზიანმა, ნიკოლოზ
შენგელაიამ, სიმონ ჩიქოვანმა და სხვებმა ეს თარიღი ქართული პოეზიაში ახალი ეპოქის
დასაწყისად მიიჩნიეს. ისინი გამოსცემდნენ ჟურნალებს: „H2SO4”, “ლიტერატურა და სხვა“,
„მემარცხენეობა“. “H2SO4” გამოირჩეოდა თავისი ფუტურისტული მანიფესტით, რჩეული
შრიფტით, კონსტუქტივისტულ-კუბისტური სურათებით. დაიბეჭდა ლექსები, დეკლარაციები.
საინტერესოა, რომ ფუტურისტულ ლექსებში დარღვეული იყო ყოველგვარი სინტაქსი და
პუნქტუაცია, თუმცა სიმონ ჩიქოვანი წერდა: „ბგერების ფიზიონომიაზე გადასვლით არამც თუ
მოვსპეთ ჩვენ მათი მნიშვნელობა, არამედ გავაცოცხლეთ მისი ძირეული განცდა“. ჟურნალმა
არსებობა მას შემდეგ შეწყვიტა, როცა სოცრეალიზმი ოფიციალურად გაფორმდა ქართულ
სივრცეში. ქართული ფუტურიზმის მახასიათებელია: ტექნიკის კულტი,ურბანიზმი,რამაც მათ
ლექსებში შესაბამისი ლექსიკის შეჭრა განაპირობა. ქართველ ფუტურიზმთა მოღვაწეობა 1922-
1928 წლებით შემოიფარგლება.

13. რეალიზმი საქართველოში

საქართველოში რეალიზმის მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან ყალიბდება დანიელ ჭონქაძისა


და ლავრენტი არდაზიანის შემოქმედებაში. კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი
წარმომადგენლები არიან ილია, აკაკი და გიორგი წერეთელი. სინამდვილის ასახვის
მოთხოვნამ პოპულარული გახადა რეალისტური მწერლობის შედარება სარკესთან. სტენდალი
რომანს ადარებდა სარკეს, რომელიც მგზავრს ზურგზე მოკიდებული აქვს და ისიხ ყველაფერს
ირეკლავს- კარგსაც და ცუდსაც. ჩვენს სინამდვილეში პირველად ილია ჭავჭავაძემ შეადარა
ხელოვნება სარკეს. აკაკი წერეთელიც ხშირად ადარებდა ერთმანეთს მწერლობასა და
მესარკეობას: ,,მწერლობა ზნეობით და გონებით მესარკეობაა.ნაწერში, როგორც სარკეში,
ნათლად უნდა ისახებოდეს მწერლის თანადროება მისის სისწორ-სიმრუდით“. თუმცა მწერალი
არ უნდა იყოს სტენოგრაფი, რაც უკვე განზოგადების მოთხოვნაა. ილიას აზრითაც, თუ
ნამდვილი ხელოვნების შექმნა გვსურს, ,,აუციელებელია, ,,საზოგადო ნიშნების ერთად წყობილ
შეკვრა“. სინადმვილის მხატვრული განზოგადების შედეგია სწორედ ტიპი. ილია ჭავჭავაძის
აზრით თიპი უფრო მეტია, ვიდრე სახე. ყოველი ტიპი ამავდროულად სახეცაა, ხოლო ყოველი
სახე როდი მაღლდება ტიპურობამდე. ტიპის სახის უმაღლესი საფეხურია. იგი ზოგადისა და
ინდივიდუალურის შერწყმაა. ილია აღნიშნავდა, რომ მსახიიობ ვასო აბაშიძეს
განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდა სახეების ტიპებად გადაქევისა, უყურებთ ვასო აბაშიძის მიერ
გაცოცხლებულ სახეს და ფიქრობთ, რომ ეს კაცი სადღაც გინახავთ.

14. საბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურა.

XX საუკუნის დასაწყისი ძალზე რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. 1918 წელს ქვეყანამ


თავის სანუკვარ მიზანს მიაღწია და გათავისუფლდა რუსეთის იმპერიის დიქტატურისგან.
ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ პირველი სახელმწიფო
უნივერსიტეტის დაარსება იქცა. მაგრამ თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1921 წელს
საქართველოში ბოლშევიკური მმართველობა დამყარდა და ქვეყანა იძულებით შეუერთეს
ახლადშექმნილ საბჭოთა კავშირს. ეს ცვლილებები ძალზე რთული იყო ქვეყნის კულტურისა და
ლიტერატურისათვის. სწორედ ამ პერიოდში ერთმანეთს დაუპირისპირდა ქართული
მწერლობის ორი მიმართულება: ერთს მოდერნიზმი და ავანგარდი წარმოადგენდა, ხოლო
მეორეს – საბჭოთა მწერლობა.

ქართული მოდერნიზმი წარმატებით წარმოაჩენდა ევროპული და მსოფლიო მოდერნიზმის


ძირითად ტენდენციებს საქართველოში.ეს იყო შინაგანი, სულიერი პრობლემებით აღსავსე
ლიტერატურული პროცესი. მთავარ თემას ადამიანის მიერ ღმერთის ძიება და ღმერთთან და
სამყაროსთან მისი დამოკიდებულება წარმოადგენდა. მოდერნიზმი საქართველოში, ისევე
როგორც დასავლეთში, ლიტერატურული სკოლებისა და მიმდინარეობების
მრავალფეროვნებით გამოირჩა. მის წიაღში ჩამოყალიბდა მსოფლიო მოდერნიზმისათვის
ნიშანდობლივი ისეთი მიმდინარეობები, როგორებიცაა: იმპრესიონიზმი, სიმბოლიზმი,
ექსპრესიონიზმი. ამ ლიტერატურულ მიმდინარეობებს ახასიათებდა თავისუფალი აზროვნება
და მხატვრული ფორმების მრავალფეროვნება. ქართული მოდერნიზმი დასავლური
მოდერნიზმის სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი, მაგრამ არც ნაციონალურ მიზნებს
ივიწყებდა: ეროვნული ღირებულებები ჰარმონიულად ერწყმოდა მოდერნიზმის ზოგად
ტენდენციებს. თუმცა,1991 წელს ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა დიქტატურის
დასასრული. საქართველომ მოიპოვა ნანატრი დამოუკიდებლობა, მაგრამ არნახული
ტკივილების ფასად: ქვეყანა ჩათრეული აღმოჩნდა ეთნიკურ კონფლიქტებსა და სამოქალაქო
ომებში. ძმათა შორის დაპირისპირება, მსხვერპლი, დაკარგული ტერიტორიები ახდენილ
კოშმარს დაემსგავსა. ქვეყნის პოლიტიკურმა ცხოვრებამ სრულიად განსხვავებულ ფაზაში
შეაბიჯა, ხოლო ლიტერატურამ ფართოდ გაუღო კარი პოსტმოდერნიზმს.

15. იტალიელი მისიონერები საქართველოში

ევროპელთა მიერ ქართული სამყაროს თავიდან აღმოჩენა იწყება მე-16 საუკუნიდან, რასაც
ხელი შეუწყო ქართველთა მოღვაწეიბამ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კონტაქტის
დასამყარებლად. ევროპა კი დაინტერესდა საქართველოთი, მისი ეკლესიით, კულტურით და
რომის პაპების ინიციატივით საქართველოში დაიწყო დიდი სამისიონერო მოღვაწეობა, რაც
მიზნად ისახავდა კათოლიკობის პროპაგანდას.

მე-17 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დაიწერა ფრანგი მოგზაურის ჯან შარდენის „


მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“, რომლის საკმაოდ მოზრდილი
ნაწილი გადმოსცემს შარდენის მიერ 1672-73 წლებში საქართველოში მოგზაურობის
შთაბეჭდილებებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მე-17 საუკუნის 20-იანი წლები, რადგანაც
ამ პერიოდში რომში პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციამ წამოიწყო მოღვაწეობა საქართველოში.
მისიონერული მიზნით მიმავალი ბერების მოსამზადებლად. მათ ენას ასწავლიდა
საქართველოს მეფის თეიმურაზ პირველის ელჩი რომში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი( ნიკიფორე
ირბაქი). აქვე უნდა აღინიშნოს,რომ პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის ხელმძღვანელების
ინიციატივით წმინდა კონგრეგაციის სტამბაში დამზადდა ქართული რიპტი და გამოიცა
პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები 1629 წელს. ეს წიგნებია: 1. „იბერიული ანუ ქართული
ანბანი ღვთის ლოცვანითურთ“, 2. „ქართული და იტალიური ლექსიკონი“, 3. „ლიტანია
ლაურეტენა“

„პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის“ წარმოგზავნით პირველად საქართველოში მოვიდნენ


თეათინელი ბერები. უფრო მოგვიანებით კი კაპუცინელი ბერები.მათი მოღვაწეობის შედეგად
ევროპაში ბევრი ძალზედმე მნიშვნელოვანი ცნობა შევიდა ქართველთა ყოფის, კულტურის,
ისტორიის, რელიგიის შესახებ.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: დონ პიეტრო
ავიტაბილეს, არქანჯელო ლამბერტის, ჯუზეპე ჯუდიჩის, ანტონიო ჯარდინას, დონ
კრისტეფორო დე კასტელის, ანდრეა ბორომეოს, ფრა რეჯინალდო დე ლენტინის მოღვაწეობა.

საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო მოგზაურ სოლომონ შვაიგერის


ცნობები,რომელიც აღწერს თავისი მოგზაურობას თურქეთში 1579 წელს, იგი ლაპარაკობს
საქართველოზეც და იძლევა მოკლე ცნობებს ქართულ ენაზე. იგი ბეჭდავს ქართულ ანბანს და
ლათინური ტრანსკრიფციით ქართულ ენაზე აქვეყნებს პირველი ფსალმუნის დასაწყისს.

ბერნანდო ნეაპოლელის არქივში მეცნიერებმა მიაკვლიეს ძველი ქართული სასულიერო და


საერო ლიტერატურული ძეგლების კატალოგებს.ასევე აღმოჩნდა ქართული ზღაპრების
ჩანაწერებიც და 1709 წელს თბილისში დაარსებულ სტამბაში გამოცემული პირველი ქართული
წიგნებისა და 1743 წელს მოსკოვში ვახტანგ მე-6-ის შვილის ბაქარის მიერ გამოცემულ ქართულ
ბიბლიას.

16. ქართული ლექსი

ქართული ლექსის უძველესი ნიმუშები ჩანს, როგორც სასულიერო მწერლობაში, ასევე


ქართული ზეპირსიტყვიერ იმ ნიმუშებში, რომელიც უძველესი ტრადიციიდან მომდინარეობენ.
სასულიერო პოეზიაში გაშიფრულია ერთი სალექსო ფორმა - იამბიკო.

სალექსო სტრუქტურის 3 ძირითადი ტიპია ცნობილი: 1.მეტრული ლექსთწყობა, რომელიც


დამოკიდებულია სტრიქონში გრძელ და მოკლე მარცვალთა მწყობრ სისტემაზე. 2.ტონური
ლექსთწყობა, რომელიც დამოკიდებულია სტრიქონში მახვილიან და უმახვილო მარცვალთა
მწყობრ სისტემაზე. 3.სილაბური ლექსთწყობა, რომელიც დამოკიდებულია სტრიქონებში
მარცვალთა რაოდენობის მოწესრიგებულ მონაცვლეობაზე.

ვეფხისტყაოსანი ქართული პოეტიკის ნორმად ითვლება ლექსთწყობის სფეროშიც.


შუასაუკუნეების ეპიკური სტილისაგან განსხვავებით, აქ მოხსნილია მონოტონურობა, რაც
მიიღწევა რუსთველური პოეტური საზომის- შაირის ორი ვარიანტის მონაცვლეობით.

მე-12 საუკუნიდან დაწყებული მე-18 საუკუნემდე ქართულ ლიტერატურაში გაბატონებული იყო


რუსთველის შაირი. მე-18 საუკუნიდან იწყება ქართული ლექსის ვერსიფიკაციული რეფორმა ,
რაც ძირითადად განხორციელდა ვახტანგ მე-6-ის, სულხან-საბა ორბელიანის და დავით
გურამიშვილის შემოქმედებაში. 16-მარვლიანმა ქართულმა ლექსმა მიიღო სხვადასხვანაირი
ფორმა და თანდათანობით დამკვიდრდა სხვა სალექსო ზომები: 8-მარცვლიანი, 10-მარცვლიანი
და ა.შ.

თანამედროვე ეპოქაში ქართული ლექსის განვითარება რიტმული და რითმული სილაბური


ლექსიდან განვითარდა ე.წ. ვერლიბრის ანუ თეთრი ლექსის მიმართულებით. ამ შემთხვევაში
არ გვხვდება რითმა. ასეთი ლექსის ტიპური ნიმუშები გვხვდება ბესიკ ხარაგაულის
შემოქმედებაში.

ენა

1.სიტყვა „ფილოლოგია“ წარმოადგენს ამავე შინაარსის ბერძნული სიტყვის - φιλολογία


მოდელზე შექმნილ კომპოზიტს:

• φίλος (ფილოს) _ მოყვარული, მეგობარი

• λόγος (ლოგოს) _ სიტყვა, აზრი

• φιλολογία (ფილოლოგია) – სიტყვის მოყვარეობა

• φιλόλογος (ფილოლოგოს) ფილოლოგი – სიტყვის მოყვარული, მეგობარი

„ფილოლოგი“ (სიტყვისმოყვარე)

• პლატონთან: ჰქვია ლაპარაკის მოყვარულს, ყბედს

• ანტიკურობაში: ჰქვია მას, ვისაც უყვარს სიტყვიერება, სიტყვიერი კულტურა, ე.ი. უბრალოდ
განათლებულ ადამიანს, ვისთვისაც სიტყვისა და სიტყვიერების კვლევა პროფესია არაა.

• გვიანანტიკურობიდან (ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაარსების შემდეგ) მოყოლებული:


აღნიშნავს პროფესიას, რომელიც დაკავშირებულია მხატვრული, ისტორიული,
საკანონმდებლო, სამეცნიერო თუ სამედიცინო ტექსტების შესწავლასთან და გამოცემასთან.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა სიტყვის მეგობარი, ის, ვისაც სიტყვის განჭვრეტა შეუძლია და
ეხმარება სხვას, რომ სიტყვა მთელს თავის სივრცეში (ე.ი. სიტყვა, შესიტყვებები, ტექსტები
თავიანთი სტრუქტურითა და შინაარსით (სემანტიკით)) მოიცვას. ეს სიტყვა, როგორც
საქმიანობის აღმნიშვნელი ტერმინი, პირველად ალექსანდრიის მესამე ბიბლიოთეკარმა,
ერატოსთენემ იხმარა საკუთარი თავის მიმართ.

სანამ მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი გახდებოდა, ე.ი. სანამ მისი შესწავლის ობიექტი
გამისაზღვრებოდა, „ფილოლოგია“ სხვა დარგების დამხმარე მეცნიერება იყო. იგი
განიხილებოდა: როგორც სამყაროს შეცნობის საშუალება. შესაბამისად, იყო ფილოსოფიის
ნაწილი: რადგანაც სამყაროს აღწერა ხდება სიტყვებით, სიტყვის მეშვეობით შესაძლებელია
სამყაროს წვდომაც. ფილოლოგია განიხილებოდა როგორც ტექსტის შესწავლის იარაღი,
შესაბამისად, იყო მწერლობის სამსახურში: სიტყვას (მის სემანტიკასა და სტრუქტურას) აზრი
აქვს კონტექსტში. საუკეთესო კონტექსტი სიტყვის შესასწავლად მწერლის თხზულებაა.

ანტიკურობაში „ფილოლოგიის“ სინონიმები იყო:

• გრამატიკა _ γραμματική (ასოთმცოდნეობა, γράμμα (ბერძნ. გრამმა) – ასო). ეს ტერმინიც


ალექსანდრიაში იხმარებოდა ფილოლოგიის სინონიმად.
• კრიტიკა – κριτική critica (ბერძნ. განხილვა, გარჩევა). ასე უწოდებდნენ თავიანთ თავს
ალექსანდრიის მეტოქე ბიბლიოთეკის, პერგამონის ბიბლიოთეკის ფილოლოგები, რითაც ხაზს
უსვამდნენ თავიანთი საქმიანობის უმთავრეს საგანს - თხზულების აზრის განხილვას.

• ლიტერატურა _ literatura. (litera (ლათ.) – ასო). ეს ლათინური ტერმინი, რომელიც ბერძნული


გრამატიკის თარგმანია (ფორმალური და სემანტიკური კალკია), რომის ლათინურენოვან
იმპერიაში იხმარებოდა ფილოლოგიის მნიშვნელობით. ე. ი. ის ტერმინები, რომლებიც დღეს
ფილოლოგიის სხვადასხვა დარგს აღნიშნავენ, ფილოლოგიის, როგორც მეცნიერების ჩასახვის
ეპოქაში სინონიმებს წარმოადგენდნენ.

გრამატიკა, როგორც პრაქტიკული და თეორიული მეცნიერების დარგი, ყალიბდება


ალექსანდრიის ფილოლოგიურ სკოლაში. თეორიული მოძღვრება ამ მეცნიერების შესახებ
ეკუთვნის დიონისე თრაკიელს (170-90 ქრისტემდე), რომლის „გრამატიკის ხელოვნება“ ენის
შესახებ არსებული სწავლების შეჯამება და სისტემატიზაციაა. იგი ჩვენამდე მხოლოდ
ნაწილობრივაა მოღწეული მისი კომენტატორების ტექსტების წყალობით. გრამატიკას დიონისე
თრაკიელი ასე განმარტავს: „გრამატიკა არის გამოცდილებითი ცოდნა (ემპირია) პოეტებისა და
პროზაიკოსების ჩვეულებრივ გამონათქვამთა შესახებ. იგი შედგება ექვსი ნაწილისაგან: I.
კითხვა პროსოდიის წესების მიხედვით (ხმამაღალი კითხვის („ანაგნოსისის“) წესების), II.
განმარტება მასში არსებული პოეტური სახეების (ტროპების) მიხედვით (მხატვრული სახეების
განმარტება), III. ენათა და ისტორიათა გასაგები გადმოცემა (ტექსტის შინაარსის დადგენა და
განმარტება), IV. ეტიმოლოგიის ძიება (სიტყვაში შენახული ჭეშმარიტი მნიშვნელობის
დადგენა), V. შესატყვისობათა ჩამოთვლა (ანალოგიების, პარალელების გავლება, ე.წ.
კომპარატივისტიკა), VI. პოეტურ ქმნილებათა განხილვა _ რაც ყველაზე მშვენიერია ამ
ხელოვნებაში (ე.წ. მაღალი კრიტიკა)“.

ეფრემ მცირე „ღრამატიკას“ პირველ ადგილას აყენებს ბერძნების „სწავლულებათა


ჴელოვნებებს“ შორის , გრამატიკოსი ისაა, ვინც ოქრომჭედელივით გამოადნობს ნაწერს.

გრამატიკა ანტიკურ საბერძნეთსა და ბიზანტიაში არის „დასაბამი ყოველგვარი მეცნიერებისა


და დედა ყველა ხელოვნებისა“. იგი სწავლობს მართლწერის, მართლმეტყველების,
ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, სტილისტიკის საკითხებს, ლიტერატურის ისტორიას,
მხატვრული ნაწარმოებების კრიტიკის მეთოდებს – მისი გაგებისა და კომენტირების ხერხებს.
ე.ი. გრამატიკა ანტიკურობაში არს ფილოლოგია ამ სიტყვის ფართო გაგებით.

დღეს მეცნიერების დარგი „ფილოლოგია“ მოიცავს ტექსტის (წერილობითი ძეგლის) ენის,


მხატვრულ მხარისა და მსოფლმხედველობის კვლევას. შსაბამისად საკვლევი ობიექტისა, იგი
სამ ძირითად ნაწილად იყოფა:

1. ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა (ლათ.)), რომლის სინონიმადაც გამოიყენებენ ტერმინს


გრამატიკა. სწავლობს ენას, როგორც ფენომენს და იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს იგი ენის
მატარებელთა შორის;

2. ლიტერატურათმცოდნეობა, რომელიც სწავლობს მწერლობას _ ლიტერატურას როგორც


თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტით;

3.საკუთრივ ფილოლოგია _ ესაა ტექსტოლოგია, მწერლის ხელიდან გამოსული ტექსტის


დადგენა, რაც დაკავშირებულია ტექსტის სხვადასხვა ასპექტით შესწავლასთან. თითოეულ ამ
დარგს აქვს ქვედარგები.
საკვლევი ობიექტის შესწავლის ხერხები საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა.

ფილოლოგიურ კვლევათა მეთოდებია:

1. ემპირიული: ამ მეთოდით ხდება შესასწავლი მასალის შეგროვება და აღწერა;

2. ლოგიკური (ანტიკურობა-შუა საუკუნეებიდან მოყოლებული): ამ მეთოდით ხდება მონაცემთა


დაჯგუფება;

3. ისტორიულ-შედარებითი (XIX ს.): ამ მეთოდით ხდება ემპირიული მასალის ისტორიული


(დიაქრონიული) შესწავლა და ანალიზი; მონაცემების ურთიერთშედარება (კომპარატივისტიკა),
ამ მონაცემთა შორის მსგავსებათა და განსხვავებათა, რეგულარულობსა და ირეგულარულობის
აღმოჩენა, განვითარების კანონზომიერებების დადგენა.

4. სტრუქტურული (XX ს.): ემპირიულ მასალაში სტრუქტურების გამოყოფა და მათი შინაგანი


ბუნების, ფუნქციონირების წესების დადგენა.

2. შინაგანი ენა და გარეგანი ენა. გარეგანი ენის წარმოშობის თეორიები ანტიკურობასა და შუა
საუკუნეებში

ანტიკურობა. ანტიკურობაში ენის მიმართ ინტერესის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი მატერიალური


(ფიზიკური) თუ არამატერიალური (მეტაფიზიკური) სამყაროს შემეცნების სურვილი იყო.
სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლა ამ საკითხს სხვადასხვანაირად _ თავისი, მატერიალისტური
თუ იდეალისტური მოძღვრების ფარგლებში განიხილავდა.

მოკლედ და სქემატურად რომ ვთქვათ, პრობლემის ორგვარი გადაწყვეტა არსებობდა:

1. სახელსა და სიტყვას შორის არსებობს ბუნებითი კავშირი (φύσει (ფიუსეი) _ ბუნებით):

სიტყვას აქვს ἔτυμον (ეტიმონი) _ ჭეშმარიტი აზრი, რომელიც აღსანიშნის ბუნებას ასახავს. ან

2. სახელსა და მის მიერ აღნიშნულ საგანსა და მოვლენას შორის არავითარი კავშირი არ


არსებობს. სახელდება ხდება სუბიექტურად, ნებისმიერად, დადგენილების, შეთანხმების
საფუძველზე (θέσει (თესეი) _ დადგენილებით). ფუსეი და თესეი პოზიციების კამათი გვიან შუა
საუკუნეებამდე არ შეწყვეტილა.

შუა საუკუნეები

უძველესი ცნობა ქართველური ენების წარმოშობის შესახებ დაცულია ბერძნულ და ლათინურ


ქრონიკებში, ე.წ. დიამერიზმებში (διαμερίζω (დიამერიძო (ბერძ.)) _ განყოფა) - ბაბილონის
გოდოლის დანგრევის შემდგომ ერთი ერისა და თავდაპირველი ენის განყოფის შედეგად
წარმოშობილი ხალხებისა და ენების ნუსხებში. იოსიპოს ფლავიოსი (I ს.), იულიუს აფრიკანუსი
(დაახლ. 218 წ.) და შემდეგ, გვიანდელი ისტორკოსები „მსოფლიო ისტორიაში“ ჩამოთვლიან 70
(//72 // 74) ხალხს, რომელსაც ენათა განყოფის შემდეგ საკუთარი ენა აქვს. ამათ შორის
დასახელებულია სამი ქართველური ტომი: 29. სირიელები, 30. კილიკიელები, 31.
კაბადოკიელები, 32. სომხები, 33. იბერიელები, 34. ბებრანები, 35. კოლხები, 36. სვანები და ა.შ.

ამრიგად, ქართველური ტომები უკვე უძველეს ქრონიკებში წმინდა ისტორიის მონაწილეებად


არიან წარმოდგენილნი. იმავე ისტორიაში ათავსებს ლეონტი მროველი ქართველთა წინაპარს,
ქართლოსსა და მის შთამომავლებს. ქართული ენის წარმოშობის თეორია „ქართლის
ცხოვრებაში“: ლეონტი მროველი, "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა
და ნათესავთა :

• ნოე იაფეთი ავან თარშის (ენათა განყოფის შემდეგ) თარგამოს ჰაოს, ქართლოს,
ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს.

• ქართლოს მცხეთოს, გარდაბოს, კახოს, კუხოს, გაჩიოს ენის ფუნქციები

ენის უმთავრესი ფუნქცია შუა საუკუნეებში


ღვთისმსახურების აღსრულება, ღვთის დიდებისმეტყველება, ღვთის მართლ(ად)
მადიდებლობა. ამ ფუნქციას ანიჭებს კათოლიკე (მსოფლიო) ეკლესია ყველა ნაციონალურ ენას.
ამგვარად, ქრისტიანობის მიღებისთანავე ქართული ენა დაადგა ბერძნულთან ფუნქციური და
თვისობრივი გათანაბრების (ემანსიპაციის) გზას. ქართული ენა ფუნქციურად უთანაბრდება
ბერძნულს: ქართული ენაზე ისევე შესაძლებელია ეკლესიის საიდუმლოებების აღსრულება,
როგორც ბერძნულზე; ქართულად ისევე ნებადართულია ღვთის დიდება, როგორც ბერძნულად:
„დღეს დიდებისმეტყველებს ქართველთა ენაი და წარილტვიან არმაზ-ზადენთა ერნი“ (წმ.
ნინოს საგალობელი)

მაგრამ ქართული ენის ფუნქციური და თვისობრივი ლეგიტიმაცია, მისი უფლებრივი


გათანაბრება ბერძნულთან, ხანგრძლივი და, როგორცა ჩანს, არცთუ უმტკივნეულო პროცესია,
რაც შიგადაშიგ ვლინდება კიდეც ქართულ წერილობით . იოანე პეტრიწი ჩივის ქართული ენის
სიღარიბის გამო, რომელიც, ბერძნულისაგან განსხვავებით, ერთსადაიმავე სიტყვას ხმარობს
სხვადასხვა ცნების აღსანიშნად. ამრიგად, ენის თვისობრიობა, მისი სიღარიბე ბერძნულთან
შედარებით, არ აძლევს საშუალებას ენას სრულყოფილად აღასრულოს თავისი ფუნქცია.
გამოსავალი აქედან არის: ან _ უარის თქმა ღვთისმსახურების აღსრულების ფუნქციაზე და ამ
ფუნქციის სხვა, განვითარებული ენისთვის გადაბარება, ან საკუთარი ენის განვითარება.
ქართველებმა, ისევე, როგორც ქრისტიანული აღმოსავლეთის სხვა ხალხებმა ირჩიეს რა
ბერძნულთან უფლებრივი გათანაბრება - საკუთარი ენისთვის ღვთისმსახურების ფუნქციის
მინიჭება და შეეცადნენ თვისობრივადაც გაეთანაბრებინათ საკუთარი ენა ბერძნულისათვის -
შეექმნათ მისებრ მდიდარი გამომსახველობითი ენობრივი სისტემა. ეს პროცესი
თანდათანობითი იყო და მის უმთავრეს წარმმართველ ძალას წარმოადგენდა
საღვთისმეტყველო ლიტერატურის თარგმანი ბერძნულიდან. ქართული ენა ბერძნულის
მიბაძვით ვითარდება: ქართველი მწიგნობრები ცდილობენ, შემოიტანონ ახალი ცნებები და
ბერძნულის მიხედვით შექმნან სიტყვებისა თუ წინადადებების ახალი კონსტრუქციები. ეს
მიბაძვა ნელ-ნელა შეჯიბრში გადაიზრდება - ქართველი მწერლები ცდილობენ ქართულ ენაზე
შექმნან „ბერძნულზე უფრო ბერძნული“ იდიომები .

ენის რაობა და ფუნქციები თანამედროვე მეცნიერებაში

• ენა – მზა აზრის გამოხატვის საშუალება თუ აზროვნების საშუალება?

• ენა არის სულიერი სამყაროს გამოხატვის საშუალება

• ენა არის ურთიერთობის საშუალება – საზოგადოების ჩამოყალიბების ფორმა და პირობა

• ენა არის ეროვნული თუ მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის შენახვის საშუალება


• ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა, რომელიც გამოიყენება აზრისა და ემოციის გამოხატვისა
და გადაცემისათვის. ნიშანი არის მნიშვნელობის მქონე ბგერითი ელემენტი. ნიშანთა სისტემა
წარმოადგენს ცალკეული ელემენტებისაგან შექმნილი სტრუქტურების მიმართებებს

3. ნიკო მარი- უაღრესად ფართო ერუდიციისა და ფართო დიაპაზონის ფილოლოგი,


აღმოსავლეთმცოდნე. ავტორი იაფეტური თეორიისა – იაფეტიდოლოგიისა, რომელიც
განზოგადდა „ახალ საენათმეცნიერო მოძღვრებამდე“, გლოტოგონიის თეორიამდე.

გლოტოგონია – მოძღვრება ენის წარმოშობისა და განვითარების შესახებ. ეს თეორია


ერთგვარი გამოძახილია ევოლუციონისტური თეორიისა, რომლის მიხედვითაც სამყაროში
ყველა და ყველაფერი ვითარდება გარემო პირობების ზეგავლენით. მაგრამ განვითარება
მიმდინარეობს სტადიური სახით, ნახტომისებურად. ნიკო მარს მოძღვრება თანმიმდევრულად,
დასრულებული სახით არ ჩამოუყალიბებია, ეს მოძღვრება არსებობს ცალკეული, ზოგჯერ
აქსიომატური იდეების სახით, ხშირად შემდგომი დასაბუთების გარეშე.

ძირითადი იდეა ამ თეორიისა შემდეგია: არ არსებობს ერთმანეთთან გენეტიკურად


დაკავშირებული ენები. ენები ყალიბდება სოციალურ ფენებში – საწარმოო კოლექტივებში. რაც
უფრო დახვეწილია წარმოება, მით უფრო განვითარებულია ენა. აზროვნება ვითარდება
სტადიებად. ენა ინახავს აზროვნების განვითარების სხვადასხვა სტადიას. სტადიების
სხვადასხვა შრეს იკვლევს ლინგვისტური პალეონტოლოგია: ყველა ენის ყველა სიტყვა
დაიყვანება ოთხ ელემენტამდე: სალ, ბერ, იონ, როშ .

მარის ეს ირაციონალური თეორია, რომელიც არავითარი ლინგვისტიკაში მიღებული


მეთოდოლოგიურად გამართული არგუმენტით არ იყო გამყარებული, გარკვეულ პარალელებს
ჰპოვებს ბერძნულ (სამყარო ოთხი ელემენტისაგან (ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი) შემდგარი
სისტემა) ფილოსოფურ სისტემებთან და, აგრეთვე, მოლეკულური ბიოლოგიის აღმოჩენებთან
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, რომლის თანახმადაც, ოთხი საწყისი ნუკლეოტიდის
სამელემენტიანი კომბინაციები ქმნიან გენეტიკური კოდის ინფორმაციას. ბოლო დროს
ენათმეცნიერება სულ უფრო მეტ პარალელს ავლებს გენეტიკურ და ლინგვისტურ კოდს შორის.

ენათა კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა საკლასიფიკაციო ნიშნის მიხედვით ენათა


კლასიფიკაციები:

• ენათა სტადიური კლასიფიკაცია: ემყარება ენათა სტადიური განვითარების თეორიას. ენათა


მორფოლოგიური ტიპის საფუძველზე მარი გამოყოფს განვითარების სხვადასხვა საფეხურზე
მდგარ ენებს.

• ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია: ემყარება ენათა მსგავსებას გარკვეული სტრუქტურული


ნიშნის (მორფოლოგიური, ფონოლოგიური, სინტაქსური) მიხედვით. ამასთან, მსგავსი
შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე ნიშანი. ერთი ენა სხვადასხვა ნიშნით სხვადასხვა ტიპის
ჯგუფში შეიძლება გაერთიანდეს.

• მორფოლოგიური კლასიფიკაცია ემყარება ენათა მსგავსებას სიტყვის აგებულების


თვალსაზრისით.

• ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია ახდენს ენათა დაჯგუფებას საერთო წარმომავლობის


მიხედვით. ენები მონათესავეა, როცა ისინი მომდინარეობენ ერთი ფუძე ენიდან.
• ენათა არეალური კლასიფიკაცია ენებს აჯგუფებს ენობრივი მოვლენების ტერიტორიული
გავრცელების მიხედვით. იგი გამოიყოფს გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე და
ხანგრძლივი, მჭიდრო ურთიერთობის მქონე ენათა ჯგუფებს. არეალურმა კლასიფიკაციამ
შეიძლება მოიცვას მონათესავე და არამონათესავე ენები, ერთი ენის დიალექტები.

• ენათა სოციო-ლინგვისტური კლასიფიკაცია ენებს აჯგუფებს მათი სოციალური ბუნების


შესაბამისად _ სოციუმში მათი ადგილის და როლის შესაბამისად.

ქართველური ენები თავისი ფონოლოგიური და მორფოლოგიური სტრუქტურებით მსგავსებას


ავლენენ (პროტო)ინდოევროპულ სტრუქტურებთან, რაც შეიძლება აიხსნას:

1) ინდოევროპული და საერთოქართველური ენების შორეული ნათესაობით;

2) ხანგრძლივი არეალური კონტაქტებით (ძვ. წ. აღ-ის დაახლ. III ათასწლეულამდე);

3) ტიპოლოგიური მსგავსებით, რომელიც არ მეტყველებს არც ენათა გენეტიკურ ნათესაობაზე,


არც მათ მეზობლობაზე.

„იბერიულ-კავკასიური ენების“ ცნება ემყარება ჩრდილო და სამხრეთ კავკასიურ ენათა 1.


გენეტიკურ (ა. ჩიქობავა), 2. არეალურ ერთობას (ნ. მარი, თ. გამყრელიძე, „ენათა კავშირები“
(ტრუბეცკოი)), 3. ტიპოლოგიურ-არეალურ ერთობას.

ქართველური ენები // იბერიული ენები

ტერმინს „ქართველური ენები“ ხმარობენ ალ. ცაგარელი, ავსტრიელი ჰუგო შუხარდტი.

სამი ქართველური ენა:


(აკ. შანიძე, ვ. თოფურია, არნ. ჩიქობავა...)

• ქართული

• ზანური (//კოლხური=მეგრული + ლაზური(ჭანური))

• სვანური

ტერმინი „ზანური“ _ ასე უწოდებენ სვანები, ყაბარდოელები მეგრელებს, ბერძნები (პროკოპი


კესარიელი) უწოდებდნენ ლაზებს

ოთხი ქართველური ენა:

ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური (ნ. მარი, ი. ყიფშიძე, დეეტერსი, კ.-ჰ.შმიდტი, თ.


გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, გ. კლიმოვი, გ. კარტოზია)

მხოლოდ მეგრულად მოლაპარაკესა და მხოლოდ ქართულად მოლაპარაკეს შორის


კომუნიკაცია ვერ მყარდება, მეგრულის, სვანურისა და ქართულის შემთხვევებში საქმე გვაქვს
სხვადასხვა ენასთან.

ენის სოციალური განსაზღვრება ეყრდნობა ენის სოციალურ ფუნქციას. თუკი რომელიმე


სოციუმში ერთი რომელიმე მეტყველება ფუნქციონირებს როგორც შიდა-საოჯახო
ურთერთობის საშუალება, ხოლო მეორე ენა - როგორც საერთო
სალიტერატურო//საგანმანათლებლო, კულტურული ურთიერთობის საშუალება, მაშინ პირველ
მეტყველებას შეიძლება ვუწოდოთ დიალექტი, მეორეს კი ენა.
ქართველური ენები მომდინარეობენ საერთო ფუძე ენიდან – ქართველური ენიდან. ენათა
ნათესაობის დადგენა ხდება ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით (ალ. ცაგარელი,
მ. ბროსე, ნ. მარი...)

მონათესავეა ენები, როდესაც მათ შორის არსებობს ბგერათა რეგულარული შესატყვისობები (გ.
მაჭავარიანი, თ. გამყრელიძე...).

ქართ: ა ს ი კ ა ც ი

მეგრ.: ო შ ი კ ო ჩ ი

სვან.: ა შ ი ჭ ა შ ი

I.იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფი შედგება ქართველური (=იბერიული), აფხაზურ-ადიღეური,


ქისტურ-ბაცბური, დაღესტნური ენებისაგან საერთო ქართველური ენის დაშლა მოხდა II-I
ათასწლეულში

არნოლდ ჩიქობავა

საერთო ქართველური

ზანურ _ სვანური

ქართული

ზანური სვანური

მეგრული ჭანური

II.

ქართველურ ენათა დამოუკიდებელი ოჯახი

თამაზ გამყრელიძე, გივი მაჭავარიანი, ვიაჩესლავ ივანოვი, ზურაბ სარჯველაძე, ჰაინც ფენრიხი

კლიმოვი: ფუძე ენა დაიშალა II ათასწლეეულის შემდეგ, ქართულ-ზანური _ ძვ. წ. აღ-ით

VIII ს.-ში.

გამყრელიძე-მაჭავარიანი: ფუძე ენა დაიშალა X-ში.

წინარე ქართველური

სვანური

ზანურ-ქართული

მეგრული ლაზური ქართული

ქართული ენის დიალექტები

დიალექტოლოგია _ მეცნიერება, რომელიც გამოყოფს და შეისწავლის ერთი ენის სხვადასხვა


დიალექტს.

დიალექტი (კილო) – კუთხური მეტყველების თავისებურებათა ერთობლიობა


კილოკავები – მაგ. ქვემოიმერული, ბალსზემოური (სვანური), სენაკური (მეგრული)

ქართულის დიალექტები: ქართლური, მესხურ-ჯავახური, კახური, მთიულური, მოხეური,

ფშაური, ხევსურული, თუშური, ინგილოური, ფერეიდნული, იმერული, გურული,

აჭარული, იმერხეული (შავშეთში), რაჭული, ლეჩხუმური

მეგრულის დიალექტები: სენაკური, ზუგდიდურ-სამურზაყანოური

ლაზურის დიელექტები: ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინური

სვანურის დიალექტები: ბალსქვემოური, ბალსზემოური, ლაშხური, ლენტეხური

4. პრაქტიკული გრამატიკა (ანბანი)

ქართული ანბანის სისტემა ცხადყოფს, რომ მისი შემქმნელი კარგად ერკვეოდა ქართული ენის
ფონემატურ სტრუქტურაში და ფონემების გამოყოფას თეორიულ გრამატიკებში (მაგ. დიონისე
თრაკიელის „გრამატიკის ხელოვნება“) დამუშავებულ თეორიებს აყრდნობდა. მაგ. იგი
ერთმანეთისაგან განასხვავებდა ქ-ს და კ-ს, თ-ს და ტ-ს, მოკლე და გრძელ ხმოვნებს და ა.შ.
იგივე ცოდნა ქართული ენის შემადგენელი ბგერების შესახებ შეიძლება დავინახოთ
ქართულისათვის სპეციფიკური ბგერების ამსახველი ასოების გამოყოფასა და მათ
მიმდევრობაშიც: ბერძნული ანბანური სისტემის შესატყვისი პირველი 27 ასოს შემდგომ
ქართულისათვის „სპეციფიკური“ ასოები დალაგებულია გარკვეული სისტემის მიხედვით:
ასოთა რიგში ცენტრალური ადგილი უკავია „ძ“-ს, რომლის წინ და შემდგომ სიმეტრიულად
არის განლაგებული (შესაბამისად) ფშვინვიერი და ყრუ ბგერები: ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ - ხ ჴ ჯ.

თეორიული გრამატიკა

ჩვენთვის ცნობილი თეორიულ ნაშრომები ქართული ენის გრამატიკის შესახებ უძველესი


იტალიელ მისიონერების სახელებს უკავშირდება. იტალიელი მისიონერები:
• სტეფანო პაოლინი, ნიკიფორე ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი (ირბახი), ქართულ-იტალიური
ლექსიკონი (1629)

• ფრანჩესკო-მარია მაჯო, ქართული ენის გრამატიკა (1643)

• ბერნარდო ნეაპოლელი, ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ლექსიკონი

• გორელი ანონიმის იტალიურ-ქართული ლექსიკონი (1724 წ-მდე)

ქართველი გრამატიკოსები:

• სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონისათვის“ წამძღვარებული „სასწავლო ყრმათა“

• ზურაბ შანშოვანი, “მოკლე ღრამმატიკა ქართულისა ენისა“

• ანტონ I, “ქართული ღრამმატიკა“

• ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, იოანე ქართველიშვილი, დავით ბატონიშვილი,


სოლომონ დოდაშვილი
• ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ახვლედიანი,
ვარლამ თოფურია, ივანე იმნაიშვილი, გივი მაჭავარიანი, ფარნაოზ ერთელიშვილი, ბესარიონ
ჯორბენაძე, კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე

ევროპელი ენათმეცნიერები

მარი ბროსე, გერჰარდტ დეეტერსი, რენე ლაფონი, კარლ ჰორსტ შმიდტი, იან ბრაუნი, ჰაინც
ფენრიხი, გიორგი კლიმოვი, ვინფრიდ ბოედერი

ივანე ჯავახიშვილი

ქართული პალეოგრაფია

ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა

აკაკი შანიძე

აკაკი შანიძე იოსებ ყიფშიძესა და გიორგი ახვლედიანთან ერთად ფუძემდებელია ქართული


საენათმეცნიერო სკოლისა. მან გეზი და მიმართულება მისცა ახალ საენათმეცნიერო ცვლას
ქართული ენის ისტორიისა და ქართველური ენების კვლევაში. ახალ ქართულ საენათმეცნიერო
ლიტერატურაში სწორედ აკაკი შანიძემ დანერგა ისტორიულ-შედარებითი კვლევის
მეცნიერული მეთოდი.

ა. შანიძე გრამატიკაში ძირითადად მორფოლოგიურ-სინტაქსური საკითხების მკვლევარია.


ქართული გრამატიკული აზრის ისტორია საუკუნეებს ითვლის, ხოლო მოყოლებული ზურაბ
შანშოვანისა და ანტონ კათალიკოსის გრამატიკებდან XVIII-XIX საუკუნეებში ქართული ენის
საკმაოდ ბევრი სასწავლო და აღწერითი გრამატიკებია შექმნილი როგორც ქართველი, ისე
უცხოელი გრამატიკოსების მიერ, მაგრამ აკაკი შანიძემ მაღალმეცნიერული, ემპირიული
კვლევის საფუძველზე ქართული ზმნისა და სახელის გრამატიკული კატეგორიების
სისტემატიზაცია მოახდინა და შექმნა „ქართული გრამატიკის საფუძვლები“, რომელზედაც
გაიზარდა ქართველ ენათმეცნიერთა თაობები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სექართული
ზმნის უღლებადი ფორმების სერიებად და მწკრივებად კლასიფიცირების თეორია, რომელიც
ამოდის ქართული ზმნის თავისებური ბუნებიდან და ეყრდნობა გრამატიკულ (მორფო-
სინტაქსურ) კრიტერიუმებს და, შესაბამისად, არსებითად განსხვავდება ევროპული ენების
ზმნათა უღლებადი ფორმების კილოს კატეგორიის მიხედვით კლასიფიკაციისაგან, თუმცა,
ამასვე ვერ ვიტყვით კრიტერიუმზე, რომელიც მან საფუძვლად დაუდო ქართული ზმნის
უღლების ტიპებად დაყოფას. აქ იგი გაჰყვა ევროპული გრამატიკების კვალს და კლასიფიკაცია
მოახდინა ზმნის გვარის მიხედვით: გამოჰყო სამი გვარი: აქტივი, პასივი და მედიუმი
(მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი), რაც საკამათოა და ბევრ კითხვას ბადებს, რომელსაც ამ
კლასიფიკაციის ფარგლებში პასუხი არ მოეძებნება.

ქართული ენის მეცნიერული შესწავლის ისტორიაში ეპოქალური მნიშვნელობისადაა მიჩნეული


აკაკი შანიძის 1920 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფია „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა
და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“, რომელიც თბილისის
უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია იყო. ეს უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ემყარება
ქართული სიტყვიერების ძეგლთა ემპირიულ შესწავლას და კვლევის ისტორიულ-შედარებით
მეთოდს და სანიმუშოა მეცნიერული დასკვნების მხრივ. აკაკი შანიძეს უდიდესი ღვაწლი
მიუძღვის ძველი ქართული ენის ტექსტების გამოქვეყნების საქმეში; ქართული დიალექტებისა
და ქართველური ენების კვლევაში; მწერლის ენის შესწავლაში: განსაკუთრებით აღსანიშნავია
მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენის საქმეში. აკაკი შანიძე ქართული
ეპიგრაფიკული ძეგლებისა და „ხანმეტი“ და „ჰაემეტი“ ტექსტების კვლევის ოსტატია;
სანიმუშოა მისი ლექსიკოლოგიური და ეტიმოლოგიური კვლევები; ქართული სალიტერატურო
ენის პრაქტიკული საკითხების კვლევასა და სახელმძღვანელოებს განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს მის მეცნიერულ მემკვიდრეობაში.

არნოლდ ჩიქობავა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და კავკასიური ენათმეცნიერების ძლიერი


სამეცნიერო სკოლის შექმნა აკაკი შანიძესა და ვარლამ თოფურიასთან ერთად უკავშირდება
იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ფუძემდებლის, XX საუკუნის დიდი მეცნიერის, არნოლდ
ჩიქობავას სახელს. მისი დაარსებულია თსუ-ში კავკასიურ ენათა კათედრა (1933წ.) და კავკასიურ
ენათა განყოფილება ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის
ინსტიტუტში (1936წ.), სადაც არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით აღიზარდა კავკასიოლოგთა
თაობები.

არნოლდ ჩიქობავა არის ზოგადი ენათმეცნიერების თეორეტიკოსი, ქართული


ენათმეცნიერული აზრის ისტორიკოსი, იგი წარმატებით ფლობდა ისტორიულ-შედარებითსა და
აღწერითი ენათმეცნიერების მეთოდებსა და მარჯვედ იყენებდა მათ კონკრეტულად ქართული
და ქართველური ენების იბერიულკავკასიური ენების კვლევისას, იკვლევდა ამ ენების
ფონტიკურ და გრამატიკულ სტრუქტურას, მათს ისტორიულ-გენეტიკურ ურთიერთობებსა და
ტიპოლოგიურ მიმართებებს, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიისა და ტერმინოლოგიის
საკითხებს ქართული სახელის ფუძის უძველესი აგებულებისა და ქართული ზმნის ისტორიული
ფორმაცვალების საკითხებს. მისი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ერგატიული
კონსტრუქციის ისტორია და ამ კონსტრუქციის განვითარების ტენდენციები, გრამატიკული
კატეგორიზაციის საკითხები...

არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერული ნაშრომები გამოირჩევა ნათელი და მტკიცე


არგუმენტაციითა და ღრმა ინტუიციით.
ვარლამ თოფურია

ვარლამ თოფურია აკაკი შანიძესა და არნოდ ჩიქობავასთან ერთად ქართული ენათმეცნიერების


კლასიკოსია, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართული ენის საუნივერსიტეტო კურსის
შექმნა. იგი იყო მკვლევარი ქართველურ ენათა ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და
ლექსიკის კარდინალური საკითხებისა რის საფუძველზეც იგი ახერხებდა წინარეენის
კონკრეტულ მოვლენათა და ფორმათა რეკონსტრუირებას. ვ. თოფურიას ფუძემდებლური
ნაშრომები დიალექტოლოგიასა, ლექსიკოლოგიასა, სამწერლობო ენის ისტორიაში თუ
ქართველურ და კავკასიურ ენათა შედარებით ფონეტიკასა და გრამატიკაში საყურადღებოა
პრობლემის ნათლად დასმის, გამოკვეთის, გამოწვლილვით განხილვისა და გადაწყვეტის
თვალსაზრისით. უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ვ. თოფურიას ნაშრომებს, რომლებიც
ეძღვნება ქართველურ ენათა ფონეტიკისა და მორფოლოგიის საკითხებს. ფონეტიკური
მოვლენების კანონზომიერებათა ცოდნის საფუძველზე იგი ღრმად სწვდებოდა
მორფონოლოგიურ ცვლილებათა ხასიათს და სწორ კვალიფიკაციას აძლევდა საკუთრივ
მორფოლოგიურ მოვლენებს. სანიმუშოა ემპირიული კვლევის თვალსაზრისით მისი
ფუნდამენტური ნაშრომი „სვანური ზმნა“, ფუძემდებლური გამოკვლევა, რომელშიც
ამომწურავადაა წარმოდგენილი სვანური ზმნის ფორმები ამ ენის ყველა დიალექტის
გათვალისწინებით.

ივანე იმნაიშვილი

ივანე იმნაიშვილი ავტორია ქართული ენის ისტორიული ქრესტომათიების ტომებეულებისა,


რომლებიც დიაქრონიაში წარმოგვიდგენენ ქართული სალიტერატურო ენის განვითარებას. ორი
ფუნდამეტური შრომისა ძველი ქართული ენის გრამატიკაში, რომელშიც დაწვრილებითაა
განხილული სახელთან და ზმნასთან დაკავშირებული მორფოლოგიური და სინტაქსური
კატეგორიები: სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, 1957; ზმნა ძველ
ქართულში, 1-11, მაინის ფრანკფურტი, 1996. ეს შრომები სამაგიდო წიგნებია განსაკუთრებით
ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის მკვლევათათვის.

ფარნაოზ ერთელიშვილი

ფ. ერთელიშვილის „ჰიპოტაქსის საკითხები“ ქართული ენის ისტორიის ურთულეს საკითხს


ეხება. ძველი ქართული ენის მასალის ღრმა ანალიზის საფუძველზე მონოგრაფიაში
წარმოდგენილია ჰიპოტაქსური კონსტრუქციის ჩამოყალიბების სურათი. ფ. ერთელიშვილის
ნაშრომები „ქართული სახელის ფუძის ფონოლოგიური სტრუქტურის საკითხები“ და „ზმნური
ფუძეების ფონოლოგიური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები“ ფუძემდებლური
ნაშრომებია ამ სფეროში.

ბესარიონ ჯორბენაძე

ბესარიონ ჯორბენაძის ნაშრომები: „ქართული ზმნის ფორმობრივი სტრუქტურისა და


ანალიზის პრინციპები“, „ზმნური ხმოვანპრეფიქსების ფუნქციები“, ენის გრამატიკული
მოვლენების სისტემური აღწერის, ანალიზის, დახასიათებისა და ახალი მიდგომების
საუკეთესო ნიმუშია. „ქართული დიალექტოლოგია“ _ I, „ქართული დიალექტოლოგია“ _ II,
დიალექტოლოგიის საუნივერსიტეტო კურსის საუკეთესო ნიმუშია.

პერიოდული გამოცემები

იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება

იბერიულ-კავკასიური ენების წელიწდეული

ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები

ენიმკის მოამბე

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე (ენისა და ლიტერატრის სერია)

ენათმეცნიერების სკითხები

ძველი ქართული ენის კათედრის შრომები

თსუ ქართული ენის ინსტიტუტის შრომები

5. ენის შესწავლის მეთოდები. ქართული ენის ისტორია. ქართული სალიტერატურო


ენის ისტორია.

• ენათმეცნიერება სწავლობს და აღწერს ენის ბუნებასა და იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს


იგი ენის მატარებლებს შორის.

• ენა შეისწავლება: სინქრონულად (ენის განვითარების ერთი რომელიმე ეტაპის მანძილზე) და


დიაქრონიულად (ენის განვითარების სხვადასხვა პერიოდში).

მაგ.: ბრუნების სისტემაში სინქრონულად აღიწერება: რა ბრუნვები და ბრუნვათა რა ნიშნები


გვაქვს დღეს (ან, მაგ. X სკ-ში), დიაქრონიულად შეისწავლება ბრუნვათა და მათი
მაწარმოებლების (ბრუნვის ნიშნების) ჩამოყალიბების ისტორია.

• კაც _ გაუფორმებელი ბრუნვა ბრუნვის ნიშნები, მიღებული ნაცვალსახელებიდან (სახ.,


მოთხრ.):• კაც-ი ( იგი) • კაც-მა ( მან)

ბრუნვის ნიშნები, მიღებული ხმოვნისა (ა/ი) და თანხმოვნის (ს/დ) კომბინაცით (მიც., ნათ., მოქ.,
ვით.):

• კაც-ა*ს

• კაც-ის

• კაც-ით

• კაც-ად

დაპირისპირება მაწარმოებელთა შორის ა _ ი, ს _ დ იგივე კომბინაციები და ნიშანთა


დაპირისპირებები შემორჩენილია ფორმაუცვლელ სიტყვებში: პირას, კულად, აქ, იქ. ე.ი.
ბრუნვის ნიშანთა ანალიზი საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ დღეს არსებული ბრუნვათა
სისტემა არ ჩამოყალიბებულა ერთბაშად და ერთი პრინციპით, იგი ასახავს ბრუნვის ნიშანთა
წარმოშობის ორ სხვადასხვა ქრონოლოგიურ დონეს და ორ სხვადასხვა ტიპს.

ქართული ენის განვითარების ეტაპები და ენის პერიოდიზაციის კრიტერიუმები

იმის მიხედვით, თუ რა კრიტერიუმს იღებენ ენის განვითარების სხვადასხვა პერიოდის


გასამიჯნად, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის პერიოდიზაციას სხვადასხვაგარად
ახდენენ:

ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ეტაპები:

I. ძვ. ქართული ენა (V-XI ს)

II. საშუალი ქართული ენა (XII-XVIII ს)

III. ახალი ქართული სალიტერატურო ენა (XIX-დღემდე) - აკ. შანიძე, კ. კეკელიძე და სხვ.

ან:

I. ძვ. ქართული ენა (V-XI ს)

II. ახალი ქართული სალიტერატურო ენა (XII ს-დან)- არნ. ჩიქობავა

ან:
I. ეტაპი: V-XI ს

II. ეტაპი: XI-XII ს -XVII ს

III. ეტაპი: XVII-XVIII – XIX ს. 60-იანი წლები

IV. ეტაპი: XIX ს. 60 წ – XX ს-ის 20-იანი წლები

V. ეტაპი: თანამედროვე ქართული- ბ. ჯორბენაძე

ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის საკითხზე მსჯელობისას

აუცილებელია ყურადღება მიექცეს წერილობითი ძეგლის ჟანრს, ტექსტის ისტორიას


(რამდენად შეცვლილია ავტორისეული ტექსტი) და სოციო-ლინგვისტურ ფაქტორებს (ავტორის,
გადამწერისა და თხზულების ადრესატის სოციოკულტურულ კუთვნილებას).

რ. ენუქაშვილისა და ტ. ფუტკარაძის აზრით, განსხვავებები ქართული სალიტერატურო ენის


ძეგლებში განპირობებულია წერილობითი ძეგლის ჟანრით ამდენად, ერთმანეთისგან უნდა
გამოიყოს:

1. ცოცხალი სამეტყველო ენა

2. სასულიერო მწერლობის ენა

3. სპეციალური, სამეცნიერო ენა

4. საერო მწერლობის ენა

6. ენათმეცნიერების ძირითადი დარგები. ქართული ენის ტიპოლოგია.

ფონეტიკა - შეისწავლის სამეტყველო ბგერებსა და მათი წარმოთქმის მექანიზმს.

წარმოთქმის ადგილი

• სამეულები (ბფპ, დთტ, ძცწ, ჯჩჭ, გქკ) • წყვილეულები (ზს, ჟშ, ღხ)

• ცალეულები (სონორები: ლ, მ, ნ, რ; ჰ, ყ)

წარმოთქმის რაგვარობა

ხშული აფრიკატი სპირანტი, მჟღერი ბ დ გ ძ ჯ ზ ჟ ღ, ყრუ ფ თ ქ ც ჩ ს შ ხ, მკვეთრი პ ტ კ წ ჭ

ფონოლოგია - სწავლობს ენათა ბგერით სტრუქტურებსა და იმას, თუ რომელი ბგერითი


ერთობებია უნივერსალური, რომელი – გარკვეული ენისათვის დამახასიათებელი, აგრეთვე
იმას, თუ რა მიმდევრობით იხმარება ეს ბგერები ამა თუ იმ ენაში.

ბგერა (ფონი) – ფონემა – ალოფონი

ქართველური ძირი შედგება თანხმოვნის, ხმოვნის და თანხმოვნისაგან (CVC):

• ს-არ (ი-სარ-ი)

მორფოლოგია - შეისწავლის სიტყვის სტრუქტურასა და იმას, თუ როგორ იქმნება სიტყვა


უმცირესი მორფოლოგიური შემადგენელისაგან – მორფემებისაგან. ქართული –
აგლუტინაციური ენაა
აგლუტინაცია: ცალკეულ მორფოლოგიურ კატეგორიას თავისი ნიშანი აქვს და ერთი ნიშანი ერთ
მორფოლოგიურ კატეგორიას მიემართება. ზმნის პირის ნიშანი თავშია (პრეფიქსია), მაგრამ არა
ყოველთვის! პირის ნიშანი ზმნაში და ბრუნვის ნიშანი სახელში სხვადასხვა ნიშნით
გამოიხატება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ორივე გრამატიული კატეგორია ერთი ნიშნით არის
აღნიშნული: ენ პირის ნიშანსაც აღნიშნავს და მრავლობითობასაც, თა ბრუნვის ნიშანსაც
აღნიშნავს და მრავლობითობასაც.

ქართულს აქვს ფლექსიის ნიშნებიც. ფლექსია: გრამატიკული ან ლექსიკური განსხვავება ფუძის


ცვლის საშუალებით: • ვდრეკ _ ვდრიკე

სინტაქსი შეისწავლის ცალკეული გრამატიკული კატეგორიის ფუნქციას წინადადებაში,


სიტყვებისა და სიტყვათა დიდი ერთობების – ფრაზებისა და წინადადებების შედგენის წესებს,
მათ ურთიერთმიმართებებს და მათი შეერთების წესებს.

სინტაქსის კვლევის სფეროში შედის: სახელური კატეგორიების (ბრუნვათა, რიცხვის)


ფუნქციები, ზმნური კატეგორიების(კილოს, გვარის, ასპექტის...) კატეგორიების ფუნქციები;
წინადადების წევრთა კავშირები - კონსტრუქციები: შემასმენელისა და პირმიმართი
წევრების (სუბიექტი, ობიექტი) კავშირი, მსაზღვრელ-საზღვრული; სიტყვათა რიგი//წყობა
წინადადებაში: წინადადების მთავარი და არამთავარი წევრების ადგილი წინადადებაში,
პრეპოზიცია – პოსტპოზიცია

წინადადების წევრები, მათი ფუნქციები და ფორმა: ქვემდებარე (S) და მისი ბრუნვები –


სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი დამატება (O) და მისი ბრუნვები – სახელობითი,
მიცემითი. წინადადების ტიპები, პირიანი და უპირო კონსტრუქციები

სემანტიკა- სწავლობს ენობრივი, ლინგვისტური ნიშნის მნიშვნელობებს. კვლევის მეთოდების,


მიმართულების და ინტერესის სპეციფიურობის მიხედვით იგი სხვადასხვა ქვედარგად იყოფა.

ენათმეცნიერების გამოყენებითი და ინტერდისციპლინარული დარგები: სოციოლინგვისტიკა,


ბიოლინგვისტიკა, ენის ფილოსოფია, ფსიქოლინგვისტიკა, არეალური ლინგვისტიკა.
ამ დარგების ინტერესია, ახსნას მაგ., სხვადასხვა ენაში არსებული

სხვადასხვაგვარი დაპირისპირებები: ვინ ჯგუფი – რა ჯგუფი// სულიერი – უსულო;

• ტექსტის სტატისტიკური დამუშავება და ენის გრამატიკული სტრუქტურების მათემატიკური და


კომპუტერული მოდელირება – მათემატიკური ლინგვისტიკისა და კომპუტერული
ლინგვისტიკის სფეროა.

• ტექსტის ლინგვისტიკა სწავლობს ტექსტს, როგორც საკომუნიკაციო ერთეულს (რომელიც


შეიძლება იყოს ერთი სიტყვაც და მთელი რომანიც), მის ხასიათს, ჟანრს, სოციალურ,
ისტორიულ კონტექსტებთან მიმართებას, იმას, თუ რა უზრუნველყოფს ტექსტის ფორმალურ
და შინაარსობლივ მთლიანობას.

7. დამწერლობა - კარგი თუ ცუდი? პლატონი, ფედროსი (274-275):

არგუმენტი დამწერლობის სასარგებლოდ: დამწერლობა ადამიანს სძენს სიბრძნეს და


მახსოვრობას. არგუმენტი დამწერლობის საწინააღმდეგოდ: 1. ნაწერი ადამიანის გონებას
აზარმაცებს: ის მექანიკური გახსენების საშუალებაა და მხოლოდ ილუზიას იძლევა მზა
სიბრძნისა; 2. ნაწერს არ შეუძლია პასუხი გასცეს კითხვას; 3. ნაწერი ყველასთვის
ხელმისაწვდომია, მათთვისაც, ვინც არ არის მზად მის გასაგებად; 4. ნაწერი ფუჭებადია.

დამწერლობის („მწიგნობრობის“) კვლევა გულისხმობს:

1. დამწერლობის ტიპის კვლევას

2. დამწერლობის წარმომავლობის კვლევას

3. დამწერლობის შექმნის დათარიღებას

4. დამწერლობის შექმნის ლოკაციის კვლევას

5. დამწერლობის, როგორც სისტემის კვლევას

6. დამწერლობის გრაფიკული სახის კვლევას

7. წერის ტექნოლოგიის კვლევას.

იდეოგრაფიულ წერით სისტემაში ნიშნები გამოხატავენ კონკრეტულ და აბსტრაქტულ ცნებებსა


და სიტუაციებს, ამასთან, ერთმნიშვნელოვანი მიმართება ნიშანსა და აღსანიშნს შორის არაა,
მაგ. ფეხის გამოსახულება შეიძლება აღნიშნავდეს ფეხსაც და სიარულსაც.

როდესაც ნიშანი გარეგნულად ჰგავს კიდეც აღსანიშნი ცნების რეალურ ობიექტს, საქმე გვაქვს
პიქტოგრაფიულ დამწერლობასთან, რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს იეროგლიფურ
დამწერლობებს.

ფონოგრაფიულ სისტემაში ნიშნები გამოხატავენ გარკვეულ ბგერებს. ფონოგრაფიული წერითი


სისიტემის უმცირეს ერთეულს გრაფემა ეწოდება.

ლოგოგრაფიული დამწერლობა: გრაფემა – ლოგოგრამა აღნიშნავს სიტყვას, ოღონდ მის


ფონოლოგიურ გამოსახულებას, ამდენად უკვე გარკვეული ენის კუთვნილებაა.

სილაბური დამწერლობა: გრაფემა აღნიშნავს მარცვალს.

ალლოგლოტოგრაფია (სხვა ენაზე წერა): მახლობელ აღმოსავლეთში გავრცელებული წერითი


სისტემა, რომლითაც ერთი ენის ტექსტი იწერებოდა მეორე ენაზე, კითხვის დროს კი ისევ
თავდაპირველ ენაზე ამოიკითხებოდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც
საქართველოში ნაპოვნი არამეული წარწერები სწორედ ამგვარად ჩაწერილი ქართული
ტექსტებია.

ანბანური დამწერლობა არის წერითი სისტემა, სადაც ენის თითოეული ფონემა სპეციალური
გრაფიკული ნიშნით არის გამოხატული.

გრამატოლოგია – მეცნიერება ანბანური დამწერლობის შესახებ, რომელიც შეისწავლის:

1. ანბანის შექმნის დროსა და ადგილს, მის წარმომავლობას;

2. ანბანის გარეგან მხარეს (გამოხატულების პლანს): მოხაზულობა, მიმდევრობა ანბანის რიგში


(ქართულისათვის სპეციფიკური ასოების განლაგება), წერის მიმართულება; აბანის გრაფიკული
განვითარების ისტორიას;
3. შინაარსს: ფონეტიკური მნიშვნელობა, რიცხვითი მნიშვნელობა, სიმბოლური მნიშვნელობა
ანბანის წარმომავლობის კვლევა ხდება:

1. ისტორიული წყაროების საფუძველზე

2. მატერიალური ძეგლების კვლევის საფუძველზე

3. ანბანის, როგორც სისტემის კვლევის საფუძველზე

4. ანბანის შემადგენელ ასოთა ფრაფიკული შესწავლის საფუძველზე

1. ისტორიული წყაროები ქართული დამწერლობის შესახებ:

[იაფეტისგან]: იბერიელები, ლათინები, რომლებიც რომაელებად იწოდებიან, ესპანელები,


ბერძნები, მედიელები, სომხები.

[ქამისგან]: ფინიკიელები, ეგვიპტელები, პამფილიელები, ფრიგიელები.

[სემისგან]: იუდეველები, სპარსელები, მედიელები, ქალდეველები, ინდოელები, სირიელები).

ქართული მწიგნობრობის შექმნა უკავშირდება მეფე ფარნავაზს: „ქართლის ცხოვრება“:


მწიგნობრობის შექმნას ქრისტემდე IV-III სს-ებით ათარიღებს: „ესე ფარნავაზ იყო პირველი
მეფე ქართლსა შინა, ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა
იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა
ქართული“.

მხითარ აირივანცი (XIII ს.), „ქრონოგრაფია“: ფარნავაზმა 6 ენიდან შექმნა ქართული და შეუქმნა
დამწერლობა ამ ხალხს.

ქართული მწიგნობრობის შექმნა მოხდა ფარნავაზამდე: თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობა,


აღებული ანტონ II-ის კუთვნილი წიგნიდან „მატიანე შემეცნებათა“: „არა უწიგნონი იყვნენ
ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა
წერილითა. ესე იგი, ქურუმთა მათ, რომელთაცა უხუცესთა და ხევის-ბერთა უხმობენ, იგინი
იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხუერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ. და წერილი მათი
არს წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმან წერილთა მათთაგან განჰყო მხედრობისათვის
თვისისა მხოლოდ ხელით წერილი განყოფილი ასონი და არა სხვით რაითამე. მაგრამ წერილნი
ხუცესნი პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსცა
არიან ასოთა მათთა ჩვენნი ხუცურნი“.

ქართული ანბანური დამწერლობის შექმნა უკავშირდება ქრისტიანობის შემოღებას და


მომდინარეობს სომხურისაგან: კორიუნი, „მესროპ მაშთოცის ცხორება“: მესროპმა ანბანი
შეუქმნა სომხებს, ქართველებს, ალბანელებს. უნდა აღინიშნოს, რომ მესროპის სხვა
"ცხოვრებებში", მათ შორის, უძველეს, კიმენურ რედაქციებში, არაფერია ნათქვამი მესროპის
ღვაწლის შესახებ ქართული და ალბანური ანბანების შექმნასთან დაკავშირებით.

2. მატერიალური ძეგლები:
უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები (ნეკრესის გათხრები, ბოლნისის სიონის, მცხეთის ჯვრის,
პალესტინის (ნაზარეთის, ბეთლემის) წარწერები, პალეოგრაფიული ძეგლები (ხანმეტი
ფრაგმენტები).

ქართული ანბანის წარმომავლობის თანამედროვე თეორიები

(ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, რ. პატარიძე, თ. გამყრელიძე, ლ. ჭილაშვილი): ქართული


ანბანის შექმნას სხვადასხვა მოვლენას უკავშირებენ: 1. ფარნავაზამდე, ქურუმთა საქმიანობას
(პატარიძე), 2. ფარნავაზის რეფორმებს, 3. ქრისტიანული რელიგიის შემოღებას (გამყრელიძე).

სხვადასხვა აზრი არსებობს იმის შესახებაც, თუ რომელი ანბანი იყო ქართულ ანბანის
პროტოტიპი: 1. ფინიკიური (ჯავახიშვილი), 2. ბერძნული (გამყრელიძე), 3. სომხური ანბანი.

ქართული ანბანის სახეობები: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური, მხედრული.

ასომთავრული - წმიდა წერილის ხელნაწერებისათვის, სათაურების, პარაგრაფების


აღსანიშნად; ნუსხური - სხვა ტიპის სასულიერო ტექსტებისათვის; მხედრული - საერო
ტექსტებისათვის. საკითხის შესწავლა, უპირველეს ყოვლისა, სხვა ანბანებისა და,
განსაკუთრებით ბერძნული პალეოგრაფიის ისტორიასთან მიმართებაშია შესაძლებელი.

8. ხელნაწერთმცოდნეობა (კოდიკოლოგია). პალეოგრაფია. ეპიგრაფიკა. ეპიგრაფიკა–


სწავლობს წარწერებს მყარ მასალაზე . იგი შეისწავლის წარწერის გარეგნულ მხარე, და მის
შინაარსს, იძლევა მის დათარიღებას, ინტერპრეტაციას და მიუჩენს ადგილს ისტორიაში.
პალეოგრაფია– შეისწავლის ჭილზე (პაპირუსზე), ეტრატზე (პერგამენტზე), ქაღალდზე
შესრულებული ძველი ხელნაწერების დამწერლობას (შრიფტს), საწერ მასალას, საწერ
იარაღებს, დათარიღების კრიტერიუმებს, წერის სტილს, გადამწერთა სკოლებს.

ხელნაწერთმცოდნეობა (კოდიკოლოგია _ Codex) – შეისწავლის ხელნაწერს ყველა გარეგნული


და ტექნიკური (ხელნაწერი წიგნის ფორმები, ზომები, საწერი მასალა, გვერდისა და წიგნის
დაკაბადონება, კინძვა, ხელნაწერის მორთულობა, შედგენილობა) მახასიათებლით. აგრეთვე,
ხელნაწერის ისტორიას (გადაწერის თარიღს, წარმომავლობას, დამკვეთს, გადამწერს,
გადაწერის ადგილს და მის შემდგომ ბედს), მის შინაარსს (ტექსტის რაობა, მეტატექსტები
(მინაწერები, სქოლიოები, ანდერძები (კოლოფონები)), ასევე, ტექსტში გამოყენებულ სასვენ
ნიშანთა სისტემას, პროსოდიის ნიშნებს, დაქარაგმების წესებს და სხვ. წიგნის ფორმები:
გრაგნილი და კოდექსი.

წიგნის მასალა: ჭილი (პაპირუსი), ეტრატი (პერგამენტი), ქაღალდი

დიგიტალიზაცია – ხელნაწერთა ელექტრონული დამუშავება. მოიძიეთ ქართული


ხელნაწერების დიგიტალური ასლები სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან.

ტექსტის წერილობითი დაფიქსირების აუცილებლობა მხატვრული ნაწარმოებებისთვის არ


გაჩენილა. წერილობით მოღწეული მხატვრული ნაწარმოებების უძველესი ნიმუშებია
ციტატები, რომლებიც, როგორც ჭურჭლის მოხატულობის კომენტარი, საბერძნეთში მხოლოდ
ქრისტემდე VIII სკ-დან გვხვდება. ტექსტის ჩაწერის თავდაპირველი მიზანი კი ყოფითი
მონაცემების დაფიქსირება იყო – სესხების, ყიდვა-გაყიდვის, ანდერძების წერილობითი
დოკუმენტირება. ქვის, თიხისა და მეტალის ფირფიტებზე.
წინასწარმეტყველებს, როგორც გაფრთხილებას, ხის ფირფიტებზეც ინახავდნენ. ცნობილია,
რომ საბერძნეთსა და რომში კანონები (მაგ. სოლონის კანონები) შეთეთრებულ ხის დაფებზე
(λεύκωμα, album _ შეთეთრებული) იწერებოდა. ეს დაფები სამკუთხა პირამიდის ან ოთხკუთხა
პრიზმის (ἄξονες, κύρβεις) სახით ტრიალა ბოძზე მაგრდებოდა. ხის დაფები მოსწავლეების
სასწავლო იარაღიც იყო. ხის დაფას მუმიებსაც კიდებდნენ ხოლმე შესაბამისი წარწერით.
პრაქტიკულობის გამო განსაკუთრებით პოპულარული იყო ცვილით დაფარული ხის დაფები,
რომლებზეც შეიძლებოდა დაწერა და მერე წაშლა. წერდნენ დაფის ცალ მხარეს, წაწვეტებული
ჩხირით (stilus), მეორე, ბრტყელი მხრიდან კი ნაწერს შლიდნენ ხოლმე (ამოტომ stilum vertere
(ჩხირის შემობრუნება) იდიომურად „წაშლას“ აღნიშნავდა). ჩვენამდე მოღწეული ამგვარი
ფირფიტების სიმრავლე ამ პოპულარობას ადასტურებს.

კანონების ფიქსაცია ქვის ფირფიტაზე საბერძნეთშიც იყო მიღებული, უძველესი ამგვარი ძეგლი
კრეტის აპოლონის ტაძრის კედელშია ჩაშენებული და ქრისტემდე VII ს-ით თარიღდება.
ეგვიპტეში და საბერძნეთში ხელმისაწვდომობის გამო ასევე პოპულარული იყო თიხის
ფირფიტები – ოსტრაკები (ὄστρακον), რომელთა მოპოვება, როგორც დამტვრეული ჭურჭლის
ნაწილების ანდა მორჩენილი კერამიკული მასალის სახით უფასოდაც შეიძლებოდა.

პლინიუსი ასახელებს პაპირუსების სხვადასხვა სახეობას და ამბობს, რომ საუკეთესო პაპირუსი


უნდა იყოს თხელი, მკვრივი, კრიალა და გლუვი. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის პაპირუსს
თუმცა, მოგვიანებით, უხარისხო ტექნოლოგიის გამო, წებოს ხმარება დაიწყეს.
პტოლემაიოსების ოჯახის წარმომადგენელთა სახელი ერქვა და ძალიან ძვირი იყო, ცუდი
ხარისხის პაპირუსს კი წონით ყიდდნენ.

პაპირუსის ფურცელი მშრალ კლიმატს და შენახვის გარკვეულ პირობებს მოითხოვს, იმდენად,


რომ პალესტინაშიც კი, პაპირუსზე დაწერილი ტექსტები პროცენტულად გაცილებით მცირე
რაოდენობითაა ნაპოვნი, ვიდრე ტყავზე და ამათგან, პაპირუსის ხელნაწერები მხოლოდ
იშვიათად შეიცავენ ბიბლიურ ტექსტებს. მასალის სიძვირის გამო პაპირუსს გადაშლიდნენ და
ხელმეორედ წერდნენ, ასეთ ხელნაწერებს ბერძნულად παλιμψηστος, ლათინურად კი –
rescriptus-ს უწოდებდნენ. იმის გამო, რომ პაპირუსი ძალიან ფაქიზია, პალიმფსესტებს მისგან
ალბათ არცთუ ხშირად ამზადებდნენ.

საწერ მასალად ტყავს უმეტესად აღმოსავლეთში – შუა მდინარეთში, მცირე აზიაში, აგრეთვე
პალესტინაში და ეგვიპტეში ხმარობდნენ: ეს იყო ბეწვგაცლილი, გასუფთავებული, დაბეგვილი
ტყავები. უძველესი ტყავი – კაიროს მუზეუმის გრაგნილი II ათასწლეულით თარიღდება,
ყუმრანის ცნობილი გრაგნილების ერთი ნაწილიც ტყავისაა . შემდგომში ტყავის დამუშავება
კიდევ უფრო დაიხვეწა და პერგამენტი მოგვცა. ამ ტიპის საწერი მასალის შემოღება
ალექსანდრიის მეტოქესთან, პერგამონთან და მის მმართველთან, ატალიდების დინასტიის
წარმომადგენელთან, ევმენეს II-სთან (195-158) არის დაკავშირებული, აქედან მოდის სწორედ ამ
მასალის სახელწოდება περγαμενόν. ქართულად პერგამენტს ეტრატს უწოდებდნენ.
პერგამენტის დასამზადებლად იყენებდნენ ხბოს, ცხვრის, თხის, ვირის ტყავებს.
განსაკუთრებით ფასობდა ჯერ არ დაბადებული ცხოველის ტყავი.

გრაგნილი შეიძლებოდა ტყავისაც ყოფილიყო: ეგვიპტის ტყავის გრაგნილები, როგორცა


ვთქვით, II ათასწლეულით თარიღდება, გრაგნილი გამოსახულია IX-VII საუკუნეების ასირიულ
მხატვრობაშიც. იონელების მიერ ტყავის გრაგნილების გამოყენებაზე ლაპარაკობს
ჰეროდოტეც. ტყავის გრაგნილებზე წერდნენ იუდეაშიც.
ის, რომ კოდექსი უფრო მატივად იძლეოდა საჭირო ადგილის მოძებნის საშუალებას,
ამარტივებდა ხელნაწერთა ერთმანეთთან შედარებასაც, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ
გვიანანტიკურობაში ხელნაწერთა ურთიერთშედარება გაცილებით ინტენსიური გახდა და
ფილოლოგიური საქმიანობის ძირითად და აუცილებელ ეტაპს წარმოადგენდა. იგივე მიზეზით
– ძებნის სიადვილის გამო და კიდევ კოდექსის ეკონომიურობის გამო უფრო მარტივი იყო ერთი
ავტორის, ერთი ჟანრის თუ ფუნქციურად გაერთიანებულ თხზულებათა კრებულების შედგენა.

V საუკუნის დასაწყისში კი პერგამენტის კოდექსი ფაქტიურად უკვე გაბატონებული ფორმაა


წიგნისა ლიტერატურული ნაწარმოებებისთვის. ბიზანტიური ხელნაწერების კოდიკოლოგიური
სურათის ფონზე, როცა VII საუკუნეში პერგამენტი, როგორც საწერი მასალა უკვე ნორმაა
ლიტერატურული თხზულებებისათვის, გამონაკლისია პაპირუსზე დაწერილი ქართული
ხელნაწერები – პაპირუსის ფსალმუნისა და ჭილ-ეტრატის იადგარი, რომლებსაც ქართველი
მეცნიერები IX-XI საუკუნეებით ათარიღებენ (პაპირუსის ფსალმუნი – IX (ჯავახიშვილი, კეკელიძე)
IXX (შანიძე), ჭილ-ეტრატის იადგარი – IX (კეკელიძე), XI (შანიძე)).

9. რომ არა წარწერები, ისტორიული თხზულებები, მხატვრული ნაწარმოებები, სხვადასხვა


ტიპის დოკუმენტები, არავინ იცის, რა გვეცოდინებოდა პირამიდებში დამარხული ფარაონების
შესახებ და თვითონ პირამიდებზე, ურარტუზე და აქადზე, ბერძნულ ცივილიზაციაზე, მის,
თავისთავად მეტყველ, ტაძრებსა და ქანდაკებებზეც კი...

ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების გარეშე სრულიად წარმოუდგენელია ქრისტიანული


ცივილიზაცია.

ტექსტები წარმოადგენენ ფილოლოგების, ისტორიკოსების, ფილოსოფოსების,


სოციოლოგების, იურისტების და სხვათა მეცნიერული კვლევის ობიექტს. მეცნიერების
საფუძველი მხოლოდ ავთენტური ტექსტები შეიძლება იყოს. შეცდომები ხშირად ამახინჯებენ
აზრს, ანდა გაუგებარს ხდიან მას. მუსიკოსი არასწორედ დაუკრავს, თუკი კომპოზიტორის მიერ
დაწერილი ნოტი ნაწარმოების გამომცემელმა შეცდომით წაიკითხა...

ტექსტოლოგია სწავლობს ტექსტის ყველა არსებული ფორმის ხასიათს და წარმომავლობას იმ


მიზნით, რომ დაადგინოს ავტორისეული ტექსტი. ეს ტექსტოლოგიის პროგრამა მაქსიმუმია.
მაგრამ ეს პროგრამა ვერ ხორციელდება ყველა ან უმეტეს შემთხვევაში და ტექსტოლოგიის
მიზანსაც უფრო ფრთხილად განსაზღვრავენ ხოლმე: ტექსტოლოგია არის ტექსტის აღდგენის
ტექნიკა იმ ფორმით, რომელიც ყველაზე მეტად უახლოვდება ორიგინალს.

ავთენტურ ტექსტებს ტექსტოლოგი ადგენს. ტექსტოლოგობა პროფესია იყო უკვე


ანტიკურობაში და ელინისტურ ხანაში ალექსანდრიასა და პერგამონში ყვაოდა. იმათ, ვინც ამ
საქმეს ეწეოდა, გრამატიკოსები ერქვათ, მერე ფოლოლოგებადაც მოიხსენიებოდნენ.
გრამატიკოსები აგროვებდნენ ხელნაწერებს და მათ მიხედვით ადგენდნენ ტექსტებს. მაშ,
ტექსტოლოგი ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა.

ტექსტოლოგი, აგროვებს ტექსტის ყველა წყაროს და მათ საფუძველზე, წინასწარ შემუშავებული


მეთოდიკის გამოყენებით დაადგენს ტექსტს და მის ვარიანტებს იმ პრინციპების შესაბამისად,
რომელიც მისი მიზნისათვის – გამოცემის ტიპისათვის ყველაზე გამოსადეგია.

წყაროების ხასიათის შესაბამისად ტექსტოლოგი თავად განსაზღვრავს, თუ რა უნდა იყოს


ტექსტი, რომელსაც გამოსცემს:
I. ერთ შემთხვევაში ეს ავტორისეული, ანდა, მასთან ყველაზე ახლო მდგომი კრიტიკულად
დადგენილი ტექსტია, ე. ი. წარმოადგენს გამომცემლის მიერ აღდგენილ ტექსტს, რომელიც არ
ემთხვევა არცერთ ჩვენამდე მოღწეულ წყაროს და რომელიც გამომცემელს ავტორის ხელიდან
გამოსულ ტექსტად მიაჩნია. როდესაც საქმე ანტიკურ და შუასაუკუნეების ტექსტებს ეხება,
ცხადია, ავტორისეულ ტექსტზე ლაპარაკი მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება და კრიტიკული
ტექსტიც არის ტექსტი, რომელიც ავტორისეულ ტექსტთან შეძლებისდაგვარად არის
დაახლოებული.

II. მეორე შემთხვევაში, როდესაც ავტორისეული ტექსტის დადგენა სრულიად შეუძლებელია,


კრიტიკული ტექსტი შეიძლება ასახავდეს ტექსტის ფორმას მისი განვითარების გარკვეულ
ეტაპზე. ტექსტის ეს სახეც კრიტიკულ ტექსტს წარმოადგენს, რადგანაც ტექსტოლოგიური
კვლევით არის მიღებული და არ შეესატყვისება არც ერთ ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერის
ტექსტს.

III. ამოსავალ ტექსტად გამომცემელმა შეიძლება აირჩიოს რომელიმე ერთი ხელნაწერი.


არჩევანი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: იგი ან ყველაზე სრულია, ან
ყველაზე ძველი, ან სავარაუდოდ ყველაზე ახლო მდგომი ორიგინალთან.

კრიტიკული აპარატი

ტექსტოლოგიური კრიტიკის მიზანია არა მარტო ის, რომ მოგვცეს ერთი რომელიმე პრინციპის
მიხედვით შედგენილი ტექსტი, ანუ – მოგვცეს ტექსტის საკუთარი ინტერპრეტაცია, არამედ ის,
რომ მოახდინოს მონაცემთა დოკუმენტაცია.

I. ტექსტოლოგია – ტექსტის წყაროების მოგროვება, კრიტიკული ტექსტის დადგენა და


კრიტიკული აპარატის შედგენა, II. გამოცემის აპარატის შექმნა, III.ტექსტის გამოცემა
დანიშნულების შესაბამისი ფორმატით

უფრო დაწვრილებით, ტექსტუალური კრიტიკის ეტაპებია:

1. წყაროთა მოძიება (ევრისტიკა), პირველადი (ტექსტის შემცველი ხელნაწერები) და მეორადი


წყაროების (ციტატები, თარგმანები) გამოყოფა.

2. წყაროთა ურთიერთშედარება (კოლაციონირება) და იკითხვისების შეფასება(ევალუაცია).

3. წყაროთა ქრონოლოგიური და ტექსტოლოგიური მიმართებების დადგენა, წყაროთა


გენეალოგიური ხის (Stemma Codicum) და არქეტიპის დადგენა.

4. წყაროთა შემოწმება – მათი კრიტიკული შესწავლა ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე


და კლასიფიკაცია (Recensio), მცდარი იკითხვისების გამორჩევა, ამოსავალი ტექსტუალური
ფუნდამენტის შერჩევა და მისი სისწორის შემოწმება (Examinatio).

5. ტექსტის გასწორება – შეცდომებისაგან გაწმენდა და სწორი იკითხვისის აღდგენა (Emendatio,


Konjektura).

6. ტექსტის კონსტრუირება – გამოსაცემად მომზადება.

7. ტექსტის კრიტიკული აპარატის შედგენა – ძირითადი ტექსტისაგან განსხვავებული


იკითხვისების ორგანიზება კრიტიკული აპარატის შედგენის პრინციპებიდან გამომდინარე.
საბოლოო ჯამში, ტექსტოლოგია არის ხელოვნება, რომელიც ადგენს ტექსტს, უკეთებს მას
კომენტარს და ადგენს ტექსტის ისტორიას თავად ავტორის და გვიანდელი რეცეფციების
დონეზე. ამრიგად, გამოცემის მიზანი და, ამავდროულად, მეთოდი არის ტექსტის
ინტერპრეტაცია და დოკუმენტაცია (ჰანს ცელერი).

ფილოლოგიის, როგორც მეცნიერების პროგრესი, ცნობილი ფრანგი ტექსტოლოგის, დენის


სიტყვებით რომ ვთქვათ, ტექსტუალურ კრიტიკასთანაა დაკავშირებული: ტექსტის დასადგენად
უკვე ელინისტურ ხანაში სხვადასხვა ენობრივი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდებოდათ,
საჭირო იყო ენისა და დიალექტების შესწავლა, ლიტერატურული ჟანრების, ლექსიკოლოგიისა
და მეტრიკის აღწერის და კლასიფიკაციის სხვადასხვა ფორმალური საშუალებების მოძებნა.
ამრიგად, გრამატიკები, მათ შორის შედარებითი გრამატიკები, ლიტერატურათმცოდნეობა და
ლექსიკოლოგია, როგორც მეცნიერების დარგები, ფაქტიურად ტექსტოლოგიის წიაღში ჩაისახა.
ტექსტოლოგია დამოუკიდებელი დარგია, რადგან იგი იყენებს და ეყრდნობა სხვა დარგების
მონაცემებს: არქივების შემსწავლელ მეცნიერებას, პალეოგრაფიას, არქეოგრაფიას,
ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, ხელოვნებათმცოდნეობას. ამიტომ, ტექსტოლოგი
გარკვეული აზრით არის ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, კულტუროლოგი.

ამავე დროს, ტექსტოლოგია დამხმარე დარგია ბევრი სხვა მეცნიერებისა. ტექსტოლოგია


ნაწილია ლიტერატურათმცოდნეობისა, ლიტერატურის ისტორიისა. იგი ქმნის ელემენტებს,
რომლებიც ლიტერატურის ისტორიის ელემენტებს შეადგენენ. ტექსტის ისტორიის შესწავლა
გვათავისუფლებს სუბიექტივიზმისაგან ნაწარმოების აღქმაში. როდესაც ტექსტს ვსწავლობთ
მის განვითარებაში – მისი ან შექმნის ან შემდგომი განვითარების პროცესში, ვიღებთ ობიექტურ
მონაცემებს ჩანაფიქრის, მხატვრული ტენდენციების, იდეოლოგიის და სხვა ამგვარის შესახებ.
ტექსტის ისტორია საზოგადოებაზე მეტყველებს – ვისთვისაც ხდება ნაწარმოების შექმნა, მისი
გადაწერა თუ დაბჭდვა, რედაქტირება თუ სხვა ტიპის ცვლილებები. ტექსტის ისტორია
დაკავშირებულია მის ჟანრთან, საზოგადოების ინტერესებთან, მსოფლმხედველობრივ
კონტექსტთან. ამდენად, ტექსტის შესწავლისას აუცილებელია სალიტერატურო სკოლებისა თუ
ლიტერატურული მიმდინარეობების, ეპოქის ენობრივი თუ სტილისტური თავისებურებების,
ანდა მწერლის შემოქმედების დინამიკის გათვალისწინება. ტექსტის ისტორიის შესწავლა
გვათავისუფლებს სუბიექტივიზმისაგან ნაწარმოების აღქმაში. როდესაც ტექსტს ვსწავლობთ
მის განვითარებაში ან მისი შექმნის, ანდა შემდგომი განვითარების პროცესში, ვიღებთ
ობიექტურ მონაცემებს ჩანაფიქრის, მხატვრული ტენდენციების, იდეოლოგიის და ა.შ. შესახებ.

ტექსტოლოგიის საფუძვლების ცოდნა საჭიროა მათთვის, ვისაც საქმე აქვს ტექსტთან –


პალეოგრაფს, ენათმეცნიერს, ლიტერატურათმცოდნეს, ფილოსოფოსს, ისტორიკოსს,
ხელოვნებათმცოდნეს, მუსიკათმცოდნეს... მათ, ვინც ამზადებს ტექსტებს გამოსაცემად
(მეცნიერ-ტექსტოლოგებს), ვინც გამოსცემს ტექსტებს (გამომცემლებს), ვინც აღნუსხავს და
ინახავს ტექსტებს (ბიბლიოთეკარებს) და ბოლოს, მათ, ვინც კითხულობს ტექსტებს.

გამოცემის სახეები (//ტიპები):

I. პოპულარული, მასობრივი (ტექსტის ხასიათის შესაბამისად შეიძლება დართული ჰქონდეს


ლექსიკონი და სხვადასხვა სახის შენიშვნა. ასეთებია ჯიბის გამოცემები, საიუბილეო
გამოცემები, თემატური გამოცემები, მრავალტომეულები...)

II. სასწავლო (ტექსტის ხასიათის შესაბამისად შეიძლება დართული ჰქონდეს ლექსიკონი,


სხვადასხვა სახის შენიშვნა, და იყოს ადაპტირებული)
III. საბავშო (დიფერენცირება ხდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შესაძლებელია იყოს
ადაპტირებული, გაფორმება და შრიფტი მნიშვნელოვანი ფაქტორია)

IV. სამეცნიერო:

1. ფაქსიმილური: ხელნაწერის გამოცემა;

2. დიპლომატური: ხელნაწერის ტექსტის გამოცემა;

3. კრიტიკული: ხელნაწერის (ან ხელნაწერების) კრიტიკული შესწავლის გზით მათი


ჰიპოთეტური წყაროს _ არქეტიპის დადგენა და მისი გამოცემა.

სამეცნიერო გამოცემა

სამეცნიერო გამოცემის ტიპის შერჩევა დამოკიდებულია გამოცემის მიზანსა და


შესაძლებლობებზე, იმაზე, თუ წყაროთა რა ტიპითა და რა რაოდენობითაა ტექსტი ჩვენამდე
მოღწეული, არსებობს ავტორისეული ტექსტის ერთადერთი ვარიანტი თუ რამდენიმე, ჩვენს
ხელთ არსებული ხელნაწერი ავტორის ხელითაა აწერილი (ავტოგრაფია) თუ გვიანდელი
გადამწერის (ან მბეჭდავის) მიერ ესრულებული, რამდენად ახლოსაა გვიანდელი წყაროები
თავდაპირველ ტექსტთან.

ტექსტის კრიტიკული აპარატი – ტექსტისთვის დართული ხელნაწერთა იკითხვისების


(ვარიანტების) დოკუმენტაცია. მასში მითითებულია ლემა – ძირითად ტექსტად მიჩნეული
იკითხვისი, რომელიც დგას ლემის ნიშნის ( ] ) წინ და მისი ვარიანტი – იკითხვისი, რომელიც მას
ენაცვლება სხვა წყაროებში (მაგ., გონება] ბუნება).

კრიტიკული აპარატის შედგენის უმთავრესი პრინციპებია:

1. ეკონომიურობა (ტექსტის ცვლილებები მაქსიმალური ლაკონურობით უნდა იქნას აღწერილი);

2. ერთმნიშვნელოვნება (ერთ მოვლენას მხოლოდ ერთი აღმნიშვნელი უნდა შეესაბამებოდეს


და პირიქით) და სიმარტივე (აპარატის მიხედვით მარტივად უნდა შეიძლებოდეს ამა თუ იმ
წყაროს ტექსტის წაკითხვა);

3. ვარიანტის დახასიათება (თუ პირველი ორი პრინციპი ამის საშუალებას იძლევა, აპარატში
შესაძლოა ჩანდეს ტექსტის ცვლილების მიზეზი). ტექსტის სპეციფიკიდან გამომდინარე,
გამომცემელი თავად ირჩევს, თუ რომელ პრინციპს მიანიჭოს უპირატესობა ტექსტის
კრიტიკული აპარატის შედგენის შემთხვევაში.

კრიტიკული აპარატი შეიძლება შერჩევითი იყოს – წყაროთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში


აპარატში შევა არა ყველა, არამედ გარკვეული პრინციპით შერჩეული იკითხვისები.

სამეცნიერო აპარატი – გამოცემისთვის დართული სხვადასხვა სახის და დანიშნულების


სამეცნიერო კომენტარი, რომელიც, შესაბამისად ტექსტის ხასიათისა და მისი სამეცნიერო
გამოცემის ისტორიისა, სხვადასხვა ნაწილად შეიძლება დაიყოს:

I. გამოყენებული წყაროების აღწერა, გამოცემის (ტექსტის დადგენის, აპარატის შედგენის)


პრინციპები, შემოკლებების და პირობითი ნიშნების განმარტებები;

II. წყაროთა დახასიათება სხვადასხვა თვალსაზრისით (პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური,


ენობრივი...), ტექსტის ენობრივი დახასიათება, ტექსტის ისტორია (წარმოქმნის ისტორიიდან
დაწყებული მის საბოლოო სახემდე), ცალკეული მონაკვეთებისა თუ მთელი ტექსტის
კომენტირება სხვადასხვა თვალსაზრისით (ისტორიული, სტილისტური, ჟანრობრივი...) და
სხვადასხვა ფორმით (მოკლე, კონკრეტული შენიშვნების თუ ვრცელი, ზოგადი კომენტარის),
ტექსტის წყაროთა კვლევა, ავტორის კვლევა;

III. სხვადასხვა სახის საძიებლები (რეგისტრი) (პირთა, გეოგრაფიულ სახელთა, ციტატების...),


ლექსიკონი (იშვიათი ხმარების სიტყვების, სპეციალური ტერმინების, ნეოლოგიზმების...),
ბიბლიოგრაფია.

ამათგან I და III ნაწილი უმთავრესად ტექსტთან ერთად, ერთ წიგნად იბეჭდება. II ნაწილი კი, ამ
ნაწილისა და ტექსტის სიდიდის გათვალისწინებით, შესაძლოა ცალკე წიგნადაც გამოიცეს.

ტექსტოლოგიის ძირითადი ცნებები:

არქეტიპი – ავტორისეული ტექსტის ყველაზე ადრეული ფორმა, რომლის აღდგენაც შეგვიძლია


ჩვენამდე მოღწეული წყაროების საფუძველზე, წყარო, საიდანაც მომდინარეობენ ხელნაწერები
და ხელნაწერთა ჯგუფები.

რეცენზია – ტექსტის ინტერპრეტაცია და შესწორებაა გარკვეული პრინციპით. იგი შეეხება


ტექსტის ყველა დონეს – მის სემანტიკას, გრამატიკას და სტრუქტურას. რეცენზიული სწორებები
სხვადასხვა ინტენსივობისაა – მსუბუქი კორექტურიდან დაწყებული (ადრეულ რეცენზიებში)
უფრო შორს მიმავალი და უფრო თანმიმდევრული კორექტურებით დამთავრებული (გვიანდელ
რეცენზიებში).

რედაქცია – ტექსტის იმ ფორმას, რომელსაც ტექსტუალურ კრიტიკაში „რეცენზია“ ჰქვია, ჩვენში,


ისევე როგორც საბჭოთა ტექსტოლოგიაში, „რედაქციას“ უწოდებენ. უფრო გავრცელებული
დეფინიციით კი „რედაქცია“ ტექსტის ფორმალური გამთლიანებაა, მისი ერთ ყალიბში
მოქცევაა თავად ტექსტში ცვლილების შეტანის (ანდა მცირეოდენი ცვლილებთ, ასეთია, მაგ.
ახალ ფორმასთან შესაბამისობაში მოყვანა) გარეშე. ასეთია მაგ. სხვადასხვა ტექსტების ერთ
კრებულად გაერთიანება, ტექსტის სტრუქტურული ერთეულების გადანაცვლება, ტექსტის
თავებად და მუხლებად დაყოფა.

ვერსია ტექსტის მოცემული ფორმაა, თავისთავად აღებული, დამოუკიდებლად მისი


მიმართებისა ტექსტის სხვა ფორმებთან.

ტექსტუალური ჯგუფი – წარმოადგენს ხელნაწერთა ჯგუფს, რომელიც ერთგვარ ცვლილებებს


შეიცავენ. ოღონდ ამ ცვლილებების ხასიათი ყოველთვის ადვილად განსასაზღვრი არ არის –
უმეტესად ისინი შემთხვევითი ცვლილებებია და მხოლოდ მოცემულ ხელნაწერთა ტექსტების
ისტორიულ გადაკვეთაზე მეტყველებენ.

სამეცნიერო აპარატი – გამოცემისთვის დართული სხვადასხვა სახის და დანიშნულების


სამეცნიერო კომენტარი: გამოყენებული წყაროების აღწერა, ტექსტის ისტორიის შედგენა,
ტექსტის ენობრივი დახასიათება, შემოკლებების და პირობითი ნიშნების განმარტებები,
სხვადასხვა სახის საძიებლები...

კრიტიკული აპარატი – ტექსტისთვის დართული ხელნაწერთა იკითხვისების (ვარიანტების)


დოკუმენტაცია.

You might also like