You are on page 1of 15

1.

ბაბილონის არქეოლოგიური ძეგლები

ბაბილონია

.
ხამურაბის სტელა

ბაბილონია, ანუ ბაბილონის სამეფო - სამხრეთ შუამდინარეთის ძველი სამეფო,


რომელიც წარმოიქმნა ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში და დაკარგა დამოიკიდებლობა
ძვ. წ. 539 წელს. მისი დედაქალაქი იყო ბაბილონი, რომელიც დააფუძნეს სემიტური
მოდგმის ამორეველებმა. მათ შეითვისეს შუმერის და აქადის სამეფოთა კუტურა.
სახელმწიფო ენა იყო აქადური სემიტური ენა, ხოლო ხმარებიდან გამოსული შუმერული
ენა კი იხმარებოდა საკულტო დანიშნულებით.

ისტორია - ბაბილონი წარმოიქმნა შუმერული ქალაქის კადინგირის ადგილზე. ის


პირველად მოხსენიება აკადის მეფე შარკალიშარრის წარწერაში (ძვ. წ. XXIII ს.). ძვ. წ.
XXII საუკუნეში ბაბილონი დაიპყრო და გაძარცვა ურის მეფე შულგიმ, რომლემაც
დაიმორჩილა მთელი მესოპოტამია
ბაბილონია ხამურაბის დროს

ძველბაბილონური პერიოდი - ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს შუამდინარეთში


დამკვიდრებულმა ამორეველებმა ძვ. წ. XX  საუკუნეში დაიწყეს დამოუკიდებელი
სამეფოების წარმოქმნა. ძვ. წ. 1895 წელს ამორეველთა ბელადმა სუმუ-აბუმმა შექმნა
სამეფო ცენტრით ბაბილონში. ძვ. წ. 1800 წლისათვის ბაბილონი გადაიქცა სამხრეთი
შუამდინარეთის ცენტრად, რომელსაც აკონტროლებდა ლარსას სამეფო. მაგრამ მეფე
შამში-ადად I გარდაცვალების შემდეგ ბაბილონის მეფე ხამურაბი იპყრობს
დაქუცმაცებულ სამეფოებს. ძვ. წ. 1764-1756 წლებში დაპყრობილი იქნა ელამი, მარი,
აშშური, ეშნუნა, სუზიანა და შეიქმნა ერთიანი შუამდინარული სახელმწიფო, რომლის
ყველაზე ცნობილი ძეგლი გახდა ხამურაბის კანონები.

შუაბაბილონური პერიოდი - ხამურაბის მემკვიდრე სამსუ-ილუნას დროს (ძვ. წ. 1749-


1712 წწ.) ძვ. წ. 1742 წელს შუამდინარეთში შემოიჭრენენ კასიტები, რომლებიც ძვ. წ. XVI
საუკუნეში აკონტროლებდნენ შუამდინარეთის დიდი ნაწილს. მათ მიერ შექმნილი
სამეფო კარდუნიაში ძვ. წ. XV—XIV საუკუნეებში ფლობდნენ დიდი ტერიტორიებს.
კასიტების სამეფო გაანადურეს ელამიტებმა ძვ. წ. 1150 წლისათვის.

ასურულ-ბაბილონური პერიოდი - ელამელებმა ვერ შეძლეს ბაბილონის მიერთება,


რადგანაც მათი ბატონობა ადგილობრივი მოსახლეობის ძლიერ წინააღმდეგობას
წააწყდა. თუმცა ბაბილონის აღდგენილი სამეფო მოექცა გაძიერებული ასურეთის
ჩრდილში. ძვ. წ. 11 საუკუნის დასაწყისში ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I დაიკავა
ბაბილონი, თუმცა მომთაბარეთა ზეწოლის შემდეგ დატოვა ის და ყურადღება
საზღვრების დაცვისაკენ გადაიტანა. ძვ. წ. 728 წლისათვის ტიგლათფილესერ III
ხელმეორედ დაიპყრო ბაბილონი. ძვ. წ. 689 წელს აჯანყების შემდეგ ასურეთის მეფე
სენაქერიბმა მიწასთან გაასწორა ქალაქი.

ახალბაბილონური პერიოდი
«ქალდეის იმპერია» (ახალბაბილონური პერიოდი) დაახლოებით ძვ. წ. 600 წლისათვის.

განსაკუთრებულ სიძლიერეს და აყვავებას ბაბილონმა ახალბაბილონურ ეპოქაში


მიაღწია (ძვ. წ. 326-538 წწ.). ნაბუქოდონოსორ II (ძვ. წ. 604—561 წწ.) დროს ბაბილონში
აიგო ახალი მდიდრული შენობები და მძლავრი თავდაცვითი სისტემა. 539 წელს
ბაბილონი დაიპყრო აქემედნიდურმა ირანმა.

ბაბილონი

ბაბილონი (ძვ. ბერძნ. Βαβυλών, აქად. Bābili(m) «ღმერთის ჭიშკარი», პროტოევფრატული


babil(a)) — უძველესი ქალაქი და მესოპოტამიური კულტურის ცენტრი, ბაბილონის
სამეფოს და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დედაქალაქი. ქალაქი განლაგებულია
ბორცვებზე (ბაბილი, კასრი, ამრან იბნ ალი, და სხვ.) ბაღდადიდან სამხრეთით 90
კილომეტრზე.

გეოგრაფიული მდებარეობა - ბაბილონი მდებარეობს მესოპოტამიის დაბლობის


სამხრეთ ნაწილში ტროპიკული კლიმატის რეგიონში და აქაური ლანდშაფტი
წარმოდგენილია ბრტყელი თიხა-ნიადაგის უდაბნოთი. მცენარეული საფარი მწირია და
წარმოდგენილია ფინიკის პალმებით, ტირიფებით, ლერწმოვანით (წყალსატევებთან) და
სხვა. კლიმატის სიმკაცრის მიუხედავად ბაბილონის სანახები უძველესი დროიდან იყო
დასახლებული ნაყოფიერი ალლუვიური ნიადაგის გამო, რომელიც ირიგაციასთან
ერთად იძლეოდა კარგ მოსავალს. ქალაქი დაარსდა ევფრატის შტოს - არახტუს არხის
სანაპიროზე. ძვ. წ. I ათასწლეულისათვის არახტუ გადაიქცა ეფრატის ძირითად
კალაპოტად, რომელიც ორად ჰყოფდა ბაბილონს. ახლა მდინარის კალაპოტი დასავლეთ
ნაწილში გადის. ბაბილონის აღმოსავლეთი ნაწილი გარშემორტყმული იყო გალავნის
გარე კედელით, რომელიც მოიცავდა გარეუბნების ნაწილსაც. ნანგრევებში გამოირჩევა
რამოდენიმე მონაკვეთი:
ბაბილონის გეგმა

 კასრი -(არაბ. ‫ قصر‬Qasr «სასახლე») - აღმოსავლეთი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთი


ბორცვი სადაც განლაგებული ნაბუქოდონოსორის სასახლე, ცენტრალური
სასახლე დაკიდებული ბაღებით და საფორტიფიკაციო ნაგებობანი.
 მერკესი -(არაბ. ‫ مركز‬Merkes «ცენტრი») — კასრის სამხრეთ-აღმოსავლეთით
მდებარე საცხოვრბელი ნაგებობანი.
 სახნი - აღმოსავლეთ ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაბლობი მონაკვეთი,
სადაც მდებარეობს ეტემენანკის ზიქურათი.
 ამრან-იბნ-ალი - ბორცვი აღმოსავლეთ ქალაქის სამხრეთით, სადაც მდებარეობს
ესაგილას სატაძრო კომპლექსის ნაშთები.
 იშინ ასვადი -ბორცვი აღმოსავლეთი ქალაქის სამხრეთით, სადაც მდებარეობს
უშხარის და ნინურთას ტაძრები.
 ბაბილი -ბორცვი ნანგრევების ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მდებარეობს
ნაბუქოდონოსორ II საზაფხული ციხე-სასახლე.
 ხომერა -აღმოსავლეთ ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორცვი კერძო
განაშენიანებით.

კვლევების ისტორია - ბაბილონის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ანტიკურ ავტორებთან


გვხდება (ჰეროდოტე, კტესიასი, ქსენოფონტე, დიოდორე სიცილიელი, პომპეუს ტროგა,
იოსებ ფლავიუსი და სხვა), რომელბიც უფრო ლეგანდარული სიუჟეტების გამეორებას
წარმოადგენდა. საინტერესო ისტორია დაუწერია ბაბილონელ ბეროსს, რომელიც
ღვთაება მარდუქის ქურუმი იყო, მაგრამ ის ჩვენამდე არ შემორჩენილა, თუმცა მისი
ფრაგმენტები ცნობილია დიოდორეს და ევსევიოსის თხზულებებში. ფრიად მწირია
არაბული წყაროების ინფორმაციაც. X საუკუნეში იბნ-ჰაუკალი ბაბილონს აღწერს,
როგორც მცირე სოფელს. ბაბილონის შესახებ ცნობები გვხდება ქრისტიანობის და
იუდაიზმის წმინდა წიგნებში. ამ დროისაა ამბები ბაბილონის გოდოლსა და
დაკიდებულ ბაღებზე, ენების აღრევასა და სხვა. პირველი ევროპელი, რომელმაც 1160
და 1173 წლებში მოინახულა ბაბილონი, იყო რაბინი ბენიამინ ტუდელელი. 1573-1576
წლებში აქაურობა აღწერა გერმანელი მეცნიერმა ლეონარდ რაუვოლფიმ. XVI საუკუნის
მიწურულში ბაბილონში იმოგზაურა ინგლისელმა ვაჭარმა ჯონ ელდრედმა. XV - XVI
საუკუნეთა მიჯნაზე აქ ასევე იმყოფებოდა ჰანს შილტბერგერი. 1616 წელს ბაბილონს
ეწვია იტალიელი მოგზაური პიეტრო-დელა-ვალე, რომელმაც ბაბილონის გოდოლი
გააიგივა ბაბილის ბორცვთან, გაზომა და აღწერა ის და ევროპაში ჩამოიტანა ლურსმული
წარწერებიანი ფირფიტები. 1765 წელს აქ ჩამოვიდა კარსტენ ნიბური, რომელმაც
ბაბილონის გოდოლი გააიგივა ბირს ნიმრუდის ბორცვთან. 1780-1790 წლებში
ბაბილონში იმყოფებოდა ფრანგი აბატი ჟოზეფ დე ბოშამი. ბაბილონში სხვადასხვა
დროს იმყოფებოდნენ ინგლისელი კომერსანტი ჰარტფორდ ჯოუნსი, ვენეციელი
იუველირი გასპარო ბალბი (1579-1580 წწ.), კარმელიტელი მღვდელი ვინჩენცო მარია დი
სანტა კატერინა დი სიენა (1657 წ.), ფრანგი მეცნიერი ჟან ოტერი (1734 წ.), დომენიკელი
მღვდელი ემანუელ დე სან-ალბერი (1750 წ.).ბაბილონის სისტემატური კვლევა დაიწყო
XIX საუკუნეში.1811 წლიდან ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთისკომპანიის რეზიდენტიმა
კლავდიუს ჯეიმს რიჩმა გამოიკვლია ქალაქის მიწისზედა ნანგრევები და დაიწყო
ბაბილის ბორცვის გათხრები. 1818 წელს ბაბილონში ჩამოვიდა ინგლისელი მხატვარი
რობერტ კერ პორტერი, რომელმაც რამდენიმე არტეფაქტი შეაგროვა და თავისი
შთაბეჭდილებები აღწერა საკუთარი ილუსტრაციებით აღჭურვილ წიგნში.
ჟურნალისტმა და მოგზაურმა ჯეიმს სილკ ბეკინჰემმა კასრის ბორცვის ნანგრევები
დაკიდებულ ბაღებად ჩათვალა. მცირე მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა
ბაბილონში ბრიტანელმა ოფიცერმა რობერტ მიგნანმა. 1849 წელს ბაბილონს ეწვია
ინგლისელი გეოლოგი უილიამ კენეტ ლოტფუსი. XIX საუკუნის შუა წლებისათვის
ყალიბდება აღმოსავლეთის შემსწავლელი მეცნიერების დარგი ასირიოლოგია. ამ
დროისათვის გ. ფ. გროტეფენდმა და გ. კ. როულინსონმა გაშიფრეს მანამდე გაუგებარი
ლურსმული წარწერებიანი სპარსული ფირფიტები. ედვარდ ჰიკსმა იმავე დროს გაშიფრა
აკადური (ბაბილონურ-ასურული) წარწერები, შემდეგ კი გაიშიფრა ელამური
დამწერლობაც. ძველი ქალაქების გათხრების შედეგად თანდატანობით იზრდებოდა
ბაბილონთან დაკავშირებული წყაროების რაოდენობა.
პოლ-ემილ-ბოტა

1850 წელს ბაბილონში ჩავიდნენ პოლ-ემილ ბოტა და ოსტინ ჰენრი ლეიარდი,


რომელთა სახელებთან არის დაკავშირებული ბაბილონის ნამდვილი არქეოლოგიური
კვლევა. მათ გათხარეს ბაბილის, კარსის და ამრან-იბნ-ალის ბორცვები, მაგრამ დიდი
ფართობის გამო შეუძლებელი გახდა ნათელი წარმოდგენის შექმნა ქალაქის ზედა
ფენების შესახებ, რომლებიც ასევე ძლიერ იყო დაზიანებული ადგილობრივი
მცხოვრებლების მიერ აგურების ძარცვის გამო.

იულიუს ოპერტი

ლეიარდმა აღწერა მოჭიქული აგურები, ლომის


ბაზალტის ქანდაკება, თიხის ჭურჭელი არამეული წარწერებით და და სხვა ობიექტები.
ბაბილის ბორცვზე გაითხარა მრავალრიცხოვანი გვაინდელი სამარხები. 1852 წელს
ბაბილონში გათხრებს იწყებს არქეოლოგიური ექსპედიცია ფრანგი ორიენტალისტის
ფულგენციოს ფრენელის და ასირიოლოგის იულიუს ოპერტის ხელმძღვანელობით.
დიდი ფართობის კვლევის შედეგად შეგროვდა მრავალრიცხოვანი არტეფაქტები და
შედგა ბაბილონის პირველი ზუსტი გეგმა, რომელიც გამოსცა ოპერტმა 1853 წელს. 1854
წელს ბაბილონში გათხრების ხანმოკლე სეზონი ჩაატარეს ჰენრი კრესვიკ როულინსონმა
და ჯორჯ სმიტმა. 1876 წელს ქალაქის კვლევა გააგრძელა ექსპედიციამ ორმუზდ
რასსამის მეთაურობით, რომელმაც აღმოაჩინა მრავალი საინტერესო არტეფაქტი, მათ
შორის კიროსის წარწერა თიხის ცილინდრზე, ეგიბის სავაჭრო სახლის დოკუმენტები და
სხვა.

ორმუზდ რასსამი. 1854 წ.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ბაბილონის ძარცვის შესაჩერებლად


ბრიტანეთის მუზეუმმა გამოაგზავნა ე. ა. ტ. უოლლის ბაჯა, რომელმაც ადგილობრივებს
დაუდო შეთანხმება, რომ საინტერესო ნივთებს იყიდდა ბრიტანეთის მუზეუმი.

გერმანიის აღმოსავლეთის საზოგადოების არქეოლოგიური გათხრები.

ბაბილონის წარმატებული არქეოლოგიური კვლევა დაკავშირებულია რობერტ


კოლდევეის სახელთან, რომელიც მეთაურობდა გერმანიის აღმოსავლური
საზოგადოების არქეოლოგიურ ექსპედიციას 1899-1917 წლებში. აქ მუშაობდნენ ვალტერ
ანდრე, ფრიდრიხ ვეტცელი, ოსკარ როიტერი, გეორგ ბუდდენზიგი. მაღალ დონეზე
წარმოებულმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მაგრამ განსაკუთრებით
მდიდარი არტეფაქტები გამოვლინდა ახალბაბილონური პერიოდისა, როდესაც ქალაქს
მართავდა ნაბუქოდონოსორ II და მისი დინასტია.

რობერტ კოლდევეი - 1917 წ.

რ. კოლდევეიმ დაადგინა, რომ ბაბილონი თავისი აყვავების ეპოქაში წარმოადგენდა


უდიდეს კეთილმოწყობილ ქალაქს მძლავრი საფორტიფიკაციო სისტემით,
განვითარებული არქიტექტურით და მაღალი დონის კულტურით. ქალაქს გარს ერტყა
სამმაგი გალავანი. გეგმაში ქალაქი წარმოადგენდა თითქმის ზუსტ სწორკუთხედს 8150
მეტრი პერიმეტრით და 4 კვ. კმ. ფართობით. სულ კედლებით შემოზღუდული ფართობი
აღწევდა 10 კვ. კმ.-ს.
იშთარის ჭიშკარი პერგამოსის მუზეუმში.

ბაბილონის შემოგარენში განლაგებული იყო გარეუბნები მდიდრული ვილებით,


ბაღებით, ფინიკის კორომებით, სასოფლო ხუტორებით. ქალაქის კედლები
ორიენტირებული იყო დედამიწის მხარეების მიმართ, ქუჩები კვეთდნენ ერთმანეთს და
გარს ევლებოდნენ ცენტრალურ ტაძარ-სასახლის კომპლექსს.ევფრატი (არხი არახტუ)
ქალაქს ორ ნაწილად კვეთდა და მას უკავშირდებოდა არხების სისტემა, რომლებიც
ქალაქის კვარტლებს ამარაგებდა წყლით. ქუჩები მოგებული იყო მათ შორის ფერადი
აგურებით. ძირითადად აგებული იყო ორი, სამი და ოთხსართულიანი სახლები ყრუ
გარე კედლებით და ბრტყელი სახურავებით.

მუშხუში (სირრუში).

ქალაქს აერთებდა ორი ხიდი- სტაციონარული და პონტონიანი. ქალაქს ჰქონდა რვა


ჭიშკარი, რომლებიც შემკული იყო მოჭიქული აგურებით და ლომების, ხარების და
დრაკონის მსგავსი სირრუშებით. ბარელიეფებით რთავდნენ აგრეთვე სახლების
კედლებს. ქალაქში იყო მრავალი ტაძარი ღვთაებათა პანთეონისა (შამაში, ნინურთა,
ადადუ), მათ შორის ყველაზე ბევრი იყო მარდუქის სახელობისა. ბაბილონის ცენტრში
აღმართული იყო ესაგილის კომპლექსი ეტემენანკის შვიდსაფეხურიანი ზიქურათით 91
მეტრი სიმაღლისა. მის მახლობლად გაითხარა ცენტრალური სასახლე-მუზეუმი
კამარიანი კონსტრუქციებით, რომელიც სავარაუდოდ უნდა წარმოადგენდეს
დაკიდებული ბაღების ნაშთებს (კასრის ბორცვი). აქვე მახლობლად აღმოჩნდა მასიური
სიმაგრეები, რომლებიც იცავდნენ ქალაქის საზეიმო შესასვლელს (იშთარის ჭიშკარი).
საზაფხულო (ჩრდილოეთი) სასახლე აგებული იყო ციხე-სიმაგრის სახით და იცავდა
გარე-ქალაქს პროცესიათა გზის მახლობლად. მდიდრულად მორთული იშტარიოს
კარიბჭე მთლიანად გაითხარა და მისი ძირითადი ნაწილი გადაიტანეს და აღადგინეს
პერგამონის მუზეუმში ბერლინში. 1917 წელს გერმანელებმა დატოვეს მესოპოტამია.

ბაბილონი - 1932 წელი.

ბაბილონის არქეოლოგიური კვლევა კვლავ გაგრძელდა 1956 წელს გერმანიის


არქეოლოგიური ინსტიტუტის მიერ, რომელსაც ჰაინრიხ ლენცენი ხელმძღვანელობდა.
ძირითადი ყურადღება დაეთმო ელინისტური თეატრის ნაშთებს. 1962 წელს ამავე
ექსპედიციამ უკვე ჰანს-იორგ შმიდტის მეტაურობით გამოიკვლია ეტემენანკის
ზიქურათი. არქეოლოგიური სამუშაოები ბაბილონში გაგრძელდა 1967-1973 წლებში და
ძიების მთავარი ობიექტი გახდა ახალი წლის ტაძარი (Akītu).1974 წლიდან ბაბილონის
შესწავლა დაიწყო იტალიურმა ექსპედიციამ გ. ბერგამინის ხელმძღვაანელობით.

ისტორია - ბაბილონი პირველად მოიხსენიება ძვ. წ. XXI საუკუნეში მეფე შარკალიშარის


დროს, რომელმაც აქ ააგო ტაძარი, თუმცა ეს ქალაქი სავარაუდოდ ჯერ კიდევ სარგონ
აქადელის დროს არსებობდა. ქალაქი ქადინგირ-ი დაარსებულია ძვ. წ. XXIII საუკუნეში
ერიდუდან გამოსული კოლონისტების მიერ. ღვთაება ამარ-უთუქ-ი (მარდუქი)
ითვლებოდა ერიდუს უზენაესი ღვათება ენქის ძედ. სწორედ ბაბილონია ერიდუს
შუმერული მოთოლოგიური ციკლის გავრცელების ცენტრი, ხოლო ერიდუს გაქრობის
შემდეგ საერთოდ ხდება მათი გაიგივება. შუმერის დამპყრობმა ამორეველებმა ქალაქი
ქადინგირი აირჩიეს თავიანთ დედაქალაქად და უწოდეს მას ბაბილონი. ძვ. წ. 331 წელს
ბაბილონი დაიკავა ალექსანდრე მაკედონელმა, გადააქცია ის თავისი იმპერიის
დედაქალაქად და აქვე გარადიცვალა ძვ. წ. 323 წელს.ძვ. წ. 312 წელს მისმა სარდალმა
სელევკოსმა დაიპყრო ბაბილონი და მცხოვრებლების დიდი ნაწილი გადაასახლა მის
მიერ მახლობლად აგებულ ქალაქ სელევკიაში. ახ. წ. II საუკუნეში ბაბილონის ადგილზე
მოლოდ ნანგრევები დარჩა.

ბაბილონის გეგმა

არქიტექტურა - ჰეროდოტე ბაბილონზე წერდა: „აგებულია ბაბილონია ვრცელ


დაბლობზე და ქმნის სწორკუთხედს, რომლის თითოეული მხარე 120 სტადიონის (21312
მ.) სიგრძისაა. სულ ქალაქის გარშემოწერილობა 480 სტადიონია (85248 მ.). ბაბილონი არა
მარტო ყველაზე დიდი არამედ ყველაზე ლამაზი ქალაქია მათ შორის რომლებიც მე
მინახავს. ქალაქი გარშემორტყმულია ღრმა, ფართო და წყლით სავსე თხრილით. შემდეგ
კი მოდის კედელი, რომლის სიგანეა 50 სამეფო წყრთა (26.64 მ.), ხოლო სიმაღლე 200
(106.56 მ.). თხრილიდან ამოღებული მიწით გააკეთეს და ღუმელებში გამოწვეს აგურები.
ცემენტის ნაცვლად მშენებლები იყენებდნენ ცხელ ასფალტს და აგურების ყოველი 30
რიგის შემდეგ კედელში ატანებდნენ ლერწმის წნულს. ასე თავიდან გაამაგრეს თხრილის
ნაპირები და შემდეგ თავად კედელი. გალავნის თავზე ააგეს ორი ერთსართულიანი
კოშკი, რომელთა შორის მანძილი საკმარისი იყო ოთხცხენიანი ეტლის გასავლელად.
სულ კედელში ჩატანებული იყო 100 მთლიანად სპილენძით ნაკეთები კარი. ქალაქი
შედგებოდა ორი ნაწილისაგან, რომელბიც გაყოფილი იყო მდინარით და ერთი
ნაწილიდან მეორეში გადასვლა შეიძლებოდა ნავით. ქალაქი შედგება სამი და
ოთხსართულიანი სახლებისაგან და დასერილია მდინარის გასწვრივ და მის განივად
მიმავალი ქუჩებით. ყველა განივ ქუჩას აქვს სპილენძის მცირე კარიბჭე, რომლებიც
გადის მდინარეზე. ქალაქის გარე კედლის შიგნით, რომელიც მის აბჯარს წარმოადგენს,
მიუყვება მეორე ოდნავ დაბალი და ვიწრო კედელი. ქალაქის თითოეული ნაწილის
შუაგულში აღმართულია ნაგებობები. ერთ ნაწილში მტკიცე გალავნით
გარშემორტყმული სამეფო სასახლე, მეორეში ზევსი ბელლ-ას სამლოცველო. სატაძრო
წმინდა ნაკვეთი სწორკუთხაა, რომლის თითოეული მხარე 2 სტადიონის (355,2 მ.)
სიგრძისაა. მის შუაში აღმართულია დიდი კოშკი, რომლის სიგრძე-სიგანე 1 სტადიონია
(177,6 მ.). მასზე დგას რამოდენიმე კოშკი, სულ მათი რიცხვია 8. მათ ირგვლივ ზემოთკენ
მიუყვება კიბე, რომლის შუაში სკამები დგას, სავარაუდოდ დასასვენებლად. ბოლო
კოშკზე დიდი ტაძარია აღმართული. შიგნით დგას მდიდრულად გაწყობილი საწოლი
და ოქროს მაგიდა. ღვთაება იქ არ არის და არც ერთი ადამიანი ღამეს არ ათევს. ქურუმთა
გადმოცემით აქ ღამით რჩება მხოლოდ ღვთაების მიერ ბაბილონის მოსახლეობიდან
არჩეული ქალი. ბაბილონის წმინდა ნაკვეთში კიდევ მეორე სალოცავია, სადაც დგას
ტახტზე მჯდარი ღვთაება ზევსის ოქროს ქანდაკება. მის გვერდით ოქროს დიდი მაგიდა,
ფეხსადგამი სკამი და ტახტია. ქურუმთა გადმოცემით მათ დასამზადებლად 800
ტალანტი ოქრო დაიხარჯა. ამ ტაძრის წინ ოქროს საკურთხეველია. აქვეა ასევე დიდი
საკურთხეველი სადაც მსხვერპლად მოზრდილ ცხოველებს სწირავენ. აქვე დგას
ღმერთის ოქროს ქანდაკება 12 წყრთის სიმაღლისა.“

ბაბილონის გეგმა გათხრების მონაცემებით

არქეოლოგიური კვლევის შედეგები - 1899-1917 წლებში წარმოებული აარქეოლოგიური


სამუშაოების, ძველბერძენ ავტორთა და სხვა წყაროების მონაცემებით მოხერხდა ძვ. წ. VI
საუკუნის ბაბილონის გეგმის აღდგენა. ორ ნაწილად გაყოფილი ქალაქი წარმოადგენს
სწორკუთხედს დაახლოებით 10 კვარდატული კილომეტრის ფართობით, რომელიც
გარშემორტყმულია აგურის მასიური კბილანებიანი კოშკებით გამაგრებული სამმაგი
გალავნით, რომლებშიც 8 კარიბჭეა დატანებული. იშთარის მთავარი კარიბჭე
მიპირკეთებული იყო მოჭიქული აგურებით, რომლის ლურჯ ფონზე გამოსახული იყო
წითელ-ყვითელი და თეთრ-ყვითელი სტილიზებული ფიურები ხარებისა და
დრაკონებისა. მოკირწყლული და მოჭიქული აგურებით შემკული (ლომების
გამოსახულება) პროცესიათა გზა მიემართებოდა ქალაქის ცენტრში აღმართული
ესაგილის სატაძრო კომპლექსისაკენ, სადაც ასევე იდგა სხვადასხვა ფერად შეღებილი
7იარუსიანი ეტემენანკის ზიქურათი.
იშთარის ჭიშკრის რელიეფი

ჩრდილოეთით მდებარეობდა ნაბუქოდონოსორ II სასახლე დაკიდებული ბაღებით,


შიდა ეზოებით და სატახტო დარბაზით, რომელიც მოპირკეთებული იყო ლურჯად
მოჭიქული აგურით და ორნამენტული ფრიზით ყვითელი სვეტების გამოსახულებით.
ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობდა ძვ. წ. IV საუკუნის თეატრის ნაშთები. ძვ. წ.VI
საუკუნეში ბაბილონის ძველი სამყაროს ულამაზესი ქალაქია, რომლის ნამდვილ
მარგალიტებს წარმოადგენდნენ იშთარის ჭიშკარი და ეტემენანკის ზიქურათი. 90 მეტრი
სიმაღლისზიქურათი ბაბილონის ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო. მის წვერზე იდგა
მარდუქის ტაძარი. იშთარის ჭიშკარი ინახება პერამონის მუზეუმში ბერლინში.

ბაბილონის გოდოლი

ბაბილონის გოდოლი  (ებრ.‫)מיגְדָּ ל ָּבבֶל‬ — ლეგენდარული კოშკი, რომელიც ბიბლიის


მიხედვით ააგეს წარღვნის შემდეგ სამხრეთშუამდინარეთში მოსულმა ხალხმა,
რომლებმაც დააარსეს ბაბილონი. კოშკის მშენებლობა შეწყდა ღმერთის მიერ
ადამიანების დასჯის შემდეგ, როდესაც მათ დაიწყეს სხვადასხვა ენაზე საუბარი და
ვეღარ გააგრძელეს მშენებლობა ქალაქისა და კოშკისა. ამის შემდეგ მოხდა ადამიანთა
განსახლება დედამიწაზე. ივარაუდება, რომ ბაბილონის გოდოლის შესახებ ბიბლიური
ცნობა არის გამოძახილი შუამდინარეთში საუკუნეების მანძილზე არსებული
საფეხურიანი ზიქურათების მშენებლობის ტრადიციისა.კოშკების ზედა ნაწილში
აგებული შენობა გამოიყენებოდა არა მარტო რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად,
არამედ ცის თაღზე ასტრონომიული დაკვირვებისათვის.

ისტორიაში ყველაზე დიდი ზიქურათი, რომელსაც ჰქონდა ერთი სწორკუთხა და


შვიდი სპირალური საფეხური და 91 მეტრს აღწევდა სიმაღლეში იდგა ბაბილონში. მას
უწოდებდნენ ეტემენანკი-ს, რაც აღნიშნავდა „სახლს, სადაც ზეცა უერთდება მიწას“.
უცნობია, როდის ააგეს ის თავდაპირველად, მაგრამ ხამურაბის მმართველობისას (ძვ. წ.
1792-1750 წწ.) ზიქურათი ბაბილონში უკვე იდგა. ასურეთის მეფე სენაქერიბმა ძვ. წ. 689
წელს აიღო და დაანგრია ბაბილონი, მათ შორის ეტემენანკიც, მაგრამ ნაბუქოდონოსორ II
კვლავ აღადგინა და პირვანდელი სახე დაუბრუნა. როდესაც ნაბუქოდონოსორმა
ძალადობრივად გადაასახლა ებრაელები ბაბილონში იუდეის სამეფოს განადგურების
შემდეგ, ისინი გაეცვნენ შუამდინარეთის კულტურას და რელიგიას და რა თქმა უნდა
მათ სწორედ აქ იხილეს ზიქურატები და მათ შორის ეტემენანკი-ც.

თავისი ისტორიის მანძილზე ეტემენანკი რამოდენიმეჯერ დაინგრა და აღდგა.


ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ მისი საძირკველის სიგანემ და სიმაღლემ 90 მეტრს
მიაღწია. სავარაუდო გაანგარიშების მიხედვით მისი მშენებლობისას დაახლოებით 85
მილიონი აგური იქნა გამოყენებული. კოშკის ზედა საფეხურისაკენ მიემართებოდა
მონუმენტური კიბე და მის თავზე იდგა ორსართულიანი ტაძარი. თავად ზიქურათი
შეადგენდა ევფრატის სანაპიროზე განლაგებული დიდი სატაძრო კომპლექსის ნაწილს.
არქეოლოგიური კვლევისას ნაპოვნი წარწერიანი ფირფიტები ადასტურებენ, რომ კოშკის
ყველა სექციას ჰქონდა საკუთარი განსაკუთრებული მნიშვნელობა. იმავე წარწერების
მიხედვით ცნობილი გახდა ინფორმაცია ტაძარში მიმდინარე რელიგიური რიტუალების
შესახებ.

სემირამიდას დაკიდებული ბაღები

სემირამიდას დაკიდებული ბაღები - ერთ-ერთია მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან. მისი


უფრო კონკრეტული დასახელებაა - ამიტის-ის ან ამანის-ის დაკიდებული ბაღები.
სწორედ ასე ეძახდნენ ნაბუქოდონოსორ II მეუღლეს, რომლისათვისას შეიქმნა
მსოფლიოს ეს საოცრება. ბაღები სავარაუდოდ იდგა ბაბილონის ქალაქ-სახელმწიფოში
თანამედროვე ქალაქ ჰილა-ს მახლობლად.
დაკიდებული ბაღები. XX საუკუნის დასაწყისის რეკონსტრუქცია.

ისტორია - ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II(ძვ. წ. 605-562 წწ.) თავის მთავარ მტერთან
ასურეთთან საბრძოლველად დაუკავშირდა მიდიის მეფე კიაქსარს. ასურეთის
დამარცხების და მისი შუაზე გაყოფის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა გამარჯვების
აღსანიშნავად და მოკავშირეობის განსამტკიცებლად ცოლად მოიყვანა კიაქსარის
ქალიშვილი ამიტისი. ხმაურიანი, მტვრიანი და ცხელი ბაბილონი არც თუ ისე
მომხიბვლელი საცხოვრებელი ადგილი აღმოჩნდა მთიან და მწვანე მიდიაში
დაბადებული ახალი დედოფლისათვის. ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა ახალი სასახლე
აეგო მისთვის.

არქიტექტურა - დაკიდებული ბაღები წარმოადგენდნენ პირამიდის ფორმის მეტრი


სიმაღლის სვეტებზე აღმართულ ოთხიარუსიან (პლატფორმა) ნაგებობას. ქვედა იარუსს
ჰქონდა არასწორი სწორკუთხედის ფორმა, რომლის სიგრძე 42 მეტრი, ხოლო სიგანე 34
მეტრი იყო. ბაღისათვის ყველა მცენარე მიდიიდან ჩამოიტანეს. იმისათვის, რომ
თავიდან აეცილებინათ სარწყავი წყლის გაჟონვა, თითოეული იარუსის ზედაპირი ჯერ
ლეწმის ფენით იფარებოდა და შემდეგ იყრებოდა მიწა, რომელშიც სხვადასხვა სახის
ხეები, ბუჩქები, ყვავილები და ბალახები ჩარგეს და დათესეს. სარწყავად იყენებდნენ
მდინარის წყალს, რომელიც ზევით მუდმივად იქაჩებოდა ასობით მონის მიერ
სპეციალური დიდი ბორბლის მეშვეობით, რომელსაც დამაგრებული ჰქონდა ტყავის
სათლები. წყლის მილები ასევე ჩამონტაჟებული იყო სვეტის შიგნითაც. გარედან
სასახლე დიდ მწვანე გორაკს ჰგავდა. მის შიგნით 172 მდიდრულად მორთული და
შესანიშნავად გაწყობილი ოთახი იყო. ამატისის გარდაცვალების შემდეგ სასახლეს
სათანადო ყურადღებას აღარ აქცევდნენ. ბაბილონის დაპყრობის შემდეგ აქ იშვიათად
ჩერდებოდნენ ირანის მეფეები თავიანთი საინსპექციო მოგზაურობებისას. ბოლოს
სასახლე გახდა ალექსანდრე მაკედონელის რეზიდენცია. სწორედ მისი სატახტო
დარბაზი და ქვედა იარუსის განსასვენებელი ოთახები იყო დიდი ალექსანდრეს
უკანასკნელი სამყოფელი. ახ. წ. 358 წლის შემდეგ სასახლე დაინგრა. მას საძირკველი
წყალდიდობებმა გამოაცალეს.

You might also like