You are on page 1of 24

ევროპაში აღმოცენებულმა მსხვილმა სახელმწიფოებმა დაიწყეს დაინტერესება

ახალი სავაჭრო გზების ძებნით, ვინაიდან 1453 წელს კონსტანტინეპოლის


დაპყრობის შემდეგ გზა, რომლითაც ჩინური აბრეშუმი, ფაიფური თუ
სანელებლები შემოდიოდა არაბების ხელში აღმოჩნდა. ამიტომ საჭირო გახდა
ისეთი საზღვაო გზების ძებნა, რომელბიც არაბებისგან თავისუფალი და ამრიგად
უსაფრთხო იქნებოდა.
წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დედამიწა მრგვალია მეთხუტმეტე საუკუნის
ევროპაში განსაკუთრბით გავრცელდა, ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ ატლანტის
ოკეანის დასავლეთის მიმართულებით გადაცურვის შემტხვევაშიც შეიძლებოდა
ინდოეტამდე მისვლა. ასეთი ექსპედიცია მოაწყო გენუელმა ქრისტეფორე
კოლუმბა ესპანეთის დაფინანსებით და 1492-1502 წლებში 4 ჯერ იმოგზაურა
მიწაზე, რომელსაც მიიჩნევდა ინდოეთად, თუმცა მან რეალურად ახალი მიწა
აღმოაჩინა, რაც მოგვიანებით დაამტკიცა ამერიგო ვესპუჩიმ და კონტინენტსაც
მისი სახელი ეწოდა. შესაბამისად, კოლუმბის მოგზაურობამ ახალი სავაჭრო გზები
ვერ მოუტანა ევროპას და ნაოსნობიდან დაბრუნებულებმა ვერც რაიმე
სიმდიდრის ჩატანა შეძლეს მონარქებისთვის.
ინდოეთისაკენ საზღვაო გზაც კოლუმბის ეპოქაში აღმოაჩინეს. ინდოეთის
ოკეანეში გასვლა და კეთილი იმედის კონცხის პოვნა ბართლომეო დიაშმა
მოახერხა, თუმცა ინდოეთის ქალაქ კალუტამდე ვასკო და-გამა ჩავიდა და უკან
სანელებლებით დატვირთულიც დაბრუნდა.
კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწებისთვის კი პორტუგალიამ და ესპანეთმა
დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, დადეს ტორდესილიასის
ხელშეკრულება, რომლითაც ისინი ინაწილებდნენ აღმოჩენილ მიწებს. ასევე
გავრცელებულმა იდეებმა ელდორადოს - უმდიდრესი ჩაძირული ქვეყნის
აღმოჩენის შესახებ ბევრი ევროპელი შეიპყრო და კონკისტადორები არაერთხელ
ესტუმრნენ ახალ მიწებს, რომელზეც მუდმივად ახალი, უცხო კულტურისა და
განვითარების მქონე ხალხი ხვდებოდათ.
არსებობს მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ საიდან აღმოჩნდნენ ადამიანები
ამერიკის კონტინენტზე. ბევრი თეორიიდან დღეს ყველაზე მიღებულად ითვლება
ამერიკის განსახლება ბერინგის სრუტის გავლით დიდი გამყინვარების დროს 40
ათასიდან 12 ათასი წლის დიაპაზონში. სწორედ ამგვარმა განცალკევებამ შექმნა ის
ენდემურობა, რაც კოლუმბამდელი ამერიკის მცხოვრებლებს ახასიათებდათ.
კოლუმბის მიერ ინდიელებად წოდებული ამერიკელები განსხვავებულ
სამეოურნეო საქმიანობას მისდევდნენ, და თუ ჩინეთი ბრინჯთან ევროპა კი
ხორბალთანაა ასოცირებული, ამერიკული ცივილიზაცია სიმინდის
ცივილიზაციაა, რომელიც იქ 7 ათასი წლის წინ გაჩნდა.
ინდიელები მეტად დახელოვნებულები იყვნენ მიწათმოქმედებაში და საკვებადამ
იყენებდნენ უამრავ მცენარეს. განსაკუთრებით საინტერესოა აცტეკების
სამიწათმოქმედო ტექნიკა, რომელიც ჩინამპასის სახელითაა ცნობილი, და
რომელიც ტბაში მიწამიყრილ ტივებზე მცენარებიის დათესვას და ამგვარად მათ
ნესტიან და გრილ გარემოში შენახვას გულისხმობდა გვალვის დროს. ჩინამპასის
ტექნიკამ სუკუნეებს გაუძლო და დღესაც არსებობს მექსიკის ზოგიერთ რეგიონში.
გარდა სიმინდისა, ამერიკიდან შემოვიდა პომიდორი, თამბაქო, კაკაო,
მზესუმზირა, თავის ტრეპანაციის ოპერაციაც კი. თუმცა საინტერესოა, რომ ხალხი,
რომელმაც არ იცოდა ბორბალი, ცხენი, რკინის გამოდნობა ასე დახელოვნებული
იყო ფერადი ლითონის დამუშავებაში. სწორედ მათმა ისტორიულმა
მოწყვეტილობამ ევროპული ცივილიზაციისაგან განაპირობა ამერიკის
განსაკუთრებული, ენდემური იდენტობა.

ევროპელტა მოსვლამდე, დასავლეთის ნახევარსფეროს ცივილიზაციები


ჩამოყალიბდა მეზოამერიკისა და ანდების ტერიტორიაზე. აქ დაარსებულმა
ცივილიზაციებმა თავიანთი კვალი დატოვეს ამერიკაზე, თუმცა გამორჩეულად
იმოქმედა ოთხმა ცივილიზაციამ.
მაია - მისი ჩამოყალიბების ქვედა ზღვარი შეიძლება იყოს მეორე ათასწლეული
ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ხოლო აყვავებს პერიოდი მეშვიდე მერვე საუკუნეებს
მოიცავს. მაის ცივილიზაცია გავრცელებული იყო ჰონდურასის, ბელიზის,
მექსიკის ტერიტორიებზე და თავის მხრივ ასეულობით ტომს ერთი კულტურის
ქვეშ აერთიანებდა.
მაიას ცივილიზაცია გამოირჩეოდა სამშენებლო ტექნიკის, არქიტექტურის,
სახვითი ხელოვნების, ასტროლოგიისა და მატემატიკის განვიტარების დონით.
მათი კალენდრები ზუსტად არწერდნენ ასტროლოგიურ 365 დღეს და
გამოყოფდნენ 18 თვეს. რიტუალური კალენდარი 260 დღეს მოიცავდა და
უმნიშვნელოვან როლს ტამაშობდა მაიას ხალხის ყოველდღიურობაშიც.
ამ ცივილიზაციის უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მატემატიკაში ნულის
შემოღება, ერთი საუკუნით ადრე სხვა ცივილიზაციებთან შედარებით.
აცტეკები - ამერიკის ტერიტორიაზე ისინი მეთორმეტე საუკუნეში ჩნდებიან და
მათივე მითების მიხედვით კუნძულ „ასტლანიდან“ მოდიან, საინდანაც მათი
სახელი აცტეკებიც წამორიშვა, თუმცა მეცნიერებმა დრემდე ვერ დაადგინეს ამ
კუნძლის მდებარეობა.
აცტეკები პოლიტიკურად აგრესიული ტომი აღმოჩნდა, ვინაიდან ამერიკის
კონტინენტზე გამოჩენის შემდეგ ორსაუკუნოვან ბრძოლას ატარებდა
ადგილობრივი ტომების წინააღმდეგ, საბოლოოდ მეთოტხმეტე საუკუნეში
იქმნება მათი სახელმწიფო დედაქალაქით - ტენოჩტიტლანი.
აცტეკების კულტურამ შეითვისა ყველა ადგილობრივი კულტურის
თავისებურება. განსაკუთრებით ცნობილია მათი კერამიკის დამუშავება და
სადრენაჟო სისტემები. ფართოდ გამოიყენებოდა მონური შრომაც. აცტეკების
იმპერიის განსაკუთრებით აღზევების პერიოდი დაკავშირებულია მმართველ
მონტესუმასთან.
ინკები - ამავე პერიოდში თანამედროვე პერუს, ეკვადორის, ბოლივიის,
ნაწილობრივი არგენტინისა და ჩლეს ტერიტორიაზე არსებობდა ინკების იმპერია,
რომლებიც მათი სახელის თარგმანის მსგავსად მართლად სამყაროს ოთხი მხარის
გამაერთიანებლებს წარმოადგენდნენ. მათი იმპერის ა 1 მლნ კვ.კმ ტერიტორიას
მოიცავდა.
ყველა ამერიკული ცივილიზაციისთვის დამახასიატებელი იყო მზის კულტის
გაღმერთება, თუმცა ინკებმა თავიანთ თავს „მზის შვილები: უწოდეს და
განსაკუტრებით გააფეტიშეს მზე, რომელსაც ხშირად ადამიანებსაც სწირავდნენ.
მზის შემდეგ დიდი ღვთაებას მთვარე - მზის და და მეუღლე წარმოადგენდა.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცივილიზაციის მმართველსაც, დიდი ინკას,
რომელიც მზის ღმერთის განსხეულებად მიიჩნეოდა.
ორიგინალური იყო ინკების „კვანძოვანი დამწერლობა“ – „კაპუ“, რომელიც დიდი
ბაწარს და მასზე სხვადასხვა კვანძით შებმულ ნაჭრებს წარმოადგენდა, ერთ ერთი
ყველაზე დიდი კაპუ 6 კმ სიგრძინაა. კაპუზე ძირიტადად ბიუროკრატიული
ინფრმაციის, გამოთვლებისა და მონაცემების დატანა შეიძლობადა და მისი
მცოდნე დიდი პატივით სარგებლობდა. თუმცა, ამავდროულად, შეცდომის გამო
სიკვდილით დასჯაც ემუქრებოდა.
ჩიბჩა-მუისკების ტომი - თანამედროვე კოლუმბიის ტერიტორიაზე სახლობდნენ.
გამოირჩეოდნენ სამეთუნეო საქმის, ქვანახშირის, ზურმუხტების მოპოვება
დამუშავებით. სხვა ამერიკული ცივილიზაციების მსგავსად უთანასწორო
საზოგადოებრივი წყობა ჰქონდათ, რაც მათ რელიგიაშიც აისახა, ორი ღმერთის -
უბრალო და დიდებული ხალხის მფარველების სახით.
ცალკეული მეცნიერების მოსაზრებით ჩიბჩა-მუისკების ტომში გაჩნდა პირველად
ფული, ოქროს მონეტების სახით, თუმცა ეს მონეტები შესაძლოა სამკაულის სახეც
ყოფილიყო, რომელიც სხვა ნივთებში იცვლებოდა.
ჩიმჩა-მუისკების ტომიდან მოდის ლეგენდა ელდორადოს შესახებს, როცა პირველ
კონკისტადორს ადგილობრივებმა მეფის კორონაციის რიტუალის შესახებ
მოყვნენ, რომლის დროსაც ოქროს ფხვნილიანი მეფე ოკეანეში განიბანებოდა,
სადაც დანარჩენი ხალხი ოქროს ზოდებს ან უბრალოდ ოქროს ნივთებს ისროდა.
მეფეების კორონაცია კი ჩიმჩა-მუისკების არსებობისას ბევი იქნებოდა, ამიტომ
გაჩნდა იმედი ოქროთი დაფარული წყალქვეშა ქალაქის არსებობისა, რომელსაც
მონდომებიტ ებრძოდნენ ევროპელები.

კოლუბმამდელი ამერიკის კულტურა - კონკრეტული ტერიტორიის განვითარების


დონის შეფასებისას ისტორიკოსები იყენებენ ხოლმე დამწერლობის ცოდნის,
გამწევი ცხოველების გამოყენების, დამწერლობის, სამეთუნეო დაზგის და სხვა
ტექნოლოგიათა გამოყენების საშუალებებს. ამ კრიტერიუმების მიხედვით
შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლუმბამდელ ამერიკაში არ იცნობდნენ სამეთუნეო
დაზგას, თუმცა მათი კერამიკული ნამუშევრები გამოირჩევნია შესრულების
სრულყოფილი ტექნიკით, და ზოგჯერ ამბობენ იმასაც, რომ ჩინელებამდე მიაგნეს
ფაიფურის საიდუმლოს. ამერიკელებს არ ჰყავდათ გამწევი ცხოველები, რადგან
სამხრეთამერიკელი ლამა ამისთვის არ გამოდგებოდა და მას ტვირთის საზიდად
იყენებდნენ. ამერიკელებს ჰქონდათ კომუნიკაციის საშუალებებიც,
მალემსბორლთა სამსახური, რომელიც კაპუს კვანძებით დაწერილ წერილებს
მაღალი ტექნიქით გაკეთებულ მოკირწყლულ გზებზე დაატარებდნენ.
ამერიკელებს ჰქონდათ სახელწმიფოს განვიტარების ზოგჯერ ჩახლართუი და
რთული ბიუროკრატიული აპარატიც და ჰყავდათ არმიაც, რადგან ამერიკული
ცივილიზაციების ისტორია ომების ისტორიაცაა და ა.შ.
ევროპული ცოტა არ იყოს და ეთოცენტრისტული კრიტერიუმების
გათვალისწიებით შეგვიძლია ვისაუბროთ ამერიკული საზოგადოების
განვითარების მაღალ დონეზე კოლუმბამდელ პერიოდშიც.
პირველი კოლონიური იმპერიების შექმნა - ევროპელ დამპყრობლებს სიმდიდრის
მოპოვების საშუალებები აინტერესებდათ. შესაბამისად ამგვარი ქონების
მაძიებლები მალე დაიძრნენ კონკისტადორების სახით. ფერნანდო კორტესისი
ხელმძღვანელობით მათ გაანადგურეს აცტეკების იმპერია, პისაროს მეთაურობით
კი ინკები დაიპყრეს.
საინტერესოა, რომ ევროპული რაზმები ასამდე მეომრისაგან შედგოდა და დიდ
იმპერიების წესით არ უნდა გაჭირვებოდათ დიდი რაზმების შეგროვება, მაგრამ
საქმე ძალთა თანაფარდობაში არ იყო. ევროპელებს, რომლებიც ცხენზზე
ამხედრებულნი, ჯავშანასხმულნი ცხადდებოდნენ ინდიელების პირისპის,
ამერიკელები ღვთაებებად აღიქვამდნენ და მათთან ბრძ`ლა არ შეიძლებოდა. ამას
ამყარებდა ლეგენდები თეთრკანიან და წვერიან ღმერთებზე, რომლებიც
სავარაუდოდ ვიკინგების ლაშქრობების შემდგომ შეიქმნა. ამრიგად, ამერიკელი
აბორიგენები ძირითადად ნებდებოდნენ ევროპელ კონკისტადორებს.
დამპყრობლებს თან წაჰყვა სამღვდელოებაც, რომლებმაც ადგილობრივების
ძალით გაკათლიკება განიზრახეს, თუმცა ინდიელები უსულოებად
ითვლებოდნენ, ამიტომ მათი ხოცვა ღვთისნიერი საქმე გახდა დაპყრობების
პირველ პეიოდშ და მხოლოდ 1537 წელს აღიარა პაპმა ისინიც სულის მქონე
ხალხად. თუმცა ამას არ შეუმსუბუქებია აბორიგენთა ცხოვრება, რადგან ახლა
კოლონიური შრომით ტანჯავდნენ. ამ პერიოდში დაღუპულთა ზუსტი
რაოდენობის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, და მთლიანი მოსახლეობის
2/3-ს შეადგენს დაახლოებით.
ესპანელებს და პორტუგალიელებს უმეტესად რესურსების ამოღება
აინტერესებდათ, ამიტომ ადგილობრივებს შრომას ავალებდნენ, რაც
ამერიკელებისთვის უცხო და ამრიგად მეტროპოლიისთვის უსარგებლო იყო,
გავრცელებული ეპიდემიები და მძმე შრომა კი ბევრ ინდიელს ხოცავდა და მალე
აფრიკიდან მონების შეყვანა გახდა საჭირო მუშახელის რაოდენობის შესავსებად.
ინგლისი და საფრანგეთი, რომელთაც შედარებით დააგვიანდათ დამპყრობლური
ქმედებების წამოწყება, მეჩვიდმეტე საუკუნიდან აქტიურად ერთვებიან ამერიკის
დაკავებაში. საფრანგეთის ხელში გადადის კანადა, სადაც 1608 წელს დაასრსებენ
კვებეკს, უფრო მოგვიანებით ლუიზიანას და ამრიგად ჩრდილოეთ ამერიკის
ჩრდილოეთ ნაწილს ისინი დაეპატრონებიან.
ინგლისი თავის მხრივ ატლანტის ოკეანის სანაპიროზე აარსებს ვირჯინიას და
ცენტარულ ამერიკაზე აცხადებს პრეტენზიას.
კოლონიების შექმნას ცდილობს ჰოლანდიაც, რომელიც ახალ ამსტერდამს
დააარსებს, თუმცა მალე მას ინგლისი დაეპატრონება.
კოლონიზაციას ქონდა თავისი გარკვეული თავისებურებები. ინდიელები,
რომლებიც დამყრობებმა გაფანტეს კონტინენტის მასშტაბით გამოუსადეგარი
ძალა იქნებოდა შრომისთვის, ამიტომ გაიზარდა მონების შემოყვანა აფრიკიდან,
ასევე ევროპაში სახელწიფოს მორალატეებისა და მეამბოხეების, დამნაშავეების
ცამოსახლება.
კოლონიზაციამ გავეა იქონია ევროპულ ქვეყნებს შორის დაპირისპირების
წარმოქმნაზეც, რის შედეგადაც კუნძლების უმრავლესობა საფრანგეთის და
ინგლისი ხელში აღმოცნდა, ეს ქვეყნეიბ კი მეტ შემოსავალს ნახულობდნენ,
რადგან არ კრძალავდნენ მეკობრეთა ქმედებებს, რომლების ტავის მხრივ ესპაუნრ
და პორტუგალიურ გემებს ძარცვავდნენ. დედოფალმა ელისაბედმა ერთ-ერთი
მეკობრე რაინადად აკურთხა, თუმცა იმ შემოსავლის რაოდენობით, რასაც
ინგლისი მეკობრეობით იღებდა, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაც კია.
ამერიკის დაპყრობის შედეგები - ამერიკის დაპყობის შედეგად ევროპაში შევიდა
კარტოფილი, სიმინდი და სხვა ბევრი პროდუქტი, რომლითაც ვაჭრობა დაიწყო.
კოლონიური ვაჭრობა ამდიდრებდა ინგლისისა და ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის
კომპანიებს და ამრიგად კონკურენციას უწევდა პორტუგალიის აზიურ საქონელს.
ინდოეთში, სადაც იცნობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს პორტუგალიელებმა
მხოლოდ რამდენიმე ქალაქის დამორჩილება მოახერხეს, ზღვაზე უპირატესობის
გამო შეავიწროვეს არაბები და ამ მხრივ მონოპოლია მოიპოვეს, თუმცა მალე
ინგლისმა მათი დამარცხებაც მოახერხა და აზიის სავაჭრო გზებიც ხელში ჩაიგდო.
საზღვაო ვაჭრობის გამო განვითარდა გემთმშენებლობაც, რომელიც თავის მხრივ
ზრდიდა მოთხოვნას ხე-ტყეზე, რკინასა და ქსოვილებზე. შესაბამისად ამან ხელი
შეუწყო მანუფაქტურულ მეურნეობაზე გადასვლას.
ახალი მიწების აღმოჩენით გაფართოვდა ადამიანთა თვალსაწიერიც, და როცა
1519-22 წლებში მაგელანმა დედამიწის გარსემო იმოგზაურა ევროპელებმა
საბოლოოდ შეიტყვეს იმ პლანეტის სიდიდე, რომელიც შემდგომში თვითონვე
უნდა შეესწავლათ.

2.
მანუფაქტურულ წარმოებაზე გადასვლა - ცვლილებემა ადამიანების ცნობიერებაშ
რაც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდმა მოიტანა შეცვალა
მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებაც. განვითარდა დიდი კომპანიები,,
რომელბიც გადარიცხვებს კონტინენტებს შორის აწარმოებდნენ, შესაბამისად
უნაღდო გადასახადის, სესხის გაცემის და სხვა ტრანზაქციების შემორება გახდა
საჭირო, რამაც ბანკების დაარსების აუცილებლობა გამოიწვია. უდიდესი საბანკო
ცენტრები გახდა ლიონი, ლონდონი, ამსტერდამი, ანტვერპენი და სხვა. საბაზრო
ეკონომიკის განვითარებისთვის მანუფაქტურების მფობელები ფულს
აბანდებდნენ, რამაც თავის მხრივ ტექნოლოგიების განვითარებაც გამოიწვია.
შეიქმნა ბრძმედი, რომელიც ქვანახშირზე მუშაობდა და ლითონის დამუსავების
უფრო ეფექტურ გზას წარმოადგენდა. ამას ერთის მხრივ გაზარდა ქვანახშირის
წარმოება, მეორე მხრივ იარაღისა. შეიქმნა წიგნის საბეჭდი მანქანაც გუტენბერგის
მიერ და სხვა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია მანუფაქტურების
სპეციპიკაც, რომლებიც თანდათანობით ანაცვლებდნენ საამქრო მუშაობას.
თავდაპირველად წარმოშობილი გაფანტული მანუფაქტურები გულისხმობდა
მფლობელის მხრიდან საამქროებისთვის რესურსების მობილიზებას და საქონლის
რეალიზაციას. უფრო მოგვიანებით საამქაროებში ცალ-ცალკე ეწყობოდა
მაგალიტად საათის ნაწილები და შემდგომ მანუფაქტურის საერთო შენობაში
იქნებოდა ერთიანი საათი. და ბოლოს საზოგადება გადავიდა აბსულუტურ
მანუფაქტურულ მეურნეობაზე, რაც ერთ შენობაში გაერთიანებულ საჭირო
რესურსებს, დანადგარებს და დაქირავებულ მუშახელს იყენებდა უფრო რთული
კონსტრუქციების ასაგებად.
ბუნებრივა, რომ ამ ყველაფერმა შეცვალა საზოგადოების განვითარებაც.
პირველი ის, რომ პროდუქციის ასორტიმენტის ზრდამ დააჩქარა ფულადი-
სასაქონლო ურთიერთობები. სოფლის მეუნეობამ მეორე პლანზე
გადაიწია.მიწების გაყიდვაც, ან გასხვისებაც სახელწიფოს ხელშეწყობით ხდებოდა
მანუფაქტურების დასაარსებლად, ტექნიკური კულტურების ან ცხვრის
მოსაშენებლად. მსგავსი პოლიტიკის გამო ინგლისში გავრცელდა ფრაზა, რომ
„ცხვრებმა შეწამეს ადამიანები“
მეორე - მიმდინარეობდა ცვლილებები სოციალურ სტრუქტურაში.
წარმომავლობას უფრო ნაკლები ყურადღება ექცეოდა, სანაცვლოდ პრესტიჟული
გახდა ბანკირის, იურისტის, ვაჭრის პოზიცია. მეორეხარისხოვანი გახდა
მიწადმოქმედის საქმეც. ამას ქალაქებში მოსახლეობის ზრდა გამოიწვია, თუმცა
მოერე მხრივ შექმნა ფეთქებადსაშიში ღარიბი ხალხის მასა, რომელიც სოფლის ან
ქალაქის ღარიბ მოსახლეობას წარმოადგენდა ძირითადად.
და მესამე, მანუფაქტურულ მეურნეობაზე გადასვლამ წარმოქმნა ერთიანი შიდა
ბაზარი ევროპის ტერიტორიაზე. მოხდა შრომის დანაწილება საერთოევროპული
მასშტაბით.
აღორძინების ეპოქა. ბუნებრივია, რომ ცვლილებებმა ადამიანთა საქმიანობასა და
მსოფლხედვაში წარმოშვა ახალილ იდეები და მიდგომა სამყაროსადმი.
შუასაუკუნეების ადამიანზე დიდ გავლენას ახდენდა ყოველდღიური რუტინა,
ადამიანების შეფასება მისი წამომავლობის მიხედვით, სენიორის ნებისადმი
დაქვემდებარებულობა და სხვა. ახალ ეტაპზე უფრო მეტად საჭირო გახდა სხვა
თვისებები - მოხერხებულობა, ცნობსმოყვარეობა, ინდივიდუალიზმი, ახალი
მიწის აღმოჩენის სურვილი. ამიტომ რენესანსის ეპოქაში სწორედ ასეთი ადამიანი
ხდება გმირი, იგი ახალი აქტორია ახალ კულტურაში.
აღორძინების ეპოქა გულისხმობს ანტიკური კულტურით დაინტერესების
საფუძველზე ახალი, ადამიანის ინდივიდით დაინტერესებული მიმდინარეობის
წარმოშობას. ამის ყველაზე კარგი მაგალითია დანტე ალიგიერი, ბოკაჩო,
პეტრარკა, რომელთა ლიტერატურული გმირებისთვის აღარ არის აუცილებელი
დიდგვაროვნება და სხვა თვისებები უფრო გამოკვეთილი. ყურადღება დაეთმო
ადამიანის გარეგნულ სილამაზესაც, რაც მიქელანჯელოს,და ვინჩის, რაფაელის,
ბოტიჩელის და სხვათა შემოქმედებაზე აისახა. რენესანსის პერიოდში ადამიანით
დაინტერესებამ წარმოშვა „ჰუმანიზმიც“, რომელიც დღევანდელივით
„კეთილშობილების“ მაგივრად, ადამიანის შესწავლად ნიშნავდა.
პირველის რელიგიური ომები ევროპაში. ახალმა იდეებმა, ჰუმანიზმაა, ადამიანის
ინდივიდუალობის შეფასებამ გავლენა იქონია რელიგიურ შეხედულებებზეც.
70 წლიანმა „ავინიონის ტყვეობამ“ დაღი დაასვა პაპის გავლენასაც. მართალია 1377
წელს პაპი გრიგოლ მეთერთმეტე დაბრუნდა რომში, მაგრამ მისი გარდაცვალების
შემდეგ დაპირისპირება განახლდა, საფრანგეთმა თავისი პაპი აირჩია, რომმა
თავისი. საბოლოოდ ორივე მათგანი განკვეთეს. თუმცა ეს განხეთქლება, რომელიც
დაახლოებით 1417 წლამდე გაგრძელდა ასუსტებდა კათოლკური ეკლესიისა და
პაპის გავლენას ევროპის ბევრ სახელმწიფოში.
ერთ-ერთი პირველი უკმაყოფილება კათოლიკური ეკლესიისადმი ჩეხეთში
გამოითქვა, რომელიც ასევე რომის გავლენის ქვეშ იყო. იან ჰუსმა გააჯღერა ახალი
იდეები ჩეხეთის ეკლესიის რეფორმაციის შესახებ და ამხილა კათოლიკრი
ეკლესიის მანკიერებები. ჰუსი ერეტიკოსად ცნეს და ცეცხლზე დაწვეს. თუმცა
ჩეხეტში ჰუსიტების მოძრაობა უფრო მომძლავრდა ჟიჟკას მეთაურობით. ჰუსის
იდეებს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობოდა და პაპს ამასთან გამკლავება
უჭირდა. მან 5 ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო ჩეხებს წინააღმდეგ, მაგრამ
ჰუსიტები მცირე შეტაკებებით დიდი დარტყმას აყენებდნენ და ამრიგად პაპს
დათმბაზე წასვლა მოუწია, რის შედეგადაც ჩეხეთში განსაკუტრებული
უფლებებისა და წესების მქონე ეკლესია შეიქმნა.
ყველაზე დიდი გამოწვევა კათოლიკური ეკლესიისთვის გერმანია გახდა, სადაც
ვიტენბახის მღვდელმა და თეოლოგმა მარტინ ლუთერმა ბრძოლა დაიწყო
პაპიზმის წინააღმდეგ. იგი უპირველსად დაუპირისპირდა ინდულგენციებით
ვაჭრობას, რაც ცოდვების ფულით გამოსყიდვას გულისხმობდა და ამრიგად
ადამიანის სულის განწმენდის გზას უაზრობად აქცევდა ლუთერი
ეწინააღმდეგებოდა ხატებს, ლოცვებს, დადგენილ წესებსა და დოგმებს, რასაც
არანაირი კავშირი არ ჰქონდა ნამდვილ რწმენასთან. სწორედ ამის შესახებ
გამოაკრა მან 95 თეზისი რწმენის შესახებ ეკლესიის კარზე.
1520 წელს იგი ეკლესიიდან განკვეთეს, უფრო მოგვიანებით კი მისი მოძღვრება
ერეტიკოსობად შერაცხეს, მაგრამ გერმანელ ხალხში ლუტერანობის გავრცელებას
ამან ხელი ვერ შეუშალა. მოგვიანებით დაიწყო რაინდთა აჯანყებები, რომლებიც
მოითხოვდნენ ეკლესიის რეფორმაციას. 1524-1525 წლებში კი გერმანიის მიწებზე
გლეხთა ომები დაიწყო. ანაბაპტისტური მისწრაფებების მიხედვით წმინდა წიგნიც
არ იყო რწმენის საფუძველი და მხოლოდ ღმერთი კარნახობდა ადამიანს თუ
როგორ უნდა მოქცეულიყო. აჯანყებები გერმანიის ბევრ მიწას გადაედო, თუმცა
მათ დასახმარებლად არ გამოვიდნენ ლუთერანები და პაპმა მოახერხა აჯანყებების
შეჩერება.
საბოლოოდ, 1555 წელს დაიდო საეკლესიო ზავი, რომლის მიხედვითაც გერმანიის
მიწების მმართველების სურვილისამებრ დაიყოფოდა რელიგიები, „ვისიც იყო
ხელისუფლება იმის იქნებოდა რელიგიაც და ამ მიდგომას კათოლიკე მთავრებმაც
დაუჭირეს მხარი.
რეფორმაცია დაიწყო შვეიცარიაშიც, სადაც ახალი იდეოლოგიის ავტორი ჟან
კალვინი გახდა. მისი მოძღვრების თანახმად ამქყვენიური სიმდიდრე იყო
ადამიანთა რწმენისა და უფლის მადლის დამადასტურებელი. თუ ადამიანს შრომა
უფასდებოდა და ფინანსურად წარმატებული იყო ანუ მას ღმერთი სწყალობდა.
მსგავსი იდეოლოგია მალე გავრცელდა ჟენევის გარეთაც და დიდი პოპულარობაც
მოიპოვა. კალვინიზმი თავის მხრივ მეტად კონსერვატიული რელიგია იყო და იგი
კრძალავდა გართობას, მუსიკის მოსმენას, მოდურად ჩაცმას, თეატრში სიარულს
და სხვა.
კათოლიკურ ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტა ინგლისმაც. ჰერნი მერვესა და პაპს
შორის არსებულმა პირადმა დაპირისპირებამ განქორწინების საკითხთან
დაკავშირებით 1534 წელს ინგლისს მიაღებინა გადაწყვეტილება გამოყოფოთა
კათოლიცმიზმს. ახალ რელიგიას ანგლიკანიზმი ეწოდა და მასში რეფორმირებულ
იყო კათოლიკური შეხედულებები, ეკლესიის მეთაურად კი თვით მეფე
იწოდებოდა.
ამგვარად, რენესანსსში დაწყებულმა სოციალურმა თუ გონებრივმა ცვლილებებმა
ადამიანები რეფორმაციამდე მიიყვანეს. სანაცვლოდ პაპის ერთ-ერთ დასაყრდენს
იეზუიტთა ორდენი წარმოადგენდა, რომელიც იგნასიო ლოიოლამ შექმნა. აქ
ზრდიდნენ კათოლიკე თეოლოგებს, რომლებიც შეძლებდნენ ლუტერანებთან და
სხვებთან პოლემიკაში ჩაბმას, ავრცელებდნენ კათოლიციზმის იდეებს. ამგვარად
დაიწყო კონტრრეფორმაცია კათოლიკური ეკლესიის მხრიდან, რაც არსებული
წესების გადახედვას და რეფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა. ყველა
ახალი რელიგური მიმდინარეობა ერეტიკოსობად შეირაცხა, გადაიხედა დოგმები.
1545 წელს ტრიდენტში მოწვეულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა ახალი წესები,
რომლითაც კათოლიკურ ეკლესიას უნდა აღედგინა თავისი გავლენა სხვა
სახელმწიფოებზე. ერეტკოსობად მიიჩნევდნენ მეცნიერულ მოღვაწეობასაც,
მაგალითად კოპერნიკი დაგმეს თავისი ჰელიოცენტრული ტეორიის გამო, ხოლო
მისი მიმდევარი ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს. თუმცა დაწყებული
რეფორმაციის შეჩერება მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.
3. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და ამერიკული ცივილიზაციები
ევროპელები აზიისკენ მიმავალი ახალი სავაჭრო გზების აღმოჩენით მას შემდეგ
დაინტერესდნენ, რაც 1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინეპოლი აიღეს და ამით
დამაკავშირებელი გზები ჩაკეტეს. საბაჟო გადასახადი, საშიშ სავაჭრო გზა,
რომელიც ოსმალეთის იმპერიაზე გადიოდა და მათ ხმელთაშუაზღვის ბატონებად
აქცევდა ალტერნატიური გზების ძებნას მოითხოვდა.
თეორია, რომლის მიხედვითაც დედამიწას სფეროს ფორმა აქვს განსაკუტრებით
გავრცელდა მეთხუთმეტე საუკუნის ევროპაში. ამრიგად, გაჩნდა იდეა, რომ
ატალტის ოკეანის გადაცურვით დასავლეთის მხრიდან შესაძლებელი იქნებოდა
ინდოეთამდე მიღწევა. ამ იდეეის განსახორციელებლად პირველად გენუელი
მოგზაური ქრისტეფორე კოლუმბი გაეშურა, რომელმაც 1494-1502 წლებში 4ჯერ
იმოგზაურა დასავლეთისკენ და მიაგნო კიდეც მიწას, რომელზეც სიცოცლის
ბოლომდე ფიქრობდა, რომ ინდოეთი იყო. მაგრამ მისი შეცდომა იმაში
მდგომარეობდა, რომ დედამიწა ზედმეტად პატარა მასშტაბისა მიაჩნდა და
ევროპასა და აზიას შორის სხვა კონტინენტის არსებობა ვერ წარმოედგინა.
საბოლოოდ, ამერიგო ვესპუჩის მოგზაურობებმა დაამწტიკა, რომ კოლუმბის მიერ
აღმოჩენილი მიწა ინდოეთი კი არა სრულიად ახალი მიწა იყო და კონტინენტსას
მის საპატივსაცემოდ ამერიკა უწოდეს.
კოლუმბის პერიოდშივე იწყება ექსპედიციები აფრიკის შემოვლით ინდოეთის
ოკეანეში გასვლის მცდელობისა. პირველად ყველაზე დიდ წარმატებას
ბართლოეო დიაშმა მიაღწია, რომელიც გავიდა ინდოეთის ოკეანეში და კეთილი
იმედის კონცხთან შეჩერდა. უფრო მოგვიანებით, ვასკო და-გამა იყო პირველი
ადამიანი, რომელმაც ინდოეთს მიაღწია, ჩავიდა კალკუტაში და იქედან
სანელებლებით დატვირთული გემით დაბრუნდა. ამრიგად, ინდოეთთან
საკონტაქტო გზა გაჭრილი იყო და ოსმალების არასტაბილური ბაზარიც
გადახული. მაგრამ ევროპა კოლუმბის მიერ აღმოჩენილი ახალი მიწითაც
დაინტერესდა, რომელზეც ხან ოქროს ხან სხვა სახის სიმდიდრეს ბევრი ადამიანი
ეძებდა.
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკელი აბორიგენები თავის მხრივ
ევროპელებისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ. ძირიტადად წარმოადგენდნენ
მიწათმოქმედებს, და თუ ევროპა ხორბლის, ჩინეთი ბრინჯის საზოგადოებები,
ამერიკა მკვეთრად სიმინდის ცივილიზაციაა, რომლის მოყვანი 7 ათას წლიანი
ისტორია არსებობს. თუმცა სიმინდის გარდა ევროპელები ბევრ გამორჩეულ
რაიმეს წააწყდნენ.
ამერიკელ აბორიგენებში, რომლებსაც კოლუმბის შეცოდმის მიხედვიტ
ინდიელებსაც უწოდებენ ხოლმე, მიწათმოქმედების საინტერესო ტექნიკებიც იყო
გავრცელებული, მათ შორისაა აცტეკური მეურნეობის წესი, ჩინამპასი, რაც ტბაში
მიწამიყრილ ტივებზე მცენარეების დარგვას და გვალვაში მატთვის ხელსაყრელი
გარემოს შექმნას გულისხმობდა. ამ ტექნიკამ საუკუნეებს გაუძლო და მექსიკის
ზოგიერტ რაიონში დღემდე მისდევენ. რელიეფურად თუ კლიმატურა
განსხვავებულმა ამერიკამ ევროპას მისცა თამბაქო, კაკაო, კარტოფილი, თავის
ტვინის ოპერაციაც კი, სანაცვლოდ ევროპელებმა „ცივილიზაცია“ ცამოუტანეს
ამერიკელებს და გააცნეს ისინი ცეცხლსასროლ იარაღს, ფუფუნების საგნებს და
სხვა.
თუმცა ევროპელების მოსვლამდე ამერიკის ცივილიზაციაზე, რომელიც
ძირიტადად მეზოამერიკისა და ანდების ტერიტორიაზე სახლობდა ოთხმა დიდმა
ტომმა იქონია გავლენა.
ერთ-ერთი მათგანია მაიას ტომი, უძველესი ცივილიზაცია თანამედროვე
მექსიკის, ჰონდურასისა და ბელიზის ტერიტორიებზე. მისი აღმოცენების თარიღს
ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულში მივყავართ, შესაბამისად იგი ერთ-
ერთი უძველესი ცივილიზაციაა. ხალხს, რომელსაც არ გააჩნდა ბორბალი,
სამეთუნეო დაზგა და სხვა შექმენს უდიდესი კულტურა. მაიას ტომი ცნობილია
მისი ასტროლოგიური გამოთვლებითა და განსაკუთრებული დაინტერესებით
მატემატიკისადმი. მათი კალენდარი, რომელიც 365 დღეს მოიცავდა მზის ფაზებს
ზუსტად აღწერდა. მაიას ტომში გავრცელებული იყო მეორე 260 დღიანი
რიტუალური კალენდარიც. დროის აღრიცხვა მიწათმოქმედ ტომში დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად მასთან დაკავშირებული რიტუალებიც, მათ
შორის მსხვერპლშეწირვაც დიდად იყო გავრცელებული.
აცტეკები ამერიკის კიდეც ერთი უდიდესი ტომია, ძირითადად თანამედროვე
მექსიკის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, თუმცა ისინი არ წარმოადგენდნენ
ამ ტერიტორიის აბორიგენ მოსახლეობას და მათივე მითების მიხედვით
მოდიოდნენ ოკეანის კუნძულიდან, თუმცა ამ ადგილის ზუსტი მდებარეობა
დღემდე დაუდგენელია.
აცტეკები აგრესიული დამპყრობლები აღმოჩნდნენ და თითქმის ორი საუკუნის
მანძილზე აწარმოებდნენ ომს ადგილორივებთა, რაც მათი გამარჯვებით და
იმპერიის დაარსებით დასრულდა. აცტეკები უმეტესად მიწათმოქმედ
საზოგადოებას წარმოადგენდნენ და საინტერესო ტექნიკაც ჰქონდათ, ჩინამპასის
სახით.
ინკების ტომაა შეძლო 1 მილიონიანი იმპერიის შექმნა, რომელიც თანამედროვე
ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს მოიცავდა. ინკები თავიანთ თავს
სამყაროს ოთხი მხარის გამაერთიანებლად მოიხსენიებდნენ და ეს შეიძლება
სიმართლედაც ჩაითვალოს.
ამერიკულ საზოგადოებებში ტიპური იყო მზის თაყვანისცემა, მაგრამ ინკებ
თავიან თავს მზის შვილებად მიიჩნევდნენ, შესაბამისად განსაკუთრებულად
ეტაყვანებოდნენ ღვთაებას და ხშირად ადამიანებსაც სწრიავდნენ.
ინკებში გავრცელებულ იყო ე.წ. კვანძოვანი დამწერლოკა - „კაპუ“. კაპუ
წარმოადგენდა გრძელ თოკს და მასზე შებმულ ქსოვილებს. ყველაზე გრძელი კაპუ
6 კმ სიგრძისაა და მასზე დიდი ბიუროკრატიული ონფორმაციის დატანა იყო
შესაძლებელი, სხვადასხვა მონაცემებისა და გამოთვლების ჩათვლით. კაპუს
მცოდნეთ დიდი უპირატესობა ენიჭებოდათ, თუმცა პასუხისმგებლობიდან
გამომდინარე შეცდომის შემთხვევაში სასტიკად ისჯებოდნენ. ინკებში
განვითარებულ იყო საფოსტო სისტემაც. მალემსრბოლებს კაპუ ინკების მიერ
მოწყობილ მოკირწყლულ გზებზე გადაჰქონდათ.
ჩიმჩა-მიუსკების ტომი ამერიკული ცივილიზაციის კიდევ ერთი ნაწილია,
რომელიც ძვირფასი ლითოების დამუშავებით, ქვანახშირისა ზურმუხტების
მოპოვებით არიან ცნობილნი. ვარაუდობენ,რომ პირველი ოქროს მონეტა სწორედ
მათ შექმენს, თუმცა იგი უფრო მეტად კონკრეტული სახის ძვირფასეულობას
წარმოადგენდა, რომლის გაცვლაც შეიძლებოდა.
ჩიმჩა-მიუსკების ტომიდან მოდის მითი ელდორადოს შესახებ. აქ ჩასულ
ევროპელებს ტომის წევრები მოუყვნენ მეფის არჩევის რიტუალზე, რომლის
დროსაც მეფეს ოქროს ფხვნილით ფარავდნენ, იგი სანაპიროზე განიბანებოდა,
მოსახლეობა კი ოქროს ზოდებს ისროდა წყალში. სიმდიდრით დაინტერესებული
ევროპელებისთვის ეს დიდი სენსაცია და ახალი მიზანი იყო.
ამ ოთხი ტომის მაგალითზეც ნათელია, რომ საზოგადოებებს, რომლებსაც არ
გააჩნდათ ბორბალი, სამეთუნეო დაზგა, ცეცხლსასროლი იარაღი, შეეძოთ ისეთი
საოცარი განვითარებისთვის მიერწიათ, შეექმნათ დახვეწილი კულტურა და
მიეღწიათ მეცნიერული განვიტარებისთვის. მაგრამ ევროპელების მოსვლამ მათი
კულტურა გაანადგურა.
ამერიკელების მარტივად დანებებას რამდენიმე მნიშვნელოვნად კულტურული
მიზეზი გააჩნდა. და ყველაზე მთავარი ალბათ ისი ყო, რომ მათ თვალში
ევროპელი კონკისტადორები არა მტრად, არამედ ღმერთისგან მოვლენილად
აღიქმებოდნენ. იქებოდა ეს კონკისტადორი პისარო თუ ნებისმიერი სხვა,
ინდიელები მარტივად ნებდებოდნენ, იმ მითების საფუძველზე, რომლებიც
სავარაუდოდ ვიკინგების ჩაოსვლის შმედგე იყო შექმნილი და ამერიკელებს
ტეტრი კანის წვერიან ღმერთებზე მოუთხრობდნენ. შესაბამისად, მაშნაც კი, როცა
აცტეკებს თუ ინკებს შეეძლოეთ ჯარის გამოყვანა ევროპელთა ასეულების
წინააღმდეგ, ისინი ასე არ იქცეოდნენ და ღმერთად აღქმულ აბჯრიან და იარაღიან
დამპყრობლებს არ ეწინააღმდეგებოდნენ. ევროპელები კი სანაცვლოდ
სიმდიდრის ძიებაში ყველაფერს ანადგურებდნენ.
დაპყრობების პირველ ეტაპზე ევროპელები თვლიდნენ, რომ ამერიკელ
აბორიგენებ არ გააჩნდათ სული, შესაბამისა დმათი ხოცვა ღვთისნიერ საქმედაც
ითვლებოდა. მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში აღიარა პაპმა ამ ადამიანების
სულიერება, თუმცა ამერიკელებს ახლა კოლონურ მუშაობაში ხოცავდნენ.
ახალი მიწის ტერიტორიები თავდაპირველად სპანეთსა და პორტუგალიას შორის
1494 წელს დადებული ტორდესილიასის ხელშეკრულებით გადანაწილდა. მაგრამ
უფრო მოგვიანებით კოლონიზაციაში ინგლისი და საფრანგეთიც ჩაერთვნენ,
რამაც კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა.
ესპანეთისა და პორტუგალიის მიერ დაარსებული კოლონიები ნაკლებად
მომგებიანი იყო, ვინაიდან ისინი ადგილობრივთა შრომას იყენებდნენ,
კოლონიურ შრომაში გამოუცდელი მოსახლეობა კი დიდ შემოსავალს ვერ
მოიტანდა და მეტროპოლიებიც ნაკლებად ზრუნავდნენ ეპიდემიებისა და მუშათა
ხოცვის წინაარმდეგ.
ინგლისისა და საფრანგეთის კოლონიალური პოლიტიკა პრინციპულად
განსხვავდებოდა ზემოთხსენებულისგან. ისინი პირვე რიგში ქმნიდნენ
ახალშენებს. საფრანგეთმა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია თანამედროვე კანადის
ტერიტორია, დაარსა კვებეკი, ევროპელი დამნაშავეების თუ აფრიკელი მობეის
ხარჯზე კი კოლონიური მუშაობა უფრო მომგებიანი იყო.
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ინგლისის აარსებს კოლონიებს, მთლიან
ვირჯინიის შტატსაც კი. პროცესში ჩარვალს ცდილობს კოლანდიაც, რომელიც
ახალ ამსტერდამს დააარსებს,, თუმცა ეს ახალშენიც 1664 წელს ინგლისის ხელში
გადადის.
ევროპელ კოლონიზაორთა მოთხოვნები გამანადგურებელი აღმოჩნდა ამერიკული
იდენტობისთვის, კონკისტადორებმა ოქროს ძიებაში დაანგრიეს ყველაფერი,
უფრო მოგვიანებით კოლონიზატორებმა კი მოსახლეობა მონებად აქციეს.
ამერიკის დაპყრობას დიდი შედეგები მოჰყვა ევროპისათვისაც. ევროპელები
ეზიარნენ ახალ ცოდნას, ახალ რესურსებსა და პროდუქტებს. ინგლისისა და
ჰოადიის ოსტ-ინდოეთის კომპანიები დიდი კონკურენციას უწევდნენ აზიის
მოვაჭრეებს. თანაც მაშინ, როცა ინდოეთში ხალხი ცეცხლსასროლი იარაღით
დახვდათ დამპყრობლებს, და შესაამისად რამდენიმე ქალაქის გარდა გავლენა ვერ
მოიპოვეს, ევროპელები აბსოლუტური მმართველები აღმოჩნდნენ ამერიკაში, რაც
ახალ კონტინენტთა ურთიერთობას უფრო მიმზდიველს ხდიდა.
ამრიგად, ევროპელებმა ამერიკით აღმოაჩინეს ახალი სამყაროს, უფრო
მოგვიანებით კი მთელი მსოფლია მაგელანის მოგზაურობის წყალობით, და
საბოლოოდ გაეცნენ იმ პლანეტის მასშტაბებს, რომელიც თვითონმე უნდა
შეესწავლათ და გამოეყენებინათ.

4. პირველი რელიგიური ომები ევროპაში, რეფორმაცია, კონტრრეფორმაცია.


რენესანსისი პერიოდში გაჩენილი იდეები ინდივიდუალიზმი, ჰუმანიზმის
შესახებ, პლატონისა თუ არისტოტელეს მოძღვრებათა შესწავლა დიდი გავლეას
ახდენტა ადამიანთა აზროვნებაზე, შესაბამისად მათ მიერ რელიგიის აღქმაზეც.
70 წლიანმა „ავინიოინს ტყვეობამ“, რომელიც 1377 წელს პაპ გრიგოლ
მეტერთმეტის რომში დაბრუნებით დასრულდა კათოლიციზმის გავლენა
შეასუსტა. გრიგოლ მეტერთმეტის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულმა
განხეთქილება, კი, როცა საფრანგეთმა თავისი და რომმა თავისი პაპები აირჩიეს
და ორივე უკანონდონ გამოცხადდა საბოლოოდ გააღვივა ეჭვი პაპიზმის მიმართ,
და შესაბამისად კათოლიციზმის გავლენა დიდად შესუსტდა.
პირველი ასეთიგამოვლინება დაკავშირებულია ჩეხეთთან, რომელიც პაპის
გავლენის სფეროს წარმოადგენდა. იან ჰუსის მიერ წამოყენებული იდეები
პაპიზმის ნეგატიური მხარეების შესახებ, რელიგიის ნაციონალიზაციის, ბიბლიის
თარგმნისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებიტ ერეტიკოსობად შერაცხეს და იან
ჰუსი სიკვდილით დასაჯეს. თუმცა ამან ვერ შეაჩერა მოსახლეობაში გაჩენილი
ეჭვების გაღრმავების პროცესი და ცეხეთში განსაკთრებით მომრავლდნენ
ჰუსიტები. იმდენად, რომ პაპმა ხუთი ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო მათ
წინააღმდეგ, მაგრამ ერთ მხარეს გაერთიანეუბლმა ჩეხეთის მოსახლეობამ
წინააღმდეგობა გაუწია პაპს და ისიც იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო
და დაეშვა შეხეთში ეკლესიის ახალი წესებით ფუნქციონირება.
ყველა დიდ წინააღმდეგობას პაპი გერმანიის მხრიდან წააწყდა, სადაც თეოლოგმა
და ვიტენბახელმა ბერმა მარტინ ლუთერმა ინდულგენციებით ვაჭრობის,
ცოდვების ფულით გამოსყიდვის წინააღმდეგ გაილაშქრა, და ნამდვილი რწმენის
95 თეზისი გამოაკრა ეკლესიის კარზე. მისი აზრით, კათოლიციზმი არღვევდა
ცოდვის სულიერად მონანიების პრინციპს, ასევე ლუთერი ქაგაგებდა ლოცვების,
ხატების წინააღმდეგ, ვინაიდან მათ არ მიიჩნევდა ღმერთთან მისაახლოვებელ
გზად. შესაბამისად, 1520 წელს ლუთერი ეკლესიიდან განკვეთეს, მაგრამ მისი
მოძღვრება ძალიან პოპულარული გახდა, თანაც მაშინ, როცა კათოლიკური
ეკლესიის გადასახები ხალხს დიდი ტვირთად აწვა. ლუთერის იდეებმა წარმოშვა
აჯანყებები, მათ შორის 1524-1525 წლებში მიმდინარე გლეხთა ამბოხებებიც,
რომლის წინამძღოლი ანაბაპტისტები წმინდა წიგნსაც უარყოფდნენ და ღმერტთან
კავშირისთვის მხოლოდ სულიერ და გონებრივ გზას ტოვებდნენ. მაგრამ ამ
იდეებს არც ლუტერანები ითვალისწინებდნენ, შესაბამისად პაპის წინაარმდეგ
ბრძოლაში მარტო დარჩენილები დამარცხდნენ.
საბოლოოდ 1555 ლის საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, რომ ვისიცაა ხელისუფება
იმისი იქნებოდა რელიგიაც, და ეს პრინციპი კათოლიკე მთავრებმაც მიიღეს.
რეფორმაცია დაიწყო შვეიცარიაშიც და აქ იგი ჟან კალვინის სახელტანაა
დაკავშირებული. მისი მოძღვრების თანახმად ადამიანის ამქვეყნიური წარმატება
გამოხატავდა ღმერთის ამ ადამიანისადმი კმაყოფილებას და თუ ვინმე
სიღარიბეში ცხოვრობდა, ანუ უფალი მას ამგვარად სჯიდა. კალვინიზმი მეტდ
კონსერვატიული რელიგია იყო. და განსაკუთრებით ჟენევაში მისი გავრცელების
შემდეგ იკრძალებოდა გართობა, მუსიკა, მოდურად ჩაცვა და სხვა.
რეფორმაცია დაიწყო ინგლისშიც, თუმცა უფრო პირადი დაპირისპირების
საბაბით, როცა ჰენრი მერვეს პაპმა განქორწინებაზე უთხრა უარი. შედეგად 1534
წელს ინგლისი გამოეყო კათოლიკურ ეკლესიას (გათავისუფლდა მისი
გადასახადებისგანაც, რაც უმნიშვნელოვანესი ასპექტი იყო მთელი ამ
გამოყოფისა), ანგლიკანური ეკლესიის მმართველი კი თვით მეფე გახდა.
რეფორმაციასთან დაპირისპირება პაპმა კონტრრეფორმაციით სცადა, რომლის
უმთავრეს დასაყრდენსაც იგნასიო ლოიოლას მიერ შექმნილი იეზუიტტა ორდენი
წარმოადგენდა. აქ ზრდიდნენ თეოლოგებს, კათოლიციზმის მიმდევრებს.
საბოლოოდ 1545 წელს ტრიდენტში დადგინდა ახალი წესები, დაიგმო ყველა სხვა
მიმდინარეობა გარდა კათოლიციზმისა. სიკვდილით დასაჯეს კოპერნიკის
ჰელიოცენტრული თეორიის მიმდევარი ჯორდანო ბრუნოც, თუმცა დაწყებული
რეფორმაციის შეჩერება პაპისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

5. აბსოლუტიზმი
აბსოლუტიზმზე, ანუ ისეთ წყობაზე გადასვლა, სადაც ხელისუფლება მონარქის
და მისი მცირე გარემოცვის ხელშია ევროპაში მეტექვსმეტე საუკუნიდან ხდემა
აქტუალური. საფრანგეთისა და ინგლისის შემთხვევაში ამას რამდენიმე
გარკვეული მიზეზი ჰქონდა.
ერთი ის, რომ პაპის შესუსტებული გავლენისთვისთვისუფრო ხელსაყრელი იყო
ცენტარული ხელისუფლებისთვის მხარის დაჭერა და არა მათ წინააღმდეგ
ბრძოლა, რაც თავის მხრივ მონარქთა ავტორიტეტსაც ზრდიდა.
მეორე მიზეზი ფეოდალთა შემცირებულ გავლენაშია. ვაჭრებისა და
მანუფაქტურების მფლობელთა, ბანკირების ფენის როლის ზრდამ შეასუსტა
მიწათმოქმედთა გავლენა სახელმწიფოზე, ამრიგად მათი დაპირპსირების
მცდელობაც ცენტარულ ხელისუფლებასთან.
მეფის ავტორიტეტის ზრდას ხელს უწყობდა ჯარის ახალი ფორმცა, რომელიც
მუდმივ შეიარაღებულ არმიას წარმოადგენდა, რომლის შენახვის შესაძლებლობაც
მხოლოდ მეფეს ექნებოდა, ამრიგად, ფეოდალები ვეღარ დაუპირისპირდებოდნენ
მონარქს.
აბსოლუტიზმს მხარს უჭერდა საზოგადოების დიდი ნაწილი, ფეოდალთა
უმცროსი შვილები. ვაჭრები თუ ბაკირები, რადგან მხოლოდ მეფეს შეეძლო
ექსპედიციების წარმოება ახალ მიწებზე, რაც ამ ადამიანებისთვის მომგებიანი
იქნებოდა.
აბსოლუტიზმის განვიტარება ინგლისში ჰენრი მეშვიდის, საფრანგეთში ფრანსუა
პირველის დროს იწყება, როდესა მონარქის გარდა ინგლისში მნიშვნელობა აქვს
ვარსკვლავთა პალატას და საიდუმლო საბჭოს, ხოლო საფრანგეთში დიდ სამეფო
საბჭოს. ამ დროს შენარჩუნებულია წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები,
თუმცა საფრანგეთში გენერალური შტატები არ მოუწვევიათ, ხოლო ინგლისის
პარლამეტი ფორმალურ სახეს ატარებდა და მხოლოდ მეფის სურვილისამებრს
ინიშნებოდნენ მისი წევრები.
აბსოლუტიზმი იწვევდა დაპირისპირებას ფეოდალებთან, რაც რელიგიურ
ბრძოლაში გადაიზარდა საფრანგეთისა და ინგლისის შემთხვევაში.
საფრანგეთში რელიგიური ომების ყველაზე გამოკვეთილი და ტრაგკული
მომენტი ბართლომეს ღამე და 2 ატასი ჰუგენოტის დახოცვაა. დაპირისპირება
„სამი ანრის ომით“ გაგრძელდა და იქამდე მიმდინარეობდა, სანამ ტახტ ანრი
ბურბონმა არ დაიკავა და ნანტის ედიქტით რელიგიური თავისუფლება არ მიანიწა
ხალხს.
ინგლისის შემთხვევაში დაპირისპირებულ მხარეებს ელიზაბეთ პირველისა და
მარია სტიუარტის მომხრეები წარმოადგენდნენ. კათოლიკური ეკლესიის მიერ
ერეტიკოსად შერაცხულ ელიზაბეთ პირველს მხარს ინგლისის მოსახლეობის
დიდი ნაწილი უჭერდა, უმეტესად მანუფაქტურების მფლობელნი და ვაჭრები,
მარია სტიუარტის მხარს ესპანეთი და კათოლიკური ეკლესია გამოდიოდა. თუმცა
ელიხაბეთის დამხობის ცდა წარმატებელი აღმოჩდა, ინგლისი ეკლესია ისევ
ანგიკანური დარჩა. ამის წინააღმდეგ გამოვიდა ფილიპე მეორე, ესპანეთის მეფე და
თავისი ფლოტით „უძლეველი არმადით“ დაუპირისპირდა ინგლისს, თუმცა
დამარცხდა ინგლისური ფლოტის წინაშე მეკობრით სათავეში. ამის შემდეგ
ინგლისმა მოიპოვა ჰეგემონია ზღვებზე.
აბსოლუტიზმის ნიშნები ჩანს გერმანიის, პრუსიის და ევროპის სხვა
სახელწიფოების შემთხვევაშიც, მაგრამ ფეოდალებზე დამოკიდებულება,
რელიგიური სიჭრელე აქ აბსოლუტიზმის ჩამოალიბებას შეუძლებელს ხდიდა.
ევროპაში აბსოლუტიზმის განვითარების ეპოქაში ძალიან აქტუალური გახდა
ნიკოლო მაკიაველი მოძღვრებები განათბეული, პროგრესული მონარქების
შესახებ, რომლებსაც ყველაფრის, მათ შროსი ამორალური ქცევების ფასადაც უნდა
მოეტანათ კეთილდღეობა თავიანთი ხალხისათვის.

6. ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია


ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია ხშირად არის მიჩნეული ახალი პერიოდის
დასაწყისად.
შუა საუკუნეებში ცნობილია არაერთი ამბოხება, კონფლიქტი, გლეხების,
რაინდების თუ ფეოდალების აჯანყება, მაგრამ მათი სრული უმრავლესობა
მიმართული იყო არსებული რეჟიმის აღდგენისაკენ.
არსებითი სხვაობა ინგლისში 1640-60 წლებში მიმდინარე პროცესებსა და შუა
საუკუნის კონფლიქტებს შორის ისაა, რომ ინგლისელების ამბოხება რევოლუციას
წარმოადგენდა აბსოლუტიზმის წინააღმდეგ.
მეთექვსმეტე საუკუნეში ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებამ
მოსახლეობას ეკონომიკური წინსვლა მოუტანა, გაძლიერდა მანუფაქტურული
წარმოება, კოლონიებიდან მიღებული შემოსავალი. მაგრამ სიტუაცია ჯეიმზ
პირველის მმართველობისას შეიცვალა, როცა სამეფო კარი პარლამენტს
დაუპირისპირდა. მეფის მფლანგველობა, ესპანეთთან დაწყებლი წამგებიანი
კავშირი, წარუმატებლობა კოლონიალურ მმართველობაში, ქვეყნის ჩაბმა
ოცდაათწლიან ომში იწვევდა ხალხის უკმაყოფილებას მეფისადმი. როდესაც
პარლამენტმა თავისი უკმაყოფილება დააფიქსირა და „აპოლოგია“ გამოსცა, ჯეიმზ
პირველმა პარლამენტი დაითხოვა და მის ხელახლა მოწვევას აღარც ჩქარობდა.
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ჩარლზ პირველის მმართველობისას, როცა მან
დაითხოვა პარლამენტი და 11 წლის მანძილზე აღარც მოუწვევია. მეფე
თვითნებურად აწესებდა გადასახადებს, ზღუდავდა ქონების მაქსიმუმს, ამას
ერთვოდა ფასების ზრდა რაც შიმშილს იწვევდა, თუმცა სახელმქიფო აპარატი
მხოლოდ მაწანწალობას და მათხოვრობას კრძალავდა.
რევოლუციის გაღვივება გამოიწვია ინგლისის ომმა შოტლანდიასთან, რომელიც
თავის მხრივ პრესვიტარიენელებით იყო დასახებული და მეფემ განიზრახა
ანგლიკანობის გავრცლეება. მეფის არმია მარცხ მარცხზე განიცდიდა, რაც
სახელმიფო ბიუჯეტს აჩანაგებდა. განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციაში, 1640
წელს ჩარლზ პირველმა მოიწვია პარლამენტი, თუმცა მათი მოთხოვნებისა და
კრიტიკის გამო მალევე დაითხოვა. სიტუაციის გაუარესების შემდეგ კი მაინც
იძულებული გახდა ისევ შეეკრიბა წარმომადგენლობითი ორგანო და ეს
პარლამენტი 13 წლის მანძილზე მუშაობდა, ამიტომაცაა ცნობილი „ხანგრძლივი
პარლამენტის“ სახელით.
პარლამენტმა მეფეს ულტიმატუმები წაუყენა, რითაც ზღუდავდნენ ჩარლზის
ეკონომიკურ და საკანონმდებლო ტავისუფლებას. არსბეული სიტუაციის გამო
მეფე დათანხმდა, თუმცა, როდესაც პარლამენტმა „დიდი რემონსტრაცია“
წარუდგინა, რომლის 204 მუხლიც პრაქტიკულად კონსტიუაცია იყო, მეფემ
პარლამენტარების წინააღმდეგ ჯარი შეკრიბა და ისე შევიდა პარლამენტში, თუმცა
მაღალჩინოსნებმა მიმალვა მოასწრეს, მეფეს კი ქალაქში დაწყებული ამბოხების
გამო ჩრდილოეთიტ წასვლა მოუწია, რათა იქ შეეკრიბა ჯარი.
პარლამენტის მხარეს სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ინგლისი იყო,
უფრო მდიდარი და განვითარებული ნაწილი, თანაც ჯარის შეკრება ბევრად მალე
შეძლებს ვიდრე მეფემ, მაგრამ ისნი თავდასხმას აჭიანურებდნენ და მეფესთან
მოლაპარაკების იმედი ჰქონდათ, შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი მარცხიც
განიცადეს.
არმიის რეფორმირების შემეგ, რომლის მთავარ ძლასაც კრომველი მეთაურობდა,
პარლამენტის მომხრეებმა მოახერხეს მეფის დამარცხება ნეიზბისთან ბრძ`ლაში
1645 წელს, ჩარლზი კი შოტლანდიელებს გადასცეს.
მეფის დატყვევებამ უკმაყოფილება გამოიწვია საპარლამენტო რიგებში, რამაც
დაპირისპირებამდე მიიყვანა წარმომადგენლობითი ორგანო. გამოჩნდნენ
ლეველერები, რომლებიც თანასწორობას და საყოველთაო არცევნებს ითხოვდნენ,
პრაქტიკულად რესპუბლიკურ მოდელს სთავაზობდნენ ხალხს, თუმცა მათ
ჰყავდათ მოწინააღმდეგეებიც. შიდა დაპირისპირება იმდენად გაიზარდა, რომ
პარლამენტმა კრომველის არმიის დაშლა გადაწყვიტა, თუმცა მხედართმტავარმა
უარი განაცხადა. ამ დროს ჩარლზ პირველი ტყვეობიდან ისევ გაიქცა.
როიალისტების აჯანყება მალე ჩაახშეს, მეფე კი სიკვდილით დასაჯეს. არსებულმა
ვითარებამ კიდე უფრო გაზარდა უთანხმოება, გამოვიდნენ ლეველერები და
დიგერები კრომველის იდეების წინააღმდეგ.
შოტლანდიაში აღიარეს მონარქია ჩარლს მეორიტ სათავეში, რისგ გამოც
კრომლველი ტავისი ჯარით შოტნადიისკენ გაემართა და დაამარცხა
როიალისტები. მოგვიანებით კი ირნალდიაში გადავიდა და მისმა ქმედებებმა
მოსახლეობის ერთი მესამედი შეიწირა.
კრომვეის გაზრდილ გავლენასთან დაპირისპირება სცადა პარლამენტმა, თუმცა
1653 წელს პირიქით მოხდა და კრომველმა პარლამენტი დაითხოვა, თვითონ
ერთპროვნული მმართველი გახდა. ახალი წესებით მყარდებოდა ტერორი,მკაცრი
კონტროლი საზოგადოებაზე, სანქციები მოწინააღმდეგეებზე დასხვა.
1658 წელს კრომლეის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ცოტა ხნით მისი შვილი
მოვიდა, მოგვიანებით კი გენერალმა მონკმა ჩარლს მეორე მოიწვია.
აბსოლუტიზმის აღდგენა წარმოუდგენელი იყო, ამიტომ შეიზღუდა მეფის
უფლებები, და დადგინდა მუდმივი პარლამენტი, რაც კონსტიტუციური
მონარქიის მოდელის დამკვირდებას ნიშნავდა. 1679 წელს მიღებული სამოქალაქო
უფლებების აქტით კი მოსახელობას საშუალება მიეცა თანასწორუფლებიან
გარემოში ეკონტროლებინა მთავრობა, რომელიც არეგულირებდა სოციალურ-
ეკონომიკურ მდგომარეობას.

განსხვავება შუა საუკუნეების ამბოხებებსა და ინგლისის რევოლუციას შორის.


რატომ იყო თავიდან კარგი აბსოლუტიზმი
ჰეიმზ-1 იით უკაყოფილების მიზეზები
ჩარლს პირველი
შოტლანდიის ომი
პარლამენტის ჯარი
კრომველი გამარჯვება ნეიზბისტან
შიდა დაპირისპირება, ლეველერების და დიგერების გამოჩენა.
კრომვილს ჯარის დაშლის სურვილი და როიალისტების აჯანყება
აჯანყების ჩახშორა, კრომველის დიქტატურა
კრომველის სიკვდილი, სამოქალაქო უფლებების აქტი, კონსტიტუციური
მონარქია. გენერალი მონკი და ჩარლს მეორე.

7. საფრანგეთის რევოლუცია
საფრანგეთის რევოლუცია, რომელიც ისტორიაში დიდი რევოლუციის სახელით
შევიდა მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ მთელი
კონტინენტური ევროპის მაცხოვრებელთათვის. ეს იყო განმანთლებლობის
იდეების ლოგიკური დასასრული, თუმცა არც ისეთი ჰუმანური, როგორც ამას
თვით იდეის ავტორები მოელოდნენ.
მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში მომწიფდა პირობები სამრეწველო
რევოლუციისთვის, მაგრამ საბაჟო გადასახადი, აბსოლუტური მმართველობა,
გლეხებზე დაკისრებული ბეგარა, ხელიფულბების მფლანგველობა ამის
საშუალებას არ იძლეოდა, რაც უპირველეად საზოგადოების მესამე წოდებაში, რაც
მოსახლეობის 95%-ს წარმოადგენდა უკმაყოფილებას იწვევდა. მხოლოდ
არისტოკრატიასა და სასულიერო პირებზე მორგებული მმართველობის
წინააღმდეგობას დაემატა 1788 წლის მოუსავლიანობა, რამაც განსაკუთრებით
რთული მდგომარეობა შექმნა და დაიწყო აჯანყებებიც.
ამ სიტუაციაში ლუი მეთექვსმეტე იძულებულიგახდა 175 წლის შემდეგ მოეწვია
გენერალური შტატები, რომელშიც სამივე წოდება ცალცალკე მუშაობდა, და
თითოს ერთი ხმა ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებისას. ამის წინააღმდეგ
გამოვიდა მესამე წოდება და წაადგინა ეროვნული კრების შექმნის იდეა, თუმცა
მეფემ უარი განაცხადა, რის გამოც მესამე წოდებამ თავი დამფუძნებელ კრებად
გამოაცხადა. ამის საწინააღმდეგოდ მეფემ ვერსალში საჯარისო შენაერთების
მობილიზება დაიწყო, რაც მოსახლეობამ უარყოფითად მიიღო და სანაცვლოდ,
პარიზელებმა 1789 წლის 14 ივლისს აბსოლუტიზმის სიმბოლო ბასტილიის ციხე
აიღეს. რევოლუციის დასაწყისად სწორედ ეს ტარიღია მიჩნეული.
დამფუძნებელმა კრებამ მუშაობა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა
დეკლარაციის“ მიღებით დაიწყო, რომლის მიხედვითად უქმდებოდა ქონებრივი
ცენზი და წოდებები, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭებოდათ
სრულწლოვან მამაკაცებს. 1791 წელს კი მიიღეს კონსტიტუცია, რომლითაც
საფრანგეთი კონსტიტუციურ მონარიად განისაზღვრა. ეკლესია გამოეყო
სახელმწიფოს, მისი მიწები გადანაწილდა, სკოლაც სახელმქიფოეს
დაუქვემდებარდა და სხვა. მაგრამ წარმომადგენლობითი ორგანოს შიგნით
დაიწყო იდეური დაპირისპირება. ამ პერიოდის გავლენით მოდის დრეს
ტერმინები „მემარჯვენე“ და „მემარცხენე“. გამოიკვეთნენ იაკობინელები
რობესპიერის მეთაურობით, კორდილიერები დანტონის ხელმძღვანელობით და
სხვა.
არსებული პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება იყო მეფის გაქცევა პარიზიდან,
მისი დატყვევების შემდეგ კი კორდილიერებმა მოაწყვეს მარში მარსისი
მოედანზე, სადაც მეფის დასჯა მოითხოვდნენ, მათ წინააღდეგ იაკობინელებმა
გახსნენს ცეცხლი, რაც მესამე წოდებაში დაპირისპირებას გამოხატავდა.
რევოლუციური მოძრაობის გარრმავება სხვა ქვეყნების ჩართულობამ გამოიწვია.
ავსტრიისა და პრუსიის ჯარები, საფრანგეთის მონარქის აშკარა მხარდაჭერიტ
გამოემართნენ საფრანგეთში მონარქიის არსადგენად, რამაც აღაშფოთა მთლიანი
ფრანგული საზოგადოება. კონვენტმა მოუწოდა ხალხს სამშობლოს დასაცავად და
ეს საფრანგეთის ისტორიში პირველი შემთხვევა იყო, როცა ხალხს არა მონარქი,
არამედ სამშობლო უნდა დაეცვა. ბრძ`ლაში გაიწვიეს ყველა ბრძ`ლიუნარიანი
მამაკცი, და სავალდებულო სამხედრო სამსახური მამაკაცებისთვის სწორედ
საფრანგეთის რევოლუციის დანატვარია თანამედროვეობაში.
პრუსიის ჯარების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მეფე
სიკვდლით დასაჯეს, დამყარდა ახალი მმართველობა, რომლის დროსაც
იაკობინელების უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა. უფრო მოგვიანებით 1793
წლიდან მათ დაიწყეს ყველა სხვა პარტიის შევიწროვება, ასამართლებდნენ
ეჭვმიტანილებს რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რევოლუცია. იაკობინელთა
მმართველობა მალე თერმიდორულ დიქტატურაში გადაიზარდა, რომლის
სახელიც რევოლუციური კალენდრის თვის შესაბამისად შეიქმნა. რობესპირის
მიერ წარმოებული „დიდი ტერორი“ შეეხო ყველა ფენას. უფრო რადიკალი
ებერტისტებიდან დაწყებული, შედარებით ლოიალური და ცენტრისტი
დანტონისტებით დამთავრებული. როდესაც იაკობინელთა ერთმა ნაწილმა
იგრძნო პირადი საფრთხეც რობესპიერის მხრიდან მათ შეიპყრეს იაკობინელები,
და თავიანთი წესის შესაბამისადმე გაუსამართლებლად დასაჯეს სიკვდილით.
მომხდარი მოვლენების შემდეგ კი საფრანგეთის სათავეში მოვიდა „ხუთასთა
საბჭო“, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება გახდა 5 წევრიანი დირექტორია,
მაგრამ ვერც მათ, ისევე როგორც თავის დროზე კონვენტმა ან იაკობინელებმა, ვერ
მოახერხეს ფრანგული საზოგადოების წინაშე არსებული სოციალუ-ეკონომიკური
პრობლემების მოგვარება.

8. ნაპოლეონი
საფრანგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებმა მეთვრამეტე საუკუნის
ბოლოს-მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დიდი გავლენა მოახდინა ევროპული
საზოგადოების ფორმირებაზე. გააღვიძა მათში ნაციონალური იდეები, და დაანახა
რეალური საფრთხ, რომელიც ახალი იმპერიიდან შეიძლებოდა წამოსულიყო.
საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ არსებულ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ
სიტუაცის ვერ უმკავდებოდა დირექტორიის მმართველობა. ამას თან ერთვეოდა
წარუმატებლობა საგარეო პოლიტიკაში ინგლისის წინააღმდეგ ეგვიპტის
ტერიტორიაზე. ამრიგად, 1799 წელს ნაპოლეონ ბონაპარტის დაბრუნება ბრძოლის
ველიდან, ეგვიპტეში დამარხებული არის მიტოვება, ახალი გარდაქმნეის სიგნალი
იყო.
1799 წელს დირექტორიამ ნაპოლეონი პარიზისა და მისი შემოგარენის ჯარების
სარდლად დანიშნა, მეორე დღეს კი ამგავრი ძალის წინაშე შეშინებულებმა
შემოირეს სამი კონსულის თანამდებობა, რომელთაგან პირველობა ნაპოლეონს
მიენიჭა. შედეგად, მუშაობა შეწყვიტა წარმოამდგენლობითმა ორგანომ, იგი
მხოლოდ ფორმალურად არსებობდა და უახლოესი წრისგან კომპლექტდებოდა.
დაწერსდა ცენზურა. ვალუტის გამყარების მიზნით სეიქმნა ბანკი, სახელწიფო
სუბსიდიები გაიზარდა, მოეწყო სამუშაო ადგილები, რაც უკვე დიდ ხნიანი
სიღარიბის შემდეგ ამოსუნთქვა იყო ფრანგული საზოგადოებისთვის.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ნაპოლეონმა მალევე მოახერხა ავსტრიის
დამარცხება და 1802 წელს ზავი დადო ინგლისთან. შედეგად სიტუაცია
დარეგილირდა.
1802 წელს ნაპოლეონი სამუდამო კონსული გახდა, 1804 ში კი იმპერატორი, თმცა
მისი მმართველობა მაიცნ არ ჰგავდა იქამდე არსებულ აბსოლუტიზმს, რადგან
ნაპოლეონი რომელიმე კონკრეტული წოდების, ფენის ლიდერად კი არ მიიჩნევდა
თავს, არამედ მთლიანი ერის წინამძღოლად. ამიტომაც მის მიერ გატარებული
რეფორმები დასაწყისში მაინც ფრანგული საზოგადოების უმეტეს ნაწილს
აკმაყოფილებდა.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ნაპოლეონს დიდი იმპერიის შექმნა ჰქონდა
განზრახული და ბრძოლა უპირველესად ინგლისის წინააღმდეგ, თუმცა
წარუმატებლად დაწყო. ტრაფანგარის საზღვაო დაპირისირებაში იგი ინგლისელი
ადმირალი ნელსონის წინააღმდეგ დამარცხდა, და მიუხედავად იმისა, რომ თვით
ნელსონიც ბრძ`ლაში გარდაიცვალა, ნაპოლეონმა უარი თქვა ინგლისთან უშუალო
შეტაკებაზე.
1805 წელსვე აიღო ნაპოლეონმა ვენა. მოგვიანებით კი ავსტრიისა სა რუსეთი
გაერთიანებული ჯარი დაამარცხა აუსტერლიცთან. 1806 წელს კი პრუსიის ჯარი
ძლივს გადაურცა საბოლოო გადანდგურებას ნაპოლეონის წინაშე.
ერთიწლის შემდეგ ნაპოლეონი ბრძოლას იწყებს რუსეთთან, თუმცა
ფრიდლანდთან ბრძოლის შემდეგ ორივე მხარე იმდენად სუსტდება, რომ ომის
გაგრძელების შეუძლებლობიდან გამომდინარე ტილზიტში ზავის დადებას
გადაწყვეტენ. რომლის თანახმადაც რუსეთი უნდა ჩართულიყო ინგლისის
წინააღმდეგ წამოწყებულ კონტინეტურ ბლოკადაში.
ნაპოლეონმა დაიპყრო ესპანეთიც, თუმცა მოსახლეობის მხრიდან მუდმივად
აწყდებოდა უკმაყოფილაბს. ჯერ ერთი, რომ ევროპას დიდი ტვირთად აწვა
კონტინენტური ბლოკადა, ინგლისთან ვაჭრობის შეზღდვა ცუდად აისახა
ფრანგულ ეკონომიკაზეც, დაიწყო კონტრაბანდისტული ქმედებები.
დაპყრობილი ტერიტორიებიდან ყველაზე მკაფიო წინააღმდეგობა გამოხატა
ესპანეთმა, სადაც ნაპოლეონს მოუწია იმდენად დიდი ძალის დატოვება, რომ
რუსეთის წინააღმდეგ ვერარ შეძლო სრული სიძლიერით გამოსვლა.
თავის მხრივ, ირან-ოსმალეთთან ომებში გამარჯვებული რუსეთი სამხედრო
თვასაზრისით დაწინაურდა და სულ უფრო ნაკლებად აქცევდა ყურადღებას
კონტინენტურ ბლოკადას, რამაც ნაპოლეონის უკამყოფილება გამოიწვა და
რუსეთს მისი დამორჩილების მიზნით შეუტია.
ნაპოლეონი იმედოვნებდა, რომ იმპერატორი მალე შესთავაზებდა ზავს, და
პირისირ ბრძ`ლაში მისი არმია გაიმარჯვებდა მაგრამ ობიექტური თუ
სუბიექტური მიზეზებისგამო ნაპოლეონი დმარცხდა.
არსანიშნავია ფრანგული დილომატიის მარცხიც, რომელსაც უნდა მოეხერხებინა
თურქეთისა და შვედეთის მიმართვა რუსეთის წინააღმდეგ, რაც იმპერატო
ალექსანდრეს საშუალებას არ მისცემდა ჯარები ერთ ტერიტორიაზე
მოებილლიზებინა. მეორე მხრივ, რუსეთის კარების მტავარი კუტუზოვი მიუხვდა
ნაპოლეონს, რომელსაც უშუალო ბრძოლა სურდა და არ წავიდა ასეთ რისკზე,
მართალია ბოროდინოს ველზე ნაპოლეონმა გაიმარჯვა, მაგრამ დიდი დანაკარგის
საფუძველზე, და მოქალაქეებისგან დაცლილი მოსკოვის აღების შემდეგაც ვერ
მიიღო ზავის შემოტავაზება.
ნაპოლეონი ელოდა გლეხობის უმოქმედობასაც, მაგრამ ფრნაგების წინააღმდეგ
საზოგადოების ეს ფენაც გამოვიდა. დამატებითი პრობლემა შექმნა რუსულმა
ზამტარმა, რომელსაც ფრანგული ჯარი ვერ გაუძლებდა, ამიტომ ნაპოლეონი უკან
გაბრუნდა, თუმცა იმდენად ცუდ მდგომარეობაში, რომ ეს გაქცევას უფრო ჰგავდა.
სამშობლოში დაბრუნებულს კი 1813 წელ ლაიფციგთან ბრძოლაში მოუწია
ევროპის სახელმწიფოების გაერთიანებული ჯარების წინააღმდეგ ებრძოლა და
დამარცხდა. იგი კუნძულ ელაბზე გადაასახლეს, საფრანგეთში კი ლუი მეთვრაეტე
დასვეს მმართველად.
ნაპოლეონის შემდეგ შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად ევროპული
სახელმწიფოები შეიკრიბნენ ვენის კონგრესზე, რომლის მშაობაც ნაპოლეონის 100
დღის დაბრუნებამ შეუშლაა ხელი, თუმცა მისი წამიერი ტრიუმფი სმიუხედავად,
ვატერლოოსთან ბრძოლაში დამარცხდა და წმინდა ელენს კუნძლებზე
გადასახლებაში გარდაიცვალა 1821 წელს.
ვენის კონგრესით კი უნდა აღმდგარიყო წესრიგი ევროპაში და მასში ჩართულ
ყევალსახელწიფოს თავისი ინტერესები გააჩნდა.

საბოლოოდ საფრანგეთი აღდა თავის 1792 წლის საზღვრებში, პოლონეთში


რუსეთმა შექმნა სამთავრო, შვედეთმა მიიღო ახალი ტერიტორიები, პრუსია და
ავსტრია დარჩნენ დამოუკიდებლად, ხოლო ინგლისმა მიაღწია გავლენის
სფეროების მოპოვებას და კონტინენტუ ევროპაში ისეთი კონკურენციის შექმნას,
რომლის მეშვეობითაც ყველა შეიძლეობა დასუსტებულიყო და ინგლისისთვის
ბუნებრივია ეს წარმატების მომტანი იქებოდა.

საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელობა


აბსოლუტიზმის კრიზისი, მოსახლეობის უმეტესობის უკმაყოფილება
მოწვეული პარლამენტი
მეფის მზადება
ბასტილიის აღება
დამფუძნებელი კრება „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“
კონსტიტუცია 1791
კონვენტში მიმდინარე დაპირპსირება
მეფის გაქცევა
მარსის მოედნაზე მარში და იაკობინელებმა სროლა ატეხეს
პრუსიის და ავსტრიის ჩართულობა
წარმომადგენლობითი ორგანოს მმართველობა შიდა დაპირისპირება და
იაკობინელთა დიქტატურა
რობესპირის დამხობა
დირექტორია
ნაპოლეონის ჩამოსვლა
პირველი კონსული
საგარეო-საშინაო პოლიტიკა
სამუდამო კონსული/იმპერატორი
რით განსხვავებდა მისი აბსოლუტიზმი ამანდემ არსებულისგან
საგარეო პოლიტკა და დაპყრობები
ხალხის უკმაყოფილაბ
რუსელთში შეჭრა
მიზეზები
ვენის კონგრესი
100 დღიანი მმართველობა
გადასახლება
შედეგები
იტალიური ფაშიზმი
ტოტალიტარული იდეოლოგიების წარმოშობას იტალიაში საკუთარი მიზეზები
და თავისებურებები გააჩნდა. პირველ მსოფლიო ომში გამარვებული
სახელწმიფოების მხარეზე ყოფნამ ვერ გადაწყვიტა იტალიის სოციალუ-
ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მოსახლეობის მუდმივდ უკმაყოფილებას
იწვევდა. ასეთ პირობებში უძლური მონარქიული მთავრობის ალტერნატივად
ფაშიზმი გამოჩნდა. ყოფილი სოციალისტის ბენიტო მუსოლინის მიერ
დაარსებულმა „ფაში დი კომბატიმენტომ“ მალე მოიპოვა პოპულარობა მისი
რიტორიკიდან გამომდინარე. ტერმინი ფაშიზმიც სიტყვა „ფაშიოდან“ მოდის რაც
კონას ნიშნავს და ხალხის ერთიანობის იდეეის სიმბოლოა.
თავდაპირველად, ევროპის დიდი სახელწიფოები ინფანტილურად იყვნენ
განწყობილნი ფაშიზმის მიმართ, რადგან უმეტესობას სჯეროდა ამ იდეების
განუხორციებლობისა, ხოლო ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ფაშისტური რიტორიკა
მხოლოდ ისტყვების დონეზე დარცებოდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ
ის ლიბერალურ-კაპიტალისტური იდეებით შეიცვლებოდა. ევროპის
სახელმწიფოების თავდაპირველ სიმშვიდეს უმეტესად იტალიურ ფაშიზმზე
დაკვირვება წარმოშ`ბდა.
1919 წელს მუსოლინის მიერ შექმნილი „შავხალათიანტა“ რაზმი არ იყო დიდი
დაჯგუფება და ისინი სოციალისტებს, კომუნისტებსა და ანარქისტებს
ავიწროვებდნენ, 1921 წლის არცევნებში კი 7% მოიპოვეს და შედეგად ქვეყანაზე
მმართველობის მოპოვების პრეტენზიაც დროებითუნდა ჩამქრალიყო. მაგრამ ისე
როგორც ტოტალიტარული რეჟიმების უმრავლესობას ახასიათებს მუსოლინმა
ფაშისტების ხელიფულებაში მოყვანა ძალადობის გზიტ გადაწყვიტა. 1922 წელს
მოეწყო „მარში რომზე“, რაც შავხალათიანთა გამოსხვას გულისმობდა
მოთხოვნით, რომ მუსოლინი პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო. მეფე ვიტორიო-
ენამუელლ მესამემ ეს წინადადება სამოქალაქო ომის თავიდან აცილების მიზნით
მიიღო.
იტალიელი ფაშისტები თავდაპირველად ინარჩუნებდნენ გარეგან დემოკრატიულ
მისწრაფებებს და უშუალოდ ფაშისტური სახელწმიფოს მშენებლობა 1925 წლიდან
დაიწყეს, როდესაც არჩევნებისა და პარალამენტსი გაუქმების შედეგად მუსოლინი
ბელადი (დუჩე) გახდა და ამრიგად ტოტალიტარული რეჟიმი დაამყარა.
1929 წელს კი ვატიკანთან გაფორმებული ხელშეკრულებით ერთად ერთი
ანტიფაშისტური ძალაც მიოშორა ტერიტორიიდან. ამრიგად იგი შეუდგა
ფაშისტური ქვეყნის მშენებლობას და იდეოლოგიის გავრცეებას მასობრივი
ინფორმაციის თუ ძალის საშუალებით.
საინტერესოა, რომ 1929 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იტალიამ
შედარებით რბილად გადაიტანა მუსოლინის პოლიტიკის გამო, რომელიც
უკიდურებად პრეზერვაციული აღმოჩნდა და საბოლოოდ მოსახლეობას პქროს
ნივთების სახელწიფოსთვის ჩაბარებასაც კი მოუწოდებდა.
საშინაო საკითხების მოგვარების შემდეგ მუსოლინმა საგარეო პოლიტიკაზე
გადაინაცვლა. მან გააფრომა კავშირი გერმანიასა და იაპონიასთან, 1935 წელს თავს
დაესხა ეთიოპიას. 1939 წელს შეიჭრა ალბანეთში, ხოლო 1940 წელს საბერძნეთში
შეჭრით ღერძის ქვყნების მხარეს ჩაება მეორე მსოფლიო ომში.
მუსოლინის იდეები ძველი რომის იმპერიის დიდების აღდგენი, ქვეყნს
გაძლიერების შესახებ მომხიბლავად ჟღერდა მოსახლეობისთვის. გერმანული
ფაშიზმისგან განსხვავებით იგი არ გულისხობდა ზღვარგადასულ რასიზმს, და
თუმცა სურდა ბატონო ხმელთაშუაზღვაზე არ გამოირჩეოდა ანტისემიტური ან
რასისტული იდეებით. ხოლო სამხედრო ძალის დისციპლინა და ერთიანობა რაც
კონტროლის სიძლიერეს განაპირობებდა ბოლშევიკებისგან იყო აღებული.
მეორე მსოფლიო ომი წარუმატებელი გამოდგა ფაშისტებისთვის. 1943 წელს
იტალიაში მოწინააღმდეგეთა ჯარები შეიჭრნენ, მუსოლინი ჩრდილოეთში გაიქცა,
რომელიც გერმანიის დომენად ითველბოდა, მაგრამ 1945 წელს მუსოლინი
დაიჭირე, დახვრიტეს და ქალაქში თავდაყირა ჩამოკიდეს, როგორც თვითონ
კიდებდა ხოლმე დამნაშავეებს. ამრიგად მეორე მსფოლიო ომთან ერთად
ფაშიზმიც დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომი


მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირება - მეორე
მსოფლიო ომი გამოირჩევა პარადოქსულ ხასიათით, ამიტომ დღემდე
ისტორიკოსები დავობენ იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან
აცილება შესაბამისი დიპლომატიური მუშაობის შედეგად.
მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში მსფოლიო პოლიტიკა პარადოქსულად
გამოიყურება. ერთი მხრივ შეინიშნება ცალკეულ ქვეყანათა მისწრაფება
აგრესიული, დამპყრობლური პოლიტიკისკენ, მეორე მხრივ მსოფლიოს დიდი
სახელმწიფოები აშშ, ინგლისი და საფრანგეთი არაფერს აკეთებენ კონფლიქტის
პრევენციისთვის. მათი პოლიტიკა ჯერ ერთი უმეტესად გადართულია მსოფლიო
ეკონომიკურ კრიისზე, და მეორეს მხრივ ერიდებიან საერთოევროპული
სისხლისმღვრელი კონფლიქტის დაწყებას, რაც არსებულ პროცესებში ჩარევას
შეიძლებოდა გამოეწვია. ამრიგად „დაშოშმინების“ ან იქნებ „თვალისარიდების“
პოლიტიკა მათი ქმედების მთავარი განმსაზღვრელი ხდება.
როგორც პირველ მსოფლიო ომში, აქაც დაპირისპირების ორი საწყისი კერა
წარმოიქმნება, ერთი აზიაში, მეორე ევროპის ტერიტორიაზე.
პირველ კონფლიქტს იაპონია იწყებს, როდესაც 30იანი წლების დასაწყისში
მანჯურიაში შეიჭრება და დაემუქრება სსრკ-ს მიერ კონტროლირებად
ტერიტორიებსაც. დასავლეთის სახელწიფოები გადაწყვეტენ არ ჩაერიონ
კონფლიქტში, ვინაიდან ჯერ ერთი, მათ არ აქვთ არანაირი ბერკეტი ჩინეთში,
რომლითაც შეძლებდნენ მანევრირებას, და მეორე, ისევე როგორც პირველ
მსოფლიო ომამადე რუსეთის იმპერიის შემთხვევაში, ახლაც სსრკ-სა და იაპონიის
დაპირისპირება ორივე ქვეყანას დაასუსტებდა და მოწყვეტდა მათ დასავლეთში
მიმდინარე პროცესებისგან.
მეორე აგრესიულად განწყობილ ძალას წარმოადგენდა ჰიტლერის მმართველობის
ქვეშ მყოფი გერმანია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში არ მოსწონდათ
რასისზმსა და შოვინიზმზე დაფუძნებული ფაშიზმი, მის განვიტარებს ხელს არ
უშლიდნენ, რადგან თავის მხრივ ჰიტლერის პოლტიკა ეწინააღმდეგებოდა
კომუნიზმს. დასავლეთის თვალში კი კომუნიზმი უფრო დიდი ბოროტება იყო
ვიდრე ფაშიზმი.
სწორედ ამ მიზეზებით არ მოახდინეს რეაგირება ევროპის ქვეყნებმა, როცა
გერმანია ერთა ლიგიდან გავიდა. სანაცვლოდ 1934 წელს სსრკ მიიღეს და დაიდო
ხელშეკრულებაც, საფრანგეთსა და სსრკ-სა და ჩეხოსლოვაკიას შორის, რაც
ერთმანეტსი დახმარებას ავალდებულებდათ თავდასხმის შემთხვევაში.
ჰიტლერის მიერ რაინის დემილიტარიზებული ზონის აღებასაც არ მოჰყოლია
გამოხმაურება.
1937 წელს იაპონიამ განაახლა ჩინეთის ანექსია, თუმცა ევროპამ არც ამაზე
მოახდინა რეაგირება. შესაბამისად პროცესებით წაქეზებულმა ჰიტლერმა დაიწყო
საუბარი „გერმანელი ხალხის ეთ ჭერქვეშ გაერთიანების“ შესახებ, რაც პრელუდია
იყო ავსტრიის ანშლუსისა 1938 წლის მარტში, რაზეც ასევე გაჩუმდა ევროპა.
ჰიტლერმა კი განაგრძო მოთხოვნები და ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში
მყოფილი სუდეტის ოლქი მოითხოვა, რომელიც გერმანელებით იყო
დასახლებული. ეს მოთხოვნა კი თავის უკანასკნელ ექპანსიად გამოაცხადა.
ევროპა დადგა არჩევანი წინაშე, მაშინ, როცა სსრკ-მ გამოაცხადა ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მზადყოფნა, საფრნაგეთმა გერმანიასთან დათმობაზე წასვლა
არჩია. ამრიგად 1938 წელს მიუნხენში მოწყობილი კრების შედეგად სუდეტის
ოლქი ისე გადაეცა გერმანელებს, რომ თვით ჩეხეთის წარმომადგენლებისთვის
არაფერი უკითხავთ.
დაპირისპირება უკეთ გამოჩნდა ესპანეთის სამოქალაქო ომში (1936-1939).
ფრანკოს რეჟიმს გერმანი და იტალია ეხმარებოდა, როცა რესპუბლიკელების მხარე
სსრკ-მ დაიჭირა და ამრიგად გამოიკვეთა დაპირპსპირება. ევროპის სახელწიფოებს
კიდევ ერთხელ ჰქონდატ შანსი ჩარეულიყვნენ კონფლიქტში, მაგრამ მათ არ
ისურვეს სიტუაციის გამწვავება და ამრიგად, ესპანეთი ფაშიზმისა და
ბოლშევიზმის საბრძოლო ველად აქციეს.
დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობდნენ, რომ დათმობებით თავიდან აიცილებდნენ
ახალ კონფლიქტს, თუმცა მათი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ საქმე ჰქონდათ
ტოტალიტარულ სახელმწიფოებთან, რომლებმაც უკვე 1937 წლიდან შექმენს
„ანტიკომინტერნული“ გაერთიანება (გერმანია, იტალია, იაპონია), და მათი იდეა
კონკრეტული ტერიტორიების კი არა მსოფლიოს დამორჩილება იყო, შესაბამისად
ნებისმიერი დათმობამათთვის არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა.
ინგლისი და საფრანგეთი მხოლოდ 1939 წლიდან შეეეცადნენ გამოეყენებინათ
პირველ მსოფლიო ომში ნაცადი პოლიიკა, რაც კავშირების შექმნას გულისხმობდა,
მაგრამ მათ მიმართ ნდომა აღმოსავლეთ ევროპის ხალხში ნაკლები ყო და ისინი
ბერლინისა და რომისკენ უფრო მიიწევდნენ. საინტერესოა სსრკ-ს
გადაწყვეტილება, როცა ჰიტლერმა ხელშეკრულების გაფორმება შესტავაზა.
30-აინ წლებში ფაშიზმის ანტიკომუნისტური მისწრაფებები სწორად იყო
შეფასებული მოსკოვშიც, ხედავდნენ გერმანიის აგრესიულ პოლიტიკას და
იაპონიის უშუალო დაპირისპირებას სსრკ-სთან, თუმცა საფრანგეთი და ინგლისი
ნაკლებად სანდო პარტნიორებს წარმოადგენდნენ განვიარებულ მვლენებში
ჩაურევლობიდან და ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე, გერმანიასთან
კავშირი სტალინს აცილებდა კონფლიქტს დასავლეთით ნეიტრალიტეტის
შენარჩუნების შემთხვევაში, ხოლო იგი არ მოქმედებდა ჩინთში მიმდინარე
პროცესებზე და იაპონიასთან დაპირისპირებაზე.
თავის მხრივ ჰიტლერიც სწორედ ორ ფრონტზე ბრძოლის აცილებას ცდილობდა,
ამიტომაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომელიც 1939 წლის 23 აგვისტოს
გაფორმდა, მოიცავდა საიდუმლო პუნქტებსაც, რაც აღმოსავლეთ ევროპის გაყოფას
ითვალიწინებდა სსრკ-სა და გემრანიას შორის. ომის მიმდინარეობის პირველი
წლებში ეს გამოჩნდა კიდეც, მაგრამ საბჭოთა ხელისფულბეა იმპერიის დაშლამდე
ასაიდუმლებდა ამ შეტანხმებას. შესაბამისად, მიუხედავად ამ მოვლენის
პარადოქსული და მოულოდნელი ხასიათისა, სსრკ და გერმანია შეთანხმდნენ.
ამ მოვლენების შემდეგ, 1939 წის 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის გერმანიის
პოლონეთში შეჭრით დაიწყო.

You might also like