You are on page 1of 5

კონსტანტინეპოლის აღება ანუ ოსმალეთის იმპერიის ჩამოყალიბების

დასაწყისი

მეცამეტე საუკუნის მიწურულს, ოსმან პირველის სახელის მიხედვით შექმნილი იმპერია,


მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს, უსასტიკეს, და გარკვეული პერიოდით მაინც
უძლიერეს დამპყრობელს წარმოადგენდა. ერთ დროს მომთაბარედ მოსული ხალხი, რუმის
სელჩუკთა სასულთნოს დასუსტების და ანატოლიის ტერიტორიის ცალკეულ რეგიონებად
დაყოფის შედეგად, თურქი ტომების სათავეში ჩამდგარი ოსმანის მმართველობის ქვეშ
აღმოჩნდა და სწორედ აქედან იწყება მათი დაპყრობების ისტორია, რომელმაც უფრო
მოგვიანებით ევროპის დიდი ნაწილიც კი მოიცვა და ამრიგად, არაერთხელ შეცვალა მისი
პოლიტიკური რუკა. ოსმალებმა გაფართოებისა და გაძლიერების შემდეგ მოახერხეს და 1389
წელს ნიკოპოლის ბრძოლით დაასრულეს სერბთა დომინანტობა რეგიონში, ხოლო 1396 წელს
გამართულმა კოსოვოს ბრძოლამ, რომელიც სამართლიანად მოიხსენიება ხოლმე ევროპის
ტერიტორიაზე უკანასკნელ ჯვაროსნულ ლაშქრობად, ვერ შეაჩერა ოსმალთა გარდაუვალი
წარმატება, ევროპის სრული ისლამიზაციის იდეით რომ იყო გამსჭვალული და უფრო მეტად
კი, როგორც ყველა ომი, ეკონომიკურ-პოლიტიკურ ქვეტექსტს რომ მოიაზრებდა თავის თავში.
თურქები უპირველესად ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გაფართოვდნენ და ბუნებრივია,
თავდაპირველი მიზანი კონსტანტინეპოლის დაპყრობა იყო, მით უფრო, რომ ეს აღარ
წარმოადგენდა დიდ პრობლემას - ოსმალები აკონტროლებდნენ ქალაქის გარშემო არსებულ
თითქმის ყველა ყოფილ ბიზანტიურ მიწას, თუმცა ბოსფორის სრუტის განსაკუთრებული
დაცვა, რაც ბუნებრივია კონსტანტინეპოლის მთავარ სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა,
ართულებდა ქალაქის აღებას. 1402 წელს ანკარასთან ბრძოლაში თემურ ლენგთან განცდილი
მარცხის გამო, ოსმალთა წინსვლა შეფერხდა, ევროპის უმნიშვნელოვანესი ქალაქის აღება
გადაიდო სამოქალაქო ომის გამოც, ბაიაზედის შვილებს შორის რომ იყო გამართული. უფრო
მოგვიანებით, მეჰმედ პირველის მმართველობისას იდეის დონეზე მუდმივად ნარჩუნდებოდა
კონსტანტინეპოლის აღების სურვილი, რასაც ხელს უშლიდა ბრძოლა ევროპის სხვადასხვა
ტერიტორიაზე. მაგრამ 1453 წელს ბიზანტიონი ეცემა, რაც ოსმალთა ბატონობას გარკვეული
პერიოდით შეუქცევად მოვლენად აქცევს.
ახალგაზრდა სულთნის, მეჰმედ მეორეს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიზანტიის
დედაქალაქის აღების შესახებ, წარმოადგენდა 50 წლიან წარუმატებლობას ოსმალური
სახელმწიფოს პოლიტიკაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი აღმოჩნდა
კონსტანტინეპოლისთვის. მეჰმედ მეორე სწორედ ბიზანტიონის მმართველებს აბრალებდა
კრიზისს საკუთარ დინასტიაში და ამის გამოძახილი შეიძლება იყოს 1444 წლიდან მამამისის
თანამოსაყდრეთ გახდომა და პრაქტიკულად, ტახტის დაკავება ჯერ ისევ ძალიან მცირე ასაკში.
თანამედროვე გადმოსახედიდად რთული სათქმელია ვინ ან როგორ დაარწმუნა მურად მეორე
დაეთმო ძალაუფლება, თუმცა აშკარაა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევა ახალი,
თუმცა ახალგაზრდა, მაგრამ ძლიერი გარემოცვის მქონე სულთანმა მოახერხა, ასე სიამაყით რომ
იხსენებენ თანამედროვე თურქებიც კი.
მეჰმედ მეორეს მოიხსენიებენ როგორც გულჩათხრობილ, მიზანასახულ, ჯიუტ პიროვნებად და
ეს სამეფო კარზე შექმნილი უამრავი ინტრიგით შეიძლება იყოს განპირობებული. შესაბამისად,
კონსტანტინეპოლის აღება იყო ის მიზანი, რომელიც მან გამეფებისთანავე დაისახა და
უშუალოდ ბრძოლაში გამოჩენილი სიჯიუტით აასრულა კიდეც. საინტერესოა, რომ
გამეფებისას მასთან ჩასული ბიზანტიელი ელჩები ძალიან კმაყოფილნი დაბრუნდნენ,
ვინაიდან სულთანმა იგი თავის მშვიდობიან პოლიტიკაში დაარწმუნა და ყურანზეც კი
დაიფიცა, რომ არ ხელყოფდა ბიზანტიის ტერიტორიულ ერთიანობას. თუმცა 1451 წლიდან
ოფიციალურად დაიწყო მზადება ბრძოლისათვის და ქვის საუკეთესო ხელოსნები და შავი
მუშები შეკრიბა, რათა ციხე-სიმაგრე - რუმელი-ჰისარი აეგოთ ბოსფორის ევროპულ ნაწილში.
უშუალოდ ქალაქის აღებამდე კი მეჰმედ მეორემ წამოაყენა აზრი ბიზანტიისადმი
უნდობლობის შესახებ, რაც უპირველესად გამოიხატებოდა ეჭვში, რომლის მიხედვითაც
ბიზანტიის ჯერ ისევ იმპერატორად წოდებული მოხელის მიმართ, რომ სწორედ მისი
დამსახურება იყო უნგრების თავდასხმა ოსმალეთზე, რაც ასე რთულად და დიდი დანაკარგით
მოიგერიეს თურქებმა, და რაც ისტორიულად შესაძლოა მშვენიერი საბაბი ყოფილიყო
კონსტანტინეპოლზე თავდასასხმელად, ვინაიდან, მოგეხსენებათ, მიზეზებზე უფრო
მნიშვნელოვანი ისტორიულად გაჟღერებული საბაბებია, სხვა ქვეყნებისა თუ მოსახლეობის
თვალში რომ ამართლებს ხოლმე თავდამსხმელ მხარეს, და ეს საბაბი შეიძლება ცოლობაზე
უარის თქმა, სხვა სახელწიფოებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების სურვილი, თუ
უფრო მარტივად, ვინმე ნაციონალისტის მიერ ჩადენილი თუნდაც ავსტრია-უნგრეთის პრინცის
მკვლელობა გახდეს.
ასეა თუ ისე, ოსმალებს საბაბზე უფრო მეტი მიზეზი ჰქონდათ კონსტანტინეპოლის ასაღებად,
რაც უპირველესად ამ ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობით განისაზღვრებოდა და მისი
ეკონომიკურ სიმდიდრით მთავრდებოდა. ბიზანტიონი იქნებოდა გასაღები მთელ ევროპაში
შესასვლელი კარისა და ეს ესმოდათ სულთანსაც და მის გარემოცვაში არსებულ, უმეტესად
გამაჰმადიანებულ ქრისტიან მოხელეებსაც. აღსანიშნავია, რომ მეჰმედი დიპლომატიურად
მოქმედებდა და ევროპასთან ცდილობდა კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებიდა, მაგრამ მისი
ქმედებები სხვა რამეზე მიუთითებდნენ. შესაბამისად, 1449 წელს კონსტანტინეპოლში ჩასული
ბიზანტიის ახალი, უცოლო და ჯერ ისევ უგვირგვინო იმპერატორი კონსტანტინე დრაგასი
ხვდებოდა სიტუაციის სირთულეს, ოსმალეთის რეალურ განზრახვას უკვე დიდი ხნის
განმავლობაში რომ არსებობდა და ბიზანტიას ემუქრებოდა, ამიტომაც მიმართა ევროპას
დასახმარებლად, მაგრამ სქიზმის შედეგები სწორედ ბიზანტიის ისტორიის კრიტიკულ
მომენტში გახდა აშკარა. 1054 წელს გაყოფილი ეკლესია და ამრიგად დაშორებული
სახელწიფოების გაერთიანების, უფრო ზუსტად კი ბიზანტიის რომისათვის დაქვემდებარების
იდეა კონსტანტინემ პაპისადმი მიმართვაში გააჟღერა 1452 წელს, როდესაც რუმელი-ჰისარის
აგების შემდეგ, ოსმალებისგან წამოსული საფრთხე ზედმეტად აშკარა გახდა. ერთად ერთი
გამოხმაურება, რაც ამ მოვლენას მოჰყვა, იყო 25 დეკემბერს ვენეციური გემის გამოჩენა შავ
ზღვაში, რომლის მიზანსაც ციხის არტილერიის გარსტატის დამარცხება წარმოადგენდა, და
სანაცვლოდ კი ზღვაშივე ჩაიძირა, გადარჩენილი კაპიტანი და მეომრები ოსმალების ხელში
ჩავარდნენ. კონსტანტინეს მიმართვა კი შეიძლება ითქვას უნაყოფო აღმოჩდა. ვინაიდან
ბიზანტიის იმპერატორის იმედების საწინააღმდეგოდ, რომის პაპს აღარ გააჩნდა იმდენი
გავლენა ევროპელ მეფეებზე, რამდენიც აუცილებელი იყო კონსტანტინეპოლის დასაცავად,
კონსტანტინეს იმედგაცრუება გარდაუვალი იყო. ევროპა, როგორც ყოველთვის, თავისი
პრობლემებით იყო მოცული, და შესაბამისად, თავისსავე საუბედუროდ ნაკლებად
დაინტერესდა კონსტანტინეპოლის ბედით. მიუხედავად ამისა, რომის პაპის დაინტერესება,
ეჭვგარეშეა, დიდი იქნებოდა, ვინაიდან იმპერატორისგან მიღებული შეთავაზება მისი
გავლენის სფეროს გაზრდას და კათოლიციზმის გაფართოებას გულისხმობდა, რაც ასე
სასურველი იყო პაპებისთვის პაპიზმის შემოღების პირველივე დღიდან. ევროპის მხრიდან
დახმარების მოლოდინი მით უფრო წარმოუდგენელი იქნებოდა საფრანგეთსა და ინგლისს
შორის მიმდინარე ასწლიანი ომის ფონზე, რომელიც დასავლეთ ევროპის ძლიერ
სახელმწიფოებს ძალას ართმევდა. კონსტანტინეპოლს ვერც ესპანეთი დაიცავდა, აქ არაბების
წინააღმდეგ იბრძოდნენ და რეკონკისტა დასასრულსაც კი უახლოვდებოდა, ხოლო ვარნას
ბრძოლაში დამარცხებული აღმოსავლეთ ევროპის სახელწიფოები თავისთავად არ
წარმოადგენდნენ ხელჩასაჭიდ ძალას.
ამგვარ პოლიტიკურ ვითარებაში, კონსტანტინე დრაგასი პრაქტიკულად მარტო დარჩა
ოსმალთა წინააღმდეგ. იმპერატორმა მხოლოდ 80001 ადამიანის შეგროვება მოახერხა, ბერებისა
და ნებისმიერი ბრძოლისუნარიანი მამაკაცის შეკრებით და ბუნებრივია, მეომართა ეს რიცხვი,
პათეტიკურადაც კი გამოიყურება, არათუ საკმარისია ქალაქის ოსმალთაგან დასაცავად.
აღსანიშნავია ისიც, რომ კარდინალ ისიდორესგან მიიღეს 200 მშვილდოსანი, უფრო
მოგვიანებით კი 700 დაქირავებული ლათინით2 კონსტანტინეპოლში ჩავიდა ჯოვანი
ჯუსტიანიანი და იმპერატორის ბრძანების მიხედვით წმინდა რომანოს კარიბჭე უნდა დაეცვა.
მიუხედავად ძალებს შორის არსებული უთანასწორობისა, კონსტანინე დრაგასს უფრო მარტივი
დავალება ჰქონდა ვიდრე მეჰმედ მეორეს. მას მოუწევდა დაეცვა ისედაც ძლიერი
საფორთიფიკაციო კედლები ქალაქისა, რომლისთვისაც დიდხნიანი ალყის გაძლებაც არ
იქნებოდა პრობლემა. სულთანს კი უნდა შეეკრა ჯარი გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად,
რათა ალყაში მოექცია კონსტანტინეპოლი და იმ ბუნებრივ პირობებსა თუ ბიზანტიელების
წინააღმდეგობაში ეს სულაც არ იქნებოდა ადვილი ამოცანა.
1453 წლის აპრილში ოსმალთა ჯარი კონსტანტინეპოლის კედლებთან იყო. ის, რაც თურქთა
ადრინდელი თავდასხმებისგან განასხვავებდა მეჰმედ მეორის ტაქტიკას, ოსმალეთის ფლოტი
იყო ახლომდებარე წყლებში, რაც სხვა ქვეყნების ჩართულობას გამორიცხავდა და შესაბამისად
დამპყრობლის წარმატებასაც განაპირობებდა. ადრეული ლაშქრობების შემთხვევაში ბიზანტიას
მუდმივად შეეძლო დახმარება მიეღო ზღვის საშუალებით სხვა ევროპული
სახელმწიფოებისგან. მეჰმედმა ძალიან ზუსტად გათვალა ეს შესაძლებლობა და ამიტომაც
პირველ რიგში საზღვაო ბლოკადაში მოაქცია ქალაქი. ოსმალეთი აქამდე ევროპისგან ქირაობდა
ხოლმე გემებს, მაგრამ კონსტანტინეპოლის აღებამდე სულთანმა ააშენებინა 200-300 სხვადასხვა
ტიპის გემი. ამრიგად მზადება ბიზანტიონის აღებისათვის ოსმალთა სამხედრო ტექნიკის
განვითარებისა და დახვეწის პერიოდიცაა. ქალაქის სქელი კედლების ასაღებად კი საჭირო
იქნებოდა ზარბაზნები. ამ შემთხვევაში მეჰმედს გაუმართლა, ვინაიდან მასთან ჩავიდა
უნგრელი ინჟინერი ურბანი, რომელიც ზარბაზნების დამზადების შეთავაზებით მანამდე
კონსტანტინე დრაგასთანაც იმყოფებოდა, თუმცა ბიზანტიამ უსახსრობის გამო თქვა უარი ამ
შემოთავაზებაზე. მაგრამ საინტერესოა, რომ თავდაპირველი შეტევები მარცხითაც კი
დასრულდა, მაგალითად 12 აპრილს ოსმალთა ფლოტმა ვერ გაწყვიტა სამხედრო ჯაჭვი,
რომელიც ხელს უშლიდა ოქროს ყურეში შესვლას. ეს ადგილი კარგად იყო გამაგრებული
ვინაიდან 1204 წელსაც სწორედ ამ მხრიდან დარტყმა გახდა ქალაქის დაცემის მიზეზი, თუმცა
ამჯერად ქრისტიანების მაგივრად კონსტანტინეპოლს თავი მუსლიმებისგან უნდა დაეცვა და
გარკევული დროის მანძილზე წარმატებასაც აღწევდა. მაგალითად, 18 აპრილს ჩაიშალა კიდევ
ერთი ოსმალების შეტევა. შესაბამისად, ბრძოლის დასრულებისა და ალყის მოხსნისკენ
მოუწოდებდა სულთანს პირველი ვეზირი ჰალილ ფაშა. მეჰმედ მეორემ უარყო მისი
შემოთავაზება, და გადმოცემის თანახმად მოუსმინა მის ამალაში მყოფ დავრიშს, რომელმაც
უშუალოდ გააკრიტიკა სულთანი და პირველი ვაზირი ამხილა ქრისტიანებთან კავშირში.
უფრო დიდი მარცხი 28 აპრილს განიცადა ამჯერად საზღვაო ბრძოლისას და სავარაუდო
მიზეზი შეტევის გაცემა გახდა.
ალყა კონსტანტინეპოლის გარშემო გადაიქცა მეჰმედის სიჯიუტედაც კი, ერთი მხრივ
კონსტანტინეს, მეორე მხრივ კი მისი პირველი ვეზირის წინააღმდეგაც, რის გამოც ბიზანტიაც
და ოსმალეთის უარს ამბობდა მოლაპარაკებაზე იმ დროს, როდესაც არც დასაცავად და არც
თავდასასხმელად აღარ ჰქონდათ საკმარისი ძალა. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ჯოვანი
ჯუსტინიანი დაიჭრა, წმინდა რომანოს კარიბჭის დაცვა კი უშუალოდ იმპერატორმა
გადაწყვიტა, თუმცა ოსმალთა შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ კონსტანტინე ბრძოლისას
დაიჭრა. დატყვევებული მეომრები კი მონებად გაყიდეს.
ამის შემდეგ ალყა კიდევ გაგრძელდა. ქალაქის აღებას ართულებდა ბიზანტიური ცეცხლი,
რომელთანაც დაპირისპირება რთული იყო ოსმალებისთვის. მაგრამ ძალების მთელი
მობილიზების შედეგად საბოლოო შეტევა 26 მაისს დაინიშნა. წინააღმდეგობის მიუხედავად,
იანიჩარების მიერ მიყენებულმა საბოლოო დარტყმამ განაპირობა ოსმალთა გამარჯვება და
ანატოლიელებმა ქალაქი აიღეს. 29 მაისს ღამის 2 საათზე ოსმალები შეტევაზე გადავიდნენ.
ხმელეთიდან და ზღვიდან უშენდნენ ქალაქს ყუმბარებს, მეზღვაურები სპეციალური კიბეებით
ადიოდნენ კედლებზე, ზაგანოს ფაშამ კონტონის ხიდით გადაიყვანა ჯარი ოქროს ყურეში.
სულთანმა ბრძოლაში ჩართო რეზერვებიც. თავდაცვითი ქმედებები შესუსტდა მას შემდეგ, რაც
ჯუსტინიანი დაიჭრა და იმპერატორის ბრძანების მუხედავად გალათაში წავიდა, სადაც მას
მრავალი გენუელი გაჰყვა. შედეგად ბიზანტიელთა დაცვა შესუსტდა და 1453 წლის 29 მაისს
კონსტანტინეპოლი დაეცა, თუმცა მეჰმედ მეორის ბრძანებით ქალაქი არ განადგურებულა,
ზიანი იმაზე ბევრად ნაკლებიც კი იყო ვიდრე 1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისას.
როგორც გიორგი ფრანძესი აღწერს, აღებიდან მესამე დღეს მეჰმედ მეორემ მიმართა ხალხს,
რათა ისინი გამოსულიყვნენ სამალავებიდან და ერთად აღენიშნათ კონსტანტინეპოლის აღება,
შესაბამისად, იგი არ აპირებდა ბიზანტიელთა დევნას, რაც მისი პოლიტიკური მიზნებით
შეიძლება ავხსნათ. კონსტანტინეპოლის ქალაქისა და ბიზანტიელი ხალხის განადგურება
სულაც არ იყო ოსმალეთის მიზანი, მათ სურდათ განვითარებული სახელმწიფო მმართველობა
და გზა ევროპისკენ და ორივე მათგანის განმაპირობებელი სწორედ ბიზანტიონის აღება იყო.
ანატოლიელებს ბევრის სწავლა შეეძლოთ ბიზანტიელებისგან და როგორც ჩანს, მეჰმედ მეორეს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქალაქის შენარჩუნების შესახებ სწორედ ამას ემსახურებოდა.
ოსმალთა ხელში მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული ქალაქისა და ევროპასა და აზიას
შორის სავაჭრო-სატრანსპორტო ცენტრის გადასვლამ საგრძნობლად შემატა მათ ძლიერება, რის
გამოც მკვეთრად გაზარდა ბალკანეთის, ცენტრალური, სამხრეთ-დასავლეთი ევროპისა და შავი
ზღვისპირა ქვეყნების დაპყრობის საშიშროება. შესაბამისად, ამის შემდეგ შეიქმნა
განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები ოსმალთა შემდგომი ექსპანსიისთვის. ოსმალებს კი
გზა გაეხსნათ ევროპისაკენ და კონსტანტინეპოლის დათმობით ევროპამ დათმო საკუთარი
უსაფრთხოებაც, რაც მომდევნო საუკუნეებში განსაკუთრებით აისახა თუნდაც ლეპანტოს
ბრძოლასა და ვენის ალყაში.
ევროპაში კონსტანტინეპოლის დაცემისთანავე დაიწყო პაპმა პიუს მეორემ კოალიციის შექმნა,
თუმცა უშედეგოდ. ევროპელი მონარქებისთვის, რომელებიც შიდა დაპირისპირებით უფრო
იყვნენ დასუსტებულნი, ოსმალეთთან ვაჭრობა და მოლაპარაკება ბევრად უფრო სარფიან
შემოთავაზებად ჟღერდა ვიდრე გაუთავებელი ბრძოლა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ამრიგად
კონსტანტინეპოლის დასაბრუნებლად არ უბრძოლიათ, თუმცა ამ მოვლენამ იმაზე მეტი რაიმე
შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკასა თუ ხალხთა ცხოვრებაში, ვიდრე ამას ნებისმიერი მოელოდა
და ზოგიერთი რამ ევროპისთვის სასიკეთოდაც.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთი სრულად მოწყვიტა ევროპას, კონსტანტინეპოლის
დაცემა მიზეზი გახდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისა. ახალი პრობლემის შექმნით
ევროპელებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ, რის შედეგადაც ამერიკაც კი აღმოაჩინეს.
კონსტანტინეპოლიდან იტალიაში, რომში გაქცეულმა განათლებულმა მოსახლეობამ
საფუძველი ჩაუყარა რენესანსს, და იდეები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე თუნდაც
კომნენების მმართველობის პერიოდში ჩნდებოდა და იხვეწებოდა ბიზანტიაში ახლა მთლიანი
ევროპის გახდა და საბოლოოდ რენესანსული განვითარების განმაპირობებლადაც იქცა.
რელიგიური თვალსაზრისით კი ბიზანტიის განადგურებამ რუსეთს მისცა საშუალება
აღმოსავლეთ საქრისტიანოში ადგილის დამკვიდრებისა. მესამე და უკანასკნელი რომიც
რუსეთის იმპერიის დედაქალაქი უნდა ყოფილიყო და ეს იდეა საბჭოთა კავშირის შექმნამდე
იყო რუსული ეკლესიის მამოძრავებელი, რაც იმპერიული პოლიტიკის კიდევ ერთი
მახასიათებელია და რელიგიურ ჰეგემონობასაც გულისხმობს.
ამრიგად, კონსტანტინეპოლის, იმ პერიოდის მსოფლიოს შესუსტებული თუმცა მაინც
მნიშნელოვანი ცენტრის დაცემა იყო მასშტაბურ მოვლენა, რომლემაც გლობალური პოლიტიკა
შეცვალა, მეჰმედი ფათიჰად, თვით ოსმალეთი კი ძლევმოსილ იმპერიად აქცია.

1. სხვადასხვა წყაროში ეს მონაცემი განსხვავებულია. ზოგში ვხვდებით 7000ს ბიზანტიელს,


სხვებში უფრო ნაკლებს, თუმცა მითითებუი მაქსიმალური რაოდენობაც კი ვერ
იქნებოდა საკმარისი ძალა კოსტანტინეპოლის სრულად დასაცავად.
2. ზოგიერთი წყაროს თანახმად ჯოვანი ჯუსტინიანეს ყავდა 2000 დაქირავებული მეომარი,
მაგრამ ბევრ წყაროში მათი ეს რაოდენობა არ ფიქსირდება, და ისინი იმ ბიზანტიელებს
უფრო წარმოადგენენ, რომლებიც ჯუსტინიანეს რაზმში გაერთიანდნენ.
THE HISTORY OF THE OTTOMAN EMPIRE - Discovery History Science

The Fall of Constantinople – The Ottoman Conquest of Byzantium. D.Nicolle/J.Haldon/S.Turnbull

The Fall of Constantinople to The Ottomans - Michael Angold.

ოსმალეთის ისტორია - მიხეილ სვანიძე

You might also like