You are on page 1of 17

ახალი წელთაღრიცხვით:

1466-1700 წლები

XV საუკუნე

 XV საუკუნის მეორე ნახევრიდან - რომის პაპები საშინლად იქცეოდნენ.


მათი კორუმპირებულობა ბევრი ქრისტიანის სამართლიან აღშფოთებას იწვევდა
(გვ. 378).
 1475 წ. - დაიბადა რენესანსის ხანის დიდი იტალიელი მხატვარი
მიქელანჯელო [ბუონაროტი] (1475-1564 წწ.). ახალი მეთოდების გამოყენების
გამო, მისი ნაწარმოებები სამეცნიერო მიღწევებს უთანაბრდებოდა (გვ. 357).
 XV-XVI საუკუნეები - მოღვაწეობდა რენესანსის ხანის კიდევ ერთი
ცნობილი მხატვარი, გერმანელი ალბრეხტ დიურერი, რომლის ნახატებიც, ახალი
მეთოდების გამოყენების გამო, სამეცნიერო მიღწევებს უთანაბრდებოდა (გვ. 357).
 1462-1505 წწ. - მოსკოვის სამთავრო ძალიან გაძლიერდა დიდი მთავრის -
ივანე III-ის მმართველობის პერიოდში. მან შეიერთა ქალაქები: ნოვგოროდი,
ტვერი და ა. შ. მოსკოვის სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ბირთვად
იქცა. ბიზანტიის იმპერიის განადგურების შემდეგ, რუსეთმა პრეტენზია გამოთქვა
მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერობაზე, ანუ „მესამე რომობაზე“ (გვ. 470).
 1480 წ. - მოსკოვის სამთავროს დიდმა მთავარმა - ივანე III-მ რუსეთი
„ოქროს ურდოს“ ბატონობისგან გაათავისუფლა (ანუ მონღოლთა ბატონობა
რუსეთში გაგრძელდა XIII საუკუნის I ნახევრიდან XV საუკუნის ბოლომდე) (გვ.
470).
 XV საუკუნის II ნახევარი - თურქ-ოსმალეთის იმპერიაში წამყვანი როლი
მუსლიმებს ეკისრებოდათ, თუმცა სხვა რელიგიების წარმომადგენლებსაც
ჰქონდათ გარკვეული უფლებები (გვ. 458).
 XV საუკუნის II ნახევრამდე - ოსმალთა არმიაში დიდ როლს ასრულებდა
ცხენოსანი ჯარი (სიფაჰიები), თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების
შემდეგ, წინა პლანზე მის გამოყენებაში დახელოვნებული იანიჩრები გამოვიდნენ
(გვ. 458).
 XV საუკუნის II ნახევარი - ოსმალეთის ჯარის ყველაზე ელიტარული
დანაყოფი გახდა იანიჩართა კორპუსი. რადგან ოსმალთა ჯარში ქრისტიანებს
მსახურების უფლება არ ჰქონდათ, ტყვედ წაყვანილ ქრისტიან ჭაბუკებს თურქები
ჯერ ამაჰმადიანებდნენ, შემდეგ კი წვრთნიდნენ იანიჩართა კორპუსში
სამსახურისთვის (გვ. 458).
 XV საუკუნის II ნახევარი - ოსმალთა იმპერიის სულთანი შეუზღუდავი
მონარქი იყო. სახელმწიფოში მეორე პირი იყო დიდი ვეზირი, რომელიც ხშირად
ცვლიდა სულთანს სამხედრო ლაშქრობების ან სახელმწიფო საბჭოს დროს. ამ
დროიდან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა „ბრწყინვალე პორტას“ (ოსმალეთის)
დიდ ვეზირად გამუსლიმებული ქრისტიანის დანიშვნა (გვ. 458).
 1481 წ. - გარდაიცვალა ოსმალეთის სულთანი, ბიზანტიის იმპერიის
დამპყრობელი მეჰმედ II (1451-1481 წწ.) (გვ. 352).

1
 1483 წ. - გერმანიის ქალაქ ვიტენბერგში დაიბადა რეფორმაციის
ფუძემდებელი მარტინ ლუთერი (1483-1546 წწ.) (გვ. 378).
 1488 წ. - პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ბარტოლემეუ დიაშმა, აფრიკის
დასავლეთ სანაპიროს გავლით მიაღწია აფრიკის უკიდურეს სამხრეთს, რომელსაც
„კეთილი იმედის კონცხი“ეწოდა. ამ კონცხით ინდოეთის ოკეანეში შეიძლებოდა
გასვლა (გვ. 363).
 1492 წ. - პორტუგალიის მეფის მეტოქემ - ესპანეთის მეფემ ინდოეთისკენ
გაგზავნა ფლოტილია ქრისტეფორე კოლუმბის მეთაურობით. კოლუმბის გემს
„სანტა მარია“ ერქვა. მან აღმოაჩინა „ახალი სამყარო“, ანუ ამერიკის კონტინენტი,
თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ეგონა, რომ სხვა გზით ინდოეთს მიაღწია (გვ. 363).
 1492 წ. - ესპანელებმა არაბები, კერძოდ, ომაიანთა დინასტიის
წარმომადგენლები, გააძევეს მათ მიერ პირენეს ნახევარკუნძულზე
შენარჩუნებული ბოლო ქალაქიდან - გრანადიდანაც (გვ. 249).
 1494 წ. - ესპანეთმა და პორტუგალიამ „ტორდესილიასის ხელშეკრულებით“
გაიყვეს მსოფლიო: ერთ-ერთი მერიდიანის დასავლეთით მდებარე ყველა
„არაქრისტიანული მიწა“ ესპანეთს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთით კი -
პორტუგალიას. ევროპის სხვა დიდი სახელმწიფოები ამ ხელშეკრულებას
უარყოფდნენ (გვ. 363).
 1498 წ. - პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ვასკო და გამამ პირველმა მიაღწია
ინდოეთის ოკეანის გავლით ინდოეთამდე. ის პორტუგალიის ეროვნული გმირია
(გვ. 363).
 XV-XVII საუკუნეები - „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ ეპოქა ერთ-ერთი
მთავარი წყალგამყოფია შუა საუკუნეებსა და ახალ დროს შორის (გვ. 364).
 XV-XVII საუკუნეები - „დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს“ მოჰყვა ევროპული
კოლონიური იმპერიების შექმნა, სიმდიდრის დაგროვება ევროპაში და ევროპის
უძლიერესი ქვეყნების განვითარება მომდევნო 4-5 საუკუნის განმავლობაში
დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე (გვ. 365).
 XV საუკუნის ბოლომდე - „დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე“ „ძველი
სამყაროს“, ანუ ევროპის ადამიანებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუ რა იყო
სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, გოგრა და სხვ. ისინი XVI საუკუნეში ამერიკის
კონტინენტიდან შემოიტანეს (გვ. 365).

XVI საუკუნე

 1500 წ. – „გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის“, ანუ ჰაბსბურგების


იმპერიის იმპერატორი გახდა კარლ V ჰაბსბურგი [მან დაიპყრო და თავის
იმპერიას შეუერთა ესპანეთი] (1500-1558 წწ.) (გვ. 379; 384).
 1501 წ. - ირანი ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა სეფიანთა დინასტიამ,
რომელიც ყიზილბაშთა მომთაბარე თურქმანული ტომების კავშირს ედგა
სათავეში. ყიზილბაშები ატარებდნენ წითელ თავსაბურავს და აქედან
მომდინარეობს მათი სახელი: ყიზილ - წითელი, ბაშ - თავი (გვ. 464).
 1501 წ. - სეფიანთა ირანის პირველი შაჰი გახდა ისმაილ I (1501-1524 წწ.),
რომელმაც [დაიპყრო ბატკნები], ირანი გააერთიანა და დაპყრობითი ომებიც
დაიწყო (გვ. 464).

2
 XVI საუკუნის დასაწყისი - ისმაილ I-მა სეფიანთა ირანის სახელმწიფო
რელიგიად ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა - შიიზმი აქცია. ის
დაუპირისპირდა სუნიტური ისლამის მიმდევარ ოსმალთა იმპერიას (გვ. 464).
 1505 წ. - გარდაიცვალა მოსკოვის დიდი მთავარი ივანე III (1462-1505 წწ.) (გვ.
469).
 1509 წ. - საფრანგეთში დაიბადა შემდგომში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში
მოღვაწე ფრანგი საეკლესიო რეფორმატორი ჟან კალვინი (1509-1564 წწ.) (გვ. 381).
 1509 წ. - ინგლისის მეფე გახდა შემდგომში ანგლიკანური ეკლესიის
ფუძემდებელი ჰენრი VIII (1509-1547 წწ.) (გვ. 381).
 XVI საუკუნის დასაწყისი - მურად II-ისა და მეჰმედ II-ის დაპყრობითი
პოლიტიკა, როგორც ევროპის, ისე აზიისა და აფრიკის მიმართულებით, თურქ-
ოსმალთა სულთანმა სელიმ I-მა განაგრძო. მან დაიპყრო ეგვიპტე და არაბული
ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის, ისლამის წმინდა ქალაქები: მექა და მედინა.
მან განამტკიცა კონტროლი აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სახმელეთო
სავაჭრო გზაზე (გვ. 458).
 1514 წ. - დაიწყო ძალიააან ხანგრძლივი ომი სეფიანთა ირანსა და თურქ-
ოსმალეთს შორის, რომელიც შესვენებებით 1639 წლამდე გაგრძელდა.
შუალედებში იდებოდა ზავები (მაგ., 1555 წელს ამასიის ზავი, 1590 წლის ზავი და
სხვ.), მერე ისევ ირღვეოდა, მერე ისევ ზავი, მერე ისევ ომი და ა. შ. ყველაფერი კი
იმით დაიწყო, რომ 1514 წელს ოსმალთა სულთანმა სელიმ I-მა სასტიკად
დაამარცხა სეფიანთა ირანის არმია შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით (გვ. 458; 464).
 XVI საუკუნის დასაწყისიდან - სამცხე-საათაბაგოს მთავრებს, ანუ სამცხის
ათაბაგებს უკვე პრაქტიკულად სრული დამოუკიდებლობა ჰქონდათ
მოპოვებული საქართველოს მეფეებისაგან (ქართლის, კახეთის, იმერეთის) (გვ.
482).
 XVI-XVII საუკუნეები - სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველო
წარმოადგენდა სეფიანთა ირანისა და თურქ-ოსმალეთის დაპირისპირების
ასპარეზს. ქართველი მეფე-მთავრების მთავარი საზრუნავი მათ შორის არსებული
კონფლიქტის გამოყენება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება გახდა, რაშიც მათ
ხელს უწყობდა 1514 წლიდან დაწყებული ირან-ოსმალეთის ომები (გვ. 478-479).
 XVI საუკუნის დასაწყისი - რომის პაპების უმსგავსო პოლიტიკით ყველაზე
მეტად აღშფოთებული იყო ვიტენბერგელი ბერი და თეოლოგიის პროფესორი
მარტინ ლუთერი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმდინარეობას
კათოლიკურ ეკლესიაში: პროტესტანტობას, ანუ ლუთერანობას, ანუ
ევანგელისტობას, ანუ პროტესტანტულ რეფორმაციას. ამ მოძრაობის შედეგად
დასავლური - კათოლიკური ქრისტიანობა საბოლოოდ გაიყო (გვ. 378).
 XVI საუკუნის დასაწყისი - პროტესტანტული მოძრაობის დაწყების უშუალო
საბაბი გახდა ინდულგენციებით ვაჭრობა, რაც რომის პაპმა გერმანიაში ბერ
იოჰანეს ტეტცელს დაავალა. გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერს შეეძლო,
მიეღო ეკლესიისგან ინდულგენცია, ანუ ცოდვების მიტევების სიგელი (გვ. 378).
 1517 წ. - მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი
„95 თეზისი“, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი არა პაპის ინდულგენციით,
არამედ რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებდა სულის ხსნას (გვ. 378).
 XVI საუკუნის 10-იანი წლების ბოლო - რომის პაპის ბრძანებით, რომში
დაიწყო სასამართლო პროცესი მარტინ ლუთერის წინააღმდეგ. ლუთერი
3
ერეტიკოსად გამოაცხადეს და ეკლესიიდან განკვეთეს, მაგრამ ამან იგი ვერ
შეაჩერა და პაპის კრიტიკა განაგრძო. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად
„ქრისტეს ნაცვლის“, ავტორიტეტი; მოუწოდა ქრისტიანებს, თავად ეპოვათ გზა
ღმერთისკენ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. ის ათავისუფლებდა
მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისგან და შვიდი საიდუმლოებიდან
მხოლოდ ორს - ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა (გვ. 378-379).
 1519 წ. - გარდაიცვალა რენესანსის ხანის დიდი იტალიელი მხატვარი
ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წწ.) (გვ. 357).
 1520 წ. - გარდაიცვალა ოსმალეთის სულთანი სელიმ I. ახალი სულთანი
გახდა მისი ვაჟი სულეიმან I (ევროპელებისთვის - ბრწყინვალე, თურქებისთვის -
კანუნი, ანუ კანონმდებელი) (1520-1566 წწ.). მისი მმართველობის პერიოდი
ოსმალთა იმპერიის „ოქროს ხანად“ ითვლება (გვ. 386; 459).
 1520-1566 წწ. - სულეიმან I-მა შექმნა ოსმალეთის იმპერიის ახალი
სამართლებრივი სისტემა. მისი საკანონმდებლო რეფორმები შეეხო საგადასახადო
სისტემას, განათლებას, სისხლის სამართალს და ა. შ. მისი კანონების კრებული
საუკუნეების მანძილზე მოქმედებდა ოსმალეთში (გვ. 459).
 1521 წ. - მარტინ ლუთერის წინააღმდეგ ბრძოლაში რომის პაპს დაეხმარა
„გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის“ იმპერატორი კარლ V (1500-1558 წწ.).
მან გერმანელი მთავრების კრება მოიწვია, რომლის წინაშეც ლუთერს თავისი
მოძღვრება უნდა უარეყო. კვლავ ამაოდ - არ უარყო. მაშინ კარლ V-მ გამოსცა
ედიქტი, რომელიც ლუთერს კანონგარეშედ აცხადებდა. ლუთერს ცეცხლზე დაწვა
ემუქრებოდა, მაგრამ ერთ-ერთმა გერმანელმა თავადმა იგი თავის ციხეში შეიფარა.
აქ ლუთერმა პირველად თარგმნა ბიბლია ლათინურიდან გერმანულ ენაზე (გვ.
379-380).
 1522 წ. - პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ფერნანდო მაგელანმა ესპანური
ესკადრით (ფლოტით) პირველმა შემოუარა გარშემო მსოფლიოს (გვ. 363).
 1522 წ. - ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა დაიპყრო ხმელთაშუა
ზღვაში მდებარე კუნძული როდოსი (გვ. 459).
 1524 წ. - გარდაიცვალა სეფიანთა ირანის სახელმწიფოს ფუძემდებელი შაჰ
ისმაილ I (1501-1524 წწ.). ტახტზე ავიდა მისი ვაჟი - შაჰ თამაზ I (გვ. 464).
 XVI საუკუნის I ნახევარი [1525 წ.] - ინგლისის მეფე ჰენრი VIII (1509-1547 წწ.)
თავიდან პროტესტანტების მტერი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რომის პაპმა
მორიგ განქორწინებაზე უარი უთხრა, ჰენრი VIII-მ დამოუკიდებელი ანგლიკანური
ეკლესია შექმნა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში (გვ. 381).
 1526 წ. - ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა მოჰაჩის ბრძოლაში
დაამარცხა უნგრეთის არმია. უნგრეთი და ცენტრალური ევროპის რამდენიმე
რეგიონი ოსმალეთის მფლობელობაში გადავიდა (გვ. 459).
 1527 წ. - ქართლის მეფე გახდა ლუარსაბ I (1527-1556 წწ.) (გვ. 481).
 1529 წ. - ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა ალყა შემოარტყა
„გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის“, ანუ ჰაბსბურგების იმპერიის
დედაქალაქ ვენას, მაგრამ ჰაბსბურგების დინასტია და კერძოდ, იმპერატორი
კარლ V (1500-1558 წწ.) სრული განადგურებისგან ცივმა ზამთარმა იხსნა.
განუწყვეტელი წვიმებისა და სიცივის გამო, ოსმალებმა ქალაქი ვერ აიღეს და ალყა
მოხსნეს (გვ. 386; 459).

4
 XVI საუკუნის I ნახევარი (სულეიმან I-ის მმართველობის დროს) -
ხმელთაშუა ზღვაში გაბატონებული იყო ოსმალეთის ფლოტი ყოფილი ალჟირელი
მეკობრის, ადმირალ ჰეირადდინ ბარბაროსას მეთაურობით (გვ. 459).
 1534 წ. - დიდგვაროვანმა იგნასიო ლოიოლამ დააარსა „იესოს
საზოგადოება“, რომელსაც შემდგომში „იეზუიტთა ორდენი“ ეწოდა. ეს იყო
სამხედრო ყაიდაზე მოწყობილი ორდენი. ორდენის წევრებს ევალებოდათ
საღვთო საქმის ერთგულება და ორდენის მეთაურის უსიტყვო მორჩილება. მას
შემდეგ, რაც პაპმა აღიარა ორდენი, მის წევრებს პაპისთვის სრული ერთგულების
აღთქმის მიცემა დაევალათ. „იეზუიტთა ორდენის“ შექმნა იყო
კონტრრეფორმაციის რადიკალური გამოვლინება (გვ. 382).
 1535 წ. - საფრანგეთმა კავშირი შეკრა ოსმალეთთან საერთო მტრის -
ჰაბსბურგების იმპერიის („გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის“)
იმპერატორის - კარლ V-ის წინააღმდეგ. მათ შორის დაიდო „მშვიდობის,
მეგობრობისა და ვაჭრობის“ ხელშეკრულება. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს
ერთმანეთის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის
უფლება მიენიჭათ (გვ. 460).
 1541 წ. - სეფიანთა ირანის შაჰმა - თამაზ I-მა პირველად ილაშქრა ქართლში
და ააოხრა იგი. მისი ლაშქრობები ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის წინააღმდეგ 1554
წლამდე გაგრძელდა (გვ. 464; 481).
 1545 წ. - რომის პაპმა პავლე III-მ ქალაქ ტრიენტში მოიწვია საეკლესიო
კრება, რომელიც თითქმის 20 წელი გრძელდებოდა. კრების მიზანი
რეფორმაციული მოძრაობის წარმატება და რომის პაპის შელახული
ავტორიტეტის აღდგენა იყო. ამ მოვლენას კონტრრეფორმაცია ეწოდება.
კათოლიკურმა ეკლესიამ ვერ დააბრუნა ყველა წასული თავის წიაღში, მაგრამ
კეთილი სახელი და გავლენა აღიდგინა (გვ. 382).
 XVI საუკუნის შუა ხანები - რომის პაპმა პავლე III-მ დააარსა რომის
ინკვიზიცია - საეკლესიო დაწესებულება, რომელიც ერეტიკოსებს სდევნიდა (გვ.
382).
 1546 წ. - გარდაიცვალა მარტინ ლუთერი (1483-1546 წწ.) (გვ. 378).
 1546 წ. - ჰაბსბურგების იმპერიის, ანუ „გერმანელი ერის რომის საღვთო
იმპერიის“ იმპერატორმა კარლ V-მ სცადა პროტესტანტების განადგურება თავის
სახელმწიფოში, რის გამოც გერმანიაში დაიწყო რელიგიური ომი კათოლიკეებსა
და პროტესტანტებს შორის. ეს რელიგიური ომი თითქმის მთელ ევროპას მოედო
(გვ. 384).
 XVI საუკუნის შუა ხანები - შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, უფრო
რადიკალური საეკლესიო რეფორმები გაატარა ფრანგმა ჟან კალვინმა (1509-1564
წწ.). მის ეკლესიაში არც საკურთხეველი იყო, არც წმინდანთა გამოსახულებები,
არც სანთლები და არც ორღანი. ფრანგ პროტესტანტ კალვინისტებს ჰუგენოტებს
უწოდებდნენ, ხოლო ინგლისელ კალვინისტებს - პურიტანებს (გვ. 381).
 1547 წ. - გარდაიცვალა ანგლიკანური ეკლესიის ფუძემდებელი, ინგლისის
მეფე ჰენრი VIII (1509-1547 წწ.). ინგლისის მეფე მისი ვაჟი - ედუარდ VI გახდა (გვ.
381).
 XVI საუკუნის შუა ხანები - ჰენრი VIII-ის მიერ დაარსებული ანგლიკანური
ეკლესიის რეფორმირება მისმა ვაჟმა ედუარდ VI-მ განაგრძო. ლოცვები უკვე
ლათინურის ნაცვლად ინგლისურად აღევლინებოდა (გვ. 381).
5
 1547 წ. - ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს პირველი მეფე გახდა ივანე IV
მრისხანე (1547-1584 წწ.). მან პირველმა მიიღო „სრულიად რუსეთის მეფის -
ცარის“ ტიტული (ტერმინი „ცარი“ მოდის სიტყვა კეისრიდან). ივანე მრისხანემ
დაასრულა რუსეთის გაერთიანების პროცესი (გვ. 470).
 1547-1584 წწ. - რუსეთის პირველი მეფე - ივანე IV მრისხანე იყო ჭკვიანი,
მაგრამ სისხლიანი ტირანი. მან გაატარა რეფორმები: 1) შეადგინა სამართლის
კოდექსი; 2) შექმნა სტრელცების საჯარისო კორპუსი და ა. შ. (გვ. 470).
 1554 წ. - ირანის შაჰმა თამაზ I-მა ბოლოჯერ ილაშქრა ქართლის მეფე
ლუარსაბ I-ის წინააღმდეგ. პირველი ლაშქრობა მან 1541 წელს მოაწყო (გვ. 481;
498).
 1555 წ. - სეფიანთა ირანის შაჰ თამაზ I-სა და ოსმალეთის სულთან
სულეიმან I-ს შორის ქალაქ ამასიაში დაიდო ზავი, რომლითაც დამთავრდა 1514
წელს დაწყებული ომი. ამ ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო ასე
გაინაწილეს: აღმოსავლეთ საქართველო (ქართლის და კახეთის სამეფოები) და
სამხრეთ საქართველოს (მესხეთის, ანუ სამცხე-საათაბაგოს სამთავროს) ერთი
ნაწილი ერგო ირანს; ხოლო დასავლეთ საქართველო (იმერეთის სამეფო,
სამეგრელოს/ოდიშის, გურიისა და აფხაზეთის სამთავროები) + ლაზეთის
პროვინცია + სამცხე-საათაბაგოს მეორე ნაწილი ერგო ოსმალეთს. ამის შემდეგ
სრულიად გამოირიცხებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო-
სამთავროების გაერთიანება, რადგან ირანი არ დაუშვებდა ოსმალეთის კუთვნილი
მხარის თავის საშინაო საქმეებში ჩარევას და, პირიქით, არც ოსმალეთი
დაუშვებდა ირანის თავის საშინაო საქმეებში ჩარევას (გვ. 459; 464; 482).
 1555 წ. - პროტესტანტ გერმანელ თავადებსა და იმპერატორ კარლ V-ს
შორის გერმანიის ქალაქ აუგსბურგში დაიდო რელიგიური ზავი, რომლითაც
დამთავრდა 1546 წელს დაწყებული რელიგიური ომი. ზავის მიხედვით, ყოველ
თავადს თავის სამფლობელოში ქვეშევრდომებისთვის აღმსარებლობის არჩევის
უფლება ენიჭებოდა. ოღონდ ეს ეხებოდა კათოლიკობასა და ლუთერანობას და
არა პროტესტანტობის უფრო რადიკალურ მიმდინარეობას - კალვინიზმს (გვ. 380;
388).
 1556 წ. - გარდაიცვალა ქართლის მეფე ლუარსაბ I (1527-1556 წწ.). ქართლის
მეფე გახდა მისი ვაჟი სიმონ I (1556-1600 წწ.) (გვ. 481).
 1556 წლის შემდეგ - ქართლის მეფე სიმონ I-მა (1556-1600 წწ.) განაგრძო
მამის - ლუარსაბ I-ის მიერ დაწყებული ბრძოლა ყიზილბაშთა, კერძოდ, შაჰ
თამაზის წინააღმდეგ, რომლის დროსაც ერთხელ ის ირანელებს ტყვედაც კი
ჩაუვარდა, საიდანაც დიდი ხნის შემდეგ, 1578 წელს, გათავისუფლდა (გვ. 482).
 XVI საუკუნის 50-იანი წწ. - რუსეთის მეფე ივანე IV მრისხანემ დაიპყრო მდ.
ვოლგაზე, ვოლგისპირეთში, მდებარე ყაზანისა და ასტრახანის მონღოლური
(თათრული) სახანოები, რის შემდეგაც ვოლგისპირეთი რუსეთს შეუერთა. ამით
ივანე მრისხანე კასპიის ზღვასთან დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო
გზას დაეუფლა. ამ პერიოდში გაჩნდა პოლიტიკური კონტაქტები რუსეთსა და
ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს, კერძოდ, კახეთის სამეფოს, შორის (გვ. 471;
512).
 XVI საუკუნის II ნახევარი (1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ) - სამცხე-
საათაბაგოს სამთავროს საკუთარ ნაწილში ოსმალეთმა მთლიანად თავისი წესები
შემოიღო. ამიერიდან თურქები ამ რეგიონს სრულად აკონტროლებდნენ.
6
ჯაყელები მათ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. თანდათანობით, უფრო
ინტენსიური გახდა რეგიონის ისლამიზაციისა და „თურქიზაციის“ პროცესი (გვ.
483).
 XVI საუკუნის 50-იანი წწ. [1558 წ.] - ივანე მრისხანემ დაიწყო 24-წლიანი ომი
შვედეთის, პოლონეთისა და ლიტვის კოალიციის წინააღმდეგ ბალტიის ზღვაზე
გასასვლელის მოსაპოვებლად. ამ ომს ლივონიის ომი ეწოდება (გვ. 471).
 1558 წ. - გარდაიცვალა „გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის“, ანუ
ჰაბსბურგების იმპერიის იმპერატორი კარლ V (1500-1558 წწ.) (გვ. 379; 384).
 XVI საუკუნის II ნახევარი - კარლ V-ის გარდაცვალების შემდეგ, „გერმანელი
ერის რომის საღვთო იმპერიას“, ანუ ჰაბსბურგების იმპერიას კვლავ ცალკე
სახელმწიფოდ გამოეყო ესპანეთი, რომლის მეფე იყო კარლ V-ის ვაჟი,
თავგადაკლული კათოლიკე და პროტესტანტების მტერი - ფილიპე II ჰაბსბურგი
(გვ. 392).
 XVI საუკუნე - ინგლისში მეფობდა ტიუდორების დინასტია (გვ. 395).
 XVI საუკუნე - ინგლისში სოფლის მოსახლეობის ჭარბი ნაწილი
საცხოვრებლად ქალაქებში გადადიოდა და საქალაქო პროფესიებს: ვაჭრობასა და
ხელოსნობას ეუფლებოდა. სოფელში დარჩენილი მოსახლეობის ერთ-ერთ
ძირითად საქმიანობად ქალაქების სურსათით მომარაგება იქცა. თანდათანობით,
მკვეთრად დასუსტდა ფეოდალთა კლასი და გაიზარდა მდიდარი ბურჟუაზიის
გავლენა. ეს კი ქმნიდა საფუძველს ინგლისის კაპიტალისტური
განვითარებისთვის. ცხადი იყო, რომ მდიდარი ბურჟუაზია ადრე თუ გვიან
მოითხოვდა მონაწილეობის მიღების უფლებას ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში
(გვ. 394; 396).
 XVI საუკუნის 50-იანი წლები - ინგლისის მეფე ედუარდ VI-ის
გარდაცვალების შემდეგ, დედოფალი მერი კვლავ კათოლიციზმს დაუბრუნდა (გვ.
381).
 1558 წ. - ინგლისის დედოფალი გახდა ელიზაბეთ I (1558-1603 წწ.). ამ დროს
ინგლისში ჩამოყალიბდა აბსოლუტიზმის სისტემა (გვ. 381).
 XVI საუკუნის II ნახევარი - ინგლისის დედოფალმა ელიზაბეთ I-მა
აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანგლიკანური
ეკლესიის მეთაური მეფეა (გვ. 381).
 XVI საუკუნის II ნახევარი - ესპანეთთან და პორტუგალიასთან ოკეანეში
კონკურენციაში ჩაერთვნენ ინგლისელები, ფრანგები და ჰოლანდიელები (გვ. 363).
 XVI საუკუნის II ნახევარი - თავდაპირველად, ახალ კონტინენტზე,
ამერიკაში, უპირობოდ ბატონობდა ესპანეთი, თუმცა შემდეგ მისი შევიწროება ამ
მხრივ დაიწყეს ინგლისმა და საფრანგეთმა (გვ. 422).
 XVI საუკუნის 50-იანი წლები - საფრანგეთში მწვავე ხასიათი მიიღო
დაპირისპირებამ კათოლიკეებსა და ფრანგ კალვინისტებს - ჰუგენოტებს შორის.
ვალუების სამეფო ოჯახი კათოლიკობის მგზნებარე დამცველი იყო. მას მხარს
უჭერდა გიზების ფრანგ ჰერცოგთა დინასტია. ვალუები და გიზები საფრანგეთში
კათოლიკური ლიგის მეთაურები იყვნენ. ჰუგენოტების წინააღმდეგ ბრძოლით
განსაკუთრებით მეფე ანრი II ვალუა გამოირჩეოდა. მისი მეუღლე
ძალაუფლებისმოყვარე და ვერაგი დედოფალი ეკატერინე მედიჩი იყო. ანრი II-ის
გარდაცვალების შემდეგ, რელიგიური დაპირისპირება საფრანგეთში კიდევ უფრო
გაიზარდა (გვ. 388).
7
 1560 წ. - საფრანგეთში ანრი II-ის ვაჟი - შარლ IX (1560-1574 წწ.) გამეფდა.
სახელმწიფოს რეალურად დედამისი ეკატერინე მედიჩი განაგებდა. შარლ IX-ს,
აგრეთვე, მის ძმას, მომდევნო მეფეს - ანრი III-ს, შვილები არ ჰყავდათ. ამიტომ,
მათი გარდაცვალების შემდეგ, ვალუების სამეფო დინასტია არსებობას შეწყვეტდა.
შექმნილ ვითარებაში, განსაკუთრებით გამძაფრდა დაპირისპირება სამეფო
ტახტის ორ პრეტენდენტ საგვარეულოს - კათოლიკე გიზებსა და ჰუგენოტ
ბურბონებს შორის (გვ. 388).
 1562 წ. - გიზების საგვარეულოს მეთაურმა - ფრანსუა გიზმა ერთ-ერთი
ღვთისმსახურების დროს ათეულობით ჰუგენოტი მოკლა. ჰუგენოტებმა იარაღს
მოკიდეს ხელი. ასე დაიწყო დიდი რელიგიური ომი საფრანგეთში კათოლიკეებსა
და ფრანგ კალვინისტებს - ჰუგენოტებს შორის, რომელიც 1598 წლამდე
გაგრძელდა. ფრანგ კათოლიკეებს მხარს ესპანელები უჭერდნენ. მალე ფრანსუა
გიზი ჰუგენოტებმა მოკლეს. მისმა ვაჟმა - ანრი გიზმა დაიფიცა, რომ მამის
მკვლელობის გამო შურს იძიებდა (გვ. 389; 403).
 1564 წ. - გარდაიცვალა მიქელანჯელო (1475-1564 წწ.) (გვ. 357).
 1564 წ. - გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მოღვაწე ფრანგი
საეკლესიო რეფორმატორი ჟან კალვინი (1509-1564 წწ.) (გვ. 381).
 1566 წ. - გარდაიცვალა ოსმალთა სულთანი სულეიმან I კანუნი (1520-1566
წწ.) (გვ. 386; 459).
 XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან (1566 წლის შემდეგ) - სულეიმან I-ის
გარდაცვალების შემდეგ, თანდათანობით დაიწყო ოსმალეთის იმპერიის
დასუსტება. თურქებს საოკეანო ფლოტი არ ჰყავდათ და, ამიტომ, ინდოეთის
ოკეანის გავლით ინდოეთისა და ჩინეთისკენ მიმავალი ახალი საზღვაო გზის
აღმოჩენამ ძალიან შეამცირა ოსმალეთის ტერიტორიაზე გამავალი სახმელეთო
სავაჭრო გზის მნიშვნელობა (გვ. 460).
 XVI საუკუნის 60-იანი წწ. - ივანე IV მრისხანემ შექმნა „ოპრიჩნინა“. ეს იყო
რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც იმართებოდა უშუალოდ მეფისა და
მისი მოხელეების - ოპრიჩნიკების მიერ. ოპრიჩნიკებმა უამრავი ბოიარი
(ფეოდალი) და გლეხი დახოცეს, რომლებიც თავიანთი მიწების მეფისთვის
გადაცემას ეწინააღმდეგებოდნენ (გვ. 471).
 XVI საუკუნის 60-იანი წწ. - ივანე IV მრისხანემ პოლიტიკური
ურთიერთობები დაამყარა კახეთის სამეფოსთან. კახეთის მეფის - ლევანის
თხოვნით, მან კახეთში კაზაკთა რაზმი გამოგზავნა. ამ ფაქტმა ირანისა და
ოსმალეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ამ დროს რუსეთი ლივონიის ომში იყო
ჩაბმული და ამიერკავკასიაში ახალ ომს ვერ დაიწყებდა. ამიტომ, ლევან კახთა
მეფე იძულებული გახდა, რუსული რაზმი კახეთიდან გაეშვა (გვ. 512).
 XVI საუკუნის II ნახევარი - ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა
მთელი ნიდერლანდები (დღევანდელი ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი და
საფრანგეთის მცირე ნაწილი), სულ 17 პროვინცია, რომლებშიც ძირითადად
ჰოლანდიურად ლაპარაკობდნენ. ნიდერლანდები („დაბალი მიწები“) ამ მიწებს
ეწოდა, რადგან მისი ზღვისპირა ნაწილები ზღვის დონეზე დაბლაა (გვ. 392).
 XVI საუკუნის II ნახევარი - ესპანეთის შემადგენლობაში მყოფი
ნიდერლანდების ქალაქი ანტვერპენი მსოფლიოს უდიდესი ნავსადგური და
ევროპის უმდიდრესი ქალაქი იყო. გამოთვლილია, რომ ანტვერპენი შვიდჯერ მეტ

8
შემოსავალს აძლევდა ესპანეთის მეფეს, ვიდრე ამერიკის კოლონიების
ექსპლუატაცია (გვ. 392).
 XVI საუკუნის II ნახევარი - პროტესტანტობა ნიდერლანდებშიც გავრცელდა.
აქ განსაკუთრებით უჭერდნენ მხარს პროტესტანტობის ერთ-ერთ მიმდინარეობას
- კალვინიზმს. მათ მკაცრად ებრძოდა ესპანეთის კათოლიკე მეფე ფილიპე II. ამის
გამო ნიდერლანდების მოსახლეობა უკმაყოფილო იყო (გვ. 392).
 XVI საუკუნის 60-იანი წლები - ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყდა
ჩრდილოეთ ნიდერლანდების 7 პროვინცია (გვ. 392).
 1571 წ. - ევროპელებმა საბერძნეთის ნაპირებთან - ლეპანტოსთან
გამართულ საზღვაო ბრძოლაში დაამარცხეს ოსმალთა ფლოტი (გვ. 460).
 1571 წ. - ოსმალებმა ძალიან მალე აღადგინეს თავიანთი ფლოტი და
ვენეციას კუნძული კვიპროსი წაართვეს (გვ. 461).
 1572 წ. აგვისტო - პარიზში ბევრი ჰუგენოტი ჩავიდა, რომლებიც მათ
წინამძღოლს, ნავარის ჰერცოგს - ანრი ბურბონს ახლდნენ მის ქორწილში შარლ
IX-ის დასთან - მარგარიტა ვალუასთან. ეს ქორწილი დაპირისპირებული
მხარეების შერიგების მცდელობა იყო. (გვ. 461).
 1572 წ. 24 აგვისტო - საფრანგეთში რელიგიური ომის კულმინაციად
„ბართლომეს ღამე“ იქცა. ანრი გიზმა დაარწმუნა ეკატერინე მედიჩი,
ჰუგენოტებთან ანგარიშსწორებისთვის ხელსაყრელი მომენტით ესარგებლა და
მათი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოეწყო. წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა
ღამეს, კათოლიკეებმა მონიშნეს პროტესტანტების სახლები და დათქმულ ნიშანზე
მათი დახოცვა დაიწყეს. ჰუგენოტების ხოცვა-ჟლეტა სამი დღე გაგრძელდა და
საფრანგეთის სხვა ქალაქებსაც მოედო. ამის შედეგად, კათოლიკეებმა ჰუგენოტებს
გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს (გვ. 389-390).
 1574 წ. – [გარდაიცვალა კახეთის მეფე ლევანი]. კახეთის მეფე გახდა [მისი
ვაჟი] ალექსანდრე II (1574-1605 წწ.), რომლის მმართველობის დროსაც კახეთის
სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა (გვ. 481).
 1574 წ. – გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე შარლ IX (1560-1574 წწ.). ტახტზე
ავიდა მისი ძმა ანრი III ვალუა (1574-1589 წწ.) (გვ. 390).
 1576 წ. - ნიდერლანდების აჯანყების პერიოდში ესპანეთის არმიამ ჰერცოგ
ფერნანდო ალბას, „ნიდერლანდების რევოლუციის ჯალათის“, მეთაურობით
აიღო და სასტიკად ააოხრა ქალაქი ანტვერპენი, რამაც ის დააკნინა. ბევრი იქაური
ქალაქ ამსტერდამში გადასახლდა. მალე ამსტერდამი მსოფლიო მნიშვნელობის
საზღვაო ნავსადგურად იქცა (გვ. 393).
 XVI საუკუნის 70-იანი წწ. [1576 წ.] - ირანის შაჰი თამაზ I გარდაიცვალა. ამის
შემდეგ სეფიანთა ირანში მის მემკვიდრეებს შორის შიდადინასტიური ბრძოლები
დაიწყო, ქვეყანა არეულობამ მოიცვა (გვ. 464).
 1578 წ. - ოსმალებმა დაარღვიეს 1555 წლის ამასიის ზავი და ირანში
შეიჭრნენ. დაიწყო ირან-ოსმალეთის ახალი ომი, რომელიც 1590 წლამდე
გაგრძელდა (გვ. 464).
 1578 წ. - ირანის შაჰმა გაათავისუფლა ტყვეობაში მყოფი ქართლის მეფე
სიმონ I და იგი ქართლში დააბრუნა იქ შემოჭრილი ოსმალების წინააღმდეგ
საბრძოლველად. აქედან მოყოლებული, 1600 წლამდე, სიმონ I უკვე ოსმალებს
ებრძოდა (გვ. 482).

9
 1581 წ. - XVI საუკუნის 60-იან წლებში აჯანყებულმა ჩრდილოეთ
ნიდერლანდების შვიდმა პროვინციამ გადაყენებულად გამოაცხადა ესპანეთის
მეფე ფილიპე II ჰაბსბურგი და შექმნა ნიდერლანდების შეერთებული
პროვინციების რესპუბლიკა, შემოკლებით - ჰოლანდია. მისი მმართველი გახდა
აჯანყების მეთაური ვილემ I ორანელი. ყველა პროვინციას მართავდა
ადგილობრივი პარლამენტი - პროვინციული შტატები. ნიდერლანდების აჯანყება
შესვენებით გაგრძელდა 1648 წლამდე, როდესაც ესპანეთის მეფემ ჰოლანდიის
რესპუბლიკა დამოუკიდებლად საბოლოოდ აღიარა (გვ. 393).
 XVI საუკუნის 80-იანი წწ. [1583 წ.] - ივანე მრისხანეს მიერ 50-იან წლებში
დაწყებული 24-წლიანი „ლივონიის ომი“ შვედეთის, პოლონეთისა და ლიტვის
კოალიციის წინააღმდეგ ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად
რუსეთისთვის უშედეგოდ დასრულდა - ივანე IV მრისხანემ ბალტიის ზღვაზე
გასასვლელი ვერ მოიპოვა (გვ. 471).
 1584 წ. - გარდაიცვალა რუსეთის მეფე ივანე IV მრისხანე (1547-1584 წწ.) (გვ.
470).
 XVI საუკუნის 80-იანი წწ. - ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლების ომის დროს
რუსეთმა კვლავ განაახლა პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობა კახეთის
სამეფოსთან. კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ (1574-1605 წწ.) რუსეთში ელჩობა
გაგზავნა მტრების წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად (გვ. 512).
 1587 წ. - რუსეთის მეფემ კახეთში საპასუხო ელჩობა გამოგზავნა.
ალექსანდრე II-მ რუსეთის ელჩების წინაშე ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“,
რომლითაც რუსეთი კახეთის სამეფოს მფარველობას კისრულობდა. ეს
ხელშეკრულება რუსეთის მეფემ „წყალობის სიგელით“ დაადასტურა. კახეთის
მეფე ალექსანდრე II-ის მიერ დადებული ხელშეკრულება ქართულ პოლიტიკურ
ერთეულსა და რუსეთს შორის გაფორმებული პირველი ოფიციალური
დოკუმენტია (გვ. 513).
 1587 წ. - ირან-ოსმალეთს შორის 1578 წელს დაწყებული ომი ოსმალეთის
დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. ასეთ ვითარებაში სეფიანთა ირანის
ტახტზე ავიდა შაჰ აბას I (1587-1629 წწ.) (გვ. 464).
 1588 წ. - ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ინგლისის წინააღმდეგ თავისი
ფლოტი - „უძლეველი არმადა“ გაგზავნა, რომელიც ელიზაბეთ I-ის ფლოტმა
სასტიკად დაამარცხა. ინგლისი აოხრებას გადაურჩა თავისი მეზღვაურების
სიმამაცისა და კუნძულზე მდებარეობის გამო (გვ. 396; 422).
 [1588 წ.] - საფრანგეთის რელიგიურ ომს შეეწირა ანრი გიზი (გვ. 390).
 1589 წ. - გარდაიცვალა ვალუების დინასტიის ბოლო, უშვილო, მეფე ანრი
III (1574-1589 წწ.), რის შემდეგაც ვალუების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.
ტახტზე ბურბონების საგვარეულოს მეთაური ანრი ნავარელი (1589-1610 წწ.)
ავიდა. საფრანგეთში ბურბონთა დინასტიის მმართველობის ხანა დაიწყო. ჭკვიან,
ფრთხილ და ენერგიულ პოლიტიკოსს - ანრი ბურბონს, მოწინააღმდეგე მხარეთა
შესარიგებლად, კათოლიკობის მიღებამ მოუწია (გვ. 390).
 1590 წ. - შაჰ აბას I-მა სამარცხვინო ზავი დადო ოსმალეთთან. მთელი
საქართველო და ამიერკავკასია ოსმალეთის ხელში გადავიდა. ასეთი ვითარება
1603 წლამდე გაგრძელდა. დროის ამ შუალედში შაჰ აბას I ირანში დიდ
რეფორმებს ატარებდა გამაჰმადიანებული ქართველის, ირანის ერთ-ერთი

10
უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანის - ალავერდი ხან უნდილაძის დახმარებით
(გვ. 485).
 XVI საუკუნის 90-იანი წწ. (ოსმალეთთან 1590 წელს დადებული
სამარცხვინო ზავის შემდეგ, რომელიც შაჰ აბას I-ს დროის მოსაგებად
სჭირდებოდა) - შაჰ აბასმა ირანში დიდი რეფორმები გაატარა, განსაკუთრებით
სამხედრო, კერძოდ: 1) დედაქალაქი ისფაჰანში გადაიტანა; 2) მანამდე ირანს არ
ჰყავდა რეგულარული ჯარი. აბას I-მა შექმნა ის; 3) შექმნა არტილერისტთა
კორპუსი; 4) შექმნა ელიტარული საჯარისო ნაწილი ე. წ. „ყულის ჯარი“ (ყული
ეწოდებოდა გამუსლიმებულ კავკასიელ ჭაბუკს), რომელიც გამუსლიმებული
კავკასიელი ჭაბუკებისგან შედგებოდა. „ყულის ჯარის“ მეთაური - ყულარაღასი
აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. საერთოდ, შაჰ აბას I-ის
მმართველობის დროიდან აღმოსავლეთ საქართველოდან ირანში
გადასახლებულმა გამაჰმადიანებულმა ქართველებმა წამყვანი პოზიციები
დაიკავეს სპარსეთის არმიასა და სამოქალაქო ადმინისტრაციაში (გვ. 464-465; 494).
 XVI საუკუნის 90-იანი წწ. - ალავერდი-ხან უნდილაძე იყო ირანის არმიის
მთავარსარდალი; მის მიერ სეფიანთა ირანის დედაქალაქ ისფაჰანში აგებული
ხიდი დღემდე ითვლება სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე
ნიმუშად (გვ. 495).
 1598 წ. - საფრანგეთის მეფემ - ანრი IV ნავარელმა ქალაქ ნანტში გამოსცა
ედიქტი - კანონი რჯულშემწყნარებლობის შესახებ. „ნანტის ედიქტით“
საფრანგეთში სახელმწიფო რელიგიად კათოლიციზმი დარჩა, თუმცა ფრანგმა
კალვინისტებმა - ჰუგენოტებმა აღმსარებლობის თავისუფლება მიიღეს. ამით
დამთავრდა 1562 წელს საფრანგეთში დაწყებული რელიგიური ომი. რელიგიური
ომის შედეგად, ჰუგენოტების გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა (გვ. 390;
403; 405).
 XVI საუკუნე - მოღვაწეობდა ცნობილი იტალიელი (ფლორენციელი)
არქიტექტორი, მხატვარი და მწერალი - ჯორჯო ვაზარი (გვ. 359).
 XVI საუკუნის ბოლო - ევროპაში რენესანსის (აღორძინების) ხანა
დამთავრდა, რომელიც XIV საუკუნის შუა ხანებში დაიწყო (გვ. 356).
 XVI-XVII საუკუნეები - დასავლეთ საქართველოში დიდი მასშტაბები და
ნამდვილი სოციალური კატასტროფის ხასიათი მიიღო ტყვეებით ვაჭრობამ -
„ტყვეთა სყიდვამ“ (გვ. 482).

XVII საუკუნე

 1600 წ. - გადამწყვეტ ბრძოლაში ქართლის მეფე სიმონ I (1556-1600 წწ.)


[ტყვედ ჩაუვარდა ოსმალებს. ის სტამბულის ციხეში ჩასვეს, სადაც შემდეგ
გარდაიცვალა კიდეც] (გვ. 482).
 1603 წლამდე - 1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ, 1603 წლამდე,
საქართველოს ყველა სამეფო-სამთავრო ოსმალეთის ხელში იყო. დროის ამ
შუალედში შაჰ აბას I ირანში რეფორმებს ატარებდა (გვ. 485).
 1603 წ. - XVI საუკუნის 90-იან წლებში გატარებული ძირეული რეფორმების
დასრულების შემდეგ, შაჰ აბას I-მა თვითონ დაარღვია 1590 წელს ოსმალეთთან
დადებული სამარცხვინო ზავი და ახალი ომი წამოიწყო. ეს ომი შესვენებებით
1639 წლამდე გაგრძელდა. შუალედებში დროებითი ზავები იდებოდა (გვ. 465).

11
 1603 წ. - გარდაიცვალა ტიუდორების დინასტიის ბოლო მონარქი,
ინგლისის უშვილო დედოფალი - ელიზაბეთ I (1558-1603 წწ.). მან მემკვიდრედ
დატოვა თავისი ნათესავი, შოტლანდიის მეფე ჯეიმს I სტიუარტი (1603-1625 წწ.)
(გვ. 381; 397).
 1605 წ. - გარდაიცვალა კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1605 წწ.) (გვ. 481).
 XVII საუკუნე - ეს იყო ჰოლანდიის „ოქროს ხანა“, როდესაც ნიდერლანდები
მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფო გახდა. მან შექმნა საკუთარი საზღვაო
იმპერია და საკმაოდ ბევრი კოლონია წაართვა ესპანეთსა და პორტუგალიას (გვ.
393).
 XVII საუკუნე - ჰოლანდიაში, ვაჭრობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში,
თავისუფლება და რელიგიური შემწყნარებლობა ძალიან ფასობდა (გვ. 393).
 XVI-XVII საუკუნეები - მსოფლიოში პირველი ბურჟუაზიული რევოლუცია
მოხდა ჰოლანდიაში, როდესაც ძალაუფლება ხელში აიღეს ვაჭრებმა,
ფინანსისტებმა, ზღვაოსნებმა და ა. შ. ჰოლანდიაში პირველად შეიქმნა
პრეცენდენტი, როცა „ხალხმა შეიძლება გადააყენოს სუვერენი, თუკი დაინახავს,
რომ იგი არ ასრულებს ღმერთის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას“ (გვ. 394).
 XVII საუკუნის დასაწყისი - სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკისგან
განსხვავებით, ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია XVII საუკუნის დამდეგიდან
დაიწყო. ეს პროცესი ინგლისელებმა დაიწყეს (გვ. 422).
 1607 წ. - ლონდონის სავაჭრო კომპანიამ, ინგლისის მეფე ჯეიმს I-ის
ბრძანებით, დააფინანსა კოლონისტების მოგზაურობა, ატლანტის ოკეანის
გავლით, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. კოლონისტებმა ჩრდილოეთ
ამერიკაში პირველი ინგლისური მუდმივი კოლონია - ჯეიმზთაუნი დააარსეს (გვ.
422).
 1610 წ. - გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ანრი IV ნავარელი. ტახტზე მისი
ვაჟი - ლუი XIII (1610-1643 წწ.) ავიდა (გვ. 402).
 XVII საუკუნის დასაწყისი - რუსეთში დიდი შინაარეულობა დაიწყო,
რომელიც ცნობილია ე. წ. „შფოთის დროის“ სახელით (გვ. 471).
 XVII საუკუნის დასაწყისი - შაჰ აბას I-მა ენერგიული ქმედებებით ბოლო
მოუღო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებულ კახეთ-რუსეთის კავშირს.
შიდაარეულობის გამო თვითონ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ რუსეთს
საქართველოსთვის დიდი ხნის მანძილზე აღარ ეცალა (გვ. 513).
 1613 წ. - რუსეთის სამეფო ტახტი ხელში ახალი დინასტიის - რომანოვების
წარმომადგენლებმა ჩაიგდეს (გვ. 471).
 XVII საუკუნე - ოსმალეთი ინარჩუნებდა სამხედრო ძლიერებას, თუმცა უკვე
დაიწყო მისი შინაგანი კრიზისი, რომელსაც შემდგომში ევროპაში თანდათანობით
უკან დახევა მოჰყვა (გვ. 461).
 1614 წ. - საფრანგეთში უკანასკნელად მოიწვიეს წოდებრივ-
წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანო - გენერალური შტატები. რადგან
მისმა წევრებმა მეფის ხელისუფლების შეზღუდვა სცადეს, ამიტომ ისინი გარეკეს
და 1789 წლის საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე აღარ მოუწვევიათ (გვ. 221; 403).
 XVII საუკუნის 10-იანი წწ. - დაიდო ზავი შაჰ აბას I-სა და ოსმელთს შორის:
აღდგა 1555 წლის ამასიის ზავის პირობები, ოღონდ სამცხე-საათაბაგო მთლიანად
ოსმალეთს დარჩა (გვ. 485).

12
 1614-1617 წწ. - ოსმალეთთან დადებული ზავის შემდეგ, შაჰ აბას I-მა
რამდენჯერმე ილაშქრა აღმოსავლეთ საქართველოში. განსაკუთრებით მძიმე იყო
მისი ლაშქრობები კახეთში - მოსახლეობის ნაწილი დაიხოცა, ნაწილი ირანში
გადაასახლა. ირანის პროვინციაში - ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა
დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და ტრადიციები (გვ. 466; 485).
 XVII საუკუნის 10-20-იანი წწ. - შაჰ აბასის საბოლოო მიზანი აღმოსავლეთ
საქართველოს სრული „გათათრება-გაყიზილბაშება“ იყო. ეს მან ვერ მოახერხა
ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის, კახეთის მეფე თეიმურაზ I-ის, მისი დედის -
ქეთევან დედოფლის, თბილისის მოურავის - გიორგი სააკაძისა და სხვების
წინააღმდეგობის გამო (გვ. 485-486).
 XVII საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისი - შაჰ აბას I-მა წამებით მოკლა
კახეთის დედოფალი ქეთევანი (გვ. 486).
 1620 წ. - ლონდონის სავაჭრო კომპანიამ ამერიკისკენ გაგზავნა გემი
„მეიფლაუერი“, რომელზეც 41 ინგლისელი პურიტანი იყო. გემი კურსს ასცდა და
ნაპირს მასაჩუსეტსის ჩრდილოეთით მიადგა. ამ ხალხმა, რომლებსაც შემდგომში
„პილიგრიმი მამები“ უწოდეს, საკუთარი დასახლება დააარსეს (გვ. 422).
 1624 წ. - საფრანგეთის პირველი მინისტრი გახდა კარდინალი რიშელიე
(1624-1642 წწ.), რომელიც, ფაქტობრივად, განაგებდა ქვეყანას (გვ. 402).
 1624-1642 წწ. - კარდინალმა რიშელიემ საფრანგეთის მეფის - ლუი XIII-ის
ძალაუფლების განმტკიცება სცადა, რის გამოც იგი ურჩი არისტოკრატიის
წარმომადგენლებს დაუპირისპირდა (გვ. 402).
 1625 წ. - გიორგი სააკაძემ მოაწყო დიდი აჯანყება შაჰ აბას I-ის წინააღმდეგ
და თითქმის მთლიანად განდევნა ირანელები ქართლიდან და კახეთიდან.
გიორგიმ კახეთის მეფე თეიმურაზ I ქართლში მოიწვია და ქართლ-კახეთის
გაერთიანებულ სამეფო ტახტზე დასვა (გვ. 486).
 1625 წ. - გარდაიცვალა ინგლისის მეფე ჯეიმზ I სტიუარტი (1603-1625 წწ.).
ტახტზე ავიდა ჩარლზ I (1625-1649 წწ.) (გვ. 397).
 XVII საუკუნის I ნახევარი (1603-1649 წწ.) - ინგლისის მეფეებს - ჯეიმზ I-სა და
ჩარლზ I სტიუარტებს სურდათ ემართათ ტიუდორებივით, როგორც აბსოლუტურ
მონარქებს, თუმცა ბურჟუაზიასაც ჰქონდა სურვილი, მიეღო მონაწილეობა ქვეყნის
მართვაში (გვ. 397).
 XVII საუკუნის I ნახევარი - ჯეიმზ I-ისა და ჩარლზ I-ის მმართველობის
დროს ინგლისის პარლამენტმა თავისი უფლებების გაფართოება მოითხოვა (გვ.
397).
 1629 წ. - ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა დაითხოვა პარლამენტი და 11 წლის
მანძილზე, 1640 წლამდე, მისი ნებართვის გარეშე კრეფდა გადასახადებს (გვ. 397).
 [XVII საუკუნის 20-იანი წწ.] - საქართველოში მოღვაწე იტალიელმა
დიპლომატმა პიეტრო დელა ვალემ წერილი გაუგზავნა რომის პაპ ურბან VIII-ს. ის
წერდა: „ქართველები ჩვენებისათვის ძლიერ სასარგებლონი იქნებიან, თუკი ჩვენ
რაიმე დიდი საქმე წამოვიწყეთ ზღვით ან ხმელეთით თურქეთის წინააღმდეგ“ (გვ.
497).
 1629 წ. - ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა
(ირბახმა) რომში დაბეჭდა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - „ქართულ-
იტალიური ლექსიკონი“ (გვ. 497).

13
 XVII-XVIII საუკუნეები - შაჰ აბას I-ის მმართველობის დროიდან
მოყოლებული, გამაჰმადიანებული ბაგრატიონები 100 წელზე მეტი ხნის
მანძილზე იყვნენ სეფიანთა ირანის დედაქალაქის - ისფაჰანის გამგებლები (გვ.
496).
 1629 წ. - გარდაიცვალა სეფიანთა ირანის შაჰი - აბას I (1587-1629 წწ.) (გვ.
464).
 1632 წ. - სეფიანთა ირანსა და ქართლის სამეფოს შორის ურთიერთობის
ახალი ფორმა დამყარდა: აქედან მოყოლებული, 1744-1745 წლებამდე ქართლის
მეფე იყო ბაგრატიონი, ოღონდ გამაჰმადიანებული. მას შაჰი ამტკიცებდა და
ატარებდა შაჰის წარმომადგენლის - „ვალის“ ტიტულს. ქართლის პირველი მეფე-
ვალი იყო როსტომი, რომელიც ირანში იყო გაზრდილ-გამაჰმადიანებული (გვ.
487).
 XVII საუკუნის შუა ხანებიდან - ქართლისგან განსხვავებით, რომელსაც
ადგილობრივი ბაგრატიონები მართავდნენ, კახეთში უფრო მძიმე მდგომარეობა
იყო: ყიზილბაშები იქაურებს არ ენდობოდნენ და, თეიმურაზ I-ის გარდაცვალების
შემდეგ, კახეთს უშუალოდ ირანიდან გამოგზავნილი მოხელეები მართავდნენ (გვ.
489).
 1632 წ. - დაიბადა ინგლისელი მეცნიერი ჯონ ლოკი (1632-1704 წწ.). მისი
ნაშრომები დაედო საფუძვლად ფრანგი განმანათლებლების ნაშრომებს (გვ. 416).
 1639 წ. - სეფიანთა ირანსა და თურქ-ოსმალეთს შორის დაიდო საბოლოო
„საუკუნო“ ზავი, რომელიც თითქმის იმეორებდა ამასიის ზავის პირობებს. ამით
დამთავრდა 1603 წელს დაწყებული ომი (ხოლო მთლიანობაში 1514 წელს
დაწყებული ომი) (გვ. 459; 465).
 XVII საუკუნის I ნახევარი - ინგლისის მეფეები - ჯეიმზ I და ჩარლზ I,
როგორც ანგლიკანური ეკლესიის მეთაურები, აქტიურად ერეოდნენ ინგლისის
რელიგიურ საქმეებში. მათ რელიგიურ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ
ინგლისელი კალვინისტები - პურიტანები. კალვინისტებს მყარი პოზიციები
ჰქონდათ შოტლანდიაშიც, სადაც გაიგზავნა ანგლიკანური ლოცვების უამრავი
წიგნი და დაიწყო ანგლიკანი ეპისკოპოსების დანიშვნა. ამის წინააღმდეგ
შოტლანდიელებმა აჯანყება დაიწყეს (გვ. 397-398).
 1640 წ. - ინგლისის მეფე ჩარლზ I-ს აჯანყებული შოტლანდიის წინააღმდეგ
ჯარის დასაქირავებლად დიდი თანხა დასჭირდა, ამიტომ ის იძულებული გახდა
მოეწვია პარლამენტი, რომელსაც 1629 წლიდან აღარ იწვევდა (გვ. 398).
 1640-1642 წწ. - პირველი მოწვევის პარლამენტი ჩარლზ I-მა მალე დაითხოვა
და მოიწვია მეორე პარლამენტი. მისმა წევრებმა ჩარლზ I-ს ძველი შეცდომების
აღიარება მოსთხოვეს. აგრეთვე, მათ დაადგინეს, რომ პარლამენტის დათხოვნა
აღარ იქნებოდა მეფის პრეროგატივა. ჩარლზ I ამაზე დათანხმდა. მეორე მოწვევის
პარლამენტს „ხანგრძლივი“ დაერქვა, რადგან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში,
1653 წლამდე, არსებობდა (გვ. 398).
 1642 წ. - პარლამენტის „თავხედობით“ გაბრაზებული ჩარლზ I 400
ჯარისკაცის თანხლებით პირადად შევიდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში 5
ყველაზე ურჩი დეპუტატის დასაპატიმრებლად, რაც დაუშვებლად ითვლებოდა.
მან დეპუტატების დაპატიმრება ვერ მოახერხა. ვითარება ლონდონში ძალიან
დაიძაბა. მეფე ჩრდილოეთ ინგლისში გადაბარგდა (გვ. 398).

14
 1642 წ. - ინგლისში დაიწყო სამოქალაქო ომი ჩარლზ I-სა და პარლამენტს
შორის. მალე ოპოზიციის ჯარებს სათავეში ჩაუდგა აზნაური ოლივერ კრომველი.
ეს ჯარები დაეფუძნა პურიტანულ იდეოლოგიას და დაემორჩილა მკაცრ
სამხედრო დისციპლინას (გვ. 398).
 1642 წ. - გარდაიცვალა საფრანგეთის პირველი მინისტრი კარდინალი
რიშელიე (1624-1642 წწ.) (გვ. 402).
 1643 წ. - გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ლუი XIII (1610-1643 წწ.). მეფე
გახდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი ლუი XIV (1643/1661-1715 წწ.) (გვ. 402).
 1643 წ. - საფრანგეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა მცირეწლოვანი ლუი
XIV-ის პირველი მინისტრი კარდინალი მაზარინი. ამ თანამდებობაზე ის
გარდაცვალებამდე, 1661 წლამდე, იყო (გვ. 403).
 1646 წ. - პარლამენტის არმიამ ოლივერ კრომველის მეთაურობით
დაამარცხა ჩარლზ I. მეფემ თავი შოტლანდიას შეაფარა (გვ. 399).
 1648 წ. - ესპანეთმა, როგორც იქნა, აღიარა ჰოლანდიის რესპუბლიკის
დამოუკიდებლობა, რომელიც მას ოფიციალურად 1581 წელს გამოეყო (გვ. 393).
 1648 წ. - საფრანგეთის ფაქტობრივ მმართველს კარდინალ მაზარინის
აუჯანყდა პარიზის პარლამენტი. ამ მოვლენას „ფრონდა“ ეწოდება. მცირეწლოვანი
მეფე ლუი XIV-ს მაშინ 3 წლით მოუხდა პარიზის დატოვება (გვ. 403).
 1648 წ. - ჩარლზ I-მა ახალი სამოქალაქო ომი დაიწყო ინგლისში, მაგრამ
მალე დამარცხდა და დააპატიმრეს (გვ. 399).
 1649 წ. - იანვარში ინგლისში გამართულმა საგანგებო სასამართლომ მეფე
ჩარლზ I-ს სახელმწიფო ღალატის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. იანვარში მას
ლონდონში თავი მოჰკვეთეს (გვ. 399).
 1649 წლის 19 მაისი - ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა. პარლამენტი
კვლავ მუშაობდა (მას „ხანგრძლივი პარლამენტის კუდს“ უწოდებდნენ), მაგრამ
რეალური ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ოლივერ კრომველმა (გვ. 400).
 1653 წ. - ოლივერ კრომველმა გარეკა„ხანგრძლივი პარლამენტის კუდი“და
ქვეყნის ერთადერთი მმართველი გახდა (გვ. 400).
 XVII საუკუნის 50-იანი წლები - ოლივერ კრომველმა დაამარცხა
ირლანდიელი კათოლიკეები; საზღვაო ომებში დაამარცხა ჰოლანდია და
ესპანეთი. ამით ინგლისი კიდევ უფრო გაძლიერდა (გვ. 400).
 1658 წ. - ოლივერ კრომველი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ ჰყავდა (გვ.
400).
 1660 წ. - ინგლისელები მიხვდნენ, რომ ოლივერ კრომველს შემცვლელი არ
ჰყავდა და ამიტომ სამეფო ტახტზე ჩარლზ I-ის ვაჟი ჩარლზ II სტიუარტი აიყვანეს
(გვ. 400).
 1661 წ. - გარდაიცვალა საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის პირველი
მინისტრი, საფრანგეთის ფაქტობრივი მმართველი, კარდინალი მაზარინი (1643-
1661 წწ.) (გვ. 403).
 1661 წ. - მაზარინის სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის ერთპიროვნული
მეფე გახდა ლუი XIV (1643/1661-1715 წწ.) (გვ. 402).
 1661 წ. - კარდინალ მაზარინის გარდაცვალების შემდეგ, 22 წლის ლუი XIV-მ
განაცხადა, რომ საკუთარი თავის მინისტრი თვითონვე იქნებოდა. ამის მერე იგი
ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა. მინისტრების უფლებები
მკაცრად შეიზღუდა სათათბირო და აღმასრულებელი ფუნქციებით. მან სრულად
15
დაიმორჩილა თავადაზნაურობა, თუმცა შეუნარჩუნა მათ პრივილეგიები,
უპირველეს ყოვლისა, გადასახადებისგან თავისუფლება (გვ. 402; 404).
 XVII საუკუნის II ნახევარი - ლუი XIV-ის ცნობილი დევიზი იყო:
„სახელმწიფო მე ვარ“. ლუი XIV-ს „მეფე-მზეს“ უწოდებდნენ. მან პარიზიდან 18 კმ-
ში, ვერსალში, ააშენა გრანდიოზული სამეფო რეზიდენცია, რომელშიც თვითონაც
გადასახლდა სამეფო კართან ერთად (გვ. 402).
 1661-1715 წწ. - თავისი მმართველობის პერიოდში ლუი XIV-ის მთავარი
საგარეო-პოლიტიკური მიზნები იყო ევროპაში ჰეგემონობა და მისი ტერიტორიის
გაფართოება. ამის გამო ლუი XIV-მ ბევრი ომი აწარმოა ევროპაში (გვ. 405).
 XVII საუკუნის 80-იანი წლები - ლუი XIV-მ გააუქმა 1598 წელს მიღებული
„ნანტის ედიქტი“, რომლითაც მაშინ ფრანგ კალვინისტებს - ჰუგენოტებს
აღმსარებლობის თავისუფლება მიენიჭათ. ლუი XIV-მ ჰუგენოტების დევნა
განაახლა. ამის მიზანი საფრანგეთში რელიგიური ერთიანობის აღდგენა იყო (გვ.
405).
 XVII საუკუნის II ნახევარი - საფრანგეთში მოღვაწეობდა ლუი XIV-ის
ფინანსთა მინისტრი ჟან კოლბერი. მან შექმნა აბსოლუტისტური რეჟიმის
ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც მერკანტილიზმი ჰქვია. სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გასაზრდელად კოლბერმა „აქტიური სავაჭრო
ბალანსის“ თეორია გამოიყენა: ექსპორტის გაზრდა და იმპორტის შემცირება.
კოლბერის მერკანტილისტური პოლიტიკა დამატებით განმტკიცებული იყო
სხვადასხვა ღონისძიებით: სავაჭრო ფლოტის მშენებლობით, სავაჭრო კომპანიების
დაარსებით, საზღვაო მიმოსვლის გასაადვილებლად არხების მშენებლობით,
კოლონიების მოპოვებით მათი ფრანგული ნედლეულის წყაროდ და გასაღების
ბაზრად ქცევის მიზნით და ა. შ. (იხ. გვ. 406).
 XVII საუკუნის II ნახევარი - „მეფე-მზის“ - ლუი XIV-ის ძალაუფლების
სიმბოლო ვერსალის სასახლე იყო (გვ. 407).
 XVII საუკუნის II ნახევარი - ფრანგი მწერლები და დრამატურგები ლუი XIV-
ის კარზე კომედიებს, თუ ტრაგედიებს წერდნენ. ესენი იყვნენ: მოლიერი,
კორნელი, რასინი და სხვ. (გვ. 407).
 1682 წ. - რუსეთის მეფე გახდა პეტრე I (1682-1725 წწ.), რომელმაც რუსეთის
ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა (გვ. 474).
 1683 წ. - ოსმალებმა კიდევ ერთხელ შემოარტყეს ალყა ჰაბსბურგების
იმპერიის დედაქალაქ ვენას, მაგრამ ევროპელებმა პოლონეთის მეფე იან
სობეისკის მეთაურობით ისინი ქალაქიდან განდევნეს (გვ. 461).
 XVII საუკუნის 80-იანი წწ. - ჩარლზ II-ის შემდეგ ინგლისის მეფე გახდა
ჯეიმზ II (გვ. 400).
 1688 წ. - ინგლისის მოსახლეობა აუჯანყდა მეფე ჯეიმზ II-ს და ქვეყნის
დატოვება აიძულა. ტახტზე ავიდა მისი ქალიშვილი მერი II და მისი მეუღლე
ჰოლანდიის მმართველი უილიამ ორანელი. ინგლისში ამის შემდეგ საბოლოოდ
ჩამოყალიბდა კონსტიტუციური მონარქია, ხოლო მმართველი სოციალური ფენა
გახდა ბურჟუაზია (გვ. 400).
 XVII საუკუნის II ნახევარი - ინგლისისგან განსხვავებით, საფრანგეთში
დამყარდა აბსოლუტური მონარქია (აბსოლუტიზმი), რომლის უმნიშვნელოვანესი
წარმომადგენელი იყო ლუი XIV - „მეფე-მზე“ (გვ. 402; 427).

16
 1689 წ. - პეტრე I რუსეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა და დაიწყო
ძირეული რეფორმების გატარება რუსეთის ევროპულ ქვეყნად გარდაქმნის
მიზნით (გვ. 474).
 1689 წ. - დაიბადა ფრანგი განმანათლებელი შარლ-ლუი დე მონტესკიე
(1689-1755 წწ.) (გვ. 416).
 1694 წ. - დაიბადა ფრანგი განმანათლებელი ვოლტერი (1694-1778 წწ.) (გვ.
417).
 XVII საუკუნის 90-იანი წწ. - ევროპულმა სახელმწიფოებმა შექმნეს
ანტიოსმალური ე. წ. „საღვთო ლიგა“. დაიწყო „დიდი თურქული ომი“, რომელშიც
ოსმალეთი დამარცხდა (გვ. 461).
 1696 წ. - რუსეთის მეფემ - პეტრე I-მა ოსმალეთს წაართვა შავი ზღვის
ნაპირას მდებარე აზოვის ციხე-სიმაგრე (გვ. 475).
 1699 წ. - „საღვთო ლიგასა“ და ოსმალეთს შორის დაიდო ზავი. ოსმალეთმა
დათმო თავისი ევროპული ტერიტორიების დიდი ნაწილი, მათ შორის უნგრეთი.
ამ ზავით პირველად მოხდა, რომ ოსმალეთმა ვერც ახალი ტერიტორია მიიღო და
ვერც კონტრიბუცია, პირიქით - დაკარგა. ომმა აჩვენა, რომ ოსმალეთი
დრომოჭმული სამხედრო ტაქტიკითა და მოძველებული შეიარაღებით ვეღარ
უმკლავდებოდა მტერს (გვ. 461).
 XVII საუკუნე - რომის პაპები საქართველოში კათოლიციზმის
საპროპაგანდოდ აგზავნიდნენ კათოლიკე მისიონერებს. აღმოსავლეთ
საქართველოში მოღვაწეობდნენ კაპუცინების კათოლიკური ორდენის ბერები,
ხოლო დასავლეთ საქართველოში - თეატინელების. კათოლიკე მისიონერები
კარგი ექიმებიც იყვნენ. ცნობილი კათოლიკე მისიონერები იყვნენ: პიეტრო
ავიტაბილე, ჯუზეპე მილანელი, არქანჯელო ლამბერტი, კრისტოფორო კასტელი
(მისი ჩანახატები საქართველოს ისტორიის უძვირფასესი წყაროა) და სხვ.
კათოლიკე მისიონერებმა საქართველოში დააარსეს ბევრი სკოლა, რომლებშიც,
ღვთისმეტყველების გარდა, ასწავლიდნენ ლათინურ და იტალიურ ენებს. ბეჯითი
მოსწავლეები სასწავლებლად რომში იგზავნებოდნენ (გვ. 496).
 XVII საუკუნის ბოლო - დამთავრდა „დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების“ეპოქა, რომელიც XV საუკუნეში დაიწყო (გვ. 362).

17

You might also like