You are on page 1of 9

სოხუმის საელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


სპეციალობა:ფსიქოლოგია კურსი 3
საგანი:ევროპისა და ამერიკის ახალი ისტორია 1
ლექტორი:დოდო პერტაია
სტუდენტი:მარიამ ცაავა ,მერი ქურდაძე
იტალია
იტალია,ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა-საპარლამენტო რესპუბლიკა
სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში.
იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს
ზომიერი სარტყლის კლიმატი. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5
სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.
იტალიის ტერიტორიის შემადგენლობაშია ალპების სამხრეთული ფერდობები,
პადანის ვაკე, აპენინის ნახევარკუნძული ასევე სიცილია, სარდინია და
მრავალი პატარა კუნძული.
Article.ge

კოლიზეუმი: რომის იმპერიის სიდიადის სიმბოლო -

იტალიის დედაქალაქი რომი


საუკუნეთა განმავლობაში
დასავლური ცივილიზაციის
პოლიტიკურ და რელიგიურ
ცენტრს წარმოადგენდა, როგორც
რომის იმპერიის დედაქალაქი და
წმინდა ეპარქიის
ადგილსამყოფელი.

კოლიზეუმი-რომის იმპერიის სიდიადის


სიმბოლო
XVII საუკუნის დასაწყისისათვის იტალია
პოლიტიკურად დაქუცმაცებული და
ეკონომიკურად სუსტი სამეფოებს და
სამთავროების წარმო ადგენდა.
1559 წლის 3 აპრილის კამბრეს საზავო
ხელშეკრულებით სა ფრანგეთმა ესპანეთის
სასარგებლოდ უარი თქვა იტალიის ომების
(1494-1559) დროს მიტაცებულ იტალიის
ტერიტორიებზე.
იმავე პერიოდში გაძლიერდა კათოლიკური
რეაქცია.
ინკვიზიცია ებრძოდა და ფიზიკურად
სპობდა პროგრესულად მოაზროვნეებს.
1600 წელს ცეცხლზე დაწვეს დიდი
ფილოსოფოსი და მოაზროვნე ჯორდანო
ბრუნო (Bruno, 1548-1600)
მანტუის მემკვიდრეობისათვის ომის (1628-1631) დროს ჩრდილოეთ იტალიაში
წარმოებული ომი ფრანგ ბურბონებს და ესპანელ და ავსტრიელ ჰაბსბურგებს შორის
გარდამა ვალი უპირატესობით მიმდინარეობდა და დასრულდა 1630 წლის 30
ოქტომბერს რეგენსბურგში ხელმოწერილი ხელშეკრულებით, რომლითაც
საფრანგეთს უნდა დაეთმო იტალიაში დაპყრობილი ყველა ქალაქი.
სამაგიეროდ მანტუის და მონფე რატოს მფლობელად ცხადდებოდა ლუი მეცამეტეს
კანდიდატი კარლო გონზაგა თუმცა ზემოთხსენებული ხელშეკრულების გარდა ხელი
მოაწერს საიდუმლო ხელშეკრულებას რომლითაც სავოიამ მიიღო ქ. ალბა
მონფერატოში ხოლო საფრანგეთმა ქ. პინეროლო

.
ოცდაათწლიან ომში ძლიერი სახელმწიფოები
ხშირად სუბსიდიების გაღებით
კმაყოფილდებოდნენ და მეორეხარის ხოვან
სახელმწიფოთა ბრძოლას ადევნებდნენ თვალს.
სამხედრო ხელოვნების სფეროში აღსანიშნავია
შვედების მეფის, გუსტავ II ადოლფის (Gustaf Adolf,
1594-1632) მიერ შემოღებული სიახლე —ხაზოვანი
ტაქტიკა.
XVII საკუნის II ნახევარში საზოგადოებრივი და
სულიერი ცხოვრების განვი თარება იტალიაში,
ფაქტიურად, შეჩერდა. დაიწყო მრეწველობის
ღრმა კრიზისი. თითქმის მთლიანად შეწყდა
ფლორენციული მაუდის, მილანური იარაღის და
აბრეშუმის წარმოება
იტალიის ეკონომიკური ჩამორჩენილობა და
პოლიტიკური სისუსტე უფრო შესამჩნევი გახდა
XVIII საუკუ ნის ნახევარში. მაუდის წარმოება
ფლორენციაში 20-ჯერ შემცირდა, აბრეშუმის
წარმოება ვენეციაში — 30- ჯერ.
ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის (1701-1714) დროს იტალიის სახელმწიფოები
ძლიერი ევროპული სახელმწიფოების მიერ განიხილებოდნენ, როგორც გაცვლის
ობიექტები. საომარი მოქმედებები იტალიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
ავსტრიამ ადვილად დაამარცხა დასუსტებული ესპანეთი და 1714 წლის 7 მარტის
რაშტატის ზავით ესპანეთში ბურბონთა გამეფების სანაცვლოდ მიიღო ესპანეთის
ნიდერლანდები, 1720 წელს ესპანეთმა სცადა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება
და სა ომარი მოქმედებები განაახლა, მაგრამ უშედეგოდ.
ამჯერად სავოიამ ავსტრიას სიცილია სარდინიაში გაუცვალა, რის შემდეგ მიიღო
სარდინიის სამეფოს სახელ წოდება, ხოლო ნაპოლის სამეფო და კ. სიცილია კვლავ
გაერთიანდნენ ორივე სიცილიის სამეფოდ."
1730 წელს ვიტორიო ამედეო II-მ, რომელიც საშინაო პოლიტიკაში „განათლებული
აბსოლუტიზმის“ კურსს ატარებდა, შვილს კარლო ემანუელე III-ს (Carlo Emanuele, 1701-
1773) დაუთმო ტახტი.)
ავსტრიული მემკვიდრეობისთვის ომი (1740-1748) იტალიელმა ხალხმა ავსტრი ის
უღლის მოშორებისათვის გამოიყენა. პრუსიელების მიერ ავსტრიელების და მარცხების
შემდეგ (1741 წლის 10 აპრილი)" ანტიავსტრიულ კოალიციას შეუერთ დნენ მოდენა,
სარდინიის და ნაპოლის სამეფოები
(. 1742 წლის ზაფხულიდან ავსტრიელები კვლავ გააქტიურდნენ და რამდენიმე
წარმატებასაც მიაღწიეს, ამიტომ პიემონტე ავსტრიის მხარეზე გადავიდა.
ერთ დროს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი ვენეციის რესპუბლიკა XVII
საუკუნის შუა ხანებისთვის ჯერკიდევ ფლობდა ტერიტორიებს ხმელთაშუა ზღვის
აღმოსავლეთში, სადაც მისი ინტერესები თურქეთისას დაუპირისპირდა.
1645-1669 წლებში მიმდინარეობდა ომი ვენეციასა და თურქეთს შორის. 1647 წლის
აპრილში თურქებმა დე სანტი გადასხეს კ. კრეტეზე (ბერძ. Konrn) და ალყაში მოაქციეს
მთა ვარი ქალაქი კანდია.
ვენეციელბს ესპანელები და ფრანგი ვოლონ ტერები დაეხმარნენ და რამდენჯერ მე
დაამარცხეს თურქეთის ფლოტი, მაგრამ 1669 წლის 30 აგვისტოს ქ. კანდია მაინც
აიღეს თურქებმა
1684 წელს ვენეცია შეუერთდა ანტითურქულ კოალიციას (ავსტრია, პოლონე თი,
რუსეთი) და 1087 წელს დაიბრუნა მორეა და დაიპყრო რამდენიმე ციხე-სი მაგრე
დალმაციაში. 1699 წლის 26 იანვარს ვენეციამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს
კარლოვიცის ზავს, რომლის მიხედვით ვენეციამ მიიღო მორეა, დალმაციაში
დაპყრობილი ციხე-სიმაგრეები და რამდენიმე კუნძული იონიის ზღვაში)

.
.
თურქეთ-ვენეციის ომებმა დაასუსტა ვენეცია და მეორეხარისხოვან ქვეყნად გადააქცია.
მან დაკარგა ყველა სამფლობელო ბალკანეთზე და აღმოსავლეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთში.
ამ ომებმა გამოიწვია ვენეციის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური დასუსტება.

(XVIII საუკუნის II ნახევარში ზოგიერთმა მონარქმა სცადა „განათლებული


აბსოლუტიზმის“ კურსის პირობებში ნახევრადბურჟუაზიული რეფორმების გატა რება,
რათა შეესუსტებინა ბურჟუაზიული ოპოზიცია და განემტკიცებინა ფეოდალური წყობა,
მაგრამ ფეოდალთა უმრავლესობამ ამ პოლიტიკაში თავისი ინტერე სების შელახვა
დაინახა, ამიტომ 90-იან წლებში რეფორმების პოლიტიკა ფაქტი ურად შეწყდა

You might also like