You are on page 1of 22

საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია

ლექცია 1

„ბუნებრივი საზღვრების“ და „პოლიტიკური წონასწორობის“ დიპლომატია.


XVI ს. ხანგრძლივი და გამაჩანაგებელი ომების გამოცდილებას საფრანგეთისათვის
უქმად არ ჩაუვლია. ახალი სახელმწიფოს გაფართოების ყოველი ცდა სხვა
სახელმწიფოთა წინააღმდეგობას ხვდებოდა. ახალი დაპყრობების წარმოებისა და მით
უმეტეს, მსოფლიო ბატონობისაკენ (XVI ს. მასშტაბებით) მისწრაფება მტრული
კოალიციის შექმნას იწვევდა. XVII ს. პოლიტიკოსებმა და
დიპლომატებმა, განაზოგადეს რა იმდროინდელი გამოცდილება, ჩამოაყალიბეს
„ბუნებრივი საზღვრების“ და „პოლიტიკური წონასწორობის“ იდეები.
XVII ს. ფრანგი პოლიტიკოსები დაჟინებით უსვამდნენ ხაზს იმას, რომ „მხოლოდ
იმის დაპყრობა ღირს, რისი შენარჩუნებაც შეიძლება“-ო. სახელმწიფოს ძლიერებას, -
ამბობდნენ ისინი, - აქვს თავისი საზღვრები, თუ იგი მას გადალახავს, მის წინააღმდეგ
მტრებისა და მოსურნეთა ძალების გაერთიანებას გამოიწვევსო. თავის განთქმულ
მემუარებში - „სახელმწიფო მეურნეობის პრინციპები“, ანრი IV-ის მინისტრი სიული
წერდა: საფრანგეთის ყოველი მეფე უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ შეიძინოს მასთან
საერთო ინტერესებით მჭიდროდ დაკავშირებული მეგობრები და მოკავშირეები, - ეს
კი ყველაზე უფრო საიმედო ძალაა, ვიდრე გამოიწვიოს დაუოკებელი სიძულვილი და
მტრობა ისეთი პროექტებით, რომელიც მის საკუთარ ძალებს აღემატება. შენ
მიისწრაფი, - ამბობს შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი ეტიენ პასკიე თავის
დიალოგში ფილოსოფოსსა და ხელმწიფეს შორის, - შენ სახელმწიფოს მისცე კარგი
საზღვრები: საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, დაუწესო სათანადო საზღვრები შენს
იმედებსა და ნატვრებს. სად უნდა ვეძიოთ ეს საზღვრები? სიულიმ კარგად იცოდა,
რომ კარლოს დიდმა აღადგინა იმპერია და რომ კაპეტინგების დროს საფრანგეთი
მომწყვდეული იყო „ვიწრო სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში, რომელშიც იგი დღემდე
იმყოფება“-ო. მას მიაჩნდა, რომ საფრანგეთისათვის თავისი ყოფილი დიდების
დაბრუნება ნიშნავს - „დაუბრუნო ოდესღაც მის მფლობელობაში მყოფი
ტერიტორიები, ე.ი. სადავოა, ფრანშკონტე, ლორენი, ჰენეგე, არტუა, ნიდერლანდი,
„მაგრამ შეიძლება კი უფლებები განაცხადო ყველაფერ ამაზე ისე, რომ არ გამოიწვიო
მტრების სიძულვილი და გამაჩანაგებელი ომები? თვით საფრანგეთის მეფეებს ისეთი
პატივმოყვარეობა აქვთ, რომელიც საფრანგეთისათვის ყველა
უცხოელის სიძულვილზე უფრო ძლიერია. საფრანგეთი დანაყრებულია: იგი საკმაოდ
ძლიერია, რომ არავისი ეშინოდეს და ყველასათვის საშიში იყოს“.
მაგრამ თვით სიულის საოცნებო იყო მთელ ცივილიზებულ მსოფლიოზე და მთელ
საქრისტიანოზე გაბატონება.
XVII ს. ფრანგული დიპლომატია მიზნად ისახავდა დაესუსტებინა საფრანგეთის
მტრები, გაეძლიერებინა ვასალები და თავისი ქვეყნის გარშემო ნეიტრალური
სახელმწიფოების სარტყელი შემოერტყა. იურიდიულად ისინი, მისი მფარველობის
ქვეშ, ფაქტობრივად კი მბრძანებლობის ქვეშ უნდა მოქცეულიყვნენ.
ანრი IV-ის დიპლომატია.
თავის საგარეო პოლიტიკაში მეფე ანრი IV„პოლიტიკური წონასწორობის“
პრინციპით ხელმძღვანელობდა. თუ სახელმწიფო შეიქმნებოდა მისი ეროვნული
ტერიტორიის სამეურნეო ერთიანობისა და მასთან კავშირში მყოფი ენისა და
კულტურის ერთიანობის პრინციპზე, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, მას
უნდა ეცადა ეს ერთიანობა მათი ხელყოფისაგან უზრუნველეყო. პრაქტიკულად
საგარეო პოლიტიკაში ეს, ერთი მხრივ, იწვევდა სწრაფვას იმისაკენ, რომ
შეენარჩუნებინათ ევროპის სახელმწიფობს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული
ძალთა წონასწორობა, ხოლო მეორე მხრივ, იმის სურვილს, რომ ემოქმედათ
ყოველი სწრაფად მზარდ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ.
ამ „პრინციპებით“ ხელმძღვანელობდა ანრი IV, სანამ სხვა საშუალებებით
საფრანგეთის საზღვრების გაფართოება საშიში იყო. „მე ვეთანხმები იმას, - ამბობდა
იგი, - რომ ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ესპანურად ლაპარაკობს - ესპანეთის
მფლობელობაში უნდა დარჩეს, ხოლო ქვეყანა, სადაც მოსახლეობა გერმანულად
ლაპარაკობს, გერმანიას უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ის მიწები, სადაც მოსახლეობა
ფრანგულად ლაპარაკობს - მე უნდა მეკუთვნოდეს“-ო.
პრაქტიკულად, ანრის ამოძრავებდა ორი მიზანი: დაესუსტებინა ჰაბსბურგების
დინასტია და მხარი დაეჭირა ევროპულ სახელმწიფოთა შორისწონასწორობის
ჩამოყალიბების პროცესიებისათვის. ამ ჭრილში იგი განაგრძობდა მეგობრულ
ურთიერთობებს ინგლისთან, რომელიც მას, როგორც პროტესტანტს და ესპანეთის
მტერს, დაეხმარა. მაგრამ ამავე დროს ანრი, ფარულად, ხელს უშლიდა ინგლისელი
მეზღვაურებისა და ვაჭრების გეგმებსა და ინგლისელი დიპლომატების ხრიკებს
იტალიასა და აღმოსავლეთში, სადაც, როგორც ცნობილია, ფრანსუა I-ის დროიდან
საფრანგეთმა ფეხი მყარად მოიკიდა.
ანრი IV-ის ელჩებს ლონდონში ყოველთვის უჭირდათ ინგლისთან მეგობრობა
შეეთავსებინათ ამ ქვეყნის ევროპაში პირველობისათვის ბრძოლის წინააღმდეგ
მიმართულ ქმედებებთან. ჰაბსბურგების დასუსტების მიზნით, ანრი IV-მ ხელი
შეუწყო ესპანეთსა და ჰოლანდიას შორის ზავის დადებას. ამგვარად, საფრანგეთის
მეფემ ხელი შეუწყო ესპანეთის მიერ მისგან მოწყვეტილი ნიდერლანდის 7
ჩრდილოეთის პროვინციის დამოუკიდებლობის ცნობას. აღმოსავლეთში -
ოსმალეთში რელიგიური ომების დროს შერყეული ფრანგული გავლენის აღდგენას
ანრი თავისი ელჩების სავარი დე ბრევის და ჟან დე გონტობირონის წარმატებული
დიპლომატიური მოღვაწეობის წყალობითცდილობდა. ფრანსუა I-ის მიერ 1535 წელს
მიღებული შეღავათები, 1604 წელს მთლიანად იქნა განახლებული. ყველა
სახელმწიფოს, რომელსაც ოსმალეთთან ვაჭრობა სურდა, თავისი გეგმები იქ
ფრანგული დროშით უნდა გაეგზავნა. გამონაკლისს წარმოადგენდნენ ინგლისელები,
რომლებმაც ოსმალეთის პორტებში ინგლისის დროშით შესვლის უფლება ჯერ
კიდევ 1599 წელს მიიღეს. ანრი IVსულთანთან მეგობრობას იმისათვის იყენებდა, რომ
ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი რომის საღმრთო
იმპერატორი დაეშინებინა ოსმალური არმიის შემოსევით, ხოლო ამ დინასტიის
მეორე, თანაც მთავარი წარმომადგენელი ესპანეთის მეფე - ოსმალური ფლოტის
თავდასხმით.
ერთდროულად, ანრი ხელს არ უშლიდა იმ აზრის გავრცელებას, რომ მას სურდა
ქრისტიანთა მიზნების განხორციელება: აღმოსავლეთის დაპყრობა, სულთნის
ევროპიდან გაძევება და მის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა.
როდესაც ანრიპროტესტანტობიდან კათოლიკობაში გადავიდა, მისი რწმუნებული
ბონგარი გერმანელ პროტესტანტ მთავრებს არწმუნებდა, რომ სარწმუნოების
გამოცვლის მიუხედავად, მისი მეგობრული ურთიერთობა გერმანელ მთავრებთან
უცვლელი რჩებოდა. ბოლოს და ბოლოს ანრი IV-მ
ჰაბსბურგების საწინააღმდეგო კოალიცია შექმნა და აპირებდა კიდეც მათ წინააღმდეგ
ბრძოლის დაწყებას, მაგრამ 1610 წ. რავაიაკის დანამ იგი სიცოცხლეს გამოასალმა.

რიშელიეს დიპლომატია და მისი საფუძვლები.


ლუი XIII-ის მცირეწლოვანების გამო, რამდენიმე წლის არეულობის შემდეგ,
ხელისუფლება საფრანგეთის პირველმა მინისტრმა (1624-1642 წწ.) და, ფაქტობრივად,
საფრანგეთის მმართველმა, ეკლესიის მთავარმა არმან ჟან დიუ პლესმა კარდინალმა
რიშელიემ აიღო. რიშელიე, ჯერ კიდევ აღმავლობის გზით მიმავალი მაშინდელი
თავადაზნაურობის ინტერესების ტიპური წარმომადგენელი იყო. დიპლომატიისა და
საგარეო პოლიტიკის სფეროში იგი ანრი IV-ის „რეალისტურ“ საგარეო პოლიტიკას
აგრძელებდა. ეს იყო საფრანგეთის „ბუნებრივი საზღვრების“ ძიება, რომელიც მიზნად
საფრანგეთის მონარქიის მზარდ ძლიერებას და „პოლიტიკური წონასწორობის“
შენარჩუნებას ასახავდა. თავის მხრივ, ეს ჰაბსბურგების დასუსტებისაკენ რიშელიეს
სწრაფვას ნიშნავდა.
რიშელიეს დიდი წარმატებები მოდის იმ დროზე, როდესაც იგი იყო ერთადერთი
სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უკუაგდო შუა საუკუნეების მორალური და
რელიგიური შეზღუდვები. მართალია, იგი კათოლიკე იყო, მაგრამ მან საფრანგეთის
ნაციონალური ინტერესები მის რელიგიურ მიზნებზე უფრო მაღლა დააყენა.
სახელმწიფოგადაწყვეტილებების მიღების დროს, იგი ხელმძღვანელობდა არა
რელიგიური (კათოლიკური), არამედ სახელმწიფო ინტერესებით. რიშელიე
სდევნიდა არა ფრანგ ჰუგენოტებს, არამედ მათ ცდებს შეექმნათ ჰუგენოტური
რესპუბლიკა, რომელიცმეფეს დაუპირისპირდებოდა. სინამდვილეში რიშელიე
ჰუგენოტებს მფარველობდა და დაუტოვა მათ სჯულის სრული შემწყნარებლობა
(1692 წ. ედიქტი). ასეთი იყო რიშელიეს დიპლომატიის საფუძვლები.
1633 წელს ადგილობრივი პროტესტანტი ჰუგენოტების განადგურების შემდეგ (ლა
როშელი ჯერ კიდევ 1628 წელს დაეცა), რიშელიემ მეფე ლუი XIII-ს მისწერა, რომ თუ
მეფე მხარს დაუჭერდა პროტესტანტ გერმანელ მთავრებს ავსტრიის სამეფო კარის
წინააღმდეგ, მაშინ ისინი რაინამდე მთელ ტერიტორიას მას მისცემდნენ. გზა
რაინისაკენ ლორენზე გადიოდა და მისი მიერთების შემთხვევაში საფრანგეთის
სამფლობელოები თანდათან რაინამდე გავრცელდებოდა. ამავე დროს, საფრანგეთი
მონაწილეობას მიიღებდა ფლანდრიის დანაწილებაში, თუ იგი ესპანური
მმართველობის წინააღმდეგ აღსდგებოდა.
რიშელიეს ესმოდა, რომ უნდა გამოიყენო არა მარტო იარაღი და დიპლომატია,
არამედ პროპაგანდაც. ამის შესანიშნავი მაგალითია საფრანგეთში პირველი გაზეთის
გამოჩენისთანავე მისი გამოყენება კარდინალის მიერ. მან თავის სამსახურში
ჩააყენა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი პუბლიცისტი
შანტერო-ლეფევრი, რომელიც თავის პამფლეტებში ამტკიცებდა, რომ„ძველმა
ფრანკებმა დაიპყრეს გალია, ე.ი. უზარმაზარი ტერიტორია ოკეანესა და ხმელთაშუა
ზღვას შორის, რომელიც შემოსაზღვრული იყო მდინარე რაინით, პირინეის მთებითა
და ალპებით. ეს სივრცე უძველესი დროიდან ცნობილია ბელგების, კელტებისა და
აკვინელების გალიად“. ასე რომ, შანტერო-ლეფევრს საფრანგეთის შემადგენლობაში
შეჰყავდა ელზასი და ლორენიც, სავოიაც და ნიცაც.ერთი სიტყვით, ყველა ის
ტერიტორია, რომელთაც საფრანგეთი თავის ძლევამოსილებისა და სამხედრო
წარმატებებისას დაეპატრონა. შანტერო-ლეფევრი ამტკიცებდა, რომ ევროპის
მშვიდობა უზრუნველყოფილი იქნება, თუ საფრანგეთი ყველა ამ მიწებს
მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ევროპა მალე კვლავ იქნება იმის დარტყმის ქვეშ,
ვინც დაიპყრო რა ფრანკო-გალების გვირგვინის ტერიტორიები და სახელმწიფოები,
ცდილობს დანარჩენების მიტაცებასაც, იღვწის დაამონოს ქრისტიანი ხელმწიფეები
და შექმნას მეხუთე მონარქია მთელი დასავლეთის შთანთქმის მიზნით“-ო. ამით
შანტერო მიუთითებდა ჰაბსბურგების პოლიტიკაზე იმის შესახებ, თუ როგორ
განხორციელდა ფრანგი პუბლიცისტის თეორიული განსჯები, მეტყველებს 1648
წლის ვესტფალიის ხელშეკრულების პუნქტები, რომლებმაც მრავალი წლის
განმავლობაში განამტკიცეს გერმანიის დანაწევრება. თვითონ რიშელიე შორს არ იყო
თავისი პუბლიცისტების პროექტებისაგან. მის „პოლიტიკურ ანდერძში“ მოიპოვება
ასეთი ფრაზაც: „ჩემი ხელისუფლების სათავეში ყოფნის მიზანი იმაში
მდგომარეობდა, რომ გალიისათვის დამებრუნებინა ბუნებით მინიჭებული
საზღვრები, დამებრუნებინა გალებისათვის გალი-მეფე, გალიის ადგილას
დამეყენებინა საფრანგეთი და ყველგან, სადაცუძველესი გალია იყო, ახალი
დამემყარებინა“. რიშელიეს შემდეგაც საფრანგეთი ევროპის უძლიერეს
სახელმწიფოდ რჩებოდა, მაგრამ ევროპაში საბოლოოდ გაბატონებული მაინც
ვერ გახდა. ეს არის ძალთა თანაფარდობის ქრესტომათიული მაგალითი
მოქმედებაში. ამბობენ, რომ პაპმა ურბან VIII-მ, როდესაც რიშელიეს გარდაცვალების
ამბავი გაიგო, თქვა: „თუ ღმერთი არსებობს, კარდინალ რიშელიეს მოუხდება მის
წინაშე პასუხი აგოს ბევრ რამეზე, მაგრამ თუ იგი არ არის... მაშინ მან
სასურველი ცხოვრება გაატარა“-ო. იმ დროს, როდესაც რიშელიე პირველი მინისტრი
იყო, ჰაბსბურგის გაძლიერების საშიშროება კვლავ შეიქმნა.

30-წლიანი ომი და ფრანგული დიპლომატია.


რეფორმაციის პერიოდში ჰაბსბურგების და იმპერატორის ძალაუფლება გერმანიაში
შესუსტებული იყო. როდესაც XVI საუკუნის ბოლოსათვის ოსმალების დაწოლა
ჰაბსბურგების სამფლობელოებზე შესუსტდა, ჰაბსბურგებმა თავიანთი მზერა კვლავ
გერმანიას მიაპყრეს. მათ თავიანთი გავლენის და იმპერატორის ძალაუფლების
აღდგენის იმედი კვლავ გაუჩნდათ. გერმანიის მბრძანებლის ბრძოლა ადგილობრივი
მთავრების დამორჩილებისათვის მნიშვნელოვანწილად რელიგიური ნიშნით
მიმდინარეობდა. ეს „კათოლიკური რეაქციის“ პროტესტანტიზმის წინააღმდეგ
ბრძოლა იყო. მან გააძლიერა ადგილობრივი მთავრების პოზიციები და იმპერატორის
წინააღმდეგ ბრძოლაში მათი დროშა გახდა. ფერდინანდ II ერთიან გერმანიაზე და
თავის უსიტყვო და შეუზღუდველ ძალაუფლებაზე ოცნებობდა.
1618-1648 წწ. მიმდინარე ე.წ. 30-წლიანი ომი გერმანიის მბრძანებლის მიერ
ქვეყნისდამორჩილების ბოლო ცდა იყო. რიშელიე ძალ-ღონესა და ენერგიას არ
იშურებდა იმისათვის, რომსაფრანგეთის გვერდით გერმანიის დიდი სახელმწიფო არ
წარმოშობილიყო. ამიტომ ის აგრძელებდა თავის და საფრანგეთის ტრადიციულ
პოლიტიკას - გერმანელი პროტესტანტი მთავრებისათვის მხარდაჭერის პოლიტიკას.
საკუთარი გეგმების განსახორციელებლად იგი ეძებდა მოკავშირეებს. მან
დაიწყო მოლაპარაკება დანიის მეფე კრისტინ IV-სთან, რომელსაც მისი სამეფოს
გვერდით ძლიერი გერმანიის მემკვიდრებისა აგრეთვე ეშინოდა. ამიტომ იგი დიდი
სიამოვნებით ღებულობდა სუბსიდიებს ინგლისისა და ჰოლანდიისაგან, რათა
დაეწყო ომი ჰაბსბურგთა წინააღმდეგ და ჩაბმულიყო ანტიჰაბსბურგულ კოალიციაში.
რიშელიემ გერმანიის წინააღმდეგ შვეციის გამოყენებაც სცადა. მთელი თავისი
დიპლომატიური ხელოვნება მან გამოიყენა იმისათვის, რომ ჰაბსბურგების
წინააღმდეგ გადაესროლა შვედების ძალები სახელგანთქმული მხედართმთავრის
მეფე გუსტავ-ადოლფის სარდლობით.
პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, ოცდაათწლიანი ომი იყო
ჰაბსბურგების წინააღმდეგ. გარეგნული ფორმით თავისი რელიგიური ხასიათი შუა
გზაზე დაკარგა. სინამდვილეში პოლიტიკურ პროგრესსა და პოლიტიკურ რეგრესს
შორის მიმდინარე ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ფრედ დამთავრდა.

ფრანგი დიპლომატების მოღვაწეობა


რიშელიეს თავის საგარეო-პოლიტიკურ მოღვაწეობაში დიდ დახმარებას უწევდა
შესანიშნავი დიპლომატი, კაპუცინელი ბერი „მქმქ ჟოზეფი“ (1577-1638 წწ.). ეს
„მყრალი ბერი“ ან „რუხი უწმინდესობა“, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ,
საიდუმლოდ, მაგრამ თანმიმდევრულად, დიპლომატიური კაბინეტის
სიმყუდროვეში საფრანგეთის სასარგებლოდ და მისი მეფის სადიდებლად მუშაობდა.
მამა ჟოზეფი ლევანტის ქვეყნებში, მაროკოსა და აბასინიაში
აგზავნიდა მრავალრიცხოვან მისიონერებს, რომლებიც ამავე დროს დიპლომატიური
აგენტებიც იყვნენ. მას მიაჩნდა, რომ მისი ოცნება განხორციელდებოდა მხოლოდ მას
შემდეგ, რაც იმპერატორი საბოლოოდ დამცირდებოდა, ხოლო გერმანელი მთავრები
საფრანგეთის მეფის ვასალები გახდებოდნენ. გერმანელი კურფიურსტების
საფრანგეთის მხარეზე გადმობირებისათვის იგი ენერგიულად
მუშაობდა.საფრანგეთისათვის ბავარიის მეგობრობის შეძენა მისი ერთ-ერთი
დამსახურება იყო. 1633 წლიდან იგი საფრანგეთის გერმანულ
პოლიტიკას ხელმძღვანელობდა და 30-წლიან ომში საფრანგეთის პირდაპირი ჩარევის
მხურვალე მომხრე იყო. ფრანგული დიპლომატიის წარმატებანი XVIIსაუკუნის 40-იან
წლებში თავის კარდინალთან ერთად სწორედ მან განაპირობა.
აღნიშნულ პერიოდში გერმანიაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდნენ ყველაზე
ნიჭიერი ფრანგი დიპლომატები - ფანკანი, შარნასე და მარნევილი, რომლებსაც
პროტესტანტი მთავრების მხარდაჭერის უზრუნველყოფა ევალებოდათ.

ურთიერთობა შვეციასთან.
1631 წელს რიშელიემ მჭიდრო კავშირი დაამყარა შვეციის მეფე გუსტავ-ადოლფთან.
ორივე ქვეყანამ იკისრა ვალდებულება
აემხედრებინათ გერმანელიმთავრები მათი იმპერატორის წინააღმდეგ და შემოეღოთ
ის წესები, რომლებიც იქ 1618 წლამდე არსებობდა. საფრანგეთმა ვალდებულება
იკისრა შვეციის მეფისათვის ყოველწლიურად ერთი მილიონი ლივრის სუბსიდია
გამოეყო. სამაგიეროდ შვეცია გერმანიაში 30 ათასი ქვეითისა და 6 ათასი ცხენოსნის
გაგზავნას ჰპირდებოდა. ამრიგად, შვეცია საფრანგეთის დაქირავებული ძალის
როლში გამოვიდა. შვეციას, ისე როგორც საფრანგეთს, გერმანიის გაძლიერების
ეშინოდა. დანიის დაპყრობის შემთხვევაში, გერმანია ბალტიის ზღვის სამხრეთით
გაბატონდებოდა, რაც გუსტავ-ადოლფს არ აწყობდა.
ამრიგად, ოცდაათწლიანი ომის პერიოდში კვლავდადგა საკითხი იმის შესახებ, თუ
ბალტიის ზღვაზე ვინ გაბატონდებოდა.
XVII ს. შვეცია სკანდინავიის ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო ძლიერი სახელმწიფო
იყო. გუსტავ-ადოლფის მეფობის დროს შვედებმა დაიკავესფინეთის ყურის
აღმოსავლეთი სანაპირო და რიგის ყურე. ისინი მთელი ბალტიის ზღვის
სანაპიროების დაპყრობაზე და ბალტიის ზღვის „შვეციის ტბად“ ქცევაზე
ოცნებობდნენ. მათ სურდათციხესიმაგრეების აგება ბალტიის ზღვაში ჩამდინარე
დიდი მდინარეების შესართავებთან, რათა აეკრიფათ საბაჟო გადასახადი იმ
პოლონელ და პრუსიელ მემამულეებისაგან, რომლებსაც დასავლეთ ევროპაში
ხორბალი გაჰქონდათ. გუსტავ-ადოლფის სიკვდილის შემდეგ (1632 წ.), ვითომდა
გერმანიის „თავისუფლებისათვის“, საფრანგეთი უშუალოდ ჩაერია იმპერიის საქმეში.

ვესტფალიის ზავი.
ოცდაათწლიანი ომი, რომელიც სისტემატურად აჩანაგებდა გერმანიას, 1648 წელს
დასრულდა. ომი დამთავრდა ვესტფალიის ზავით, რომელიც დიპლომატიის
ისტორიაში პირველი ევროპულიკონგრესი იყო. დიპლომატიური მოლაპარაკებანი ამ
ზავის დადების შესახებ ჯერ კიდევ 1644 წელს ვესტფალიის ქალაქებში ოსნაბრიუკში
და მიუნსტერში დაიწყო. ოსნაბრიუკში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ
იმპერატორის, გერმანელიპროტესტანტი მთავრების და შვეციის მეფის
წარმომადგენლები, მიუნსტერში კი იმპერატორის, საფრანგეთის და სხვა
კათოლიკური სახელმწიფოების ელჩები. გერმანიის იმპერატორის ელჩის,
მოხერხებული დიპლომატიისტრაუტმანსდორფის მთელი ძალისხმევა მიმართული
იყო იქითკენ, რათა დაკმაყოფილებულიყო შვეციის მადა და მოეწყვიტა იგი
საფრანგეთისაგან, რითაც მოლაპარაკებისათვის იმპერიას უფრო ხელსაყრელ
პირობებს შეუქმნიდა.
მაგრამ შვეცია „საფრანგეთის ეტლზე“ მაგრად გამობმული აღმოჩნდა. საფრანგეთის
დიპლომატიას გარდაცვლილი რიშელიეს ნაცვლად კარდინალი მაზარინი
წარმართავდა. იგი, ბრანდენბურგის შვეციის უზომო მოთხოვნების გაბათილებას
ცდილობდა, რითაც აიძულა შვეცია საფრანგეთთან„ერთ მარხილში შებმული“
დარჩენილიყო. ერთადერთი, რაც ტრაუტმანსდორფმა შეძლო -
ჰაბსბურგების ავსტრიული სამფლობელოებისშემდგომი დანაწევრებისაგან
დაცვა იყო. ამით მომავალ ავსტრიას მან სახელმწიფოებრივი ერთიანობა
შეუნარჩუნა. ზავის საბოლოო პირობები ხელმოწერილ იქნა მიუნსტერში 1648 წლის
24 ოქტომბერს, სადაც ოსნაბრიუკელი რწმუნებულებიც ჩამოვიდნენ.
ვესტფალიის ხელშეკრულების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან
გერმანიაში არსებული პოლიტიკური დანაწევრება დიდი ხნით დაამკვიდრა, რითაც
ფაქტობრივად იმპერიას ბოლო მოუღო და ევროპის ქვეყნების საზღვრები
განსაზღვრა.
ამიერიდან გერმანელმა მთავრებმა ოფიციალურად უფლება მიიღეს უცხო
ქვეყნებთან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა (ომის გამოცხადება, ზავის დადება)
გაეტარებინათ. შვეციამ მიიღო იმის უფლება, რომ ბალტიის ზღვაში ჩამდინარე
მდინარეების შესართავები ხელთ ეგდო. საფრანგეთმა მიიღო ელზასი (სტრასბურგის
გარდა) და მის მერე ადრე მიერთებული სამი საეპისკოპოსო - მეცი, ვერდენი და
ტული განიმტკიცა. ასე რომ, ფრანგების მოთხოვნას „ბუნებრივი საზღვრების“
შესახებ, რეალურად ხორცი შეასხა. ვესტფალიის სამშვიდობო ტრაქტატმა
ესპანეთისაგან - ჰოლანდიის დამოუკიდებლობა და იმპერიისაგან - შვეიცარიის
დამოუკიდებლობა დაადასტურა. ამ საზავო ხელშეკრულების პირობების
გარანტებად საფრანგეთი და შვეცია ცნეს.

კარდინალ მაზარინის დიპლომატია.


მაზარინის კარდინალობის დროს, ფრანგულმა დიპლომატიამ კიდევ ერთი
გამარჯვება იზეიმა. 1659 წელს საფრანგეთმა და ესპანეთმა ხელი მოაწერეს პირინეის
ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ლუქსემბურგის ნაწილი, რუსიონი, არტუა
და ჰენეგაუ (ენო) საფრანგეთმა შეიძინა. ვესტფალიის ზავმა და, განსაკუთრებით,
პირინეის ზავმა XVII საუკუნის ევროპაში საფრანგეთის ჰეგემონია მოამზადეს.
გერმანიის და იტალიის დაქუცმაცებულობის განმტკიცებამ საფრანგეთის კარდინალს
და დიპლომატიას ხელ-ფეხი გაუხსნა. ახლა ფრანგებს უფრო თამამად შეეძლოთ
თავიანთი მეზობლებისათვის თავს მოეხვიათ ე.წ. „ბუნებრივი საზღვრები“. მაგრამ
საამისოდ საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს (1643-1716 წწ.) ოთხი ომის წარმოება
მოუხდა. ლუი XIV-ის („მეფე მზე“) მეფობის პირველ პერიოდში საფრანგეთის
აბსოლუტიზმმა თავისი დიდების და საერთაშორისო მნიშვნელობის მწვერვალს
მიაღწია. მაგრამ მისი მეფობის მეორე ნახევარში, ფრანგული აბსოლუტიზმი
დაღმავალი გზით წარიმართა.

ლუი XIV-ის დიპლომატია და საგარეო ომები.


საერთაშორისო ვითარება ლუი XIV-ის მეფობის პირველ ნახევარში
საფრანგეთისათვის მეტად ხელსაყრელი იყო. ვესტფალიის და პირინეის
ხელშეკრულებები ადასტურებდნენ საფრანგეთის ტრადიციული მტრების -
გერმანელი და ესპანელი ჰაბსბურგების სრულ დაცემას. სტიუარდების რესტავრაციამ
ინგლისში (1660 წ.) და მათმა რეაქციულმა პოლიტიკამ ამ ქვეყნის საერთაშორისო
ავტორიტეტი დააკნინა. ინგლისის მეფე ჩარლზ II, რომელიც მუდმივად
დაპირისპირებული იყო პარლამენტთან, მასთან ბრძოლის საწარმოებლად
დასაყრდენს თავისი ქვეყნის გარეთ ეძებდა და, შეიძლება ითქვას, საფრანგეთის
მეფის კმაყოფაზე იმყოფებოდა. საფრანგეთის სამეფო კარი ევროპაში ყველაზე უფრო
ბრწყინვალე იყო: საფრანგეთის მეფის ეშინოდა ევროპის ყველა ხელმწიფეს, ხოლო
ფრანგული ენა დიპლომატიისა და საერთაშორისოხელშეკრულებების ოფიციალური
ენა გახდა. ამ პერიოდში საფრანგეთი განიხილებოდა როგორც მთავარი
ანტიჰაბსბურგული ბასტიონი ევროპაში.
ლუი XIV-ის მეფობის პირველ ნახევარში სახელმწიფო საქმეების, ანუ ფინანსების
მართვა გენერალური კონტროლიორის კოლბერის ხელთ იყო. საფრანგეთში
მანუფაქტურული წარმოების განვითარებისათვის, მრეწველობისა და ვაჭრობის
ინტერესების დაცვისათვის მან ბევრი რამ გააკეთა. კოლბერის არქივში შემონახულია
მისი ინსტრუქციები ელჩებისათვის და საზღვარგარეთელი
წარმომადგენლებისათვის. 1661 წელს მეფისათვის მიწერილ მოხსენებით ბარათში
კოლბერი წერდა: „თუ საფრანგეთის ბუნებრივ ძლევამოსილებას მეფე შესძლებს
დაუმატოს ძალა, რომელსაც იძლევა მრეწველობა და ვაჭრობა, მაშინ მეფის დიდება
და ძლევამოსილება განუხრელად გაიზრდება“-ო. ასევე კოლბერი წერილობით
მოახსენებდა მეფეს იმის შესახებ, რომ მეზობელ ჰოლანდიელებს 16 ათასამდე
ხომალდი ჰქონდათ, მაშინ როდესაც ფრანგების ხომალდების რაოდენობა 1000-ს არ
აღემატებოდა. ამიტომ საფრანგეთი თავის ამერიკულ კოლონიებთან
დასაკავშირებლად იძულებული იყო ჰოლანდიური გემები გამოეყენებინა. კოლბერის
ფიქრები მიმართული იყო ჰოლანდიის რესპუბლიკის ეკონომიკური ძლიერების
შესუსტებისაკენ. მაგრამ კოლბერმა და, მით უმეტეს, ლუი XIV-მ ჰოლანდიის
შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასეს. XVIIსაუკუნეში
ჰოლანდია, საფრანგეთის აგრესიით შეშფოთებული, ყველა ანტიფრანგული
კოალიციის სულისჩამდგმელი გახდა. ბრძოლა, რომელიც საფრანგეთის მიერ
ბელგიის დაპყრობის ცდით დაიწყო, გადაიქცა „სავაჭრო ომების“ სერიად
საფრანგეთის, ჰოლანდიისა და ინგლისის მონაწილეობით. ეს ომი სამ ყველაზე უფრო
ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებს შორის კოლონიური
უპირატესობის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა.
ოთხი ომი (პირველი სამი მიმდინარეობდა ესპანეთის ნიდერლანდებში), რომელიც
საფრანგეთმა გადაიხადა ლუი XIV-ის მეფობის პერიოდში, მეტად
საყურადღებოა დიპლომატიის ისტორიის თვალსაზრისით. პირველ ომში
საფრანგეთი მიზნად ისახავდა ბელგიის დაპყრობას. ბელგია იყო ნიდერლანდის ის
ნაწილი, რომელიც აქ მომხდარი რევოლუციის შემდეგ ესპანეთის ხელში დარჩა. ომის
საბაბი შეესაბამებოდა იმდროინდელ სულისკვეთებას: ის წმინდა დინასტიური
იყო. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ესპანეთის ახალი მეფეკარლოს II (1665-1700
წწ.) ფილიპე IV-ის ვაჟიშვილი იყო მეორე ქორწინებიდან, ხოლო ფლანდრიაში
არსებული კანონების მიხედვით, შვილებს მეორე ქორწინებიდან მემკვიდრეობის
უფლება არ ჰქონდათ. ლუი XIV-ს ცოლად ჰყავდა ფილიპე IV-ის ქალიშვილი
პირველი ქორწინებიდან. ამიტომაც თავისი ცოლის მხრიდან ბელგიაზე მან
უფლებები წამოაყენა. ამას წინ აღუდგა ჰოლანდია, რომელსაც ეშინოდა, რომ
ბელგიის შემდგომ მისი ჯერი დადგებოდა. ამ აშკარა ომს წინ საბაჟო ომი უსწრებდა.
1667 წელს კოლბერმა შემოიღო ამკრძალავი ტარიფები მიმართული ჰოლანდიის
წინააღმდეგ. ამის საპასუხოდ ჰოლანდიამ თავის ბაზარზე აღარ დაუშვა ფრანგული
საქონელი და კავშირი დაამყარა ინგლისსა და შვეციასთან. ომი ხანგრძლივი არ იყო
(1667-1668 წწ.), მაგრამ ცხადი გახადა, რომ საფრანგეთის ყოველი შეტევითი
მოქმედება იწვევდა კოალიციის შექმნას მის წინააღმდეგ, ამიტომ ლუი XIV დროებით
დაკმაყოფილდა აახენის ზავით, რომლის მიხედვით, საფრანგეთმა რამდენიმე
სასაზღვრო ციხესიმაგრე (ფრანშ-კონტე, კამბრე, ვალენსი) შეიერთა.
იმავე დროს, ლუი XIV-მ დაიწყო დიპლომატიური მზადება ახალი ომისათვის.
მეორე ომში (1672-1679 წწ.) შვეცია განერიდა ჰოლანდიას, ხოლო ინგლისის მეფე
ჩარლზ II-ს საფრანგეთის მეფემ სუბსიდიები დაუნიშნა. ამიტომ ახალ ომში
ინგლისის ფლოტი საფრანგეთის ფლოტთან ერთად მოქმედებდა,
მაგრამ ჰოლანდიელებმა მათ მაინც სძლიეს. მოულოდნელად ჰოლანდიელების
დასახმარებლად გამოვიდა ბრანდენბურგის კურფიურსტი (დიდი
კურფიურსტი) ფრიდრიხ ვილჰელმი, რომელსაც ერჩივნა თავის რაინის
სამფლობელოების მეზობლად ჰყოლოდა შედარებით სუსტი ჰოლანდია, ვიდრე
ძლევამოსილი საფრანგეთი. გერმანელი და ესპანელი ჰაბსბურგები, ისევე როგორც
„საღვთო ომის იმპერია“ მთლიანად, საფრანგეთისწინააღმდეგ მიმართულ
კოალიციაში ჩაებნენ. ჩარლზ II-ის პროფრანგული პოლიტიკის წინააღმდეგ
გამოვიდნენ ინგლისის გაბატონებული ფენები, რომლებიც საფრანგეთში
ინგლისის ყველაზე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს ხედავდნენ. ამიტომ
ინგლისელებმა მოსთხოვეს მეფეს დაერღვია კავშირი საფრანგეთთან და შეეწყვიტა
ომი. საფრანგეთის ერთადერთი დიპლომატიური წარმატება იყო ომში შვეციის
ჩარევა ბრანდენბურგის წინააღმდეგ, მაგრამ 1675 წ. ფერბელინთან ფრიდრიხ-
ვილჰელმ ბრანდენბურგელმა შვედებს გადამწყვეტი დამარცხება აგემა. 1679 წელს
საფრანგეთი იძულებული შეიქნა ხელი მოეწერა ნიმვეგენის ზავისათვის.
მიუხედავად ყველაფრისა, საფრანგეთმა მაინც მიიღო ბელგიის რამდენიმე პუნქტი
(კამბრა, ვალანსიენი) და ფრანშ-კონტეს მთელი ოქლი თავის აღმოსავლეთ
საზღვართან.
ლუი XIV-მ ისარგებლა საღვთო რომის იმპერიის პოლიტიკური სისუსტით,
ოსმალეთის მუქარით ავსტრიისადმი და საფრანგეთის მოსაზღვრე გერმანიის
ტერიტორიების მიტაცება დაიწყო. ფრანგულმა საგარეო უწყებამ შექმნა სპეციალური
„პალატები“, რომლებშიც ფრანგი იურისტები ადგენდნენ მეფის „კანონიერ უფლებას“
გერმანიის ამა თუ იმ ტერიტორიაზე. მაგალითად, 1681 წელს ლუი XIV-მ
მოულოდნელად მიიტაცა სტრასბურგი. ევროპაში ამ დროს შექმნილი რთული
საგარეო ვითარებიდან გამომდინარე, გერმანიამ და ესპანეთმა 1684 წელს
რეჰენსბურგში საფრანგეთის მიერ დაპყრობილი ქალაქები ცნეს საფრანგეთის
კუთვნილ ტერიტორიად.
საფრანგეთის აგრესიული პოლიტიკა ევროპაში მისი მეზობელი ქვეყნების
შეშფოთებას იწვევდა. ანტიფრანგული კოალიციის მეთაურობა კვლავ ჰოლანდიამ
იკისრა. ამ დროს ჰოლანდიის რესპუბლიკას სათავეში ედგა მსხვილი პოლიტიკური
მოღვაწე და დიპლომატი შტატჰალტერი ვილჰელმ III ორანელი (1672-1702 წწ.). ჯერ
კიდევ ლუი XIV-ის მეორე ომის დროს, მისი დაჟინებითი მოთხოვნით, კაშხალები
გაარღვიეს და ასეთი გზით გადაარჩინესმაშინ ამსტერდამი ფრანგების დაპყრობისგან,
ხოლო ნიმვეგენის ზავის შემდეგ მან გააჩაღა ენერგიული დიპლომატიური კამპანია
საფრანგეთის, როგორც ყველაზე უფრო საშიში მტრის, იზოლაციისათვის.
ვილჰელმ იმპერატორთან და ბრანდენბურგის კურფიურსტთან მიმოწერის დროს
ისახებოდა საფრანგეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გეგმა. მისი
დიპლომატიური ნიჭის წყალობით, მოკავშირეებმა ფარული თავდაცვითი კავშირი
(„აუჰსბურგის ლიგა“) შექმნეს. ეს ლიგა აერთიანებდა გერმანიის მბრძანებლის -
საღმრთო იმპერატორს, ესპანეთს, ჰოლანდიას, სავოიას და ზოგიერთ გერმანელ
მთავრებს, იტალიელ მბრძანებლებსა და საფრანგეთის „ძველ მეგობარ“ შვეციას.
XVII ს. მეორე ნახევარში საფრანგეთის გაძლიერებამ, მის მიერ ბელგიის და
ჰოლანდიის დაპყრობის მცდელობამ, შვეციაში შეშფოთება გამოიწვია. შექმნილ
ვითარებაში გამოჩენილმა შვედმა დიპლომატმა ოქსენშერნამ მიიჩნია, რომ შვეციას
კავშირი უნდა დაემყარებინა ისეთ საზღვაო სახელმწიფოებთან, როგორიც იყვნენ
ინგლისი და ჰოლანდია. გარდა ამისა, იგი შვედი დიპლომატების წინაშე აყენებდა
ამოცანას: გამოეყენებინათ ინგლის-ჰოლანდიის დაპირისპირება და შვეციისათვის
ვაჭრობის ყველაზე ხელსაყრელი პირობები შეექმნათ. 1681 წელს მან უკვე, როგორც
შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ვილჰელმ ორანელთან დაამყარა კავშირი,
რომელიც საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასობაში ინგლისიდან 1681
წელს ტახტიდან ჩამოგდებული ჯეიმზ II სტიუარტი გააძევეს და მის ნაცვლად
ინგლისის მეფე ვილჰელმ ორანელი გახდა. საფრანგეთის ირგვლივ მისი
მტრების სრული წრე შეიკრა. ამ დროიდან საფრანგეთი იწყებს ხანგრძლივ ბრძოლას
ინგლისის წინააღმდეგ, რომელიც მომდევნო საუკუნეშიც გაგრძელდა.
მესამე ომმა (1688-1697 წწ.) ორივე მხარე საშინლად გამოფიტა, ხოლო ლუი XIV-ის
მიერ წამოწყებული მეოთხე ომი, საფრანგეთისათვის ნამდვილად გამანადგურებელი
აღმოჩნდა. ამ მეოთხე ომს უწოდებენ - ომს „ესპანური მემკვიდრეობისათვის“ (1701-
1714 წწ.).

რიშელიე
კონტინენტური ევროპის დიპლომატთა ქებაში ძუნწი (გარდა ოტო ფონ ბისმარკისა)
ჰენრი კისინჯერით კი ვერ მალავს ფრანგი კარდინალით აღტაცებას: „ბევრი ვერ
დაიკვეხნის ისტორიაზე ასეთ გავლენას. რიშელიე იყო თანამედროვე სახელმწიფო
სისტემის მამა“, - წერს მსოფლიო დიპლომატიის აღიარებული მეტრი. ანრი III და
ანრი IV მაღალჩინოსნის უმცროსი ვაჟი არმანი, 21 წლის ასაკში, სორბონოში იცავს
დისერტაციას და ღვთისმეტყველების დოქტორი ხდება. ერთი წლის შემდეგ კი უკვე
ლუსონის ეპისკოპოსია. ვანდეის ამ პატარა და მიყრუებულ ქალაქში გამოავლინა მან
თვისებები, რომლითაც მოგვიანებით მთელ ევროპაში გაითქვა სახელი;
აბსოლუტური მონარქიის ფანატიკური ერთგულება, საღი და სწრაფი გონება,
მჭერმეტყველება, შრომისმოყვარეობა, კრიტიკულ სიტუაციებში გარკვევის საოცარი
უნარი, სიმკაცრე და მიმტევებლობა ერთდროულად. მისი ვარსკვლავის საათი 1615
წლის 23 თებერვალს დადგა, როდესაც გენერალური შტატების სხდომაზე (ოცდარვა
წლისა ის უკვე დეპუტატია სამღვდელოებიდან) ბრწყინვალე გამოსვლით, ყმაწვილი
მეფის ლუდოვიკო XIII-ის და დედოფალ-რეგენტის მარია მედიჩის ყურადღება
დაიმსახურა. მალე მარია მედიჩი, მეფის მეუღლის ანა ავსტრიელის სულიერ
მოძღვრად ნიშნავს ახალგაზრდა ეპისკოპოსს (ეგებ, მართლაც მაშინ დაიბადა მისი
უიღბლო სიყვარული, ასეთ დრამატულ ფერებში რომაა შემონახული „სამ
მუშკეტერში“?). მალე რიშელიე მარია მედიჩის პირადი მრჩეველი, ხოლო 1616 წლის
ნოემბერში კი საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო საქმეთა მინისტრის პოსტს
იკავებს, თუმცა ცოტა ხნით. მეფე წამოიზარდა, ვერ შეეგუა დედამისის მბრძანებლურ
ხასიათს, ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის ამბიციებს და ორივე - დედა
დედოფალიც და მისი რჩეულიც პარიზიდან განდევნეს. სამ წელს გრძელდებოდა
„ცივი ომი“ დედა-შვილს შორის. შერიგება რიშელიეს დიპლომატიური ძალისხმევით
მოხერხდა, რაც მხედველობიდან არ გამორჩა მეფეს და 1624 წლის 13 აგვისტოს, 36
წლის რიშელიე. ამ დროისთვის უკვე კარდინალი, საფრანგეთის პირველი მინისტრი
ხდება. კარდინალ რიშელიეს თვრამეტწლიანი მმართველობით იწყება საფრანგეთის
ოქროს ხანა. რიშელიემ აქცია მის მიერ შექმნილი პრინციპი-დოქტრინა „რეზონ
დეტატი“, შუა საუკუნეების უნივერსალური მორალური ღირებულებების
წარმატებულ მემკვიდრედ. საფრანგეთის საგარეო (და საშინაო) პოლიტიკის მთავარ
მზიდ კონსტრუქციად იქცა სახელმწიფოს ინტერესების პრევალირება ყოველგვარ
მორალურ ღირებულებებზე. საუკუნის ამ რევოლუციურმა სიახლემ დაუდო სათავე
კარდინალის სამშობლოს ხანგრძლივ დომინირებას ევროპაში და მის საპატიო
ადგილს მსოფლიოს გრანდთა შორის. არაკეთილშობილი და ფუჭი მცდელობაა
მკითხაობა თუ რა ელოდა საფრანგეთს რიშელიეს დიპლომატიური ტალანტისა და
მომავლის ჭვრეტის საოცარი უნარის გარეშე, მაგრამ უდაოა, რომ სერიოზული
საფრთხე არ ასცდებოდა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მომავალს. რიშელიემ უშეცდომოდ
დაასკვნა, რომ ჰაბსბურგთა რომის საღვთო იმპერიის ერთი წარმატებული
ძალისხმევა და საფრანგეთი იმპერიის სამფლობელოების სრულ გარემოცვაში
აღმოჩნდებოდა. ამისათვის ჰაბსბურგებს 30-წლიან რელიგიურ ომში უნდა
გაემარჯვათ. ომს კი წინ მარტინ ლუთერი, ჟან კალვინი, რეფორმაცია და
კონტრრეფორმაცია უძღვოდა. როდესაც რიშელიემდე ასი წლით ადრე, ვიტენბერგის
უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების დოქტორმა, მარტინ ლუთერმა 1517 წლის 31
ოქტომბერს, თავისი, შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი „95 თეზისი“ მიაჭედა
ვიტენბერგის ტაძარს, სადაც გერმანული სკურპულოზურობით იყო დაფიქსირებული
კათოლიკური სამღვდელოების ბოროტმოქმედებანი (პირველ რიგში
ინდულგენციებით ვაჭრობა). გერმანია პროტესტანტულ ჩრდილოეთად და
კათოლიკურ სამხრეთად გაიხლიჩა. თეოლოგიურ საკითხებში კომპრომისის
მცდელობის მარცხს ორი პოლიტიკური კავშირის - პროტესტანტული შმალკადენის
და კათოლიკური ნიუნბერგის ფორმირება მოჰყვა.
რელიგიური პროტესტის დენთით სავსე კასრმა 1618 წელს პრაღაში იფეთქა. მალე
კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდა გერმანიის ორივე კონფესიური ბანაკი და
რამდენიმე უცხო სახელმწიფო. ასე დაიწყო ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე
გამაჩანაგებელი და სისხლისმღვრელი 30-წლიანი ომი, რომლის საწყის ეტაპზეც
წარმატება იმპერატორისა და მისი კათოლიკეების მხარეზე იყო. 1621 წელს ბავარიის
კურფიურსტზე, ხოლო 1625 წელს დანიის არმიაზე გამარჯვებამ იმპერატორს
ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თუმცა არც თუ დიდი ხნით. საფრანგეთს ამ დროს
უკვე რკინის ხელით და ბრწყინვალე დიპლომატიით მართავდა კარდინალი
რიშელიე. უნიკალური და საინტერესო იყო იმპერატორ ფერდინანდ II-ის და
რიშელიეს პირისპირ დგომა: დავიწყოთ იმით, რომ ორივეს რთული მემკვიდრეობა
ერგოთ - სუსტი ნებისყოფის და იოლად მანიპულირებადი ხასიათის
ლუდოვიკო XIII-ს არც ძალა და არც სურვილი ჰქონდა არისტოკრატიის
ზომაგადასული თვითნებობის ასალაგმავად, ხოლო შრომის, მუსიკისა და
ნადირობის მოყვარული იმპერატორი ფერდინანდ II შეიძლება მართლაც კარგი
მმართველი გამხდარიყო, თუ არა მისთვის და იმპერიისთვის საბედისწერო
რელიგიური ფანატიზმი. მართალია, მისი ეპოქისათვის უცხო არ ყოფილა რწმენის
ერთგულებქ და არც რიშელიე იყო პირად ცხოვრებაში ურწმუნო ათეისტი, მაგრამ
სხვა შემთხვევებში ჩვეულებრივ ზომიერად გაწონასწორებული და საღად მოაზროვნე
პოლიტიკოსი ფერდინანდი ყველა თავის რაციონალურ ჩვევებს კარგავდა, როგორც
კი საკითხი რელიგიურ ჭრილში გადადიოდა. საფირმოდ ნიშნად ქცეული ფრაზა -
„ჯობია უდაბნოს მართავდე, ვიდრე ერეტიკოსებით სავსე ქვეყანას“-ო, იქცა მისი
პირადი ცხოვრებისა და მმართველობის კრედოდ. როგორც ჩანს, იმანაც შეასრულა
თავისი როლი, რომ ადრე დაობლებული ფერდინანდი ბავარიაში, ქალაქ
ინგოლშტატის უნივერსიტეტში იზრდებოდა იეზუიტი ბერების ქადაგებებით და
მკაცრი მეთვალყურეობით. უკვე იმპერატორად ყოფნისას, მისი კაბინეტის მისაღებში
გამუდმებით მორიგეობდა ორი იეზუიტი ბერი, ნებისმიერ მომენტში (ღამითაც კი)
მასთან შესვლის უფლებით. რაც შეეხება რიშელიეს, მისთვის მთავარი სახელმწიფოს
ინტერესები იყო და კათოლიკე კარდინალი უყოყმანოდ აფინანსებდა კათოლიკური
რომის საღვთო იმპერიის მტრებს განურჩევლად უკანასკნელთა რწმენისა თუ
ეროვნებისა. როდესაც კათოლიკე კარდინალი დარწმუნდა, რომ საფრანგეთის
ეროვნულ ინტერესებს მაჰმადიანურ თურქეთთან კავშირი ესაჭიროებოდა თავისი
ერთმორწმუნე მეტოქე მეზობლის წინააღმდეგ, არც ამაზე უთქვამს უარი. 1635 წელს
დადებული პრაღის ზავით შეჩერებული იქნა იმპერიის დეზინტეგრაციის პროცესი.
მხოლოდ რამდენიმე რადიკალურმა კალვინისტურმა სამთავრომ თქვა უარი
დაზავებაზე. ზავის ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე კი რიშელიე იყო. მის
გეგმებში არ შედიოდა ჰაბსბურგთა იმპერიის გაძლიერება და მას სულაც არ
გასჭირებია საკუთარი მეფის დარწმუნება, რომ საფრანგეთის მტრის მტრების
მხოლოდ სუბსიდირებით უკვე შეუძლებელი იყო ბრძოლის წარმოება. დადგა დრო,
როდესაც საფრანგეთსაც უნდა „ამოეღო ქარქაშიდან ხმალი“. ბრძოლები
ძირითადად გერმანიის, ესპანეთისა და ესპანეთის ნიდერლანდების ტერიტორიაზე
მიმდინარეობდა. თავისი არმიის გასაძლიერებლად რიშელიემ პოლონეთში
საფრანგეთის ელჩის შუამავლობით ორი ათასი უკრაინელო კაზაკიც იქირავა
პოლკოვნიკ ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით. თითქმის დასრულებამდე მისული
ომი კიდევ 13 წლით გაჭიანურდა. მხოლოდ 1648 წელს გახდა შესაძლებელი
ვესტფალიის ზავის დადება და მშვიდობის დამყარება. ძვირად, ძალზედ ძვირად
დაუჯდა ევროპას ფანატიკოსი იმპერატორის რწმენის ერთგულება: ერთი მესამედით
შემცირდა გერმანიის მოსახლეობა, ხოლო ყოველი ხუთი ჩეხიდან მხოლოდ ერთი
გადარჩა.
XVII საუკუნის რეალობისთვისაც კი უჩვეულო იყო იმპერატორ ფერდინანდის
ხისტი ფანატიზმი, რომელიც იოტის ოდენა შანსსაც კი არ უტოვებდა ელემენტარულ
პრაგმატიზმსა და საღ აზრს. ისედაც უზომოდ გაჭიანურებული ომის ღირსეულად
დამთავრების შანსი გაჩნდა 1629 წლისათვის, როდესაც ქანცგაწყვეტილმა
პროტესტანტებმა სრული პოლიტიკური მორჩილება შესთავაზეს ფერდინანდს
რწმენის თავისუფლების სანაცვლოდ. მეტი რა უნდა ენატრა 12-წლიანი ომით
დასუსტებული იმპერიის მპყრობელს? რიშელიე ცოცხალი თავით ხელიდან არ
გაუშვებდა ასეთ შანსს. ფერდინანდის პასუხი კი უარზე უარესი იყო: იმავე წლის 6
მარტს, იმპერატორმა ხელი მოაწერა ე.წ. რესტიტუციის ედიქტს, რომლითაც
კათოლიკურ რელიგიას უბრუნდებოდა 1555 წელს, აუსბურგის ზავის შემდეგ
ჩამორთმეული მიწები. პროტესტანტთა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი
კათოლიკეთა ხელში გადავიდა. საინტერესოა, რომ უკვე მომავალ წელსვე გახდა
იძულებული იმპერატორი დათმობაზე წასულიყო, როდესაც ამომრჩეველთა ხმებზე
იყო დამოკიდებული მისი შვილის გაიმპერატორება. ამომრჩევლებმა
(დაქუცმაცებული გერმანიის მმართველებმა), პროტესტანტთა რისხვის, სარდალ
ჰერცოგ ვალენშტეინის გადაყენება მოითხოვეს საკუთარი ხმების სანაცვლოდ და
გაიმარჯვეს - იმპერატორი დათმობაზე წავიდა. როგორც ჩანს, საარჩევნო კანონის
დაცვის გარეშე შეუძლებელი იყო დინასტიის გაგრძელება.
ოცდაათწლიანი ომის დამთავრებას ვერც რიშელიე მოესწრო და ვერც ფერდინანდ II,
თუმცა თუ ერთმა შესრულებული ისტორიული მისიის გრძნობით დატოვა
ამქვეყნიერება და კაცობრიობის მეხსიერების საკუთრებად აქცია თავისი სახელი,
მეორეს არც ღმერთმა (ყოველ შემთხვევაში „ამ ცხოვრებაში“) და არც შთამომავლობამ
ოდნავაც არ დაუფასა უანგარო რელიგიური ერთგულება და პირადი თავგანწირვა.
ეჭვმიუტანლად გულწრფელი იყო კარდინალი რიშელიე, როდესაც სიკვდილის წინ
აღსარებაზე, მოძღვრის ტრადიციულ მოწოდებაზე შეენდო მისი მტრებისთვის,
არატრადიციულად უპასუხა: „მე მტრები არ მყოლია, ჩემი მტრები საფრანგეთის
მტრები იყვნენ“-ო. როგორც კი გამოჩნდებოდა საავდრო ღრუბელი საფრანგეთის
ცაზე, კარდინალი უცებ ივიწყებდა სახარებასაც და ყველა რელიგიურ დოგმასაც, ამ
მომენტიდან ის უყოყმანოდ იყო მზად ეშმაკსაც კი გარიგებოდა სახელმწიფოს
საკეთილდღეოდ. მისი მთავარი საზრუნავი, რომ სახელმწიფოს და არა კათოლიკური
რელიგიის (იგივე ფერდონანდ ჰაბსბურგისაგან განსხვავებით) ინტერესები იყო, ეს
მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა 1627 წელს ინგლისთან ხანმოკლე ომის და
ჰუგენოტების მიერ გამაგრებული ციხე-სიმაგრე ლა-როშელის აღების დროს.
ინგლისის საზღვაო ოპერაციას დიუმას მკითხველთათვის კარგად ცნობილი ჰერცოგი
ბეკინგემი სარდლობდა, საფრანგეთის ჯარს, მეფესთან ერთად, თავად კარდინალი
ხელმძღვანელობდა. ინგლისელებმა შეძლეს პატარა კუნძულ რე-ს დაკავება და
საიმედოდ გაუმაგრეს ზურგი აჯანყებულ ჰუგენოტებს. ჯერ კიდევ ორი ათასი წლის
წინ, ალექსანდრე მაკედონელის მიერ გამოყენებული ხერხით (ზღვაში დამბის
აშენებით) რიშელიემ ლა-როშელამდე მისასვლელი გადაუკეტა ინგლისის ფლოტს და
ჰუგენოტებს ბრძოლის გაგრძელების შანსი ქრ დაუტოვა.
ერთი შეხედვით, ლა-როშელის კამპანიას რელიგიური დაპირისპირება ედო
საფუძვლად, მაგრამ „რეზონ დეტატის“ ავტორისათვის რწმენის ფაქტორი
მეორეხარისხოვანი მომენტი იყო (თუკი ჰქონდა მას რაიმე მნიშვნელობა კარდინალის
პოლიტიკაში). მთავარი კი ის იყო, რომ ლა-როშელში გამაგრებული ჰუგენოტები
სახელმწიფოს ებრძოდნენ და თანაც საგადასახადო პრივილეგიებსა და შეღავათებს
ითხოვდნენ. რიშელიესთვის კი სწორედ სახელმწიფო და მისი სიმდიდრე იყო
წმიდათა წმინდა მცნებაცა და რწმენაც. „ადამიანი უკვდავია, სახელმწიფო კი
მოკვდავი“, - იმეორებდა კარდინალი და, თუ კი მას მართლაც სწამდა სამოთხისა და
ჯოჯოხეთის არსებობა, არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ სახელმწიფოს (ცხადია,
კათოლიკური საფრანგეთის) სიცოცხლისუნარიანობაზე ზრუნვა იმ ქვეყნადაც
სათანადოდ დაუფასდებოდა. ეტყობა, ასე არ ფიქრობდა რომის პაპი ურბან VIII,
რიშელიეს გარდაცვალებისთანავე მრავლისმეტყველად რომ დასძინა: „თუ ღმერთი
არსებობს, მას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, თუ არა და, იღბლიანი იყო
მისი ცხოვრება“-ო. კიდევ ერთი საოცრება - XVIIსაუკუნის დამდეგს თვით რომის
პაპიც კი ღიად ეჭვობს ღმერთის არსებობაზე. მხოლოდ პოლიტიკური
მოწინააღმდეგეები იყვნენ რიშელიესთვის ჰუგენოტები და როგორც კი ლა-როშელის
დაცემის შემდეგ, ისინი აღარ წარმოადგენდნენ სახელმწიფოსთვის სერიოზულ
საფრთხეს, რიშელიემ დიდსულოვნად შეიწყალა მათი უმრავლესობა, რის გამოც
მტრებმა „ჰუგენოტთა კარდინალი“ შეარქვეს. იგი არასოდეს განასხვავებდა
რელიგიური მრწამსით საფრანგეთის მოქალაქეებს და ამიტომ თვლიდნენ ცუდ
კათოლიკედ რომის პაპის მიერ ნაკურთხ კარდინალს. მან ფრანგების ერთობა არა
რელიგიური, არამედ ეროვნული და მოქალაქეობრივი მოტივაციით გაამყარა, რითაც
მთელი თავისი მმართველობის პერიოდში გაანეიტრალა რელიგიური
კონფლიქტები.როდესაც პოლიტიკური ამბიციების გარეშე დატოვა საკუთარი
ჰუგენოტები, რიშელიემ მეფეს ურჩია ახლა მეტი აქტიურობითა და
ხელგაშლილობით დაეჭირა მხარი გერმანელი პროტესტანტებისათვის, რის
სანაცვლოდაც საფრანგეთს ლოთარინგიის მიერთებისა და რეინამდე გასვლის შანსი
გაუჩნდებოდა (რაც აღსრულდა კიდეც ვესტფალის ზავით). როგორც ჩანს, მისთვის
იოლი გადასატანი იყო ის სულიერი დისკომფორტი (თუკი გააჩნდა ასეთი
პრობლემა), რომ რომის ეკლესიის კათოლიკე კარდინალი, კათოლიკური ესპანეთისა
და ავსტრიის პროტესტანტ მტრებთან კავშირისაკენ მოუწოდებდა საკუთარ
კათოლიკე მონარქს. ამ მიზნით შეკრა 1631 წელს რიშელიემ კავშირი შვედეთის მეფე
გუსტავ-ადოლფთან. „გერმანიის თავისუფლების აღსადგენად“ (საინტერესოა
რომელი თავისუფლების?) წელიწადში ერთ მილიონ ლივრს უხდიდა საფრანგეთი
შვედეთს, რომელიც გერმანიაში იმპერატორთან საომრად 30 ათას ქვეითს და 6 ათას
კავალერისტს გზავნიდა. კარდინალი, გარდა დიპლომატიისა და სამხედრო ძალისა,
პროპაგანდითაც მარჯვედ მოქმედებდა; ცნობილი პუბლიცისტი შანტერო-ლეფევრი,
მისი დაკვეთით წერს პოლიტიკურ პამფლეტს სათაურით: „რა საშუალებით შეიძლება
ლოთარინგიის საჰერცოგოს შემოერთება“, სადაც დასაბუთებულია, რომ ძველმა
ფრანკებმა დაიპყრეს გალია, ანუ ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვას შორის მდებარე
უდიდესი ტერიტორია, რომლის საზღვრებიც გადიოდა მდინარე რეინზე, პირინეის
მთებზე და ალპებზე. გამოდიოდა, რომ ელზასი და ლოთარინგია, სავოია და ნიცა
საფრანგეთის შემადგენლობაში იყო. გავა დრო და პარიზი რეალობად აქცევს
კარდინალის ნაფიქრალს.
რიშელიეს დროს დაარსდა საფრანგეთში საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან მას
სწამდა, რომ ვერანაირი მოლაპარაკებები ვერ იქნებოდა წარმატების მომტანი, თუ
საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელობა და ელჩების საქმიანობაზე კონტროლი ერთ
სამინისტროში არ იქნებოდა თავმოყრილი. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს
საგარეო პოლიტიკაზე კონტროლი სპეციალური დეკრეტით დაუქვემდებარა. მისი
მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ ელჩები არავითარ შემთხვევაში არ გასცდენოდნენ
ინსტრუქციებით განსაზღვრულ უფლებებს. დიპლომატიის მთავარ იარაღად კი
რიშელიე მოლაპარაკებებს თვლიდა, ხოლო მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული
ნებისმიერი ხელშეკრულება რელიგიური სკურპულოზურად უნდა
შესრულებულიყო.
პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა ევროპაში - აი, რიშელიეს მთავარი საგარეო-
პოლიტიკური მიზანი. ეს უკანასკნელი კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ესპანეთსა და
რომის საღვთო იმპერიის პოზიციების მკვეთრი შესუსტებით. მისივე სიცოცხლეში,
1638 წლისათვის, საფრანგეთის მფლობელობაში აღმოჩნდა რუსილიონი, კატალონია
და სამხრეთ ელზასი. გარდა რომის საღვთო იმპერიისა, არანაკლები მნიშვნელობა
ენიჭებოდა ესპანეთს, „ესპანეთი - აი, მტერი“, - ხშირად იმეორებდა რიშელიე.
ავსტრია-ესპანეთის კოალიცია პრაქტიკულად მთელ ევროპაში ემუქრებოდა
საფრანგეთის ინტერესებს. ესპანეთის დასუსტების სტრატეგიაში მთავარი როლი კი
მადრიდის იტალიურ სამფლობელოებს ენიჭებოდა და გარკვეული დროით სწორედ
იტალია იქცა კარდინალის მთავარ სამიზნედ. 1635-1642 წლებში, გარდა
ლოთარინგიისა და ელზასის ნაწილისა, საფრანგეთის საკუთრებაში გადავიდა
ჩრდილოეთ იტალიის რამდენიმე ციხესიმაგრე. სუბსიდიებითა და დიპლომატიური
ინტრიგებით, რიშელიემ მადრიდს აუმხედრა კატალონია და პორტუგალია.
საბოლოო ჯამში კი „ბოლო მოუღო კარლოს V-სა და ფილიპე II-ს კათოლიკურ
იმპერიას“, - წერს ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი ემილ ბურჟუა. რიშელიეს დროს
აიდგა ფეხი საფრანგეთის კოლონიურმა პოლიტიკამაც, მისივე ხელშეწყობით შეიქმნა
პირველი ფრანგული სავაჭრო კამპანიები, რომელნიც ოპერაციებს აწარმოებდნენ:
კანადაში, გვინეიში, ანტილის კუნძულებზე. რიშელიეს დიპლომატიამ გაუკვალა გზა
ფრანგ ვაჭრებს თურქეთისაკენ, ირანისა და რუსეთისაკენ. საგარეო ვაჭრობას
თვლიდა პირველი მინისტრი ქვეყნის სიმდიდრის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.
სახელმწიფო ინტერესებითვე მოქმედებდა რიშელიე, როდესაც 1626 წელს დუელით
ურთიერთობების გარკვევა აუკრძალა არისტოკრატებს; უკანასკნელნი დუელს
საკუთარი ღირსების დაცვით ბუნებრივ უფლებად მიიჩნევდნენ. რიშელიეს კი
სწამდა, რომ ჯან-ღონით სავსე მამაც ფრანგებს, მეფისა და სამშობლოს დასაცავად
უნდა დაეღვარათ სისხლი და არა უაზრო სალონურ და სასიყვარულო ინტრიგებში
გასარკვევად. ყველა მიმართულებით, სადამდეც კი მიუწვდებოდა ხელი (მას კი
ძალზედ „გრძელი ხელი“ ჰქონდა) პირველ მინისტრს, იგი მიზანდასახულად
მიჰყვებოდა დიდი მეფის, ანრი IV-ს მიერ გაკვალულ გზას: სახელმწიფოს
გაძლიერებასა და ცენტრალიზაციას, საეკლესიო ხელისუფლებაზე საერო
ხელისუფლებისა და პროვინციებზე ცენტრის პრიორიტეტს, პოლტიკური
ოპოზიციის მოსპობას. რიშელიემ წარმატებით გაართვა თავი იმ სტრატეგიულ
ამოცანას, რომლის გადაჭრაც რავაიაკის ხანჯალმა არ აცალა რეფორმატორ მეფეს.
ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, რიშელიეს სახელთანაა დაკავშირებული შემდგომში
საქვეყნოდ სახელგანთქმული ფრანგული აკადემიაც თავისი „40 უკვდავით“. მანვე
შემოიღო პირველი სისტემატური ხასიათის ბეჭდვითი ორგანო „გაზეთის“
სახელწოდებით. და მაინც, მიუხედავად ყველაფერი იმისა, რაც კარდინალმა
რიშელიემ გააკეთა საფრანგეთის სახელისა და დიდებისთვის, თავისსავე
სამშობლოში მას გაცილებით მეტი მტერი ჰყავდა, ვიდრე - მოყვარე. ნაცვლად იმისა,
რომ ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადებულიყო 1642 წლის 4 დეკემბერი,
როდესაც 54 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი
სახელმწიფო მოღვაწე, საყოველთაო სიხარულმა მოიცვა დიდგვაროვანთა სალონები.
არისტოკრატიულმა პარიზმა შამპანურითა და ზეიმით „გააცილა“ უკანასკნელ გზაზე
საფრანგეთის ერთგული შვილი. მართლაც, რომ „არ არსებობს წინასწარმეტყველი
საკუთარ ქვეყანაში“.
როგორი მემკვიდრეობა დაუტოვა მომავალ თაობას დიდმა კარდინალმა? პირველ
რიგში ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ესპანეთის, იტალიისა და ინგლისის ერთად
აღებულ მოსახლეობას აღემატებოდა. იმდროინდელი საეკლესიო რეგისტრები
დემოგრაფიულ ზრდაზე მეტყველებს. განუხრელად იზრდებოდა სოფლის
მეურნეობის წარმოება, საფეიქრო მრეწველობა. ფართო ფრონტით მიმდინარეობდა
მშენებლობა. საფრანგეთი საკმაოდ მდიდარი იყო, რათა საჭირო მოკავშირეები
ჰყოლოდა და გულუხვი სუბსიდიები ეხადა მათთვის. მას შეეძლო ერთდროულად
რამდენიმე ფრონტზე ეომა და ევროპის საუკეთესო არმიებს გამკლავებოდა. ამავე
დროს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა 1635 წლიდან
მოყოლებული, როდესაც იგი ღიად ჩაერთო ოცდაათწლიან ომში. მეორე მხრივ,
ეკონომიკურ სირთულეებს ხელი არ შეუშლია რიშელიესათვის, რათა იმდროინდელი
საფრანგეთის წინაშე მდგომი მთავარი ამოცანა გადაეჭრა - საბოლოოდ
განემტკიცებინა აბსოლუტიზმი. პირველი მინისტრი ყველაფერს აკეთებდა მონარქის
თვითმპყრობელური მმართველობის გასაძლიერებლად. ეს ის პერიოდია, როდესაც
ბურჟუაზია დღითიდღე იკრებს ეკონომიკურ ძალას და კარდინალიც ცდას არ
აკლებს, რათა, რაც შეიძლება აქტიურად, ჩართოს ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ
ცხოვრებაში დიდგვაროვანი არისტოკრატიის წარმომადგენლები. მისი ინიციატივა
იყო სპეციალური სამეფო ორდონანსი, რომელიც ფრანგ ფეოდალებს საგარეო
ვაჭრობაში ჩართვას ავალებდა. მტკიცედ იცავდა რა აბსოლუტიზმის (და პირადად
მის) ერთგულ დიდგვაროვანი არისტოკრატიის ინტერესებს. რიშელიე დაუნდობელი
იყო თავნება მოჯანყეებთან ბრძოლაში. როგორც წესი, ხელმწიფის ერთპიროვნული
მმართველობის იდეას სწორედ სამეფო ოჯახთან ნათესაური კომბინაციებით
დაკავშირებული გავლენიანი არისტოკრატები ვერ ეგუებოდნენ, რომელთა
საკუთრებაშიც იყო ქვეყნის მსხვილი პროვინციები; 1626 წლის ზაფხულში
გამოაშკარავდა პირადად კარდინალის წინააღმდეგ (მისი პოლიტიკის წინააღმდეგ)
დაგეგმილი შეთქმულება, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ: დედოფალი ანა
ავსტრიელი, მეფის ნახევარძმა ვანდომი, ცნობილი ჰერცოგი ლონგვილი, მეფის
ნათესავი მარკიზი შალე და ჰერცოგონია შევრეზი. შალეს თავი მოკვეთეს. გარდა
დედოფლისა, ყველა შეთქმული დაისაჯა სხვადასხვა ზომით. 1632 წელს მეფის
ფავორიტმა, ლანგედოკის გუბერნატორმა, ჰერცოგმა მანმორანსიმ, შეიარაღებული
აჯანყება წამოიწყო. მეფის ჯარებმა ჩაახშეს აჯანყება, ხოლო ჰერცოგს ტულუზაში
მოკვეთეს თავი. ცოტა ხანში ახალი შეთქმულება გახდა ცნობილი - სამეფო კართან
დაახლოებულ არისტოკრატებს რიშელიეს პოლიტიკის შეცვლა სურდათ, შედეგად კი
ეშაფოტზე დაასრულეს სიცოცხლე.
თვრამეტწლიანი მმართველობის პერიოდში რიშელიეს მუდამ პარალელურ რეჟიმში
უხდებოდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის დრამატიზმით აღსავსე პრობლემებთან
ჭიდილი. იშვიათი იყო (იყო კი?) მის თანამედროვე ევროპასა და საფრანგეთშიც
მშვიდი, თუნდაც ხანმოკლე, პერიოდი და კარდინალიც წარმატებით ცდილობდა
ყველგან ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო. ძალთა თანაფარდობა ერთნაირად
პასუხობდა როგორც მთლიანად ევროპის, ასევე მისი შემადგენელი ნაწილის -
საფრანგეთის ინტერესებს. საამისოდ კი აუცილებელი იყო ჰაბსბურგების იმპერიისა
და ესპანეთის (ორი დიდი კათოლიკური სახელმწიფოს) საგარეო-პოლიტიკური
გავლენის შემცირება. რამდენად იყო წარმატებული რიშელიეს პოლიტიკა
აღნიშნული მიმართულებით? 1642 წლისათვის უკვე საფრანგეთის საკუთრებაში იყო
ლოთარინგიის დიდი ნაწილი და ელზასი, ჩრდილოეთ იტალიაში ოკუპირებული
იყო კაზალის სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-სიმაგრე და პინიეროლი,
ესპანეთში - კატალონია, ხოლო პორტუგალია კი მადრიდს აუჯანყა პარიზმა. გარდა
სამხედრო ოპერაციებისა, საფრანგეთის პირველი მინისტრი უდიდეს მნიშვნელობას
ანიჭებდა დიპლომატიურ მეთოდებს: თავის „პოლიტიკურ ანდერძში“ იგი
დაბეჯითებით ურჩევდა მემკვიდრეებს, არასოდეს შეეწყვიტათ მოლაპარაკებები,
მაშინაც კი, როდესაც ომი იყო გაჩაღებული. მისი აზრით, წარუმატებელ
მოლაპარაკებებსაც მოაქვს სარგებელი როგორც ინფორმაციის უწყვეტ წყაროს.

მაზარინი
1642 წელს რიშელიეს სიკვდილით არ შეცვლილა ფრანგული დიპლომატიის სტილი
და მიზნები. მან სიცოცხლეშივე მოასწრო თავისი ღირსეული შემცვლელისა და მისი
პოლიტიკური კურსის ერთგული გამგრძელებლის შერჩევა: წარმოშობით იტალიელი
(რაც მას სიკვდილამდე არ აპატიეს ფრანგებმა) ჯულიო მაზარინი სამხედრო პირი
იყო 28 წლის ასაკამდე. შემდეგ ვატიკანის დიპლომატიურ სამსახურშია და პაპის
ნუნციაა პარიზში.
მხოლოდ ყოვლისშემძლე რიშელიეს შეეძლო კარდინალად ექცია არასასულიერო
წოდების წარმომადგენელი უცხოელი და სიკვდილის წინ საფრანგეთის მთავრობის
მეთაურის პოსტზე წარედგინა ლუდოვიკო XIII დასამტკიცებლად. როდესაც ერთი
წლის შემდეგ რიშელიეს მეფეც გაჰყვა „უკეთეს სამყაროში“, ტახტის მემკვიდრე კი 5
წლის იყო, დედოფალმა ანამ ბევრი ფიქრის გარეშე დაივიწყა მირონცხებული
მეუღლის ანდერძი რეგენტთა საბჭოზე და ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად
იქცა, რეალურად კი საფრანგეთს მისი ფავორიტი მაზარინი მართავდა. ისტორიაში
ძნელად მოიძებნება მეორე უცხოელი მმართველი, რომელიც მაზარინს
გაუტოლდებოდა ქვეყნის მოსახლეობის ტოტალურ სიძულვილში. იგი დასანახავად
სძულდა რიგით ფრანგ ბოგანოსაც და არისტოკრატსაც. სძულდათ საფუძვლიანად და
სამართლიანად; თავად უცოლშვილო პირველ მინისტრს იტალიელებისთვისაც კი
უჩვეულოდ მრავალრიცხოვანი ნათესაობა აღმოაჩნდა, რომელთა გამდიდრება და
დაოჯახება უმძიმეს ტვირთად დააწვა სახელმწიფო ხაზინას. ხელმრუდე მინისტრს
საყოველთაო რისხვისაგან, ცხადია, საიმედოდ იცავდა ქვრივი დედოფლის მძლავრი
მფარველობა, მაგრამ ესეც არ იქნებოდა საკმარისი, თუ არა კრიტიკულ მომენტებში
სიმშვიდის შენარჩუნებას გასაოცარი უნარი და პოლიტიკური კომპრომისების
დიპლომატიური ნიჭი, რითაც ასე უხვად იყო ბუნებისგან დაჯილდოებული
რიშელიეს პოლიტიკური მემკვიდრე. გარდა წმიმდა სუბიექტური ფაქტორისა, არც
ოცდაათწლიანი ომის შედეგებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი არ უწყობდა
ხელს მაზარინის პოპულარობას. ხაზინის შესავსებად (რომლის სავალალო
მდგომარეობაში არც თვითონ იყო უცოდველი) პირველი მინისტრი იძულებული იყო
მთელი რიგი არაპოპულარული ნაბიჯები გადაედგა: შემოიღო ახალი გადასახადები,
რასაც ბურჟუაზიის (პირველ რიგში პარიზის) აღშფოთება მოჰყვა. დუღილის
წერტილს მიაღწია საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ, რამაც აბსოლუტური რეჟიმის
კრიზისი გამოიწვია, რაც ქვეყნის ისტორიაში „ფრონდას“ სახელით შევიდა. 1648
წლის 13 მაისს პარიზის პარლამენტმა ულტიმატუმის ხასიათის პროგრამა წარუდგინა
ხელისუფლებას; კერძოდ, პარლამენტი მოითხოვდა უკან გაეწვიათ გადასახადების
ამკრეფი ინტენდანტები, მხოლოდ არჩევითი ორგანოების თანხმობით მომხდარიყო
ახალი გადასახადების შემოღება, ერთდღიანი ვადა დაწესებულიყო
პატიმრებისათვის ბრალდების წასაყენებლად, ერთხელ და სამუდამოდ
დადგენილიყო თანამდებობების მემკვიდრეობითობის წესი და სხვა. სახალხო
პროტესტმა გაცილებით რადიკალური ფორმები მიიღო სოფლებში, სადაც გლეხებმა
უარი თქვეს გადასახადების გადახდისა და ფეოდალებისადმი მორჩილებაზე.
საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, მაზარინი უარს არ იტყოდა სიტუაციის
განეიტრალებაზე ზომიერი რეფორმებითა და კომპრომისებით, მაგრამ ამპარტავან ანა
ავსტრიელს გაგონებაც არ სურდა ნებისმიერ დათმობაზე. საბოლოო ჯამში
რეპრესიების გზა აირჩია სამეფო კარმა და პარლამენტის ჯიუტი წევრების
დაპატიმრებები დაიწყო. პარიზში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება: 1200 ბარიკადი
გაჩნდა ერთ ღამეში. მეფის ოჯახი ქალაქიდან გაიქცა, ხოლო პარიზელები კი სამი თვე
უმკლავდებოდნენ არმიას. მხოლოდ 1649 წლის მარტში შეძლო მეფის
ხელისუფლებამ პარლამენტის მოთვინიერება, როდესაც მისმა თავმჯდომარე მოლემ
კაპიტულაციას მოაწერა ხელი. ერთი წლის შემდეგ კვლავ დაიწყო აჯანყება -
პირადად მაზარინის წინააღმდეგ ამხედრდნენ ბურბონების უმცროსი შტოს
წარმომადგენელი პრინცები. ამჯერად სრულად იჩინა თავი მაზარინის
დიპლომატიურმა ელასტიურობამ: მოჯანყე პრინცებმა გულუხვი პენსიები და
სარფიანი თანამდებობები მიიღეს და დამშვიდდნენ. როგორც იქნა მისი საყვარელი
საქმისათვის - საგარეო პოლიტიკისათვის მოიცალა პირველმა მინისტრმა მაზარინიმ.
იგი ხომ (მტრების აღიარებითაც) სრულყოფილად ფლობდა დიპლომატიურ
ხელოვნებას. ცოცხალი, მოქნილი ტვინი, გარეგნული უბრალოება, რბილი
საურთიერთობო მანერა - ყველაფერი ეს თვალშისაცემად განსხვავდებოდა მკვეთრ
მბრძანებლურ ტონს შესისხლხორცებული რიშელიეს სტილისაგან.
ეპოქალური მნიშვნელობის ორი სამშვიდობო ხელშეკრულება - ვესტფალისა და
პირინეის ზავები იქცა საფრანგეთის ორი პირველი მინისტრის დიპლომატიური
ოდისეის დამაგვირგვინებელ ტრიუმფად. 1648 წლის 24 ოქტომბერს მოაწერეს ხელი
ზავს, რომელიც ვესტფალის ზავის სახელით შევიდა ისტორიაში და ახალ,
ვესტფალის ეპოქას დაუდო სათავე. საფრანგეთის სახელით სამშვიდობო
მოლაპარაკებებს მაზარინი აწარმოებდა, რომელსაც ბრწყინვალე ავსტრიელ
დიპლომატ ტრაუტმანსდორფთან მოუხდა უაღრესად რთული დიპლომატიური
ფარიკაობა. საქმე კი ის იყო, რომ იმპერატორის წარმომადგენელი თავიდან არც თუ
წარუმატებლად ცდილობდა ფრანგების სტრატეგიული მოკავშირე შვედების
ზომაგადასულად უძღები მადის დაკმაყოფილებას (ცხადია პარიზის ხარჯზე) და ამ
გზით მოკავშირეთა შორის განხეთქილების შეტანას. ოსტატური დიპლომატიური
მანევრით მაზარინიმ შეძლო ბრანდენბურგის კურფიურსტი დაეპირისპირებინა
შვედებისათვის და ასე გაეზარდა უკანასკნელთათვის საფრანგეთთან კავშირის
მნიშვნელობა. მაქსიმუმ, რისი გაკეთებაც შეძლო ტრაუტმანსდორფმა - შეინარჩუნა
მომავალი ავსტრიის სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მთლიანობა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ომში გამარჯვებულებმა მნიშვნელოვნად
გაიფართოვეს საკუთარი ტერიტორიები: შვედეთმა დასავლეთ პომერანიის ნაწილი
და აღმოსავლეთი პომერანია მიიღო, საფრანგეთმა საბოლოოდ დაიმკვიდრა
ლოთარინგიის სამი საეპისკოპოსო: მეცის, ტულისა და ვერდენის და დამატებით
ელზასიც მიიერთა (სტრასბურგის გამოკლებით). სამშვიდობო ტრაქტატმა აღიარა
ჰოლანდიისა და შვეიცარიის დამოუკიდებლობა. პარიზისათვის ტერიტორიულ
შენაძენებზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ ზავით საბოლოოდ
განისაზღვრა გერმანულ სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკური მოწყობა, გამყარდა
მათი პოლიტიკური დაქუცმაცება და დაიწყო იმპერიის ფაქტიური დეზინტეგრაციის
პროცესი. განსაზღვრა რა კონტინენტური ევროპის სახელმწიფო
საზღვრები, ვესტფალის ზავი იქცა ყველა შემდგომი ხელშეკრულებების ამოსავალ
საერთაშორისო დოკუმენტად XVIII საუკუნის დასასრულამდე.
სამასამდე გერმანელმა კურფიურსტმა, თავადმა, გრაფმა, პრინცმა თუ ხელმწიფემ
მიიღო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლება. მათ შეეძლოთ
ნებისმიერ სახელმწიფოსთან ჰქონოდათ დიპლომატიური თუ სავაჭრო
ურთიერთობები, დაედოთ ხელშეკრულებები, ეომათ და დაზავებულიყვნენ.
ფორმალურად მათ მხოლოდ იმპერიისადმი მტრული პოლიტიკის გატარება
ეკრძალებოდა, მაგრამ არავინ არ აქცევდა ყურადღებას ამ შეზღუდვას.
მხოლოდ 1659 წელს მოახერხა მაზარინიმ ესპანეთთან დაზავება. პირინეის ზავით
საფრანგეთმა მიიღო ლუქსემბურგის ნაწილი, რუსილიონი, არტუა და გენეგაუ. ეს
იყო ფრანგული დიპლომატიის ჭეშმარიტი ტრიუმფი. მაზარინმა შეძლო დიდი
წარმატებით დაესრულებინა თავისი გენიალური წინამორბედის მიერ ჩაფიქრებული
და დაწყებული პროექტი: საფრანგეთის ჰეგემონიისა და ევროპის „ფრანგული“
საუკუნის პროექტი. ოცდაათწლიანმა ომმა შეცვალა ევროპა - გამარჯვებულმა
საფრანგეთმა და შვედეთმა, პოზიციები განიმტკიცეს, გერმანია კი კიდევ ორას წელს
რჩებოდა დაყოფილი. მკვეთრად შესუსტდა ჰაბსბურგთა გავლენა ევროპაში.
ვესტფალის ზავი იყო პირველი თანამედროვე დიპლომატიური კონგრესი, საიდანაც
დაიწყო სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე დამყარებული ახალი ევროპული
წესრიგის ათვლა. საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა კონგრესის ყოველ მონაწილეს:
საფრანგეთი რიშელიეს სცენარით მოქმედებდა და ავსტრიელ და ესპანელ
ჰაბსბურგთა რკალის გარღვევას ცდილობდა (წარმატებით), შვედეთის საბოლოო
მიზანი ბალტიაზე იყო, ესპანეთი და რომის საღვთო იმპერია კი ცდილობდნენ რაც
შეიძლება ნაკლები ტერიტორიები დაეკარგათ. რაც მთავატია, ვესტფალის ზავმა იმ
წინააღმდეგობებს მოუღო ბოლო, რამაც ომი გამოიწვია: უფლებებში გაათანაბრა
კათოლიკეები და პროტესტანტები, დააკანონა 1624 წლამდე განხორციელებული
საეკლესიო მიწების კონფისკაცია; ზავმა ზღვარი დაუდო რომის საღვთო იმპერიის
სწრაფვას დასავლეთ ევროპაში ერთპიროვნული ჰეგემონიისაკენ და შეარყია მისი
ავტორიტეტი; ვესტფალის ზავიდან მოყოლებული, საერთაშორისო ურთიერთობებში
მთავარი როლი სუვერენულ სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ; მკვეთრად გაიზარდა
ეროვნულ სახელმწიფოთა მნიშვნელობა; ვესტფალის სისტემის შექმნით დასრულდა
ისტორიული ეპოქა. ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდა რეფორმაციით წამოჭრილი
საკითხი - ეკლესიის როლი გერმანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში; ზავმა
რადიკალურად შეცვალა ავსტრიელ ჰაბსბურგთა საგარეო-პოლიტიკური ვექტორი;
ექსპანსიის მთავარ მიმართულებად სამხრეთ-აღმოსავლეთი იქცა.
კარდინალი მაზარინი რიშელიეს მიერ დასახულ კურსს საფრანგეთის საგარეო
პოლიტიკაში ისე მიჰყვებოდა, როგორც არქიტექტორი ნახაზს. არ შემცდარა
რიშელიე, როდესაც თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ სწორედ მაზარინის
კანდიდატურა შესთავაზა ლუდოვიკო XIII. დიუმას „სამ მუშკეტერზე“ გაზრდილი
თაობისთვის, ალბათ, იოლი არ იქნება დიდი მწერლის გენიალური კალმის
ტყვეობიდან განთავისუფლება, მაგრამ წარსულის ისტორიული ფაქტები მხატვრული
შედევრებით არ იცვლება. საფრანგეთის მეფეთა კარზე კარდინალ მაზარინის
ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის დამაგვირგვინებელი აკორდი იყო სწორედ
1659 წლის 7 ნოემბერს, ესპანეთთან დადებული ზავი (პირინეის ზავი). ამით
დასრულდა ჯერ კიდევ რიშელიეს დროს, 1635 წელს დაწყებული ომი. 124
მუხლისაგან შემდგარი ხელშეკრულებით, ესპანეთი საფრანგეთს უთმობდა ზემოთ
ჩამოთვლილ ტერიტორიებს. პირინეების ჩრდილოეთით ესპანეთს დარჩა მხოლოდ
ქალაქი ლივია, რომელიც დღემდე ანკლავს წარმოადგენს საფრანგეთის
ტერიტორიაზე. ესპანეთი ასევე უარს ამბობდა 1639 წელს ფრანგების მიერ
მიტაცებულ ელზასზე. სრული მოცულობით აღდგა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა.
როგორც კეთილი ნების გამოხატვა, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIVცოლად
ირთავდა ესპანეთის ინფანტას მარია ტერეზას, რომელსაც ხუთასი ათასი ოქროს ეკიუ
უნდა მოჰყოლოდა მზითვად, რაც წელიწადნახევარში უნდა გადაეხადა ესპანეთს.
საქორწინო ხელშეკრულებაში დათქმული იყო, რომ როგორც კი საფრანგეთში
ჩააღწევდა მზითვად დადგენილი თანხა, საფრანგეთის დედოფალი უარს იტყოდა
ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობაზე. ფაქტიურად ზავი „ესპანეთის საუკუნის“
დასასრულს მოასწავებდა. რაც შეეხება მზითევს, გამჭრიახმა მაზარინმა ზუსტად
გათვალა, რომ მრავალწლიანი ომებით გაჩანაგებული ესპანეთი, ვერ გადაიხდიდა
ამხელა თანხას. ეს კი, საჭიროების შემთხვევაში ომის დაწყების საბაბს მისცემდა
საფრანგეთის მეფეს. შემდგომში ასეც მოხდა.
1661 წელს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯულიო მაზარინი. საფრანგეთის პირველ
მინისტრად ქცეული ღარიბი სიცილიელი ანაური. პირინეის ზავი იქცა კარდინალის
უკანასკნელ სერიოზულ დიპლომატიურ გამარჯვებად მისი მეორე სამშობლოს 17
წლიან სამსახურში. მან ზავის გაფორმებამდე ერთი წლით ადრე ისე „ელეგანტურად“
მოისყიდა გერმანელი მმართველები, რომ როდესაც ახალ იმპერატორად ლეოპოლდ
ჰაბსბურგი აირჩიეს, უკანასკნელს პირობა დაადებინეს ესპანეთს არ დახმარებოდა
საფრანგეთთან ომში (იმ დროს ჯერ კიდევ ომობდნენ ესპანეთი და საფრანგეთი).
იმავე წელს მაზარინიმ ხელშეკრულება გააფორმა ე.წ. რეინის კავშირთან
(დაქუცმაცებული გერმანიის რამდენიმე თავადის კავშირი) ვესტფალიის ზავის
პირობების ერთად დაცვაზე. სრულ იზოლაციაში მოქცეული ესპანეთის დაყოლიება
მადრიდისათვის ყოველმხრივ წამგებიან ზავზე, დიდ სირთულეს აღარ
წარმოადგენდა მაზარინის დონის დიპლომატისათვის. ასე რომ, თავისი დიდი
მასწავლებლისა და მფარველის მსგავსად, მანაც სავსებით ვალმოხდილმა დატოვა
ცოდვილი სამყარო.

You might also like