You are on page 1of 7

მე-18 ს. - რევოლუცია და დამოუკიდებლობის კონსოლიდაცია.

 აშშ არის ახლადშექმნილი და მისი მთავარი მოკავშირეა საფრანგეთი,


რომელიც ამერიკის რევოლუციის დროს ეხმარება მას ფლოტითა და
სამხედრო ნაწილებით. ამ დროს ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთმანეთს
ექიშპებიან და საფრანგეთიც ეხმარება პრინციპით ,, ჩემი მტრის მტერი ჩემი
მეგობარია’’.
 1776 წელს ამერიკა აცხადებს დამოუკიდებლობას.
 1783 წელს იდება პარიზის ხელშეკრულება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს
შორის, რომლითაც ბრიტანეთმა ცნო ამერიკა დამოუკიდებლად, აღიარა
მისის საზღვრები, აშშ-ს თევზჭერის უფლებას უზრუნველყოფდა კანადის
სანაპიროზე.
 1787 წელს არის კონსტიტუციის რატიფიკაცია და იქმნება აშშ.
 1789 წელს პირველი პრეზიდენტი ხდება ვაშინგტონი , ხოლო ჯეფერსონი
პირველი სახელმწიფო მდივანი.
 1794 წელს - ჯეის ხელშეკრულება ბრიტანეთთან, რომელიც იდება იმისთვის,
რომ მოაწესრიგოს ურთიერთობები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ,
ამერიკის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ.
 1796 წელს ვაშინგტონი გამოდის სიტყვით, რომ ამერიკა ევროპის საქმეებში
არ უნდა ჩაერიოს და იზოლაციონისტურ პოლიტიკას უნდა მიჰყვეს.
 1798 - უცხოელთა და ამბოხის აქტები - ფრანგების ძირგამომთხრელი
საქმიანობისგან თავდასაცავი.

1801-1865 - ექსპანსიონიზმი და პრეზერვაცია

 აშშ საფრანგეთისგან ყიდულობს ლუიზიანას. ნაპოლეონი ამას აკეთებს


იმიტომ, რომ ევროპის დასაპყრობად ფული სჭირდება. აგრეთვე ამბობს,
რომ მან ინგლისს ისეთი საზღვაო მეტოქე მისცა, რომელიც მის სიამაყეს
ერთ დღეს აუცილებლად ძირს დაწევს.
 ჯეფერსონი უპირისპირდება მეკობრეებს, რომლებიც თავს ესხმიან
ამერიკულ სავაჭრო გემებს ხმელთაშუა ზღვაში და იყენებს ფლოტს.
 მედისონის მემკვიდრეს, ჯეიმს მონროს ესმოდა , რომ დასავლეთისკენ
ექსპანსია აუცილებელი იყო, რათა ამერიკა დიდ სახელმწიფოდ ქცეულიყო.
 1812 წელს ბრიტანეთთან ომი , როდესაც ბრიტანეთი იკავებს ვაშინგტონს და
გადაწვავს თეთრ სახლს. გამოიწვია, ერთი მხრივ, ინგლისის მისწრაფებამ
მოეშალა აშშ-ის ვაჭრობა და ეკონომიკა, მეორე მხრით, აშშ-ის გარკვეული
წრეების პოლიტიკამ – გაეფართოებინათ თავისი სამფლობელოები
(დაეპყროთ კანადა). ომის უშუალო საბაბი გახდა ინგლისის ფლოტის მიერ
ამერიკის გემების ჩხრეკა და მიტაცება. ომი დასრულდა გენტის ზავით,
რომელმაც აღადგინა ომამდელი სიტუაცია. 1815.
 1820-იან წლებში პრუსიის, რუსეთისა და ავსტრიის ,, წმინდა ალიანსის’’ მიერ
ესპანეთის რევოლუციის ჩახშობის მცდელობისას , ბრიტანეთს არ სურდა ,,
წმინდა ალიანსი’’ დასავლეთის საქმეებში ჩარეულიყო. ამიტომ ბრიტანეთის
საგარეო მდივანმა, კანინგმა აშშ-ს ერთობლივი მოქმედება შესთავაზა, რათა
ესპანეთის ამერიკული კოლონიები ,, წმინდა ალიანსის’’ ჩარევისგან დაეცვა.
მას სურდა , რომ ესპანეთში განვითარებული მოვლენების მიუხედავად,
ლათინური ამერიკის გაკონტროლება არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ
შესძლებოდა.
 ამერიკა არ ენდობოდა ბრიტანეთს, ჯერ კიდევ ცოტა დრო იყო გასული 1812
წლის ომიდან , ამიტომ ჯონ ქვინ ადამსმა დაარწმუნა პრეზიდენტი მონრი,
რომ ამერიკის ტერიტორიაზე ევროპული კოლონიალიზმი ამერიკის
ცალმხრივი გადაწყვეტილებით აეკრძალა.
 1823 წელს მიიღეს მონროს დოქტრინა, რომელიც უკრძალავდა ევროპას
ამერიკის საქმეებში ჩარევას. მონრომ გააფრთხილა ევროპული
სახელმწიფოები, რომ დასავლეთ ნახევარსფეროს ხელშეუხებლობის
დარღვევის მცდელობას ის ომით უპასუხებდა. ევროპული სახელმწიფოების
შემოსვლა მათთან მიიჩნეოდა ეროვნული უსაფრთხოებისა და მშვიდობის
საფრთხედ.
 1845 - ბედისწერის მანიფესტაცია - შეერთებული შტატების გაფართოება
ამერიკის კონტინენტზე გამართლებულიც იყო და გარდაუვალიც.
 1846-48 - მექსიკასთან ომი, რის შედაგადაც ამერიკა იღებს ტეხასს,
დღევანდელ კალიფორნიას, ნევადას, უტაჰს, არიზონას, ახალ მექსიკას და
კოლორადოსა და ვიომინგის ნაწილებს.
 1861-65 ამერიკის სამოქალაქო ომი - კონფლიქტი ჩრდილოეთ
შტატებსა( გაერთიანება) და სამხრეთის შტატებს( კონფედერაცია) შორის.
ძირითადი დამწყები მიზეზი იყო მონობის გაუქმება, რომელსაც
მოუწოდებდა აბრაამ ლინკოლნი. სამხრეთის შტატებს ეს არ სურდათ.
სამოქალაქო ომში ჩრდილოეთმა დაამარცხა სამხრეთი და კავშირი
შენარჩუნდა. სამხრეთის კონფედერაციამ გადაიბირა ბრიტანეთი.
მოცემული სიტუაციით სარგებლობს საფრანგეთი და შედის მექსიკაში, იქ
სვამს ახალ მონარქს ნაპოლეონ მესამეს.

გლობალურ არენაზე გამოსვლა 1865 – 1919

 სამოქალაქო ომის შემგომი რეკონსტრუქცია და ეკონომიკური აღმასვლა-


დაღმასვლის ციკლები იწვევს იზოლაციონიზმის ახალ ტალღას. შემოიღეს
დამატებითი შეზღუდვები იმიგრაციაზე, განსაკუთრებით აზიელებთან
მიმართებაში. სავაჭრო პოლიტიკაც უფრო პროტექციონისტული იყო.
 1889 წელს ხდება ამერიკასა და ესპანეთს შორის ომი , ესპანური
კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ კარიბსა და წყნარ ოკეანეში,
განსაკუთრებით კუბასა და ფილიპინებზე.
 პარიზის ზავით ომი მთავრდება, ესპანეთი ცნობს კუბის დამოუკიდებლობას
და უთმობს პუერტო რიკოს , გუამსა და ფილიპინებს ამერიკას.
 ესპანეთის ომი უკვე ამერიკას ძლიერ სახელმწიფოდ აჩენს, რომელსაც უკვე
პირველი კოლონია ყავს ფილიპინების სახით და ნელ-ნელა გამოჰყავს ის
გლობალურ არენაზე.
 1901-09 წლებში ამერიკის პრეზიდენტი გახლდათ თეოდორ რუზველტი,
რომელიც იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც განაცხადა, რომ საკუთარი
გავლენის გავრცობა ამერიკის ვალდებულებას წარმოადგენდა და რომ
სურდა ამერიკა მსოფლიოსთვის ეროვნული ინტერესების კონცეფციის
მეშვეობით უკეთ გაეცნო. თუკი მის ინტერესებს ვინმე დაუპირისპირდებოდა
ამერიკა ვალდებული იყო, გასამარკვებლად ძალა გამოეყენებინა.
 რუზველტი ნელ-ნელა მოქმედებას იწყებდა: 1902 წელს მან ჰაიტი აიძულა
ევროპული ბანკების ვალები გაესტუმრებინა; 1903 წელს ხელი შეუწყო
პანამაში არსებული არეულობის სრულმასშტაბიან ამბოხად გადაქცევას,
ადგილობრივმა მოსახლეობამ კოლუმბიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკამ ,,არხის ზონა’’ თავის სუვერენიტეტს
დაუქვემდებარა და მომავალი პანამის არხსი ორივე მხარეზე სუვერენიტეტი
დაამყარა. 1906 წელს ამერიკულმა ჯარმა კუბის ოკუპაცია მოახდინა.
 რუზველტისთვის ამერიკა არა იდეოლოგია, არამედ ძლიერი სახელმწიფო
იყო, პოტენციურად - უძლიერესი. მას ჰქონდა იმედი, რომ იქნებოდა ის
პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანდა მსოფლიო ასპარეზზე ისე,
როგორც დიდი ბრიტანეთი დომინირებდა მე19 საუკუნეში.
 რუზველტიც და ვუდრო ვილსონიც იზოლაციონიზმის დასასრულზე
საუბრობდნენ , თუმცა განსხვავებულად უყურებდნენ ამ საკითხს. რუზველტი
ამერიკის ძლიერებას და ხისტ მეთოდებზე უსვამდა ხაზს, ძალთა ბალანსზე,
ხოლო ვილსონი ინტერნაციონალიზმს ირჩევდა და საერთაშორისო
ინსტიტუტებით მშვიდობის დამყარებას. ვილსონს სძულდა ძალთა ბალანსი
და ამტკიცებდა, რომ ამერიკის როლი იყო მისი სიდიადის წარმოჩენა.
 პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, როდესაც გერმანია წარმატებებს
აღწევდა, რუზველტი შიშობდა ძალთა ბალანსის დარღვევაზე, რომელიც
შემდგომ საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკასაც გერმანიის უბადლო
გაძლიერებით.
 1914 – 18 წლებში მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომი, სადაც აშშ არ
ერთვება და ისევ იზოლაციონიზმს ინარჩუნებს. 1917 წელს, როცა გერმანიის
საფრთხე უკვე აშკარა და საშიში გახდა, მან წყალქვეშა ნავებზე მოახდინა
თავდასხმა, აგრეთვე მექსიკასთან სამხედრო ალიანსებს აწყობს. ამ დროს
ვილსონი სთავაზობს კონგრესს, რომ ომს შეუერთდნენ და ის ბრიტანეთ-
საფრანგეთის ალიანსში შედის.
 ამერიკის სამხედრო ძალები უდიდეს როლს ასრულებენ მოკავშირეთა
გამარჯვებაში. ვუდრო ვილსონი კი წამყვან როლს ასრულებს სამშვიდობო
შეთანხმებების შემუშავებაში. გამოდის ინიციატივით და აარსებს ერთა
ლიგას, თუმცა საკუთარ მოქალაქეებს ვერ იყოლიებს და ამერიკა ერთა
ლიგაში არ შედის.

დაბრუნება იზოლაციონიზმში 1919 – 1941

 ეს პერიოდი იზოლაციონიზმში დაბრუნებით ხასიათდება.აშშ ერთა ლიგის


წევრობაზე უარს ამბობს. კომუნიზმისა და საბჭოთა კავშირის გავლენის
ზრდის შიშითა და ,,წითელი საფრთხის’’ მომიზეზებით ხშირდება
სამოქალაქო უფლებების დარღვევები.
 1928 წელს იღებენ კელოგ ბრიანის პაქტს , რომლითაც საფრანგეთი და
ამერიკა ომს უკანონოდ აცხადებენ , იმისთვის რომ მისი მაქსიმალური
პრევენცია მოახდინონ.
 1929 წელს იწყება დიდი დეპრესია , ერის ისტორიაში ამ დრომდე ყველაზე
მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი. იდება სმუტ- ჰოულის აქტი, რომელიც
მაღალ ტარიფებს აწესებს და პროტექციონიზმისკენაა მიმართული, რაც
უფრო ამწვავებს დეპრესიას და მის გლობალურ გავრცელებას უწყობს
ხელს.
 1933 წელს პრეზიდენტი ხდება ფრანკლინ დელანო რუზველტი, რომელის
ყველაზე დიდი საზრუნავია დიდი დეპრესია, თუმცა იგი ასევე ფიქრობს
ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სსრკ-სთან
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე.
 ის ცდილობდა ხელი შეეშალა ჰიტლერისა და ნაციზმის აღზევებისთვის
გერმანიაში , თუმცა ამას ხელს უშლიდა კონგრესის მიერ მიღებული
ნეიტრალიტეტის აქტი.
 1939 წელს იწყება მეორე მსოფლიო ომი და სექტემბერში გერმანია შედის
პოლონეთში. ამერიკის შეერთებულ შტატებში იზოლაციონიზმი ჭარბობდა
მაშინაც კი, როცა მომდევნო წელს გერმანია თავს დაესხა დიდ ბრიტანეთს
და დაიპყრო საფრანგეთი.
 რუზველტი ცდილობდა ამერიკელი ხალხი, რომლისთვისაც
იზოლაზიონიზმი და ევროპის საქმეებში ჩაურევლობა საგარეო პოლიტიკის
მამოძრავებელი ძალა იყო, დაერწმუნებინა, რომ ამერიკა აუცილებლად
უნდა ჩართულიყო ომში.
 1939 წლის დასაწყისშ რუზველტმა კონგრესის წინაშე გამოაცხადა აგრესორი
ქვეყნების სია - იტალია, გერმანია და იაპონია.
 1939 წლის აპრილში , ნაცისტების მიერ პრაღის ოკუპაციიდან ერთ თვეში,
რუზველტმა პირველად განსაზღვრა აგრესია მცირე სახლემწიფოების
მიმართ, როგორც მუაქარა ამერიკის უსაფრთხოებისთვი.
 1939 წლის აპრილში რუზველტმა ჰიტლერსა და მუსოლინს მიმართა
პირადად გზავნილით, სადაც დიქტატორებს სთხოვდა, რომ მიეცათ
გარანტია იმისა, რომ ისინი ათი წლის განმავლობაში თავს არ
დაესხმებოდნენ ოცდათერთმეტ კონკრეტულ ევროპულ და აზიურ ქვეყანას.
მართალია ეს სასაცილოდ არ ეყოთ დიქატატორებს, თუმცა რუზველტმა
ამერიკელ ხალხს, ამიტთ უკეთ დაანახა, რომ სერიოზული აგრესია
მოსალოდნელი იყო.
 მან ასევე შესთავაზა ამერიკის მონაწილეობა განიარაღების ნებისმიერ
კონფერენციაში, რომელიც შედეგად მოჰყვებოდა დაძაბულობის
განმუხტვას.
 1939 წლის აპრილში აშშ-სა და ბრიტანეთს შორის სამხედრო
თანამშრომლობა შედგა. ამან გაათავისუფლა ბრიტანული ფლოტი წყნარ
ოკეანეში , რათა მთლი თავისი ძალები ატლანტიკის რეგიონში
მოეგროვებინა. აშშ კი პასუხისმგებლობას იღებდა იაპონიისგან ბრიტანეთის
აზიური სამფლობელოების დაცვაზე.
 1940 წლის შემდეგ რუზველტმა დაარწმუნა კონგრესი, რომელსაც სულ
რამდენიმე წლით ადრე ჰქონდა მიღებული რამდენიმე ნეიტრალიტეტის
აქტი, რომ დაემტკიცებინა ბრიტანეთისთვის მზარდი დახმარება.

ლენდ ლიზის აქტი - სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის


შეერთებული შტატები ამარაგებდა მოკავშირეებს (გაერთიანებულ სამეფოს,
საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთსა და სხვ.) დიდი რაოდენობით
შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამედიცინო საშუალებებით, სურსათითა და
სტრატეგიული ნედლეულით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა
მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.

 აქტის მიღების შემდეგ უფრო კარგად ჩანდა, რომ რუზველტი ყველაფერს


გააკეთებდა ნაცისტების დასამარცხებლად.
 1941 წლის 14 აგვისტოს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის დაიდო ქარტია,
რომელშიც საუბარი იყო ფაშისტური ბლოკის წინააღმდეგ ბრძოლის
მიზნებისა და ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობის შესახებ. ქარტიის
ხელმომწერი მხარეები უარს აცხადებდნენ ახალი ტერიტორიების ხელში
ჩაგდებაზე და მხარს უჭერდნენ ხალხთა უფლებას, თავად აერჩიათ
მმართველობის ფრომა.
 ამ ქარტიამ საფუძველი ჩაუყარა ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნას. 1941
წლის სექტმებრში მას შეუერთდა სსრკ. და შემდგომ სხვა 26 სახელმწიფო.
 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიამ განახორციელა თავდასხმა პერლ-
ჰარბორზე
 1941 წლის 11 დეკემბერს ჰიტლერი ტოკიოსთან დადებული
ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს და აშშ-ს ომს
უცხადებს.
 პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ ომში ჩართვის მომხრეთა რიცხვი
უფრო და უფრო იზრდებოდა და იზოლაციონიზმი მოასხლეობაში
მცირდებოდა.

მეორე მსოფლიო ომი, 1941-45

 მეორე მსოფლიო ომში ჩართვის მომენტში ამერიკა ძალიან დიდი


გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა - იზოლაციონიზმის პირობებში, იგი
ომისთვის მოუმზადებელი იყო და პერლ - ჰარბორზე თავდასხმამ მისი
სამხედრო ფლოტი გაანადგურა.
 ამ გამოწვევებთან გამკლავებას ხელისუფლების, სამხედროების , ბიზნესისა
და უბრალო მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევა დასჭირდა.
 ასი ათასზე მეტი იაპონური წარმოშობის ამერიკელი დროებით ბანაკში
განათავსეს, რადგან მათი ლოიალობა კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ და
მხოლოდ ეთნიკური წარმოშობის გამო იდგა.
 1941 წლის ნოემბერში გერმანია თავს ესხმის სსრკს. 1942 წლის ზამთარში
სტალინგრადთან ჰიტლერი დამარცხდა.
 1942 წელს იწყება მანჰეტენის პროექტი, რითაც აშშ ქმნის პირველ ატომურ
ბომბს, ნაცისტების წინაღმდეგ, რომლებიც ასევე ცდილობდნენ ბირთვული
იარაღის შექმნას.
 1943 წელს იტალიის დიქტატორი ბენიტო მუსოლინი გადადგება და მას
შემდეგ სიკვდილით სჯიან, რითაც ჰიტლერი მოკავშირეს კარგავს.
 1943 წელს რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი იკრიბებიან თეირანში ომის
სამიტზე და ომის შემდეგი გეგმების განსახილველად.
 1944 წელს ბრეტონ ვუდსის კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა
ორმოცდაოთხი ქვეყნის დელეგაცია. ბრეტონ ვუდსის სისტემამ ახალი
საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი დაგეგმა. ბრეტონ ვუდსის სისტემით
ამერიკამ თავისი ვალუტა მიაბა ოქროს , მსოფლიო ვაჭრობა გადავიდა
დოლარში, სტაბილურობის შეგრძნება გაჩნდა დოლარის ვალუტის მიმართ.
ამერიკის მოკავშირეებმა ბრიტანეთი, საფრ., იაპონია თავისი ვალუტა
მიაბეს დოლარზე.
 1944 წელს რუზველტს მეოთხედ ირჩევენ პრეზიდენტად.
 1945 წელს იმართება იალტის კონფერენცია სადაც ერთმანეთს ხვდებიან
რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი და საუბრობენ ომის შემდგომ გეგმებზე.
 1945 წლის 12 აპრილს რუზველტი კვდება და ჰარი ტრუმენი პრეზიდენტი
ხდება.
 1945 წლის 8 მაისი ევროპაში გამარჯვების დღეა და გერმანია იყოფა 4
საოკუპაციო ზონად - ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული და საბჭოთა.
 გაეროს შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის
დასრულებამდე იწყება. ფრანკლინ რუზველტსა და სხვა მსოფლიო
ლიდერებს სურდათ შეექმნათ უფრო ძლიერი ორგანიზაცია, ვიდრე იყო
ერთა ლიგა, რომელიც მშვიდობის გარანტორი იქნებოდა.
 გაეროსთან დაკავშირებული იყო იმედი, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში
აღარ იქნებოდა გავლენის სფეროების, ალიანსების, ძალთა ბალანსისა და
რაიმე განსაკუთრებული შეთანხმებების საჭიროება გაეროს ამ ყველაფრის
უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა - ეს იყო ტიპური საერთაშორისო
ინსტიტუციონალიზმი.
 1945 წლის 6-9 აგვისტოს აშშ ატომურ ბომბს აგდებს პირველად იაპონურ
ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში და აქ მსოფლიოში პირველად
გამოიყენება ბირთვული იარაღი , ამით ამერიკა თავისი ძალისა და
სიძლიერის დემოსტრაციას ახდენს.
 1945 წლის 15 აგვისტოს იაპონია ნებდება, სრულდება მეორე მსოფლიო ომი.
 იწყება ცივი ომი.

გრანდ სტრატეგია - საერთაშორისო სისტემაშ როგორ ხედვას თავს.


იზოლაციონიზმი.

 რუზველტი - 4 თავისუფლება, რელიგიის, სიტყვის, შიშისგან და


გაჭირვებისგან თავისუფლება.
 კუბის დამოუკიდებლობას ესპანეთისგან აშშ სათავისოდ იყენებს - პლატის
შესწორება, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში მათ შორის ამერიკული
კორპორაციების დაცვის საბაბით, ამერიკას ინტერნვეციის უფლებას აძლევდა.
ასევე, პლატის ხელშეკურელბით ამერიკას ქონდა უფლება დაედო ვეტო კუბასა
და სხვა სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებებზე. ამიტომ, ამერიკა კარგ
მდგომარეობაშია, ეკონომიკის მხრივაც იქზრდება ინვესტიციები.

You might also like