You are on page 1of 12

თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტი

სასწავლო წელი : 2021-2022.


საგანი: დიდი ბრიტანეთის ისტორია.
ლექტორი: თეა ქარჩავა; ბექა კვაჭაძე.
სტუდენტი: მარიამ მორჩაძე.
ჯგუფი: №2.
რეფერატის თემა: დიდი ბრიტანეთი პირველ მსოფლიო ომში.

ს ა რ ჩ ე ვ ი :
1. შესავალი 3.

2. მსოფლმხედველობა, რომელმაც განაპირობა ინგლისის


როლი პირველ მსოფლიო ომში
3-5.
3. ინგლისი პირველ მსოფლიო ომში 5-9.

4. ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა პირველი


მსოფლიო ომის პერიოდში და შემდგომ 9-11.
5. ჩემი აზრი 11.

1. რამდენადაც ვიცით, ისტორია კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია. იგი


გვეხმარება ადამიანის არსის გაგებაში. გარკვეულ ისტორიულ პერიოდს
განსხვავებული მახასიათებლები აქვს პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების თუ
განვითარების მხრივ. სამყაროში მრავალ ცვლილებას და გარდატეხას ჰქონდა
ადგილი იმისათვის, რომ დღეს ისეთი სახით მოეღწია, როგორითაც მას ვიცნობთ.
შეიცვალა კი რამე? გახდნენ ადამიანები იმაზე უკეთესები ვიდრე იყვნენ? ისწავლეს
გაკვეთილი წარსულიდან? შეძლეს ომზე, როგორც უდიდეს ტრაგედიაზე უარის თქმა ?
დღევანდელ მსოფლიოს თუ გადავხედავთ, რთული იქნება ამ კითხვებზე
ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა.

„…კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული“ - ასე უწოდეს


მსოფლიოს იმ დროინდელმა ლიდერებმა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს. არც
ერთი ომი, რომელიც ითვალისწინებს ცოცხალი არსების მოკვლას, რაც მის ძირითად
მახასიათებელს წარმოადგენს, არ მოიცავს ჰუმანურობის გაგებას, მის არც ერთ
ასპექტში. თუმცა, გამომდინარე ინგლისელთა დისციპლინირებული თუ მოაზროვნე
ბუნებიდან არსებობს ომის პრეცედენტი, რომელიც ითვალისწინებს უდანაშაულო
ადამიანებისგან ომის არიდებას. იგი „ვარდების ომის“ სახელწოდებით არის ცნობილი .
ამ შემთხვევაში ომში დაპირისპირეულები იყვნენ ორი საგვარეულო „ლანკასტერები
და ორკები“. მათ ბრძოლებს არასდროს შეუწირავს უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე
და მკაცრად მხოლოდ საგვარეულოთა დაპირისპირებას წარმოადგენდა .

ინგლისელებს მუდმივად ახასიათებდათ მკაცრად მოწესრიგებული სისტემა .


დიდი ალბათობით, ამით ხელმძღვანელობდნენ, როდესაც თავდაპირველად
ნეიტრალიტეტი სურდათ პირველ მსოფლიო ომში. აღსანიშნავია, რომ ელიზაბეთ I
მართველობის შემდგომ არცერთ მტერს არ დაუდგამს ფეხი ინგლისის ტერიტორიაზე ,
რაც ძლიერი ფლოტის დამსახურებას წარმოადგენდა. თუმცა, რატო გადაწყვიტა
ინგლისმა ომში ჩაბმა და ნეიტრალიტეტის დარღვევა სწორედ ჩვენი განხილვის თემას
წარმოადგენს.

2. პოსტვიქტორიანულ ეპოქაში მრავალი ცვლილება მოხდა. მათ შორის


აღსანიშნავია დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალება, რომელთან ერთადაც
ფაქტობრივად დასრულდა ვიქტორიანული ეპოქა. ლიტერატურის მხრივ ამ ეპოქაში
ძალიან პოპულარული იყო რეალიზმის მიმდინარეობა, თუმცა პოსტვიქტორიანულ
ეპოქაში წინა ხაზზე წამოიწია მოდერნიზმა. საზოგადოება დაღლილი იყო იმის
კითხვით, რასაც ისინი ისედაც აწყდებოდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში , ამიტომ გახდა
საჭირო მოდერნიზმის შექმნა, რომლის უმნიშვნელოვანესი დანიშნულება იყო
რეალობის შეფარვით გადმოცემა, იგი უფრო მეტად ორიენტირებული იყო ადამაინთა
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. ამ მიმდინარეობის ერთ-
ერთი უპირველესი ნაშრომია „დორიან გრეის პორტრეტი“. როგორც მოგვიანებით
გასაგები გახდა, მსოფლიოს ესაჭირეობოდა ეს ჟანრი, რათა თავიდან აერიდებინა
პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული ტრაგედიების სიმძიმე. ამავდროულად უფრო
გასაგები გაეხადა ადამაინთა შიანაგანი ბუნება, რომელიც დამახინჯებული იყო
უამრავი ტრავმებით.

თანაგრძნობის გამოხატვა ნაკლებად ეხებოდა ინგლისელებს, რადგან


ვატერლოუს ბრძოლის შემდეგ ინგლისს არ მიუღია მონაწილეობა ფართომასშტაბიან
ომში. და როგორც უკვე აღვნიშნე, მას შემდეგ, მტერს არ დაუდგამს ფეხი დიდი
ბრიტანეთის კუნძულებზე. ეს კი ფლოტის სრულ დამსახურებას წარმოადგენდა . თუმცა ,
საჰაერო დაბომბვების შედეგად ადამიანები მაინც იხოცებოდნენ .

თუ სხვა პროფესიები მეტად მოთხოვნადი იყო მაშინდელ ინგლისში, სამხედრო


საქმე თითქმის მთლიანად უგულებელყოფილი იქნა. ამ სფეროში დასაქმებული
ადამაინები გარკვეულწილად მოკვეთილები იყვნენ საზოგადოებიდან, რადგან ეს
პროფესია სამარცხვინოდ ითვლებოდა ყველა ფენისათვის. ინგლისს არ ყავდა
მუდმივი ჯარი, რადგან არ არსებობდა საჭიროება. ამის გათვალისწინებით ,
აღსანიშნავია, რომ მას მარავალი მტერი ყავდა. სწორედ ამიტომ, ინგლისი უფრო
მეტად „იზოლირებული“ ცხოვრების წესის მიმდევარი იყო. იგი ნაკლებად ცდილობდა
კავშირების დამყარებას, თუმცა უარს არ ამბობდა მსოფლიოში მიმდინარე
მოვლენების სათავისოდ გამოყენებაზე.

XX საუკუნეში გასაგები გახდა, რომ ინგლისს საკმაოდ ბევრი მტერი ყავდა .


მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ინგლისი გერმანიას
დაუპირისპირდა. არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი და საფრანგეთი
ერთობლივი ძალისხმევით ეცდებოდნენ თავდასხმას ინგლისზე, ამიტომ იმ
დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა დადო იაპონიასთან ხელშეკრულება 1902 წ.
რომლის თანახმადაც, რომელიმე მათგანს, თუ დაემუქრებოდა ომი ერთზე მეტ ძლიერ
სახელმწიფოსთან, ისინი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ. მიუხედავად იმისა , რომ
ინგლისს არ ეშინოდა ფართომასშტაბიანი შემოჭრის, იგი აგრეთვე გულითადად
დებდა ხელშეკრულებებს თავის მტრებთან. ამის მაგალითია 1904 წელს დადებული
„ანტანტას“ ხელშეკრულება საფრანგეთთან. ხოლო რუსეთთან დადებული
ხელშეკრულების მიხედვით, ორმა სახელმწიფომ განსაზღვრეს და გადაჭრეს
სასაზღვრო დავა. თუმცა, ამ სამ ქვეყანას შორის მაინც არ არსებობდა სამხედრო
კავშირი. ნებისმიერი მცდელობა კი დაემყარებინათ ამგვარი ურთიერთობა , თავის
მოტყუებად აღიქმებოდა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ინგლისს არნახული სამხედრო ფლოტი ყავდა,
რომლის გამოც გარკვეული უპირატესობებით სარგებლობდა. განსაკუთრებით
აღსანიშნავია XX საუკუნე, როდესაც მიმდინარეობდა ინგლისის მხრიდან გემების
მშენებლობა უპრეცედენტო რაოდენობით. ეს განპირობებული იყო გერმანიასთან
ერთგვარი „შეჯიბრით“. ფლოტის დემონსტრირება მოხდა, როდესაც ინგლისმა
მოინდომა იმის ჩვენება, რომ ისიც თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრია და
გერმანია-საფრანგეთის დაპირისპირების შემთხვევაში , ამ უკანასკნელის მხარეს
იქნებოდა. ამგვარმა მუხტმა აიძულა გერმანია, რომ შედარებით უკან დაეხია .

ინგლისი ომის გაჩაღების შემთხვევაში სასურველ პარტნიორად ითვლებოდა ,


ამიტომ გერმანია თავის მხრივ ცდილობდა, რომ დაეყოლიებინა იგი ნეიტრალიტეტზე ,
ხოლო რუსეთის ელჩები ცდილობდნენ, რომ თავის მხარეს გადმოებირათ. თუმცა,
ინგლისს მუდმივად ჰქონდა ცვალებადი პოლიტიკა, რომელიც აძლევდა საშუალებას,
რომ მოქმედების თავისუფლება დაეტოვებინა სამომავლოდ. სწორედ ამიტომ,
როდესაც ომი გაჩაღდა ინგლისის მთავრობამ ამჯობინა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ,
რის შესახებაც აცნობა საფრანგეთის ელჩს. (5. 250-253)

3. რის გამო დაიწყო პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს? ამ კითხვაზე


შეგვიძლია უამრავი ისტორიული ფაქტი, თუ მოვლენა მოვიყვანოთ მაგალითად.
მიუხედავად ამისა, მთლიანი სურათი გარკვეულწილად მაინც ბუნდოვანი იქნება . იმ
დროს თითოეულ ევროპულ სახელმწიფოს საკუთარი მიზნები და სურვილები
ამოძრავებდა ომისადმი. იგი თითქოს „სასურველი“ იყო ევროპის
სახელმწიფოებისათვის. თუ საფრანგეთს შურისძიება სურდა, ხოლო რუსეთს
იმპერიალისტური ხედვა ქონდა, ბრიტანელები უბრალოდ ორპირ ერად შევიდა
მსოფლიოს იმდროინდელ ისტორიაში. ისინი არ იძლეოდნენ დაპირებებს, არ
არჩევდნენ მტყუან-მართალს, საკუთარი გეზიდან გამომდინარე ცდილობდნენ
გაერკვიათ რა პოზიცია იქნებოდა უფრო მეტად მომგებიანი ინგლისისათვის. (1. 60-61)

ინგლისს ახასიათებდა მუდმივად ფარულად საქმეების წარმოება . პირველი


მსოფლიო ომის დროსაც მათ განაცხადეს, რომ სურდათ სრული ნეიტრალიტეტი
მიმდინარე კონფლიქტში. ინგლისის ოფიციალური წრეები ირწმუნებოდნენ „ჩვენ
ყველა ზომებს მივიღებთ, რათა ნეიტრალურები დავრჩეთ“. სამწუხაროდ თუ
საბედნიეროდ, ინგლისი მეორე შვეიცარია ვერ გამოდგა. გარდა იმისა , რომ მან
მონაწილეობა მიიღო ომში, იგი აგრეთვე გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ
დაიწყო ომი მთლიანობაში.
სანამ 1914 წელს სხვადასხვა სახელმწიფოები ომს უცხადებდნენ ერთმანეთს,
გარკვეული ინტერესების დაცვისათვის, ინგლისი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა .
თუმცა, ეს ნეიტრალიტეტი დაირღვა მაშინ როდესაც ინგლისმა გერმანიას ომი
გამოუცხადა. საბაბი კი მეტად მარტივი გამოდგა: გერმანიის შეჭრა ნეიტრალურ
ბელგიაში. ინგლისის იმჟამინგელი პრემიერ-მინისტრი ჰერბერტ ასკვითი აცხადებდა :
„ჩვენ მანამდე არ ჩავაგებთ ხმალს ქარქაშში, ვიდრე ბელგიის ნეიტრალიტეტი არ
იქნება აღდგენილი“. ინგლისი დარწმუნებული იყო, რომ მარტივად დაამარცხებდა
გერმანიას, თუმცა შეცდა. (2. 165-167)

ინგლისი იოლად აანალიზებდა კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებს. იგი


გერმანიის წინნაღმდეგ იბრძოდა, თუმცა ამავდროულად არ ცდილობდა მის
„ზედმეტად“ დასუსტებას, რადგან არ მოსწონდა „ზე სახელმწიფოს“ არსებობის იდეა
საფრანგეთის ან რუსეთის სახით. ამიტომ უარი თქვა გერმანიის აფრიკულ
კოლონიებზე.

გარდა ევროპისა, ინგლისი აქტიურად იყო ჩაბმული აღმოსავლეთში მიმდინარე


მოვლენებში. იგი მზად იყო რუსეთისთვის დახმარება გაეწია თურქების წინააღმდეგ
კავკასიის რეგიონში, თუკი ამის მკაფიო საჭიროება დადგებოდა . (5. გვ 254)

მაშინდელ ინგლისში ძალზედ აქტუალური გახდა სამხედრო სამსახური ,


რომელიც აქამდე „მდაბიოთა“ პროფესიად ითვლებოდა. აქტიურად რიგდებოდა
ფლაერები, მოწოდებით ახალგაზრდა მამაკაცებისთვის , რომ ომში ჩაბმულიყვნენ.
ცვლილება საზოგადოებაში ერთიანად მოხდა. მომენტალურად უამრავი მსურველი და
თავისი ქვეყნის გულშემატკივარი გამოჩნდა. (4. გვ. 74)

საომარი მოქმედებები ინგლისმა თავიდანვე აწარმოა გერმანიის წინააღმდეგ .


ისინი საძულველ ფრანგებთან ერთად იბრძდნენ. სწორედ ბრიტანელების
დამსახურებით არ დაეცა პარიზი 1914 წლის სექტემბერში. ფრანგთა და ინგლისელთა
თანამშრომლობა იმდენად მკაფიო აღმოჩნდა, რომ ვერ იტყვი თუ აქამდე ამ ორ ერს
ერთმანეთი ასე ძლიერ სძულდათ. პირველი და უდაო წარმატება მიღწეულ იქნა 1917
წელს, როდესაც გერმანიამ პირველად დაიხია უკან. ინგლისსა და საფრანგეთს არ
ჰქონდა რაიმე შემუშავებული გეგმა ან სტრატეგია, ისინი უბრალოდ ცდილობდნენ,
რომ თავისი ოპონენტი - გერმანია, ხანგრძლივი ომით გამოეფიტათ. რაც უშუალოდ
დიდ დანაკარგთან არის კავშირში.
ინგლისელებს ამ პერიოდში „საიდუმლო იარაღი“ (ტანკი) ჰქონდათ, რომელზეც
იმედოვნებდნენ, რომ იგი მათ წარმატებას მოუტანდა გერმანელების წინააღმდეგ
ბრძოლაში. თუმცა ტანკებმა სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღეს.

გერმანია ყველანაირად ცდილობდა, რომ ომიდან გამარჯვებული


გამოსულიყო. იგი იყენებდა მომწამლავ გაზს, რომელიც ჰააგის სასამართლოს
გადაწყვეტილებით დანაშაულის აქტს წარმოადგენდა . ასევე , იყენებდნენ საავიაციო
დაბომბვის სტრატეგიას. თავად ინგლისსაც კი ბომბავდნენ პერიოდულად , რასაც
უამარავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, ასეთმა პერიოდულმა შეტევებმა
ადამიანთა სიცოცხლის გარდა, ვერაფერი დააკლო ინგლისს.

გარდა ამ ტერიტორიებისა, ინგლისი ომს აწარმოებდა გალიპილოს


ნახევარკუნძულზე, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის რაზმების დახმარებით , თუმცა
დამარცხდნენ თურქების წინააღმდეგ. ასევე, მარცხი განიცადეს ერაყში , სადაც
თავდაპირველად წარმატება მოიპოვეს, თუმცა მოგვიანებით 1916 წლის გაზაფხულზე
რესურსების ნაკლებობის გამო დანებება მოუწიათ.

ერთიანი ჯარის აქამდე არ ყოლამ და შესაბამისად საჭირო გამოცდილების არ


ქონამ გამოიწვია ის, რომ ინგლისელებს მოუწიათ ფლოტის ამოქმედება. ამაზე
გერმანელების რეაქციამ არ დააყოვნა და მათ თავის მხრივ წყალქვეშა გემები
გააქტიურეს. ისინი ძირავდნენ ნებისმიერ სავაჭრო გემს, რამაც გამოიწვია ინგლისის
სავაჭრო გემების 40%-ით შემცირება. ინგლისს ფაქტობრივად შიმშილი ემუქრებოდა ,
რომ არა აშშ, რომლის ზეწოლითაც გერმანიამ შეწყვიტა წყალქვეშა გემების
გამოყენება.

მიუხედავად უდიდესი ზარალისა, ინგლისელებმა მაინც მოახერხეს ფლოტის


აღდგენა - დაჩქარებული მშენებლობის დახმარებით. ამან გამოიწვია 1916 წლის მაისში
იუტლანდიის ნახევარკუნძულთან გერმანიისა და ინგლისის ფლოტების უშუალო
დაპირისპირება, რომელსაც უამრავი ადამაინის გარდაცვალება მოჰყვა .
განსაკუთრებით ინგლისის მხრიდან, თუმცა იგი მაინც გამარჯვებული გამოვიდა ამ
ომიდან, რადგან გერმანელებმა უკან დაიხიეს და ნისლში გაუჩინარდნენ .

ინგლისი ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენი ნაწილები მკვეთრად


შეიცვალა. ამას საზოგადოების თთქმის ყველა ფენა გრძნობდა. განსაკუთრებით
საგრძნობი კი მაშინ გახდა, როდესაც 1917 წელს დასავლეთის ფრონტზე საბრძოლო
ოპერაციების მთელი სიმძიმე ბრიტანულ ნაწილებს დააწვა. იპრთან ბრძოლაში
ინგლისელ ჯარისკაცთა დიდი რაოდენობა დაიღუპა, ხოლო ის შედეგი, რომელიც ამ
ბრძოლას მოჰყვა ფაქტობრივად არაფრის მომცემი იყო, რადგან გერმანიამ მხოლოდ
ცოტათი დაიხია უკან. რაც შეეხება აღმოსავლეთის ფრონტს, იქ ინგლისს-ინდოეთის
ჯარებმა ბაღდადი აიღეს. არაბებთან ერთად კი იერუსალიმიდან თურქები განიდევნენ .
(5. გვ 255-259)

მიუხედავად დამქანცველი და სისხლისმღვრელი ბრძოლებისა, პირველი


მსოფლიო ომი 1918 წლის 11 ნოემბერს დასრულდა. გერმანიამ ოფიციალურად
შეწყვიტა ბრძოლა. რასაც ერთგვარი იარების მოშუშების ხანა მიუძღოდა , სანამ მეორე
მსოფლიო ომის წინაპირობები იფეთქავდა. სწორედ 11 ნოემბერს აღნიშნავენ
ბრიტანელები ორივე მსოფლიო ომის დასარულს.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გასაგები გახდა, რომ მთელი დატვირთა


უმეტესწილად მოდიოდა არისტოკრატიასა და სტუდენტებზე. ამიტომ, სწორედ
გარდაცვლილ ჯარისკაცთა მეგობრები, დედები, ნათესავები, თანაკურსელები და
უბრალოდ დარჩენილი ადამაინები გახდნენ ისინი, ვინც წარმოადგენდა იმ
დროინდელი ინგლისის, როგორც სოციალურ, ასევე ძირითადი დებულებების
მატარებელ ფენას. ახლა მათ უნდა შეექმნათ უკეთესი და უფრო მეტად სრულყოფილი
საზოგადოება, რომელიც ისწავლიდა წარსულის შეცდომებზე. მათ უნდა
ჩაენაცვლებინათ ყველა ის გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც ინგლისის სახელით
იბრძოდა ერთ-ერთ უდიდეს ომში მსოფლიო ისტორიაში. მოახერხეს? რთული
სათქმელია იმის გათვალისწინებით რა ინფორმაციასაც ვფლობთ ახლა , 21-ე
საუკუნეში. თუმცა, როგორც ლიტერატურა გვასწავლის, ტრაგედიები ავითარებენ
ადამიანებს და ის დაღვრილი სისხლი არავითარ შემთხვევაში არ იყო ამაო, როდესაც
საქმე ეხება თავისუფლებასა და ინტერესების დაცვას.

გარდა სოციალური საკითხებისა, შეიქმნა არაერთი მემორიალი, რომელზეც


გარდაცვლილ ადამიანთა სახელები იყო ამოტვიფრული, რათა მათი მარადი ხსოვნა
ყოფილიყო. სახელები პარლამენტის შენობის ერთ-ერთ კედელზეც კი წერია . იქ
მითითებულნი არიან ისინი, ვინც ნათესაურ კავშირში იყო პარლამენტის რომელიმე
წევრთან და პირველ მსოფლიო ომში გარდაიცვალა.

ომის სიმძიმესა და სიმწარეს მოჰყვა ბრიტანეთში პაციფიზმის პოპულარიზაცია .


დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იყო საშუალება, რომლითაც ადამიანები თავიდან
ირიდებდნენ ომით გამოწვეული ტრაგედიების სიმძიმის სრულ გაანალიზებას . (6. გვ.
257-266)
4. ომი მუდმივად არის დაკავშირებული ფინანსებთან და ეკონომიკურ
საკითხებთან. ნებისმიერ სახელმწიფოს ომის საწარმოელად ესაჭიროება დიდი
რაოდენობის თანხები, რომლითაც იგი უზრუნველყოფს შეიარაღებას. ომს ყოველთვის
მოჰყვება ხოლმე კრიზისი.

ინგლისს თანხები უმთავრდესად ფლოტის მშინებლობა-განვითარებისთვის


ესაჭიროებოდა. ომის წლებში მოხდა ინგლისის, როგორც მსოფლიო საფინანსო და
საკრედიტო ცენტრის მნიშვნელობის შემცირება და რეპუტაციის გაუარესება . მისი
ადგილი აშშ-მ დაიკავა.

ინგლისის მრეწველობის წამყვან დარგებში პოპულარული გახდა შრომის


მილიტარიზაცია, რაც თავის მხრივ გულისხმობდა შრომის დანაწილებას. მუშახელის
ნაკლებობის გამო მკვეთრად გაიზარდა ქალთა, მოზარდთა და ინვალიდთა როლი იმ
დროინდელ ინლისში. ახლა ისინი წარმოადგენდნენ სურსათ-სანოვაგე ქარხნებში
ძირითად ძალას.

1916 წელს ჩამოყალიბდა „ბრიტანეთის სამრეწველო ფედერაცია, რომლის


ძირითადი დანიშნულება იყო საწარმოს ხელმძღვანელთა გაერთიანება . ომის
დასარულისათვის მათი რიცხვი 19 ათასს შეადგენდა.

ომის ერთ-ერთ მძიმე მხარედ აღიქმებოდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა .


მისი დაწყებისთანავე შემოიტანეს ცენზურა პრესაზე. აიკრძალა გაფიცვები . ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგმარობა. ამის მიუხედავად და მძიმე
სამუშაო პირობების გათვალისწინებით, დაიწყო ერთიანი გაფიცვები 1915 წლის 6
თებერვალს. ამ პროტესტმა შემდგომში უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღო.
მუშების ამგვარი ქცევა, ომის მსგვსად, პირდაპირ და მნიშვნელოვნად ურტყამდა
ინგლისის ეკონომიკას, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაში იყო.

მუშების პროტესტის მეორე ტალღა 1917 წელს დაიწყო, რომლის სულის


ჩამდგმელი იყო რუსეთში მომხდარი ბურჟუაზიული რევოლუცია. სოლიდარობის
ნიშნად თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდა მიტინგი, რომლის ძირითადი იდეა იყო
შრომის სიმძიმის შემსუბუქება სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან. ინგლისის მუშათა
კლასი არაერთგვაროვნულ პროტესტს გამოხატავდა იმ პირობებისადმი, რომელსაც
მას სახელმწიფო სთავაზობდა. რუსეთის მაგალითი უაღრესად წამქეზებლურ სახეს
ატარებდა ინგლისელბისათვის, რაც საფრთხის შემცველი გამოწვევა იყო ინგლისთა
გაბატონებული კლასებისათვის.
რაც შეეხება ინგლისის იმდროინდელ სოციალურ ყოფას, იგი მეტად მძიმე
გამოდგა საზოგადოებისთვის. ომში ჩაბმა წარმოადგენდა საფრთხეს, რომელსაც
ყველა ერთიანად არ ეთანხმებოდა (ლიბერალური პარტია), თუმცა ამ თემის
ერთგვარად შებოჭვა მაინც მოსახერხებელი გახდა.

სხვა საკითხების მსგავსად, აქაც ინგლისის საზოგადოება მეტად


მოწესრიგებული აღმოჩნდა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა , თითოეულმა
ადამაინმა იცოდა თავისი როლი და ვალდებულებები. ქალის როლი, არა მარტო
ინგლისში, არამედ მთელ მსოფლიოში წინა პლანზე წამოიწია. პეტრიარქატის
პირობებში მამაკაცთა ნაკლებობამ გამოიწვია ის, რომ ქალებს მოუწიათ უამრავი იმ
როლის შეთვისება, რომელიც აქამდე მათვის მიუწვდომელი ან მიუღებელი იყო. იგი
აღარ აღიქმებოდა, როგორც სუსტი სქესი, თუმცა ეს არც აქამდე ახასიათებდა ინგლისს,
რომელსაც არა ერთი დედოფალი ყავდა სამეფო კარზე. (6. გვ. 411-427)

სწორედ ამ დროს მოხდა გარკვეული ღირებულეებისა და მორალური ცნებების


გადაფასება. ადამიანისათვის მორალის მჩვენებელი იმჟამად არავინ იყო გარდა
ლიტერატურისა, რომელმაც უგულებელყო აქამდე არსებული ყველანაირი სხვა
ლიტერატურული ჟანრი და ჩამოაყალიბა მოდერნიზმი. მოდერნიზმი ითვაისწინებდა
რეალობის საკუთარი შეხედულებით აღქმას და სხვისთვის გადაცემას, თუმცა იგი არ
გულისხმოდა კონკრეტულად და სრულფასოვნად იმის ასახვას, რაც ხდებოდა იმ
დროინდელ მსოფლიოში.

მოდერნიზმმა ინგლისში ადამიანის ბუნება, განცდები, ტრამვები , მისი


ამობრუნებული პორტრეტი აჩვენა და ისე წარუდგინა იგი საზოგადოებას. გარდა იმისა ,
რომ აჩვენა ცხოვრების გარკვეული აპექტები, ასევე შეეხო ადამაინის ფსიქოლოგიას
და წინა პლანზე სწორედ მისი წამოწევა დაიწყო. პოსტმოდერნიზმმა კი ეს შეხედულება
უფრო გაამწვავა. საბოლოო ჯამში პრველ მსოფლიო ომის დროსაც და შემდეგაც,
იქმნებოდა ლიტერატურა, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანისთვის აეხსნა მისი
ადამაინური გრძნობები, ემოციები და საწყისი.

5. ომი უდიდესი დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ. როგორც შეგვიძლია


განვსაზღვროთ, ომში არ არსებობს ადამიანი, როგორც პიროვნება, არამედ ადამიანი
და მისი ეროვნება, რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს მის ინტერესებს. რა
ინტერესები ქონდა ინგლისს პირველ მსოფლიო ომში? გარდა იმისა, რომ იგი იცავდა
საკუთარ მოსახლეობას და ცდილობდა ისტორიის სწორ მხარეს ყოფილიყო (რომელი
მხარეა სწორი სხვა საკითხია), მგონია, რომ იმ პერფექციონიზმით და სიამაყით
ინგლისელი ხალხი ვერ აიტანდა „ზე“ სახელმწიფოს კონტინენტზე. უფრო მეტად იგი
ვერ აიტანდა იმას, რომ შესაძლოა უნდა ყოფილიყო ამ „ზე“ სახელმწიფოს
ქვეშევრდომი. გერმანია პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა ამ საკითხში . სწორედ
ამიტომ დათანხმდა ინგლისი ბრძოლას გერმანიის წინააღმდეგ. ძალათა
გათანაბრებისათვის. იგივენაირად მოიქცეოდა გერმანიის ადგილას სხვა
სახელმწიფო, რომ ყოფილიყო. ამავდროულად მგონია, რომ არ მოერიდებოდა
გერმანიის მხარეს გადასვლა თუ იგრძნობდა, რომ რუსეთი ან საფრანგეთი ზედმეტად
გაძლიერებულები არიან.

ინგლისელები ჰომ მუდმივად ცდილობენ ბალანსის დაცვას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. უილიამ რ. ქილორი „მეოცე საუკუნის მსოფლიო“.


2. მერაბ კალანდაძე „ინგლისის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია“.
3. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1975 „ახალი ისტორია (მეორე
პერიოდი)“.
4. თეიმურაზ პაპასქირი „ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უაზხლესი ისტორია“.
5. ივანე მენთეშაშვილი „ინგლისის ისტორია“.
6. რევაზ გაჩეჩილაძე „გაერთიანებული სამეფო“

You might also like