You are on page 1of 6

პირველი მსოფლიო ომის ხუთი წყაროს მოკლე ანალიზი

სტუდენტი: ლიკა ბერიძე

საგანი: თანამედროვე ევროპის ისტორია

კურსის ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
ომები და რევოლუციები უზარმაზარ გავლენას ახდენს ისტორიაზე, ისინი ისტორიის
მამოძრავებელი ფაქტორებია, ამ მხრივ კი პირველი მსოფლიო ომი ერთ-ერთ საუკეთესო
მაგალითად ითვლება, სწორედ ამ ომის შემდეგ ჩამოყალიბდა მსოფლიოს პოლიტიკური
რუკა ისეთად, როგორიც დღესაა. ახლა კი უშუალოდ გადავიდეთ იმ წყაროების ანალიზსა
და ინტერპრეტაციაზე, რომლებიც ასახავს პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებსა
და შედეგებს.

პირველ წყაროში მოცემულია ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მიერ დაწერილი ახსნა-


განმარტების წერილი, რომელიც გაეგზავნა სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოს.
წერილში გადმოცემული იყო, ის ფაქტები, რასაც სერბეთი ახორციელებდა ავსტრია-
უნგრეთის მიმართ. საიმპერატორო და სამეფო ავსტრიის ხელისუფლება იმედოვნებდა,
რომ სერბეთი მის კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას პატივისცემით მოეკიდებოდა,
თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, მე-20 საუკუნის დასაწყისში სერბიის სამეფომ
აქტიური პოლიტიკა გაატარა, ბრძოლით შემოიერთა ტერიტორიები და ავსტრია-
უნგრეთის სამეფოს დაუპირისპირდა, რომელსაც თავის მხრივ სერბიაზე გაბატონება
სურდა. სერბი ნაციონალისტები გაერთინებულნი იყვნენ ე.წ. „ცეცხლგამჩენ მოძრაობაში“,
და აქტიურად ახორციელებდნენ ანტი ავსტრიულ პროპაგანდას, ამავე მოძრაობის წევრი
იყო გავრილო პრინციპიც, რომელმაც მოკლა ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე. ამის
შემდეგ ავსტრიას გაუჩნდა შეგრძნება, რომ ეს ერთგვარი მუქარა იყო და მომავალში
სერბეთისგან უფრო რთულ ნაბიჯებს უნდა დალოდებოდა, სერბეთი აქტიურ
პროპაგანდას ახორციელებდა ავსტიის მიმართ, ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნიდა ამ
ქვეყნის სუბიექტუნარიანობას. ამ და სხვა მიზეზებით ავსტრიის საიმპერატორო და
სამეფო მთავრობა იძულებული გახდა უკიდურესი ნაბიჯები გადაედგა, რათა სერბეთის
მთავრობას შეეჩერებინა ნაციონალური „ცეცხლგამჩენი მოძრაობები“ და აღეკვეთა მათი
მოქმედებები, რომელებიც საფრთხეს უქმნიდა და ემუქრებოდა ავსტრია-უნგრეთის
მონარქიის მთლიანობას და უსაფრთხოებას. ბელგრადის დაბომბვა ითვლება ავსტრიის
მიერ განხორციელებულ სწრაფ ნაბიჯად. ავსტრიას იმედი ჰქონდა, რომ ცივილური ერები
მხარს დაუჭერდნენ მას და სწორად შეაფასებდნენ მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს
სერბიის წინააღმდეგ, რადგან ბელგრადიდან წამოსული საფრთხე მთელი ევროპის
მშვიდობას და უსაფრთხოებას მიაყენებდა ზარალს. აღნიშნული მასალიდან ჩანს, რომ
ავსტრია არ ელოდა ომს, რადგან მას იმედი ჰქონდა, რომ სერბეთის წინააღმდეგ
გატარებული პოლიტიკა შეაჩერებდა ამ ქვეყანაში არსებულ მოძრაობებს, ასევე იგი
დარწმუნებული იყო რომ სხვა ქვეყნებისგან მიიღებდა აბსოლუტურ მხარდაჭერას, თუმცა
ესე არ მოხდა, ამიტომაც ავსტრიამ გადაწყვიტა გადასულიყო უშუალოდ შეტევაზე
სერბეთის წინააღმდეგ, თუმცა ნათელია ისიც, რომ მან ვერ განსაზღვრა რამდენად
ძლიერი იქნებოდა ეს ომი.

მეორე წყაროში მოყვანილია, გრაფი ლეოპორდ ფონ ბერშტოლდის ტელეგრამა. მან


რუსეთს განუცხადა, რომ ავსტრიას არანაირი ტერიტორიული მიზნები არ ჰქონდა
სერბეთთან და მას მხოლოდ უსაფრთხოების დაცვა სურდა. ბერშტოლდის მიერ
დაწერილ წინადადებაში, რომ ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ რუსეთზეა
დამოკიდებული, კარგად იგრძნობა შიში, იმ ნაბიჯებისა, რაც შეიძლება რუსეთს
სამომავლოდ გადაედგა, სერბეთის დასახმარებლად. ტელეგრამაში ასევე გამოთქმულია
რწმენა იმის შესახებ, რომ რუსეთი არ დაარღვევდა ტრადიციულად მეგობრულ
ურთიერთობებს და არ განახორციელებდა ისეთ ქმედებებს, რასაც შეიძლება ევროპა
სერიოზული საფრთხის ქვეშ დაეყენებინა. წარსულიდან ცნობილი იყო გერმანიისა და
რუსეთის მეგობრული დამოკიდებულება, თუმცა ეს ყოველივე ამ პერიოდში უკვე აღარ
არსებობდა, რადგან ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესები არ ემთხვეოდა
ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომი უკვე დეტალურად არის
შესწავლილი და მის წამოწყებას ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიას მიაწერენ, ზოგიერთი
ისტორიკოსის აზრით, უმანკო და უცოდველი ამ ომში არავინ იყო, რადგან ყველას
თავისი ინტერესი გააჩნდა, მაგალითად რუსეთს თვალი ეჭირა ბოსფორის სრუტეზე,
ამიტომაც მეფის რუსეთმა პატრონაჟი გამოუცხადა თავის სლავ უმცროს ძმას, სერბეთს. ეს
ყოველივე კი გერმანიამ ომის დაწყებად მიიჩნია და თავად გადავიდა შეტევაზე, რუსეთის
წინააღმდეგ. ამიტომაც ამ წყაროდან გამომდინარე შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, რომ
რუსეთიც დამნაშავეა პირველი მსოფლიო ომისთვის.

მესამე წყაროში კარგად ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება და მდგომარეობა


პირველ მსოფლიო ომამდე. აქ მოყვანილია ბრიტანული ექსპედიციის ძალების ერთ-
ერთი წევრის მემუარები, სადაც აღწერილია თუ რა მდგომარეობა იყო Felixstowe-ში, 1914
წლის 5 აგვოსტოს მარშით მსვლელობისას. მემუარის ავტორი კარგად გვიხატავს ამ
ადგილს, რომელიც სავსე იყო ხალხით. ისინი ომში მიმავალთ მხიარულად აცილებდნენ,
სიმღერითა და დიდი ოვაციებით. ჯარისკაცები კი დიდი შემართებით მიიწევდნენ წინ,
მათ არაფერი იცოდნენ იმ მომდევნო, საზარელი, ოთხი წლის შესახებ, რომელიც წინ
ელოდათ, ანუ ბოლომდე ვერ აღიქვამდნენ საფრთხის არსს. მემუარის ავტორი თავად
ბატალიონის წევრია, რომელიც იქ იმყოფებოდა და ამ ყველაფრის მონაწილე იყო. ომის
დასრულების შემდეგ დაწერილი მისი მონათხრობიდან კი კარგად ჩანს, რომ ომის
დასაწყისში არავინ ელოდა ისეთ საზარელ სურათს, რაც შემდეგ რეალობამ გვიჩვენა.

შემდეგ წყაროში მოცემულია, თუ როგორ განსხვავდებოდა პირველ მსოფლიო ომში


მებრძოლი ჯარისკაცების სამოსი, ნაპოლეონის ომებში მებრძოლისაგან, ლურჯი და
ალისფერი ჩაანაცვლა, ხაკისფერმა. აქ შედარებულია ორი სხვადასხვა საუკუნის,
ბრძოლის ტექნიკები და აღჭურვილობა. ეს ომი იყო ინდუსტრიული ომი, სადაც ხალხმა
დაკარგა ჰუმანურობა და ინდივიდუალიზმი. აღსანიშნავია ის, რომ ამ ომში პირველად
გამოიყენეს ქიმიური გაზი, სხვა მრავალ ახალ მეთოდთან და ტექნიკასთან ერთად. ბევრი
ცვლილება შევიდა არმიების ორგანიზებაში, გაჩდნენ სხვადასხვა სახის ჯარები,
მაგალითად ქიმიური ჯარები, საინჟინრო ჯარები და ა.შ. გარდა ამისა, ომის დრამატულმა
ცვლილებებმა გავლენა მოახდინა ეროვნულ ეკონომიკურ განვითარებაზე. მაგალითად
მოყვანილია გერმანია, სადაც ნახშირისა და რკინის წარმოება საგრძნობლად გაიზარდა, ამ
ნედლეულით იქმნებოდა ფოლადი, რომლისგანაც იარაღს ამზადებდნენ, რასაც, რა თქმა
უნდა, დიდი ზეგავლენა ჰქონდა, რადგან მსგავსი მასშტაბებით იარაღის გამოყენება
პირველად მოხდა ამ ომის დროს.
რაც შეეხება ბოლო წყაროს მასში აღწერილია ის პერიოდი, როცა გერმანია ალყაში იყო
მოქცეული, ხოლო ომის დაწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოყვანილია
რიგი მიზეზებისა, რომლებიც რუსეთის მიერ გატარებულ სამხედრო რეფორმებს
უკავშირდება, კერძოდ კი, იმ ფაქტს, როცა იგი თავის სამხედრო რესურსებს აძლიერებდა.
1914 წელს რუსეთის დუმის თანხმობით გამოიყო დიდი კრედიტი სამწლიანი სამხედრო
პროგრამისთვის, რომლის შედეგადაც, 1917 წლისთვის სამხედრო ძალა ორი მილიონი
კაცით გაიზრდებოდა. გარდა ამისა, ყველაფრი რომ უფრო მეტად მობილიზებული
ყოფილიყო იქმნებოდა სტრატეგიული სარკინიგზო ქსელები. რაც ხელს შეუწყობდა
სამხედრო ძალების და რესურსების უფრო სწრაფ მობილობას. აქედან ნათლად ჩანს,
როგორ ემზადებოდა რუსეთი ომისთვის და შეიძლება ეს ფაქტიც იქნას მიჩნეული იმის
დასადასტურებლად, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყება, დიდწილად რუსეთს
მიეწერება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, ის რომ გავრილო პრინციპის, მიერ


განხორციელებული ეს ტერორისტული აქტი, მხოლოდ საბაბია, იმ დიდი ომის
დაწყებისა, რომელსაც პირველ მსოფლიო ომს ვუწოდებთ. ომის ყველა მონაწილეს
ძირითადად საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა, ამიტომაც უსამართლობაა ომის
წამოწყება მხოლოდ ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიას მივაწეროთ. ზემოთ მოყვანილი
წყაროების ავტორებიც აღიარებენ იმას, რომ რუსეთის წილიც ძალზე დიდი იყო ამ ომში.
თუმცა ფაქტია ის, რომ ასეთ შედეგს არავინ ელოდა. ეს ომი კაცობრიობისთვის და
უპირველეს ყოვლისა, მთელი ევროპისთვის შოკისმომგვრელი იყო. მან მოიტანა უამრავი
ადამიანის სიკვდილი, ქვეყნების და ქალაქების ნგრევა, უიმედობა, შიში და მთლიანად
მსოფლიოს დაანახა, როგორ შეიძლება განადგურდეს საყოველთაო მშვიდობა და
უსაფრთხოება.
გამოყენებული ლიტერატურა:

1) C. F. Horne (ed.). 1923. Source Records of the Great War, Vol. 1.National Alumni.
2) Telegram from Th. Bethmann-Hollweg. 26.07.1914
3) – H. V. Shawyer, No. 4142, 1st Bataillon, The Rifle Brigade, BritishExpeditionary Force
about his experiences on the march through Felixstowe 5 August 1914.
4) H. Strachan: The Oxford History of Modern Europe, pp.170-71
5) R. Gildea (1987), Barricades and Borders, Europe 1800-1914. Oxford, UK. Oxford
Universiry Press. p.423
6) ალექსანდრე რონდელი, „პირველი მსოფლიო ომი“ , ჟურნალი-ჩემი სამყარო,2014.
https://www.gfsis.org/files/my-world/3/omi.pdf
7) Primary Documents - Explanatory Letter to Austria's Ultimatum to Serbia, 23 July 1914.
https://www.firstworldwar.com/source/austrianultimatum_letter.htm

You might also like