You are on page 1of 5

Რევოლუციები რუსეთში.

Ბრესტის ზავი და საქართველოს


საკითხი
Რუსეთის წარუმატებლობები I მსოფლიო ომში 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. Ფრონტზე განცდილ
არაერთ მარცხს თან ახლდა სურსათის ნაკლებობა, რუსეთის ეკონომიკა
კი მოწყვეტილი იყო ევროპულ ბაზრებს. Საყოველთაო სახალხო
მღელვარების დაწყებამდე ქვეყანაში არაორგანიზებული, სპონტანური
გაფიცვა მიმდინარეობდა. 23 თებერვალს პეტროგრადში (პეტერბურგში)
მოეწყო მასობრივი დემონსტრაცია რაც დაპირისპირებებში
გადაიზარდა. Დემონსტრანტები ითხოვდნენ ომის შეწყვეტასა და
მთავრობის შეცვლას. Პეტროგრადის გარნიზონის ჯარისკაცების
ნაწილიც შეუერთდა ამბოხს. Შექმნილ ვითარებაში 3 მარტს მეფე
ნიკოლოზ II გადადგა.

2 მარტს სამეფო ტახტი შესთავაზეს მისი ძმას, რომელმაც უარი


განაცხადა ასვლაზე. Ამგვარად დასრულდა რუსეთში მონარქიის
მრავალსაუკუნოვანი არსებობა. 1917 წლის 1 სექტემბერს რუსეთი
რესპუბლიკად გამოცხადდა. Საბედნიეროდ რევოლუციას დიდი
მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Პეტროგრადში შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელიც ძირითადად
ლიბერალი პოლიტიკოსებისგან შედგებოდა, უპირველეს ყოვლია,
კონსტიტუციონალისტ-დემოკრატების პარტიის წევრებისგან.
Პარალელურად გაიმართა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს
პირველი არჩევნები. Საბჭოებში დომინირებდნენ რსდმპს ზომიერი
ფრთის - მენშევიკების და სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიების
წარმომადგენლები. Საბჭოს თავმჯდომარე გახდა მენშევიკი კარლო
ჩხეიძე. Ქვეყნის მაშტაბით დაიწყო საბჭოების ჩამოყალიბება. Რსდმპ-ის
რადიკალური ფრთა - ბოლშევიკები თავდაპირველად უმცირესობაში
იყვნენ ხოლო შემდეგ პირიქით. Ამგვარად, რუსეთში დროებითი
მთავრობა და საბჭოები ერთმანეთის პარალელურად მოღვაწეობდნენ.
Პეტროგრადის საბჭო გამოსცემდა თავის კანონებსაც. Ქვეყანაში
ფაქტობრივად დამყარდა ორხელისუფლებიანობა.
Დროებით მთავრობას მუშაობა მეტად რთულ პირობებში უწევდა,
ისინი არ აპირებდნენ რუსეთის გამოვანას ომიდან, არადა ვითარება
უფრო და უფრო მძიმდებოდა ფრონტზე. Მძაფრდებოდა ანტისაომარი
განწყობილება. Ამას მოჰყვა ომის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა
მანიფესტაციებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება.
Ფრონტზე, სამხედრო მინისტრის, კერენსკის მიერ დაგეგმილი შეტევა
წარუმატებელი აღმოჩნდა. Მიუხედავად ბრუსილოვის, რუსეთის არმიის
ყველა ნიჭიერი გენერლის, გამარჯვებებისა, ომში რუსეთის მარცხის
გარდაუვალობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. Ჯარისკაცები უკვე
უარს ამბობდნენ ფრონტზე გამგზავრებაზე. Დროებით მთავრობას კი
ძალა არ ჰყოფნიდა რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად. Მისი
დღეები უკვე დათვლილი იყო. Ბოლშევიკები მიიჩნევდნენ რომ
დროებითი მთავრობის დამხობა აჯანყებით შეუძლებელი იყო. Თუმცა
მალე მდგომარეობა შეიცვალა.
Სექტემბერში პეტროგრადის მუშათა ჯარისკაცთა საბჭოში
ბოლშევიკებმა უკვე უმრავლესობა შეადგინეს. Საბჭოს თავმჯდომარე
გახდა ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი ლევ ტროცკი. Ბოლშევიკები
ასევე უმრავლესობა გახდნენ მოსკოვის საბჭოშიც. Მათი ზეგავლენა და
რიცხვი მატულობდა სხვა საბჭოებში.

Ბოლშევიკთა ამბოხი დაიწყო 6-7 ნოემბერს ღამით, (თანამედროვე


სტილით ოქტომბერში, ამიტომ ეწოდა ოქტომბრის რევოლუცია).
Ბოლშევიკთა შეიარაღებულმა რაზმებმა - წითელგვარდიელებმა
წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს პეტერბურგში ხიდები, რკინიგზის
სადგურები, ცენტრალური ბანკი და ა.შ სანამ საბოლოო და წარმატებულ
შეტევას განახორციელებნდენ დროებითი მთავრობის შტაბ-ბინაზე -
ზამთრის სასახლეზე.
Საბჭოთა ოფიციალური პროპაგანდისტული ფილმები შემდგომ ამ
მოვლენას ,,გმირული” კუთხით წარმოაჩენდნენ, თითქოს ბოლშევიკები
თავგანწირვით ახორციელებდნენ ამ აქტს. Სინამდვილეში მხოლოდ
იუნკერთა რამდენიმე ბატალიონმა გაუწია წინააღმდეგობა
წითელგვარდიელებს, Პეტროგრადში განლაგებული საჯარისო
ნაწილების უმრავლესობა ან ამბოხებულებს მიემხრო, ან ნეიტრალური
დარჩა. Ამბოხებას მცირე მსხვერპლი მოჰყვა, მხოლოდ 5 ადამიანი
დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ათეული. Ამბოხების დროს ყველაფერი
განაგრძობდა მუშაობას მაღაზიებით დაწყებული, თეატრებით
დამთავრებული. X საუკუნის ამ იტორიული მოვლენის მიმდინარეობა
გარე სამყაროსთვის საერთოდ უცნობი დარჩა. Ნოემბერში ჩატარდა
დამფუძნებელი კრების არჩევნები. Ეს საკანონმდებლო ორგანო უნდა
გამხდარიყო რუსეთის მომავლის მთავარი განმსაზღვრელი - მას უნდა
მოემზადებინა ქვეყნის კონსტიტუცია.
Არჩევნები ბოლშევიკებისათვის არასასურველი შედეგით
დასრულდა. Ყველაზე მეტი ადგილი მიიღო სოციალისტ-
რევოლუციონერთა პარტიამ, მეორე ადგილზე გავიდნენ ბოლშევიკები.
Ბოლშევიკებს არაფრის დიდებით არ სურდათ ხელისუფლების
სადავეების ხელიდან გაშვება. Ნოემბერშივე პეტროგრადის მუშათა და
ჯარისკაცთა საბჭომ აიღო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია და შექმნა
სახალხო კომისართა საბჭო. Ამ საბჭოს თავმდჯომარე გახდა ვლადიმირ
ლენინი.

1918 წლის 6 იანვარს ბოლშევიკებმა სამხედრო ძალის გამოყენებით


დაშალეს დამფუძნებელი კრება. Პეტროგრადის საბჭოს თავმდჯომარემ
ლევ ტროცკიმ კი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ყველგან რუსეთში
ხელისუფლების მთავარი ორგანო საბჭოები ხდებოდა. Ამგვარად
დაამყარეს საკუთარი მმართველობა ბოლშევიკებმა (მალე პარტიამ
სახელი შეიცვალა და მას რუსეთის კომუნისტური პარტია ეწოდა).
Ბოლშევიკებს რუსეთში ხელისუფლების ხელში აღების შემდეგ იმედი
ჰქონდათ, რომ რევოლუციური პროცესები დაიწყებოდა მთელ ევროპაში,
მაგრამ ასე არ მოხდა.
Მშვიდობა, რომლის დამყარებასაც ისინი მოსახლეობას დაჰპირდნენ,
აუცილებლობას წარმოადგენდა არმიისა და გლეხობის
დასაშოშმინებლად. Ბოლშევიკებს ხელი უნდა მოეწერათ სამშვიდობო
ხელშეკრულებისათვის : გამოეყენებინათ მოლაპარაკებები იმისთვის,
რომ ემხილათ ,,ბურჟუაზიული მთავრობები” ტერიტორიულ
ექსპანსიონიზმში, მაგრამ იმავედროულად არ ეჩვენებინათ, რომ
იჭერდნენ ცენტრალური სახელმწიფოების მხარეს.

Ბრესტის ზავი და საქართველოს საკითხი :


Დროებით ზავს გერმანიასთან ხელი მოეწერა 15 დეკემბერს და
დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. Გერმანელთა მოთხოვნები
საკმაოდ მძიმე იყო - პოლონეთი, ლიტვა და ბელარუსია გერმანიის ჯარის
მიერ ოკუპირებული უნდა დარჩენილიყო, შესაბამისად ჩამოშორდებოდა
რუსეთს. Ბოლშევიკებს გაუჭირდათ გადაწყვეტილების მიღება,
საბოლოოდ კი, გაიმარჯვა ტროცკის საკმაოდ ბუნდოვანმა პოზიციამ,
რომლის თანახმადაც, რუსეთი უარს ამბობდა ახალი შეტევა წამოეწყო
და სწრაფად წაიწია წინ უკრაინაში. Ბოლშევიკები უკვე გარდაუვალ
მდგომარეობაში აღმოჩნდენ და გაიზიარეს ლენინის პოზიცია ზავის
დაუყონებლივ, პირობების წამოყენების გარეშე, ხელმოწერის შესახებ.
1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვკსში ბოლშევიკებმა ხელი მოაწერეს
საზავო ხელშეკრულებას, რითაც დაკარგეს ტერიტორიები თუმცა
შეინარჩუნეს მთავარი - ხელისუფლება.
Ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა გერმანიის
მოკავშირე თურქეთიც. Ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე,
რუსეთმა იტვირთა ვალდებულება გამოეყვანა თავისი ჯარები აღმ.
Ანატოლიიდან და ასევე ბათუმიდან. Ამ რეგიონების ბედი კი
ადგილობრივი მოსახლეობის ნების საფუძველზე, თურქეთისა და
მეზობელი ქვეყნების შუამავლობით უნდა გადაწყვეტილიყო. Ისიც
აღსანიშნავია, რომ გერმანია არ იყო დაინტერესებული ოსმალეთის
ყველა მოთხოვნის შერულებებით, მაგრამ საბოლოო ჯამში, მიღებული
კომპრომისული ვარიანტი სწორედ ოსმალეთის ინტერესებს პასუხობდა.
Სადავო რეგიონების თურქეთისთვის მინიჭება პრაქტიკულად მისთვის
ტერიტორიების დათმობას ნიშნავდა. Თურქ ისტორიკოსებს მიაჩნიათ,
რომ თურქეთის დელეგაციამ ბრესტ-ლიტოვსკის კონფერენციაზე
დიპლომატიურ გამარჯვებას მიაღწია.

Მნიშვნელოვანი თარიღები :

Თებერვლის რევოლუცია - (1917. 23 თებერვალი 3 მარტი)


Ნიკოლოზ II გადადგომა - (1917. 3 მარტი)
Რუსეთი ცხადდება რესპუბლიკად - (1917. 1 სექტემბერი)
Ოქტომბრის რევოლუცია - (1917. 24-25 ოქტომბერი)
Დამფუძნებელი კრების დაშლა ბოლშევიკების მიერ - (1918. 6 იანვარი)
Ბრესტის ზავი - (1918. 3 მარტი)
Ლევ ტროცკი - (1879-1940)
Ვლადიმერ ლენინი - (1870-1924)

You might also like