You are on page 1of 5

35. რომელ წელს მოხდა ყირიმის ომი.

მიუთითეთ ყირიმის ომის გამომწვევი

მიზეზები და შედეგები:

ყირიმის ომი მიმდინარეობდა 1853-56 წლებში. რუსეთი vs ბრიტანეთი, საფრანგეთი და


ოსმალეთი. ომის დაწყების ერთ-ერთი საბაბი იყო რელიგიური ნიშნის. ნიკოლოზი
მოითხოვდა სულთანს მისთვის მიენიჭებინა „ქრისტიანობის დამცველის ტიტული“,
თუმცა სულთანმა ეს წინადადება არ მიიღო. ამის შემდგომ რუსეთმა სცადა დაეკავებინა
ბალკანეთის ტერიტორია, რომელიც ოსმალეთს ეკუთვნოდა.

ომის დამთავრების შედეგად ევროპაში იქმნება ახალი ძალთა ბალანსი. ჩანს, რომ რუსეთი
წინააღმდეგობას ვერ უწევს სხვა ევროპულ სახელმწიფოებს და აუცილებელია
ცვლილებები. ინგრევა მეტერნიხის სისტემა, რასაც მოსდევს 20 წლიანი კონფლიქტი
ევროპაში. ამის შედეგად ახალი ძალა ჩნდება ევროპაში, საფრანგეთი კარგავს მოწინავის
სტატუსს და მას ანაცვლებს გერმანია. ფრანგული raison d’etat იცვლება გერმანული real
politik-ით.

36. 1870-1871 წ.წ ფრანკო-პრუსიული ომის შემდგომ როგორი ძალთა ბალანსი

ჩამოყალიბდა ევროპაში?

ფრანკო-პრუსიულ ომში კოალიციურმა გერმანიამ, პრუსიის მეთაურობით დაამარცხა


საფრანგეთი. ომმა დაასრულა საფრანგეთის ჰეგემონია ევროპაში და მოგვცა
გაერთიანებული გერმანია. ფრანკფურტის საზავო ხელშეკრულების მიხედვით, გერმანიამ
დაიკავა საფრანგეთის ორი მნიშვნელოვანი რეგიონი, ელზასი და ლორანიის ნაწილი.
საფრანგეთს დაეკისრა 5 მილიარდი ფრანკის გადახდა, სანამ ის ვალს არ გადაიხდიდა
გერმანული ძალები საფრანგეთის ჩრდილოეთ პროვინციებს დაიკავებდნენ. ბისმარკის
გეგმის მთავარი ნაწილი განხორციელდა 1971 წლის 18 იანვარს, როდესაც პრუსიამ
გერმანიის იმპერატორი გამოაცხადა ვერსალში. ფრანკო-პრუსიულ ომს უფრო
მნიშვნელოვანი შედეგებიც მოჰყვა. პირველ რიგში ჩამოყალიბდა საფრანგეთის მესამე
რესპიბლიკა და გაერთიანებული გერმანია. ნაპოლეონ მესამის დაცვის გარეშე პაპის
რეზიდენცია (papal states) იტალიამ დაიკავა, შესაბამისად იტალიაც საბოლოოდ
გაერთიანდა. პრუსიული მილიტარიზმის პოპულარობა კიდევ უფრო მყარდება და ძალას
ინარჩუნებს 1945 წლამდე. გერმანიას გააჩნია ძლიერი იმპერიალისტური ამბიციები,
რომელმაც საბოლოოდ კაცობრიობა მსოფლიო ომებამდე მიიყვანა.

37. როგორი იყო ძალათა ბალანსი ევროპასა და მსოფლიოში პირველი მსოფლიო


ომის

წინ:

გერმანიას სურდა სხვა ევროპული სახელმწიფოების მსგავსად მოეპოვებინა


კოლონიები აზიასა და აფრიკაში, საფრანგეთს უნდოდა ელზასისა და ლორენის
დაბრუნება, ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი , აშშ და იაპონია
ცდილობდა საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ბალკანეთის ნახევარკუნძული
ეკუთვნოდა ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც რაღაც ამბიციები
ჰქონდათ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც საკუთარი ტერიტორიების გაფართოება
სურდათ.
38. მიუთითეთ პირველი მსოფლიო ომის დაწყების თარიღი და გამომწვევი
მიზეზები:

პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა 1914-18 წლამდე. მსოფლიო ომის დაწყების


საბაბი გახდა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის, ფრანც ფერდინანდის მკვლელობა
სარაევოში. მთავარი მიზეზი მაინც გერმანიის იმპერიალისტური ამბიციები, ბალკანეთის
რეგიონში დაძაბულობა იყო.

39. მიუთითეთ პირველი მსოფლიო ომში მონაწილე მხარეები (ჩამოთვალეთ

ძირითადი ქვეყნები):

ცენტრალური სახელმწიფოები=> გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, ოსმალეთი, ბულგარეთი.


ანტანტა=>საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, 1917 წლიდან აშშ, იტალია.

40. რომელ წელს შეიქმნა ერთა ლიგა და რომელი ქვეყნები იყვნენ აღნიშნული

ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები

ერთა ლიგა დაარსდა 1920 წელს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების
ინიციატივით. 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე განიხილეს
ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომელიც დაიცავდა მშვიდობას, კოლექტიური დაცულობა
ახალი ტერმინი გაჩნდა მსოფლიო ომის შემდეგ. მთავარი მონაწილეები იყვნენ: ვუდრო
ვილსონი (აშშ), ლოიდ ჯორჯი (დიდი ბრიტანეთი), ორლანდო ვიტორიო (იტალია), ჟორჟ
კლემანსო (საფრანგეთი).

41. როდის ჩაერთო აშშ პირველ მსოფლიო ომში და როგორი იყო მისი როლი
ერთა

ლიგის ჩამოყალიბებაში:

აშშ პირველმ მსოფლიო ომში 1917 წელს ერთვება. 1915 წელს გერმანელებმა ჩაძირეს გემი
„ლუზიტანია“, რომელზეც 128 ამერიკელიც იმყოფებოდა, შემდგომში გამოაშკარავდა
ციმერმანის დეპეშაც, რომლის მიხედვითაც გერმანია მექსიკას ალიანსს სთავაზობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვილსონის ინიციატივა იყო ერთა ლიგის შექმნა აშშ ერთა ლიგის
წევრი არ გამხდარა.

42. როგორი იყო ძალათა ბალანსი ევროპაში პირველი მსოფლიო ომის


დასრულების

შემდეგ (რომელი ახალი ქვეყნები შეიქმნა ევროპაში და რომელმა იმპერიებმა

დაასრულეს არსებობა):

პირველმა მსოფლიო ომმა 4 მთავარი იმპერია გააქრო=> გერმანია, რუსეთი, ავტრია-


უნგრეთი და ოსმალეთი. აღმოსავლეთ ევროპაში კი იქმნება ახალი სახელმწიფოები=>
ავსტრია, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია.

43. როგორი იყო 1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები.

(საქართველოში არსებული ვითარება ხელშეკრულების გაფორმებამდე და

შემდეგ)
იმ პერიოდისთვის საქართველოზე კონტროლის დამყარება ნიშნავდა მთელ სამხრეთ
კავკასიაზე კონტროლს, ამიტომაც ქვეყანა დაპირისპირებული მხარეების (რუსეთი ,
ირანი, ოსმალეთი) მთავარი ობიექტი იყო. ერეკლემ საბოლოოდ გადაწყვიტა
რუსეთისკენ შემობრუნება, რისი მიზეზიც იყო ის რომ იგი ამ გზით იმედოვნებდა
მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას.

ტრაქტატის მიხედვით, ქართლ-კახეთი უარს ამბობდა ირანის თუ სხვა რომელიმე


ქვეყნისადმი დაქვემდებარებაზე და ამიერიდან აღიარებდა მხოლოდ რუსეთის
პროტექტორატს. ქართლ-კახეთის სამეფო საკუთარ საგარეო პოლიტიკას
წარმართავდა რუსეთის მხარესთან შეთანხმებით და მისი დასტურით . საომარი
მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო ძალები
რუსეთის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ და ა.შ. საბოლოო ჯამში , სასურველი შედეგი
არ მოუტანა საქართველოს ტრაქტატმა და რუსეთის იმპერიის მიზნების მსხვერპლად
იქცა.

44. რომელ წელს გაფორმდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავი (ზუსტი თარიღი). რომელი

ქვეყნები იღებდნენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში გაფორმებამდე და


შემდეგ):

ბრესტ-ლიტოვსკის ზავი დაიდო 1918 წლის 3 მარტს, მონაწილეობდნენ საბჭოთა

რუსეთი და მეორე მხარე იყო, გერმანია, ბულგარეთი, ოსმალეთი და ავსტრია -უნგრეთი .


ზავის შედეგად რუსეთი ოფიციალურად გამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან და
თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები.

45. რა პროცესი უძღვოდა (რა ვითარება იყო საქართველოში) 1918 წლის 26 მაისს,

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას. (ამის აზრზე არ ვარ)

ჯერ არსებობდა ოზაკომი (ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი ), რომელიც


რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ იყო შექმნილი. შემდეგ შეიქმნა ამიერკავკასიის
დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, მოიწვიეს სეიმი (პარლამენტი ), რომლის
თავმჯდომარედ დანიშნეს კარლო ჩხეიძე, სეიმი იყო ამ რეგიონის რუსეთისგან
გამოყოფის მანიშნებელი, თუმცა ეს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. 1918
წლის 22 აპრილს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. შედიოდა საქართველო, სომხეთი
და აზერბაიჯანი. ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოიკვეთა ინტერესთა
დაპირისპირება. გერმანული ორიენტაციის საქართველოს, ინგლისური ორიენტაციის
სომხეთისა და თურქული ორიენტაციის აზერბაიჯანის არსებობა ერთ სახელმწიფოში
შეუძლებელი იყო. ამას გარდა, ჰქონდათ სასაზღვრო/ტერიტორიული დავა.
ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა 1918 წლის 26 მაისს, 15 საათზე
გამოაცხადეს რესპუბლიკა დაშლილად. 16 საათსა და 50 წუთზე იმავე დარბაზში გაიხსნა
საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა და ნოე ჟორდანიას მიერ “საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტის” გაცნობის შემდეგ გამოცხადდა საქართველოს
დამოუკიდებლობა.

46. როგორი ვითარება იყო 1918-1921 წლებში საქართველოში, პირველი


რესპუბლიკის დროს (მიღწევები; გამოწვევები; სირთულეები;)

1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1919 წელს


ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო
ორგანოს, დამფუძნებეი კრების საყოველთაო არჩევნები. არჩევნებში დიდი
უპირატესობით გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატებმა. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო
სასამართლო რეფორმების განხორციელება და უზენაესი სასამართლოს - სენატის
შექმნა. ჩამოყალიბდა ეროვნული ვალუტა ბონი და სახელმწიფო ბანკი. 1921 წლის 21
თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის
კონსტიტუცია, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ პროგრესული იყო. სამწუხაროდ ,
საქართველოს არ მოუხდა ამ კონსტიტუციის შესაბამისად ცხოვრება. რადგან
მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ თბილისი XI წითელმა არმიამ დაიკავა. მრეწველობის
ასამუშავებლად მთავრობამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე გააკეთა აქცენტი . 1918
წლის ზაფხულიდან გერმანული კაპიტალის დახმარებით დაიწყო ჭიათურის მანგანუმის
ამოღება და სახელმწიფო მონოპოლიად გამოაცხადა. საქართველოს ეკონომიკის
სწრაფ რეაბილიტაციას ხელს უშლიდა ის რომ, ქვეყანა არ იყო საერთაშორისოდ
აღიარებული. ყველა უფრთხოდა რუსეთის მიერ მის ხელახალ ოკუპაციას სწორედ ამის
გამო უცხოელი კაპიტალისტები ერიდებოდნენ საქართველოს მრეწველობაში
კაპიტალის დაბანდებას. ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის მთავარი
პრობლემა იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სეპარატიზმი ,
რომელსაც ხელს უწყობდა რუსეთი და ოსმალეთი. 1921 წელს საქართველოს
სამწლიანი დამოუკიდებლობა საბჭოთა ოკუპაციით შეიცვალა.

47. როგორი იყო 1920 წლის 7 მარტს საქართველოსა და რუსეთს შორის

გაფორმებული (მოსკოვის) ხელშეკრულების შედეგები.

მოსკოვის ხელშეკრულება დაიდო საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ


რესპუბლიკას შორის. საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა,
სანაცვლოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ქვეყნის ტერიტორიაზე საბჭოთა
რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ჯარები არ უნდა განელაგებინა,
ამასთან ერთად არ უნდა შეზღუდულიყო ბოლშევიკური პარტიების საქმიანობა.

48. რომელ წელს გაფორმდა ყარსის ხელშეკრულება (მიუთითეთ წინა პირობა,

მმონაწილე მხარეები და შედეგები):

ყარსის ხელშეკრულება გაფორმდა 1921 წელს, თურქეთსა და ამიერკავკასიის


რესპუბლიკების, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ და სომხეთის სსრ-ს შორის.
საქართველოს მხოლოდ დარჩა აჭარა და ქ. ბათუმი, თურქეთმა მიიღო ართვინის და
არტაანის ოკრუგი, ხოლო სომხეთს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმირი და დაიტოვა
ყარსი. ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის
დადებულ მოსკოვის ხელშეკრულებას, რომელიც ასევე ეხებოდა ამიერკავკასიაში
ტერიტორიების გადანაწილების საკითხს.

49. რა მიზანს ისახავდა 1923 წელს საფრანგეთისა და ბელგიის მიერ რურის


რეგიონის
(გერმანია) ოკუპაცია:

გერმანიიის დასუსტებას, იგი არ იხდიდა რეპარაციებს, ეს გახდა რურის რეგიონის

ოკუპაციის მიზეზი.

50. რომელ წელს გაფორმდა ლოკარნოს (შვეიცარია) ხელშეკრულება და რა


შედეგი

იყო მიღწეული:

გაფორმდა 1925 წელს გერმანიას, საფრანგეთს, ბელგიას, იტალიასა და დიდ

ბრიტანეთს შორის. გერმანიამ ფორმალურად აღიარა საკუთარი დასავლეთ საზღვარი ,


რომელიც ვერსალის ხელშეკრულებით იყო დადგენილი.

51. ქრონოლოგიურად მიუთითეთ 1933 წლიდან 1939 წლის ჩათვლით გერმანიის

მიერ განხორციელებული ქმედებები ევროპაში (მეზობელი ქვეყნების მიმართ

განხორციელებული აგრესიის ჩათვლით)

1934 - პოლონეთთან გაფორმდა ხელშეკრულება; 1936 - გაფორმდა მოკავშირეობის


ხელშეკრულება იტალიასა და გერმანიას შორის; 1936 - ჰიტლერმა დაიწყო ესპანეთის
სამოქალაქო ომში ნაციონალისტების დახმარება; 1938 - ავსტრიის ანექსია, ანუ
ანშლუსი; 1938 - ჩეხოსლოვაკიის ანექსია; 1939 - პოლონეთში შეჭრა.

52. რა შედეგით დასრულდა 1938წლის სექტემბერში, ქ. მიუნხენში გაფორმებული

შეთანხმება (მიუთითეთ მონაწილე მხარეები):

1938 წლის მიუნხენის შეთანხმების შედეგად გერმანიას ჩეხოსლოვაკია და

სუდეტის ოლქი გადაეცა. მხარეებს საფრანგეთი, გერმანია, იტალია და დიდი

ბრიტანეთი წარმოადგნდნენ.

53. რომელ წელს გაფორმდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი (მიუთითეთ


შედეგები):

1939 წლის 23 აგვისტო თავდაუსხმელობის პაქტი. შეთანხმება დაარღვია გერმანიამ,


როდესაც თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.

You might also like