You are on page 1of 54

ვარიანტი I

1. ნაპოლეონის მიერ ეგვიპტის დაპყრობა და კაიროს პირველი აჯანყება.

საფრანგეთმა, რომელმაც მე-18 ს-ში დაკარგა თავისი კოლონიები ინდოეთსა და დასავლეთ

ნახევარსფეროში, ცდილობდა აენაზღაურებინა დანაკარგები აქტიური პოლიტიკით
ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. სამხედრო ექსპედიციის მოწყობა გადაწყდა
ინდოეთში. ვინაიდან ინდოეთისკენ გზა გადიოდა არაბულ ქვეყნებზე,მთავარ ამოცანად
იქცა ეგვიპტის ხელში ჩაგდება. ეგვიპტის დაპყრობას უნდა შეეწყო ხელი აღმოსავლეთთან
ვაჭრობისთვის და ფრანგული საქონლის ბაზრების დაარსებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტალეირანმა და ნაპოლეონმა დაარწმუნეს დირექტორია, რომ

ინგლისის დასამარცხებლად ეგვიპტის დაპყრობა ერთადერთი გზა იყო. 1798 წლის 5
მარტს დირექტორიამ მიიღო გადაწყვეტილება ლაშქრობის მოწყობის და მთავარსარდლად
დანიშნა ნაპოლეონი, რომელიც თავადვე არჩევდა გამოცდილ ოფიცრებს, რომელთა ასაკი
არ ღემატებოდა 39 წელს.

1798 წლის 19 მაისს ნაპოლეონის არმია გავიდა ტულონიდან. 30ივნისს ალექსანდრიაში

შევიდა და 2ივლისს ქალაქი მათ ხელში გადავიდა. აქ გუბერნატორად დატოვა კლებერი,
თავად კი ნილოსის გავლით კაიროსკენ წავიდა.1798 წლის 21 ივლისს სოფელ იმბაბასთან
მოხდა გადამწყვეტი შეტაკება ფრანგებსა და მამლუქებს შორის, რომელიც ისტორიაში
შევიდა, როგორც ,,ბრძოლა პირამიდებთან.“აქ გამოჩნდა ნაპოლეონის არმიის
უპირატესობა მამლუქთა შუა საუკუნეების ტრადიციებზე აგებულ მხედრობაზე
გამოვლინდა.მეორე დღეს ნაპოლეონი ეგვიპტის დედაქალაქში შევიდა.

,,მანიფესტში,“ რომელიც ნაპოლეონის უშუალო მონაწილეობით იქნა შედგენილი, ნათქვამი

იყო, რომ ფრანგები სულთნისა და ისლამის მეგობრები იყვნენ და მიზნად ისახავდნენ
ეგვიპტელი ხალხის გათავისუფლებას ქართველი და კავკასიელი მონების რეჟიმისგან.
პირამიდებთან განცდილი მარცხის შემდეგაც მამლუქები კვლავ რჩებოდნენ სამხედრო
ძალად, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ფრანგებისთვის.

1798 წლის 1 აგვისტოს აბუკირთან ბრიტანეთის ესკადრამ ადმირალ ნელსონის

მეთაურობით გაანადგურა საფრანგეთის ფლოტი. ამას დაემთხვა ურთიერთობის
გამწვავება ოსმალეთთან, რასაც მოჰყვა სულთან სელიმ III-ის მიერ საფრანგეთისთვის ომის
გამოცხადება. თავისი ქვეყნისგან მოწყვეტილი ნაპოლეონი არმიის შესანახად იძულებული
გახდა გაეტარებინა მოსახლეობისთვის მძიმე ფისკალური პოლიტიკა, რაც ხშირად აშკარა
ძალადობის ხასიათს იღებდა.1798 წლის ოქტომბერში კაიროში დაიწყო დიდი
მღელვარება, რომელიც გამოიწვია დივანის ახალმა დადგენილებამ გადასახადებთან
დაკავშირებით. განსაკუთრებით ღარიბი ფენები გამოდიოდნენ შეძახილით: ,,ალლაჰიმც
მოუტანს გამარჯვებას ისლამს“!
2. ბრიტანეთისა და ეგვიპტის ექსპანსია სუდანში და კონდომინიუმის რეჟიმის
წარმოქმნა.

XIX საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ისეთი მოვლენები,რამაც გადაწყვიტა მაჰდისტების

ბედი. 1896 წელს მაიორ მარშანის მეთაურობით ფრანგებმა დაიკავეს ბაჰრ ალ-ღაზალი
სამხრეთ სუდანში და გაუმეზობლდნენ მაჰდისტებს. გარდა ამისა, ფრანგებმა გადაწყვიტეს
რკინიგზის გაყვანა ჯიბუთიდან ადის-აბებას მიმართულებით, რაც დიდი გეგმის ნაწილი
იყო და გულისხმობდა ცენტრალური აფრიკის გავლით ატლანტის ოკეანის 3 სანაპიროს
დაკავშირებას ინდოეთის ოკეანესთან. ასეთ ვითარებაში, ინგლისელებმა გადაწყვიტეს
თავისი ინტერესების დასაცავად სუდანში გაეგზავნათ ინგლის-ეგვიპტის სამხედრო
ექსპედიცია გენერალ კიტჩენერის სარდლობით. მაჰდისტების წინააღმდეგ გაემართა არმია,
რომელიც ითვლიდა 25 800 კაცს, მაშინ, როცა მის მოწინააღმდეგეს ჰყავდა 60 ათასამდე
მებრძოლი. ბრიტანელთა შორის იყო მომავალი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი.

1898 წლის 2 სექტემბერს ომდურმანთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა მაჰდისტებსა და

ეგვიპტის არმიას შორის. ცუდად შეიარაღებული სუდანელების წინააღმდეგ ინგლისელებმა
გამოიყენეს სამხედრო სიახლე – ტყვიამფრქვევი,რამაც მარცხი განაცდევინა
სუდანელებს.ბრიტანელი სარდლის ბრძანებით მიწასთან გაასწორეს მუჰამმად ალ-მაჰდის
მავზოლეუმი, რათა თავიდან აეცილებინათ ფანატიკოსი მორწმუნეების პილიგრიმობა .

1898 წლის სექტემბერში ინგლის-ეგვიპტის არმია შევიდა სამხრეთ სუდანში და აღმოჩნდა

ფრანგებთან პირისპირ ფაშოდასთან, მაგრამ შეტაკებამდე საქმე არ მივიდა: მაიორმა
მარშანმა მიიღო უკან დახევის ბრძანება. კონფლიქტი დამთავრდა 1899 წელს, როცა
ინგლისი და საფრანგეთი შეთანხმდნენ აფრიკის ამ რეგიონში სფეროების განაწილების
შესახებ. ამ შეთანხმებით, სუდანის დიდი ნაწილი ინგლისის გავლენის სფეროდ
გამოცხადდა.

3. არაბთა გაერთანებული საამიროები.

1971 წლის 2 დეკემბერს გამოცხადდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერაცია.

მასში თავდაპირველად შევიდა 6 საამირო, რა’ს ალ-ხაიმას გარდა, რომელიც ფედერაციის
წევრი გახდა 1972 წლის 10 თებერვალს. ახალმა ფედერაციამ მიიღო დროებითი
კონსტიტუცია 5 წლის ვადით. აბუ დაბის მმართველი — შაიხი ზაიდი გახდა ფედერაციის
პირველი პრეზიდენტი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი — დუბაის მმართველი შაიხი,
ალ-მაქთუმი.

1980 წლის სექტემბერში დაწყებულმა ირან-ერაყის ომმა გაამწვავა ვითარება სპარსეთის

ყურის რეგიონში.საამიროები, ერთის მხრივ, მხარს უჭერდნენ ერაყს,ხოლო მეორე მხრივ
ინარჩუნებდნენ ეკონომიკურ კავშირებს ირანთან. 1987 წლის ივნისში ქვეყანაში პირველად
დაიწყო შიდაპოლიტიკური კრიზისი. შაიხმა ‘აბდ ალ-‘აზიზმა სახელმწიფოს მეთაურის
არყოფნის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტოვებს თავის პოსტს, რადგანაც მან
„გაანადგურა ეკონომიკა”. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. საბოლოოდ
საკითხი გადაიჭრა კომპრომისით -ან-ნაჰაიანი აღდგა თავის უფლებებში, ხოლო შაიხი ‘აბდ
ალ-‘აზიზი გამოცხადდა მემკვიდრე პრინცად, რომელიც მოგვიანებით 6-ჯერ აირჩიეს
ახალი საპრეზიდენტო ვადით.1987-1988 წლებში საამიროებმა უფრო მჭიდრო
პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობა დაამყარა ამერიკასთან. 1995-1996 წლებში
საამიროებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები დადო აგრეთვე დიდ
ბრიტანეთთან და საფრანგეთთან.

2004 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და მმართველი

გახდა მისი უფროსი ვაჟი ხალიფა ბინ ზაიდ ან-ნაჰაიანი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების შემადგენლობაში შედის 7 საამირო: აბუ დაბი

ყველაზე მნიშვნელოვანი.2 დეკემბერი - ესაა ეროვნული დღესასწაული,ფედერაციის
გამოცხადების დღე.

4. არაბული ქვეყნები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

პირველი მსოფლიო ომის წინ არც ერთი არაბული ქვეყანა არ წარმოადგენდა

დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

პირველი მსოფლიო ომი შეეხო თითქმის ყველა არაბულ ქვეყანას, განსაკუთრებით კი

სირია-პალესტინასა და ჰიჯაზს, სადაც საომარი საქმიანობა გაიშალა. 1918 წლის 30
ოქტომბერს მუდროსის ყურეში ბრიტანეთის სამხედრო გემ ,,აგამემნონზე“ მოაწერეს
ხელი ,,მუდროსის ზავს’’.ოსმალური ადმინისტრაცია გაუქმდა ყველა არაბულ ქვეყანაში.

1920 წლის 19-26 აპრილს ქ. სან-რემოში შედგა ანტანტისა და მისი მოკავშირე ქვეყნების
კონფერენცია. დღის წესრიგში იდგა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის განაწილების
საკითხი. შეიქმნა ,,სამანდატო სისტემა’’,რომელიც გულისხმობდა ოსმალეთის ყოფილ
პროვინციებში ისეთი რეჟიმის შექმნას, რომელსაც ექნებოდა სახელმწიფოებრივი
ატრიბუტები, მაგრამ რეალური ძალაუფლება დარჩებოდა მანდატორი ქვეყნის ხელში და
რომლის მიხედვითაც ერაყი და პალესტინა ბრიტანეთის, ხოლო სირია და ლიბანი
საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიად გამოცხადდა.

ბრიტანეთის მანდატი ერაყზე დასრულდა 1932 წელს და ეს ქვეყანა გახდა პირველი

არაბული სახელმწიფო, რომელიც ერთა ლიგაში მიიღეს.

პალესტინაზე მანდატი ერთა ლიგამ 1922 წლის 24 ივლისს დაამტკიცა. მანდატის

თანახმად, პალესტინა მდინარე იორდანეს დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე
ტერიტორიებს მოიცავდა. ინგლისმა ერთა ლიგის თანხმობით 1922 წლის სექტემბერში
პალესტინიდან ცალკე გამოყო ავტონომიური ერთეული - ტრანსიორდანიის
საამირო,1923 წელს გამოცხადდა ტრანსიორდანიის საამიროს დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება ბრიტანეთის სამანდატო პალესტინას, ამ დროისთვის იგი კვლავ არაბულ

ქვეყნად დარჩა, ვინაიდან, ებრაელები აქ მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს შეადგენდნენ.
ვარიანტი II

1. ფრანგული ექსპედიცია ეგვიპტეში 1799 წლის შემდგომ და მისი შედეგები.

1799 წელს ფრანგები შეიჭრნენ სამხრეთ სირიაში და აკას ციხე-სიმაგრეს ალყა

შემოარტყეს.ორთვიანი წარუმატებელი ალყის შემდეგ ფრანგები იძულებულნი გახდნენ
ეგვიპტეში დაბრუნებულიყნენ.ფრანგების მდგომარეობა ეგვიპტეში უარესდებოდა. 1799
წლის ივლისში ოსმალეთის ჯარი აბუკირის ნახევარკუნძულს მიადგა, მაგრამ ნაპოლეონი
25 ივლისს თავს დაესხა მას და სასტიკად დაამარცხა. ამ გამარჯვებას უნდა
განემტკიცებინა ფრანგების პოზიცია ეგვიპტეში, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად
იმავე წლის 23 აგვისტოს მთავარსარდალმა უმაღლესი უფლებამოსილებანი გადასცა
გენერალ კლებერს. 1800 წლის იანვრის ალ-‘არიშის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო
საფრანგეთისა და ოსმალეთის წარმომადგენლებს შორის, გადაწყდა ფრანგების
მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტიდან, მაგრამ ინგლისელების პოზიციის გამო კლებერმა
უარი თქვა ეგვიპტიდან წასვლაზე, რამაც ახალი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე
წარმოშვა.

კაიროს მეორე, 1800 წლის აჯანყება მიმართული იყო ოსმალეთის მიერ პოზიციების
დაბრუნებისკენ.ამ დროს საფრანგეთმა პოზიცია შეცვალა და ექსპედიციამ ანტიოსმალური
ხასიათი მიიღო.ეს აჯანყება ოსმალეთისა და მამლუქების, ასევე ხალხის ინტერესებს
ემსახურებოდა.1800 წლის 15-დან 20 აპრილამდე კლებერმა შეძლო ჩაეხშო აჯანყება,
სასჯელის სახით კაიროელებს დიდი კონტრიბუცია შეაწერეს.

1800 წლის 14 ივნისს ოსმალების მიერ სირიიდან შემოგზავნილმა სულაიმან ჰალაბიმ

მოკლა გენერალი კლებერი. მკვლელი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი
სიკვდილით დასაჯეს, ხოლო საოკუპაციო რეჟიმს სათავეში ჩაუდგა გენერალი ჟაკ მენუ,
რომელმაც მანამდე მოსახლეობის გულის მოსაგებად ისლამი მიიღო და ცნობილი გახდა
‘აბდ ალლაჰის სახელით, მაგრამ საფრანგეთის რეჟიმის შესანარჩუნებლად კიდევ უფრო
მკაცრი ზომების მიღების მომხრე იყო.1801 წლის ზაფხულში ჩრდილოეთიდან
ინგლისელები გამოჩნდნენ, ხოლო აღმოსავლეთიდან ოსმალთა ჯარი დაიძრა, ფრანგების
მდგომარეობა ეგვიპტეში ფაქტობრივად უიმედო გახდა. იმავე წლის ივლისში
ინგლისელების მოთხოვნით ჯერ კაიროდან, შემდეგ კი ალექსანდრიიდან დაიწყო
საფრანგეთის გარნიზონების ევაკუაცია, ხოლო სექტემბერში არმიის დარჩენილი ნაწილიც
გემებით სამშობლოში დაბრუნდა. საფრანგეთმა დაკარგა არა მარტო ეგვიპტე, არამედ კ.
მალტა, იონიის კუნძულები, და ბოლოს, 1801 წლის 9 ოქტომბერს იძულებული გახდა ზავი
დაედო ოსმალეთთან.

საფრანგეთის ხანმოკლე საოკუპაციო რეჟიმის დროს ეგვიპტე გაეცნო ახალი ევროპის

ზოგიერთ ისეთ მიღწევას, რომგორიცაა მაგ: საბეჭდი მოწყობილობა და სტამბა.1798 წლის
29 ივლისს გამოვიდა სამხედრო ხელისუფლების გაზეთი ,,კურიე დ’ეჟიპტ“.1798 წლის 23
აგვისტოს შეიქმნა ე.წ. ,,ეგვიპტის ინსტიტუტი“ სწორედ ნაპოლეონის სამხედრო
ექსპედიციის შემდეგ ცნობილი ,,როზეტის ქვის“ წარწერის გაშიფვრით ცნობილმა ფრანგმა
მეცნიერმა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა საფუძველი ჩაუყარა ეგვიპტოლოგიას. ამ
ყველაფერს თან ახლდა უბედური შემთხვევები, ომში მეცნიერთა დიდი ნაწილი დაიღუპა.

2. ეგვიპტის გამგებლობა სუდანში.

1820 წელს მუჰამად ალის არმიამ დაიწყო სუდანის ტერიტორიის დაპყრობა ისმაილ ფაშას
მეთაურობით.ეგვიპტელებისთვის სუდანი წარმოადგენდა უზარმაზარ ტერიტორიულ
შენაძენს,რესურსების წყაროს. ლაშქრობა წარმატებულად დაიწყო, მაგრამ მალევე დაიწყო
რეპრესიები ისმაილ ფაშას მკვლელობის გამო. 1839 წელს სუდანში ჩავიდა თავად
მუჰამმად ‘ალი, რასაც მოჰყვა სამი დიდი სამხედრო ექსპედიცია სამხრეთ სუდანში.
ევროპელები აქტიურად მონაწილეობდნენ ეგვიპტელების მიერ ოკუპირებული
ტერიტორიის ადმინისტრაციულ მოწყობაში. მათ ცოდნას და გამოცდილებას იყენებდნენ
მუჰამმად ‘ალის მემკვიდრეებიც, კერძოდ ისმა‘ილი, რომელიც სულთანმა ოფიციალურად
აღიარა ეგვიპტისა და სუდანის ხედივად. 1880 წლისთვის ეგვიპტელების ხელში აღმოჩნდა
მთელი დღევანდელი სუდანი ჩრდილოეთ სომალისა და ჩადის საზღვრებამდე. წითელი
ზღვის სანაპირო ნავსადგურები და მდ.ნილოსი ასევე ეგვიპტის ხელში გადავიდა.

რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა ინგლისს. 1877 წელს ინგლისელი ჩარლზ

გორდონი დაინიშნა სუდანის გენერალ-გუბერნატორად, ხოლო გუბერნატორების პოსტები
გაინაწილეს სხვა ევროპელებმა,რამაც კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია. 1877-1880
წლების მიმდინარე აჯანყების ჩახშობა ინგლისელებმა დიდი გაჭირვებით შეძლეს.

XIX საუკუნის მიწურულს თანამედროვე სუდანის ტერიტორიაზე დაიწყო სახალხო

აჯანყება, რომელიც მიმართული იყო ოსმალების, ეგვიპტელებისა და ევროპელების
მმართველობის წინააღმდეგ. ამბოხებას სათავეში ჩაუდგა მუსლიმი მქადაგებელი მუჰამად
აჰმადი, რომელმაც თავი „მაჰდიდ“, ანუ მესიად.1883-1884 წლებში სუდანის ტერიტორიის
უდიდესი ნაწილი მაჰდისტებმა დაიკავეს.

1885 წელს, ფაქტობრივად, წარმოიქმნა მაჰდისტური თეოკრატიული ისლამური

სახელმწიფო, დედაქალაქით ომდურმანი.დამაარსებელი მაჰდი მალევე
გარდაიცვალა.ტახტი დაიკავა ალ-მაჰდის უახლოესმა თანამებრძოლმა – აბდ ალლაჰ იბნ
მუჰამადმა. მაჰდისტთა სახელმწიფოს მოუხდა არსებობა იმ პერიოდში, როდესაც
კოლონიების გადანაწილების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული.საბოლოოდ
უპირატესობა ინგლისელებმა მოიპოვეს.

3. ლიბია.

1951 წელს ლიბია გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 1969 წლამდე ქვეყანას

მართავდა მეფე იდრის I. ამ წლის 1 სექტემბერს ოფიცერთა ჯგუფმა კადაფის
ხელმძღვანელობით, ისარგებლა მეფის ვიზიტით თურქეთში, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება
და გამოაცხადა ლიბიის არაბთა რესპუბლიკა.ასეთი იოლი გზით ხელისუფლების მოპოვება
იმაზე მიუთითებდა, რომ მონარქიულმა რეჟიმმა თავისი დრო ამოწურა. კადაფი
დარწმუნდა, რომ მხოლოდ არმიაზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა და 1973 წელს ლიბიაში
დაიწყო ე.წ. „სახალხო კულტურული რევოლუცია”, რომელიც მიზნად ისახავდა ძველი
სახელმწიფო სტრუქტურის დანგრევას. პარალელურად გაჩნდა მმართველობის ახალი
ორგანოები — სახალხო კონგრესები და სახალხო კომიტეტები. 1977 წლის 3 მარტიდან
ლიბია იწოდება ასე: სოციალისტური სახალხო ლიბიის არაბული ჯამაჰირია. ეს იმას
ნიშნავდა, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა გადასცემოდა. პარლამენტი, მთავრობა,
პოლიტიკური პარტიები „ცრუ დემოკრატიად”გამოცხადდა, რომელთაც არ შეეძლოთ
ხალხის ინტერესების გამოხატვა.

1980-იან წლებში ლიბიამ კადაფის ხელმძღვანელობით დაიწყო „დასავლური

იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის დაფინანსება მსოფლიო
მასშტაბით. 1995 წელს ისლამისტებმა მოაწყეს არეულობები მთელ რიგ ქალაქებში,
ხელისუფლებამ მალევე ჩაახშო. 2002 წელს კადაფის იდეით შეიქმნა აფრიკის კავშირი.

2003 წელს, ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, კადაფმა იგრძნო სერიოზული
საფრთხე და უარი თქვა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე. მან დაუშვა ქვეყანაში
საერთაშორისო ექსპერტები და გამოთქვა სურვილი, ეტაპობრივად გადაეხადა კომპენსაცია
განხორციელებული ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახებისათვის, რაც დაასრულა 2008 წ 24
ოქტომბერს.

სამოქალაქო ომი საბოლოოდ 2011 წლის ოქტომბერში მუამარ კადაფის მკვლელობითა და

მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა

4. სადამ ჰუსეინის მმართველობა ერაყში.

1979 წელს ერაყის პრეზიდენტი გახდა სადამ ჰუსეინი. საპასუხისმგებლო პოსტებზე

პარტიაში, არმიაში და სახელმწიფო აპარატში ინიშნებოდნენ მხოლოდ ბაასის პარტიისა და
პირადად სადამ ჰუსეინის ერთგული პირები.

1979 წელს ირანის ისლამურმა რევოლუციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ერაყზე.

ოპოზიციურმა შიიტურმა თემმა დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები. 1980 წელს სადამ
ჰუსაინმა წამოიწყო ომი ირანთან. სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბი გახდა ირანის
უარი შეესრულებინა 1975 წლის ხელშეკრულების პირობები.

1988 წელს ირან-ერაყის ომი დასრულდა ერაყის დამარცხებით. ჰუსეინი მიისწრაფოდა

გადაექცია თავისი ქვეყანა სამხრეთის მსხვილ სახელმწიფოდ, რომელიც
დაუპირისპირდებოდა აშშ-ს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო სამხედრო
კონფლიქტი ერაყსა და ქუვეითს შორის. 1990 წლის აგვისტოში ერაყი თავს დაესხა
მეზობელ ქუვეითს.1991 წლის თებერვალში აშშ-მ ჩაატარა სამხედრო ოპერაციები
არაბეთის უდაბნოს რაიონებში კოდური სახელით — „უდაბნოს ქარიშხალი”, რომელიც 6
კვირას გაგრძელდა. ამერიკის ავიაციამ სწრაფად გამოიყვანა მწყობრიდან ერაყის
სამხედრო ქვედანაყოფები.
1991 წლის 28 თებერვალს ერაყმა კაპიტულაცია გამოაცხადა, რასაც მოჰყვა გაეროს
სანქციების გამკაცრება ქვეყანაში. 1991 წლის მარტში აჯანყდნენ შიიტები, რომლებმაც
დაიკავეს ვრცელი ტერიტორია. სადამ ჰუსეინმა უმოწყალოდ ჩაახშო შიიტების აჯანყება.
იმავე პერიოდში ერაყში აჯანყდნენ ქურთები, რასაც მოჰყვა ამერიკის არმიის შესვლა
ჩრდილოეთ ერაყში და იქ „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა. 1994 წელს ერაყმა ცნო
ქუვეითის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.1995 და 1998 წელს ამერიკამ და
დიდმა ბრიტანეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ერაყზე გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციის დარღვევის გამო.

2002 წლის იანვარში ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი „ბოროტების ღერძის”
დოქტრინის თანახმად ამერიკისა და მსოფლიოს მტრებად გამოაცხადა ის ქვეყნები, სადაც
ტარდებოდა მუშაობა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასა და წარმოებაზე.
ამერიკის პრეზიდენტმა „ბოროტების ღერძად” მიიჩნია ერაყი, ირანი და ჩრდილოთ კორეა.

2003 წლის 18 მარტს ჯორჯ ბუშმა ულტილატუმი წაუყენა სადამ ჰუსეინს — ან უარი
ეთქვა ხელისუფლებაზე და დაეტოვებინა ქვეყანა თავის ვაჟებთან ერთად 48 სთ-ის
განმავლობაში ან დაიწყებოდა სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ. სადამმა უარი
განაცხადა ქვეყნის დატოვებაზე. 2003 წლის 20 მარტს ერაყში სამხედრო მოქმედება
დაიწყეს ამერიკის და ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა, რომელთაც შეუერთდნენ სხვა
სახელმწიფოების სამხედრო ქვედანაყოფებიც. 2003 წლის 13 დეკემბერს სადამ ჰუსაინი
დააპატიმრეს. 2006 წლის 30 დეკემბერს სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩეს.

ვარიანტი III

1. მუჰამედ ალის მოსვლა ხელისუფლებაში.

ეგვიპტიდან ფრანგების არმიის ევაკუაციის შემდეგ გამარჯვებულთა ბანაკში:

ინგლისელებს, მამლუქებსა და თურქებს შორის დაიწყო განხეთქილება. 1803 წელს
საფრანგეთის ზეწოლით ინგლისის ჯარებმა დატოვეს ეგვიპტე. ამიენის საზავო
ხელშეკრულებით, ეგვიპტე დაუბრუნდა თურქეთის სულთანს. მიუხედავად ამისა, ინგლისი
და საფრანგეთი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ თავიანთი პოზიციები ამ ქვეყანაში და
ეყრდნობოდნენ მამლუქთა ორ სხვადასხვა დაჯგუფებას.

ეგვიპტის ისტორიაში ახალი პერიოდი დაკავშირებულია ალბანელთა კორპუსის მეთაურთან

– მუჰამედ ალისთან. 1803 წელს კაიროში ძალაუფლება კვლავ აიღეს მამლუქებმა. მაგრამ
1804 წელს კაიროში მათ წინააღმდეგ იფეთქა აჯანყებამ მუჰამედ ალის მეთაურობით,
რომელსაც მხარს უჭერდნენ ალ-აზჰარის შეიხები. მათ განდევნეს მამლუქები ქალაქიდან.
შეიხებმა ფაშად გამოაცხადეს ალექსანდრიის ოსმალო გამგებელი ხურშიდი, ხოლო მის
მოადგილედ - მუჰამედ ალი. კაიროს ოთხთვიანი დაცვის შემდეგ მუჰამედ ალიმ ზემო
ეგვიპტეში გააძევა მამლუქები. ხურშიდის საგადასახადო პოლიტიკით და ოსმალო
მეომრების ძალმომრეობს გამო კაიროს მოსახლეობა აუჯანყდა ხურშიდს და გააძევეს ის.
შეიხებმა ახლა ფაშად გამოაცხადეს მუჰამედ ალი. მალე მისი ძალაუფლება შეუზღუდავი
გახდა. 1811 წლის 1 მარტს მუჰამად ალიმ კაიროს ციტადელში აღლუმზე მიიპატიჟა 470
მამლუქი და ერთიანად გაჟლიტა ისინი. შემდეგ დახოცეს მამლუქთა მიმდევრები და
მამლუქთა სამხედრო ორგანიზაციამ არსებობა შეწყვიტა.

2. მამლუქთა ბატონობის დასასრული ერაყში.

XIX საუკუნის დამდეგს ერაყი ოსმალეთის იმპერიის პროვინცია იყო, მაგრამ სულთნის
ხელისუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან ფაქტობრივად, ქვეყანას
განაგებდნენ მამლუქები. დაუდ ფაშა იყო მათი უკანასკნელი წარმომადგენელი. სა‘იდ
ფაშას გამგებლობის დროს მას ბაღდადში რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა. მან
ისარგებლა ერაყში დაწყებული არეულობით და სტამბოლის თანხმობით შეძლო 1817 წლის
თებერვალში ბაღდადის ვალი გამხდარიყო. იგი 14 წელი განაგებდა თითქმის მთელ ერაყს.

დაუდ ფაშამ მოღვაწეობა დაიწყო მოწინააღმდეგეების დამარცხებით, შემდეგ, მან სცადა

უკონტროლო ჩრდილოეთ ერაყის შემომტკიცება, მაგრამ აქ ირანის წინააღმდეგობას
წააწყდა. აქ განცდილი მარცხის კომპენსაციისთვის რეპრესიებს მიმართა ან-ნაჯაფის და
ქარბალას მოსახლეობის მიმართ. საბოლოოდ მაინც შეძლო შემოემტკიცებინა
ქურთისტანი და სამხრეთ ერაყი.

1824 წლიდან ფრანგი და ინგლისელი ოფიცრების დახმარებით მან შექმნა 30 ათასიანი

კარგად აღჭურვილი და არტილერიით შეიარაღებული არმია.დაუდ ფაშა სამეურნეო
განვითარების მნიშვნელობას ხედავდა,დაუდის ინიციატივით ბაღდადში 1828-1829 წლებში
დაარსდა სტამბა, გაიხსნა ბიბლიოთეკები და სკოლები. აღსანიშნავია, რომ ბაღდადის
პირველი სტამბის გამართვაში მონაწილეობდა თბილისიდან მიწვეული სპეციალისტები. აქ
დაიბეჭდა ყურანი და მამლუქთა წიგნები.

1830 წლის შემოდგომაზე ბაღდადის ვალის თანამდებობაზე დაუდის ნაცვლად დაინიშნა

ჰალების გამგებელი ‘ალი რიზა. სამხედრო ექსპედიციის დაწყებას დაემთხვა ბაღდადში
დიდი წყალდიდობა და შავი ჭირის ეპიდემია, რამაც დაასუსტა დაუდ ფაშა, რომელიც
სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა,‘ალი რიზამ იგი ხაზგასმული პატივისცემით
მიიღო.1831 წლის 27 სექტემბერს ერაყის ყოფილი გამგებელი და მისი ოჯახი სტამბოლში
გაგზავნეს.

დაუდ ფაშას ბედი არ ყოფილა ძალიან ტრაგიკული.1841 წელს მან თავი დაანება
სახელმწიფო სამსახურს.ის მედინაში მოციქულის მავზოლეუმის ზედამხედველად დაინიშნა.
აქვე, მას გაუშენებია ბაღი, რომელიც ატარებდა მის სახელს ,,დაუდიე’’. გარდაიცვალა
მედინაში 1851 წელს 77 წლის ასაკში და იქვე დაკრძალეს ხალიფა ‘უსმანის საფლავის
პირდაპირ.

3. იემენი.
იემენის რესპუბლიკა მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ აღმოსავლეთ
ნაწილში. იემენი ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ტერიტორიაა. 525 წელს იემენი
აბისინიელებმა დაიპყრეს. ერთი დამპყრობელი მეორემ შეცვალა - 570 წელს სასანიანთა
ირანმა იემენი დაიპყრო და თავის პროვინციად გამოაცხადა. 628 წელს ბათჰანმა, იემენის
სპარსელმა გუბერნატორმა, აღიარა ისლამი. ამის შემდეგ დაიწყო იემენის ისლამიზაცია.

897 წელს იმამმა იაჰიამ ზაიდის საიმამო ჩამოაყალიბა.იაჰია იყო ხალიფა ალის
შთამომავალი და ალის პარტიის წარმომადგენელი. ზაიდის საიმამო სამხრეთ იემენში 1000
წელი არსებობდა - 1962 წლის რევოლუციამდე.

იემენის დაყოფა ჩრდილოეთად და სამხრეთად მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისმა 1839
წელს დაიპყრო ქალაქი ადენი და სამხრეთ იემენი, ხოლო 1872 წელს თურქებმა - სანა და
იემენის ჩრდილოეთი ნაწილი.

იემენის თანამედროვე ისტორია იწყება 1918 წლიდან. 1948 წელს იემენელ

ინტელექტუალებს ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა, რომელიც უშედეგოდ
დამთავრდა. იაჰია მოკლეს. ტახტზე ავიდა მისი შვილი - აჰმადი, რომელიც 14 წლის
განმავლობაში ტერორით მართავდა ჩრდილო იემენს. საბოლოოდ, ჩრდილოეთში
ჩამოყალიბდა იემენის არაბთა რესპუბლიკა.

სამხრეთით, სადაც გაბატონებულები იყვნენ ინგლისელები, პოლიტიკური განვითარება

სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა.

1972 და 1979 წლებში დააპირეს ძალით ქვეყნის გაერთიანება, რაც ორივეჯერ უშედეგოდ
დასრულდა. დაიწყო დაპირისპირება, რომელიც 1986 წელს იქამდე მივიდა, რომ სამხრეთ
იემენის პრეზიდენტი აბდულ-ფათახ ისმაილი მოკლეს.

რთული მდგომარეობა იყო ჩრდილოეთშიც.პრეზიდენტებს მუდმივად ცვლიდნენ.

სამხ.იემენი განუვითარებელი იყო, ჩრდილოეთი კი შემოსავალს ფულადი გზავნილებით
იღებდა, რაც ნავთობის შემცირებასთან ერთად შემცირდა.

1990 წლის 21 მაისს გაერთიანდა იემენი,ახალი პრეზიდენტი გახდა ჩრდილო იემენის

პრეზიდენტი - ალი აბდულაჰ სალეჰი, ვიცე-პრეზიდენტი კი - სამხრეთ იემენის ყოფილი
ხელმძღვანელი.1993 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად სუსტი იყო ამ
ქვეყნის ერთობა.

1994 წლის მაისში დაიწყო სამხრეთელებისა და ჩრდილოელების სამხედრო

დაპირისპირება,რაც 1994 წლის ივლისამდე გაგრძელდა და სამხრეთელების მარცხით
დასრულდა.

სამოქალაქო ომის შემდეგ იემენში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა,თუმცა

ეკონომიკა ვერ ვითარდებოდა.პირველი სიგნალი იმისა, რომ იემენში ვითარება მკვეთრად
გაუარესდა, იყო ტერორისტული აქტი, რომელიც 2000 წლის ოქტომბერში აშშ-ის
სამხედრო საზღვაო გემ „კოლზე“ მოხდა.

2004 წლიდან იემენის მთავრობასა და „ალაჰ ანსარის“ შორის დაიწყო სამხედრო

დაპირისპირება.

2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენები შეეხო იემენსაც, რაც პრეზიდენტის

ცვლილებით დასრულდა. 2014 წელს ეს გადაიზარდა სამოქალაქო ომში, რაც დღესაც
გრძელდება.

4. ეგვიპტე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ომის შემდგომ პერიოდში გამძაფრდა სოციალური წინააღმდეგობა.მრეწველობის

შემცირებამ განაპირობა უმუშევრობა.მძიმე დარტყმა იყო ეგვიპტისთვის მარცხი
ისრაელთან ომში 1948 წელს.

1952 წლის ღამით 22-დან - 23 ივლისზე ”თავისუფალი ოფიცრების” საიდუმლო

ორგანიზაციამ კაიროში მოახდინა სამხედრო გადატრიალება და დაამხო მეფე ფარუკი.
ძალაუფლება გადავიდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს ხელთ, რომელიც
შედგებოდა ოფიცერთა ორგანიზაციის წევრებისგან - ნაგიბისა და ნასერის
ხელმძღვანელობით. ეგვიპტე გამოცხადდა რესპუბლიკად.

რევოლუციის პირველსავე წლებში გამოიცა კანონი პოლიტიკური პოლიციის ლიკვიდაციის

შესახებ.გაუქმდა ტიტულები ”ფაშა” და ”ბეი”.განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1952
წლის 9 სექტემბერს მიღებულ კანონს აგრარული რეფორმის თაობაზე, რაც იყო პირველი
ასეთი რეფორმა მთელ არაბულ აღმოსავლეთში.

1953 წლის შუა ხანებში დაიწყო უთანხმოება ნაგიბსა და ნასერს შორის. ნასერმა გაიმარჯვა
ამ დაპირისპირებაში და 1954 წელს გახდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს
ხელმძღვანელი, ხოლო 1956 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.ნასერის ერთ-ერთი პირველი
მიღწევა საგარეო პოლიტიკის სფეროში იყო ინგლისელთა მიერ ეგვიპტის ოკუპაციის
74-წლიანი პერიოდის დასრულება.

ნასერის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1956 წელს სუეცის არხის
ნაციონალიზაცია. ეს იყო სერიოზული დარტყმა ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის
სახელმწიფოებისათვის. 1956 წლის შემდეგ ნასერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული პოლიტიკური ხელმძღვანელი, ნასერიზმი კი პოპულარული მიმდინარეობა.

1958 წელს სირიის ბაასისტების ლიდერების ინიციატივით მოხდა ეგვიპტისა და სირიის

გაერთიანება. შეიქმნა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქად
გამოცხადდა კაირო.
გამოიცა კანონები, რომლებმაც გააუმჯობესეს შრომის კანონმდებლობა: დაწესდა 42-
საათიანი სამუშაო დღე მუშებისთვის. მუშებს პირველად მიეცათ წლიური ანაზღაურებადი
შვებულებები, პენსიები. შემცირდა ბინის ქირა და ა.შ.

1962 წელს შეიქმნა არაბთა სოციალისტური კავშირი, აერთიანებდა 6მლნ ადამიანს. 1964
წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია აცხადებდა ეგიპტეს დემოკრატიულ სოციალისტურ
სახელმწიფოდ.

1970 წლის 28 სექტემბერს ნასერი გარდაიცვალა და ახალმა პრეზიდენტმა ანვარ სადათმა

მთლიანად შეცვალა ნასერის კურსი. დაიწყო დაშორება სსრ კავშირიდან და დაახლოება
აშშ-სთან.1973 წელს დაიწყო ახალი ომი ისრაელთან.

1981 წლის 6 ოქტომბერს კაიროს გარეუბანში – ჰელიოპოლისში სამხედრო აღლუმზე,

რომელიც ეძღვნებოდა 1973 წლის ოქტომბრის ომში „გამარჯვების“ მერვე წლისთავს,
მუსლიმმა ექსტრემისტებმა მოკლეს ანვარ სადათი.

ვარიანტი IV

1. მუჰამედ ალის რეფორმები.

ეგვიპტის ისტორიაში ახალი პერიოდი დაკავშირებულია ალბანელთა კორპუსის მეთაურთან

– მუჰამედ ალისთან.1811 წლის 1 მარტს მუჰამად ალიმ კაიროს ციტადელში აღლუმზე
მიიპატიჟა 470 მამლუქი და ერთიანად გაჟლიტა ისინი, რამაც შექმნა ხელსაყრელი
პირობები ეკონომიკური რეფორმებისთვის. უშუალო მოტივი რამაც ეგვიპტის გამგებელს
უბიძგა რეფორმებისკენ იყო ძლიერი, ევროპულ ყაიდაზე შეიარაღებული და განსწავლული
არმიის შექმნის სურვილი.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო აგრარული რეფორმა. მსხვილ მემამულეებს –

მამლუქთა რიგებიდან - მიწების დიდი ნაწილი ჩამოართვეს და ისინი გადაეცა ხაზინას.
ამიერიდან ეგვიპტის ფელაჰებს უნდა ემუშავთ არა ცალკეულ მემამულეებზე, არამედ
სახელმწიფოზე. ნაწილი ჩამორთმეული და საწყავი მიწებისა მუჰამედ ალიმ გადასცა თავის
დაახლოებულ პირებს.სოფლად მიწები გაუნაწილეს ფელაჰებს, მაგრამ გლეხი იძულებული
იყო გადაეხადა მაღალი რენტა-გადასახადი, რომელიც უშუალოდ შედიოდა ხაზინაში.
წელიწადში 60 დღე ფელაჰს უნდა შეესრულებინა სხვადასხვა სახელმწიფო
ვალდებულებები.ეს სისტემა მუშაობდა 1820-იან წლებამდე. შემდეგ მუჰამედ-ალიმ დაიწყო
მიწების გადაცემა ფელაჰებითურთ თავის ოფიცრებისა და მოხელეებისათვის.

ასევე მიწათმოქმედებასაც მიაქცია ყურადღება. დაიწყო ახალი სარწყავი არხებისა და

კაშხლების მშენებლობა.ამის წყალობით ნათესი ფართობები გაიზარდა
ერთნახევარჯერ.ყურადღება მიექცა ბამბისა და სხვა ისეთი სასაქონლო კულტურების
განვითარებას, როგორიცაა სელი, შაქრის ჭარხალი, ინდიგო. მუჰამედ-ალიმ შემოიღო
საგარეო ვაჭრობის მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. გლეხები
ვალდებულნი იყვნენ მოეყვანათ გარკვეული ტიპის კულტურები და მიეყიდათ
სახელმწიფოსთვის დადგენილ ფასებში.

ჩატარდა სამხედრო რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის სამხედრო ძლიერების

გაზრდას. ევროპელთა, უპირატესად ფრანგების დახმარებით, მუჰამედ ალიმ შექმნა
ევროპული ტიპის არმია,რომელიც აღჭურვეს არტილერიით. ასევე შექმნა ფლოტი.1830
წლისთვის ეგვიპტის არმია და ფლოტი საბრძოლო თვისებებით აღემატებოდა
ოსმალეთისას. სამხედრო რეფორმამ გამოიწვია მთელი რიგი სამრეწველო ობიექტების
შექმნა.

ევროპულ ყაიდაზე იქნა რეორგანიზებული ფინანსური სისტემა და სახელმწიფო აპარატი.

შეიქმნა სამინისტროები: სამხედრო, ფინანსთა, სავაჭრო, განათლებისა და სხვ. ეგვიპტე
დაიყო 7 პროვინციად. მათ სათავეში იდგნენ გუბერნატორები, რომლებიც
ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.

განათლების განვითარებას დიდი ყურადღბა ექცეოდა. მუჰამედ ალის დროს გაიხსნა

საერო დაწყებითი და საშუალო სკოლები.არაბულ ენაზე ითარგმებოდა ევროპული
სახელმძღვანელოები და სამეცნიერო ლიტერატურა.პრაქტიკაში შემოვიდა ახალგაზრდა
ეგვიპტელთა გაგზავნა ევროპაში განათლების მისაღებად. დაარსდა პირველი ტიპოგრაფია,
ხოლო 1828 წელს დაიწყო პირველი ეგვიპტური გაზეთის გამოცემა. თავად მუჰამედ ალი
იყო 40 წლის, როცა ისწავლა წერა-კითხვა.

მუჰამედ ალის რეფორმების შედარება იმ გარდაქმნებთან, რომლებიც მიმდინარეობდა იმ

დროს თურქეთში გვიჩვენებს, რომ ეგვიპტის რეფორმები იყო უფრო შედეგიანი და
წარმატებული. რეფორმებების წარმატებები მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო
იმით, რომ ისინი მიზნად ისახავდა არა ოსმალეთის იმპერიის განმტკიცებას, არამედ
ეგვიპტის სახელმწიფოს შექმნას

2. თანზიმათი ერაყში.

1869-1872 წლებში ბაღდადის ვალის თანამდებობა ეკავა გამოჩენილ თურქ რეფორმატორს

მიდჰათ ფაშას, რომელსაც ოსმალეთის VI არმიის სარდლის მოვალეობაც დაეკისრა.

ერაყის მართვა-გამგებლობის მოსაწესრიგებლად ბაღდადის ახლად დანიშნულმა ვალიმ

დაიწყო 1864 წლის ადმინისტრაციული კანონის გატარება, რაც მანამდე ყველა ვილაიეთში
მოხდა ერაყისა და იემენის გარდა. შეიქმნა ახალი სასამართლო სისტემა და მუნიციპალური
საბჭოები. მკაცრი ზომებით ფაშამ აღკვეთა ტომთა სეპარატიზმი. მიდჰათ ფაშამ
გააფართოვა მის კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორია, როცა 1871 წელს ერაყს
შეუერთა ალ-ჰასა და ქუვეითი .

თანზიმათის პრინციპებზე დაყრდნობით და ,,მიწის კოდექსის’’ მიხედვით მიდჰათ ფაშამ

დაიწყო სახელმწიფო მიწების გადაცემა იჯარით კერძო პირებზე განუსაზღვრელი ვადით.
ასეთივე პირობით მიწის მიღება შეეძლო იმ ფელაჰს, რომელიც 10 წელი ამუშავებდა
მას.აგრარული რეფორმა ერაყის ტერიტორიის მხოლოდ 1/5-ზე გატარდა.

მიდჰათ ფაშას დროს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა განათლებისა და ბეჭდვითი საქმის

განვითარებაში, დაიწყო ბაღდადის ყოველკვირეული ოფიციოზის ,,აზ-ზავრა’“-ს
გამოცემა.შედარებით გვიან გაჩნდა სკოლები გოგონებისთვის. 1879 წელს გაიხსნა
საავადმყოფო. 1907 წელს იურიდიული კოლეჯი.არსებობდა ებრაული და მისიონერთა
სკოლებიც.ინტელექტუალურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ისევ ისლამი და
ტრადიციონალისტი ‘ალიმები ასრულებდნენ.

1899 წლის 23 დეკემბერს ,,გერმანიის ბანკის“ დირექტორმა სიმენსმა ოსმალეთის

მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება სარკინიგზო მშენებლობის შესახებ. ინგლისი
თავიდანვე ამ პროექტს ეწინააღმდეგებოდა. 1903 წელს გერმანული კაპიტალის
დაფინანსებით ,,ბაღდადის რკინიგზის“ მშენებლობა განახლდა. პირველი მსოფლიო ომის
დამთავრებისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ 1919 წლის ვერსალის ზავის
საფუძველზე, გერმანიას ჩამოერთვა ყოველგვარი უფლება ,,ბაღდადის რკინიგზაზე.“
1934-1941 წლებში ინგლისის და საფრანგეთის კერძო კომპანიებმა ბოლომდე მიიყვანეს
ბაღდადის რკინიგზა, რომელმაც მოიცვა სამი ქვეყანა – თურქეთი, ერაყი და სირია.

3. იემენი _ ზაიდის საიმამოდან ჰუსიტებამდე.

იემენის რესპუბლიკა მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ აღმოსავლეთ

ნაწილში. იემენი ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ტერიტორიაა. 525 წელს იემენი
აბისინიელებმა დაიპყრეს. ერთი დამპყრობელი მეორემ შეცვალა - 570 წელს სასანიანთა
ირანმა იემენი დაიპყრო და თავის პროვინციად გამოაცხადა. 628 წელს ბათჰანმა, იემენის
სპარსელმა გუბერნატორმა, აღიარა ისლამი. ამის შემდეგ დაიწყო იემენის ისლამიზაცია.

897 წელს იმამმა იაჰიამ ზაიდის საიმამო ჩამოაყალიბა.იაჰია იყო ხალიფა ალის
შთამომავალი და ალის პარტიის წარმომადგენელი. ზაიდის საიმამო სამხრეთ იემენში 1000
წელი არსებობდა - 1962 წლის რევოლუციამდე.

იემენის დაყოფა ჩრდილოეთად და სამხრეთად მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისმა 1839
წელს დაიპყრო ქალაქი ადენი და სამხრეთ იემენი, ხოლო 1872 წელს თურქებმა - სანა და
იემენის ჩრდილოეთი ნაწილი.

იემენის თანამედროვე ისტორია იწყება 1918 წლიდან. 1948 წელს იემენელ

ინტელექტუალებს ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა, რომელიც უშედეგოდ
დამთავრდა. იაჰია მოკლეს. ტახტზე ავიდა მისი შვილი - აჰმადი, რომელიც 14 წლის
განმავლობაში ტერორით მართავდა ჩრდილო იემენს. საბოლოოდ, ჩრდილოეთში
ჩამოყალიბდა იემენის არაბთა რესპუბლიკა.
სამხრეთით, სადაც გაბატონებულები იყვნენ ინგლისელები, პოლიტიკური განვითარება
სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა.

1972 და 1979 წლებში დააპირეს ძალით ქვეყნის გაერთიანება, რაც ორივეჯერ უშედეგოდ
დასრულდა. დაიწყო დაპირისპირება, რომელიც 1986 წელს იქამდე მივიდა, რომ სამხრეთ
იემენის პრეზიდენტი აბდულ-ფათახ ისმაილი მოკლეს.

რთული მდგომარეობა იყო ჩრდილოეთშიც.პრეზიდენტებს მუდმივად ცვლიდნენ.

სამხ.იემენი განუვითარებელი იყო, ჩრდილოეთი კი შემოსავალს ფულადი გზავნილებით
იღებდა, რაც ნავთობის შემცირებასთან ერთად შემცირდა.

1990 წლის 21 მაისს გაერთიანდა იემენი,ახალი პრეზიდენტი გახდა ჩრდილო იემენის

პრეზიდენტი - ალი აბდულაჰ სალეჰი, ვიცე-პრეზიდენტი კი - სამხრეთ იემენის ყოფილი
ხელმძღვანელი.1993 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად სუსტი იყო ამ
ქვეყნის ერთობა.

1994 წლის მაისში დაიწყო სამხრეთელებისა და ჩრდილოელების სამხედრო

დაპირისპირება,რაც 1994 წლის ივლისამდე გაგრძელდა და სამხრეთელების მარცხით
დასრულდა.

სამოქალაქო ომის შემდეგ იემენში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა,თუმცა

ეკონომიკა ვერ ვითარდებოდა.პირველი სიგნალი იმისა, რომ იემენში ვითარება მკვეთრად
გაუარესდა, იყო ტერორისტული აქტი, რომელიც 2000 წლის ოქტომბერში აშშ-ის
სამხედრო საზღვაო გემ „კოლზე“ მოხდა.

4. ეგვიპტე დამოუკიდებლობის შემდეგ.

ომის შემდგომ პერიოდში გამძაფრდა სოციალური წინააღმდეგობა.მრეწველობის

შემცირებამ განაპირობა უმუშევრობა.მძიმე დარტყმა იყო ეგვიპტისთვის მარცხი
ისრაელთან ომში 1948 წელს.

1952 წლის ღამით 22-დან - 23 ივლისზე ”თავისუფალი ოფიცრების” საიდუმლო

ორგანიზაციამ კაიროში მოახდინა სამხედრო გადატრიალება და დაამხო მეფე ფარუკი.
ძალაუფლება გადავიდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს ხელთ, რომელიც
შედგებოდა ოფიცერთა ორგანიზაციის წევრებისგან - ნაგიბისა და ნასერის
ხელმძღვანელობით. ეგვიპტე გამოცხადდა რესპუბლიკად.

რევოლუციის პირველსავე წლებში გამოიცა კანონი პოლიტიკური პოლიციის ლიკვიდაციის

შესახებ.გაუქმდა ტიტულები ”ფაშა” და ”ბეი”.განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1952
წლის 9 სექტემბერს მიღებულ კანონს აგრარული რეფორმის თაობაზე, რაც იყო პირველი
ასეთი რეფორმა მთელ არაბულ აღმოსავლეთში.
1953 წლის შუა ხანებში დაიწყო უთანხმოება ნაგიბსა და ნასერს შორის. ნასერმა გაიმარჯვა
ამ დაპირისპირებაში და 1954 წელს გახდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს
ხელმძღვანელი, ხოლო 1956 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.ნასერის ერთ-ერთი პირველი
მიღწევა საგარეო პოლიტიკის სფეროში იყო ინგლისელთა მიერ ეგვიპტის ოკუპაციის
74-წლიანი პერიოდის დასრულება.

ნასერის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1956 წელს სუეცის არხის
ნაციონალიზაცია. ეს იყო სერიოზული დარტყმა ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის
სახელმწიფოებისათვის. 1956 წლის შემდეგ ნასერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული პოლიტიკური ხელმძღვანელი, ნასერიზმი კი პოპულარული მიმდინარეობა.

1958 წელს სირიის ბაასისტების ლიდერების ინიციატივით მოხდა ეგვიპტისა და სირიის

გაერთიანება. შეიქმნა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქად
გამოცხადდა კაირო.

გამოიცა კანონები, რომლებმაც გააუმჯობესეს შრომის კანონმდებლობა: დაწესდა 42-

საათიანი სამუშაო დღე მუშებისთვის. მუშებს პირველად მიეცათ წლიური ანაზღაურებადი
შვებულებები, პენსიები. შემცირდა ბინის ქირა და ა.შ.

1962 წელს შეიქმნა არაბთა სოციალისტური კავშირი, აერთიანებდა 6მლნ ადამიანს. 1964
წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია აცხადებდა ეგიპტეს დემოკრატიულ სოციალისტურ
სახელმწიფოდ.

1970 წლის 28 სექტემბერს ნასერი გარდაიცვალა და ახალმა პრეზიდენტმა ანვარ სადათმა

მთლიანად შეცვალა ნასერის კურსი. დაიწყო დაშორება სსრ კავშირიდან და დაახლოება
აშშ-სთან.1973 წელს დაიწყო ახალი ომი ისრაელთან.

1981 წლის 6 ოქტომბერს კაიროს გარეუბანში – ჰელიოპოლისში სამხედრო აღლუმზე,

მუსლიმმა ექსტრემისტებმა მოკლეს ანვარ სადათი.

ვარიანტი V

1. ეგვიპტე აბას ფაშასა და საიდ ფაშას პერიოდში.

აბას ფაშა იყო მუჰამად ალის შვილიშვილი, რომელმაც მმართველობა მიიღო ჯერ კიდევ
1848 წლის დეკემბერში, მუჰამად ალის სიცოცხლეში. ის იყო რეაქციონერი და შეეცადა
გაენადგურებინა რეფორმების ძირითადი შედეგები. მუჰამად ალი და იბრაჰიმი
ოცნებობდნენ ეგვიპტის სრულ დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ეს ოცნება უცხო იყო
აბასისათვის. პირიქით, ის ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ვასალურ დამოკიდებულებას
თურქეთის სულტნისადმი. ის გმობდა დასავლურ კულტურას და სძულდა ევროპელები,
რაც არ უშლიდა მას ხელს დამორჩილებოდა ინგლისის დირექტივებს.
1851 წელს მან მისცა ინგლისელებს კონცესია სარკინიგზო ხაზის მშენებლობისათვის
ალექსანდრიიდან კაიროში და სუეცში.ამ გზას პირველხარისხოვანი სტრატეგიული
მნიშვნელობა ჰქონდა. ის აერთებდა ინგლისს ინდოეთთან. რკინიგზის ხაზი _
ალექსანდრია-კაირო-სუეცი აშენდა 1853-1857 წლებში.

ფრანგმა კაპიტალისტებმა, რომლებსაც ავტორიტეტი აღარ ჰქონდათ, სუეცის არხის

პროექტი წამოაყენეს,რომელიც შეაერთებდა ხმელთაშუა ზღვას და წითელ ზღვას. ჯერ
კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, ნაპოლეონმა დაავალა ერთ-ერთ თავის ინჟინერს _
ლეპერს _ შეემუშავებინა არხის პროექტი. მან შეცდომა დაუშვა ამ ადგილების
გამოკვლევისას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არხის გათხრა ტექნიკურად
შეუძლებელია.ეს შეცდომა მალევე გაირკვა,მაგრამ მუჰამად ალი იცავდა ეგვიპტის
დამოუკიდებლობის ინტერესებს. ინგლისიც წინააღმდეგი იყო არხის მშენებლობის იქამდე,
ვიდრე ეგვიპტეში ჭარბობდა ფრანგული გავლენა.

XIX ს-ის 50-იან წლებში ფრანგმა კაპიტალისტებმა კვლავ წამოწიეს სუეცის არხის პროექტი
ფერდინანდ ლესეპსის ხელმძღვანელობით.პროექტის წინააღმდეგი იყო აბას ფაშა და
ინგლისიც. 1854 წლის ივლისში აბასი მოკლეს თავისმა მცველებმა. ვინ იდგა მკვლელების
უკან, არავინ იცის. თუმცა ამით, უპირველეს ყოვლისა, მოიგო საფრანგეთმა.

1854 წლის 14 ივლისს ეგვიპტის მმართველი გახდა _ მუჰამად ალის უმცროსი შვილი _
საიდ ფაშა - დასავლური ორიენტაციის, ფერდინანდ დე ლესეპსის უახლოესი მეგობარი.
როგორც კი გახდა მმართველი, 1854 წლის 30 ნოემბერს მან მისცა ლესეპსს კონცესია
სუეცის არხის მშენებლობაზე.

სუეცის არხის მშენებლობა დაიწყო 1859 წელს. საიდ ფაშამ შეასრულა თავისი
ვალდებულებები. მან ათასობით ფელაჰი მოიყვანა სამუშაოებზე. ისინი მთელი დღე
მუშაობდნენ ანაზღაურების გარეშე. მშენებლობაზე დაიღუპა დაახლ. 20 ათასი.ამას მოჰყვა
პროტესტი, რაც გამოიყენა ინგლისმა და მისი ზეწოლით პორტამ მოითხოვა ანულირება ამ
პროექტის.მაგრამ საიდ ფაშა გარდაიცვალა 1863 წლის 18 იანვარს და მისი მემკვიდრე
გახდა ისმაილ-ფაშა (1863- 1879).

2. მიდჰათ ფაშას გამგებლობა ერაყში.

1869-1872 წლებში ბაღდადის ვალის თანამდებობა ეკავა გამოჩენილ თურქ რეფორმატორს

მიდჰათ ფაშას, რომელსაც ოსმალეთის VI არმიის სარდლის მოვალეობაც დაეკისრა.

ერაყის მართვა-გამგებლობის მოსაწესრიგებლად ბაღდადის ახლად დანიშნულმა ვალიმ

დაიწყო 1864 წლის ადმინისტრაციული კანონის გატარება, რაც მანამდე ყველა ვილაიეთში
მოხდა ერაყისა და იემენის გარდა. შეიქმნა ახალი სასამართლო სისტემა და მუნიციპალური
საბჭოები. მკაცრი ზომებით ფაშამ აღკვეთა ტომთა სეპარატიზმი. მიდჰათ ფაშამ
გააფართოვა მის კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორია, როცა 1871 წელს ერაყს
შეუერთა ალ-ჰასა და სახელწოდებით.
თანზიმათის პრინციპებზე დაყრდნობით და ,,მიწის კოდექსის’’ მიხედვით მიდჰათ ფაშამ
დაიწყო სახელმწიფო მიწების გადაცემა იჯარით კერძო პირებზე განუსაზღვრელი ვადით.

მიდჰათ ფაშას დროს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა განათლებისა და ბეჭდვითი საქმის

განვითარების საქმეში, დაიწყო ბაღდადის ყოველკვირეული ოფიციოზის ,,აზ-ზავრა’“-ს
გამოცემა.შედარებით გვიან გაჩნდა სკოლები გოგონებისთვის. 1879 წელს გაიხსნა
საავადმყოფო. 1907 წელს იურიდიული კოლეჯი.არსებობდა ებრაული და მისიონერთა
სკოლებიც.ინტელექტუალურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ისევ ისლამი და
ტრადიციონალისტი ‘ალიმები ასრულებდნენ.

1899 წლის 23 დეკემბერს ,,გერმანიის ბანკის“ დირექტორმა სიმენსმა ოსმალეთის

მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება სარკინიგზო მშენებლობის შესახებ. ინგლისი
თავიდანვე ამ პროექტს ეწინააღმდეგებოდა. 1903 წელს გერმანული კაპიტალის
დაფინანსებით ,,ბაღდადის რკინიგზის“ მშენებლობა განახლდა. პირველი მსოფლიო ომის
დამთავრებისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ 1919 წლის ვერსალის ზავის
საფუძველზე, გერმანიას ჩამოერთვა ყოველგვარი უფლება ,,ბაღდადის რკინიგზაზე.“
1934-1941 წლებში ინგლისის და საფრანგეთის კერძო კომპანიებმა ბოლომდე მიიყვანეს
ბაღდადის რკინიგზა, რომელმაც მოიცვა სამი ქვეყანა – თურქეთი, ერაყი და სირია.

3. სირია დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ.

1946 წლის აპრილში, სირიიდან ფრანგული არმიის გაყვანისა და დამოუკიდებლობის

მოპოვების შემდეგ, სიტუაცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და
ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ჩაერთო ახალი ძალები. განსაკუთრებით ნათლად ეს
გამოჩნდა სირიაში სამხედრო გადატრიალებების დროს XX ს-ის 40-50-იან წლებში. ეს იყო
ორი ეთნოკონფესიური ჯგუფის – სუნიტების და დრუზების ბრძოლის პერიოდი წამყვანი
პოზიციების მოსაპოვებლად. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ყველა ამ
სამხედრო გადატრიალების უკან იდგა კიდევ ერთი ეთნოკონფესიური უმცირესობა –
ქურთები.

1963 წლის 8 მარტის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლება გადავიდა ბაასის

ხელში.

1963 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო სუნიტი ოფიცრების ალავიტი

ოფიცრებით შეცვლის პროცესი.1966 წლის თებერვლის მორიგი სამხედრო გადატრიალება,
რომლის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა სალაჰ ჯადიდი, რაც ნიშნავდა, რომ
ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლება გადავიდა ალავიტი ოფიცრების ხელში.

1970 წლის 13 ნოემბერს ხელისუფლების სათავეში, სამხედრო გადატრიალების შედეგად,

მოვიდა ალავიტი ჰაფეზ ასადი, რომელმაც დაამარცხა ალავიტი – სალაჰ ჯადიდი და
დააპატიმრა. 1971 წლის 22 თებერვალს არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. ჰაფეზ
ასადის რეჟიმის მთავარი დასაყრდენი გახდა არმია და სპეცსამსახურები.ჰაფეზ ასადი
უპირატესობას ანიჭებდა თავის ახლობლებს ალავიტების წრიდან.1990-ანი წლების
დასაწყისში სირიის შეიარაღებული ძალების 70%-ს შეადგენდნენ ალავიტები.

ჰაფეზ ასადმა ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა მჭიდრო კავშირს

ალავიტების სამხედრო ჯგუფსა და სუნიტური თემის წარმომადგენელებს შორის. ჰაფეზ
ასადის ავტორიტარული მმართველობა ემყარებოდა სამ საფუძველს: სამხედროები,
ბაასის პარტია და ალავიტების თემი.

2000 წლის 17 ივლისს, ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ, სირიის პრეზიდენტი

გახდა მისი ვაჟი ბაშარ ასადი, რომელმაც დაიწყო ლიბერალური კურსის
გატარება.ბერკეტები უწინდებურად მმართველი ელიტის ხელში იყო, რომლის
უმრავლესობას შეადგენდნენ ალავიტები. თუმცა ოფიციალურად ქვეყანას ბაასი, რომლის
შიგნითაც ძალთა თანაფარდობა იყო ასევე ალავიტების სასარგებლოდ. ბაშარ ასადმა,
მამისაგან განსხვავებით, სტრატეგიული პოლიტიკური კავშირი დაამყარა სუნიტებთან და
ქრისტიანულ უმცირესობებთან.

2011 წლის 15 მარტს სირიაში დაიწყო საპროტესტო აქციები, რაც გადაიზარდა სირიის
სამოქალაქო ომში. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის
გადადგომას და ბაასის პარტიის მართველობის დასრულებას.

უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთვის ასადი რამდენიმე დათმობაზე

წავიდა.ქურთებს სირიული პასპორტები დაურიგა, სასწავლო დაწესებულებებში ქალებს
ნიკაბის მოხსნის უფლება და 1963 წელს დაწესებული საგანგებო რეჟიმი გააუქმა. თუმცა,
როდესაც დაინახა, რომ დემონსტრაციები არ წყდებოდა, ყველაფერში დასავლეთი
დაადანაშაულა და დათმობაზე წასვლაც დიდი ხნით დაივიწყა.5 მილიონზე მეტი სირიელი
გახდა იძულებით გადაადგილებული.

4. ლიბანი.

ლიბანი ერთადერთი არაბული ქვეყანაა, სადაც ოფიციალურად აღიარებულია 18

რელიგიური თემი: 12 ქრისტიანული, 5 მუსლიმური და 1 ებრაული.

ლიბანში ხელისუფლების ეთნოკონფესიური მოწყობის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს

ჯერ კიდევ XIX ს. 40-იანი წლების დასაწყისში ლიბანის ამირასთან სათათბირო ორგანოს
ჩამოყალიბება, რომელშიც შედიოდა 10 წარმომადგენელი.

1918 წელს, ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, საიქს-პიკოს ხელშეკრულების

პირობებით, რეგიონის ტერიტორია გაყოფილ იქნა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის
გავლენის სფეროებად. ლიბანი მოექცა საფრანგეთის მანდატის იურისდიქციის ქვეშ. 1926
წელს მიღებულ იქნა ლიბანის პირველი კონსტიტუცია.

1943 წლიდან ლიბანში არჩევნები ტარდებოდა ყოველ 4 წელიწადში 1972

წლამდე.კრიზისის პერიოდში პარლამენტის არჩევნები არ ჩატარებულა 1992 წლამდე.
1989 წლის სექტემბერში ტაიფში შედგა ეროვნული ასამბლეის სხდომა. მას ესწრებოდა
31 დეპუტატი ქრისტიანთაგან და მუსლიმთაგან 72. სირიის აქტიური მონაწილეობით
განხილულ იქნა ლიბანის ე.წ. „ეროვნული თანხმობის ქარტია“, რომელიც ითვალისწინებდა
ლიბანში განსაზღვრული პოლიტიკური რეფორმების ჩატარებას. ქარტია ხელმოწერილ
იქნა 1989 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო მისი რატიფიკაცია მოხდა 4 ნოემბერს.

1992 წელს ეროვნულ ასამბლეაში ადგილები ასე განაწილდა: ქრისტიანებმა მიიღეს 64

ადგილი, მუსლიმებმაც ასევე მიიღეს 64 ადგილი.2008 წლის 21 მაისს დოჰაში ლიბანის
ნაციონალური დიალოგის კონფერენციაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას. დოჰაში
შეთანხმებით დასრულდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი - დადგინდა მინისტრების
პორტფელების განაწილების ახალი წესი: უმრავლესობა - 16, ოპოზიცია 11, პრეზიდენტი
წარადგენდა სამს.

ვარიანტი VI

1. საიდ ფაშასა და ისმაილ ფაშას რეფორმები ეგვიპტეში.

საიდ ფაშას დროს ეგვიპტეში აიკრძალა მონობა და მონათვაჭრობა. მონების შემოყვანა

აიკრძალა, ხოლო ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფი მონები გაათავისუფლეს. 1858 წელს
გამოსცეს მიწის კანონი, რომელიც აძლევდა გლეხებს თავისუფალი ვაჭრობის უფლებას,
მემკვიდრეობით გადაეცათ თავიანთი მიწები. გატარდა საგადასახადო რეფორმაც.
გადასახადების აკრეფა ახლა სოფლის შაიხების ნაცვლად გადაეცა სპეციალურ მოხელეებს.
მუჰამად ალის მსგავსად, მან გადაწყვიტა არმიისათვის ეროვნული ხასიათი და დაიწყო მისი
შევსება ფელაჰების ხარჯზე.

საიდი და ისმაილი ცდილობდნენ მიეღწიათ ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის

პორტასაგან. ეგვიპტეს ჰქონდა საკუთარი არმია, მთავრობა და კანონები. საიდი და
ისმაილი ცდილობდნენ იურიდიულად განემტკიცებინათ ეს მდგომარეობა. 1867 წელს
ისმაილმა მიიღო მემკვიდრეობითი ტიტული _ ხედივი. 1873 წელს ხედივ ისმაილმა მიაღწია
სულტნისაგან ფირმანის გამოქვეყნებას ეგვიპტის ფინანსური ავტონომიის შესახებ.

ისმაილმა გაატარა სასამართლო რეფორმაც. მან შეექმნა შერეული სასამართლოები,

რომლებიც შედგებოდა უცხოური და ეგვიპტური სასამართლოებისაგან. რეფორმის
მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ბოლოს, 1876 წლის 1 თებერვალს ამ
სასამართლოების მოქმედება დაიწყო.

საიდმა და ისმაილმა გააგრძელეს კულტურული რეფორმებიც, რომლებიც დაიწყო მუჰამად

ალიმ. საიდის დროს ეგვიპტის ერთადერთი ოფიციალური ენა გახდა არაბული ენა.
განვითარდა სახალხო განათლება. დაიწყო გამოსვლა მრავალმა არაბულმა და ფრანგულმა
გაზეთმა და ჟურნალმა.
ისმაილი იყო ენერგიული, განათლებული მოღვაწე.შეცდომა დაუშვა ისმაილმა, როცა
ფინანსური კრიზისის დასაძლევად მიმართა ევროპულ სახელმწიფოებს. 1878 წლის 28
აგვისტოს მან ქვეყნის მმართველობა გადასცა ხელახლა ჩამოყალიბებულ მინისტრთა
საერთაშორისო კაბინეტს ანუ ევროპულ კაბინეტს.

1863 წლის 30 იანვარს ისმაილ-ფაშამ გამოსცა ფირმანი, რითაც აკრძალა იძულებითი

სამუშაოები სუეცის არხის მშენებლობაზე.ისმაილმა საზეიმო გახსნა მოაწყო სუეცის არხის
1869 წლის 17 ნოემბერს , მაგრამ ეს დიდ ვალად დაუჯდა.

2. დაუდ ფაშა ერაყში.

XIX საუკუნის დამდეგს ერაყი ოსმალეთის იმპერიის პროვინცია იყო, მაგრამ სულთნის
ხელისუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან ფაქტობრივად, ქვეყანას
განაგებდნენ მამლუქები. დაუდ ფაშა იყო მათი უკანასკნელი წარმომადგენელი. სა‘იდ
ფაშას გამგებლობის დროს მას ბაღდადში რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა. მან
ისარგებლა ერაყში დაწყებული არეულობით და სტამბოლის თანხმობით შეძლო 1917 წლის
თებერვალში ბაღდადის ვალი გამხდარიყო. იგი 14 წელი განაგებდა თითქმის მთელ ერაყს.

დაუდ ფაშამ მოღვაწეობა დაიწყო მოწინააღმდეგეების დამარცხებით, შემდეგ, მან სცადა

უკონტროლო ჩრდილოეთ ერაყის შემომტკიცება, მაგრამ აქ ირანის წინააღმდეგობას
წააწყდა. აქ განცდილი მარცხის კომპენსაციისთვის რეპრესიებს მიმართა ან-ნაჯაფის და
ქარბალას მოსახლეობის მიმართ. საბოლოოდ მაინც შეძლო შემოემტკიცებინა
ქურთისტანი და სამხრეთ ერაყი.

1824 წლიდან ფრანგი და ინგლისელი ოფიცრების დახმარებით მან შექმნა 30 ათასიანი

კარგად აღჭურვილი და არტილერიით შეიარაღებული არმია.დაუდ ფაშა სამეურნეო
განვითარების მნიშვნელობას ხედავდა,დაუდის ინიციატივით ბაღდადში 1828-1829 წლებში
დაარსდა სტამბა, გაიხსნა ბიბლიოთეკები და სკოლები. აღსანიშნავია, რომ ბაღდადის
პირველი სტამბის გამართვაში მონაწილეობდა თბილისიდან მიწვეული სპეციალისტები. აქ
დაიბეჭდა ყურანი და მამლუქთა წიგნები.

1830 წლის შემოდგომაზე ბაღდადის ვალის თანამდებობაზე დაუდის ნაცვლად დაინიშნა

ჰალების გამგებელი ‘ალი რიზა. სამხედრო ექსპედიციის დაწყებას დაემთხვა ბაღდადში
დიდი წყალდიდობა და შავი ჭირის ეპიდემია, რამაც დაასუსტა დაუდ ფაშა, რომელიც
სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა,‘ალი რიზამ იგი ხაზგასმული პატივისცემით
მიიღო.1831 წლის 27 სექტემბერს ერაყის ყოფილი გამგებელი და მისი ოჯახი სტამბოლში
გაგზავნეს.

დაუდ ფაშას ბედი არ ყოფილა ძალიან ტრაგიკული.1841 წელს მან თავი დაანება
სახელმწიფო სამსახურს.ის მედინაში მოციქულის მავზოლეუმის ზედამხედველად დაინიშნა.
აქვე, მას გაუშენებია ბაღი, რომელიც ატარებდა მის სახელს ,,დაუდიე’’. გარდაიცვალა
მედინაში 1851 წელს 77 წლის ასაკში და იქვე დაკრძალეს ხალიფა ‘უსმანის საფლავის
პირდაპირ.

3. ასადების სირია.

1970 წლის 13 ნოემბერს ხელისუფლების სათავეში, სამხედრო გადატრიალების შედეგად,

მოვიდა ალავიტი ჰაფეზ ასადი, რომელმაც დაამარცხა ალავიტი – სალაჰ ჯადიდი და
დააპატიმრა. 1971 წლის 22 თებერვალს არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. ჰაფეზ
ასადის რეჟიმის მთავარი დასაყრდენი გახდა არმია და სპეცსამსახურები.ჰაფეზ ასადი
უპირატესობას ანიჭებდა თავის ახლობლებს ალავიტების წრიდან.1990-ანი წლების
დასაწყისში სირიის შეიარაღებული ძალების 70%-ს შეადგენდნენ ალავიტები.

ჰაფეზ ასადმა ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა მჭიდრო კავშირს

ალავიტების სამხედრო ჯგუფსა და სუნიტური თემის წარმომადგენელებს შორის. ჰაფეზ
ასადის ავტორიტარული მმართველობა ემყარებოდა სამ საფუძველს: სამხედროები,
ბაასის პარტია და ალავიტების თემი.

2000 წლის 17 ივლისს, ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ, სირიის პრეზიდენტი

გახდა მისი ვაჟი ბაშარ ასადი, რომელმაც დაიწყო ლიბერალური კურსის
გატარება.ბერკეტები უწინდებურად მმართველი ელიტის ხელში იყო, რომლის
უმრავლესობას შეადგენდნენ ალავიტები. თუმცა ოფიციალურად ქვეყანას მართავდა ბაასი,
რომლის შიგნითაც ძალთა თანაფარდობა იყო ასევე ალავიტების სასარგებლოდ. ბაშარ
ასადმა, მამისაგან განსხვავებით, სტრატეგიული პოლიტიკური კავშირი დაამყარა
სუნიტებთან და ქრისტიანულ უმცირესობებთან.

2011 წლის 15 მარტს სირიაში დაიწყო საპროტესტო აქციები, რაც გადაიზარდა სირიის
სამოქალაქო ომში. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის
გადადგომას და ბაასის პარტიის მართველობის დასრულებას.

უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთვის ასადი რამდენიმე დათმობაზე

წავიდა.ქურთებს სირიული პასპორტები დაურიგა, სასწავლო დაწესებულებებში ქალებს
ნიკაბის მოხსნის უფლება და 1963 წელს დაწესებული საგანგებო რეჟიმი გააუქმა. თუმცა,
როდესაც დაინახა, რომ დემონსტრაციები არ წყდებოდა, ყველაფერში დასავლეთი
დაადანაშაულა და დათმობაზე წასვლაც დიდი ხნით დაივიწყა.5 მილიონზე მეტი სირიელი
გახდა იძულებით გადაადგილებული.

4. კონფესიონალიზმი ლიბანში.

ლიბანი ერთადერთი არაბული ქვეყანაა, სადაც ოფიციალურად აღიარებულია 18

რელიგიური თემი: 12 ქრისტიანული, 5 მუსლიმური და 1 ებრაული.
ლიბანში ხელისუფლების ეთნოკონფესიური მოწყობის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს
ჯერ კიდევ XIX ს. 40-იანი წლების დასაწყისში ლიბანის ამირასთან სათათბირო ორგანოს
ჩამოყალიბება, რომელშიც შედიოდა 10 წარმომადგენელი.

1918 წელს, ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, საიქს-პიკოს ხელშეკრულების

პირობებით, რეგიონის ტერიტორია გაყოფილ იქნა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის
გავლენის სფეროებად. ლიბანი მოექცა საფრანგეთის მანდატის იურისდიქციის ქვეშ. 1926
წელს მიღებულ იქნა ლიბანის პირველი კონსტიტუცია.

1943 წლიდან ლიბანში არჩევნები ტარდებოდა ყოველ 4 წელიწადში 1972

წლამდე.კრიზისის პერიოდში პარლამენტის არჩევნები არ ჩატარებულა 1992 წლამდე.

1989 წლის სექტემბერში ტაიფში შედგა ეროვნული ასამბლეის სხდომა. მას ესწრებოდა
31 დეპუტატი ქრისტიანთაგან და მუსლიმთაგან 72. სირიის აქტიური მონაწილეობით
განხილულ იქნა ლიბანის ე.წ. „ეროვნული თანხმობის ქარტია“, რომელიც ითვალისწინებდა
ლიბანში განსაზღვრული პოლიტიკური რეფორმების ჩატარებას. ქარტია ხელმოწერილ
იქნა 1989 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო მისი რატიფიკაცია მოხდა 4 ნოემბერს.

1992 წელს ეროვნულ ასამბლეაში ადგილები ასე განაწილდა: ქრისტიანებმა და მუსლიმებმა

მიიღეს 64 ადგილი.2008 წლის 21 მაისს დოჰაში ლიბანის ნაციონალური დიალოგის
კონფერენციაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას. დოჰაში შეთანხმებით დასრულდა
ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი - დადგინდა მინისტრების პორტფელების განაწილების
ახალი წესი: უმრავლესობა - 16, ოპოზიცია 11, პრეზიდენტი წარადგენდა სამს.

ვარიანტი VII

1. ერაყი დამოუკიდებლობის შემდეგ.

პირველი მსოფლიო ომის წინ არც ერთი არაბული ქვეყანა არ წარმოადგენდა

დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

პირველი მსოფლიო ომი შეეხო თითქმის ყველა არაბულ ქვეყანას, განსაკუთრებით კი

სირია-პალესტინასა და ჰიჯაზს, სადაც საომარი საქმიანობა გაიშალა. ოსმალეთის
მთავარი მეტოქე ახლო აღმოსავლეთში იყო დიდი ბრიტანეთი.1918 წლის 30 ოქტომბერს
მუდროსის ყურეში ბრიტანეთის სამხედრო გემ ,,აგამემნონზე“ მოაწერეს ხელი
,,მუდროსის ზავს’’.ოსმალური ადმინისტრაცია გაუქმდა ყველა არაბულ ქვეყანაში.
1920 წლის 19-26 აპრილს ქ. სან-რემოში შედგა ანტანტისა და მისი მოკავშირე ქვეყნების
კონფერენცია. დღის წესრიგში იდგა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის განაწილების
საკითხი. შეიქმნა ,,სამანდატო სისტემა’’,რომელიც გულისხმობდა ოსმალეთის ყოფილ
პროვინციებში ისეთი რეჟიმის შექმნას, რომელსაც ექნებოდა სახელმწიფოებრივი
ატრიბუტები, მაგრამ რეალური ძალაუფლება დარჩებოდა მანდატორი ქვეყნის ხელში და
რომლის მიხედვითაც ერაყი და პალესტინა ბრიტანეთის, ხოლო სირია და ლიბანი
საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიად გამოცხადდა.

ბრიტანეთის მანდატი ერაყზე დასრულდა 1932 წელს და ეს ქვეყანა გახდა პირველი

არაბული სახელმწიფო, რომელიც ერთა ლიგაში მიიღეს.

პალესტინაზე მანდატი ერთა ლიგამ 1922 წლის 24 ივლისს დაამტკიცა. მანდატის

თანახმად, პალესტინა მდინარე იორდანეს დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე
ტერიტორიებს მოიცავდა. ინგლისმა ერთა ლიგის თანხმობით 1922 წლის სექტემბერში
პალესტინიდან ცალკე გამოყო ავტონომიური ერთეული - ტრანსიორდანიის
საამირო,1923 წელს გამოცხადდა ტრანსიორდანიის საამიროს დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება ბრიტანეთის სამანდატო პალესტინას, ამ დროისთვის იგი კვლავ არაბულ

ქვეყნად დარჩა, ვინაიდან, ებრაელები აქ მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს შეადგენდნენ.

2. სამანდატო სისტემა.

3. ნასერისა და სადათის მმართველობა ეგვიპტეში.

1953 წლის შუა ხანებში დაიწყო უთანხმოება ნაგიბსა და ნასერს შორის. ნასერმა გაიმარჯვა
ამ დაპირისპირებაში და 1954 წელს გახდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს
ხელმძღვანელი, ხოლო 1956 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.ნასერის ერთ-ერთი პირველი
მიღწევა საგარეო პოლიტიკის სფეროში იყო ინგლისელთა მიერ ეგვიპტის ოკუპაციის
74-წლიანი პერიოდის დასრულება.

ნასერის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1956 წელს სუეცის არხის
ნაციონალიზაცია. ეს იყო სერიოზული დარტყმა ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის
სახელმწიფოებისათვის. 1956 წლის შემდეგ ნასერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული პოლიტიკური ხელმძღვანელი, ნასერიზმი კი პოპულარული მიმდინარეობა.

1958 წელს სირიის ბაასისტების ლიდერების ინიციატივით მოხდა ეგვიპტისა და სირიის

გაერთიანება. შეიქმნა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქად
გამოცხადდა კაირო.

გამოიცა კანონები, რომლებმაც გააუმჯობესეს შრომის კანონმდებლობა: დაწესდა 42-

საათიანი სამუშაო დღე მუშებისთვის. მუშებს პირველად მიეცათ წლიური ანაზღაურებადი
შვებულებები, პენსიები. შემცირდა ბინის ქირა და ა.შ.

1962 წელს შეიქმნა არაბთა სოციალისტური კავშირი, აერთიანებდა 6მლნ ადამიანს. 1964
წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია აცხადებდა ეგიპტეს დემოკრატიულ სოციალისტურ
სახელმწიფოდ.

1970 წლის 28 სექტემბერს ნასერი გარდაიცვალა და ახალმა პრეზიდენტმა ანვარ სადათმა

მთლიანად შეცვალა ნასერის კურსი. დაიწყო დაშორება სსრ კავშირიდან და დაახლოება
აშშ-სთან.1973 წელს დაიწყო ახალი ომი ისრაელთან.

1981 წლის 6 ოქტომბერს კაიროს გარეუბანში – ჰელიოპოლისში სამხედრო აღლუმზე,

მუსლიმმა ექსტრემისტებმა მოკლეს ანვარ სადათი

4. კაიროს მეორე აჯანყება და ნაპოლეონის ლაშქრობის შედეგები

1799 წელს ფრანგები შეიჭრნენ სამხრეთ სირიაში და აკას ციხე-სიმაგრეს ალყა

შემოარტყეს.ორთვიანი წარუმატებელი ალყის შემდეგ ფრანგები იძულებულნი გახდნენ
ეგვიპტეში დაბრუნებულიყნენ.ფრანგების მდგომარეობა ეგვიპტეში უარესდებოდა. 1799
წლის ივლისში ოსმალეთის ჯარი აბუკირის ნახევარკუნძულს მიადგა, მაგრამ ნაპოლეონი
25 ივლისს თავს დაესხა მას და სასტიკად დაამარცხა. ამ გამარჯვებას უნდა
განემტკიცებინა ფრანგების პოზიცია ეგვიპტეში, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად
იმავე წლის 23 აგვისტოს მთავარსარდალმა უმაღლესი უფლებამოსილებანი გადასცა
გენერალ კლებერს. 1800 წლის იანვრის ალ-‘არიშის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო
საფრანგეთისა და ოსმალეთის წარმომადგენლებს შორის, გადაწყდა ფრანგების
მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტიდან, მაგრამ ინგლისელების პოზიციის გამო კლებერმა
უარი თქვა ეგვიპტიდან წასვლაზე, რამაც ახალი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე
წარმოშვა.

კაიროს მეორე, 1800 წლის აჯანყება მიმართული იყო ოსმალეთის მიერ პოზიციების
დაბრუნებისკენ.ამ დროს საფრანგეთმა პოზიცია შეცვალა და ექსპედიციამ ანტიოსმალური
ხასიათი მიიღო.ეს აჯანყება ოსმალეთისა და მამლუქების, ასევე ხალხის ინტერესებს
ემსახურებოდა.1800 წლის 15-დან 20 აპრილამდე კლებერმა შეძლო ჩაეხშო აჯანყება,
სასჯელის სახით კაიროელებს დიდი კონტრიბუცია შეაწერეს.

1800 წლის 14 ივნისს ოსმალების მიერ სირიიდან შემოგზავნილმა სულაიმან ჰალაბიმ

მოკლა გენერალი კლებერი. მკვლელი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი
სიკვდილით დასაჯეს, ხოლო საოკუპაციო რეჟიმს სათავეში ჩაუდგა გენერალი ჟაკ მენუ,
რომელმაც მანამდე მოსახლეობის გულის მოსაგებად ისლამი მიიღო და ცნობილი გახდა
‘აბდ ალლაჰის სახელით, მაგრამ საფრანგეთის რეჟიმის შესანარჩუნებლად კიდევ უფრო
მკაცრი ზომების მიღების მომხრე იყო.1801 წლის ზაფხულში ჩრდილოეთიდან
ინგლისელები გამოჩნდნენ, ხოლო აღმოსავლეთიდან ოსმალთა ჯარი დაიძრა, ფრანგების
მდგომარეობა ეგვიპტეში ფაქტობრივად უიმედო გახდა. იმავე წლის ივლისში
ინგლისელების მოთხოვნით ჯერ კაიროდან, შემდეგ კი ალექსანდრიიდან დაიწყო
საფრანგეთის გარნიზონების ევაკუაცია, ხოლო სექტემბერში არმიის დარჩენილი ნაწილიც
გემებით სამშობლოში დაბრუნდა. საფრანგეთმა დაკარგა არა მარტო ეგვიპტე, არამედ კ.
მალტა, იონიის კუნძულები, და ბოლოს, 1801 წლის 9 ოქტომბერს იძულებული გახდა ზავი
დაედო ოსმალეთთან.

საფრანგეთის ხანმოკლე საოკუპაციო რეჟიმის დროს ეგვიპტე გაეცნო ახალი ევროპის

ზოგიერთ ისეთ მიღწევას, რომგორიცაა მაგ: საბეჭდი მოწყობილობა და სტამბა.1798 წლის
29 ივლისს გამოვიდა სამხედრო ხელისუფლების გაზეთი ,,კურიე დ’ეჟიპტ“.1798 წლის 23
აგვისტოს შეიქმნა ე.წ. ,,ეგვიპტის ინსტიტუტი“ სწორედ ნაპოლეონის სამხედრო
ექსპედიციის შემდეგ ცნობილი ,,როზეტის ქვის“ წარწერის გაშიფვრით ცნობილმა ფრანგმა
მეცნიერმა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა საფუძველი ჩაუყარა ეგვიპტოლოგიას. ამ
ყველაფერს თან ახლდა უბედური შემთხვევები, ომში მეცნიერთა დიდი ნაწილი დაიღუპა.

ვარიანტი VIII

1. ნაპოლეონის მიერ ეგვიპტის დაპყრობა და კაიროს პირველი აჯანყება.

საფრანგეთმა, რომელმაც XVIII ს-ში დაკარგა თავისი კოლონიები ინდოეთსა და დასავლეთ

ნახევარსფეროში, ცდილობდა აენაზღაურებინა დანაკარგები აქტიური პოლიტიკით
ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. სამხედრო ექსპედიციის მოწყობა გადაწყდა
ინდოეთში. ვინაიდან ინდოეთისკენ გზა გადიოდა არაბულ ქვეყნებზე,მთავარ ამოცანად
იქცა ეგვიპტის ხელში ჩაგდება. ეგვიპტის დაპყრობას უნდა შეეწყო ხელი აღმოსავლეთთან
ვაჭრობისთვის და ფრანგული საქონლის ბაზრების დაარსებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტალეირანმა და ნაპოლეონმა დაარწმუნეს დირექტორია, რომ
ინგლისის დასამარცხებლად ეგვიპტის დაპყრობა ერთადერთი გზა იყო. 1798 წლის 5
მარტს დირექტორიამ მიიღო გადაწყვეტილება ლაშქრობის მოწყობის და მთავარსარდლად
დანიშნა ნაპოლეონი, რომელიც თავადვე არჩევდა გამოცდილ ოფიცრებს, რომელთა ასაკი
არ ღემატებოდა 39 წელს.

1798 წლის 19 მაისს ნაპოლეონის არმია გავიდა ტულონიდან. 30ივნისს ალექსანდრიაში

შევიდა და 2ივლისს ქალაქი მათ ხელში გადავიდა. აქ გუბერნატორად დატოვა კლებერი,
თავად კი ნილოსის გავლით კაიროსკენ წავიდა.1798 წლის 21 ივლისს სოფელ იმბაბასთან
მოხდა გადამწყვეტი შეტაკება ფრანგებსა და მამლუქებს შორის, რომელიც ისტორიაში
შევიდა, როგორც ,,ბრძოლა პირამიდებთან.“აქ გამოჩნდა ნაპოლეონის არმიის
უპირატესობა მამლუქთა შუა საუკუნეების ტრადიციებზე აგებულ მხედრობაზე
გამოვლინდა.მეორე დღეს ნაპოლეონი ეგვიპტის დედაქალაქში შევიდა.

,,მანიფესტში,“ რომელიც ნაპოლეონის უშუალო მონაწილეობით იქნა შედგენილი, ნათქვამი

იყო, რომ ფრანგები სულთნისა და ისლამის მეგობრები იყვნენ და მიზნად ისახავდნენ
ეგვიპტელი ხალხის გათავისუფლებას ქართველი და კავკასიელი მონების რეჟიმისგან.
პირამიდებთან განცდილი მარცხის შემდეგაც მამლუქები კვლავ რჩებოდნენ სამხედრო
ძალად, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ფრანგებისთვის.

1798 წლის 1 აგვისტოს აბუკირთან ბრიტანეთის ესკადრამ ადმირალ ნელსონის

მეთაურობით გაანადგურა საფრანგეთის ფლოტი. ამას დაემთხვა ურთიერთობის
გამწვავება ოსმალეთთან, რასაც მოჰყვა სულთან სელიმ III-ის მიერ საფრანგეთისთვის ომის
გამოცხადება. თავისი ქვეყნისგან მოწყვეტილი ნაპოლეონი არმიის შესანახად იძულებული
გახდა გაეტარებინა მოსახლეობისთვის მძიმე ფისკალური პოლიტიკა, რაც ხშირად აშკარა
ძალადობის ხასიათს იღებდა.1798 წლის ოქტომბერში კაიროში დაიწყო დიდი
მღელვარება, რომელიც გამოიწვია დივანის ახალმა დადგენილებამ გადასახადებთან
დაკავშირებით. განსაკუთრებით ღარიბი ფენები გამოდიოდნენ შეძახილით: ,,ალლაჰიმც
მოუტანს გამარჯვებას ისლამს“!

2. ეგვიპტის გამგებლობა სუდანში.

1820 წელს მუჰამად ალის არმიამ დაიწყო სუდანის ტერიტორიის დაპყრობა ისმაილ ფაშას
მეთაურობით.ეგვიპტელებისთვის სუდანი წარმოადგენდა უზარმაზარ ტერიტორიულ
შენაძენს,რესურსების წყაროს. ლაშქრობა წარმატებულად დაიწყო, მაგრამ მალევე დაიწყო
რეპრესიები ისმაილ ფაშას მკვლელობის გამო. 1839 წელს სუდანში ჩავიდა თავად
მუჰამმად ‘ალი, რასაც მოჰყვა სამი დიდი სამხედრო ექსპედიცია სამხრეთ სუდანში.
ევროპელები აქტიურად მონაწილეობდნენ ეგვიპტელების მიერ ოკუპირებული
ტერიტორიის ადმინისტრაციულ მოწყობაში. მათ ცოდნას და გამოცდილებას იყენებდნენ
მუჰამმად ‘ალის მემკვიდრეებიც, კერძოდ ისმა‘ილი, რომელიც სულთანმა ოფიციალურად
აღიარა ეგვიპტისა და სუდანის ხედივად. 1880 წლისთვის ეგვიპტელების ხელში აღმოჩნდა
მთელი დღევანდელი სუდანი ჩრდილოეთ სომალისა და ჩადის საზღვრებამდე. წითელი
ზღვის სანაპირო ნავსადგურები და მდ.ნილოსი ასევე ეგვიპტის ხელში გადავიდა.

რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა ინგლისს. 1877 წელს ინგლისელი ჩარლზ

გორდონი დაინიშნა სუდანის გენერალ-გუბერნატორად, ხოლო გუბერნატორების პოსტები
გაინაწილეს სხვა ევროპელებმა,რამაც კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია. 1877-1880
წლების მიმდინარე აჯანყების ჩახშობა ინგლისელებმა დიდი გაჭირვებით შეძლეს.

XIX საუკუნის მიწურულს თანამედროვე სუდანის ტერიტორიაზე დაიწყო სახალხო

აჯანყება, რომელიც მიმართული იყო ოსმალების, ეგვიპტელებისა და ევროპელების
მმართველობის წინააღმდეგ. ამბოხებას სათავეში ჩაუდგა მუსლიმი მქადაგებელი მუჰამად
აჰმადი, რომელმაც თავი „მაჰდიდ“, ანუ მესიად.1883-1884 წლებში სუდანის ტერიტორიის
უდიდესი ნაწილი მაჰდისტებმა დაიკავეს.

1885 წელს, ფაქტობრივად, წარმოიქმნა მაჰდისტური თეოკრატიული ისლამური

სახელმწიფო, დედაქალაქით ომდურმანი.დამაარსებელი მაჰდი მალევე
გარდაიცვალა.ტახტი დაიკავა ალ-მაჰდის უახლოესმა თანამებრძოლმა – აბდ ალლაჰ იბნ
მუჰამადმა. მაჰდისტთა სახელმწიფოს მოუხდა არსებობა იმ პერიოდში, როდესაც
კოლონიების გადანაწილების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული.საბოლოოდ
უპირატესობა ინგლისელებმა მოიპოვეს.

3. იემენი.

იემენის რესპუბლიკა მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ აღმოსავლეთ

ნაწილში. იემენი ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ტერიტორიაა. 525 წელს იემენი
აბისინიელებმა დაიპყრეს. ერთი დამპყრობელი მეორემ შეცვალა - 570 წელს სასანიანთა
ირანმა იემენი დაიპყრო და თავის პროვინციად გამოაცხადა. 628 წელს ბათჰანმა, იემენის
სპარსელმა გუბერნატორმა, აღიარა ისლამი. ამის შემდეგ დაიწყო იემენის ისლამიზაცია.

897 წელს იმამმა იაჰიამ ზაიდის საიმამო ჩამოაყალიბა.იაჰია იყო ხალიფა ალის
შთამომავალი და ალის პარტიის წარმომადგენელი. ზაიდის საიმამო სამხრეთ იემენში 1000
წელი არსებობდა - 1962 წლის რევოლუციამდე.

იემენის დაყოფა ჩრდილოეთად და სამხრეთად მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისმა 1839
წელს დაიპყრო ქალაქი ადენი და სამხრეთ იემენი, ხოლო 1872 წელს თურქებმა - სანა და
იემენის ჩრდილოეთი ნაწილი.

იემენის თანამედროვე ისტორია იწყება 1918 წლიდან. 1948 წელს იემენელ

ინტელექტუალებს ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა, რომელიც უშედეგოდ
დამთავრდა. იაჰია მოკლეს. ტახტზე ავიდა მისი შვილი - აჰმადი, რომელიც 14 წლის
განმავლობაში ტერორით მართავდა ჩრდილო იემენს. საბოლოოდ, ჩრდილოეთში
ჩამოყალიბდა იემენის არაბთა რესპუბლიკა.
სამხრეთით, სადაც გაბატონებულები იყვნენ ინგლისელები, პოლიტიკური განვითარება
სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა.

1972 და 1979 წლებში დააპირეს ძალით ქვეყნის გაერთიანება, რაც ორივეჯერ უშედეგოდ
დასრულდა. დაიწყო დაპირისპირება, რომელიც 1986 წელს იქამდე მივიდა, რომ სამხრეთ
იემენის პრეზიდენტი აბდულ-ფათახ ისმაილი მოკლეს.

რთული მდგომარეობა იყო ჩრდილოეთშიც.პრეზიდენტებს მუდმივად ცვლიდნენ.

სამხ.იემენი განუვითარებელი იყო, ჩრდილოეთი კი შემოსავალს ფულადი გზავნილებით
იღებდა, რაც ნავთობის შემცირებასთან ერთად შემცირდა.

1990 წლის 21 მაისს გაერთიანდა იემენი,ახალი პრეზიდენტი გახდა ჩრდილო იემენის

პრეზიდენტი - ალი აბდულაჰ სალეჰი, ვიცე-პრეზიდენტი კი - სამხრეთ იემენის ყოფილი
ხელმძღვანელი.1993 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად სუსტი იყო ამ
ქვეყნის ერთობა.

1994 წლის მაისში დაიწყო სამხრეთელებისა და ჩრდილოელების სამხედრო

დაპირისპირება,რაც 1994 წლის ივლისამდე გაგრძელდა და სამხრეთელების მარცხით
დასრულდა.

სამოქალაქო ომის შემდეგ იემენში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა,თუმცა

ეკონომიკა ვერ ვითარდებოდა.პირველი სიგნალი იმისა, რომ იემენში ვითარება მკვეთრად
გაუარესდა, იყო ტერორისტული აქტი, რომელიც 2000 წლის ოქტომბერში აშშ-ის
სამხედრო საზღვაო გემ „კოლზე“ მოხდა.

2004 წლიდან იემენის მთავრობასა და „ალაჰ ანსარის“ შორის დაიწყო სამხედრო

დაპირისპირება.

2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენები შეეხო იემენსაც, რაც პრეზიდენტის

ცვლილებით დასრულდა. 2014 წელს ეს გადაიზარდა სამოქალაქო ომში, რაც დღესაც
გრძელდება.

4. ეგვიპტე დამოუკიდებლობის შემდეგ.

ომის შემდგომ პერიოდში გამძაფრდა სოციალური წინააღმდეგობა.მრეწველობის

შემცირებამ განაპირობა უმუშევრობა.მძიმე დარტყმა იყო ეგვიპტისთვის მარცხი
ისრაელთან ომში 1948 წელს.

1952 წლის ღამით 22-დან - 23 ივლისზე ”თავისუფალი ოფიცრების” საიდუმლო

ორგანიზაციამ კაიროში მოახდინა სამხედრო გადატრიალება და დაამხო მეფე ფარუკი.
ძალაუფლება გადავიდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს ხელთ, რომელიც
შედგებოდა ოფიცერთა ორგანიზაციის წევრებისგან - ნაგიბისა და ნასერის
ხელმძღვანელობით. ეგვიპტე გამოცხადდა რესპუბლიკად.
რევოლუციის პირველსავე წლებში გამოიცა კანონი პოლიტიკური პოლიციის ლიკვიდაციის
შესახებ.გაუქმდა ტიტულები ”ფაშა” და ”ბეი”.განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1952
წლის 9 სექტემბერს მიღებულ კანონს აგრარული რეფორმის თაობაზე, რაც იყო პირველი
ასეთი რეფორმა მთელ არაბულ აღმოსავლეთში.

1953 წლის შუა ხანებში დაიწყო უთანხმოება ნაგიბსა და ნასერს შორის. ნასერმა გაიმარჯვა
ამ დაპირისპირებაში და 1954 წელს გახდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს
ხელმძღვანელი, ხოლო 1956 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.ნასერის ერთ-ერთი პირველი
მიღწევა საგარეო პოლიტიკის სფეროში იყო ინგლისელთა მიერ ეგვიპტის ოკუპაციის
74-წლიანი პერიოდის დასრულება.

ნასერის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1956 წელს სუეცის არხის
ნაციონალიზაცია. ეს იყო სერიოზული დარტყმა ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის
სახელმწიფოებისათვის. 1956 წლის შემდეგ ნასერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული პოლიტიკური ხელმძღვანელი, ნასერიზმი კი პოპულარული მიმდინარეობა.

1958 წელს სირიის ბაასისტების ლიდერების ინიციატივით მოხდა ეგვიპტისა და სირიის

გაერთიანება. შეიქმნა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქად
გამოცხადდა კაირო.

გამოიცა კანონები, რომლებმაც გააუმჯობესეს შრომის კანონმდებლობა: დაწესდა 42-

საათიანი სამუშაო დღე მუშებისთვის. მუშებს პირველად მიეცათ წლიური ანაზღაურებადი
შვებულებები, პენსიები. შემცირდა ბინის ქირა და ა.შ.

1962 წელს შეიქმნა არაბთა სოციალისტური კავშირი, აერთიანებდა 6მლნ ადამიანს. 1964
წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია აცხადებდა ეგიპტეს დემოკრატიულ სოციალისტურ
სახელმწიფოდ.

1970 წლის 28 სექტემბერს ნასერი გარდაიცვალა და ახალმა პრეზიდენტმა ანვარ სადათმა

მთლიანად შეცვალა ნასერის კურსი. დაიწყო დაშორება სსრ კავშირიდან და დაახლოება
აშშ-სთან.1973 წელს დაიწყო ახალი ომი ისრაელთან.

1981 წლის 6 ოქტომბერს კაიროს გარეუბანში – ჰელიოპოლისში სამხედრო აღლუმზე,

რომელიც ეძღვნებოდა 1973 წლის ოქტომბრის ომში „გამარჯვების“ მერვე წლისთავს,
მუსლიმმა ექსტრემისტებმა მოკლეს ანვარ სადათი.

ვარიანტი IX

1. ფრანგული ექსპედიცია ეგვიპტეში 1799 წლის შემდგომ და მისი შედეგები.

1799 წელს ფრანგები შეიჭრნენ სამხრეთ სირიაში და აკას ციხე-სიმაგრეს ალყა

შემოარტყეს.ორთვიანი წარუმატებელი ალყის შემდეგ ფრანგები იძულებულნი გახდნენ
ეგვიპტეში დაბრუნებულიყნენ.ფრანგების მდგომარეობა ეგვიპტეში უარესდებოდა. 1799
წლის ივლისში ოსმალეთის ჯარი აბუკირის ნახევარკუნძულს მიადგა, მაგრამ ნაპოლეონი
25 ივლისს თავს დაესხა მას და სასტიკად დაამარცხა. ამ გამარჯვებას უნდა
განემტკიცებინა ფრანგების პოზიცია ეგვიპტეში, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად
იმავე წლის 23 აგვისტოს მთავარსარდალმა უმაღლესი უფლებამოსილებანი გადასცა
გენერალ კლებერს. 1800 წლის იანვრის ალ-‘არიშის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო
საფრანგეთისა და ოსმალეთის წარმომადგენლებს შორის, გადაწყდა ფრანგების
მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტიდან, მაგრამ ინგლისელების პოზიციის გამო კლებერმა
უარი თქვა ეგვიპტიდან წასვლაზე, რამაც ახალი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე
წარმოშვა.

კაიროს მეორე, 1800 წლის აჯანყება მიმართული იყო ოსმალეთის მიერ პოზიციების
დაბრუნებისკენ.ამ დროს საფრანგეთმა პოზიცია შეცვალა და ექსპედიციამ ანტიოსმალური
ხასიათი მიიღო.ეს აჯანყება ოსმალეთისა და მამლუქების, ასევე ხალხის ინტერესებს
ემსახურებოდა.1800 წლის 15-დან 20 აპრილამდე კლებერმა შეძლო ჩაეხშო აჯანყება,
სასჯელის სახით კაიროელებს დიდი კონტრიბუცია შეაწერეს.

1800 წლის 14 ივნისს ოსმალების მიერ სირიიდან შემოგზავნილმა სულაიმან ჰალაბიმ

მოკლა გენერალი კლებერი. მკვლელი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი
სიკვდილით დასაჯეს, ხოლო საოკუპაციო რეჟიმს სათავეში ჩაუდგა გენერალი ჟაკ მენუ,
რომელმაც მანამდე მოსახლეობის გულის მოსაგებად ისლამი მიიღო და ცნობილი გახდა
‘აბდ ალლაჰის სახელით, მაგრამ საფრანგეთის რეჟიმის შესანარჩუნებლად კიდევ უფრო
მკაცრი ზომების მიღების მომხრე იყო.1801 წლის ზაფხულში ჩრდილოეთიდან
ინგლისელები გამოჩნდნენ, ხოლო აღმოსავლეთიდან ოსმალთა ჯარი დაიძრა, ფრანგების
მდგომარეობა ეგვიპტეში ფაქტობრივად უიმედო გახდა. იმავე წლის ივლისში
ინგლისელების მოთხოვნით ჯერ კაიროდან, შემდეგ კი ალექსანდრიიდან დაიწყო
საფრანგეთის გარნიზონების ევაკუაცია, ხოლო სექტემბერში არმიის დარჩენილი ნაწილიც
გემებით სამშობლოში დაბრუნდა. საფრანგეთმა დაკარგა არა მარტო ეგვიპტე, არამედ კ.
მალტა, იონიის კუნძულები, და ბოლოს, 1801 წლის 9 ოქტომბერს იძულებული გახდა ზავი
დაედო ოსმალეთთან.

საფრანგეთის ხანმოკლე საოკუპაციო რეჟიმის დროს ეგვიპტე გაეცნო ახალი ევროპის

ზოგიერთ ისეთ მიღწევას, რომგორიცაა მაგ: საბეჭდი მოწყობილობა და სტამბა.1798 წლის
29 ივლისს გამოვიდა სამხედრო ხელისუფლების გაზეთი ,,კურიე დ’ეჟიპტ“.1798 წლის 23
აგვისტოს შეიქმნა ე.წ. ,,ეგვიპტის ინსტიტუტი“ სწორედ ნაპოლეონის სამხედრო
ექსპედიციის შემდეგ ცნობილი ,,როზეტის ქვის“ წარწერის გაშიფვრით ცნობილმა ფრანგმა
მეცნიერმა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა საფუძველი ჩაუყარა ეგვიპტოლოგიას. ამ
ყველაფერს თან ახლდა უბედური შემთხვევები, ომში მეცნიერთა დიდი ნაწილი დაიღუპა.

2. მამლუქთა ბატონობის დასასრული ერაყში.

XIX საუკუნის დამდეგს ერაყი ოსმალეთის იმპერიის პროვინცია იყო, მაგრამ სულთნის
ხელისუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან ფაქტობრივად, ქვეყანას
განაგებდნენ მამლუქები. დაუდ ფაშა იყო მათი უკანასკნელი წარმომადგენელი. სა‘იდ
ფაშას გამგებლობის დროს მას ბაღდადში რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა. მან
ისარგებლა ერაყში დაწყებული არეულობით და სტამბოლის თანხმობით შეძლო 1917 წლის
თებერვალში ბაღდადის ვალი გამხდარიყო. იგი 14 წელი განაგებდა თითქმის მთელ ერაყს.

დაუდ ფაშამ მოღვაწეობა დაიწყო მოწინააღმდეგეების დამარცხებით, შემდეგ, მან სცადა

უკონტროლო ჩრდილოეთ ერაყის შემომტკიცება, მაგრამ აქ ირანის წინააღმდეგობას
წააწყდა. აქ განცდილი მარცხის კომპენსაციისთვის რეპრესიებს მიმართა ან-ნაჯაფის და
ქარბალას მოსახლეობის მიმართ. საბოლოოდ მაინც შეძლო შემოემტკიცებინა
ქურთისტანი და სამხრეთ ერაყი.

1824 წლიდან ფრანგი და ინგლისელი ოფიცრების დახმარებით მან შექმნა 30 ათასიანი

კარგად აღჭურვილი და არტილერიით შეიარაღებული არმია.დაუდ ფაშა სამეურნეო
განვითარების მნიშვნელობას ხედავდა,დაუდის ინიციატივით ბაღდადში 1828-1829 წლებში
დაარსდა სტამბა, გაიხსნა ბიბლიოთეკები და სკოლები. აღსანიშნავია, რომ ბაღდადის
პირველი სტამბის გამართვაში მონაწილეობდა თბილისიდან მიწვეული სპეციალისტები. აქ
დაიბეჭდა ყურანი და მამლუქთა წიგნები.

1830 წლის შემოდგომაზე ბაღდადის ვალის თანამდებობაზე დაუდის ნაცვლად დაინიშნა

ჰალების გამგებელი ‘ალი რიზა. სამხედრო ექსპედიციის დაწყებას დაემთხვა ბაღდადში
დიდი წყალდიდობა და შავი ჭირის ეპიდემია, რამაც დაასუსტა დაუდ ფაშა, რომელიც
სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა,‘ალი რიზამ იგი ხაზგასმული პატივისცემით
მიიღო.1831 წლის 27 სექტემბერს ერაყის ყოფილი გამგებელი და მისი ოჯახი სტამბოლში
გაგზავნეს.

დაუდ ფაშას ბედი არ ყოფილა ძალიან ტრაგიკული.1841 წელს მან თავი დაანება
სახელმწიფო სამსახურს.ის მედინაში მოციქულის მავზოლეუმის ზედამხედველად დაინიშნა.
აქვე, მას გაუშენებია ბაღი, რომელიც ატარებდა მის სახელს ,,დაუდიე’’. გარდაიცვალა
მედინაში 1851 წელს 77 წლის ასაკში და იქვე დაკრძალეს ხალიფა ‘უსმანის საფლავის
პირდაპირ.

3. ლიბია _ მუამარ კადაფის დიქტატურა

1951 წელს ლიბია გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 1969 წლამდე ქვეყანას

მართავდა მეფე იდრის I. ამ წლის 1 სექტემბერს ოფიცერთა ჯგუფმა კადაფის
ხელმძღვანელობით, ისარგებლა მეფის ვიზიტით თურქეთში, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება
და გამოაცხადა ლიბიის არაბთა რესპუბლიკა.ასეთი იოლი გზით ხელისუფლების მოპოვება
იმაზე მიუთითებდა, რომ მონარქიულმა რეჟიმმა თავისი დრო ამოწურა. კადაფი
დარწმუნდა, რომ მხოლოდ არმიაზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა და 1973 წელს ლიბიაში
დაიწყო ე.წ. „სახალხო კულტურული რევოლუცია”, რომელიც მიზნად ისახავდა ძველი
სახელმწიფო სტრუქტურის დანგრევას. პარალელურად გაჩნდა მმართველობის ახალი
ორგანოები — სახალხო კონგრესები და სახალხო კომიტეტები. 1977 წლის 3 მარტიდან
ლიბია იწოდება ასე: სოციალისტური სახალხო ლიბიის არაბული ჯამაჰირია. ეს იმას
ნიშნავდა, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა გადასცემოდა. პარლამენტი, მთავრობა,
პოლიტიკური პარტიები „ცრუ დემოკრატიად”გამოცხადდა, რომელთაც არ შეეძლოთ
ხალხის ინტერესების გამოხატვა.

1980-იან წლებში ლიბიამ კადაფის ხელმძღვანელობით დაიწყო „დასავლური

იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის დაფინანსება მსოფლიო
მასშტაბით. 1995 წელს ისლამისტებმა მოაწყეს არეულობები მთელ რიგ ქალაქებში,
ხელისუფლებამ მალევე ჩაახშო. 2002 წელს კადაფის იდეით შეიქმნა აფრიკის კავშირი.

2003 წელს, ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, კადაფმა იგრძნო სერიოზული
საფრთხე და უარი თქვა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე. მან დაუშვა ქვეყანაში
საერთაშორისო ექსპერტები და გამოთქვა სურვილი, ეტაპობრივად გადაეხადა კომპენსაცია
განხორციელებული ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახებისათვის, რაც დაასრულა 2008 წ 24
ოქტომბერს.

სამოქალაქო ომი საბოლოოდ 2011 წლის ოქტომბერში მუამარ კადაფის მკვლელობითა და

მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა

4. სირია და ასადების საგვარეულო

1946 წლის აპრილში, სირიიდან ფრანგული არმიის გაყვანისა და დამოუკიდებლობის

მოპოვების შემდეგ, სიტუაცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და
ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ჩაერთო ახალი ძალები. განსაკუთრებით ნათლად ეს
გამოჩნდა სირიაში სამხედრო გადატრიალებების დროს XX ს-ის 40-50-იან წლებში. ეს იყო
ორი ეთნოკონფესიური ჯგუფის – სუნიტების და დრუზების ბრძოლის პერიოდი წამყვანი
პოზიციების მოსაპოვებლად. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ყველა ამ
სამხედრო გადატრიალების უკან იდგა კიდევ ერთი ეთნოკონფესიური უმცირესობა –
ქურთები.

1963 წლის 8 მარტის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლება გადავიდა ბაასის

ხელში.

1963 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო სუნიტი ოფიცრების ალავიტი

ოფიცრებით შეცვლის პროცესი.1966 წლის თებერვლის მორიგი სამხედრო გადატრიალება,
რომლის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა სალაჰ ჯადიდი, რაც ნიშნავდა, რომ
ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლება გადავიდა ალავიტი ოფიცრების ხელში.

1970 წლის 13 ნოემბერს ხელისუფლების სათავეში, სამხედრო გადატრიალების შედეგად,

მოვიდა ალავიტი ჰაფეზ ასადი, რომელმაც დაამარცხა ალავიტი – სალაჰ ჯადიდი და
დააპატიმრა. 1971 წლის 22 თებერვალს არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. ჰაფეზ
ასადის რეჟიმის მთავარი დასაყრდენი გახდა არმია და სპეცსამსახურები.ჰაფეზ ასადი
უპირატესობას ანიჭებდა თავის ახლობლებს ალავიტების წრიდან.1990-ანი წლების
დასაწყისში სირიის შეიარაღებული ძალების 70%-ს შეადგენდნენ ალავიტები.

ჰაფეზ ასადმა ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა მჭიდრო კავშირს

ალავიტების სამხედრო ჯგუფსა და სუნიტური თემის წარმომადგენელებს შორის. ჰაფეზ
ასადის ავტორიტარული მმართველობა ემყარებოდა სამ საფუძველს: სამხედროები,
ბაასის პარტია და ალავიტების თემი.

2000 წლის 17 ივლისს, ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ, სირიის პრეზიდენტი

გახდა მისი ვაჟი ბაშარ ასადი, რომელმაც დაიწყო ლიბერალური კურსის
გატარება.ბერკეტები უწინდებურად მმართველი ელიტის ხელში იყო, რომლის
უმრავლესობას შეადგენდნენ ალავიტები. თუმცა ოფიციალურად ქვეყანას მართავდა ბაასი,
რომლის შიგნითაც ძალთა თანაფარდობა იყო ასევე ალავიტების სასარგებლოდ. ბაშარ
ასადმა, მამისაგან განსხვავებით, სტრატეგიული პოლიტიკური კავშირი დაამყარა
სუნიტებთან და ქრისტიანულ უმცირესობებთან.

2011 წლის 15 მარტს სირიაში დაიწყო საპროტესტო აქციები, რაც გადაიზარდა სირიის
სამოქალაქო ომში. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის
გადადგომას და ბაასის პარტიის მართველობის დასრულებას.

უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთვის ასადი რამდენიმე დათმობაზე

წავიდა.ქურთებს სირიული პასპორტები დაურიგა, სასწავლო დაწესებულებებში ქალებს
ნიკაბის მოხსნის უფლება და 1963 წელს დაწესებული საგანგებო რეჟიმი გააუქმა. თუმცა,
როდესაც დაინახა, რომ დემონსტრაციები არ წყდებოდა, ყველაფერში დასავლეთი
დაადანაშაულა და დათმობაზე წასვლაც დიდი ხნით დაივიწყა.5 მილიონზე მეტი სირიელი
გახდა იძულებით გადაადგილებული.

ვარიანტი X

1. ეგვიპტე აბას ფაშასა და საიდ ფაშას პერიოდში.

აბას ფაშა იყო მუჰამად ალის შვილიშვილი, რომელმაც მმართველობა მიიღო ჯერ კიდევ
1848 წლის დეკემბერში, მუჰამად ალის სიცოცხლეში. ის იყო რეაქციონერი და შეეცადა
გაენადგურებინა რეფორმების ძირითადი შედეგები. მუჰამად ალი და იბრაჰიმი
ოცნებობდნენ ეგვიპტის სრულ დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ეს ოცნება უცხო იყო
აბასისათვის. პირიქით, ის ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ვასალურ დამოკიდებულებას
თურქეთის სულტნისადმი. ის გმობდა დასავლურ კულტურას და სძულდა ევროპელები,
რაც არ უშლიდა მას ხელს დამორჩილებოდა ინგლისის დირექტივებს.
1851 წელს მან მისცა ინგლისელებს კონცესია სარკინიგზო ხაზის მშენებლობისათვის
ალექსანდრიიდან კაიროში და სუეცში.ამ გზას პირველხარისხოვანი სტრატეგიული
მნიშვნელობა ჰქონდა. ის აერთებდა ინგლისს ინდოეთთან. რკინიგზის ხაზი _
ალექსანდრია-კაირო-სუეცი აშენდა 1853-1857 წლებში.

ფრანგმა კაპიტალისტებმა, რომლებსაც ავტორიტეტი აღარ ჰქონდათ, სუეცის არხის

პროექტი წამოაყენეს,რომელიც შეაერთებდა ხმელთაშუა ზღვას და წითელ ზღვას. ჯერ
კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, ნაპოლეონმა დაავალა ერთ-ერთ თავის ინჟინერს _
ლეპერს _ შეემუშავებინა არხის პროექტი. მან შეცდომა დაუშვა ამ ადგილების
გამოკვლევისას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არხის გათხრა ტექნიკურად
შეუძლებელია.ეს შეცდომა მალევე გაირკვა,მაგრამ მუჰამად ალი იცავდა ეგვიპტის
დამოუკიდებლობის ინტერესებს. ინგლისიც წინააღმდეგი იყო არხის მშენებლობის იქამდე,
ვიდრე ეგვიპტეში ჭარბობდა ფრანგული გავლენა.

XIX ს-ის 50-იან წლებში ფრანგმა კაპიტალისტებმა კვლავ წამოწიეს სუეცის არხის პროექტი
ფერდინანდ ლესეპსის ხელმძღვანელობით.პროექტის წინააღმდეგი იყო აბას ფაშა და
ინგლისიც. 1854 წლის ივლისში აბასი მოკლეს თავისმა მცველებმა. ვინ იდგა მკვლელების
უკან, არავინ იცის. თუმცა ამით, უპირველეს ყოვლისა, მოიგო საფრანგეთმა.

1854 წლის 14 ივლისს ეგვიპტის მმართველი გახდა _ მუჰამად ალის უმცროსი შვილი _
საიდ ფაშა (1854-1863) - დასავლური ორიენტაციის, ფერდინანდ დე ლესეპსის უახლოესი
მეგობარი. როგორც კი გახდა მმართველი, 1854 წლის 30 ნოემბერს მან მისცა ლესეპსს
კონცესია სუეცის არხის მშენებლობაზე.

სუეცის არხის მშენებლობა დაიწყო 1859 წელს. საიდ ფაშამ შეასრულა თავისი
ვალდებულებები. მან ათასობით ფელაჰი მოიყვანა სამუშაოებზე. ისინი მთელი დღე
მუშაობდნენ ანაზღაურების გარეშე. მშენებლობაზე დაიღუპა დაახლ. 20 ათასი.ამას მოჰყვა
პროტესტი, რაც გამოიყენა ინგლისმა და მისი ზეწოლით პორტამ მოითხოვა ანულირება ამ
პროექტის.მაგრამ საიდ ფაშა გარდაიცვალა 1863 წლის 18 იანვარს და მისი მემკვიდრე
გახდა ისმაილ-ფაშა (1863- 1879).

2. დაუდ ფაშა ერაყში.

XIX საუკუნის დამდეგს ერაყი ოსმალეთის იმპერიის პროვინცია იყო, მაგრამ სულთნის
ხელისუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან ფაქტობრივად, ქვეყანას
განაგებდნენ მამლუქები. დაუდ ფაშა იყო მათი უკანასკნელი წარმომადგენელი. სა‘იდ
ფაშას გამგებლობის დროს მას ბაღდადში რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა. მან
ისარგებლა ერაყში დაწყებული არეულობით და სტამბოლის თანხმობით შეძლო 1917 წლის
თებერვალში ბაღდადის ვალი გამხდარიყო. იგი 14 წელი განაგებდა თითქმის მთელ ერაყს.

დაუდ ფაშამ მოღვაწეობა დაიწყო მოწინააღმდეგეების დამარცხებით, შემდეგ, მან სცადა

უკონტროლო ჩრდილოეთ ერაყის შემომტკიცება, მაგრამ აქ ირანის წინააღმდეგობას
წააწყდა. აქ განცდილი მარცხის კომპენსაციისთვის რეპრესიებს მიმართა ან-ნაჯაფის და
ქარბალას მოსახლეობის მიმართ. საბოლოოდ მაინც შეძლო შემოემტკიცებინა
ქურთისტანი და სამხრეთ ერაყი.

1824 წლიდან ფრანგი და ინგლისელი ოფიცრების დახმარებით მან შექმნა 30 ათასიანი

კარგად აღჭურვილი და არტილერიით შეიარაღებული არმია.დაუდ ფაშა სამეურნეო
განვითარების მნიშვნელობას ხედავდა,დაუდის ინიციატივით ბაღდადში 1828-1829 წლებში
დაარსდა სტამბა, გაიხსნა ბიბლიოთეკები და სკოლები. აღსანიშნავია, რომ ბაღდადის
პირველი სტამბის გამართვაში მონაწილეობდა თბილისიდან მიწვეული სპეციალისტები. აქ
დაიბეჭდა ყურანი და მამლუქთა წიგნები.

1830 წლის შემოდგომაზე ბაღდადის ვალის თანამდებობაზე დაუდის ნაცვლად დაინიშნა

ჰალების გამგებელი ‘ალი რიზა. სამხედრო ექსპედიციის დაწყებას დაემთხვა ბაღდადში
დიდი წყალდიდობა და შავი ჭირის ეპიდემია, რამაც დაასუსტა დაუდ ფაშა, რომელიც
სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა,‘ალი რიზამ იგი ხაზგასმული პატივისცემით
მიიღო.1831 წლის 27 სექტემბერს ერაყის ყოფილი გამგებელი და მისი ოჯახი სტამბოლში
გაგზავნეს.

დაუდ ფაშას ბედი არ ყოფილა ძალიან ტრაგიკული.1841 წელს მან თავი დაანება
სახელმწიფო სამსახურს.ის მედინაში მოციქულის მავზოლეუმის ზედამხედველად დაინიშნა.
აქვე, მას გაუშენებია ბაღი, რომელიც ატარებდა მის სახელს ,,დაუდიე’’. გარდაიცვალა
მედინაში 1851 წელს 77 წლის ასაკში და იქვე დაკრძალეს ხალიფა ‘უსმანის საფლავის
პირდაპირ.

3. კონფესიონალიზმის პრობლემა ლიბანში.

ლიბანი ერთადერთი არაბული ქვეყანაა, სადაც ოფიციალურად აღიარებულია 18

რელიგიური თემი: 12 ქრისტიანული, 5 მუსლიმური და 1 ებრაული.

ლიბანში ხელისუფლების ეთნოკონფესიური მოწყობის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს

ჯერ კიდევ XIX ს. 40-იანი წლების დასაწყისი ლიბანის ამირასთან სათათბირო ორგანოს
ჩამოყალიბება, რომელშიც შედიოდა 10 წარმომადგენელი.

1918 წელს, ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, საიქს-პიკოს ხელშეკრულების

პირობებით, რეგიონის ტერიტორია გაყოფილ იქნა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის
გავლენის სფეროებად. ლიბანი მოექცა საფრანგეთის მანდატის იურისდიქციის ქვეშ. 1926
წელს მიღებულ იქნა ლიბანის პირველი კონსტიტუცია.

1943 წლიდან ლიბანში არჩევნები ტარდებოდა ყოველ 4 წელიწადში 1972

წლამდე.კრიზისის პერიოდში პარლამენტის არჩევნები არ ჩატარებულა 1992 წლამდე.
1989 წლის სექტემბერში ტაიფში შედგა ეროვნული ასამბლეის სხდომა. მას ესწრებოდა
31 დეპუტატი ქრისტიანთაგან და მუსლიმთაგან 72. სირიის აქტიური მონაწილეობით
განხილულ იქნა ლიბანის ე.წ. „ეროვნული თანხმობის ქარტია“, რომელიც ითვალისწინებდა
ლიბანში განსაზღვრული პოლიტიკური რეფორმების ჩატარებას. ქარტია ხელმოწერილ
იქნა 1989 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო მისი რატიფიკაცია მოხდა 4 ნოემბერს.

ამ ქარტიის თანახმად, ხელისულების კონფესიური სისტემა შენარჩუნდა თითქმის

უცვლელად.

1992 წელს ეროვნულ ასამბლეაში ადგილები ასე განაწილდა: ქრისტიანებმა მიიღეს 64

ადგილი, მუსლიმებმაც ასევე მიიღეს 64 ადგილი.2008 წლის 21 მაისს დოჰაში ლიბანის
ნაციონალური დიალოგის კონფერენციაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას. დოჰაში
შეთანხმებით დასრულდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი - დადგინდა მინისტრების
პორტფელების განაწილების ახალი წესი: უმრავლესობა - 16, ოპოზიცია 11, პრეზიდენტი
წარადგენდა სამს.

4.ფრანგულ-ბრიტანული სამანდატო სისტემა.

1920 წლის 19-26 აპრილს ქ. სან-რემოში შედგა ანტანტისა და მისი მოკავშირე ქვეყნების
კონფერენცია. დღის წესრიგში იდგა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის განაწილების
საკითხი. შეიქმნა ,,სამანდატო სისტემა’’,რომელიც გულისხმობდა ოსმალეთის ყოფილ
პროვინციებში ისეთი რეჟიმის შექმნას, რომელსაც ექნებოდა სახელმწიფოებრივი
ატრიბუტები, მაგრამ რეალური ძალაუფლება დარჩებოდა მანდატორი ქვეყნის ხელში და
რომლის მიხედვითაც ერაყი და პალესტინა ბრიტანეთის, ხოლო სირია და ლიბანი
საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიად გამოცხადდა.

ბრიტანეთის მანდატი ერაყზე დასრულდა 1932 წელს და ეს ქვეყანა გახდა პირველი

არაბული სახელმწიფო, რომელიც ერთა ლიგაში მიიღეს.

პალესტინაზე მანდატი ერთა ლიგამ 1922 წლის 24 ივლისს დაამტკიცა. მანდატის

თანახმად, პალესტინა მდინარე იორდანეს დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე
ტერიტორიებს მოიცავდა. ინგლისმა ერთა ლიგის თანხმობით 1922 წლის სექტემბერში
პალესტინიდან ცალკე გამოყო ავტონომიური ერთეული - ტრანსიორდანიის
საამირო,1923 წელს გამოცხადდა ტრანსიორდანიის საამიროს დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება ბრიტანეთის სამანდატო პალესტინას, ამ დროისთვის იგი კვლავ არაბულ

ქვეყნად დარჩა, ვინაიდან, ებრაელები აქ მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს შეადგენდნენ.

ვარიანტი XI

1. არაბთა გაერთანებული საამიროები.

1971 წლის 2 დეკემბერს გამოცხადდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერაცია.
მასში თავდაპირველად შევიდა 6 საამირო, რა’ს ალ-ხაიმას გარდა, რომელიც ფედერაციის
წევრი გახდა 1972 წლის 10 თებერვალს. ახალმა ფედერაციამ მიიღო დროებითი
კონსტიტუცია 5 წლის ვადით. აბუ დაბის მმართველი — შაიხი ზაიდი გახდა ფედერაციის
პირველი პრეზიდენტი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი — დუბაის მმართველი შაიხი,
ალ-მაქთუმი.

1980 წლის სექტემბერში დაწყებულმა ირან-ერაყის ომმა გაამწვავა ვითარება სპარსეთის

ყურის რეგიონში.საამიროები, ერთის მხრივ, მხარს უჭერდნენ ერაყს,ხოლო მეორე მხრივ
ინარჩუნებდნენ ეკონომიკურ კავშირებს ირანთან. 1987 წლის ივნისში ქვეყანაში პირველად
დაიწყო შიდაპოლიტიკური კრიზისი. შაიხმა ‘აბდ ალ-‘აზიზმა სახელმწიფოს მეთაურის
არყოფნის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტოვებს თავის პოსტს, რადგანაც მან
„გაანადგურა ეკონომიკა”. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. საბოლოოდ
საკითხი გადაიჭრა კომპრომისით -ან-ნაჰაიანი აღდგა თავის უფლებებში, ხოლო შაიხი ‘აბდ
ალ-‘აზიზი გამოცხადდა მემკვიდრე პრინცად, რომელიც მოგვიანებით 6-ჯერ აირჩიეს
ახალი საპრეზიდენტო ვადით.1987-1988 წლებში საამიროებმა უფრო მჭიდრო
პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობა დაამყარა ამერიკასთან. 1995-1996 წლებში
საამიროებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები დადო აგრეთვე დიდ
ბრიტანეთთან და საფრანგეთთან.

2004 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და მმართველი

გახდა მისი უფროსი ვაჟი ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰაიანი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების შემადგენლობაში შედის 7 საამირო: აბუ დაბი

ყველაზე მნიშვნელოვანი.2 დეკემბერი - ესაა ეროვნული დღესასწაული,ფედერაციის
გამოცხადების დღე.

2. სადამ ჰუსეინის დიქტატურა ერაყში.

1979 წელს ერაყის პრეზიდენტი გახდა სადამ ჰუსეინი. საპასუხისმგებლო პოსტებზე

პარტიაში, არმიაში და სახელმწიფო აპარატში ინიშნებოდნენ მხოლოდ ბაასის პარტიისა და
პირადად სადამ ჰუსეინის ერთგული პირები.

1979 წელს ირანის ისლამურმა რევოლუციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ერაყზე.

ოპოზიციურმა შიიტურმა თემმა დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები. 1980 წელს სადამ
ჰუსაინმა წამოიწყო ომი ირანთან. სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბი გახდა ირანის
უარი შეესრულებინა 1975 წლის ხელშეკრულების პირობები.

1988 წელს ირან-ერაყის ომი დასრულდა ერაყის დამარცხებით. ჰუსეინი მიისწრაფოდა

გადაექცია თავისი ქვეყანა სამხრეთის მსხვილ სახელმწიფოდ, რომელიც
დაუპირისპირდებოდა აშშ-ს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო სამხედრო
კონფლიქტი ერაყსა და ქუვეითს შორის. 1990 წლის აგვისტოში ერაყი თავს დაესხა
მეზობელ ქუვეითს.1991 წლის თებერვალში აშშ-მ ჩაატარა სამხედრო ოპერაციები
არაბეთის უდაბნოს რაიონებში კოდური სახელით — „უდაბნოს ქარიშხალი”, რომელიც 6
კვირას გაგრძელდა. ამერიკის ავიაციამ სწრაფად გამოიყვანა მწყობრიდან ერაყის
სამხედრო ქვედანაყოფები.

1991 წლის 28 თებერვალს ერაყმა კაპიტულაცია გამოაცხადა, რასაც მოჰყვა გაეროს

სანქციების გამკაცრება ქვეყანაში. 1991 წლის მარტში აჯანყდნენ შიიტები, რომლებმაც
დაიკავეს ვრცელი ტერიტორია. სადამ ჰუსეინმა უმოწყალოდ ჩაახშო შიიტების აჯანყება.
იმავე პერიოდში ერაყში აჯანყდნენ ქურთები, რასაც მოჰყვა ამერიკის არმიის შესვლა
ჩრდილოეთ ერაყში და იქ „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა. 1994 წელს ერაყმა ცნო
ქუვეითის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.1995 და 1998 წელს ამერიკამ და
დიდმა ბრიტანეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ერაყზე გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციის დარღვევის გამო.

2002 წლის იანვარში ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი „ბოროტების ღერძის”
დოქტრინის თანახმად ამერიკისა და მსოფლიოს მტრებად გამოაცხადა ის ქვეყნები, სადაც
ტარდებოდა მუშაობა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასა და წარმოებაზე.
ამერიკის პრეზიდენტმა „ბოროტების ღერძად” მიიჩნია ერაყი, ირანი და ჩრდილოთ კორეა.

2003 წლის 18 მარტს ჯორჯ ბუშმა ულტილატუმი წაუყენა სადამ ჰუსეინს — ან უარი
ეთქვა ხელისუფლებაზე და დაეტოვებინა ქვეყანა თავის ვაჟებთან ერთად 48 სთ-ის
განმავლობაში ან დაიწყებოდა სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ. სადამმა უარი
განაცხადა ქვეყნის დატოვებაზე. 2003 წლის 20 მარტს ერაყში სამხედრო მოქმედება
დაიწყეს ამერიკის და ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა, რომელთაც შეუერთდნენ სხვა
სახელმწიფოების სამხედრო ქვედანაყოფებიც. 2003 წლის 13 დეკემბერს სადამ ჰუსაინი
დააპატიმრეს. 2006 წლის 30 დეკემბერს სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩეს.

3. ეგვიპტე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ომის შემდგომ პერიოდში გამძაფრდა სოციალური წინააღმდეგობა.მრეწველობის

შემცირებამ განაპირობა უმუშევრობა.მძიმე დარტყმა იყო ეგვიპტისთვის მარცხი
ისრაელთან ომში 1948 წელს.

1952 წლის ღამით 22-დან - 23 ივლისზე ”თავისუფალი ოფიცრების” საიდუმლო

ორგანიზაციამ კაიროში მოახდინა სამხედრო გადატრიალება და დაამხო მეფე ფარუკი.
ძალაუფლება გადავიდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს ხელთ, რომელიც
შედგებოდა ოფიცერთა ორგანიზაციის წევრებისგან - ნაგიბისა და ნასერის
ხელმძღვანელობით. ეგვიპტე გამოცხადდა რესპუბლიკად.

რევოლუციის პირველსავე წლებში გამოიცა კანონი პოლიტიკური პოლიციის ლიკვიდაციის

შესახებ.გაუქმდა ტიტულები ”ფაშა” და ”ბეი”.განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1952
წლის 9 სექტემბერს მიღებულ კანონს აგრარული რეფორმის თაობაზე, რაც იყო პირველი
ასეთი რეფორმა მთელ არაბულ აღმოსავლეთში.

1953 წლის შუა ხანებში დაიწყო უთანხმოება ნაგიბსა და ნასერს შორის. ნასერმა გაიმარჯვა
ამ დაპირისპირებაში და 1954 წელს გახდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს
ხელმძღვანელი, ხოლო 1956 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.ნასერის ერთ-ერთი პირველი
მიღწევა საგარეო პოლიტიკის სფეროში იყო ინგლისელთა მიერ ეგვიპტის ოკუპაციის
74-წლიანი პერიოდის დასრულება.

ნასერის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1956 წელს სუეცის არხის
ნაციონალიზაცია. ეს იყო სერიოზული დარტყმა ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის
სახელმწიფოებისათვის. 1956 წლის შემდეგ ნასერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული პოლიტიკური ხელმძღვანელი, ნასერიზმი კი პოპულარული მიმდინარეობა.

1958 წელს სირიის ბაასისტების ლიდერების ინიციატივით მოხდა ეგვიპტისა და სირიის

გაერთიანება. შეიქმნა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქად
გამოცხადდა კაირო.

გამოიცა კანონები, რომლებმაც გააუმჯობესეს შრომის კანონმდებლობა: დაწესდა 42-

საათიანი სამუშაო დღე მუშებისთვის. მუშებს პირველად მიეცათ წლიური ანაზღაურებადი
შვებულებები, პენსიები. შემცირდა ბინის ქირა და ა.შ.

1962 წელს შეიქმნა არაბთა სოციალისტური კავშირი, აერთიანებდა 6მლნ ადამიანს. 1964
წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია აცხადებდა ეგიპტეს დემოკრატიულ სოციალისტურ
სახელმწიფოდ.

1970 წლის 28 სექტემბერს ნასერი გარდაიცვალა და ახალმა პრეზიდენტმა ანვარ სადათმა

მთლიანად შეცვალა ნასერის კურსი. დაიწყო დაშორება სსრ კავშირიდან და დაახლოება
აშშ-სთან.1973 წელს დაიწყო ახალი ომი ისრაელთან.

1981 წლის 6 ოქტომბერს კაიროს გარეუბანში – ჰელიოპოლისში სამხედრო აღლუმზე,

მუსლიმმა ექსტრემისტებმა მოკლეს ანვარ სადათი.

4. ლიბანი დამოუკიდებლობის შემდეგ

ლიბანი ერთადერთი არაბული ქვეყანაა, სადაც ოფიციალურად აღიარებულია 18

რელიგიური თემი: 12 ქრისტიანული, 5 მუსლიმური და 1 ებრაული.

ლიბანში ხელისუფლების ეთნოკონფესიური მოწყობის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს

ჯერ კიდევ XIX ს. 40-იანი წლების დასაწყისი ლიბანის ამირასთან სათათბირო ორგანოს
ჩამოყალიბება, რომელშიც შედიოდა 10 წარმომადგენელი.
1918 წელს, ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, საიქს-პიკოს ხელშეკრულების
პირობებით, რეგიონის ტერიტორია გაყოფილ იქნა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის
გავლენის სფეროებად. ლიბანი მოექცა საფრანგეთის მანდატის იურისდიქციის ქვეშ. 1926
წელს მიღებულ იქნა ლიბანის პირველი კონსტიტუცია.

1943 წლიდან ლიბანში არჩევნები ტარდებოდა ყოველ 4 წელიწადში 1972

წლამდე.კრიზისის პერიოდში პარლამენტის არჩევნები არ ჩატარებულა 1992 წლამდე.

1989 წლის სექტემბერში ტაიფში შედგა ეროვნული ასამბლეის სხდომა. მას ესწრებოდა
31 დეპუტატი ქრისტიანთაგან და მუსლიმთაგან 72. სირიის აქტიური მონაწილეობით
განხილულ იქნა ლიბანის ე.წ. „ეროვნული თანხმობის ქარტია“, რომელიც ითვალისწინებდა
ლიბანში განსაზღვრული პოლიტიკური რეფორმების ჩატარებას. ქარტია ხელმოწერილ
იქნა 1989 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო მისი რატიფიკაცია მოხდა 4 ნოემბერს.

ამ ქარტიის თანახმად, ხელისულების კონფესიური სისტემა შენარჩუნდა თითქმის

უცვლელად.

1992 წელს ეროვნულ ასამბლეაში ადგილები ასე განაწილდა: ქრისტიანებმა მიიღეს 64

ადგილი, მუსლიმებმაც ასევე მიიღეს 64 ადგილი.2008 წლის 21 მაისს დოჰაში ლიბანის
ნაციონალური დიალოგის კონფერენციაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას. დოჰაში
შეთანხმებით დასრულდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი - დადგინდა მინისტრების
პორტფელების განაწილების ახალი წესი: უმრავლესობა - 16, ოპოზიცია 11, პრეზიდენტი
წარადგენდა სამს.

ვარიანტი XII

1. მუჰამედ ალის რეფორმატორული საქმიანობა ეგვიპტეში.

ეგვიპტის ისტორიაში ახალი პერიოდი დაკავშირებულია ალბანელთა კორპუსის მეთაურთან

– მუჰამედ ალისთან.1811 წლის 1 მარტს მუჰამად ალიმ კაიროს ციტადელში აღლუმზე
მიიპატიჟა 470 მამლუქი და ერთიანად გაჟლიტა ისინი, რამაც შექმნა ხელსაყრელი
პირობები ეკონომიკური რეფორმებისთვის. უშუალო მოტივი რამაც ეგვიპტის გამგებელს
უბიძგა რეფორმებისკენ იყო ძლიერი, ევროპულ ყაიდაზე შეიარაღებული და განსწავლული
არმიის შექმნის სურვილი.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო აგრარული რეფორმა. მსხვილი მემამულეებს –

მამლუქთა რიგებიდან - მიწების დიდი ნაწილი ჩამოართვეს და ისინი გადაეცა ხაზინას.
ამიერიდან ეგვიპტის ფელაჰებს უნდა ემუშავთ არა ცალკეულ მემამულეებზე, არამედ
სახელმწიფოზე. ნაწილი ჩამორთმეული და საწყავი მიწებისა მუჰამედ ალიმ გადასცა თავის
დაახლოებულ პირებს.სოფლად მიწები გაუნაწილეს ფელაჰებს, მაგრამ გლეხი იძულებული
იყო გადაეხადა მაღალი რენტა-გადასახადი, რომელიც უშუალოდ შედიოდა ხაზინაში.
წელიწადში 60 დღე ფელაჰს უნდა შეესრულებინა სხვადასხვა სახელმწიფო
ვალდებულებები.ეს სისტემა მუშაობდა 1820-იან წლებამდე. შემდეგ მუჰამედ-ალიმ დაიწყო
მიწების გადაცემა ფელაჰებითურთ თავის ოფიცრებისა და მოხელეებისათვის.

ასევე მიწათმოქმედებასაც მიაქცია ყურადღება. დაიწყო ახალი სარწყავი არხებისა და

კაშხლების მშენებლობა.ამის წყალობით ნათესი ფართობები გაიზარდა
ერთნახევარჯერ.ყურადღება მიექცა ბამბისა და სხვა ისეთი სასაქონლო კულტურების
განვითარებას, როგორიცაა სელი, შაქრის ჭარხალი, ინდიგო. მუჰამედ-ალიმ შემოიღო
საგარეო ვაჭრობის მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. გლეხები
ვალდებულნი იყვნენ მოეყვანათ გარკვეული ტიპის კულტურები და მიეყიდათ
სახელმწიფოსთვის დადგენილ ფასებში.

ჩატარდა სამხედრო რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის სამხედრო ძლიერების

გაზრდას. ევროპელთა, უპირატესად ფრანგების დახმარებით, მუჰამედ ალიმ შექმნა
ევროპული ტიპის არმია,რომელიც აღჭურვეს არტილერიით. ასევე შექმნა ფლოტი.1830
წლისთვის ეგვიპტის არმია და ფლოტი საბრძოლო თვისებებით აღემატებოდა
ოსმალეთისას. სამხედრო რეფორმამ გამოიწვია მთელი რიგი სამრეწველო ობიექტების
შექმნა.

ევროპულ ყაიდაზე იქნა რეორგანიზებული ფინანსური სისტემა და სახელმწიფო აპარატი.

შეიქმნა სამინისტროები: სამხედრო, ფინანსთა, სავაჭრო, განათლებისა და სხვ. ეგვიპტე
დაიყო 7 პროვინციად. მათ სათავეში იდგნენ გუბერნატორები, რომლებიც
ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.

განათლების განვითარებას დიდი ყურადღბა ექცეოდა. მუჰამედ ალის დროს გაიხსნა

საერო დაწყებითი და საშუალო სკოლები.არაბულ ენაზე ითარგმებოდა ევროპული
სახელმძღვანელოები და სამეცნიერო ლიტერატურა.პრაქტიკაში შემოვიდა ახალგაზრდა
ეგვიპტელთა გაგზავნა ევროპაში განათლების მისაღებად. დაარსდა პირველი ტიპოგრაფია,
ხოლო 1828 წელს დაიწყო პირველი ეგვიპტური გაზეთის გამოცემა. თავად მუჰამედ ალი
იყო 40 წლის, როცა ისწავლა წერა-კითხვა.

მუჰამედ ალის რეფორმების შედარება იმ გარდაქმნებთან, რომლებიც მიმდინარეობდა იმ

დროს თურქეთში გვიჩვენებს, რომ ეგვიპტის რეფორმები იყო უფრო შედეგიანი და
წარმატებული. რეფორმებების წარმატებები მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო
იმით, რომ ისინი მიზნად ისახავდა არა ოსმალეთის იმპერიის განმტკიცებას, არამედ
ეგვიპტის სახელმწიფოს შექმნას

2. სუდანის დაპყრობა ეგვიპტისა და ბრიტანეთის მიერ და კონდომინიუმის რეჟიმის

წარმოქმნა.

XIX საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ისეთი მოვლენები,რამაც გადაწყვიტა მაჰდისტების

ბედი. 1896 წელს მაიორ მარშანის მეთაურობით ფრანგებმა დაიკავეს ბაჰრ ალ-ღაზალი
სამხრეთ სუდანში და გაუმეზობლდნენ მაჰდისტებს. გარდა ამისა, ფრანგებმა გადაწყვიტეს
რკინიგზის გაყვანა ჯიბუთიდან ადის-აბებას მიმართულებით, რაც დიდი გეგმის ნაწილი
იყო და გულისხმობდა ცენტრალური აფრიკის გავლით ატლანტის ოკეანის 3 სანაპიროს
დაკავშირებას ინდოეთის ოკეანესთან. ასეთ ვითარებაში, ინგლისელებმა გადაწყვიტეს
თავისი ინტერესების დასაცავად სუდანში გაეგზავნათ ინგლის-ეგვიპტის სამხედრო
ექსპედიცია გენერალ კიტჩენერის სარდლობით. მაჰდისტების წინააღმდეგ გაემართა არმია,
რომელიც ითვლიდა 25 800 კაცს, მაშინ, როცა მის მოწინააღმდეგეს ჰყავდა 60 ათასამდე
მებრძოლი. ბრიტანელთა შორის იყო მომავალი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი.

1898 წლის 2 სექტემბერს ომდურმანთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა მაჰდისტებსა და

ეგვიპტის არმიას შორის. ცუდად შეიარაღებული სუდანელების წინააღმდეგ ინგლისელებმა
გამოიყენეს სამხედრო სიახლე – ტყვიამფრქვევი,რამაც მარცხი განაცდევინა
სუდანელებს.ბრიტანელი სარდლის ბრძანებით მიწასთან გაასწორეს მუჰამმად ალ-მაჰდის
მავზოლეუმი, რათა თავიდან აეცილებინათ ფანატიკოსი მორწმუნეების პილიგრიმობა .

1898 წლის სექტემბერში ინგლის-ეგვიპტის არმია შევიდა სამხრეთ სუდანში და აღმოჩნდა

ფრანგებთან პირისპირ ფაშოდასთან, მაგრამ შეტაკებამდე საქმე არ მივიდა: მაიორმა
მარშანმა მიიღო უკან დახევის ბრძანება. კონფლიქტი დამთავრდა 1899 წელს, როცა
ინგლისი და საფრანგეთი შეთანხმდნენ აფრიკის ამ რეგიონში სფეროების განაწილების
შესახებ. ამ შეთანხმებით, სუდანის დიდი ნაწილი ინგლისის გავლენის სფეროდ
გამოცხადდა.

3. მუამარ კადაფის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

1951 წელს ლიბია გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 1969 წლამდე ქვეყანას

მართავდა მეფე იდრის I. ამ წლის 1 სექტემბერს ოფიცერთა ჯგუფმა კადაფის
ხელმძღვანელობით, ისარგებლა მეფის ვიზიტით თურქეთში, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება
და გამოაცხადა ლიბიის არაბთა რესპუბლიკა.ასეთი იოლი გზით ხელისუფლების მოპოვება
იმაზე მიუთითებდა, რომ მონარქიულმა რეჟიმმა თავისი დრო ამოწურა. კადაფი
დარწმუნდა, რომ მხოლოდ არმიაზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა და 1973 წელს ლიბიაში
დაიწყო ე.წ. „სახალხო კულტურული რევოლუცია”, რომელიც მიზნად ისახავდა ძველი
სახელმწიფო სტრუქტურის დანგრევას. პარალელურად გაჩნდა მმართველობის ახალი
ორგანოები — სახალხო კონგრესები და სახალხო კომიტეტები. 1977 წლის 3 მარტიდან
ლიბია იწოდება ასე: სოციალისტური სახალხო ლიბიის არაბული ჯამაჰირია. ეს იმას
ნიშნავდა, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა გადასცემოდა. პარლამენტი, მთავრობა,
პოლიტიკური პარტიები „ცრუ დემოკრატიად”გამოცხადდა, რომელთაც არ შეეძლოთ
ხალხის ინტერესების გამოხატვა.

1980-იან წლებში ლიბიამ კადაფის ხელმძღვანელობით დაიწყო „დასავლური

იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის დაფინანსება მსოფლიო
მასშტაბით. 1995 წელს ისლამისტებმა მოაწყეს არეულობები მთელ რიგ ქალაქებში,
ხელისუფლებამ მალევე ჩაახშო. 2002 წელს კადაფის იდეით შეიქმნა აფრიკის კავშირი.
2003 წელს, ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, კადაფმა იგრძნო სერიოზული
საფრთხე და უარი თქვა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე. მან დაუშვა ქვეყანაში
საერთაშორისო ექსპერტები და გამოთქვა სურვილი, ეტაპობრივად გადაეხადა კომპენსაცია
განხორციელებული ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახებისათვის, რაც დაასრულა 2008 წ 24
ოქტომბერს.

სამოქალაქო ომი საბოლოოდ 2011 წლის ოქტომბერში მუამარ კადაფის მკვლელობითა და

მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

4. ისმაილ ფაშას და საიდ ფაშასა რეფორმები ეგვიპტეში.

საიდ ფაშას დროს ეგვიპტეში აიკრძალა მონობა და მონათვაჭრობა. მონების შემოყვანა

აიკრძალა, ხოლო ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფი მონები გაანთავისუფლეს. 1858 წელს
გამოსცეს მიწის კანონი, რომელიც აძლევდა გლეხებს თავისუფალი ვაჭრობის უფლებას,
მემკვიდრეობით გადაეცათ თავიანთი მიწები. გატარდა საგადასახადო რეფორმაც.
გადასახადების აკრეფა ახლა სოფლის შაიხების ნაცვლად გადაეცა სპეციალურ მოხელეებს.
მუჰამად ალის მსგავსად, მან გადაწყვიტა არმიისათვის ეროვნული ხასიათი და დაიწყო მისი
შევსება ფელაჰების ხარჯზე.

საიდი და ისმაილი ცდილობდნენ მიეღწიათ ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის

პორტასაგან. ეგვიპტეს ჰქონდა საკუთარი არმია, მთავრობა და კანონები. საიდი და
ისმაილი ცდილობდნენ იურიდიულად განემტკიცებინათ ეს მდგომარეობა. 1867 წელს
ისმაილმა მიიღო მემკვიდრეობითი ტიტული _ ხედივი. 1873 წელს ხედივ ისმაილმა მიაღწია
სულტნისაგან ფირმანის გამოქვეყნებას ეგვიპტის ფინანსური ავტონომიის შესახებ.

ისმაილმა გაატარა სასამართლო რეფორმაც. მან შეექმნა შერეული სასამართლოები,

რომლებიც შედგებოდა უცხოური და ეგვიპტური სასამართლოებისაგან. რეფორმის
მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ბოლოს, 1876 წლის 1 თებერვალს ამ
სასამართლოების მოქმედება დაიწყო.

საიდმა და ისმაილმა გააგრძელეს კულტურული რეფორმებიც, რომლებიც დაიწყო მუჰამად

ალიმ. საიდის დროს ეგვიპტის ერთადერთი ოფიციალური ენა გახდა არაბული ენა.
განვითარდა სახალხო განათლება. დაიწყო გამოსვლა მრავალმა არაბულმა და ფრანგულმა
გაზეთმა და ჟურნალმა.

ისმაილი იყო ენერგიული, განათლებული მოღვაწე.შეცდომა დაუშვა ისმაილმა, როცა

ფინანსური კრიზისის დასაძლევად მიმართა ევროპულ სახელმწიფოებს. 1878 წლის 28
აგვისტოს მან ქვეყნის მმართველობა გადასცა ხელახლა ჩამოყალიბებულ მინისტრთა
საერთაშორისო კაბინეტს ანუ ევროპულ კაბინეტს.
1863 წლის 30 იანვარს ისმაილ-ფაშამ გამოსცა ფირმანი, რითაც აკრძალა იძულებითი
სამუშაოები სუეცის არხის მშენებლობაზე.ისმაილმა საზეიმო გახსნა მოაწყო სუეცის არხის
1869 წლის 17 ნოემბერს , მაგრამ ეს დიდ ვალად დაუჯდა.

ვარიანტი XIII

1. მუჰამედ ალის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

ეგვიპტის ისტორიაში ახალი პერიოდი დაკავშირებულია ალბანელთა კორპუსის მეთაურთან

– მუჰამედ ალისთან.1811 წლის 1 მარტს მუჰამად ალიმ კაიროს ციტადელში აღლუმზე
მიიპატიჟა 470 მამლუქი და ერთიანად გაჟლიტა ისინი, რამაც შექმნა ხელსაყრელი
პირობები ეკონომიკური რეფორმებისთვის. უშუალო მოტივი რამაც ეგვიპტის გამგებელს
უბიძგა რეფორმებისკენ იყო ძლიერი, ევროპულ ყაიდაზე შეიარაღებული და განსწავლული
არმიის შექმნის სურვილი.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო აგრარული რეფორმა. მსხვილი მემამულეებს –

მამლუქთა რიგებიდან - მიწების დიდი ნაწილი ჩამოართვეს და ისინი გადაეცა ხაზინას.
ამიერიდან ეგვიპტის ფელაჰებს უნდა ემუშავთ არა ცალკეულ მემამულეებზე, არამედ
სახელმწიფოზე. ნაწილი ჩამორთმეული და საწყავი მიწებისა მუჰამედ ალიმ გადასცა თავის
დაახლოებულ პირებს.სოფლად მიწები გაუნაწილეს ფელაჰებს, მაგრამ გლეხი იძულებული
იყო გადაეხადა მაღალი რენტა-გადასახადი, რომელიც უშუალოდ შედიოდა ხაზინაში.
წელიწადში 60 დღე ფელაჰს უნდა შეესრულებინა სხვადასხვა სახელმწიფო
ვალდებულებები.ეს სისტემა მუშაობდა 1820-იან წლებამდე. შემდეგ მუჰამედ-ალიმ დაიწყო
მიწების გადაცემა ფელაჰებითურთ თავის ოფიცრებისა და მოხელეებისათვის.

ასევე მიწათმოქმედებასაც მიაქცია ყურადღება. დაიწყო ახალი სარწყავი არხებისა და

კაშხლების მშენებლობა.ამის წყალობით ნათესი ფართობები გაიზარდა
ერთნახევარჯერ.ყურადღება მიექცა ბამბისა და სხვა ისეთი სასაქონლო კულტურების
განვითარებას, როგორიცაა სელი, შაქრის ჭარხალი, ინდიგო. მუჰამედ-ალიმ შემოიღო
საგარეო ვაჭრობის მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. გლეხები
ვალდებულნი იყვნენ მოეყვანათ გარკვეული ტიპის კულტურები და მიეყიდათ
სახელმწიფოსთვის დადგენილ ფასებში.

ჩატარდა სამხედრო რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის სამხედრო ძლიერების

გაზრდას. ევროპელთა, უპირატესად ფრანგების დახმარებით, მუჰამედ ალიმ შექმნა
ევროპული ტიპის არმია,რომელიც აღჭურვეს არტილერიით. ასევე შექმნა ფლოტი.1830
წლისთვის ეგვიპტის არმია და ფლოტი საბრძოლო თვისებებით აღემატებოდა
ოსმალეთისას. სამხედრო რეფორმამ გამოიწვია მთელი რიგი სამრეწველო ობიექტების
შექმნა.

ევროპულ ყაიდაზე იქნა რეორგანიზებული ფინანსური სისტემა და სახელმწიფო აპარატი.

შეიქმნა სამინისტროები: სამხედრო, ფინანსთა, სავაჭრო, განათლებისა და სხვ. ეგვიპტე
დაიყო 7 პროვინციად. მათ სათავეში იდგნენ გუბერნატორები, რომლებიც
ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.

განათლების განვითარებას დიდი ყურადღბა ექცეოდა. მუჰამედ ალის დროს გაიხსნა

საერო დაწყებითი და საშუალო სკოლები.არაბულ ენაზე ითარგმებოდა ევროპული
სახელმძღვანელოები და სამეცნიერო ლიტერატურა.პრაქტიკაში შემოვიდა ახალგაზრდა
ეგვიპტელთა გაგზავნა ევროპაში განათლების მისაღებად. დაარსდა პირველი ტიპოგრაფია,
ხოლო 1828 წელს დაიწყო პირველი ეგვიპტური გაზეთის გამოცემა. თავად მუჰამედ ალი
იყო 40 წლის, როცა ისწავლა წერა-კითხვა.

მუჰამედ ალის რეფორმების შედარება იმ გარდაქმნებთან, რომლებიც მიმდინარეობდა იმ

დროს თურქეთში გვიჩვენებს, რომ ეგვიპტის რეფორმები იყო უფრო შედეგიანი და
წარმატებული. რეფორმებების წარმატებები მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო
იმით, რომ ისინი მიზნად ისახავდა არა ოსმალეთის იმპერიის განმტკიცებას, არამედ
ეგვიპტის სახელმწიფოს შექმნას.

2. ერაყი დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ.

1979 წელს ერაყის პრეზიდენტი გახდა სადამ ჰუსეინი. საპასუხისმგებლო პოსტებზე

პარტიაში, არმიაში და სახელმწიფო აპარატში ინიშნებოდნენ მხოლოდ ბაასის პარტიისა და
პირადად სადამ ჰუსეინის ერთგული პირები.

1979 წელს ირანის ისლამურმა რევოლუციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ერაყზე.

ოპოზიციურმა შიიტურმა თემმა დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები. 1980 წელს სადამ
ჰუსაინმა წამოიწყო ომი ირანთან. სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბი გახდა ირანის
უარი შეესრულებინა 1975 წლის ხელშეკრულების პირობები.

1988 წელს ირან-ერაყის ომი დასრულდა ერაყის დამარცხებით. ჰუსეინი მიისწრაფოდა

გადაექცია თავისი ქვეყანა სამხრეთის მსხვილ სახელმწიფოდ, რომელიც
დაუპირისპირდებოდა აშშ-ს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო სამხედრო
კონფლიქტი ერაყსა და ქუვეითს შორის. 1990 წლის აგვისტოში ერაყი თავს დაესხა
მეზობელ ქუვეითს.1991 წლის თებერვალში აშშ-მ ჩაატარა სამხედრო ოპერაციები
არაბეთის უდაბნოს რაიონებში კოდური სახელით — „უდაბნოს ქარიშხალი”, რომელიც 6
კვირას გაგრძელდა. ამერიკის ავიაციამ სწრაფად გამოიყვანა მწყობრიდან ერაყის
სამხედრო ქვედანაყოფები.

1991 წლის 28 თებერვალს ერაყმა კაპიტულაცია გამოაცხადა, რასაც მოჰყვა გაეროს

სანქციების გამკაცრება ქვეყანაში. 1991 წლის მარტში აჯანყდნენ შიიტები, რომლებმაც
დაიკავეს ვრცელი ტერიტორია. სადამ ჰუსეინმა უმოწყალოდ ჩაახშო შიიტების აჯანყება.
იმავე პერიოდში ერაყში აჯანყდნენ ქურთები, რასაც მოჰყვა ამერიკის არმიის შესვლა
ჩრდილოეთ ერაყში და იქ „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა. 1994 წელს ერაყმა ცნო
ქუვეითის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.1995 და 1998 წელს ამერიკამ და
დიდმა ბრიტანეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ერაყზე გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციის დარღვევის გამო.

2002 წლის იანვარში ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი „ბოროტების ღერძის”
დოქტრინის თანახმად ამერიკისა და მსოფლიოს მტრებად გამოაცხადა ის ქვეყნები, სადაც
ტარდებოდა მუშაობა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასა და წარმოებაზე.
ამერიკის პრეზიდენტმა „ბოროტების ღერძად” მიიჩნია ერაყი, ირანი და ჩრდილოთ კორეა.

2003 წლის 18 მარტს ჯორჯ ბუშმა ულტილატუმი წაუყენა სადამ ჰუსეინს — ან უარი
ეთქვა ხელისუფლებაზე და დაეტოვებინა ქვეყანა თავის ვაჟებთან ერთად 48 სთ-ის
განმავლობაში ან დაიწყებოდა სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ. სადამმა უარი
განაცხადა ქვეყნის დატოვებაზე. 2003 წლის 20 მარტს ერაყში სამხედრო მოქმედება
დაიწყეს ამერიკის და ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა, რომელთაც შეუერთდნენ სხვა
სახელმწიფოების სამხედრო ქვედანაყოფებიც. 2003 წლის 13 დეკემბერს სადამ ჰუსაინი
დააპატიმრეს. 2006 წლის 30 დეკემბერს სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩეს.

3. მონარქიის დამხობა ლიბიაში და მუამარ კადაფი.

1951 წელს ლიბია გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 1969 წლამდე ქვეყანას

მართავდა მეფე იდრის I. ამ წლის 1 სექტემბერს ოფიცერთა ჯგუფმა კადაფის
ხელმძღვანელობით, ისარგებლა მეფის ვიზიტით თურქეთში, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება
და გამოაცხადა ლიბიის არაბთა რესპუბლიკა.ასეთი იოლი გზით ხელისუფლების მოპოვება
იმაზე მიუთითებდა, რომ მონარქიულმა რეჟიმმა თავისი დრო ამოწურა. კადაფი
დარწმუნდა, რომ მხოლოდ არმიაზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა და 1973 წელს ლიბიაში
დაიწყო ე.წ. „სახალხო კულტურული რევოლუცია”, რომელიც მიზნად ისახავდა ძველი
სახელმწიფო სტრუქტურის დანგრევას. პარალელურად გაჩნდა მმართველობის ახალი
ორგანოები — სახალხო კონგრესები და სახალხო კომიტეტები. 1977 წლის 3 მარტიდან
ლიბია იწოდება ასე: სოციალისტური სახალხო ლიბიის არაბული ჯამაჰირია. ეს იმას
ნიშნავდა, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა გადასცემოდა. პარლამენტი, მთავრობა,
პოლიტიკური პარტიები „ცრუ დემოკრატიად”გამოცხადდა, რომელთაც არ შეეძლოთ
ხალხის ინტერესების გამოხატვა.

1980-იან წლებში ლიბიამ კადაფის ხელმძღვანელობით დაიწყო „დასავლური

იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის დაფინანსება მსოფლიო
მასშტაბით. 1995 წელს ისლამისტებმა მოაწყეს არეულობები მთელ რიგ ქალაქებში,
ხელისუფლებამ მალევე ჩაახშო. 2002 წელს კადაფის იდეით შეიქმნა აფრიკის კავშირი.

2003 წელს, ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, კადაფმა იგრძნო სერიოზული
საფრთხე და უარი თქვა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე. მან დაუშვა ქვეყანაში
საერთაშორისო ექსპერტები და გამოთქვა სურვილი, ეტაპობრივად გადაეხადა კომპენსაცია
განხორციელებული ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახებისათვის, რაც დაასრულა 2008 წ 24
ოქტომბერს.
სამოქალაქო ომი საბოლოოდ 2011 წლის ოქტომბერში მუამარ კადაფის მკვლელობითა და
მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა

4. სამანდატო სისტემის შექმნა ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში.

პირველი მსოფლიო ომის წინ არც ერთი არაბული ქვეყანა არ წარმოადგენდა

დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

1920 წლის 19-26 აპრილს ქ. სან-რემოში შედგა ანტანტისა და მისი მოკავშირე ქვეყნების
კონფერენცია. დღის წესრიგში იდგა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის განაწილების
საკითხი. შეიქმნა ,,სამანდატო სისტემა’’,რომელიც გულისხმობდა ოსმალეთის ყოფილ
პროვინციებში ისეთი რეჟიმის შექმნას, რომელსაც ექნებოდა სახელმწიფოებრივი
ატრიბუტები, მაგრამ რეალური ძალაუფლება დარჩებოდა მანდატორი ქვეყნის ხელში და
რომლის მიხედვითაც ერაყი და პალესტინა ბრიტანეთის, ხოლო სირია და ლიბანი
საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიად გამოცხადდა.

ბრიტანეთის მანდატი ერაყზე დასრულდა 1932 წელს და ეს ქვეყანა გახდა პირველი

არაბული სახელმწიფო, რომელიც ერთა ლიგაში მიიღეს.

პალესტინაზე მანდატი ერთა ლიგამ 1922 წლის 24 ივლისს დაამტკიცა. მანდატის

თანახმად, პალესტინა მდინარე იორდანეს დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე
ტერიტორიებს მოიცავდა. ინგლისმა ერთა ლიგის თანხმობით 1922 წლის სექტემბერში
პალესტინიდან ცალკე გამოყო ავტონომიური ერთეული - ტრანსიორდანიის
საამირო,1923 წელს გამოცხადდა ტრანსიორდანიის საამიროს დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება ბრიტანეთის სამანდატო პალესტინას, ამ დროისთვის იგი კვლავ არაბულ

ქვეყნად დარჩა, ვინაიდან, ებრაელები აქ მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს შეადგენდნენ.

ვარიანტი XIV

1. ერაყი დამოუკიდებლობის შემდეგ.

1979 წელს ერაყის პრეზიდენტი გახდა სადამ ჰუსეინი. საპასუხისმგებლო პოსტებზე

პარტიაში, არმიაში და სახელმწიფო აპარატში ინიშნებოდნენ მხოლოდ ბაასის პარტიისა და
პირადად სადამ ჰუსეინის ერთგული პირები.

1979 წელს ირანის ისლამურმა რევოლუციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ერაყზე.

ოპოზიციურმა შიიტურმა თემმა დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები. 1980 წელს სადამ
ჰუსაინმა წამოიწყო ომი ირანთან. სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბი გახდა ირანის
უარი შეესრულებინა 1975 წლის ხელშეკრულების პირობები.
1988 წელს ირან-ერაყის ომი დასრულდა ერაყის დამარცხებით. ჰუსეინი მიისწრაფოდა
გადაექცია თავისი ქვეყანა სამხრეთის მსხვილ სახელმწიფოდ, რომელიც
დაუპირისპირდებოდა აშშ-ს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო სამხედრო
კონფლიქტი ერაყსა და ქუვეითს შორის. 1990 წლის აგვისტოში ერაყი თავს დაესხა
მეზობელ ქუვეითს.1991 წლის თებერვალში აშშ-მ ჩაატარა სამხედრო ოპერაციები
არაბეთის უდაბნოს რაიონებში კოდური სახელით — „უდაბნოს ქარიშხალი”, რომელიც 6
კვირას გაგრძელდა. ამერიკის ავიაციამ სწრაფად გამოიყვანა მწყობრიდან ერაყის
სამხედრო ქვედანაყოფები.

1991 წლის 28 თებერვალს ერაყმა კაპიტულაცია გამოაცხადა, რასაც მოჰყვა გაეროს

სანქციების გამკაცრება ქვეყანაში. 1991 წლის მარტში აჯანყდნენ შიიტები, რომლებმაც
დაიკავეს ვრცელი ტერიტორია. სადამ ჰუსეინმა უმოწყალოდ ჩაახშო შიიტების აჯანყება.
იმავე პერიოდში ერაყში აჯანყდნენ ქურთები, რასაც მოჰყვა ამერიკის არმიის შესვლა
ჩრდილოეთ ერაყში და იქ „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა. 1994 წელს ერაყმა ცნო
ქუვეითის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.1995 და 1998 წელს ამერიკამ და
დიდმა ბრიტანეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ერაყზე გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციის დარღვევის გამო.

2002 წლის იანვარში ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი „ბოროტების ღერძის”
დოქტრინის თანახმად ამერიკისა და მსოფლიოს მტრებად გამოაცხადა ის ქვეყნები, სადაც
ტარდებოდა მუშაობა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასა და წარმოებაზე.
ამერიკის პრეზიდენტმა „ბოროტების ღერძად” მიიჩნია ერაყი, ირანი და ჩრდილოთ კორეა.

2003 წლის 18 მარტს ჯორჯ ბუშმა ულტილატუმი წაუყენა სადამ ჰუსეინს — ან უარი
ეთქვა ხელისუფლებაზე და დაეტოვებინა ქვეყანა თავის ვაჟებთან ერთად 48 სთ-ის
განმავლობაში ან დაიწყებოდა სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ. სადამმა უარი
განაცხადა ქვეყნის დატოვებაზე. 2003 წლის 20 მარტს ერაყში სამხედრო მოქმედება
დაიწყეს ამერიკის და ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა, რომელთაც შეუერთდნენ სხვა
სახელმწიფოების სამხედრო ქვედანაყოფებიც. 2003 წლის 13 დეკემბერს სადამ ჰუსაინი
დააპატიმრეს. 2006 წლის 30 დეკემბერს სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩეს.

2. სამანდატო სისტემა.

პირველი მსოფლიო ომის წინ არც ერთი არაბული ქვეყანა არ წარმოადგენდა

დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

1920 წლის 19-26 აპრილს ქ. სან-რემოში შედგა ანტანტისა და მისი მოკავშირე ქვეყნების
კონფერენცია. დღის წესრიგში იდგა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის განაწილების
საკითხი. შეიქმნა ,,სამანდატო სისტემა’’,რომელიც გულისხმობდა ოსმალეთის ყოფილ
პროვინციებში ისეთი რეჟიმის შექმნას, რომელსაც ექნებოდა სახელმწიფოებრივი
ატრიბუტები, მაგრამ რეალური ძალაუფლება დარჩებოდა მანდატორი ქვეყნის ხელში და
რომლის მიხედვითაც ერაყი და პალესტინა ბრიტანეთის, ხოლო სირია და ლიბანი
საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიად გამოცხადდა.

ბრიტანეთის მანდატი ერაყზე დასრულდა 1932 წელს და ეს ქვეყანა გახდა პირველი

არაბული სახელმწიფო, რომელიც ერთა ლიგაში მიიღეს.

პალესტინაზე მანდატი ერთა ლიგამ 1922 წლის 24 ივლისს დაამტკიცა. მანდატის

თანახმად, პალესტინა მდინარე იორდანეს დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე
ტერიტორიებს მოიცავდა. ინგლისმა ერთა ლიგის თანხმობით 1922 წლის სექტემბერში
პალესტინიდან ცალკე გამოყო ავტონომიური ერთეული - ტრანსიორდანიის
საამირო,1923 წელს გამოცხადდა ტრანსიორდანიის საამიროს დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება ბრიტანეთის სამანდატო პალესტინას, ამ დროისთვის იგი კვლავ არაბულ

ქვეყნად დარჩა, ვინაიდან, ებრაელები აქ მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს შეადგენდნენ.

3. ნასერისა და სადათის მმართველობა ეგვიპტეში.

1953 წლის შუა ხანებში დაიწყო უთანხმოება ნაგიბსა და ნასერს შორის. ნასერმა გაიმარჯვა
ამ დაპირისპირებაში და 1954 წელს გახდა რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭოს
ხელმძღვანელი, ხოლო 1956 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.ნასერის ერთ-ერთი პირველი
მიღწევა საგარეო პოლიტიკის სფეროში იყო ინგლისელთა მიერ ეგვიპტის ოკუპაციის
74-წლიანი პერიოდის დასრულება.

ნასერის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1956 წელს სუეცის არხის
ნაციონალიზაცია. ეს იყო სერიოზული დარტყმა ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის
სახელმწიფოებისათვის. 1956 წლის შემდეგ ნასერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული პოლიტიკური ხელმძღვანელი, ნასერიზმი კი პოპულარული მიმდინარეობა.

1958 წელს სირიის ბაასისტების ლიდერების ინიციატივით მოხდა ეგვიპტისა და სირიის

გაერთიანება. შეიქმნა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქად
გამოცხადდა კაირო.

გამოიცა კანონები, რომლებმაც გააუმჯობესეს შრომის კანონმდებლობა: დაწესდა 42-

საათიანი სამუშაო დღე მუშებისთვის. მუშებს პირველად მიეცათ წლიური ანაზღაურებადი
შვებულებები, პენსიები. შემცირდა ბინის ქირა და ა.შ.

1962 წელს შეიქმნა არაბთა სოციალისტური კავშირი, აერთიანებდა 6მლნ ადამიანს. 1964
წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია აცხადებდა ეგიპტეს დემოკრატიულ სოციალისტურ
სახელმწიფოდ.

1970 წლის 28 სექტემბერს ნასერი გარდაიცვალა და ახალმა პრეზიდენტმა ანვარ სადათმა

მთლიანად შეცვალა ნასერის კურსი. დაიწყო დაშორება სსრ კავშირიდან და დაახლოება
აშშ-სთან.1973 წელს დაიწყო ახალი ომი ისრაელთან.
1981 წლის 6 ოქტომბერს კაიროს გარეუბანში – ჰელიოპოლისში სამხედრო აღლუმზე,
მუსლიმმა ექსტრემისტებმა მოკლეს ანვარ სადათი

4. კაიროს მეორე აჯანყება და ნაპოლეონის ლაშქრობის შედეგები.

1799 წელს ფრანგები შეიჭრნენ სამხრეთ სირიაში და აკას ციხე-სიმაგრეს ალყა

შემოარტყეს.ორთვიანი წარუმატებელი ალყის შემდეგ ფრანგები იძულებულნი გახდნენ
ეგვიპტეში დაბრუნებულიყნენ.ფრანგების მდგომარეობა ეგვიპტეში უარესდებოდა. 1799
წლის ივლისში ოსმალეთის ჯარი აბუკირის ნახევარკუნძულს მიადგა, მაგრამ ნაპოლეონი
25 ივლისს თავს დაესხა მას და სასტიკად დაამარცხა. ამ გამარჯვებას უნდა
განემტკიცებინა ფრანგების პოზიცია ეგვიპტეში, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად
იმავე წლის 23 აგვისტოს მთავარსარდალმა უმაღლესი უფლებამოსილებანი გადასცა
გენერალ კლებერს. 1800 წლის იანვრის ალ-‘არიშის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო
საფრანგეთისა და ოსმალეთის წარმომადგენლებს შორის, გადაწყდა ფრანგების
მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტიდან, მაგრამ ინგლისელების პოზიციის გამო კლებერმა
უარი თქვა ეგვიპტიდან წასვლაზე, რამაც ახალი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე
წარმოშვა.

კაიროს მეორე, 1800 წლის აჯანყება მიმართული იყო ოსმალეთის მიერ პოზიციების
დაბრუნებისკენ.ამ დროს საფრანგეთმა პოზიცია შეცვალა და ექსპედიციამ ანტიოსმალური
ხასიათი მიიღო.ეს აჯანყება ოსმალეთისა და მამლუქების, ასევე ხალხის ინტერესებს
ემსახურებოდა.1800 წლის 15-დან 20 აპრილამდე კლებერმა შეძლო ჩაეხშო აჯანყება,
სასჯელის სახით კაიროელებს დიდი კონტრიბუცია შეაწერეს.

1800 წლის 14 ივნისს ოსმალების მიერ სირიიდან შემოგზავნილმა სულაიმან ჰალაბიმ

მოკლა გენერალი კლებერი. მკვლელი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი
სიკვდილით დასაჯეს, ხოლო საოკუპაციო რეჟიმს სათავეში ჩაუდგა გენერალი ჟაკ მენუ,
რომელმაც მანამდე მოსახლეობის გულის მოსაგებად ისლამი მიიღო და ცნობილი გახდა
‘აბდ ალლაჰის სახელით, მაგრამ საფრანგეთის რეჟიმის შესანარჩუნებლად კიდევ უფრო
მკაცრი ზომების მიღების მომხრე იყო.1801 წლის ზაფხულში ჩრდილოეთიდან
ინგლისელები გამოჩნდნენ, ხოლო აღმოსავლეთიდან ოსმალთა ჯარი დაიძრა, ფრანგების
მდგომარეობა ეგვიპტეში ფაქტობრივად უიმედო გახდა. იმავე წლის ივლისში
ინგლისელების მოთხოვნით ჯერ კაიროდან, შემდეგ კი ალექსანდრიიდან დაიწყო
საფრანგეთის გარნიზონების ევაკუაცია, ხოლო სექტემბერში არმიის დარჩენილი ნაწილიც
გემებით სამშობლოში დაბრუნდა. საფრანგეთმა დაკარგა არა მარტო ეგვიპტე, არამედ კ.
მალტა, იონიის კუნძულები, და ბოლოს, 1801 წლის 9 ოქტომბერს იძულებული გახდა ზავი
დაედო ოსმალეთთან.

საფრანგეთის ხანმოკლე საოკუპაციო რეჟიმის დროს ეგვიპტე გაეცნო ახალი ევროპის

ზოგიერთ ისეთ მიღწევას, რომგორიცაა მაგ: საბეჭდი მოწყობილობა და სტამბა.1798 წლის
29 ივლისს გამოვიდა სამხედრო ხელისუფლების გაზეთი ,,კურიე დ’ეჟიპტ“.1798 წლის 23
აგვისტოს შეიქმნა ე.წ. ,,ეგვიპტის ინსტიტუტი“ სწორედ ნაპოლეონის სამხედრო
ექსპედიციის შემდეგ ცნობილი ,,როზეტის ქვის“ წარწერის გაშიფვრით ცნობილმა ფრანგმა
მეცნიერმა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა საფუძველი ჩაუყარა ეგვიპტოლოგიას. ამ
ყველაფერს თან ახლდა უბედური შემთხვევები, ომში მეცნიერთა დიდი ნაწილი დაიღუპა.

ვარიანტი XV

1. ისმაილ ფაშასა და საიდ ფაშას რეფორმები ეგვიპტეში.

საიდ ფაშას დროს ეგვიპტეში აიკრძალა მონობა და მონათვაჭრობა. მონების შემოყვანა

აიკრძალა, ხოლო ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფი მონები გაანთავისუფლეს. 1858 წელს
გამოსცეს მიწის კანონი, რომელიც აძლევდა გლეხებს თავისუფალი ვაჭრობის უფლებას,
მემკვიდრეობით გადაეცათ თავიანთი მიწები. გატარდა საგადასახადო რეფორმაც.
გადასახადების აკრეფა ახლა სოფლის შაიხების ნაცვლად გადაეცა სპეციალურ მოხელეებს.
მუჰამად ალის მსგავსად, მან გადაწყვიტა არმიისათვის ეროვნული ხასიათი და დაიწყო მისი
შევსება ფელაჰების ხარჯზე.

საიდი და ისმაილი ცდილობდნენ მიეღწიათ ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის

პორტასაგან. ეგვიპტეს ჰქონდა საკუთარი არმია, მთავრობა და კანონები. საიდი და
ისმაილი ცდილობდნენ იურიდიულად განემტკიცებინათ ეს მდგომარეობა. 1867 წელს
ისმაილმა მიიღო მემკვიდრეობითი ტიტული _ ხედივი. 1873 წელს ხედივ ისმაილმა მიაღწია
სულტნისაგან ფირმანის გამოქვეყნებას ეგვიპტის ფინანსური ავტონომიის შესახებ.

ისმაილმა გაატარა სასამართლო რეფორმაც. მან შეექმნა შერეული სასამართლოები,

რომლებიც შედგებოდა უცხოური და ეგვიპტური სასამართლოებისაგან. რეფორმის
მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ბოლოს, 1876 წლის 1 თებერვალს ამ
სასამართლოების მოქმედება დაიწყო.

საიდმა და ისმაილმა გააგრძელეს კულტურული რეფორმებიც, რომლებიც დაიწყო მუჰამად

ალიმ. საიდის დროს ეგვიპტის ერთადერთი ოფიციალური ენა გახდა არაბული ენა.
განვითარდა სახალხო განათლება. დაიწყო გამოსვლა მრავალმა არაბულმა და ფრანგულმა
გაზეთმა და ჟურნალმა.

ისმაილი იყო ენერგიული, განათლებული მოღვაწე.შეცდომა დაუშვა ისმაილმა, როცა

ფინანსური კრიზისის დასაძლევად მიმართა ევროპულ სახელმწიფოებს. 1878 წლის 28
აგვისტოს მან ქვეყნის მმართველობა გადასცა ხელახლა ჩამოყალიბებულ მინისტრთა
საერთაშორისო კაბინეტს ანუ ევროპულ კაბინეტს.

1863 წლის 30 იანვარს ისმაილ-ფაშამ გამოსცა ფირმანი, რითაც აკრძალა იძულებითი

სამუშაოები სუეცის არხის მშენებლობაზე.ისმაილმა საზეიმო გახსნა მოაწყო სუეცის არხის
1869 წლის 17 ნოემბერს , მაგრამ ეს დიდ ვალად დაუჯდა.

2. დაუდ ფაშა და მამლუქთა ბატონობის დასასრული ერაყში.

XIX საუკუნის დამდეგს ერაყი ოსმალეთის იმპერიის პროვინცია იყო, მაგრამ სულთნის
ხელისუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან ფაქტობრივად, ქვეყანას
განაგებდნენ მამლუქები. დაუდ ფაშა იყო მათი უკანასკნელი წარმომადგენელი. სა‘იდ
ფაშას გამგებლობის დროს მას ბაღდადში რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა. მან
ისარგებლა ერაყში დაწყებული არეულობით და სტამბოლის თანხმობით შეძლო 1917 წლის
თებერვალში ბაღდადის ვალი გამხდარიყო. იგი 14 წელი განაგებდა თითქმის მთელ ერაყს.

დაუდ ფაშამ მოღვაწეობა დაიწყო მოწინააღმდეგეების დამარცხებით, შემდეგ, მან სცადა

უკონტროლო ჩრდილოეთ ერაყის შემომტკიცება, მაგრამ აქ ირანის წინააღმდეგობას
წააწყდა. აქ განცდილი მარცხის კომპენსაციისთვის რეპრესიებს მიმართა ან-ნაჯაფის და
ქარბალას მოსახლეობის მიმართ. საბოლოოდ მაინც შეძლო შემოემტკიცებინა
ქურთისტანი და სამხრეთ ერაყი.

1824 წლიდან ფრანგი და ინგლისელი ოფიცრების დახმარებით მან შექმნა 30 ათასიანი

კარგად აღჭურვილი და არტილერიით შეიარაღებული არმია.დაუდ ფაშა სამეურნეო
განვითარების მნიშვნელობას ხედავდა,დაუდის ინიციატივით ბაღდადში 1828-1829 წლებში
დაარსდა სტამბა, გაიხსნა ბიბლიოთეკები და სკოლები. აღსანიშნავია, რომ ბაღდადის
პირველი სტამბის გამართვაში მონაწილეობდა თბილისიდან მიწვეული სპეციალისტები. აქ
დაიბეჭდა ყურანი და მამლუქთა წიგნები.

1830 წლის შემოდგომაზე ბაღდადის ვალის თანამდებობაზე დაუდის ნაცვლად დაინიშნა

ჰალების გამგებელი ‘ალი რიზა. სამხედრო ექსპედიციის დაწყებას დაემთხვა ბაღდადში
დიდი წყალდიდობა და შავი ჭირის ეპიდემია, რამაც დაასუსტა დაუდ ფაშა, რომელიც
სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა,‘ალი რიზამ იგი ხაზგასმული პატივისცემით
მიიღო.1831 წლის 27 სექტემბერს ერაყის ყოფილი გამგებელი და მისი ოჯახი სტამბოლში
გაგზავნეს.

დაუდ ფაშას ბედი არ ყოფილა ძალიან ტრაგიკული.1841 წელს მან თავი დაანება
სახელმწიფო სამსახურს.ის მედინაში მოციქულის მავზოლეუმის ზედამხედველად დაინიშნა.
აქვე, მას გაუშენებია ბაღი, რომელიც ატარებდა მის სახელს ,,დაუდიე’’. გარდაიცვალა
მედინაში 1851 წელს 77 წლის ასაკში და იქვე დაკრძალეს ხალიფა ‘უსმანის საფლავის
პირდაპირ.

3. სირია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (ასადები).

1946 წლის აპრილში, სირიიდან ფრანგული არმიის გაყვანისა და დამოუკიდებლობის

მოპოვების შემდეგ, სიტუაცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და
ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ჩაერთო ახალი ძალები. განსაკუთრებით ნათლად ეს
გამოჩნდა სირიაში სამხედრო გადატრიალებების დროს XX ს-ის 40-50-იან წლებში. ეს იყო
ორი ეთნოკონფესიური ჯგუფის – სუნიტების და დრუზების ბრძოლის პერიოდი წამყვანი
პოზიციების მოსაპოვებლად. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ყველა ამ
სამხედრო გადატრიალების უკან იდგა კიდევ ერთი ეთნოკონფესიური უმცირესობა –
ქურთები.

1963 წლის 8 მარტის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლება გადავიდა ბაასის

ხელში.

1963 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო სუნიტი ოფიცრების ალავიტი

ოფიცრებით შეცვლის პროცესი.1966 წლის თებერვლის მორიგი სამხედრო გადატრიალება,
რომლის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა სალაჰ ჯადიდი, რაც ნიშნავდა, რომ
ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლება გადავიდა ალავიტი ოფიცრების ხელში.

1970 წლის 13 ნოემბერს ხელისუფლების სათავეში, სამხედრო გადატრიალების შედეგად,

მოვიდა ალავიტი ჰაფეზ ასადი, რომელმაც დაამარცხა ალავიტი – სალაჰ ჯადიდი და
დააპატიმრა. 1971 წლის 22 თებერვალს არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. ჰაფეზ
ასადის რეჟიმის მთავარი დასაყრდენი გახდა არმია და სპეცსამსახურები.ჰაფეზ ასადი
უპირატესობას ანიჭებდა თავის ახლობლებს ალავიტების წრიდან.1990-ანი წლების
დასაწყისში სირიის შეიარაღებული ძალების 70%-ს შეადგენდნენ ალავიტები.

ჰაფეზ ასადმა ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა მჭიდრო კავშირს

ალავიტების სამხედრო ჯგუფსა და სუნიტური თემის წარმომადგენელებს შორის. ჰაფეზ
ასადის ავტორიტარული მმართველობა ემყარებოდა სამ საფუძველს: სამხედროები,
ბაასის პარტია და ალავიტების თემი.

2000 წლის 17 ივლისს, ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ, სირიის პრეზიდენტი

გახდა მისი ვაჟი ბაშარ ასადი, რომელმაც დაიწყო ლიბერალური კურსის
გატარება.ბერკეტები უწინდებურად მმართველი ელიტის ხელში იყო, რომლის
უმრავლესობას შეადგენდნენ ალავიტები. თუმცა ოფიციალურად ქვეყანას მართავდა ბაასი,
რომლის შიგნითაც ძალთა თანაფარდობა იყო ასევე ალავიტების სასარგებლოდ. ბაშარ
ასადმა, მამისაგან განსხვავებით, სტრატეგიული პოლიტიკური კავშირი დაამყარა
სუნიტებთან და ქრისტიანულ უმცირესობებთან.

2011 წლის 15 მარტს სირიაში დაიწყო საპროტესტო აქციები, რაც გადაიზარდა სირიის
სამოქალაქო ომში. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის
გადადგომას და ბაასის პარტიის მართველობის დასრულებას.

უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთვის ასადი რამდენიმე დათმობაზე

წავიდა.ქურთებს სირიული პასპორტები დაურიგა, სასწავლო დაწესებულებებში ქალებს
ნიკაბის მოხსნის უფლება და 1963 წელს დაწესებული საგანგებო რეჟიმი გააუქმა. თუმცა,
როდესაც დაინახა, რომ დემონსტრაციები არ წყდებოდა, ყველაფერში დასავლეთი
დაადანაშაულა და დათმობაზე წასვლაც დიდი ხნით დაივიწყა.5 მილიონზე მეტი სირიელი
გახდა იძულებით გადაადგილებული.
4. ლიბანი დამოუკიდებლობის შემდეგ და კონფესიონალიზმი.

ლიბანი ერთადერთი არაბული ქვეყანაა, სადაც ოფიციალურად აღიარებულია 18

რელიგიური თემი: 12 ქრისტიანული, 5 მუსლიმური და 1 ებრაული.

ლიბანში ხელისუფლების ეთნოკონფესიური მოწყობის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს

ჯერ კიდევ XIX ს. 40-იანი წლების დასაწყისში ლიბანის ამირასთან სათათბირო ორგანოს
ჩამოყალიბება, რომელშიც შედიოდა 10 წარმომადგენელი.

1918 წელს, ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, საიქს-პიკოს ხელშეკრულების

პირობებით, რეგიონის ტერიტორია გაყოფილ იქნა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის
გავლენის სფეროებად. ლიბანი მოექცა საფრანგეთის მანდატის იურისდიქციის ქვეშ. 1926
წელს მიღებულ იქნა ლიბანის პირველი კონსტიტუცია.

1943 წლიდან ლიბანში არჩევნები ტარდებოდა ყოველ 4 წელიწადში 1972

წლამდე.კრიზისის პერიოდში პარლამენტის არჩევნები არ ჩატარებულა 1992 წლამდე.

1989 წლის სექტემბერში ტაიფში შედგა ეროვნული ასამბლეის სხდომა. მას ესწრებოდა
31 დეპუტატი ქრისტიანთაგან და მუსლიმთაგან 72. სირიის აქტიური მონაწილეობით
განხილულ იქნა ლიბანის ე.წ. „ეროვნული თანხმობის ქარტია“, რომელიც ითვალისწინებდა
ლიბანში განსაზღვრული პოლიტიკური რეფორმების ჩატარებას. ქარტია ხელმოწერილ
იქნა 1989 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო მისი რატიფიკაცია მოხდა 4 ნოემბერს.

ამ ქარტიის თანახმად, ხელისულების კონფესიური სისტემა შენარჩუნდა თითქმის

უცვლელად.

1992 წელს ეროვნულ ასამბლეაში ადგილები ასე განაწილდა: ქრისტიანებმა მიიღეს 64

ადგილი, მუსლიმებმაც ასევე მიიღეს 64 ადგილი.2008 წლის 21 მაისს დოჰაში ლიბანის
ნაციონალური დიალოგის კონფერენციაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას. დოჰაში
შეთანხმებით დასრულდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი - დადგინდა მინისტრების
პორტფელების განაწილების ახალი წესი: უმრავლესობა - 16, ოპოზიცია 11, პრეზიდენტი
წარადგენდა სამს.

You might also like