You are on page 1of 6

ვიეტნამის ომი

1. კარიბის კრიზისის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობები. ზოგადი მიმოხილვა


2. ევროპა. ტრიანგულაცია და საფრანგეთის მცდელობა გადაიქცეს მესამე პოლუსად. ნატოს რიგების
დატოვება და სსრკ-თან დაახლოება
3. აზია: ინდო-პაკისტანის, ინდო-ჩინეთის და სსრკ-ჩინეთის კონფლიქტი
4. აფრიკა: კონგოს სტაბილიზება, კონფლიქტი ნიგერიაში და აპარტეიდი სამხრეთ აფრიკაში
5. ახლო აღმოსავლეთი: არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი, ირან-ერაყის კონფრონტაცია
6. ვიეტნამის ომი

ვიეტნამის ომი

XIX საუკუნის 50-იან წლებში საფრანგეთმა დაიწყო ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების


კოლონიზება, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში წარმატებით დაასრულა. მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გადაუარა, რომელმაც
მნიშვნელოვნად შეარყია ევროპის სახელმწიფოთა კოლონიური ბატონობა. რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების
პარალელურად, განმათავისუფლებელი მოძრაობა გააქტიურდა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზეც,
რომელიც ომამდე საფრანგეთის კოლონიას, ხოლო ომის პერიოდში იაპონიის იმპერიის ნაწილს
წარმოადგენდა. 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის ჯარების მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ,
ვიეტნამის კომუნისტურმა პარტიამ ჰო ში მინის მეთაურობით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ვიეტნამის
დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა და მისი აღიარებისათვის აქტიური დიპლომატიური ბრძოლა
წამოიწყო. ვიეტნამის მონარქი ბაო დაი, რომელიც ოკუპაციის პერიოდში ჯერ იაპონელებთან, შემდეგ
დასავლელ მოკავშირეებთან (აშშ-დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობდა, ბოლოს ჰო ში მინთანაც კი
გამონახა საერთო ენა, შექმნილ ვითარებაში ტახტზე უარი თქვა და ემიგრაციაში წავიდა ჰონკონგში.
უმეთაუროდ დარჩენილ ქვეყანაში, კომუნისტებმა სცადეს მთელ ტერიტორიაზე გაევრცელებინა
ძალაუფლება, ამიტომ სულ მალე კომუნისტებმა კონტროლი დაამყარეს სამხრეთ ნაწილზე, მათ შორის ქ.
საიგონზეც, მაგრამ ვიეტნამში ბრიტანელთა საოკუპაციო ჯარების შესვლის შემდეგ, კომუნისტები
სამხრეთიდან გამოდევნილ იქნენ. გარდა ამისა, ბრიტანელებს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საოკუპაციო
რეჟიმის დასრულების შემდეგ ვიეტნამში კვლავ საფრანგეთის კოლონიური რეჟიმი აღედგინათ, რადგანაც
ლონდონი მსგავსი პოლიტიკით რეგიონში საკუთარი კოლონიური სამფლობელოების დაცვის მექანიზ-
მებისა და პრეცედენტის შექმნას ცდილობდა.
ჩრდილოეთ ვიეტნამიდან ჩინეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის შემდეგ, საფრანგეთი შეეცადა
ვიეტნამში კოლონიური რეჟიმის რეანიმაციას, თუმცა ჰო ში მინის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა,
რის გამოც პარიზი იძულებული გახდა ვიეტნამის კომუნისტებთან დათმობებზე წასულიყო. პარიზი
თანახმა იყო არსებულ ტერიტორიებზე ეღიარებინა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო
დანარჩენ ნაწილი კვლავ საფრანგეთის კოლონიურ სამფლობელოდ დარჩენილიყო, რომელშიც
ინდოჩინეთის ნ-კ-ს სხვა ქვეყნებიც (კამბოჯა, ლაოსი) შედიოდა. მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ,
რადგანაც პარიზს არ სურდა ჰო ში მინისათვის (რომელსაც ხუმრობით ძია ჰო-ს ეძახდნენ) ბუნებრივი
რესურსებით მდიდარი კოხინხინის რეგიონის დათმობა. 1946 წელს საფრანგეთსა და ვიეტნამის
დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. კონფლიქტის პირობებში ჰო
ში მინმა სცადა წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერა მოეპოვებინა. ამიტომ მან დახმარება ვაშინგტონს
სთხოვა. კომუნისტი ბელადი დარწმუნებული იყო, რომ შეერთებული შტატები საფრანგეთის კოლონიური
პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდოდა, თუმცა ვაშინგტონმა თავი შეიკავა კომუნისტური რეჟიმისათვის
მხარი დაეჭირა, რადგანაც: 1- ვაშინგტონს არ სურდა საფრანგეთის განაწყენება და მისი ევროპული
უსაფრთხოების სისტემიდან დეზინტეგრაციისათვის შეეწყო ხელი (დე გოლის ხელისუფლებაში მსოვლის
შემდეგ ურთიერთობა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვნად გაუცხოვდა) და 2 -
სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნახევარკუნძულზე კომუნისტური მოძრაობა წაეხალისებინა, რაც დომინოს
პრინციპით რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდებოდა. იგივე მოსაზრებით არ დაეხმარა ჰო ში მინს ჩან
კაიშის რეჟიმიც და დიდი ბრიტანეთიც. ვიეტნამელი კომუნისტების დახმარებისგან მოსკოვმაც შეიკავა
თავი, რადგანაც სსრკ-ს არ სურდა ვიეტნამის გამო საფრანგეთის სოციალისტური მთავრობის განაწყენება
(მოსკოვი მათზე დარყდნობით დასავლეთ ევროპაში საბჭოთა გავლენების გაზრდას იმედოვნებდა). გარდა
ამისა, ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკას საბჭოთა კავშირისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა
სტრატეგიული მნიშვნელობა. ამგვარად, 1940-იანი წლების მეორე ნახევარში ვიეტნამელი კომუნისტები
დიპლომატიურ იზოლაციაში მოექცა.
მაგრამ 50-იან წლებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჩინეთში და ჩრდილოეთ კორეაში
კომუნისტური რეჟიმების დამყარების შემდეგ ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის
ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ძალის გამოყენებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალაუფლების მონო-
პოლიზება მოეხდინა. ვიეტნამელ კომუნისტებს სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევდა ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკა და სწორედ მათი დახმარებით ჰო ში მინმა კვლავ წამოიწყო შეიარაღებული
კონფლიქტი საფრანგეთის წინააღმდეგ. ფრანგებს ძალიან გაუჭირდათ ომის წარმოება ინდოჩინეთში.
წარუმატებელ სამხედრო კამპანიაში პარიზი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს და საშუალოდ 30
ათას სამხედრო მოსამსახურეს კარგავდა, რაც ჩრ. ვიეტნამელი კომუნისტების შეკავების შანსებს კიდევ
უფრო ამცირებდა. ამას ემატებოდა სსრკ-ს პოზიციაც. თუკი 40-იანი წლების მეორე ნახევარში მოსკოვი
საფრანგეთის სოციალისტურ მთავრობასთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით,
გულგრილად ეკიდებოდა ჰო ში მინის თხოვნებს, საფრანგეთის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის
შემდეგ (1949 წ.), მოსკოვის დაინტერესება ინდოჩინეთის საკითხების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა.
ინდოჩინეთში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესებმა ვაშინგტონის ყურადღებაც
მიიპყრო. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ინდოჩინეთში კომუნიზმის გამარჯვება, რომელსაც მხარს
უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სსრკ და ჩრ. კორეის რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ
ვიეტნამის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგი იყო,
ვაშინგტონი კომპრომისზე წავიდა თავის ანტი-კოლონიურ პოლიტიკასთან და ვიეტნამის შემთხვევაში
საფრანგეთის კოლონიური რეჟიმის შენარჩუნების მომხრე გამოვიდა, რადგანაც თეთრ სახლს არ სურდა
რეგიონში კიდევ ერთი სოციალისტური სახელმწიფოს წარმოშობა, რომელიც რეგიონის ძალთა ბალანსში
დასავლეთის სახელმწიფოთა საზიანოდ მნიშვნელოვან დისბალანსს წარმოშობდა. ვიეტნამში
განვითარებულმა მოვლენებმა ლონდონის შეშფოთებაც გამოიწვია, რადგანაც საფრანგეთის ინდოჩინეთში
მიმდინარე მოვლენებმა მის კოლონიურ სამფლობელოებში - მალაიზიასა და ბირმაშიც ჰპოვა გამოძახილი.
შეერთებულ შტატების კომუნიზმის ძალისმიერი შეკავების სტრატეგიაში ახალი ეტაპი დაიწყო. 1950 წელს
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ფრანგებისა და სამხრეთ ვიეტნამელების მხარდაჭერის
მიზნით სამხედრო დახმარებისა და მრჩეველთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც ფრანგებისთვის
დახმარების განსაზღვრა, საბრძოლო სტრატეგიის შემუშავება და ვიეტნამელი ოფიცრების გადამზადება
დაევალა. 1950-1954 წლებში შეერთებულმა შტატებმა ფრანგ და ვიეტნამელ სამხედროებს დაახლოებით 300
ათასი ერთეული მსუბუქი შეიარაღება გადასცა, ხოლო საფრანგეთს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის
ეკონომიკური დახმარება გაუწია. ვითარების გაუარესების შემთხვევაში ვაშინგტონი განიხილავდა
ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობასაც (საუბარი იყო ჩრდილოეთ ვიეტნამის სტრატეგიულად
მნიშვნელოვან წერტილებში სამი ტაქტიკური ბირთვული რაკეტის ჩამოგდებაზე, სადაც
კონცენტრირებული იყო ვიეტნამელი კომუნისტების სამხედრო პოტენციალი და ცოცხალი ძალა).
1954 წლის დასაწყისში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა საფრანგეთს
შესთავაზა ამერიკის ეგიდით ინგლისის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს
კოალიციური სამხედრო ოპერაციები წამოეწყოთ ვიეტნამელი კომუნისტების წინააღმდეგ. მაგრამ
ოფიციალურმა პარიზმა და ლონდონმა შეერთებული შტატების ლიდერობით კოალიციური ომის
წამოწყებაზე უარი განაცხადა, რადგანაც ბრიტანელებს არ სურდა ვიეტნამელი კომუნისტების მოკავშირე
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაუარესება, რამეთუ ჰონკონგში ბრიტანელთა
გეოპოლიტიკური და გეო-ეკონომიკური ინტერესების უსაფრთხოება პეკინზე იყო დამოკიდებული. გარდა
ამისა, ჩინეთის ფაქტორი დიდი იყო მალაიში, სადაც ეთნიკური ჩინელებიც მოსახლეობდნენ და პეკინს
საშუალება ექნებოდა ანტი-ბრიტანული მოძრაობის გამწვავებისთვის შეეწყო ხელი.
1954 წლისათვის ვიეტნამში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. საფრანგეთის არმიამ ფაქტობ-
რივად მარცხი განიცადა. შეერთებული შტატები არ აღმოჩნდა მზად ჩაენაცვლებინა საფრანგეთი. თავის
მხრივ, ბრიტანეთიც კონფლიქტის დარეგულირებით და რეგიონში ვითარების განმუხტვის იყო
დაინტერესებული. ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკისთვის სამხედრო-ეკონომიკური დახმარების
შესაძლებლობები ამოწურეს საბჭოთა კავშირმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც. შექმნილ ვითარებაში
ყველა დაინტერესებული მხარისათვის ხელსაყრელი იყო კონფლიქტი დიპლომატიური გზებით მოგვარება.
1954 წლის მაისში ჟენევაში მოწვეული იქნა სამშვიდობო კონფერენცია. კონფერენციის გახსნის წინ
ცნობილი გახდა, რომ ვიეტნამელმა კომუნისტებმა აიღეს ფრანგების უკანასკნელი გამაგრებული ადგილი
დენ ბენ ფუ და რამდენიმე ათასი ფრანგი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს. იმავე წელს ჟენევაში (შვეიცარიაში)
მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი იქნა განხილული და საბოლოოდ
მიღწეული იქნა სამშვიდობო შეთანხმება. საფრანგეთმა ვალდებულება აიღო ეცნო ვიეტნამის
დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის საზღვრები აღიარებული იქნა ჩრდილოეთიდან
სამხრეთის მიმართულებით მე-17 პარალელამდე. სამხრეთ ვიეტნამში შენარჩუნებული იქნა მონარქია და
ტახტზე კვლავ ბაო დაია დასვეს. ვიეტნამის მოსახლეობას უფლება მიეცა 300 დღის განმავლობაში აერჩია
და დამკვიდრებულიყო ვიეტნამის ნებისმიერ მხარეს. ლაოსი და კამბოჯა კი დამოუკიდებელ მონარქიებად
გამოცხადდა. ვიეტნამის ორივე ნაწილს ეკრძალებოდა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ სამხედრო-
პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანება.
შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა ჟენევის შეთანხმებისთვის, მაგრამ ვალდე-
ბულებას იღებდა დაეცვა მისი პირობები. თუმცა იმავდროულად ვაშინგტონი ენერგიულად შეუდგა
სამხრეთ ვიეტნამის შეიარაღებას, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ჟენევის კონფერენციით კონფლიქტი არ
ამოწურულა (ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა ფლობდა ინფორმაციას, რომ ჰო ში მინი იარაღის
გამოყენებით სამხრეთის მიერთებას გეგმავდა). გარდა ამისა, ვიეტნამს განსაკურებული ადგილი ეჭირა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გეოპოლიტიკური სივრცეში, ისეთივე როგორიც სმ. კორეას იაპონიის
უსაფრთხოებისათვის. 1954 წელს ვიენტიანის იმპერატორმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნგო დინ
დიემი დანიშნა. 1955 წელს ვიეტნამში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც სამხრეთ ვიეტნამში
მონარქია გაუქმდა, ხოლო დიემი პრეზიდენტად იქნა არჩეული. მალე სმ. ვიეტნამში დგო დინ დიემის
დიქტატურა დამყარდა, რომელსაც სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას ვაშინგტონი უწევდა.
ნგო დინ დიემის მმართველობის სამხრეთ ვიეტნამში კათოლიკურ და ბუდისტურ თემებს შორის
რელიგიური და პოლიტიკური კონფლიქტი დაიწყო. გააქტიურდნენ კომუნისტებიც, რომლებიც შეუპოვარ
ოპონირებას უწევდნენ ხელისუფლებას. 1956 წელს ნგო დინ დიემმა უარი განაცხადა ჟენევის
ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე და ჩაშალა იმავე წელს დაგეგმილი
ვიეტნამის საერთო საპარლამენტო არჩევნები. 1959 წელს სამხრეთ ვიეტნამში ანტი-სახელისუფლებლო
გამოსვლები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობდა როგორც კომუნისტური, ისე არა კომუნისტური
პოლიტიკური ძალები. პროტესტანტებს პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევდა ვიეტნამის დემოკრატიული
რესპუბლიკა. 1963 წლის ზაფხულში სამხრეთ ვიეტნამში ბუდისტური რელიგიური ორგანიზაციების
ინიციატივით მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო და ანტიკათოლიკური საპროტესტო აქციები მოეწყო.
შექმნილ ვითარებაში ნგო დინ დიემის რეჟიმი უუნარო აღმოჩნდა აღეკვეთა ანტისახელისუფლებო
გამოსვლები და ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეები, ამიტომ ვაშინგტონმა პროამერიკულ
მემარჯვენე რადიკალ ვიეტნამელ სამხედროებს მწვანე შუქი მისცა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება
მოეხდინა. 1963 წლის 1 ნოემბერს სამხრეთ ვიეტნამის სამხედროებმა ნგო დინ დიემის წინააღმდეგ ხუნტა ,
რომელსაც პრეზიდენტის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ვაშინგტონი კიდევ უფრო ღრმად ეფლობოდა
ვიეტნამის კონფლიქტში, თუმცა ჯონ კენედი ეწინააღმდეგებოდა ინდოჩინეთში სამხედროების გაგზავნას
და ამით ომის პროვოცირებას. მაგრამ 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში პრეზიდენტის წინაასაარჩევნო
ტურნეს დროს ფიზიკურად ლიკვიდირებული იქნა ჯონ ფიცჯერალდ კენედი. პრეზიდენტის პოსტი
დაიჭირა ვიცე პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება
ვიეტნამის საკითხთან დაკავშირებით.
შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების პარალელურად ვითარება კვლავ იძაბებოდა
ვიეტნამში. 1964 წლის იანვარში სამხრეთ ვიეტნამში კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა,
თუმცა ახალმა მთავრობამ ვერ შეძლო ვითარების დარეგულირება. ამით ისარგებლა ჩრდილოეთ ვიეტნამის
კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ და სამხრეთზე კონტროლის დაწესება სცადა. ჩრ. ვიეტნამელი
კომუნისტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ პერიოდში ორი ქვეყნის
ურთიერთობამ პიკს მიაღწია. 1962 წელს ჰო ში მინმა ჩინეთ-ინდოეთის ომში პეკინს დაუჭირა მხარი,
იმავდროულად იზიარებდა ჩსრ-ს პოზიციებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით,
რითაც მოსკოვის უკმაყოფილება დაიმსახურა. 1963 წელს ჰანოიში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ჩსრ-ს
ლიდერები, რომლის დროსაც გადაწყდა, რომ ჩრ. ვიმეტნამი იბრძოლებდა ქვეყნის გათავისუფლებისთვის,
ხოლო ჩინეთი მას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას გაუწევდა. პეკინის საპირისპიროდ, ჰო ში მინის
წამოწყებას ავანტურისტულ ნაბიჯად განიხილავდა სსრკ-ს ხელმძღვანელობა ნ. ხრუშჩოვის მეთაურობით.
ამიტომ ჰანოის სამხედრო დახმარება 1962 წელთან შედარებით 2-ჯერ შეუმცირეს.
მაგრამ 1964 წლის ზაფხულში ვიეტნამის ირგვლივ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ლინდონ
ჯონსონის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ვიეტნამში კომუნიზმი ძალისმიერი მეთოდებით შეეკავებინა და ამ
მიზნით იგი ჩრდილოეთთან პირდაპირ კონფრონტაციას და მის პროვოცირებასაც კი არ მორიდებია,
როდესაც 1965 წლის 2 აგვისტოს ორი ამერიკული ნაღმოსანი ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტროლირებად
ტონკინის ყურეში შევიდა. ანტაგონისტურად განწყობილი სახელმწოფოს სამხედრო ხომალდებს ვიეტ-
ნამელმა კომუნისტებმა ცეცხლი გაუხსნეს (ტონკინის ინციდენტი), რასაც მხარეებს შორის პირველი შეიარა-
ღებული კონფლიქტი მოჰყვა1. ამ ინციდენტთან დაკავშირებით შეერთებული შტატების წარმომად-
გენლობითმა ორგანომ მიიღო ე.წ. „ტონკინის რეზოლუცია“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების
ადმინისტრაციას უფლებას ანიჭებდა საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალა გამოეყენებინა ეროვნული
უსაფრთხოების ანდა ამერიკელი სამხედროების დაცვის მიზნით შეერთებული შტატების საზღვრებს მიღმა
სამყაროს ნებისმიერ წერტილში. მაგრამ ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო ლინდონ
ჯონსონს არ სურდა სამხედრო ოპერაციების დაწყება ჩრდილოეთ ვიეტნამისა და მის მიერ მხარდაჭერილ
სამხრეთ ვიეტნამის განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ.
1964 წელს ვიეტნამის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა მოსკოვში. 1964 წლის დეკემბერში
ნიკიტა ხრუშჩოვი გადაყენებული იქნა სსრკ-ს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი
მდივნის თანამდებობებიდან და (1966 წლიდან გენერალური მდივნის) პოსტი ლეონიდ ბრეჟნევმა, ხოლო
მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა ალექსეი კოსიგინმა დაიკავა, რომელიც წარსულში იყო
ერთერთი წარმატებული დიპლომატი და ნიჭიერი პოლიტიკური მოღვაწე. საბჭოთა კავშირის ახალმა
ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით კი ინდოჩინეთში
მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. 1965 წლის თებერვლიდან საბჭოთა კავშირმა ჩრ. ვიეტნამის
კომუნისტებს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება კვლავ გაორმაგა და წინა წლებთან შედარებით პიკს
მიაღწია.
საბჭოთა დახმარებით გაძლიერებულმა ჩრდილოელებმა და სამხრეთელმა პარტიზანებმა თებერ-
ვალში სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე განლაგებულ ამერიკულ სამხედრო საჰაერო ბაზაზე იერიში
მიიტანეს, რომლის დროსაც რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ლინდონ ჯონსონის
ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩრ. ვიეტნამის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები, ხოლო სამხრეთ
ვიეტნამის განმათავისუფლებელი ეროვნული ფრონტის (ვიეტკონგი)2 წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციები
დაეწყო. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკულმა ავიაციამ ვიეტნამის წითელი არმიის
მასირებული დაბომბვები დაიწყო, ხოლო სამხრეთში ვიეტკონგელების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი
სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზნით შეერთებული შტატებიდან ვიეტნამში გადასროლილი იქნა
რამდენიმე ათასიანი სამხედრო კონტიგენტი. 1965 წლისათვის ვიეტნამში ამერიკული სამხედრო
კონტიგენტის რაოდენობამ 150 ათას სამხედრო მოსამსახურეს მიაღწია. კონფლიქტის მეორე მხარეს ჩაერთო
სსრკ და ჩინეთი. ორივე მსხვილი სოციალისტური სახელმწოფო ერთმანეთს ეპაექრებოდა თუ რომელი
გაუწევდა ჰო ში მინს უფრო მეტ დახმარებას, რათა ჰანოიზე მეტი გავლენა მოეპოვებინა. 1966 წელს ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ვიეტნამზე თავდასხმას განიხილავდა,
როგორც ჩინეთზე თავდასხმას.
1965-68 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყველა მნიშვნელოვანი
კომპონენტი (საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალები, სპეციალური ელიტური ქვედანაყოფები ა.შ.)
აქტიურად იყო ჩართული ვიტკონგისა და ჩრდილოეთ ვიეტნამის წითელი არმიის წინააღმდეგ. ამერიკული
ავიაცია პერმანენტულად ბომბავდა ჩრდილოეთ ვიეტნამის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს,

1
ერთერთი ვერსიით ტონკინის ინციდენტი ვაშინგტონის მიერ იყო ინსპირირებული, რათა ჰქონოდა საბაბი
ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩართულიყო.
2
„ვიეტნამკონგსან“ („ვიეტნამელი კომუნისტი“)
ქალაქებსა და სამრეწველო კომპლექსებს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით ვიეტნამის ომში
ჩამოგდებული იქნა ორჯერ მეტი ბომბი ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს. ამერიკული სამხედრო
სახმელეთო ძალები რთულ ბუნებრივ პირობებშიც (ჭაობი, გაუვალი ჯუნგლები, რთული რელიეფი) კი
აწარმოებდნენ ბრძოლებს ვიეტკონგელი და ჩრდილო ვიეტნამელი კომუნისტების წინააღმდეგ, რომლებიც
ძირითადად პარტიზანული მეთოდებით იბრძოდნენ. სწორედ ამის გამო, შეერთებული შტატები
მოკლებული იყო ბოლომდე გამოეყენებინა თავისი სამხედრო პოტენცია მასზე გაცილებით
მცირერიცხოვანი და ცუდად შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ. 1968 წლის 1 იანვარს, საახალწლო
დღესასწაულზე (ვიეტნამურად „ტეტ“) ვიეტკონგმა და ჩრდილოელებმა მასობრივი სამხედრო ოპერაცია
წამოიწყეს ამერიკული არმიისა და სამხრეთ ვიეტნამის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და წარმოუდგენლ
წარმატებას მიაღწიეს. სამხრეთ ვიეტნამში მათ თითქმის ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი
და მსხვილი ქალაქი დაიკავეს. ოპერაცია ტეტმა არამარტო სამხედრო არამედ საერთაშორისო რეზონანსიც
გამოიწვია. შექმნილ ვითარებაში შეერთებული შტატების თავდაცვის სამდივნომ ვიეტნამში დამატებით 200
ათასი ჯარისკაცის გაგზავნა მოითხოვა, რასაც შეერთებულ შტატებში სახელისუფლებლო კრიზისი მოჰყვა.
პარალელურად ამერიკის მოსახლეობამ, საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გამოჩენილმა
პოლიტიკურმა ფიგურებმა (რობერტ კ. კენედიმ, იუჯინ მაკარტი) დაიწყეს მასობრივი ანტისაომარი
საპროტესტო მოძრაობა შეერთებული შტატების ყველა მსხვილ ქალაქში3. მოახლოებული საპრეზიდენტო
არჩევნების, ფონზე პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონი ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა
დამატებით სამხედრო კონტიგენტის გაზრდაზე და ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ საჰაერო დაბომ-
ბვების გაგრძელებაზე. პარალელურად, კონფლიქტის დარეგულერების მიზნით გააქტიურებული იქნა
დიპლომატიური ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბ-
ლიკის, ასევე სსრკ-ს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომლებიც კონფლიქტის არაოფიციალურ
მხარეს წარმოადგენდნენ.
1968 წლის მარტში შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის
საჰაერო დაბომბვები და სახმელეთო ოპერაციები, ხოლო 10 მაისს პარიზში გაიხსნა აშშ-ვიეტნამის
სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაჭიანურდა.
კონფლიქტის რეალური მოგვარება დაიწყო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციის მმართველობის
პერიოდში. 1969 წლის 25 ივლისს გუამში სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა
(რესპუბლიკური პარტიიდან) პირველად გაახმოვანა შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკური
სტრატეგია, რომელიც „ნიქსონის დოქტრინის“ სახელწოდებით არის ცნობილი. „ნიქსონის დოქტრინის“
თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა ამიერიდან კომუნიზმის ანდა სხვა საფრთხეების
შეკავების პროცესში ამერიკული სამხედრო ძალების გაგზავნაზე, ანუ „კონფლიქტის ამერიკანიზაციაზე“.
„მსოფლიო იცვლება და მასთან ერთად ჩვენი საგარეო პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს... შეერთებულმა
შტატებმა უარი უნდა თქვას გლობალურ პასუხისმგებლობაზე... ამერიკას არ შეუძლია და არც სურს
საკუთარ თავზე აიღოს მსოფლიოს თავისუფალი ერების დაცვა“... „თავისუფალმა ერებმა ამერიკასთან
ერთად უნდა გაიზიარონ თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა“... „შეერთებულ
შტატებს არ გააჩნია სურვილი და მისწრაფება შეითავსოს ბრიტანეთის როლი რეგიონში...“

ვაშინგტონი ვალდებულებას იღებდა დახმარებოდა მოკავშირეს სამხედრო, ეკონომიკური და


სტრატეგიული რესურსებით, თუმცა უარს აცხადებდა უშუალოდ ჩართულიყო შეიარაღებულ
კონფლიქტებში. გარდა ამისა, იგი თავის მოკავშირეებს აძლევდა გარანტიას რომ დაიცავდა „ბირთვული
ფარით“ და საჭიროების შემთხვევაში ავიაციითა და საზღვაო ძალებით გაუწევდა მხარდაჭერას.
შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ჯარების გამოყვანის ხანგრძლივი და რთული პროცესი. თუმცა ამით
ინდოჩინეთის პრობლემა არ ამოწურულა.
„ნიქსონის დოქტრინა“ არ წარმოადგენდა შეერთებული შტატების უკან დახევას, ან/და აღებულ
ვალდებულებებზე უარის თქმას, ეს „რეალისტური შეკავების სტრატეგია“ და პარტნიორობის ახალი ფორმა

3
თავის მხრივ გააქტიურდა ომის მოხრე რეაქციული ძალები, რომელთა უკან იდგა მსხვილი კორპორაციები. 1968
წლის 4 აპრილს მოკლული იქნა მარტინ ლუთერ კინგი. ხოლო 5 ივნისს ჯონ კენედის ძმა რობერტ კენედი, რომელსაც
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა და ანტისაომარი განწყობით გამოირჩეოდა.
იყო. დოქტრინით განსაზღვრული სტრატეგია შეიძლება შეფასდეს როგორც ცივი ომის ყველაზე
პრაგმატული პოლიტიკური კურსი, რის შედეგადაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა უფრო
მოქნილი გახდა. ვაშინგტონი ერთი მხრივ, უარს ამბობდა ნებისმიერ სამხედრო დაპირისპირებაში
უშუალოდ ჩარევაზე და კონფლიქტის ზონაში საკუთარი სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე, თუმცა
მაქსიმალურ სამხედრო-ეკონომიკურ დახმარებას უწევდა კონფლიქტში ჩართულ ქვეყანას, თუ ამას
შეერთებული შტატების ინტერესები მოითხოვდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთისა
და სამხრეთ აზიის საკითხებში იოსებ სისკომ მართებულად შენიშნა, რომ „ნიქსონის დოქტრინა“ ეს იყო
“ჩარევისა და ჩაურევლობის პოლიტიკა შერჩევითობის საფუძველზე” („Disengagement and engagement on a
more selective basis“).

You might also like