You are on page 1of 18

მეორე მსოფლიო ომის წინაპირობები

დიდი დეპრესია

1929-1933 წლებში მსოფლიოში მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი, რომელიც


უჩვეულო აღმოჩნდა თავისი სიღრმით, მასშტაბით და ხანგრძლივობით. შემთხვევითი არ
იყო, რომ იგი ისტორიაში „დიდი დეპრესიის“ სახელით შევიდა. მსოფლიო ომმა ხელი
შეუწყო ამერიკის ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდას და აშშ აქცია მსოფლიო კრედიტორად.
მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ჩამოეკიდა ამერიკის ეკონომიკურ კეთილდღეობას. 20-იან
წლებში გაიზარდა ამერიკის მრეწველობა, მაგრამ მოხმარება არ გამხდარა მასობრივი.
ეროვნული შემოსავლი არათანაბრად ნაწილებოდა. ხელფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა,
ხოლო კორპორაციების მოგება გასამმაგდა; მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ.
ყიდულობდნენ მდიდრულ სასახლეებს, ლიმუზინებს, იახტებს, მაგრამ ისინი ვერ
შეცვლიდნენ მასობრივ მომხმარებელს. ამ პერიოდისთვის მსოფლიოში უმსხვილეს ნიუ-
იორკის საფონდო ბირჟაზე არნახული აჟიოტაჟი სუფევდა. წლების განმავლობაში
საწარმოთა აქციების კურსის მატებამ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უზარმაზარი
კაპიტალი მოიზიდა. ყველა ცდილობდა აქციის ყიდვას, რომ სარფიანად გაეყიდათ. როცა ამ
სპეკულაციურმა ბუმმა მიაღწია უკიდურეს ზღვარს, დაიწყო აქციების ფასის ვარდნა. 1929
წლის 24 ოქტომბერი და 29 ოქტომბერი ‒ „შავი ხუთშაბათი“ და „შავი სამშაბათი“ აღინიშნა 10
მილიარდი დოლარის დაკარგვით. ამ მომენტიდან მოირყა აშშ-ის და მასთან ერთად
დანარჩენი მსოფლიოს ფინანსური სისტემა. დასავლეთის მთავრობები მოუმზადებელი
აღმოჩნდნენ კრიზისისთვის. საგადასახადო შემოსავლები შემცირდა, გაჩნდა დეფიციტი
ბიუჯეტში. ყველა მთავრობამ მოსამსახურეების დათხოვნით დაიწყო ხარჯების შემცირება.
კრიზისმა გამოიწვია უმძიმესი სოციალური შედეგები. უმუშევრობა გახდა მასობრივი. ვინც
სამსახური დაკარგა და ამოწურა თავისი დანაზოგი, მალე აღმოჩნდა საარსებო სახსრების
გარეშე. გაუარესდა ფერმერების და გლეხების მდგომარეობა. დაეცა მოთხოვნა სურსათზე,
დაიწია მასზე ფასებმა, ბევრი მეურნეობა წამგებიანი გახდა და გაკოტრდა. კრიზისის
შედეგი იყო საყოველთაო სიღატაკე. მილიონობით ადამიანი შემთხვევითი შემოსავლების
იმედად ადგილიდან ადგილზე გადადიოდა; ცხოვრობდნენ თუნუქის და მუყაოს
ყუთებისგან შეკოწიწებულ ქოხმახებში. კრიზისი მსოფლიო იყო და, ბუნებრივია, ყველა
სახელმწიფოს შეთანხმებულად უნდა ემოქმედა, მაგრამ, სინამდვილეში, ყველა საკუთარ
ნაჭუჭში ჩაიკეტა და ქმნიდნენ ხელოვნულ ბარიერებს საკუთარი თავის დასაცავად. 20-იან
წლებში ჩამოყალიბებული იმედები უკეთესი მომავლის შესახებ შეიცვალა პესიმიზმითა და
იმედგაცრუებით. გაიზარდა ისეთი პარტიების გავლენა, რომლებიც ძირეულ ცვლილებებს
მოითხოვდნენ და ათასგვარ პოპულისტურ პროგრამებს წარმოადგენდნენ. ასე
გაძლიერდნენ კომუნისტები და ფაშისტები. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა
განაპირობა, რომ 20-იან წლებში გამოვლენილი ტენდენციები საზოგადოებრივ-
პოლიტიკური და სახელმწიფო განვითარებაზე ჩამოყალიბდა ორი მოდელის სახით:
ტოტალიტარულ-ავტორიტარული და ლიბერალურ-დემოკრატიული. სოციალურ-
ეკონომიკური პრობლემების გართულება და მათი გადაწყვეტის გზების ძიება კიდევ უფრო
აფართოებდა სახელმწიფო რეგულირების ფუნქციას. საბოლოო ჯამში, გაჩნდა ტენდენცია
დამყარებულიყო სახელმწიფოს ყოვლისმომცველი (ტოტალური) კონტროლი 2 წარმოების,
განაწილების, გაცვლის სფეროებში, საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში და ა.შ.

1
პიროვნების როლი ტოტალიტარიზმის პირობებში რეჟიმის მორჩილებაა. ადამიანი უნდა
მუდმივად ემსახურებოდეს უმაღლესი მიზნის მიღწევას, თვითშეწირვისთვის
მზადყოფნამდეც კი; იქმნება მტრის ხატები, რომელთა ინტრიგებით აიხსნება სირთულეები
მიზნის მიღწევის საქმეში. განსაკუთრებული როლი ტოტალიტარულ რეჟიმებში ეკუთვნის
ლიდერებს, ხდება მათი გაღმერთება, ყალიბდება პიროვნების კულტი.

დაშოშმინების პოლიტიკა

1933 წელს, გერმანიაში ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის მოსვლამ და ევროპულ ქვეყნებში


რადიკალური, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალების წარმატებამ მსოფლიო დიდი
საფრთხის წინაშე დააყენა. მსგავსი ძალების გააქტიურებას პოლიტიკურ ასპარეზზე
დიდწილად შეუწყო ხელი პარიზის, იგივე ვერსალის საზავო კონფერენციამ, რომელმაც,
ფაქტობრივად მთელი ომისშემდგომი სიმძიმე დამარცხებულ სახელმწიფოებს დააკისრა.
გაჩნდა რეალური საშიშროება მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა. ასეთ ვითარებაში
მსოფლიოს წამყვანმა გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა შეცვალეს არსებული პოლიტიკა და
საფრთხის გასანეიტრალებლად ე.წ. „დაშოშმინების პოლიტიკას“ (დაყვავების პოლიტიკა“)
მიმართეს. დაშოშმინების პოლიტიკა გულისხმობდა მთელ რიგ კომპრომისებს აგრესორი
ქვეყნების მიმართ. ხშირ შემთხვევაში, ეს დათმობები საკმაოდ მნიშვნელოვანიც იყო. ამ
პოლიტიკის იდეის ავტორად ბრიტანეთის პრემიერი, ნევილ ჩემბერლენი მიიჩნევა.
რეალურად, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ამ პოლიტიკის გატარებით ნაცისტურ
გერმანიას გზას უხსნიდნენ პატარა ქვეყნების უზურპაციისკენ. საბოლოოდ, დაშოშმინების
პოლიტიკამ „ერთა ლიგისა“ და ვერსალის სისტემის საბოლოო აღსასრული გამოიწვია,
ხოლო მსოფლიო ახალ ომს მაინც ვერ გადაურჩა.

მეორე მსოფლიო ომის წინაპირობები

წინააღმდეგობები, რომლითაც ხასიათდებოდა საერთაშორისო ურთიერთობები XX


საუკუნის 20-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად მნიშვნელოვნად
გაძლიერდა. მთლიანობაში ეს პერიოდი საერთაშორისო ურთიერთობებში ხასიათდებოდა
სამი ტენდენციის შეჯახებით: პირველი, ე.წ. „რევიზიონისტული“ ქვეყნები, გამოდიოდნენ
ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობის ძირეული გადასინჯვის მოთხოვნით, რაც
იურიდიულად იყო გაფორმებული პარიზისა და ვაშინგტონის კონფერენციებზე.
„დამცირებული და შეურაცხყოფილი“ გერმანია, რომელმაც ომი წააგო, „დამარცხებული
გამარჯვებულთა შორის“, როგორადაც თავს იტალია მიიჩნევდა და იაპონია 30-იან წლებში
მოითხოვდნენ არა ნაწილობრივ დათმობებს წამყვანი ქვეყნების მხრიდან, არამედ ვერსალ-
ვაშინგტონის სისტემის სრულ ლიკვიდაციას. მათი საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის
საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო „ახალი საერთაშორისო წესრიგი“, მსოფლიო
ბატონობის დამყარება (გერმანია) და რეგიონული ჰეგემონია (იტალია, იაპონია), სხვა
ქვეყნებისა და ხალხების დაპყრობა-დამორჩილება. ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური
იტალიისა და მილიტარისტული იაპონიის საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები
საშიშროებას ქმნიდა არა მარტო მათი მეტოქე დიდი ქვეყნებისათვის, არამედ მთელი
მსოფლიო ცივილიზაციისათვისაც. საერთაშორისო პოლიტიკის მეორე უდიდესი ცენტრი
წარმოდგენილი იყო დოკუმენტურად გაუფორმებელი, მაგრამ, ფაქტობრივად, არსებული
კოალიციით, რომელშიც დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები შედიოდნენ (ინგლისი და

2
საფრანგეთი). სწორედ ამ კოალიციას უნდა გაეწია წინააღმდეგობა „რევიზიონისტი“
ქვეყნებისათვის, რადგანაც ისინი იცავდნენ ვერსალ-ვაშინგტონის სისტემას. მაგრამ ახალი
მსოფლიო ომის შიშით და წითელი (კომუნისტური) საფრთხის პირობებში ისინი
ატარებდნენ აგრესორებისადმი დათმობის, ე.წ. „დაშოშმინების“ პოლიტიკას. მესამე
ტენდენცია იყო „იზოლაციონიზმი“, რომელსაც აშშ ავლენდა და, რითაც, მთლიანობაში,
ემხრობოდა არსებულ მსოფლიო წესრიგს. „დაშოშმინების“ პოლიტიკის მიზანი სხვასთან
ერთად იყო გერმანული აგრესიის აღმოსავლეთით, საბჭოთა კავშირისკენ მიმართვა. დიდი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი ნაცისტურ გერმანიას ადარებდა
დამწყვდეულ ხარს, რომლის მზერაც უნდა მიემართათ იქითკენ, სადაც წითელი ალამი
ფრიალებდა. მსოფლიოს პაციფისტური საზოგადოების ძალისხმევა, რაღაც ჩარჩოებში
შეეზღუდათ გამალებული შეიარაღება, ეჯახებოდა აშკარად აგრესიულ განწყობას დიდი
სახელმწიფოების მმართველი წრეების უმრავლესობის მხრიდან. პარალელურად
მიმდინარეობდა ვერსალისა და ვაშინგტონის პირობების აქტიური გადასინჯვა. 1930 წელს
იაპონიამ თავის სასარგებლოდ მიაღწია ცვლილებებს ხუთი სახელმწიფოს
ხელშეკრულებაში საბრძოლო გემების და წყალქვეშა ნავების პროპორციებთან
დაკავშირებით. აქვე აღვნიშნოთ, რომ ვაშინგტონის კონფერენცია 1921 წლის 12 ნოემბრიდან
1922 წლის 6 თებერვლამდე მიმდინარეობდა. ამ კონფერენციამ 5 მთავარი ხელშეკრულება
მიიღო. მათგან უმნიშვნელოვანესად მიჩნეულია ე.წ. ხუთი სახელმწიფოს ხელშეკრულება,
რომელსაც ხელი აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, საფრანგეთმა და იტალიამ მოაწერეს.
რეალურად ვერსალისა და ვაშინგტონის კონფერეციებზე განისაზღვრა იმდროინდელი
მსოფლიო წესრიგი, რასაც ვერსალ-ვაშინგტონის სისტემას უწოდებენ. 1932 წლის
დეკემბერში ჟენევაში განიარაღების შესახებ კონფერენციის მუშაობის მეორე ეტაპზე დიდი
ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, გერმანია და იტალია შეთანხმდნენ უსაფრთხოების სისტემის
ჩარჩოებში გერმანიისთვის თანასწორი უფლების მინიჭებაზე. 1935 წლიდან გამალებულმა
შეიარაღებამ მიიღო არნახული მასშტაბები.

დაძაბულობის კერების გაჩენა

1931-1932 წლებში არასტაბილური სიტუაცია შეიქმნა შორეულ აღმოსავლეთში. სწორედ


აქ გაჩნდა ახალი გლობალური კონფლიქტის პირველი კერა, როცა იაპონიამ მანჯურია
დაიპყრო. იაპონია-ჩინეთის მოლაპარაკებებში ერთა ლიგის შუამავლობამ მარცხი
განიცადა, რის შედეგადაც, იაპონიამ დატოვა „ერთა ლიგა“. აგრესიის შემდგომი
გამოვლინება იყო აღმოსავლეთ აზიაში 30-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა იაპონიის
ჯარებმა დაიწყეს მთელი ჩინეთის აშკარა დაპყრობა (1937). „ცხელი წერტილი“ გახდა
დამოუკიდებელი აფრიკული ქვეყანა ეთიოპიაც (აბისინია). 1935 წელს იტალიამ
ეთიოპიასთან წამოიწყო ომი, რომლის შედეგიც წინასწარ იყო გადაწყვეტილი იმ
უპირატესობის ფონზე, რომელიც იტალიას ჰქონდა სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაში
ეთიოპიასთან შედარებით. იტალიელებს გააჩნდათ 500 თვითმფრინავი და 300 ტანკი,
ეთიოპიელებს შესაბამისად ‒ 7 და 5. იტალიის მოტომექანიზებულ ნაწილებს ებრძოდა
ეთიოპიის კავალერია, რომლის მებრძოლებიც შეიარაღებულნი იყვნენ შუბებით, სანადირო
თოფებითა და ძველი მოდელის შაშხანებით. „ერთა ლიგის“ რეაქცია იტალიის აგრესიაზე
ითვალისწინებდა ეკონომიკური სანქციების შემოღებას იტალიის წინააღმდეგ, მაგრამ ეს
სანქციები სათანადოდ არ სრულდებოდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთს დამთმობი
პოზიციის გამო. ამდენად, ეთიოპია, მართალია მოკლე დროით, მაგრამ გახდა იტალიის

3
კოლონია. 1937 წლის დეკემბერში იტალია გამოვიდა „ერთა ლიგიდან“. მსოფლიოსთვის
ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ჰიტლერის მთავრობის პოლიტიკა, რომელმაც
კურსი აიღო ვერსალის სისტემის სრული ლიკვიდაციისკენ. 1935 წლამდე ბერლინი
სიტყვით მხარს უჭერდა საზღვრების ურღვევობის პრინციპს და გამოდიოდა ყველა
ევროპულ სახელმწიფოსთან თავდაუსხმელობის პაქტის დადების წინადადებით. ასეთი
პოლიტიკით ჰიტლერი „მესამე რაიხის“ სამხედრო ძლიერების აღსადგენად დროის მოგებას
ცდილობდა. ჰიტლერმა 1935 წელს დაარღვია ვერსალის ხელშეკრულება და გერმანიაში
გამოაცხადა საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახური. ამრიგად აშკარად 3 აიღო
კურსი ომის მზადებისკენ. ჰიტლერის მთავრობამ წარმატებით მოაგვარა „შეიარაღების
შევსების“ საკითხი და დაიწყო ტერიტორიულ-პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა.
მათ შორის მთავარი იყო ორი ‒ ზაარის ოლქის კუთვნილების საკითხი და რაინის ზონის
სტატუსი. პირველი პრობლემა სრულიად უმტკივნეულოდ გადაწყდა: 1935 წ. იანვარში
მოწყობილ პლებისციტზე ზაარის ოლქის მცხოვრებთა 90%-მა მხარი დაუჭირა „მესამე
რაიხში“ შესვლას. „რაინის საკითხი“ უფრო რთული გამოდგა. 1936 წელს სამი გერმანული
ბატალიონი შევიდა რაინის დემილიტარიზებულ ზონაში. საფრანგეთის მხრიდან მტკიცე
ნაბიჯები არ გადადგმულა. საფრანგეთის გენერალური შტაბი გამოვიდა გერმანიასთან
სამხედრო შეტაკების წინააღმდეგ. სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, საფრანგეთი
დიპლომატიური გზით შეეცადა პრობლემის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით
ჰიტლერი აღნიშნავდა ‒ საფრანგეთს რომ გერმანიის წინააღმდეგ გამოეყვანა 13 დივიზია,
განლაგებული საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე, „ჩვენ მოგვიწევდა სამარცხვინოდ და
ლანძღვა-გინებით უკანდახევა, რადგან ჩვენ სუსტი წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ
შევძლებდით“. 1936 წლის ივლისში მსოფლიოს ყურადღება მიმართულ იყო ესპანეთისაკენ,
სადაც დაიწყო სამოქალაქო ომი. გერმანია და იტალია მხარს უჭერდნენ მეამბოხეებს
გენერალ ფრანკოს მეთაურობით. ესპანეთის ომმა უფრო დააახლოვა აგრესორები. 1936 წლის
25 ოქტომბერს მათ შორის გაფორმდა კავშირი, ე. წ. „ღერძის“ ხელშეკრულება, მოგვიანებით
კი შეიქმნა ბლოკი ბერლინი-რომი-ტოკიო, რომელმაც მიზნად დაისახა ბრძოლა მსოფლიო
კომუნიზმის წინააღმდეგ („ანტიკომინტერნული პაქტი“). საერთაშორისო დაძაბულობის
ფონზე, როცა ვერ ხერხდებოდა აგრესიის წინააღმდეგ კოლექტიური ბრძოლის ორგანიზება,
ზოგიერთი ქვეყანა ცდილობდა ორმხრივი ხელშეკრულებებით დაეზღვია თავი.
კოლექტიური უსაფრთხოების ზომების მიღებას ემსახურებოდა 1934 წელს „ერთა ლიგაში“
საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით სსრკ-ის მიღება. ასევე საფრანგეთმა მიმართა საბჭოთა
კავშირს, დაედოთ შეთანხმება, რომელიც შემდგომში უფრო ფართო ხელშეკრულების
საფუძველი გახდებოდა. 1935 წელს მოსკოვმა და პარიზმა ხელი მოაწერეს ორმხრივ
ხელშეკრულებას ურთიერთდახმარების შესახებ, ორი კვირის შემდეგ მათ შეუერთდა
ჩეხოსლოვაკია. მიუხედავად ამ წარმატებისა, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის
შექმნის პროცესი, ფაქტობრივად, ჩიხში მოექცა, რამდენადაც წამყვანი სახელმწიფოები,
ურთიერთუნდობლობის გამო, ცდილობდნენ ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც
უპასუხებდა მათ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და არ ითვალისწინებდნენ საერთო
საფრთხეს მსოფლიოში.

ვერსალ-ვაშინგტონის სისტემის კრახი

ჰიტლერმა შეიმუშავა „ათასწლოვანი რაიხის“ შექმნის გეგმა და მისი განხორციელება


ავსტრიის შეერთებით („ანშლუსით“) დაიწყო. 1938 წლის 12 მარტს გერმანიის ჯარები

4
ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ ვენაში. ავსტრიის რესპუბლიკა გაქრა
ევროპის რუკიდან და უშუალოდ შეუერთდა გერმანიას. დასავლეთის სახელმწიფოების და
ერთა ლიგის მხრიდან რეაქცია ავსტრიის ანშლუსზე, ფაქტობრივად, არ ყოფილა. ინგლისი
და საფრანგეთი ფორმალური პროტესტით შემოიფარგლნენ. ჰიტლერის გეგმის
რეალიზების მეორე ეტაპი გახდა მზადება ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციისთვის. ამ
სახელმწიფოს დასავლეთი რაიონები (სუდეტის ოლქი) დასახლებული იყო ეთნიკური
გერმანელებით. ჩეხოსლოვაკიის მოკავშირე საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის დახმარების
გარეშე ვერ ბედავდა აშკარა კონფლიქტს გერმანიასთან, ამიტომ ცდილობდა, რაც შეიძლება
გაეჭიანურებინა მისი დაწყება. ჩეხოსლოვაკიის ბედი წყდებოდა მიუნხენის
კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარეობდა 1938 წლის სექტემბერში. კულისებში
მოლაპარაკებების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა და
საფრანგეთის პრემიერმა ედუარდ დალადიემ, ჰიტლერთან და მუსოლინისთან ერთად,
ჩეხოსლოვაკია აიძულეს ნაცისტებისათვის სასარგებლო პირობების მიღება. გერმანელებით
დასახლებული სუდეტის ოლქი გადაეცემოდა გერმანიას. სანაცვლოდ ფიურერი
კონფლიქტური სიტუაციების მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარების
ვალდებულებას იღებდა.
უკვე 1939 წლის 15 მარტს ჰიტლერმა დაარღვია მიუნხენის შეთანხმება და ჩეხოსლოვაკია
დაიპყრო, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა ინგლის-საფრანგეთისთვის. ჰიტლერულმა
გერმანიამ შემდგომი ნაბიჯით პოლონეთს მოსთხოვა მსხვილი ბალტიისპირა პორტი
გდანსკი (დანცნიგი) და დაიპყრო ლიტვის კლაიპედის ოლქი, იტალია იმავე წლის აპრილში
შეიჭრა ალბანეთში. ვერსალ-ვაშინგტონის სისტემა თვალსა და ხელს შუა დაინგრა და
ნანგრევებში მოყოლით ემუქრებოდა დასავლური დემოკრატიის „შორსმჭვრეტელ“
ლიდერებს. ცენტრალურ ევროპაში სიტუაციის მკვეთრმა გამწვავებამ აიძულა
საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეები უარი ეთქვათ „დაშოშმინების
პოლიტიკაზე“ და 1939 წელს დაიწყეს საიდუმლო მოლაპარაკებები მოსკოვთან
ურთიერთდახმარების შესახებ. თუმცა ეს მცდელობა, ფაქტობრივად, უშედეგოდ
დასრულდა.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირს შორის თავდაცვითი კავშირის შესახებ


მოლაპარაკებების პარალელურად 1939 წლის ზაფხულში შედგა გერმანია-სსრკ-ს
კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი. კომპრომისების შედეგად 1939 წლის 23 აგვისტოს
მოსკოვში ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა და იოახიმ
რიბენტროპმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავდაუსხმელობის შესახებ, ასევე
საიდუმლო პროტოკოლს, რომელშიც შედიოდა პუნქტები სსრკ-ს და გერმანიას შორის
გავლენის სფეროების გაყოფის შესახებ. ბერლინი ცნობდა მოსკოვის განსაკუთრებულ
ინტერესებს ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთსა და ბესარაბიაში (მოლდავეთის ნაწილი);
მოსკოვი კი აღიარებდა გერმანიის გავლენას ლიტვაზე და პოლონეთის დასავლეთ
ნაწილზე. ეს შეთანხმება ცნობილია როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი.

5
მეორე მსოფლიო ომის დაწყება და მიმდინარეობა

ჰიტლერი მალე გადავიდა თავისი სამხედრო გეგმების რეალიზებაზე და 1939 წლის 1


სექტემბერს შეიჭრა პოლონეთში. ეს თარიღი შევიდა ისტორიაში, როგორც მეორე მსოფლიო
ომის დასაწყისი. გერმანია-სსრკ-ს საიდუმლო შეთანხმებით (ე.წ. „რიბენტროპ-მოლოტოვის
პაქტით“) სსრკ-მ მიიღო გადაწყვეტილება, 17 სექტემბერს ჯარები შეეყვანა პოლონეთში და
დაეკავა მისი აღმოსავლეთი ტერიტორიები. ახალი რეალობის იურიდიული გაფორმება
იყო სსრკ-გერმანიის ახალი ხელშეკრულება 1939 წლის 28 სექტემბერს, რომელიც
ამტკიცებდა ახალ საზღვრებს და აფორმებდა მეგობრულ ურთიერთობებს ორ ქვეყანას
შორის. პოლონეთის ოპერაციის დროს საბჭოთა ტყვეობაში ჩავარდა ათასობით პოლონელი
სამხედრო მოსამსახურე და პოლიციის თანამშრომელი. ათასობით ადამიანის ბედი
ტრაგიკულად დასრულდა. ისინი კატინის ტყეში დახვრიტეს საბჭოთა სპეცსამსახურებმა.
ამ მოვლენების გაგრძელება იყო საბჭოთა მხარის მიერ ლატვიის, ლიტვის და
ესტონეთისადმი ულტიმატუმის წაყენება, საბჭოთა კავშირთან დაედოთ ხელშეკრულება
ურთიერთდახმარების შესახებ. ხელშეკრულებების სამხედრო ნაწილი ითვალისწინებდა ამ
სახელმწიფოებში საბჭოთა სამხედრო ბაზების შექმნას. ბალტიისპირა სახელმწიფოებისგან
იძულებითი თანხმობის მიღების შემდეგ სსრკ თავს დაესხა ფინეთს. მოსკოვი ცდილობდა
გადაეწია სსრკ-ფინეთის საზღვარი ლენინგრადიდან (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი).
სტალინი ფინეთს სთავაზობდა ტერიტორიის გაცვლას: ფინეთს უნდა დაეთმო თავისი
ნაწილი და სანაცვლოდ მიეღო ორჯერ მეტი ტერიტორია საბჭოთა კარელიაში. მსგავსი ქცევა
აიხსნება საბჭოთა ხელმძღვანელობის შიშით, გერმანია-ფინეთს შორის სსრკ წინააღმდეგ არ
გაფორმებულიყო ხელშეკრულება და ომის შემთხვევაში სწრაფად არ დაეპყროთ
ლენინგრადი. სსრკ-ფინეთის წარუმატებელი მოლაპარაკებების შედეგი იყო ომი ამ ქვეყნებს
შორის.
ფინეთმა ჯერ კიდევ 1919-1920 წლებში შექმნა თავდაცვით სისტემა, რომელიც
პრეზიდენტ მანერჰეიმის საპატივცემულოდ „მანერჰეიმის ხაზი“ უწოდეს. 1939 წლის 30
ნოემბერს საბჭოთა ჯარებმა დაიწყეს შეტევა ფინეთზე. სსრკ სწრაფ გამარჯვებას ელოდა,
მაგრამ ფინელებმა საოცარი წინააღმდეგობა გასწიეს. სსრკმ 200 000-ზე მეტი ჯარისკაცი
დაკარგა, ხოლო ფინეთმა - 25 000. ამ ომს „ზამთრის ომსაც“ უწოდებენ. საბოლოოდ, 12
მარტს დაიდო ზავი. სსრკმ კარელიის ნაწილი და ნახევარკუნძული კალასტაინსაარენტო
მიიღო. ქალაქ ტერიოკში შეიქმნა მარიონეტული მთავრობა ფინელი კომუნისტის
კუუსინენის მეთაურობით, მაგრამ გათვლა სწრაფ გამარჯვებაზე და ფინეთის
დამოკიდებულ სახელმწიფოდ გადაქცევაზე არ გამართლდა. ფინეთთან ომის გამო სსრკ
გაირიცხა „ერთა ლიგიდან“.

უცნაური ომი და გერმანიის „ბლიცკრიგი“

დასავლეთის ფრონტზე გერმანიის მოწინააღმდეგეები რატომღაც ვერ ბედავდნენ


გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას. თითქმის ნახევარ წელზე
მეტხანს გაგრძელდა ე.წ. „უცნაური ომი“, როდესაც მოწინააღმდეგეები ძირითადად
სანგრებში იყვნენ გამაგრებულები და იშვიათად ბომბავდნენ ერთმანეთს. ვერმახტი1 კი
ძალას იკრებდა. გერმანია საფრანგეთის საზღვარზე გადაჭიმული იყო ე.წ. „მაჟინოს ხაზი“,
რითაც ბელგიასა და ლუქსემბურგთან საფრანგეთის საზღვრების დაცვის საკითხი უნდა

1
ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალები

6
გადაჭრილიყო. ამ ორ ქვეყანას, მართალია, ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული,
მაგრამ აშკარა იყო, რომ ჰიტლერი მათ ნეიტრალიტეტს დაარღვევდა.
ომის პირველ ეტაპზე (1939-1941) გერმანიამ მიმართა მოკავშირეებისთვის უჩვეულო
„ბლიცკრიგს“ (ელვისებური ომი), სადაც მთავარი დამრტყმელი ძალა სატანკო და
მექანიზებული შენაერთები იყო. ისინი გამაგრებული საზღვრების გვერდის ავლით
უტევდნენ მოწინააღმდეგეს. ასეთი სტრატეგიით გერმანიამ თავის კონტროლქვეშ მოაქცია
თითქმის მთელი დასავლეთ ევროპა. საბჭოთა კავშირმა, რომელიც ე.წ. „მეგობრულ
ნეიტრალიტეტს“ იცავდა გერმანიის მიმართ, ისარგებლა ომით, აღმოსავლეთ ევროპაში
თავისი საზღვრები 250-300 კილომეტრით გადასწია და განამტკიცა საკუთარი სამხედრო
ძლიერება.
მართალია, საფრანგეთის არმიასა და საფრანგეთის ტერიტორიაზე მყოფ ბრიტანეთის
საექსპედიციო კორპუსს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნდათ ცოცხალ ძალასა და
ტექნიკაში, მაგრამ მათ არც კი უცდიათ წამოეწყოთ შეტევები გერმანელების წინააღმდეგ.
მოგვიანებით გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის ოპერატიული ხელმძღვანელობის
შტაბის უფროსი, გენერალი იოდლი აღიარებდა: „ჩვენ თუ ჯერ კიდევ 1939 წელს არ ვიგემეთ
დამარცხება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაახლოებით 110 ფრანგული და ინგლისური
დივიზია, რომლებიც ჩვენი პოლონეთთან ომის დროს უპირისპირდებოდნენ დასავლეთში
გერმანიის 23 დივიზიას, აბსოლუტურად უმოქმედონი იყვნენ“.
მოწინააღმდეგეთა უმოქმედობით წახალისებულმა გერმანიის მთავარსარდლობამ
გადაწყვიტა დანიისა და ნორვეგიის დაპყრობა, რათა საიმედო ბაზები ჰქონოდა
ჩრდილოეთში მომავალი საზღვაო ოპერაციებისთვის. ასევე გერმანიისთვის
მნიშვნელოვანი იყო სკანდინავიის ქვეყნების რკინისა და ნიკელის მადანი. მიუხედავად ამ
ქვეყნების ნეიტრალიტეტისა, 1940 წლის 9 აპრილს ჰიტლერელთა ჯარები შეიჭრნენ დანიასა
და ნორვეგიაში. დანიის მთავრობამ იმავე დღეს გამოაცხადა კაპიტულაცია, ნორვეგიის
მთავრობამ კი არმია მზადყოფნაში მოიყვანა და ინგლისს მიმართა დახმარებისთვის. მაგრამ
ძალთა უპირატესობა გერმანელების მხარეს იყო, რომლებმაც ქვეყნის დიდი ნაწილი იგდეს
ხელთ და ხელისუფლება ადგილობრივ ფაშისტს ‒ ვიდკუნ ქვისლინგს გადასცეს.
ნორვეგიის მეფემ და მთავრობამ ინგლისს შეაფარა თავი. 1940 წლის 10 მაისს დიდი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი გადადგა და მისი ადგილი უინსტონ
ჩერჩილმა დაიკავა.
1940 წლის ზაფხულისთვის ნაცისტური არმია მზად იყო, შეეტია დასავლეთისთვის.
ჰიტლერის სამხედრო გეგმა ითვალისწინებდა სამ ეტაპს: 1. ნიდერლანდებში შეჭრა 2.
სახმელეთო ოპერაციები საფრანგეთში. 3. საჰაერო ოპერაცია ბრიტანეთის წინააღმდეგ
სამეფო ფლოტის ნეიტრალიზების მიზნით. ნიდერლანდები 18 დღეში დაეცა, მას მიჰყვა
ბელგია და ლუქსემბურგი, საფრანგეთმა კი 33 დღე გაუძლო. „გადაულახავ“ „მაჟინოს ხაზს“
გერმანულმა ტანკებმა უბრალოდ გვერდი აუქციეს და საფრანგეთში ბელგიიდან შეიჭრნენ.
ეს იყო მეორე „ბლიცკრიგი“.
1940 წლის მაისში დაიწყო შეტევა საფრანგეთზე. საფრანგეთს ომი გამოუცხადა
იტალიამაც. საფრანგეთის მთავრობამ პარიზი ღია ქალაქად გამოაცხადა და 14 ივნისს
უომრად გადსცა გერმანელებს. ჰიტლერის მოთხოვნით 1940 წლის 22 ივნისს ფრანგებმა
კაპიტულაციას ხელი მოაწერეს კომპიენის ტყეში, მარშალი ფოშის ვაგონში, იქ, სადაც
გერმანიამ მოაწერა ხელი კაპიტულაციას პირველი მსოფლიო ომის დროს. ამ ფაქტის
კომპიენის ტყეში გაფორმებას, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და
გერმანიისგან ერთგვარ რევანშს წარმოადგენდა. საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილი
დაიპყრო გერმანიამ. არაოკუპირებულ ტერიტორიაზე კი იქმნებოდა მარშალ პეტენის
მარიონეტული მთავრობა, რომელიც მზად იყო ეთანამშრომლა გერმანიის
ხელისუფლებასთან. რეზიდენცია განთავსდა პატარა საკურორტო ქალაქ ვიშიში. ამის გამო
მარშალ ანრი პეტენის მთავრობას ვიშის მთავრობასაც უწოდებენ.

7
ფრანგები არ შერიგებიან დამარცხებას. მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა
გენერალი შარლ დე გოლი, რომელიც გადავიდა ინგლისში და იქ შექმნა კომიტეტი
„თავისუფალი საფრანგეთი“.
საფრანგეთის დამარცხებამ შეცვალა სიტუაცია ევროპაში, რომელიც თითქმის სრულად
მოექცა გერმანიის კონტროლქვეშ. გერმანელებმა მინიმალური დანაკარგებით შეიერთეს
ტერიტორიები 27 მილიონი მოსახლეობით, ხელთ იგდეს დიდი ოდენობით შეიარაღება.
1940 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა სამთა პაქტს ‒ შეთანხმებას სამხედრო კავშირის
დადების შესახებ გერმანიას, იტალიას და იაპონიას შორის, მალე ამ კავშირს შეუერთდა
უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.
ფაქტობრივად, ერთადერთი მებრძოლი სახელმწიფო ევროპაში იყო დიდი
ბრიტანეთი. გერმანიამ ინგლისს იარაღის დაყრა შესთავაზა. ინგლისმა, რომელსაც
სათავეში უინსტონ ჩერჩილი ედგა, დაზავებაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ,
გერმანელებმა თითქმის მთელი „ლუფტვაფე“ (სამხედრო ავიაცია) გადაისროლეს
ჩრდილოეთ საფრანგეთში და დაიწყეს ინგლისის უმოწყალო დაბომბვა. დაბომბვაში
მონაწილეობდა გერმანელთა 2500 თვითმფრინავი. ინგლისმა გაუძლო ამ მკაცრ
გამოცდას. მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ეს იყო პირველი გამარჯვება
ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯერ კიდევ 1940 წლის ზაფხულში გერმანიის მმართველ წრეებში განისაზღვრა შემდგომი
მოქმედებების სტრატეგიული მიმართულებები. გენერალური შტაბის უფროსმა ფ.
გალდერმა თავის დღიურში ჩაინიშნა „მზერა მიმართულია აღმოსავლეთისკენ“. ჰიტლერმა
ერთ-ერთ სამხედრო კრებაზე განაცხადა: „რუსეთი უნდა განადგურდეს“.
საფრანგეთის ელვისებური განადგურება მოულოდნელი იყო სსრკ-ს
ხელმძღვანელობისთვის, რომელიც პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებიდან
გამომდინარე თვლიდა, რომ ომი მიიღებდა გაჭიანურებულ ხასიათს. შეცვლილ
სიტუაციაში საბჭოთა კავშირმა დაჩქარებული ტემპით დაიწყო კონტროლის დამყარება
ტერიტორიებზე, რომლებიც მის ინტერესთა სფეროში შედიოდა.
1940 წლის 14 ივნისს სსრკ-მ დაადანაშაულა ბალტიისპირა ქვეყნები
ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში, რომელიც
საბჭოთა კავშირმა მათ 1939 წელს მოახვია თავს და მიაღწია მათგან თანხმობას, ჯარები
განეთავსებინა ამ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე. სსრკ-მ ერთ თვეში ლიეტუვა, ლატვია
და ესტონეთი დაიპყრო და ეს სახელმწიფოები საბჭოთა რესპუბლიკებად გამოცხადდა.
საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ საბჭოთა კავშირმა დიდი ძალის კონცენტრირება
მოახდინა რუმინეთის საზღვარზეც. 1940 წელს საბჭოთა დიპლომატია ისევ აღმოჩნდა
რთული არჩევანის წინაშე. 1940 წლის ნოემბერში, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის ვ.
მოლოტოვის ბერლინში ვიზიტის დროს, მას შესთავაზეს საბჭოთა კავშირი მიერთებოდა
სამთა პაქტს. ეს ნიშნავდა, რომ სსრკ-ს მონაწილეობა უნდა მიეღო ინგლისის წინააღმდეგ
ომში, რითაც გზა გაეხსნებოდა მის ექსპანსიას ირანისა და ინდოეთის მიმართულებით.
საბჭოთა კავშირმა უარი თქვა ამ შეთავაზებაზე.
1941 წლის აპრილში დაიწყო საომარი მოქმედებები ბალკანეთშიც. ფაშისტური იტალიის
ჯარები ალბანეთიდან საბერძნეთში შეიჭრა. მუსოლინიმ ვერ შეძლო ბერძნების დამარცხება
და საშველად ჰიტლერს მოუხმო. ნაცისტები შეიჭრნენ იუგოსლავიაში და 11 დღეში
დაიპყრეს, თუმცა დიდი და მრავალეროვანი იუგოსლავიის მართვა იოლი არ იყო.
ხორვატებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, სერბებმა იოსიპ ბროზ ტიტოს
ხელმძღვანელობით წინააღმდეგობის მოძრაობა შექმნეს. ნაცისტებმა გააგრძელეს
ტრიუმფალური სვლა საბერძნეთისკენ.
ბალკანეთის კრიზისმა სტალინი აიძულა, საპასუხო სვლაზე ეფიქრა. 5 აპრილს,
გერმანელების შეჭრის წინა დღეს, მან იუგოსლავიასთან მეგობრობის ხელშეკრულება

8
გააფორმა. 13 აპრილს სტალინმა დადო თავდაუსხმელობის პაქტი იაპონიასთან. გენერალი
ჟუკოვი სტალინს ურჩევდა, წითელ არმიას დაესწრო ვერმახტისთვის და შეტევაზე
გადასულიყო.
1941 წლის ივნისის დასაწყისში სსრკ-გერმანიის საზღვრის მთელ პერიმეტრზე
ვერმახტის ძალების მობილიზაცია მიმდინარეობდა. ყველა ხვდებოდა, რომ ჰიტლერი
სსრკ-ზე თავდასასხმელად ემზადებოდა.

გერმანიის თავდასხმა სსრკ-ზე.

ჯერ კიდევ 1940 წლის ივლისში ვერმახტის სარდლობამ ჰიტლერისგან მიიღო დავალება
შეემუშავებინა საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო სამხედრო კამპანიის გეგმა. დეკემბერში
გეგმა, რომელსაც მიეცა კოდური სახელწოდება „ბარბაროსა“, დამტკიცდა. გეგმის თანახმად,
გერმანიის არმიის სამ ჯგუფს „ჩრდილოეთი“, „ცენტრი“ და „სამხრეთი“ უნდა გაერღვია
საბჭოთა კავშირის ფრონტი და ხელთ ეგდოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრები:
ბალტიისპირეთი, ლენინგრადი, მოსკოვი, უკრაინა, დონბასი. გარღვევა უნდა მომხდარიყო
მძლავრი სატანკო შენაერთების და ავიაციის ძალებით. „ბლიცკრიგი“ ზამთრის
დადგომამდე გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. 1941 წლის 22 ივნისს გერმანია
მოულოდნელად, ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს სსრკ-ს. 1941 წლის დასაწყისში,
როგორც აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის, ასევე საბჭოთა დაზვერვა აფრთხილებდა სტალინს
გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ. ფაშისტური პროპაგანდის
ოფიციალური ვერსიით, სსრკ ცენტრალურ ევროპაში შესაჭრელად ემზადებოდა, გერმანიის
მოქმედება კი თავდაცვით ხასიათს ატარებდა. სსრკ-მ დაიწყო ომისთვის აქტიურად
მზადება. საბჭოთა სამხედრო დოქტრინა ამოდიოდა იქიდან, რომ პასუხი ნებისმიერ
დარტყმაზე იქნებოდა გამანადგურებელი კონტრდარტყმა, რომლის შედეგადაც ომი
გადავიდოდა აგრესორის ტერიტორიაზე. მოულოდნელი თავდასხმის შედეგად საბჭოთა
ავიაციის მნიშვნელოვანი ნაწილი აეროდრომებზევე განადგურდა, დაირღვა მომარაგება.
ამასთან, არმია დასუსტებული იყო 1937-38 წლების რეპრესიებით, რა დროსაც მან
გამოცდილი სარდლების უმრავლესობა დაკარგა. სსრკ-ის ძველ საზღვრებზე გამაგრებები
მოშლილი იყო, ხოლო ახალი საზღვრები ჯერაც არ იყო საფუძვლიანად გამაგრებული.
გერმანული ტანკები დიდი სისწრაფით მიიწევდნენ წინ. ბალტიისპირეთში, ბელორუსიასა
და უკრაინაში გერმანელებს მოსახლეობის ნაწილი ისე ხვდებოდა, როგორც
განმათავისუფლებლებს. ქალაქ ლვოვში უკრაინელმა ნაციონალისტებმა მიტინგი ჩაატარეს
დამოუკიდებლობის მოთხოვნით. მაგრამ ნაცისტებისადმი მხარდაჭერა მალე გაქრა.
დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობას ნაცისტები ველურივით ექცეოდნენ, ბევრად
უარესად, ვიდრე დასავლეთში. ისევე, როგორც პოლონეთში, მათ მოსახლეობა
კატეგორიებად დაყვეს და სასურსათო ბარათები დაურიგეს. დაყოფის შედეგად ებრაელებს
ანადგურებდნენ ან გეტოში ასახლებდნენ. სლავებს მონური შრომისთვის
გერმანიაშიაგზავნიდნენ, სადაც სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა ნაცისტური
ბანაკების ქსელი. ნაცისტებმა მოსახლეობას არ დაუტოვეს არანაირი არჩევანი, გარდა
წინააღმდეგობისა. ჩრდილოეთის მიმართულებით გერმანელებმა დიდ წარმატებას
მიაღწიეს. 1941 წლის 8 სექტემბერს დაიწყო ე.წ. ლენინგრადის ბლოკადა. ბლოკადის
სრულად მოხსნა სსრკს არმიამ მხოლოდ 1944 წლის 27 იანვარს მოახერხა.
1941 წლის ნოემბერში ვერმახტის არმია მოსკოვს 30 კმ-ზე მიუახლოვდა. სტალინმა
ციმბირული დანაყოფები მოსკოვისკენ გადაისროლა. უდიდესი როლი შეასრულა ცივმა
რუსულმა ზამთარმა. სსრკმ შეძლო მოსკოვის დაცვა.
„ბარბაროსას გეგმის“ ჩავარდნის შემდეგ, 1942 წელს, ნაცისტთა სარდლობამ შეიმუშავა
ახალი გეგმა, რომლის მიხედვით შეტევა განვითარდებოდა სამხრეთით, უკრაინის
დონბასის სამრეწველო რაიონებისა და ბაქოს ნავთობის ხელში ჩასაგდებად.ამით

9
ნაცისტებს სურდათ, მოეპოვებინათ ხანგრძლივი ომის წარმოებისათვის
საჭირორესურსები. მაგრამ სამხრეთით წინსვლა ბევრად რთული აღმოჩნდა. საბჭოთა არმია
თავგანწირვით იბრძოდა, დანაკარგებს არ ერიდებოდა და უკან დახევისას ტოვებდა
გადამწვარ მიწას, დაცარიელებულ ქალაქებს, რომელთა სამრეწველო დანიშნულების
პუნქტები უკვე აღმოსავლეთში იყო ევაკუირებული. იმას, რის გადატანაც შეუძლებელი იყო
ანადგურებდნენ, მაგალითად, სტალინური ხუთწლედის სიამაყე „დნეპრჰესი“
კომუნისტებმა ააფეთქეს, რომ მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.

ანტიჰიტლერული კოალიცის შექმნა და ომის მეორე ეტაპი

სამთა პაქტის ქვეყნების აგრესიული პოლიტიკამ განსხვავებული ინტერესების მქონე


სახელმწიფოებს შორის კავშირის განმტკიცება გამოიწვია, რაც სხვა სიტუაციაში
შეუძლებელი იქნებოდა.
გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-
მინისტრმა უ. ჩერჩილმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ფ. რუზველტმა სოლიდარობა
გამოუცხადეს სსრკ-ს.
აშშ-ის მმართველი წრეები შეაშფოთა ევროპაში მიმდინარე მოვლენებმა. მათი აზრით,
გერმანიის გამარჯვებას ევროპაში ახლო მომავალში ამერიკისთვისაც შეეძლო საფრთხის
შექმნა. მიუხედავად იზოლაციონისტური განწყობილებისა, 1941 წლის მარტში, აშშ-ის
სენატმა მიიღო „ლენდ-ლიზის“ კანონი. ეს გულისხმობდა აშშ-ის მიერ ფაშისტური
გერმანიის წინააღმდეგ მეომარი ქვეყნების დახმარებას შეიარაღებით, ნედლეულით,
სურსათით და სხვა საჭირო საქონლით, ასევე მათთვის სესხის გამოყოფას. „ლენდ-ლიზის“
ფარგლებში ამერიკამ გასცა დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ღირებულების
დახმარება. აქედან, 31.4 მილიარდი დიდმა ბრიტანეთმა, 11.3 მილიარდი საბჭოთა კავშირმა,
3.2 მილიარდი საფრანგეთმა და 1.6 მილიარდი ჩინეთმა მიიღეს.
1941 წლის 12 ივლისს მოსკოვში ხელი მოაწერეს სსრკ-დიდი ბრიტანეთის
ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას, 14 აგვისტოს კი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის
გაფორმდა ე. წ. „ატლანტიკური ქარტია“, რომელმაც ხელი შეუწყო ანტიჰიტლერული
კოალიციის შექმნას. ეს დოკუმენტი ავალდებულებდა მხარეებს, უარი ეთქვათ
ტერიტორიულ ან სხვა სახის მონაპოვარზე, პატივი ეცათ ერების უფლებისთვის
თავისუფლად აერჩიათ მმართველობის ფორმა. აღედგინათ იმ ხალხების სუვერენული
უფლებები, რომლებმაც ეს დაკარგეს ძალადობრივი გზით. მხარეები ემხრობოდნენ ყველა
ქვეყნის მიერ ვაჭრობისა და მსოფლიო ნედლეულის წყაროებისადმი თანაბარი წვდომის
პრინციპებს, ხალხებისთვის მაღალი ცხოვრების დონის, ეკონომიკური განვითარების და
სოციალური უზრუნველყოფის პრინციპებს. 1941 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირმა
მიიღო „ატლანტიკური ქარტიის“ პრინციპები, ნოემბრიდან კი მასზე გავრცელდა „ლენდ
ლიზით“ გათვალისწინებული დახმარების პროგრამა.
აშშ-ის ომში ჩართვა და ანტიჰიტლერული კოალიციის საბოლოო ფორმირება იაპონიის
მიერ წყნარ ოკეანეში ომის დაწყებამ დააჩქარა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონური საზღვაო
ავიაციის 360 თვითმფრინავი თავს დაესხა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორს
(ჰავაის კუნძულებზე). 2 საათში თითქმის სრულად განადგურდა ამერიკის წყნარი ოკეანის
ფლოტის სამხედრო გემები და ავიაცია. ეს გეგმა შემუშავებული იყო ადმირალ იამამოტოს
მიერ. დაიღუპა 2400 და დაიჭრა 1100 ადამიანი.
მომდევნო დღეს აშშ-ის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება იაპონიისთვის ომის
გამოცხადების შესახებ, სამი დღის შემდეგ გერმანიამ და იტალიამ აშშ-ს ომი გამოუცხადეს.
1942 წლის 1 იანვარს მოკავშირე სახელმწიფოებმა და იმ ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც
ებრძოდნენ სამთა პაქტს, ხელი მოაწერეს 26 სახელმწიფოს დეკლარაციას. ის მოიცავდა
ვალდებულებას, გამოეყენებინათ ყველა რესურსი მტერზე გასამარჯვებლად, არ დაედოთ

10
სეპარატული ზავი, განსაზღვრავდა, რომ ომის შემდგომი მშვიდობიანი დარეგულირება
უნდა მომხდარიყო „ატლანტიკური ქარტიის“ პრინციპებზე. 1942 წლის მაისიდან
მოკავშირეთა ავიაციამ დაიწყო გერმანიის ქალაქების ინტენსიური დაბომბვა. კამპანიის
მიზანი იყო გერმანული მოსახლეობის დაშინება და ნაცისტებისთვის მხარდაჭერის
შესუსტება. ჰამბურგის დაბომბვას 43 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ქალაქი
დრეზდენი კი თითქმის ნანგრევებად იქცა.
საბრძოლო მოქმედებები მიდიოდა აფრიკაშიც. გერმანია-იტალიის არმია ჯერაც
ემუქრებოდა ეგვიპტეს, იაპონიამ დაიპყრო მალაი, ბირმა, ფილიპინები, ინდონეზია. მისი
ჯარები იდგა ინდოეთის მისადგომებთან და ავსტრალიასთან.
1942 წელს მნიშვნელოვანი გახდა ახლო აღმოსავლეთის საბრძოლო თეატრი, სადაც
გერმანია გეგმავდა სუეცის არხის გადაკეტვას ბრიტანეთისათვის, დასავლეთ აზიაში შეჭრას
და საბჭოთა კავშირზე სამხრეთიდან შეტევას: გერმანიის სამიზნე იყო ბაქო, აგრეთვე
სამხრეთ ირანი თავისი ნავთობსარეწებით; იგეგმებოდა ამერიკული დახმარების გზების
გადაჭრაც. მაგრამ ეგვიპტის ქ. ალექსანდრიის დასავლეთით ელ-ალამეინთან ბრიტანელმა
გენერალმა ბერნარდ მონტგომერიმ ოქტომბერ-ნოემბერში დაამარცხა ფელდმარშალ ერვინ
რომელის გერმანულ-იტალიური არმია. 4 ნოემბერს რომელმა უკან დახევა დაიწყო და
ბრიტანელებმა მალე დაიკავეს ლიბია.
საერთოდაც, 1942 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ომის ძირითად ფრონტებზე. ივნისში
იაპონიის ფლოტმა განიცადა პირველი წარუმატებლობა მიდუეის კუნძულთან. ამან
საშუალება მისცა აშშ-ს თანადათანობით გამოედევნა იაპონური ჯარები მათ მიერ
დაპყრობილი წყნარი ოკეანის კუნძულებიდან. 1942 წელს ნოემბერში საბჭოთა ჯარები
გადავიდნენ კონტრშეტევაზე, სტალინგრადთან ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს
ვოლგაზე გასული გერმანული ჯარების უმსხვილესი დაჯგუფება ‒ 22-ე დივიზია. 1943
წლის თებერვალში სტალინგრადის ბრძოლა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა.
სტალინგრადთან განცდილი მარცხი კატასტროფული იყო სამთა პაქტისთვის.
სტალინგრადის ბრძოლა გრძელდებოდა 1942 წლის 23 აგვისტოდან 1943 წლის 2
თებერვლამდე. ეს იყო აღმოსავლეთის ფრონტის უდიდესი ბრძოლა, ომების ისტორიაში
ერთ-ერთი უსასტიკესი და სისხლიანი: ორივე მხრიდან 1,7-2 მილიონი სამხედრო პირი და
უცნობი რაოდენობის სამოქალაქო პირი დაიღუპა. გერმანიამ სრული მობილიზაცია
გამოაცხადა, რათა აღედგინა არმიის ბრძოლისუნარიანობა. აღმოსავლეთის ფრონტმა
შთანთქა გერმანიის მთელი რეზერვი. ამდენად, მოკავშირეებმა შეძლეს 1943 წლის მაისში
სრულად განედევნათ იტალია-გერმანიის ჯარები აფრიკიდან. 1943 წელსვე სამთა პაქტის
ქვეყნებმა კვლავ სცადეს ინიციატივის აღება. საბჭოთა კავშირის ახალი შეტევის შიშით
გერმანიის სარდლობამ გადაწყვიტა დაესწრო მისთვის და შეტევა წამოეწყო კურსკის
რაიონში, სადაც საბჭოთა ჯარების დიდი დაჯგუფება იყო განლაგებული. ოპერაციის
გეგმის მიხედვით, რომლის კოდური სახელიც იყო „ციტადელი“, გერმანელთა სარდლობა
მიზნად ისახავდა ალყაში მოექცია კურსკის შვერილზე მყოფი საბჭოთა ჯარების
დაჯგუფება. კურსკის შვერილზე შეტევისათვის გერმანელებმა თავი მოუყარეს 50
დივიზიას, მათ შორის 16 სატანკოს ანუ საბჭოთა კავშირში არსებული გერმანიის ტანკების
70%-ს და თვითმფრინავების 65%-ს.
საბჭოთა დაზვერვამ წინასწარ შეიტყო გერმანელთა შეტევის დრო და დარტყმის მთავარი
მიმართულებები. ფაშისტთა შეტევა, რომელიც 1943 წლის 5 ივლისს დაიწყო, ჩაიფუშა.
სასტიკი ბრძოლების შედეგად საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის
დამრტყმელი დაჯგუფებები და წყობიდან გამოიყვანეს მათი ტექნიკა. განსაკუთრებული
სისასტიკით გამოირჩეოდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა
სოფელ პროხოროვკასთან, რომელშიც ორივე მხრიდან 1200 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი
მონაწილეობდა.

11
კურსკის გამარჯვების შემდეგ საბჭოთა ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 1943 წლის
სექტემბერში მოკავშირეებმა იტალიას შეუტიეს. დაემხო მუსოლინის მმართველობა.
ქვეყნის ახალმა მთავრობამ, მარშალ ბადოლიოს მეთაურობით, ომი გამოუცხადა გერმანიას.
ამის საპასუხოდ, გერმანელებმა მოახერხეს ტყვეობიდან მუსოლინის გათავისუფლება.
მათი დახმარებით ჩრდილოეთ იტალიაში აღდგა მუსულინის ფაშისტური რეჟიმი. 1944
წელს სსრკ-მ სრულად გაათავისუფლა თავისი ტერიტორია. მისი ჯარები შევიდნენ
აღმოსავლეთ ევროპაში. ომიდან გამოვიდა ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. საბჭოთა
ჯარებმა მიაღწიეს ვარშავის და ბუდაპეშტის მისადგომებს, ბრძოლები წარმოებდა
აღმოსავლეთ პრუსიაში. ივნისში მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში (ჩრდილოეთ
საფრანგეთში) გადმოსხმით გაიხსნა მეორე ფრონტი ევროპაში (ოპერაცია „ოვერლორდი“).
ეს ფაქტობრივად მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავდა. მათ გაათავისუფლეს საფრანგეთი და
ბელგია. ომი მიუახლოვდა გერმანიის საზღვრებს. გერმანიის მცდელობა, გადასულიყო
კონტრშეტევაზე, წარუმატებლად დასრულდა. ოპერაცია „ოვერლორდს“ ზოგჯერ
ნორმანდიის ბრძოლადაც მოიხსენიებენ.
ჩერჩილის პირადი თხოვნით, სტალინმა 1945 წლის 12 იანვარს მთელ აღმოსავლეთ
ფრონტზე წამოიწყო შეტევა, რამაც გერმანია აიძულა მთელი რეზერვი გადაესროლა
წითელი არმიის წინააღმდეგ. ძირითადი ძალების საბოლოო განადგურების, ბერლინის
აღებისა და ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ, 1945 წლის 7 მაისს, გენერალმა იოდლმა
რეიმსში, გენერალ ეიზენჰაუერის (აშშ-ის ჯარის მთავარსარდალი) შტაბში, ხელი მოაწერა
აქტს გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ. სტალინმა ასეთი ცალმხრივი
კაპიტულაცია არასაკმარისად ჩათვალა. მისი აზრით, კაპიტულაცია უნდა მომხდარიყო
ბერლინში ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი ყველა სახელმწიფოს უმაღლესი
სარდლობის წინაშე. 8-9 მაისს, ღამით, ბერლინის შემოგარენში, კარლსჰორსტში გენერალ
ფელდმარშალმა კაიტელმა აშშ-ის, სსრკ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის
უმაღლესი სარდლობის წინაშე ხელი მოაწერა აქტს, გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის
შესახებ. ამ დროს, 2 მაისიდან, რაიხსტაგზე წითელი დროშა უკვე ფრიალებდა, რომელიც
მელიტონ ქანთარიამ და მიხაილ ეგოროვმა აღმართეს.

დიდი სამეულის შეხვედრები მეორე მსოფლიო ომის დროს

მოკავშირეებს შორის მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური საკითხები წყდებოდა


სსრკ-ის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების, ე.წ. „დიდი სამეულის“ (სტალინი,
რუზველტი, ჩერჩილი) შეხვედრებზე. ომის განმავლობაში მოეწყო სამი ასეთი შეხვედრა:
თეირანში, იალტაში და პოტსდამში. საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების
აუცილებლობა „დიდი სამეულის“ სახელმწიფოთა შორის სადავო საკითხებზე
კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნის საშუალებას იძლეოდა. ამის მიუხედავად,
მოკავშირეები ერთმანეთის მიმართ სრულ ნდობას არ განიცდიდნენ და ეს დიდ გავლენას
ახდენდა მათ თანამშრომლობაზე.
პირველი შეხვედრა დიდი სახელმწიფოების ლიდერების, იოსებ სტალინს, ფრანკლინ
დელანო რუზველტსა და უინსტონ ჩერჩილს შორის შედგა თეირანში 1943 წლის 28
ნოემბერიდან 1 დეკემბრამდე. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ევროპაში მეორე ფრონტი 1944
წლის მაისში გაიხსნებოდა.
რიგით მეორე კონფერენციაზე იალტაში (ყირიმში), რომელიც 1945 წლის 4-11 თებერვალს
მიმდინარეობდა, გადაწყდა, რომ გერმანიის საბოლოო დამარცხების შემდეგ საბჭოთა
კავშირი იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაებმებოდა. ყირიმის კონფერენციამ დაადგინა, 1945
წლის 25 აპრილს სან-ფრანცისკოში მოეწვიათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
დამფუძნებელი კონფერენცია.

12
რიგით მესამე შეხვედრა პოტსდამში (ბერლინის მახლობლად) გაიმართა 1945 წლის 17
ივლისიდან 2 აგვისტომდე. მასში მონაწილეობდნენ იოსებ სტალინი, აშშ-ის ახალი
პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და უინსტონ ჩერჩილი, რომელიც მალევე შეცვალა დიდი
ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კლემენტ ეტლიმ. კონფერენციაზე განიხილეს
ომის შემდგომი მოწყობის საკითხები. რეპარაციების საერთო რაოდენობა განისაზღვრა 20
მილიარდი ამერიკული დოლარით, აქედან ნახევარი უნდა მიეღო სსრკ-ს, გერმანია
დაიყოფოდა 4 საოკუპაციო (საბჭოთა, ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ) ზონად.
ზონებად დაყოფა ბერლინსაც ეხებოდა. გათვალისწინებული იყო საერთაშორისო
სამხედრო ტრიბუნალის დაწესება ნაცისტი დამნაშავეების გასამართლების მიზნით,
დგინდებოდა სახელმწიფოთა ახალი საზღვრები და ა.შ.

მეორე მსოფლიო ომის დასასრული

მიუხედავად გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადებისა, საომარი მოქმედებები


სრულად არ შეწყვეტილა. იაპონია, რომელმაც თავდაპირველად დიდ წარმატებებს მიაღწია
წყნარ ოკეანეში და ბლიცკრიგის მეშვეობით უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო, ვერ
ეგუებოდა რეალობას. აშშ-მ გენერალ დუგლას მაკარტურის მეთაურობით ერთმანეთის
მიყოლებით გაათავისუფლა წყნარი ოკეანის კუნძულები.
1945 წლის აგვისტოში სსრკ-მ, რომელიც ასრულებდა თავის ვალდებულებას
მოკავშირეების წინაშე, ომი გამოუცხადა იაპონიას და მანჯურიაში დაამარცხება მისი
სახმელეთო ძალები. იაპონიასთან ომის დასრულება დააჩქარა აშშ-ის მიერ 6 და 9 აგვისტოს
იაპონიის ქალაქებში: ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბების („ბიჭუნა“ და „მსუქანი“)2
ჩამოგდებამ. ამ დაბომბვის შედეგად სრულად განადგურდა ეს ქალაქები, დაიღუპა
ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ჰიროსიმა და ნაგასაკი შემთხვევით არ ყოფილა
შერჩეული. აქ მდებარეობდა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები. გარდა ამისა, ამ
ოპერაციას იაპონიაზე შურისძიება და სსრკ-სა და დანარჩენი მსოფლიოსთვის აშშ-ს
მხრიდან ძალის დემონსტრირების სურვილი განაპირობებდა. იაპონიის იმპერატორ
ჰიროჰიტოს მოთხოვნით, ქვეყნის მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა.
1945 წლის 2 სექტემბერს ოფიციალურად დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.

მეორე მსოფლიო ომის შედეგები

მეორე მსოფლიო ომს ყველაზე მძიმე და სისხლისმღვრელად მიიჩნევენ კაცობრიობის


ისტორიაში. ომის დროს დაიღუპა დაახლოებით 60 მლნ ადამიანი, ათობით მილიონი
დაიჭრა და დასახიჩრდა. ომმა გაანადგურა ბევრი ქვეყანა, ნანგრევებად აქცია ქალაქები და
სოფლები. გერმანელების მიერ სპეციალურად მოწყობილ სიკვდილის ბანაკებში
ჰიტლერელებმა მოსპეს 11 მლნ ადამიანი, მათ შორის 6 მლნ ებრაელი. რასაც ჰოლოკოსტს
უწოდებენ.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად ძალთა თანაფარდობა საერთაშორისო ასპარეზზე
შეიცვალა. გერმანია, იტალია და იაპონია, რომლებიც ომამდე დიდ სახელმწიფოთა რიგებს
მიეკუთვნებოდნენ, დასუსტდა. მათი ეკონომიკა ომის შედეგად დაინგრა და გარკვეული
პერიოდის განმავლობაში კონკურენციის გაწევა ყოფილი მეტოქეებისათვის აღარ შეეძლო.
საფრანგეთმა დროებით დაკარგა „დიდი სახელმწიფოს“ მდგომარეობა. დიდმა
ბრიტანეთმა წარმატებით დაამთავრა ომი, მაგრამ მისი პოზიციებიც მეტად დასუსტებული
აღმოჩნდა. ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით იგი ბევრად ჩამორჩებოდა აშშ-ს
და დამოკიდებული იყო ამერიკულ დახმარებაზე.

2
ატომური ბომბების მეტსახელები

13
აშშ ომიდან მნიშვნელოვნად გაძლიერებული გამოვიდა. ამერიკამ, რომლის
ტერიტორიაზეც არ წარმოებულა საბრძოლო მოქმედებები, სამხედრო ნგრევა და დიდი
ადამიანური დანაკარგებიც აიცილა, ბევრად გაუსწრო დანარჩენ ქვეყნებს სამხედრო და
ეკონომიკური ძლიერების თვალსაზრისით. მარტო აშშ-ს გააჩნდა ატომური იარაღი. მისი
ფლოტი და ავიაცია უძლიერესი იყო მსოფლიოში. აშშ-ის სამრეწველო წარმოების
მოცულობა სულ უფრო მეტად იზრდებოდა, ვიდრე ყველა დანარჩენ ქვეყანაში ერთად
აღებული. აშშ გადაიქცა გიგანტურ ზემძლავრ სახელმწიფოდ, დემოკრატიული სამყაროს
ლიდერად.
მეორე ზემძლავრ სახელმწიფოდ გადაიქცა სსრკ. გერმანიასთან ომში გამარჯვებით
საბჭოთა კავშირის გავლენა და პრესტიჟი არნახულად გაიზარდა. ომის დასასრულისათვის
სსრკ-ის შეიარაღებული ძალები იმყოფებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებში, აღმოსავლეთ გერმანიაში, ჩრდილოეთ კორეაში. სსრკ-ს უსიტყვოდ უჭერდნენ
მხარს კომუნისტები და მსოფლიოს საზოგადოების ნაწილი, რომლებიც მასში ხედავდნენ
არა მარტო ფაშიზმის დამამარცხებელს, არამედ ქვეყნას, რომელიც „უკეთესი
მომავლისაკენ“ მიიკვლევდა გზას.
თუ აშშ წარმოადგენდა კაპიტალისტური სამყაროს ლიდერს, სსრკ პირიქით, სათავეში
ედგა საზოგადოებრივ ძალებს, რომლებიც კაპიტალიზმის საწინააღმდეგოდ სოციალიზმს
უჭერდნენ მხარს. ამრიგად, შეიქმნა ორი მთავარი პოლუსი, რომლებსაც პირობითად
აღმოსავლეთსა და დასავლეთს უწოდებდნენ. მათ შორის მეტოქეობამ
მნიშვნელოვანწილად განაპირობა ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობა.

ომის შემდგომი მოწყობის გეგმები.

ომის შემდგომი პროცესების მშვიდობიანი მოგვარების გზები ანტიფაშისტური


კოალიციის ქვეყნებმა ჯერ კიდევ ომის წლებში დაისახეს. აშშ-ის, სსრკ-ის და დიდი
ბრიტანეთის ხელმძღვანელთა თათბირზე თეირანში, იალტასა და პოტსდამში შეთანხმდა
საკითხები ტერიტორიული ცვლილებების, დამარცხებული ფაშისტური ქვეყნებისადმი
დამოკიდებულების და სამხედრო დამნაშავეთა დასჯის, საერთაშორისო მშვიდობის
დაცვისა და უსაფრთხოებისათვის სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის
შესახებ. მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ მოეხდინათ გერმანის, იტალიისა და იაპონიის
ოკუპაცია მილიტარიზმისა და ფაშიზმის ამოსაძირკვად. მათ დაადგინეს, რომ მთავარი
სამხედრო დამნაშავეები გადაეცათ საერთაშორისო ტრიბუნალის სასამართლოსათვის.
გადაწყდა, რომ გერმანიასა და პოლონეთს შორის საზღვარი გავლებულიყო მდინარეების
ოდერისა და ნეისეს ხაზზე. პოლონეთის აღმოსავლეთი საზღვარი უნდა გადასულიყო
დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის საზღვარზე კერზონის ხაზის გასწვრივ.
ქ. კენინგსბერგი მიმდებარე ტერიტორიებით უნდა გადასცემოდა საბჭოთა კავშირს (ეს
ქალაქი, კალინინგრადის სახელწოდებით, დღეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია).
6 მილიონზე მეტი გერმანელი და უნგრელი, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ,
რომლებიც გადაეცა პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიას და სსრკ-ს, გამოსახლეს მათი
საცხოვრებელი ადგილებიდან. გერმანიასა და მის მოკავშირეებს უნდა გადაეხადათ
რეპარაციები ქვეყნებისათვის, რომლებიც ფაშისტური აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ.
გადაწყდა, იაპონიას გაეთავისუფლებინა ყველა ტერიტორია, რომელიც „მან ძალის
დახმარებით დაიპყრო“ და მისი სუვერენიტეტი შემოფარგლულიყო მხოლოდ ოთხი
უმთავრესი კუნძულით. კორეა ხდებოდა დამოუკიდებელი. ჩრდილო-აღმოსავლეთ
ჩინეთი (მანჯურია), კუნძული ტაივანი და ჩინეთის სხვა ტერიტორიები უბრუნდებოდა
ჩინეთს. საბჭოთა კავშირის ღებულობდა სახალინის სამხრეთ ნაწილს და კურილის
კუნძულებს. კორეაში გაივლო გამყოფი ხაზი. ჩრდილოეთ კორეა (38-ე პარალელს

14
ჩრდილოეთით) უნდა გაეთავისუფლებინა საბჭოთა ჯარებს, სამხრეთ კორეა ‒
ამერიკელებს.
თავდაპირველად გამყოფი ხაზები მოიაზრებოდა როგორც დროებითი სამხედრო
ღონისძიება, მაგრამ სულ მალე იგი გადაიქცა ფაქტობრივ საზღვრად საბჭოთა და ინგლის-
ამერიკის გავლენის სფეროებს შორის. ომის დამთავრებისა და ფაშისტურ სახელმწიფოთა
მხრიდან საფრთხის მოსპობის შემდეგ წინააღმდეგობებმა ინგლისს, ამერიკასა და სსრკ-ს
შორის მკვეთრად მოიმატა. სსრკ-ის სტალინური ხელმძღვანელობა, რომელიც
სოციალიზმის კაპიტალიზმზე გამარჯვების იდეით ხელმძღვანელობდა, კონტროლს
ამყარებდა საბჭოთა არმიის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებზე და თანდათანობით სპობდა
კაპიტალისტურ წესრიგს, რითაც მსოფლიო კაპიტალისტური სისტემისათვის დარტყმის
მიყენებას ცდილობდა.
თავის მხრივ, აშშ-ს მმართველი წრეები ცდილობდნენ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა
ჰარი ტრუმენმა განაცხადა კონგრესისადმი მიმართვაში 1945 წელს, „შეენარჩუნებინათ
ყველა ერის ხელმძღვანელის როლი“. თვლიდნენ, რომ გამარჯვებამ ამერიკას დააკისრა
„მსოფლიოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის დიდი ტვირთი“, ცდილობდნენ
შეეჩერებინათ საბჭოთა ექსპანსია და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა არ
გადასულიყო სსრკ-ის კონტროლქვეშ. არ სურდათ კომუნიზმის გავრცელება ახალ
ტერიტორიებზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) შექმნა

ომის შემდგომი წლების უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მოვლენას წარმოადგენდა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნა, რომლის უმთავრესი მიზანი იყო
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, ხალხებსა და სახელმწიფოებს
შორის თანამშრომლობის განვითარება.
სსრკ-ის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის იალტის კონფერენციაზე წინასწარი შეთანხმების
შედეგად, გაეროს დამფუძნებელი კონფერენცია გაიხსნა 1945 წლის აპრილში სან-
ფრანცისკოში (აშშ). მასზე მოიწვიეს ანტიფაშისტური ბლოკის ქვეყნები. კონფერენციამ
მიიღო გაეროს წესდება, სადაც დაფიქსირებული იყო საერთაშორისო სამართლის
მნიშვნელოვანი პრინციპები: ერთა შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება
თანასწორუფლებიანობისა და ერთა თვითგამორკვევის საფუძველზე, სახელმწიფოთა
საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, საერთაშორისო სადავო საკითხების გადაწყვეტა
მშვიდობიანი გზით, ძალის გამოყენების მუქარისაგან თავის შეკავება და სხვა. გაეროს
წესდება 24 ოქტომბერს შევიდა ძალაში. ეს დღე ყოველწლიურად გაეროს დღედ აღინიშნება.

ნიურნბერგის პროცესი.

სსრკ, აშშ, ინგლისისა და საფრანგეთის ომისდროინდელი შეთანხმებების საფუძველზე


დაწესდა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი მთავარ სამხედრო დამნაშავეებზე
სასამართლოს მოსაწყობად. სასამართლო პროცესი ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების
წინააღმდეგ მიმდინარეობდა ნიურნბერგში 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1
ოქტომბრამდე.
სასამართლოს გადაეცა ცოცხლად დარჩენილი 24 ნაცისტი სამხედრო დამნაშავე.
განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა ნაცისტური გერმანიის თითქმის მთელი მმართველი ფენა
‒ წამყვანი გერმანელი პოლიტიკოსები, მრეწველები, სარდლები, დიპლომატები. მათ
ბრალად წაუყენეს შეთქმულება მსოფლიოს წინააღმდეგ აგრესიული ომის მომზადების და
განხორციელების გზით, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებებში

15
მონაწილეობა (ხელმძღვანელობა), რაც გამოიხატებოდა პოლიტიკური, რასობრივი ან
რელიგიური მოტივებით მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში.
დამნაშავე ორგანიზაციებად ცნეს ნაცისტური პარტია, მოიერიშეთა რაზმები, დამცველი
რაზმები, უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო საიდუმლო პოლიცია (გესტაპო),
ფაშისტური გერმანიის სამთავრობო კაბინეტი და გენერალური შტაბი. სულ ჩატარდა 403
სასამართლო მოსმენა, სასამართლოს თავმჯდომარე იყო დიდი ბრიტანეთის
წარმომადგენელი ჯ. ლოურენსი. პროცესზე წარმოადგინეს სხვადასხვა მტკიცებულებები,
მათ შორის, პირველად გამოჩნდა მოლოტოვ-რობენტროპის პაქტის საიდუმლო
პროტოკოლი, რომლითაც გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა გაიყვეს გავლენის სფეროები
აღმოსავლეთ ევროპაში (წარმოდგენილი რიბენტროპის ადვოკატ ა. ზაიდლის მიერ). სსრკ
და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაფუჭების გამო პროცესი დაძაბულად
მიმდინარეობდა, ეს ბრალდებულებს პროცესის ჩაშლის იმედს აძლევდა. ამიტომაც ისინი
თამამად იქცეოდნენ, აჭიანურებდნენ დროს და ა.შ.
გამოძიებისთვის და ბრალდების მხარდასაჭერად შეიქმნა მთავარ ბრალმდებელთა
კომიტეტი: დიდი ბრიტანეთის მხრიდან ჰ. შოუკროსი, სსრკ ‒ რ. რუდენკო, აშშ ‒ რ. ჰ.
ჯექსონი, საფრანგეთიდან ‒ ფ. დე მენტონი, შემდეგ შ. დე რიბი.
1946 წლის 16 ოქტომბრის საღამოს, 1946 წლის 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს
გამოცხადებელი განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ სისრულეში მოიყვანეს. (გერინგმა
მოასწრო თავის მოწამვლა). გერინგმა, ჰესმა, რიბენტროპმა, ზაუკელმა, იოდლმა, კეიტელმა,
ზეის ინკვარტმა, ფუნკმა, დენიცმა, ნეირატმა შეწყალება ითხოვეს. თუ ეს თხოვნა არ
დაკმაყოფილდებოდა, გერინგი, იოდლი, კეიტელი ითხოვდნენ ჩამოხრჩობის შეცვლას
დახვრეტით. რედერმა სამუდამო პატიმრობის შეცვლა ითხოვა სასიკვდილო განაჩენით.
არც ერთი ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს.
მთავარი იაპონელი სამხედრო დამნაშავეები ასევე გადაეცა საერთაშორისო სასამართლო
ტრიბუნალს, რომლის სხდომებიც მიმდინარეობდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 1946-
1948 წლებში. ბრალი წაუყენეს 28 დამნაშავეს. 7 ბრალდებულს, მათ შორის ყოფილ პრემიერ-
მინისტრებს ტოძიოსა და ჰიროტას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი ჩამოხრჩობით,
დანარჩენებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯათ.

ქართველები მეორე მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან დაახლოებით 700000 კაცი გაიწვიეს, რაც


რესპუბლიკის მოსახლეობის მეხუთედს შეადგენდა. მათგან თითქმის ნახევარი ომში
დაიღუპა ან დაიჭრა.
საქართველოს დაევალა საბჭოთა არმიის იარაღით და სურსათით მომარაგებაც. აქ
მზადდებოდა ჭურვები, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და სამხედრო
თვითმფრინავები. საქართველოს ტერიტორიის გავლით იღებდა საბჭოთა კავშირი
ირანიდან შემოსულ ამერიკულ დახმარებას. ფრონტზე წასულ მამაკაცებს ქარხნებსა და
კოლმეურნეობებში ქალები და ბავშვები ცვლიდნენ.
დიდი რაოდენობით ქართველი დაიღუპა 1942 წლის გაზაფხულზე ყირიმის
ნახევარკუნძულისათვის ბრძოლაში. (ქერჩის ბრძოლა).
1943 წლის დასაწყისში საბჭოთა არმიამ წარმატებული კონტრშეტევა განახორციელა და
გერმანელთაგან მთელი კავკასია გაათავისუფლა. ამ ბრძოლებში განსაკუთრებით
გამოიჩინა თავი 42-ე არმიამ, რომელსაც გენერალი კონსტანტინე ლესელიძე მეთაურობდა.
რეგულარულ ჯართან ერთად საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს ქართველი
მოხალისეებიც იცავდნენ.

16
ომში ბევრმა ქართველმა მეომარმა გამოიჩინა თავი. შოთა გამცემლიძე ბელორუსიაში
ხელყუმბარების კონით გერმანელთა მეწინავე ტანკს შეუვარდა, რომლის აფეთქებითაც
შეფერხდა მტრის შემოტევა. კიევისთვის ბრძოლებში 42 ქართველ მეომარს მიენიჭა გმირის
წოდება.
ქართველი მეომრები მონაწილეობდნენ პოლონელი, იტალიელი, ფრანგი და სხვა
ხალხების განმანთავისუფლებელ ბრძოლებშიც. ფორე მოსულიშვილი იტალიელ
მებრძოლებთან ერთად გერმანელების ალყაში მოექცა. სიცოცხლის შესანარჩუნებლად
გერმანელებმა მათ მეთაურის გაცემა მოსთხოვეს. ფორემ ყველას დაასწრო, რაზმის
მეთაურობა დაიბრალა და ტყვია დაიხალა. ასე გადაარჩინა მან თანამებრძოლები. იტალიის
მთავრობამ ფორე მოსულიშვილი სახალხო გმირად აღიარა.
გერმანელების მიერ დაპყრობილ პოლონეთში მოღვაწეობდა ბერი გრიგოლ ფერაძე. მან
გერმანელთაგან დევნილი ბევრი ებრაელი შეიფარა და სიკვდილს გადაარჩინა. ამის გამო
იგი დააპატიმრეს და ოსვენციმის „სიკვდილის ბანაკში“ გადაიყვანეს. გადმოცემის
მიხედვით, გრიგოლ ფერაძე არ მოშორდა სასიკვდილოდ განწირულ ებრაელ ბავშვებს და
მათთან ერთად დაიღუპა გაზის კამერაში. იგი წმინდანად არის შერაცხული.
საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში თავის გამოიჩინა ოფიცერმა დიმიტრი
ამილახვარმა. პარიზში მის საფლავს ასეთი წარწერა ამშვენებს: „დიმიტრი ამილახვარი იყო
ღირსეული შვილი თავისი სამშობლო საქართველოსი და ერთგული საფრანგეთისა“.
ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა გერმანია-
საბჭოთა კავშირის ომის მიმართ. სოციალ-დემოკრატები (ნოე ჟორდანია, ირაკლი
წერეთელი, აკაკი ჩხენკელი და სხვ.) ფაშისტური გერმანიის გაძლიერებას სახიფათოდ
თვლიდნენ და მის წინააღმდეგ მებრძოლ დასავლელ მოკავშირეებს (აშშ, ინგლისი და
საფრანგეთი) უჭერდნენ მხარს. საპირისპირო პოზიციაზე იდგნენ ეროვნულ-დემოკრატები
და მათი თანამოაზრეები (სპირიდონ კედია, რევაზ გაბაშვილი, ზურაბ ავალიშვილი,
საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული მწერალი გრიგოლ რობაქიძე და სხვ.). მათ ფაშიზმი
დროებით, უპერსპექტივო მოვლენად მიაჩნდათ, ხოლო ომში გერმანიის გამარჯვებას
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა მოჰყოლოდა. 1941 წელს თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შექმნა
საიდუმლო ორგანიზაცია, ‒ „საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი“. მისი ერთ-
ერთი ხელმძღვანელი იყო ლევან გოთუა, შემდგომში ცნობილი მწერალი. შეთქმულები
საქართვლოში გერმანელების შემოსვლის შემთხვევაში, მათ სარდლობასთან
მოლაპარაკების გზით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას გეგმავდნენ. საიდუმლო
ორგანიზაციის წევრები (33 მონაწილე), საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შეიარაღებული
აჯანყების ორგანიზების მცდელობის ბრალდებით, დააპატიმრეს. მათგან ჩვიდმეტს
დახვრეტა მიუსაჯეს, დანარჩენები კი სხვადასხვა ვადით საკონცენტრაციო ბანაკებში
გადაასახლეს. როგორც ვხედავთ, იყვნენ ქართველები, რომლებიც თვლიდნენ, რომ
ჰიტლერის წარმატება საქართველოს დამოუკიდებლობას მოუტანდა. მათ შორის იყო
ცნობილი ქართველი მწერალ, გრიგოლ რობაქიძე, თუმცა რას ეფუძნებოდა მათი
ოპტიმიზმის, გაურკვეველია. 1941 წლიდან ქართველი ემიგრანტებისა და სამხედრო
ტყვეებისგან გერმანელებმა რამდენიმე ქართული ბატალიონი ჩამოაყალიბეს: „თამარ I“,
„თამარ II“, „ოსტლეგიონი“ (პოლონეთში, გენერალ შალვა მაღლაკელიძის
ხელმძღვანელობით) და სხვა. კავკასიაში ბრძოლებისათვის შეიქმნა სპეციალური სამხედრო
ფორმირება „ბერგმანი“ („მთიელი“), რომელსაც შეუერთეს ბატალიონი „თამარ II“.
1945 წელს გერმანიის სარდლობამ ერთ-ერთი ქართული ბატალიონი ჰოლანდიის
კუნძულ ტექსელზე გადასხა. მათ ინგლისის დესანტისაგან კუნძულის დაცვა ევალებოდათ.
გერმანიის კაპიტულაციამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველი ჯარისკაცები აჯანყდნენ.
მათი იმედი, რომ დახმარებას ინგლისელებისგან მიიღებდნენ, არ გამართლდა.

17
გერმანელთა სადამსჯელო ექსპედიცია აჯანყებულ ქართველებს და კუნძულზე
მცხოვრებთ სასტიკად გაუსწორდა.
ომის დასრულების შემდეგ ლეგიონერთა ნაწილი, საბჭოთა მთავრობის მოწოდებით,
სამშობლოში დარუნდა. ხალისუფლებამ დაივიწყა თავისი დაპირება და ისინი,
გერმანელთა ტყვეობაში ნამყოფ ქართველ (საბჭოთა) ჯარისკაცებთან ერთად, ციმბირში
გადაასახლა.

18

You might also like