You are on page 1of 3

არასწორი დიპლომატიის სწორი დასასრული

რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, რომელსაც


წარმოადგენდა იმ დროს წარმოუდგენელი მასშტაბების ეკონომიკური კრიზისი.
იმ დოს მიმდინარე პროცესები, როგორიც იყო ბანკების გაკოტრება და სამუშაო
ადგილების დეფიციტი, ეს ყველაფერი „დიდი დეპრესიის“ სახელთ არის
ცნობილი და ის გასული საუკუნოს 30 იან წლებს მოიცავს.

დღევანდელი გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რომ კრიზისის გაჩენისას


ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ მის შესაჩერებლად გადადგა, სინამდვილეში
კონტრპროდუქტიული იყო, რამაც არა მარტო აშშ- ის, არამედ გლობალური
რეცესის გაღვივებას შეუწყო ხელი.

ჰერბერტ ჰუვერმა უამრავი შეცდომა დაუშვა იმ დიდ ეკონომიკურ


უბედურებაში, რომელმაც ფაქტობრივად გაანადგურა მისი პრეზიდენტობა და
მისი ისტორიული რეპუტაცია, მაგრამ მან ერთი რამ სწორედ ამოიცნო როდესაც
ამბობდა, რომ „დიდი დეპრესიის“ გამომწვევი მიზეზი სწორედაც 1914-1918
წლების პირველი მსოფლიო ომი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები გვიან ჩნება მსოფლიო ომში,


საკმაოდ დიდი ამბავი იყო იმ მოკრძალებული იზოლაციონიზმის შემდეგ,
რომელსაც ამერიკელები მკაცრად იცავდნენ. ეს ყველაფერი კი საკმაოდ ძვირი
დაუჯდათ იმის ფონზე რაც 20 იან წლებში დაემართა ქვეყანას.

1922 წელს კონგრესმა მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფი შეერთებული


შტატების ისტორიაში, რომელმაც ფაქტობრივად დახურა ამერიკული ბაზარი
უცხოელი გამყიდველებისთვის. ვაშინგტონის მთავრობა მთელი ომისშემდგომი
ათწლეულის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპელებმა უნდა დაფარონ სესხების
მთლიანი მოცულობა, რომლებიც მათ აშშ – ს ხაზინის მიერ გადაეცა ომის დროს. ეს
კი ჩემი აზრით ყველაზე დიდი დარტყმა იყო ეკონომიკისთვის.

ამის შემდეგ კი ხდება ისე, რომ შტატები აწესებს თავის ისტორიაში ყველაზე მკაცრ
შეზღუდვას იმ იმიგრანტთა რაოდენობის შესახებ, რომელთაც ყოველწლიურად
შეეძლოთ ქვეყანაში შემოსვლა და იმ ამერიკული ოცნების ასრულება, რომელსაც
ამერიკა ასე ჰპირდებოდა მსოფლიოს . ვფიქრობ, რომ სამხედრო, დიპლომატიური ,
კომერციული , ფინანსური და თუნდაც მორალური თვალსაზრისით ამერიკელებმა
ზურგი შეაქციეს გარესამყაროს.

მაგრამ ჰუვერის შემდეგ რუზველტის გამოჩენამ ასპარეზზე ნამდვილად დადებითად


იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე. პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის 1933 წლის
მეზობლის პოლიტიკის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა შეამცირა სამხედრო
მობილიზაცია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და ცოტახნით დალაგდა
ურთიერთობები ლათინურ ამერიკასთან, ხოლო სახლში მეტი ფული შეუვიდათ
დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის

მიუხედავად იმისა, რომ 30-იანი წლების შუა პერიოდში გერმანიაში, იაპონიასა და


იტალიაში მილიტარისტული რეჟიმების დაპყრობა დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა
საგარეო საქმეებისათის ვეღარ მოიცალა, რადგან ფედერალური მთავრობა დიდ
დეპრესიას ებრძოდა. რა თქმა უნდა, იაპონიის შეტევამ ჰავაის პერლ ჰარბორზე 1941
წლის 7 დეკემბერს შეერთებული შტატები აიძულა ჩაბმულიყო მეორე მსოფლიო
ომში და ამით დასრულდა ამერიკული იზოლაციონიზმის პრეტენზია. იმის
გაცნობიერებამ, რომ ერის იზოლაციონიზმმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო მეორე
მსოფლიო ომის საშინელებებს, ბედის ირონიით, ეს იყო მეორე მსოფლიო ომში
ამერიკის მონაწილეობის პოზიტიური ეკონომიკური გავლენა, რომელიც დიდხანს
გადაიდო დიდმა დეპრესიამ, ბოლოს გამოიყვანა ერი გრძელი ეკონომიკური
კოშმარიდან.
საბოლოოდ ვიტყოდი, რომ შემდეგ რაც რუზველტის პოლიტიკის შემდეგ
ბაზარზე ნაღდი ფულის მიწოდება გაიზარდა, მთავრობამ კი ქვეყნის მასშტაბით
ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა( სახელმწიფოს მიერ გადასახადების და ხარჯების
სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა.)(ემაფერხებელი, ინფლაციასთან
ბრძოლის წარმოებისათვის მთავრობის ღონისძიებები, რომლებიც სამთავრობო შესყიდვების

შემცირებისა ან წმინდა გადასახადებისკენაა მიმართული._) გაატარა, რითაც დასაქმების

ზრდას შეუწყო ხელი საკმაოდ კარგი საგარეო და საშინაო პოლიტიკურ


მდგომარეობას მიაღწია ამერიკის მთავრობამ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სწორი
გადაწყვეტილებების ასეთმა ჯაჭვმა მოიყვანა ამერიკა დღევანდელ რეალობამდე.

You might also like