You are on page 1of 16

თავი 1.

შესავალი მაკროეკონომიკაში

1.1. რას სწავლობს მაკროეკონომიკა

მაკროეკონომიკა ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას, აგრეთვე


მთავრობების იმ პოლიტიკას სწავლობს, რომელთა მეშვეობითაც ისინი ეკონომიკურ
განვითარებაზე ზემოქმედებას ცდილობენ.

მაკროეკონომიკის შესწავლის საკითხებია:

✔ გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორები. 1870 წელს ერთ


სულზე შემოსავლები ნორვეგიაში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე არგენტინაში,
დღეისათვის კი ეს მაჩვენებელი ნორვეგიაში რამდენჯერმე აღემატება არგენტინის
მაჩვენებელს. რა იწვევს, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ უდიდეს პროგრესს მიაღწია,
ზოგიერთში კი შედარებითი უძრაობაა?
✔ რა განაპირობებს ეროვნული ეკონომიკების განვითარების ციკლურობას? 1980-იანი
წლების განმავლობაში, თითქმის 10 წლიანი აღმავლობის შემდეგ, 1990-იანი წლების
დასაწყისში აშშ ეკონომიკის განვითარება შეფერხდა. 1991 წლის დასაწყისში აშშ-ში
წარმოების მოცულობა 9 თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 1,5%-ით შემცირდა.
1994 წლის აღმავლობამდე, ეკონომიკური ზრდის ტემპები დაბალი იყო, ხოლო შემდეგ,
1990-იანი წლების ბოლომდე სწრაფად იზრდებოდა. რატომ განიცდის ეკონომიკა ასეთ
ფლუქტუაციებს მოკლევადიან პერიოდებში, აღმავლობისა და დაცემის პერიოდებს
შორის?
✔ რა იწვევს უმუშევრობას? 1930-იანი წლების განმავლობაში აშშ სამუშაო ძალის მეოთხედი
უმუშევარი იყო. ათიოდე წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში
უმუშევრობა 2%-ზე დაბალი იყო. რატომ აღწევს უმუშევრობა ზოგჯერ ძალიან მაღალ
მაჩვენებელს, რატომაა, რომ ზოგჯერ, ეკონომიკის განვითარებისათვის ხელსაყრელ
პირობებშიც სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი უმუშევარია?
✔ რატომ იზრდება ფასები? 1970-იანი წლების განმავლობაში აშშ-ში ფასების დონე
მუდმივად იზრდებოდა და 80-იანი წლების დასაწყისში 10%-ს გადააჭარბა, ვიდრე 1990-
იანი წლების ბოლოს 4%-მდე დაეცემოდა. უფრო მძიმე მდგომარეობა იყო პირველი
მსოფლიო ომისშემდგომ გერმანიაში, სადაც თვრამეტთვიან პერიოდში (ივლისი 1922 -
დეკემბერი 1923) ფასები რამდენიმე მილიარდჯერ გაიზარდა. რა იწვევს ფასების ზრდას
ად რა შეიძლება გაკეთდეს?
✔ ის, რომ ეროვნული ეკონომიკები მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია, როგორ ზემოქმედებს
მათ მდგომარეობაზე? 1990-იანი წლების ბოლოსათვის აშშ ეკონომიკა მსოფლიო
ეკონომიკის ზრდის მოტორი იყო. საფონდო ბაზრის ზრდით გამოწვეული ამერიკელთა
სიმდიდრის ზრდა, თავის მხრივ იწვევდა ამერიკელთა მოთხოვნის ზრდას, მათ შორის აშშ
საზღვრებს გარეთ წარმოებულ პროდუქციაზე, რაც თავის მხრივ სხვა ქვეყნებში
ეკონომიკურ ზრდას ასტიმულირებდა. როგორ ზემოქმედებს საგარეო ვაჭრობა და სესხება
ცალკეული ქვეყნების და მთელი მსოფლიოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე?

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 1


✔ შეუძლია თუ არა შესაბამის სახელმწიფო პოლიტიკას ეროვნული ეკონომიკის
მდგომარეობის გაუმჯობესება? 1980-იან და 1990-იან წლებში, აშშ-ში ისეთი
ეკონომიკური მაჩვენებლები, როგორებიცაა წარმოების მოცულობა, უმუშევრობისა და
ინფლაციის დონე, უფრო ნაკლებად ირყეოდა, ვიდრე 1960-70-იან წლებში. ზოგიერთი
ეკონომისტი თვლის, რომ ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა. როგორი
პოლიტიკა უნდა განხორციელდეს, რომ სტიმული მიეცეს ეკონომიკის აღმავლობას და
სტაბილურობას რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში?

მაკროეკონომიკა ცდილობს გასცეს პასუხები ამგვარ კითხვებზე, რომლებსაც პრაქტიკულად


ყოველდღიურად განიხილავენ პოლიტიკოსები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები,
მოსახლეობა.

გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა

თუ ნამყოფი ხართ განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებში, არ შეიძლებოდა არ


შეგემჩნიათ ამ ქვეყნებისა და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის
განსხვავება. პრობლემები საკვების, საცხოვრებლის ან ჯანდაცვის მომსახურების ნაკლებობა,
რაც განვითარებული ქვეყნების ყველაზე ღარიბ მოსახლეობას აწუხებს, განვითარებადი
ქვეყნების დიდი ნაწილისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით,
ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ განვითარებული ქვეყნებისათვის, მათი ისტორიული
განვითარების მანძილზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის ეტაპები ჰქონდათ, მაშინ
როდესაც ღარიბი ქვეყნები მაღალი ტემპის ეკონომიკურ ზრდას არასოდეს განიცდიდენ, ან
ზრდის მიღწევები ნიველირებული იყო ღრმა დაცემით.

ნახ. 1.1 ნაჩვენებია აშშ წარმოების მოცულობის (რომელიც თავის არსით უფრო ჰგავს მთლიან
ეროვნულ პროდუქტს) ზრდა, 1869 წლიდან, მასზე აშკარად ჩანს, რომ უკანასკნელი 130 წლის
განმავლობაში აშშ-ში გამოშვება დაახლოებით 100-ჯერ გაიზარდა. სხვა განვითარებულ
ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ანალოგიური, ზოგიერთ ქვეყანაში კი უფრო მაღალი ტემპები

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 2


დაფიქსირდა. ნახაზიდან კარგად ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა აშშ ეკონომიკის შეუქცევადი
პროცესია, თუმცა აშკარად გამოიყოფა პერიოდები, როდესაც ეკონომიკაში რეცესიაა
(მაგალითად, დიდი დეპრესია 1929-33 წლებში, 1973-75, 1981-82, 1990-91 და 2001 წლების
რეცესიები, ან გლობალური ფინანსური კრიზისი 2008 წელს)

აშშ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო მისი მოსახლეობის განუხრელი


ზრდაა, რაც სამუშაო ძალის ზრდას ნიშნავდა. წარმოებული საქონლის რაოდენობა ერთ
ერთეულზე, ერთ დასაქმებულზე ან ერთ სამუშაო საათზე შრომის მწარმოებლურობაა. ნახ. 1.2-ზე
ნაჩვენებია თუ როგორ იცვლებოდა შრომის მწარმოებლურობა. აშკარაა, რომ მე-20 საუკუნის
განმავლობაში აშშ-ში მწარმოებლურობა 6-ჯერ არის გაზრდილი.

ნახ. 2. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში შრომის მწარმოებლურობის ზრდა შეუქცევადია,


ნახაზზე ჩანს პერიოდები, როდესაც მწარმოებლურობის ზრდა შენელებულია, მაგალითად 1970-
დან 1990-იანი წლების შუამდე. 1949 წლიდან 1973 წლამდე ეკონომიკაში ერთ დასაქმებულზე
წარმოებული პროდუქციის მოცულობა წელიწადში 2,5%-ით იზრდებოდა, ხოლო 1973-დან 1995
წლამდე მხოლოდ 1%-ით. 1995 წლიდან 2002 წლამდე კი მწარმოებლურობა წელიწადში
საშუალოდ 1,9%-ით იზრდებოდა.

იმის გამო, რომ წარმოების მოცულობის, განსაკუთრებით კი ერთ დასაქმებულზე მოცულობის


ზრდა დიდად განაპირობებს იმას, ქვეყანა მდიდარი იქნება თუ ღარიბი, მაკროეკონომიკის
უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორების განსაზღვრაა.
ეკონომიკის ზრდის არსის გაგება საკმაოდ რთულია. მაგალითად, რესურსებით ღარიბმა
იაპონიამ და კორეამ როგორ მოახერხეს ეკონომიკური ზრდის მაღალი და ხანგრძლივი
პერიოდების მიღწევა, მაშინ როდესაც რესურსებით მდიდარი ლათინური ამერიკის ზოგიერთ
ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპები დაბალია, ან სულაც უარყოფითია. მიუხედავად იმისა,
რომ მეცნიერებს არ აქვთ ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე, მაინც არის რამდენიმე მოსაზრება, იმის
თაობაზე თუ რა განაპირობებს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს, მაგალითად ესაა
დანაზოგებისა და ინვესტიციების მოცულობა, ტექნოლოგიური პროგრესი და შრომის
მწარმოებლურობის ამაღლების სხვა გზები.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 3


საქმიანი ციკლები

თუ დაუკვირდებით ნახ. 1.1-ს აშკარად ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა მუდმივი პროცესია.
ზოგჯერ ადგილი ჰქონდა დაცემას, ან უმნიშვნელო ზრდას. განსაკუთრებით საინტერესოა 1929-
1945 წლების პერიოდი. ეს პერიოდი დიდ დეპრესიასა და მეორე მსოფლიო ომს მოიცავს. 1929-
33 წლებში აშშ ეკონომიკა კოლაფსმა მოიცვა, როდესაც წარმოების მოცულობა 30%-ით დაეცა.
1939-44 წლებში კი, როდესაც აშშ მეორე მსოფლიო ომში იყო ჩართული და სამხედრო
დანიშნულების საქონლის წარმოება გაიზარდა, წარმოების მოცულობა პრაქტიკულად
გაორმაგდა. აშშ ეკონომიკაში ომის შემდგომ ასეთი რყევები აღარ ყოფილა, თუმცა წარმოების
მოცულობები მცირდებოდა 1973-75, 1981-82 და 1990-91 წლებში.

მაკროეკონომისტები მოკლევადიანი, მაგრამ ზოგჯერ მკვეთრი ცვლილებების აღსანიშნავად


იყენებენ ტერმინს „საქმიანი ციკლი“. საქმიანი ციკლის ფაზას, როდესაც წარმოების მოცულობა
მცირდება ან უმნიშვნელოდ იზრდება რეცესია ეწოდება. მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკის
დაცემა უმნიშვნელოა, რეცესია ბევრი ადამიანისათვის მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას აღნიშნავს.
რეცესია ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან ყველა პოლიტიკოსს
სურს, რომ ის ხელახლა აირჩიონ. აღმოჩნდა, რომ რეცესიიდან გამოსვლის დროს ასეთი
შანსები გაცილებით მაღალია, ვიდრე ეკონომიკის აღმავლობის პირობებში. მეცნიერები
ცდილობენ გაერკვნენ, თუ რა იწვევს ეკონომიკის ციკლურობას და როგორ ავირიდოთ თავიდან
რეცესიები.

უმუშევრობა

რეცესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უმუშევრობის ზრდა, ანუ იმ ადამიანთა


რიცხოვნობის ზრდა, ვისაც შეუძლია შრომა და აქტიურად ეძებენ სამსახურს, მაგრამ ვერ
პოულობენ მას. ეკონომიკური ზრდის და საქმიანი ციკლების მსგავსად უმუშევრობაც
მაკროეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

უმუშევრობის კარგი მაჩვენებელია უმუშევრობის დონე, რომელიც უმუშევართა რაოდენობის


წილია სამუშაო ძალის (დასაქმებულთა და სამუშაოს მაძიებელთა საერთო რაოდენობა)
შემადგენლობაში. ნახ. 1.3-ზე აშშ-ში უმუშევრობის დონეს გვიჩვენებს ბოლო ასწლეულის
განმავლობაში. უმუშევრობა ძალიან მაღალი იყო დიდი დეპრესიის პირობებში, ხოლო ძალიან
დაბალი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1933 წელს უმუშევრობის დონე 24,9%, ხოლო 1944
წელს 1,2% იყო.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 4


ნახ. 3. ომის შემდგომი რეცესიები უმუშევრობის ზრდას იწვევდნენ, მაგალითად 1981-82 წლებში
უმუშევრობამ 10,8% შეადგინა, 2000 წელს კი უმუშევრობა 4%-მდე შემცირდა.
მაკროეკონომისტები სწავლობენ სიტუაციებს, როცა უმუშევრობა მაღალი რჩება მაშინაც კი,
როდესაც ეკონომიკაში ზოგადად საქმე საკმაოდ კარგად მიდის.

ინფლაცია

როდესაც საქონლისა და მომსახურების უმეტესობაზე ფასები მყარად იზრდება, ამბობენ რომ


ადგილი აქვს ინფლაციას. ნახ. 1.4 გვიჩვენებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს აშშ-ში
უკანასკნელი ორი ასწლეულის განმავლობაში. ყურადღება გავამახვილოთ, რომ მეორე
მსოფლიო ომამდე ფასები იზრდებოდა ომის დროს, 1812 წელს, აშშ სამოქალაქო ომის
პერიოდში, პირველი მსოფლიო ომის დროს. ინფლაციის ეს პერიოდები ომის დამთავრების
შემდეგ ფასების შემცირების - დეფლაციის პერიოდებით იცვლებოდა. ინფლაციისა და
დეფლაციის ურთიერთშენაცვლებამ გამოიწვია, რომ ფასების დონე დიდი ხნის განმავლობაში
დაახლოებით ერთნაირი იყო. პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისას (1918 წელს) ფასები
ისეთივე იყო, როგორც 1800 წელს.

ბოლო დიდი დეფლაცია დიდი დეპრესიის დროს იყო. ამის შემდეგ ინფლაციები და
დეფლაციები ერთმანეთს აღარ ენაცვლებოდა, თუმცა ინფლაციის დაბალი ტემპები იყო 1990-
იან წლებსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში. ნახ. 1.4 გვიჩვენებს, რომ სამომხმარებლო ფასების
ინდექსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა.

ფასების საშუალო დონის ცვლილება პროცენტებში ინფლაციის დონეა. თუ სამომხმარებლო


ფასებით გამოხატული ინფლაციის დონე 10%-ია, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ წლის
განმავლობაში ნაყიდი საქონელი საშუალოდ 10%-ით გაძვირდა. ინფლაციის დონე
განსხვავდება ქვეყნებისა და დროის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში ფასები უფრო სტაბილურია
და ინფლაცია 1-2%-ია წელიწადში, ზოგიერთ ქვეყანაში კი ან ძალიან მაღალი ინფლაციაა, ან
ჰიპერინფლაციაა, როდესაც ფასები 1000%-ით და მეტად იზრდება.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 5


ნახ.4. როცა ინფლაცია ძალიან მაღალია, ფასები ყოველდღიურად და ყოველსაათობრივად
იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა ცუდად ფუნქციონირებს და ფული მის
მსყიდველუნარიანობას სწრაფად კარგავს, ამიტომ ადამიანები უფრო ჩქარა ხარჯავენ მათ მიერ
მიღებულ ფულს.

საერთაშორისო ეკონომიკა

დღეისათვის ყველა წამყვანი ქვეყნის ეკონომიკა ღია ეკონომიკაა, ანუ მათ აქვთ ფართო
სავაჭრო და ფინანსური ურთიერთობები სხვა ეროვნულ ეკონომიკებთან. დახურულია
(ჩაკეტილია) ეკონომიკა, რომელიც არ ურთიერთქმედებს სხვა ეკონომიკებთან.
მაკროეკონომისტები სწავლობენ საერთაშორისო ვაჭრობისა და სესხების მოდელებს, ეროვნულ
ეკონომიკებს შორის არსებული კავშირების უკეთ გაგების მიზნით. მაკროეკონომიკის შესწავლის
ერთ-ერთი საკითხი იმაში მდგომარეობს, შევისწავლოთ თუ როგორ ეხმარება საერთაშორისო
ვაჭრობა და სესხება ეროვნულ ეკონომიკებს ეკონომიკის ციკლურობის უარყოფითი შედეგების
დაძლევაში.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სავაჭრო დისბალანსი. ნახ. 1.5-ზე ნაჩვენებია აშშ-ში საქონლისა
და მომსახურების იმპორტი და ექსპორტი. აშშ იმპორტი მოიცავს საქონელსა და მომსახურებას,
რომელიც წარმოებულია საზღვარგარეთ და შეძენილია აშშ მოქალაქეების მიერ, ხოლო
ექსპორტი მოიცავს საქონელსა და მომსახურებას, რომელიც წარმოებულია აშშ-ში და იყიდება
მის საზღვრებს გარეთ. ნახ. 1.5-ზე ექსპორტი და იმპორტი წარმოების მოცულობის პროცენტებში
ასახული. დღეს ექსპორტი და იმპორტი უფრო მნიშვნელოვანია აშშ ეკონომიკისათვის, ვიდრე ეს
იყო თუნდაც 1950-იან ან 1960-იან წლებში.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 6


ნახ. 5-დან ჩანს, რომ ექსპორტი და იმპორტი ყოველწლიურად ერთმანეთის ტოლი არ არის.
პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ექსპორტი აღემატებოდა იმპორტს, ანუ აშშ
ეკონომიკას ჰქონდა სავაჭრო ბალანსის აქტიური სალდო. 1980-იანი წლებიდან აშშ
ექსპორტი შემცირდა იმპორტთან შედარებით და აშშ ეკონომიკას სავაჭრო ბალანსის
დეფიციტი აქვს. რა იწვევს ვაჭრობაში დისბალანსს და უარყოფითი მოვლენაა თუ არა იგი ეს
კითხვაც მნიშვნელოვანია მაკროეკონომისტებისათვის.

მაკროეკონომიკური პოლიტიკა

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც მოიცავს ბუნებრივ


და ადამიანურ რესურსებს, ძირითად კაპიტალს, ტექნოლოგიებს და მოქალაქეთა, როგორც
ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ ეკონომიკურ არჩევანს. ეკონომიკურ მდგომარეობაზე
მოქმედი ფაქტორებიდან უმნიშვნელოვანესია მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც
ხელისუფლება ახორციელებს.

მაკროეკონომიკური პოლიტიკა ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე მთლიანად.


მაკროეკონომიკური პოლიტიკის ორ მთავარ ტიპს გამოყოფენ: ფისკალურ პოლიტიკას,
რომელიც არის სახელმწიფოს, შტატების და ადგილობრივ დონეზე და გადასახადებით
დაბეგვრასა და ხარჯებს განსაზღვრავს და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რომელიც ფულის
მიწოდების ზრდის ტემპებს განსაზღვრავს სახელმწიფო დონეზე და ცენტრალური ბანკის მიერ
ხორციელდება (აშშ-ში ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროკავშირში ევროპის
ცენტრალური ბანკი, საქართველოში - საქართველოს ეროვნული ბანკი).

აშშ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ბოლო წლებში


ფისკალურ პოლიტიკას უკავშირდება. 1990-იანი წლების ბოლოს ფედერალური ბიუჯეტის დიდი
პროფიციტი უზარმაზარმა დეფიციტმა შეცვალა, რომელიც აშშ-ში 2003 წელს 400 მლრდ
დოლარს აჭარბებდა. ნახ. 1.6. აშშ ფედერალური ბიუჯეტის მდგომარეობას ასახავს ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში. ნახაზზე ხარჯები, საგადასახადო შემოსავლები და დეფიციტი ან
პროფიციტი ნაჩვენებია წარმოების მოცულობის პროცენტებში.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 7


ნახ.6. ორი პიკი, რომელიც აშკარად ჩანს გრაფიკზე, ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომის
დროს სამხედრო ხარჯების ზრდამ გამოიწვია. მნიშვნელოვანი დეფიციტი იყო დიდი დეპრესიის
დროსაც, როცა მთავრობა აფინანსებდა სხვადასხვა პროგრამას, მაგალითად ახალი სამუშაო
ადგილების შექმნას. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან აშკარად იკვეთება სახელმწიფო
ხარჯების ზრდის ტენდენცია.

შედარებით მაღალი დეფიციტი 1980-იან წლებში უჩვეულო იყო, რადგან მშვიდობისა და


ეკონომიკური აღმავლობის პერიოდს დაემთხვა, თუმცა როგორც ჩანს იგი დიდი სავაჭრო
დეფიციტს უკავშირდება. ამ პერიოდში ფედერალური ბიუჯეტისა და სავაჭრო დეფიციტებმა
მიიღეს „ტყუპი დეფიციტების“ სახელი. მაკროეკონომიკა სწავლობს მართლაც არის თუ არა ამ
ორ დეფიციტს შორის კავშირი და თუ არის, როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია?

მაკროეკონომიკური თეორია და პრობლემები ურთიერთდაკავშირებულია, ამიტომ რომელიმე


ასპექტის იზოლირებულად შესწავლას აზრი არა აქვს. ამიტომ მაკროეკონომისტები ეკონომიკას
როგორც ერთიან სისტემას ისე სწავლობენ და ხაზს უსვამენ, რომ ერთი რომელიმე სექტორის
ცვლილება სხვა სექტორებზეც აისახება.

აგრეგირება

მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკასთან ერთად ორ ფართე არეალს ქმნიან, რომლებადაც


იყოფა ეკონომიკური თეორია. მაკროეკონომიკაც და მიკროეკონომიკაც ბევრ საბაზო
ეკონომიკურ იდეას და მეთოდს ერთობლივად იყენებს. მათ შორის განსხვავება იმ დონეშია,
რომელზეც შეისწავლება ეკონომიკა. მიკროეკონომიკა კონცენტრირებულია ინდივიდუალურ
მომხმარებელზე, მუშაკებზე და ფირმებზე, და თითოეული მათგანი იმდენად მცირეა, რომ
ზეგავლენას ვერ ახდენს ეროვნულ ეკონომიკაზე. მაკროეკონომიკა იგნორირებას აკეთებს
სხვადასხვა ტიპის საქონელს, ფირმებსა და ბაზრებს შორის განსხვავებებზე, რომელიც
რეალურად არსებობს, და კონცენტრირებულია ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირებაზე
მთლიანად. მაკროეკონომისტები არ სწავლობენ თითოეულ საქონელს, ისინი უბრალოდ
სამომხმარებლო ხარჯებს აჯამებენ, რათა მიიღონ ე.წ. აგრეგირებული მოხმარება.
ინდივიდუალური ეკონომიკური ცვლადების დაჯამების პროცესს, რომელიც მიზნად

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 8


განზოგადებული მაჩვენებლის მიღებას ისახავს, აგრეგირება ეწოდება. მაკროეკონომიკას
მიკროეკონომიკისაგან სწორედ აგრეგირებული მოხმარება, აგრეგირებული ინვესტიციები,
აგრეგირებული წარმოება განასხვავებს.

1.2. რას აკეთებენ მაკროეკონომისტი მეცნიერები?

მეცნიერები, რომლებიც მაკროეკონომიკაში მუშაობენ, გარდა იმისა, რომ ასწავლიან


მაკროეკონომიკას, ისინი დაკავებულები არიან პროგნოზირებით, მაკროეკონომიკური
ანალიზით, საბაზო კვლევებით, მონაცემთა მომზადებით მთავრობის, არაკომერციული
ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესისათვის.

მაკროეკონომიკური პროგნოზირება

ბევრი ფიქრობს, რომ ეკონომისტები ბევრ დროს ხარჯავენ პროგნოზირებაზე, სინამდვილეში კი


პროგნოზირების ძალიან მცირერიცხოვან სპეციალისტთა გარდა, მაკროეკონომისტთა
საქმიანობის სფეროა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პროგნოზირება ძალიან რთულია, არა
მარტო იმიტომ, რომ რთულია ეკონომიკის ფუნქციონირების ყველა მექანიზმის გაგება
არასრულყოფილი ბაზრის პირობებში, არამედ რთულია ყველა ფაქტორის გაგებაც, რომლებიც
ზემოქმედებენ ეკონომიკაზე და რომელთა დიდი ნაწილი სულაც არ განეკუთვნება ეკონომიკურ
ფაქტორებს. ადამიანებმა, რომლებიც ამ სფეროში უნდა იმუშაონ, პასუხი უნდა გასცენ ისეთ
შეკითხვას, მაგალითად, როგორიცაა „საერთაშორისო მოვლენები როგორ შეიცვლება უახლოს
რამდენიმე წელიწადში, როგორ შეცვლის ეს ცვლილებები კონგრესის დამოკიდებულებას
სამხედრო ბიუჯეტისადმი და ა.შ“.

ამის გამო მაკროეკონომისტები იშვიათად ქმნიან მოვლენათა განვითარების ერთ სცენარს,


ისინი მუშაობენ მინიმუმ სამ სცენარზე: ოპტიმისტურზე, რეალისტურზე და პესიმისტურზე. ნიშნავს
თუ არა ეს, რომ მაკროეკონომისტებს არ შეუძლიათ ზუსტი სცენარების, ზუსტი პროგნოზების
გაკეთება? მეტეოროლოგია ასევე პროგნოზზე დაყრდნობილი მეცნიერებაა, რომელიც
მიუხედავად იმისა, რომ არ იძლევა ზუსტ განსაკუთრებით ზუსტ გრძელვადიან პროგნოზს, ბევრ
საჭირო ინფორმაციას იძლევა, ასევე კარდიოლოგს არ შეუძლია ზუსტად თქვას, თუ როდის
დაემართება მათ პაციენტს ინფარქტი, მაგრამ შეუძლია გააფრთხილოს პაციენტი.
მეტეოროლოგებისა და ექიმების მსგავსად ზუსტი პროგნოზის გაკეთება არც
მაკროეკონომისტებს შეუძლიათ, მაგრამ ისინი, ვიდრე მაკროეკონომიკურ პროგნოზს გააკეთებენ
ალბათ შეისწავლიან და გაანალიზებენ იმ ამბებს, რომლებიც უკვე მოხდა (მაკროეკონომიკური
ანალიზი) ან შეეცდებიან ეკონომიკის სტრუქტურა შეისწავლონ (მაკროეკონომიკური კვლევები).

მაკროეკონომიკური ანალიზი

მაკროეკონომიკური ანალიზი თავის თავში მოიცავს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებზე


დაკვირვებას და მათი ეკონომიკაზე შესაძლო ზეგავლენის გააზრებას. მაკროეკონომიკური
ანალიტიკოსები მუშაობენ კერძო სექტორშიც, ბანკებში, კორპორაციებში. ისინი ცდილობენ
გაარკვიონ, თუ როგორ იმოქმედებს ზოგადეკონომიკური ტენდენციები მათი დამქირავებლების
ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, ბიზნესის გაფართოებაზე, მათი წარმოებული პროდუქციის

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 9


მოთხოვნაზე და ა.შ. ზოგიერთი კერძო კომპანია დასპეციალიზებულია მაკროეკონომიკურ
ანალიზზე და ემსახურებიან მსხვილ ბიზნესებს.

საჯარო სექტორი, რომელიც მოიცავს ადგილობრივ ან ფედერალურ მთავრობებს, ასევე


საერთაშორისო ორგანიზაციებს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ან მსოფლიო ბანკი) ასევე
იყენებენ მაკროეკონომისტ ანალიტიკოსებს. მათი მთავარი ამოცანაა პოლიტიკოსებისათვის
დახმარება ანგარიშების მომზადებაში, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა მაკროეკონომიკური
პრობლემა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების ვარიანტები. მაკროეკონომისტი მეცნიერები
მუშაობენ ფედერალურ სარეზერვო სისტემაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობაში,
კონგრესის საბიუჯეტო ოფისში. პოლიტიკოსები ხშირად მიმართავენ კონსულტაციებისათვის
მაკროეკონომისტებს, რომლებიც არ მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში, არიან ბიზნესში ან
ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში.

ნიშნავს თუ არა, რომ თუ ქვეყანაში ბევრი კარგი მაკროეკონომისტია, მაკროეკონომიკური


პოლიტიკა ყოველთვის გააზრებული და კარგი იქნება? სამწუხაროდ არა. რადგან,
პოლიტიკოსები და არა ეკონომისტები იღებენ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკოსები იშვიათად
ისწრაფიან მიიღონ აბსტრაქტული შედეგები, მათ უნდათ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც
შედეგი მყისიერი ექნება და მათ იმიჯზე დადებითად იმოქმედებს. ამის მაგალითი უამრავია.
2002 წელს აშშ პრეზიდენტმა ბუშმა, მიუხედავად მაკროეკონომისტთა გაფრთხილებისა,
ფოლადის ნაწარმის შეტანაზე პროტექციონისტული ნორმები აამოქმედა, რასაც შედეგად
რუსეთის მხრიდან ქათმის პროდუქციაზე ანალოგიური ნორმების ამოქმედება გამოიწვია და
ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

მაკროეკონომიკური კვლევები

მაკროეკონომიკური კვლევების დიდი დიაპაზონი არსებობს: დაწყებული აბსტრაქტული


მათემატიკური ანალიზიდან და დამთავრებული ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებით, რომლებიც
ინფორმაციის უზარმაზარი მასივების სუპერკომპიუტერებით დამუშავებას მოითხოვს. თუმცა მისი
მიზანი ყოველთვის ერთი და იგივეა, გავერკვეთ თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა.

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ხართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტი და უნდა


დაეხმაროთ რომელიმე აფრიკულ სახელმწიფოს მაღალი ინფლაციის მოთოკვაში. ამისათვის
თქვენ მოგიწევთ შეისწავლოთ როგორც უშუალოდ ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ასევე
შეისწავლოთ ის გამოცდილება, რომელიც ინფლაციასთან ბრძოლაში იყო სხვა ქვეყნებში,
შეადაროთ ამ და სხვა ქვეყნების მდგომარეობა, თავისებურებები და სხვა. თუ ანალოგები არ
არსებობს, მაშინ თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი თეორიული ცოდნა რაც მოგეხმარებათ
გაარკვიოთ მექანიზმები, თუ როგორ ზემოქმედებენ ინფლაციის გამომწვევი ფაქტორები
ინფლაციაზე ამ კონკრეტულ ქვეყანაში. ბევრი ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია წიგნებსა და
ჟურნალებში, ასევე სამუშაო დოკუმენტებში.

მაკროეკონომიკური კვლევები მაკროეკონომიკური ანალიზის, მაკროეკონომიკური


პროგნოზირების და მაკროეკონომიკური პოლიტიკის საწყისი ეტაპია. მაკროკონომიკური
ანალიზით დაკავებულია უმაღლესი სასწავლებლები, არაკომერციული ორგანიზაციები, საჯარო
სექტორი. და საზღვარი ეკონომიკურ ანალიზსა და მაკროეკონომიკურ კვლევებს შორის ძალიან
მყიფეა, რადგან კვლევის პროცესში ხშირია გადასვლა და უკან დაბრუნება.

ეკონომიკური თეორია. მაკროეკონომიკური კვლევები ტარდება ისევე, როგორც ბევრ სხვა


სფეროში, უპირველეს ყოვლისა თეორიის ჩამოყალიბებითა და მისი მართებულობის დადგენით.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 10


ეკონომიკური თეორია ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ იდეების ერთობლიობაა,
რომელთაც მკაცრი ლოგიკური ერთობლიობა გააჩნიათ. ეკონომიკური თეორიების
უმრავლესობა საკუთარ ასახვას ეკონომიკურ მოდელებში პოულობს, რომლებიც ეკონომიკის
ზოგიერთ ასპექტს ასახავს და როგორც წესი მათემატიკურ ფორმაშია. ეკონომისტები
ეკონომიკური მოდელებისა და თეორიების შესაფასებლად შემდეგ კრიტერიუმებს იყენებენ:

1. არის თუ არა დაშვებები მისაღები და რეალისტური?


2. შეიძლება თუ არა მათი გამოყენება რეალური პრობლემების შესწავლისა და
მართვისათვის?
3. დადასტურებულია თუ არა რეალობის ასახვის ადეკვატურობა ემპირიული ანალიზით? ანუ
შესაძლებელია თუ არა მათი მართებულობის დასადასტურებლად რეალური მონაცემების
მოყვანა?
4. როდესაც ასეთი ანალიზი ჩატარებულია, მისი შედეგები ემთხვევა თუ არა რეალურ
პროცესებს?

თეორიისა და მოდელისათვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ კითხვაზე პასუხი იყოს ცალსახა


„დიახ“. თუმცა ეკონომისტები ყოველთვის ერთსულოვანნი არ არიან კონკრეტული მოდელის
შეფასებისას, მათ შესაძლოა განსხვავებული შედეგები მიიღონ, რაც აიძულებს მათ უკეთესი
მოდელები შეიმუშაონ, რომელიც უფრო ადეკვატურად ასახავს მოცემულ ეკონომიკურ
მდგომარეობას.

ეკონომიკური თეორიის შემუშავება და შემოწმება

ეკონომიკური თეორიის შემუშავებისა და შემოწმებისათვის დავუშვათ, რომ უნდა შევიმუშაოთ


თეორია, რომელიც ახსნის, თუ როგორ ირჩევენ ადამიანები სახლიდან სამსახურში და უკან გზას.
ეს თეორია მნიშვნელოვანი იქნება მაგალითად სატრანსპორტო ნაკადების დაგეგმვის,
სატრანსპორტო მოდელების შემუშავების ან საცხოვრებელი ბინათმშენებლობის
პროექტირებისათვის. თეორიის შემუშავებისათვის შემდეგი ეტაპები უნდა გავიაროთ:

პირველი ეტაპი. პრობლემის დასმა. პიკის საათში რა განაპირობებს სატრასპორტო ნაკადებს


ქალაქში;

მეორე ეტაპი. ვაკეთებთ წინასწარ დაშვებებს, რომლებიც ეკონომიკურ სიტუაციას და


ეკონომიკური აგენტების ქცევას აღწერენ. ეს დაშვებები უნდა იყოს მარტივი და პრობლემის
ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს უნდა სახავდნენ. სიტუაცია შესაძლოა აღიწეროს ქალაქის
რუქის მეშვეობით. ადამიანთა ქცევის შესახებ დაშვება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი აირჩევენ
ისეთ გზას, რომელიც გზაში დახარჯული დროის მინიმიზაციას მოახდენს.

მესამე ეტაპი. თეორიის შინაარსის შემუშავება. ქალაქის რუკის გამოყენებით ვადგენთ გზის
მარშრუტს, რომელიც სახლსა და სამსახურს შორის გზას მინიმალურს ხდის.

მეოთხე ეტაპი. ვატარებთ ემპირიულ ანალიზს თეორიის შედეგებისა და ფაქტიური მონაცემების


შესადარებლად. ვატარებთ მგზავრობების შესწავლას, რათა განვსაზღვროთ: 1. საცხოვრებლის
განლაგება; 2. სამუშაო ადგილების განლაგება; 3. სამსახურამდე და უკან გზების განსაზღვრა;
ეს დაგვეხმარება დავადგინოთ, მოდელის მიერ ნაჩვენები გზა დაემთხვევა თუ არა რეალურს.

მეხუთე ეტაპი. შედარების შედეგების შეფასება. თუ თეორიის მართებულობა დადგინდება


ფაქტობრივი მონაცემებით მაღალი დონის სიზუსტით, ეს საშუალებას მოგვცემს

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 11


ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რა მოხდება თუ შეიცვლება ეკონომიკური მდგომარეობა ან
ეკონომიკური პოლიტიკა. მაგალითად, გზაში დროის მინიმიზაციის შესახებ დაშვების
გამოყენებით, შესაძლოა საცხოვრებელი ბინების მშენებლობის გავლენა შევისწავლოთ
სატრასპორტო ნაკადებზე, თუ დავუშვებთ, რომ მოსახლეობა სწორედ ამგვარად ამოირჩევს
გზას.

თუ თეორიის მართებულობა დამტკიცდება დაბალი სიზუსტით, შევიმუშავებთ ახალ მოდელს, მე-


2-5 ეტაპების გამეორებით. მაგალითად, გზის შერჩევისას ყურადღება მიექცევა არა დროის
მინიმიზაციას, არამედ მანძილის მინიმიზაციას.

თუ თეორიის მართებულობა დამტკიცდება ზომიერი მართებულობით, შევიმუშავებთ ახალ


მოდელს და გავიმეორებთ მე-3-5 ეტაპებს. მაგალითად, დროის მინიმიზაციის დაშვებით,
ავირჩევთ მარშრუტს გაჩერებების ნაკლები რაოდენობით. ამისათვის უნდა გავერკვეთ რომელ
მარშრუტზეა მეტი გაჩერება და რომელზე ნაკლები.

მონაცემთა შეგროვება, მომზადება და დამუშავება

ეკონომიკური ინფორმაციის შეგროვება მაკროეკონომიკის არსებითი ნაწილია და ბევრი


ეკონომისტია ჩართული ამ პროცესში. მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მონაცემებს
ათასობით ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით აგროვებენ. ეკონომისტები ამ ინფორმაციას
ეკონომიკის მდგომარეობის განსაზღვრისათვის, პროგნოზირებისათვის, ალტერნატიული
პოლიტიკის ანალიზისათვის, მაკროეკონომიკური თეორიების შესწავლისათვის იყენებენ.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების უდიდესი ნაწილის შეგროვება ცენტრალური (აშშ-ში


ფედერალური) მთავრობების, მაგალითად, სტატისტიკის სამსახურის ან ცენტრალური ბანკების
მიერ ხდება. ზოგიერთი მაკროეკონომიკური ინფორმაცია კერძო სექტორის მიერ გროვდება,
მაგალითად, მარკეტინგული კომპანიები ან პროგნოზირებით დაკავებული კერძო ფირმები
ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემგროვებლები და რეალიზატორები არიან.

ინფორმაციის შეგროვება ხშირად რუტინულია. თუმცა იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია


შედარებით იაფი და რაც მთავარია სასარგებლო იყოს, მათ დამუშავებაზე უამრავი
პროფესიონალი მუშაობს. მონაცემთა მომწოდებლებმა უნდა გადაწყვიტონ რომელი მონაცემები
დაგროვდება და ამასთან, ისინი უნისონში უნდა იყვნენ ისეთ საბაზო ეკონომიკურ ტერმინებთან,
როგორებიცაა „კაპიტალი“, „შრომა“. ამასთან ინფორმაცია უნდა იყოს კონფიდენციალური.

1.3.რატომ არიან მაკროეკონომისტები დაყოფილები?

ათასობით მკვლევარის ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქტიურმა შრომამ,


მაკროეკონომიკური მოვლენების ახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
მიუხედავად განსახილველი მაკროეკონომიკური პრობლემისა, მასობრივი ინფორმაციის
საშუალებები ადვილად იპოვიან ეკონომისტს, რომლებიც არსებული პრობლემის ირგვლივ
ნებისმიერ პოზიციას დამაჯერებლად დაასაბუთებს. რატომ არიან მაკროეკონომისტი მეცნიერები
ასე დაყოფილები?

მეცნიერ მაკროეკონომისტთა შორის შეუთანხმებლობის ხარისხი ალბათ მასობრივი


ინფორმაციის საშუალებების დამსახურებაა, რომლებიც ყურადღებას ყველაზე რთულ და
წინააღმდეგობრივ საკითხებზე ამახვილებენ. ამასთან მაკროეკონომიკის სხვადასხვა

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 12


მიმართულებისა და ტენდენციის შესახებ კამათი უფრო ხშირია მათი საზოგადოებრივი, საჯარო
განხილვის დროს, ვიდრე სასწავლო აუდიტორიებსა თუ ლაბორატორიებში. მაგრამ
მაკროეკონომისტთა შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს, ასევე
მრავალი პრობლემა არსებობს, რომელთა შესახებ მეცნიერთა შეხედულებები მნიშვნელოვნად
ემთხვევა.

მაკროეკონომისტი მეცნიერების შეხედულებები ერთმანეთისაგან განსხვავდება ეკონომიკური


პოლიტიკის ნორმატიული და პოზიტიური ანალიზის გამო. ეკონომიკური პოლიტიკის პოზიტიური
ანალიზი სწავლობს პოლიტიკის ეკონომიკურ შედეგებს, იმის და მიუხედავად, სასურველია თუ
არა ასეთი შედეგები. ნორმატიული ანალიზის მეშვეობით კი ცდილობენ გაერკვნენ, უნდა
იქნეს თუ არა გამოყენებული განსაზღვრული პოლიტიკა. მაგალითად, თუ ეკონომისტი
სწავლობს შემოსავალზე გადასახადის 5%-ით შემცირების ეფექტს ეკონომიკაზე, ეს იქნება
ნორმატიული ანალიზი, ამ დროს გარდა ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესის გაგების
მეცნიერულ გაგებასთან ერთად გამოყენებული იქნება მკვლევარის შეხედულებები, მისი პირადი
შეფასებითი მოსაზრებები, მაგალითად ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის დასაშვები წილის
ან მისი შეხედულებით შემოსავლების გადასანაწილებლად დასაშვები ნაწილის შესახებ.

ეკონომისტებს შესაძლოა ჰქონდეთ მსგავსი შეხედულებები პოზიტიური ანალიზის და


განსხვავებული ნორმატიული ანალიზის დროს, მათი განსხვავებული შეფასებების გამო.
ანალოგიური ვითარებაა სხვა მეცნიერებებშიც, მაგალითად ფიზიკაში, ყველა ფიზიკოსი
შეთანხმდება, რას გამოიწვევს ატომური ბომბის აფეთქება, მაგრამ როგორც კი მსჯელობა
დაიწყება თუ რამდენად მისაღებია ატომური შეიარაღების განვითარება ან სრულყოფა, აზრები
გაიყოფა.

განსხვავებული შეხედულებების არსებობა ეკონომიკურ მეცნიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია.


მაკროეკონომიკაში ბევრი განსხვავებული სკოლა არსებობს, რომელთა შეხედულებები
ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავდებიან. მაგალითად, მონეტარისტებისა და მიწოდების
ეკონომიკის მომხრეთა მოსაზრებები ერთმანეთისაგან განსხვავდება, თუმცა ყველაზე
მნიშვნელოვანი და განსხვავებული პოზიტიური მაკროეკონომიკური შეხედულებები, რომლებიც
დღემდე აქტუალურია ორ - კლასიკურ და კეინზიანურ სკოლებს შორისაა.

კლასიკოსები კეინზიანელთა წინააღმდეგ

კლასიკური და კეინზიანური მიდგომა მაკროეკონომიკაში ორი უმნიშვნელოვანესი


ინტელექტუალური ტრადიციაა.

კლასიკური მიდგომა. კლასიკური მიდგომის დაბადება ცნობილი შოტლანდიელი ეკონომისტის


ადამ სმიტის სახელს უკავშირდება. 1776 წელს სმიტმა გამოაქვეყნა მისი კლასიკური ნაშრომი
„ხალხთა სიმდიდრე“ რომელშიც მან „უხილავი ხელის“ კონცეფცია წამოაყენა. ამ კონცეფციის
არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ არსებობენ თავისუფალი ბაზრები და ინდივიდები საკუთარი
ინტერესის შესაბამისად მოქმედებენ, მთლიანი ეკონომიკა კარგად მუშაობს. სმიტი ამტკიცებდა,
რომ ინდივიდის მიერ საბაზრო ეკონომიკის პირობებში საკუთარი ინტერესების სასარგებლო
ქმედება უხილავი ხელის პრინციპით საზოგადოების საერთო კეთილდღეობის მაქსიმიზაციას
იწვევს.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 13


თუმცა ა. სმიტის მოსაზრებები არ არის დოგმა. მტკიცება, რომ სმიტისეული უხილავი ხელი
მუშაობს, არ ნიშნავს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში არავინ შიმშილობს ან ყველა
ყველაფრით დაკმაყოფილებულია. თავისუფალი ბაზარი ადამიანებს ვერ იცავს გვალვის, ომების
ან პოლიტიკური არასტაბილურობისაგან. უხილავი ხელი არ სპობს მნიშვნელოვან განსხვავებებს
მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მხოლოდ იმიტომ, რომ ა. სმიტმა ადამიანებს შორის
სიმდიდრის პირველადი გადანაწილება მოიყვანა როგორც მოცემულობა. უხილავი ხელის იდეა
გულისხმობს, რომ ქვეყანაში არსებული რესურსები ადამიანური, ბუნებრივი, ტექნოლოგიური)
და სიმდიდრის პირველადი გადანაწილება, თავისუფალი ბაზრის პირობებში ეკონომიკურ
კეთილდღეობას ზრდიან იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

უხილავი ხელის იდეის მართებულობა შემდეგ მნიშვნელოვან დაშვებას ემყარება: ეკონომიკაში


არსებული სხვადასხვა ბაზრები, მ.შ. ფინანსური ბაზარი, შრომის ბაზარი უნდა ფუნქციონირებდეს
სტაბილურად და ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე, მ.შ. არ უნდა არსებობდეს მინიმალური
ხელფასი ან მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ, ფასები და ხელფასები ყველა
ბაზარზე სწრაფად და ავტომატურად უნდა კორექტირდებოდნენ წონასწორობის მიღწევის (ანუ
როდესაც მოთხოვნისა და მიწოდების რაოდენობები ერთმანეთის ტოლია) გზით. ბაზრებზე,
სადაც მოთხოვნის რაოდენობა მიწოდების რაოდენობაზე მაღალია ფასები უნდა იზრდებოდეს,
რაც ბაზარს წონასწორობაში მოიყვანს, ხოლო ბაზრებზე რომელზეც გასაყიდად უფრო მეტი
საქონელი და მომსახურებაა გამოტანილი, ვიდრე ადამიანებს მათი შეძენა სურთ, ფასები უნდა
შემცირდეს, ვიდრე ბაზარზე წონასწორობა არ დამყარდება.

უხილავი ხელის იდეის კრიტიკულ მომენტად რჩება ხელფასებისა და ფასების მოქნილობა,


ელასტიკურობა, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში მათი ცვლილება ის სიგნალია,
რომელიც ადამიანთა ქცევის კოორდინაციას ახდენს.

დავუშვათ, ომმა საზღვარგარეთ ნავთობის დეფიციტი შექმნა, რაც ნავთობის გაძვირებას


გამოიწვევს. გაძვირებული ნავთობი დააინტერესებს შიდა მომპოვებლებს, რომ უფრო მეტი
ნავთობი მოიპოვონ. მაღალი ფასი ასევე დააინტერესებს მომხმარებლებს, რომ თავი აარიდონ
ნავთობის მოხმარებას და გადავიდნენ ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე. ალტერნატიული
ენერგიის წყაროებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვევს მათ გაძვირებას და მისი წარმოების
სტიმულირებას, სახელმწიფოს მხრიდან ფასის კონტროლის არარსებობის შემთხვევაში, ფასების
ავტომატური კორექტირება ეხმარება თავისუფალ ბაზარს, მიწოდების შემცირებაზე
კონსტრუქციული რეაგირება მოახდინოს.

მაკროეკონომიკის შესწავლის კლასიკური მიდგომა ეყრდნობა ა. სმიტის დაშვებას, იმის


თაობაზე, რომ ადამიანები მიჰყვებიან მათ საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს, ფასები ყველა
ბაზარზე რეაგირებს საგრძნობლად სწრაფად, რასაც მოსდევს წონასწორობა. ამ დაშვებების
გამოყენებით კლასიკური ეკონომიკის მიმდევრები ცდილობენ ააგონ ისეთი მაკროეკონომიკური
მოდელები, რომლებიც ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა, რათა პასუხი გასცენ ამ თავის
დასაწყისში დასმულ კითხვებს.

კლასიკური მიდგომის გამოყენება უკავშირდება გარკვეული პოლიტიკის გამოყენებას. იმის


გამო, რომ კლასიკური დაშვების შესაბამისად უხილავი ხელი კარგად მუშაობს, კლასიკური
ეკონომიკის მომხრეები ნორმატიული მსჯელობისას ამტკიცებენ, რომ მთავრობამ ეკონომიკაში
შეზღუდული როლი უნდა ითამაშოს. პოზიტიური მსჯელობისას კი კლასიკური ეკონომიკის
მომხრეები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ხშირად არაეფექტიანი და
კონტრპროდუქტიულიც კია იმ მიზნების მიღწევისას, რომლებსაც ის ისახავს. აქედან

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 14


გამომდინარე, ისინი თვლიან რომ სახელმწიფო არ უნდა ეცადოს აქტიურად იმოქმედოს
განვითარების ციკლურობის აღმოსაფხვრელად.

კეინზიანური მიდგომა. კლასიკურთან შედარებით, კეინზიანური მიდგომა არც თუ ისე დიდი


ხნის წინ წარმოიქმნა. ბრიტანელი ეკონომისტის ჯონ მეინარდ კეინზის წიგნი „დასაქმების,
პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ 1936 წელს დაიბეჭდა და სათავე დაუდო კეინზიანურ
მიდგომას, ის ადამ სმიტის „ხალხთა სიმდიდრის“ გამოცემიდან 160 წლის შემდეგ შეიქმნა,
როდესაც მსოფლიო დიდი დეპრესიისგან იტანჯებოდა. უპრეცედენტოდ მაღალმა უმუშევრობამ
მსოფლიოს ბევრი ეკონომიკა მოიცვა და სმიტისეული უხილავი ხელი აბსოლუტურად
არაეფექტიანად გამოიყურებოდა. მეცნიერის შეხედულებებით კლასიკურმა ეკონომიკამ რეალურ
მოვლენებთან აბსოლუტური შეუთავსებლობა აჩვენა, რაც ახალი მაკროეკონომიკური თეორიის
შექმნის მიზეზი გახდა.

საკუთარ წიგნში კეინზმა შემოგვთავაზა ახსნა, თუ რატომ არის სტაბილურად მაღალი


უმუშევრობა შენარჩუნებული. მან საკუთარი მტკიცება დააფუძნა მოსაზრებაზე, რომ ფასები და
ხელფასები ხისტია, რაც კარდინალურად განსხვავდებოდა კლასიკური დაშვებისაგან. ნაცვლად
დაშვებისა, რომ ფასები და ხელფასები სწრაფად ისწრაფიან თითოეულ ბაზარზე წონასწორობის
აღდგენას, კეინზმა ივარაუდა, რომ ფასები და ხელფასები ნელა ეგუებიან ახალ სიტუაციას.
ხელფასისა და ფასების ნელი რეაქცია ნიშნავს, რომ ბაზრები დიდი ხნის განმავლობაში
იქნებიან არაწონასწორულ მდგომარეობაში, როცა მოთხოვნისა და მიწოდების რაოდენობები არ
ემთხვევა. კეინზიანურ თეორიაში უმუშევრობა შესაძლებელია დიდხანს შენარჩუნდეს, რადგან
ფასები და ხელფასები ავტომატურად სწრაფად არ კორექტირდებიან, რათა გაათანაბრონ
ფირმების მიერ მიწოდებული სამუშაო ადგილების რაოდენობა, იმ ადამიანთა რაოდენობასთან,
ვისაც ეს ადგილები სურთ.

კეინზმა შემოგვთავაზა ამ პრობლემის გადაწყვეტის შემდეგი გზა: მაღალი უმუშევრობის


პირობებში მთავრობამ უნდა გაზარდოს საქონლისა და მომსახურების შეძენა, რაც წარმოებული
საქონლის მოთხოვნას გაზრდის. ეს კი შეამცირებს უმუშევრობას, რადგან, როდესაც ფირმები
დაინახავენ, რომ იზრდება მოთხოვნა მათ პროდუქციაზე, ისინი გაზრდიან წარმოების
მოცულობას და ამისათვის დაიქირავებენ ახალ თანამშრომლებს. ახლად მიღებული მუშაკები
ხელფასებს გამოიყენებენ საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც გააჩენს
საქონელზე მოთხოვნის კიდევ ერთ წყაროს და ა.შ. საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ
კლასიკური თეორიისაგან განსხვავებით კეინზიანური თეორია სკეპტიკურად უყურებს უხილავი
ხელის პრინციპებს და ხაზს უსვამს სახელმწიფოს შესაძლებლობას ქვეყნის ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

კლასიკური და კეინზიანური თეორიების ევოლუცია. იმის გამო, რომ დიდმა დეპრესიამ


კლასიკური თეორიისადმი ეკონომისტთა ნდობა შეარყია, მეორე მსოფლიო ომიდან 1970-იან
წლებამდე დომინირებდა კეინზიანური თეორია. კეინზიანური თეორიის ზეგავლენით
ეკონომისტთა უდიდესი ნაწილი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს
მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რითაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, დაბალი
ინფლაცია და თავიდან აიცილოს რეცესიები.

თუმცა 1970-იან წლებში აშშ კვლავ მაღალი უმუშევრობისა და ამჯერად მაღალი ინფლაციის
წინაშე აღმოჩნდა. ეს მოვლენა სტაგფლაციის (სტაგნაციას პლუს ინფლაცია) სახელითაა
ცნობილი. ამ პროცესმა ისევე შეარყია ეკონომისტთა ნდობა ტრადიციული კეინზიანური
შეხედულებებისადმი, როგორც დიდმა დეპრესიამ კლასიკური ეკონომიკისადმი. ამავე დროს

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 15


კეინზიანური მოსაზრება, რომ ფასები და ხელფასები ავტომატურად არ კორექტირდება ან
კორექტირდება ნელა და ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში არასრული დასაქმების პირობებში
არ არის წონასწორობაში, ასევე კრიტიკის ობიექტი გახდა, როგორც თეორიულად არასრულად
დასაბუთებული. ამ დროს კლასიკური მაკროეკონომიკური შეხედულებები ბევრი
ეკონომისტისათვის საინტერესო და მიმზიდველი გახდა. 1970-იან წლებში კლასიკური თეორიის
მოდერნიზაცია დაიწყო, თუმცა კლასიკურ მაკროეკონომიკას არ დაუკავებია ისეთი პოზიციები,
როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კეინზიანურმა თეორიამ დაიკავა.

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ორივე მიმართულების მომხრეებმა საკმაოდ ინტენსიურად


იმუშავეს აღმოჩენილი სუსტი წერტილების აღმოსაფხვრელად. კლასიკური ეკონომიკის
მომხრე ეკონომისტებმა იგი საქმიანი ციკლებისა და უმუშევრობის ასახსნელად
გამოიყენეს, ხოლო კეინზის მომხრეებმა კი წაიმუშავეს წონასწორობაში ნელა მოყვანის
თეორიული დასაბუთებისათვის. ამჯამად კეინზიანური მოდელი გამოიყენება
სტაგფლაციის ასახსნელადაც. დღეისათვის მოწინავე მკვლევარები იყენებენ ორივე
მიდგომის საუკეთესო მხარეს, რაც ეკონომიკური თეორიის განვითარებას უწყობს ხელს.

ერთიანი მიდგომა მაკროეკონომიკაში

ორივე ეკონომიკური თეორიის ზეგავლენით, ეკონომიკური მოდელი აგებულია შემდეგ


პრინციპებზე:

1. ინდივიდები, ფირმები და სახელმწიფო ურთიერთქმედებენ საქონლის, კაპიტალისა და


შრომის ბაზრებზე.
2. მაკროეკონომიკური მოდელების ანალიზი ეყრდნობა ინდივიდუალური ქცევის ანალიზს.
ანალიზის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ იდივიდები ბაზარზე საკუთარი
კეთილდღეობის მაქსიმიზაციას ესწრაფვიან.
3. მიუხედავად იმისა, რომ კეინზიანელები არ ეთანხმებიან კლასიკოსთა მოსაზრებას, რომ
ფასები და ხელფასები სწრაფად იცვლება ეკონომიკაში წონასწორობის მისაღწევად,
ისინი ორივენი თანხმდებიან, რომ გრძელვადიან პერიოდში ფასები და ხელფასები
მთლიანად კორექტირდება იმგვარად, რომ საქონლის, კაპიტალისა და შრომის ბაზრებზე
წონასწორობა მიიღწევა.
4. მოდელი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც
კლასიკური დაშვების (ფასებისა და ხელფასების ელასტიურობის), ისე კეინზიანური
დაშვების (მათი სიხისტის) პირობებში.

მაკროეკონომიკა – ლექციების კურსი (მაგისტრატურა), ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა 16

You might also like