You are on page 1of 45

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საზოგადოებრივი გეოგრაფია

ილია კუბლაშვილი
არგენტინის მოსახლეობის გეოგრაფია
ნაშრომი შესრულებულია საზოგადოებრივი
გეოგრაფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი : გიორგი გოგსაძე - გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი ,


პროფესორი , საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი .

თბილისი
2019 წ.
ნაშრომი შესრულებულია საზოგადოებრივი გეოგრაფიის ბაკალავრის აკადემიური
ხარისხის მოსაპოვებლად.

წარმოდგენილია არგენტინის მოსახლეობის გეოგრაფია. მასში განხილულია


არგნტინის მოსახელეობის რაოდენობის დინამიკა, ისტორიული მიმოხილვა და
თანამედროვე ტენდენციები , წარმოდგენილია ბუნებრივი მოძრაობა და მასზე
მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. გარდა ამისა, მოსახლეობის
მექანიკური მოძრაობა , შიდა და გარე მიგრაციები , მიგრაციის ძირითადი
გეოგრაფიული მიმართულებები , ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა და
მოცემულია ავსტრალიის მოსახლეობის დინამიკის პროგნოზები . სქესობრივ-
ასაკობრივი სტუქტურა , მოსახლეობის ხარისხის სოციალურ-დემოგრაფიული
დატვირთვა , უმუშევრობის დონე და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის
განაწილება ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიხედვით, მოსახლეობის
რასობრივი , ეთნოლინგვისტიკური და რელიგიური სტრუქტურა , ურბანიზაცია ,
განსახლება, მოსახლეობის განსახლებაზე მოქმედი ფაქტორები , მსხვილი ქალაქების
გეოგრაფიული გავრცელების თავისებურებები , მატი როლი ქვეყნის საქალაქო
მოსახლეობაში და , აგრეთვე , დახასიათებულია ავსტრალიის მსხვილი ქალაქები.

გამოყენებული სტატისტუკური , ეკონომიკური ,ისტორიული თუ სხვა სახის


ინფორმაცია გადმოტანილია იმ სხვადასხვა ელექტრონული წყაროებიდან
,რომლებიც მითითებულია ნაშრომში.

2
სარჩევი
შესავალი ..................................................................................................................................... 4

მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა და ბუნებრივი მოძრაობა ..................................... 5

მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა ................................................................................... 15

დემოგრაფიული პოლიტიკა ...................................................................................................17

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა ......................................................... 21

მოსახლეობის ხარისხის სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები .................... 26

მოსახლეობის დასაქმება ......................................................................................................... 28

მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურა ............................................................................... 31

მოსახლეობის ეთნოლინგვისტური სტრუქტურა .............................................................. 32

მოსახლეობის რელიგიუი სტრუქტურა ............................................................................... 33

ურბანიზაცია, განსახლება და მოსახლეობის ტერიტორიული განლაგება ................... 35

გამოყენებული ლიტერატურა ............................................................................................... 42

3
შესავალი
არგენტინა ,ოფიციალურად არგენტინის რესპუბლიკა - სამხრეთ ამერიკის
სიდიდით მეორე ქვეყანაა , იგი კონსტიტუციური მოწყობით წარმოადგენს
წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას 23
პროვინციითა და ბუენოს აირესის ავტონომიური ოლქით . არგენტინა მსოფლიოში
სიდიდით მერვე ქვეყანაა (2,766,890 კმ2 ) და ის ყველაზე დიდია ესპანურენოვან
ქვეყნებს შორის . ქვეყნის დედაქალაქია ბუენოს -აირესი და ის უდიდესი ქალაქიცაა
არგენტინაში. ოფიციალური ენაა ესპანური .არგენტინა საპრეზიდენტო რესპუბლიკას
და ქვეყნის პრეზიდენტია მაურისიო მაკრი . ქვეყნის ტერიტორია დასავლეთიდან
ანდებსა და აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანეს შორისაა მოქცეული . მას
ჩრდილოეთიდან პარაგვაი და ბოლივია , ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბრაზილია და
ურუგვაი , ბოლო დასავლეთით და სამხრეთით ჩილე ესაზღვრება .იგი გადაჭიმულია
4000 კმ-ზე სუბტროპიკული ჩრდილოეთიდან სუბარქტიკულ სამხრეთამდე.
არგენტინა არის გაეროს და დიდი ოცეულის წევრი ქვეყანა , ასევე სამხრეთ ამერიკის
ერთა კავშირის დამფუძნებელიცაა.
არგენტინა ძირითადად ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით ხასიათდება , ასევე ,
მაღალკვალიფიციური კადრებით , ის ასი წლის წინ ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის
ტიტულსაც ატარებდა , მაგრამ ეკონომიკა არამდგრადულობით გამოირჩევა ,რადგან
არის აღმასვლები და ვარდნები , ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი ქვეყანას 2001
წელს ჰქონდა ,რომელმაც მოსახლეობის ნახევარზ მეტი სიღარიის ზღვარს ქვემოთ
მოაქცია .თუმცა კი ეკონომიკური დაღმასვლა მან ყველაზე მეტად მეოცე საუკუნეში
განიცადა , მაგრამ გამოწვევის წინაშე დადგა ,როდესაც 2003-15 წლებში ის
პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდესის მიერ იყო მართული .მისმა პოლიტიკამ
მოახდინა არგენტინის პოლიტიკური იზოლაცია ,რამაც გამოიწვია ეკონომიკური
სტაგნაცია.მაგრამ მაურისიო მარკის არჩევამ 2015 წლის ნოემბერში გამოიწვია
ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი რეფორმების დასაწყისი და საერთაშორისო
ასპარეზზე ქვეყნის რეინტეგრაცია. (CIA .the World Factbook. Argentina. 2016)

4
არგენტინის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის რუკა

1.მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა და ბუნებრივი მოძრაობა


მოსახლეობის რაოდენობის ისტორიული მიმოხილვა :
არგენტინის მოსახლეობა შეადგენს 45,106,251 ადამიანს და განაგრძობს ზრდას
,მაგრამ ნელი ტემპით მისი სტაბილურად მცირე შობადობის მაჩვენებლის გამო . მისი
შემცირება ლათინურ ქვეყნებს შორის სწორედ აქ დაიწყო პირველად , ყველაზე
სწრაფად ის მე-20 საუკუნის დასაწყისში და 1950-იან წლებში მიმდინარეობდა
,შემდეგ კი დასტაბილურება დაიწყო .

5
რაც შეეხება უშუალოდ ისტორიულად მოსახლეობის ცვლილების მიმოხლივას
არგენტინაში , მატება ყოველ წელს აღინიშნებოდა ბოლო 50 წლის განმავლობაში 80-
იანი წლებიდან კი მისი სტაბილურად ერთი მილიონიანი მატება გახდა
თვალშისაცემი ყოველ ორ წელში,კერძოდ კი , თუკი 1980 წელს მოსახლეობა 27
მილიონის ტოლი იყო მისი მაჩვენებელი 1982 წლისთვის 28 მილიონს გაუტოლდა . ეს
ტენდენცია 2003 -დან 2005 წლამდე პერიოდში დაირღვა ,როდესაც მოსახლეობა
38,088,000-დან მხოლოდ 38,893,000 გახდა . იგივე ტენდენცია შეინიშნა 2008-2010
წლებშიც , თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი , რომ მოსახლეობას არასდროს
დაუკლია ,ის ყოველთვის მზარდი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ბოლო ნახევარი
საუკუნის განმავლობაში . კონკრეტულად კი ხუთ წლიანი ინტერვალებით თუ
დავახასიათებთ მოსახლეობის განვითარების ისტორიას ,უნდა აღინიშნოს , რომ
ზრდის მაჩვენებელი მაგალითად 1980 წლიდან კლებას დღემდე კლებას განიცდის .
თუკი ის 1980 წელს 1.60%-ს შეადგენდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ის
1.53% გახდა მაგრამ მოსახლეობა კი ზრდას განაგრძობს ამ პერიოდის განმავლობაში,
გატვალისწინებულ უნდა იქნას ,რომ მიგრაციის ხარჯზეც ხდება მისი ზრდა .
დავუბრუნდეთ მოსახლეობის განვითარების ისტროიას და ის არგენტინის
მოსახლეობის ისევ ზრდით გამოირჩევა ,თუმცა კი 1985-90 წლებში მოსახლეობა
30,216,000-დან 32,619,00-მდე იზრდება . 1990-დან 2000 წლამდე მოსახლეობა 32
მილიონიდან 36 მილიონი გახდა , რაც არგენტინის მოსახლეობის სტაბილურად
მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს .ასე ვთქვათ , ფატალირურად ვარდა არ ქონია
ზრდის მაჩვენებელს ამ წლებში თუმცა კი 1,31%-იდან 1,07% კი ჩამოვიდა . ეს
ტენდენცია დაირღვა 2005- 2010 წლებში ,რადგან ზრდის მაჩვენებელი ამ დროს
გაიზარდა 1.00%იდან 1.04 %-მდე მოსახლეობა კი ,როგორც უმეტეს შემთხვევაში ,
აქაც 2 მილიონითაა გაზრდილი ,კერძოდ კი , 38 მლნ-დან 40 მლნ-მდე , შემდეგ ამ
ყველაფერმა ისევ დასტაბილურების და საბოლოოდ კლეის სახე მიიღო , რადგან 2010
წლიდან 2015 წლამდე ზრდის მაჩვენებელი 1.04% -იდან ისევ იმავე ნიშნულზე დარჩა
.საინტერესოა ისიც , რომ სიტუაცია დემოგრაფიული თვალსაზრისით თითქმის

6
იდენტურია მის მეზობელ ქვეყანაში ჩილეში , კერძოდ კი, 2005 წელს თუკი
მოსახლეობა 16,183,000-ს შეადგენდა ის 2010 წლისთვის 17,063,000 . თუმცა უნდა
აღინიშნოს , რომ თუკი არგენტინაში მოსახლეობა ყოველ 5 წელში 2 მილიონით
იზრდებოდა , ჩილეში ის მხოლოდ ერთ მილიონიანი ზრდითაა წარმოდგენილი.
თანაც უკვე 2010 წლიდან 2015 წლამდე მოსახლეობამ შეწყვიტა ასეთი ერთ
მილიონიანი ზრდა და 17 მილიონ 63 ათასიდან ისევ 17 მილიონზე დარჩა ამ წლებში
მხოლოდ მცირედი აკლდა 18 მილიონამდე თუმცა ეს უკვე არღვევს იმ ზრდის
მაჩვენებელს ,რაც აქამდე ქონდა მას.(United Nations.World Population Prospects)

(United Nations.World Population Prospects)

მოსახლეობის რაოდენობის დინამიკის თანამედროვე ტენდენციები:


არგენტინა და მისი დემოგრაფიული თვალსაზრისი ისტორიულ ჭრილში
უცვლელად სტაბილური ,თუმცა მცირედი ზრდითაა დახასიათებული . 1980
წლიდან 2015 წლამდე მოსახლეობა 27 მილიონიდან 43 მილიონამდე გაიზარდა ,
დღეს კი , როგორც უკვე აღვნიშნე, ის 45 მილიონს წარმოადგენს ,რაც სულაც
ტენდენციის იდენტურ გაგრძელებაზე მეტყველებს . მთლიანობაში ამ პერიოდში
მოსახლეობა 16 მილიონიტ გაიზარდა ,რაც 1980 წლის მოსახლეობის რაოდენობის
ნახევარზე მეტია .
თუკი არგენტინის მოსახლეობის ამგვარ ზრდას შევადარებთ ასევე მის მეზობელ
პარაგვაის აქ მაჩვენებელი ,როგორც ზემოთ ჩილეს შემთხვევაში იყო იგივენაირად
მზარდია . მაგალითად , 1985 წელს 3,676,000 მილიონიდან 2015 წელს 6,689,000
მილიონამდე გაიზარდა რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია მსგავსად ჩვენი

7
საკვლევი ქვეყნისა . ამიტომ საჭიროა არგენტინა არა თუ მის მეზობლებს ,არამედ
მკვეთრად განსხვავებული რეგიონიდან აღებულ ქვეყანას შევადაროთ , რადგან
სამხრეთ ამერიკაში ,უმეტესწილად, ისეთივე დემოგრაფიული ვითარებაა , თუნდაც
ჩილესი , პარგავაიში ,არგენტინაში და ა.შ. ასე რომ, ავიღოთ ქვეყანა ,რომელიც უფრო
მეტად განვითარებულია ,ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილები , მაგალითად , გერმანია . აქ
მოსახლეობის რაოდენობა 1980-1985 წლებში : 78,283,000- 77,692,000 ხოლო ,2010-2015
წლებში : 80,827,000 - 81,787,000 იყო ,რაც არგენტინის მოსახლეობაზე 1980 წელს
დაახლოებით სამჯერ მეტია ,ხოლო 2015 წელს მხოლოდ ორჯერ აღემატება.
მოსახლეობის მთლიანი მატების კოეფიციენტის გაანგარიშებით უკეთესად
წარმოვაჩენთ მოსახლეობის რაოდენობის ზოგადი ცვლილებების მაჩვენებელს .
იმისათვის , რომ მოსახლეობის მთლიანი მატების კოეფიციენტი უფრო თვალსაჩინო
გავხადოთ ,საჭიროა ავიღოთ,მაგალითად, ორი რომელიმე პერიოდი ,1980-1985
წლები და 2010-2015 წლები .
მოსახლეობის რაოდენობა არგენტინაში 1980 წელს შეადგენდა 27,897,000 კაცს , 1985
წელს _ 30,216,000 -ს

Si
ΔS = ---------- X 100 – 100
So

30,216,000
ΔS = ---------- X 100 – 100 = 8.31%
27,897,000
განვიხილოთ ასევე მეორე პერიოდიც 2010-2015 წლებში, რა დროსაც 2010-ში
40,896,000 კაცი ცხოვრობდა არგენტინის ტერიტორიაზე , ხოლო 2015 წელს 43,075,000.

8
43,075,000
ΔS = ---------- X 100 – 100 =5.32%
40,896,000

მაჩვენებელმა 8.31%-დან 5.32%-მდე დაიკლო ,თუმცა აქაც შესადარებლად


გამოვიყენოთ გერმანიის მაგალითი და ვნახოთ ,რამდენად ზეგავლენის მომხდენია
ქვეყნის განვითარების დონე . ასე რომ , გერმანიის მაჩვენებლები შემდეგნაირია :
მოსახლეობის მთლიანი მატების მაჩვენებელი :
(S=Si/So*100%-100):

1980-1985წწ. – S=77,692,000 /78,283,000*100%-100=-0.75%

2010-2015წწ.–S=81,787,000 /80,827,000 *100%-100= 1.18%

აქ კი მატებით დახასიათდა მოსახლეობის მთლიანი მატების კოეფიციენტი რაც


არგენტინისგან გასნხვავდება ,რადგან თუკი იქ 5 %-ით მოხდა კლება , გერმანიაში
0.43%-ით მოხდა მატება , რაც იმ მთელი რიგი დემოგრაფიული პოლიტიკის ფონზე
მოხდა ,რასაც შემდეგ უკვე უზღვავი რაოდენობის მიგრანტებიც დაემატნენ .
რეალურად არანაირმა დემოგრაფიულმა პოლიტიკამ იქ არ გაჭრა და მატება
ძირითადად თურქეთიდან და აზიური ქვეყნებიდან მომდინარე მიგრანტების
ხარჯზე მოხდა. (United Nations.World Population Prospects)

9
მოსახლეობის რაოდენობის საშუალო წლიური მატების კოეფიციენტი გვიჩვენებს
,როგორი იყო მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება საშუალოდ 1 წელიწადში,
რომელიც შემდეგი ფორმულით გამოითვლება : S∆=(Si-So)/(s*N)*100%)
როგორცუკვე აღვნიშნე , მოსახლეობა არგენტინაში 1985 წელს შეადგენდა 27,897,000
კაცს , 1985 წელს _ 30,216,000 -ს .
30,216,000 - 27,897,000
ΔS= ------------------------------- X100% =1.53%
30,216,000 x5

2010-ში 40,896,000 კაცი ცხოვრობდა არგენტინაში , ხოლო 2015 წელს 43,075,000.

43,075,000-40,896,000
ΔS= ------------------------------- X100% =1.01%
43,075,000x5

გამოვთვალოთ გერმანიის მაგალითიც მეტი თვალსაჩინოებისა და სხვაობისთვის .

1980-1985წწ. – S∆=(77,692,000-78,283,000)/( 77,692,000 *5)*100%=-0.15%


2010-2015წწ. – S∆=(81,787,000 -80,827,000)/( 81,787,000 *5)*100%= 0.23%
მოსახლეობის საშუალო წლიური მატების მაჩვენებლის შედარებისას გამოჩნდა ,რომ
არგენტინის მაჩვენებელი მეტია ,ვიდრე გერმანიის , თუმცა კი კლებით ხასიათდება

10
,როცა გერმანია -0.15%-დან 0.23%-ზე ავიდა, არგენტინა კი 1.53%-იდან 1.01%-ზე
დავიდა ,რაც მისი სტაბილურად კლებადი მოსახლეობის საშუალო წლიური
მატებით განპირობდა .

მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის დახასიათება:


ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების პროცესს ბუნებრივი მოძრაობა ეწოდება
. ბუნებრივი მოძრაობის კოეფიციენტი კი შობადობასა და მოკვდაობას შორის
სხვაობას ეწოდება . სწორედ ბუნებრივი მოძრაობის სტაბულირად კლებითაა
არგენტინა და მთელი სამხრეთ ამერიკა გამორჩეული ,რადგან ისევე როგორც
არგენტინა ,ბრაზილიაც და ჩილეც სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთად ერთნაირი
კლების ტენდენციით გამოირჩვიან . დავიწყოთ არგენტინის დახასიათებით ამ
სექტორში. 1980-1985 წლებში შობადობის მაჩვენებელი აქ 23,4% o იყო , შემდეგ კი ის
1985-1990 წლებში 0.8%o-თი შემცირდა და გახდა 22.6% o . მომდევნო პერიოდშიც
ერთ-ერთი პრომილეთი დაიწყო შემცირება და ყველაზე დიდი ვარდნა 1990-1995
წლებიდან 1995-2000 წლებამდე პერიოდში იყო როცა ,თუკი ადრე თითქმის ერთი
პრომილეტი მცირდებოდა მაჩვენებელი ახლა უკვე თითქმის ორით შემცირდა და ის
21,8%o-დან 20.0%o-ზე დავიდა ,თუმცა მიღებული დემოგრაფიული პოლიტიკისა თუ
სხვა ფაქტორების გამო ამის შემდეგ მაჩვენებელმა შეწყვიტა ასეთი დიდი ნიშნულით
კლება და მომდევნო 2000-2005 წლებში ის მხოლოდ 0,9%o-ით შემცირდა ,როგორც
გასულ წლებში , და 19,1%o გახდა . მთლიანობაში კი 1980 წლიდან 2015 წლამდე
23,4%o-დან 17,9%o-მდე დაეცა და ნიშნული 5,5%o-ით შემცირდა. მეზობელ
ქვეყნებშიც ,მაგალითად ,ჩილეშიც ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო ,თუმცა სამხრეთ
ამერიკის ქვეყნებიდან ბრაზილია არის გამორჩეული მისი მაჩვენებლის მკვეთრი
დავარდნით ,რადგან 1980-1985 წლებში ის არგენტინასაც უსწრებდა და ჩილესაც
შობადობით მაჩვენებლით და ის 30,9%o-ს წარმოადგენდა ,რის შედეგადაც
არგენტინის ერთი პრომილეთი კლებისგან განსხვავებით აქ შობადობამ მომდევნო
ხუთ წელში დაახლოებით 4 პრომილეთი იკლო და ასე გაგრძელდა სანამ საბოლოოდ
2015 წელს მისმა ნიშნულმა 14,9%o-ს არ მიაღწია ,რაც განსხვავებულია და ნაკლებია
არგენტინის მაჩვენებელთან შედარებით .

11
სიკვდილიანობის მაჩვენებელი ,შობადობის მსგავსად კლებადობით გამოირჩევა
,თუმცა ეს დადებითი მახასიათებელია ქვეყნისათვის . კონკრეტულად ,1980-1985
წლებში მისი მაჩვენებელი 8.4 %o, შემდგომ ხუთ წლიან ინტრვალში 1985-1990
წლებში 8.3%o და ასე 0.1%o-თი შემცირების ტენდენცია გაგრძელდა 2015 წლამდე
მხოლოდ 1990-1995 წლების ინტერვალის გამოკლებით ,რადგან აქ 0.3%o-ით დაეცა
მაჩვენებელი . საბოლოოდ კი 2005 დან 2015 წლამდე ორივე ხუთ წლიან შუალედში
7.9%o იყო სტაბილურად. არც კლებას განიცდიდა და არც მატებას .თითქმის იმავე
მაჩვენებლით 8.1%o-თი ხასიათდება ბრაზილიაც 1980 წლისათვის ,თუმცა მისი
ნიშნული უფრო და უფრო მზარდი ტემპებით იკლებს სიკვდილიანობისა
არგენტინისაგან განსხვავებით და 2015 წელს უკვე 6.1%o-საც კი მიაღწია,მაგრამ ის
ბოლო წლის მონაცემებით უკვე მატებას განიცდის ,მართალია მცირედით 0.1%o -თი
მაგრამ ზრდის ტემპი დაგდებული არ არის და სტაბილურად მიმდინარეობს .ასევეა
ბოლივიაშიც ,თუმცა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან გამოირჩევა კოლუმბია და
ჩილე,სადაც ამგვარი ტენდენცია დაირღვა 2000-2005 წლებიდან და მაჩვენებელმა
მატება დაიწყო და დღესაც ასე გრძელდება .

12
ბუნებრივი მოძარობის კოეფიციენტი არგენტინაში 1980-1985 წლებში 15,4 %o არის
,მომდევნო ხუთ წელში 14.3 %o ხდება , რასაც მოსდევს 1990-1995 წლებში 13.8%o
მაჩვენებელი და ასე გრძელდება 2015 წლამდე კლება(10.2%o) ,რაც იდენტურია მის
მეზობელ ქვეყნებშიც . (United Nations.World Population Prospects)

ბუნებრივი მოძრაობაზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური და


კულტურული ფაქტორები:

მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობაზე მოქმედი მრავალი ფაქტორია აღსანიშნავი ,რაც


იწვევს შობადობის თუ სიკვდილიანობის ცვლილებას და საბოლოოდ ბუნებრივ
მატებას ან კლებას. მაგალითად , აღსანიშნავია სოციალური ფაქტორებიდან ოჯახის
როლი , განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ოჯახში ქალის უფლებრივი
მდგომარეობა ,რამდენად თავისუფალი ნებით ხასიათდება ის ,როგორც ოჯახის
სრულფასოვანი წევრი ,დედა ,ცოლი და ა.შ. გადამწყვეტი როლი აქვს ასევე იმას ,თუ
რა როლი უჭირავს კაცს და რამდენად გადაწყვეტს ის ოჯახის საქმეებს და რამდენად

13
მასზეა დამოკიდებულ მიმართვა ნებისა . მაღალგანვითარებულ ქვეყნებში დაბალია
შობადობის მაჩვენებელი ,რადგან ქალი ოჯახში თანაბარი უფლებითაა კაცთან და
ისევე იღებს გადაწყვეტილებებს ,როგორც კაცი .ასევე მაღალია განატლების დონე და
კარიერულ წინსვლას ენიჭება დიდი მნიშვნელობა ,რის გამოც ,ასე ვთქვათ,
დაგვიანებული ქორწინებებია მომრავლებული. გარდა ოჯახის როლისა სოციალურ-
კულტურული და განათლების დონეც დიდი მნიშვნელობის მატარებელია . ასევე
ეკონომიკური განვითარების დონე ,ჯანდაცვის სისტემები და ბოლოს ურბანიზაციის
დონე ,რაც არგენტინაში ასე მაღალია . არგენტინა მაღალურბანიზებული ქვეყანაა
,რის გამოც ბუნებრივ მოძრაობაზე. გარდა ამისა ,არგენტინა განვითარების დონის
გამო და დაბალი წიგნიერების მაჩვენებლის მაჩვენებლით ,ასეა თუ ისე , ხელს
უწყობს შობადობის მზარდ მაჩვენებელს . ხდება ადრე ქორწინება და ჯადაცვის
სისტემაც არა მტლიანად ,მაგრამ ნაწილობრივ ხელს უწყობს ამას .ეს ყოველივე
მკვეთრად აისახება მაგალითად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლოვობა ყველაზე
შესამჩნევად იზრდება ახალგაზრდებსა და ღარიბ მოსახლეობას შორის. 15 წლამდე
ასაკის მოსახლეობა შემცირების მიმდინარეობისას , ახალგაზრდა 15-24 წლის ასაკის
კოჰორტა უფრო და უფრო მზარდია და ის შეადგენს არგენტინის ისტორიაში
ყველაზე მზარდ ,ასევე მრავალრიცხოვან თაობას , რაც იმთავითვე უწყობს ხელს
სამუშაო ასაკის მოსახლეობის ზრდას . თუკი ეს ფართოდ მზარდი სამუშაო ასაკის
მოსახლეობა ამასთანავ განათლებულიც იქნება და ფართო წიგნიერების დონეც
ამაღლდება , თანაც შესაბამის სექტორში თუკი მოხდება მათი დასაქმება , მაშინ
არგენტინას ექნება ეკონომიკური აღმასვლის კარგი მაჩვენებელი .თუმცა კი
წიგნიერების დონე არგენტინაში არც თუ ისე სახარბიელოა და ის საყოველთაო
მაცვენებელს ძლივს უტოლდება .(Buenos Aires Times)
დემოგრაფიული გადასვლის ფაზა:
არგენტინა დემოგრაფიული გადასვლის მეოთხე ფაზაში იმყოფება ,რომელიც
მიჩნეულია ,რომ საუკეთსო ფაზაა ქვეყნისთვის ,რადგან აქ მოსახლეობის ზრდა
სტაბილურად მიმდინარეობა ბუნებრივი მატების თუ მიგრაციის ხარჯზე .
არგენტინის შემთხვევაში კი შობადობისა და მოკვდაობის კლებადი ტენდენციის
ხარჯზე ,რომელშიც შობადობა ჯერჯერობით მკვეთრად აღემატება სიკვდილიანობის
მაჩვენებელს და ბუნებრივი მატებაც ,ასე თუ ისე , დიდია . (United Nations.World
Population Prospects)

14
2. მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა
მიგრაცია არგენტინის რესპუბლიკაში მე -19 საუკუნესა და მე -20 საუკუნის
დასაწყისში შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ზღვისგადაღმა მიგრაცია, რადგან
მიგრანტების უმრავლესობას ევროპელები წარმოადგენდნენ. ამით არგენტინა
გადაიქცა აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყნად, რომელიც მიგრანტების მიმღები იყო.
საზღვარგარეთის იმიგრაცია აუცილებელი იყო ქვეყნის მოსახლეობისთვის და 1881-
1914 წლებში დაახლოებით 4.2 მილიონი ადამიანი დაემატა ადგილობრივი
მოსახლეობის რაოდენობას. უმსხვილესი საიმიგრაციო ტალღები პირველ მსოფლიო
ომამდე მოხდა. 1914 წელს, იმიგრანტთა რიცხვმა უმაღლეს ისტორიულ დონეს,
მთლიანი მოსახლეობის 30%-ს მიაღწია. (საერთაშორისო მიგრაციის უწყვეტი
საანგარიშო სისტემა ამერიკაში. SICREMI Continuous Reporting System on International
Migration in the Americas)

მე-20 საუკუნის მანძილზე, არგენტინაში მიგრაციული ნაკადები შემცირდა, ეს


დგინდება 1947 წლის აღწერის შედეგების საფუძველზე. საერთაშორისო მიგრაციის
მოცულობა შემცირდა და აღსანიშნავია ის, რომ შეიცვალა მისი შემადგენლობა; 21-ე
საუკუნის დასაწყისში, იმიგრანტთა ორი მესამედი იყო მოსაზღვრე მეზობელი
ქვეყნებიდან. (საერთაშორისო მიგრაციის უწყვეტი საანგარიშო სისტემა ამერიკაში,
SICREMI Continuous Reporting System on International Migration in the Americas)

15
1960-იანი წლებიდან, ძირითადად, სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალურ-
ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელმაც არგენტინის საზოგადოებაზე დიდი
ზეგავლენა მოახდინა, ქვეყანამ გააერთიანა კონტინენტური და არაკონტინენტური
მიგრაციული ნაკადების მიზიდვის შესაძლებლობები, რათა გაეზარდა
კვალიფიცირებული ადამიანური რესურსების მიგრაციული ნაკადები სხვადასხვა
მიმართულებით. (საერთაშორისო მიგრაციის უწყვეტი საანგარიშო სისტემა
ამერიკაში, SICREMI Continuous Reporting System on International Migration in the
Americas

ბოლო წლებში, არგენტინელების დიდი რაოდენობა ესპანეთში, შეერთებულ


შტატებსა და სხვა მიმართულებითაა მიგრირებული. ეს დაკავშირებულია 1990-იანი
წლების ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რამაც გამოიწვია მთლიანი შიდა პროდუქტის
შემცირება, მაღალი უმუშევრობის დონე და ფინანსური კრიზისი. (Solimano, 5)
ესპანეთში უცხოური შრომისა და ხელსაყრელი ნატურალიზაციის პოლიტიკის
ძლიერი მოთხოვნა ნაწილობრივ განმარტავს, თუ რატომ მიიღო ამ ქვეყანამ,
ზოგადად, არგენტინის და ლათინური ამერიკის დიდი რაოდენობით ემიგრანტების
რაოდენობა. (საერთაშორისო მიგრაციის უწყვეტი საანგარიშო სისტემა ამერიკაში,
SICREMI Continuous Reporting System on International Migration in the Americas)

თუმცა, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ 2003 წლიდან დღემდე ქვეყნის


უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში არგენტინელი მიგრანტების (შესვლისა
და გასვლის) ნაკადის გათვალისწინებით, არგენტინელ მოქალაქეთა მიერ ქვეყნის
დატოვების ტენდენცია შემცირდა. (საერთაშორისო მიგრაციის უწყვეტი საანგარიშო
სისტემა ამერიკაში, SICREMI Continuous Reporting System on International Migration in
the Americas)

არგენტინის მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 44 780 677კაცს,


სიმჭიდროვე შეადგენს 16.11 კაცი კმ2-ზე. ვარაუდობენ არგენტინის მოსახლეობის
რაოდენობის ზრდას. (World Population Review
http://worldpopulationreview.com/countries/argentina-population/)

მოსახლეობის შიდა მიგრაციებზე ინფორმაცია არ მოიპოვება, შესაბამისად,


შეგვიძლია ვივარაუდოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ
მოსახლეობის რიცხვის გაზრდა გამოიწვევს ურბანიზაციის დონის მომატებას, ახალი
დასახლებების გაჩენას. ამას ადასტურებს 2019 წლის ინფორმაცია არგენტინის
ქალაქების შესახებ. ძირითადად მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული შემდეგ

16
ქალაქებში: ბუენოს-აირესი - 13 076 300 კაცი, კორდობა 1 428 214 კაცი, როსარიო -
1 173 533 კაცი, მენდოზა - 876 884 კაცი, სან მიგელ დე ტუკუმანი - 781 023 კაცი. (World
Population Review, http://worldpopulationreview.com/countries/argentina-population/).
გამოდის, რომ ძირითადი შიდა მიგრაციული ნაკადები დიდი ქალაქების
მიმართულებით ხორციელდება.

არგენტინა არის ქვეყანა, რომელსაც მიგრაციის დიდი ისტორია გააჩნია. მას


ემიგრანტები ჰყავს როგორც ევროპიდან, ასევე მოსაზღვრე მეზობელი ქვეყნებიდან:
ბოლივია, პარაგვაი, ჩილე, ურუგვაი. (Pellegrino, A. Argentina: A Country of Immigration
and Emigration, Skilled Labour Migration from Developing Countries: Study on Argentina
and Uruguay, INTERNATIONAL MIGRATION PROGRAMME, INTERNATIONAL
LABOUR OFFICE, GENEVA p.8).

მიგრაციის სალდომ არგენტინაში 1980-85 წლებში შეადგინა 1.0-ს ყოველ 1000 კაცზე,
ხოლო 2010-15 წლებში 0.1-ს. რიცხობრივად კი 1980-85 წლებში 140 000 კაცი იყო,
2010-15 წლებში 30 000 კაცი. (UNITED NATIONS DESA/POPULATION DIVISION,
https://population.un.org/wpp/DataQuery/) აღსანიშნავია, რომ 1980-85 წლების
მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ მეტია, ვიდრე 2010-2015 წლების. გამოდის, რომ
ემიგრანტთა რიცხვმა მოიმატა თანამედროვე ეპოქაში. ამას განაპირობებს პირველ
რიგში, ეკონომიკური ფაქტორი, სოციალური, პოლიტიკური მიზეზები.

არგენტინიდან მოსახლეობის მიგრაციული ნაკადები გამოხატულია უმეტესად


ევროპის მიმართულებით, ასევე მექსიკაში, ვენესუელაში, ისრაელში, ავსტრალიასა
და ძირითადად აშშ-ში. (Pellegrino, A. Argentina: A Country of Immigration and
Emigration, Skilled Labour Migration from Developing Countries: Study on Argentina and
Uruguay, INTERNATIONAL MIGRATION PROGRAMME, INTERNATIONAL LABOUR
OFFICE, GENEVA p.9, http://ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_protect/---protrav/---
migrant/documents/publication/wcms_201785.pdf?fbclid=IwAR2fy7WMBuQahgtUUa9NY1s
uRgBg4kdPK_DYhxwlTGBnrCmAjlJYzt_F2hw).

არგენტინის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს „ტვინების გადინება“. უმეტესად


სამედიცინო დარგიდან, კერძოდ, ექიმების და საგანმანათლებლო დარგიდან -
მასწავლებლების მიგრირება ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.
ასევე ხდება შრომისუნარიანი მოსახლეობის გასვლა ქვეყნიდან სწავლის მიზნით.
(Pellegrino, A. Argentina: A Country of Immigration and Emigration, Skilled Labour
Migration from Developing Countries: Study on Argentina and Uruguay, INTERNATIONAL
MIGRATION PROGRAMME, INTERNATIONAL LABOUR OFFICE, GENEVA p.12)
ეს გარკვეულწილად გავლენას ახდენს ქვეყნის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი
სტრუქტურის ცვლილებაზე.

17
3. დემოგრაფიული პოლიტიკა და მოსახლეობის დინამიკის
პროგნოზირება.

არეგენტინის დემოგრფიის დინამიკის ისტორია მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე


არის აღწერილი. არგენტინაში ოჯახში ქალის როლი ისტორიულად მიახლოებით
მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე დაკნინებული იყო. ქალის შესაძლებლობები და
როლი ყოველთვის დაკავშირებული იყო ოჯახთან. თავდაპიrველად, ის მამის
მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ქორწილის მერე ქალი მისი ქმრის მეთვალყურეობის ქვეშ
გადადიოდა. ლეგალურად ბავშვის მეურვეობა ეკუთვნოდა მამას და პრივილეგია
ენიჭებოდა მამის მხარეს უთანხმოების არსებობის შემთხვევაში. ამ დროის პერიოდის
ბოლოს ქალის როლი და ფუნქცია დაკავშირებული იყო სამუშაოსთან. მათ
დეკრეტული შვებულების უფლება მოიპოვეს. ამავე დროს ქალის უფლებები
იზრდება ,თუმცა მამაკაცი მაინც დომინირებს. აბორტი აკრძალული იყო და
ითვლებოდა, როგორც დანაშაული ძალადობა და ღალატი ითვლებოდა ეთიკურ
დანაშაულად.
დღევანდელ დღეს მთავარი მისია ,რაც არის ქვეყნისათვის ეს არის თავისი
ეკონომიკური მდგომრეობის გაუმჯობესება. პრიორიტეტული იყო ინფლაციის
აღკვეთა და მონეტარული სტაბილურობის დამყარება ვალების გასტუმრებით.
იმისათვის ,რომ მიეღწიათ თვიანთი ამ მიზნებისათვის მათ დაიწყეს ქვეყნის
პროდუქციის წარმოების პრივატიზაცია.
მეოცე საუკუნის ბოლოდან სახელმწიფომ თავიანთ დემოგრაფიულ პოლიტიკასთან
დაკავშირებით ახლი რეგულაციები დაამყარა, რაც გულისხმობდა ქლის როლის
ამაღლებას ოჯახში. კონტრაცეფციის კონფლიქტი გახდა პოპულარული განხილვის
საგანი. საშუალო და მაღალი დონის სექტორებმა დაუშვეს საჯარო მარკეტზე
კონტრაცეპული მედიკამენტების შემოტანა. განკარგულება 659/74 რეგულირებულ
იქნა გაყიდვები და კომერციალიზაცია , კონტრაცეპტივები . ასევე ,როგორც
გაუქმებულ იქნა ოჯახთა დაგეგმარება , საჯარო საავადმყოფოებში, რამაც უმეტესად
იმოქმედა ქალებზე ,რომელთაც აქვთ დაბალი შემოსავლები და არიან ეკონომიკუად
არა სტაბილურნი . ამასთან სინთეზში შეგვიძლია ვთქვათ ,რომ ქალები ,რომელთაც
აქვთ დაბალი შემოსავლები და შესაბამისად არიან დაბალი კლასის
წარმომადგენლები ,საკმაოდ დეტალურად იქნა შესწავლილი სახელმწიფოს მიერ ,
როგორც შემქმნელები , დამცველები და ოჯახის მამოძრავებელნი. რადგან
მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ სოციალურად დაუცველი ქალები ,
უდიდესი ყურადღება ექცევა მათ კეთილდღეობას, ამიტომ არის ,რომ ბევრი
ღონისძიება ტარდება იმისათვის , რომ შემცირდეს ახალგაზრდა ქალთა
სიკვდილიანობა , რაც გამოწვეული არი აბორტების არასწორი პოლიტიკით . ასევე

18
,ასეთი ახალგაზრდა ქალების ცხოვრების გასაუმჯობესებლად შექმნილი იქნა
სამეზობლო წრეში საბავშვო ბაღები . უახლესი სტატისტიკა აჩვენებს ,რომ
არგენტინის მოსახლეობის ზრდა უმეტესად შენარჩუნებულია და დამიკოდებულია ,
მოსახლეობის დაბალ ფენაზე . მომუშავე კლასის შობადობა ორჯერ მეტია ,ვიდრე
საშუალო კლასის ,რაც გამოწვეული არის ზემოთხსენებული კანონმდებლობების
დამტკიცებით. ამის შემდეგ პატრიარქალური სტრუქტურის დომინირება მაინც
შეიმჩნევა , 1973-1996 სახელმწიფომ შემოიტანეს სოციო-ეკონომიკური
კანონმდებლობა , რასაც უწოდეს დედა შვილის დაცვის კანონმდებლობა , რაც
ითვალისწინებდა მარტოხელა დედების ეკონომიკურად უზრუნველყოფა. 1940 წელს
შეინიშნება მოსახლეობის მკვეთრი ზრდა , რაც გამოწვეული იყო შობადობის
გაზრდის მიზნით გატარებულ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე . დღევანდელ დღეს
კვლავ აქტიური არის ის კანონმდებლობები ,რაც მიღებული იქნა მეოცე საუკუნეში ,
კვლავ დიდი უპირატესობა ენიჭება დაბალი კლასისა და მარტოხელა დედების
ეკონომიკურ უზრუნველყოფას , ასევე , ქალის როლის ამაღლებას ,როგორც ოჯახში
ისე საზოგადოებაში . ("Argentina's Recent Population Policies and Political Changes"
ავტორი : Susana Novick)

ქვეყნის მოსახლეობის დინამიკის სამომავლო (შემდგომი 2050 წლამდე)


ტენდენციები:

დღევანდელ დღეს არგენტინაში მოსახლეობის ზრდის ყველაზე დაბალი


მაჩვენებელია ლათინურ ამერიკაში. მოსახლეობის რაოდენობა იზრდება ძალიან
ნელა წელიწადში 1% . პროგნოზირებულია ,რომ არგენტინის მოსახლეობა
მიუახლოვდება 55 444 775 2050 წლისთვის , რაც მას 36-ე ადგილზე აყენებს
მოსახლეობის სიჭარბის რიცხვის მიხდვით. ასევე პროგნოზირებულია ,რომ
სიმჭიდროვეც 20 კაცზე ავა თითო კილომეტრზე . 34 წელიწადში ზრდის ტემპი 0,4 %
ით გაიზრდება , მიახლოებით 87,4 % იცხოვრებს ურბანულ არეალებში . ამბობენ
,რომ არგენტინა განიცდის 4 ძალიან მნიშვნელოვან დემოგრაფიულ ცვლილებას .

უპირველეს ყოვლისა, არგენტინა განიცდის დემოგრაფიულ ტრანზიციას დანარჩენ


ლათინო ამერიკულ ქვეყნებთან დაკავშირებით , თუმცა ეს ტრანზიცია არ არის
პროგრესული ,როგორც ევროპულ ქვეყნებში (OECD).

19
მეორე არის ის , რომ შემცირდება სიკვდილიანობის და შობადობის მაჩვენებელი
სამხრეთ ამერიკის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით .შობადობა ზოგადად
შემცირდება 1,2 -ით და ქვეყნის ასაკობრივ სტრუქტურაში ხანდაზმულთა რიცხვი 19
%-ით გაიზრდება . მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პრობლემამ შეიძლება
ასევე პრობლემები შექმნას ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

მესამე ფაქტორია ძლიერი ცვლილება მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაში და


ზოგადად არგენტინის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდაში ,რომელიც , ზოგადად
,სტანდანტური პოპულაციის პირამიდისგან ისედაც განსხვავდება . 2050 წლისთვის
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მიაღწევს 80 წელს ( 84 ქალებისთვის ; 76
კაცებისთვის ) საბოლოოდ 2015 წლიდან 2040 წლამდე ასაკობრივი სტრუქტურის
ყველაზე საუკეთესო შეთანაწყობა იქნება ეკონომიკურ განვითარებასთან , რაც
ნიშნავს იმას ,რომ არგენტინა განიცდის დემგრაფიულ ბონუსს , როდესაც მომუშავე
კლასის პროპორციული მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს, აქედან
გამომდინარე ეკონომიკური პროდიქციულობა საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწევს .
(Pew Research Center.2019)

4.მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა


მოსახლეობის სქესობრივი სტრუქტურის დახასიათება:
პროპორციას ქალთა და მამაკაცთა შორის მოსახლეობის სქესობრივი სტრუქტურა
გვიჩვენებს . არსებობს მასზე მოქმედი მთელი რიგი ფაქტორები ,რომელთაგანაც
აღსანიშნია ის ,რომ ქალები უფრო მეტხანს ცოცხლობენ ვიდრე მამაკაცები და
მსოფლიოში უფრო მეტი კაცი იბადება ,ვიდრე ქალი.
არგენტინაში საშუალო მაჩვენებლით ყოველ 100 ქალზე 98 მამაკაცი მოდის ,რაც
ჩვეული შემთხვევაა ლატინური ამერიკის ქვეყნებისთვის ,მაგალითად ჩილეში 97 აცი
მოდის ყოველ 100 ქალზე , ბრაზილიაშიც ზუსტად ჩილეს მსგავსად 97 კაცი ,100
ქალზე . ეს რეგიონის ზოგად ,საერთო მახასიათებელზე ნეტყველებს .ამგვარი

20
,თითქმის თანაბარი, მაჩვენებელი ლათინურ ამერიკაშია გავრცელებული ,მაგრამ
განხვავების კარგად წარმოსაჩენად დავუკვირდეთ ,მაგალითად , ერაყს ,სადაც ყოველ
100 ქალზე 102 მამაკაცი მოდის ,რაც აიხსნება ქალების დაკნინებული უფლებებითა
და დაბალი როლით საზოგადოებაში ,რადგან ზოგჯერ მათ მძიმე სამუშაოების
შესრულებაც უწევთ და რთული ცხოვრება აქვთ .
14 წლამდე მოსახლეობის რაოდენობაში მამაკაცების რაოდენობა ჭარბობს ქალებისას
,რაც ზოგადი მსოფლიო ტენდენციით აიხსნება ,რადგან მთლიანად მსოფლიოშია ეს
გავრცელებული ,რომ კაცები ჭარბობენ ქალ დაბადებულთა რაოდენობას . შემდეგ ეს
მაჩვენებელი 107 კაციდან ყოველ 100 ქალზე უფრო და უფრო იკლებს და ,მაგალითად
, 15-დან 24 წლამდე მოსახლეობაში 105 მამაკაცია 100 ქალზე ,რაც მათი
სიკვდილიანობის მაჩვენებლითა და საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის
ნაკლებობით აიხსნება. სწორედ ზემოთ თქმულია მომდევნო ასაკის მოსახლეობაში
მამაკაცთა კლების ტენდენციის მიზეზი . თანაც უკვე 25-54 წლამდე მოსახლეობაში
უთანაბრდება მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა სქესობრივად ერთმანეთს და უკვე ამ
ასაკიდან იწყებს კლებას მამაკაცები 55-64 ასაკის მოსახლეობის ჭრილში 94 მამაკაცი
მოდის ას ქალზე და საბოლოოდ 65 წელზე მაღალ მოსახლეობაში 73 კაცი მოდის 100
ქალზე,რაც როგორც უკვე აღინიშნა, გამოწვეულია იმით, რომ ქალთა სიცოცხლის
საშუალო ხანგრძლივობა მეტია მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე.
(CIA, 2018)

21
CIA (2018) Sex Ratio:Argentina
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის დახასიათება:


შობადობისა და სიკვდილიაობის დონეების დინამიკა მოსახლეობის ასაკობრივი
სტრუქტურის ფორმირებაში გადაწყვეტ როლს თამაშობს . არგენტინაში მთლიანი
მოსახლების 24,44%-ს 14 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ ,რაც სტაბილურად
მაღალ შობადობის მაჩვენებელზე მიუთითებს .ზემოთ განხილულ ქვეყანაში
,ერაყშიც. იგივენაირად მაღალი შობადობით გამორჩეული ეს ასაკობრივი
სტრუქტურაა ,თუმცა ,როგორც აზიის ქვეყნებს ახასიათებთ ,ისეთი მაღალია ამ
ასაკობრივი ჯგუფის პროცენტული წილი მთელს მოსახლეობაში და ის 39,01%-ს
წარმოადგენს . გადავინაცვლოდ შემდეგ ასაკობრივ ჯგუფში არგენტინაში და ესაა 15-
24 წლამდე მოსახლეობა ,სადაც მთლიანი მოსახლეობის 15,2% მოიაზრება .ასევეა
ერაყშიც 19,42% ,რისი კლებაც ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს ,თუმცა თუ
გავითვალისწინებთ ერაყის ასეთი დიდი ჩვილთა რაოდენობის რაოდენობას მთლიან
მოსახლეობაში ,მაშინ მისი შემდგომი ასეტი კლება 24 წლამდე ასაკის მოსახლეობაში

22
დიდ სიკვდილიანობაზე მიუთითებს ბავშვებში ,რაც ქვეყანაში შექმნილი რთული
ეკონომიკურ-სოციალური და სხვა მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული. განვაგრძოთ
არგენტინის ასაკობრივი ჯგუფის,ამჯერად 25-54 წლის ასაკის მოსახლეობის
დახასიათება . მათი წილი მთელს მოსახლეობაში 39,46%-ს წარმოადგენს, რაც
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლითაა განპირობებული . ეს სამუშაო
ასაკის ადამიანების მაჩვენებელია და ის ერაყის მაჩვენებელს აღემატება ,რადგან იქ
33,97%-ს წარმოადგენს ეს კოჰორტა . შემდგომ უკვე 55-64 წლის მოსახლეობა მოდის
,რისი მაჩვენებელიც 9,12%-ს წარმოადგენს . ბოლოს კი განვიხილოტ საპენსიო ასაკის
მოსახლეობა 65წლის და მასზე მაღალი ასაკის ადამიანები და მათი პროცენტული
წილი არგენტინის მთლიანი მოსახლეობის 11,79%-ს წარმოადგენს .(CIA, 2018)

CIA (2018) Age Structure:Argentina


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა:

23
(CIA.2018) : https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

არგენტინის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა მიეკუთნება პირველი ჯგუფის


პირამიდას ,რომელიც აფრიკის აზიის და ლათინური ამერიკის განვითარებადი
ქვეყნების მოდელს მოიცავს .მოდელი _სენეგალი. ამ ჯგუფის ქვეყნებისთვის
დამახასიათებელია კასიკური პირამიდის მოდელი . ძირითადი მახასიათებლები
არის შობადობის მაღალი დონე ,თუმცა ის ეტაპობრივად მცირდება .
სიკვდილიანობაც მაღალი ,თუმცა ისიც მცირდება . უმეტესწილად საგარეო
მიგრაციების უარყოფითი სალდო და ახალგაზრდა ასაკის ადამიანების მაღალი
ხვედრითი წილი . ქვემოთ მოცემული ერაყის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდაშიც
სწორედ იგივე მდგომარეობაა. (გოგსაძე .2018)

24
(CIA.2018)https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/iz.html

5.მოსახლეობის ხარისხის სოციალურ-დემოგრაფიული


მახასიათებლები
“მოსახლეობის ხარისხი წარმოადგენს მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიული და
დემოკრატიული მახასიათებლების პირობით სისტემას“.(გოგსაძე, 2008, გვ.51).

მოსახლეობის ხარისხი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მოსახლეობის სიცოცხლის


ხანგრძლივობას ,ჩვილთა სიკვდილიანობას , მოსახლეობის ჯანდაცვის დონეს ,
მოსახლეობის განათლების დონეს . ზემოთ ჩამოთვლილებს კი არგენტინის
შემთხვევაში ცალ-ცალკე განვიხილავ ,რადგან გავარკვიოთ ქვეყნის ზოგადი
მდგომარეობა.
მოსახლეობის სიცოცხლის განგრძლივობა სხვა არაფერია ,თუ არა
სიკვდილიანობის განზოგადებული მაჩვენებელი .არგენტინაში სიცოცხლის
მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა კაცებში 74,4 წელია ,ქალებში კი 80,8 წელი .
არგენტინის სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობის მთლიანი

25
მაჩვენებელი ქვეყანაში კი 77,5 წელია.რა მაჩვენებლითაც არგენტინა 70-ე ადგილს
იკავებს მსოფლიოში . (CIA, 2018). სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო
ხანგრძლივობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა მონაკო,სადაც ეს მაჩვენებელი
89.37 წელია, ბოლო ადგილზეა სახმრეთ აფრიკა-50.64 წელი (CIA, 2018).
ჩვილთა სიკვდილიანობა ქვეყანაში ჯანდაცვის დონის განვითარებულობასთანაა
კავშირში . ჩვილთა სიკვდილიანობა გვიჩვენებს თუ რამდენი 1 წლამდე ასაკის ბავშვი
გარდაიცვალა ყოველ 1000 დაბადებულზე. ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი
არგენტინაში ბიჭებში 10,4 %o არის ,რაც ნიშნავს იმას რომ ყოველ 1000 მცხოვრებზე
104 ბიჭი კვდება 1 წლამდე , გოგონებში კი 8,5 %o-ს წარმოადგენს ეს
მაჩვენებელი.ჩვილთა სიკვდილიანობა ქვეყნის საერთო მაჩვენებლით კი 8.5%o არის
,რითაც არგენტინა 138-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში. არგენტინაში ყოველ 1000
მცხოვრებზე 85 ერთ წლამდე ბავშვი კვდება . მონაკოში კი ,რომელიც მსოფლიოში
ჩვილთა სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლით პირველია , მხოლოდ 18 ბავშვი
კვდება . (CIA, 2018).
როგორც ზემოთ აღინიშნა ,სიკვდილიანობის და შობადობის მაჩვენებელზე
ჯანდაცვის სფეროს განვითარებულობა და ზოგადი მდგომარეობა პირდაპირ
აისახება . გარდა ამისა ,ისიც აღნიშვნის ღირსია ,რომ ზემოთ ჩამოთვლილი
მაჩვენებელდები : ჩვილთა სიკვდილიანობის დაბალი დონე, სიკვდილიანობის
შემცირება , სიცოცხლის მაღალი საშუალო ხანგრძლივობა ,სწრედაც რომ ჯადაცვის
სისტემის განვითარების შედეგია .ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საუკეთესო
მაჩვენებელია ერთი ადამიანის სამედიცინო მომსახურებაზე დახარჯული საშუალო
წლიური თანხა (გოგსაძე, 2008 , გვ 53).
არგენტინაში 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8% ჯანდაცვაზე დაიხარჯა
.ერთ ადამიანზე ჯანდაცვისათვის გამოყოფილი თანხა 2014 წელს არგენტინაში
1114$-ს შეადგენდა . ეს მაჩვენებელი არ არის საკმაოდ მაღალი და თუ შევადარებთ ,
იტალიის მაჩვენებელს , ვნახავთ ,რომ აქ იმავე მიზნისთვის გამოყოფილი თანხა
3239$-ს შედგენს . არგენტინის, როგორც განვითარებადი ქვეყნის, მაჩვენებელი

26
იტალიის (განვითარებული ქვეყნის) მაჩვენებელზე სამჯერ მცირეა.(Worls Health
Organization, 2014).
განათლების დონე მოსახლების ხარისხის განსასაზღვრათ ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამის დასადგენად კი ქვეყანაში წერა-კითხვის
მცოდნეთა რაოდენობის განსაზღვრაა საჭირო. არგენტინაში წერა-კითხვის მცოდნეთა
რაოდენობა შეადგენს 99.1%-ს .ეს განათლების დონის ძალიან მაღალ მაჩვენებელზე
მიუთითებს და თანაც ისიც უნდა ითქვას ,რომ ქალისა და მამაკაცის ყველა
კომპონენტში ასეტი თანაფარდობა არგენტინაში წერა-კითხვის მცოდნეობაშიც
გამოიხატა და ეს მაჩვენებელი ზუსტად იდენტურია ერთმანეთის და ის 99.1%-ს
წარმოადგენს . თუკი არგენტინის ამ მაჩვენებელს ერაყისას შევადარებთ ვნახავთ ,
რომ სხვაობა არა მარტო წერა-კითხვის მცოდნეების მთლიან რაოდენობაშია , არამედ
მათი გენდერულ სხვაობაშიც. ერაყში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 79.7%-ს
წარმოადგენს ,საიდანა კაცების მაჩვენებელი 85.7% ,ხოლო ქალების 73.7% არის ,რაც
ქვეყნის ისევ სოციალურ-კულტურულ სხვაობაზ ემიუთითებს . ის ტიპიური აზიური
ქვეყანაა ,სადაც ქალების როლის იმდენად დაბალია , რომ მათი განათლების მიღება
დიდ საჭიროებას არ არმოადგენს (CIA. 2016).
(CIA. 2016). : https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

6. მოსახლეობის დასაქმება

27
დემოგრაფიული დატვირთვის მაჩვენებელი ასახავს სამუშაო ასაკის მოსახლეობის
შეფარდებას სამუშაომდელი და საპენსიო ასაკის მოსახლეობასთან . არგენტინაში
დაახლოებით 28 მილიონი სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობაა ,რომელთაგან
უმეტესობას გააჩნია უნარ-ჩვევები სამუშაოდ . მოსახლეობის დემოგრაფიული
დატვირთვის მაჩვენებელი არგენტინაში 53,5 უდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი
100 შრომისუნარიანი არგენტინელი არჩენს დაახლოებით 54 მოზარდსა და
ხანდაზმულ ადამიანს (CIA 2016). მაგალითად, არგენტინას თუ შევადარებთ ერაყს
ვნახავთ, რომ დემოგრაფიული დატვირთვის მაჩვენებელი 73.9 შეადგენს, რაც იმას
ნიშნავს, რომ ყოველი 100 შრომისუნარიანი ერაყელი ,დაახლოებით,74 მოზარდსა
და ხანდაზმულს არჩენს (CIA, 2015).

შრომითი რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ეკონომიკურად აქტიური


მოსახლეობა (ეამ). ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მოიცავს შრომის პროსესში
ჩაბმულ ადამიანებსა და ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევრებს. ამასთან, არ
მოიცავს დიასახლისებსა და პირად საკარმიდამო მეურნეობაში დასაქმებულებს
(გოგსაძე, 2008, გვ.57).

როგორც უკვე აღინიშნა არგენტინის შრომისუნარიანი მოსახლეობა 28 მილიონზე


მეტს შეადგენს ,რაც მოსახლეობის მთლიანი მაჩვენებლის 65%-ს შეადგენს . თუმცა
უნდა აღინიშნოს ,რომ ეს მაჩვენებელი უშუალო სამუშაო ასაკის მონაცემების
მაგალითზეა გამოთვლილი ,სადაც არ არის გამორიცხული ის ადამიანები ,რომლებიც
არიან შრომისუუნარნონი , უნარშეზღუდულნი ან უბრალოდ არ მუშაობენ ,ასე რომ ,
თუკი რეალურ სამუშაო ძალას ვნახავთ არგენტინაში CIA-ს მონაცემებით ის მხოლო
18 მილიონს შეადგენს ,რასაც მივყავართ სხვა შედეგებამდე . რეალურად ქვეყანაში
არა 65% ,არამედ 41% არის შრომისუნარიანი ,რაც მსოფლიო მონაცემებში ამ კუთხით

28
33-ე ადგილას აყენებს ,თუმცა კი უნდა აღინიშნოს ,რომ მხოლოდ ურბანულ
არეალშია მცხოვრები ხალხი შედის ამ მონაცემებში მხოლოდ.

უკვე წავაწყდით ზემოთ ისეთ პრობლემას ,როგორიც ეკონომიკურად აქტიურ


ასაკში მყოფი მოსახლეობის დაუსაქმებლობაა . ეს მაჩვენებელი ,კერძოდ კი
უმუშევრობის დონე გულისხმობს დაუსაქმებელ ადამიანთა ხვედრით წილს ეამ-ში
.არგენტინაში უმუშევრობის დონე 2016 წლის მონაცემებით 8.5% იყო ,რაც დაბალი
მაჩვენებელია და ,რაც ყველაზე მთავარია, მას კლებითი ხასიათის ტენდენცია გააჩნია
და მომდევნო წლის 2017 წლის მონაცემით 8.4%-ით არგენტინას მსოფლიოში
უმუშევრობის დონით 120-ე ადგილი აქვს დაკავებული .(CIA .2017)

თუკი არგენტინის ამ მაჩვენებელს შევადარებთ ნაკლებად განვითარებლ ქვეყანას


ნამიბიას ,ვნახავთ ,რომ აქ უმუშევრობის დონე 34%-ს აღწევს 2016 წლის მონაცემებით
და იგი 2014 წლიდან ,რა დროსაც 28% იყო, უმუშევრობის დონე 6%-ითაა გაზრდილი
და მსოფლიოში მას 210-ე ადგილი უჭირავს.

არგენტინაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 5.3% არის სოფლის


მეურნეობაში ჩართული , მრეწველობაში 28.6% და ეკონომიკურად აქტიური
მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი მომსახურების სექტორშია ჩაბმული და ის
66,1%-ს შეადგენს. არგენტინის ასეთი განაწილება დასაქმებული მოსახლეობისა
იმაზე მიანიშნებს ,რომ არგენტინა განვითარებულ სახელმწიფოთა სიაში უნდა იყოს ,
თუმცა ეს ასე არ არის და ის განვითარებადი ქვეყნების სიას მიეკუთვნება ასეტი
კარგი მაჩვენებლის მიუხედავად ბევრ ასქპექტში.(CIA.2016)

29
7.მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურა

არგენტინელების უმეტესობა გადმოსახლდა მე-19 და მე-20 საუკუნის დროს


ევროპიდან ემიგრაციის დროს . 86.7% არგენტინელებისა თავს აღიქვას ,როგორც
ევროპული წარმომავლობის ადამიანს .8 % არგენტინის მოსახლეობისა მესტიზოა და
დაახლოებით 4 % იყო არაბი ან აღმოსავლეთ აზიიდან წარმოშობით. რაც შეეხება
ახლანდელ მდგომარეობას , ევროპელები შეადგენენ არგენტინის მოსახლეობის
97.2%-ს , მათგან 60% იტალიელია დანარჩენი კი ესპანელი ან
მესტიზო(ამერინდიელებისა და ევროპელების ნაზავი) .თვითონ ამერინდიელები კი
არგენტინაში 2.4%-ს წარმოადგენენ .დანარჩენი 0.4% აფრიკული წარმოშობისაა.
(CIA.2010)

30
CIA.2010. Ethnic groups: Argentina : https://www.cia.gov/library/publications/the-world-
factbook/geos/ar.html

8. მოსახლეობის ეთნოლინგვისტური სტრუქტურა


ესპანური ენა ოფიციალური ენაა არგენტინაში. მასზე საუბრობს უმეტესობა
არგენტინელებისა და მშობლიური ენაა , ინგლისური ასევე მეორე მნიშვნელოვანი
ენაა და სავალდებულო საგანია სკოლებში არგენტინის მრავალ პროვინციში .
არგენტინა ერთადერთი ლათინო ამერიკული ქვეყანაა რომელიც მოიაზრება
ინგლისურის ფლობის მაღალი დონის მქონე ქვეყანა . 2015 წელს ის მეთხუთმეტე
ადგილას იყო ინგლისური ენის ფლობის მაჩვენებლით , 2017 წელს კი მან
ოცდამეხუთე ადგილას გადაინაცვლა , მაგრამ ის ახლაც საუკეთესო ინგლისურის
მფლობელ ქვეყანად ითვლება ლათინური ამერიკის ქვეყნებში . გუარანი და კუაჩუა
ასევე მნიშვნელოვანი ენებია არგენტინაში და მასზე 200 000 და 65 000 მოლაპარაკე
საუბრობს . 15 ინდო ამერიკული ენა არსებობს და ხუთი დანარჩენი გავრცელებულია

31
სხვადასხვა რეგიონში ( რამოდენიმე მათგანი გადაშენებულია ) ვერნაკულარული
ინდო ამერიკული ენები დღესაც მცირე არგენტინული ჯგუფები საუბრობენ და ეს
ენა ადგილობრივი არგენტინულ ენად ითვლება . რიო დე პლატას არეალში 1880
წლიდან გამოჩნდა ენა ლუნფარდო რომელიც იყო სლენგი და სიტყვები აღებული
ქონდა ისეთი ენებიდან როგორიცაა იტალიური , ლიგურიული , პორტუგალიური.
კიდევ ერთი ადგილობრივი ენა არის არგენტინული ჟესტების ენა , რომელმაც 1885
წლიდან მოიკიდა ფეხი და მასზე გავლენა მოახდინა მრავალმა ჟესტიკულაციის ენამ
სხვადასხვა ქვეყნიდან , ზემოთ აღნიშნულ ენებს მოსდევს გერმანული ენაც
რომელზეც 400 000 ადამიანი საუბრობს ის ვოლგა გერმანული დიალექტის
სახელითაა ცნობილი . ენები არაბული , ფრანგული , პორტუგალიური , ბასკური ,
გალიციური , ავსტრიული და ჩინური 100 000 მოსაუბრეს მოიცავს კორეული და
იაპონური კი 50 000 ადამიანის მიერ არის ათვისებული.

ინდო ევროპული ენებიდან არგენტინაში 5 ოჯახია გავრცელებული , რომანული


(იტალიური , ესპანური , პორტუგალიური ) , დასავლეთ გერმანული ( ინგლისური
და სტანდარტული გერმანული ) , ბრიტანიკული ენები ( უელსური) და
ცენტრალური ინდო არიული. არგენტინაში ესპანურის ისეთი დიალექტია
გავრცელებული , რომელსაც , ტორენტოს უნივერსიტეტის კვლევით , ესპანური ენის
ისეთი დიალექტი აქვს რომელიც , ეპანურის სხვა ვარიაციებისგან განსხვავდება , და
უფრო მეტად გავს იტალიურს , რაც განპირობებულია იმ ფაქტით რომ გასულ
საუკუნეებში იტალიელების მიგრირებას ფართო მასშტაბები ქონდა .

როგორც სხვა დიდ ქვეყნებში , არგენტინაშიც აქცენტზე დიდი მნიშვნელობა აქვს ,


გეოგრაფიულ მდებარეობას . მკაფიო სხვაობა იგრძნობა არგენტინაში ესპანური ენის
წარმოთქმისას . ერთი შესამჩნევი სხვაობა არის ის , რომ „შ“ გამოითქმის როგორც „ი“
სხვა ესპანურად მოსაუბრე ენებში კი ეს ასო მკაფიო „ი“-დ გამოითქმის . (Wikipedia
.Languages Of Argentina)

32
9. მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა

არგენტინა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში , დღევანდელი დღის ჩათვლით ,


უკიდურესად ქრისტიანი ქვეყანა იყო . ფართოდ დომინირებული ქრისტიანობა
ქვეყანაში რომანული კათოლიციზმია . ისტორიული წარსული რელიგიისთვის
არგენტინაში ესპანურის გავლენის გამოა. თუმცა , იმიგრაცია მეოცე საუკუნეში ,
კათოლიციზმის შემოიტანა არგენტინის სხვადასხვა რეგიონში . 2008 წლის კვლევამ
აჩვენა ,რომ 24 % არგენტინის მოსახლეობისა რეგულარულად ესწრება წირვა-
ლოცვებს მოსახლეობის 10.3 % აღნიშნავს საკუთარ თავს ,როგორც ათეისტს,
აგნოსტიკოს ან ურელიგიოს . მხოლოდ 35 % არგენინელებისა მიიჩნევ რელიგიას
ერთეთ მნიშვნელოვან ასპექტად ცხოვრებაში . არგენტინა ასევე დიდი მუსლიმური
რელიგიის ქვეყანაა სხვა ლათნურ ამერიკულ ქვეყნებთან შედარებით , დაახლოებით
400 000 ადამიანი , 1% მთლიანი მოსახლეობისა არის მუსლიმი , 2017 წლის კვლევის
მიხედვით 76 % არის არგენტინის ქრისტიანი მოსახლეობა , მათგან 66 % რომანულ-
კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის , 10 % ევანგელისტურს. (Wikipedia. Religion in
Argentina)

CIA Factbook 92% ქვეყნისა კათოლიკედ აღწერს , მაგრამ შესძენს, რომ მხოლოდ 20
% ია რეალურად მორწმუნე . რაც შეეხება პროტესტანტულ მიმდინარეობას , მათი
ეკლესიები 1980 იანი წლებიდან ჩნდება არგენტინაში , უმეტესობა პროტესტანტებისა
თავს უწოდებს ევანგელისტს . მართლმადიდებლური ქრისტიანობა წარმოდგენილია
ანტიოქიური რუსული , კონსტანტინოპოლური , რუმინული , ბერძნული ეკლესიების
სახით . (CIA . 2016 ) არგენტინაში 2030 ინდური წარმოშობის ადამიანია და 1300
,რომელიც მოქალაქე არაა. მათგან უმეტესობა ისევ აიურვედას მისდევს , იოგაშია
ჩაბმული უსმენს ინდურ კლასიკურ მუსიკას და , რაც მთავარია , საუბრობს ჰინდის

33
ენაზე , მათ ჩამოყალიბებული აქვთ ინდური ასოციაციაცია ჩრდილო პროვინციებში
არგენტინაში და ორგანიზებას უწევენ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებს ,რომ
აღნიშნონ ინდური ფესტივალები. (World Atlas ) .

როგორც უკვე აღინიშნა , არგენტინაში ყველაზე დიდი მუსლიმანური ჯგუფი


ცხოვრობს მთელ ლათინურ ამერიკაში , რაც მეოცე საუკუნეში ოსმალეთის
იმპერიიდან არაბების სირიიდან და ლიბიიდან გადმოსახლების გამოა . მათ
არგენტინაში . თურქებს უწოდებენ ,რადგან წარმომავლობის ქვეყნები , ლიბია და
სირია თურქული ოსმალური იმპერიის წარმომადგენელი იყო. დღეს დაახლოებით
არგენტინაში 3.5 მილიონი არგენტინელია არაბული წარმოშობის , უმრავლესობა ამ
არაბულ ემიგრანტების იყო არაბი ქრისტიანი ან ებრაელი .

(Wikipedia. Religion in Argentina)

34
10.ურბანიზაცია, განსახლება და მოსახლეობის ტერიტორიული
განლაგება

მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების ზოგადი დახასიათება : არგენტინის


მოსახლეობა 45,78 მილიონს შეადგენს. არგენტინის ფართობიდან გამომდინარე
,რომელიც არის 2,780,400 კვ. კმ. მას აქვს საკმაოდ დაბალი სიმჭიდროივის
მაჩვნებელი ,რაც არის 16.27 კაცი ერთ კვადრატულ კილომეტრზე. ეს ნიშნავს იმას
,რომ ქვეყანა არის მეჩხერად დასახლებული. ეს მაჩვენებელი მას მსოფლიოში 218
ადგილზე აყენებს. ყველაზე საინტერესო ასპექტი არგენტინის მოსახლეობის
განსახლებისა არის ის, რომ მოსახეობის უდიდესი ნაწილი კონცეტრირებულია
პამპასის რეგიონში. აქ არგენტინის მოსახლეობის 1/3-ზე მეტი ცხოვრობს.
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ბუენოს-აირესში და მის გარეუბნეში.
ბუენოს-აირესში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სიმჭიდროვის მაჩვენებლი
აქ 40-ზე მაღალია. ასეთი მხოლოდ ორი რეგიონია არგენტინაში ბუენოს-აირესის და
ტუკუნამის რეგიონები. არგენტინის დანარჩენი მოსახლეობს 1/3-ის დასახლება
მიუყვება ბუიენოს-აირესის ჩრდილოეთით, ჩრდილ-დასავლეთით მდებარე
მდინარეთა ქსელს. 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს არგენტნის დანარჩენ
დარჩენილ ტერიტორიაზე. ასევე მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა კორდოვას და
სანტა-ფეს რეგიონები მისიონესთან ერთად. ამ რეგიონებსი სიმჭიდროვის
მაჩვენებელი 30-39,9-მე მერყეობს. ამ რეგიონებს მოსდევს მენდოსა, ენტრე-რიოს,
ჩაკო, ხუხუი და კორიენტესი. მათი მაჩვენებლები ტოლია 15-დან 19,9-მდე. ნაკლებად
დასახლებული რეგინებიდან გამოარჩევენ კატამარკა, ლა-რიოხა და რიო-ნეგრო. ამ
რეგიონების სიმჭიდროვის მაჩვენებელი არ აღემატება 5 კაცს ერთ კვადრატულ
კილომეტრზე. რაც შეეხება არგენტინი ყველაზე მეჩხერ, დაუსახლებელ რეგიონებს
ასეთი მხოლოდ ორია, რომელთა სიმჭიდროვის მაჩვენებელი 2-ზე ნაკლებია. ესენია

35
ლა-პამპა და სანტა-კრუზი.

გამოითვალეთ სიმჭიდროვე :

მოსახლეობის სიმჭიდროვე არის სიდიდე, რომელიც აღწერს მოცემულ


ტერიტორიულ ერთეულზე დასახლებულ ადამიანთა საშუალო სიდიდეს ფართობის
ერთეულზე. ამ ერთეულის გამოსათვლელად ტერიტორიული ერთეულის
მოსახლეოის საერთო რაოდენობას ყოფენ მის საერთო ფართობზე. აღსანიშნავია ის
გარემოებაც ,რომ მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა (ჯუჯა
სახელმწიფოების გაოკლებით) არის ბანგლადეში 926 კაცი ერთ კავადრატულ
კილომეტრზე. ჯუჯა სახელმწიფოებს შორის კი მონაკო სადაც სიმჭიდროვე 18,000
კაცის ტოლია ერთ კვადრატულ კილომეტრზე. ყველაზე მეჩხრად დასახლებული
ქვეყანაა ისლანდია. მისი მაჩვენებელი 3,1-ის ტოლია. როგორც აღინიშნული იქნა

36
ზემოთა ტექსტში არგენტინა მსოფლიოში სიმჭიდროვის მაჩვენებლის მიხედვით 212
ადგილზეა და სიმჭიდროვის მაჩვენებელი 16,27-ის ტოლია.

გამოთვლა :

45,246,915 / 2,780,400 = 16,27

მოსახლეობის ტერიტორიულ განლაგებაზე მოქმედი ფაქტორები :

არგენტინაში მოსახლეობის ტერიტორიულ განლაგებაზე მოქმედი ბევრი ფაქტორი


არსებობს. ეს ფაქტორები მოიცავს ,როგორც ფიზიკურ ფაქტორებს ,რაც თავისთავად
მოიაზრებს ტერიტორიის მოწყობის მიმზიდველობას ანუ იმ ბუნებრივი ფაქტორებს
,როგორებიცაა რელიეფი, კლიმატი, ფლორა/ფაუნა და ჰიდროგრაფული
ქსელი.კულტურული ფაქტორებიც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს განსახლებაზე.
ფიზიკური და კულტურული ფაქტორების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია
სოციალურ-დემოგრაფიული, ეკონომიკურ-პოლიტიკური და ისტორიული
ფაქტორები. აღნიშნული მახასიათებლები მოქმედებენ არა ერთმანეთისაგან
იზოლირებულად ერთად არიან კომბინირებულნი. მხოლოდ ერთ ფაქტორს არ
შეუძლია ძლიერ იმოქმედოს მოსახლეობის ტერიტორიულ განლაგებაზე. აქედან
გამომდინარე ამ დეტერმინანტებს შორის შიდა კავშირი და შეთანაწყობა ზოგადად
ძალია კომპლექსურია. მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილბად გამოირჩევა ბუენოს-
აირესი და ტუკუმანი, რადგან ეს ორი რეგიონი ყველა დადებითი ფაქტორის
მატარებელია. იქნება ეს ფიზიკური (დაბლობი არეალი, ჰიდროგაფიული ქსელით და
ზომიერი ნოტიო კლიმატი) ეკონომიკურ/პოლიტიკური (ბუენოს-აირესი
დედაქალაქია და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ-პოლიტიკური ცენტრი, რაც
იზიდავს მოსახლეობის დიდ ნაწილს დასაქმებისა და ცხოვრების შედარებით მაღალი
დონის მხვრივ) (ა. კრუკერი - წიგნი „არგენტინა“)

ურბანიზაცია: ურბანიზაციის დონე, ქალაქების ტერიტორიული განაწილების


თავისებურებები, მსხვილი ქალაქების მოკლე დახასიათება : ათიდან ცხრა

37
არგენტინელი ცხოვრობს ქალაქში , რაც არგენტინას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე
ურბანიზებულ ქვეყანას ხდის . არგენტინას აქვს მზარდი ურბანული ინდუსტრია .
დაახლოებით , 85 % -დან 1985 წელს გაიზარდა 91% -მდე ურბანიზებული
მოსახლეობის და ნავარაუდებია , რომ 2025 წლისთვის 94 % მდე ავა მათი რაოდენობა.

არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი უდიდესი ქალაქია არგენტინაში და მასში


12 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს . ის მესამე ყველაზე დიდი ქალაქია ლათინურ
ამერიკაში მეხიკოსა და სან-პაულო შემდეგ . დაახლოებით მესამედი მოსახეობისა
არგენტინაში ცხოვრობს არგენტინის დედაქალაქში . ისევე როგორც , სხვა
განვითარებად ქვეყნებში , არგენტინაშიც არის ტიპიური გარემოს და ეკოლოგიური
პრობლემები . ის მოიცავს , მაგალითად , დაბინძურებულ წყალს ჰარის
დაბინძურებას , ტყის ჩეხვა და მწვანე საფარის საგრძნობლად შემცირება. 1914 წელს
105 მილიონი ჰექტარი ტყე იყო , მაგრამ 2005 წლისთვის ჰა დარჩა . თუ კი ეს
ტენდენცია ამგვარად გაგრძელდა მთლიანი მწვანე საფარი ქვეყანაში გაქრება 2024
წლისთვის . მზარდმა ინდუსტრიულმა მოსახლეობამ გამოიწვია წყლის ამგვარი
დაბინძურება.

38
სოციალური პრობლემები ქვეყანაში მოიცავს სიღარიბესა და ადამიანთა უფლებების
შელახვა . დაახლოებით 20 % მოსახლეობისა ცხოვრობს სიღარიბეში ან სიღარიბის
ზღვარს ქვემოთ , მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა არის .
არგენტინის ურბანიზაციის ცენტრში მრავალი გამოწვევაა დასახლების სექტორში .
ერთი დიდი პრობლემა მიწის ხელმისაწვდომობაა , განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ,
სადაც ხელფასები არ გაზრდილა , მაგრამ სახლის ფასები დღესაც ზრდადია .
დაახლოებით 18 % მოსახლეობისა არგენტინაში , ან ყოველი 2 ადამიანი 11 კაციდან ,
ცხოვრობს არაფორმალურ დასახლებებში . ე.წ „ვილებში“ , სადაც სიღარიბის დონემ
შეიძლება ისე მაღლა აიწიოს 55% იც კი არის . გარდა ამისა , დაახლოებით ყოველი
მეოთხე დასახლება 10 წელზე უფრო ნაკლებს ითვლის რაც , მათ არამდგრადობაზე
მიუთითებს რაც ისინი აშენებული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში , ზოგიერთი
მათგანი თვითონ მაცხოვრებლის მიერ . სიღარიბე , სოციალური , სამთავრობო
სერვისების ნაკლებობა ეს ორი რამ არის მთავარი მიზეზი , გაუსაძლისი სიღარიბის
ამგვარი გზისა , რაზეც ისიც მეტყველებს რომ , მხოლოდ ერთი მესამედს 25 წლამდე
ახალგაზრდებისა , არაფორმალურ დასახლებებში , აქვს დამთავრებული სკოლა . ამ
ყოველივეს ისიც მოსდევს ,რომ 76 % სამუშაო ძალისა ( საუბარი არაფორმარულ
დასახლებებში მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობაზე ) განიცდიან საფრთხისშემცველ
სამუშაოთა შესრულებას , რაც მოიცავს სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოს
შესრულებას . ბუენოს-აირესის მეტროპოლიტენის ურბანიზაციული
ტრანსფორმაციის პროექტი მხარს უჭერს საცხოვრებელი კონდინციების
გაუმჯობესებას . 48 000 მოსახლეში რომელიც მოიცავს მოსახლეობას , ბუენოს
აირესის ქალაქა და ბუენოს აირესის პროვინციაში . ყოველივე ეს მოიაზრებს
პროექტის მიერ დაფინანსებას ლოჯისტიკის , საცხოვრებლის და ურბანული
სევისების ინფრასტრუქტურის განსავითარებლად . ზემოთ თქმული ინიცირებს
ბუენოს აირესის ერთ-ერთი მთავარი არაფორმალური დასახლების „ვილა 31 „ ის
მოდერნიზებას . ეს უკანასკნელი ერთ-ერთი უდიდესი ყველაზე ხილვადი
არაფორმალური დასახლებაა არგენტინაში , „ვილა 31“ ბუენოს აირესის ე.წ გულია და

39
მისი ტრანსფორმირება განვითარებულ მოდერნიზებულ ახალ რეგიონად ,
რომელსაც აპირებენ უწოდონ „ბარიო 31“ , მთლიანად შეცვლის ბუენოს აირესის
იერსახეს , ხელს შეუწყობს დასახლებისას და ურბანული ტრანსფორმაციის მთლიან
სრულყოფასა და განვითარებას არგენტინაში .
მსხვილი ქალაქები :

უახლესი სტატისტიკის მიხედვით არგენტინის მოსახლეობა არის 45,246,915.


მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს განვითრებულ ქალაქებში როგორებიცაა
ბიუნოს-აირესი, კორდოვა, მენდოსა და როსარიო.

ბიუნოს-აირესი : არის ყველაზე დიდი ქალაქი არგენტინაში ასევე, როგორც მისი


დედაქალაქი. ბუენოს-აირესი ნიშნავს სუფთა ჰაერს. ის მდებარეობს რიო დე პლატას
დასავლეთ სანაპიროებზე. ბევრს ერევა ბიუნოს-აირესის ქალაქი და ბიუნოს-აირესის
პროვინცია. ქალაქი არც კი არის პროვინციის ნაწილი. ქალაქმა მიიღო ფედერაციის
სტატუსი და გამოეყო პროვინციას 1980 წელს. ბიუნოს-აირესი არის ერთ-ერთი
საუკეთესო ქალაქი ლათინურ ამერიკაში და მსოფლიოში 81 ადგილს იკავებს.
ქალაქის მოსახლეობა 2 776 138-ის ტოლია. პროვინციის კი 13 მილიონის.

კორდოვა : ის მდებარეობს არგენტინის ცენტრში სიერაჩიკას ფერდობებზე.


კორდოვა არის მეორე ყველაზე დასახლებული ქალაქი არგენტინაში. მოსახლეობა
შეადგენს 1 613 211 კაცს, რაც კორდოვას პროვინციის 41% წარმოადგენს. კორდოვას
მოსახლეობის უმეტესობა იტალიელი და არგენტინელია. კორდოვა მდიდარი
აგროკულტურით გამოირჩევა ასევე როგორც მანქანათ მშენებლობით. ის ქვეყნის
ფერმერული აღჭურვილობის მთავარი მწარმოებელია.

40
როსარიო : არის დიდი ქალაქი სანტა-ფეში ცენტრალურ არგენტინაში. როსარიო
მდებარეობს ბუენოს-აირესის ჩრდილო-დასავლეთით 300 კილომეტრის დაშორებით.
ის არის მოსახლეობის მიხედვით არგენტინაში მესამე. მოსახლეობის რიცხვია 1 325
090. ქალაქი გემოირჩევა მისი ნეოკლასიკური არქიტექტურული სტილით. ის ასევე
არის მნიშვნელოვანი გადაზიდვის ცენტი ჩრდილო-აღმოსავლური არგენტინისათის.

მენდოსა : მდებარეობს მენდოსას პროვინციის ცენტრალურ ნაწილში. მოსახლეობა


არის 1 109 104 კაცი. მენდოსა გამორჩეულია თავისი მუზეუმების ნაერსახეობებით
მაგალითად მუზეუმი - მუზეო კორნელიო მაიანო და მუზეუმი - დე ლარეა. ამ
მუზეუმებშია არგენტინის ისტორიის ძირითადი ექსპონატები წარმოდგენილი
(WorldAtlas. Provinces Of Argentina)

გამოყენებული ლიტერატურა:

გოგსაძე, გ. (2008). მოსახლეობის გეოგრაფია (სახელმძღვანელო).თბილისი: „საარი“.

ა. კრუკერი - 2010 „არგენტინა“

“Argentina's Recent Population Policies and Political Changes” წიგნის დასახელება .


ავტორი Susana Novick . ნანახია 22 ივნისი, 2019, საიტზე:
http://archive.iussp.org/Brazil2001/s30/S35_03_Novick.pdf

საერთაშორისო მიგრაციის უწყვეტი საანგარიშო სისტემა ამერიკაში. SICREMI


Continuous Reporting System on International Migration in the Americas . . ნანახია 22
ივნისი, 2019, საიტზე:
http://www.migracionoea.org/index.php/en/sicremi-en/214-argentina-1-sintesis-historica-
de-la-migracion-internacional-en-argentina-2.html

41
Pellegrino, A. Argentina: A Country of Immigration and Emigration, Skilled Labour
Migration from Developing Countries: Study on Argentina and Uruguay, INTERNATIONAL
MIGRATION PROGRAMME, INTERNATIONAL LABOUR OFFICE, GENEVA p.9,
ნანახია 22 ივნისი, 2019, საიტზე:
http://ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_protect/---protrav/---
migrant/documents/publication/wcms_201785.pdf?fbclid=IwAR2fy7WMBuQahgtUUa9NY1s
uRgBg4kdPK_DYhxwlTGBnrCmAjlJYzt_F2hw

United Nations . Argentina’s Population Total . ნანახია 22 ივნისი, 2019, საიტზე:


https://population.un.org/wpp/DataQuery/

Pew Research Center.2019 ,Population projection : Argentina ნანახია 22 ივნისი, 2019,


საიტზე:
https://www.pewresearch.org/fact-tank/2019/06/17/worlds-population-is-projected-to-nearly-stop-
growing-by-the-end-of-the-
century/?fbclid=IwAR3LIH7Ldm5y_HNLzoQXA_lA60AuKVJvlE9OmhjMZHdxgPNS9FGiOkvDUPE

United Nations.World Population Prospects : Argentina ნანახია 22 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.prb.org/understandingandusingpopulationprojections/?fbclid=IwAR1UxDuM_Z-
rHuNbHTSFQZM5qrR-uSYqkJnTB6wjdn80BPfX4K33HfY7qFM

Wikipedia . Religion in Argentina ნანახია 22 ივნისი, 2019, საიტზე:


https://en.wikipedia.org/wiki/Religion_in_Argentina

Wikipedia . Languages Of Argentina ნანახია 25 ივნისი, 2019, საიტზე:


https://en.wikipedia.org/wiki/Languages_of_Argentina

Wikipedia .Ethnic groups of Argentina ნანახია 25 ივნისი, 2019, საიტზე:


https://en.wikipedia.org/wiki/Ethnic_groups_of_Argentina

Wikipedia . List of cities in Argentina by population ნანახია 25 ივნისი, 2019, საიტზე:


https://en.wikipedia.org/wiki/List_of_cities_in_Argentina_by_population#2010_Census_Data

Wikipedia . Demographics of Argentina ნანახია 25 ივნისი, 2019, საიტზე:


https://en.wikipedia.org/wiki/Demographics_of_Argentina#Structure_of_the_population

World Health Organisation . Argentina ნანახია 23 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.who.int/countries/arg/en/

42
WorldAtlas : Provinces Of Argentina ნანახია 20 ივნისი, 2019, საიტზე:
https://www.worldatlas.com/articles/argentina-provinces.html

Knoema . Argentina population Density ნანახია 22 ივნისი, 2019, საიტზე:


https://knoema.com/atlas/Argentina/Population-density

Index Mundi . Argentina Urbanization ნანახია 21 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.indexmundi.com/argentina/urbanization.html

Index Mundi . Argentina Demographics Profile 2018 ნანახია 27 ივნისი, 2019, საიტზე:
https://www.indexmundi.com/argentina/demographics_profile.html

Buenos Aires Times . Argentina’s social life ნანახია 27 ივნისი, 2019, საიტზე:
https://www.batimes.com.ar/news/argentina/313-of-population-living-below-poverty-line-says-uca-
report.phtml?fbclid=IwAR1xkpUy8fftBYK1KwzUHf1BsU-SCNPeQqWW_3eM2QZwGC6CYhguJNMnwMM

CIA (2016) . Demographic profile : Argentina ნანახია 23 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

CIA (2016) Ethnic groups : Argentina ნანახია 23 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

CIA (2016) Ethnic groups : Iraq ნანახია 23 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/iz.html

CIA (2018) Religions: Argentina ნანახია 25 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

CIA (2016) Age structure: Argentina ნანახია 25 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

43
CIA (2016) Age structure: Iraq ნანახია 25 ივნისი, 2019, საიტზე:
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/iz.html

CIA (2018) Urbanization : Argentina ნანახია 25 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

CIA (2016) Sex ratio : Argentina ნანახია 26 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

CIA (2016) Sex ratio : Iraq ნანახია 26 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/iz.html

CIA (2015) Infant mortality rate: Argentina ნანახია 26 ივნისი, 2019, საიტზე:
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

CIA (2015) Infant mortality rate: Iraq ნანახია 26 ივნისი, 2019, საიტზე:
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/iz.html

CIA (2015) Life expectancy at birth: Argentina ნანახია 26 ივნისი, 2019, საიტზე:
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

CIA (2015) Life expectancy at birth:Iraq ნანახია 26 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/iz.html

CIA (2016) Unemployment rate : Argentina ნანახია 26 ივნისი, 2019, საიტზე:


https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ar.html

World Population Review . Argentina’s Migration ნანახია 26 ივნისი, 2019, საიტზე:


http://worldpopulationreview.com/countries/argentina-population/

44
45

You might also like