You are on page 1of 3

ჩინეთი

გეგმა:
1. მოსახლეობის აღწარმოების ტიპი,
2. დემოგრაფიული გადასვლის ფაზები,
3. დემოგრაფიული აფეთქება,
4. მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურა,
5. მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურა,
6. მოსახლეობის ლინგვისტური კალეიდოსკოპი,
7. მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა,
8. მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი.

ჩინელები — დედამიწის ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი, ჩინეთის ძირითადი მოსახლენი


(1,207 მლნ). დიდი ჩინური დიასპორებია მალაიზიაში (5.2 მლნ), ინდონეზიაში (5.2 მლნ),
სინგაპურში (3.684 მლნ), ფილიპინებში (1.146 მლნ).
დემოგრაფიული ფაზების მიხედვით ჩინეთი მესამე ფაზაშია, სადაც კლებულობს როგორც
შობადობა, ისე სიკვდილიანობა, რის შედეგადაც ბუნებრივი მატება სტაბილურია.
აღწარმოების ტიპების მიხედვით კი ჩინეთი მარტივი აღწარმოების ტიპს მიეკუთვნება.
70-იან წლებში ჩინეთი მოსახლეობისგან უკიდურესად გადაიტვირთა და დემოგრაფიული
აფეთქების წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, 1979 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
შემოიღეს შობადობის კონტროლის კანონი - "ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი". ჩინეთის
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ეს კანონი მხოლოდ 2015 წელს
შეცვალეს და ოჯახებს 2 შვილის ყოლის ნება დართეს. რეგულაცია, რომელმაც ოჯახებს
მეორე შვილის გაჩენის საშუალება მისცა, ჩინეთში 2016 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.
ჩინეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ “ერთი ბავშვის” პოლიტიკამ ჩინეთის ეკონომიკურ
განვითარებაშუ დიდი წვლილი შეიტანა. შობადობისა და მოსახლეობის ზრდის შემცირებამ
ის პრობლემებიც შეამცირა, რომლებიც ჭარბ მოსახლეობას მოჰყვება, კერძოდ: ეპიდემიები,
არასათანადო საცხოვრებელი პირობები, გადატვირთული სოციალური მომსახურება
(ჯანდაცვა, განათლება, სამართლის დაცვა). თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ
პოლიტიკისა, ჩინეთში ხუთ კვირაში მილიონით მეტი ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება.
ჩინეთის მოსახლეობა მიეკუთვნება მონგოლოიდურ რასებს.
დღეისთვის მსოფლიოში 300-ზე მეტი ეროვნებაა, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა ერთ
მილიონს აჭარბებს. ისინი მთელი დედამიწის მოსახლეობის 96.2%-ს შეადგენენ. მათშორის
ყველაზე მრავალრიცხოვანს განეკუთვნებიან ჩინელები (1270მლნ კაცი). ჩინეთი არის ისეთი
ქვეყანა სადაც დომინანტია ერთი ეროვნება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სხვა ეროვნული
უმცირესობაც.
დღეს მსოფლიოში 14 დამწერლობაა, 55ათასამდე ენა და 20 ენობრივი ოჯახი. მსოფლიოში
ყველაზე მეტად გავრცელებული ენა არის ჩინური (მანდარინი) (1213მლნ). ჩინური
დამწერლობა კი გამოიყენება არა მარტო ჩინურში, არამედ ნაწილობრივ იაპონურსა და
კორეულშიც. წინათ მას ვიეტნამურ ენაშიც გამოიყენებდნენ.
ჩინეთი ოფიციალურად ათეისტური სახელმწიფოა და არ გააჩნია სახელმწიფო
რელიგია.დღეს ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად ცნობს ხუთ რელიგიას: ბუდიზმი,
დაოსიზმი, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და ისლამი (თუმცა ჩინეთის კათოლიკური
ეკლესია რომის კათოლიკური ეკლესიისგან დამოუკიდებელია). ჩინური ხალხური რელიგია
(შენიზმი) ეფუძვნება სულების (შენების) თაყვანისცემას და სამყაროს ჰარმონიულობის
რწმენას, რომელზე ადამიანებიც ახდენენ გავლენას. ეს რელიგის "დიფუზიურ" რელიგიად
ითვლება.
2010წლის მონაცემებით ჩინეთში უმუშევრობის ზრდა 0-4.9%ია, განათლების მაღალი დონე.
ბედნიერების საერთაშორისო ინდექსის მიხედვით ჩინელები საშუალოდ ბედნიერები არიან.
ცხოვრების დონე 6.000-8.999.

You might also like