You are on page 1of 8

ბასივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტი. შეგვიძლია


მაგალითად მივიყვანოთ დღეისათვის ყველაზე
ფართაჯულიეტა საღირაშვილი

ნი სწრაფი კვების ქსელი მაკდ

გლობალიზაცია_დადებითი თუ უარყოფითი პროცესი?

საგანი : აკადემიური წერა

ლექტორი: ქეთევან გოჩიტაიშვილი

სემინარის ხელმძღვანელი: ია გრიგალაშვილი


ონალდსი. იგი ილინოსის შტატში მცირე
ზომის ბიზნესიდან განვითარდა და მალე 1999 წელს საქართველოს
დედაქალაქშიც გამოჩნდა. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე იგი 15 ობიექტს
ხოლოდ მსოფლიო მასშტაბით 119 ქვეყანას მოიცავს, რომელიც წლიურად დაახლოებით
68 მილიონ ადამიანს ემსახურება. სწორედ ამგვარი ფართო გავრცელების არეალია მიზ

როდესაც ხსენებაშია მცნება გლობალიზაცია უშუალოდ უკავშირდება , მსოფლიო


მოქალაქეს' ,საზღვრების არარსებობა სახელმწიფოებებს შორის' , საერთაშორისო ენა'
და სხვა. სწორედ ეს შეიძლება მოვიაზროთ მოცემული პროცესის მთავარ მიზნად.
მნიშვნელოვანია საკითხია შეიძლება თუ არა ახლდეს გლობალიზაციას ნეგატიური
მოვლენები, რომელმაც შეიძლება ავნოს ავტონომიური ქვეყნების უნიკალურ
კულტურასა და სუვენერიტეტს. სამწუხაროდ პასუხი მარტივია, ამ პროცესსაც
ბუნებრივია ახასიათებს თავისი როგორც დადებითი ასე მანიკერი მხარეები.
ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც წარმოადგენს ინდივიდუალურობა
და დამოუკიდებლობა საფთხის ქვეშ ვარდება იმ პროცესით რომელსაც
გლობალიზაციის განვითარება წარმოქმნის. ფაქტია ამგვარი მინუსი დიდად
გადაწონის ყოველივე პროზიუტიურ ეფექტს. თავდაპირევლად მნიშვნელოვანია
განმარტოთ რა არის გლობალიზაცია. ტერმინი ფრანგული ენიდან მომდინარეობს და
იგი კულტურილ, პოლიტიკურ და სოციალური პროცესების სინქრონიზაციას
წარმოადგენს. აუცილებელია აღვნიშნოთ რომ ეს ტერმინი მეოცე საუკუნის 80-იანი
წლების შუა ხანებში გაჩნდა,რომელიც წარმოშობით ამერიკელმა სოციოლოგმა რ.
რიბერტსონმა გაკოიყენა საკუთარ სტატიაში 1983 წელს. დროთა განმავლობაში ამ
ტერმინმა ფართო მასშტაბებს მიაღწია, ადამიანური საქმიანობის ყველა სფერო
მოიცვა. დღევანდელი გაგებით გლობალიზაცია ძალიან რთული და ასევე ბევრის
მომცველი პროცესია. უდიდესი მოაზროვნე რომელიც გახლდათ ერაზმ
როდერდამელი ამბიბდა რომ მის სამშობლოს მისი ბიბლიოთეკა წარმოადგენდა.
დასაფიქრებელია რას გულისხმობდა იგი ამ სიტყვებით. ადამიანის სამშობლო
მხოლოდ იქაა სადაც იგი უზრუნველყოფილია მატერიალური ღირსებით? ან
ადგილი სადაც უბრალოდ საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება გაქვს? ამ
შემთხვევაში შესაძლოა დედამიწის ნებისმიერი კუთხე ვახდეს შემი მშობლიური
კუთხე და შენ ამ სამყაროს მოქალაქედ იქცე. შენ თავისუფლად შეგიძლია პირადი
ინტერესების გამოხატვა, სავარუდუა რომ ეს ყველგანაა შესაძლებელი თუმცა
საკითხავია რამდენად შეესაბამება მოცემული დებულება ჭეშმარიტებას. ბევრ
ადამიანს მიაჩნია რომ ეს მტკნარი სიცრუეა. არსებობენ პატროოტები რომელთა სული
იმდენად შესისხლხორცებულია საკუთარ მიწა წყალზე რომ ამ ამამაღლებელი
გრძნობის მიღწევა სხვა ტერიტორიაზე შეუძლებელია. ასეთი სულიერი
მდგომარეობა ბევრად მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე მსოფლიო მოქალაქის
ტიტული. ამ ყოველივეს გათვალისწინებით იმის მტკიცება რომ გლობალიზაცია
კარგია ან მავნებელი არასწორია. გლობალიზაცია გაერთიანებული სამყაროს იდეაა
რომელიც ერთ ჭერქვეშ იგულისხმება პოლიტიკურ,ეკონომიკურ სოციალური და
ადმაიანური ყოფის დებულებები. დღევანდელი სამყაროს განვითარების ფონზე
ადმაიანები ხშირად უყურებენ ერთი და იმავე ფილმებს, ინტერნეტმა გააერთიანა
სამყარო სადაც მარტივია ერთმანეთსთვის აზრების გაზიარება, მუსიკის, წიგნების, ის
რაც პოპულარულია სურს ყველას აქედან შესაძლოა დავასკვნათ რომ ადამიანის
გემოვნება არა მხოლოდ დაუახლოვდა სხვა კონტინეტზე მცხოვრები პიოვნებისას
არამედ თითქოს გაუიგივდა. უზარმაზარი დედამიწა დაემსგავსა პატარა სახლს
რომლის ბინადართაც ნებისმიერ წამს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
ამგვარი გაერთიანება თითქოს ჰარმონიულია თუმცა იგი შეიძლება პრობლემატურ
პათოსს დაუკავშირდეს.რაც უზარმაზარ პრობლემას მოასწავებს.ზუსტად ამაზე
საუბრობდა დიდი ქართველი პოეტი ვაჟა ფშაველა, რომელმაც მე-20 საუკინის
დასაწყისშივე დაიწყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და
გლობალიზაციის შეპირისპირება. იგი ამ პროცეს იხსენიებდა კოსმოპოლიტიზმის
სახელით. შეიძლება ზოგიერთს მიაჩნდეს რომ ნამდვილი პატრიოტიზმი
წინააღმდეგობაშია კოსმოპოლიტიზმთან, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. ყოველი
ჭეშმარიტი პატრიოტი კოსმოპოლიტია,ისევე როგორც ჭკვიანი კოსმოპოლიტი
პტრიოტი. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ფაქტი რომ ვაჟა კოსმოპოლიტიზმის
წინააღმდეგი არარის და მისი აზრით კოსმოპოლიტიზმი მიიღწევა მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუკი ცალკეული სახელმწიფოები შეძლებდნენ დამოუკიდებლად
განვითარებას რათა გაემყარებინათ საკუთარი კულტურული და ზნეობრივი მეობა.
მნიშვნელოვანია ყოველი მხრიდან მოვუაროთ და სხვა კუთხით შევხედოთ
გლობალიზაციას, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის
გათვალისწინებით. საქართველოც ისვეა გლობალიზაციის ჩარჩოებში მოწყობილი
როგორც დედამიწის სხვა ქვეყნებიმ. ბოლოდროინდელი სამყაროს განვითარების
სწრაფი ტემპირდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გახდა ცალკეულმა ქვეყნებაც ფეხი
აუწყონ ამგვარ რიტმს. მსგავსმა ბლიცკრიგისეულმა ,თავდასხმამ' სამყაროს მხრიდან
თავბრუდამხვევად მოიკოდა ფეხი ჩემვენს ქვეყნებში და ვერც კი ვამჩნევთ რამდენად
სწრაფად გარდაიქმნა ქვეუნის იდეოლოგიური ღიდებულებები. ხშირად ხდება რომ
ვსეირნობთ ქუჩებში და ყურადღებას არ ვაქცევთ ფაქტს რომ ირგვლივ ყოველივე
წარწერა არა თუ ჩვენი მშობლიური არამედ საერთაშრისოდ მიღებულ ენებზე წერია.
ჰოლივუდური და აზიური ფილმები, განვითარეული მსოფლიოს სხვადასხვა
მნიშვნელოვანი დარგები, უცხოური მედია და კულტურა, უფროდა უფრო მჭიდროდ
იკიდებს ფეხს ჩვენს ქვეყანაში. შეაძლოა ეს დადებითად ჩაითვალოს რადგან ჩვენი
ვიწრო თვალსწარიერი კოდევ უფრო შორსმჭვრეტელი და ფართო მასშტაბებს ხდება.
თუმცა მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს რომ ეს პროცესი მანამ გააგრძელებს ჩვენი
ქვეყნის კულტურის გარდაქმნას ვიდრე საბოლოოდ არ დაამახინჯებს და
დააკარგვინებს საკუთარ ინდეტობას ჩვენს ქვეყანას.რაც საბოლოოდ სრულ
განადგურებამდე მიიყვანს ერს. გლობალიზაციის უარყოფით მხარეს წარმოადგენს
კულტურისა და ცხოვრების ნირის ჰომოგენიზაცია, როდესაც, ძლიერი სახელმწიფო
თავს ესხმის და ყლაპავს ადგილობრივი სუსტი ქვეყნის კულტურასა და მეობას.
შეგვიძლია მაგალითად მივიყვანოთ დღეისათვის ყველაზე ფართო მასშტაბიანი
სწრაფი კვების ქსელი მაკდონალდსი. იგი თავდაპირველად ილინოსის შტატში მცირე
ზომის ბიზნესიდან განვითარდა და მალე 1999 წელს საქართველოს დედაქალაქშიც
გამოჩნდა. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე იგი 15 ობიექტს ხოლოდ
მსოფლიო მასშტაბით 119 ქვეყანას მოიცავს, რომელიც წლიურად დაახლოებით 68
მილიონ ადამიანს ემსახურება. სწორედ ამგვარი ფართო გავრცელების არეალია
მიზეზი იმისა თუ რატომ მოვიყვანეთ ივი კულუტულ ჰომოგენიზაციად. იგი
სწრაფად გავრცელდა მთელს დედამიწაზე და თავისი მარტივი საკვებით ჩაანაცვლა
ტრადიციული კერძები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ ადგილობრივი კერძები,
რომლებიც უდიდეს რს ასრუკებენ ქვეყნის კულტურის განვითარებაში ზოგჯერ
იუნესკოს დაცვას ექვემდებარება და ამგვარი კერძების დავიწყება და უკანა პლანზე
გადაწევა ქვეყნის იმეჯზე უარყოფითად აისახება. ასევე გაკოტრდება ადგილობრივი
მეორნეობა და ქვეყანა მივა ეკონომიკურ კრიზისამდე. მაგალითად შესაძლოა საუდის
არაბეთში მომხდარი ფაქტი მობიყვანოთ. ამ ქვეყნის ბაზარზე შესბლისას
მწარმოებელმა დიდი ბილბორდი გამოიყენა. პლაკატზე გამოსახული იყო სამი
ფოტო. პირველს წარმოადგენდა თავის ტკივილით შეწუხებული ახალგაზრდა ქალის
ფოტო. მეორეზე ჩანს როგორ იღებს ქალი წალმებს, ხოლო მესამეზე ქალი კმაყოფილი
სახით, რომლის თავის ტკივილისგან გამოწვეული უსიამოვნება წარსულს
ჩაბარებოდა. ამ ბილბორდის მწარმოებლებს სულ მცირე დეტალი გამორჩათ
მხედველობდიდან რომ არაბეთში მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ და არა
პირიქით როგორც ქვეყნების უმეტესობაში. შესაბამისად ალბათ ვხვდებით რაც
შეიძლება დამართვნოდა უცხოურ ბიზნესს. გლობალიზაცია რისკის ქვეშ აყენებს
მსოფლიო ქვეყნების იდენტობას, ინდივიდუალიზმს და ხშირად ქვეყნებს შორის
კონფლიქტის მიზეზიც ხდება, რაც სამწუხაროდ შესაძლოა შეიარაღებულ
დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. ასეთი დაპირისპირების ნათელი მაგალითია ომი
ერაყსა და აშშ-ში, რომელის მთავარ მიზეზად დემოკრატიული პრინციპების
ჩამიყალიბება სახელდება თუმცა ნათელია რომ მოსახლეობა მსოფლიოს წამყვანი
ქვეყნის აშშს ჰეგემონიას ეწინააღმდეგება. სწორედ აშშ წარმოადგენს იმ მთავარ ღერძს
რომლის ორგვლივაც ბრუნავენ დანარჩენი ქვეყნები პლანეტების მსგავსად, ისინი
იძულებულები არიან მათი მიმართულება და სისწრაფე შეიცვალონ მასზე გავლენის
მქონდე დიდი სხეულების გამო. რაც პირდაპირ მიანიშნებს რომ აშშ გავლენას ახდენს
სხვა ქვეყნების კულტურასა და ცხოვრებაზე. ბუნებრივია რომ ამ ფაქტმა ბევრ
მოაზროვნე ქვეყანაში უარყოფითი რეაგირების რეფლექსი გამოიწვია. ამასთან
მიმართებით გერმანელი ფილოსოფოსი ულრიხ ბეკიმა თქვა რომ გლობალიზაციის
დადებითი მხარეების ძებნა ისეთივე უნაყოფოა როგოეც პუდინგის კედელზე
ლურსმით მიჭედების იდეა. მას მიაჩნდა რომ მსოფლიო ამერიკის ჰეგემონიის ქვეშ
მოექცა. გარდა ამისა მსოფლიოში მსხვილი ორგანიზაციების განვითარებასთან
ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება უმუშევრობა. ჩატარებული
კვლევების მიხედვით ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი რომელსაც საფრანგეთი და
გერმანია წარმოადგენს უმიშევართა რიცვი 30%ით გაიზარდა. ეს ყველაფერი კი
მიუთითებს ფაქტზე რომ დღესდღეობით გლობალიზაცია ამოიცნობი ფენომენია
რომლის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ამომწურვად ცოდნა ფაქტობრივად
შეიძლებელია. რთულია განსაზღვროთ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს მან
მსოფლიოს რადგან ფაქტია რომ ამ პროცესისას ეკონომიკის განვითარება აღარაა
დამოკიდებული ცალკეულ ქვეყნებზე და აღარ ემმორჩილება ადგილობრივი ბაზრის
კონტროლის სტანდარტებს. გლობალიზაციის უარყოფით მხარეებს შორის ერთ-ერი
ყველაზე დამანგრეველია მისი ნეგატიური გავლენა ვალუტის კურსზეიმისათვის
რომ სავალუტო კურსმა საკუთარი დანიშნულება შეასრულოს მისი დადგენა
საერთაშორისო ბაზარზე ხდება, საქონლის მოთხოვნადობის დადგენის საფუძველზე.
ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს განვითარებული ქვეყნების უპირატესობაზე
განვითარებად ქვეყნებთან შედარების ფონზე.იმის ნაცვლად რომ გლობალიზაციამ
ქვეყნებიი გააერთიანოს და თანაბარ პირობებში ამყოფოს. როგორც სხვა შემთხვევაში
აქაც იკვეთება ძლიერი ქვეყნების მიერ პატარა ქვეყნების დაჩაგვრა და მასზე
უპირატესობის მოპოვენის სურვილი. ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი რომ
გლობალიზაცია არ ვითარდება თავისდაუნებურად მას ყავს მაპროვოცირებელი,
კონკრეტულად წარმართავი ძალა, რომელსაც საერთაშორისო დაპირისპირების
ფონზე საშუალება აქვს წაოაჩინოს თავისი შესაძლებლობების სიძლიერე და
ამასთანავე საკუთარი გავლენა გავრცელოს. ეს ყველაფერი კი სუსტად
განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე მიმდინარეობს. თიმხა საზოგადოების დიდ
ნაწილს მიაჩნია რომ გლობალიზაცია დადებითი პროცესი უფროა. მათი აზრით
სწორედ ეს პროცესია მოდერნიზაციისა სა განვითარების საწყისი პირობა. სწორედ ამ
პროცესის შედეგად გაჩნდა მცნება ტოლერანტობა. მაგ: თუ ადრე ცალკეული პირების
შევიწროება ხდებოდა რაიმე ნიშნის კანის ფერის, რასის, სქესის, სოციალური ფენის,
დღეს ეს ასე აღარ მოქმედებს. იმისათვის რომ დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარებულად
ითვვლებოდეს აუცილებელია მოქალაქეებს შორის ტოლერანტულობა. დღეს
საზოგადოება ვალდებულია გაითავისოს რომ განსხვავებული არ არის ცუდის
პირდაპირ პროპორციული. სწორედ განსხვავების მიღებაა ის ერთადერთი სწორი გზა
რომელიც მოქალაქებს ჰარმონილად აცხოვრებს საკუთარი პირადი ინტერესების
დაცვის საშუალებით. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ საქართველოში
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები რომლებიც მოსახლეობის მეექვსედს
შეადგენს. მრავალი დროის განმავლობაში ისინი იIლებულები იყვნენ ეცხოვრათ
იზოლირებულად,რადგან არ იცოდნენ სახელმწიფო ენა, ხშირად ისინი ხდებოდნენ
დისკრიმინაციის მსხვერპლნი საზოგადოების მხრიდან. თუმცა დღეს ეს მიდგომები
შეიცვალა და ეთნიკური ნიშნით დევნა დანაშაულია. თანამედროვე ქვეყანაში
გლობალიზაციის ფონზე პროგრესიულად ჩამოყალიბებულ საზოგადოებაში
ეთნიკური ნიშნით წარმომადგენელ უმცირესობასაც უჩნდება საკუთარი ღირსების
დაფასების სურვილი, ისინი იცავენ საკუთარ ენას, რელიგიას და ის ფაქტი რომ
თავად ოატივს ცემენ იმ ქვეყნის მოქალაქეებს სადაც თავად ცხოვრობენ, რაც იმას
იწვევს რომ დანარჩენი საზოგადოებაც სრულიად თუარა ნაწილობრივ მაინც აღარ
დევნიან. ეს ყოველივე იმას მიანიშნებს რომ საზოგადოება მეტად ჰუმანურია, მას
აღარ ეზიზღება ადამიანები განსხვავებული ნიშნებით რაც ქვეყანაში ჰარომნიისა და
კეთილ თანაცხოვრების პროცენტულიბას ზრდის.გლობალიზაციის უპირატესობას
წარმოადგენს ისიც რომ იგი შესაძლებელს ხდის მაღალი ხარისხის განათლებას.
სწორედ ესაა იმის საწყისი რომ საზოგადოება არ დაიკარგოს ამ ინფორმაციული ხანის
ბუმში და პირიქით შეძლოს აყვეს ახალი ცხოვრების სტანდარტებს. დროთა
განმავლობაში სულ უფრო აღიარებენ რომ დღევანდელ პირობებში წარმატებული
კარიარის საწინდარი მხოლოდ განათლების მოქნილმა სისტემამ შეიძლება
უზრუნველყოს, ისეთი რომელიც ითვალისწინებს გლობალიზაციის პირობებს .
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და იმუშაონ
ისეთ სამყაროში, ეროვნული ეკონომიკური და კულტურული საზღვრები თანდათან
უფრო და უფრო პირობითი ხდება. პოპულიზდება ახალუ ცნება განათლების
გლიბალიზაცია(პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი ,,პრომეთე’’, შორენა
მაღლაკელიძე ,,განათლების გლობალიზაცია’’- დასავლეთის გამოცდილება
საქართველოს პერსპექტივები, გვ3) თანამედროვე სამყაროში ინტერნეტის
გამოყენებით კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა განათლების მიღება.
ატუდენტებსა და მოსწავლეებს გააჩნიათ კომპიუტერები და სმართი ტელეფონები
რომლებიც საშუალებას აძლევთ მარტივად მოიპოვონ ციფრული ენციკლოპედიები
და მათთვის სასურველი ინფორმაცია. მთელი მსოფლიოს ირგვლივ არსებული
ინფრომაცია ერთი დაწკაპუნებით შეიძლება აღმოვაჩინოთ . გავიხსენოთ
თანამედროვე ისტორია, რომელიც დღემდე აქტუალურია კორონა რომელმაც
პანდემია. იგი არ არის უშუალოდ გლობალიზაციის შედეგი , რადგან მაშინ როცა
საუკუნეების წინ არ არსენობდა ქვეყნებს შორის არანაირი პოლიტიკური თუ
პარტნიორული კავშირი არსებობდა სხვადასხვა ტიპის პანდემიებიც შავი ჭირი
ქოლერა ესპანკა და აშ. ისინი როგორც კორონა საკმაოდ ფართომასშტაბური
დაავადებები იყვნენ და შეიწირეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ასევე
ვამოიწვია რლსხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების კრიზისი.
თუმცა გლობალიზაციის დადებითი მახასიათებელია ფაქტი რომ რომელიმე
ქვეყანაში მედიცინის განვითარებასთან ერთად ახალი ტენდენციები სწრაფად. 2021
წელს გავრცელდა ინდოეთში გავრცელდა შტამი რომელმაც გაანადგურა
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სხვადასხვა სფეროში შექმნა დეფიციტი.
საერთაშორისო საზოგადოების წევრმა ქვეყნებამ ამერიკამ დიდიმა ბრიტანეთმა და
სხვა რამდენიმე ძლიერმა სახელმწიფომ სწრაფად გაგზავნა დახმარება
ტესტირებისთვის. დამცავი ნიღბები, ჟანგბადის ბალონები, სამედიცინო
მედიკამენტები და სხვა. სახელმწიფოთა მსგავსი რეაგირება და ერთიანობა რომ არა
ინდოეთში ყველაფერი სავალალო შედეგამდე მივიდოდა. აქედან გამომდინარე
შეგვიძლია დავასკვნათ რომ გლობალიზაცია მრავალწახნაგოვანი პროცესია. თყმცა
კითხვაზე ,, გლიბალიზაცია დადებითი თუ უარყოფითი პროცესი?'' პასუხის გაცემა
შეუძლებელია. მნიშვნელოვანია მიზეზშედეგორბივი იმფორმაციის განსაზღვრება და
ინდივიდის პრიპრიტეტის გათვალისწინება ამ თემასთან მიმართებით. ეს პროცესი
გვთავაზობს ისეთ შესაძლებლობებს რომლის გამიყენებაც ცალკეულ პიროვნებებზეა
დამოკიდებული. თუმცა ვერ ვუგულვეყობთ ფაქტს რომ გლობალიზაცია
ორიგინალური კულტურის გაქრობის ან გარდაქმნის რისკს ზრდის. იგი ცდილობს
ყოველი ქვეყნის კულტურა გააერთიანოს და საზოგადოდ მიღებულ
ჩარჩოშიოაქციოს, რაც შეუძლებელი და მიუღებელია. ამ ფაქტის წინაშე მსოფლიოს
ყველა კულტურა გამოცდის ქვეშაა, თუ როგორ შეინარჩუნებენ ისინი თავიანთ
მყოფადობას. როგორ შემოინახავენ თავიანთ სულისკვეთება ტომელიც განაპირობებს
მათ განსაკუთრებულობას. ქართველი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ილია
ჭავჭავაძე ამბობდა: ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათგან: მამული,
ენა და სარწმუნოება.’’ მან უდიდესი ღვაწლი შეიტანა მეცხრამეტე საუკუნის
საქართველოში სამოქალაქო ლიბერალური აზრის ჩამოყალიბებაში და პატრიოტული
ფასეულობების გაღმავებაში. თითოეული ქართველის ვალია შევჯნარჩუნოთ
გავუფრთხილდეთ და თაობებს გადავცეთ ის ხელიხელსაგოგმანებელი განძი
რომელსაც საქართველოს კულტურა და ისტორია წარმოადგენს. სწორედ ესაა ერის
თვითმყოფადობა და თუკი მას გლობალიზაციის მაწუხებში გავთქვფთ ჩვენ
დავიკარგებით როგორც ერი და პირდაპირ პროპორციულად დავკარგავთ მომავალს.
ნათელია რომ გლობალიზაცია ცალკეულ ქვეყნებს ნელნელა უკარგავს საკუთარ
ფასეულობებს და ღირებულებებს. დიდი ქვეყნების ზეგავლენა პატარა ქვეყნებზე
დამოუკიდებლობის დაკარგვის ფარული ნაბიჯებია. ისინი ჯერ მშვიდობიანი
კურსით ცბიერად დაპეატრონებიან სუსტი ქვეყნების პოლიტიკას მივლენ სათავეში
და ამის შემდეგ მოხდება მთავარი პოლიტიკური ძვრები. საბოლოოდ
გლობალიზაციის ყველაზე მანკიერი მხარია ძლიერების გავლენა სუსტ
სახელმწიფოებზე და უშუალოდ სახელმწიფოში დაკარგული კულტურული
მეურნეობა. ეს ყოველივე კი დამოუკიდებლობისა და და სუვენერიტეტის დაკარგვას
გოიწევევს. ასე რომ გლობალიზაცია მომგებიანა მხოლოდ ძლიერი ქვეყნებისთვის
რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი გავლენის მოხენა სხვა ქვეყნებზე და არა
პირიქით.იგი საფრთხეს უქმნის და მთლიანად ყლაპავს პატარა ერებს.

გამოყენებული ლიტერატურა:
აბესაძე ნ., ბიბილაშვილი ნ. გლობალიზაციის გავლენა უმუშევრობაზე. თსუ
პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული, ტ.5
თბ., თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინტიტუტის გამომცემლობა, 2012.
დავითაშვილი ზ. ნაციონალიზმი და გლობალიზაცია, თბილისი 2003
მაღლაკელიძე შ. ,,განათლების გლობალიზაცია’’- დასავლეთის გამოცდილება,
საქართველოს პერსპექტივები. პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი ,,პრომეთე’’,
თბილისი 2004.
ნოზაძე თ. გლობალიზაცია და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება.
საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი ,,ამბიონი’’, თარიღი:
27:02:2011.
სიგუა ს. კულტუროლოგიის საფუძვლები. კულტურა და გლობალიზაცია ტ.3,
,,მწერლის გაზეთი’’ თბილისი 2013.
ვაჟა-ფშაველას წერილი ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი’’

ფირცხალაშვილი ა. საკუთარი მოქალაქისა და უცხოელის უფლებათა


თანასწორობის დილემა თანამედროვე გლობალიზაციის ფონზე. საჯარო აუდიო
ლექცია თემაზე: ,,გლობალიზაცია, ნაციონალიზმი და დამიანის უფლებები
პანდემიის პირობებში.’’
ჩოხელი ე. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია გლობალიზაციის
პირობებში.პირობებში.
http://eprints.tsu.ge/662/1/Internationalization%20of%20%20High%20%20Education%
20%20in%20%20the%20%20Era%20%20of%20%20Globalization.pdf
ჯორბენაძე მ. გლობალიზაციის პროცესი და ეროვნული კულტურები
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_3503_1.pdf
გლობალიზაცია
http://www.freeuni.edu.ge/ge/nomos/2751
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%
83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1
%83%90

You might also like