You are on page 1of 2

,,გლობალიზაცია და კოსმოპოლიტიზმი ’’

პირველ რიგში განვმარტოთ გლობალიზაცია და


კოსმოპოლიტიზმი.კოსმოპოლიტიზმი არის იდეოლოგია, რომელიც
უარყოფს ეროვნულ თვითმყოფობას და ეროვნულ სუვერენიტეტს,
ქადაგებს სამშობლოსადმი, ეროვნული კულტურისადმი
გულგრილობას და აყენებს "მსოფლიო სახელმწიფოს" შექმნის,
"მსოფლიო მოქალაქეობის" დაწესების იდეას.ტერმინი
გლობალიზაციის გამოჩენა კი დაკავშირებულია ამერიკელი
სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს
სტატიაში გამოიყენა. გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებით,
ზოგადად, არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული
შეხედულება: პირველი შეხედულების თანახმად, გლობალიზაცია
წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს
მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, ხოლო მეორე
შეხედულებით, გლობალიზაცია არის ნეგატიური პროცესი,
რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოს,
ერებს, მათ კულტურულ თავისებურებებს, არამედ განიხილება
როგორც მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარებისათვის
საშიში ტენდენცია.
გლობალიზაცია კი დიდი მცნებაა მაგრამ ჩემი აზრით მას უფრო მეტი
ნაკლი აქვს ვიდრე დადებითი.მეტიც მას დადებითი არაფერი არ
აქვს.რბილად,რომ ვთქვათ ის ერთი დარტყმით ნაფლეთებად აქცევს
სამყაროს მთავარ პრინციპებს, შეხედულებებს, იდეოლოგიას და
სარწმუნოებას.ყველა ერის ერთ ერად გაერთიანება საშინელებაა და
ერთი რელიგია ხომ საერთოდ წარმოუდგენელია.გლობალიზაციის
იდეოლოგიის მქადაგებლებს, ნეტავ არ გასჩენიათ კითხვა, როგორ
შეუძლიათ იცხოვრონ ერთმანეთის მხარდამხარ ქრისტიანებს,
მუსულმანებს და ბუდისტებს?. ერთი სახელმწიფოს მართვაც კი,
რამდენადაც პატარა არ უნდა იყოს იგი მოსახლეობით, ტერიტორიით
და ა.შ. ურთულესია. და რომელ ადამიანს შესწევს ძალა და დიდი
ენერგია იმისა, რომ მართოს ქვეყნიერება?.
ასევე არ ვეთანხმები კოსმოპოლიტიზმის იდეოლოგიას და
მაგალითად მოვიყვან ვაჟას სიტყვებს:ვერ წარმომიდგენია ადამიანი
სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი
სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? -
იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება,
არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა
უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად
მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე
პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში
აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა
გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე
ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ.

You might also like